forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (76) « პირველი ... 74 75 [76]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ისინი იბრძოდნენ საქართველოსთვის
Mr-Raptor
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7503
წევრი No.: 209227
რეგისტრ.: 21-October 15

გამოგზავნილია: 20 Apr 2017, 17:28  #50406025      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (GeoWarr1or @ 10 Sep 2016, 13:09 )
ტყვეობის თემაზე მინდა ვისაუბრო, საკამოდ მორალური საკითხია.

მე მაქვს საუბარი ომზე არა ფანატიკოსებთან, უბრალოდ რეგულარულ არმიასთან, თუნდაც რუსეთთან სადაც შედარებით ნაკლებად უნდა იყოს შანსი წამების და სიკვდილის ვიდრე სხვა ფორმირებებში, ანუ ზოგადად არმიაზე მაქვს საუბარი და არა ისლამურ სახლემწიფოზე და სხვაზე, მაინტერესებს რამდენად გამართლებული და სწორია თავი შეაკლა მარტო დარჩენილმა მოწინააღმდეგეს თუ კი არის შანსი იმის რომ კონფლიქტის შემდეგ მალევე დაბრუნდე სახლში, დაუბრუნდე ქვეყანას, ოჯახს და ჯარს, ანუ ტყვბოა უნდა იყოს თუ არა სამარცხვინო ? ანუ სიკვდილი თუ ტყვეობა, ეს მაინტერესებს მე რამდენად გამართლებულია შეაკლა თავი თუ კი წამების და დამცირების შანსი დაბალია.

უბრალოდ გმირები არსებობენ, თავი რომ შეწირეს და არასოდეს არ მტოვებს ის შეგრძნება რომ მათი სიცოცხლე უფრო მიშვნელოვანი იყო ვიდრე სიკვდილი, მათ საქციელს არ ვაკნინებ მაგრამ არჩევანი არსებობს ყოველთვის, ხო და ამაზე ჩვენი პილოტის ამბავმა დამაფიქრა აფხაზეთის ომში თავი რომ შეწირა და ტყვეობას სიკვდილი არჩია, დიდი ხნის უკან გამიჩნდა ეგ კითხვა და ეხლა ისევ გადავაწყდი ინტერნეტში მის გმირობას და ისევ გამიჩნდა შეკითხვა და სინანულის გრძნობა რომ მკვდარია.

და ბავშვობიდან ტყვედ ჩაბარება აღიქმება როგორც ცუდი საქციელი, მხდალი ადამიანის მაგრამ ეხლა ეჭვები გამიჩნდა, ელხა არა დიდი ხანია, არის თუ არა იმის პროპაგანდა სწორი რომ მიდი თავი შეწირე ოღონდ ტყვედ არ ჩავარდე იმ მტერთან რომელთანაც ტყვეობის შემთხვევაში არ გელის დიდი დამცირება, ტკივილი და სახლში დაბრუნებაც შეგიძლია .

+ ეგრეცაა, ზოგადად ნორმალურ სიტუაციაში სრულიად მისაღები მგონია ეგ, რატო უნდა შეაკლა თავი თუ ამით არაფერი შეიცვლება, იმიტო რო მერე 2 ჭიქით თქვას ვიღაცამ რო აი რა კაცი იყო თავი შეაკლაო? თუ არის შანსი იმისა რო გადარჩე და შენ ოჯახს და შენ ქვეყანას დაუბრუნდე ისე რო ამ შენი საქციელით ქვეყანა არ დაზარალდეს რა არის ამაში ცუდი? არც არაფერი, დაუბრუნდები და შეიძლება ორმაგად გამოადგე
Anime-boy
ნერიაძური


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4944
წევრი No.: 230918
რეგისტრ.: 10-April 17

გამოგზავნილია: 9 May 2017, 00:17  #50525366      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გმირია ყველა ვინც ფარნავაზიდან დღემდე მოდის და საქართველოსთვის ზრუნავს
* * *
გმირია გიორგი სააკაძე,გმირია აღმაშენებელი,თამარი,ილია,გიორგი ბრწყინვალე,გორგასალი
BeRa_ChoX
მამბერ


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1768
წევრი No.: 120392
რეგისტრ.: 2-September 10

გამოგზავნილია: 9 Jul 2017, 00:26  #50927400      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
24 წლის წინ ამ დღეს, 9 ივლისს:

აფხაზეთი მთა "ანუაარქუ"

1993 წელი, 9 ივლისი
ტამიშის დესანტი, რუსული რეგულარუი ჯარის სადესანტო-მოიერიშეი ქვედანაყოფები, აფხაზურ-ჩეჩნურ-სომხური ბატალიონები და ადგილობრივი მოხალისეებისგან დაკომპლექტებული ქვედანაყოფები უტევენ ანუაარქუს. მთა სრულ ალყაშია, მოწინააღმდეგის ძალები ექვსას კაცზე მეტია, მთას კი შავნაბადელების ოცდაათ კაციანი ოცეული იცავს. მისასვლელი გზები გადაკეტილია, დამხამრე ძალა არ არის, ანუაარქუს აღების შემთხვევაში იკარგება ტრასა და სოხუმი ბლოკადაშია, ბლოკადის პარალელურად იწყება სოხუმის შტურმი, მთის იერიში 9 ივლის დაიწყო, დილის 6 საათზე, შეუჩერებელი იერიში 5 საათი გაგრძელდა, მოწინააღდმეგე გამარჯვებაში დარწმუნებული იყო მაგრამ.....

მთვარეს ავცქეროდი, რომ შორიდან მსხვილკალიბრიანი სროლა მოისმა. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, ამგრამ, სროლა გახშირდა. მოგვაინებით აფეთქებები გაისმა. შორიდან სხვა ბრძოლის ხმაც მოაღწია. ჩვენი ბანაკიდან ძახილი და ყვირილი გაისმა. ჩანდა, დიდი ალიაქოთი იყო. ფეხზე წამოვხდი და შტაბისკენ გავიქეცი. მედღევემ ჩემ დანახვაზე აქქეთ მოირბინა:
- გენერლის რაციაზე კავშირზე გამოდიან, დიდი შეტევაა!
- სად?
- ყველგანო!
კავშირგაბმულობის ოთახში შევარდი.
- გვიტევენ! - ისმოდა ეთერში, - გვიჭირს! შეტევააა!
- არტილერია, არტილერია დაგვახმარეთ! არტილერია!
- მთა საფრთხეშია! ალყაში ვართ! ძლიერი შეტევაა!
ეს, ბოლო, ბაჩუკა იყო.
ეზოში გოჩა დავლანდე, ზვებთან ერთად ისიც კავშირგაბმულობის მანქანისკენ მირბოდა.
- დაიწყო, არა?! - შემომაძახა მრავალმნიშვნელოვნად.
კავშირგაბმულობის მანქანასთან შტაბში მყოფმა ყველა მებრძოლმა მოირბინა. საგუშაგოები კავშირზე უწყვეტად გამოდიოდნენ. ყველა საგუშაგოდან დიდ შეტევას იუწყებოდნენ.
კოდორის ხიდზე სიმშვიდე იყო. მოწინააღმდეგის შეტევა ძირითადად ჩატეხილ ხიდსა და ანუაარქუსთან მიმდინარეობდა. სხვა საგუშაგოებსაც ესროდნენ, ოღონდ იმჯერად ბევრად ახლოდან. ისე გამოდიოდა, რომ მთებიდან გიზს გადმოღმა ტყის პირებთან გადმოენაცვლათ. კასპის ბატალიონის დავუკავშირდით, ტარიელს ლაპრაკიდან გავიგეთ, რომ მასთან ხელჩართული ბრძოალ ჯერ კიდევ არ იყო, მაგრამ მის მარჯვინ, მინდროში გუშინ განლაგებულ ახალ რაზმს, ჩანდა, რომ ახლოდან და დიდი ძალებით უტევდნენ.
მაგრამ მთავარი მაინც მთაა...
თენგო ისევ რაციას დაწვდა:
- ობობა! ობობა! რა ხდება?
ობობა მთის საძრახისი იყო. სწორედ წინა ღმით, რაციის შეკეთების შემდეგ გამოეცვალათ.
- ჭაღარა! მაგარი შეტევაა!
რაციაში ბაჩუკას ხმა ძლივს ისმოდა. ეთერში ბრძოლის გამაყრუებელი გრუხუნი შემოიჭრა. მერე სხვა დაგველაპარაკა, ძლივს მივხდი, რომ ზაზა იყო:
- მაგრად გვირტყამენ! არტილერია დაგვახამრეთ, ძმა! გოჩამ კოორდინატები იცის! უთხარით, აი, მარჯვნივ როა! მარჯვნივ! გამიგეთ?! მარჯვენააა!
- რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ რისი, ვერ ვხდვები, - ვთქვი მე და გოჩას შევხედე. მან მხრები აიჩეჩა.
- ჩვენ სადუნიშვილისკენ წავალთ, - უთხრა უცბად თენგოს და მოგვიტრიალდა, - საიდანმე მივუდგეთ და რაღაცით მაინც მვიეხმაროთ.
- რამდენი კაცით?- გამიკვირდა მე, - განა რამდენნი ვართ? მტელი რეზერვი წავიყვანოთ? სულ ნაყარ-ნუყარა ხალხია. თან, აქ შტაბში, ვინ დარჩება?
- არა, მარტო ჩვენ წავიდეთ. ოთხი-ხუთი კაცით, ვინც გამოცდილია. გეგმა მაქვს, - მიჩურჩულა გოჩამ და კოდეჯისკენ გაემართა, - ამის გარდა, მთს მეთაური სჭირდება, დიმა. იქ ეხლა მარტო ბაჩუკაა, უთითაც კი აქაა...
მივხდი ანუაარქუმდე მისვლას და მთზე აპარვას აპირებდა, არადა გარშემო ყველგან მტერი გვაწვებოდა, გიჟური გეგმა იყო, გული ამიძგერდა. მტერი ხუთას კაცზე მეტი ქნებოდა, ხოლო ანუაარქუს კი მხოლოდ ოცდაათი მეომარი იცავდა....
გიზ, ალბთ, მესამედი მანქანით გავიარეთმ შემდეგ მანქანა ბუჩქნარში დავაგდეთ და ტყეში შევედით.
გოჩამ რაცია ჩართო. ანუაარქუ ისევ არტილერიას ითხოვდა, ბაჩუკა მთელი ხმით გაჰკიოდა. სადუნიშვილის პოზიციიდან სასტიკი ბრძოლის ხმა მოდიოდა...
- ეტყობა, მაგრად უჭირთ, - ქოშინით ცაილაპრაკა ნახვერტა ლაშამ, - უჭირთ, თან ორივე ადგილას.
- იქნებ ჯერ ჩვენებს დავეხმაროთ, ჰა?! - შემოგვღიალა ცალთვალამ.
- ისინიც ჩვენები არიან, - უთხრა გოჩამ, - ჩვენები არიან. მათ უფრო ვჭირდებით.
გოჩამ რაცია გამორთო, აკუმულატორების დაჯდომისა ეშინოდა.
უცბად ზურგიდან სტვენა შემოგვესმა. დენდანარტყამებივით შევტრაიდლით. უთითამ ზურგჩანთა სასწრაფოდ მოიხსნა და ჭურვის სატყორცნ მილს ეცა.
- გოჩა! დიმა! ჩვენა ვართ! - მოსიამ ამ დროს სიბნელიდან
ბინდბუნდში ათამდე მეომარი გამოჩნდა, ახლოს რომ მოვიდნენ, პირველი მათგანში ზარმაცა ვიცანი.
- აქ შენ სადიან?! - აღმომხდა სიხარულით, - სხვები სად არიან?
- მარტო ესენი ვართ, - მითხრა ზარმაცამ, - ფეხდაფეხ მოგყვებოდით. შტაბიდან სულ ათი წუთით გამოგვასწარით. გულმა ვეღარ მომითმინა, ძმა- დაამათა შემდეგ ღიმილით, - დათომაც, მეტყვიამფრქვევები დაახამრეო.
სახეში მივაცერდით, თვალი ამარიდა. მივხდი, აზვიადებდა. დათოს, ალბათ, თვითონ დაეთხოვა. არ უნდოდა, რომ წუხანდელი, ჩაშლილი შეტევის ამბავი ძმობაში ღალატად ჩათვლოდა. კარგად ვიცნობდი, ჩვენთან მოსვლასაც თვითონ აიტეხდა.
დანარჩენებსაც გავხედე, ყველა მეცნობოდა. სამ მათგანს ასეულის დიდი ტყვიამფრქვევი ეკავა, კიდევ სამს ყუმბარმრტყორცნი ეჭირა.
- ახლა რას აპირებთ? - გვკითხა ზარმაცამ.
- მთასთან არმისული, ერთი რაზმია. - ავუხსენით ჩვენ, - იქ მისასვლელს იცავენ, მაგრამ მეთაურის გარდა ბრძოლა არავინ იცის. ეგენი გუშინ დააყენეს, სხვა არავინ გვყავდა.
- ვინები არიან?- გაუკვირდა ზარმაცას დამ არცხინვ გაიხედა, საიდანაც სროლის დაგადუგი მოდიოდა.
- მძღოლები არიან, ჩორტ პაბერი... - ჩაილაპრაკა გოჩამ და გადააფურთხა - ნაომარი, მგონი, მარტო მეთაურია. უზრუნველყოფის ანწილია, ბრატ. იქ გუშინ დააყენეს და ჯინაზე, სწორედ მათ პზოციას დაარტყეს!
დავიძარით. დაღლილები ვიყავით, მაგრამ ზარმაცას გამოჩენამ ძალა შთაგვბერა. ტყის შუაგულშ რომ შევაღწიეთ, მარცხინვ შევტრიალდი და პირდაპრი გზატკეცილსიკენ გავემართეთ. ტყისპირამდე ასი-ორასი ნაბიჯიღა რჩებოდა, რომ იარაღები მოვიმარჯვეთ და ნელა სიარულზე გადავედით.
გოჩა ფრთხილობდა. ზარმაცაც ფრთხილობდა. გზატკეცილიდან სროლსათან ერთად ყვირილიც ისმოდა. ადამაინის ხმას უკვე ვარჩევდით. ძალიან ახლოს ვიყავით. მხოლოდ გაუვალი, ჭანჭრობიანი ტყე გვეღობებოდა.
სანამ ბუჩქნარს მივარღვევდით, სროლსი ხმა შეჭყდა.
- რა ხდება? - გაკვირვებით მიჩურჩულა უთითამ.
სმენა დავძაბეთ. გზიდან კიდევ რამდენიმე გასროლა გაისმა. შემდეგ სრული დუმილი ჩამოვარდა, მაგრამ მარჯვნიდან, მთის მხრიდან, ბრძოლის ხმაური სრულ უფრო მატულბოდა.
გოჩა ჩაფიქრდა. ყველანი მას მივაჩერდით. სიბნელის მიუხედავად, ვხედავდი, შუბლი როგორ დაჭმუჭნოდა. არ ვიცოდით, საით წავსულიყავით - უზრუნველყოფის ასეულისკენ, სადაც დუმილი ჩამოვარდ, თუ მთისკე, რომელიც თითქოს გვეძახდა.
- ობობა, ობობა, ობობა!
ახლა ვიცი, გოჩა მაშინ ყველაფერს მიხვდა. ჩვენს შორის მხოლოდ ის ჩაწვდა, თუ რატომ შეწყდა ხევთან ბრძოლა. ბოლო, კანტი-კუნტი გასროლების მიზეზსაც მიხვდა. ჩვენ არც დაგვიშვია, რომ ცოცხალი იქ უკვე აღარავინ იქნებოდა. არც ის გვიფიქრია, რომ ბოლოს გასროლები დაჭრიელბის დახვრეტას ნიშანვდა. ეს ამბავი მხოლოდ მეორე დილით გავიგეთ და მას შემდეგ სინდისი დიდხანს გქეჯნიდა...
- ობობა გისმენ! - გაისმა რაციიდან. ეთერში ბრძოლის გრუხუნიც შემოიჭრა.
- გოჩა ვარ! რა ხდება?!
- ტყვიები გვითავდება!
ბაჩუკა იყო. ხმაზე ვიცანით.
- რა თქვი?
- ტყვიები გვითვდება!
კავშირი შეწყდა.
მერე რაც მოხდა, ალბტ, არასდროს დამავიწყდება, დროის ათვლა იმ წამს დამეკარგა, მაგრამ გათენებამდე დროის მდინარება აღაც მიგრძვნია.
გზატკეცილზე სწრაფად გავედით. მოულოდნელად მოწინააღმდეგის ჯგუფს გადავაწყდით. შვიდი, რვა ან ათკი კაცი იქნებოდა. არავის დაგვითვლია. მერეც, როცა ვიხსნეებდით ზუსტად ვერავინ ითვილდა.
არც ისინი გველოდნენ. ერთ-ერთმა, სახეც კი ამხსოვს, გაკვირვებით შემომხედა. ალბათ, მისიანი ვეგონე და გაუკვირდა, გვერდიდან, ტყიდან რად
შემოვედით. იმ სიბნელში, მგონი, მისი თვალებიც დავიანხე. კარგად გაკვირვება ვერც მოასწრო, რომ ტყვიის დარტყმამ შორს მოისროლა.
წამით დრო გაჩერდა. იქაურობა დაყრუვდა. უცბად ყველაფერი გაწითლდა. ჩვენ გიჟებივით გავრბოდით, გზის მოპრიდაპირე მეჩხერი ტყისკენ გავბროდით, ვისროდით და ვყვიროდით.
ახლა ვხვდები, ის ჯგუფი სწრაფად განადგურდა.
უკვე ანუაარქუს მხარს ვიაავით. მასთან მისასველალდ, ნახევარი კილომეტრამდე გვრჩებოდა. მერე ხევი ვიპოვეთ და იქ ჩვუწექით. გოჩას გეგმის ნათელი იყო - მთაზე უნდა აგვეღწია, მაგრამ ის, თურემ ალყაში იყო. ჩვენი სროლის ხმას ბიჭები მთაზე გაიგებდნენ, და გამხნევდებოდნენ, იმ აზრით რომ მათკენ დამხმარე ძალა მოდიოდა მაგრამ რა იცოდნენ რომ 15 კაცამდე ძლივს ვიყავით.
უცბად რაიცა აშხრიალდა:
- ჭაღარა! ჭაღარა! რომელბი ხართ?!
- გოჩა ვარ! გოჩა ვარ!
- ო, შენ შემოგევლე, გოჩა! - ბაჩუკას ხმაში სიხარულის ცრმელი აჟღერდა, - შენ შემოგევლე, გოჩა ბრატ!
- დიმაც აქაა, უთითაც! ზარმაცაც! თქვენთან რა ხდება?
- ზარმაცა?! დათო მოვიდა? სადახა ხართ? შორს ხართ, ტო? ქვევით სროალ რომ იყო, გადაღმა, თვენა ხართ?!
- კი, კი! ყველა აქაა!
- ო, თქვენ შემოგევლეთ, ბიჭბო! - ეს ზაზას ხმა იყო. მას სიტყვა გაუწყდა.
- ბიჭო, ძმა, დროზე დაგვახმარეთ არტილერია! ცუდადაა ჩვენი საქმე! ბევრი დაჭრიელბი გვყავს, ტყვიები გვითვდება!
რაცია გოჩას ხელიდან გამოვგლიჯე.
- ზაზა, ძმა, უნდა გაძლო! ცოტაც! ჩვენები მოდიან! ჩვენც აქა ვართ! ყველა დაიძრა! ვატყუებდი უმოწყალოდ.
შემდეგ ტანკის ღრჭიალი გაისმა. გზატკეცილზე მარცხნიდან მოდიოდა. ერთი, მეორე... კარგად დანახვა ვერც მოვასწარი. თვალით მხოლოდ მანძილი გავზომე. ტანკები ზემოთ აუყვნენ. მთიდან ალბათ, ხუთას ნაბიჯშიღა ვიყავით.
- ზაზა, უნდა გაძლოთ! - გავუმეორე რაციას.
- გავდივართ! - დაგვიძახა გოჩამ
ისევ ტყეში შევცვივდით, ზარამცას ბიჭებმა ტყვიამფრქვევები მოიმარჯვეს, მოწინააღმდეგის რამოდენიმე ჯგუფი ჩვაქვავეთ, გავრბოდით და თან ვისროდით.
მოწინააღმდეგე ჩამოვიშორეთ, ალბათ რამოდენიმე ათეული გავანადგურეთ, მაგრამ ორი კაცი ჩვენც გვაკლდა, ალბათ სხვა დროს ვიგლოვებდით მაგრამ ეხლა გლოვის დრო არ იყო. ჩვენი ძმები მთაზე იბრძოდნენ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში.

უცბად რაცია აშხრიალდა:
- ჭაღარა! ჭაღარა! ობობა ვარ! დროზე დაგვეხმარეთ! ტყვიები გველევა!
საქმე ცუდად იყო. ამას ყყველანი ვხვდებოით. მთა შევალს განსწირუალდ ითხოვდა, მაგრამ რა შეგვეძლო?
გოჩას გავხედე ჯიუთად შემომმხედა:
- უნდა დავიძრათ.
- არა, ძმაო, ასეთ სიგიჟეზე ხელს აღარ მოვასწერ, - უთხრა ზარმაცამ ხმადაბალი, ისტერიული სიცილით, - შენ, ძმაო, დათოზე უარესი გიჟი ყოფილხარ! რამე გეგმა მაინც მითხარი, თორემ გავაფრენ! გეგმა გაქვს?
- ნელა უნდა დაივძრათ, - უპასუხა გოჩამ, ხოხვით ცუმად და პრიდაპრი მთისკენ გავიდეთ. ჩუმად წავედით, ისე ჩუმად, როგორც არასდროს, ხოლო ირგვლივ კვლავ უკუნად ბნელოდა. ბრძოლის გამაყრუებელი ხმა სწრაფად ახლვოდებოდა. როცა ცეცხლის ალი გამოჩნდა, გზა ხოხვით გავნაგრძეთ.
- მცირე ხანში წინ ანუაარქუ დავიანხე. ბორცვი ხეების ბოლო რიგიდან, მეჩხერ ტოტებში მოჩანდა. ბუნდოვნად ვხედავდი. მაინც შორს იყო, გზის გადაღმა, მაგრამ იაქაურობას ზემოდან დავცქეროდი. როცა ცეცხლი ანათებდა, არ შეიძლებოდა, ვერ დაგენახა. შემდეგ უკვე მტერსაც ვხედავდით. მთისთვის მთლიანი ალყა შემოერტყათ. ირგვლივ, თითქმის ყველა მხრიდან ცეცხლის ალი მოჩნდა. განუწყვეტლივ ესროდნენ. ყუმბარას ყუმბარაზე გზავნიდენ. მთა ხან ერთ, ხან მეორე ადგილას ინთებოდა. აფეთქების გრუხუნი ჩვენთან მოგვიანებით აღწევდა.
განაბებულნი ვიწეიქთ და გზატკეცილს შევცქეროდით. მტრის რაოდენბოდა ჩვენს თვალწინ იზრდებოდა.
მახსოვს, გოჩამ ზარმაცას გახედა. თვალებით ეკითხებოდა, ცეცხლი როდის გავხსნათო?
რაცია კვალვ განსწირუალდ აშხრიალდა. ამეჯრად ბიწკინაშვილი იყო. ბოხი ხმა ჰქონდა:
- ბიჭო, დროზე დაგვეხმარეთ! ტყვიები, ტყვიები გვითავდება!
- ობობა! ჭაღარა ვარ! ახლოს ვარ! - უპასუხა გოჩამ და თვი ჩაქინდრა.
- ჭაღარა, ჭაღარა! ტყვია-წამალი გვითავდება! ჩასძახოდა რაციას ბიწკინა. გული ბოლომდე შემეკუმშა. მეგობრებს ვკარგავდით. თვალზე ცრემლები მოგვაწვა.
ღმერთო ჩემო!
ხოლო მთა ბრაილებდა. წყვდიადს უამრავი ცეცხლოვანი ისარი ანათებდა და თითქმის ყველა მისკენ მიქროდა.
- რა ვქნათ, გოჩა, ჰა? ასე ხომ არ ვიქნებით?
- ახლა გზაზე გასვლა ნაღდი სიკვდილია, - ჩაფიქრებულმა გვიპასუხა - გვეძებენ. ეგრევე ჩაგვცრხრიალვენ.
ისეთი სახით თქვა, თითქოს რაღაცას ფიქრობდა.
- ღია ეთერში რაღად იძახდნენ ამას, ჰა? - აღელდა კოჭლო, - ტყვიები გვითვდებაო - ღია ეთერში ამის თქმა შეიძლებოა?
- აზრი, აბლათ, აღარაფერს აქვს, - ჩაილაპრაკა ნახვრეტამ.
მახსოვს, მთას ავხედე. არ ჩანდა, ოღონდ ხანდახან ალისფრად ინთებოდა და მაშინ უეცრივ ჩნდებოდა. ირგვლივ გამაყურებელი გრუხუნი იდგა, მაგრამ წუთის შემდეგ საბოლოდ დადუმდა.
ჰო, მთა დადუმდა, აღარ პასუხობდა, ხოლო მის სამივე ფერდობს ალი მოსდებოდა...
- მორჩა, დაენძრათ, ტყვიები გამოელიათ, - უღონოდ ჩაილარპაკა თითამ.
სროლა მოწინააღმდეგის მხრიდანაც შენელდა. შემდეგ მარჯვნივ, ზემოთ რაღაცამ იქუხა.
- მტირს ტანკებია, - ჩაილაპარაკა კოჭლომ, - დამთავრდა. ტანკები მარჯვენა ასასვლელს მაიდგა...
ყველანი ვდუმდით, ყველანი ვხვდებოდით, იქ რაც ხდებოდა. მტერი ბოლო შეტევისთვის ემზადებოდა. მთა ჩუმად იყო. რა თმა უნდა, რაციით ჩვენს ლაპრაკს მოწინააღმდეგეც ისმენდა და იამსაც მიხვდა, რომ მთაზე ტყვიაწამალის ამრაგი აღარ გააჩნდათ. ჰო მიხვდნენ, გადაჯგუფდნენ და წამის მერე...
- ბოლო შეტევაა, - ჩაილარპაკა ზარმაცამ
ხმას ვერ ვიღებდი და სასოწარკვეთილი ვუცქეროდი, მტერი ჩვენს მთს როგორ იპყრობდა. უკვე ასფალტზე ჩანდნენ. ავტომატის ცეცხლის ალში მათი სხეულებსაც ვხედავდი, ფერდზე არბოდნენ. პირველ სანგარს რომ მიუახლვოდნენ ხელყუმბარები ჩაუყარეს, წინა მხარე რამდენჯერმე განათდა, მაგრამ არავინ უპასუხათ.
მარჯვიდან სიევ იქუხა, ერთხელ, მეროედ, მესამედ, ეს უკვე სხვა ტანკი იყო, მერე უფრო დიდი ქუხილის ხმა გაისმა. მთას გავხედე, მარჯვიდან უზარმაზარი ალი ავარდა. წამით იემდით გამიელვა, რომ ტანკის ნაღმს ჰგავდა....
- გოჩა! წავედით! - უყვირა უთითამ, - თავი გადავდოთ, მე მაგის დედაც! მალე იქ ცოცხალი არავინ დარჩება!
- მოიცა, - მშვიდად უთხრა, - ოცამ ტყუილა დავიხოცებით. იქნებ სხვა ამბავია?
- რაღა სხვა ამბავია?
ჩვილაპრაკე პასუხად. პირი გამშრობოდა, დათოს სიტყვები გამახსენდა: კავკასიის უმდაბლესი მწვერვალი... დიმა, ჯერ ის უნდა შევინარჩუნოთ, თორემ ემრე არსად დაგვედგოემბა...

ეს გავიფიქრე თუ არა, უცბად მთელი მთა ალევარდა!
ჰო, აინთო! ისე აინთო, თითქოს ვუკლკანმა ამოხეთქა! ერთ წამს ანუაარქუ ისე გაწითლდა, თითქოს მზე ამობრიალდაო და ჩვენი ბორცვიც მთელი სისრულით წარმოიმართა! ხომ პატარ იყო თითქოს, ოღონდ იმ წამს მწვერვალად აღიმართა, გზატკეცილს კედლად გადმოეყუდა და შემდგ მისმა გვრგვინვამაც მოაღწია...
თვალს ვერ ვუჯერებდით. მოწინააღმდეგისკენ, რომელიც გარეთ იყო გამოსულ იდა საფარს აღარ ეფარებოდა, მთიდან უმარავი ტყვია, ნაღმი, ჭურვი და ყუმბარა გამოფრინდა.....

მერე მახსოვს სწრაფად დაგვათენდა. ნამდვილი მზე ამოვიდა და ირგვლივ სიჩუმე ჩამოვარდა, გზატკეცილზე ვიდექით, აღარავინ ისროდა. ირგვლივ მტრის გვამები ეყარა, ხოლო ცოცხალი მტერი არ ჩანდა.
დღესაც ვფიქრობ, სად გაქრა მაშინ ის უამრავი ხალხი, მთელი ის დესანტი, მთელი ის მოსალოდნელი მარცხი და მომაკვდინებელი საშიშროება, თითქოს მზის ამოსვლისა შეეშინდაო, ნისლსა და ჯანღთან ერთად რომ გაიფანტა?
ახლა ვხვდები, ისინი გულმა დაძლია. ჰო, გულიანობამ. სხვა ბევრი არაფერი გვქონდა, ეს კი, თურმე, კიდევ ჭარბად გაგვაჩნდა.

მცირე ხნის შემდეგ ტეკის მხირდან ძრავების გრუხუნმა მოაღწია. მარჯვინ გავიხედე. ჩემს სხეულს ცახცახი ჯერაც არ შეეწყვიტა. დაღლილობისგან, უფრო კი, ალბათ მღელვარებისგან, ტანში მამტვრევდა. ავტოამტის ლულა იქით გავიშვირე, რომ გზატკეცილზე შინდისფერი დროშა გამოჩნდა. ხელად, მივხდით ოჩამჩირიდან გამოსულ კოლონას ტამიში გაევლო და ჭასაც გასცდენოდა. ჩვენები მოვიდნენ!
მოწინააღმდეგემ მთის აღება ვერ მოასწრო და სწორედ მას გაერიდა, მტრის გეგმა საბოლოოდ ჩავარდა! მოგვიანებით დათოც თავისი ბატალიონით შემოგვიერთდა, მთელი ის დროს მარცხნიდან აწვებოდა.
ვერ წარმოიდგენთ, გული როგორ ამიძგერდა. აქეთ გვარდიის ტანკები, იქით დათო და ბიჭები, ჩვენ წინ კი მთა, რომელიც ბოლავდა, უამრავი ტყვიით დამძიმდა, მაგრამ მაინც არავის დანებდა.
არ ვიცი, შევძელი კი იმ ყოველივეს აღწერა? ვითომ, მომიხერხდა? ალბათ, ვერა მაგრამ ის აბრიალებული, აელვარებული მთა არასდროს დამავიწყდება.
არც მისი ფერდი, საიდანაც ზაზა და ბაჩუკა ჩამორბოდნენ, მათ უკან კი წითური, უცხვირა, სანდრია და ბოხუა და ყველა რაღაცას ღიალებდა. ჩვენც ვღიალებდით, ისე, ყასიდად, რადგან დაყრეუბუელბს მათი ნათქვამიდან მაშინ ერთი სიტყვაც არ გაგვიგონია. ვერც იმის აღქმა მოვასწარი, დაკარგულ ბიჭებს რომ ვხედავდი. აკი მვკდრები გვეგონენ....
ბრძოლა მოვიგეთ!

ოცდაათი კაციდან, სამი დაიღუპა, ჩვიდმეტი დაიჭრა.
ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ: ზურა უსენაშვილი, სარდიონ კილასონია და როლანდ წერეთლი. სამივეს მხედრული მამაცობისთვის ვახტან გორგასლის ორდენი მიანიჭეს!
როლანდ წერეთი დაიღუპა 1993 წლის, 9 ივლის ანუაარქუზე თავის დაბადების დღეზე, და მას 16 წელი შეუსრულდა!
ტამიშის დესანტის წინააღმდეგ ქართველები გაერთიანებული ძალებით იბრძოდნენ! გაერთიანებულმა ქართველებმა ეს ბრძოლა მოიგეს!

ჩვენ დავბრუნდებით!


--------------------
გამაგრდით არხოტიონნო
გატეხით რა იქნებისა?!
ვინაც მაჰკვდების, დავმარხავთ,
სხვა კიდევ გაიზრდებისა!

მიდი, დაჰკაა! ჩვენ გავიმარჯვებთ!
Bjiti
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 414
წევრი No.: 222047
რეგისტრ.: 21-July 16

გამოგზავნილია: 11 Oct 2017, 23:28  #51487866      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვისია ეს ჩანაწერები???????????????????????????????????/
Oliver
იაკას ბიძა


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 37252
წევრი No.: 6081
რეგისტრ.: 23-August 04

გამოგზავნილია: 4 Nov 2017, 10:15  #51614325      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Bjiti
გიორგი ხიზანიშვილის

This post has been edited by Oliver on 4 Nov 2017, 10:16


--------------------
I abused myself to a point where nothing was left
eagle.1.
საქართველო


*****
ჯგუფი: Moderators
წერილები: 4422
წევრი No.: 116347
რეგისტრ.: 30-May 10

გამოგზავნილია: 4 Nov 2017, 19:06  #51616269      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი

იმედია დაუბრუნდით არსენალს ბატონო Oliver


--------------------
მამულისათვის! მამულისათვის!
ძმებო სიკვდილი ან გამარჯვება.
Oliver
იაკას ბიძა


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 37252
წევრი No.: 6081
რეგისტრ.: 23-August 04

გამოგზავნილია: 6 Nov 2017, 22:54  #51628074      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
eagle.1.
შემოვიხედები ხოლმე დრო და დრო smile.gif
eagle.1.
საქართველო


*****
ჯგუფი: Moderators
წერილები: 4422
წევრი No.: 116347
რეგისტრ.: 30-May 10

გამოგზავნილია: 7 Nov 2017, 02:30  #51629092      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Oliver
QUOTE
შემოვიხედები ხოლმე დრო და დრო

up.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (76) « პირველი ... 74 75 [76]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0452 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]