Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > მესაჭიროება ექიმი სასწრაფოდ


Posted by: No_KiA 1 Dec 2011, 00:00
მოკლედ დავიღალე უკვე, ვისთან აღარ ვიყავი და რამდენი ექმის გავესინჯე მაგრამ შედეგი არანაირი არ მაქვს
მოკლედ კუჭის პრობლემა მაქვს უკვე 2 წელია, ჩატარებულ;ლი მაქვს უამრავი ენდოსკოპიური გამოკვლევა ( ბოლო 4 თვეში 5 ჯერ გადამაყლაპეს ზონდი!! ) დასკვნა: [B] დისტალური რეფლუქს-ეზოფაგიტი, კუჭის კარდიალური ჟომის პირველი ხარისხის ნაკლოვანება, ქრონიკული ჰიპერტროფიული გასტრიტი ზედაპირული გამქვავებით, დუოდენალური რეფლუქსი, კუჭის ანტრალური ნაწილის ლორწქვეშა პოლიპური წარმონაქმნი, ეროზიული ბულბიტი.
ერთის შეხედვით უსაშველო და განუკურნებელი არაფერი არ მჭირს და ვისთან აღარ ვიყავი სამკურნალოდ, ჯერ ჯიპიას კლინიკა (კურაციოს) ექიმები, მერე ვოვა შენგელიძე, მერე ტატიშვილის კლინიკაში დავით ნემსაძე, შემდეგ რესპუბლიკურში კოტე მაისაია, ვსვავდი უამრავ წამლებს, ანტიბიოტიკებს ეკიმების მიერ დანიშნულს , წამლების ჩამოწერას არ დავიწყებ რადგან ძალიან ბევრია და ვიცი თავს შეგაბეზრებთ მისი წაკითხვით, საბოლოო ჯამში ფაქტია ისაა რომ დღესდღეობით მაქვს საშინელი ტკივილები , მაქვს მომატებული მჟავიანობა , რაც საშინელ ძმარვას და ტკივილებს იწვევს, განსაკუთრებით- წოლის დროს ან თუ ვზივარ. ერთი სიტყვით უარმავი გადაყრილი ფული ექიმებში, კონსულტაციებში, გამოკვლევებში , წამლებში და საბოლოო ჯამში შედეგი არის ნოლი.
ვიინმემ იკნება მირჩიოთ როგორ მოვიქცე , თუ იცით უკეთესი ეკიმები ვინც საფუძვლიანად შეისწავლის ჩემს პრობლემებს და საბოოლო ჯამში მომიხსნის ამ პრობლემებს.
ბალახებით მკურნალობაზეე რაიმეს თუ მირჩევდით, დათო ვასაძე მირჩიეს არ ვიცი რამდენაად შეძლებს მორჩენას, თუ იცნობთ მის საქმიანობას და რამდენად მიზანშეწონილია მასთან მისვლა, ან სხვა ვინმე პროფესიონალი ექიმი იკნება მირჩიოთ
მადლობა წინასწარ გამოხმაურებისთვის.

Posted by: monchita 1 Dec 2011, 01:23
No_KiA
გარდა წამლებისა, ამ პათოლოგიის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიეტას, წამლები კი დაგიქვეითებდა მომატებულ მჟავიანობას, მაგრამ კვებითაც თუ არ შეუწყე ხელი- გამორიცხულია შედეგის მიღება, მით უმეტეს ქრონიკულ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. ექიმს რაც შეეხება, თოდუაში მიდი- მამუკა გურგენიძესთან, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია და უკმაყოფილო არ დარჩები.

Posted by: matilda123 1 Dec 2011, 01:46
No_KiA
QUOTE
ოკლედ დავიღალე უკვე, ვისთან აღარ ვიყავი და რამდენი ექმის გავესინჯე მაგრამ შედეგი არანაირი არ მაქვს
მოკლედ კუჭის პრობლემა მაქვს უკვე 2 წელია, ჩატარებულ;ლი მაქვს უამრავი ენდოსკოპიური გამოკვლევა ( ბოლო 4 თვეში 5 ჯერ გადამაყლაპეს ზონდი!! ) დასკვნა: [B] დისტალური რეფლუქს-ეზოფაგიტი, კუჭის კარდიალური ჟომის პირველი ხარისხის ნაკლოვანება, ქრონიკული ჰიპერტროფიული გასტრიტი ზედაპირული გამქვავებით, დუოდენალური რეფლუქსი, კუჭის ანტრალური ნაწილის ლორწქვეშა პოლიპური წარმონაქმნი, ეროზიული ბულბიტი.
ერთის შეხედვით უსაშველო და განუკურნებელი არაფერი არ მჭირს და ვისთან აღარ ვიყავი სამკურნალოდ, ჯერ ჯიპიას კლინიკა (კურაციოს) ექიმები, მერე ვოვა შენგელიძე, მერე ტატიშვილის კლინიკაში დავით ნემსაძე, შემდეგ რესპუბლიკურში კოტე მაისაია, ვსვავდი უამრავ წამლებს, ანტიბიოტიკებს ეკიმების მიერ დანიშნულს , წამლების ჩამოწერას არ დავიწყებ რადგან ძალიან ბევრია და ვიცი თავს შეგაბეზრებთ მისი წაკითხვით, საბოლოო ჯამში ფაქტია ისაა რომ დღესდღეობით მაქვს საშინელი ტკივილები , მაქვს მომატებული მჟავიანობა , რაც საშინელ ძმარვას და ტკივილებს იწვევს, განსაკუთრებით- წოლის დროს ან თუ ვზივარ. ერთი სიტყვით უარმავი გადაყრილი ფული ექიმებში, კონსულტაციებში, გამოკვლევებში , წამლებში და საბოლოო ჯამში შედეგი არის ნოლი.
ვიინმემ იკნება მირჩიოთ როგორ მოვიქცე , თუ იცით უკეთესი ეკიმები ვინც საფუძვლიანად შეისწავლის ჩემს პრობლემებს და საბოოლო ჯამში მომიხსნის ამ პრობლემებს.
ბალახებით მკურნალობაზეე რაიმეს თუ მირჩევდით, დათო ვასაძე მირჩიეს არ ვიცი რამდენაად შეძლებს მორჩენას, თუ იცნობთ მის საქმიანობას და რამდენად მიზანშეწონილია მასთან მისვლა, ან სხვა ვინმე პროფესიონალი ექიმი იკნება მირჩიოთ
მადლობა წინასწარ გამოხმაურებისთვის.

ვოვა შენგელიძე მართლა კარგად მკურნალობს , მაგრამ ბოლომდე უნდა მიყვე მაგის სქემას. თუმცა მინდა გითხრა, მკურნალობის დროს დანიშნულ პრეპარატებს უკუჩვენებაც აქვთ. მე მაგალითად კვამატელმა ისეთი ტკივილები მომცა , (ზუსტად წოლის დროს იჩენდა თავს, მასეთი ტკივილი წყლულის დროსაც არ მქონია..) ორჯერ კინაღამ გული წამივიდა ტკივილისგან . კიდევ კარგი ხანმოკლე იყო და ფეზე რომ ვდგებოდი და დიდი რაოდენობით წყალს(მინერალურს) ვსვამდი, ნელნელა რედუცირდებოდა.
არსებობენ მედიკამენტები, რომლებსაც საკმაოდ ცუდი გვერდითი ეფექტები აქვთ, შესაძლოა შენს შემთხვევაშიც ასეა.

Posted by: Masked 1 Dec 2011, 02:05
No_KiA

გაკეტებული არის ჰელიკობაკტა პილორის გამოკვლევა?

Posted by: No_KiA 1 Dec 2011, 11:42
დიეტასაც ვიცავ კი რათქმაუნდა, არანაირი ცხიმიანი საჭმელები შემწვარ მოხრაკულები და მჟავე მწარეები , ანუ ვიცავ ზუსტად დიეტას .
Masked
კი გაკეთებულია და არაფერი სერიოზული არ მქონდა.
matilda123
თვე , თვენხევარი რომ შედეგს არ გაძლევს მკურნალობა რაღა გაყოლა უნდა, გარდა მაგისა მივედი ხელმეორედ და შემიცვალა წამლები თან საპირისპირო დამინიშნა ეს არ უნდა დამენიშნაო , მაგაზე საერთოდ გამაგიჟა რაღას მინიშნავდა თავიდან. ...
* * *
განსაკუთრები უკუჩვენება მაქვს ხოლუდექსანზე, ვინმეს მიგიღიათ ეს პრეპარატი? როგორ მოქმედებდა თქვენზე

Posted by: matilda123 1 Dec 2011, 22:42
No_KiA
მოკლედ, მე ასე მივხვდი რომ შენ მარტო კუჭის კი არა ნაღვლის ბუშტის პრობლემაც გაქვს. და საერთოდაც მუცლის ღრუში ერთი ორგანოს ფუნქციის მოშლას სხვაც მიყვება( კუჭი, პანკრეასი, ნაღვლის ბუშტი). Xოლუდექსანი სანაღვლე გზების, ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის პრეპარატია. თუმცა მწვავე ანთებების დროს უკუნაჩვენებია.
ასე მარჩიელობით არაფერი გამოვა. უნდა მიხვიდე საავადმყოფოში და არა ცალკეულ ექიმებთან, იქ არის უფრო მეტი საშუალება ყველანაირი გამოკვლევის ჩატარებისა. ადრე რესპუბლიკურში იყო გასტროენტეროლოგიური განყოფილება, ალბათ ეხლაც არის.
წარმატებები.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)