რუმინეთი ჯერ შორია
ის გუნდი რაც რუსეთთან (ნაწილობრივ) და რუმინეთთან (დიდ წილად) იქნება მგონია რომ ოკეანის გაღმა ტურნეში წავა (2 მოგეას და 1 მარცხს ჩამოიტანს / მზარდით კი ალბათ 1-1)
ამიტომ ის რაც აქამდე იყო და ესპენთს შემდეგ იქნება - ცა და დედამიწა არა მაგრამ, მაინც
რის შეცვლაა საჭირო საესპანეთოდ?
მგონი ბევრი არაფრის
* * *
მცირე წარდგენა და ამბები...
Spain national rugby union team
თიკუნი - ლომები (Los Leones)
პირველი ოფიციალური მატჩი 1929 წელს - ესპანეთი 9:0 იტალია
თუმცა ცნობები პირველ მატჩზე 28 წლით ადრეც მოიპოვება, როდესაც ინგლისელი მეზღვაურები ბილბაოს ესტუმრნენ, თუმცა მიმდევრები აქტიურად 1921 წელს შეიმჩნევიან, როემლთა ორგანიზებული ერთიანობა ვინმე ბალდირი ალეუ-ს სახელს უკავშირდება.
1926 წელს კი უკვე პირველი შიდა გათამაშება გამართულა, რომელშიც გამარჯვება კატალონიურ ბარსელონას უზეიმია.
1930 იან წლებში იტალისს შემდეგ ესპანელებს უბურთავიათ მაროკო, გერმანია და პორტუგალიასთან. მეორე მსოფლიო ომმა ესპანეთში რაგბის განვითარება „შეაფერხა“.
გვიანი ორმაცდაათიანი წლებიდან კი ესპანელები ბურთაობდნენ გერმანია, იტალია და რუმინეთთან. 80’იან წლებში ლომებს მაორი ოლბლექთან და არგენტინასთანაც კი უსიჯავთ ძალები. თუმცა მეტნაკლებად პროფესიონალური ხანა ესპანურ რაგბეთში 1990 იან წლებში დადგა.
ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება 90:8 ჩეხეთთან (1995)
ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი 10:92 ავსტრალია (2001)
მსოფლიო თასის მონაწილე ერთხელ - 1999 წელს
ესპანელები მონაწილეობას იღებენ ევროპის ერთა თასზე - რაგბი ევროპა, რომელიც 2000 წლიდან დღემდე მხოლოდ ერთხელ 2012 წელს მოიგეს.
2004 ში კი ქვედა დივიზიონში დაქვეითებულან...
რეიტინგში 18-32 ადგილებსშორის „დანავარდობს" (ბოლო 18 წლის მანძილზე)
დღეს ესპანეთში 55,000 მდე მორაგბე 230 მდე კლუბში ირიცხება.