Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > რეგიონალური ლიგა


Posted by: Gio_G83 23 Aug 2017, 13:10
შიდა ასპარეზი
რეგიონალური ლიგა (დასავლეთის და აღმოსავლეთის ჭიდილი)
რეგიონალური ლიგა ტრადიციულად ორ ზონად - დასავლეთი და აღმოსავლეთი ტარდება. ზონების ორ საუკეთესოს შორის იმართება ორმატჩიანი პლეიოფი, საუკეთესო ავტომატურად იკავებს ადგილს პირველ ლიგაში, ხოლო დამარცხებული ორმატჩიან დუელში არკვევს პირველი ლიგის მეორე საგზურის ბედს, რომლის დაცვასაც პირველი ლიგის ბოლოსწინა ადგილოსანი ეცილება.
შარშანდელ სეზონში:
დასავლეთში დიდი ბრძოლა გაიმართა - ოზურგეთის არწივებს, ბოლო ტურამდე ქედის ფირალები კვალში ედგნენ, მათგან არც ისე შორს იყო ფოთელი კოლხი რაინდებიც, შედარებით ჩამორჩა ახალბდედა ტაო სამცხე-ჯავახეთიდან. ჭიათურლებმა და წყალტუბოელებმა კი ზემოთხსენებული ოთხეულისთვის კონკურენციის გაწევა ვერ შეძლეს, ყველას კი ვანი და ქობულეთი ჩამორჩა. მოხდა ისეც რომ ბათუმის გუნდი შუა სეზონში მოიხსნა გათამაშებიდან.
აღმოსავლეთში თავიდანვე გამოიკვეთა იუნკერების ამბიციები და მარათონში დაწინაურდნენ, თუმცა კვალში თელავის ორი გუნდი სეზონის ბოლომდე ედგათ - ჭადარი და კახელები, დუშეთის წარმოამდგენელი პერიოდული გმაონათებების მიუხედავად ვერ აღმოჩნდა მოწინავე სამულის კონკურენტი. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ თსუ, გორდა (გორი), დევები და წიქარა უფრო საკუთარი სიამოვნებისთვის თამაშობდნენ ვიდრე მაღალი მიზნებისთვის.
წინაწლების მიხედივთ რეგიონალურ ლიგას გუნდები ხან ემატებოდა და სამწუხაროდ აკლდებოდა კიდეც, რის მაგალითია: ბათუმი XV, საჩხერის ჯრუჭი, სართიჭალის ლომები, სენაკის ჯიხა, ჩაქვის მეკობრეები, სტეფანწმინდის ტორნადო-ზვავი, თსსუ_ს მარბიელი, წლევანდელ განაცხადში აღარ ჩანს წიქარა (თბილისი), თელავის გუნდები გაერთიანდნენ, თუმც მატებაც აღინიშნა: ზესტაფონის არწივებისა და მცხეთის იბერიის სახით.
წლეულს ზონებად ასპარეზობენ - აღმოსავლეთში: ორი თბილისური გუნდი - სტუ და დევები, თელავიდან ცივი, გორდა გორიდან, ტორნადო დუშეთიდან და იბერია სპორტუნი მცხეთიდან. დასავლეთ ზონაში კი იასპარეზებენ: ფირალები ქედიდან, კოლხი რაინდები ფოთიდან, ტაო სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელი, ვოლო იმერეთიდან ოთხი სხვადასხვა რაიონის თითო გუნდი: წყალტუბო, ჭიათურის სარაგბო სკოლა, აიეტი ვანიდან და ახალბედა ზესტაფონის არწივები.

საჭირო ბმული
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Regionuli/



Posted by: crusaders 23 Aug 2017, 13:19
Gio_G83
QUOTE
წინაწლების მიხედივთ რეგიონალურ ლიგას გუნდები ხან ემატებოდა და სამწუხაროდ აკლდებოდა კიდეც, რის მაგალითია: ბათუმი XV, საჩხერის ჯრუჭი, სართიჭალის ლომები, სენაკის ჯიხა, ჩაქვის მეკობრეები, სტეფანწმინდის ტორნადო-ზვავი, თსსუ_ს მარბიელი, წლევანდელ განაცხადში აღარ ჩანს წიქარა (თბილისი), თელავის გუნდები გაერთიანდნენ, თუმც მატებაც აღინიშნა: ზესტაფონის არწივებისა და მცხეთის იბერიის სახით.

ამას ბევრი მიზეზი აქვს. მთავარი ფინანსებია.
საკმაოდ დიდი თანხა ჭირდება გუნდს.

Posted by: Gio_G83 23 Aug 2017, 13:31
crusaders
QUOTE
ამას ბევრი მიზეზი აქვს. მთავარი ფინანსებია.
საკმაოდ დიდი თანხა ჭირდება გუნდს.


კი, ეგრეა
და მეც მანდ ვარ მუნიციპალიტეტი ერთ გუნდს რომ ვერ შეინახავს, აი მანდ
smile.gif
არაერთი რაიონია ურაგბოდ
სამწუხაროდ (ჩემდა)


და აქაც...
https://forum.ge/?showtopic=34823091&view=findpost&p=46671449
საკამოდ შეიძლება გაგრძელება
smile.gif
შენ მაინც იცი

Posted by: lepori 23 Aug 2017, 16:12
QUOTE
თელავის გუნდები გაერთიანდნენ

წესით უნდა მოიგონ წელს,
სახელი კი არ უვარგა მარა, გუნდი კარგი უნდა გამოვიდეს

Posted by: Gio_G83 4 Sep 2017, 14:06
რეგიონალური ლიგის აღმოსავლეთი გათამაშებაში უახლეოს შაბათ-კვირას ჩამბმევა, მანამდე კი დასავლეთმა მოთელვა დაიწყო:

ფოთელები ზესტაფონს ესტუმრნენ და 52:0 იმარჯვეს, რათქმაუნდა პრემიაც მიითვალეს, მომდევნო ტურში კი ვანელებს მიიღებენ,
რომლებიც თავის მხრივ პირველ ტურში (შინ) 8:55 დამარცხდნენ ტაოსთან, სამცხელებმა პრემია მიითვალეს
არც მესამე მატჩი იყო პრემიალური ქულის გარეშე, ოღონდ აქ ჭიათურასთან სრუმრად ჩასულმა და 15:21 დამარცხებულმა წყალტუბომ იხეირა

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Regionuli/

Posted by: Gio_G83 15 Sep 2017, 14:14
საგულისხმო მე-2 ტური გვქონდა დასავლეთში

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Regionuli/

მეორე მატჩი მოიგო ტაომ - 22:21 დაამარცხა ჭიათურა, დამარცხებულს ნუგეში ხვდა წილად
პირველი მატჩი ითამაშა ქედამ და ახალბედა ზესტაფონი უქულოდ დატოვა 29:0 - წელს ზესტაფონ ძალიან გაუჭირდება
არც ვანელებს ექნებათ დალხინეული მარათონი - ფოთელებმა 27:0 იმარჯვეს - ეტყობა სერიოზულად დაფიქრდნენ პირველ ლიგაში დაბრუნებაზე

ხვალ კი
ვანში ფირალები ჩავლნენ
წალტუბო ტაოს უმასპინძლებს
ზესტაფონი დაისვენებს,
ხოლო ფოთელები ჭიათურაში მოსინჯავენ საპირველლიგო ამბიციებს



აღმოსავლეთში:
პირველი ტური შედგა სადაც "გახსნით" მატჩში მეგობრობამ იმარჯვა - იბერია 13:13 სტუ
მეორე დღეს კი გორდამ ტორნადო დაამარცხა 16:10 და დუშელებს ნუგეშიღა ხვდათ წილად და
შინ მარცხისთვის ასევე ნუგეშს დასჯერდნენ დევები 14:18 თელავი

ხვალ
სტუ დევებს დახვდება
იბერია ტორნადოს მიიღებს
თელავს კი ტორნადო ეწვევა



პ.ს.
გორდა "გა_გორე-რებული" ჯიქის ადგილობრივი "ფარმ" კლუბია, წამოზრდილი ბიჭებით - ამბიციებით და მუნიციპალიტეტის დაპირებებით (რომელიც ახდენილი მე ვერ მახსენდება)
ცივი თელავური რაგბის ნაკრებია, ასევე მუნიციპალურ-გუბერნიული მხარდაჭერის იმედად (ვნახოთ)
სტუ იმედია წელს 23 თუ არა 15+1/2/3 კაცს ყოველ მატჩზე შეაგროვებს
იბერიასპორტუნი რამდენად მცხეთურია არ ვიცი, მარგამ თუ ბოლნის, მარნეულ, გორულ ამბავივითაა და მუნიციპალური დახმარება(ც) იქნება ხომ კარგი
დევები smile.gif ქართული რაგბის კოლორიტული კლუბი - დიდი10_ის ამბიცია ნაკელბად, მარგამ კარგი ტონი უდავოდ
დევებივით არც ტორნადოს აქვს რამდენადაც მახსოვს დიდი10_ში ასვლის ამბიცია, მარგამ ენორმეს დაველოდოთ - სიახლეს ის გვეტყვის smile.gif

წელს მე მგონია რომ თელავის ნაკრებსა და ჯიქის ფარმს შორის გამარჯვებულს დასავლური ბარიერის გადალახვა გაუჭირდება, რადგან:

თუ ზესტაფონი ახალბედაა და ვანელებიც ასაკობრივებიდან ბიჭების დაზრდა შევსებას ელოდებიან, წყალტუბო კი კვლავ ცდილობს, ჭიათურელებს საჩხერლები წაეშველნენ, მას შემდეგ რაც საკუთარი გუნდი ვეღარ ჰყავთ .
ფირალები ამბიციურად გამოიურებიან და ეს სასიამოვნოა, ისევე როგორც სამცხე-ჯავახური ტაო, თუმცა აქ უპირველეს კანდიდატად მე მაინც კოლხი რაინდები მგონია.
ფოთელების პრობლემა რამდენიმეა, თუმც ზოგიერთ მხრივ სხვებზე ბევრად წინ არიან:
პრობლემები:
- ის რაც ყველას რაიონებში - დემოგრაფია: საფესტივალო, "ბ" და "ა" ლიგაში გაზრდიან ბავშვებს, ბავშვები დაამთავრებენ სკოლას და დიდი ნაწილი უკვე სტუდენტის სტატუსით დედაქალაში ჩამოსული ხშირად ვერც აქ იკიდებს მორაგბედ ფეხს და ვერც მშობლიურ კლუბს ეხმარება
- ფინანსები: მართალია ქალაქი ბიუჯეტი, როგორც სპორტსოკლას ეხმარება, მარგამ ვერ-საკმარისად, კერძო სექტორი კი რომ ჰკითხო ფოთში მარტო ფეხბურთზეა შეყვარებული
აქტივი:
- ფოთი სპორტული ქალაქიაო, ეგრეც არის აქ სპორტი არის ყველგან მაგრამ მთალდ პროფესიულ დონემდე თითქმის არსად, ამიტომ ბავშვების ნაკადი პიკასოს ჰყავს + სენაკში დაშლილი გუნდიდან უახლოესი ტალკვესი ფოთია
- მალთაყვის უიდეალურესი მინდორი + იქვე კომპაქტურად დასახლებული დევნილები, ვისთვისაც რაგბი არც თუ უმნიშვნელო რამაა
- ახალი სტადიონი ქალაქში, სამწუხაროD (ჯერ) მაღალი ლიგის ბინადრის გარეშე- ერთხლ თქვა მხატვარმა არ მინდა დიდი10_იო (როდესაც 2-3 ჯერ ერთ ნაბიჯში იყო ამ მიზანთან) - ვერც ფიანსურად გავქაჩავთ და ვერც ადამიანური რესურსითო
მაშინ ალბათ მინიმუმ სენაკს,, აბაშას ხობს, ლანჩხუთს უნდა ჰყავდეს გუნდები, რომლებიდან უკეთესნი დააბალანსებენ 16-17 წლის ბიჭების მუდმივ გადინებას

Posted by: enorme 15 Sep 2017, 16:28
Gio_G83
დიდი 10ზე არ გვაქვს ნამდვილად პრეტენზია , მაგრამ ჩემი აზრით წელს პლეიოფს ვითამაშებთ დასავლეთის გუნდებთან .

პირველ თამაშს რაც შეეხება : წინა სეზონის ბოლო თამაშის მერე, გორთან თამაშის დღეს შევიკრიბეთ პირველად წელს ))) გასაკვირი არაა რო ფიზიკურად ძალიან ცუდად ვართ .

თამაში თავიდან გორმა წაიყვანა , ძელებსშორის გატანილი ლელო გარდასახეს , შემდეგ ჯარიმა მიაყოლეს და 10-0 გვიგებდნენ . შემდეგ ჩვენი ჯერი დადგა დავდეთ ლელო , რომელიც ვერ გარდავსახეთ და 10-5 . ტაიმის ბოლოს ჯარიმა გაგვიტანეს გორელებმა და ტაიმი 13-5 მოგვიგეს .
პირველ ტაიმში ძალიან დიდი უპირატესობა ქონდათ გორელებს შერკინებაში , რისი დამსახურებაც იყო მოპოვებული უპირატესობა .

მეორე ტაიმი ჩვენი უპირატესობით დაიწყო და მალევე დავდეთ მეორე ლელო , რომელიც კვლავ ვერ გარდავსახეთ 13-10 . ამის შემდეგ შერკინებაში დაჯარიმების გამო ჯარიმა კარებში დაარტყეს და 16-10 გახდა ანგარიში , რომელიც საბოლოო აღმოჩნდა .


ჩემთვის ყველაზე გასაკვირი რაც არის , გორის გუნდი , რომელიც 2 თვეა ემზადება და წესით ჩვენზე უკეთეს ფორმაში უნდა იყოს მეორე ტაიმი 15-20 წუთის შემდეგ ჩვენზე ბევრად დაღლილი იყო . დარჩენილ დროში 2 მათი შერკინებაც კი მოვუგეთ იმდენად დაიღალნენ )))
1ყვითელი ბარათით გაგვიგდო მსაჯმა გარემარბი , ასევე შეიძლებოდა გორელების გასინბინებაც , მაგრამ საბოლოო ჯამში მსაჯმა კარგად იმსაჯა .

არ გამოდგა ცუდი თამაში . მოგება შეგვეძლო , მაგრამ შეუთამაშებლობამ მაინც თავისი ქნა .
ყოველთვის , რამდენჯერაც თამაში გავშალეთ უპირატესობა მოვიპოვეთ , მიუხედავად იმისა , რომ ორივე გარემარბი და 8 ნომერი არ გვყავდა (ძირითადის ).


Posted by: ferrari1000 15 Sep 2017, 16:34
შემდეგ ტურში ძალიან საინტერესო შეხვედრაა აღმოსავლეთში. თელავი - გორდა, გაიზომება ალბათ გორის ძალა ამ თამაშში. თელავს რაც შეეხება კარგი გუნდია ნამდვილად, შეკვრა და შეთამაშება აკლიათ ჯერ-ჯერობით, დევებთან თამაშსაც დაეტყო ეს. ისე დევები - თელავი მშვენიერი თამაში გამოვიდა, ძალიან დაძაბული და ბოლო მომენტამდე არ იყო გარკვეული გამარჯვებულის ვინაობა. თამაში ტოლ-სწორად წარიმართა, მიწოლაში ქონდათ ერთადერთი თელაველებს საკმაო უპირატესობა. მაგრამ, დევებს ეხლა კარგი შერკინების მწვრთლენი დაგვიბრუნდა (ჩვენი გუნდის წევრი) და აუცილებლად ვნახავთ ამ კომპონენტში წინსვლას. ხაზშიც რამოდენიმე მაგარი ბიჭი დაგვემატა, და იმედია კვლავ მოვახერხებთ ლამაზ და ლაღ თამაშს. მოკლედ წელს დაძაბულობა იქნება ამ ლიგაში. წინა წლისავით გამოკვეთილი ფავორიტი ნამდვილად არ არის, და ფლეიოფისთვის მინ. 3-4 გუნდი ნამდვილად იბრძოლებს.

Posted by: enorme 17 Sep 2017, 11:23
გუშინდელ თამაშს რაც შეეხება იბერია- ტორნადო.
პირველი ტაიმში ძალიან დიდი სათამაშო უპირატესობა გვქონდა და შესაბამისად 4 ლელო დავდეთ , აქედან პირველი ტექნიკური ლელო იყო და 7-0 ვიგებდით , შემდეგ ჯარიმა გაგვიტანეს და 7-3 , ამის შემდეგ 3 ლელო კიდევ დავდეთ , მაგრამ ვერცერთი ვერ გარდავსახეთ ))))

მეორე ტაიმიც ჩვენი ლელოთი გაიხსნა , რომელიც რა თქმა უნდა კვლავ ვერ გამოვიყენეთ biggrin.gif ამის შემდეგ ცოტა მოვეშვით , რისი ბრალიც დაღლილობა და მხოლოდ 1 სათადარიგო მოთამაშის ყოფნა იყო . ამ მომენტში ცოტა შეამცირეს მცხეთელებმა ანგარიში და წამოგვეწივნენ და 27-15 გახადეს ანგარიში , შემდეგ ისევ ჩვენი ლელოს დრო დადგა და 32-15 გავხადეთ ანგარიში , გარდასახვა კვლავ გავაცუდეთ . ბოლო წუთებში ძალიან დავიღალეთ და ანგარიშიც 32-27 მოვიგეთ .


გარდასახვებს , რაც შეეხება არცერთი არ იყო ადვილი გასატანი , ყველა კუთხეში დავდეთ . ამ თამაშში 6 ლელო (1 ტექნიკური ) და წინა თამაშში 2 ლელო , ვერცერთ ვერ გარდავსახეთ . დამრტყმელის პრობლემა გვაქვს , მაგრამ უნდა აღვნიშნო , რომ არცერთი ლელო რაქებიდან , მოკლე-მოკლე დარტყმებიდან არ დაგვიდია . ყველა ლელო იყო ბოლომდე , ფრთამდე ჩათამაშებული და კიდესთან ახლოს დამიწებული .

მცხეთას რაც შეეხება , ახალი დაწყებული აქვთ ბიჭებს თამაში და ძალიან გულიანად, ბოლომდე იბრძვიან . შერკინებაში ქონდათ მცირე უპირატესობა და მოლებში , დანარჩენი გაშლილ და ლაღ თამაშში ვაჯობეთ , რის ხარჯზეც მოვიგეთ .


მსაჯს რაც შეეხება ვერ ვიტყვი , რომ ცუდად იმსაჯა , უბრალოდ ცხდილობდა ზედმედტად მკაცრი ყოფილიყო და კაპიტნებსაც არ აძლევდა საშუალებას კითხვის დასმისას . განსაკუთრებული შეცდომა არ დაუშვიათ მსაჯებს . ერთი მომენტი იყო , რომელიც გვერდითს ყველა ვარიანტში უნდა დაენახა , როცა იმათმა 13მა ჩვენ ჰუკერს ''პადკატი'' გაუკეთა და ისე დააგდო , რის გამოც ლელო მივიღეთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Gio_G83 18 Sep 2017, 13:24
მასპინძლების ტური იყო ლიხს იქით
ვანმა 15:7 მოუგო ქედას
წყალტუბომ 19:13 ტაოს
ჭიათურამ 17:15 ფოთს

შემდეგ ტურში:
ფოთი:წყალტუბო
ქედა:ჭიათურა
ზესტაფონი:ვანი

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Regionuli/

ლიხს აქეთ კი
დევების შერკინებას სტუ ვერ გაუძლებდა და შედეგი სახეზეა 14:43
იბერიამ 27:32 წააგო ტორნადოსთან და enorme_ს ვულოცავ! smile.gif
თელავმა კი 42:3 დაიბრიყვა გორდა (აქაც შერკინების ამაბვი იქნება)

Posted by: lepori 18 Sep 2017, 14:11
QUOTE
თელავმა კი 42:3 დაიბრიყვა გორდა (აქაც შერკინების ამაბვი იქნება)

ჯერ ადრეა პროგნოზები, მაგრამ ისეთი პირი უჩანს თელავმა რიხინ-რიხინით უნდა მოიგოს აღმოსავლეთი sa.gif

Posted by: enorme 18 Sep 2017, 14:25
Gio_G83
მადლობა )))

lepori
ძალიან მეეჭვება შერკინებაში გავუქაჩოთ თელავს მომავალ კვირას , მაგრამ ღია თამაშში ვიცი რომ ვაჯობებთ . ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ პირველ ხაზში . ცხოვრებაში არ მითამაშია პირველ ხაზში და 1 ტურში ჰუკერად ვითამაშე და მე2 ტურში იბერიასთან 1 ნომერზე ვიდექი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


სავარაუდოდ არ უნდა გაუჭირდეს თელავს 1 ადგილით დასრულება , მაგრამ ვნახოთ რა იქნება .

Posted by: Gio_G83 25 Sep 2017, 14:06
საინტერესო ამბები და უცნაურობებია რეგიონალშიც...

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Regionuli/

ზესტაფონი შინ დამარცხდა ვანთან
ქედამ ასევე შინ დათმო ჭიათურასთან
ფოთმა შინ წყალყუბოსთან მეგობრობა ამჯობინა

დასავლეთში დიდი ამბები გველის

აი აღმოსავლეთში კი დევებმა სძლიეს მცხეთელებს
ტორნადომ ირმას ძალა ვერ აკრიფა თელაველებთან და
გორდამ შინ დაამარცხა სტუ
აქ თელაველების კონკურენტი ვერავინ მგონია დასავლეთში კი ბოლო ტურამდე დიდი ბრძოლა მგონია

Posted by: enorme 29 Sep 2017, 15:41
მე3 ტურში თელავთან თამაშს მოკლე მიმოხილვას გავუკეთებ )))

დავიწყებ იმით , რომ ბევრად უკეთეს გუნდს ველოდებოდი ვიდრე აღმოჩნდა თელავი . შარშან ორივე გუნდმა ცალ-ცალკე უფრო ძლიერი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.

ჩვენდა სამწუხაროდ დაემთხვა მაგ დღეს ისე , რომ 14 მა დავიწყეთ თამაში , ძალიან ბევრ მოთამაშეს დაემთხვა ისე , რომ ვერ მოახერხეს მოსვლა. (სამსახური ,პირადული პრობლემები და ჯარი ).

ამის გამო შერკინებაში მიწოლა თავიდანვე გაუქმდა , ყველას თავისი შერკინებიდან გაქონდა ბურთი .

სწრაფი ლელო მივიღეთ თამაშის დასაწყისში , რომელიც თენგომ ვერ გარდასახა . ამის შემდეგ 2ლელო გავუშვით და ორივე გარდასახეს . შემდეგ ჩვენ დავდეთ ლელო და რათქმა უნდა ფრთაზე , რომელიც ვერ გარდავსახეთ . ტაიმის ბოლოს 2 გარდასახული ლელო მივიღეთ კიდევ და ტაიმი 31-5 წავაგეთ .
პირველ ტაიმში 2 ლელო არ უნდა ჩაეთვალა მსაჯს , მაგრამ სამწუხაროდ ჩათვალა ))

მეორე ტაიმის დაწყება მოგვიწია 13ს , 1მოთამაშე დაგვემტვრა . მიუხედავად იმისა , რომ მთელი ტაიმი 13 და ბოლო 10 წუთი 11 ვეთამაშებოდით , მეორე ტაიმი მაინც მოვიგეთ 7-5 , საბოლოოდ კი თამაში 36-12 წავაგეთ .
მეორე ტაიმის სტარტზევე დაგვიდეს ლელო , რომელიც ვერ გარდასახეს და შემდეგ ჩვენმა 12მა დადო მშვენიერი ლელო , გოშას ლელო გამახსენდა ირლანდიასთან . მსგავსად ჩაჭრა და 60 მეტრი ირბინა )))


შერკინების უპირატესობა , რომელიც უნდა ქონოდა თელავს ვერ გამოიყენეს აღნიშნული მიზეზის გამო .
აშკარად აკლიათ შეთამაშება და რაც გამოკვეთილად ჩანს მაგ გუნდში არის ის , რომ ძალიან , ძალიან უყვართ ჯახაობა . მთელი თამაში მეტნი იყვნენ , ჯერ 1 კაცით , მეორე ტაიმში 2 კაცით და ბოლო 10 წუთი 4 კაცით , მაინც ახლო ახლო დარტყმებს აკეთებდნენ და არ შლიდნენ ხაზზე.
მშვენიერი ჯანზე არიან და კარგი 10 ნომერი ყავთ , სხვა განსაკუთრებული არაფერი.
თუ არ მოუმატეს უშანსოდ იქნებიან დასავლეთის გუნდებთან პლეიოფში.


მსაჯი უბრალოდ კატასტროფა ))) და უბრალოდ საინტერესოა თელავის სამივე თამაში იმსაჯა მაგ ბავშვმა და რა დამსახურება , ურთიერთობა თუ რა ხდება ეგეთი რო 3დან 3 თამასი ამსაჯო ერთი და იგივე მსაჯი ერთი და იგივე გუნდის თამაშზე .

Posted by: lepori 29 Sep 2017, 18:08
enorme
მადლობა საინტერესო მიმოხილისთვის up.gif

QUOTE
შარშან ორივე გუნდმა ცალ-ცალკე უფრო ძლიერი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.

იმედია შეუთამაშებლობის ბრალია რომელიც ნელ-ნელა აღმოიფხვრება

QUOTE
თუ არ მოუმატეს უშანსოდ იქნებიან დასავლეთის გუნდებთან პლეიოფში.

და შესაბამისად დასავლეთთანაც შანსიანები გახდებიან biggrin.gif


QUOTE
საინტერესოა თელავის სამივე თამაში იმსაჯა მაგ ბავშვმა


იმედია არაორგანიზებლობისა და დაუდევრობის გამო მოხდა მასე და სხვა არაფერი იმალები მაგ ამბაის უკან
ასალაგმია ყველანაირი ვირეშმაკება vik.gif sa.gif

Posted by: Gio_G83 2 Oct 2017, 13:05
დასავლეთში რომ ყოველ ტურში დიდი ბრძოლა შედგებოდა ჯერ კიდევ შარშანდელი შედეგები გვაიმედებდა...
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Regionuli/
ჭიათურლებმა 48:6 დაამარცხეს ზესტაფონი, პრემიალურიც მიითვალეს და გათამაშების ლიდერობაც დაიმსახურეს, ზესტაფონელებს კი მოგების გარეშე ცხრილში ჯერ ბოლო ადგილი უკავიათ, მეტიც ლელოს სიხარულიც კი არ განუცდიათ.
წელს თან არასტაბილურად და თან შარშანდელივით სიმპათიურად გამოიყურებიან წყალტუბოელები. გასულ ტურში შარშანდელი შედეგებით ამბიციური ქედელები 62:0 სძლიეს და ბუნებრივია პრემიალურიც მიითვალეს. მართალია მხოლოდ მე-4 საფეხურზე არიან წყალტუბოელები, მარგამ ლიდერთან შედარებით მატჩით ნაკლებიც აქვთ ჩატარებული, აი ფირალები კი მოულოდნლეად ცხრილის ქვედა ნაწილში არაინ.
მესამე მატჩიც საინტერესო იყო, ორი ამბიციური გინდის დაპირისპირებისას ტაომ 35:17 დაამარცხა კოლი რაინდები და ამ მოგებით ცხრილის მეორე საფეხურზე აღმოჩნდნენ, ხოლო კოლხები მე-3 ზე დაქვეითდნენ.

აღმოსავლეთში მოულოდნელობები ნაკლებია - გათამაშებას თელაველები ლიდერობენ, ოთხი მოგებითა და აქედან სამი პრემიალურით, მათგან განსხვავებით ერთი მარცხით დევები კვალში უდგანან, დევებს კი გორდა, სტუ და ტორნადო მიჰყვებიან. მცხელეთელი ახალწვეულები კი ჯერჯერობით მოგების გარეშე ბოლო ადგილზე არიან.
ვარკეთილში იბერია14:42 დამარცხდა თელავთან
მარტყოფში დევებმა 42:12 სძლიეს გორდა
ხვამლის სტადიონზე კი სტუმ 36:17 დაამარცხა ტორნადო

რეგიონალის ორივე ზონაში გათამაშება 14/15 ოქტომბერს განახლება

Posted by: Gio_G83 20 Oct 2017, 14:02
მე-6 ტური ვერ იყო სრული:
დასავლეთში - ჭიათურლებს ვანში სტუმრობა შეწყვეტილი თამაშით აღინიშნა, ზესტაფონის წყალტუბოსთან დაპირისპირება კი სულაც არ შედგა და გადაიდო, ტაო ქედას ესტუმრა და 46:0 იც იმარჯვა

კვირას სამი მატჩი შედგება (მე-7 ტური)
წყალტუბო-ვანი
ტაო-ზესტაფონი
ფოთი-ქედა

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Regionuli/

აღმოსავლეთით კი
პირველი წრე თელაველბმა ნაფარეულში სტუს მინიმალური ანგარიშით ძლევით ჯამში წაუგებლად და შესაბამისად პირველ ადგილზე დაასრულეს
შიდა ქართლის დერბიში გორმა დებიუტანტი მცხეთა დაამარცა, ხოლო დევებმა ტორნადოს სძლიეს
მომდევნო ტური კვირას შედგება

Posted by: enorme 23 Oct 2017, 10:55
ტორნადო - გორდა

უკვე ჩვეულებად გვექცა , რომ 15 კაცი ვერ ვიკრიბებით თამაშებზე ))) ეს თამაშიც არ იყო გამონაკლისი და თამაში 14მა დავიწყეთ .
საწყისი წუთები ჩვენი უპირატესობით დაიწყო და 5-6 წუთისთვის ჯარიმა გავიტანე . 3-0 . შემდეგ უკვე რამდენიმე კარგი შეტევა გავაკეთეთ და ლელოც , როგორც ყოველთვის ფრთაზე დავდეთ , რომელიც ვეღარ გარდავსახე . 8-0 , ეს იყო დაახლოებით 25 წუთისთვის . ამის შემდეგ შეცდომებს მოვუმატეთ და გორმაც მოუმატა თამაშს და ერთი ლელოს დადება მოახერხეს პირველ ტაიმში , რომელიც ვერ გარდასახეს. 8-5 . პირველი ტაიმის ბოლოს ჯერ ჰუკერი ხოლო შემდეგ 13 ნომერი ყვითელი ბარათებით გაგვისინბინა მსაჯმა . ტაიმი მოვიგეთ 8-5.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე 2წუთი იყო გასული დაჯარიმდნენ გორელები და ეს ჯარიმაც კარში დავარტყი , რომელიც ამჯერად გავიდა და ანგარიში 11-5 გახდა . დაგვიბრუნდა 2 ნომერი და 13-15ზე ვაგრძელებდით თამაშს . 2-3 წუთში ისევ იგივე მონაკვეთში დაინიშნა ჯარიმა , რომელიც კვლავ კარებში დავარტყი და რომელიც კვლავ წარმატებული აღმოჩნდა . 14-5 . ჩვენი 13 ნომერიც დაგვიბრუნდა და 14-15ზე გაგრძელდა თამაში.
ამის შემდეგ გორმა მოუმატა თამაშს , რისი მიზეზიც ხშირი შერკინება იყო , ამასობაში სადღაც მეორე ტაიმის 15 წუთისთვის დაგვემტვრა 6 ნომერი და დავრჩით 13 კვლავ )))) გორი კიდევ უფრო გააქტიურდა , 13 კაცს გაგვიჭირდა სივრცეების ამოვსება და გორდამ 3 ლელო დაგვიდო , საიდანაც ორი გარდასახა და 24-14 გვიგებდნენ , დარჩენილი იყო დაახლოებით 13-14 წუთი , როცა 15 ნომერი გაგვისინბინა მსაჯმა და დავრჩით 12 მოედანზე ))) დაახლოებით 2 წუთში გორელების 7 ნომერიც სინბინში გაუშვა მსაჯმა და თამაში 12-14ზე გრძელდებოდა .
4 წუთი იყო დარჩენილი თამაშის დასრულებამდე , ჩვენი15 ნომერი დაბრუნდა და თამაშის მოსაგებად 2 ლელო გვჭირდებოდა 1 გარდასახვით .

აქ დაიწყო , რაც დაიწყო )))) რამდენიმე კარგი მიძალების შემდეგ ძელებს შორის დავამიწეთ ლელო და რომელიც გარდავსახეთ , 24-21 გახდა ანგარიში . 1 წუთი იყო თამაშის დასრულებამდე და გორელებმა განაახლეს თამაში , ჩვენმა 15მა ფეხით დაუბრუნა ბურთი , რომელიც აუტში გადავიდა და მსაჯმაც გვამცნო , რომ ბოლო შეტევა იყო თამაშის . ამ დროისთვის გორი იგებდა 24-21ს და ლელოებით ანგარიში იყო 4-2 მათ სასარგებლოდ , მათ ბონუს ქულის აღება სურდათ , ჩვენ კი მოგება . თავისი აუტი მოიგეს გორელებმა , მაგრამ 2 ფაზის შემდეგ რაქში ჩავარდნისთვის დაჯარიმდნენ , ჩვენ ხელით გავაგრძელეთ ცენტრიდან თამაში და ჩვენმა 15მა 22მეტრიანის სიახლოევეს იყო , როცა ფეხით შეიცურა ბურთი და თვითონვე მიყვა ძალიან კარგად , სამ გორელს შორის პირველი ის აღმოჩნდა ბურთთან და ნახტომში დაამიწა ბურთი , 26-24 გახდა ანგარიში, გარდასახვას აზრი აღარ ქონდა და კუთხიდან არეკნით ვცადე გატანა , მაგრამ ამაოდ biggrin.gif

მთელი თამაში გორელებს რიცხობრივი უპირატესობა ქონდათ , ზოგ მონაკვეთებში 2და 3 კაციანი , მაგრამ მაინც ვერ მოიგეს . გორის გვირაბიდან მოვუტრიალეთ თამაში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ჭირი იქა , ლხინი აქა )))))

Posted by: ferrari1000 23 Oct 2017, 11:31
ნამდვილი ტრილერი გადაგხდენიათ თავს smile.gif). რაღა დაგიმალო და სასიამუვნოდ გამაკვირვა თქვენმა მოგებამ. enorme დევების წინააღმდეგ ითამაშე შენ ?

Posted by: enorme 23 Oct 2017, 11:51
ferrari1000
წინაზე თქვენებს ვუთხარი გორს მოვუგებთ , საჩუქარს გაგიკეთებთ მეთქი )))

კი ვითამაშე 8 ნომერზე ვიდექი თქვენთან თამაშის დროს.

Posted by: ferrari1000 23 Oct 2017, 14:52
ხოდა ესე აგვიხდეს ორივეს ყველაფერი smile.gif)) მაგარი თამაში დაგიდიათ. მე თქვენკენ ვითამაშე ფლანგზე დევების წინააღმდეგ (მასიური კრაინი რო იყო ის არა). 7 ნომერი გეწერა ?

Posted by: enorme 23 Oct 2017, 17:11
ferrari1000
არა , 4 ნომრიანი ფორმა მეცვა )))
დაგეხმარეთ პლეიოფისთვის )))

Posted by: Gio_G83 30 Oct 2017, 13:09
რეგიონალური ლიგა
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Regionuli/

დასავლეთით მეორე წრე დაიწყო და დაძაბულ ბრძოლაში ჭიათურამ წყალტუბოში 23:22 იმარჯვა, მასპინძელს სანუგეშო ქულა(ღა)
ტაომ ვანის 66:3 ძლევისას პრემიალური ქულაც მიითვალა
ისევე როგორც ფოთელებმა 60:0 დაამარცხეს რა ზესტაფონი

ამბიციური ოთხეული გამოიკვეთა:
ტაო 29 ქულით
ჭიათურა 27 ქულით
კოლხები 23 ქულით
მატჩნაკლული წყალტუბოელები 18 ქულით
ჯერჯერობით მხოლოდ ზესტაფონმა არ იცის გამარჯვების „გემო“

მომდევნო ტურში 4/5 ნოემბერი:
ტაო ჭიათურას ეწვევა
ვანი ფოთელებს მიიღებს
ზესტაფონი კი ქედას დაუხვდება

აღმოსავლეთით კი გორში გორდასთან სარკენად ჩასულმა თელავმა 34:0 იმარჯვა და პრემიაც მიითვალა
ტორნადომ 18:22 დათმო იბერიასთან, მაგრამ ნუგეში დაიტოვა
დევებმა და სტუმ „ფრით-ფრე“ დაასრულეს შეხვედრა და სავარაუდოდ მესამე ტაიმსაც ერთად გამართავდნენ განსხვავებული სასმისით მეგობრობის დღეგრძელებითურთ...

გათამაშებას უდანაკარგოდ 32 ქულით თელავი ლიდერობს, ათიოდ ქულით ჩამორჩა დევები, რომელიც თავისმხრივ 7 ქულით უსწრებს სტუ_ს, სტუ_ს გორდას სუნთქვა ზურგში სცემს... ტორნადოს მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს გორელებამდე, იბერიამ კი ტორნადოს ძლევით ჩამორჩენა ტორნადოსტანვე შეამცირა...

მომდევნო ტურში:
იბერია დევებს უმასპინძლებს
თელავს ტორნადო ეწვევა
სტუ კი კორდას მიიღებს

პ.ს.
ენორმე,
თელავს სტუმრობთ და...
მესამე ტაიმი რეგიონალურშიც აღინიშნება? თუ კი... რა ვიცი მეთულუხჩე ხომ არ გჭირდებათ? ან გაშოროთ და საკაცის მზიდი?
wink.gif smile.gif

user posted image

Posted by: enorme 30 Oct 2017, 13:17
Gio_G83
მოგებული თამაში წაგვართვა მსაჯმა , მეზარება ყველაფრის დაწერა .
18-15 ვიგებდით და დრო გასული იყო . რა დროსაც მსაჯმა თამაში გააჩერა და ჩვენ კაპიტანს დაუძახა , ელაპარაკებოდა რო მომდევნო ჯარიმაზე გავასინბინებ მოთამაშესო , რა დროსაც გაათამაშეს ბურთი მცხეთელებმა და ლელო დადეს . ჩვენი ლელოდან 7-8 მეტრში ხდებოდა ეს ყველაფერი . და ჰოი საოცრებავ ))) მსაჯმა ჩათვალა ლელო , გვერდითმაც უთხრა რო თამაში გაჩერებული გქონდა რა დროსაც გააათამაშეს ბურთიო , თუმცა მაინც ჩათვალა მსაჯმა )))

Gio_G83
მმომდევნო თამაში მარტში გვაქვს , დამთავრდა წელს ჩვენთვის თამაშები . რა და როგორ იქნება ჩვენთან მომდევნო წლიდან ჯერ აზრზე არ ვართ ))) დიდი საიმოვნებით მივიღებთ ნებისმიერს ჩვენ გუნდში , ნებისმიერ პოზიციაზე biggrin.gif

Posted by: Gio_G83 30 Oct 2017, 13:26
QUOTE
ნებისმიერ პოზიციაზე

enorme

პოზიციის რა მოგახსენო )))))

თუ გინდა გამგეობას შევუტიოთ და კაი პროგრამა მივცეთ და პატრონაჟი მოვითხოვოთ
იურიდიული და ფინანსური კონსუტაცია - უფასოდ
smile.gif

Posted by: enorme 30 Oct 2017, 14:42
Gio_G83
ფორმას და ტრანსპორტირების ხარჯებს გვაძლევს გამგეობა .
არც ვიცით ჯერ გავაგრძელებთ თუ არა თამაშს მომდევნო წლიდან .

Posted by: dc120mm 30 Oct 2017, 14:53
enorme
QUOTE
ფორმას და ტრანსპორტირების ხარჯებს გვაძლევს გამგეობა .
არც ვიცით ჯერ გავაგრძელებთ თუ არა თამაშს მომდევნო წლიდან .

რომელ გუნდში ხარ?

ერთმა მსაჯმა მითხრა მაგარი "ბინძური" ლიგააო smile.gif უბაგუნებენ ერთმანეთს რაქებშიო smile.gif

Posted by: enorme 30 Oct 2017, 15:40
dc120mm
დუშეთის ტორნადო ))) ვერთობით ჩვენთვის , კვირაობით .

აი დამიჯერე დემე გუნდებზე ბინძური მსაჯები იჩითებიან biggrin.gif
თამაშის მერე რო მსაჯი და მსაჯის საძმო გელოდება საქმის გასარჩევად , სპორტში მაგაზე მეტი სიბინძურე რაღა გინდა biggrin.gif biggrin.gif


გუშინ ჩემ გუნდელს ხელებზე 4 ნაკბენი ქონდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მსაჯს აჩვენა და შენც არ მომიკვდე არანაირი რეაქცია .



ჩემ გუნდზე თავს დავდებ , რომ ბინძურად არავინ არ თამაშობს . უხეშად შეიძლება გამოვიდეს ხოლმე რაღაც მომენტი , მაგრამ განძრახ არავის არც ვამტვრევთ , არც მაღალ ბოჭვებს არც ვაკეთებთ და ა.შ.

Posted by: dc120mm 30 Oct 2017, 15:45
enorme
QUOTE
დუშეთის ტორნადო ))) ვერთობით ჩვენთვის , კვირაობით .

კარგია აბა რა smile.gif

QUOTE
გუშინ ჩემ გუნდელს ხელებზე 4 ნაკბენი ქონდა

რა ამბავია biggrin.gif მაინც ყოფილა სიბინძურეები რა გინდა smile.gif

QUOTE
თამაშის მერე რო მსაჯი და მსაჯის საძმო გელოდება საქმის გასარჩევად , სპორტში მაგაზე მეტი სიბინძურე რაღა გინდა

კი,სხვათაშორის მაგრად უდგანან ერთმანეთს გვერდში,კლანივით არიან! რაღაც პონტში კარგია,კოლეგიალობა და რამე,მაგრამ საქმის გასარჩევად შეგროვება სხვა თემააsad.gif

QUOTE
მსაჯს აჩვენა და შენც არ მომიკვდე არანაირი რეაქცია .

ეტყობა რეგიონალურში არ უხდიან იმდენს რო მაგაზე შეიწუხონ თავი smile.gif

Posted by: Gio_G83 6 Nov 2017, 13:27
აქ მაგარი ამბებია
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Regionuli/

დასავლეთით
ზესტაფონმა პირველი გმარჯვება შარშანდელიდან უცნაურად შესუსტებულ ქედასტან აღნიშნა
ჭიათურამ უშალო კონკურენტს ზემოიმერეთიდან მოგება გაატანა და ტაო გალიდერდა
ფოთმა ვანს სულორში სძლია და ჭიათურლების წაფორხილების ხარჯზე მე-2 ადგილზე აღევდა
თებერვლამდე დიდი არდადეგებიც გამოცხადდა


ლიხს აქეთ კი
თელავმა არ იცის რა არის დანაკარგი
აქაური არდადეგები მარტამდეა...

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Nov 2017, 11:01
QUOTE
რეგიონალურში არ უხდიან იმდენს რო მაგაზე შეიწუხონ თავი

უხდიან ზუსტად იმდენს, რამდენსაც პირველში და ჭაბ’ლიგებში --
სამ’ნიშნას და იმაზე 2.25-ჯერ მეტს. ვიდრე დიდი 10-ის კომისარს | მდივანს

Posted by: ZGG 26 Jan 2018, 20:45
გამარჯობა,
ახლა შესაძლებელია რომ რომელიმე გუნდს დავემატო?
თუ მარტო ზაფხულში კეთდება განაცხადი?

Posted by: enorme 27 Jan 2018, 10:22
ZGG
კი შესაძლებელია თუ ამ სეზონში რომელიმე სხვა გუნდში (დიდი 10, პირველი ლიგა და რეგიონალური ლიგა) არ გითამაშია .

Posted by: enorme 12 Feb 2018, 13:45
სტუს 10 ქულა რატო დააკლეს ვინმეს ხომ არ გაქვთ ინფორმაცია?

Posted by: wolfmax 12 Feb 2018, 13:55
enorme

მწვრთნელს მისცეს 1 წლიანი დისკვალიფიკაცია და კლუბი დაჯარიმდა 2000 ლარით.
ალბათ ჯარიმა არ გადაიხადეს და მაგიტომ -10 ქულა.
ასეა სადისციპლინო კოდექსით

Posted by: Gio_G83 12 Feb 2018, 14:06
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-SUSPEND/

სისხლმდუღარ ჭაბუკებს თუ გამოაკლებ - მენეჯერ-მწვრთნელები უფრო შავდებიან, მგონი

Posted by: ferrari1000 12 Feb 2018, 14:21
QUOTE (wolfmax @ 12 Feb 2018, 13:55 )
enorme

მწვრთნელს მისცეს 1 წლიანი დისკვალიფიკაცია და კლუბი დაჯარიმდა 2000 ლარით.
ალბათ ჯარიმა არ გადაიხადეს და მაგიტომ -10 ქულა.
ასეა სადისციპლინო კოდექსით

მართალია ალბათ ჯარიმის არ გადაუხდელობის გამო იქნებოდა, დევებსაც ეგრე წამოგვიყენეს საკითხი ჯარიმა გადაიხადეთ ან -10 ქულაო

Posted by: Gio_G83 8 Mar 2018, 14:39
რეგიონალური ლიგა

მარტში განახლდა რეგიონალური ლიგის გათამაშებაც
მე-11 ტურში დასავლეთში სამი მატჩი შედგე სადაც:
წყალტუმობ 27:19 დაამარცხა ფოთელები
ჭიათურამ ბონუსით სძლია 36:12 ქედა
ვანელებმა კი ასევე ბონუსით და თანაც მშრალზე 29:0 დაამარცხეს ზესტაფონელები

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Regionuli/

გათამაშებას ტაო ლიდერობს
მას ფოთი და ჭიათურა უდგას კვალში
წყალტუბო ცოტათი ჩამორჩა
ვანი და ქედა ალბათ უბრალოდ ჩაამთავრებენ ასპარეზს
აი ზესტაფონს კი წელს გაუჭირდა

მომავალ ტურში 11 მარტს:
ზესტაფონი ჭიათურას დაუხვდება
ქედელები წყალტუბოელებს მიიღებენ
ხოლო ფოთი ტაოს უმასპინძლებს

აღმოსავლეთში გათამაშება 10-11 მარტს განახლდება

Posted by: dato141 8 Mar 2018, 23:41
wolfmax
QUOTE
მწვრთნელს მისცეს 1 წლიანი დისკვალიფიკაცია და კლუბი დაჯარიმდა 2000 ლარით.
ალბათ ჯარიმა არ გადაიხადეს და მაგიტომ -10 ქულა.
ასეა სადისციპლინო კოდექსით

რომელ მწრთვნელს ? სახელი და გვარი იცი ?

Posted by: wolfmax 9 Mar 2018, 00:20
dato141

ირაკლი გიორხელიძე.
მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ერთ წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

Posted by: Gio_G83 12 Mar 2018, 13:53
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Regionuli/

დასავლეთში 3 მატჩი შედგა:
ზესტაფონი 0:57 ჭიათურა
ფირალები 7:28 წყალტუბო
და
კოლხი რაინდები 21:24 ტაო

გამოიკვეთა, რომ პირველ ლიგაში დასაწინაურებლად ყველაზე მეტად ტაოს პრეტენზიაა საფუძვლიანი...
წყალტუბოელებს, ჭიათურლებს და ფოთელებს მომდევნო წლამდე მოუწევთ მოცდა...

ტაოს კონკურენტი აღმოსავლეთიდან თელავი იქნება,
რომელმაც 65:10 დაამარცხა ტორნადო, თან პრემიალურიც მიითვალა
სტუმ ასევე პრემიალურით 56:15 სძლია გორდას, ხოლო ახალბედა იბერია (სპორტ.უნი) 8:46 დამარცხდა დევებთან, დევებმა პრემიალური ქულა მოიპოვეს...
თელაველების კონკურენტები დევებიც ვერ იქნებიან, მიუხედავად 10 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის თეორიული შესაძ₾ებლობისა ურთიერთ შორის უპირატესობა კახალებს აქვთ.


მომდევნო ტურში
ტაო-ქედა
წყალტუბო-ზესტაფონი
წიათურა-ვანი
და
თელავი-იბერია
ტორნადო - სტუ
გორდა-დევები

Posted by: lepori 12 Mar 2018, 14:14
QUOTE
ტაოს კონკურენტი აღმოსავლეთიდან თელავი იქნება,

2 წელიწაწადში დიდ10ში sa.gif sa.gif

Posted by: ferrari1000 12 Mar 2018, 14:20
QUOTE (lepori @ 12 Mar 2018, 14:14 )
QUOTE
ტაოს კონკურენტი აღმოსავლეთიდან თელავი იქნება,

2 წელიწაწადში დიდ10ში sa.gif sa.gif

ეგრეც ვერ იტყვი smile.gif) კი ვუსურვებ წარმატებებს მაგრამ ჯერ დიდ 10 მდე შორია.

Posted by: lepori 12 Mar 2018, 16:22
ferrari1000
QUOTE
კი ვუსურვებ წარმატებებს მაგრამ ჯერ დიდ 10 მდე შორია.

კი ვიცი რომ შორია მარა, მაცადე ოცნება biggrin.gif

ის კი, 2 წელიწადში დიდი 10 თუ დიდი 8 გახდება მთლად უკეთესი
არაუშავს თუ თელავს უფრო გაურთულდება საქმე

Posted by: ferrari1000 12 Mar 2018, 18:52
QUOTE (lepori @ 12 Mar 2018, 16:22 )
ferrari1000
QUOTE
კი ვუსურვებ წარმატებებს მაგრამ ჯერ დიდ 10 მდე შორია.

კი ვიცი რომ შორია მარა, მაცადე ოცნება biggrin.gif

ის კი, 2 წელიწადში დიდი 10 თუ დიდი 8 გახდება მთლად უკეთესი
არაუშავს თუ თელავს უფრო გაურთულდება საქმე

თამაშობ ცივში თუ თელაველი ხარ ?smile.gif)

Posted by: lepori 12 Mar 2018, 20:52
ferrari1000
QUOTE
თამაშობ ცივში თუ თელაველი ხარ ?

თელაველი ვარ smile.gif

Posted by: enorme 12 Mar 2018, 20:53
წარმატებებს ვუსურვებ თელავს და მართლა გამიხარდება თუ გადავლენ პირველ ლიგაში.

გუშინდელ თამაშს რაც შეეხება ძაან ლაღი და თავისუფალი თამაში იყო.
თენგოსაც კი ვუთხარი გუშინ . თელავს წინა წელთან და წრესთან შედარებით სტატიკაში აქვთ მოკლებული თან აშკარად, სამაგიეროდ სისწრაფე და ხელით თამაში აქვთ მომატებული .

Posted by: Gio_G83 23 Mar 2018, 13:24
რეგიონალური ლიგა 2017-2018

http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Regionuli/

17-18 მარტს რეგიონალური ლიგის დასავლეთ ზონაში ბოლოსწინა ტური შედგა, სადაც:
- ჭიათურელებმა 36:3 დაამარცხეს ვანელები, პრემიალური ქულა მიითვალეს და გათამაშების დასრულებამდე დაიბევეს მეორე საფეხური.
- ტაომ ასევე პრემიალურით 64:10 სძლია ქედას, შესაბამისად სამცხე-ჯავახეთის გუნდმა გათამაშების საკუთარი ზონა პირველ ადგილზე ტურით ადრე გაინაღდა.
- მესამე მატჩშიც მასპინძელმა იმარჯვა და ასევე პრემიალურით - წყალტუბოელებმა 41:0 მშრალზე დაამარცხეს ახალბედა ზესტაფონელები. ამ გამარჯვებით გათამაშების ცხრილში მე-3 ადგილზე დამკვიდრდნენ.
-
მომდევნო ტურს (31/03/2018) უფრო სიმბოლური დატვირთვა დარჩა, სადაც:
ქედა მიიღებს ფოთს
ზესტაფონი უმასპინძლებს ტაოს
ხოლო ვანელები წყალტუბოს დახვდებიან

აღმოსავლეთით კი:
- თელაველებმა პრემიალურით 51:19 სძლიეს მცხეთელები.
- დუშელები 7:57 დამარცხდა სტუ_სთან, სადაც სტუდენტებმა პრემიალური ქულა მიითვალეს.
- გორდა 10:71 დამარცხდა დევებთან, ამ მარცხით პრემიალური ქულაც გაატანეს მეტოქეს.
მომევნო ტური (31/03/2018) აქაც სიმბოლური დატვირთვის აღმოჩნდა:
- იბერია გორდას ერკინება
- სტუ _ს თელავი ესტუმრება
- ხოლო დევები ტორნადოს დაუხვდება

რადგან საპლეიოფო წყვილებიც ცნობილია, მათაც შევეხოთ:
14/15 აპრილს და შემდეგსავე „უიქენდზე“ პირველი ლიგის ორი საგზურისთვის საბრძოლო მარათონი დაიწყება: ჭიათურა უმასპინძლებს თელავი და დევები მიიღებენ ტაოს

ერთ კვირაში წყვილებში მასპინძლები შეიცვლება, გამარჯვებული გუნდები რეგიონთა შორის ფინალში პირველი ლიგის პირდაპირ საგზურს ასევე ორმატჩიან დუელში 28/29 აპრილს და 05/06 მაისს გაითამაშებენ, დამარცხებული კი პირველი ლიგის ბოლოსწინა ადგილოსანთან ასევე ორმატჩიან დუელში შეეცდება აღზევებას.

Posted by: Gio_G83 2 Apr 2018, 13:15
რეგიონული ლიგა
დასრულდა რეგულარული გათამაშება, მე-14 ტურში დასავლეთში:
ვანი 25:27 დამარცხდა წყალტუბოსთან
ზესტაფონი მშრალზე 0:78 განადგურდა ტაოსთან
ხოლო ქედა მინიმალურად 19:22 დამარცხდა ფოთთან
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Regionuli/
შესაბამისად - დასავლეთის ფალავანი ტაო გახდა, რომელმაც თორმეტ მატჩში მხოლოდ ერთხელ განიცადა მარცხი, ამ მარცხისთვისაც სანუგეშო ქულა ერგო, ხოლო მოგებული თერთმეტი რკენიდან შვიდჯერ პრემიალური ქულაც მოიპოვა, ჯამში 52 ქულა მოაგროვა. დადებითმა ბალანსმაც 457 ქულა შეადგინა.
სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდა გუნდს მეტნაკლებად სამი კონკურენტი ჰყავდა:
რაგბის სკოლა - ჭიათურა: 42 ქულით
წყალტუბო: 41 ქულით და
ფოთელი კოლხი რაინდები: 38 ქულით.
ვანის აიეტი და ქედის ფირალებმა წელს მეტოქეებს კონკურენცია ვერ გაუწიეს, ხოლო ახალბედა არწივებმა ზესტაფონიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება იზეიმეს.

აღმოსავლეთით კონკურენცია შედარებით ნაკლები იყო...
გათამაშება თელაველებმა მოიგეს: ათი მატჩიდან ცხრა გამარჯვება და აქედან ექვსჯერ პრემიალური ქულით. აღნიშნულ ერთადერთ მარცხშიც ნუგეში ერგოთ კახეთის წარმომადგენლებს.
თელაველებს მეტ-ნაკლებ კონკურენციას დევები უწევდნენ, რომლებმაც ათ თამაშში შვიდი მოიგეს, ორჯერ დამარცხდნენ, ერთხელ კი ფრეც ითამაშეს.
დანარჩენი გუნდები: სტუ, გორდა, იბერია სპორტუნი და ტორნადო უფრო მეტად ერთმანეთს უწევდნენ კონკურენციას, ამ ჩამონათვალში შედარებით სტუ დაწინაურდა, მარგამ... საბოლოო ცხრილში აღმოჩნდა რომ ათი ქულა ჩამოაკლდა...
რეგიონულ ლიგაში დაგვრჩა რეგიონაშორისი პლეიოფი და ფინალი: აღმოსავლეთის საუკეთესო დასავლეთის მეორე ადგილოსანს ორმატჩიან დუელში ერკინება, ხოლო დასავლეთის ფალავანი აღმოსავლეთის მეორე ადგილოსანს, გამარჯვებულები ფინალში წარსდგებიან პირველ ლიგაში ასასვლელი საგზურის მოსაპოვებლად, ხოლო დამარცხებული პირველი ლიგის ბლოს წინა ადგილის მფლობელს ასევე ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდება.
14/15 აპრილი: ჭიათურა - თელავი და დევები - ტაო
21/22 აპრილი: თელავი - ჭიათურა და ტაო - დევები
29 აპრილს და 6 მაისს ფინალი შედგება, ხოლო პირველ ლიგაში ასასვლელი მეორე საგზური 20-27 მაისს გათამაშდება.

პ.ს.
პროგნოზი - რეგიონული ფინალი სავარაუდოდ თელავი-ტაო იქნება, სადაც შანსი ორივე გუნდს თანაბრად ექნება, თუმცა თუ თელაველების კოზირი მძლავრი შერკინებაა, ტაოს მეტად დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს და ალბათ სამცხელები პირველ ლიგაში აღზევდებიან, თუმცა თელავის გუნდს შანსი თბილისის ივერიასთანაც და ზესტაფონის არწივებთანაც ნამდვილად ექნება.


პ.პ.ს.
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-SUSPEND/
სტუ_სთვის ჩამოკლებული 10 ქულის მიზეზი მგონი აქ უნდა ვეძებოთ

შავი დაფა
ირაკლი გიორხელიძე (მწვ)
1 წელი

ისე მაგ ლოგიკით იუნკერების მთელი არასრული ათეული ყოფილა დასჯილი და...
და?

Posted by: lepori 2 Apr 2018, 14:31
QUOTE
გათამაშება თელაველებმა მოიგეს

წინ მიდის კახური რაგბი
ზემოთ პატარძეული, ცოტათი ქვემოთ თელავი up.gif

მომდევნო სეზონის ამოცანა:
ვეფხვებმა დიდ-ათში, ხოლო თელავმა პირველში ადგილი შეინარჩუნოს და მოემზადოს შემდეგი დიდი წარმატებისთვის

რეგიონალურში კი მესამე სტაბილური კახური გუნდი გამოჩნდეს
>> ახმეტა, გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი, დედაფლისწყარო ..

Posted by: Gio_G83 2 Apr 2018, 14:44
QUOTE
წინ მიდის კახური რაგბი


მშვენიალურია!
იგივეს ვუსურვებდი შიდა ქართლსაც და არა მარტო!
გორი, ქარელი, ხაშური

სამეგრელოს - სადაც ფოთი წლების წინ თითო ნაბიჯში რჩEბოდა ელიტიდან და წელს რეგიონალის მყარი ბინადარი შეიქმნა, სენაკი სულაც რუქიდან წაიშალა...

და ა.შ. ...

Posted by: ferrari1000 2 Apr 2018, 18:29
მგონი დევები, თელავი და ჭიათურა მეტ ნაკლებად ერთი დონის გუნდები არიან. დევები ვეთამაშეთ ორივე გუნდს გასახურებელი თამაშები ერთი თვის წინ, თელავთან 3-3 მორჩა და ჭიათურასთან 3-4. ვინც მოემზადება თამაშებისთვის უკეთ და ვისაც გაუღიმებს სპორტული იღბალი ის გაიმარჯვებს. აი ტაო კი ცოტათი უკეთესი გუნდია, მათი უპირატესობა კარგი ფიზიკური მომზადებაა რეგიონალური ლიგის დონისთვის (აკადემისთან გასახურებელ თამაშში შევნიშნე). მოკლედ ვნახოთ რა იქნება, ის კი ვიცი რომ ოთხივე გუნდი თამაშის მოსაგებად იბრძოლებს და სიამვუნებისთვისაც გავა მოედანზე.

პ.ს. დევები - ტაო, 15 აპრილს, კვირას 18:00, ავჭალის რაგბის მოედანზე. შეგიძლიათ მობრძანდეთ და ნახოთ რა დონეზეა რეგიონალური ლიგა biggrin.gif ლუდისთვის შესაბამისი ამინდს ველოდებით gigi.gif

Posted by: enorme 3 Apr 2018, 00:13
ferrari1000
ფიზიკურად ვიცი , რომ ტაო კარგად არის მომზადებული , მაგრამ თქვენ უფრო გამოცდილი გუნდი გყავთ .

აუცილებლად მოვალ მაგ თამაშის საყურებლად.


გუშინდელი თამაშის მერე დღესაც დაღლილ-დალეწილი ვარ biggrin.gif

Posted by: OSTAP 3 Apr 2018, 00:22
დარწმუნებული ვარ კარგი და ლამაზი თამაშები იქნება.

თუმცა იმედს გამოვთქვამ, რომ დევები შეძლებენძალების მობილიზებას და წარმატების მიღწევას smile.gif smile.gif


Posted by: enorme 3 Apr 2018, 00:35
OSTAP
ferrari1000
რომელიმეს ხო არ გითამაშიათ შემთხვევით გუშინ? ))))

Posted by: ferrari1000 3 Apr 2018, 00:55
QUOTE (enorme @ 3 Apr 2018, 00:35 )
OSTAP
ferrari1000
რომელიმეს ხო არ გითამაშიათ შემთხვევით გუშინ? ))))

კი მე, ტრავმა ახალი მორჩენილი მაქვს, ფორმაში ვერ ვარ და თქვენკენ გამომიშვეს gigi.gif ჯერ ფრთაზე ვიდექი მერე ცხოვრებაში პირველად 6ზე lol.gif კაი იყო გავერთე

Posted by: OSTAP 3 Apr 2018, 02:53
enorme,

მე სამწუხაროდ არ ვარ საქართველოში. ასე, რომ უკვე 4 წელია მანდ აღარ მითამაშია sad.gif sad.gif

Posted by: enorme 3 Apr 2018, 10:34
ferrari1000
შავი არმიის ფორმით ხო?

მე ვიყავი კაპიტანი .

Posted by: crusaders 3 Apr 2018, 10:37
ferrari1000
QUOTE
კი მე, ტრავმა ახალი მორჩენილი მაქვს, ფორმაში ვერ ვარ და თქვენკენ გამომიშვეს  ჯერ ფრთაზე ვიდექი მერე ცხოვრებაში პირველად 6ზე  კაი იყო გავერთე

ვიზარდებშიც ხომ არ თამაშობ ხოლმე?

Posted by: ferrari1000 3 Apr 2018, 11:53
QUOTE (enorme @ 3 Apr 2018, 10:34 )
ferrari1000
შავი არმიის ფორმით ხო?

მე ვიყავი კაპიტანი .

არა, დევების ფორმა მეცვა ოღონდ ამოტრიალებული (თეთრი). კაპიტანი არ მახსოვსზუსტად რომელი იყო givi.gif ფეხს შენ ურტყამდი ხო, ლელოც დადე ხო მგონი?

crusaders კი, როცა რეგიონალურის გუნდში ვერ ვხვდები მაშინ ვიზარდებშიც ვთამაშობ. ჩემი პირველი თამაში თქვენს წინააღმდეგ ვითამაშე სხვათაშორის ბოლო წამზე ჯარიმით რომ მოიგეთ. ბოლოს კიდე ლამის შუიდან არეკნი რომ დაგვირტყით და მოიგეთ მაშინ ვითამაშე თქვენს წინააღმდეგ. მოკლედ, არ მაქვს თქვენ წინააღმდეგ თამაში კარგად დაცდილი gigi.gif

Posted by: enorme 3 Apr 2018, 12:00
ferrari1000
კი კი ფეხსაც მე ვარტყამდი , აუტსაც მე ვაგდებდი და 2 ლელოც დავდე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
8 ნომერზე ვიდექი

აა ხოო გამახსენდი ეხლა )))

Posted by: crusaders 3 Apr 2018, 12:13
ferrari1000

QUOTE
კი, როცა რეგიონალურის გუნდში ვერ ვხვდები მაშინ ვიზარდებშიც ვთამაშობ. ჩემი პირველი თამაში თქვენს წინააღმდეგ ვითამაშე სხვათაშორის ბოლო წამზე ჯარიმით რომ მოიგეთ. ბოლოს კიდე ლამის შუიდან არეკნი რომ დაგვირტყით და მოიგეთ მაშინ ვითამაშე თქვენს წინააღმდეგ. მოკლედ, არ მაქვს თქვენ წინააღმდეგ თამაში კარგად დაცდილი 

ჩვენი თამაშები კაი გამოდის ყოველთვის.

13 ვდგავარ მე კაპიტანი ვარ გუნდის

Posted by: ferrari1000 3 Apr 2018, 12:28
QUOTE (enorme @ 3 Apr 2018, 12:00 )
ferrari1000
კი კი ფეხსაც მე ვარტყამდი , აუტსაც მე ვაგდებდი და 2 ლელოც დავდე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
8 ნომერზე ვიდექი

აა ხოო გამახსენდი ეხლა )))

4 ნომერი? სურათიც არი შენი, ბოჭვის მომენტში.

crusaders
კი ნამდვილად. დაძაბული და კაი თამაშები გამოდის. ესე ვერ გიხსენებ, მე ფრთა ვარ ხოლმე ძირითადად. შემდეგზე თუ ვიყვაი ჩვენს თამაშზე შემოგეხმიანები. კარგია ზაფხულში ბათუმი, რაგბი და ლუდი old.gif

Posted by: crusaders 3 Apr 2018, 12:39
ferrari1000
QUOTE
კი ნამდვილად. დაძაბული და კაი თამაშები გამოდის. ესე ვერ გიხსენებ, მე ფრთა ვარ ხოლმე ძირითადად. შემდეგზე თუ ვიყვაი ჩვენს თამაშზე შემოგეხმიანები. კარგია ზაფხულში ბათუმი, რაგბი და ლუდი 

ქვიშაზეც ხომ არ დადიხარ

იქაც გვიწევს ყოველ წელს თამაში

Posted by: ferrari1000 3 Apr 2018, 12:50
QUOTE (crusaders @ 3 Apr 2018, 12:39 )
ferrari1000
QUOTE
კი ნამდვილად. დაძაბული და კაი თამაშები გამოდის. ესე ვერ გიხსენებ, მე ფრთა ვარ ხოლმე ძირითადად. შემდეგზე თუ ვიყვაი ჩვენს თამაშზე შემოგეხმიანები. კარგია ზაფხულში ბათუმი, რაგბი და ლუდი  

ქვიშაზეც ხომ არ დადიხარ

იქაც გვიწევს ყოველ წელს თამაში

წინა ორი წელი მივლინებების გამო ვერ მოვახერხე, მაგრამ წელს ძალიან მინდა წამოსვლა და ვნახოთ.

Posted by: zviadcardio 16 Apr 2018, 23:03
ამასობაში:
ჭიათურა (დ2) 31:16 თელავი (ა1)
დევები (ა2) 10:14 ტაო (დ1)

დევებთან გასვლა გაჭირვებით მოიგო ტაომ.
უფრო მოულოდნელი თელავის მარცხი იყო ჭიათურაში, თელაველებს ნაფარეულში 15 ქულიანი ჩამორჩენის გაბათილება მართებთ

უდიდესი ალბათობით ამ ოთხეულში პირველი გუნდი ტაო უნდა იყოს

Posted by: ferrari1000 17 Apr 2018, 12:04
QUOTE (zviadcardio @ 16 Apr 2018, 23:03 )
უდიდესი ალბათობით ამ ოთხეულში პირველი გუნდი ტაო უნდა იყოს

ეგ ამბავი ამ შაბათს ახალციხეში გაირკვევა. მიუხედავად იმისა რომ რეგიონალური ლიგისთვის ტაოს ნამდვილად კარგი გუნდი ყავს, პირველი თამაშის მიხედვით საკმაოდ ნორმალური შანსი გვაქ დევეებს გასვლის war.gif

Posted by: dc120mm 17 Apr 2018, 13:32
თელავმა როგორ წააგო ასე ჭიათურასთან? არ მეგონა.ესიგი დასავლეთი მაღალი დონისა ყოფილა აღმოსავლეთზე. არადა თელავს ვგულშემატკივრობდი.

Posted by: ferrari1000 17 Apr 2018, 13:57
QUOTE (dc120mm @ 17 Apr 2018, 13:32 )
თელავმა როგორ წააგო ასე ჭიათურასთან? არ მეგონა.ესიგი დასავლეთი მაღალი დონისა ყოფილა აღმოსავლეთზე. არადა თელავს ვგულშემატკივრობდი.

აჯიმესთან არ მილაპარაკია მაგრამ ვიდეოს ვუყურე და ზედმეტად დაჩაგრა მიწოლაში ჭიათურამ. ერთი ორი პირველ ხაზელი მომაკლდა თვალში თელავური გუნდიდან, ეგენი თუ დაემატნენ და მოაღონიერეს შერკინება შეიძლება მაინც იბრძოლონ გასვლისთვის.

კი დასავლეთში უკეთესი კონკურენცია ვიდრე აღმოსავლეთში ნამდვილად, შესაბამისად უკეთესი გუნდიც იკრება იქითკენ. მაგრამ მაინც მგონია რომ ვიხილავთ გუნდს აღმოსავლეთიდან ფინალში vik.gif yes.gif

Posted by: enorme 17 Apr 2018, 13:57
dc120mm
მოიგებს თელავი საკმარისი ქულებით და გავა.

დევები - ტაოს რაც შეეხება , ოოოოოო )))
ვიყავი თამაშზე და დევებმა თვითონ წააგო თამაში შეიძლება ითქვას. მიუხედავად იმისა , რომ ტაო ძალიან სწორ და კარგ დაცვას თამაშობდა დევებს სულ მინიმუმ 1 ლელო კიდე უნდა დაედო თუ მეტი არა . ტაოს 5 მეტრიანში ქონდათ მგონი სულ ცოტა 5 საკუთარი აუტი , რომლიდანაც ერთიც ვერ მოაწოდეს სწორად.

ტაო უკეთეს ფიზიკურ კონდიციებშია ვიდრე დევები . 60 წუთის მერე ვეღარ სუნთქავდნენ დევები , არადა ბოლო 5-6 წუთი მეტოქის 22ში გაატარეს და პლიუს ამას 14 იყვნენ სტუმრები ბოლო 10წუთი.

შეიძლება დევებმა რაღაც მოახერხონ , მაგრამ ჩემი ვარაუდით 15-17 ქულის ფარგლებში მოუგებს ტაო მეორე მატჩს .

ისე კი ორივე გუნდმა მაგრად იბრძოლა პირველ თამაშში და ლელოებიც ლამაზი გამოვიდა . ტაო აშკარად მომზადებული და ნავარჯიშები კომბინაციით არაქართული ლელო დადო , რამდენიმე ფაზიანი მოკლე დარტყმების შემდეგ , გრძელ ფრთაზე გარემარბთან ჩატანილი ბურთი დაალელოვეს .


წარმატებები ოთხივე გუნდს .
რეგიონალური ლიგის ფინალი ტაო-თელავი მგონია მაინც )))




ეხლა ვუყურებ სამსახურში ჭიათურა - თელავს და რა ძალიან იჩაგრება თევალი შერკინებაში

Posted by: dc120mm 17 Apr 2018, 14:22
enorme
QUOTE
ტაო უკეთეს ფიზიკურ კონდიციებშია

ცაბაძის გუნდი არ არის ეგ?

Posted by: enorme 17 Apr 2018, 14:23
dc120mm
კი ლეონსიოს გუნდია , მაგრამ თამაშზე ვერ შევამჩნიე ვერსად

Posted by: OSTAP 17 Apr 2018, 14:23
enorme,

დიდი იმედი მაქვს, რომ ცდები. მეც ვუყურე ჩანაწერს და ტაომ ითამაშა თავის მაქსიმუმი და დევებმა კიდევ თავისით წააგეს თამაში ელემენტარული შეცდომების გამო, რაც პირველ რიგში ზედმეტი მოტივაციის ბრალი იყო. ეს თუ გამოსწორდება და იმედი მაქვს, რომ გამოსწორდება, მაშინ დევები უნდა გავიდნენ. ვნახოთ რა იქნება. თუმცა მჯერა ძალიან კარგი და მოტივირებული თამაში იქნება.

Posted by: enorme 17 Apr 2018, 14:27
OSTAP
აღვნიშნე მეც ეგ , რომ დევებმა წააგო თამაში და არა ტაომ , მაგრამ იმაში ვერ დაგენთანხმები , რომ ტაოს მაქსიმუმი იყო ეგ . მაგ წყვილში დევებისკენ ვარ მეც , მაგრამ ..... )))))

Posted by: dc120mm 17 Apr 2018, 14:30
enorme
QUOTE
კი ლეონსიოს გუნდია , მაგრამ თამაშზე ვერ შევამჩნიე ვერსად

ხარებთან ითამაშეს ორი ამხანაგური.

Posted by: OSTAP 17 Apr 2018, 15:11
მწვრთნელები კარგი ყავთ: ლეონსიო და მალხაზ ჭეიშვილი (ცუნცულა). სხვათაშორის ეს უკანასკნელი დევების ყოფილი მწვრთნელია და დღესაც "დევია", თუმცა სპორტული შეჯიბრება ყველაზე მნიშვნელოვანია smile.gif smile.gif ასე, რომ წარმატებები ყველას, ქართული რაგბის სამსახურში smile.gif smile.gif დევებს ავეეე!!!

Posted by: zviadcardio 22 Apr 2018, 01:10
თელავი შინაც დამრცხდა და ფინალში ჭათურა გაატარა.
ტაომ კი უშანსოდ გადაურბინა კარგ გუნდს - დევებს. მგონია რომ ეს გუნდი პირველ ლიგაშიც იტყვის სიტყვას. ცხადია მანამდე უძლიერესი ჭიათურასთან ჭიდილში უნდა გაარკვიოს.
აღმოჩნდა რომ დასავლეთი სიძლიერით ჯობდა აღმოსავლეთს.
ფინალში ორივე გუნდი სწორედ დასავლეთმა მიავლინა.
ტაოს კი ბრავო. აშკარად გამორჩეული გუნდი იყო მთელი სეზონი.
დევების 51:3 დამარცხება ხუმრობა საქმე არ არის.


Posted by: iiraklii 22 Apr 2018, 06:53
zviadcardio

ახალციხელი ხარ მეგობარო?
იმედია პირველ ლიგაში ასვლის შემდეგ გუნდი ისეთივე შემართებით გააგრძელებს პროგრესს.
ისე, ახალციხის სტადიონი რომ სარაგბო გახდეს ძალიან კარგი იქნებოდა, სიცოცხლეს შეძენდა ქალაქს. ინფრასტრუტურაც მოწესრიგდება, ხალხი თამაშებზე ივლის, დაინტერესება გაიზრდება, წესებს ისწავლიან და ვინ იცის ჩვენთანაც გაიზარდონ სანაკრებო ბიჭები.

რეგიონიდან მხოლოდ მიშა ხარშილაძე და გიორგი მელიქიძე გვყავს...

P.S. არაფერი პირადი, დილაობით სავარჯიშოდ გავდივარ ხოლმე და გული მწყდება ასე მიუხედავი და მინავლებული რომაა სტადიონი. ჭ კლასის ფეხბურთის გუნდი და რამოდენიმე მძლეოსანი, ეგაა და ეგ. არადა მშვენიერი 2000-3000იანი სარაგბო სტადიონი გამოვიდოდა.

Posted by: zviadcardio 22 Apr 2018, 16:33
iiraklii
დიახ, ჩემი ფესვები მანდაა.
სტადიონს აშკარად მიხედვა ჭირდება

Posted by: Gio_G83 23 Apr 2018, 13:12
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Regionuli/

ა, ძმაო
პირველი ლიგის გეოგრაფია იზრდება
smile.gif

საინტერესოა ივერია რას თამაშობს...

Posted by: enorme 23 Apr 2018, 15:54
Gio_G83
ივერია სეზონის დასაწყისში ,იდეაში კარგი გუნდი უნდა ყოფილიყო და 1-2 ადგილებისთვის აპირებდნენ ბრძოლას , მაგრამ მოხდა ის , რაც ამ გუნდის გარშემო და მთლიანად ჩვენს ჩემპიონატებში უცხო არაა. ბიჭებს ხელფასს ვეღარ აძლევდნენ (მიზეზი გამქარალი ფულია) და შესაბამისად აღმოჩნდა ამ მდგომარეობაში ივერია . მაინც მგონია , რომ დარჩება ივერია პირველ ლიგაში , გინდ ტაო და გინდ ჭიათურა ორივეს მოუგებს ორი თამაშის ჯამში.

Posted by: iiraklii 5 May 2018, 19:06
ტაომ განმეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა ჭიათურა. შესაბამისად მომავალი წლიდან ითამაშებს პირველ ლიგაში.

Posted by: ferrari1000 5 May 2018, 19:42
ვულოცავ ტაოს, ნამდვილად დაიმსახურეს. წარმატებები პირველ ლიგაში.

Posted by: zviadcardio 5 May 2018, 22:00
თან ტაომ ზედმეტი პრობლემების გარეშე მოუგო ჭიათურას.
წესით პირველ ლიგაშიც არ გაუჭიდება, სადღაც ცხრილის შუაში ადგილის დაკავება.


Posted by: OSTAP 5 May 2018, 22:17
ფიზიკა კარგი აქვთ, მწვრთნელები და ბაზა საუკეთესო. ასე რომ, 2-3 წელიწადში არ გამოვრიცხავ პატარძეულის შედეგს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პატარძეული წლებია ბიჭებს ზრდის და გუნდი თამაშობს.

წარმატებები ყველას და რაც მეტი რეგიონი იქნება წარმატებული, მით მეტად გაიზრდება პოპულარიზაცია smile.gif smile.gif

Posted by: Gio_G83 7 May 2018, 13:29
QUOTE
რაც მეტი რეგიონი იქნება წარმატებული, მით მეტად გაიზრდება პოპულარიზაცია


კატეგორიიდან ოქროს ფორმულ(ები)ა

up.gif

Posted by: lepori 11 Jul 2018, 19:49
თელავში რაგბის სტადიონის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება

„რაგბის განვითარების ჯგუფის“ გენერალურ დირექტორ მერაბ აბდუშელიშვილის ინფორმაციით, სტადიონის გახსნა მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება.
მისი თქმით, კახეთის რეგიონში რაგბიზე მოთხოვნა დიდია, ხოლო თელავში ახალი სტადიონის გახსნა სპორტის ამ სახეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
,,სტადიონის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. სტადიონი 3 ჰექტარზე განთავსდება, სადაც ორი ხელოვნური და ბუნებრივი საფარით სათამშო მოედანი მოეწყობა. ახალი რაგბის სტადიონი შესაბამისი, ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურით იქნება წარმოდენილი, ხოლო შიდა სივრცეში საშხაპეები, გასახდელები, სატრენაჟორო დარბაზი, საკონფერენციო სივრცე, ექიმის ოთახი და დოპინგ კონტროლი იქნება. თელავს სტადიონი სჭირდებოდა, რადგან რაგბი აქ სწრაფი ტემპებით ვითარდება და ბევრი მოზარდი თამაშობს. ვფიქრობთ, სტადიონის მშენებლობა გაამართლებს, რადგან თელავში რაგბზე მოთხოვნა დიდია,“ - განაცხადა აბდუშელიშვილმა.
პროექტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია, „ქართუ ჯგუფი“ ახორციელებს.



user posted image

http://www.knews.ge/ge/kakhetinews/news/10112/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.htm

Posted by: jora84 11 Jul 2018, 20:05
lepori

მშვენიალური ამბავია.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)