#57772097 · 12 Apr 2021, 03:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (aleqsandre777 @ 1 Apr 2021, 15:38 ) | მოგესალმებით ვაპირებ მიწის ყიდვას,სრულად არის მიწა 2645 კვ მე უნდა შევიძინო 645 კვ...მაინტერესებს როგორ მოხერხდევა ნაკვეთის ჩამოჭრა და რა პროცედურები მჭირდება ამისთვის? |
გამარჯობა.
1. მესაკუთრე დაიქირავებს ამზომველებს, მიჰყავს ადგილზე. ამზომველები აკეთებენ ორი დამოუკიდებელი ფართის საკადასტრო აზომვით ნახაზს.
2. მესაკუთრე მიდის სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და ითხოვს ნახაზების მიხედვით მიწის ნაკვეთის დაყოფას ორ საკადასტრო ერთეულად.
3. ნაკვეთებს მიენიჭება ორი დამოუკიდებელი საკადასტრო კოდი.
4. აფორმებ ხელშეკრულებას მესაკუთრესთან, ყიდულობ სასურველ ნაკვეთს, არეგისტრირებ საჯარო რეესტრში.
5. სახლს რომ ააშენებ და სუფრას გაშლი, დამპატიჟებ, მაგრამ მე არ მოვალ.
--------------------
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი
|