გეხვეწებით არ დაანგრევინოთ, მე არა ვარ ბათუმში თორემ შემოგიერთდებოდით. ეს მარტო ბათუმის სიმბოლო არაა, ეს ჩემი ბავშვობაცაა
https://www.facebook.com/photo.php?fbid=815...e=1&pnref=storyPaata Doborjginidze
November 30 at 11:52pm ·
გადავარჩინოთ "რვაფეხა" დანგრევას!!
„რვაფეხას“ აშენებაში უშუალო მონაწილეობა მაქვს მიღებული. მისი აშენების ისტორია მინდა გიამბოთ. 1975 წელს დავამთავრე ინსტიტუტი . გავხდი საგზაო ინჟინერი. იმავე წელს დავინიშნე საქართველოს საგზაო სამინისტროს №30 საექსპლოატაციო უბნის სამუშაოთა მწარმოებლად. ჩამაბარეს ბათუმი-სარფის გზის მოვლა პატრონობა. იმხანად უკვე დამთავრებული იყო ახალი გზის მშენებლობა და ცენტრალური მთავრობის დავალებით სარფის საბაჟოს მოწყობაც. ჯერ კიდევ მაშინ იგეგმებოდა საზღვრის გახსნა თურქეთთან. მაგრამ გზის გახსნამ 14 წლით დაიგვიანა. საბაჟოს ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის გადაწყვიტეს ტერიტორიაზე დაედგათ. „ფუნქციური სკულპტურა“ . ეს იყო „რვაფეხას“ მსგავსი პატარა „ოთხფეხა“. პროექტის ავტორი იყო შემოქმედებითი ჯგუფი: ხელმძვანელი- ისტორიული ძეგლის, ყოფილი საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს შენობის ავტორი, გამოჩენილი ქართველი არქიტექტორი გიორგი ჩახავა, არქიტექტორი ზურა ჯალაღონია, სამხატვრო აკადემიის პროფესორი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი- ზურაბ კაპანაძე და ჟურნალ „ნიანგის“ მთავარი მხატვარი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი ნოდარ მალაზონია. მე წილად მხდვა ბედნიერება მემუშავა ამ უდიდესი ხალხის გვერდით სამუშაოთა მწარმოებლად. ნაგებობის დასრულების შემდეგ სარფში სანახავად მოვიდა ბათუმის ხელმძღვანელობა. „ოთხფეხა“ ძალიან მოეწონა მაშინდელი ქალაქკომის პირველ მდივანს დამირ მანჯგალაძეს და ბატონ გიორგის სთხოვა მსგავსი ნაგებობა დაედგათ ქალაქ ბათუმში.
გიორგი ჩახავამ დაპირება შეასრულა და შემოქედებითმა ჯგუფმა შექმნა „რვაფეხას“ პროექტი. შენობის ასაგებად გამოიყო ადგილი, ახლანდელი უნუვერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბათუმის პანსიონატის პირდაპირ. მშენებლობა გაგრძელდა რვა თვე..
მინდა მოგიყვეთ თუ რა ტექნოლოგიით არის აშენებული „რვაფეხა“. თავდაპირველად არმატურით გაკეთებულია კარკასი. ეს ძალიან ძნელი სამუშაოა. ადგილზე ხელით იღუნებოდა არმატურა, ღებულობდა რთულ ფორმებს და შემდეგ შედუღდებოდა. კარკასის დამთავრების შემდეგ მას გადაეკრა ლითონის ბადე. კედლები გარედან და შიგნიდან შეილესა. ცალკე მინდა გითხრათ მოპირკეთების შესახებ. ჯგუფმა შეიმუშავა თხევადი მინისაგან დამზადებული მოსაპირკეთებელი ფილების ახალი ტექნოლოგია, რომელშიც პატენტიც აქვთ აღებული. ფილები დაამზადეს პეტერბურგის (მაშინდელი ლენინგრადის ) ექსპერიმენტულ ქარხანაში და იქედან ჩამოიტანეს. საქართველოში მსგავსი ქარხანა არ იყო. მას სმალტას უწოდებდნენ. ალბათ მხატვრები დამეთანხმებიან თუ რა უნიკალური ფილებითაა მოპირკეთებული „რვაფეხა“. მშენებლობის ყველა პროცესს ადგილზე უშუალოდ ესწრებოდა შემოქმედებითი ჯგუფის ყველა წევრი. ადგილზე მიმდინარეობდა ფორმების ძიება და კამათი. ბატონი გიორგი ჩახავა თავისი ხელით აძლევდა ფორმებს არმატურის მასალას. შედეგათ ბათუმში გაჩნდა ულამაზესი ნაგებობა. შიგნით ამოქმედდა კაფე „ფანტაზია“
„რვაფეხა“ მალე გადაიქცა ბათუმელების საყვარელ თავშეყრის ადგილად. ის შეტანილი იყო ტურისტების ადგილობრივი ღირშესანიშნაობების დათვალიერების მარშრუტში. ჩვენი ქალაქის ბევრი სტუმარი მოხიბლულა მისი სილამაზით.
ვინც არ იცის მინდა გითხრათ თუ ვინ იყო გოგი ჩახავა. მან დააპროექტა საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტროს შენობა არქიტექტორ ზურა ჯალაღონიასა და კონსტრუქტორ თემო თხილავას მონაწილეობით. მშენებლობა 1975 წელს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დამთავრებიდან სულ 2 წელიწადში პოპულარულმა არქიტექტურულმა ჟურნალ Domus-მა მას სპეციალური სტატია მიუძღვნა (N577). 1981 წელს კი, ნიუ იორკის ხელოვნების მუზეუმმა გამოსცა ნაშრომი Transformation in Modern Architecture, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების შედევრების გვერდით ჩახავას შენობაც არის შეტანილი. უზარმაზარი საბჭოთა კავშირიდან ეს პატივი მაშინ მხოლოდ ამ შენობას ერგო. ყოფილი გზების სამინისტროს შენობა შეტანილია ბევრ წიგნში, სამეცნიერო ნაშრომში, კატალოგსა თუ პოპულარულ გამოცემებში. უახლესი სტატია გამოქვეყნებულია გარდიანში, (7 თებერვალი 2011)
ჩახავას შენობამ თავისი დიზაინით დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი არქიტექტორების შემოქმედებაზე. კონკრეტულად, ამ გავლენის უახლესი მაგალითებია გამოჩენილი არქიტექტორის რემ კოლჰაასის 2009 წლის ორი პროექტი სინგაპურსა და სპარსეთის ყურეში , რაც მხოლოდ გავლენა კი არა, პრინციპში, ჩახავას დიზაინის გამეორებაა.
1983 წელს ის გახდა სსრკ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1991 წელს აირჩიეს აღმოსავლეთ ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრად. ის იყო 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე- მფრინავი და მიღებული ჰქონდა მედალი მამაცობისათვის.
მას ბევრი პროექტი დარჩა განუხორციელებელი. საიკვდილამდე ცოტა ხნიდ ადრე სახლში მსტუმრობდა და მაჩვენა ფანტასტიკური პროექტების ესკიზები. იმედია როდისმე აშენდება მისი პროექტებით შენობები. ვისაც აინტერესებს განუხორციელებელი პროექტები შეგიძლიათ ნახოთ მის საიტზე
http://www.chakhava.ge/current_1.htm .
სამწუხაროდ სარფის „ოთხფეხა“ საბაჟოს გაფართოების მიზნით დაანგრიეს 1989 წელს.
ბათუმის „რვაფეხას“ კი დანგრევა ემუქრება. ვთხოვ ყველა ბათუმელს და არა ბათუმელს, ვისაც უყვარს ბათუმი და აფასებს მის წარსულს და სილამაზეს, წინ აღვუდგეთ ამ გადაწყვეტილებას. ხელისუფლებას ვთხოვოთ კი არ დაანგრიონ არამედ რესტავრაცია გაუკეთონ ბათუმის ულამაზეს ნაგებობას. აღადგინონ დაზინებული ნაწილები საიდანაც წლების განმავლობაში აძრობდნენ უნიკალურ ფილებს, დაუბრუნონ მას პირვანდელი პეწი და სილამაზე. გთხოვთ გაიზიაროთ ჩემი სტატუსი!!!!!!!
ტანკე