forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> 2019 წლის მუსიკალური ფესტივალები, ევროპის მასშტაბით (საერთო თემა)
madridman
PseudoGodKiller


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4844
წევრი No.: 65750
რეგისტრ.: 26-June 08

გამოგზავნილია: 27 Dec 2018, 13:07  #53989327      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით მეგობრებო.

მოგეხსენებათ რომ გვაქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ფრენები ძალიან იაფი ღირს ქუთაისიდან, შესაბამისად ერთი საერთო თემა ვგონებ საჭიროა მუსიკალურ ფესტივალებთან დაკავშირებით.

მე პირადად ჩემს უახლოეს ადამიანებთან ერთად ყოველწლიურად დავდივარ სხვადასხვა ფესტზე (ძირითადად მეტალ და როკ ფესტებზე) ევროპის მასშტაბით.

შესაბამისად წარმოგიდგენთ 2019 წლის ძირითად და სასურველ ფესტებს როკ და მეტალ მუსიკაში შესაბამისი დეტალებით.

თქვენც ანალოგიურად თქვენთვის საინტერესო ფესტებზე (ნებისმიერ ჟანრში) შეგიძლიათ დადო ინფო.

დავიწყოთ შედარებით იაფიანი ფესტებით:

ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში რუმინეთში არის ორი ძალიან მაგარი ფესტი (ერთი რომ მორჩება მეორე იწყება გვერდით ქალაქში)

1. ARTmania Festival - ულამაზეს ქალაქ სიბიუში, ტრანსილვანიაში. ფესტივალს დიდი ხნის ისტორია არ გააჩნია, მაგრამ რაც გააჩნია ნამდვილად ყოველთვის კარგი ლაინაფი აქვს.
ესეც 2019-ის (+ 1 ბენდი დაემატება კიდე)

user posted image

აღნიშნული ფესტის სრული ღირებულებაა 55 ევრო. ფესტივალი არის 2 დღიანი (26 და 27 ივლისს) და ტარდება ქალაქის ცენტრში, ოლდ თაუნში love.gif

2. Rockstadt Extreme Fest - ფესტივალი დრაკულას სასახლესთან, რაშნოვში, ტრანსილვანიაში. ანუ სიბიუსთან არის იქვე რაშნოვი. ფესტივალი იწყება 1 აგვისტოს და მორჩება 4 აგვისტოს. 4 დღიანი ფესტი კარვებით და მთელი ამბებით.
ლაინაფი ჯერჯერობით არის ეს (+ კიდე ემატება დაახლოებით 30 ბენდი) შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე:

http://rockstadtextremefest.ro/bands/?fbcl...myzfgpb2zZ5TdmA

აღნიშნული ფესტივალის 4-ივე დღის ღირებულება არის 65 ევრო (დაახლოებით) და შედის უფასო კემპინგის ადგილიც.

3. Brutal Assault 2019 - ერთერთი გამორჩეული ბიუჯეტური ფესტივალი მძიმე მუსიკაში ჩეხეთში ტარდება. მეორე ფესტივალის დამთავრდებიდან ზუსტად მესამე დღეს იწყება (6-10 აგვისტოს ჩათვლით) ჩეხეთში, იარომერში, ისტორიულ ჟოზეფოვის ციხესამაგრესთან სპეციალურ საფესტივალო ქალაქში.

ლაინაფის 53 % დევს ჯერ. ანუ ჯერ კიდევ დასამატებელია 50-მდე ბენდი.
user posted image

ფესტივალის სრული (4-ივე დღის) ღირებულებაა 90 ევრო და შედის უფასო კემპინგის ადგილიც.


ამათ გარდა რათქმაუნდა არ უნდა დავივიწყოთ დიდი ფესტივალებიც (არაბიუჯეტური), თუმცა ძალიან ცნობილი და ლეგენდარულები:

1. Graspop Metal Meeting 2019 - ერთერთი საუკეთესო დიდი მძიმე მუსიკის ფესტივალი (შერეული ჟანრებით), საუკეთესო ბელგიური ლუდებით, საუკეთესო სცენების განლაგებით (ძალიან ნაკლები დამთხვევებით), სასწაულად გემრიელი საჭმელებით და ყველაზე ნაკლები რიგებით. ფესტივალი, რომელიც ტარდება ბელგიის ქალაქ დესელში და სადაც პირადად ვარ ნამყოფი 2-ჯერ (2016-ში და 2017-ში).

ჯერჯერობით დევს ფესტივალის ლაინაფის 80 % და გამოიყურება შემდეგნაირად (კიდევ დაემატება 20-ზე მეტი ბენდი):
user posted image
ფესტივალის 4-ივე დღის სრული ღირებულება (კემპინგიანად) არის 215 ევრო. ბილეთები ჯერ კიდევ დარჩენილია! რაც ძალიან მაგარია რათქმაუნდა.
ერთერთი საუკეთესო ფესტია სადაც კი ვყოფილვარ ცხოვრებაში!

2. Nova Rock 2019 - შედარებით ლაითი და უფრო შერეული ფესტი მდებარე ავსტრია-უნგრეთის საზღვარზე ავსტრიის პატარა სოფელ ნიკელსდორფში.
სასწაული ადგილი, სასწაული ავსტრიული ლუდებით და ხორცეულობებით და რაც მთავარია ყველაზე საფესტივალო გარემოთი (იმათთვის ვისაც მხოლოდ მძიმე მუსიკა არ აინტერესებს, პრინციპში აქ მძიმე (!) ძალიან ცოტაა).
ამ ფესტზე ვიყავი წელს (2018-ში) და განსატვირთად საოცარი ფესტია ნამდვილად.

ლაინაფი ჯერჯერობით ესეთია. კიდევ ძალიან ბევრი ბენდი დაემატება აქაც:
user posted image
ფესტივალის 4-ივე დღის ღირებულება არის ამჟამად 175 ევრო. თუმცა ძვირდება პერიოდულად რათქმაუნდა. რაც უფრო მეტი ბენდები დაემატება მას შემდეგ.

3. Knotfest 2019 + Hellfest 2019
ალბათ წელს საუკეთესო დუეტი რაზეც კი შეიძლება ადამიანმა წახვიდე (სამწუხაროდ ყველა ბილეთი გაიყიდა უკვე ლაინაფის დადებამდე). ლეგენდარული ჰელფესტი, რომელზეც ასევე ვიყავი წელს და რომელიც ნამდვილად ,,დისნეი ლენდია" ყველა მძიმე მუსიკის (და არამხოლოდ) მსმენელისათვის ისტორიულად რეკორდულ დროში, საათნახევარში გაიყიდა ყველა ბილეთი ლაინაფის დადებამდე.
ფესტივალი იმართება საფრანგეთში, სპეციალურად შექმნილ ქალაქ კლისონში, ქალაქ ნანტთან.
წლევანდელი ლაინაფი კი ესეთია (ყველა ბენდი დადებულია თითქმის და არის სასწაული!)
ნულოვან დღეს ნოტფესტი + ჰელფესტი

user posted image
user posted image
უკვე სოლდაუთია ასე რომ ფასის დაწერას აზრი თუ აქვს არ ვიცი.

4. Wacken Open Air 2019
კიდევ ერთი ლეგენდარული და ისტორიულად #1 ფესტი მძიმე მუსიკაში (უძველესი). რომლის საიუბილეო 2019 წლის გამოშვებაზე უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია (აქაც) და ლაიანაფი შემდეგნაირი (ფესტივალი იმართება გერმანიაში).
აქაც ძალიან ბევრი ბენდი უნდა დაემატოს კიდევ.
user posted image

მოკლედ მე ჩემი მხრივ მომავალი წლის ერთერთი გამორჩეული ფესტები დავდე.
თუ რაიმე დეტალები გაინტერესებთ შეგიძლიათ მკითხოთ ხშირი სტუმარი ვარ ამ ფესტების.

მომავალ წელს წესით და რიგით (თუ ყველაფერი კარგად იქნება) რუმინეთის ფესტებს + ჩეხეთის ბრუტალს ვგეგმავთ.
გრასპოპი (ბელგიის) ასევე შესაძლებელია, ვნახოთ.

თქვენ რომელ ფესტივალზე აპირებთ?
არამხოლოდ მძიმე მუსიკას ეხება რათქმაუნდა smile.gif

This post has been edited by madridman on 27 Dec 2018, 13:07


--------------------
Oh dismal mourning...
I open my weary eyes once again
ozzyozzy
მასალა არ არის


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4751
წევრი No.: 108394
რეგისტრ.: 5-January 10

გამოგზავნილია: 27 Dec 2018, 13:32  #53989449      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გადასარევი თემაა...

2019 ჩემთვის როკშტადი, არტმანია და ბრუტალს ეთმობა.
ვაკენი იმნაირი ბანძობა დაიდო ლაინაფი მე პასს მანდ...
გრასპოპს გავიმეორებ ალბათ. ჰელფესტს რაც შეეხება ლაინაფი გადასარევი მაგრამ ბილეთი რომც იყოს მაინც არ მინდა საშინელი გარემო სივრცე, უაზრო სცენები ადგილი რომ არაა არსად რიგები ყველგან კატასტროფაა რა...
ნოვა როკი კიდევ გადასარევი სივრცე ლაინაფიც კაი მაგრამ გრასპოპი უფრო საჩემო


--------------------
▄ █ █ ▄ ▄ █ █ ▄▄ █ █ ▄ ▄ █ █ ▄



▄ █ █ ▄ ▄ █ █ ▄▄ █ █ ▄ ▄ █ █ ▄
madridman
PseudoGodKiller


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4844
წევრი No.: 65750
რეგისტრ.: 26-June 08

გამოგზავნილია: 27 Dec 2018, 13:45  #53989495      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ozzyozzy
ჰელფესტზე თუ ერთი კონკრეტული ქვეჟანრის მუსიკას უსმენ მხოლოდ და იმ სცენიდან არ გამოდიხარ მაშინ იდეალური ფესტია. მაქსიმუმ 1 სცენით გვერდით გადახვიდე (ღამე ისიც ჭირს). ერთადერთი მინუსი მაგ ფესტის არის ის რომ სივრცე არის პატარა 30 K კაცისთვის.
სამაგიეროდ გრასპოპი თავის 100 ათას კაცს ატევს კი არა საფეხბურთო სივრცეებსაც ქმნის იმხელა ტერიტორიაზე გაჭიმული თავისი 5-ივე სცენით.

ასე რომ დიდი ფესტებიდან მეც გრასპოპი ალბათ.
უნდა გავასამო! yes.gif
Royal_Flash
операция "Хрущёв"


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1403
წევრი No.: 94202
რეგისტრ.: 22-June 09

გამოგზავნილია: 3 Jan 2019, 04:51  #54015020      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
რატო მხოლოდ ევროპული ფესტივალები?

სადღაც მოვკარი თვალი ვუდსტოკის 50 წლის საიუბილეო კონცერტს აპირებენო და რამე ინფო ხომ არ გაქვთ? ინტერნეტში ჯერჯერობით ლაინაფი და არც რამე კონკრეტული დეტალი არ მოიპოვება. jump.gif


--------------------
დაუკარით ოსური
კოკოითია მოსული.
დაუკარით ქუჩური
პუტინია ფუჩური.
madridman
PseudoGodKiller


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4844
წევრი No.: 65750
რეგისტრ.: 26-June 08

გამოგზავნილია: 4 Jan 2019, 09:58  #54020062      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Royal_Flash
არამხოლოდ ევროპული რათქმაუნდა.
ვუდსტოკის 50 წლის საიუბილეო ნიუ იორკშია კი 16 აგვისტოს.
ლაინაფი ჯერჯერობით არ დევს.

აშშ-ს ვიზა გინდა ადამიანს, ფული და სურვილი.

ისტორიული და ლეგენდარული რომ იქნება მაგას წყალი არ გაუვა smile.gif
madridman
PseudoGodKiller


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4844
წევრი No.: 65750
რეგისტრ.: 26-June 08

გამოგზავნილია: 23 Jan 2019, 12:15  #54109358      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვა ვა ბრუტალმა აფიშა განაახლა თან სასწაულად მაგარი ლაინაფი დადო. ერთერთი გამორჩეული მძიმე მუსიკის მასშტაბით 2019-ში.
კიდევ დასადებია 40 % მინიმუმ.

user posted image

თვით Ensiferum, Animals as Leaders და Zuriaake love.gif დაემატა!
* * *
ტრანსილვანიურმა როკშტადმაც განაახლა. აქაც კიდევ ბევრი დაემატება.
მაგრამ რაც მთავარია ლეგენდარული Dimmu Borgir დაიდო! yes.gif

user posted image

This post has been edited by madridman on 23 Jan 2019, 12:16
FromTime
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 58
წევრი No.: 247988
რეგისტრ.: 17-January 19

გამოგზავნილია: 3 Feb 2019, 20:55  #54169628      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შვედეთი, ნიდერლანდები კარგია, ნამყოფი ვარ. სახელებს გავიხსენებ. მიქებენ ბრაზილიასაც. ჯერ იქ არ ავკრეფილვარ. არ მინდა ეს ყველგან გაპიარებული რიო და საო პაოლო. რამე ეგზოტიკური, ჯუნგლებში, თუ ვნახე და წავედი დავდებ


--------------------
Les rêves sont une déception.
Mais il y a de l'amour.
Il y a de l'espoir.
Il y a de bonnes personnes.
Il y a le Seigneur.
madridman
PseudoGodKiller


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4844
წევრი No.: 65750
რეგისტრ.: 26-June 08

გამოგზავნილია: 17 Feb 2019, 13:33  #54236018      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (FromTime @ 3 Feb 2019, 20:55 )
შვედეთი, ნიდერლანდები კარგია, ნამყოფი ვარ. სახელებს გავიხსენებ. მიქებენ ბრაზილიასაც. ჯერ იქ არ ავკრეფილვარ. არ მინდა ეს ყველგან გაპიარებული რიო და საო პაოლო. რამე ეგზოტიკური, ჯუნგლებში, თუ ვნახე და წავედი დავდებ

როკ ინ რიო, როკ ემ რინგი, ძაან პაპსებია ორივე და ნუ რათქმაუნდა გაპიარებული

გრასპოპმა ამასობაში აფიშა განაახლა და Behemoth, Ministry, Gojira, Architects დაა Clutch <3 დაამატა!

user posted image

სასწაული ლაინაფია.
კიდე ალბათ 10-მდე ბენდი დაემატება და მორჩა


და ესეც ავსტრიის ნოვა როკის განახლებული აფიშა წლევანდელი. ბევრი საინტერესო რამე დაემატა:

user posted image

This post has been edited by madridman on 17 Feb 2019, 13:36
Henyd0r1
ალბენმარკელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18284
წევრი No.: 132698
რეგისტრ.: 18-June 11

გამოგზავნილია: 17 Feb 2019, 20:12  #54237888      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ადრე გავაკეთე ეასეთი თემა და ვერ იცოცხლა, იმედია ამასაც იგივებედი არ ელის ;დ

მე სიბიუში მივდივარ, 24-ში თბილისი-სიბიუ ჩავფრინდები და მგონი 29 ან 30 შI მაქვს უკან ბუქარესტი-თBილისი


--------------------
http://forum.ge/?f=76&showtopic=34443108&st=0
Rishloo
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 249570
რეგისტრ.: 26-March 19

გამოგზავნილია: 26 Mar 2019, 23:29  #54424066      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აპინული უნდა იყოს ასეთი თემა.

ამის გამო დავრეგისტრირდი ახლა, ოუფენ ეარის თემაში მოვკარი თვალი ფესტივალებზე რომ წერდი, შევეხმიანები იქნება მირჩიოს რამე და დამაკვალიანოს სამომავლოდ-მეთქი და აგერ ყოფილა ყველაფერი.

რუმინეთი რა მაგარი ყოფილა, კაპიკებში თან
ახლა აგვისტოში თუ შევძელი ჰო კაი, თუ არა და მომავალი წლისთვის ორივეზე წავალ.

უღრმესი მადლობა ინფორმაციისთვის.

გრასპოპი სამოთხეა, როგორც ჩანს;
აუცილებლად წასასვლელი ადგილი.
იმედია უახლოეს ორ-სამ წელიწადში მოვხვდები.

რა დაჯდება ისე მიახლოებით, თავისი ყველაფრით წადი-წამოდი, ჭამა-სმა და ა.შ. ძაან თავზე გად#ჯმის გარეშე?
Ermalo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 114
წევრი No.: 216722
რეგისტრ.: 3-April 16

გამოგზავნილია: 27 Mar 2019, 18:51  #54427820      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image

ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის საინტერესო ფესტივალი ჩანს, არც თუ ისე ცუდი ლაინაფით.

ვარშავიდან 45 კილომეტრშია და მემგონი ძაან ძვირი სიამოვნებაც არუნდა დაჯდეს.

ივენთი ფბ-ზე და დაწვრილებითი ინფორმაცია
ბუდა
Super Member


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 185
წევრი No.: 240603
რეგისტრ.: 12-February 18

გამოგზავნილია: 27 Mar 2019, 19:14  #54427888      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Rishloo @ 26 Mar 2019, 23:29 )
რუმინეთი რა მაგარი ყოფილა, კაპიკებში თან
ახლა აგვისტოში თუ შევძელი ჰო კაი, თუ არა და მომავალი წლისთვის ორივეზე წავალ.

რუმინული ჰაუსები თუ გევასება ძაან მაგარია რუმინეთი
Sunwaves ი ნახე
Dancing romanians ფეისბუქზე და ინსტაგრამზე
მგონი la romanasi თუ რაღაცაც აქვთ ფეიჯი
Raresh, priku, praslea, rhadoo, petre inspirescu
ამათი სეტები ნახე და თუ გაგისწორდა ეგაა :დ


--------------------
ერთი ის ბიჭი არ მყავდე თორე დედას მოგიდღნავ :D (C) Blueსტუმარი
Rammstein
Y-N-W-A


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8706
წევრი No.: 11239
რეგისტრ.: 5-July 05

გამოგზავნილია: 27 Mar 2019, 20:00  #54428072      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
rockstadt 2019-ს რა ქურდული ლაინაფი აქვს alk.gif

დიმუ ბორგირი და პარადაის ლოსთი ერთად love.gif


--------------------
★ ★ ★ ★ ★ ★
madridman
PseudoGodKiller


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4844
წევრი No.: 65750
რეგისტრ.: 26-June 08

გამოგზავნილია: 28 Mar 2019, 09:37  #54430083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Rishloo

რუმინეთი იაფი ჯდება ძალიან.
მთელი ფესტის ფასი (ArtMania-ს ვგულისხმობ, 2-ივე დღეს) არის 60 ევრო დაახლოებით.

ფრენას რაც შეეხება ქუთაისი - სალონიკი ამ ეტაპზე იაფია ფრენა რომ იყიდო და სალონიკიდან ავტობუსით მივდივართ ჩერეზ სოფია სიბიუ-ში. ეგეც არაფერი არ ღირს დიდად. მერე ჩვენ როკშტადზე მივდივართ და ბრუტალზე ერთად. მარტო არტმანიაზეც მიდის სასტავი და ძალიან იაფი უჯდებათ. ალბათ 250 ევრო მთლიანობაში. თავისი ტრანსილვანიის დათვალიერებიან, გულაობიანად - ვაფშე არაფერი რომ არ მოიკლო 5-6 დღე. ტრაკულას სასახლის უნახაობა არ შეიძლება იქ smile.gif

გრასპოპს რაც შეეხება მაგაზე მივდივარ კი ივნისში და ეგ იაფი არ ჯდება ნამდვილად თუმცა უკვე იმდენად ლეგენდარული ფესტია რომ ღირს ეგ 200 ევრო მაგ 4 დღიან ბილეთში. სამაგალითო ფესტია ორგანიზების, ჭამა-სმის, ლაინაფის და ზვუკის პონტში მსოფლიო მასშტაბით love.gif

დეტალურად რომელი გაინტერესებს მითხარი და გეტყვი ზუსტ ფასებს და მარშრუტებს yes.gif


Rammstein
კიი
Onslaught, Accept და Soilwork-იც მიამატა როკშტადმა ამასობაში.

მარა ჩემთვის წელს ზე ლაინაფი აქვს ბრუტალს ჩეხეთში. ამაზე მაგარი რამე ექსტრიმ მუსიკაში არც ერთ ფესტზე არ არის არაფერი (და ამაზე კარგ ფასად - 90 ევროდ 4 დღე) და კიდე ემატება აქაც ბენდები

user posted image


_____________

აქვე ბარემ ის ფესტებიც მივამატოთ სადაც არ/ვერ მივდივარ წელს მაგრამ ძალიან მაგარი ლაინაფებია:
1. ლეგენდარული Sweden Rock - შვედეთის უმთავრესი და უდიდესი ფესტი. რომელიც ერთერთი უძვირესია ასევე sad.gif
user posted image

2. Copenhell - დანიის მთავარი ფესტივალი მძიმე მუსიკაში
user posted image

3. Rock The Coast - ესპანეთის ერთერთი უმთავრესი ფესტი, ზღვა, პლაჟები და როკი
user posted image

4. Hills Of Rock - ბულგარეთის უმთავრესი როკ ფესტი ულამაზეს ქალაქ პლოვდივში რომელიც უიაფესი დაგიჯდებათ.
user posted image

5. Doctor Music Fest - შერეული მუსიკალური ფესტივალი ბარსელონაში. სადაც შეხვდებით ყველას biggrin.gif King Crimson-იდან დაწყებული Behemoth-ით დამთავრებული ))
user posted image

6. Resurrection Fest - ესპანეთის უდიდესი ფესტი ექსტრიმ მუსიკაში. რომელიც ასევე ძალიან მაგარ პლაჟზე და ძაან მაგარ ადგილზეა
user posted image

This post has been edited by madridman on 28 Mar 2019, 10:11
Henyd0r1
ალბენმარკელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18284
წევრი No.: 132698
რეგისტრ.: 18-June 11

გამოგზავნილია: 28 Mar 2019, 10:14  #54430164      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საკაიფო ფესტი გაიჩითა პროგერებისთვის

მოკლედ, მოგეხსენებათ კონტინენტური ევროპის გული პროგრესული მუსიკის მიმართულებით ნიდერლანდებია
ჰოდა 2 ფესტი ტარდება ჰოლანდიაში, ერთი მიდსამერ პროგ ფესტი (წელს აიქიუ, ფოკუსი და ფლაუერკინგზი ჰყავთ) და პროგნოზისი (ეს ახალი ფესტია, ეინდჰოვენში ) - ეს ამ დღეებში იყო, მომავალი წლისთვის 69 ევრო ღირს ამ ეტაპზე ბილეთი

მოკლედ, აგერ ფბ ფეიჯები და გადახედეთ
https://www.facebook.com/midsummerprogfestival/
https://www.facebook.com/prognosisfestival/
* * *

აუ, დოქტორ მიუზიქზე წავიდოდი დიდი სიამოვნებით რა biggrin.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0210 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]