მიტროპოლიტი ანანია - არიან-ქართლი სიტყვა "ქართველის" ეტიმოლოგია
http://saunje.ge/index.php?option=com_cont...9-54-07&lang=ruმიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) - თავი XIV. არიან-ქართლი - სიტყვა "ქართველის" ეტიმოლოგია //სვეტიცხოველი, 2011, № 2, გვ. 249-264
არიან - ქართლის ერი
აზონის მამის სამეფო - "არიან-ქართლი"
"ზემო ქვეყანათა" ქართული ადგილები - "აზონის მამული"
არიან-ქართლის აჩრდილი
არიანი-არზენი
არეზი ერქვა ასევე არაქსსაც.
ნაირი-არინა-არიან
არიან-ქართლის ეტიმოლოგია
თუ რას ნიშნავს სიტყვა "არიან-ქართლი", საერთოდ "არიანი", ანდა სად მდებარეობდა ქვეყანა ამ სახელწოდებით? ჩვენ შეიძლება გამოთქვათ რამდენიმე მოსაზრება. ვანის ტბასთან მდებარეობდა ქვეყანა "ალზი", შუპრიის ჩრდილოეთით, მდინარე ტიგროსის სათავეებთან. ამ მდინარეს ერთვის შენაკადი "კენტრიტი" მარჯვენა მხრიდან (ურმიის ტბის სამხრეთით), სადაც ცხოვრობდნენ კარდუხები, იგივე გორდიენები. ამ მდინარე კენტრიტზე უფრო ადრე მდებარეობდა ქვეყანა ხუბუშქია. მიიჩნევა, რომ ყველა ეს ქვეყნები ქართველთა წინაპარი ტომებით იყო დასახლებული, ისევე, როგორც კაბადოკია. საინტერესოა სიტყვა "ალზის” ეტიმოლოგიური ვარიაციები. ალზისაგან შეიძლება პირდაპირ მიგვეღო:
ალზი - არზი - არძი - არი - აქედან - არიან
ალზი - არზ - არზენენა
მაშასადამე, ალზი ჩვენ გვაძლევს როგორც "არიან”-ს, ისევე არზენენას. ასევე ალზი პირდაპირ გვაძლევს "არზენა" სიტყვას. არზენა, კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობით, ერქვა კლარჯეთის მხარეს. ერთი სიტყვით "ალზი" ქვეყნიდან ჩრდილოეთით ოდნავ წანაცვლებული "ალზ" ტომის ხალხის ქვეყანა შესაძლოა იწოდა "არზენად". ასევე საფიქრებელია, რომ სიტყვა "ალზი" გვაძლევს "ლაზ"-ს ანუ ლაზიკას. თუ კი გავითვალისწინებთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს XI საუკუნის ლაზიკის საეპისკოპოსოთა ჩამონათვალს, ყველა ისინი მდებარეობდნენ ტრაპეზუნტიდან ვანის ტბის მიმართულებით, ანუ იქ სადაც მდებარეობდა რეგიონი "არზენა" ანუ კონსტანტინოპოლისათვის ეკლესიურად "ლაზიკა" ტრაპეზუნტიდან ისტორიულად ალზ ქვეყნისაკენ იყო გადაშლილი. ერთი მხრივ ალზი ჩვენ გვაძლევს არიანსა და არზენენს, ასევე, ლაზიკას, მეორე მხრივ ალზი გვაძლევს "ურძ"-ს ალბათ შესაძლოა აქედან "გურძ” - "გურზ" (სირიული სახელი ქართველთა)
ალზი - ალძი - არძი - არზენენა - არზენა
არძი - არი - არიან
არძენა - არეანა - არიანა
- რძ (რბ, რჯ) ბგერათკომპლექსი ზოგჯერ იყოფა და ფუძეებში მის ნაცვლად ჩნდება - “რ” ან “ძ” (“ზ”, “ჯ”). რზ – რ. ანდა რზ – ზ.
ამიტომ არზიანა – შეიძლება მივიღოთ არიანა. კარდუხების ქვეყნის მეორე სახელი იყო - გორდიენე
გო რ დ
კ ა რ დ უ
ქ ა რ თ უ
გორდ – გორდი-ენე
კარდუ – კარდუ-ხი
ქართუ – ქართუ-ელი
მუ შ ენ
მუ შ ქი
მუ ს ხი სხ
მო ს ხი სგ
ბა ს ხი სკ
ბა ს გი შკ
მე ს ხი
მუ სკ ი
მუ შკ ი
მუ -შუ -ან, მუშქი – სვანი.
აღსანიშნავია, რომ “არტ”-”ურტ” - იყო სახელი ხალხისა, რომელიც ცხოვრობდა ალზის ქვეყანაში, ანუ იგივე მუშქები=გორდიენას ხალხი. ინგოროყვა წერს - “ზანურ (მეგრულ-ჭანურ) დიალექტებში ბგერა “რ” გადადის ბგერაში “ჯ” (თავდაპირველად რთული ბგერა: “რჯ”) - პ. ინგოროყვა, გ. მერჩულე, გვ. 437). საფიქრებელია, რომ არა ბგერა “რ” გადადის “ჯ”-ში, არამედ ჩანს პროტოქართულში არსებობდა რთული ბგერათკომპლექსი “რჯ”, რომელიც იშლებოდა ასე - “რ” და “ჯ” ; მისგან ნაწარმოებ სიტყვებში ხან ერთი “რ” ბგერა ჩანდა, ხან მეორე - “ჯ”; მაგალითად:
ხორჯი-ხოჯი
ხორი- (ხარი)
ფურჯი-ფუჯი
ფური
კლარჯი-კლარძი-კლაზი -ლაზი
კლარი
გურჯი-გური
გუჯი-(ქუჯი)
ალზ-ალძ-არძ-არჯ ფუძეებში “რჯ” - პ. ინგოროყვას აზრით, არის “თავდაპირველი რთული ბგერა”. ეს თავდაპირველი რთული ბგერა “რჯ” იშლებოდა ცალკეულ ორ “რ” და “ჯ” ბგერებად, რომელთაც ასახვა იპოვეს დიალექტებში, მაგალითად, ხარი თავდაპირველად გამოითქმოდა როგორც “ხორჯი”. ამ თავდაპირველი სიტყვიდან მიღებული იქნა სალიტერატურო ქართულის ხორი (ხარი) და მეგრულ-ჭანურის "ხოჯი" (ნიშნავს ხარს), თავდაპირველი ფორმიდან ფურჯი, ფური და ფუჯი (პ.ინგოროყვა, გვ.437). ხორჯი-ხორი-ხოჯი, ფურჯი-ფური, ფუჯი. არჯი-არი, აჯი მსგავსადვე ალძენა-არძენადან - არენა (რძ-რ) - “არენა” შეიძლება მიღებული იყოს არიან-ქართლი, ანუ ალზის ქვეყანა და ასევე ალძიკა ანუ ლაძიკა-ლაზიკა. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სიტყვა "არიანის" ("არიან-ქართლის") თავდაპირველი ფორმა იყო არჯიანი-არძიანი-არზიანი (არზიან-ქართლი).