Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > სისხლის გადასხმის უარყოფითი ეფექტები.


Posted by: WolfSpell 12 Dec 2007, 20:57
ვინმე თუ იცნობს რაიმე კვლევას ამ საკითხის გარშემო და თუ შეუძლია რეალურ წყაროებზე დაყრდნობით თქვას აქვს თუ არა რაიმე side effect-ი სისხლის გადასხმას?

და კიდევ: სისხლის გადასხმა სჯობს თუ მისი შემცვლელი ნივთიერების? (იმის გათვალისწინებით, რომ დონორი ჯანმრთელია)

Posted by: vano_t 13 Dec 2007, 00:02
QUOTE (WolfSpell @ 12 Dec 2007, 20:57 )
ვინმე თუ იცნობს რაიმე კვლევას ამ საკითხის გარშემო და თუ შეუძლია რეალურ წყაროებზე დაყრდნობით თქვას აქვს თუ არა რაიმე side effect-ი სისხლის გადასხმას?

და კიდევ: სისხლის გადასხმა სჯობს თუ მისი შემცვლელი ნივთიერების? (იმის გათვალისწინებით, რომ დონორი ჯანმრთელია)

გვერდითი მოვლენები ყველაფერს აქვს. სისცხლი ფაქტიურად უცხო სხეულს წარმოადგენს და ყველანაირი ალერგიული და გვიანი რეაქცია შეიძლება მოყვეს. ასეთი ტიპის რეაქციები განპირობებულია იმით, რომ სისხლში არსებული ანტიგენები(ანუ უცხო სხეულები) იწვევენ დონორის ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნას და ამ ანტიგენ-ანტისხეულის ურთიერთქმედებას შეიძლება ბევრი სხვადასხვა ტიპის რეაქცია მოყვეს. მაგალითად ფილტვების დაზიანება; ინფექციის შეტანა დონორის ორგანიზმში(მიუხედავად იმსა რომ დონორი ჯანმრთელი შეიძლება იყოს, სისხლხის აღებისას და გადასხმისას შეიძლება სტერილობის დარღვევა მოხდეს) და ასე შემდეგ.

ყველაფერს თავისი ჩვენება აქვს. მასე ვერ იტყვი ეს ჯობია ან ისო. მაგალითად, თუ ადამიანმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, მაშინ სისხლის გადასხმა არათუ ჯობს, არამედ აუცილებელია და შემცვლელი ბევრს ვერაფერს გააკეტებს. გარდა ამისა, თუ სისხლი გადასმის მიზანია სისხლის ჰემოგლობინით შევსება(ჰემოგლობინი როგორც იცით ჟანგბადის მატარებელი მოლეკულაა), მაშინ სისხლის შემცვლელი ფაქტიურად ჯერ არ არსებობს(არის ექსპერიმენტები, რომელშიც იკვლევენ მასეთი "ხელოვნური სისხლის" გადასხმას, მაგალითად ნახე http://www.eurobloodsubstitutes.com/). ხანდახან, სისხლის გადასხმა საჭიროა იმისათვის რომ თრობოციტები ან სისხლის შედედების ფაქტორები შეავსო. ასეთ შემთხვევებში სისხლის გადასხმას გაცილებით ჯობია უშუალოდ თრომბოციტების გროვა ან შედედების ფაქტორების გროვა პლაზმის სახით.

Posted by: Dezdemona 13 Dec 2007, 00:12
WolfSpell


როცა ექსტრემალური სიტუაცია.. გადარჩენა არ გადარჩენაზეა საქმე .. side effect-ებს არავინ არ უყურებს ... ჯერ მთავარ პრობლემას აქცევენე ყურადღებას და მერე უკვე side effect-ებს

Posted by: mtvareuli 13 Dec 2007, 02:12
WolfSpell

როგორც ვანო_ტ-მ აღნიშნა, გვერდითი მოვლენები ყველაფერს აქვს, მაგრამ ამის გარდა სისხლის გადასხმის დროს მნიშვნელოვან საშიშროებას წარმოადგენს დონორის ან რეციპიენტის არასრულყოფილად გამოკვლევა, სისხლის აღებისა და გადასხმის წესების დარღვევა....

თუ შეთავსებადობის გამოკვლევებიდან (დონორის და რეციპიენტის სისხლის ჯგუფობრიობის გამოკვლევა; რეზუს-შეთავსებადობის განსაზღვრა; ინდივიდუალური შეთავსების შემოწმება; ბიოლოგიური სინჯი) რომელიმე არ ჩატარდა ან შეცდომით ჩატარდა, შეიძლება ამან მძიმე გართულება-ჰემოტრანსფუზიური შოკი გამოიწვიოს (მოხდეს ერითროციტების აგლუტინაცია და ჰემოლიზი).

შეიძლება ინფექციურ აგენტებზე გამოკვლევა მოხდეს არასრულყოფილად და შესაბამისად ამას მოჰყვეს დაინფიცირება (როგორც რეციპიენტის, ასევე დონორის-თუ სისხლის აღების მომენტში მოხვდა რაიმე სახის დარღვევა). ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია შიდსით დაავადებული დონორი, თუ მას აქვს ეგრედწოდებული ფანჯარა-პერიოდი, რადგან ამ დროს აივის გამოვლენა ანალიზებით ვერ ხდება.

შეცდომების გამო ბუნებრივია კიდევ უამრავი გართულება შეიძლება წარმოიქმნას, მაგრამ ამ ყველაფრის ჩამოთვლას არ დავიწყებ ეხლა, არ არის საჭირო.

იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი წესით და რიგით ჩატარდება, გართულებების საფრთხე ნაკლებია, თუმცა მაინც შეიძლება... მაგ. ანაფილაქსიური შოკი (ალერგიული რეაქცია). მისი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, მითუმეტეს ხშირად ის ვლინდება ერთიდაიგივე დონორის სისხლის განმეორებით გადასხმის დროს, ანუ როცა ერთხელ ყველაფერმა უკვე კარგად ჩაიარა...

სისხლის შემცვლელებსა და სისხლს შორის არჩევანის ასე უბრალოდ გაკეთება კი არ შეიძლება, რადგან უპირატესობა და ნაკლი ორივეს აქვს, ასევე აქვთ თავისი ჩვენებები და გააჩნია კონკრეტულ შემთვევაში რა ჭირდება ორგანიზმს...

Posted by: lei1 13 Dec 2007, 07:17
QUOTE
აქვს თუ არა რაიმე side effect-ი სისხლის გადასხმას?


1. ჰემოლიზი - თუ შეთავსება არასწორადაა ჩარატებული
2. ცხელება (სიცხე)
3. ალერგიული რეაქციები
4. ფილტვისმიერი გართულებები (ტრანსფუზიით, ანუ სისხლის გადასხმით გამოწვეული ფილტვის დაზიანება)
5. ჰიპოკალცემია (კალციუმის დაბალი კონცენტრაცია სისხლში) გადასხმული სისხლის მოცულობაზეა დამოკიდებული.
6. ჰიპერკალემია (კალიუმის მაღალი კონცენტრაცია სისხლში)
7. რკინის სიჭარბე და ჩალაგება სხვადასხვა ქსოვოლებში - სისხლის ქრონიკული (და ხშირი) გადსხმების დროს - მაგ. თალასემიების, ნამგლისებრ უჯრედოვანი ანემიის და სხვა დაავადებების დროს.
8. სითხით გადატვირთვა - დიდი მოცულობით გადასხმებისას , განსაკუთრებით გულის უკმარისობის დროს.

QUOTE
მისი შემცვლელი ნივთიერების

სისხლი შეუცვლელია და გადასხმას თავისი ჩვენება აქვს. თუ სისხლის გადასხმაა საჭირო, სისხლი უნდა გადაისხას.

Posted by: WolfSpell 13 Dec 2007, 12:56
დიდი მადლობა გამოხმაურებებისთვის.

ალბათ უფრო უნდა დავკონკრეტებულიყავი კითხვის დასმის დროს.

კონკრეტულად კი მაინტერესებს თუ აქვს სისხლის გადასხმას გარდაუვალი უარყოფითი ეფექტები იმის გათვალისწინებით, რომ დონორი ჯანმრთელია, ჯგუფი ემთხვევა რა თქმა უნდა და გადასხმა უნაკლოდ და უშეცდომოდაა გადაკეთებული.

შეიძლება თუ არა ე.ი. რეალურად, რომ ერთი ადამიანის სისხლი მეორე ადამიანის ორგანიზმზე აბსოლუტურად უპრობლემოდ "წავიდეს" smile.gif
* * *
Dezdemona
QUOTE
როცა ექსტრემალური სიტუაცია.. გადარჩენა არ გადარჩენაზეა საქმე ..

მასეთ სიტუაციებში ადამიანმა შეიძლება მკვდარი მეგობარი შეჭამოს (ყოფილა კიდეც პრეცედენტები)..

მაგას არ ვგულისხმობ wink.gif

Posted by: Cor-toni 13 Dec 2007, 13:24
QUOTE
შეიძლება თუ არა ე.ი. რეალურად, რომ ერთი ადამიანის სისხლი მეორე ადამიანის ორგანიზმზე აბსოლუტურად უპრობლემოდ "წავიდეს" 
* * *


yes.gif თუ სწორად და სრულყოფილად მოხდება დონორისა და რეციპიენტის გამოკვლევა.

QUOTE
QUOTE
როცა ექსტრემალური სიტუაცია.. გადარჩენა არ გადარჩენაზეა საქმე ..


მასეთ სიტუაციებში ადამიანმა შეიძლება მკვდარი მეგობარი შეჭამოს (ყოფილა კიდეც პრეცედენტები)..




spy.gif

Posted by: WolfSpell 13 Dec 2007, 14:27
cor-toni
QUOTE
spy.gif

http://imdb.com/title/tt0106246/
მაგარი ფილმია up.gif
რაც მთავარია რეალურ მოვლენებს ეყრდნობა

Posted by: DICOM 13 Dec 2007, 14:38
WolfSpell

უარყოფითი ეფექტი ექნება თუ რაიმე გადაგდეს - განსაკუთრებით აქ ჩვენს მშობლიურ ქვეყანაში, სადაც დონორის სისხლის ხარისხი ჯეროვნად ვერ კონტროლდება. ისე კი არ ვიცი დრაკულას სულ სისხლთან ჰქონდა საქმე მარა კარგად გრძნობდა თავს wink.gif

Posted by: mtvareuli 13 Dec 2007, 17:47
WolfSpell
QUOTE
თუ აქვს სისხლის გადასხმას გარდაუვალი უარყოფითი ეფექტები იმის გათვალისწინებით, რომ დონორი ჯანმრთელია, ჯგუფი ემთხვევა რა თქმა უნდა და გადასხმა უნაკლოდ და უშეცდომოდაა გადაკეთებული.

შესაძლო უარყოფითი ეფექტები შეიძლება ქონდეს, როგორც უკვე ავღნიშნე, მაშინაც კი, როცა ყველაფერი იდეალურადაა შემოწმებული და ყველა წესი დაცული (მაგ.ანაფილაქსიური შოკი), მაგრამ ეს ხდება ძალიან იშვიათად.... გარდაუვალი უარყოფითი ეფექტები არ აქვს no.gif

QUOTE
შეიძლება თუ არა ე.ი. რეალურად, რომ ერთი ადამიანის სისხლი მეორე ადამიანის ორგანიზმზე აბსოლუტურად უპრობლემოდ "წავიდეს"

რათქმაუნდა შეიძლება yes.gif შეიძლება კი არა, უმეტეს შემთხვევაში ეგრე ხდება....

Posted by: karaoke 13 Dec 2007, 18:14
QUOTE
უარყოფითი ეფექტი ექნება თუ რაიმე გადაგდეს - განსაკუთრებით აქ ჩვენს მშობლიურ ქვეყანაში, სადაც დონორის სისხლის ხარისხი ჯეროვნად ვერ კონტროლდება. ისე კი არ ვიცი დრაკულას სულ სისხლთან ჰქონდა საქმე მარა კარგად გრძნობდა თავს 


განსაკუთრებით ცოტა სისხლს თუ გადაგისხავენ მაგალითად 7 ნოემბერს თუ თავში უცებ მილიციელმა რეზინის დუბინკა ჩაგარტყა და სისხლები წამოგივიდა . თუ გაგიმართლა და პირველს მოგხვდა სტერილური დუბინკა ხო კაი და თუ არა და ....... მთელი ცხოვრება მუმლი მუხასაო იმღერებ.

ეს ის მუმლებია რომელსაც ბევრი მუხა წაუქცევია .


შეგიძლიათ გუგლზე შეხვიდეთ და ... hcv tbilisi მოძებნოთ . 7.4 , 7.8, გავრცელება საქართველოში .
ერთი ორი 7 ნოემბერი და სულ დაგვერხევა ბოლომდე

Posted by: CarpeDiem 13 Dec 2007, 18:57
იმისთვისაც არ არის კარგი, ვინც თავის სისხლს აძლებს გადასასხმელად. მერე დრო და დრო სულ უნდა გასცე სისხლი, იმიტომ რომ ორგანიზმი ზედმეტი სისხლის გამომუშავებას იწყებს.

Posted by: mtvareuli 13 Dec 2007, 18:58
CarpeDiem
QUOTE
იმისთვისაც არ არის კარგი, ვინც თავის სისხლს აძლებს გადასასხმელად. მერე დრო და დრო სულ უნდა გასცე სისხლი, იმიტომ რომ ორგანიზმი ზედმეტი სისხლის გამომუშავებას იწყებს

ეგ ვინ გითხრა?

Posted by: CarpeDiem 13 Dec 2007, 19:07
QUOTE (mtvareuli @ 13 Dec 2007, 18:58 )
CarpeDiem
QUOTE
იმისთვისაც არ არის კარგი, ვინც თავის სისხლს აძლებს გადასასხმელად. მერე დრო და დრო სულ უნდა გასცე სისხლი, იმიტომ რომ ორგანიზმი ზედმეტი სისხლის გამომუშავებას იწყებს

ეგ ვინ გითხრა?

ექიმმა

Posted by: mtvareuli 13 Dec 2007, 19:12
CarpeDiem
QUOTE
ექიმმა

არასწორად უთქვამს smile.gif


ესეც ვიკიპედიიდან --> http://en.wikipedia.org/wiki/Blood_transfusion

Blood transfusion

Complications and risks


For the donor

Donating whole blood at a modern, well-run blood collection center is safe. The biggest risk is probably that of vasovagal syncope, or "passing out". A large study, involving 194,000 donations during a one-year period at an urban U.S. blood center, found 178 cases of syncope, for an incidence of 0.09%. Only 5 of these incidents required emergency room attention, and there was one long-term complication. Most syncopal episodes occurred at the refreshment table following donation, leading the authors to recommend that donors spend at least 10 minutes at the refreshment table drinking fluids after donation. A Greek study of over 12,000 blood donors found an incidence of vasovagal events of 0.89%. Another study interviewed 1,000 randomly selected blood donors 3 weeks after donation, and found the following adverse effects:

* Bruise at the needle site — 23 percent
* Sore arm — 10 percent
* Hematoma at needle site — 2 percent
* Sensory changes in the arm used for donation (eg, burning pain, numbness, tingling) — 1 percent
* Fatigue — 8 percent
* Vasovagal symptoms — 5 percent
* Nausea and vomiting — 1 percent

None of these were severe enough to require medical attention in this study. There is no risk of acquiring an infection at a modern, well-run blood donation center.

Donation of blood products via apheresis is a more complex procedure and can entail additional risks, although this procedure is, overall, still very safe for the donor.


For the recipient

There are risks associated with receiving a blood transfusion, and these must be balanced against the benefit which is expected. The most common adverse reaction to a blood transfusion is a febrile non-hemolytic transfusion reaction, which consists of a fever which resolves on its own and causes no lasting problems or side effects.

Hemolytic reactions include chills, headache, backache, dyspnea, cyanosis, chest pain, tachycardia and hypotension.

Blood products can rarely be contaminated with bacteria; the risk of severe bacterial infection and sepsis is estimated, as of 2002, at about 1 in 50,000 platelet transfusions, and 1 in 500,000 red blood cell transfusions.

Transmission of viral infection is a common concern with blood transfusion. As of 2006, the risk of acquiring hepatitis B via blood transfusion in the United States is about 1 in 250,000 units transfused, and the risk of acquiring HIV or hepatitis C in the U.S. via a blood transfusion is estimated at 1 per 2 million units transfused. These risks were much higher in the past before the advent of second and third generation tests for transfusion transmitted diseases. The implementation of Nucleic Acid Testing or "NAT" in the early 00's has further reduced risks, and confirmed viral infections by blood transfusion are extremely rare in the developed world.

Transfusion-associated acute lung injury (TRALI) is an increasingly recognized adverse event associated with blood transfusion. TRALI is a syndrome of acute respiratory distress, often associated with fever, non-cardiogenic pulmonary edema, and hypotension, which may occur as often as 1 in 2000 transfusions. Symptoms can range from mild to life-threatening, but most patients recover fully within 96 hours, and the mortality rate from this condition is less than 10%.

Other risks associated with receiving a blood transfusion include volume overload, iron overload (with multiple red blood cell transfusions), transfusion-associated graft-vs.-host disease, anaphylactic reactions (in people with IgA deficiency), and acute hemolytic reactions (most commonly due to the administration of mismatched blood types).

Posted by: CarpeDiem 13 Dec 2007, 19:29
ეგ რომ სუყველამ იცოდეს, სისხლს არავინ აღარ ჩააბარებდა. wekipedia-ს კი დიდად არ ვენდობი, რადგან ბევრი ამოკრეფილი ინფოა და დიდი ჭორ ბიუროსავით გამოდის. უბრალოდ რომ ზოგადი წარმოდგენა გქონდეს კარგია, მაგრამ ვინ რას წერს კაცმა არ იცის.
P.S მამაჩემმა არ მგონია რამე არასწორედ მითხრას.

Posted by: Natosha 13 Dec 2007, 19:53
CarpeDiem
მასეთი ლოგიკით ნებისმიერი სახით სისხლის დაკარგვამ უნდა გამოიწვიოს ის, რომ პაციენტს მუდმივად გამოუმუშავდება "ჭარბი" სისხლი და დასჭირდება მისგან "დაცლა" biggrin.gif ქალებზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ biggrin.gif gigi.gif

Posted by: Dezdemona 13 Dec 2007, 22:10
QUOTE
Dezdemona

QUOTE
როცა ექსტრემალური სიტუაცია.. გადარჩენა არ გადარჩენაზეა საქმე ..


მასეთ სიტუაციებში ადამიანმა შეიძლება მკვდარი მეგობარი შეჭამოს (ყოფილა კიდეც პრეცედენტები)..

მაგას არ ვგულისხმობ 


ჰმმ... ადამიანს სისხლის გადასხმა თუ დასჭირდა ექსტრემალურია აბა რა არის .. აბა უცებ თავში არავის დაარტყავს .. დღეს სისხლი ხომ არ გადამესხა .... biggrin.gif

Posted by: WolfSpell 14 Dec 2007, 12:49
Dezdemona
biggrin.gif 2kiss.gif

Posted by: teonala 14 Dec 2007, 17:37
მე გაგებული მაქვს, რომ სისხლის გადასხმას არ ურჩევენ ქალებს, რომლებსაც ბავშვი ჯერ არ ყავთ გაჩენილი.
რატომ?

Posted by: karaoke 14 Dec 2007, 19:03
მთავარია ც ჰეპატიტი არ აგკიდონ თორე სხვა უკუჩვენებებს გაუძლებს კაცი.



სისხლი არ გადაისხათ თუ რამე სხვა ალტერნატივა არსებობს .

Posted by: Obscured 17 Dec 2007, 00:41
სისხლს ეხლა არავინ არ ასხავს, ასხავენ სისხლის კომპონენტებს . მაგ ერთროციტარულ მასას (გარეცხილს ,სისხლს აცენტრიფუგებენ და აცლიან პლაზმას . დარჩენილ ერ მასას რეცხავენ Fიზიოლოგიურ ხსნარში და შემდეგ ასხავენ. ხოლო პლაზმას ყინავენ) ესეთი ერმასა ინახება 24სთ. ხოლო კრიო პლაზმა -18გრადუსზე 3თვე.ამერიკელები კი 1წელი. გამოყოფენ ასევე--თრომბოციტარულ მასას. სისხლის პირდაპირმა გადასხმამ შეიძლება უბიძგოს დისიმინირებული სისხლძარღვთა შიდა ყკმარისობის განვითარებას. სისხლის შემადედებელი სისტემის გამოფიტვა, სასხლი აღარ დედდება , თუ დაიწყო - მერე იწყება საშინელება . არცერთ ექიმს არ ვუსურვებდი ამის ნახვას.
QUOTE
სისხლი არ გადაისხათ თუ რამე სხვა ალტერნატივა არსებობს .

მხოლოდ ყკიდურეს შემტხვევაში no.gif

Posted by: psyxo 17 Dec 2007, 00:54
QUOTE
QUOTE
სისხლი არ გადაისხათ თუ რამე სხვა ალტერნატივა არსებობს .


მხოლოდ ყკიდურეს შემტხვევაში 

საწყალი ეღოველები კი ჯვარს ვაცვით და?!... sad.gif

Posted by: eku 17 Dec 2007, 01:15
side effect ი და ეგეთები არ ვიცი, მარა ის ვიცი რომ საშიშია ჯერ ამრტო იმიტომ რომ რამე არ აიკიდო... მე პირადად რამოდენიმე შემტხვევა გამიგია რომ , ჰიგიენა თუ სტერილურობა ვერ დაიცვეს და რაღაცდაავადება გადაედო ადამიანს, მათ შორის შიდსიც გადადებია... tongue.gif ტაკ შტო, მე სისხლს არ გადავუსხავ არავის

Posted by: Led_Zeppelin 17 Dec 2007, 09:02
QUOTE
სისხლს ეხლა არავინ არ ასხავს, ასხავენ სისხლის კომპონენტებს . მაგ ერთროციტარულ მასას (გარეცხილს ,სისხლს აცენტრიფუგებენ და აცლიან პლაზმას . დარჩენილ ერ მასას რეცხავენ Fიზიოლოგიურ ხსნარში და შემდეგ ასხავენ. ხოლო პლაზმას ყინავენ) ესეთი ერმასა ინახება 24სთ. ხოლო კრიო პლაზმა -18გრადუსზე 3თვე.ამერიკელები კი 1წელი. გამოყოფენ ასევე--თრომბოციტარულ მასას. სისხლის პირდაპირმა გადასხმამ შეიძლება უბიძგოს დისიმინირებული სისხლძარღვთა შიდა ყკმარისობის განვითარებას. სისხლის შემადედებელი სისტემის გამოფიტვა, სასხლი აღარ დედდება , თუ დაიწყო - მერე იწყება საშინელება . არცერთ ექიმს არ ვუსურვებდი ამის ნახვას.QUOTEსისხლი არ გადაისხათ თუ რამე სხვა ალტერნატივა არსებობს .


საისხლის კომპონენტების გადასხმას, წყვეტს ექიმი და არა ავადმყოფი.........და ის სკანდალი, რომელიც იეღოველის სიკვდილთან იყო დაკავშირებული, რომელმაც თავის ბავშვს რელიგიური მოსაზრების გამო სისხლი არ გადაასხმევინა ,
ექიმებს , ტრაგიკულ შედეგამდე არ მიგვიყვანდა .

Posted by: WolfSpell 17 Dec 2007, 17:27
QUOTE (Obscured @ 16 Dec 2007, 23:41 )
სისხლს ეხლა არავინ არ ასხავს, ასხავენ სისხლის კომპონენტებს . მაგ ერთროციტარულ მასას (გარეცხილს ,სისხლს აცენტრიფუგებენ და აცლიან პლაზმას . დარჩენილ ერ მასას რეცხავენ Fიზიოლოგიურ ხსნარში და შემდეგ ასხავენ. ხოლო პლაზმას ყინავენ) ესეთი ერმასა ინახება 24სთ. ხოლო კრიო პლაზმა -18გრადუსზე 3თვე.ამერიკელები კი 1წელი. გამოყოფენ ასევე--თრომბოციტარულ მასას. სისხლის პირდაპირმა გადასხმამ შეიძლება უბიძგოს დისიმინირებული სისხლძარღვთა შიდა ყკმარისობის განვითარებას. სისხლის შემადედებელი სისტემის გამოფიტვა, სასხლი აღარ დედდება , თუ დაიწყო - მერე იწყება საშინელება . არცერთ ექიმს არ ვუსურვებდი ამის ნახვას.
QUOTE
სისხლი არ გადაისხათ თუ რამე სხვა ალტერნატივა არსებობს .

მხოლოდ ყკიდურეს შემტხვევაში no.gif

რამდენია ალბათობა იმისა, რომ მასეთი ცუდი სცენარით განვითარდეს პროცესები?

Posted by: Obscured 17 Dec 2007, 18:16
ამის თქმა ძნელია ალბათ უნდა იყოს დაცული ყველა ის წესი რომელიც უძღვება წინ გადასხმას.
1 მიზანშეწონილობა და რომელი კომპონენტი სისხლისა.
რეითროციტარული მასა . გარეცხილი შესაბამისი ჯგუფის და რეზუსის . ანემიის დროს ან სისხლდენის დროს. მისი ჰემეტოკრიტის მაჩვენებელი არის სადღაც 0,80ლ/ლ ზე ამიტომ მისი გადასხმის შემდეგ სითხის დეფიციტის შევსება ხდება
ელექრროლიტების და ფიზიოლოგიუტი ნხსნარსბით. ერ-მასა ესხმება ახალი დამზასებული 24აათის განმავლობაში .იმიტომ რო შემდგომ ერითროციტები იშლება და გამოიყოფა კალიუმი რომელიც უჯრედ შიგნით არის მოტავსებული(გახცოვთ ალბათ ნატრიუმ კალიუმის ტუმბო რის მეშვეობითაც ხდება სითხისა ნივთიერებების მიმოცვლა) დაჩლის შEმდეგ კალიუმის რაოდენობა საგრძნობლად მატულობს რამაც გადასხმის შემდეგ შეიძლება გულის გაჩერება გამოიწვიოს......ჯერ კეთდება შეთავსება ფაიფურის ჭურჭელზე თუ აგლუტინაცია არ მოხდა მაშინ 10 წუთიანი სამჯერადი ბიოლოგიური სინჯი და შემდეგ ხდება ფილტრიანი წვეთოვნით მთლიანი მასის გადასხმა.
2 გაყინული პლაზმის გადასხმისას.რა თქმა უნდა იყოს შესაბამისი ჯგუფის. ინდივიდუალური შეთავსება ფაიფურის ჭურჭელზე არ კეთდება . ხოლო სამჯერადი ბიოლოგიური სინჯი კი აუცილებლათ. გაყინული პლაზმა ,უნდა გადნეს, შეთბეს 37გრადუსამდე და უნდა გადაესხას ნაკადურად .თუ 6საათის განმავლობაში არ გადაესხა იგი უნდა გადაიღვაროს. არ ინახება.
რა თქმა უნდა კრიოპლაზმა შეიცავს ბუნებრივ შემადედებლ ფაქტორებს და მისი გადასხმა ჰეპატიტების დროს ძალიან ეფექტურია როცა თვალსა და ხელს შუა პროტპომბინის ინდექსი ეცემა და შეიძლება ჰიპოკოაგულაცია და სისხლდენა დაიწყოს.
3 თრომბოციტარული მასა მზადდება დაახლოებით 8-10 დონორის სისხლისაგან.
თრომბოციტარული მასა თU როდის უნდა გადაასხან ეს კრიტერიუმები დაამუშავეს და მიიღეს ერთიანი დებულება
რომელიც მიღწეული იქნა 5 ამერიკის ძირიტადი ჰოსპიტალის მასალების დამუშავების შEმდეგ . ეს კრიტერიუმები მოყვანილია ყველა სახელმძღვანელოში.. ..............................................................................................................O.კ

Posted by: WolfSpell 17 Dec 2007, 19:12
Obscured
eek.gif ups.gif

მაგდენი არ მესმის user.gif

მაგრამ როგორც მივხვდი ძალიან ბევრი რამ უნდა გაკეთდეს სანამ პაციენტს სისხლს გადაუსხამენ, სერიოზულად უნდა მომზადდეს.

რამდენად იცავენ საქართველოში და სხვა ქვეყნებში ამ პროცედურებს?

Posted by: baby-bobo 17 Dec 2007, 19:37
ჩემი პატარა რომ დაიბადა 24საათში განუვითარდა ჰემატოკრიზი რეზუს კომფლიქტის გამო , მე უარყოფითი ვარ, და ორსულობაში ანტისხეულები მქონდა, ის კი დადებითია...ხოდა დასჭირდა გადასხმა, უნდა გადაესხათ უარყოფითი1... ძლივს ვიშოვეთ სისხლი, ვინღა ფიქრობდა ეს სისხლი რამდენად სტერილური იყო... ჩვენი ერთადერთი საფიქრალი იმ მომენტში იყო ის რომ - ბავშვს გადასხმა შჭირდებოდა, აი გადასხმიდან მე-2 დღეს კი დავიწყე სერიოზული ნერვიულობა იმაზე- თუ რამდენად შემოწმებული იყო ეს სისხლი, ძალიან ვნერვიულობ და როგორც კი წლის გახდება ყველა ანალიზის გაკეთებას ვაპირებ sad.gif

Posted by: Obscured 18 Dec 2007, 22:54
QUOTE
რამდენად იცავენ საქართველოში და სხვა ქვეყნებში ამ პროცედურებს?

ცთილობენ მაქსიმალურად დაიცვან ინცრტუქციით გატვალისწინებული ყველა მოთხოვნა.

ქუთაისის შემთხვევის დროს ახალშობილს გადაუსხეს აივ ინფიცირებულის სისხლი ,იქაც კი სისხლი შემოწებული იყო აივ
ინფექციაზე მაგრამ დაემთხვა---ფანჯარა---და ტესტმა აივინფექცია არ აჩვენა.

Posted by: karaoke 19 Dec 2007, 19:35
QUOTE
ცთილობენ მაქსიმალურად დაიცვან ინცრტუქციით გატვალისწინებული ყველა მოთხოვნა.

მარტო მცდლობა რას შველის მერე?
QUOTE
იქაც კი სისხლი შემოწებული იყო აივ
ინფექციაზე მაგრამ დაემთხვა---ფანჯარა---და ტესტმა აივინფექცია არ აჩვენა.

ო ამაშია საქმეც .
7 ნოემბრის მეორე დღეს სისხლის ბანკში დავრეკე და მოვითხოვე რო დაეკეტათ სისხლის მიღება.
საქართველოში ც ჰეპატიტის გავრცელება 7- 8 % ია ეს ნაძირალა მტავრობა დაერია 10 000 ობით ხალხს და შუა ქუჩაში ერტმანეთის სისხლში აბამნავა .
თქვენი აზრით რამდენს შეხვდებოდა ეს დაავდება ? თქვენი აზრით არ იყო ეს საკმარისი მიზეზი რო 2 თვე სისხლი არ მიეღო სისხლის ბანკებს?
მარა ყური არავინ მათხოვა . არ ვიყავი საქართველოში თორემ პირადადაც მივიდოდი ამ მოთხოვნიტ და საელჩოებსაც და საერტაშორისო საზოგადოებასაც ჩავაყენებდი საქმის კურსში.

გიჟი არ გეგონოთ ც ჰეპატიტმა შეიძლება მომისწრაფოს სიცოცხლე მიუხედავად იმისა რომ სხვა ქვეყანამ 27000 ევროდ ღირებული წამლები მაჩუქა
მოვრჩი თუ ვერა არ ვიცი . ამდენ ქარტველს ვინ აჩუქებს ამ წამლებს?

Posted by: size 21 Jan 2008, 05:20
იეჰოვას მოწმეების ოფიციალურ ვებ გვერდზე საკმაო ინფორმაცია და ვიდეო მასალა (დაკუმენტური ფილმები) არის ამ ტემასთან დაკავშირებით.
ვინც ინგლისურთან მეგობრობთ შეგიძლიათ ნახოთ:

http://www.watchtower.org/e/vcnb/article_01.htm (ვიდეო)
http://www.watchtower.org/e/vcnr/article_01.htm (ვიდეო)
http://www.watchtower.org/e/vcae/article_01.htm (ვიდეო)
http://www.watchtower.org/e/hb/index.htm?article=article_02.htm

P.S. სამწუხაროდ ჩემს კომპიუტერზე ვერ ჩაირთო ეგ ვიდეოები...

Posted by: izabel 21 Jan 2008, 11:53
მე დამჭირდა გადამისხეს...არც ვფიკრობ გართულებაზე,იმიტომ რომ საქართველოში არ გადამისხია,დონორი არ მიძებნია,სისხლი შემოწმებული იყო...
ძვირი სიამოვნებაც დამიჯდა biggrin.gif სიცოცხლე ტკბილია...სიკვდილს გადავრჩი...

Posted by: WolfSpell 21 Jan 2008, 16:11
size

გმადლობ. როგორც კი მოვიცლი ვნახავ 2kiss.gif

Posted by: Obscured 16 Feb 2008, 08:25
QUOTE
სისხლის გადასხმას აქვს თუ არა უარყოფითი ეფექტი?

ნამდვილად აქვს, რადგან ორგანიზმში შეგყავს უცხო ცილა , გადასხმისათვის მარტო ჯგუფი და რეზუსი კეთდება , და შემდეგ ესხმება სისხლი.
იქ კიდევ უამრავი ფაქტორებია . ამიტომ ხშირია გადასხმით გამოწვეული სხვადასხვა ალერგიული დაავადებები.
მის გამო გადასხმა ხდება სისხლის კომპონენტების. პლაზმის . გარეცხილი ერითროციტების. ან თომბოციტების.
ე.ი. იმ კომპონენტების რომელის ჭირდება პაციენტს..................................................... U.პ


Posted by: Mr-President 16 Feb 2008, 18:46
აქვე ვიკითხავ ბარემ: როდესაც რომელიღაც ადამიანის სისხლს ისხავ, მისი თვისებები მართლა გაჩნდება მერე? spy.gif user.gif


ამბობენ და მაინტერესებს... rolleyes.gif

Posted by: mtvareuli 16 Feb 2008, 19:50
Mr-President
QUOTE
როდესაც რომელიღაც ადამიანის სისხლს ისხავ, მისი თვისებები მართლა გაჩნდება მერე?

ლოლ lol.gif

მაინც რა თვისებები? biggrin.gif

Posted by: Mr-President 17 Feb 2008, 03:26
mtvareuli
QUOTE
მაინც რა თვისებები?


მაგალითად თუ ადამიანი უჟმურია და მისი სისხლი გადაუსხეს მხიარულ ადამიანს, ეს სისხლის გადასხმა მხიარული ადამიანის ხასიათზე გავლენას მოახდენს? biggrin.gif ან რაიმე ცვლილებები დაეტყობა, რაც იმ ადამიანს ახასიათებს? biggrin.gif

ადრე სოფელში რომ ვიყავი, მსგავს რაღაცას მოვყარი ყური და ეხლა გამახსენდა.

ერთი ეუბნეოდა მეორეს: რაც შენი სისხლი გადავისხი, იმის მერე გავხდი, ავიო...

ხოდა დამაინტერესა.... givi.gif

Posted by: mtvareuli 17 Feb 2008, 16:14
Mr-President
QUOTE
მაგალითად თუ ადამიანი უჟმურია და მისი სისხლი გადაუსხეს მხიარულ ადამიანს, ეს სისხლის გადასხმა მხიარული ადამიანის ხასიათზე გავლენას მოახდენს? biggrin.gif ან რაიმე ცვლილებები დაეტყობა, რაც იმ ადამიანს ახასიათებს? biggrin.gif

QUOTE
ერთი ეუბნეოდა მეორეს: რაც შენი სისხლი გადავისხი, იმის მერე გავხდი, ავიო...

lol.gif lol.gif

იაღოველი ხო არ ხარ biggrin.gif

Posted by: Mr-President 17 Feb 2008, 17:16
mtvareuli
QUOTE
იაღოველი ხო არ ხარ


კაი ხო, ნუ დამცინიხარ მაინც, კი ვიცოდი, რომ რაღაც ნიტო იყო, მაგრამ მაინც გადავამოწმე, უფ. boli.gif

Posted by: vano_t 18 Feb 2008, 11:10
Mr-President
QUOTE
მაგალითად თუ ადამიანი უჟმურია და მისი სისხლი გადაუსხეს მხიარულ ადამიანს, ეს სისხლის გადასხმა მხიარული ადამიანის ხასიათზე გავლენას მოახდენს? biggrin.gif ან რაიმე ცვლილებები დაეტყობა, რაც იმ ადამიანს ახასიათებს? biggrin.gif

ადრე სოფელში  რომ ვიყავი, მსგავს რაღაცას მოვყარი ყური და ეხლა გამახსენდა.

ერთი  ეუბნეოდა მეორეს: რაც შენი სისხლი გადავისხი, იმის მერე გავხდი, ავიო...

ხოდა  დამაინტერესა....

მთავარია ძაღლის სისხლი არ გადაუსხან ადამიანს, თორე ყეფას დაიწყებს smile.gif

Posted by: Led_Zeppelin 19 Feb 2008, 07:20
QUOTE
როდესაც რომელიღაც ადამიანის სისხლს ისხავ, მისი თვისებები მართლა გაჩნდება მერე?

მხოლოდ აცრისას ჰეტეროგენული ცხენის შრატით ............................................ჭიხვინს იწყებს. wink.gif

Posted by: Obscured 20 Feb 2008, 17:06
ჰომოგენურით რა ხდება......................................................................................................??????????????????????????????????

Posted by: Ultra Cosmopolitan 23 Feb 2008, 13:02
მაინტერესებს ზოგადად სისხლის გადასხმა თუ გაწმენდა არ ვიცი ზუსტად რა ქვია სამედიცინო ენაზე, არა ვინმესგან არამედ ისეე, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები აქვს? სახეზე გამონაყარი მაქვს და მირჩევენ გადაისხიოო და არ ვციი რამდენად
მიშველის. იქნებ ვინმე კომპეტენტურმა მიპასუხოოს. მადლობთ

Posted by: Led_Zeppelin 23 Feb 2008, 15:49
QUOTE
მაინტერესებს ზოგადად სისხლის გადასხმა თუ გაწმენდა არ ვიცი ზუსტად რა ქვია სამედიცინო ენაზე, არა ვინმესგან არამედ ისეე, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები აქვს? სახეზე გამონაყარი მაქვს და მირჩევენ გადაისხიოო და არ ვციი რამდენად მიშველის. იქნებ ვინმე კომპეტენტურმა მიპასუხოოს. მადლობთ


რა ასაკის ხარ?????????????????????????

Posted by: Mr-President 23 Feb 2008, 18:27
QUOTE
სახეზე გამონაყარი მაქვს და მირჩევენ გადაისხიოო და არ ვციი რამდენად მიშველის. იქნებ ვინმე კომპეტენტურმა მიპასუხოოს.


სახეზე გამონაყარი კუჭ-ნაწლავის მოუწესრიგებლობამაც იცის. yes.gif ექიმმა ყოველშემთხვევაში ადრე ასე მითხრა და მგონი მართალიც იყო. smile.gif

Posted by: Ultra Cosmopolitan 23 Feb 2008, 23:12
მე 25 ვარ, მეც ასე მგონია რომ კუჩ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემების ბრალია, ისე დზაან არ მაყრია მაგრამ ვხვდები რომ თუ არ მივხედე გამირთულდება. გმადლობთ გამოხმაურებისთვის. smile.gif

Posted by: WolfSpell 25 Feb 2008, 13:55
QUOTE
სახეზე გამონაყარი მაქვს და მირჩევენ გადაისხიოო


ასეთი რამ პირველად გავიგე ups.gif

Posted by: karaoke 25 Feb 2008, 19:53
კაცობრიობის ისტორიის მთელ მანძილზე სექსი ყოველთვის იკავებდა ადამიანების გონებას. ეს არ არი გასაკვირი, ვინაიდან ჩვენ ისე ვართ მოწყობილნი, რომ სექსი არის მთავარი სტიმული ადამიანთა მოდგმის დღეგრძელობისთვის.

მეტი წილი ზოგადსაკაცობრიო ტრაგედიების, პირადი დრამების, ომების თუ სხვა დანაშაულების სწორად რომ სექსის გამო მომხდარა. დაფიქრდით, გააანალიზეთ კაცობრიობის ისტორია და დარწმუნდებით რომ ეს სიმართლეა!

ყველა ერი თავისებურად ცდილობდა სექსუალური ურთიერთობების დარეგულირებას, ნებისმიერი რელიგია პირველ რიგში ადებდა მთელ რიგ აკრძალვებს ადამიანების ცხოვრების ამ სფეროს. ამასთან, სხვა და სხვა რელიგიური თვალსაზრისიდან გამომდინარე, ეს წესები და აკრძალვები შეიძლება სრულიად ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს!

მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ისტორიას ახსოვს უამრავი ფაქტი, როდესაც ადამიანები სიყვარულის გამო არღვევდნენ ამ დადგენილ წესებს.

სექსი და სიყვარული - ჩვენს ფსიქოლოგიაში განუყოფელი მცნებებია. თუმცა არსებობს უამრავი განსხვავებული თვალსაზრისი - პლატონური სიყვარული, სექსუალური პრაქტიკის თვითსრულყოფა, თავისუფალი სქესობრივი ურთიერთობები, და სხვა მსგავსი!

მოდით ვილაპარაკოთ იმაზე რაც ყველასთვის ცნობილია მაგრამ ამავე დროს იწვევს უამრავ კამათს და დავას. ვილაპარაკოთ ერთგულებაზე.

შემთხვევითი არ არის, რომ რელიგიების უმრავლესობა დედამიწის ზურგზე მხარს უჭერს ერთი პარტნიორის ერთგულების იდეას. საინტერესო ფაქტია, რომელიც ყველამ იცის, მაგრამ ცდილობენ ამაზე თვალები დახუჭონ, იმიტომ რომ თუ სერიოზულად აღიქვი ეს, რაღაც არასასიამოვნო სიცივე გაივლის სხეულში და დაგბურძგლავს.

ძველი დროიდან ადამიანებს გამოყავთ შინაური ცხოველების სხვა და სხვა ჯიში და მათ შორის ძაღლები. ძაღლების პატრონებმა იციან, რომ ჯიშიანი ძუ თუ ერთხელ გაიპარა და შეეჯვარა უჯიშო ხვადს, მომავალში ის ვერასოდეს ვერ დაყრის სუფთა ჯიშის ლეკვებს! თავის ჯიშის საუკეთესო წარმომადგენლებთან უამრავი კონტაქტის შემდეგაც მის შთამომავლობაში გაჩნდებიან ჩვეულებრივი ქუჩის ძაღლები. გენეტიკურ დონეზე იმ ეზოს ძაღლის კოდი გადაეცემა მის შთამომავლობას სიცოცხლის ბოლომდე.

თუ დავფიქრდებით იმაზე თუ რამდენად რთულად არის მოწყობილი ადამიანის ქრომოსომი ძაღლისაზე და რამდენ დღემდე ამოუცნობ საიდუმლოს ინახავს ის, მაშინ პატივისცემით მოვეპყრობით ჩვენი წინაპრების აზრს, რომელნიც სექსუალურ ერთგულებას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სათნოებათ მიიჩნევდნენ.
-0----------------------------------------0
ა ეს სტატიაა გამოქვეყნებული ლედი.გე ზე

მოკლედ უამრავი ვირუსი არსებობს რომელსაც შეუძლია შეაღწიოს ორგანიზმში ან სისხლის ან სექსის გზით.
ხოდა შეიძლება ამ ვირუსებმა შეძლონ და ალტერი გაუკეთონ იმ ქსოვილს რომელიც პასუხისმგებელია მომავლის გენის ჩამოყალიბებაზე.
საბოლოოდ კი შენი სპერმა იქნება სახეშეცვლილი, შენი კვერცხუჯრედი იქნება სახეშეცვლილი.
მოკლედ თუ გაგიმართლათ და შენძე უკეთესის სისხლი გადაგისხეს ხო კარგი და თუ ჩინელის
სისხლი გადაგისხეს .. უმტკიცე მერე შენ ქმარს რო არავითან წოლილხარ და იფიქრე რატო დაიბადა თვალებ წრუპა ბავშვი.

Posted by: Natosha 26 Feb 2008, 22:01
karaoke
ისე არ გიფიქრია, ლედი.გე-ს წაკითხვას რაიმე კარგი გენეტიკის სახელმძღვანელო გეშოვა და ის წაგეკითხა?


givi.gif


Posted by: bequnia999 4 Apr 2011, 21:09
მეგობრებო სისხლი უნდა გადაუსხა ხვალე და მაინტერესებს რა პროცედურაა სისხლის გადასხმა მე რამე პრობლემა ხომ არ შემექმნება ბიჯი ვარ ვარჯიშობ 20 წლის ვარ სისხლის ჯგუფი 1დადებითი მაქვს და რავი გამარკვიეთ ჭკუა დამარიგეთ ! ყველაფერი მაინტერესებს ვერ ვერკვევი ან რიტიც მიგებენ სისხლს რამე დაავადება ხომ არ შემხვდება?

Posted by: TBILISELI gogo 5 Apr 2011, 10:52
bequnia999
QUOTE
მეგობრებო სისხლი უნდა გადაუსხა ხვალე და მაინტერესებს რა პროცედურაა სისხლის გადასხმა მე რამე პრობლემა ხომ არ შემექმნება ბიჯი ვარ ვარჯიშობ 20 წლის ვარ სისხლის ჯგუფი 1დადებითი მაქვს და რავი გამარკვიეთ ჭკუა დამარიგეთ ! ყველაფერი მაინტერესებს ვერ ვერკვევი ან რიტიც მიგებენ სისხლს რამე დაავადება ხომ არ შემხვდება?

ამ კითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებს და იქნებ ვინმემ გვიპასუხოთ

Posted by: irakli222 5 Apr 2011, 21:59
QUOTE
რიტიც მიგებენ სისხლს რამე დაავადება ხომ არ შემხვდება?

არა, ერთჯერადი გამოყენების სტერილური სისტემით იღებენ სისხლს.
QUOTE
მე რამე პრობლემა ხომ არ შემექმნება

არა, ჯანმთელ ადამიანს უპრობლემოდ შეუძლია გასცეს 500-600 მილილიტრი სისხლი.

Posted by: zig_zag 5 Apr 2011, 23:55
Ultra Cosmopolitan
ეგ მგონი სხვა რამეს გულისხმობდა,შEნივე სისხლს რომ ისხავ ეგაა ალბათ,იღEბ ვენიდან და მერე კუნთში იკეთებ,გამონაყარი ვისაც აქვს,ის იკეთEბს.

მე კრიო-პლაზმას ვისხვადი ერთი პერიოდი ხშირად და თAნ დექსამეტაზონს მიკეთებდნენ.ერთხელაც არ გავაკეთEბინე და ალერგია მომცა,სულ დამაფოთლა,სახეზე რაღაცეები გამომებერა,თხილისოდენა და ცხვირი გამეჭედა,მერე დექსამეტაზონი გავიკეთე და გამიარა 10წუთში.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)