forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (248) « პირველი ... 246 247 [248]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იურიდიული კონსულტაცია, ნაწილი VIII
baggins
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5892
წევრი No.: 91754
რეგისტრ.: 19-May 09

გამოგზავნილია: 22 Nov 2017, 14:37  #51710314      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ankamakharadze

შრომით ხელშეკრულებაში იპოთეკის ან თავდებობის ინტეგრირება არასწორი იქნება. დისტრიბუტორებთან ალბათ ცალკე აფორმებენ დამოუკიდებელ სხვა ხელშეკრულებებს ან მინდობილობებს.



--------------------
- "Can a man still be brave if he's afraid?"
-"That is the only time a man can be brave."
© Game of Thrones
ankamakharadze
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 237757
რეგისტრ.: 4-November 17

გამოგზავნილია: 22 Nov 2017, 15:12  #51710617      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE

შრომით ხელშეკრულებაში იპოთეკის ან თავდებობის ინტეგრირება არასწორი იქნება. დისტრიბუტორებთან ალბათ ცალკე აფორმებენ დამოუკიდებელ სხვა ხელშეკრულებებს ან მინდობილობებს.


შრომით ხელშეკრულებაში არა, ცალკე, თავდების განცხადების ან ხელშეკრულების სახით. სადაც თავდები კისრულობს ვალდებულებას ამა და ამ შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ზიანი აანაზღაუროს თავდებმა.
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 501
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 22 Nov 2017, 16:29  #51711283      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ankamakharadze

თავდებობა არის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. თავდები ის პირია, რომელიც სხვა პირის კრედიტორის წინაშე კისრულობს პასუხისმგებლობას მოვალესთან ერთად შეასრულოს ის ვალდებულება, რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს გააჩნია. სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის შესაბამისად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა!!!. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ზიანი არ არის აქსცესორული ვალდებულების სახე - იგი არ გამომდინარეობს არც სამოქალაქო ურთიერთობიდან. რაც მთავარია ირღვევა კეთილსინდისიერების პრეზუმცია ....

This post has been edited by Правовед on 22 Nov 2017, 16:46
ankamakharadze
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 237757
რეგისტრ.: 4-November 17

გამოგზავნილია: 22 Nov 2017, 17:28  #51711868      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ankamakharadze

თავდებობა არის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. თავდები ის პირია, რომელიც სხვა პირის კრედიტორის წინაშე კისრულობს პასუხისმგებლობას მოვალესთან ერთად შეასრულოს ის ვალდებულება, რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს გააჩნია. სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის შესაბამისად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა!!!. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ზიანი არ არის აქსცესორული ვალდებულების სახე - იგი არ გამომდინარეობს არც სამოქალაქო ურთიერთობიდან. რაც მთავარია ირღვევა კეთილსინდისიერების პრეზუმცია ....

მაშინ რას გვირჩევთ? ნოტარიუსმა შეიძლებაო და გამიკეთებიაო .. თქვენ რას გვირჩევთ,როგორ დაიზღვიოს თავი დამსაქმებელმა..
BIG DUKE
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 394
წევრი No.: 155680
რეგისტრ.: 1-November 12

გამოგზავნილია: 22 Nov 2017, 18:42  #51712439      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა, 3 კითხვა მაქვს.

1. ინდ. მეწარმედ ვრეგისტრირდები, ჩემზე არაფერია გაფორმებული და სადაც ვცხოვრობ იმ მისამართზე რომ დავრეგისტრირდე, ჩემი ოჯახის ქონებას ხომ არ შეექმენაბა რამე საფრთხე? იდეაში, ვერ წარმომიდგენია რა უნდა მოხდეს ისეთი, მაგრამ მაინც, ჰიპოტეტურადაც არ მინდა მსგავსი რამ...

2. სალარო აპარატი არ მწყობს და მაგის ალტერნატივა რაც არის, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი ანუ, როგორ მიიღება ეს დოკუმენტები და რამდენად რთული საჩალიჩოა? როგორი რაღაც მინდა იცით, კლიენთან რომ მივალ თუ აიღებს პროდუქტს, იმ შემთხვევაში რომ გავაძრო ეს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი...

3. რამდენი ადამიანის დასაქმება შემიძლია ინდ. მეწარმის სტატუსით და + მცირე ბიზნესის სერთიფიკატით?

მადლობა.
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 501
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 22 Nov 2017, 21:11  #51713465      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ankamakharadze
QUOTE
მაშინ რას გვირჩევთ? ნოტარიუსმა შეიძლებაო და გამიკეთებიაო .. თქვენ რას გვირჩევთ,როგორ დაიზღვიოს თავი დამსაქმებელმა..


მდა ... "შეიძლებაო და გამიკეთებიაო" - ჟღერს საკმაოდ აბსტრაქტულად ... მე, მაგალითად, საცილოდ გავხდიდი და ვთვლი მივაღწევდი კიდევაც ბათილობას ... ნოტარიუსის არასწორი წარმოდგენა დასადები გარიგების არსთან თუ შინაარსთან დაკავშირებით, ნების გამოვლენას რა ხელს უშლის - ნოტარიუსი ამას აქცევს ყურადღებას და შემდგომში მისი გამართლებაც ამაშია: "დაეთანხმე და მოაწერე ხელი?" - ნების ნაკლი, კანონისმიერი შესაბამისობა, კეთილსინდისიერება და ა. შ. მას არ ეხება ...

ბოდიში სუბსუმციაში გავერთე და დამავიწყდა კიდეც რა იურიდიული შედეგის დადგომას ცდილობთ.
ankamakharadze
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 237757
რეგისტრ.: 4-November 17

გამოგზავნილია: 23 Nov 2017, 14:31  #51717029      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მდა ... "შეიძლებაო და გამიკეთებიაო" - ჟღერს საკმაოდ აბსტრაქტულად ... მე, მაგალითად, საცილოდ გავხდიდი და ვთვლი მივაღწევდი კიდევაც ბათილობას ... ნოტარიუსის არასწორი წარმოდგენა დასადები გარიგების არსთან თუ შინაარსთან დაკავშირებით, ნების გამოვლენას რა ხელს უშლის - ნოტარიუსი ამას აქცევს ყურადღებას და შემდგომში მისი გამართლებაც ამაშია: "დაეთანხმე და მოაწერე ხელი?" - ნების ნაკლი, კანონისმიერი შესაბამისობა, კეთილსინდისიერება და ა. შ. მას არ ეხება ...

ბოდიში სუბსუმციაში გავერთე და დამავიწყდა კიდეც რა იურიდიული შედეგის დადგომას ცდილობთ.


მუშაკის მიერ დამსაქმებლისათვის ზიანის მიყენებისგან დაზღვევას.. ვუზრუნველყოთ ანაზღაურება.
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 501
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 23 Nov 2017, 16:07  #51717471      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ankamakharadze

გასაგებია, რომ ბიზნესი (კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტები) დიდ ყურადღებას უთმობენ სხვადასხვა რისკების თავიდან აცილებას. რაც არ უნდა ოდიოზურად გამოიყურებოდეს, დღევანდელი საზოგადოება არ გამოირჩევა მაღალი მორალური სტანდარტებით, და როგორც დამსაქმებელი ცდილობს არაორდინალურ (ამორალურს თუ არა) საშუალებების დანერგვას, ასევე დასაქმებულიც არ გამოირჩევა კეთილსინდისიერებით და წესიერებით. როგორც ვხედავთ, საქართველო ამ კლასიკური ანტაგონიზმით უკვე იხრჩობა ...

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულისგან მოსალოდნელი სავარაუდო რისკების შესამცირებლად გამოყენებულ იქნეს აქცესორული უზრუნველყოფის ღონისძიებები, რომელსაც შრომით ურთიერთობასთან არავითარი კავშირი არა აქვს. ბოლოს და ბოლოს ეს ზნეობისა და მორალის ნორმებსაც ეწინაარმდეგება.

მსურს არ გაღიზიანდეთ და ამ მაღალფარდოვნების მიღმა, რა მდგომარეობაა ქართულ სინამდვილეში, ისიც კარგად მაქვს გაცნობიერებული. ტრიბუნებიდან მეც მესმის ეს ბუტაფორიებისა და დეკორაციების კორიანტელი. თანაც ვხედავ შეკითხვას თქვენ თვითონვე გაეცით პასუხი (ახსენეთ სიტყვა "დაზღვევა") - მუშაკის მიერ წმინდა იურიდიული თვალსაზრისით, სავარაუდო რისკების კომპენსაციისთვის შექმნილია დაზღვევის ინსტიტუტი.
forex72
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 119
წევრი No.: 193636
რეგისტრ.: 9-November 14

გამოგზავნილია: 24 Nov 2017, 07:40  #51720778      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://police.ge/ge/itsvleba-martvis-motsm...is-tsesebi/6240
აქ წერია,რომ
2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 იანვრამდე.
მართვის მოწმობის შეცვლა სავალდებულო არ არის მისი მოქმედების ვადის გასვლამდე
მე ისევ 1990-ში აღებული ძველი ორ ფურცლიანი მართვის მოწმობა მაქვს და ამბობენ რომ 1 დეკემბრამდე უნდა შეიცვალოსო. ეხლა არ მცალია და ამ გვერდზე ტყუილი წერია თუ მე ვერ გავიგე სწორად რაღაც?
Морфик
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 644
წევრი No.: 49703
რეგისტრ.: 20-December 07

გამოგზავნილია: 24 Nov 2017, 09:04  #51720855      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
უნებართვო ყიდვა-გაყიდვა რითი ისჯება? უბრალოდ რომ გავყიდო რაღაცეები ინტერნეტში მაქსიმუმი რა არის სასჯელი????????????
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (248) « პირველი ... 246 247 [248]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0609 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]