როგორი მიწის ყიდვა გინდა, სასოფლო-სამეურნეო თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების?
პირველი როგორც წესი არის სახელმწიფოს საკუთრება, მეორე - ადგილობრივი თვითმმართველობის.
,,შესყიდვის გზები" - ორივე შემთხვევაში აუქციონია. არის პირდაპირი მიყიდვაც, მაგრამ უნდა იყოს სოციალური პროექტი, ან ინვესტიციას უნდა ახორციელებდე, რომ პირდაპირი მიყიდვის შესახებ მიიღონ გადაწყვეტილება.
ირჩევ მიწის ნაკვეთს, თუ სახელმწიფოს სახელზეა რეგისტრირებული მიმართავ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, თუ ადგილობრივი თვითმმართველობისაა (მაგალითად თბილისი) განცხადებას წერ სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს სახელზე. განცხადებაში წერ, რომ გსურს იყიდო ეს მიწის ნაკვეთი და ითხოვ გამოიტანონ აუქციონზე. არის კიდე მესამე ვარიანტი, როდესაც მიწის ნაკვეთი არ არის რეგისტრირებული. როდესაც ნაკვეთი ცარიელია, ანუ მასზე შენობა არ დგას, სახელმწიფოს მიმართავ (ანუ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს) და ითხოვ: ა) სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციას და ბ) აუქციონზე გატანას. თუ შენობიანი მიწის ნაკვეთია, მაშინ ისეც მუნიციპალიტეტს უნდა მიმართო.
აუქციონზე ქონების გამოტანა საკმაოდ რთული პროცესია, გააჩნია ნაკვეთს, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ითხოვს სხვადასხვა ინფორმაციას სხვადასხვა უწყებიდან და თუ ყველაფერი რიგზეა, შემდეგ ხდება აუქციონზე გატანა, დრო დასჭირდება რა.
თუ ნაკვეთი მშენებლობისთვის გინდა, ყველაზე სწორი იქნება სანამ ამ განცხადებებით დაიწყებ სირბილს, სასურველ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სთხოვო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს (თბილისში დაიყო არქიტექტურა, ურბანული გამოეყო და ახლა არ ვიცი რომლის ფუნქციაა) - ქალაქგეგმარებითი დასკვნა. ანუ, რომ აგიხსნან კონკრეტული მიწის ნაკვეთი რა ზონაშია, რისი აშენება შეგიძლია და ა.შ.
ყურადღება უნდა მიაქციო ასევე ხაზობრივ ნაგებობებს, ხომ არ გადის მიწის ნაკვეთზე ელ. გადამცემი ხაზები, ან მიწისქვეშა კომუნიკაციები და ა.შ. ესეც გზღუდავს მშენებლობის დროს და შეიძლება საკუთარი ხარჯებით გადატანაც მოგიწიოს. ნუ, გამყიდველი ამას ყოველთვის ამოწმებს ხოლმე და პრივატიზებისას არის მითითებული ინფორმაცია, მაგრამ ჯობია შენ დაინტერესდე წინასწარ, სანამ ,,განცხადებებით დაიწყებ სირბილს"