ეეჰ, რა "გააცნობიეროს" რა "შესბამისი ნაბიჯების გადადგმა", ხალხო, ჩემო კარგებო, წარმოდგენა არ გაქვთ რასთან გაქვთ საქმე და ვერც გექნებათ.
მას შეუძლია მესამე ხელი გამოიბას?
ფიზიკური მოცემულობა გადაწყობილია. გესმით ეს? ფიზიკურს რა უნდა უქნა. ფსიქოლოგიური უკვე ფიზიკურ დონეზეა დასული. ნებელობა აღარ არსებობს. საიდან უნდა მოიტანოს?
მომიტევე ჩემო კარგო
mashkamashka211, ღრმა თანაგრძნობით მოგმართავ: თუ გადაწყვეტილი გაქვს რომ ბოლომდე ატარო ჯვარი, ბოლომდე იბრძოლე, არ შეეპუო, თუ ისე გიყვარს ადამიანი რომ შეგიძლია თავი და სიცოცხლე გადადო მისთვის.
მაგრამ ეს ისეთი მძიმე და გაუსაძლისი ჯვარია, რომც გადადო- შენი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით- ვერავინ იტყვის შენს წინააღმდეგ ერთ სიტყვასაც კი.
ამიტომ თავს ნუ დაიდანაშაულებ.
შენი ყოველი მცდელობა ტყუილად არ დაიკარგება. რომც ვერ წაადგეს მის მარადიულ სულს (თუკი ასეთი ვერ იარსებებს), შენვე შეგეწევა. სამყაროში უშედეგოდ არ იკარგება ადამიანის არცერთი ღვწომა და ქმედება.
ოღონდ იცოდე ერთი: მისგან არ მოითხოვო ის, რაც მოეთხოვება ნორმალურ, ჯანმრთელ ადამიანს. თვით წიგნის წაკითხვის შემდეგ რაღაც ცვლილების, თვისებრივი შედეგის დადგომით. იცოდე რომ ყოველწამს სიცოცხლისთვის ბრძოლის მდგომარეობაში ხარ თითქმის სრულიად მარტო და გაურკვევევლი ხვალინდელი დღის წინაშე.
გისურვებ დიდ მხნეობას და სიმშვიდეს რა ნაბიჯიც უნდა გადადგა. თითქმის სიმარტოვის შეგრძნების უკან მაინც არსებობს დაფარული მფარველობა ისეთი კეთილშობილი ზრახვების ადამიანისთვის როგორიც შენ ხარ
This post has been edited by annavita on 14 Jan 2019, 22:52
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო