ცოტნე_91მეგობარო, მაგ ჩამონათვალში უამრავი თანამგზავრი შეიძლება ეწეროს, თქვენ წვდომა მხოლოდ იმაზე გექნებათ, რომლებზეც თქვენი თეფშია გასწორებული.
ფოტოზე სამი თავაკი ჩანს, სავარაუდოდ იქნება მარჯვნიდან მარცხნივ: 36 გრადუსი(ევტელსატი, ექსპრესი), 42 გრადუსი(თურქსატი) და 46 გრადუსი(აზერსატი),
ვიმეორებ: სავარაუდოდ ასეა. ახლა უნდა დააკვირდეთ თუ რომელი თავაკი დისეკის რომელ პორტზეა(1,2,3,4 ან A,B,C,D) მიერთებული და სახელი და დისეკის პორტი
სწორად უნდა მიუთითოთ მენიუში, მერე სავარაუდოდ სიხშირეებს(ტრანსპონდერებს) თვითონ ამოყრის(თუ შეყვანილი იყო) თუ არა მაშინ ამ საიტზე ნახავთ:
https://www.lyngsat.com/europe.htmlამოირჩიეთ სატელიტი და ნახეთ სიხშირეები.
ძებნით შეგიძლიათ კონკრეტულ ტრანსპონდერზე(ერთ სიხშირეზე) მოაძებნინოთ, ან მთლიანად სატელიტი ამოირჩიოთ და მოძებნის ყველა
ტრანსპონდერს, რაც მაგ სატელიტზე შეყვანილი გაქვთ.
This post has been edited by jmm75 on 23 Nov 2018, 22:23
ჩემზე ძალიან მოქმედებს, როცა ქართულ ენას ამახინჯებენ. განსაკუთრებით წერის დროს. გოგებაშვილი ან შანიძე მეც არ ვარ, მეც მეშლება ხოლმე, მაგრამ თვალშისაცემ შეცდომებზე თუ მიგითითებთ ხანდახან, ძალიან გთხოვთ ნუ მიწყენთ.