Snes ის არგუმენტი, რომ ვიღაცას ეს მოსწონს, ვიღაცას ის, ვიღაც ტვ-ს დინამიკებით უსმენს კინოს და ბედნიერია დავივიწყოთ, რადგან კინოს ხმის მიქშირება არსებითად განსხვავდება მუსიკის მიქშირებისგან, ის ექვემდებარება (უნდა ექვემდებარებოდეს) თავის სტანდარტებს. კინოში ყველა ხმის მიქშირება ხდება ისე, რომ ე.წ. მთავარი მაყურებლის ადგილზე იყოს 85 დეციბელი, ანუ ამ ხმაზე მივიღებთ იდეალურად ყველა ხმას, დაწყებული ბუზის გაფრენიდან დამთავრებული დივას არიით მე-5 ელემენტში, ხოლო ისეთი სპეცეფექტებისთვის, როგორიცაა სროლა, ჭექაქუხილი, მიწისძვრა და ა.შ. ემატება კიდევ 18-20 დეციბელი, ანუ ჯამში გამოდის 105 დეციბელი. რა თქმა უნდა სახლის პირობებში ხმას 85 დეციბელზე თითქმის არავინ უწევს, მაგრამ ეს შინაარს არ ცვლის. HiFi აკუსტიკა არსებითად არ იქმნება ხმის ასეთი ექსტრემალური ცვლილებებისთვის, როცა არის თითქმის სიჩუმე და უცებ ბომბი სკდება 105 დეციბელზე.
თუ კინოსთვის წარმოებული დინამიკის სიმძლავრე არის 92-95-იდან 115-125 დეციბელამდე, HiFi-სთვის ეს მაჩვენებელი 85-105 დეციბელზე მერყეობს, ანუ ექშენი ფილმის ყურებისას დინამიკი მისი შესაძლებლობის მაქსიმუმზე მუშაობს, რაც ყველა ვარიანტში არტეფაქტებს გამოიწვევს.
საუნდბარი (ბიუჯეტური) რატო არ ვარგა მუსიკისთვის, შენი დინამიკები დააწვინე, ერთმანეთს მიადე და მოუსმინე, მერე ისევ თავის ადგილზე გაშალე და ისევ იგივეს მოუსმინე, ვფიქრობ პასუხსაც მიიღებ
(პრიმიტიული მაგალითია, მაგრამ მაინც
)