მოდუსიმომწონს ახალგაზრდავ
კათოლიკური იერარქიისგან განსხვავებით [ცელიბატის გამო] გამოვყოფდი, სასულიერო სანის მფლობელ - ორ მწკირვს
თეთრს - რომელიც დაქორწინებულია და შავს - დაუქორწინებელს [ბერ-მონაზვნურს], რომელსაც აქვს დადებული აღთქმა - ქალწულებისა, მორჩილებისა და უპოვრებისა.
=============================================
წმიდა მოციქულებმა ახალი აღთქმის ეკლესიაში დაადგინეს მღვდელმსახურთა სამი ხარისხი:
ეპისკოპოსი, პრესვიტერი (ანუ მღვდელი) და დიაკონი. ყველა ისინი იწოდებიან მღვდელმსახურად, რადგან მღვდლობის საიდუმლოთი იღებენ სულიწმიდის მადლს ქრისტიანულ ეკლესიაში წმიდა მსახურებისათვის: აღასრულებენ ღვთისმსახურებას, ადამიანებს ქრისტიანულ რწმენასა და სათნოებებში განსწავლიან და საეკლესიო საქმეებს განაგებენ.
ეპისკოპოსები ეკლესიასი უმაღლეს ხარისხს წარმოადგენენ. ისინი მადლის უმაღლეს სახეს იღებენ. ეპისკოპოსს ეწოდება აგრეთვე მღვდელმთავარი, ანუ მღვდელთა უფროსი. მას შეუძლია, აღასრულოს ყველა საიდუმლოება და საეკლესიო მსახურება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპისკოპოსებს აქვთ უფლება, არა მხოლოდ აღასრულონ ჩვეულებრივი ღვთისმსახურება, არამედ ხელი დაასხან მღვდლებს, აკურთხონ მირონი, რაც მღვდელს არ შეუძლია.
სიწმიდის ხარისხით ყველა მღვდელმთავარი თანასწორია, მაგრამ მეტნაკლებად დამსახურებულ მღვდელმთავარს
მთავარეპისკოპოსის ხარისხი ენიჭება, ხოლო მასზე აღმატებულია
მიტროპოლიტი (საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მთავარეპისკოპოსი მიტროპოლიტზე აღმატებულია). მღვდელმთავართა კრებულს, ანუ წმიდა სინოდს, და საერთოდ, ქვეყნის ეკლესიას მეთაურობს პატრიარქი (საქართველოს ეკლესიის მეთაურს აქვს წოდება
კათოლიკოს-პატრიარქისა).
მღვდელი, ანუ პრესვიტერი ეპისკოპოსის შემდეგ მეორე სამღვდელო ხარისხია. ეპისკოპოსის კურთხევით მას შეუძლია, აღასრულოს ყველა საიდუმლო და საეკლესიო მსახურება, გარდა იმისა, რასაც მხოლოდ მღვდელმთავარი ასრულებს, ე.ი. ხელდასხმისა და მირონის კურთხევისა.
ქრისტიანულ საზოგადოებას, რომელიც მღვდელს ემორჩილება, სამრევლო ეწოდება.
შედარებით ღირსეულ და დამსახურებულ მღვდლებს ენიჭებათ დეკანოზის ხარისხი, მათ შორის აღმატებულს კი - პროტოპრესვიტერისა.
პროტოპრესვიტერის წოდებას საქართველოს საპატრიარქო ტაძრის წინამძღვარი ატარებს.
თუ მღვდელი ამავე დროს ბერიცაა, მაშინ მას მღვდელმონაზონი ეწოდება, მონასტრის წინამძღვარი
იღუმენის ხარისხშია, ხოლო კიდევ უფრო აღმატებულია
არქიმანდრიტი. მათ შორის განსაკუთრებულად გამორჩეულთ ეპისკოპოსად ირჩევენ.
დიაკონი მესამე, ყველაზე დაბალი სამღვდელო ხარისხია. იგი წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს „მსახურს“. დიაკონი ემსახურება ეპისკოპოსს ან მღვდელს ღვთისმსახურების დროს და საიდუმლოთა აღსრულებისას, მაგრამ თვითონ მათი აღსრულება არ შეუძლია.
დიაკვნის მონაწილეობა ღვთისმსახურებაში აუცილებელი არაა, ამიტომ ბევრ ტაძარში წირვა-ლოცვა მათ გარეშე აღესრულება. ზოგიერთი დიაკონი იღებს პროტოდიაკვნის, ანუ პირველდიაკვნის ხარისხს. თუ პროტოდიაკონი ბერად აღიკვეცა, მაშინ მას არქიდიაკონს უწოდებენ. დიაკვნად ნაკურთხი ბერი ბერდიაკვნად იწოდება, მთავარი ბერდიაკონი კი - მთავარდიაკვნად.
ამ სამი სამღვდელო ხარისხის გარდა ეკლესიაში არსებობს აგრეთვე უფრო დაბალი სამსახურო ხარისხები:
იპოდიაკონი, მედავითნე და მნათე. ისინი ეკლესიის მსახურთა რიცხვს მიეკუთვნებიან, მაგრამ საიდუმლოს არ აღასრულებენ.
მედავითნეს აქვს მოვალეობა ფსალმუნთა კითხვისა, როგორც ტაძრის კლიროსში ღვთისმსახურების დროს, ასევე მღვდლის მიერ სხვადასხვა მსახურების აღსრულებისას.
მნათე (
)მორწმუნეებს ღვთისმსახურებაზე მოუწოდებს ზარების რეკვით, ტაძარში ანთებს სანთლებსა და კანდელებს, ეხმარება მედავითნეებს კითხვის დროს და ა.შ. წინამიუძღვის სახარებას და ამით განასახიერებს ღვთისმსახურებისას უფლის წინამორბედ - იოანე ნათლისმცემელ.
შევჯამდეთ
თეთრი სამღვდელოება:დიაკონი
მღვდელი - იგი - ჯილდოვდება, ოქროს და გამშვენებული ჯვრით, ასევე ენქერითა და მიტრით - რომლითაც იგი ადის - დეკანოზის , ხოლო თუ დიდ ტაძარს წინამძღვრობს - პროტოპრესვიტერის ხარისხში.
როგორც ხედავთ, დაქორწინებული ეპისკოპოსის ხარისხში ვერ ავა.
შავი სამღვდელოება: იწყება პირის ბერად აღკვეცით;
ბერ-დიაკონი;
მღვდელ-მონაზონი
იღუმენი
არქიმანდრიტი
ეპისკოპოსი
მთავარეპისკოპოსი - იგივე - არქიეპისკოპოსი
მიტროპოლიტი
პატრიარქი
ძიიიიიდა რამდენი მიმუშავნია
კათოლიკურზე მიმართეთ ონავარას
სამოსმა თუ დაგაინტერესათ, მაგის მეტი რა ვიცი
This post has been edited by mnate on 1 Apr 2007, 22:11