#54754295 · 3 Jun 2019, 15:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რომელ გრაფიკულ გარსს ან WM-ს იყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში თქვენ რჩეულ დისტროზე?
რა კრიტერიუმებით ირჩევთ და ანიჭებთ უპირატესობას სხვებთან შედარებით?
ან იყენებთ თუ არა საერთოდ? ( ანუ CLI-ს ხომ არ არჩევთ )
Window Manager-თან მუშაობას გამოცდილება მე პირადად არ მაქვს, რადგან მხოლოდ i3 WM-სთან მქონდა მცირეხნიანი ურთიერთობა, ამიტომ ვისაც შეხება გქონიათ დაწერეთ
რაც შეეხება გრაფიკულ გარსებს მეტნაკლებად ცნობილები ჩამოვწერე, რომელთაგანაც თითქმის ყველა გამომიყენებია არაერთხელ და თითქმის ყველა პოპულარულ დისტროზე.
როგორც წესი ზოგიერთი დისტრო Default- ად რომელიმე კონკრეტულ გრაფიკულ გარსს იყენებს მაგ. რამდენადაც მახსოვს Ubuntu ძველად gnome-ს იყენებდა. შემდეგ ერთი პერიოდი Unity-ს და ბოლო ვერსიებში ისევ gnome-ს.
Fedora სულ Gnome-ის ერთგული იყო მგონი, თუმცა სხვა გრაფიკული გარსების მხარდაჭერაც აქვს ( xfce, mate, KDE და ა.შ. )
Manjaro xfce 4-ს იყენებს, თუმცა აქაც ანალოგიურად სხვა გრაფიკული გარსებითაც შეიძლება საინსტალაციოს გადმოწერა ან შემდგომში დაყენება
Arch Linux -ზე რომელიც გაგიხარდება იმას დააყენებ :დ
უშუალოდ თითოეული მათგანის აღწერას რაც შეეხება მოკლედ დავწერ პირადი გამოცდილებიდან და იმედი მაქვს უფრო მცოდნე ხალხი შემისწორებს და შეავსებს, როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებს
KDE - თავიდანვე მოყვება ორ ისეთ ცნობილ დისტროს, როგორებიცაა Opensuse და Kubuntu ( KDE + UBUNTU )
ერთ-ერთი ყველაზე ახალი და ლამაზი, თუმცა რესურების მოხმარებითაც გამორჩეული
თუ კომპის მონაცემები ხელს გიწყობთ მშვენიერი ვარიანტია
MATE - შედარებით მოძველებული ( Gnome 2 -ზე დაფუძნებული ) , თუმცა რესურსების მხრივ შედარებით ეფექტური
Gnome 3 - ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული გრაფიკული გარსია, რადგან უამრავი პოპულარული დისტრო defaultad სწორედ მას იყენებს.
ვიზუალურად მშვენიერია, მარტივიცაა, მრავალფუნქციურიც, მაგრამ რესურსებს ესეც საკმაოდ მოითხოვს
Xfce 4 - მსუბუქია და შესახედადაც არაუშავს. ჩემთვის ფავორიტი გარსია, რადგან რესურსს ბევრს არ მოითხოვს და ფუნქციურიც არის.
LXDE - აქ ჩამოთვლილთაგან ყველაზე ეფექტურია რესურსების მოხმარების თვალსაზრისით და უდავოდ შეუცვლელია სუსტი და მოძველებული კომპიუტერებისთვის, თუმცა არცთუ საამო საცქერია...
--------------------
+-(mc²)ф(√)
---------------------------
A lonely soldier in a dubious battle
|