2 თვეზე ოდნავ მეტი ხნის უკან ვიყავი რუსთავში ერთ ცნობილ და ქებულ უროლოგთან, რომელმაც მითხრა ფიმოზი არ გაქვს, მხოლოდ ლაგამი გაქვს მოკლე და მაგის ჩაჭრა გავაკეთოთო. მეც რავი რაღაც პონტში გამიხარდა კიდეც ეგ რომ მითხრა, თან იაფშიც გამოვალ-თქო ვიფიქრე და თან ეგ უფრო ნაკლებად რთული ოპერაციაა წინდაცვეთასთან შედარებით. ლაგამი კი კარგად გამიკეთა, მაგრამ პრობლემა მაინც სრულად არ მომხსნია. ძლიერ ერეგირებულ(ამდგარ) მდგომარეობაში ჩუჩა მთლად ბოლომდე არ იწევა, ანუ იწევა მხოლოდ ასოს თავის ძირამდე, იმას იქეთ უკვე აღარ ჩადის, თუ ძაან ამგარი არ მაქვს, მაშინ უფრო ქვემოთაც იწევა. როგორც ჩანს, ჩუჩა ძაან არა, მაგრამ გარკვეული დოზით მაინც არის ვიწრო. ზოგადათ შეფასება არის თუ არა ფიმოზი ხდება იმის მიხედვით ერეგირებულ მდგომარეობაში როგორ იწევა ჩუჩა და იწევა თუ არა საერთოდ, ამ ექმიმმა კი დაჩუტული და საწყლად მოკუნტული ასო გადამაწევინა და რა გინდა ხომ გეწევა ჩუჩაო, ესეიგი არ გაქვს ფიმოზიო.
მოკლედ პრობლემა ბოლომდე არ მაქვს მოგვარებული, პროცესსში სიამოვნების მაგივრად უფრო დისკომორტს და ჩუჩის ტკივილს ვგრძნობ.
ისე წინდაცვეთა წესით ყველანაირად კარგი უნდა იყოს. ნუ ჰიგიენის კუთხით ხომ გასაგებია, ასოს თავის და ჩუჩის ქრონიკული ანთების პრობლემაც გვარდება სამუდამოდ, ჩუჩის მოჭრის შემდეგ ასოს თავი კი უხეშდება და რაღაც დონეზე კარგავს მგრძნობელობას, მაგრამ სექსი წესით უფრო ხარისხიანი ხდება და სიამოვნებაც უფრო სტაბილური და მეტი უნდა იყოს, რადგან ასოს თავი სექსის დროს მუდმივად მოშიშვლებულია და თავისუფლად სრიალებს ქალის საშოს კედლებზე, აღარ არის ისე, რომ ჩუჩა თავისით ხან იხურებოდეს და ხან იხსნებოდეს, როგორც ეს ჩვეულებრივ შემთხვეავაში ხდება...
მოკლედ ჩემი რჩევაა ვისაც პრობლემა გაქვთ, პირდაპირ ადექით და გაიკეთეთ წინდაცვეთა. ნუ იფიქრებთ იმას იქნებ მხოლოდ ლაგამის ჩაჭრით შემოვიფარგლოო. ექიმმა რომც გითხრათ, რომ მხოლოდ ლაგამი გაქვს ჩასაჭრელიო, უარი თქვით და პირდაპირ წინდაცვეთის გაკეთება მოითხოვეთ. თვითონ გამოცდილი ექიმებიც ცდებიან, ისევ როგორც ჩემს შემთხვევაში მოხდა. საკმაოდ კარგი და გამოცდილი ექიმია ვისთანაც გავიკეთე ლაგამის ჩაჭრა. ხოდა კიდევ ექიმის შერჩევასაც სერიოზულად მიუდექით, იმის მიხედვით კი ნუ დაიწყებთ არჩევას სად უფრო იაფად აკეთებენო, არამედ იმის მიხედვით სად უფრო კარგად გაგიკეთებენ. გახსოვდეთ ის ცნობილი გამოთქმა "ძუნწი ორჯერ იხდის" და თქვენც ეგრე არ მოგივიდეთ. თან ასე თუ ისე ყველგან თითქმის იგივე ფასია და რაღაც 10-20 ლარის გამო ვიღაც ძალათ ექიმს ნუ გაატარებთ თქვენზე პრაქტიკას
მოკლედ მე ვნანობ, რომ თავიდანვე არ გავიკეთე წინდაცვეთა. ახლა გამოდის, რომ ხელმეორედ უნდა გავიკეთო ოპერაცია, შესაბამისად ხელმეორედ გადავიხადო ფული და ხელმეორედ გავიარო პოსტოპერაციული დისკომფრტიც, არადა თავიდანვე წინდაცვეთა რომ გამეკეთებინა, რომელიც ჩუჩასთან ერთად ლაგამის მოცილებასაც გულისხმობს, წესით ახლა პრობლემა მოგვარებული მექნებოდა და ამ მხრივ მშვიდათ ვიქნებოდი.
This post has been edited by ლ-ე-ვ-ა-ნ-ი on 30 Nov 2023, 01:59