სალამი და გამარჯობა... კეთილი იყოს ჩემი ფეხი ბიტებში და ბაიტებში.
ერთ მშვენიერ დღეს, გადავწყვიტე დამეუფლებინა ჩემთვის სრულიად უცხო და ახალი სფერო. ვგულისხმობ პროგრამირებას.
ნუ, როგორც ყველა დამწყები და ნუბი, ჯერ გადავხედე ზოგადად რა ხდება ფრონტზე.
იმისათვის, რომ ცოტა უფრო ადვილად შევუერთდე ტუსოვკას და მივხვდე რა როგორ ხდება, ავირჩიე Python - ენა.
იმ ადამიანისთვის, ვისაც აქამდე არ ქონია არანაირი შეხება პროგრამირებასთან, შემიძლია აღვნიშნო, რომ იმაზე მეტად საინტერესოა, ვიდრე შორიდან ჩანს. მეგონა რომ რაღაც, სუპერ ფიზიკა - მათემატიკური კრაფტია. ზეპირად თუ ვერ გამოთვლი ხომალდის მთვარეზე დაჯენის ტრაექტორიას, ალბათ აზრი არ აქვს ამ კერძის არათუ დაგემოვნებას, სუნით ტრფობასაც კი.
ეგრე მეგონა.
რამდენი ხანია რაც ჩავუჯექი... ალბათ 2-3 კვირაა. ჩემით, უნი და ონლაინ კურსების დრო არ მაქვს ამ ეტაპზე. "წიშე იეძიშ დალშე ბუძიშ" სამაგიეროდ
რაც ამ დროის ფონზე გავიაზრე, არის ის, რომ :
პრაქტიკა და ვარჯიში პირველია, ყველაზე მთავარი.
რაიმეს დაზუთხვა - ფუჭი დროის ხარჯვაა. აქტიურად განვითარებადი სფეროა და გუშინ ნასწავლი დღეს ახალი მეთოდებით იხსნება. შესაბამისად, საჭიროა არსის და პრინციპის დამუღამება. არა იმის შაბლონად შენახვა გონებაში, რომ ასე იხსნება. არამედ არსის გააზრება, რატომ ხდება ეგრე.
არ უნდა იჩქარო, როგორც პირველ კლასში ვწერდით ერთ ფურცელზე ერთ ასოს, ეგრე იჯდე და წერო შენთვის. დაგროვილი ბაგაჟის ფონზე, იფანტაზიორო. რამე მოიგონო და ამოხსნა.
თუ დაუჭერ მუღამს და მოგეწონება, რატომაც არა.
მე მაგალითად ამ 2-3 კვირაში, ვისწავლე რომ "პაითონი" ურთიერთქმედებს და ყველაფერს აღიქვამს, როგორც ობიექტებს. ცვლადები ვისწავლე, არითმეტიკული და მინიჭების ოპერატორები, ლოგიკური ოპერატორები. სპეციალური ოპერატორები. პირობის ოპერატორები, ციკლის ოპერატორები. ასევე ფუნქციები.
ცოტა ხანში სიებზე გადავალ, კორტეჟებზე და ა.შ
ამ დროისთვის ჩემით შემიძლია გავაკეთო ეგეთი რამეები:
import random
random=random.randint(1,100)
rand = random
progrun=True
while progrun:
guess = int(input("გამოიცანი : "))
if guess == rand:
print("მალაძეც !!! ")
progrun=False
elif guess < rand:
print("ვირა.")
else:
print("მაინა.")
print("აბა ჰე...)")
„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„„
name=str(input("sheiyvanet saxeli: "))
x=float(input(str("sheiyvanet simagle: ")))
y=float(input(str("sheiyvanet wona: ")))
bmi=y/x**2
print(bmi)
if bmi<25:
print("ok")
elif bmi==25:
print("perfect")
elif bmi>25:
print("ouch")
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
კეთილ რჩევებს სიამოვნებით მივიღებ.
უფრო კეთილ რჩევა-დარიგებებსაც.
იყოს აქ, ჩემს პროგრესს დავაფიქრისებ ხოლმე. იქნება სხვამაც დააფიქსიროს. თავისი პროგრესი