Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კლასიკური მუსიკა > ეგზოტიკური კლასიკური მუსიკა


Posted by: weisenhaus 29 Jul 2011, 00:53
ძალიან მიყვარს ისეთი ნაწარმოებები, სადაც კომპოზიტორი ბუნებას ან ქალაქებისა და სოფლების ყოფა-ცხოვრებას მუსიკით აღწერს, რაც მთავარია მუსიკა ზუსტად უნდა ასახავდეს ნაწარმოების სახელს.
ასეთი მუსიკა ძირითადად სიმფონიურ პოემებსა და საორკესტრო სუიტებში გვხვდება, თუმცა სხვა ჟანრშიც არის ბლომად.
აბა ვინ რა იცით ასეთი მუსიკის შესახებ დაწერეთ!

აგერ რამოდნიმე შესანიშნავი ნიმუში:
- იპოლიტოვ-ივანოვის შედევრი "კავკასიური ესკიზებიდან" - სახელწოდებით "სოფელში".
- სენ-სანსი - ფანტაზია "აფრიკა".
- ლიაპუნოვის "ლეზგინკა" 12 ტრანსცენდენტული ეტიუდიდან.



p.s. Charles IX - ის "საბჭოური მუსიკის" თემა უსამართლოდ რომ დამიხურე, ეს მაინც აცოცხლე biggrin.gif, მეზარება ახლა გაპროტესტება, თორემ მართლა უსამართლოდ დახურე.

არაუშავს მერე გავხსნი თითუეულ საბჭოელ კომპოზიტორზე თემას biggrin.gif.

Posted by: weisenhaus 4 Aug 2011, 01:10
რა გენიალურად აღწერეს შაბრიემ და რიმსკიმ ესპანეთი. მგონი ესპანეთი არ არის ისეთი ლამაზი, როგორიც ეს ნაწარმოებებია. როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა ვიყო, ამ მუსიკის მოსმენის შემდეგ, მაინც კარგ განწყობაზე ვდგები.
- შაბრიე - "ესპანეთი".
- რიმსკი-კორსაკოვი - "ესპანური კაპრიჩიო".

Posted by: nacarqeqiaisback 4 Aug 2011, 03:32
weisenhaus
QUOTE
ლიაპუნოვის "ლეზგინკა" 12 ტრანსცენდენტული ეტიუდიდან


ლიაპუნოვის 12 ტრანსცენდენტული ეტიუდი მართლა ძალიან კარგი ციკლია, განსაკუთრებით ლაიოშ კენტნერის შესრულებით

http://www.amazon.com/Kentner-Plays-Lyapunov-Transcendental-Etudes/dp/B00005RKQShttp://www.amazon.com/Kentner-Plays-Lyapunov-Transcendental-Etudes/dp/B00005RKQS

სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვი ლიაპუნოვის საფორტეპიანო კონცერტზე, რომელიც რიმსკის კონცერტზე უარესიც კია smile.gif))))))

Posted by: weisenhaus 4 Aug 2011, 06:31
nacarqeqiaisback
QUOTE
იგივეს ვერ ვიტყვი ლიაპუნოვის საფორტეპიანო კონცერტზე, რომელიც რიმსკის კონცერტზე უარესიც კია

ლიაპუნოვის ორივე კონცერტი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით მეორე, ეს უკანასკნელი შედევრადაც შეიძლება ჩაითვალოს "რაფსოდია უკრიანულ თემებზე" კონცერტი არაა, მაგრამ ესეც ძალიან კარგი ნაწარმოებია, სხვათაშორის სიმფონიებიც ძალიან მაგარი აქვს.
ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი კომპოზიტორი იყო ლიაპუნოვი, ისევე როგორც ლიადოვი, თუმცა ნაწარმოებების სიმრავლით ვერცერთი დაიკვეხნის smile.gif.

ისე, რიმსკის კონცერტს რას ერჩი smile.gif? რახმანინოვის კონცერტების ღირსეული წინამორბედია!


Posted by: weisenhaus 5 May 2012, 01:46

უზბეკური, სლავური და კავკასიური მელოდიების ნაზავია ეს უვერტიურა. smile.gif

Posted by: djbachi 5 May 2012, 02:02
weisenhaus
მერე იტყვი მუსიკა რატომ არ მესმისო biggrin.gif biggrin.gif




თუ შინაგან და არა გარეგან მრავალფეროვნებაზეა ამ თემაში საუბარი,მაშინ ქე იცი ვინცაა მამა biggrin.gif

Posted by: Charles IX 5 May 2012, 02:14
weisenhaus
QUOTE
Charles IX - ის "საბჭოური მუსიკის" თემა უსამართლოდ რომ დამიხურე, ეს მაინც აცოცხლე

biggrin.gif
ხვდები ხომ, რომ ეს თემაც არაა მთლად ლეგიტიმური? tongue.gif

ისე, საკუთარი თემის ამოწევა ისჯება ფორუმის წესებით.
შენს ორ პოსტს შორის თუ სხვა პოსტი არ იქნება და 12სთ-ზე ნაკლები იქნება გასული, შენც ხვდები რა მოჰყვება... smile.gif

და ბოლოს:
QUOTE
კომპოზიტორი ბუნებას ან ქალაქებისა და სოფლების ყოფა-ცხოვრებას მუსიკით აღწერ

ამას წერ და რაღაც სისულელეებს დებ?
აჰა, ყველაზე გენიალური, რაც ამ თემაზე შექმნილა მუსიკაში:


Posted by: weisenhaus 5 May 2012, 02:30
djbachi
QUOTE
თუ შინაგან და არა გარეგან მრავალფეროვნებაზეა ამ თემაში საუბარი

შუაგან მრავალფეროვნებაზეა საუბარი. biggrin.gif

Charles IX
QUOTE
ხვდები ხომ, რომ ეს თემაც არაა მთლად ლეგიტიმური?

'საბჭოური მუსიკის" თემა ნამდვილად უსამართლოდ დამიხურე. ცუდ დროს მახსენებსო მიაწერე და დახურე, "რუსული რომანსის" თემაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

QUOTE
შენს ორ პოსტს შორის თუ სხვა პოსტი არ იქნება და

რომელ წესებში წერია ეს? მუსიკის ან რაიმე სახის ინფორმაციის დადება რომ მომინდეს, რატომ არ უნდა დავდო?
QUOTE
12სთ-ზე ნაკლები იქნება გასული, შენც ხვდები რა მოჰყვება

ნუ, ასე დაპოსტვა არც ვიცი, როგორ უნდა. biggrin.gif

QUOTE
ამას წერ და რაღაც სისულელეებს დებ?
აჰა, ყველაზე გენიალური, რაც ამ თემაზე შექმნილა მუსიკაში:

მაგ სიმფონიაში ეგზოტიკურობა ყველაზე ნაკლებადაა. რაც დავდე, ის უფრო შეესაბამება თემას.


აჰა, შარლი, გლაზუნოვის სიმფონიური სურათი სახელწოდებით "კრემლი". შენ გეძღვნება! biggrin.gif

Posted by: Charles IX 6 May 2012, 00:36
weisenhaus
QUOTE
'საბჭოური მუსიკის" თემა ნამდვილად უსამართლოდ დამიხურე. ცუდ დროს მახსენებსო მიაწერე და დახურე,

იტყუები!
http://forum.ge/?showtopic=34284940&view=findpost&p=26666593
QUOTE
მეტისმეტად ზოგადი თემაა და თან ბნელი სსრუკუული წარსულის პროპაგანდის ფსბ-ულ მეთოდებს მაგონებს...

იხურება!
ცალკეულ სკოლებზე, კომპოზიტორებზე თუ შემსრულებლებზე გახსენი თემები...


QUOTE
"რუსული რომანსის" თემაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

მაგ თემის დახურვის საფუძვლიანი არგუმენტიც არსებობდა:
http://forum.ge/?showtopic=34308446&view=findpost&p=28020130

QUOTE
რომელ წესებში წერია ეს?

მე კიდევ ნაკლებად შეგზღუდე - იყოს 18 საათი, როგორც ამას ფორუმის წესები ითვალისწინებს!!!

4.10. იკრძალება საკუთარი თემის "ამოწევა" (ანუ თქვენს მიერ შექმნილ, უპასუხოდ დარჩენილ თემაში გზავნილის გაკეთება იმ მიზნით, რომ წამოწიოთ ის ფორუმის თემათა ჩამონათვალის ზედა ნაწილისკენ) 18 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა ბოლო შეტყობინება დატოვეთ თემაში. აგრეთვე იკრძალება ანალოგიური ხასიათის და დატვირთვის მქონე ახალი თემების შექმნაც.
http://forum.ge/rules.html#4.

QUOTE
აგ სიმფონიაში ეგზოტიკურობა ყველაზე ნაკლებადაა. რაც დავდე, ის უფრო შეესაბამება თემას.

ბუნებისა და სოფლის ყოფა-ცხოვრების ამსახველი კია და შენს პირველ პოსტში სწორედ ეგ გიწერია...

QUOTE
გლაზუნოვის სიმფონიური სურათი სახელწოდებით "კრემლი".

და აქ რა არის ეგზოტიკური? biggrin.gif

QUOTE
შენ გეძღვნება!

ახლა ღირსი არ ხარ, პროვოკაციისთვის 20% მოგიმატო? gigi.gif

Posted by: weisenhaus 7 May 2012, 22:43
Charles IX
QUOTE
იტყუები!

არაფერსაც არ ვიტყუები! საბჭოური მუსიკის თემაც ისევე უნდა არსებობდეს, როგორც ფინურის, ესპანურის, იაპონურის...
QUOTE
მაგ თემის დახურვის საფუძვლიანი არგუმენტიც არსებობდა:

მაგარი საფუძვლიანი არგუმენტია. up.gif

QUOTE
მე კიდევ ნაკლებად შეგზღუდე - იყოს 18 საათი, როგორც ამას ფორუმის წესები ითვალისწინებს!!!

ხოდა, 18 საათზე ნაკლები რომ იყოს გასული, ეგრე არცერთ თემაში მაქვს დაპოსტილი. ასე, რომ დღე ნახევარში ერთხელ სრული უფლება მქონია თემის წამოწევისა. smile.gif


QUOTE
და აქ რა არის ეგზოტიკური?

კრემლის გარემოა მუსიკით გადმოცემული. biggrin.gif

QUOTE
ახლა ღირსი არ ხარ, პროვოკაციისთვის 20% მოგიმატო?

კრემლის მორიგი პროვოკაციაა, არ აყვე! biggrin.gif


Posted by: djbachi 8 May 2012, 00:37
Charles IX
კარგი რა...


შენც რას ყვები რუსეთუმეს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Charles IX 8 May 2012, 00:39
weisenhaus
QUOTE
კრემლის გარემოა მუსიკით გადმოცემული.

მაშინ შოსტაკოვიჩის მე-7 სიმფონია დადე - 37 წელს ეძღვნებოდა ზოგიერთი ვარაუდით... biggrin.gif

QUOTE
კრემლის მორიგი პროვოკაციაა, არ აყვე!

აყოლა რომ მდომოდა, გამიჭირდებოდა თუ?

Posted by: maxinji21 10 May 2012, 00:56
Ravelis PAVANE, amaze egzotikuri raga aris?????????????

Posted by: Ruska6 1 Jun 2012, 09:18
QUOTE
არაფერსაც არ ვიტყუები! საბჭოური მუსიკის თემაც ისევე უნდა არსებობდეს, როგორც ფინურის, ესპანურის, იაპონურის...

რა ღირებულება გააჩნია მითხარით ვინმემ ოღონდაც! ნუ ერთეულ კომპოზიტორებ არ ვგულისხმობ......
ესეჩ ჩემი ეკზოტიკა.... ესპანური კოლორიტი! http://www.youtube.com/watch?v=8dzToTknolk

Posted by: MaShiko-MuSicology 2 Jun 2012, 20:41
Ruska6

გამიკვირდა ამდენი ხანი რომ არ გამოჩნდი ამ თემაში შენ smile.gif

ეგზოტიკური მუსიკა შენ გეცოდინება თუ გეცოდინებაsmile.gif თურქულს არაფერს დაგვიდებ? კი შეეშვი, მაგრამ მაინც..

Posted by: weisenhaus 9 Jun 2012, 01:56
QUOTE
რა ღირებულება გააჩნია მითხარით ვინმემ ოღონდაც! ნუ ერთეულ კომპოზიტორებ არ ვგულისხმობ.

ასეთი სისულელე ბოლოს როდის წავიკითხე არც მახსოვს. კომენტარსაც არ საჭიროებს. sad.gif

Posted by: Ruska6 9 Jun 2012, 12:44
MaShiko-MuSicology
თურქული კოლორიტი ევროპელ კომპოზიტორებთან ნაღდად არ ვიცი არის თუ არა.. არ მახსენდება... ნუ მოცარტის თურქულ მარშს თუ არ ჩავთვლით... მაგის თურქულობა არ გეიშვა კიდო არსაით .
მოდი მაშინ უბრალოდ თურქულ ტრადიციულს დავდებ...
http://www.youtube.com/watch?v=d4dwfxQIOSg&feature=related
მე მაპატიეთ არ ვიცი იუთუბის ლინკი როგორ დავდო... ბოდიშს გიხდით უმეცრებისთვის smile.gif

* * *
weisenhaus
რაღას უკეთებდი მერე კომენტარს თუ არ საჭიროებდა

Posted by: weisenhaus 9 Jun 2012, 13:01
Ruska6
QUOTE
რაღას უკეთებდი მერე კომენტარს თუ არ საჭიროებდა

აბა, სხვამ არავინ მიგითითა, რომ ძალიან უაზრობა დაპოსტე. smile.gif
QUOTE
http://www.youtube.com/watch?v=d4dwfxQIOSg&feature=related

რა შეხება აქვს ამ უნიჭობას კლასიკურ მუსიკასთან? smile.gif

Posted by: Ruska6 9 Jun 2012, 14:26
weisenhaus
QUOTE
აბა, სხვამ არავინ მიგითითა, რომ ძალიან უაზრობა დაპოსტე.

ეტყობა შენ გარდა სხვა არავინ თვლის ასე...

QUOTE
რა შეხება აქვს ამ უნიჭობას კლასიკურ მუსიკასთან?

მე ვთქვი რომ ეს კლასიკა არაა და ეს არის ეგზოტიკური მუსიკა და 4675837945873684596847689 თავით უფრო ნიჭიერი, პროფესიონალური და საინტერესო მუსიკაა ვიდრე საბჭოური.

Posted by: weisenhaus 9 Jun 2012, 14:51
Ruska6
QUOTE
მე ვთქვი რომ ეს კლასიკა არაა და ეს არის ეგზოტიკური მუსიკა და 4675837945873684596847689 თავით უფრო ნიჭიერი, პროფესიონალური და საინტერესო მუსიკაა ვიდრე საბჭოური.

კვლავ ბავშვური და უაზრო ლაპარაკი! მგონია, რომ 12 წლის ბავშვს ვესაუბრები, რომელმაც კლასიკური მუსიკის შესახებ ორი კვირაა რაც გაიგო. sad.gif



Posted by: Ruska6 9 Jun 2012, 14:52
weisenhaus
შე სევდიანო..
http://www.youtube.com/watch?v=VrVyQhUM5C4

Posted by: Charles IX 9 Jun 2012, 16:20
Ruska6
QUOTE
არ ვიცი იუთუბის ლინკი როგორ დავდო...

აგიხსნი:
[ყოუტუბე] - ოღონდ ლათინურად
მერე ლინკში ნიშან = -ს შემდეგ რაცაა, ან ორ = -სს შორის, ჩასვი და [/ყოუტუბე]

ამ სტილში უნდა იყოს:
[ყოუტუბე]!@3ჯჰგგას6454[/ყოუტუბე]

Posted by: Ruska6 9 Jun 2012, 17:39
ასე?

ვაშა გამომივიდა

Posted by: MaShiko-MuSicology 10 Jun 2012, 18:09
weisenhaus

ეგზოტიკური კლასიკური მუსიკა

რამდენჯერ მარტო მე გითხარი, ნუ ეძახი ყველაფერს კლასიკას, რაც კომპოზიტორმა დაწერა! ეგ არის აკადემიური მუსიკა, და არა კლასიკა.

შეხედე ამას?

კლასიკური
1. კლასიკოსის, კლასიკოსების მიერ შექმნილი; სრულყოფილი, სანიმუშო.
2. ვინმესთვის ან რამესთვის დამახასიათებელი, ტიპობრივი; შესანიშნავი, საუკეთესო.
3. ძველ ბერძენთა და რომაელთა დამახასიათებელი, ანტიკური; ძველი ბერძნული და ლათინური ენებისა და ანტიკური ლიტერატურის შესწავლასთან დაკავშირებული.
4. კლასიციზმისათვის დამახასიათებელი. კ. ფილოლოგია - იმ დისციპლინათა ერთობლიობა, რომლებიც სწავლობენ ძველ (ბერძნულ, ლათინურ) ენებსა და ლიტერატურას (და, საერთოდ, ანტიკურ კულტურას). კ. ენები - ძველი ბერძნული და ლათინური ენები. კ. გიმნაზია - რევოლუციამდელ რუსეთში: საშუალო სკოლა, რომელშიც სავალდებულო იყო ანტიკური ენებისა და ლიტერატურის შესწავლა. კ. განათლება - განათლება, დამყარებული ანტიკური ენებისა და ლიტერატურის შესწავლაზე.
See also: კლასიციზმი, მნიშვ.1.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი


ვინმესთვის ან რამესთვის დამახასიათებელი, ტიპობრივი; შესანიშნავი, საუკეთესო - ასეთი ძალიან ცოტაა!!!! ასე, რომ ნუ ეძახი ყველაფერს კლასიკას!
* * *

Ruska6
QUOTE
მოდი მაშინ უბრალოდ თურქულ ტრადიციულს დავდებ...

აუ, იცი რა მახსოვს? პირველ კურსზე მარინამ სუფიელი დერვიშების სიმღერა მოგვასმენინაsmile.gif ძალიან მხიარული იყოsmile.gif))) დღემდე მახსოვს დასაწყისი მოტივიsmile.gif პირველი სტრიქონი ასე მთავრდებოდა "ჰაი-ჰაი" აღმავალი ნახტომით კვარტაზეsmile.gif მერე ცოტა იუთუბშიც ვეძებე, მაგრამ რას ვიპოვიდი, იმდენიაsmile.gif თქვენთვისაც ხომ არ უჩვენებია და ხომ არ გაგახსენდა, შემთხვევით?

Posted by: Ruska6 10 Jun 2012, 21:07
MaShiko-MuSicology
QUOTE
თქვენთვისაც ხომ არ უჩვენებია და ხომ არ გაგახსენდა, შემთხვევით?

კი ჩვენც ვნახეთ. მაგრამ ის ვიდეო არ ვიცი სად არის ალბათ მარინას აქვს მარტო. მე კიდე თურქულ მუსიკაზე აშიკებთან (აშუღებთან) მიმართებაში ვმუშაობდი. იმდენი ვიდეო ვნახე იმდენი რო რავი smile.gif ჰოო იუუბზე ყრია მარა ყველა ღირებული არაა.

Posted by: weisenhaus 11 Jun 2012, 01:11
MaShiko-MuSicology
QUOTE
რამდენჯერ მარტო მე გითხარი, ნუ ეძახი ყველაფერს კლასიკას, რაც კომპოზიტორმა დაწერა! ეგ არის აკადემიური მუსიკა, და არა კლასიკა.

კონკრეტულად რომელ ნაწარმოებზე გაგიჩნდა პრეტენზია? რაც დავდე, მანდედან ყველა კომპოზიცია კლასიკურ მუსიკაში გადის.
ვიღაც სელჩუკის ყმუილი მაინც არ დამიდია, ზოგიერთისგან განსხვავებით. biggrin.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 11 Jun 2012, 01:40
weisenhaus

QUOTE
კონკრეტულად რომელ ნაწარმოებზე გაგიჩნდა პრეტენზია? რაც დავდე, მანდედან ყველა კომპოზიცია კლასიკურ მუსიკაში გადის.

არათუ ნაწარმოებზე, ყველა ავტორზე!

Posted by: weisenhaus 11 Jun 2012, 01:48
MaShiko-MuSicology
QUOTE
არათუ ნაწარმოებზე, ყველა ავტორზე!

ნუ, ახლა თავაძისა და შუღლიაშვილის გენიასთან, რა თქმა უნდა, ვერავინ მივა, მაგრამ ამათაც აქვთ არსებობის უფლება. boli.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 11 Jun 2012, 14:47
weisenhaus
QUOTE
ნუ, ახლა თავაძისა და შუღლიაშვილის გენიასთან, რა თქმა უნდა, ვერავინ მივა, მაგრამ ამათაც აქვთ არსებობის უფლება.


თავაძე ვინ არის არ ვიცი, ასეთ კომპოზიტორს არ ვიცნობ.

არსებობის უფლება არ წამირთმევია, მე ვთქვი, რომ ეს არის აკადემიური მუსიკა და არა კლასიკა.

Posted by: weisenhaus 11 Jun 2012, 15:09
MaShiko-MuSicology
QUOTE
თავაძე ვინ არის არ ვიცი, ასეთ კომპოზიტორს არ ვიცნობ.

კიკნაძეში ამერია, თავაძე ეტყობა რადიო მუზადან მახსოვდა, ორივეს რეზო ჰქვია თან biggrin.gif

QUOTE
არსებობის უფლება არ წამირთმევია, მე ვთქვი, რომ ეს არის აკადემიური მუსიკა და არა კლასიკა.

და რომელია აკადემიური? თითქმის საუკუნე ნახევარი გავიდა რაც იპოლიტოვ-ივანოვმა "კავკასიური ესკიზები" დაწერა. ასე რომ, უკვე კლასიკაა, ისევე როგორც ლიაპუნოვის ტრანსცედენტული ეტიუდები და გლაზუნოვის სხვა ნაწარმოებები. yes.gif

Posted by: Ruska6 11 Jun 2012, 15:22
weisenhaus
ფორუმზე მაინც გაიხარე სხვაგან ვინ გაგახარებს. გეგონოს თურქული მუსიკა ყმუილი და საბჭოეთი კლასიკა. იხარე იბედნიერე ამინ

Posted by: weisenhaus 11 Jun 2012, 15:31
Ruska6
ვფიქრობ, შენ ჯალალედინის რაიმე ეგზოტიკური კომპოზიციაც გექნება, იქნებ გაგვიზიარო ფორუმელებს!? smile.gif




Posted by: Ruska6 11 Jun 2012, 22:29
დებიუსის ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის სადაც გამოკვეთილად ჩანს ინდონეზიური გამელანის ზეგავლენა.

Posted by: MaShiko-MuSicology 11 Jun 2012, 22:53
Ruska6
QUOTE
ფორუმზე მაინც გაიხარე სხვაგან ვინ გაგახარებს. გეგონოს თურქული მუსიკა ყმუილი და საბჭოეთი კლასიკა. იხარე იბედნიერე ამინ


smile.gif))))

არა რუს, საქმე ისაა, რომ იპოლიტოვ-ივანოვი ჯერ კიდევ საბჭოეთამდელია და რუსულ მუსიკაშიც კი არაა კლასიკოსიsmile.gif)) ეს ისეთია, ანდრია ყარაშვილს კლასიკოსი რომ ვუძახოთ.

Posted by: weisenhaus 28 Aug 2012, 03:05
რამდენიმე დღეში ჩემი საყვარელი წელიწადის დრო მოვა. smile.gif
ასე გენიალურად შემოდგომა ჯერ არავის გადმოუცია მუსიკით.

ადაჯიო (4:15-დან) საერთოდ რაღაც არაამქვეყნიურია. user.gif

Posted by: MaShiko-MuSicology 7 Sep 2012, 11:33
Большинство людей любит музыку, надеясь найти в ней такие чувства, как радость, горе, печаль, или образы природы, или фантастику, или, наконец, просто хотят, слушая ее, забыть «прозу жизни». Они ищут в музыке лекарство, возбуждающее средство; для них неважно, выражен ли этот способ ее понимания непосредственно или прикрыт искусственным многословием. Дешево бы стоила музыка, если бы она была низведение до такого назначения! Когда люди научатся любить музыку ради нее самой, когда они будут слушать ее по-другому, их наслаждение будет более возвышенным и полным, тогда они смогут судить о ней в ином плане и действительно понимать внутреннюю сущность этого искусства.

Игорь Стравинский

Posted by: weisenhaus 10 Sep 2012, 06:07
Ян Сибелиус"
Не обращайте внимания на отзывы критиков; еще ни одному критику не поставили памятник.

Томас Бичем:
Музыковед — это человек, которой умеет читать музыку, но не слушать ее.

Posted by: Special_1 24 Apr 2017, 11:43
ეჰ რა დრო იყო ვაიზენაუსს საბჭოურ მუსიკაზე რომ ვუწყრებოდი. მართალია ძველი ნიკით მაგრამ მაინც.
კარგი თემაა ეს ამოვწიოთ

შეიძლება ძალიან მიკერძოებული ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ დებიუსისთან სხვადასხვა არაევროპული კულტურის ზეგავლენა ძალიან კარგად ჩანს.
კონკრეტულად პაგოდები დაწერა იავური გამელანებისგან მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით. პაგოდებში გამოყენებული აქვს იავური გამელანის კონტრაპნქტის ტექნიკაც
და სხვა რომ არაფერი, უბრალოდ ძალიან ლამაზია

Posted by: THH 13 Feb 2018, 17:17
Special_1
QUOTE
ეჰ რა დრო იყო ვაიზენაუსს საბჭოურ მუსიკაზე რომ ვუწყრებოდი.

გუშინ გამოჩნდა ფორუმზე...
იმედია აქაც შემოიხედავს....

Posted by: JSB14BSJ 16 Feb 2018, 00:03
THH
biggrin.gif
მეც სხვა ნიკით ვიყავი მაშინ და ეგეც საერთოდ სხვა მეგონა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)