დეპრესია ძლიერ გავრცელებული და სერიოზული ემოციური აშლილობაა. მისი სიმპტომატიკა გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრებზე, გრძნობებსა და ყოვედღიურ ფუნქციონირებაზე, მაგალითად: ძილზე, კვებაზე, მუშაობაზე. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დეპრესია რეალური დაავადებაა, ის ზეგავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების მრავალფეროვან ასპექტზე. შესაძლოა, შენ გაქვს დეპრესია, მაგრამ არ ხარ მარტო, დეპრესია განკურნებადია.
სიმპტომები:
- ცუდი გუნება-განწყობა; „სიცარიელის“ შეგრძნება
- პესიმიზმი, სასოწარკვეთა
- დანაშაულის, ან უმწეობის შეგრძნება, გაღიზიანებულობა
- საყვარელი საქმიანობისგან სიამოვნების ვერ მიღება/ინტერესის დაკარგვა
- მოდუნება, ენერგიის მკვეთრი შემცირება
- კონცენტრაციისა და გადაწყვეტილების მიღების სირთულეები (ორჭოფობა)
- მადისა და წონის ცვლილება
- ფიქრები თვითმკვლელობაზე, სუიციდის მცდელობები
- ძილთან დაკავშირებული ჩვევების შეცვლა
- წონის ცვლილება
გქონიათ დეპრესია?
“ სიყვარული ვერასოდეს ვერ იქნება გულგრილი! იქ სადაც არის გულგრილობა, იქ არ არის სიყვარული!”