Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > სახელის გადაკეთება


Posted by: Girl 23 Aug 2006, 22:06
მოკლედ დამეხმარეთ ეხლა ამის გარკვევაში თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია. შეიძლება თუ არა და როგორ და სად და ა.შ 1 წლის ბავშვის სახელის შეცვლა.

Posted by: კატო 24 Aug 2006, 10:21
Girl
რამდენადაც მე ვიცი სახელის გადაკეთება უფრო მეტ პრობლემებთანაა დაკავშირებული ვიდრე გვარის.

Posted by: დემონი 26 Aug 2006, 16:09
საწყალი ბავშვიsmile.gif ჯერ ერთი წლისაც არაა და უკვე სახელს უცვლიან? და თავიდან რაღატო დაარქვეს?

Posted by: LawMan 29 Aug 2006, 12:32
მაგარია არა სახელის და გვარის გადაკეთება, არამედ მამის სახელის გადაკეთება biggrin.gif

ნეტა ვინმეს თუ შეუცვლია მამის სახელი ?


tongue.gif

Posted by: Girl 29 Aug 2006, 16:42
მოკლედ არავინ არაფერი იცის ამის შესახებ smile.gif 1% იც ვერ გავარკვიე ვერაფერი biggrin.gif

Posted by: Portugal 29 Aug 2006, 16:47
არ ვარ დარწმუნებული მაგრამ მგონი დაბადების მოწმობაა საჭირო ბავშვის და ასევე დედის (ან ორივე მშობლის)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მე ვფიქრობ საჭირო გახდება სასამართლოსათვის მიმართვა განცხადებით, გასცეს ახალი დაბადების მოწმობა შეცვლილი სახელით. ალბათ გასაგებია რომ განცხადებას მშობლები შეადგენენ!

Posted by: ლლევ 29 Aug 2006, 16:48
Girl
baby.gif

ჰო რაც არ ვიცი არ ვიცი sad.gif

Posted by: bennetben 5 Sep 2006, 09:53
LawMan
QUOTE
ნეტა ვინმეს თუ შეუცვლია მამის სახელი ?


კიიი... ბავშვი დაიბადა და დედამისმა რომ წარმოიდგინა რა საშინელი "სახელის" ასული უნდა ყოფილიყო თავის შვილი...................
ყველაფერი ხდება smile.gif

კატო
QUOTE
რამდენადაც მე ვიცი სახელის გადაკეთება უფრო მეტ პრობლემებთანაა დაკავშირებული ვიდრე გვარის.

რატომ?
გვარის გადაკეთება იცი როგორ ხდება? მითხარით რა..მაინტერესებს

Posted by: Lile 6 Sep 2006, 15:01
მეგობრებო, შეფასებისგან თავს შევიკავებ, ჩავხედოთ საქართველოს კანონს "სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ".

ჩვენი კანონმდებლობა სახელის შეცვლას მხოლოდ შემდეგ შემთხვევაში უშვებს: თუ სახელი რთულად წარმოსათქმელი, არაკეთილხმოვანი ან დამაკნინებელია!

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს უნდა მიმართოს მშობელმა და იქ კონკრეტულად ეტყვიან რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს თუ სახელის შეცვლის ეს გარემოება არსებობს, დაბადების მოწმობების ასლები, პირადობის მოქმობა (მშობლის), კანონში წერია ასევე შსს-ს ნებართვა სახელის შეცვლაზე. მოკლედ დაწვრილებით თუ გაინტერესებს ნახე ზემოთ მითითებული კანონის მე-9 თავი, კოდექს სერვერზე იპოვი ამ კანონს.

Posted by: Girl 7 Sep 2006, 21:49
QUOTE
ჩვენი კანონმდებლობა სახელის შეცვლას მხოლოდ შემდეგ შემთხვევაში უშვებს: თუ სახელი რთულად წარმოსათქმელი, არაკეთილხმოვანი ან დამაკნინებელია!

sad.gif
ასეთი შემთხვევაა, მაგალითად რომ იყოს ნიკა და გინდა გადააკეთო ნიკოლოზად. თამუნა თამარ და ა.შ user.gif
დამაკნინებელი არა და კნინობითი სახელი თუ არის არ წავა?? tongue.gif

Posted by: Lile 8 Sep 2006, 10:30
Girl
ეჭვი მეპარება, მიდი მაინც თვითონ იქ, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. სახელის შეცვლა არც ისე ხელწამოსაკრავი საქმეაsmile.gif

Posted by: Girl 18 Sep 2006, 22:12
smile.gif ესე იგი მაგარია რა smile.gif გუშინ მოვისმინე რომ სახელის გადაკეთება სულ რაღაც 30 ლარი ჯდება და უადვილესი და უპრობლემოა biggrin.gif არა კიდე რა მოვინდომო თქვით და მიიღებენ კანონს დაუყოვნებლივ lol.gif მამის სახელის გადაკეთება ახსენეთ და მინდა გითხრათ ეგეც შესაძლებელი ყოფილა tongue.gif

Posted by: Coldplayin' 18 Sep 2006, 22:17
მაგარია, ყოველთვის ჩემი ოცნება იყო Alex მრქმეოდა
წავედი გადავიკეთო biggrin.gif
..............

Posted by: GSM brother 18 Sep 2006, 22:27
Girl
QUOTE
მოკლედ არავინ არაფერი იცის ამის შესახებ  1% იც ვერ გავარკვიე ვერაფერი

არაფერი გაქვს გასარკვევი, რამოდენიმე ფორმალურ საბუთს გაამზადებ და გვარსაც გამოიცვლი თუ გინდა , არა მხოლოდ სახელს, 30 ლარად..
მაგარია!


Posted by: Drakula 18 Sep 2006, 22:36
QUOTE
უფრო მეტ პრობლემებთანაა დაკავშირებული ვიდრე გვარის.

და ხომ არ იცით, გვარის გადაკეთება ნამეტანი პრობლემატურია? რამდენ ხანში შეიძლება განხორციელდეს ეს ამბავი?

Posted by: Rocko 19 Sep 2006, 12:28
Lile
QUOTE
ჩვენი კანონმდებლობა სახელის შეცვლას მხოლოდ შემდეგ შემთხვევაში უშვებს: თუ სახელი რთულად წარმოსათქმელი, არაკეთილხმოვანი ან დამაკნინებელია!

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს უნდა მიმართოს მშობელმა და იქ კონკრეტულად ეტყვიან რა დოკუმენტები უნდა წარადგინოს თუ სახელის შეცვლის ეს გარემოება არსებობს, დაბადების მოწმობების ასლები, პირადობის მოქმობა (მშობლის), კანონში წერია ასევე შსს-ს ნებართვა სახელის შეცვლაზე. მოკლედ დაწვრილებით თუ გაინტერესებს ნახე ზემოთ მითითებული კანონის მე-9 თავი, კოდექს სერვერზე იპოვი ამ კანონს.

და ამას წინათ კურიერის ჟურნალისტმა ნახევარ საათში, 30 ლარად რომ "პოსტსკრიპტუმი" დაირქვა? smile.gif

Posted by: ლლევ 19 Sep 2006, 13:12
Rocko
QUOTE
და ამას წინათ კურიერის ჟურნალისტმა ნახევარ საათში, 30 ლარად რომ "პოსტსკრიპტუმი" დაირქვა?


ეგ როგორ?

Posted by: Girl 19 Sep 2006, 17:45
QUOTE
და ამას წინათ კურიერის ჟურნალისტმა ნახევარ საათში, 30 ლარად რომ "პოსტსკრიპტუმი" დაირქვა? smile.gif

ახალი კანონია wink.gif სულ ცინცხალი smile.gif 30 ლარი და ნახევარ საათში ვინც გინდა და ვისი ძე და ასულიც გინდა ის ხარ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ლლევ 19 Sep 2006, 17:46
Girl

ჰო მარა პოსტსკრიპტუმი რა შუაში იყო ვერ მივხვდი cry.gif

რას არ გაიგებ კაცი.

Posted by: Girl 19 Sep 2006, 17:48
QUOTE
ჰო მარა პოსტსკრიპტუმი რა შუაში იყო ვერ მივხვდი cry.gif

რას არ გაიგებ კაცი.

ეგ დროებით biggrin.gif როცა უნდა უკან გადმოიკეთებს 30 ლარად. მოსკანდალო სიუჟეტისთვის რას არ გააკეთებს კაცი biggrin.gif
QUOTE
და ხომ არ იცით, გვარის გადაკეთება ნამეტანი პრობლემატურია? რამდენ ხანში შეიძლება განხორციელდეს ეს ამბავი?

არანაირი პრობლემა აღარაა. ნახევარი დღეც არ გინდა.

Posted by: fusfusa 19 Sep 2006, 17:50
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ კანონის მე-9 თავი არეგულირებს ამ საკითხს და ნახევარსაათზე მეტი დრო ჭირდება.

Posted by: Drakula 20 Sep 2006, 08:58
QUOTE
არანაირი პრობლემა აღარაა. ნახევარი დღეც არ გინდა.

ხოო? საინტერესოა... rolleyes.gif

Posted by: hexe 20 Sep 2006, 09:11
QUOTE
რამდენადაც მე ვიცი სახელის გადაკეთება უფრო მეტ პრობლემებთანაა დაკავშირებული ვიდრე გვარის.

პირიქით.....
კურიერში იყო ჟურნალისტმა პოსტსკრიპტუმი დაირქვა...
სახელის გადაკეთება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.....
გვარი შეიძლება გახდეს პრობლემა.....

Posted by: violet 20 Sep 2006, 12:21
მეც ვუყურე და თუ არ ვცდები 30ლარი ღირდა და სულ რამდენიმე წუთი სჭირდებოდა

Posted by: fusfusa 20 Sep 2006, 12:27
თავი IX
სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია

მუხლი 73. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის უფლება

1. დასაშვებია საქართველოს მოქალაქეთა მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა.
2. არასრულწლოვან მოქალაქეთა სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა შესაძლებელია მათი მშობლების ან იმ მშობლის თანხმობით, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, აგრეთვე მშობლების მონაცვლე პირთა თანხმობით.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184 - სსმ I, 2004 წ., №19, მუხ. 92

მუხლი 74. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მიზეზები

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი მიზეზის არსებობისას:
ა) სახელი, მამის სახელი, გვარი რთულად წარმოსათქმელი, არაკეთილხმოვანი ან დამაკნინებელია;
ბ) განმცხადებელს სურს მიიღოს ან თავის გვარს შეუერთოს მეუღლის გვარი – თუ ეს არ განხორციელდა ქორწინების რეგისტრაციისას;
გ) განმცხადებელს სურს მიიღოს თავისი ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;
დ) განმცხადებელს სურს დაიბრუნოს თავისი ქორწინებამდელი გვარი – თუ ეს არ განხორციელდა განქორწინების რეგისტრაციისას;
ე) განმცხადებელს სურს მიიღოს თავისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი;

მუხლი 75. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველი

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველია განცხადება სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე.

მუხლი 76. განცხადება სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე

1. განცხადება სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე წარედგინება განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მიზეზი.
2. ქმედუუნარო მოქალაქეთა ნაცვლად მათი სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადებას წარადგენს შესაბამისი მეურვე.


მუხლი 77. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადებისათვის დასართავი საბუთები

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადებას თან ერთვის:
ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი – თუ განმცხადებელი სრულწლოვანია;
ბ) განმცხადებლის დაბადების მოწმობა (მოწმობის ასლი);
გ) განმცხადებლის ქორწინების მოწმობა (მოწმობის ასლი) – თუ განმცხადებელი დაქორწინებულია;
დ) განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები (მოწმობების ასლები) – თუ განმცხადებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები;
ე) მშობლის (მშობლების), მშობლების მონაცვლე პირთა წერილობითი თანხმობა განმცხადებლის მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე – თუ განმცხადებელი არასრულწლოვანია;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს ნებართვა სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე;
ზ) 74-ე მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტები.


მუხლი 78. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადების განხილვა

განცხადებას სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე ამოწმებს და 1 თვის განმავლობაში ადგენს დასკვნას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო. იგი დასკვნას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს დასკვნის წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184 - სსმ I, 2004 წ., №19, მუხ. 92
მუხლი 79. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის ადგილი
სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია წარმოებს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე დასკვნის შედგენის ადგილის მიხედვით.

მუხლი 80. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის აქტის ჩაწერის ფორმა

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) განმცხადებლის სახელი, მამის სახელი, გვარი შეცვლამდე, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი;
ბ) განმცხადებლის სახელი, მამის სახელი, გვარი შეცვლის შემდეგ, მოქალაქეობა;
გ) განმცხადებლის დაბადების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი;
დ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველი;
ე) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი.

მუხლი 81. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა

1. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) სახელის, მამის სახელის, გვარის შემცვლელის სახელი, მამის სახელი, გვარი შეცვლამდე და შეცვლის შემდეგ, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და ადგილი, მოქალაქეობა;
ბ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი;
გ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის ადგილი;
დ) მოწმობის გაცემის თარიღი.
2. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა ადასტურებს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლამდე გაცემული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების განმცხადებლისადმი კუთვნილებას.
3. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლისას უნდა გაიცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალი მოწმობა.
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184 - სსმ I, 2004 წ., №19, მუხ. 92

მუხლი 82. შვილების დაბადების აქტების ჩანაწერებში მშობლების შესახებ მონაცემების შეცვლა

1. მშობლების სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შემთხვევაში, მათი სურვილის შესაბამისად, მათი არასრულწლოვანი შვილების დაბადების აქტების ჩანაწერებში მონაცემები მათ შესახებ შეიცვლება.
2. სრულწლოვანი შვილების დაბადების აქტების ჩანაწერებში მშობლების შესახებ მონაცემები შეიცვლება სრულწლოვანი შვილების სურვილის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორებისა და შეცვლისათვის დადგენილი წესით.
მუხლი 83. შვილების მამის სახელისა და გვარის შეცვლა მშობლების მიერ მამის სახელისა და გვარის შეცვლისას
1. მამის მიერ სახელის და მშობლების მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილების მამის სახელი და გვარი შეიცვლება მათი დაბადების აქტების ჩანაწერებში. პირადობის დამადასტურებელი საბუთის მისაღებად დადგენილ ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი შვილების მამის სახელისა და გვარის შეცვლა შესაძლებელია მათი თანხმობით.
2. ერთ-ერთი მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილების გვარის შეცვლის საკითხი წყდება მშობლების შეთანხმებით, ხოლო მათი შეუთანხმებლობისას – სასამართლოს გადაწყვეტილებით.
3. მამის მიერ სახელის და მშობლების მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში სრულწლოვანი შვილების მამის სახელისა და გვარის შეცვლა წარმოებს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლისათვის დადგენილი წესით.

მუხლი 84. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე უარის თქმა

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე უარის თქმის საფუძველია:
ა) მესამე პირთა ინტერესების შელახვის რეალური საფრთხე;
ბ) განმცხადებლის სურვილი, აირჩიოს გვარად ფსევდონიმი ან შექმნას ახალი გვარი;
გ) განმცხადებლის ეჭვმიტანილობა დანაშაულის ჩადენაში;
დ) განმცხადებლის ნასამართლობა დანაშაულის ჩადენისათვის – თუ ნასამართლობა მოხსნილი არ არის.

მუხლი 85. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის შეტყობინება

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო, რომელმაც სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია მოახდინა, ვალდებულია 7 დღის ვადაში შეატყობინოს ამის შესახებ შინაგან საქმეთა ორგანოს განმცხადებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიღების ადგილის მიხედვით, აგრეთვე სამხედრო კომისარიატს განმცხადებლის აღრიცხვის ადგილის მიხედვით.

Posted by: Girl 23 Sep 2006, 10:40
QUOTE
მუხლი 74. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მიზეზები

სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი მიზეზის არსებობისას: ა) სახელი, მამის სახელი, გვარი რთულად წარმოსათქმელი, არაკეთილხმოვანი ან დამაკნინებელია; ბ) განმცხადებელს სურს მიიღოს ან თავის გვარს შეუერთოს მეუღლის გვარი – თუ ეს არ განხორციელდა ქორწინების რეგისტრაციისას; გ) განმცხადებელს სურს მიიღოს თავისი ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი; დ) განმცხადებელს სურს დაიბრუნოს თავისი ქორწინებამდელი გვარი – თუ ეს არ განხორციელდა განქორწინების რეგისტრაციისას; ე) განმცხადებელს სურს მიიღოს თავისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი;

ეს მუხლი ცოტა საეჭვოა კიდევ მოქმედებდეს... არა მგონია კურიერის ჟურნალისტს დამაკნინებელი სახელი ჰქონოდა და საამაყო პოსტსკრიპტუმი დაერქვა biggrin.gif biggrin.gif
ალბათ ამოღებულია ან ამოსაღები biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)