forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (13) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> პანიკური აშლილობა, პანიკის შეტევა, ნაწილი VI
DrJohnes
ფსიქოლოგი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3124
წევრი No.: 18809
რეგისტრ.: 30-March 06

გამოგზავნილია: 23 Apr 2019, 22:33  #54557925      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
პანიკური აშლილობა (panic disorder) არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს აქვს განმეორებადი პანიკის შეტევები, ხოლო პანიკის შეტევებს შორის მუდმივად აქვს მოსალოდნელი პანიკის შეტევის შიში.

პანიკის შეტევა ხასიათდება მრავალი ნიშნებით, რომელთაგან არ არის სავალდებულო ყველას არსებობა. ესენია ტახიკარდია, სუნთქვის გახშირება, ჰაერის უკმარისობა (ჰიპერვენტილაცია, დისპნეა), გულისრევის შეგრძნება, ტკივილი მკერდის არეში, თავის ტკივილი, სიკვდილის ან/და გაგიჟების გაძლიერებული შიში, დეპერსონალიზაცია, დერეალიზაცია, კიდურების და/ან სახის დაბუჟება, პირის სიმშრალე და სხვ.

პანიკური აშლილობის ეტიოლოგია (წარმოშობის მიზეზი) უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე განსხვავებული თეორია მათ შესახებ. წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ფიზიოლოგიური, ისე ფსიქოლოგიურიც. დადგენილია გენეტიკის დიდი როლი პანიკური აშლილობის განვითარებაში, თუმცა მნიშვნელოვანია ასევე ისეთი გარემო ფაქტორი, როგორიცაა ფსიქოლოგიური ტრავმები.

პანიკური აშლილობა შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად ან თან ახლდეს რომელიმე ფსიქოლოგიურ პათოლოგიას. ერთი რიგი მეცნიერებისა თვლის, რომ პანიკის შეტევებს იწვევს გარკვეული ნივთიერებების დისბალანსი ტვინში, ხოლო მეორე რიგი მეცნიერებისა (ფროიდის ჩათვლით) თვლის, რომ პანიკის შეტევის მიზეზი ფსიქიური ტრავმაა ან რეპრესირებული სურვილები, უფრო მეტად კი ისინი, რომლებიც ბავშვობის პერიოდში იქნა გადატანილი.


მკურნალობა მრავალი სახისაა, მედიკამენტური (ბენზოდიაზეპინები, ანტიდეპრესანტები), ფსიქოთერაპია (უმრავლეს შემთხვევებში ესაა კოგნიტურ-ქცევითი თერაპია, ცხოვრების სტილის მნიშვნელოვანი შეცვლა, ნატურალური საშუალებები და სხვ.


ყველაფერი რაც ზევით დავწერე არის საყოველთაოდ აღიარებული აზრი.

რაც შეეხება ჩემს აღმოჩენებს და აზრს...

1. პანიკის შეტევები 2 სახისაა: სიტუაციური და სპონტანური. ადამიანი შეიძლება განიცდიდეს ორივესაც. სიტუაციურია, როდესაც პანიკის სიმპტომები იწყება გარკვეული ტრიგერის არსებობის შემთხვევაში, მაგ.: თუ ადრე ადამიანს გადატანილი აქვს ცუდი ინციდენტი ძაღლთან დაკავშირებით, შესაძლოა მას ძაღლის დანახვისას, სუნის შეგრძნებისას ან რაიმე სახით ინტერპრეტირებისას განუვითარდეს პანიკის შეტევის სიმპტომები, რამაც შეიძლება მიიყვანოს პანიკამდე. სპონტანური შეტევის დროს ადამიანი შესაძლოა საერთოდ სხვა რამეზე ფიქრობდეს და ამ დროს უცაბედად და მოულოდნელად განვითარდეს პანიკის შეტევა.

2. პანიკური აშლილობის განვითარება მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული კანაბის (პლანის) მოხმარებასთან.

3. პანიკის შეტევა არის ბუნებრივი ნორმალური მოვლენა, როცა ის დაკავშირებულია გარკვეულ შიშის წყაროსთან, მაგ.: ლომის ახლოდან დანახვის დროს (თუ ის გალიაში არ არის) დიდი ალბათობაა, რომ ადამიანს გაუჩნდეს პანიკა. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანს ბუნებრივად განუვითარდა ეს დაცვითი მექანიზმი, პანიკის დროს გული ჩქარდება, რომ სისხლის მეტი რაოდენობა მიეწოდოს ორგანოებს, იმატებს ოფლიანობა, რომ გააგრილოს ორგანიზმი და ამზადებს ადამიანს 1 წამში გასაქცევად ან საბრძოლველად. ანუ პანიკის შეტევა არის ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი ნორმალური მოვლენა, რომელიც ასახავს მის დაცვით ფუნქციას - რეალური საფრთხის არსებობისას უმოკლეს დროში გადაიყვანოს ადამიანის ორგანიზმი გაქცევა/შებრძოლების რეჟიმში.

4. როდესაც არ არსებობს რეალური გარე საფრთხე და ადამიანი მაინც განიცდის პანიკის შეტევას, ამას ფსიქოლოგიაში ეძახიან ფსიქოპათოლოგიას. თუმცა, ჩემი აზრით, ამგვარი მიდგომა არასწორია. პანიკის შეტევის დროს მხოლოდ გარე საფრთხის არსებობა არ არის აუცილებელი. პანიკური აშლილობის დროსაც საფრთხე ადამიანისათვის რეალურია, ვინაიდან პანიკის სიმპტომების გამოვლენის დროს ადამიანს ჰგონია, რომ კვდება და/ან გიჟდება, ხოლო ეს მისთვის წარმოადგენს საფრთხეს, რასაც მიჰყავს იგი ბუნებრივ მექანიზმამდე - პანიკის შეტევამდე.

5. პანიკის შეტევა ადამიანისათვის არის ყოვლად უსაფრთხო. მისგან სიკვდილი შეუძლებელია, რადგან ამ დროს ორგანიზმი ყველაზე უფრო დაცულია, ყველაზე უფრო მომზადებულია.

6. პანიკური აშლილობა არის წრედი, რომლის დროსაც პანიკის შეტევის შიშით ადამიანს ემართება შემდეგი პანიკის შეტევა. პანიკური აშლილობა ეს არის შიშის შიში, ეს შიში შემდეგ იწვევს უფრო მეტ შიშს, რომლის დროსაც გამოიყოფა ადრენალინი და სხვა ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ პანიკის შეტევის სიმპტომებს, ხოლო ეს სიმპტომები თავის მხრივ, იწვევენ უფრო მეტ შიშს. თუ ადამიანი მოახერხებს ამ წრედის ნებისმიერ საფეხურზე შიშის შეჩერებას, შეჩერდება პანიკის შეტევაც.

7. მართალია პანიკის შეტევის დროს იზღუდება რაციონალური აზროვნება, მაგრამ დამიჯერეთ, რაციონალური აზროვნება ერთადერთია, რაც აგარიდებთ მომავალ პანიკის შეტევას. პანიკის შეტევის სიმპტომის გაჩენისთანავე აუცილებელია, რომ არ ავყვეთ შიშს და მიღებულ იქნას ეს სიმპტომი ისე როგორც არის. მას არ შეუძლია რაიმე ზიანის მოყენება და თუ არ შეგვეშინდება ის მალევე გაივლის.
ამდენად, თავად პანიკის შეტევის აცილება შეიძლება მარტივად, რაციონალური აზროვნებით, თუკი ნებისმიერ ცუდ აზრს ან შეგრძნებას მივანიჭებთ "უბრალოდ შიშის" სტატუსს და მისი არ შეგვეშინდება.
რაც შეეხება განკურნებას, ასეთ დროს უნდა ვისაუბროთ იმ სიმპტომების აღმოფხვრაზე, რომლებიც იწვევენ შიშს და შედეგად - პანიკის შეტევას. ერთი-ორი პანიკის შეტევა კი უკვე გადაიზრდება პანიკურ აშლილობაში, რაც თავის მხრივ, მალე იწყებს აგორაფობიას - ყველაზე ცუდ შემთხვევაში სახლში ჩაკეტვასა და გაუსვლელობას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პანიკის შეტევის გადატანის შიშის გამო.

ანუ სქემა ასეთია:

პანიკის სიმპტომი >>>> შიში >>>> უფრო მეტი ან/და ძლიერი სიმპტომი >>>> პანიკის შეტევა>>> პანიკის შეტევის შემდგომი შიში >>>>განმეორებითი პანიკის შეტევა >>> პანიკური აშლილობა >>>> აგორაფობია ან/და დეპრესია


ახლა მთავარია კითხვა, რა არის პანიკის სიმპტომი და რატომ გვიჩნდება ის იმთავითვე?

პასუხი არც ისე მარტივი და ცალსახაა, თუმცა ისევ ჩემი აღმოჩენებითა და დაკვირვებებით დავადგინე მნიშვნელოვანი რამ:

პანიკური სიმპტომი ეს არის იმ სიმპტომთაგან ერთ-ერთი, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, თუმცა ყველა მათგანის ცალკეულად არსებობა არ იწვევს პანიკის შეტევას, არამედ მხოლოდ რამდენიმე. ესენია: გულისმხრივი ან სუნთქვისმხრივი სიმპტომები, დეპერსონალიზაცია/დერეალიზაცია, სიკვდილის/ცუდად გახდომის შიში.

რატომ გაგვიჩნდა ეს სიმპტომი იმთავითვე?

პასუხი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ყველა შემთხვევაში კომპლექსური მიდგომაა საჭირო. შესაძლებელია ეს ძლიერმა ან/და ხანგრძლივმა სტრესმა გამოიწვია. ეს სიმპტომები ასევე სტრესის სიმპტომებიცაა, მაგრამ თუ თქვენ ვერ უკავშირებთ რაიმე ტრავმატულ მოვლენას თქვენს შეტევებს, მაშინ საქმე სწორედ თქვენს არაცნობიერშია, ბავშვობაში გადატანილ ფსიქიურ ტრავმებსა ან რეპრესირებულ სურვილებშია. იმისათვის, რომ განიკურნოთ, აუცილებელია მიაკვლიოთ სიმპტომების წარმოშობის მიზეზს თქვენს არაცნობიერში. არაცნობიერი გესაუბრებათ სწორედ ასეთი სახით. არსებობს ასეთი გამოთქმაც "what mind represses, body expresses". ჩვენი არაცნობიერი ისეა მოწყობილი, რომ დისკომფორტის ჟამს არასასიამოვნო ენაზე გვესაუბრება, ესაა ფსიქოსომატური დაავადებები, ალერგიები, წყლული, პანიკის შეტევის სიმპტომები და სხვ.
გამოიცანი და გაარკვიე რა აწუხებს შენს არაცნობიერს და შენ იპოვი ჯადოსნურ წამალს პანიკური აშლილობისაგან განკურნებისათვის.

იმისათვის, რომ გაიგო რა უნდა არაცნობიერს, ჩაერთე რომელიმე ფსიქოთერაპიაში, ესაუბრე პროფესიონალს, გაარკვიე ჰიპნოზის მეშვეობით, ან უბრალოდ მოუსმინე შენს გონებას.
კარლ იუნგის თანახმად არაცნობიერი ჩვენ გვესაუბრება ჩვენი სიზმრების მეშვეობით, ხოლო სიზმრების სწორი ახსნით შესაძლებელია გავიგოთ რა გვინდა სინამდვილეში, რა გვაწუხებს და შესაბამისად ვიმოქმედოთ.

ჩემი დაკვირვებით, ეს არის პანიკის შეტევის გადალახვის ქვაკუთხედი: გადალახე სიკვდილის შიში და დაამარცხებ პანიკურ აშლილობას.

დაელოდეთ ჩემს შემდომ ინფორმაციას.
იმედი მაქვს თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო.


ამასთანავე გაცნობებთ, რომ მე მინდა გამოვიკვლიო ეს საკითხი, რომ აღმოვაჩინო საუკეთესო საშუალება პანიკური აშლილობის წინააღმდეგ. ამისათვის გთხოვთ, ჩაერთოთ ჩემს გამოკვლევებში და გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება.
დაწერეთ თქვენი მდგომარეობის შესახებ, რით დაიწყო, როდის, როგორ განვითარდა, რა იღონეთ და თუ დაამარცხეთ, რა დროში და როგორ, ასევე დაწერეთ, პანიკის განკურნებიდან რა დრო გავიდა.
© medhelp

გირჩევდით ასევე ჯანი ფრანცესეტის შესანიშნავ წიგნს - "პანიკური შეტევები"


--------------------
...and it's only the giving, that makes you what you are (c) Jethro Tull
White_Shark
თეთრი ზვიგენი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4854
წევრი No.: 230610
რეგისტრ.: 30-March 17

გამოგზავნილია: 23 Apr 2019, 22:58  #54558106      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირება ......
მოკლედ თითქოს ცოფის შიში გამინელდა ეხლა აივის შიში ამეკვიტა ისევ
xifati11
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 23
წევრი No.: 245740
რეგისტრ.: 30-September 18

გამოგზავნილია: 24 Apr 2019, 00:50  #54558760      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
White_Shark
პოსტები წავიკითხე და თითქოს ამბობ, რომ ძაღლმა თუ ჩამიარა ვიზმენდები ხომ არ მიკბინაო? ნაკბენი ხომ დაგეტყობოდა ან გეტკინებოდა? რატომ ფიქრობ რომ გიკბინა?
White_Shark
თეთრი ზვიგენი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4854
წევრი No.: 230610
რეგისტრ.: 30-March 17

გამოგზავნილია: 24 Apr 2019, 21:01  #54562620      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
xifati11
საქმე იმაშია რომ გონება ყველაზე ცუდ ვარიანტს მტენის ანუ იკიდებს ყველა რაციონალურ აზრს და მაიძულებს რომ დავიჯერო რომ მიკბინა
xifati11
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 23
წევრი No.: 245740
რეგისტრ.: 30-September 18

გამოგზავნილია: 25 Apr 2019, 00:28  #54563805      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
White_Shark
დიახ, მაგრამ რომ დაითვალიერებ სხეულს და არ არის ნაკბენი, არც სისხლი და არც ნაკაწრი, მაინც გგონია რომ გიკბინა?
მე მაგალითად გონების დაკარგვის შიში მაქვს ყოველ წამს, და ამის გამოხატული სიმპტომებიც არსებობს ხოლმე დღის განმავლობაში: შეგრძნება რომ გული ფეხებთან ჩაგივარდა, თავში ჩარტყმის შეგრძნება და ა.შ.
White_Shark
თეთრი ზვიგენი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4854
წევრი No.: 230610
რეგისტრ.: 30-March 17

გამოგზავნილია: 25 Apr 2019, 00:37  #54563860      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
xifati11
მაინც ვერ ვაჯერებ გონებას
ეხლა წამლებს ვიღებ და თითქოს ცოტა უკეთ ვარ
shavi_kheli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1365
წევრი No.: 232386
რეგისტრ.: 28-May 17

გამოგზავნილია: 25 Apr 2019, 17:18  #54566585      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
White_Shark
Ra wamlebs svam?
.........................

White_Shark
თეთრი ზვიგენი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4854
წევრი No.: 230610
რეგისტრ.: 30-March 17

გამოგზავნილია: 25 Apr 2019, 17:25  #54566620      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shavi_kheli
1 ესციტალოპრამი
2 დეპაკინი
............
რა ხდება რო ?
shavi_kheli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1365
წევრი No.: 232386
რეგისტრ.: 28-May 17

გამოგზავნილია: 25 Apr 2019, 17:29  #54566641      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
White_Shark
Da diagnozi ra gaqvs?

........................

QUOTE
რა ხდება რო ?

Damainteresa
Sheni sashveli Rom AR arsebobs saukuneebia


Akviateba da bipolarulis maniakalurs shoris mgoni gansxvavebaa.

Gadmocema michirs sitkvebit
Magram orivenairi mkavs nanaxi da aris sxvaoba.

This post has been edited by shavi_kheli on 25 Apr 2019, 17:38
White_Shark
თეთრი ზვიგენი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4854
წევრი No.: 230610
რეგისტრ.: 30-March 17

გამოგზავნილია: 25 Apr 2019, 17:35  #54566686      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shavi_kheli
1 გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა
2 ქრონიკული დეპრესია
3 ობსესიები
shavi_kheli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1365
წევრი No.: 232386
რეგისტრ.: 28-May 17

გამოგზავნილია: 25 Apr 2019, 17:40  #54566712      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
White_Shark
Saintetesoa.

Shen is xar Xom mteli sheni cxovreba Rom AR gimushavia da xan tavad xar Tavis mkurnali xan ra
Nikebs icvli da
Yvela nikit xelaxla atrialeb plastinkas.

This post has been edited by shavi_kheli on 25 Apr 2019, 17:44
White_Shark
თეთრი ზვიგენი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4854
წევრი No.: 230610
რეგისტრ.: 30-March 17

გამოგზავნილია: 25 Apr 2019, 17:44  #54566740      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აკვიატება არის ძალიან ცუდი რამ smile.gif ჩათვალე რომ ადამიანმა რაციონალური აზროვნების უნარი დაკარგე და კონკრეტულ შიშ ემორიჩილები სრულად
shavi_kheli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1365
წევრი No.: 232386
რეგისტრ.: 28-May 17

გამოგზავნილია: 25 Apr 2019, 18:11  #54566879      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dzaglma mikbina
Shidsi gadamdes da a. Sh.

Anu vigac dagdevs gerchis da a. Sh.

Da AR mesmis xolme amas obsesiashi ratom tvlian.

Shen Rom ambobde Rom dedamiwa samkutxedia, magram mrgvaliao - kidev xo
White_Shark
თეთრი ზვიგენი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4854
წევრი No.: 230610
რეგისტრ.: 30-March 17

გამოგზავნილია: 25 Apr 2019, 18:24  #54566922      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
shavi_kheli
მაგას ბოდვა ქვია უკვე და სულ სხვა რამეს ახასიათებს smile.gif
* * *
ისე ცოტა აგდებულად ხომ არ მესაუბრები ??
რო ვიცვლი ნიკს მერე რა რო ??
Tornike Alashvili
Iberi


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5302
წევრი No.: 28213
რეგისტრ.: 12-January 07

გამოგზავნილია: 25 Apr 2019, 23:41  #54568171      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
DrJohnes > პანიკური აშლილობა, პანიკის შეტევა

წინა თემაში კითხვა დასვით როგორ ფსიქოტიპეს აქვთ ნიკოტინზე ისეთი რეაქცია , რომ პანიკური შეტევები განვითარდეს. მაქვს 20 წლიანი გამოცდილება ამ საკითხში და ვეცდები დავაჯამო. ბოლო პაციენტი მყავდა გელზემიუმის ტიპის. არსებობს თვითონ ტაბაკუმის ტიპიც და ისინი ყველაზე უფრო მგრძნობიარენი არიან . ყოფილან აკონიტის ტიპის ასევე ფოსფორის.ან კალციუმ ფოსპორიკუმის- მაგრამ ესეც ფოსპორის ჯგუფში შედის. მაგრამ საქმე რაშია. დაუშვათ პაციენტი არის აკონიტის ტიპის და მშვენივრად რეაგირებს ამ პრეპარატზე, მაგრამ ბოლომდე შიშები არ ეხსნება სანამ -1 არ შეეშვება ნიკოტინს და 2 ჩატარდება მკურნალობა ტაბაკუმით. პირიქით - თუ ტაბაკუმით დავიწყებთ -კიდევ უფრო უკვეთესი შედეგია. არის პაციენტები,რომელთაც ვერც არსენიკუმით ვერც აკონიტით, გელზემიუმი თუ არგენტუმ ნიტრიკუმით ვერ მოუხსენით შიშებიმ სანამ ტავაკუმი არ ჩავატარეთ( ესენი არიან ტაბაკუმის ტიპის)

პანიკური შიშები და ნიკოტინის მოხმარება. - მაქვს ასეთი თემაც - მინდა ჯერ სხვების აზრიც მოვისმინო და პირადი გამოცდილება საკუთარ თავზე თუმდაც

რაც შეეხება მექანიზმებს - ადრენალინის ჭარბად გამოყოფას უწყობს ხელს როგორც ჩანს ნიკოტინი. ასევე თავბრუ იწვევს ხშირად შიშის შეგრძნებას ან ახლოსაა მათი ცენტრებიც

დავგუგლოთ ჯერ რაშაზე -
ესენი ვერ გარკვეულან https://vk.com/topic-7704380_25428383
ზოგი ფსიქოლოგი ასეთ სისულელეებსაც თავაზობს https://zen.yandex.ru/media/psyholog_su/voz...4355200abcab0ff

აქ კი ცოტა აზრზე არიან https://propanika.ru/panicheskie-ataki/kure...icheskie-ataki/

პაციენტები უფრო ზუსტად აღწერენ პრობლემას ვიდრე ექიმები იძლევიან კომენტებს - https://v1.fobii.net/node/782
ზოგს უმწვავდეპა პა სიგარეტის თავის დანებების შემდეგ https://ne-kurim.ru/forum/threads/brosil-ku...ie-ataki.55925/

ღმერთმა ნათელში ამყოფოს ოტია იოსელიანი - მინახავს როგორ გახდა ცუდათ 20-30 წუთი რომ გავიდა და არ ქონდა სიგარეტი მოწეული. ფერი დაკარგა , ქანავი დაიწყო. მეგონა ჯერ გვიანია და ეძინება თქვა.უთხარი-დაისვენეთ,ხვალ მოვალ და მერე გავაგრძელოთ- თქო . - სიგარეტი ამომიტანე მაღაზიიდან -ო. მივხვდი რომ ამის გამოთ იყო ცუდათ . სირბილით ჩავედი სუპერმარკეტში და 2 პაჩკა ქემელი ამოვარბენინე. მეშინოდა მარტო არაფერი მოუვიდესო. მოწია თუ არა ფერზეც მოვიდა და კიდევ 1 საათი ვიყავით ღამის 2 საათამდე. იყო დრო 6-7 თვით დავანებებინე თავი ჰომეოპათიით(ონკოლოგიის გამო) მაგრამ ისევ დაიწყო,რომ მოძლიერდა. მას არ ქონდა პა , მაგრამ ვეგეტოდისტონია ნამდვილად უნვიტარდებოდა ლომკის დროს

This post has been edited by Tornike Alashvili on 26 Apr 2019, 00:32


--------------------
საქრთველო –ევრაზიის შუაგული, ოქროს კვეთაა
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: marishkunawow
Topic Options Pages: (13) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0295 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]