forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Tesxt to speech ქართულად, ქართული ტექსტის წამკითხველი, ვინმემ დაწერეთ რა
lasha-9
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 447
წევრი No.: 78710
რეგისტრ.: 15-December 08

გამოგზავნილია: 29 Jan 2013, 07:34  #34950382      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვინმემ ხომ არ იცით არსებობს თუ არა ქართული ტექსტის სინთეზატორი

თითქმის ყველა ენაზეა და ქართულიც არ გვაწყენდა, რო მონიშნო ტექსტი და წაგიკითხოს ქართულად

ქართულ ენას სხვა ენებთან შედარებით ადვილადააქვს როგორც იწერება ისევე იკითხება, მარტო ინტონაციაა სხვადასხვა წინადადების დასაწყისში და ბოლოში.

მოკლედ ვინმემ რო დაწეროთ ეგეთი კოდი რო რო შეხვდება მაგალითად ასობგერა ა, გაუშვას აუდიო ფაილი რომელიც წარმოთქვამს ა-ს, როცა ბ, ბ-ს. და ა.შ...

თან გაითვალისწინოს რო ყოველი ანბანის ასოს აუდიო ფაილი იყოს სამ ტონალობაში და იმის მიხედვით თუ სიტყვის თავშია ასობგერა თუ ბოლოში შესაბამისად გაუშვას იმ ინტონაციაში

ასევე წინადადების თავშია სიტყვა თუ ბოლოში ისიც გაითვალისწინოს, ანუ Excel-ში რომ ფორმულაა IF იმის მსგავსად რა. და შესაბამისად გამოვა ტექსტის წამკითხველი

რავი მე ეგრე ვფიქრობ რო ერთ ფოლდერში იყოს აუდიოფაილები ყველა ასობგერის ხმოვანი ფაილებით და ხმოვანები ა,ე,ი,ო,უ სამი ნიტონაციით.

მაგალითისთვის
გ=g.wav
ა=A.wav
მ=m.wav
ა=A.wav
რ=r.wav
ჯ=j.wav
ო=o.wav
ბ=b.wav
ა=a.wav

გამოვა სიტყვა გამარჯობა smile.gif

ან რავი ვინც უფრო ღრმად ერკვევა პროგრამირებაში იქნება გაარკვიოს როგორ იწერება TTS engine ძრავები სხვადასხვა ენაზე და გააკეთოს ქართულად ეს ყველასთვის სასარგებლო საქმე კარგი იქნება

ადრე მახსოვს Magic Good 2000 იყო და ეხლა უკვე ვებზეა უამრავი, ისევე როგორც google translate-ს აქვს და უფრო კარგებიც ადამიანისასგან ძლივს რო გაარჩევ ხმას.

მოკლედ უამრავი საინტერესო სტატია რო წერია ქართულ ვებ სივრცეში და ხანდახან კითხვის ხასიათზე არ ვართ, გაუშვებ და ჩამოგირაკრაკებს მოგიყვება ყველაფერს

მოდერს ვთხოვ რო გაქართულებას კი ეხება ეს საკითხი, და თუ აქ ვერაფერი გამოვიდა იქნება მერე პროგრამირების განყოფილებაში გადაიტონოთ

ჯობია რა გაკეთდეს ქართული ტექსტის წამკითხველი თორე თვალებით ნიჩურიტი მაქვს უკვე gigi.gif

This post has been edited by lasha-9 on 29 Jan 2013, 07:34


--------------------
ნათელი მომავალი
მზეა ამომავალი
ADDmin



******
ჯგუფი: Members
წერილები: 6670
წევრი No.: 32075
რეგისტრ.: 27-March 07

გამოგზავნილია: 29 Jan 2013, 14:20  #34953463      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
lasha-9
ვახ ეს რა კარგი თემა წამოწიე და სამწუხაროა რომ ჯერ არავინ გამოგეხმაურა. მე ამ დონეზე ვერ ვქაჩავ თორე იდეაში მეც მინდოდა მითომ პროგრამების თარგმნა ქართულად... მაგრამ იქ უბრალოდ wav ფაილს ჩავწერდი მიკროფონით და სახელს დავარქმევდი პროგრამა რომელსაც იყენებს... ნუ ერთი სიტყვით ჩუკენობა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

იმედია ვინმე გამოჩნდება მცოდნე ამ საქმის და მე კიდე ჩემ წილად რითაც შევძლებ დაგეხმარებით.


--------------------
[IMG]http://forum-lines.ru/rez/ab272984.gif[/IMG]


[IMG]http://forum-lines.ru/rez/ab215158.gif[/IMG]
[img]http://forum-lines.ru/rez/ab256151.gif[/img]
Accident
Super Crazy Member +++


*********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 33131
წევრი No.: 144460
რეგისტრ.: 14-March 12

გამოგზავნილია: 29 Jan 2013, 14:47  #34953892      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
DrAcid
cd /home/dracid/


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2847
წევრი No.: 70607
რეგისტრ.: 11-September 08

გამოგზავნილია: 29 Jan 2013, 15:03  #34954147      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
lasha-9
ADDmin
ხმოვანი ფაილების ჩაწერა კი კარგია, მაგრამ მთლად ასე მარტივად არაა საქმე smile.gif
ამიტომაც არაა ბევრი ადამიანი, რომ ხელი მოკიდოს ამ საქმეს...

ჩემი აზრით (რაც ამ წამს მომაფიქრდა):
ერთ-ერთი სირთულე ისაა, რომ მეტყველებაში ჩვენ არ წარმოვთქვამთ თითოეულ ბგერას ცალ-ცალკე, არამედ მათ კომბინაციებს:
დაუკვირდით, რომ სიტყვა "დედა" ორი მარცვლისგან შედგება: დე-და
თითოეული ცალ-ცალკე წარმოთქვით. არ ჟღერს ვითომ 'დ' და 'ე'-ს ერთდროულად წარმოთქვამ?
ახლა კი წარმოთქვით დ-ე-დ-ა, განცალკავებულად. ხომ არაბუნებრივად ჟღერს? ასეთი მონაყოლის მოსმენა ძალიან გაუჭირდება მომხმარებელს.
მარცვლების გარდა, შესაძლოა უფრო რთული კონსტრუქციები იყოს, ეგ ფილოლოგებთან(?) უნდა გაირკვეს.

იდეალურად, ჩემი აზრით, ხმის სინთეზი უნდა მოხდეს.:
უნდა გაანალიზდეს თითოეული შესაძლებელი მარცვლისა და ბგერის შემადგენელი სიხშირეთა დიაპაზონი.
მოხდეს ამ სიხშირეების გენერირება პაკეტების სახით და მერე ხმად გარდაქმნა -> აუდიო გამოსავალში გაგზავნა.
ამავდროულად ხმის ტემბრის, ტონალობის, სიჩქარის შეცვლის შესაძლებლობა შეიქმნება.

ძალიან საინტერესო იქნებოდა მანქანური სწავლების და ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენება... ამ ვარიანტში, შესაძლებელია დროთა განმავლობაში, პრაქტიკით ჟღერადობის, სიმკვეთრის გაუმჯობესება და ა.შ.

მოკლედ, მე ამაში არანაირი გამოცდილება არ მაქვს, უბრალოდ რაღაც აზრები გამიჩნდა. იმედია ვინმეს გამოადგება tongue.gif

წარმატებას ვუსურვებ იმათ, ვინც ამას ხელს მოკიდებს wink.gif
* * *
მგონია, სასარგებლო იქნებოდა შემდეგი(უფასო) კურსის გავლა:
Natural Language Processing
https://www.coursera.org/course/nlangp


--------------------
- - - მჟავას ბლოგზე - - -
http://wp.me/prZPh-w9 - რა არის Arduino?
http://wp.me/prZPh-wT - არდუინო ოჯახის მიმოხილვა

http://wp.me/prZPh-eO - AVR Algorithm Builder ქართული წიგნი
http://wp.me/prZPh-ez - პირადი ცხოვრება არ არსებობს
http://wp.me/prZPh-9f - phpBB3 + GeoKBD
lasha-9
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 447
წევრი No.: 78710
რეგისტრ.: 15-December 08

გამოგზავნილია: 29 Jan 2013, 19:51  #34959048      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
DrAcid


ხო კარგი აზრია და გასათვალისწიებელია, არც დავკვირვებულვარ რო მარცვლისგან შედგება ქართლი სიტყვები, ბრწყი-ნვა-ლე, მაგრამ მემგონი ხმოვნები აკლასტერებს მარცვლებს ანუ ხმოვან ბგერას ა ე ი ო უ -ს ებმება დანარჩენი 28 ასოდან. მოოკლედ ცოტა კი ვერკვევი პროგრამირებაში და დავიწყებ გავერთობი მაინც. ალბათ პროგრაირების განყოფილებაშიც დავსვამ ამ საკითხს და იქნება მოხელისე მცოდნეები ჩაებან და გამოუსვლელი არ უნდა იყოს.

ის ვიღაცამ რო გააკეთა ინფოა და დაკარგულია არც ჩანს გადმოსაწერი ლინკი ან რამე რეალური მოკლედ ამდაგვარი ქართული ჯერ არ არსებობს ეგრე ირკვევა. ერთი კი მახსოვს რო აადრე ტელევიზორში იყო ვიღაცა ლაპარაკობდა ქართული ლინუქსი გავაკეთეთო მემგონი ubuntu გადააქართულეს და იქ ჩასვეს ეგ პროგი, ზუსტად მაგას ამბობდა იმ ინტერვიუში რო როგორც იწერება ისე იკითხებაო და მაქიდან დამამახსოვრდა. მოოკლედ ვებზე თუ არ აეწყო დაიკარგება სხვა მცდელობებივით.

მოვიცლი ამისთვის და დავდებ რაც გამოვა, ცოტა მივაკომერციალიზაციებ კიდეც smile.gif
DrAcid
cd /home/dracid/


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2847
წევრი No.: 70607
რეგისტრ.: 11-September 08

გამოგზავნილია: 29 Jan 2013, 20:07  #34959310      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
lasha-9
თუ კი ამ საქმით დაკავდები, ვფიქრობ ძალიან გამოგადგება შემდეგი კურსი:
https://www.coursera.org/course/nlangp

QUOTE
მემგონი ხმოვნები აკლასტერებს მარცვლებს ანუ ხმოვან ბგერას ა ე ი ო უ -ს ებმება დანარჩენი 28 ასოდან

ეს კი მართალია, მაგრამ კიდევ გასათვალისწინებელია რომ არა მხოლოდ მარცვლებია. აი, შენივე სიტყვის მაგალითზე:
QUOTE
ბრწყი-ნვა-ლე

დიდი განსხვავებაა ცალკე აღებულ ბ-რ-წ-ყ ბგერებსა და 'ბრწყ' კობინაციას შორის
მოდელირების გარეშე არამგონია კარგი სინთეზატორი გამოვიდეს sad.gif

QUOTE
კი მახსოვს რო აადრე ტელევიზორში იყო ვიღაცა ლაპარაკობდა ქართული ლინუქსი გავაკეთეთო მემგონი ubuntu გადააქართულეს და იქ ჩასვეს ეგ პროგი

ეგ ალბათ დიდი ხნის წინ იყო. მე რამოდენიმე წლის წინ ზუსტად ubuntu-ს გაქართულების (უკვე დაშლილ) ჯგუფში ვმუშაობდი. sad.gif(
თუ გინდა გავიკითხავ.

QUOTE
როგორც იწერება ისე იკითხებაო

ეს კი ნამდვილად ამარტივებს საქმეს smile.gif

QUOTE
მოვიცლი ამისთვის და დავდებ რაც გამოვა, ცოტა მივაკომერციალიზაციებ კიდეც

ეს კი კარგია, მაგრამ მგონია ამ ეტაპზე ჯობია open-source მოდელით იმუშაო - უფრო მეტი დამხმარე გეყოლება და (რომ რამე) ნაშრომიც არ დაიკარგება ასე უგზო-უკვლოდ როგორც დანარჩენები smile.gif
მაგალიტად, გამოიყენე github.com - ძალიან კარგი საიტია. git კარგი ვერსიათა მართვის სისტემაა, საიტი კი მოხერხებულადაა მოწყობილი როგორც ინდივიდუალური, ასე ჯგუფური მუშაობისთვის.
lasha-9
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 447
წევრი No.: 78710
რეგისტრ.: 15-December 08

გამოგზავნილია: 29 Jan 2013, 20:44  #34959879      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კი დავკავდები ინტერესი მაქვს და ეს open source ვიპოვე მგონი ჩნასახშია და ქართული ენის მხარდაჭერაც აქვს http://espeak.sourceforge.net/

თან პროგრამისტებსაც დავეკითხები საერთო რახდება ამ სფეროში სტანდარტული მიდგომა რაა, თუ არადა Excel + Macros + Html ან php და რაღაც გამოვა, თუ არ გადაიწვა პროცესორი ამდენი მაკროსების გაშვებით smile.gif
* * *
HაHაა გაახმოვანა smile.gifsmile.gifsmile.gif

რა ჯობია გამზადებულს რო წააწყდები smile.gif ვიღაცას უშრომია უკვე და დაუვიწყია. მოკლედ დავაყენე ჩავწერე დააკონვერტა და გავუშვი და მშვენიერად წაიკითხა, დაჯე ხმის გაუმჯობესების ფუნქციებიც აქვს და html-საც კითხულობს. ჩავუღრმავდები და გავარკვევ ერთი რა როგორ უნდა და ეგაა

რაის გუგლში პოლონურის არჩევა, აგერ მშვენიერად წაიღო Ka მივუთითე Select voice-ში და არ აჭიკჭიკდაა smile.gif

გავწვრთვნი ეხლა და გინებასაც ვასწავლი smile.gif
DrAcid
cd /home/dracid/


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2847
წევრი No.: 70607
რეგისტრ.: 11-September 08

გამოგზავნილია: 29 Jan 2013, 22:32  #34961813      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
lasha-9
მართლაც, რა კარგი რამე ყოფილა biggrin.gif

გაუმჯობესება რის ხარჯზე ხდება? smile.gif)
lasha-9
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 447
წევრი No.: 78710
რეგისტრ.: 15-December 08

გამოგზავნილია: 29 Jan 2013, 23:13  #34962555      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩაწერ უნიკოდით და გადააკონვერტირებს ლათინზე და გამოყობს ხმოვნებს რომლებსაც შეგიძლია ინტონაცია აუწიო დაუწიო

მაგრამ რას ვწვალობ აგერ openoffices გამზადებული ქონია პლაგინი Read_Text.oxt და ვიწერ ეხლა ამითაც ვნახავ როგორ წაიკითხავს

ეგაა რო ამ espeak-ში თუ ჩაუღრმავდები დოკუმენტაციაში html ის წაკითხვა მინდა ვასწავლო, ანუ საიტი რო გააკეთო ან ბლოგი და დააყენო ეგ ფუნქცია რო ვისაც კითხვა ეზარება დააწვეს და მოუსმინოს სტატია, აი მაგას თუ ვიზამ რო wordpress plugin გავაკეთო მერე უკვე ჰოოო smile.gif
DrAcid
cd /home/dracid/


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2847
წევრი No.: 70607
რეგისტრ.: 11-September 08

გამოგზავნილია: 29 Jan 2013, 23:24  #34962816      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
lasha-9
ჯობია ბრაუზერების დანამატები გააკეთო, რომლებიც ამას იზავენ smile.gif

კარგი იქნებოდა წაკითხვის ხარისხის გაუმჯობესება smile.gif)
xokaido
რ ა ჭ ვ ე ლ ი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3743
წევრი No.: 34442
რეგისტრ.: 7-May 07

გამოგზავნილია: 30 Jan 2013, 01:40  #34965249      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
lasha-9
ჰეიი, რა ხდება აბა მეც მაინტერესებს, რა არის ეს და როგორ ხდება მისი გამოყენება?...
GUI სოფტია თუ command line-ითაც შეიძლება რაღაცის მიღწევა?...
შეგიძლია ახსნა რას და როგორ აკეთებს ეს პროგრამა?...


--------------------
_________________________

უფალო, შეგვიწყალენ!...
_________________________
DrAcid
cd /home/dracid/


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2847
წევრი No.: 70607
რეგისტრ.: 11-September 08

გამოგზავნილია: 30 Jan 2013, 11:22  #34967474      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
xokaido
ჩვეულებრივი GUI აქვს, ტექსტს გახსნი და კითხულობს.

ასევე CLI შესაძლებლობა აქვს.
$ espeak "This is text, damn it"
ან
$ espeak -f <text file>

სრული დოკუმენტაცია აქაა:
http://espeak.sourceforge.net/commands.html
Chincha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1641
წევრი No.: 49912
რეგისტრ.: 23-December 07

გამოგზავნილია: 30 Jan 2013, 12:01  #34967899      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ქართული წამკითხველი მართლა კარგი იქნება ისევე როგორც ტექსტის ამომცნობი და კიდევ სხვა ქართული ორიგინალური პროგრამები
აგერ ქართული ეელექტრონული ლექსიკონი იმედია მალე იქნება
http://www.3dnews.ru/software-news/640792/...rce=subscribeRu
shoshia
Georgian Tuco


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2654
წევრი No.: 323
რეგისტრ.: 19-September 01

გამოგზავნილია: 19 Feb 2013, 00:52  #35255708      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
ამ 8-9 წლის წინ რემდენიმე სტუდენტი მუშაობდა მაგაზე...
არ ვიცი როგორ გააგრძელეს....

ტექსტის ამომცნობი ღია წყაროთი gocr
ვერ მოვიცალე რომ ხელი მომეკიდა
ეხლა დამარცვლას ვაკეთEბ
TEX და ქართული
მოზილა-ფაერფოქს, ლიბრეოფის-ში წესით იმუშავებს...ვორდთან ბოდიში...
დლლ შემიძლია გავაკეთო მაგრამ ვორდის პლაგინების წერა არ გამირჩევია...

თუ ვინმე ხელ მოკიდებთ კი ბატონო...წყაროებს დავდებ საიტზე..რამდენიემ ხანში

This post has been edited by shoshia on 19 Feb 2013, 00:56


--------------------
"There are two kinds of spurs my friend, those that come in by the door, and those that come in by the window."
DrAcid
cd /home/dracid/


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2847
წევრი No.: 70607
რეგისტრ.: 11-September 08

გამოგზავნილია: 19 Feb 2013, 01:33  #35256251      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
shoshia
დამარცვლა hunspell ფორმატშია? ჩვენ ადრე ჰანსპელის ღია წყაროს მართლწერის შემმოწმებელს ცწერდით და მანდაც გვჭირდებოდა.. დიდად დაგვავალებთ თუ გახსნით წყაროს smile.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0226 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]