Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > სიამის ტყუპები


Posted by: Orwell 16 Nov 2010, 16:19
საინტერესოა,რას ფიქრობთ ამ საკიტხთან დაკავშირებით?
ანუ, რამდენ ადამიანად შეიძლება ჩაითვალოს სიამის ტყუპები ,სამართლის ჭრილში ? ანუ,როგორი უნდა იყოს მათი სამართლებრივი რეგულირება.
შეგიძლიათ მოიყვანოთ სხვადასხვა ქვეყნების შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით.საინტერესო იქნება სასამართლო პრეცედენტებით smile.gif


* * *
1. ერთი სამართალსუბიექტი არის თუ ორი ?
2. როგორ უნდა მოხდეს სახელთან და გვართან დაკავშირებული საკითხის მოგვარება?
და ა.შ და ა.შ... ბევრი კითხვა შეიძლება დაისვას.

ასევე სისხლისსამართლებრივ დანაშაულტან მიმართებაში მათი მდგომარეობა smile.gif
* * *
http://news.bbc.co.uk/2/hi/talking_point/forum/936905.stm

http://www.jlaw.com/Commentary/cojoinedtwins.html

Posted by: No Regrets 16 Nov 2010, 16:41
Orwell
QUOTE
ასევე სისხლისსამართლებრივ დანაშაულტან მიმართებაში მათი მდგომარეობა


ერთმა თუ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, მეორე ავტომატურად თანამონაწილეა,
ან შეიტყო დანაშაულის შესახებ და არ გამოავლინა - დანაშაულის დაფარვა.
ასე რომ ალბათ ორივეს დასჯიან - ერთი უეჭველია, ერთ კამერაში მოუწევთ ყოფნა, სხვადასხვა რეჟიმს ვერ მიუსჯიან
აი ვადებთან დაკავშირებით (სასჯელის მოხდის ვადას ვგულისხმობ) ნამდვილად პრობლემის წინაშე ვდგებით.
boli.gif

პ.ს. ისე მართლა საინტერესოა თუ არსებობს ასეთი პრეცენდენტები - დაწერეთ რა ვინმემ თუ იცით.

Posted by: Orwell 16 Nov 2010, 17:10
ხო, ამ შემთხვევაში ვადები იქნება პრობლემა.
ანუ,შენ ამბობ,რომ ორი ადამიანია ???

ასევე არის ნების გამოვლენის პრობლემა.

ინგლისშ იყო შემთხვევა,როცა უნდა გაენცალკევებინათ ერთმანეთიგან,ოპერაციით....ერთმა არ ისურვა , ანუ აქაც პრობლემას ვაწყდებით .
* * *
თუ ამბობ,რომ ორი ადამიანია, მამა / დედა ,რომელი შეიძლება იყოს???

Posted by: Mr.Giorgi 16 Nov 2010, 23:56
ნეტა ამაზე საინტერესო ვერაფერი ნახეთ ამ ქვეყანაზე? smile.gif)

Posted by: No Regrets 17 Nov 2010, 09:32
Orwell
QUOTE
ანუ,შენ ამბობ,რომ ორი ადამიანია ???


რა თქმა უნდა!

QUOTE
ინგლისშ იყო შემთხვევა,როცა უნდა გაენცალკევებინათ ერთმანეთიგან,ოპერაციით....ერთმა არ ისურვა


აქ უკვე ჩვეულებრივად სასამართლოს გზით უნდა გადაწყდეს დავა ორ მოქალაქეს შორის,
წარმოიდგინე ცოლ-ქმარი ეყრება, საკმაოდ განსხვავებული, მაგრამ დაახლოებით ანალოგიური პრინციპი უნდა იყოს,
ანუ გათვალისწინებული უნდა იყოს ორივე მხარის ინტერესები.

QUOTE
თუ ამბობ,რომ ორი ადამიანია, მამა / დედა ,რომელი შეიძლება იყოს???


შენ ალბათ საუბრობ განსაკუთრებით რთულ შემთხვევებზე როდესაც ტანი აქვთ ერთი
და თავი ორი.
ეს უკვე სამედიცინო გზით შეიძლება დადგინდეს თუ რომელ "თავს" ეკუთვნის სასქესო ორგანოები.
შესაბამისად შვილიც მისია. მეორეს კი უბრალოდ შვილის ყოლა არ შეუძლია!

Posted by: mrudall 17 Nov 2010, 12:59
Mr.Giorgi
QUOTE
ნეტა ამაზე საინტერესო ვერაფერი ნახეთ ამ ქვეყანაზე?

საინტერესო ბევრი რამაა
მარა ეგებ
Orwellს ეს აინტერესებს პირადულთან დაკავშირებით.

Posted by: Orwell 17 Nov 2010, 14:30
QUOTE (No Regrets @ 17 Nov 2010, 09:32 )
Orwell
QUOTE
ანუ,შენ ამბობ,რომ ორი ადამიანია ???


რა თქმა უნდა!


მაშინ რიგ ქვეყნებში,რატომ არ გაიცემა რამდენიმე ორი პირადობის მოწმობა??
ამერიკაში,რამდეიმე შტატში გასცეს ორი პირადობის მოწმობა ...

ძალიან საინტერესოა მედიცინის აზრი ამასთან დაკავშირებით.რამე სტატია ან მსგავსი გეგულება ??
ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების აზრიც...მათ გარეშე ამ საკითხის გადაწყვეტა ცოტა არ იყოს უსამართლოც იქნებოდა.

Posted by: grusha 17 Nov 2010, 14:47
No Regrets

QUOTE
ერთმა თუ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, მეორე ავტომატურად თანამონაწილეა,



გაუფრთხილებელ დანაშაულში როგორ იქნება თანამონაწილე? ან თუნდაც განზრახ დანაშაულში. ვთქვატ, ერთ-ერთი ვიღაცაზე გაბრაზდა და იარაღი ესროლა.... მეორეს არ უნდოდა სროლა..

თუმცა, მათი მოქმედება, ანუ ხელის და ფეხის მოძრაობა რამდენად არის დაკავშირებული ორივეს სურვილთან, ალბათ ესეც გამოსაკვლევია.

მძიმე საკიტხია და არასოდეს მიფიქრია : )

Posted by: Orwell 17 Nov 2010, 15:00
QUOTE (grusha @ 17 Nov 2010, 14:47 )
No Regrets

QUOTE
ერთმა თუ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, მეორე ავტომატურად თანამონაწილეა,


ერთი რამ ფაქტია, რომ ერთ-ერთმა (თუ ორი ადამიანია) უნდა აგოს პასუხი დანაშაულისთვის.მაგრამ,როგორ?ანუ - მეორეს რა უნდა ვუყოთ?

* * *
ერთ-ერთი სიამის ტყუპების ანატომიური აგებულება ასეთია:

ორი თავი;
* ორი ხელი;
* ორი ზურგის ტვინი,ხერხემალი;
* ორი მკერდი;
* ორი გული;
* ერთი ღვიძლი;
* ორი კუჭი;
* სამი თირკმელი;
* ორი ნაღვლის ბუშტი;
* ერთი შარდის ბუშტი;
* ერთი მენჯი ორი ფეხით.

Posted by: No Regrets 18 Nov 2010, 09:25
ეს ის შემთხვევაა ალბათ როდესაც "დახმარების" გარეშე ვერაფერს გავხდებით
ამ თემის ლინკი ჯანდაცვის განყოფილებაში ჩააგდე, საინტერესო იქნება მათი აზრი ამ საკითხზე!

Posted by: Mr.Giorgi 18 Nov 2010, 10:47
mrudall
smile.gif


აქ რა სურათიც დაიდო ის არარის სიამის ტყუპი. სიამის ტყუპებად მიჩნეულია ორი ორგანიზმი რომლებიც ერთმანეთთან ორგანულად არიან დაკავშირებულები, ასე რომ ორი ინდივიდია, ორი სიცოცხლე, ორი სამართალსუბიექტი

რაც შეეხება დანაშაულზე პასუხი, მათ პასუხისგებაში არც მიცემენ. მარტივი მიზეზის გამო : დაიღუპებიან smile.gif

Posted by: No Regrets 18 Nov 2010, 12:05
Mr.Giorgi
QUOTE
აქ რა სურათიც დაიდო ის არარის სიამის ტყუპი


აბა რა არის? spy.gif

Posted by: grusha 18 Nov 2010, 12:10
Mr.Giorgi
QUOTE
დაიღუპებიან



რა დაღუპავთ?

Posted by: Mr.Giorgi 18 Nov 2010, 13:27
user posted image


http://en.wikipedia.org/wiki/Twins#Conjoined_twins


esec pirveli siamis tyupebi

user posted image


http://en.wikipedia.org/wiki/Siamese_twins

Posted by: Orwell 18 Nov 2010, 22:50
QUOTE (Mr.Giorgi @ 18 Nov 2010, 10:47 )
mrudall
smile.gif


სიამის ტყუპებად მიჩნეულია ორი ორგანიზმი რომლებიც ერთმანეთთან ორგანულად არიან დაკავშირებულები, ასე რომ ორი ინდივიდია, ორი სიცოცხლე, ორი სამართალსუბიექტი

აუფ...როგორც შენ ამბობ,არანაირი პრობლემა არ ყოფილა მაშიმ smile.gif))

Posted by: No Regrets 19 Nov 2010, 09:42
Mr.Giorgi

და ის სურათი რაც პირველ პოსტში Orwell-მა დადო რა განსაზღვრებით არ არის სიამის ტყუპები?
მგონი გეშლება, სიამის ტყუპები სხვადასხვანაირი არსებობს,
არსებობს შემთხვევები როდესაც ადამიანის ორგანიზმის შიგნით აღმოუჩენიათ მეორე "ცოცხალი" ჩანასახი,
ესეც სიამის ტყუპების ერთერთი სახეობაა

http://en.wikipedia.org/wiki/Conjoined_twins
Conjoined twins (also known as Siamese twins) are identical twins whose bodies are joined in utero.
ანუ სიამის ტყუპები, ეს არიან იდენტური (ანუ ერთი კვერცხუჯრედის) ტყუპები რომლეთა სხეული შეერთებულია მუცლადყოფნის დროს.
http://en.wikipedia.org/wiki/Conjoined_twins#Types_of_conjoined_twins
Types of conjoined twins - სიამის ტყუპების "ტიპები"


Posted by: Mr.Giorgi 21 Nov 2010, 12:24
Orwell
ოპერაციის მერე ეგ პრობლემებიც ქრება smile.gif


No Regrets
ვერ დავდებ თავს რომ ზუსტად ვიცი მაგრამ ეგრე მახსოვს ჩვენი დიდი მეცნიერ აკადემიკოს ექიმის ნაამბობიდან (რომლისო ეხლა არ მკითხოთ რა მნიშვნელობა აქვს, ყოველი მეორე ექიმი ხო აკადემიკოსია საქართველოში)
თან იმ პირველ სიამის ტყუპების სურათებიდანაც ჩანს რომ ორი სხეულია ერთმანეთან დაკავშირებული. მოკლედ არ ვიცი დანამდვილებით, ეგ სამედიცინო მოვლენა და კატეგორიაა

Posted by: Orwell 21 Nov 2010, 14:35
QUOTE (Mr.Giorgi @ 21 Nov 2010, 12:24 )
Orwell
ოპერაციის მერე ეგ პრობლემებიც ქრება smile.gif



და თუ ერთი მათგანი (თუ ორია) უარს იტყვის ოპერაციაზე,მაშინ,როგორ გადაიჭრება პრობლემა ? smile.gif) არადა ,ინგლისში იყო მსგავსი ქეისი.

Posted by: Mr.Giorgi 22 Nov 2010, 12:54
Orwell
ჩემი აზრით უნდა მოხდეს ოპერაცია, ერთის უარმა მეორეს უფლება (მთელი რიგ ასპექტებში), ხომ არ უდა შეზღუდოს? საერთოდაც თუ არასრულწლოვანები არიან მშობლებმა უნდა გადაწყვიტონ.
ეგ პრობლემა დაბადებიდანვე მოსაგვარებელი აქვთ მშობლებს და მერე ეგეთი ქეისები აღარ იქნება, შესაბამისადაც შენც აღარ იფიქრებ მაგაზე smile.gif))


Posted by: Orwell 22 Nov 2010, 17:46
Mr.Giorgi

ეს არ არის პასუხი და მითუმეტეს გამოსავალი. შეიძლება სრულწლოვანი (ქმედუნარიანი) იყოს, მაშიმ ???გასაგებია,რომ უნდა გაკეთდეს,მაგრამ იქნებ ერთს საფრთხე ემუქრება ამით???

Posted by: Mr.Giorgi 23 Nov 2010, 00:33
Orwell
ეგ ისეთივე პასუხია როგორიც აქ დასმული კონკრეტული შეკითხვა

სრულწლოვანი ქმედუნარიანის სურვილმა არ უნდა შეზღუდოს მეორე ინდივიდის უფლებები

თუ დავუშვებთ ასეთ მაგალითს (რომელიც ეხლა ახსენე), რომ საფრთხე ექმნება ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და აუცილებელია ოპერაცია, რომლის შემდეგაც შეიძლება რომელიმე დაიღუპოს.მაშინ გადაწყვეტილების არჩევა ხდება ორი ცუდიდან რომელია ნაკლებად ცუდი, ასეთ შემთხვევაში სამართალს ნუ მოიკითხავთ. როგორც არ უნდა ვიმსჯელოთ თუნდაც სამართლებრივად რომ უფრო მეტი სიკეთის დაცვას ემსახურებოდა ესა თუ ის გადაწყვეტილება, ერთის უფლებები აუცილებლად დაირღვევა და ეს იურიდიული მსჯელობები არასოდეს მორჩება, უტოპიია იქნება ლაპარაკი ამ თემაზე სამართლებრივი კუთხით და განსჯით. ამიტომ ასეთ დროს გადამწყვეტი სიტყვა უნდა ითქვას ექიმების (ან სულაც კონსილიუმის დასკვნა) მიერ, რომლებმაც უნდა დაასაბუთონ და გაამყარონ თავისი არჩევანი რაც საფუძვლად ექნება შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ან განხორციელებულ ქმედებას.



Posted by: Orwell 23 Nov 2010, 01:18
Mr.Giorgi

არ არის ეგ პასუხი... და კიდევ,მხოლოდ ოპერაციზეა ხომ არაა საუბარი ?არის სხვა ძალიან ბევრი სამართლებრივი საკითხები ... როგორც ვხედავ, ამ თემის იგნორირებას ცდილობ...არ ვიცი,რატომ... რატომ უნდა აუარო გვერდი,რამე საკითხს? მე მაინტერსებს ეგ სფერო და იმიტომ გავხსენი თემა,თუ ვინმეს დააინტერესებს შემო და დაპოსტავს... მაგრამ ფაქტზე თვალების დახუჭვა არ მიმაჩნია მართებულად.

Posted by: Mr.Giorgi 23 Nov 2010, 01:36
Orwell
კეთილი
თუ რაიმე "ბევრი სამართლებრივი საკითხებია" ალბად რომ ჩამოგეწერა უკეთესი იქნებოდა, იგნორირებას რაც შეეხება მოვხვდი აქ და დავწერე ის როგორც ვფიქრობ და არის ჩემი აზრი.

იმედია მომავალში საპირისპირო აზრის მიმართ უფრო დიპლომატიურად იქნები განწყობილი smile.gif


Posted by: bequnia999 23 Nov 2010, 01:58
adamianis mtavari da dziritad nawilad samartalshi xom igulisxmebi tavis tvinis punqcionireba tundac is rom tu tvini cocxlobs da guli gacherebulia da sxva organoebic igi gardacvlilad ar itvlebao xom asea?
aqedan gamomdinare tuki 2tvini siamis tyupebshi gamodis raaa 2 adamiani magram ase advili araa yvelafris gansazgvra ver vilaparakebt marto iuristebi an marto psiqologebi calcalke am sakitxebze chemi azrit unda shevides samoqalaqo samartalshi es sakitxic da albat sheva kidec saqartveloshi !!! siamis tyupebze rogorc aseti dzalian didi msjeloba mouwevt samartalmcodneebsac da psikologgebsac da imat vinc am xalxis sheswavlitaa dakavebuli smile.gif

Posted by: Orwell 23 Nov 2010, 11:34
Mr.Giorgi
არადიპლომატიური რა იყო ვერ ვხვდები smile.gif

მეოეც, მე რამდენიმე ჩამოვწერე თავიდანვე,მაგრამ ყველას ისე "უპასუხე" ,რომ მათში თითქოს არავითარი პრობლემაა ... შესაბამისად გაგრძელების ჩამოწერად უადგილოდ ჩავთვალე,იმ ეტაპზე,რადგან,მიუხედავად ჩემი დიდი ოპტიმიზმისა, მჯეროდა,რომ დანარჩენზე მსგავს პასუხებს მივიღებდი ...

იმ შემთხვევაში იმ შემთხვევაში თუ ეყოლათ შვილი ორივე მამაა? (დაუშვებელია უმეტესი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით ორი მამის ან ორი დედის თუნდაც თეორიული არსებობა);
თუ ქალმა იმშობიარა,ორივე დედაა?
ნების გამოხატვა და მისი ნამდვილობის საკითხი... (რა ჩაითვლება ნების გამოვლენად ამ შემთხვევაში და აქვს თუ არა მეორეს გარიგების ბათილობის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი?) და ა.შ...შემიძლია გავაგრძელო
* * *
bequnia999

გეთანხმები.ცალსახად ვერცერთი პროფესიის ადამიანი ვერ გადაწყევტს ამ საკითხს.უსამართლობაც კი იქნება ეგ smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)