Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ვარდისფერი პიტირიაზი


Posted by: gio92 27 May 2007, 13:16
მინდ აგავხსნა ასეთი თემა ჩემს ნაცნობს აქვს ეს დაავადება ანუ ვარდისფერი პიტირიაზი მაინტერესებს როგორ იკურნება

Posted by: Solveig 27 May 2007, 13:37
აბა, ნახე
http://en.wikipedia.org/wiki/Pityriasis_rosea


Although there is no cure for pityriasis rosea, in most cases the condition goes away by itself without any treatment.

Posted by: gio92 27 May 2007, 15:41
Solveig მადლობა როგორ უნდა განიკურნოს ადამიანი ამისგან მითხარით გთხოვთ??

Posted by: Solveig 27 May 2007, 16:21
gio92
ლინკი ნახე, ადამიანო? მანდ წერია-განვითარების მიზეზი უცნობია და უმეტეს შემთხვევაში თავისით გაივლისო.

დანარჩენი ექიმებისთვის მომინდვია, მე არ ვიცი wink.gif

Posted by: Kost@ 27 May 2008, 19:54
თეთრი კასტელანი რამდენად ეფექტურია ამ დაავდაბეისთვის?

Posted by: carioca 28 May 2008, 13:41
საშიში არაფერია, მკურნალობაც არ უნდა ამ დაავადებას, ეტიოლოგია უცნობია, გადამდები არ არის. თავისით გაივლის ყველანაირი წამლის გარეშე, უბრალოდ სასურველია დღეში ორჯერ ბავშვის პუდრი წაისვატთ გამონაყარზე და რაც მთავარია და ყველაზე არასასიამოვნო წყალს უნდა მოერიდოთ 2 კვირა მაინც არუ ტანი არ უნდა დაიბანოთ (ძირითადად ტანზეა გამონაყარი, ხელები ფეხები, თავი და სახე კი იბანეთ რამდენიც გინდათ) biggrin.gif du.gif

Posted by: _SisterofNight_ 28 May 2008, 15:46
ჩემი თანამშრომლის ბავშვს ქონდა, ხოდა წყალს ერიდებოდა გარკვეული პერიოდი, სვავდა ალერგიის საწინააღმდეგო წამალს კლარიტინს და პუდრი დღეში რამდენჯერმე გამონაყარზე. თავისით გაუარა 10 დღეში მაგრამ კანის ექიმთან ყავდათ მაინც.

Posted by: bubu1234 6 Apr 2009, 12:41
რა დაავადება ჟიბელი?(თუ სახელი არ მეშლება)

Posted by: bato-bato 10 Apr 2009, 00:35
bubu1234

მე მქონდა
ნერვიულობაზე ჩნდება ან რამე ინფექციაზეო ასე მითხრა ექიმმა
მთელი ტანი, მუხლებიდან დაწყებული ყელის ჩათვლით დაკოპლილი მქონდა sad.gif((

საშინელი შესახედავი ვიყავი, ქეციანივით
ძაღლი მყავდა და ალაგ-ალაგ რწყილი ჰყავდა, ხოდა ვიფიქრე რწყილებმა დამკბინესთქო, მაგრამ მერე ისე გამრავლდა ეს ლაქები, თან რაღაცნაირად იფოთლებოდა
კანი ხმებოდა და კოშმარი იყო მოკლედ
კიდევ კაი სახეზე არ იცის ამოსვლა

ხოდა მკურნალობა დიდი არაფერი
რაღაც წამალი გამომიწერა რომლის სახელიც სამწუხაროდ აღარ მახსოვს და ტალკი
რომელსაც დილა საღამოს ვიყრიდი ლაქებზე sad.gif((

ხო და თან დიეტა
შემწვარ-მოხრაკულები ამიკრძალა

სულ ესააა
მალე გამიარა
სადღაც 10 დღეში აღარაფერი მქონდა

Posted by: Nnino 10 Apr 2009, 00:57
დედაჩემს დაემართა დიდ ნერვიულობაზე, საშინლად დააყარა ტანზე... ძალიან მალევე გაუარა, სადღაც 10-12 დღეში... ასე რომ, არაფერზე ინერვიულოთ... smile.gif

Posted by: bubu1234 10 Apr 2009, 01:06
bato-bato
წამალი რომ არ დავლიო არ გამივლის?რაღაც მაზი გამომიწერა და იმას ვისვამ მარტო, არც დიეტას არ ვიცავ,აუცილებლად უნდა დავიცვა?და წამალიც აუცილებლად უნდა დავლიო?

Posted by: Romina 10 Apr 2009, 08:26
gio92
მე მქონდა ვარდისფერი პიტირიაზი. 2 პატარა მრგვალი მორფოლოგიური ელემენტი იყო ზურგზე, ბანაობის მერე წითლდებოდა, თორე ისე არ ჩანდა. თუმცა საერთოდ შეიძლება ბევრი იყოს. ეტიოლოგია მართლა უცნობია ზუსტად, სოკოდან დაწყებული ვირუსით დამთავრებული ყველაფერი წერია ამ დაავადების გამომწვევად. ნამდვილად არაფერია საშიში. შეიძლება არც იმკურნალო და ისე გაიაროს მაქსიმუმ 2 წელში. მე პირადად წყალთან 1:1-ზე განზავებულ სალიცილის სპირტს ვისმევდი დილას და საღამოს და მერე ზემოდან "ტრავოკორტის" მალამოს, იმასაც 2-ჯერ დღეში. ბანაობისგან თავის შეკავება არ უნდა, უბრალოდ ღრუბელით არ უნდა გაიხეხო ის ადგილი სადაც გამონაყარია და დუშის გელის PH კანისას უნდა შეესაბამებოდეს, ანუ ბავშვის გელები რომ არის ჯობია ის გამოიყენო. მალე გამიარა, თუმცა დიდად არც მანამდე მაწუხებდა :-) ხო მართლა ეს მკურნალობა დერმატოლოგმა დამინიშნა, ზვიად კობახიძემ. მართალია სულ ეჩქარება და გარბის, მაგრამ კარგი ექიმია :-)

Posted by: bato-bato 10 Apr 2009, 12:52
Nnino
QUOTE
დაემართა დიდ ნერვიულობაზე,

მეც sad.gif
bubu1234
QUOTE
წამალი რომ არ დავლიო არ გამივლის?რაღაც მაზი გამომიწერა და იმას ვისვამ მარტო, არც დიეტას არ ვიცავ,აუცილებლად უნდა დავიცვა?და წამალიც აუცილებლად უნდა დავლიო?

არ ვიცი
ტალკი დაიყარე და ხო
ბანაობისგან შეიკავე თავი
ექიმმა როგორც მითხრა ბანაბამ გამივრცელა მთელს სხეულზე
აი საშინლად ვიყავი დაფოთლილი
ცალ-ცალკე ვიბანდი ყველაფერს, ადგილობრივად sad.gif
Romina
QUOTE
2 პატარა მრგვალი მორფოლოგიური ელემენტი იყო ზურგზე,

2-ს რა უჭირს, სადღაც 100 მექნებოდა მე sad.gif

Posted by: skoch 10 Apr 2009, 14:44
QUOTE
მინდ აგავხსნა ასეთი თემა ჩემს ნაცნობს აქვს ეს დაავადება ანუ ვარდისფერი პიტირიაზი

როგორც გითხრეს აქ ცყალს უნდა მოერიდოს პირველ რიგში

Posted by: bubu1234 10 Apr 2009, 15:19
დიდი მადლობა ყველას.მეც მიმრავლდება მგონი და ისე მეშინია ლატიკორტის მაზზს ვისმევ,გუშინ ბევრი რაგაცეები ვჭამე ისეთი რაც არ მეჭმეოდა და მთელი ღამე მოვკვდი ფხანვით.sad.gif

Posted by: skoch 10 Apr 2009, 15:28
QUOTE
რაც არ მეჭმეოდა

აგარ ჭამო თუ გინდა რო გაგიაროს(ჩაი ყავა ნიგოზი......)

Posted by: bubu1234 10 Apr 2009, 15:55
მარტო ეგენი?რაღაც დიეტა გამომატანა ექიმმა საერტოს არაფერი არ მეჭმევა,და მარტო ეგენიც რომ არ ვჭამო საკმარისია იმისთვის რომ გამიაროს?
აი რა დიეტაა:
ხილი:კენკრა,ციტრუსები.
თევზი და ზღვის პროდუქტები
ღორის და ცხვრის ხორცი და მათი პროდუქტები.
ბოსტნეული:პამიდორი,ბადრიჯანი,ბოლოკი,თალგამი და მისთ.
მწარე სანლებლები და სოუსები.
ნებისმიერი სახის ფრინველი.
შოკოლადის ნაჭარმი,კაკაო,ყავა.
შებოლილი პროდუქტები.
ნიგოზი,თხილი
ალკოჰოლი
კვერცხი
თაფლი
სოკო
რძე
კოკა-კოლა,ფანტა, ლიმონათი, დაბეჭდილი ხილის წვენი.


ვერ ვიცავ ამ დიეტას,რა უნდა ვჭამო?

Posted by: bato-bato 10 Apr 2009, 18:46
bubu1234
მოხარშული კარტოფილი , არავითარ შემთხვევაში შემწვარი
მაკარონი
წიწბურა
და ნუ ყველაზე მთავარი ნუ იბანავებ მთლიანად
ტალკი მიიყარე, რაც მაგის დაყრა დავიწყე მალევე დაიწყო გაქრობა

Posted by: bubu1234 10 Apr 2009, 23:09
bato-bato

ძალიან დიდი მადლობაა

Posted by: liziko 11 Apr 2009, 13:14
მე მქონდა ეგ დაავადება, 4 წლის წინ. ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი. თანაც ძალიან რთულ ფორმაში. უამრავი ვარდისფერი კოპლი. გამიჩნდა დიდ ნერვიულობაზე.
კაციტაძესთან ვიყავი. დამინიშნა ბისეპტოლი დღეში 2-ჯერ, 480-იანი. სემპრექსი. დღეში 2-ჯერ. და დღეში 5-10-ჯერ ტალკის დაყრა ყველა კოპლძე. და რაც მთავარია 1-თვე არაფრით არ მიიიკარო წყალიო (ანუ არ მებანავა). კიდევ კარგი ზამთარში დამემთხვა, თორემ...... (მწვანე ბუზების დევნა გენახა მერე ჩემს ირგვლივ..)

Posted by: khoshkakali 29 May 2009, 20:42
დიდი მადლობა ყველას , ვინც გამომეხმაუარა. ძალიან დამეხმარეთ. 2kiss.gif ისე ტესტი არსებობს რაიმე ამის ზუსტად დადგენის. ხომ შეიძლება სხვა რამეში აერიოს დერმატოლოგს. მინდა დავიჯერო რომ ის შეცდა. ან ხომ არ ჯობია კიდევ სხვებთან წავიდე. ისე მარინა ბიბილეიშვილზე თუ იცით რამე. პლეხანოვზე მუშაობს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. love.gif

Posted by: Thandrus 30 May 2009, 01:18
khoshkakali

დიაგნოზს კლინიკური ნიშნებით სვამენ, რამე სპეციფიკური ტესტი (როგორც ვიცი) არ არსებობს. რათქმაუნდა საჭიროა რიგი დაავადებების გამორიცხვა, რომელიც შედარებით მსგავს სიმპტომებს ავლენენ... მაგრამ ექიმისთვის არ წარმოადგენს მგონი ეს პრობლემას. ისე, შეგიძლია გვითხრა პატარა ისტორიასავით, რა სიმპტომები გაქვს, როდის დაგეწყო და ა.შ.? სურათსაც თუ მოაყოლებ უკეთესი იქნება.

Posted by: gia43 12 Aug 2009, 14:25
ზღვაზე არ შეილება ბანაობა ? აუ რა მეშეველბა? შაბათს მივდივარ.

Posted by: GVANCA1990 12 Aug 2009, 23:50
მე მქონდა და სოსო კობახიძესთან ვიყავი.დამინიშნა მაზები წასასმელად და ხო მთავარი ბასეინზე დავდიოდი და არაფერი მქონდა და ბოლოს ცხელ წყალზე მაყრიდა ასე რომ არ იხმაროთ ცხელი წყალი და იხმარეთ ბავშვის საპონი და მალამოებსაც თუ წაისმევთ კარგი იქნება.უფრო მალე გაივლის

Posted by: ninuca1501 10 Sep 2009, 14:49
QUOTE (carioca @ 28 May 2008, 13:41 )
საშიში არაფერია, მკურნალობაც არ უნდა ამ დაავადებას, ეტიოლოგია უცნობია, გადამდები არ არის. თავისით გაივლის ყველანაირი წამლის გარეშე, უბრალოდ სასურველია დღეში ორჯერ ბავშვის პუდრი წაისვატთ გამონაყარზე და რაც მთავარია და ყველაზე არასასიამოვნო წყალს უნდა მოერიდოთ 2 კვირა მაინც არუ ტანი არ უნდა დაიბანოთ (ძირითადად ტანზეა გამონაყარი, ხელები ფეხები, თავი და სახე კი იბანეთ რამდენიც გინდათ) biggrin.gif du.gif

რას ამბობ და 2 კვირა პუდრიანმა და დაუბანელმა როგორ უნდა იაროს ადამიანმა? მასე მითხრა ლეჩკომბინატში ვიღაც "ჭკვიანმა" დერტმატოლოგმა, 5 დღის წვალების შემდეგ სოსო კობახიძესთან მივედი და მაგარი დამცინა, 5 დღე დაუბანელი დადიოდი შე საწყალოო? smile.gif
არც დიეტა უნდა და არც არაფერიო.. დაბანის დროს უბრალოდ ღრუბელით ნუ დაიბანო სხვა მხრივ პრობლემა არააო და რაღაც მაზი დამინიშნა ძალიან რომ მოგეფხანება წაისვიო იმ ადგილასო... მერე გამიარა თავისით...
* * *
QUOTE (liziko @ 11 Apr 2009, 13:14 )
მე მქონდა ეგ დაავადება, 4 წლის წინ. ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი. თანაც ძალიან რთულ ფორმაში. უამრავი ვარდისფერი კოპლი. გამიჩნდა დიდ ნერვიულობაზე.
კაციტაძესთან ვიყავი. დამინიშნა ბისეპტოლი დღეში 2-ჯერ, 480-იანი. სემპრექსი. დღეში 2-ჯერ. და დღეში 5-10-ჯერ ტალკის დაყრა ყველა კოპლძე. და რაც მთავარია 1-თვე არაფრით არ მიიიკარო წყალიო (ანუ არ მებანავა). კიდევ კარგი ზამთარში დამემთხვა, თორემ...... (მწვანე ბუზების დევნა გენახა მერე ჩემს ირგვლივ..)

სემპრექსი მეც გამომიწერა ლეჩკომბინატის "ჭკვიანმა" დერმატოლოგმა... კიდევ კარგი კურსი არ დამიმთავრებია, უძლიერესი ანტიბიოტიკი ყოფილა და არაფრით არ შეიძლება მაგის მიღება, მითუმეტეს რომ ამ დაავადებას არანაირი წამალი არ შველის, თავისით ქრება

Posted by: bubu1234 18 Sep 2010, 19:10
შეიძლება განმეორებით ისევ დამემართოს ეს ვარდისფერი პიტირიაზი?მაგდაგვარი ლაქები მაქვს მუცელზე,არადა შარშან მქონდა.

Posted by: Natuka NGN 18 Sep 2010, 19:12
bubu1234
კი შეიძLება, მე დამემართა და კობახიძემ გამომიწერა დიპროსალიკის მალამო და ერიუსის 7 აბი და უცებ ამილაგა. აღარ დამჭირდა სანჯღრები.

Posted by: bubu1234 18 Sep 2010, 19:15
Natuka NGN
გაიხარე,თუ მომეტა ჯერ მხოლოდ 4ცალი მაქვს,მეც წავისმევ მაგ მალამოს. 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: Natuka NGN 18 Sep 2010, 19:31
bubu1234
ანტიჰისტამინური დალიე მაინც... მე მაგან შემიჩერა ზრდა მარა აგქრბა არ დაიწყო და მერე მივედი კანის ექიმთან...
* * *
კიდე, სიე ეს სოკოა კანზე. და ერთ არასამედიცინო მეთოდს გეტყვი. ვაშლის ძმარი წაისვი 1/1 წყალში განზავებული და შეიშრე, შეიძლება მაგანაც აალაგოს,

Posted by: bubu1234 18 Sep 2010, 19:33
Natuka NGN
სოკო არ ვიცი მაგრამ ძალიან ალერგიული ვარ და ძმარი კანზე თუ მხვდება მეწვება და მეფხანება,წყალში გაზავებულს ვცდი აბა,ალერგიას რომ გამოეცვია არ შეიძლება?

Posted by: Natuka NGN 18 Sep 2010, 19:36
bubu1234
ააა, მაშინ არ გინდა... მაგის გამომწვევი სოკოა. მაშIნ მხიოლოდ ანტიალერგიულები გააკეთე... და ვაშLის ძმარზე ვსაუბრიობ და არა სხვაზე. არ გინდა მაშინ...

Posted by: bubu1234 18 Sep 2010, 19:39
Natuka NGN
ის მალამო რამდენ %-იანია?? და წამალს რამდენს სვამდი დღეში?

Posted by: Natuka NGN 18 Sep 2010, 19:40
bubu1234
არა %-იანი არაა... წამალს დღეში ერთხელ. მხოლოდ... სულ 7 აბი მქონდა გამოწერილი. მაზს დრეში ორჯერ.... სულ 3 დღე დამჭირდა. ისე გამიკვირდა ასე მალე რომ აალაგა რომ რა გითხა.

Posted by: bubu1234 18 Sep 2010, 19:53
Natuka NGN
გაიხარე მადლობაა დიდი,თუ მომემატა ლაქები ვიყიდი მაგ მაზს და წამალს. 2kiss.gif

Posted by: amandadada 20 Sep 2010, 16:04
ვარდისფერი პიტირიაზის დროს როგორც ვიცი მალამო არ შეიძლება სიმშრალე უყვარს მაგასsmile.gif.
ტალკი მხოლოდ და რამე ანტიჰისტამინი. თავისით ალაგდება.
და როგორც ვიცი ძალინ იშვიათი შემთხვევა რომ განმეორდეს

Posted by: Natuka NGN 20 Sep 2010, 16:21
amandadada
კეეე, ტალკი და სანჯღრებით გავიზლიპნე მთელი 2 თვე და ძლივს მოვრჩი smile.gif არც იბანაოო... მაგან საერთოდ ჭკუიდან გადამიყვანა.
QUOTE
და როგორც ვიცი ძალინ იშვიათი შემთხვევა რომ განმეორდეს

არც ისე, თუ კანდიდოზისკენ მიდრეკილება აქვს ადამიანს. ანდა უბრალოდ სტრესს გადაიტანს ხელმეორედ თუ სტრესისგან დაემართა.
და რას აჭიროა ადამ და ევას დროინდელი მეთოდით მკურნალობა, როდესაც არის უახლესი პრეპაარტები. თან ტალკი უბრალოდ აშრობს და გამომწვევ მიზეზს არ აქრობს. შემდეგ დროში იწელება უსაშველოდ მკურნალობა რაც ნერვებზე საშინალდ მოქმედებს.

Posted by: niniaa 20 Sep 2010, 16:34
Natuka NGN
QUOTE
ააა, მაშინ არ გინდა... მაგის გამომწვევი სოკოა.

სოკო ნამდვილად არ არის ვარდისფერი პიტირიაზის გამომწვწვი. იგი განიხილება უფრო როგორც ვირუსული. თქვენ ,ალბათ,სხვადასხვაფერის პიტირიაზში აგერიათ...

Posted by: Natuka NGN 20 Sep 2010, 16:55
niniaa
ახლა ჩავხედე... 2008 დამემართა ომის დროს და წავედი ექიმთან და დამიდგინეს ვარდისფერი პიტირიაზი და გარდა სანჯღრებისა, ანტიჰისტამინურისა დამინიშნა ფლუკონაზოლიი sleep.gif კანის დისპანსერში... ვაი, ტყუილად დავლიე? smile.gif მეცინება...
შარშან რომ გამიმეორა მხოლოდ ანტიჰისტამინური მომცეს და ეს მალამო რაც დავწერე.
მადლობა, ჩავხედავ ახლა კარგად... და ფლუკონაზოლი რად მინდოდა? smile.gif გაგაგიჟებენ ეს ექიმები biggrin.gif
თუმცა ეტიოლოგია ბოლომდე გარკვეული არაა.

Posted by: mevar 20 Sep 2010, 18:31
ninuca1501
QUOTE
სემპრექსი მეც გამომიწერა ლეჩკომბინატის "ჭკვიანმა" დერმატოლოგმა... კიდევ კარგი კურსი არ დამიმთავრებია, უძლიერესი ანტიბიოტიკი ყოფილა

სემპრექსი ანტიჰისტამინური პრეპარატია, ჩემო კარგო...ვინ დაგარიგა ასე პროფესიონალურად?

Posted by: luisi 23 Sep 2010, 23:39
[SIZE=7][b]bubu1234
რაც გინდა ის ჭამე,მაგაზე არაა დამოკიდებული,რაც მთავარია არ მოიქაო თორემ უფრო გამრავლდება.მე უკვე 6 წელია მაქვს პერიოდულად დამფოთლავს მხოლოდ მკერდზე და საშინლად მექავება,არანარი მაზები და წამლები არ მშველის სანამ თავისით არ გამივლის.ყველაზე საშინელი კი ის არის რომ აბაზანის მერე მკერდზე კოღოს ნაკბენებივით მაყრის და მექავება,მე კი მეგონა წყლის ალერგია მქონდა,ერთ საათში კი მივლის.ნუთუ არაფერია მაგის საშველი? help.gif
* * *
(და როგორც ვიცი ძალინ იშვიათი შემთხვევა რომ განმეორდეს) უბედურება ისაა რომ უკვე 6 წელია ვერ მოვიშორე,ანუ როცა თვითონ მოინდომებს გაივლის და რა როცა მოვენატრები მეწყება.ეს შეიძლება წელიწადში 3 4 ჯერ განმეორდეს..

Posted by: alikiti 25 Oct 2010, 20:36
luisi

QUOTE
უბედურება ისაა რომ უკვე 6 წელია ვერ მოვიშორე

სხვა დაავადება გჭირს,თორემ 6 წელი მაგის მორჩენას არ უნდა.

Posted by: After rain 8 Mar 2011, 16:42
Natuka NGN
მეც ეგ მჭირს და დამტანჯა.. როცა იქეცება უკვე რჩება თუ ეგ არაფერს ნიშნავს? ანუ გაუმჯობესება რითი გამოიხატება

Posted by: ketochka 9 Mar 2011, 12:56
ერთი კითხვა მაქვს, მაგ დაავადებას მეორენაირად - სიზმარში დამწვარს ხომ არ ეძახიან ? ძალიან გავს იმას რაც ჩემს დას აქვს. პერიოდულად გამოსდის ლოყაზე, წყლის მიკარება არ შეიძლება. თავის დროზე მეც მქონდა ეგ გამონაყარი ზურგზე და მკერდზე, ხომ ვერ მეტყვით ვისთან შეიძლება მივიყვანო სამკურნალოდ?
გამონაყართან დაკავშირებით - რამოდენიმე დღეა ორივე ხელზე მაქვს წითელი ფერის, წვრილი, მრგვალი და ოვალური ფორმის გამონაყარი.უცნაური ისაა,რომ ორივე ხელზე თითქმის იდენტურ ადგილებშია გამონაყარი - მაჯაზე, მკლავი რომ იკეცება შიდა მხარეზე იქ,

Posted by: cangala 10 Mar 2011, 13:20
bubu1234
მეც მქონდა ვარდისფერი პიტირიაზი, მაგრამ არანაირი წამალი არ მიმიღია, არც მაზი წამისვამს, წყალს არ ვაკარებდი და თავისით გამიარა. თუ არ ვცდები ლატიკორტი კორტიკოსტეროიდია და ძლიერია, მგონი არ არის საჭირო...


Posted by: kakhakakhiani 7 May 2011, 12:07
მაინტერესებს ეს ვარდისფერი პიტირიაზი სახეზეც ჩნდება?

Posted by: natka80 29 May 2011, 16:57
მგონი იმ დაავადებას ამბობ რაც მე მქონდა რამოდენიმე წლის წინ, ლათინურად დაახლოებით ასე ქვია fitinasis rosea, ასე დამიწერა ექიმმა, და მითხრა რომ ამ დაავადების წარმოშიბის ეტიოლოგია არავინ იცის და ადამიანს ცხოვრებაში ერხელ ხვდება, და ყველას არა რა თქმა უნდა... თავისით გაივლისო და უბრალოდ დამამშვიდებელი მალამო გამომიწერა რომ ფხანა შეემსუბუქებინა.. მე დამეწყო ასე რომ მუცელზე მარტო ერთი ქამა სოკოს ქუდივით გამომეზარდა წითლად და მერე გარშემო პატარა შვილებიც კი გამომივიდა, და ძალიან ბევრი არა მაგრამ ტანზე გამრავლდა, ექიმმა ისიც მითხრა ნუ გეშინია სახეზე არ გადავაო, და ასეც იყო.. ერთ თვეში კი თავისით გამიარა

Posted by: Natuka NGN 29 May 2011, 22:36
natka80
შენ არსაც ამბობ ვარდისფერი პიტირიაზია.
gvancuka123
http://yandex.ru/yandsearch?text=%D1%80%D0%BE%D0%B7%D0%B0%D1%86%D0%B5%D0%B0+%D1%81%D0%B8%D0%BC%D0%BF%D1%82%D0%BE%D0%BC%D1%8B&lr=10277
* * *
ვარდისფერი აკნე, ფერიმჭამელებია.

Posted by: natka80 29 May 2011, 22:58
Natuka NGN
QUOTE

შენ არსაც ამბობ ვარდისფერი პიტირიაზია.

მადლობა ,ქართული განმარტება ნამდვილად არ ვიცოდი

Posted by: mtvareuli 31 May 2011, 12:55
gvancuka123

http://forum.ge/?showtopic=33972918


http://www.dermatology.ge/rozacea/
http://www.medgeo.net/2009/06/20/rosacea/

Posted by: Natuka NGN 31 May 2011, 13:02
mtvareuli
მადლობთ შევაერთებ

Posted by: achiko96 25 Feb 2012, 00:03
მაქვს პიტირიაზი, უკვე ვიმკურნალე და ქერცლი შემიწყდა მარა ლაქები მაქვს ისევ და ექიმმა ნელნელა თავისთვის გაგივლისო და ვინმემ ხომარ იცით მაზი ან წამალი რამე რომ ლაქები მალე მომირჩინოს?

Posted by: norther 10 Mar 2012, 00:06
იკურნება საერთოდ? :|
დავიტანჯე

Posted by: unusual 19 May 2012, 17:54
sos!!!

liziko

QUOTE
მე მქონდა ეგ დაავადება, 4 წლის წინ. ჟიბერის ვარდისფერი პიტირიაზი. თანაც ძალიან რთულ ფორმაში. უამრავი ვარდისფერი კოპლი. გამიჩნდა დიდ ნერვიულობაზე.
კაციტაძესთან ვიყავი. დამინიშნა ბისეპტოლი დღეში 2-ჯერ, 480-იანი. სემპრექსი. დღეში 2-ჯერ. და დღეში 5-10-ჯერ ტალკის დაყრა ყველა კოპლძე. და რაც მთავარია 1-თვე არაფრით არ მიიიკარო წყალიო (ანუ არ მებანავა). კიდევ კარგი ზამთარში დამემთხვა, თორემ...... (მწვანე ბუზების დევნა გენახა მერე ჩემს ირგვლივ..)


Natuka NGN

რაიმე მირჩიეთ თორე ცუდათ ვარ უკვე sad.gif ყველა ექიმმა მითხრა ორ კვირაში ან მაქსიმუმ ერთ თვეში გადაგივაო, მე კიდე ორი თვეა ეს ვირუსი მაქვს ჯერ ტანზე მქონდა გამიქრა მანდ და ეხლა მკლავზე მაქვს და სახეზეც sad.gif
გამოვიცვალე სამი ექიმი რაღაც ანტიალერგიული წამალი დამინიშნეს მხოლოდ და თვითონ გავაო,ვცდილობ ზედმეტად არ მივიკარო წყალი,პუდრს ვიყრი.
მესამე თვე დაიწყო და ეხლა ახალი მაქვს კისერზე, ცუდათ ვარ უკვე ლამის გავაფრინო.


რომელ ექიმთან, მივიდე ვინ მომარჩენს?

liziko
ეს წამლები რაც შენ ჩამოთვალე აბებია თუ ნემსებია გასაკეთებელი? weep.gif




Posted by: ketochka 16 May 2013, 10:35
ისევ გამიმეორა ამ ალერგიამ. დამტანჯა რა. 2011 მქონდა ვიყავი ექიმთან სოსო კობახიძე და დამინიშნა სპირტით გაწმენდა გამონაყარის და ელოკომის მალამო. მაშინ მიშველა მაგრამ მარტიდან - სექტემბრამდე მქონდა გამონაყარი. არ შეიძლებოდა გარუჯვა,რადგან ლაქები დამრჩებოდა.
ორსულობისას სულ გაქრა და ეხლა ისევ თავიდან დაიწყო. რა მოურჩენელი რამაა

Posted by: DavidMSI 27 Sep 2014, 23:19
მაქვს შემდეგი კითხვა. როგორ ვიმკურნალო ამ უბედურ დაავადებაზე თუ რა ჯანდაბაცაა სერიოზულად დამტანჯა უკვე მეორედ. პირველად უდიდესი ნაწილი წელს ზემოთ მქონდა ანუ დაფოთლილი ვიყავი წელს ზემოთ უფრო მეტი რაოდენობით. შემდეგ ვიმკურნალე და ძლივს ვაი ვაგლახით ჩამიცხრა ეს დანაფოთლი მთელს ტანზე სადღაც 1 თვე კი მოუნდა სანამ ჩაცხრებოდა. მაგრამ 1 თვე თურმე ამ დაავადების დრო ყოფილა 1 თვეში თავისით მიდისო. ეხლა დამეწყო წელს ქვემოთ მარცხენა მხარეს საზარდულთან მქონდა პატარა დანაფოთლი შემდეგ ასო ზე გადავიდა მის ქვემოთაც მაქვს sad.gif რა ვქნა ეგება მირჩიოთ მცოდნეებმა? ქავილით ძაან არ მაწუხებს თუ მეთვითონ არ მოვიქავებ. sad.gif((

Posted by: Solveig 28 Sep 2014, 01:09
DavidMSI


არის თემა და გადახედეთ ხოლმე განყოფილებას..

Posted by: DavidMSI 28 Sep 2014, 10:26
როგორც დავადგინე ამ დავაადებას ( ჟილბერის ვარდისფერი პიტირიაზი ეწოდება) არ უყვარს წყალი! ანუ ბანვა. იმიტომ რომ წყლის მეშვეობით შეიძლება სხვა ადგილზეც აღმოცენდეს კერა ამ დაავადების ანუ შვილებიიიი ეცადეთ რომ ის ადგილი სადაც გაქვთ ეს დანაფოთლი (გამონაყარას ამას ვერ დავარქმევ) არ მოახვედროთ წყალი. რაც შეიძლება მშრალათ უნდა იყოს დაჟე ოფლსაც შეუძლია გადაიტანოს სხვა ადგილზე. გამოიყენეთ ბავშვის ტალკი. ესეც კარგია სიმშრალისთვის. თავისით გადის დაავადება ასე 1 თვეში მაქსიმუმ შეეცადეთ არ მოიქავოთ უარესია.......

Posted by: makunkuli 6 Dec 2014, 21:00
აუ, ახლა მაქვს ეს ვარდისფერი პიტირიაზი და შევწუხდი უკვე რაა

Posted by: makunkuli 9 Dec 2014, 16:23
რამდენ ხამში გადის ეს ოხერი დაავადება? აღარ შემიძლია უკვე!

Posted by: achiko96 5 Apr 2015, 11:18
Araferic ar gadadis tavisit ukve mesamed gamichnda me biggrin.gif ciklodermis mazi daitriet da yovem dilas saganos waisvit, kviranaxevarshi shedegi iqneba merwmunetb, wyali moaridt adgilebs

Posted by: CL55AMG 10 Apr 2015, 15:44
დღეს დამიდგინა ექიმმა ეს სირობა sad.gif არც დალევაო ბანაობა კვირაში ორჯერო რაღაც გელი გამომიწერა კაროჩე დამერხა biggrin.gif

Posted by: CL55AMG 17 May 2015, 21:26
მოკლედ ეს ვისაც გექნებათ გეტყვით რო არაფერი განსაკუთრებული დიეტა არ ჭირდება უბრალოდ ეცადეთ კვირაში ორჯერ იბანაოთ რამე კარგი ტანის გელით 7 ლარიანი ნივეათი და რაგაღეებით არა კარგი ფრანგული საშუალებებით და ბანაობის შემდეგ აუცილებლად დაიყარეთ ბავშვის ტალკი გამონაყარზე და ისეც დღის განმავლობაში 3-ჯერ მაინც დაიყარეთ ყოველდღე ვხედავდი შედეგს და დაახლოებით 10 დღეში საერთოდ ალაგდა smile.gif

Posted by: avto456 11 Jun 2016, 13:23
გამარჯობათ ვარ 21 წლის ბიჭი ექიმმა დამიდგინა ჯიბერის ვარდისფერი პიტირიაზი და რა რჩევებს მომცემდით....ვიყენებ წამლებს და ბავშვის პუდრას ტალკს....მთელ სხელზე მაქვს უკვე დახლეობით 1 კვირა რაც დამიდგინეს და ნორმალურია ეს ? და კიდევ მექვება და როგორ მოვიქცე და ესეც თუ ნორმალუირა ?

Posted by: avto456 11 Jun 2016, 14:19
გამარჯობათ... ექიმმა დამიდგინა ჯიბერის ვარდისფერი პიტირიაზი და რა რჩევებს მომცემდით....ვიყენებ წამლებს და ბავშვის პუდრას ტალკს....მთელ სხელუზე მაქვს უკვე დახლეობით 1 კვირა რაც დამიდგინეს და ნორმალურია ეს ? და კიდევ მექვება და როგორ მოვიქცე და ესეც თუ ნორმალუირა ? მკლავებზეც გამომაყარა sad.gif და იქნებაა მირჩიოთ რამე....ამ ყველაფერს ამწვავებს ჩემი ჰიპეჰიდროზი და დამეხმარეთ

Posted by: Natuka NGN 12 Jun 2016, 12:11
avto456https://forum.ge/?f=43&showtopic=33740384

არის თემა. სანამ გახსნიდი ახალ თემას იქნებ დაგეძებნა. შევაერთებ მოგვიანებით.


Posted by: avto456 13 Jun 2016, 15:28
QUOTE (Natuka NGN @ 12 Jun 2016, 12:11 )
avto456https://forum.ge/?f=43&showtopic=33740384

არის თემა. სანამ გახსნიდი ახალ თემას იქნებ დაგეძებნა. შევაერთებ მოგვიანებით.

იქნებ ისაც გამიგო დიეტა როგორ დავიცვა...რა შევჩამო და რა არა smile.gif)

Posted by: agava 14 Jun 2016, 14:11
მწარე-მჟავეს-ტკბილს მოერიდე, ალერგიის წამალი დალიე, ვიტამინები დალიე, სასმელი არ დალიო სანამ მორჩები მანამდე მაინც. ნაკლებად დაიბანე თან ბავშვის საპონით, მაზი დერმოვატე, ისე ცინკის შემცველი კრემებიც შეიძლება . ახლობელს აწუხებდა ბავშვობიდან, ბოლოს რომ მაჩვენა სკაიპით, ერთი პატარა წერტილი ქონდა მარტო დარჩენილი, დანარჩენი გასუფთავებული იყო. ასე რომ მოურჩენელი არაფერი არაა smile.gif

Posted by: avto456 14 Jun 2016, 16:29
QUOTE (agava @ 14 Jun 2016, 14:11 )
მწარე-მჟავეს-ტკბილს მოერიდე, ალერგიის წამალი დალიე, ვიტამინები დალიე, სასმელი არ დალიო სანამ მორჩები მანამდე მაინც. ნაკლებად დაიბანე თან ბავშვის საპონით, მაზი დერმოვატე, ისე ცინკის შემცველი კრემებიც შეიძლება . ახლობელს აწუხებდა ბავშვობიდან, ბოლოს რომ მაჩვენა სკაიპით, ერთი პატარა წერტილი ქონდა მარტო დარჩენილი, დანარჩენი გასუფთავებული იყო. ასე რომ მოურჩენელი არაფერი არაა smile.gif

მადლობა დიდი :* იმედია მალე მორჩება თორე დავიტანჯე უკვე sad.gif(

Posted by: DavidMSI 21 Sep 2016, 21:34
მეორეჯერ გამიმეორა უკვე დაახლოებით პირველად 5 წლის წინ მქონდა sad.gif გამეორება ჩვევია ამ დააავადებას? sad.gif მკურნალობა უნდა თუმცა 1 თვე უნდა თავისით გადის sad.gif

Posted by: CBS 29 Sep 2016, 16:51
Warning:
ჩემი გაფრთხილება არ გაიგე, გაფრთხილებს შემდეგ კვავ განაგრძე პოსტვა.
პირველი გაფრთხილების შმედეგ კიდევ შევიკავე თავი. ახლა კი ხანგრძლივი ბანი მეტი რომ არ გაავსო განყოფილება უაზრო სპამით და რეკლამით.

Posted by: ladoo 27 Jul 2017, 19:59
გაარჯობათ, დამემართა ვარდისფერი ჯანდაბა, ხოდა ხელებზე წვრილი გამონაყარიც ახასიათებს?, ნუ ტანზე მაქ კოღოს ნაკბენებივით. ექიმმა რაღაც წამალიც დამინიშნა და ამ წამლის მერე დამაყარა ხელებზე :შ ესე უნდა იყოს ვითომ? https://ibb.co/ftaeAQ
https://ibb.co/mZVPc5

Posted by: Miria 12 Apr 2024, 07:26
ჩემს მეუღლეს (2020 თუ 2021 წელს) ზალაინის (Sertaconazol) კრემი გამოუწერა დერმატოლოგმა.
და "ნაკლები ბანაობა" დაუნიშნა + ოფლიანობას ერიდეო.
2-3 დღეში ალაგდა.

* * *
QUOTE
გამეორება ჩვევია ამ დააავადებას?

კი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)