დიდი ხანია ამ თამაშის შესახებ ვიცოდი, მაგრამ ძალიან ძვირი იყო და რა ვიცი, არ იქცევდა ჩემს ყურადღებას.
1 კვირის წინ იუფლეიდან მეილი მომივიდა რომ ფასდაკლება გვაქო და 3 ევროდ იყო Division 2.
მეთქი, ჯანდაბას, ნორმალური შუტერია და ონლაინ ვითამაშებ, 9 ლარი რაღაა.
გადმოვწერე.
გადმოვწერე და რა გადმოვწერე.
1. შინაარსი
არაფერი დიდი შინაარსი. ვირუსი გაავრცლეს, ბლა ბლა, საზოგადოება ჩამოიშალა, ყველა სტრუქტურა გაჩერდა, ხალხი დაინფიცირდა, დაიხოცა, ქაოსი, ანარქია ბლა ბლა ბლა.
2. გეიმფლეი
ძალიან დახვეწილი. 1 კვირაა ვთამაშობ არანაირი ბაგი არ შემხვედრია.
ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ ჭკვიანია და არაა იოლი მოსაგერიებელი. მეცხრე ლეველი ვარ და უკვე სერიოზულად მიჭირს ზოგ მისიაზე. ვცდილობ ყველაფერი დავიხმარო: გაზის ბალონები, ყუმბარები, მეტოქის ზურგში ფარულად გადანაცვლება და ა.შ.
დუუმს ან ნებისმიერ ტვინმკვდარ შუტერს (ეჰმ ეჰმ... COD) არაფრით არ ჰგავს. პროსტა კლიკით და ჰაერში სროლით ვერაფერს გააწყობ.
ცოტა წაუ-survival-ებს, და არის რესურსების გროვება და ა.შ. თუმცა სტალკერს არ ჰგავს იმით, რომ შეიძლება ტყვია-წამლის გარეშე აღმოჩნდე შუა გზაზე. ტყვიები ყოველთვის გაქვს, მაგაზე ნერვიულობა არ გიწევს. (ყოველ შემთხვევაში მეცხრე ლეველის ჩათვლით).
გეიმფლეი არის ამ თამაშის მთელი მუღამი ჩემი აზრით: მოცემულია ვაშინგტონის უბანი. თანაც ზუსტი. არავითარი დაპატარავებული ან ადაპტირებული. არა. ზუსტად აიღეს ვაშინგტონის ცენტრალური უბნები და გადმოიტანეს თამაშში. (ყოველშემთხვევაში ასეა ნათქვამი, მე არ ვარ ვაშინგტონში ნამყოფი). და საკმაოდ დამაჯერებელიცაა. აქ კიდევ ერთი მომენტია, თამაშს ეტყობა რომ ბლომად ფული ჩააყარეს. აი, ბლომად. ქუჩები არის საოცრად ცოცხალი და უკანასკნელ წერტილამდე დეტალიზებული. არცერთი აგური და არცერთი ნაგლეჯი არ გდია სადმე ისე უბრალოდ, ლეველ-დეველოპმენტისთვის. მართლა ისეთ შეგრძნებას ტოვებს რომ აქ იყო ცოცხალი ქალაქი, მერე გაიარეს ჯარებმა, მერე იყო სამოქალაქო ომი და ახლა არის ქაოსი. გრაფიტები, ფურცლები, ნაგლეჯები, საღებავები, ნანგრევები, მცენარეები - საოცრად დეტალიზებული სამყაროა.
დადიხარ ამ ვაშინგტონის ქუჩებში და ჩალიჩობ შენთვის: აგროვებ რესურსებს, სხვადასხვა ინფორმაციას, ასრულებ პატარ-პატარა დავალებებს.
თამაში არის ნაწილობრივ შუტერი და ნაწილობრივ MMRPG - შეგიძლია მოიწვიო მეგობრები ფართიში და ერთად ასრულოთ მისიები. ძალიან იოლია ეს ამბავი. თუ ადამიანი გყავს ფართიში, მაშინვე შეგიძლია მასთან გაჩნდე. WOW-ის მსგავსად კილომეტრების გავლა არ გიწევს არანაირად. სამყარო დიდია მაგრამ ყველაფერი რაღაცნაირად ახლოსაა ერთმანეთთან. გზაში არ გეხარჯება დრო. არის Fast Travel-იც, რა თქმა უნდა, კონკრეტულ წერტილებში.
3. გრაფიკა.
საოცრად კარგი. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ულამაზესი თამაშია. დღეს ბევრი თამაში არსებობს თვალწარმტაცი ვიზუალებითა და ხედებით, მაგრამ აქ დილის თბილი და ღამის ცივი ფერები რაღაცნაირად იდეალურ ჰარმონიაში არიან ერთმანეთთან. ჩემს სკრინშოტებს დავდებ, რომელიც ულტრა დონეზე არაა დაყენებული და იქიდან გამომდინარე თავადაც შეძლებთ დასკვნების გამოტანას.
4. ანუ რა მინდა
თამაშობთ თუ არა ვინმე და ხომ არ გვეთამაშა ხოლმე ერთად? 1 ძმაკაცი მყავს და ის არ მეთამაშება. მეტი მეგობრები არალი
ცოტა კაი კომპი კი გჭირდებათ ამის კარგად გასაქაჩად.
ჩემი სტატები:
i5 9400f
GTX 1070
24 GB RAM
High-ზე მიყენია სეთინგები და 55 ფპს უჭირავს მყარად გარეთ. შიგნით შენობაში ან რამე ეტაპში 60.
გამომდინარე იქიდან რომ ბევრი მოძრაობა არ გიწევს (ფეხით დადიხარ რა) 55-სა და 60-ს შორის განსხვავება თითქმის შეუმჩნეველია.
თემა აქ გავხსენი იმიტომ რომ ეს თამაში არც შუტერია და არც MMRPG - ორივეა ერთდროულად, ჰოდა ადმინმა წაიღოს საითაც ჩათვლის საჭიროდ.