Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > ყველაზე საოცარი ხინკალი


Posted by: dimaopena 26 Oct 2018, 22:30
ჩვენი საყვარელი ხინკალი და მისი მეორე თემა

ბოდიში ჯონათან სვიფტს - ჩვენი პირველი თემის ავტორს და ახალი გემრიელი ხინკლების აღმომჩენს 2kiss.gif

დღეის მდგომარეობით ჩემი და ალბათ უმრავლესი ხინკლის მოყვარულის აზრით, ეს რესტორნები არის რომლებშიც ასე თუ ისე შეგვიძლია დავაგემოვნოთ გემრიელი ხინკალი,რამოდენიმე წინა თემიდან გადმოვიტანე რადგან ბევრი ხმა ქონდა გამოკითხვაში.

მთავარი ჩემი აზრით არის ის რომ ყველა რესტორანში დაცული იყოს სისუფთავე და გაყინულ ხორც კიდევ აიტანს ორგანიზმი gigi.gif

ეს, კი ყველაზე საინტერესო რეცეპტია ხინკლის, რესტორანი ძველი როიალის ფბ-გვერდიდან :
ვისაც დაგიგემოვნებიათ დაწერეთ, როგორია.


user posted image


ფოტოები რამოდენიმე ნაცნობი რესტორნიდან :

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


https://forum.ge/?f=82&showtopic=34804055

Posted by: GEORGEXIII 26 Oct 2018, 22:35
ფიქსირ ამ გემრიელ თემაში



jump.gif jump.gif

Posted by: datoko 26 Oct 2018, 22:38
საუკეთესო ხინკალი კეთდება ოჯახში, Kitchenaid-ის მიქსერით ვამზადებ ძალიან ადვილად, ხარისხიანიცაა, ნატურალურიც და გემრიელიც. მარტო ვაკეთებ ხოლმე 60 ცალამდე - 2 საათში (ფარშის მომაზდებიან, ცომის მომზადებიან, ხინკლის მომზადებიანად).

Posted by: iosebovich 27 Oct 2018, 01:20
დავფიქსირდები და გავაგრძელოთ ძიება ყველაზე კარგი ხინკლის თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოში.

Posted by: eldiablo 27 Oct 2018, 10:54
ჩემი ხმა თავლას.. სადაც გამისინჯავს ჯერჯერობით ყველას ჯობია... თან სტაბილურად კარგი ხინკალი აქვთ..

პ.ს. პირველი თემის ლინკი ჩაამატეთ პირველ პოსტში. რაიცით ვის რაში გამოადგეს.. biggrin.gif

Posted by: girvan_88 27 Oct 2018, 12:42
QUOTE
შემომეჭამა

სურათებიდან ჩემთვის ყველაზე მადისაღმძვრელად ეს გამოიყურება

Posted by: iosebovich 27 Oct 2018, 15:58
girvan_88
განა ცუდია კარგია ძალიან მარა რად გინდა პილმენის ხელებია და 0.90 თეთრი ღირს . კატეგორიულად მიუღებელია. ეგრეა სესილიშიც. ფაქტიურად ერთ ცალ კუჭიან პელმენს ყიდიან 0.90 თეთრად. ამ დონემდე გათახსირდნენ უკვე ...

Posted by: Master_Nick 27 Oct 2018, 16:07
ჩემი ხმა ზოდიაქოს ხინკალს, თბილისში ხინკალი აღარ იჭმევა არსად, ტურისტულმა ნაკადმა ყველგან გააფუჭა ხარისხი

Posted by: BeerLover 27 Oct 2018, 16:13
რათქმაუნდა თელავის ზოდიაქო

უბრალოდ უკონკურენტოა

თბილისს რაც შეეხება, ვეთანხმები Master_Nickს, რომც იპოვო კარგი ხინკალი, მიხვალ 1 თვეში ისევ და აღარ ვარგა უკვე, არავინ აღარ იჭერს ხარისხს...

Posted by: dimaopena 27 Oct 2018, 18:19
ვახ, ზოდიაქო რა გაიჭრა არადა მაინც და მაინც მე რო ვიყავი ღამე იყო და სავარაუდოდ ის ხინკალი არ იყო რასაც ხალხი წერს. მაგრა გამიტყდა სხვა მოლოდინი მქონდა.

Posted by: BeerLover 27 Oct 2018, 20:39
dimaopena

დილით უნდა მიხვიდე

Posted by: framoj 27 Oct 2018, 22:06
ჩემი საყვარელი ხინკალი რა თქმა უნდა ისევ და ისევ ფშავშია chups.gif ეგეთი არსად გამისინჯავს.

Posted by: Jonatahn_smith 28 Oct 2018, 01:41
ჰაიტ მალადეც)

კარგი ტენდენციაა, სურათების გადაღება როცა რამე ახალს აღმოვაჩენთwink.gif

ჩემი ხმა ამჯერად "სესილი"-ს

Posted by: girvan_88 28 Oct 2018, 09:16
iosebovich
QUOTE
განა ცუდია კარგია ძალიან მარა რად გინდა პილმენის ხელებია

მასეთები მიყვარს ზუსტად, არ მიყვარს დიდი ხინკალი, მითუმეტეს ზოგს 50 % კუჭებს უკავია
QUOTE
0.90 თეთრი ღირს

ბევრს ვერ ვჭამ, ეგეთი 10 ცალი მყოფნის, ასე რომ ჩემთვის ძვირი არ არის

Posted by: Jonatahn_smith 29 Oct 2018, 02:25
დღეს დავაგემოვნე კლიკეს ხინკალი..

კარგია up.gif up.gif

Posted by: iosebovich 29 Oct 2018, 17:11
Jonatahn_smith
უფრო რო გაშალო რა ხდება რა სიტუაციაა ?

Posted by: Jonatahn_smith 30 Oct 2018, 12:06
iosebovich

სიტუაცია წყნარია, დგას დაახლოებით 10-12 მაგიდა.. მიუხედავად იმისა რომ სავსე იყო, მყუდროება მაინც არ იყო დარღვეული.

ხინკალი მოიტანეს დაახლოებით 20-25 წუთში..
ლუდი ჩამოსასხმელი აქვთ რაღაც ქართული და სახელი 3-ჯერ გავამეორებინე მაგრამ მაინც ვერ დავიმახსოვრე (ნორმალური ლუდია)
კარგი გემრიელი ჭაჭა აქვთ

ჩვენ სამნი ვიყავით
ავიღეთ 40 ხინკალი, 6 ლუდი და ნახევარი ლიტრა ჭაჭა
ანგარიში მოიტანეს 105 ლარი

ხინკალი ძაან დიდებია, 10 ცალი დაგვრჩა და წამოვიღეთ კიდეც

ერთადერთი რაც შეიძლება მინუსში ჩაუთვალო არის საპირფარეშო.. ძალიან პატარაა და მიუხედავად იმისა რომ ახალი გახსნილია, ჩამრეცხი არ მუშაობდა



Posted by: fermina 30 Oct 2018, 21:29
მოკლედ რამდენიმეწლიანი უშედეგო მცდელობების შემდეგ დღეს პირველად აღმოვჩნდი თელავში, ზოდიაქოში smile.gif

გავსინჯეთ ორივენაირი ხინკალი, ხორციანიც და ნადუღიანი (თუ რაც ქვია)

ახლა არ ჩამქოლოთ, მაგრამ კი, ძალიან მშვენიერი ხინკალი იყო ნამდვილად, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ საუკეთესოა, რაც მიჭამია.

ალბათ იმიტომ, რომ მე არ მიყვარს ეგეთი პრიალა, დიდი ხინკლები. ბევრად მირჩევნია ფშავში ნაჭამი რუხი ფქვილის, იქვე ღია ცის ქვეშ დიდ ქვაბში მოხარშული ხინკლები.

ნადუღის იყო საინტერესო, ნაზი სტრუქტურის და გემოსი.

მწვადიც კარგი.

მთლიანობაში 10 ბალიანი სისტემით 8.

ხო, კიდევ ერთი მინუსი - ჩახუთული სივრცე, უჰაერობა, ინტერიერი.

თელავში ხარ რა, ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, სადაც ყველა მხარეს, საითაც არ უნდა გაიხედო, ულამაზესი ხედია, ხმელა პურიც კი ხაჭაპურად მიდის რა იმ ჰაერზე და ბუნებაში და მანდ რაღაც ჩაბნელებულ, ჩაჟამულ ოთახში ზიხარ.

პ.ს. "კახელების" ხინკალი არ ჩამოუვარდება ნამდვილად, მხოლოდ ფასით უსწრებს ბევრად smile.gif

Posted by: dimaopena 30 Oct 2018, 21:46
fermina
ასეა, მეც ესე ვფიქრობ, ან არ გაგიმართლა და საღამოს ჭამე,
ეგეთი განცდა მქონდა მეც და ბევრსაც ვინც იყო,თუმცა უფრო ბევრი მაინც კმაყოფილია.

გემოვნების ამბავია, მეც ფშავის უფრო მომწონს, აი შემომეჭამას ხინკალი ძალიან გაქვს ფშავის ხინკლის გემოს. ამიტო მომწონს მაგრა.

Posted by: Master_Nick 30 Oct 2018, 23:30
dimaopena
ფშავის ხინკალში რას გულისხმობ? უშუალოდ ფშავში მომზადებულ ხინკალს?



Posted by: Jonatahn_smith 30 Oct 2018, 23:48
fermina
QUOTE
პ.ს. "კახელების" ხინკალი არ ჩამოუვარდება ნამდვილად


ეს ერთხელ რომ ვთქვი კინაღამ ლინჩის წესით გამასამართლეს))

Posted by: iosebovich 2 Nov 2018, 17:12
Jonatahn_smith
105 ლარი ბევრი არაა მაგ შეკვეთაში? ხინკალი რა ღირს ? ლუდი ? ჭაჭა ნახევარი ლიტრა ? მაგდენი არ უნდა დამჯდარიყო თუ ქართული ლუდი დალიეთ ...

Posted by: Jonatahn_smith 3 Nov 2018, 12:07
iosebovich

ხინკალი - 1 ლარი
ჭაჭა 100 გრამი - 3 ლარი
ლუდი არ მახსოვს

ალბათ ტურისტებზეა გათვლილი რა

Posted by: <<Innamorata>> 3 Nov 2018, 13:15
თბილისში მე უგემრიელესი ხინკალი არსად არ მიჭამია , ნუ ჩემს გაკეთებულს თუ არ ჩავთვლი: ))))))))))))))

მცხეთაში კი მაქცს ერთი ადგილი, სადაც მართლა გემრიელ ხინკალს ვჭამ❤️

ჩამოთვლილიდან ფასანურუს ხინკალს არაუშავს და ხაშის სახლს დავამატებდი კიდევ...

Posted by: [LoD]-Bagra 3 Nov 2018, 14:22
კახელები ჩემი ფავორიტია.

ხინკალი ძალიან კარგი აქვთ. თან სულ კარგი აქვთ რა დროსაც არ უნდა მიხვიდე.

ზემოდან კიდე ეგეთი სისუფავე, წესრიგი, მომსახურება და გაკრიალებული საპირფარეშო საქართველოში არსად არ არის...

Posted by: Yojik 3 Nov 2018, 17:38
[LoD]-Bagra
QUOTE
კახელები ჩემი ფავორიტია.
ხინკალი ძალიან კარგი აქვთ. თან სულ კარგი აქვთ რა დროსაც არ უნდა მიხვიდე.
ზემოდან კიდე ეგეთი სისუფავე, წესრიგი, მომსახურება და გაკრიალებული საპირფარეშო საქართველოში არსად არ არის...

+1
მაგარი იყო... უფ საშინელი ნაბახუსევი კი მქონდა smile.gif))) მაგ ხინკალმა მიშველა smile.gif
ძალიან მაგარი ხინკალია up.gif

Posted by: iosebovich 3 Nov 2018, 18:26
[LoD]-Bagra
Yojik
ხინკალში 2 ლარს არ გადავიხდი სულ რო 400 ლარიანი იაპონური ძროხის ხორცი იდოს შიგნით რაა. ეგაა კლიენტის აბუჩად აგდება და დაგოიმება .
საკმაოდ კარგია ფასანაურის ხინკალი ფაქტია. და ერთი ხაშის სახლისას გავსინჯავ ამ დღეებში ყაზბეგზე როა და მოგახსენებთ.

Posted by: Master_Nick 3 Nov 2018, 18:41
iosebovich
კურსი ისე უფასურდება მალე სხვაგანაც აწევენ ფასს ხინკალზე lol.gif

ზოდიაქოს თბილისის ფილიალში ვინმე იყავით? რა ხდება დაწერეთ თელავის ზოდიაქო VS მთაწმინდის ზოდიაქო


Posted by: nutria-113 3 Nov 2018, 18:49
ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ ბერნარდი და ჰბ გამისინჯავს. თავლა კიდევ. ვეცდები სხვებიც გავსინჯო smile.gif ჰბ - 1-2 წლის უკან, მთლად კარგად არ მახსოვს გემო, მაგრამ მახსოვს რომ მომეწონა ხინკალიც და ლუდიც. ბერნარდს ამდენივე ხანი იქნება აღარ გავკარებივარ ისე შემძულდა. თავიდან მევასებოდა ძალიან, მერე გააფიჭეს და ერთი 10 ჯერ მაინც მივეცი შანსი, თუმცა სულ იგივე, ჰოდა დავიკიდე. ბოლო პერიოდი ვარაზში დავდივარ, ბოლოს სადაც ვყოფილვარ ყველას სჯობს და სტაბილურად კარგია. ძალიან იშვიათად, რომ არ გაამართლოს, მხოლოდ 1 მახსენდება.
ფასი მგონი 1ლ, ზომა ნორმალური.
+ მყუდრო გარემო და სუფთა საპირფარეშო.

Posted by: FranziskanerWeissbier 4 Nov 2018, 10:39
სტელა არტუასაც სტაბილურად ნორმალური ხინკალი აქვს

Posted by: maiako_mao 4 Nov 2018, 14:25
<<Innamorata>>

QUOTE
მცხეთაში კი მაქცს ერთი ადგილი, სადაც მართლა გემრიელ ხინკალს ვჭამ❤️

წავიდეთ ერთხელ. 2kiss.gif 2kiss.gif

მიუხედავად იმისა, რომ ვარაზის მიმართ არ ვარ კეთილგანწყობილი (არარელაური ფასების გამო საყვედურები ვუტხარი პერსონალს და ადმისიტრაციასაც) უგემრიელესი ხინკალი აქვთ. რაც არ უნდა დავუკარგოთ. ხოლო, რაც შეეხება ზოდიაქოს ყვეკლაფერი ისე დამთვარდა , როგორც სხვა რესტორნებსა და სახინკლეებში wink.gif პ.ს. ჩაიძირა "ზოდიაქო".....

Posted by: Jonatahn_smith 4 Nov 2018, 16:01
maiako_mao

QUOTE
პ.ს. ჩაიძირა "ზოდიაქო



ეტყობა მაშინ იყავი, როცა პოვარი თბილისში იყო)

მე ძალიან მომეწონა კლიკეს ხინკალი

Posted by: Nobodys Fault but Mine 4 Nov 2018, 20:01
QUOTE
პ.ს. ჩაიძირა "ზოდიაქო".....


lol.gif lol.gif lol.gif


დღეს ვიყავი თელავში

დაახლოებით 8878 წლით უსწრებს ყველა სახინკლეს

BeerLover

ვიცი შენ იცი მაგის გემო
ისევ ისააა თელავში
შეგიძლია ესტუმრო 3 საათამდე

თბილისში კლიკესთან 2 ჯერ სტუმრობის მერე 2 ჯერ ვიყავი თელავში და უბრალოდ სხვა კლასია თელავში. სხვადასხვა საფეხური

17 ვჭამე დღეს ჩემი რეკორდი ზოდიაქოში, ვიცი 2-3 კვირა მაინც ვეღარ მოვხვდები თელავში და მინდოდა გული მომეოხებინა ჭამით cry.gif

Posted by: tama 5 Nov 2018, 11:37
QUOTE (dimaopena @ 26 Oct 2018, 22:30 )
ჩვენი საყვარელი ხინკალი და მისი მეორე თემა

ბოდიში ჯონათან სვიფტს - ჩვენი პირველი თემის ავტორს და ახალი გემრიელი ხინკლების აღმომჩენს 2kiss.gif

დღეის მდგომარეობით ჩემი და ალბათ უმრავლესი ხინკლის მოყვარულის აზრით, ეს რესტორნები არის რომლებშიც ასე თუ ისე შეგვიძლია დავაგემოვნოთ გემრიელი ხინკალი,რამოდენიმე წინა თემიდან გადმოვიტანე რადგან ბევრი ხმა ქონდა გამოკითხვაში.

მთავარი ჩემი აზრით არის ის რომ ყველა რესტორანში დაცული იყოს სისუფთავე და გაყინულ ხორც კიდევ აიტანს ორგანიზმი gigi.gif

ეს, კი ყველაზე საინტერესო რეცეპტია ხინკლის, რესტორანი ძველი როიალის ფბ-გვერდიდან :
ვისაც დაგიგემოვნებიათ დაწერეთ, როგორია.


user posted image


ფოტოები რამოდენიმე ნაცნობი რესტორნიდან :

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ძველ როიალში ხშირად დავდივარ, ხინკალი აქვთ იდეალური, სხვაგან მსგავსი არ გამისინჯავს

Posted by: dimaopena 5 Nov 2018, 12:12
Master_Nick
ანუ, ფშავურში ვიგულისხმე, სერი ფქვილისგან გაკეთებული , პატარა ზომის ხინკლები (თუმცა ბევრი ვარიანტია თვითონ ხორცი, ზოგი დაკეპილს თვლის, ზოგი ცხვარს ურევს, ზოგი ერბოთი)
<<Innamorata>>
როდესაც საუბარია საკუთარ ხინკალზე :დ არ უნდა ვიყოთ ასეთი სუბიექტურები.. ან მაშინ გააკეთე და დაგვპატიჟე ))
ისე კი საინტერესოა რომელია თქვენი ფავორიტი ხინკლის ადგილი. გემრიელი ხინკალი შემომეჭამაშია მანდ წადი.
nutria-113
ვარაზი - ტერიტორიულად ვარაზის ხევს რო აუყვები მარჯვენა მხარეს ეგ არის?
FranziskanerWeissbier
მანდ , მინდოდა გასინჯვა სიაშიც მაქვს :დ , მარა ფბ-ზე ხინკალში პლასმასის ნაწილი აღმოვაჩინეო და ტიპებმა ბოდიშიც ძლივს მოიხადეს და ფულიც გადამახდევინესო smile.gif თან არც გამიბაზრებიო.. იმის მერე სურვილი დავკარგე.
Nobodys Fault but Mine
კაი კაცი, ხარ შენი პოსტები პოლიტიკის თემაშიც მაქვს ნანახი იქაც ხმალით იბრძოდი საუკეთესოაო, მარა ვართ ხალხი ვინც ვიყავით სამწუხაროდ ღამე და არ იყო ის რასაც ამბობ, ან სუბიექტური ხარ.
მაგდენით კი არა შემომეჭამასაც და ამო რამე ადრე რო იყო იმასაც ვერ აჯობა (გარდა იმისა რომ ვთვლი გემოვნების ამბავია ხინკალი მაინც - რადგან მე და ჯონათანს მაგალითად საქონლის ხორცით გაკეთებული ხინკალი გვიყვარს და ზოგს ცხიმიანი მოსწონს, ზოგს დიდი ზომის , ზოგს პატარა ზომის , ანაც მწვანილით და უმწვანილოდ)
tama
აი ძველი როალის ყველაზე მეტად მაინტერესებდა, ანუ ნამყოფი ხარ, 1.2 ხომ? რას იტყვი როგორია?
ბევრნაირი აქვთ?

Posted by: tama 5 Nov 2018, 12:20
QUOTE (dimaopena @ 5 Nov 2018, 12:12 )
Master_Nick
ანუ, ფშავურში ვიგულისხმე, სერი ფქვილისგან გაკეთებული , პატარა ზომის ხინკლები (თუმცა ბევრი ვარიანტია თვითონ ხორცი, ზოგი დაკეპილს თვლის, ზოგი ცხვარს ურევს, ზოგი ერბოთი)
<<Innamorata>>
როდესაც საუბარია საკუთარ ხინკალზე :დ არ უნდა ვიყოთ ასეთი სუბიექტურები.. ან მაშინ გააკეთე და დაგვპატიჟე ))
ისე კი საინტერესოა რომელია თქვენი ფავორიტი ხინკლის ადგილი. გემრიელი ხინკალი შემომეჭამაშია მანდ წადი.
nutria-113
ვარაზი - ტერიტორიულად ვარაზის ხევს რო აუყვები მარჯვენა მხარეს ეგ არის?
FranziskanerWeissbier
მანდ , მინდოდა გასინჯვა სიაშიც მაქვს :დ , მარა ფბ-ზე ხინკალში პლასმასის ნაწილი აღმოვაჩინეო და ტიპებმა ბოდიშიც ძლივს მოიხადეს და ფულიც გადამახდევინესო smile.gif თან არც გამიბაზრებიო.. იმის მერე სურვილი დავკარგე.
Nobodys Fault but Mine
კაი კაცი, ხარ შენი პოსტები პოლიტიკის თემაშიც მაქვს ნანახი იქაც ხმალით იბრძოდი საუკეთესოაო, მარა ვართ ხალხი ვინც ვიყავით სამწუხაროდ ღამე და არ იყო ის რასაც ამბობ, ან სუბიექტური ხარ.
მაგდენით კი არა შემომეჭამასაც და ამო რამე ადრე რო იყო იმასაც ვერ აჯობა (გარდა იმისა რომ ვთვლი გემოვნების ამბავია ხინკალი მაინც - რადგან მე და ჯონათანს მაგალითად საქონლის ხორცით გაკეთებული ხინკალი გვიყვარს და ზოგს ცხიმიანი მოსწონს, ზოგს დიდი ზომის , ზოგს პატარა ზომის , ანაც მწვანილით და უმწვანილოდ)
tama
აი ძველი როალის ყველაზე მეტად მაინტერესებდა, ანუ ნამყოფი ხარ, 1.2 ხომ? რას იტყვი როგორია?
ბევრნაირი აქვთ?

კი 1.2 -ია მაგრამ ნამდვილად ღირს იმისთვის ვისაც ხინკალი უყვარს. ბევრნაირი არ არის მარტო ერთნაირია. არ ვიცი საერთოდ გემოვნებაზე არ დაობენ მაგრამ რაღაც საოცარი გემო აქვს

Posted by: FranziskanerWeissbier 5 Nov 2018, 12:46
dimaopena
ხდება ხანდახან ეგეთები ყველა რესტორანში რა biggrin.gif ყველაზე გამიგია თითქმის მასეთი ამბავი biggrin.gif

Posted by: nutria-113 5 Nov 2018, 16:34
dimaopena
QUOTE
ვარაზი - ტერიტორიულად ვარაზის ხევს რო აუყვები მარჯვენა მხარეს ეგ არის?

არა, ქვემოდან მარცხნივაა.
user posted image
user posted image

Posted by: fermina 5 Nov 2018, 18:11
ეგ ძველი როიალი თუ პიანინო სადაა მცხეთაში, ნატახტრისკენ?

Posted by: Andy_Kaufman 5 Nov 2018, 19:08
FranziskanerWeissbier
QUOTE
სტელა არტუასაც სტაბილურად ნორმალური ხინკალი აქვს

აი ბოლოს რომ ვიყავი ამ ზაფხულს იმენა პლასმასი მოიტანეს ..პლასმასს უფრო კაი გემო ექნებოდა ალბათ biggrin.gif ,,,, რავი ვერ წარმომიდგენია ეგეთი ცუდი ხინკალი როგორ უნდა გამოგივიდეს :|


Posted by: <<Innamorata>> 5 Nov 2018, 19:52
dimaopena
ჩემი ფავორიტი ადგილი ნაგლიაშვილების ხინკალია, თუმცა იმასაც დავამატებ რომ ჩემთვის შეიძლება განსაკუთრებულს აკეთებენ.. აი ყოველთვის უგემრიელესია..
ობიექტური ვარ მერწმუნე.. : ))


maiako_mao
როდესაც გაგეხარდება:***

Posted by: BeerLover 6 Nov 2018, 01:02
Nobodys Fault but Mine

ზოდიაქო უცვლელია კი, ვიყავი ამასწინათ და როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო, უბრალოდ უნდა იცოდე როდის მიხვიდე რა biggrin.gif

მე მანდ დღის მეორე ნახევარში არასდროს არ მივდივარ

Posted by: Nobodys Fault but Mine 6 Nov 2018, 01:22
dimaopena
QUOTE
კაი კაცი, ხარ შენი პოსტები პოლიტიკის თემაშიც მაქვს ნანახი იქაც ხმალით იბრძოდი საუკეთესოაო, მარა ვართ ხალხი ვინც ვიყავით სამწუხაროდ ღამე და არ იყო ის რასაც ამბობ, ან სუბიექტური ხარ.
მაგდენით კი არა შემომეჭამასაც და ამო რამე ადრე რო იყო იმასაც ვერ აჯობა (გარდა იმისა რომ ვთვლი გემოვნების ამბავია ხინკალი მაინც - რადგან მე და ჯონათანს მაგალითად საქონლის ხორცით გაკეთებული ხინკალი გვიყვარს და ზოგს ცხიმიანი მოსწონს, ზოგს დიდი ზომის , ზოგს პატარა ზომის , ანაც მწვანილით და უმწვანილოდ


სუბიექტური ყველა ვართ რაღაც დოზით.

საქონლის ხორცით თუ გიყვარს ხინკალი
მწვანილით თუ გიყვარს და ა.შ არ მოგეწონება ზოდიაქო ისე როგორც უნდა მოგეწონოს ბუნებრივია

როგორ ავხსნა აბა, ფეხბურთი გიყვარს?
ვიღაცას ინძაგის სტილი მოსწონს , ვიღაცას დენის ბერგკამპის და ვიღაცას ჯეიმს მილნერის
მაგრამ მესი არის მესი როგორ ვთქვა აბა :დდდდ
ზოდიაქო არის მესი

აღარ დავწერ არაფერს რავი საერთოდ ზოდიაქოზე 100 ჯერ ვახსენე მგონი, რაც მაგათზე ვწერე ერთი 3 ვიზიტი უნდა მქონდეს წელში მაგათთან უფასო მაგრამ მინდოდა უბრალოდ რომ ხინკალი ვისაც გიყვართ გეჭამათ ეგ სტელა არტუას და HB და მსგავს რამეებს რო ახსენებთ მართლა გული მიკვდება smile.gif ვარაზი კიდე მარილი მაინც დააყარონ ნორმალურად რო გემო ან სუნი ჰქონდეს რამის სრული კატასტროფაა

მოკლედ რავი წარმატებები ყველას ახალი გემოების შეცნობაში
თუუუუუ ხინკლის ფანატიკოსს დაააა ხინკლის სექტანტს დაუჯერებთ და ზოდიაქოს გასინჯავთ მგონი არ ინანებთ რავი მეტს ვეღაფერს გეტყვით
წარმატებებს გისურვებთ ყველას

BeerLover
QUOTE
ზოდიაქო უცვლელია კი, ვიყავი ამასწინათ და როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო, უბრალოდ უნდა იცოდე როდის მიხვიდე რა

მე მანდ დღის მეორე ნახევარში არასდროს არ მივდივა


ტევა არ იყო კვირას, ერთადერთი მაგიდა იყო თავისუფალი

რაღაც მომენტში თითქოს ის აღარ იყო ესე 6 თვის წინ რამდენიმე ჭამა (დავწერე აქაც) და ბოლო 2 ვიზიტი დაიდო ისევ რაც უნდა დადებულიყო და იმაზე მეტიც

კლიკესთან გასინჯეთ თბილისში (მაგარია ) და რაც აქაა თელავში კიდე ბევრად მაგარია ამაზე მეტს ვეღარაფერს ვიტყვი

Posted by: sosoatis 6 Nov 2018, 09:51
QUOTE
ჩემი ფავორიტი ადგილი ნაგლიაშვილების ხინკალია, თუმცა იმასაც დავამატებ რომ ჩემთვის შეიძლება განსაკუთრებულს აკეთებენ.. აი ყოველთვის უგემრიელესია..

ეგ საერთოდ სხვა განზომილებაა ხინკლის საკითხში, ზოგადად ყოველთვის ერთნაირად კარგია.

Posted by: iosebovich 6 Nov 2018, 11:33
და სადაა ეგ ნაგლიაშვილების ხინკალი ტერიტორიულად ?

Posted by: fermina 6 Nov 2018, 12:38
ისა და, მეგობრებო, თელავში "ზოდიაქო" ხო ნამდვილად ის არის, ცენტრიდან აღმართზე რომ ადიხარ და ქუჩის ბოლოში, უნივერსიტეტის პირდაპირ?

რა ვიცი, სხვაგან ხო არ ვიყავი-მეთქი, ვფიქრობ ახლა. biggrin.gif

iosebovich
QUOTE
და სადაა ეგ ნაგლიაშვილების ხინკალი ტერიტორიულად ?


მცხეთაში, ძველი "გარაჟების" ტერიტორიაზე.

Posted by: tama 6 Nov 2018, 13:22
QUOTE (fermina @ 5 Nov 2018, 18:11 )
ეგ ძველი როიალი თუ პიანინო სადაა მცხეთაში, ნატახტრისკენ?

https://www.yell.ge/company.php?lan=geo&id=134353

Posted by: fermina 6 Nov 2018, 13:46
tama

მადლობა, ფბ-ზეც ვნახე, ახლა როგორც მივხვდი, არ უნდა გადაუხვიო ნატახტრისკენ, გასაგებია smile.gif

რაღაც არ მახსოვდა წეროვანის ტერიტორიაზე მსგავსი დაწესებულება და იმიტომ ვიკითხე.

Posted by: GreenWestHam 7 Nov 2018, 14:49
ორიოდ სიტყვა კლიკეს ხინკალზე ჩიტაძეზე

უდაოდ რამდენიმე თავით აღემატება თბილისის ნებისმიერ ხინკალს. თელავის დონე არ არის, მაგრამ ბევრით არ ჩამოუვარდება
ნაკლოვანებებში შეიძლება გავიყვანოთ შედარებით თხელი ცომი, თუმცა გემო ნამდვილად ღვთაებრივია biggrin.gif

ინტერიერი დაახლოებით ისეთი ტიპის არის, რაც ზოდიაქოში. სისუფთავე და სიმყუდროვეც არის.

ლუდზე არის როგორც ძვირიანი (გაუფილტრავი პაუ – 10 ლარი), ისე იაფიანი ვარიანტიც (არგო – 4 ლარი). ასევე არის შინაური ჭაჭა და ღვინო. გაზიანი სასმელებიდან – ლაღიძის წყალი.

მოკლედ, ღმერთმა დალოცოს ის ადამიანი, ვინც ამ თემაში პირველად კლიკეს ხინკლის გახსნის შესახებ გვაცნობა biggrin.gif
იმედია, კარგად წავა საქმეები და მენიუც ცოტათი გაფართოვდება, ზოდიაქოს დონეზე.

Posted by: FranziskanerWeissbier 7 Nov 2018, 15:41
GreenWestHam
ნახევარლიტრიანი პაუ ღირს 10 ლარი? biggrin.gif
---------------------------------------------------------

Posted by: iosebovich 7 Nov 2018, 16:50
GreenWestHam
გაუფილტრავი პაუ 0.5-იანი 10 ლარი ღირს? ხინკალი რა ღირს 1 ლარი ხო ? მდაა ვერაა კაი ამბავი ...

Posted by: GreenWestHam 7 Nov 2018, 16:52
FranziskanerWeissbier
iosebovich
მოცულობაზე არ შემიხედავს ბიჭებო რომ არ მოგატყუოთ, მაგრამ ალბათ 0,5იანი იქნება ხო. ტურისტული ფასებია რა
ხინკალიც 1 ლარია და ძვირია, თუმცა გემო ნამდვილად ამართლებს ფასს. ზომაში პატარები არ არის, ზოდიაქოში რაცაა, იმხელებია

Posted by: FranziskanerWeissbier 7 Nov 2018, 16:55
GreenWestHam
ხინკალი ნიჩიო, 1 ლარს გადავიხდი ძაან კარგ ხინკალში, ლუდზე უაზრობა ფასია. არც დავლევ მანდ ლუდს biggrin.gif ხინკალზე მივალ

Posted by: max-14 8 Nov 2018, 03:20
QUOTE
გაუფილტრავი პაუ – 10 ლარი

რამხელა ფასი უდევთ,რა არის smile.gif))))))))

Posted by: Keti-Ket 11 Nov 2018, 22:42
დღეს გავსინჯე კლიკეს ხინკალი. მითხრეს რომ სხვა ფილიალი არ აქვს, უბრალოდ ზოდიაქოს რეცეპტურით მზადდება.

ხინკალი ნამდვილად გემრიელი, უბრალოდ ზედმეტად დიდი კუჭებით. ნადუღისა და სულგუნის ხინკალიც არანაკლებ გემრიელი.

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, სუნი ძალიან უსიამოვნო, გამწოვებიც არ ჰქონდათ ჩართული და შეკვეთას ნახევარი საათი ველოდეთ, მომსახურე პერსონალიც დიდად ღიმილიანი ვერ აღმოჩნდა თუმცა გემრიელი ხინკლის საჭმელად ღირს მაინც მისვლა

Posted by: horsecash 12 Nov 2018, 01:03
ეს ხაშის სახლი საზიზღრობაა არაფერი არ უვარგათ მჟავე პამიდვრის გარდა ! წყალ გარეული სუპები და უგემური ყველაფერი კატასტროფენ იმედგაცრუება ნაბახუსევზე თუ გინდა მანდ უნდა მიხვიდე ))) ხინკალი კახელებში, ზოდიაქო, მწვადიაური, შემომეჭამა ნაღდია.

Posted by: justhappy 12 Nov 2018, 03:10
ვა ვა კაიაა ასე რო აქებთ მაგ ხინკალს ერთი უნდა წავიდე გავსინჯო ეგ კლიკეს ხინკალი wink.gif

Posted by: iosebovich 13 Nov 2018, 12:04
ვაა ერთი ვეღარ მივაღწიე რაა კლიკეს სახინკლემდე ... ძალიან მაინტერესებს. ისე მამაცხონებული ერთი წესიერ ადგილას გაეკეთებჯნა თბილისს რო შეეფერება ისეთი სიტუაციით და ხალხი მერე გენახა.
შემომეჭამაში პილმენის ხელებიაო და არ ღირს მანდ მისვლა. 0.90 თეთრი ერთ ცალ ხინკალ-პელმენში დანაშაულია....

Posted by: <<Innamorata>> 13 Nov 2018, 12:06
დუშელების ხინკალი სად არის?

ახალი გახსნილიაო და ძაან აქებდნენ.. სრულიად უცხო ხალხი იყო და არ ვკითხე: /
* * *
horsecash
პავლოვზე იყავი ხაშის სახლში?

Posted by: iosebovich 13 Nov 2018, 12:10
<<Innamorata>>
დუშელების ხინკალი ნახევარფაბრიკატებია. სახლში უნდა წამოიღო და მოხარშო. იქვე არაფერი არაა დასაჯდომი. ფასი 0.80 ცალი. ახალი გახსნილია საბურთალოზე გამრეკელის ქუჩაზე. ფბ გვერდი აქვთ და იქ ნახე აბაა ზუსტი მისამართი ...

Posted by: toyota12345 14 Nov 2018, 10:04
ჩემო კარგო რესტორანი ეგ ჩაამატეთ მაგარი ხინკალი აქვთ მოხევური. უბრალოთ მომსახურეობა არ მომეწონა სომხეთიდან ჩამოსული ახლობლები მივიყვანე და მიხვდა ეს გოგო რომ არ იყვნენ აქაურები და იმენა ტვინი #####ა რას ინებებთ რას დაამატებთ, იბიომაწ იქნებ თანხაში ვარ შეზღუდული თან მე უნდა გადამეხადა ეგ სუფრა და ამ მიმტანმა გოგომ ისე გამაღიზიანა ლამის ზედმეტი ვაკადრე, ვეუბნები გაზიანი ლიმონათი მოიტანე ნატახტარი ან ზედაზენი რაც გაქვთ და მეუბნება ნატურალური წვენები გვაქვსო ჩამოსასხმელიო რომელიც 1 ლიტრი 7 ლარამდე ღირს. კაროჩე ისე გავბრაზდი ხინკალიც ვერ შევჭამე. რო რამე მინდოდეს ხო არ მომერიდება.

ხინკალი მართლა გემრიელი აქვთ, კონკრეტულათ მე ნაძალადევის ფილიალში ვიყავი ნახალოვკაში ცოტნე დადიანის ქუჩაზე არის.
* * *
iosebovich

მეც ეგ უნდა დამეწერა ეგეთ მაგარი სახინკლეს ხსნი და რაღა ჩიტაძის ქუჩაზე აი იმენა ეგ ქუჩა არანაერად არ არის ხინკლის საჭმელი ადგილი. ჯერ მანქანას ვერ გააჩერებ თუ მანქანით მიდიხარ კრუგომ სულ დიპლომატიური მანქანები დგანან ზევით საგარეო სამინისტროა ქვევით პარლამენტი. მერე მეორე მადა მეკარგება მაგ ადგილას რომ გავდივარ სარალიძის ტანჯვას რომ ვუყურებ.

Posted by: Trump 14 Nov 2018, 10:22
ერთ-ერთი კარგი გამოკითხვაა ხინკლის თემაზე.


კლიკეს ხინკალი ვჭამე წინა კვირას, სქელცომიანი მომეჩვენა. ვაიმე გავგიჟდი თქო მოვიტყუები, თუმცა ნორმ.

ოქროს კათხას ხინკალს დავამეტბდი, ნამდვილად კარგია.
დანარჩენი გემოვნების საკითხია გინდა ვაშაძე აირჩიე გინდა ჟურაბიშვილი.smile.gif

Posted by: Mstyle 14 Nov 2018, 17:00
toyota12345
ეგ მართლაც პრობლემაა ბევრგან, ყოველ მოსვლაზე რამეს ხომ არ დაამატებთ? მომერიდება თუ რა ერთი რამის დამატება რომ მინდოდეს

Posted by: handy 15 Nov 2018, 06:17
13.ბულაჩაური - (სოფელი ბულაჩაური) [ 3 ] [5.77%]
spy.gif spy.gif spy.gif spy.gif spy.gif

Posted by: horsecash 15 Nov 2018, 13:03
დიახ პავლოვის ხაშის სახლში ვიყავი თან 2 ჯერ, პირველად რო ვიყავი ვიფიქრე კარგი ალბათ რაღაცა მოხდა ეპატიებათ, მეორედ იგივე ნაგავი რო მოიტანეს მივხვდი რო ნაგავია, სუპებს ალბათ წყლით აბევრებენ რო აკლდებათ იმიტომ რომ სრულიად წყალყალაა, ხინკალი ნორმალურიც არ ითქმის უფრო ცუდისკენ იხრება. იგივე შემიძლია ვთქვა უკვე სესილიაზეც შაბათ კვირას იქ მისვლა არ შეიძლება ხინკალს აგვიანდება 2 საათი და იმდენი ხალხი ყავთ არც გემსახურებიან სხვა დღეებში კარგია. ვახტანგური გადაიტანეს ვაჟაზე ადრე ავლაბარში იყო მოედანზე საჩებურეკე თუ გახსოვთ ეგ გახსნეს ვაჟაზე და ძალიან მომეწონა ხინკალი

Posted by: tama 15 Nov 2018, 13:36
user posted image

ძველი როიალის უგემრიელესი ხინკალი

Posted by: WP-Rex 15 Nov 2018, 15:29
tama
ჯერ ერთი, რა ფერია. რუხი ფქვილი არ მიხსენოთ.
არავითარი რუხი ფქვილი საქართველოში არ შემოდის.
ეგ არის შეღებილი.

მეორეც, აშკარად აპარატითაა მოხვეული.
კუჭები ასე სწორად არ უნდა იყოს წაჭრილი.
ხინკალი მოხვეული უნდა იყოს ხელით.

Posted by: iosebovich 15 Nov 2018, 16:03
WP-Rex
ხო რა საზიზღარ ფერზე და ვიდზეა კაცო. რაც უნდა გემრიელი იყოს ზედვე ეტყობა ცომი არ ვარგა.

ბერნარდში ვიყავი ტაბიძეზე. ინტერიერი კარგი მომსახურებაც. ხინკალი 0.70 თეთრი. მთიულური ავიღეთ. არი რაა დიდი არაფერი და ლუდითაც ვერ მოვიხიბლე. ძალიან ცხიმიანი იყო ეჭვი მაქვს სალას ან მუცლის ქონს ურევენ. მოკლედ მე მანდ მეტი არ მივალ.

შემომეჭამაში მართლა 1.20 გახადეს ხინკალი ? მოკლედ პირდაპირ ყაჩაღობაზე გადავიდნენ კახელებისა არ იყოს 2 ლარად რო ყიდიან .

ხაშის სახლზე ადრეც დაიწერა რო კაპიკად არ ვარგა და აჰაა აგერ უზერმაც ნახა თავისი თვალით.

დოლიძეზე ფასანაურს უჭირავს ხარისხი მარა რად გინდა ძვირია ყველაფერი ...

მოკლედ საშინლად გაძვირდა გარეთ კვება და უკვე სახინკლეში წასვლაც პრობლემაა.

ამიტომ გაოფებისათვის ბოდიში და ოცნებას და ბიძინას დდშ ჩვენი ამ მდგომარეობაში ჩაგდებისათვის. ვისაც ეწყინა ცივი წყალი დალიოს ...

Posted by: toyota12345 15 Nov 2018, 16:08
iosebovich

ბაზარი არაა იმენა ეგრეა როგორც დაწერე, სომხეთში ვიყავი ერთი კვირის წინ ერევანში იმხელა და ისეთი გემრიელი ქაბაბი ვჭამე ეგეთი ქაბაბი საქართველოში არ მიჭამია ძალიან დიდი იყო მაგარ მოშიებულზე ბოლომდე ძლივს შევჭამე აქაურ ფულზე 4 ლარი გამოვიდა. თან იქ არანაერ გაყინულ ხორცს არ ხმარობენ.

ბიძინას და ოცნებას დედებს მეც მოვიკითხავ რახან საუბარი ჩამოვარდა ჩემგანაც მაგათ მოკითხვა!!!!!!!!!

ხინკალს რაც შეეხება აი სადმე ქალაქგარეთ კიდევ შეიძლება ნორმალურის ჭამა და აი თბილისში უკვე მართლაც რომ თითზე ჩამოსათვლელია. ჩემო კარგო დატესტეთ არ ინანებთ ნაძალადევზე მაგრად მომეწონა მაგათი მოხევური ხინკალი კვლიავით.

შემომეჭამაში ამ ზაფხულს ერთხელ ვიყავი და ისეთი პატარები იყო, ჩემს უბანში ნოდარას გაყინული პელმენიც კი უფრო დიდი ზომის არის. თუმცა გემრიელი იყო.

მე ვფიქრობ რომ 1 ლარზე მეტის გადახდა ხინკალში არ ღირს და ის 1 ლარიც რომ გადაიხადო ხინკალი უნდა იყოს კარგი ბარაქიანი და ხოშიანი როგორიც თელავის ზოდიაქოში არის.

შემომეჭამაში ძირითადათ ვაკელი სასტავი მოძრაობს და მაგათ აბა ფულის მეტი რა აქვთ კი იხდიან.......

Posted by: horsecash 15 Nov 2018, 16:40
შემომეჭამა და კახელების ხინკალი კეთდება ახალი ხორცით, არასდროს არ შემხვედრია ხრტილები და მაგდაგვარი მაგარი ნაწილაკები ფარშში ხარისხი ეტყობა ნამდვილად, კახელების მენეჯერმა თქვა იმიტომ ღირს 2 ლარი ხინკალი რო არ გვსურდა სახინკლედ გადაქცეულიყო აქაურობა და დავადეთ მაღალი ფასიო, თან ფარში უმაღლესი ხარისხის ხორცით მზადდება და თვითღირებულებაც მაღალია ხინკლისო 2 ლარი მაინც ბევრია მაგრამ გასაგებია ეხლა რატომაც პოლიტიკაა ეგეთი )))

Posted by: toyota12345 15 Nov 2018, 16:47
ყოველთვის იქნება ისეთი ხალხი ვინც 2 და 4 ლარსაც უპრობლემოთ გადაიხდის ხინკალში, არც ისე ძალიან არ უჭირს საქართველოში ხალხს დამიჯერეთ!!!

ხო და თავიანთი ნებაა, მე არასოდეს არ გადავიხდი ხინკალში 2 ლარს აი რატო უნდა გავამდიდრო ვიღაცა, ვიცი ადგილები სადაც გაყინულ ხორცზე არ მუშაობენ და არანაკლები ხორცი დევს რაც შემომეჭამაში ან კახელებში წავალ და 80 ან 90 თეთრს გადავიხდი საკაიფო ხინკალში. აგერ კახელები ჩემთან არის უბანში ლილოში ვარ მეც მაგრამ არასოდეს არ შევსულვარ იმიტომ რომ ვიცი მანდ რა ფასებიც აქვთ.

Posted by: yurmetal 15 Nov 2018, 17:11
ფიქს ამ თემაში!

მე ვარკეთილის ორი ტონას ხინკალი მომწონს, ოღონდ მოხევური, ლუდიც კარგი აქვთ, განსაკუთრებით კი აპა smile.gif
ისე ბულაჩაურის ჩვენს ეზოშიც ვიყავი და კარგი იყო, ასევე სოფელ ბულაჩაურის სახინკლეც მომწონს ძალიან.
სხვაგან კაი ხანი არ მიჭამია.

Posted by: მამაო ენუქი 15 Nov 2018, 17:18
horsecash
QUOTE
კახელების მენეჯერმა თქვა იმიტომ ღირს 2 ლარი ხინკალი რო არ გვსურდა სახინკლედ გადაქცეულიყო აქაურობა და დავადეთ მაღალი ფასიო,

ადრე კახელებში სასერთოდ არ იღებდნენ ხინკალზე შეკვეთას, თუ დაჯდებოდი და შეუკვეთავდი სუფრას მერე მოქონდათ ხინკალი, მერე ხინკალიც რო დაიწყეს მარტო ბომჟარა ხალხიც ეძრობოდა მარტო ხინკალზე და გადაიტანეს ეხლა დესერტში.

Posted by: WP-Rex 15 Nov 2018, 18:20
iosebovich
QUOTE
ამიტომ გაოფებისათვის ბოდიში და ოცნებას და ბიძინას დდშ ჩვენი ამ მდგომარეობაში ჩაგდებისათვის. ვისაც ეწყინა ცივი წყალი დალიოს ...

დავი, დავი! biggrin.gif

Posted by: nia4u 15 Nov 2018, 20:35
მცხეთის გარაჟებში ვიყავი ორი კვირის წინ, ნაგლიაშვილებთან(რამდენიმეა მანდ ერთად)
აგერ უკვე 15-20 წელია ხარისხს არ აგდებენ!
უგემრიელესი ხინკალია!...
ქაბაბი ცოტა არ მომეწონა, რბილი იყო,
ხაჭაპურს არაუშავდა...
ერთად გადავიხადეთ და ფასები ვერ გავიგე:
30 ხინკალი,
ერთი ხაჭაპური.
6 ქაბაბი(ერთი ცალია პორციაში),
5 მინერალური (500გრ.)
4 ყავა - 82 ლარი
არ ვიცი, რამდენად ძვირია....

მოკლედ, კაი ხინკლისთვის, თელავში თუ არა, მცხეთაში ჩასვლა მაინც ღირს smile.gif

Posted by: girvan_88 16 Nov 2018, 11:37
nia4u
QUOTE
მცხეთის გარაჟებში ვიყავი ორი კვირის წინ, ნაგლიაშვილებთან

გუშინ ვიყავით, ზუსტად ისეთი ხინკალია მე რომ მიყვარს, ქალაქში აპარატით დამზადებულ გაპრიალებულ და უზარმაზარ კუჭიან ხინკლებს არც შევადარებ
QUOTE
ერთად გადავიხადეთ და ფასები ვერ გავიგე:

30 ხინკალი
კიტრი-პომიდვრის სალათი პურით
2 ლიმონათი
6 კათხა ლუდი
250 გრ ჭაჭა

დაჯდა 59 ლარი
რავიცი გვებევრა

ხინკალზე წასვლა ნამდვილად ღირს, თუ დასალევსაც შეგატანინებენ ხო სულმთლად კაი

yurmetal
QUOTE
მე ვარკეთილის ორი ტონას ხინკალი მომწონს

თბილისის კვალობაზე ნორმალურია

QUOTE
ლუდიც კარგი აქვთ

კი ბატონო

მაგრამ რამდენჯერაც ვიყავით იმდენჯერ გამოქცევა მოგვიწია, არ ვიცი გამწოვები არ უვარგათ თუ არ ქონდათ ჩართული, მთელ დარბაზში მწვადის, ქაბაბის, ხინკლის და რავიცი ყველაფრის კვამლი ერთმანეთში იყო აზელელი და წინ მჯდომ კაცს ვერ ვხედავდი. ეგ თუ არ გამოასოწრეს მე მანდ წამსვლელი აღარ ვარ

Posted by: toyota12345 16 Nov 2018, 11:48
2 ტონაში ჩემი ფეხი აღარ იქნება, ხინკალი არ გამისინჯავს მაგრამ ყველაფერი იყო ძალიან ძვირი, ნაღდათ არ ვაპირებ ვიღაცის გამდიდრებას თან ამდენი არჩევანია და რესტორნების და კარგი ადგილების მეტი რა არის პური რომ ჭამო ადამიანმა კარგათ.

Posted by: girvan_88 16 Nov 2018, 11:52
toyota12345
QUOTE
2 ტონაში ჩემი ფეხი აღარ იქნება, ხინკალი არ გამისინჯავს მაგრამ ყველაფერი იყო ძალიან ძვირი

ლუდი არ არის ძვირი, 2.50 ლარიდან იწყება და 3.80 მთავრდება, თან ადგილობრივი კრაფტ ლუდები აქვთ, იქვე ხარშავენ, ცოტა სპეციფიური გემოები კი აქვს მაგრამ არჩევანი ბევრია და რაღაცას მაინც გაარტყამ


Posted by: Jonatahn_smith 16 Nov 2018, 12:57
აი ბულაჩაურის ხინკალზე რომ გიჟდება ხალხი ეს არ მესმის რა.. რამდენჯერმე მომიწია იქ შესვლა და ხინკალი აქვთ ისეთი თბილისის ნებისმიერ სახინკლეში რომ შეჭამ

Posted by: toyota12345 16 Nov 2018, 13:03
Jonatahn_smith

დღემდე ვერ გავიგე რომელ ბულაჩაურზე დადის ლეგენდები, არ ვიცი ნამდვილ ბულაჩაურში ვიყავი თუ არა აი ახლა გეტყვი სადაც ვიყავი: მივდივართ თბილისიდან დუშეთის მიმართულებით და სოფელ ბულაჩაურის გადასახვევი რომ არის გადავუხვევთ მარჯვენა მხარეს და იწყება ხრეშიანი გზა (ასე იყო ზაფხულს) გადავდივართ მდინარეზე ხიდზე და როგორც კი ხიდს გადავალთ მარჯვენა მხარეს ვუხვევთ და მანდ არის რესტორანი ბულაჩაური. საკმაოთ დიდი ტერიტორიაა მდინარე არაგვის პირას. თუ მაგ ბულაჩაურზე დადის ლეგენდები შემიძლია ვთქვა რომ ეგეთი ბანძი ხინკალი თბილისის ყველაზე ბანძ რესტორანშიც კი არ მიჭამია. ამასწინათ გავიგე რომ მაგ სოფელში სხვაგანაც ყოფილა რესტორანი ბულაჩაური და შეიძლება ის არის ნამდვილი ბულაჩაური.

Posted by: iosebovich 16 Nov 2018, 14:36
toyota12345
მართალი ხარ ბულაჩაურის ხინკალი სადაც შენ ამბობ უბანძესია. რა მოწონთ მანდ არ ვიცი. 19 წლის წინ არ ვარგოდა უკვე. მაგ გზაზე ნატაცტრის ველი ტრადიციულაად კარგია, ჩვენი ეზოს აწებენ არ ვყოფილვარ და რაღაცა კაცის დუქანიო კიდე არც მანდ ვყოფილვარ. ნატახტრის ველში ყოველთვის კარგი ხინკალია და სხვა რამეებიც. თბილისი გაბანძდა ფაქტია. დამრჩა კლიკეს სახინკლე და აი ის შენ რო ამბობ ნაძალადევში . რა ქვია მაგას ზუსტად ?

Posted by: toyota12345 16 Nov 2018, 14:45
iosebovich

ჩემო კარგო ქვია რესტორანს ერთი გლდანშია და მეორე ნახალოვკაში, კიკვიძის ბაღიდან რომ მოვდივართ ნაძალადევის მეტროს მიმართულებით სანამ მეტროსთან მივალთ მარჯვენა მხარეს არის ადრე ორიგინალი ერქვა მაგ რესტორანს ხინკალი მართლაც კარგია. 85 თეთრი ღირდა თუ არ ვცდები. სამკუთხედი ბაღის შესახვევთან არის დადიანიდან სანამ მანჯგალაძის ქუჩაზე შეუხვევ

პატიოსანი კაცის დუქანი მანდაც კარგი ხინკალია ეგეც დუშეთის გზაზეა მისაქციელს რომ გავცდებით თბილისიდან რომ მივდივართ მარცხენა მხარეს არის გზაზევე პატარა დუქანია მაგრამ ხინკალი მართლაც რომ პატიოსნათ გაკეთებული.....

Posted by: Jonatahn_smith 16 Nov 2018, 21:05
toyota12345

კი ეგ არის)

არადა ხალხი გიჟდება..

Posted by: Master_Nick 16 Nov 2018, 23:04
QUOTE (toyota12345 @ 16 Nov 2018, 14:45 )
პატიოსანი კაცის დუქანი მანდაც კარგი ხინკალია ეგეც დუშეთის გზაზეა მისაქციელს რომ გავცდებით თბილისიდან რომ მივდივართ მარცხენა მხარეს არის გზაზევე პატარა დუქანია მაგრამ ხინკალი მართლაც რომ პატიოსნათ გაკეთებული.....

up.gif გეთანხმები, ნამდვილად საუკეთესო ხინკალი აქვთ. ახალი ქართული ხორცით გაკეთებული, ბულაჩაურის ხინკალს არც შევადარებsmile.gif მანდ სხვა კერძებიც მშვენიერია,

Posted by: BeerLover 16 Nov 2018, 23:24
QUOTE (tama @ 15 Nov 2018, 13:36 )
user posted image     

გამიგია/მინახია/მიჭამია და ა.შ. რუხი ფქვილით გაკეთებული ცომისგან გამზადებული ხინკალი, მაგრამ ეს რა არის? biggrin.gif ძალიან ძალიან ცუდად გამოიყურება...

პ.ს. ბულაჩაურის ხინკალს რაც შეეხება, რო დამპატიჟოთ, თავისი ტრანსპორტირებით, მეორე დღის საპახმელიო სუფრით და ამბებით, მაინც არ წამოვალ biggrin.gif საშინელი ხინკალია...

თბილისში ზოგადად მაგრად ჭირს კარგი ხინკლის ჭამა, შეიძლებს სადმე კარგი იყოს, მაგრამ მიხვალ 2 კვირაში და აღარ ვარგა...

ბოლო 3 ჭამა მახსოვს... ერდინგერი, სტელა და ვარაზის პაულანერი...

ერდინგერში კარგი ხინკალია, სტელაში გააფუჭეს საკმაოდ, ვარაზის პაულანერიც გარტყმაზეა რა, ხან კარგია, ხან ცუდი, ამჯერად არ გამიმართლა და ცუდი იყო biggrin.gif

კლიკე არ გამისინჯავს, მაგრამ ვიკითხე თელავში და არ არის ზოდიაქოს ფილიალიო მითხრეს...

Master_Nick

ნეტა 9 მთაში როგორი ხინკალი აქვთ? biggrin.gif გაგისინჯავს?

9.90 ღირს 5 ცალი

Posted by: toyota12345 16 Nov 2018, 23:37
BeerLover

ზოდიაქოს ფილიალი არ არისო? ესეიგი როგორც ჩანს პლაგიატობას აქვს ადგილი და რა ხდება ხუიევოზნაეტ როგორც იტყვიან/. ვიღაცამ შეიძლება პროსტა ჭორი გააბაზრა რომ მაგისი ხინკალი არისო. თუ ზოდიაქო მაგას იძახის მაშინ ხო შეიძლებოდა ეთქვა ჩემი არისო და მანდაც მიდითო/

Posted by: BeerLover 16 Nov 2018, 23:38
toyota12345

მზარეული ყავთ მგონი ზოდიაქოსი ხანდახან, მაგრამ ზოდიაქოს მთავარი ხიბლი ის დილის პროდუქტია, რითიც აკეთებენ და ჩვეულებრივი პროდუქტით თუ აკეთებენ, მარტო მზარეული არ უშველის... ხინკალია რა, რა გაკეთება მაგას უნდა biggrin.gif მთავარი მასალაა...

Posted by: Master_Nick 16 Nov 2018, 23:41
BeerLover
9 მთის ხინკალი არ გამისინჯავს, მანდ ხინკალი თუ ქონდათ არც ვიცოდი, ეტყობა ახალი შეტანილია მენიუში,

ჰაკერ ფშორის ხინკალი დატესტე ერთხელ აბა, მაინტერესებს შენი შეფასება

Posted by: BeerLover 16 Nov 2018, 23:42
Master_Nick

არა თავიდანვე ქონდათ biggrin.gif უბრალოდ არასდროს მიფიქრია მანდ ხინკლის აღება...

ან 5 უნდა იყიდო ან 9, ეგრეა მენიუში biggrin.gif 5 ღირს 9.90 და 9 ღირს მგონი 18 თუ 19, არ მახსოვს ზუსტად

ჰაკერ-ფშორის ხინკალი ძალიან გემრიელია და მომწონს, თუმცა ცოტა პატარაა.... ლუდიც სუპერია ჰაკერის... wink.gif

Posted by: Master_Nick 16 Nov 2018, 23:46
BeerLover
მართალი ხარ, 9 მთაში ხინკალი რაღაც ვერ ჯდება იმ გარემოში, ალბათ ეგ უფრო ტურისტებისთვის აქვთ, არამგონია რაიმე განსაკუთრებული იყოს, დავტესტოთ ერთხელ ვიზიტისას wink.gif

Posted by: toyota12345 16 Nov 2018, 23:46
300 არაგველებზე ვის გახსოვთ დაახლოებით 2003–2007 წლებში იყო პატარა სახინკლე ბოჭორმის ქუჩაზე 300 არაგველის მეტროდან რომ ჩამოვდივართ ბოჭორმის ქუჩაზე მანდ კუთხეში იყო, მთიულების გახსნილი იყო აი ხინკალი იყო საოცრება თან მაშინ ფასი იყო 50 თეთრი და იმხელა ხინკლები იყო 5 ცალზე მეტს ვერ ვჭამდი, ნუ მაშინ პატარაც ვიყავი.....

Posted by: BeerLover 16 Nov 2018, 23:48
Master_Nick

ხო გეთანხმები, თუმცა არის პატარა შანსიც რო განსაკუთრებული იყოს biggrin.gif გავსინჯოთ შემდეგ მისვლაზე... კაკ მინიმუმ ცუდი არ უნდა იყოს


Posted by: Master_Nick 16 Nov 2018, 23:53
toyota12345
მახსოვს ეგ ადგილი, მართლა გამორჩეული ხინკალი ქონდათ. ამასწინათ მოვხვდი მაგ ქუჩაზე, ვერ ვიცანი ისეთი შეცვლილია lol.gif

ავლაბარში სახინკლე/ საჩებურეკე გახსოვს? ფეხზე დასადგომი მაგიდებით? აი მანდაც უმაგრესი ხინკალი ქონდათ, ეგეც დახურულა

Posted by: iosebovich 17 Nov 2018, 01:58
Master_Nick
ავლაბრის სასტავი გადასულია ვაჟაზე.ვახტანგური ჰქვია. ასათიანის გზაჯვარედინი როა მანდაა კუთხეში. ძალიან უქებენ ხინკალსაც და ჩებურეკსაც. ერთი ვერ მოვიცალე რო მივიდე რაა ...

ტიფლისის არც ხინკალი არ მომეწონა, არც ქაბაბი და არც არაფერი ვაჟაზე როა დასაწყისში.

ბერნარდმა ჩაილურის წყალი დალია ხინკალში. იმენნა გასაზიზღრებული აქვთ რაა


Posted by: Master_Nick 17 Nov 2018, 14:14
iosebovich
არ ვიცოდი ეგ ინფო, მადლობა გავითვალისწინებ. ავლაბარში მართლა კარგი ხინკალი და ჩებურეკი ქონდათ.

Posted by: Keti-Ket 17 Nov 2018, 14:41
კლიკე ნამდვილად არ არის ზოდიაქოს ფილიალი, თვითონაც თქვეს. უბრალოდ იმავე რეცეპტურით მზადდებაო

Posted by: Frankens†ein 17 Nov 2018, 15:43
QUOTE (girvan_88 @ 27 Oct 2018, 12:42 )
QUOTE
შემომეჭამა

სურათებიდან ჩემთვის ყველაზე მადისაღმძვრელად ეს გამოიყურება

გემო არანაკლებია.

ჩემი ხმაც "შემომეჭამას"...

კახელების და შემომეჭამას ხინკალი ერთი და იგივეა ფაქტიურად.
შემომეჭამაში 90 თეთრი ღირს, კახელებში - 2 ლარი
კახელებში პოლიტიკის გამოა ძვირი - მარტო ხინკალზე რო არ იაროს ხალხმა, სახინკლედ არ იქცეს და თუ მაინცდამაინც თავი გაიგიჟა კლიენტმა, უარიც არ უთხრან. მაგალითად მაღალი კლასის ქართულ რესტორანში რო გყავს უცხოელი სტუმარი და ხინკალი მოუნდება, რესტორნის სიბანძეზე მეტყველებს ერთ-ერთი პირველი ქართული კულინარიული შედევრის არქონა.

ხო არის მთიულური, ხევსურული, ქალაქური ხინკალი...
ეს კახური ხინკალია ფაქტიურად.
კახეთში აკეთებენ ესეთს, ოჯახებში.
პაპა(ჩემი) რო აკეთებდა ხოლმე კახეთში, ზუსტად ისეთია შემომეჭამას ხინკალი გემოთიც და ვიზუალურადაც.

კახეთში იციან ხინკალზე რომ ან მარტო ღორისას აკეთებენ, ან შერეულს, სადაც ღორის ხორცის წილი მეტია...


ქალაქურ ხინკალს რაც შეეხება, ლუდის მოედანშია ყველაზე გემრიელი.

Posted by: fermina 17 Nov 2018, 17:35
Frankens†ein
QUOTE
კახელების და შემომეჭამას ხინკალი ერთი და იგივეა ფაქტიურად.


მე საერთოდ სხვანაირი მახსოვს კახელების. ანუ ჩვეულებრივია, პრიალა ცომით და დიდები, მაგრამ გემოთი არაჩვეულებრივი, თუმცა უფრო ქალაქურ სტილზე. არა მწვანილები არ იგრძნობა, მაგრამ მაინც.

შემომეჭამასი უფრო წაუმთიულურებს, არა?

Posted by: Frankens†ein 17 Nov 2018, 18:05
fermina
QUOTE
მე საერთოდ სხვანაირი მახსოვს კახელების

სახინკლეებში შეიძლება სხვადასხვაგვარებს აკეთებენ, მაგრამ ოჯახებში დიდ ხინკალს არ აკეთებდნენ არსად მგონი, არც კახეთში და არც მთაში.

აი, ამ ფოტოზე არის "შემომეჭამას" ხინკალი და ვიზუალურად ზუსტად ასეთს აკეთებდა/აკეთებს პაპა კახეთში.
სინიც კი ეგეთი გვაქვს biggrin.gif
დედა და დეიდაც მასეთს აკეთებენ.
ეს ვიზუალურად და გემოთიც ზუსტად იგივეა, რაც "შემომეჭამას" ან "კახელების" ხინკალი.

ცომს რაც შეეხება, სახლში არც გამოვა პრიალა, ქალაქურ ხინკალს როგორიც აქვს...

ისიც კი მახსოვს, 90-იანებში ფქვილი რო არ იყიდებოდა და საკუთარი ხორბლისგან აცხობდნენ პურს, ხორბლის თეთრად დაფქვაც პრობლემა იყო, ჩვეულებრივი წისქვილები ვერ ფქვავდნენ და ე.წ. სერი ფქვილის ხინკალიც იყო ხოლმე, ცოტა უხეში ცომის, მაგრამ მაინც უგემრიელესი.

Posted by: fermina 17 Nov 2018, 18:20
Frankens†ein

QUOTE
აი, ამ ფოტოზე არის "შემომეჭამას" ხინკალი და ვიზუალურად ზუსტად ასეთს აკეთებდა/აკეთებს პაპა კახეთში.
სინიც კი ეგეთი გვაქვს
დედა და დეიდაც მასეთს აკეთებენ.
ეს ვიზუალურად და გემოთიც ზუსტად იგივეა, რაც "შემომეჭამას" ან "კახელების" ხინკალი.


ეგ კი ბატონო, რუხი ფქვილიც ვიცი და მე ეგეთი ხინკალი მიყვარს ზუსტად, მაგრამ "კახელებში" არ არის მეთქი ეგეთი ხინკალი. რაც არის, უგემრიელესია, მაგრამ კახური სტილის ან მთიულური სტილის არ მახსოვს მანდ, უფრო ქალაქური.

Posted by: Frankens†ein 17 Nov 2018, 18:47
fermina
კახელებზე რეგიონი აღვიქვი და არა "კახელები" smile.gif
მაგიტომ გამიკვირდა კახეთში სახლში პრიალა ცომიან ხინკალს როგორ აკეთებენ მეთქი smile.gif

Posted by: iosebovich 17 Nov 2018, 19:13
შემომეჭამაში 1.20 გახადესო და მართალია ? გააფრინეს უკვდ სულ რაა ... პელმენის ხელა ხინკალი 1.20.

Posted by: toyota12345 17 Nov 2018, 19:28
iosebovich

ერთხელ ვიყავი ამ ზაფხულს შემომეჭამაში და ისეთი ხალხი იჯდა რომ დამიჯერე მაგათთვის ეგ ფული პრობლემა არ არის. ვაკელი სასტავი კაი ძვირიანი მანქანებით შეუკვეთეს კაი ბლომათ ხინკალი ცოტა ჭამეს და ნახევარზე მეტი დატოვეს წავიდნენ. ახლა ეგეთი ხალხი ყოველთვის გადაიხდის გემრიელი ხინკალი რომ არის ტიპს მამენტ მაგარი კიდია ისეთი მანქანა ყავს 20 ლიტრს რომ უწვავს და ის 1.20 ხინკალში არ აინტერესებს და დამიჯერეთ არც ისე უჭირს თბილისში ხალხს. ვმუშაობდი ვაკე საბურთალოზე, მთაწმინდაზეც და ვიცი რა კატეგორიის ხალხი ცხოვრობს.

Posted by: AnthonyMartial 17 Nov 2018, 21:17
რეგულარულად რომელ სახინკლეებში დადიხართ ხოლმე?

Posted by: iosebovich 17 Nov 2018, 21:21
toyota12345
იასნად ვაკის სასტავისთვისაა რაა. ჰოდა ქონდეთ მე მანდ არ მივიდე. ესეიგი კლიკეც მოიხსნა. ეგ თუ ზოდიაქო არაა აღარ მაინტერესებს. მივალ იქ ნაძალადევში და ვნახავ . მდაა უნდა აღვადგენინო ჩემებს სახლში გაკეთება სხვა გზა არაა ...

Posted by: horsecash 17 Nov 2018, 21:33
ვაკის სასტავი რასქვია შენ გგონია ვაკელებს უხარიათ 2 ლარის ხინკალში ხდა და არ ეძვირებათ? ))))) ჰაკერ ფშორის ხინკალიც და ლუდიც მაგარია მემგონი ლუდი საუკეთესოა საქართველოში, ხინკალი არაქალაქური სტილის რაც მიჭამია ფასანაურში ქორბუდაში ძალიან გემრიელია. ჩემთვის 3 სახის ხინკალი არსებობს. 1) ზოდიაქოს 2) ქორბუდას 3) ჰაკერ ფშორის 3 ივე განსხვავებული სტილია )

Posted by: Master_Nick 17 Nov 2018, 21:45
horsecash
ფასანაურში ქორბუდა რა ადგილას არის? ფასანაურში ქავთარაძეების ხინკალას არაუშავდა, მაგრამ ამასწინათ ვიყავით და გაუფუჭებიათ მაგრად,

ჰაკერ ფშორის ხინკალი ჩემთვისაც საუკეთესოა თბილისში რაც კი გამისინჯავს

Posted by: horsecash 17 Nov 2018, 21:49
აქედან რო მიდიხარ ბოლოა ქორბუდას მერე უკვე ჰბ ე და მტავრდება რესტორნები თუ გუდაურიდან მოდიხარ ჰბ ით იწყება და მეორე ქორბუდაა ძალიან მაგარი ხინკალია

Posted by: toyota12345 17 Nov 2018, 21:50
ეს ჰაკერ ფშორი დამაინტერესა იმდენს აქებთ biggrin.gif რაღაც უცნაური სახელია აი გეგონება სვეცკი სასტავი დადისო რაღაც ხინკალთან რომ არ ასოცირდება ისეთი სახელი აქვს. ფასების ამბავში როგორ არიან ან ტერიტორიულად რა ადგილას არის?

Posted by: Master_Nick 17 Nov 2018, 21:51
horsecash
ოკ, მადლობა, თვის ბოლოს აუცილებლად ვესტუმრები

Posted by: FranziskanerWeissbier 17 Nov 2018, 21:55
toyota12345
ბავარიული ლუდია ჰაკერ-ფშორი და იმის სახელი ქვია biggrin.gif

Posted by: toyota12345 17 Nov 2018, 21:58
FranziskanerWeissbier

რავი ძმაო ვერ ვერკვევი ეგეთებში, ყაზბეგის და ნატახტარის ლუდზე ვარ გაზრდილი biggrin.gif

ფასები როგორია ჰაკერ ფშორში?

Posted by: horsecash 17 Nov 2018, 22:03
ფასები არ მოგეწონება ვაკელების რესტორანია ეგეც )) მაგრამ ჩემი აზრით ჩამოსასხმელი ლუდი მართლა ყველას მირჩევნია, ხინკლის გარდა ისპანახი აქვთ ყველით სასწაულია )))) ჰაკერა მაგარია

Posted by: iosebovich 18 Nov 2018, 01:10
ვნახე ჰაკერ ფშორის ფასები. საშინლად ძვირი და ბეღურების საკენკი. უმცირესი პორციები და ასტრონომიული ფასები. ეგ გლეხი კაცინთვინ არაა რაა ... ხინკალი ვერ ვნახე რაღირს მარა რაც ვნახე დასკვნისთვის საკმარისია.

Posted by: Jonatahn_smith 18 Nov 2018, 11:32
ჰაკერ ფშორში კარგი ხინკალია, მაგრამ ისეთიც ვერაა სხვაგან წასვლა რომ არ მოგინდეს)

Posted by: Frankens†ein 18 Nov 2018, 12:04
toyota12345
QUOTE
ეს ჰაკერ ფშორი დამაინტერესა იმდენს აქებთ  რაღაც უცნაური სახელია აი გეგონება სვეცკი სასტავი დადისო რაღაც ხინკალთან რომ არ ასოცირდება ისეთი სახელი აქვს. ფასების ამბავში როგორ არიან ან ტერიტორიულად რა ადგილას არის?

არადა ჰაკერ-ფშორში ყველაზე ბოლოს რისი გულისთვისაც უნდა მიხვიდე, არის ხინკალი smile.gif
ეს ლუდის ბარი იმითაა კარგი, რომ კარგი გარემოა, კარგი გერმანული ლუდი აქვთ და იქვე აცხობენ და მოაქვთ ცხელ-ცხელი პრეტცელები...
სხვა საჭმელები სტანდარტული, ხინკალი HB-ში ჯობია.


და ჰაკერ-ფშორში ყველაზე ძალიან ის მომწონს, რომ ქართული ანომალიური მოვლენა - გაურკვეველი მომსახურების საკომისიო არ აქვთ.
ღირს კანჭი სიტყვაზე 50 ლარი და შეუკვეთავ და იხდი 50 ლარს და არა 57 ლარს და 50 თეთრს.
ლუდი რო ღირს 10 ლარი, იხდი 10 ლარს და არა 11 ლარს და 50 თეთრს...
საიდან მოდის ეს 15-20% მომსახურების საკომისიოები დაუდგენელია smile.gif
მიმტანებს რო რჩებოდეთ, კიდე ხო...

იაფი არაა, მაგრამ HB-ს ჯობია ფასებით, მომსახურებით და გარემოთი.
ლუდი ორივეს კარგი აქვს და სუბიექტური იქნება იმის თქმა, რომ ერთი ჯობია ან მეორე.

ტერიტორიულად ვაკე-საბურთალოს დასაწყისშია, ვაკის მხარეს.
ლა ტრუფე რო არის რესტორანი, მაგის გვერდზე.
აი საბურთალოდან რო ახვალ და ჭავჭავაძეზე უნდა აუხვიო მარჯვნივ, მანდვეა კუთხეში, ილიაუნის უკანა მხარეს.

ანდა ლინკს დავდებ, არის რუკაც - https://www.facebook.com/HackerPschorrGEO/

Posted by: tama 18 Nov 2018, 13:05
QUOTE (BeerLover @ 16 Nov 2018, 23:24 )
QUOTE (tama @ 15 Nov 2018, 13:36 )
user posted image     

გამიგია/მინახია/მიჭამია და ა.შ. რუხი ფქვილით გაკეთებული ცომისგან გამზადებული ხინკალი, მაგრამ ეს რა არის? biggrin.gif ძალიან ძალიან ცუდად გამოიყურება...

პ.ს. ბულაჩაურის ხინკალს რაც შეეხება, რო დამპატიჟოთ, თავისი ტრანსპორტირებით, მეორე დღის საპახმელიო სუფრით და ამბებით, მაინც არ წამოვალ biggrin.gif საშინელი ხინკალია...

თბილისში ზოგადად მაგრად ჭირს კარგი ხინკლის ჭამა, შეიძლებს სადმე კარგი იყოს, მაგრამ მიხვალ 2 კვირაში და აღარ ვარგა...

ბოლო 3 ჭამა მახსოვს... ერდინგერი, სტელა და ვარაზის პაულანერი...

ერდინგერში კარგი ხინკალია, სტელაში გააფუჭეს საკმაოდ, ვარაზის პაულანერიც გარტყმაზეა რა, ხან კარგია, ხან ცუდი, ამჯერად არ გამიმართლა და ცუდი იყო biggrin.gif

კლიკე არ გამისინჯავს, მაგრამ ვიკითხე თელავში და არ არის ზოდიაქოს ფილიალიო მითხრეს...

Master_Nick

ნეტა 9 მთაში როგორი ხინკალი აქვთ? biggrin.gif გაგისინჯავს?

9.90 ღირს 5 ცალი

გამისინჯავს არა ერთხელ და ამაზე მაგარი ხინკალი საქართველოში არ არის. რაც შეეხება ფქვილს რუხი კი არ არის არის ნატურალური რაც საქართველოში ასე იშვიათია, ნებისმიერ შემთხვევაში თურქულ კევივით გაწელილ ცომს ასი თავით ჯობს. თუ ამ ხინკალს გასინჯავს კაცი , სხვა ხინკალს საერთოდ ვეღარ მიეკარება

Posted by: horsecash 18 Nov 2018, 13:19
ჰბ ის საჭმელი არც შეედრება ჰაკერ ფშორს ჰაკერის საჭმელი ბევრად მაგარია რაც შეეხება ლუდებს მე ჰაკერი მირჩევნია თუმცა ჰბ იც კარგია

Posted by: tama 18 Nov 2018, 13:22
user posted imageuser posted imageuser posted image



ესეც ჩემი სახლის ხინკალი

Posted by: girvan_88 18 Nov 2018, 13:57
QUOTE
სახლის ხინკალი

ეგაა ყველაზე კაი ხინკალი

Posted by: Frankens†ein 18 Nov 2018, 14:32
აი ეხლა მივდივარ კახეთში იქით კვირაში, გიორგობისთვის.
და დავდებ ნამდვილი სახლის ხინკლის მადისაღმძვრელ ფოტოებს smile.gif

Posted by: horsecash 18 Nov 2018, 16:04
წყნეთში ოთარას ხინკალი (კოღოს ხინკალი) არ გიჭამიათ არავის?

Posted by: komate 18 Nov 2018, 20:12
ძალიან ბევრი დისკუსიაა ჰაკერზე

თავიდანვე ვიტყვი მეპატრონე ვარ. ძალიან ვაფასებ ყველა შეფასებას.

მაგრამ ჰაკერი არის სამი.
ორი თბილისში ერთი ქუთაისში.
ვაკე-საბურთალოს რაც არის ჩისტა ევროპულ გერმანულ სტილში აქვთ გადაწყვეტილი
ჩემი არის ყაზბეგის ჰაკერი. ხინკალი აბსოლუტურად ყველას მოსწონს ჯერჯერობით და ქუთაისში არ ვარ ნამყოფი.
თბილისში დიფერენცირება შესაძლებელია მაგით:
ვაკის არის გერმანულ სტილში უფრო ძვირი
საბურთალოს ანუ ჩემი უფრო ქართულ ვარიანტში...
თუ მესტუმრებით პმში მომწერეთ აუცილებლად გაგიკეთებთ ფასდაკლებას და შემიფასეთ ხინკალი. მე ანუ დარწმუნებული ვარ ჩემს ხინკალში.
ხო კიდე მე ფასები ბევრად უფრო იაფი მაქვს ვიდრე ვაკეს.
აი ქუთაისის ჰაკერი მართლა არ ვიცი როგორია

Posted by: აგრაფინა 18 Nov 2018, 21:18
komate

ვაა ანუ ვაკის და საბურთალოსი ფილიალები არ არის? და ერთი და იგივე მეპატრონის არ არის?

ვაკის მეპატრონეებს კი ვიცნობ.

ყაზბეგზეც იგივენაირი პატარა ხინკლებია? (კრიტიკის კონტექსტში არ ვწერ, მართლა ვკითხულობ)

ვაკის ჰაკერში რამდენჯერმე ნამყოფი ვარ და მომეწონა.

გაბსაკუთრებულად კარგი სტეიკები ჰქონდათ და როგორც მახსოვს, საკუთარი მეურნებიდან.

იქვე მაცივრებში ამწიფებდნენ ხორცს და უმი ნაჭრებიც შეგეძლო გეყიდა.

მენიუ განსხვავებულია ყაზბეგზე?

Posted by: girvan_88 18 Nov 2018, 22:15
QUOTE (komate @ 18 Nov 2018, 20:12 )
ძალიან ბევრი დისკუსიაა ჰაკერზე

თავიდანვე ვიტყვი მეპატრონე ვარ. ძალიან ვაფასებ ყველა შეფასებას.

მაგრამ ჰაკერი არის სამი.
ორი თბილისში ერთი ქუთაისში.
ვაკე-საბურთალოს რაც არის ჩისტა ევროპულ გერმანულ სტილში აქვთ გადაწყვეტილი
ჩემი არის ყაზბეგის ჰაკერი. ხინკალი აბსოლუტურად ყველას მოსწონს ჯერჯერობით და ქუთაისში არ ვარ ნამყოფი.
თბილისში დიფერენცირება შესაძლებელია მაგით:
ვაკის არის გერმანულ სტილში უფრო ძვირი
საბურთალოს ანუ ჩემი უფრო ქართულ ვარიანტში...
თუ მესტუმრებით პმში მომწერეთ აუცილებლად გაგიკეთებთ ფასდაკლებას და შემიფასეთ ხინკალი. მე ანუ დარწმუნებული ვარ ჩემს ხინკალში.
ხო კიდე მე ფასები ბევრად უფრო იაფი მაქვს ვიდრე ვაკეს.
აი ქუთაისის ჰაკერი მართლა არ ვიცი როგორია

ვაკეში არ ვარ ნამყოფი

ყაზბეგზე აქცია რომ იყო ჰაკერზე მაშინ ვიყავი ორჯერ, ხინკალი მართლა მომეწონა, ლუდი, განსაკუთრებით გაუფილტრავი არის უნაკლო, მაგრამ ახლა აქცია რომ დასრულდა საკმაოდდ ძვირიამ და ჩემი მადის ადამიანისთვის საკმაოდ ძვირი ჯდება
ქუთაისშიც მაქვს გასინჯული, თუ არ ვცდები ტაბიძეზეა, ხინკალი იქაც მომეწონა, გაუფილტრავი ჰაკერი არ ქონდათ, გაფიტრულიც საკმაოდ ნორმალური გემოსი იყო

Posted by: Keti-Ket 18 Nov 2018, 23:04
komate
ფეისბუქ გვერდი რომლისაა?

და გამოდის რომ ვაკის და ყაზბეგის ჰაკერს სახელწოდების გარდა საერთო არაფერი გაქვთ?

Posted by: FranziskanerWeissbier 18 Nov 2018, 23:09
QUOTE (girvan_88 @ 18 Nov 2018, 22:15 )
მაგრამ ახლა აქცია რომ დასრულდა საკმაოდდ ძვირია და ჩემი მადის ადამიანისთვის საკმაოდ ძვირი ჯდება

yes.gif yes.gif
მეც მასე ვფიქრობ

Posted by: komate 18 Nov 2018, 23:18
აგრაფინა
გეთანხმები ვაკის ჰაკერზე, სტეიკები შნიცელები ძააან მაგარი ქონდათ.. მე თვითონ კაი ხანია არ ვყოფილვარ მაგრამ როცა დავდიოდი ძააან მომწონდა... ხინკალი გვაქვს ბებოს ხინკალიც რომელიც არის ძალიან პატარა და გვაქვს ჩვეულებრივი ხინკალიც რომელიც ძალიან გემრიელია და 0.7 ღირს თითო. ფასის შესაბამისია. ჰბ-ს ხელაა შეიძლება ოდნავ პატარა. ფილიალი არ არის ვაკის ჰაკერის... ასევე ვიცნობ ვაკის ჰაკერის მფლობელებს, ვიცნობდი იქამდე სანამ გავხსნიდი და ძალიან კარგი ხალხი არიან და ჩემი ერთერთი ფავორიტი რესტორანია.
girvan_88
ფასები რავიცი შეიძლება ბერნანდის დონის არ მაქვს მაგრამ სტელაზე ჰბ-ზე და ვაკის ჰაკერზე იაფი ნაღდად მაქვს. მე სულ იქ ვარ და მითუმეტეს ფასდაკლების დროს თითქმის დღე და ღამე იქ ვიყავით.. ფასზე კიდევ ვიტყვი რო ამ შემთხვევაში საჭმლის ფასს ვგულისხმობ მე თორემ ლუდზე ნებისმიერ სხვა პრემიერ ხარისხის ლუდს რო შეადარო ყველაზე იაფი მე მაქვს. იგივე ჰაკერზე
Keti-Ket
ეს არის ჩემი ფეისბუქი: https://www.facebook.com/HPschorrTbilisi/
FranziskanerWeissbier
ფასების შემთხვევაში ყველაფერი არის შედარებითი. გააჩნია ვის ადარებთ? ჩემი თხოვნა იქნება ბერნარდს ნუ შემადარებთ

ზოგადად საჭმელს რო შევეშვა ლუდი ჰაკერი მართლაც ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში მერე პირადად ჰბ-ს მირჩევნია, ხოდა თუ ისე მოხდა რო ეს ლუდი სახელს მოიხვეჭს ძალიან ბედნიერი ვიქნები მე თვითონ. ლუდის მოვარულების გარდა ხალხმა დიდად არც იცის

Posted by: iosebovich 18 Nov 2018, 23:41
საინტერესოა მარა საშუალო სტატისტიკური ქართველისათვის ეს HB-ბი, ჰაკერები, სესილები და ამბები მიუწვდომელია და ძვირია. ჩეხურ სახლში არაფერი გვიჭამია ნეკნის ერთი პორციის გარდა საჭმელი რსსაც ქვია და ლუდი+ ბოთლი არაყი 0.5 იანი და ანგარიში 300 ლარი მოიტანეს 4 კაცზე. ჰოდა ვინც იყო ინიციატორი და აქო და ადიდა ავკიდეთ იმას გადახდა. მერე სტელა აიჩემა იქ 280 ლარი მოიტანეს არაფერში მხოლოდ ხინკალი და ლუდები და იქაც ავკიდეთ გადახდა და მერე შეგვეშვა რაა. ასე რო ეგ იმ 2-3%- ისთვისაა ვინც მდიდარია. დალშე მიუღებელია იმ კატეგორიისთვის ვისაც 1000 ლარი აქვს ხელფასი და ოჯახი ყავს. 300-500 ლარი ვისაც აქვს იმისთვის იმ ანეგდოტისა არ იყოს ჩაი, ტრამვაი და დედაშენიო

Posted by: komate 19 Nov 2018, 00:04
iosebovich
ჩეხური სახლი ძალიან ძვირია. ჰაკერებს სანამ იტყვით იქნებ მესტუმროთ, ჩემი ბევრად უფრო იაფია ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ყველა რესტორანი... 300 ლარს 4 კაცი ფიზიკურად ვერ დატოვებს კაცმა თუ 7-8 ლიტრა ლუდი არ დალია.

Posted by: iosebovich 19 Nov 2018, 00:13
komate
აუცილებლად მოვალ. ხინკალი მაინტერესებს ძალიან და ვნახოთ smile.gif

Posted by: SHARKK 19 Nov 2018, 00:25
komate
ჰმ საინტერესოა ჯერ არ ვყოფილვარ ჰაკერში არადა ხინკლას კვირაში სულმცირე 3 ჯერ მაინც მივირთმევ biggrin.gif
ზევით დაწერე ფასი 70 თეთრიო მგონი ძაან იაფია , ლამის გაყინული ხინკალი ღირს მაღაზიაში 70 თეთრიი მანდ რატომ გაქვთ ასე იაფად ძალიან პატარებია ?


აი ჩეხურში რომ ნეკნებია ეგეთი მთელ თბილიში კი არა შეიძლება ბევრ ევროპულ ქვეყანაში ვერ ჭამო..

რაც შეეხება თბილისის სახინკლეებს დოლიძეზე ფასანურმა მაგრად მოუმატა ხარისხს (ფასსაც biggrin.gif ) 90 თეთრი უკვე ძვირია მაგრამ ნამბერ ვან არის რასაც ვუყურებ ჯერჯერობით !

Posted by: horsecash 19 Nov 2018, 02:26
ვა ის ჰაკერი თუ სხვა იყო არ მეგონა, ლუდი ჩემი აზრით მართლა საქართველოში რაც არის ყველას ჯობს რაც შეეხება ნეკნებს ყველაზე კარგი ნეკნები სპორტ კაფეში ქონდათ, ეხლა ვაკის ჰაკერში ნეკნები მომწონს გერმანელი ღორის ნეკნებია, ჩეხურში ქართველი ღორის მე გერმანელი ღორის ნეკნი უფრო მევასება ))

Posted by: AnthonyMartial 19 Nov 2018, 09:25
SHARKK
დოლიძის ფასანაურში ვიყავი 2 დღის წინ და მთიულური არაფრად არ უვარგოდათ. ქალაქურს კიდე არაუშავდა.

Posted by: FranziskanerWeissbier 19 Nov 2018, 10:35
komate
მომსახურების პროცენტი არის თქვენთან?
----------------------------------------------------------

Posted by: SHARKK 19 Nov 2018, 14:22
AnthonyMartial
ჰმ.. ბოლო ხანებში არ ვყოფილვარ იმედია არ გააფუჭებენ...

Posted by: komate 19 Nov 2018, 14:38
FranziskanerWeissbier
გამარჯობა, 10%ია მომსახურების საკომისიო.

Posted by: horsecash 20 Nov 2018, 00:30
მე არც მდიდარი ვარ და არც ღარიბი და არც 2 ლარის ხდა მომწონს ხინკალში მაგრამ 70 თეთრიანი ცუდი ხინკლის ჭამას 1,20 ან 2 ლარიანი კარგი ხინკლის ჭამა მირჩევნია, ცუდის დალევას კარგის დალევა ამიტომ თუ არ მაქ გადახდის თავი არც 70 თეთრიანს ვჭამ და არც 2 ლარიან ხინკალს, თუ იცით კარგი ხინკალი 70 თეთრად დაწერეთ სად არის და გავსინჯავთ კიარ გვიხარია ჰაკერში 300 ლარის და კახელებში 400 ლარის ხდა იგივე გემო ხარისხი და სისუფთავე თუ იქნება სადმე 150 ლარად არ გავექანები და გადავიხდი 400 ლარს. არშეიძლება ამის გამო რომელიმე კვების ობიექტი ლანძღო და აგინო არ მოგწონს ნუ მიხვალ მარტივია, რაც მოგწონს იქ მიდი. ლანძღვა გინება თმა და ფრჩხილი და მკვდარი თაგვი თუ შეგხვდება ჩიხირთმაში მერე მოსულა. შემთხვევით ვერც კახელებში მოხვდები და ვერც ჰაკერში კაცი ისეთ ლოკაციებზეა 2ივე უნდა იცოდე სად მიდიხარ მანდ რო მიხვიდე და მერე ჭამო სვა და გამოხვიდე და აგინო სასაცილოა )

Posted by: iosebovich 20 Nov 2018, 04:04
horsecash
სულ ტყუილად ბრაზობ. ჩვენ არ დავდივართ სწორედ ფასების გამო. არც არასოდეს გვიფიქრია მისვლა. არავის უთქვამს აქ ცუდი არც კახელებზე და არც ჰაკერზე. ფასი მიუღებელიაა მორჩა არ მივდივარ. 2 ლარად დამაგოიმონ რო უი სახინკლედ არ გვინდა გადავიქცეთო არის მარაზმი. ისედაც ძვირიანია და მანდ დამთავრდა საუბარი. ჩვენ არ გადავიხდით ვინც გადაიხდის ღმერთმა გაუმარჯოს.

Posted by: fermina 20 Nov 2018, 11:49
horsecash

მე ამ ადამიანს ვეთანხმები. ცუდს მირჩევნია საერთოდ არ ვჭამო. თუმცა ხინკალში 2 ლარს იმიტომ არ გადავიხდი, რომ ლარად შეიძლება ძალიან კარგი ხინკალი ჭამო ადამიანმა. მაგრამ არჩევანი თუ მექნა 70 თეთრიან ცუდ ხინკალსა და ლარიან ან 1.20-იან კარგს შორის, ამ უკანასკნელს ავირჩევ smile.gif (ეს ისე, პრინციპს ავღწერ, ხინკალზე დიდად არც ვგიჟდები).

კახელებს რაც შეეხება, რასაც უნდა იმას დაადებენ ფასს და სახინკლედ არქცევის იდეაც გასაგები და მისაღებია ჩემთვის. იმდენად კარგი სამზარეულო და მომსახურება აქვთ, სისუფთავე და ყველაფერი, რომ მე პირადად თუნდაც იმის გამო მომწონს, სტუმარს რომ წაიყვან თამამად და არაფრის შეგეშინდება. მანდ მართლა არც უნდა აიღო ხინკალი. ხაჭაპური აქვთ მარტო ისეთი, დაგავიწყებს ხინკალსაც და ყველაფერს. პლუს ის ფაქტი, რომ წყნარი, მშვიდი სიტუაციაა, სასადილოს კონცეფციას ინარჩუნებენ, რაც იყო კიდეც ჩანაფიქრში, მე მომწონს.

ამასთა, ყველაფერს აქვს ის ფასი, რამდენადაც იყიდება. ასე რომ, სანამ კახელებში 2 ლარს იხდიან ხინკალში, რა პრობლემაა smile.gif თუნდაც უცხოელი სტუმრები არაერთი ვიცი, ვინც არ უშინდება ამ ფასს smile.gif

ხო, მე პირადად 5 ხინკალს თუ შევჭამ მაქსიმუმ და სხვაობა ნამდვილად არ გამოდის დიდი 70 თეთრიანსა და ლარიანს შორის biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 20 Nov 2018, 12:59
iosebovich
QUOTE
საშუალო სტატისტიკური ქართველისათვის ეს HB-ბი, ჰაკერები, სესილები და ამბები მიუწვდომელია და ძვირია

გააჩნია რა სიხშირით დადიხარ.
თვეში 1-2-ჯერ თუ დადიხარ მსგავს ადგილებში, საშუალო შემოსავლების მქონე ადამიანისთვის არც ისე მიუწვდომელია.
თუ კვირაში მინიმუმ ორჯერ დადიხარ, მაშინ ძვირია, კი.

საერთოდ კი რაოდენობაზე აქცენტის გაკეთებას ჯობს ხარისხზე გააკეთო.
კვირაში ორჯერ სიტყვაზე ოქროს კათხაში სიარულს მირჩევნია თვეში ორჯერ პაულანერში, HB-ში ან ჰაკერ-ფშორში ვიარო...


komate
QUOTE
გამარჯობა, 10%ია მომსახურების საკომისიო.

ვაკის ჰაკერში არ აქვთ საკომისიო.
და მაგიტომაა ჩემი ფავორიტი ადგილი.
ჩაიხედავ და რაც მენიუში წერია, ის ფასია მართლა.

ისე ფასები რო დარდება, საკომისიოც უნდა იყოს გათვალისწინებული.

სიტყვაზე ერთგან რო 5 ლარი ღირს კათხა და 15%-ია საკომისიო და მეორეგან 6 ლარი ღირს და საკომისიო არ აქვთ, ერთი შეხედვით ჩანს რო პირველში კაი ფასებია და მეორეში სიძვირეა...



საერთოდ, შეჩვეული ჭირია და არ გვაქვს პროტესტის განცდა, თორემ ძაან მიუღებელი უნდა იყოს ეს გაურკვეველი საკომისიოები.
თუ მომსახურების საკომისიოა, ტყდებოდეს მომსახურე პერსონალზე.

აგერ შავი ლომი როა, მანდ უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ და 18%-ია საკომისიო, დღგ-ს გვახდევინებენ biggrin.gif
ჩაიხედავ მენიუში და 25 ლარი ღირს რაღაც კერძი, უკვეთავ და გებულობ რომ თურმე 30 ღირს რეალურად smile.gif

Posted by: iosebovich 20 Nov 2018, 13:04
fermina
3.50 -სა და 10 ლარს შორის სხვაობა თუ არაა და აღარ ვიცი biggrin.gif ცუდს არც ჩვენ ვჭამთ და ველიამინოვზეც არ დავდივართ არადა იქაც 0.80 გახადეს. ფასანაურში ნორმალურია 0.80-ად და სხვა ყველაფერიც კარგია. კახელები ძალიან კარგია მარა უცხოელებისთვისაა ფაქტია.

Posted by: fermina 20 Nov 2018, 13:06
QUOTE
ვაკის ჰაკერში არ აქვთ საკომისიო.

ისე ფასები რო დარდება, საკომისიოც უნდა იყოს გათვალისწინებული.

სიტყვაზე ერთგან რო 5 ლარი ღირს კათხა და 15%-ია საკომისიო და მეორეგან 6 ლარი ღირს და საკომისიო არ აქვთ, ერთი შეხედვით ჩანს რო პირველში კაი ფასებია და მეორეში სიძვირეა...


პლუს მომსახურე პერსონალსაც უნდა დაუტოვო, ისე ნამდვილად უხერხულია, მითუმეტეს თურმე ეს გაურკვეველი მომსახურების საკომისიო მათი არ ყოფილა, დიდი ხანი მეგონა, რომ მიმტანების წილი იყო და მათ უხდიდა დაწესებულება.

რა მომსახურების საკომისიოა, იქნებ ვინმემ გაგვარკვიოს.

Posted by: Frankens†ein 20 Nov 2018, 13:12
fermina
QUOTE
თურმე ეს გაურკვეველი მომსახურების საკომისიო მათი არ ყოფილა, დიდი ხანი მეგონა, რომ მიმტანების წილი იყო და მათ უხდიდა დაწესებულება.

არაა მათი.
მიმტანები გამომუშავებაზე არ მუშაობენ, მოჭრილი ხელფასი აქვთ.
და პლუს შენ რასაც უტოვებ, ხურდას რომ არ ართმევ ან ზედმეტს აძლევ, ეგ იყრება საერთო ყულაბაში და მერე ტყდება ყველაზე.
ვისაც უტოვებ, მარტო იმისიც არაა.

QUOTE
რა მომსახურების საკომისიოა, იქნებ ვინმემ გაგვარკვიოს.

არაფერი მომსახურების საკომისიო ეგ არაა.
უბრალოდ მწვადს რო 11 ლარი დაადონ ფასი, ცუდად ხვდება თვალში და ჯობია 10 დაადონ და ის ლარი საკომისიოს სახით გადაგახდევინონ მაინც.

Posted by: fermina 20 Nov 2018, 13:32
Frankens†ein
QUOTE
არაა მათი.
მიმტანები გამომუშავებაზე არ მუშაობენ, მოჭრილი ხელფასი აქვთ.
და პლუს შენ რასაც უტოვებ, ხურდას რომ არ ართმევ ან ზედმეტს აძლევ, ეგ იყრება საერთო ყულაბაში და მერე ტყდება ყველაზე.
ვისაც უტოვებ, მარტო იმისიც არაა.


ხო ზუსტად ასეა.

QUOTE
ვისაც უტოვებ, მარტო იმისიც არაა.


ეს უსამართლობაა, კარგი მომსახურებისთვის გამორჩეულად მომნდომებია დამეტოვებინა უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. კონკრეტულად იმ ადამიანმა დაიმსახურა.

Posted by: Frankens†ein 20 Nov 2018, 13:37
QUOTE (fermina @ 20 Nov 2018, 13:32 )

QUOTE
ვისაც უტოვებ, მარტო იმისიც არაა.


ეს უსამართლობაა, კარგი მომსახურებისთვის გამორჩეულად მომნდომებია დამეტოვებინა უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. კონკრეტულად იმ ადამიანმა დაიმსახურა.

არ არის უსამართლობა, პირიქით, სამართლიანია.

დავუშვათ რესტორანში ხშირად შედის ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც კარგად ტოვებს ე.წ. ჩაის.
ყველაზე რო არ ტყდებოდეს, მიმტანები დასწრებაზე იქნებოდნენ ვინ მოემსახურებოდა ამ ადამიანს.

ყველა თანაბრად მუშაობს მანდ და ჩაის ზოგს მეტს უტოვებენ, ზოგს ნაკლებს.

და სწორიცაა თუ ტყდება თანაბრად...


და ეს ჩაიც ბარდება წარსულს ნელ-ნელა.
თითქმის ყველა ბარათით იხდის უკვე...

Posted by: fermina 20 Nov 2018, 13:44
Frankens†ein
QUOTE
და ეს ჩაიც ბარდება წარსულს ნელ-ნელა.
თითქმის ყველა ბარათით იხდის უკვე...


კი, მაგრამ ჩაის დამატებით მაინც ტივებენ ხოლმე.

უბრალოდ ხშირად, მათ შორის უცხოელებსაც უკითხავთ ჩეკზე მომსახუერბის თანხა თუ შედისო, ეგონათ, რომ ოფიციანტებს რჩებოდათ და ამ შემთხვევაში აღარ ტოვებდნენ ამ ჩაის, ან ძალიან ცოტას.

QUOTE
ყველა თანაბრად მუშაობს მანდ და ჩაის ზოგს მეტს უტოვებენ, ზოგს ნაკლებს.


არ მგონია, ზოგი მეტად ღიმილიანი და გულისხმიერია, სწრაფიც და ა.შ.

Posted by: Frankens†ein 20 Nov 2018, 14:10
fermina
QUOTE
კი, მაგრამ ჩაის დამატებით მაინც ტივებენ ხოლმე.

თბილისში თითქმის არ ვტოვებ ჩაის, უმეტესწილად ბარათით ვიხდი.
თუ დავტოვე, ისიც იმის გულისთვის, რომ სიტყვაზე ორი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი უნდა დააბრუნონ და არ მინდა ჯიბეში ხურდები მიჩხრიალებდეს.
როცა იხდი 100 ლარს და იცი, რო თვითღირებულება 30 ლარია, რა მიმტანის ბრალია, მაგრამ არ გიჩნდება ჩაის დატოვების სურვილი.
თუ სასიამოვნო ადამიანია მიმტანი, გულით და არა ზრდილობის გულისთვის ეტყვი მადლობას და ვთვლი რომ ეგ უფრო ესიამოვნებათ, ვიდრე დატოვებული 5 ლარიდან 45 თეთრი რო შეხვდებათ ეგ...

Posted by: fermina 20 Nov 2018, 15:57
Frankens†ein
QUOTE
თბილისში თითქმის არ ვტოვებ ჩაის, უმეტესწილად ბარათით ვიხდი.
თუ დავტოვე, ისიც იმის გულისთვის, რომ სიტყვაზე ორი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი უნდა დააბრუნონ და არ მინდა ჯიბეში ხურდები მიჩხრიალებდეს.
როცა იხდი 100 ლარს და იცი, რო თვითღირებულება 30 ლარია, რა მიმტანის ბრალია, მაგრამ არ გიჩნდება ჩაის დატოვების სურვილი.
თუ სასიამოვნო ადამიანია მიმტანი, გულით და არა ზრდილობის გულისთვის ეტყვი მადლობას და ვთვლი რომ ეგ უფრო ესიამოვნებათ, ვიდრე დატოვებული 5 ლარიდან 45 თეთრი რო შეხვდებათ ეგ...


მე სულ ვტოვებ და სამეგობროშიც მკაცრად დავნერგე, ვერ ვიტან ბოლომდე რომ ახიკავენ ხოლმე ხურდას, ძლივს გავაგებინე, რომ წესია ეს და ამ მიმტანს ისედაც ძალიან პატარა ანაზღაურება აქვს.

ვთვლი, რომ ადამიანი როცა ინდომებს, შრომობს, უნდა დაუფასდეს კიდეც. ვიცი, რას ნიშნავს მათთვის - ერთი ლარს დაუტოვებს, მეორე ხუთ ლარს, მესამე ორმოცდაათ თეთრს და საბოლოოდ რაღაც გამოსდით. ძირითადად ახალგაზრდები არიან და წახალისებაა რა პატიოსანი შრომის.

ბენზინგასამართ სადგურშიც თითქმის ყოველთვის ვაძლევ ოპერატორს ლარიანს ან ორლარიანს smile.gif აქაც, ვიცი რომ პატარა ანაზღაურება აქვთ, ღორი უფროსები და ვცდილობ, დავეხმარო smile.gif სიცივეში და წვიმაში რომ დგანან მეცოდებიან. ანალოგიურად, რომ არ თაკილობენ შრომას და უსაქმურად არ დგანან ქუჩაში.

Posted by: any_body 20 Nov 2018, 16:16
QUOTE
აგერ შავი ლომი როა, მანდ უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ და 18%-ია საკომისიო, დღგ-ს გვახდევინებენ

საბურთალოს შავი ლომია ეს აშკარად.
გარემო შესანიშნავია, მაგრამ კერძები არაფერი საოცარი.

Posted by: fermina 20 Nov 2018, 16:18
any_body

სად არის საბურთალოზე შავი ლომი?

Posted by: Frankens†ein 20 Nov 2018, 16:25
any_body
QUOTE
საბურთალოს შავი ლომია ეს აშკარად

არა, ოქროსუბანში.
მაგრამ ყეელგან ერთი და იგივე იქნება ალბათ.
თუ ერთი მენეჯმენტი ყავთ.
QUOTE
გარემო შესანიშნავია, მაგრამ კერძები არაფერი საოცარი.

yes.gif


ისე, ბოლო დროს ხშირად ვიხედები ხოლმე ანგარიშს რომ მოიტანენ ჩამონათვალში.
ძალიან ხშირად ზედმეტი რაღაცეებია ჩამატებული.
რო შეუკვეთე და არ მოუტანიათ ან საერთოდ რომ არ შეგიკვეთავს და არც მოიტანეს, ან არ შეუკვეთე და მოუტანიათ...
მოკლედ ძალიან ბევრგან იქცევიან არაკეთილსინდისიერად...
რაღა შორს წავიდეთ, ტოპ-კლასის ლუდის რესტორანი HB გავფაქტეთ მარტო ჩვენ რამდენჯერმე...

Posted by: nia4u 20 Nov 2018, 19:19
„ჩაის“ ამბავი სხვადასხვა რესტორანში სხვადასხვაგვარადაა, ზოგან საერთო გროვდება და მერე ინაწილებენ, ზოგან - ყველას თავისი რჩება.
რაც შეეხება „კაიგადამხდელ“ კლიენტს, მიმტანებს აქვთ რიგი და თანმიმდევრობით ემსახურებიან შემოსულ კლიენტს, ასე რომ, ვისი რიგიც იქნება, ის მოემსახურება...
ბარათით ვინც იხდის, მაინც შეიძლება „ჩაი“ დაუტოვოს ქეშად, თუ სურვილი აქვს...
და „ჩაის“ დატოვება ცუდი რატოა? მთელი დღე დაჯდომის საშუალება არ აქვთ საწყლებს მიზერულ ხელფასზე და ლარუც რომ დაუტოვო, ეგეც რამეა...

Posted by: toyota12345 20 Nov 2018, 19:28
ჩაის ვუტოვებ თუ მომეწონა მომსახურება. როგორც ამასწინათ დავწერე ჩემო კარგოში რომ ვიყავით მიმტანმა გოგონამ ძალიან მომაბეზრა თავი, რას ინებებთ კიდევ? კაი ეგ კითხვა შეიძლება ერთხელ დასვა მაგრამ რამდენიმეჯერ მოგვაბეზრა. ვეუბნები მომიტანე ზანდუკელის ან ზედაზენის ან რაც გაქვთ გაზიანი ლიმონათი და მეუბნება ჩამოსასხმელი ახალდაწურული ლიმონათები გვაქვსო რომელიც 1 ლიტრი ღირს 8 ლარი. ვეუბნები არ მინდა ეგ და მომიტანეთ რაც მე გითხარით და კიდევ მეუბნება ის უფრო გემრიელი არისო/ აი ახლა ეგეთს ჩაი როგორ დავუტოვო, ჩაი კი არა მაგ რესტორანში შეიძლება აღარც მივიდე.

Posted by: elchi 21 Nov 2018, 00:15
giobio
toyota12345

თავი შეიკავეთ, თქვენს ბოლო სტატუსებს წავშლი.


Posted by: მამაო ენუქი 21 Nov 2018, 00:26
ხურდა როგორ უნდა ამოკრიფო ანგარიშის წიგნაკიდან facepalm.gif

Posted by: fermina 21 Nov 2018, 00:41
მამაო ენუქი
QUOTE
ხურდა როგორ უნდა ამოკრიფო ანგარიშის წიგნაკიდან 


რა ვიცი მეც ეგ დავწერე, ვიცნობ ეგეთ ხალხს, სიჟმოტით ნაკლებად მოსდით, უფრო ჩაის დატოვების კულტურა არ აქვთ. იშვიათად დადიან საზკვების ობიექტებში.

პ.ს. კაცებზე არ მაქვს ლაპარაკი.

Posted by: Frankens†ein 21 Nov 2018, 16:19
ხურდებს ხშირად "სტაიანშიკისთვის" კრეფენ biggrin.gif

ჩაის დატოვების კულტურის არქონას ისიც განაპირობებს, რომ რესტორანში რო შეხვალ და ერთ ფინჯან გურიელის ჩაიში 6 ლარს გადაგახდევინებენ, მთლიანი კოლოფი რო ორლარნახევარი ღირს და მწვანე სალათს მოგიტანენ 15 ლარად, თვითღირებულება რო ორი ლარიც არაა და პლუს მაგას 10-15^-ს მომსახურების საკომისიოსაც მიგიმატებენ ანგარიშში, არ გიჩნება ჩაის დატოვების სურვილი...

და არასწორიცაა მიმტანი ჩაის დატოვებით წაახალისო, მიმტანის მოტივატორი უნდა იყოს ანაზღაურება, რომელსაც დამსაქმებელი უხდის.
არ უნდა გაუწიო დათვური სამსახური ღორ დამსაქმებელს...
მაგიდებიდან, რომელსაც მიმტანი ემსახურება, რაღაც გაურკვეველი მომსახურების საკომისიოს 1000 ლარს რო იღებს და მიმტანს 20-30 ლარს უხდის ხელფასს...


პ.ს. მე არ მყავს მანქანა smile.gif

Posted by: toyota12345 21 Nov 2018, 16:29

კაზინოში ვმუშაობდი უსაფრთოხების სამსახურში რამდენიმე თვე, მანდ ჩაის წილში სამწუხაროდ დაცვა არ იყო სხვა კაზინოებში არიან ხოლმე. მომსახურე პერსონალს რაც შეეხება მიმტანები ოპერატორი და მოლარეები და დამლაგებლი იყვნენ წილში. იყო დიდი ყუთი და იქ იყრებოდა ფული და ყოველი თვის ბოლოს იყოფდნენ. ვინმე დიდ მაყუთს რო მოიგებდა რათქმაუნდა აძლევდა მიმტანს ფულს და ის კიდევ ყუთში ყრიდა.

ერთხელ ჩვენც მოგვცეს ცოტა და ჩუმად ავიღეთ რათქმაუნდა. ტიპმა 50 000 ლარი გაიტანა და 300 ლარი ჩვენ დაგვიტოვა სიგარეტს იყიდითო biggrin.gif

Posted by: fermina 21 Nov 2018, 16:29
Frankens†ein
QUOTE
ჩაის დატოვების კულტურის არქონას ისიც განაპირობებს, რომ რესტორანში რო შეხვალ და ერთ ფინჯან გურიელის ჩაიში 6 ლარს გადაგახდევინებენ, მთლიანი კოლოფი რო ორლარნახევარი ღირს და მწვანე სალათს მოგიტანენ 15 ლარად, თვითღირებულება რო ორი ლარიც არაა და პლუს მაგას 10-15^-ს მომსახურების საკომისიოსაც მიგიმატებენ ანგარიშში, არ გიჩნება ჩაის დატოვების სურვილი...


მე მგონი ფასები მენიუში წერია და თუ არ მოგწონს, ნუ შეუკვეთავ ან საერთოდაც ნუ წახვალ ეგეთ "ზავედენიეში"

მიმტანმა რა დააშავა? მითუმეტეს, თუ კარგად, გამორჩეულად გემსახურება?

ასეა მთელს მსოფლიოში. ამერიკაში ხო ხარ ნამყოფი, აბა გაიხსენე, იქ მიმტანის "ჩაი' რამდენი პროცენტია ანგარიშიდან?

და საქართველოში ხურდების დატოვებაც დაგვეზაროს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც შრომას არ თაკილობენ? ზოგი ოჯახს ეხმარება, ზოგი სწავლის ფულს იხდის ასე.

რა ვიცი, ბენზინიც ოთუზბირი ღირს, მაგრამ კი დავწერე - ოპერატორებსაც ვაძლევ ხოლმე რაღაც თანხას. ვიცი, კაპიკებს უხდიან და იმიტომ.

ხო, ვოლტის და სხვა კომპანების კურიერებსაც, თუ საჭმელს ვუკვეთავ smile.gif

პ.ს. მათხოვარ ბავშვებს არ ვაძლევ არასდროს ფულს და ახალგაზრდებსაც.


Posted by: keen 21 Nov 2018, 16:46
QUOTE
ბენზინგასამართ სადგურშიც თითქმის ყოველთვის ვაძლევ ოპერატორს ლარიანს ან ორლარიანს

საწვავი ყოველთვის ბარათზე მაქვს და ფულის მიცემა არც მიფიქრია. კი მეცოდებიან, მაგრამ აქეთ შეურაცხყოფად არ მიიღონ... user.gif

Posted by: მამაო ენუქი 21 Nov 2018, 16:52
QUOTE
ხურდებს ხშირად "სტაიანშიკისთვის" კრეფენ

ყულაბა რაც გავჩითე 2 ლარიანებს ვაგროვებ ეგრე მე მარა ზატო 5 ლარიანს ვუტოვებ gigi.gif

Posted by: fermina 21 Nov 2018, 16:56
keen
QUOTE
საწვავი ყოველთვის ბარათზე მაქვს და ფულის მიცემა არც მიფიქრია. კი მეცოდებიან, მაგრამ აქეთ შეურაცხყოფად არ მიიღონ...


ეგ მეც ვიფიქრე თავიდან, მაგრამ დამიჯერე, ყველა ძალიან კმაყოფილი და მადლობელია. დღეში 10-15 ლარიც რომ გააკეთონ დამატებით, მე მგონი ცუდი არ არის. მე მემეტება და ვაძლევ, სავალდებულო არაა smile.gif

ჩემ შვილი მუშაობდა ამერიკაში ისეთ ადგილებში, საადც ჩაის უტოვებდნენ და უფრო მეტად დავაფასე ის ადამიანები, ვინც გულუხვად ტოვებენ ფულს smile.gif ძალიან ეხმარებოდა მასაც ეს თანხა და ანალოგიურად მეც ვცდილობ, სხვასაც დავეხმარო smile.gif

ბენზინს უმეტესად მეც ბარათით ვიხდი.

Posted by: keen 21 Nov 2018, 16:58
QUOTE (fermina @ 21 Nov 2018, 16:56 )
keen
QUOTE
საწვავი ყოველთვის ბარათზე მაქვს და ფულის მიცემა არც მიფიქრია. კი მეცოდებიან, მაგრამ აქეთ შეურაცხყოფად არ მიიღონ...


ეგ მეც ვიფიქრე თავიდან, მაგრამ დამიჯერე, ყველა ძალიან კმაყოფილი და მადლობელია. დღეში 10-15 ლარიც რომ გააკეთონ დამატებით, მე მგონი ცუდი არ არის. მე მემეტება და ვაძლევ, სავალდებულო არაა smile.gif

ბენზინს უმეტესად მეც ბარათით ვიხდი.

მეც დავფიქრდები... yes.gif

Posted by: Mstyle 21 Nov 2018, 17:14
გააჩნია მიმტანს. ზოგჯერ ისეთი სახით მოაქვთ საჭმელი, არათუ ჩაის იქ გაცერების სურვილი არ აგგიჩნდება. მით უმეტეს მაშინ როცა თავაზიანად ესაუბრები და თვითონ სახეებს გიკერავენ

Posted by: Frankens†ein 21 Nov 2018, 17:32
QUOTE (Mstyle @ 21 Nov 2018, 17:14 )
გააჩნია მიმტანს. ზოგჯერ ისეთი სახით მოაქვთ საჭმელი, არათუ ჩაის იქ გაცერების სურვილი არ აგგიჩნდება. მით უმეტეს მაშინ როცა თავაზიანად ესაუბრები და თვითონ სახეებს გიკერავენ

მე იმაზე ვკაიფობ ხოლმე თავაზიანად რო ესაუბრები და გონია რო ეცალიჩები და თავის დაფასების რეჟიმი ერთვება smile.gif

თუმცა არც მაგ დროს და არც სხვა მიმტანისგან არამოსაწონი ქცევისას არ განვეწყობი უარყოფითად.

ადამიანები ვართ ყველანი...

ეგ სერვის+ რობოტებისთვისაა smile.gif

ნებისმიერი მომსახურე პერსონალის მიმართ ლოიალური უნდა იყო, მიმტანი იქნება, ბანკის კონსულტანტი თუ ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

იმათ ადგილას უნდა წარმოიდგინო თავი, ვალდებულები არიან ყველას გაუღიმონ, იმსახურებენ თუ არა...

ადამიანის ბუნებაა, ფულს რო იხდიან და ვიღაცა ემსახურებათ, ბევრს მომსახურე პერსონალზე მაღლა მდგომად მიაჩნია თავი...

Posted by: Keti-Ket 21 Nov 2018, 21:48
QUOTE
მე იმაზე ვკაიფობ ხოლმე თავაზიანად რო ესაუბრები და გონია რო ეცალიჩები

თავაზიანობა დღეს იმდენად იშვიათი გახდა, ზოგს ის ფლირტში ეშლებაო, უთქვამს ვიღაც გონებამახვილს biggrin.gif

Posted by: Mstyle 22 Nov 2018, 12:28
Frankens†ein
QUOTE
ნებისმიერი მომსახურე პერსონალის მიმართ ლოიალური უნდა იყო, მიმტანი იქნება, ბანკის კონსულტანტი თუ ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

იმათ ადგილას უნდა წარმოიდგინო თავი, ვალდებულები არიან ყველას გაუღიმონ, იმსახურებენ თუ არა...

ადამიანის ბუნებაა, ფულს რო იხდიან და ვიღაცა ემსახურებათ, ბევრს მომსახურე პერსონალზე მაღლა მდგომად მიაჩნია თავი..

კაკრაზ მაგის გამო ორმაგად ტავაზიანად ვექცევი ხოლმე, თუნდაც იმიტომ რომ არ იფიქროს თავს მამეტებსო და ეგვეა საწყენი რომ შენ ჯიგრულად ექცევი და ის როჯებს გიკერავს და საკმარისია ცოტა მკაცრი ტონით უთხრა ეგრევე ინაზებიან

Posted by: girvan_88 22 Nov 2018, 13:10
ამ მიმტანებზე გამახსენდა, ვინმემ გახსენით თემა სად არის ყველაზე კარგი მომსახურება (თავაზიანობა, მომღიმარი სახეები, ყურადღება, შეკვეთის დროზე მიტანა და ა.შ.) საინტერესო იქნება

Posted by: fermina 22 Nov 2018, 13:13
girvan_88

გამორჩევით სისაურის ყავის მაღაზიებში biggrin.gif

მეტი არ მახსენდება.

ამ ბოლო დროს გრაუნდ 84-ში მომეწონა.

"შემომეჭამაში" უჟუმრობის მასტერკლასებს ჩაგიტარებენ.

Posted by: baggins 22 Nov 2018, 18:28
ახლა მივდივარ ყაზბეგის ჰაკერში. ვნახოთ

განახლება: სიტუაცია ნორმალური მომეჩვენა, მაგრამ საქონლის ხორცის ხინკალი არ გაქვთ. ამიტომ მოგვიწია ქვევით ბირთაიმში ჩამოსვლა.

Posted by: Jonatahn_smith 23 Nov 2018, 00:27
QUOTE
ამიტომ მოგვიწია ქვევით ბირთაიმში ჩამოსვლა.



ეს სად არის?
კარგი ხინკალი აქვთ?

Posted by: BeerLover 23 Nov 2018, 01:01
Jonatahn_smith

ყაზბეგზეა (პავლოვზე), ზედ ტრასაზეა, ახვალ თუ არა დაინახავ მალევე

ნორმალური სამზარეულოა

Posted by: l-e-v-a-n 23 Nov 2018, 01:14
QUOTE (Jonatahn_smith @ 23 Nov 2018, 00:27 )
QUOTE
ამიტომ მოგვიწია ქვევით ბირთაიმში ჩამოსვლა.



ეს სად არის?
კარგი ხინკალი აქვთ?

თიბისი ბანკთან, კრისტალბეთი რო იყო ადრე მაგ ადგილას

Posted by: AnthonyMartial 23 Nov 2018, 11:26
ყაზბეგის ჰაკერში ვიყავი გუშინ და ძალიან გემრიელი ხინკალი იყო.ქალაქური გავსინჯე, მთიულურს შემდეგ ვიზიტზე გავსინჯავ. ნეკნები აჯიკაში იყო რაღაც საოცრება. მომსახურება, გარემო ორივე ძალიან კარგი.

Posted by: iosebovich 23 Nov 2018, 12:19
AnthonyMartial
ზუსტად რა ადგილასაა ყაზბეგის ჰაკერი ? 0.70 ხინკალი ? ვეწვევით აუცილებლად...

Posted by: komate 23 Nov 2018, 12:27
iosebovich
https://www.facebook.com/HPschorrTbilisi/
აი ესაა. მე ვარ მფლობელი ერთერთი

Posted by: BeerLover 23 Nov 2018, 12:31
komate

მენიუს ელ-ვერსია გაქვთ?

Posted by: მამაო ენუქი 23 Nov 2018, 12:31
komate
ბელგიური ლუდი არ გინდათ რო დაამატოთ ბარში ? boli.gif

Posted by: ბარბოსა 23 Nov 2018, 12:38

Posted by: komate 23 Nov 2018, 14:38
BeerLover
მეილი ჩამიგე პირადში და გამოგიგზავნი. ან თუ გინდა ფეისბუქზე მოგვწერე და მანდ მოგწერთ
მამაო ენუქი
ჰაკერ-ფშორი გვქია მაგიტომ რო მხოლოდ ჰაკერ-ფშორი გვაქვს sad.gif(

Posted by: BeerLover 23 Nov 2018, 14:41
komate

ოკ ფბ-ზე მოგწერთ

Posted by: baggins 23 Nov 2018, 15:43
Jonatahn_smith

ბირთაიმში ხინკალი მაქვს მარტო გასინჯული. საქონლის ხორცის ხინკალი არის ძალიან კარგი.
რაღაც მწვანილს უკეთებენ, ხორცს უხდება ძალიან. იმედია არ გააფუჭებენ.

Posted by: BeerLover 23 Nov 2018, 16:06
komate

ფორუმზე 10% გიწერიათ საკომისიო, ელ-ვერსიაში 12%, რომელია მართალი? biggrin.gif

Posted by: komate 23 Nov 2018, 17:42
BeerLover
მენიუ დავაბეჭდინეთ შეცდომით.. 10 % გვაქვს.

Posted by: BeerLover 23 Nov 2018, 17:58
komate

კარგია up.gif

2% რეალურად არაფერია, მაგრამ 10%ზე მეტი ძალიან ცუდად ჩანს უკვე, საერთოდ არ უნდა იყოს მე თუ მკითხავ ეგ მომსახურების %...

Posted by: Jonatahn_smith 23 Nov 2018, 18:08
BeerLover
l-e-v-a-n

მადლობა

Posted by: SHARKK 23 Nov 2018, 18:37
ვიყავი ჰაკერში და ძალიან გემრიელი ხინკალია, ნუ ზომაში პატარაა მაგრამ ფასის პროპორციული, ლუდი გაუფილტრავი უფრო გემრიელი მეჩვენა , ნეკნებიც დავაგემოვნე და დიდად არ მომეწონა ჩეხურის მერე...

Posted by: komate 23 Nov 2018, 22:13
SHARKK
ნუ გემოვნებაზეა ნეკნები.. რომელ ჰაკერში იყავი ყაზბეგის ხომ? მეორე ანუ ძველი ჰაკერი სხვა სასტავისაა.... ნეკნებზე იცი როგორააა ან ძააან მოწონთ ან ვაბშე არ მოწონთ საშუალო ვერ დავიჭირე... აი მაგალითად ძმაკაცების სუფრა მქონდა და 8 კაცი იყვნენ 6 გაგიჟდა და დღემდე რო მოდიან სულ მაგას უკვეთავენ და 2ს იმენა არ მოეწონა...

Posted by: toyota12345 23 Nov 2018, 22:46
komate

მეგობრულად მინდა გკითხო ხინკალს ქართული ხორცით აკეთებთ? უბრალოდ როცა ვიგებ რომ ქართული ხორცით კეთდება სულ სხვა მუღამით ვჭამ და ვაფასებ მაგ ადგილს.

Posted by: მამაო ენუქი 23 Nov 2018, 22:47
toyota12345
QUOTE
ხინკალს ქართული ხორცით აკეთებთ?

მაგას გემოზე უნდა ხვდებოდე old.gif

Posted by: toyota12345 23 Nov 2018, 23:09
მამაო ენუქი

კი ეგეც მართალია მაგრამ ხანდახან ვერ ხვდები მამაო ენუქ. ისე თქვენ მაგრად მეცნობით შავი პრადოთი ხომ არ მოძრაობთ?

Posted by: SHARKK 23 Nov 2018, 23:21
komate
კი ყაზბეგზე ვიყავი, აი ნეკნები ცალსახად არ მოგვეწონა არავის biggrin.gif ხინკალი ძალიან კარგი გაქვთ და ზოგადად გარემოც კარგია, ხო მწვადი და ოჯახურიც შევუკვეთეთ და ზედმეტად ქონიანი ნაჭრები შეგვხვდა biggrin.gif ასევე პური მოგვიტანეს სულ 4 პატარა ნაჭერი იყო, მსგავს რამეებს მიაქციეთ ყურადღება <3

Posted by: toyota12345 23 Nov 2018, 23:28
როგორ მინდა ვინმე ფორუმელი გავიცნო და კაი პური ვჭამოთ, აი რავი ვინც კი შემთხვევით გამიცნია სადმე და ფორუმი მიხსენებია არავინ არ იცოდა ფორუმის შესახებ არადა რავი მთელი საქართველო აქაა...... ტიპებს უტყდებათ ფორუმში რომ არიან თუ რა პონტია ვერ გავიგე. ადრე ვტაქსაობდი და ყველას ვეკითხებოდი და მხოლოდ ერთმა მითხრა ადრე ვიყავი და გავაუქმეო.....

Posted by: BeerLover 23 Nov 2018, 23:30
SHARKK

ეგ ზოგადად საქართველოში 99% ზავიძენიების პრობლემაა... როცა ხორცს უკვეთავ უნდა გკითხოს, როგორი ნაჭერი გინდა, რა ტემპერატურაზე მომზადებული და ა.შ. თუმცა აქ ყველას კიდია ეგეთები... რაც ხელში მოხვდებათ და რაც უფრი იაფი უჯდებათ ის მოაქვთ biggrin.gif

ზოგადად მწვადი სხვა კულტურაა.. მომზადებულ მწვადს ქონი აღარ უნდა ქონდეს... მაქსიმუმ ქონის ზედა ფენა, რომელიც არის ხრაშუნა და ქაღალდივით თხელი... სამწვადე ნაჭერს იმ რაოდენობით აქვს ქონი, რომ მაყალზე შეწვის შემდეგ ის ქონი უკვე დამდნარია და ორ საქმეს ერთად აკეთებს: 1. ხორცი გამოდის წვნიანი, 2. ნაკვერჩხალს აძლევს არომატს...

toyota12345

ლუდის თემიდან ვიკრიბებით ხოლმე და შეგიძლია შემოგვიერთდე smile.gif ხინკლისტები და ლუდისტები ძმები არიან biggrin.gif

Posted by: toyota12345 23 Nov 2018, 23:36
BeerLover

პრობლემა არაა გაგიცნობთ ძმაო არც მე ვარ ცუდი ადამიანი და კაი ხალხის გაცნობა პირიქით გამისწორდება...

დრო იყო ავტოგანყიდანაც ვიკრიბებოდით მაგრამ დაიშალა სასტავი......

Posted by: მამაო ენუქი 23 Nov 2018, 23:36
BeerLover
QUOTE
ლუდის თემიდან ვიკრიბებით ხოლმე და შეგიძლია შემოგვიერთდე

ეგეთი ლუდის ბარი სად ნახეთ მაგ თემის ხალხი რო დაკმაყოფილდეს, ბათუმში დადიხართ ? biggrin.gif

toyota12345
ჯერ მაგ იერარქიას ვერ მივაღწიე, უჯიპო მამაო ვარ. old.gif

Posted by: BeerLover 23 Nov 2018, 23:39
toyota12345

2-3 კვირასი შევიკრიბებით სავარაუდოდ და გაგაგებინებ აუცილებლად wink.gif

მამაო ენუქი

არა 9 მთაში biggrin.gif

იპებზე გადადის ჩვენი შეკრება... სტოუნები, სტიმვორქსები და ა.შ.

Posted by: oshi 24 Nov 2018, 05:10
შემომეჭამაში ვიყავი გუშინწინ. ძალიან კარგი ხინკალი აქვთ!!! მწვადი საშუალო. გარემო სასიამოვნო . მენიუში უცნაურად ჩამოწერილი კერძების სახელები უნიჭო "ხუმრობას" გავდა. სხვა არაფერი გამისინჯავს. ხო ტყემალი არ აქვთ და ძაან არ მესიამოვნა. ელემენტარულია მწვადთან ტყემლის ქონა.

Posted by: fermina 24 Nov 2018, 08:33
oshi
QUOTE
ხო ტყემალი არ აქვთ და ძაან არ მესიამოვნა. ელემენტარულია მწვადთან ტყემლის ქონა.


კარგი ახლა, სად მწვადი და სად ტყემალი smile.gif

მანდ ჩებურეკი აქვთ კიდევ ძალიან გემრიელი. მწვადი ხან ძალიან კარგი, ხან საშუალო.

ხო და დამავიწყდა, ქაბაბი არის მართლა უგემრიელესი.

Posted by: FranziskanerWeissbier 24 Nov 2018, 11:02
oshi
ხინკალი რა ღირდა? biggrin.gif
---------------------------------------------

Posted by: oshi 24 Nov 2018, 13:40
fermina
ჩემთვის მწვადი ტყემლის საწებელზე გადის და უმეტესობისთვისაც:-) მაგიტო ვერ მივხვდი ასე რატო დააშორე ერთმანეთსsmile.gif ჩებურეკი არ გამისინჯავს, არც ქაბაბი. მეორე მისვლაზე მწვადს გამოვაკლებ და დანარჩენს შევუკვეთავ. ისე კარგი მწვადი რთულად საპოვნელია .

FranziskanerWeissbier
90 თეთრი. არც დიდებია, მაგრამ ცომი, წვენი და ფარში იდეალური....


Posted by: FranziskanerWeissbier 24 Nov 2018, 14:02
oshi
კი ნამყოფი ვარ და მომეწონა კარგი ხინკალია. უბრალოდ ვიღაცამ დაწერა 1.20 გახდა ხინკლის ფასი მანდო და გადავამოწმე ხო არ გააძვირეს მართლა მაგ დონეზე მეთქი biggrin.gif

Posted by: oshi 24 Nov 2018, 14:12
FranziskanerWeissbier
აა, არა 90 -ია და ატმოსფერო მართლა სასიამოვნო. ღირს ნამდვილად საცობების გავლა საღამოს და მანდ ხინკლის დაგემოვნება. მერე მაგის გვერდით რაღაც საკონდიტროა და დესერტს მოწყურებულმა ბლომად ნაცხვრები შემომეყიდა. ჰოდა ყველა ნაჭერი უგემრიელესი იყო. ქართულად გამომცხვარი ნამცხვრები დიდად ვერ მაწონებენ თავს, მაგრამ მანდ ერთი 9 განსხვავებული ნაჭერი ავიღე და ცხრავე კარგი იყო! თუ რამე და გიყვართ ტკბილი, შეგიძლიათ ხელს გააყოლოთ.

Posted by: Keti-Ket 24 Nov 2018, 14:54
oshi
QUOTE
ტყემალი არ აქვთ და ძაან არ მესიამოვნა. ელემენტარულია მწვადთან ტყემლის ქონა

ძალიან მომწონს ეს კომბინაცია ან მინიმუმ ლიმონის წვენი ზემოდან, მაგრამ არგუმენტად სულ ის მოყავთ, მწვადი ტყემლით როგორ უნდა გააფუჭოო.

QUOTE
რაღაც საკონდიტრო

აი, ამან ძალიან დამაინტერესა biggrin.gif


რაც შეეხებე ხინკალს, ბოლო დროს, დიდი ხინკალი თუ არის სადმე მხოლოდ კუჭების ხარჯზე

* * *
მარტოხინკალი რომ არის, ხომ არ ყოფილხართ ვინმე?

კი უწერიათ დიდის ამბით: მარტო ხინკალიში ხაჭოც დაგხვდებათ, სოკოც, ერბოც და კიდევ ბევრი გემრიელი სახეობის ხინკალი. თანაც გაუყინავი, საღი და ახალი პროდუქტისგან დამზადებული.

Posted by: oshi 24 Nov 2018, 15:49
Keti-Ket
კი ლიმნის წვენი მეც მიყვარს, სალათზეც ძალიან მომწონს. მწვადი მარტო რატო უნდა ჭამო არ ვიცი. ან რაა გასაფუჭებელი. კომბინაცია და კონტრასტია მშვენიერი. თუ მწვადი მართლა ჩასაყლაპია, მაშინ კიდევ უტყემლოდ გაატანს ადამიანი, მაგრამ თბილისური რესტორნების ფონზე ტყემალი მისთვის ფერუმარილია-))


მიდით მაგ ნამცხვრების მაღაზიაში. ნამდვილად გამორჩეული ავთენტური პერო ნამცხვრებია:-)

პ.ს ხინკალს რაც შეეხება კუჭები პატარები აქვთ ამათ და ჭამაც შეიძლება. თოხის ტარივით არ კიდიათ, როგორც უმეტესობას-)))

Posted by: Jonatahn_smith 24 Nov 2018, 15:53
oshi
QUOTE
ჩემთვის მწვადი ტყემლის საწებელზე გადის და უმეტესობისთვისაც


რა მწვადი და ტყემალი ხომ არ ღადაობთ? gigi.gif

"თუ ეძებთ გემოვნებასა" მწვადს მიაყოლეთ მხოლოდ ხახვი, ასევე შეგიძლიათ ბროწეულის ის წვენი გამოიყენოთ რომელიც ჯამში მოთავსების შემდეგ მოესხა ზემოდან

Posted by: toyota12345 24 Nov 2018, 15:57
ვაჟაზე დასაწყისში მარჯვენა მხარეს დურუჯი რომ არის სახინკლე აი მაგას არ გირჩევთ კიდევ არავის! მზგავსი ბანძი ხინკალი ნავთლუხის უბანძეს სასადილოშიც კი არ კეთდება.

Posted by: oshi 24 Nov 2018, 15:59
Jonatahn_smith
მე ეგრე ვჭამ და ჩემი ყველა მეგობარი და თქვენ ჭამეთ თუ მოგწონთ ეგრე. ბროწეულის წვენს სანთლით თუ მოიძიებ, თორემ ისე არ მგონია ვინმემ ეგ მასაზე გათვალოს.


ეგეთ დელიკატესს თუ მომართმევ გავწევ ტყემალს გვერდზე

Posted by: Jonatahn_smith 24 Nov 2018, 16:07
oshi

ვერ ვხვდები აგრესიის მიზეზს..
თუმცა კარგით, არ შეგეკამათებით

Posted by: oshi 24 Nov 2018, 16:10
Jonatahn_smith
სად იყო აგრესია-))) არააა

Posted by: მამაო ენუქი 24 Nov 2018, 16:12
Jonatahn_smith
yes.gif
კარგ მწვადს საწებელი არ ჭირდება, არც პური no.gif
ხახვი უხდება შენ თვითონ რო შეწვავ და ქვაბში ჩაითუშება მწვადის წვენში, ისე რესტორნებში ზემოდან მოყრილი ვერ ითუშება სათანადოთ.

Posted by: Nobodys Fault but Mine 24 Nov 2018, 18:19
ხინკალი და მწვანილი
მწვადი და ტყემალი

Posted by: fermina 24 Nov 2018, 19:42
oshi
QUOTE
მერე მაგის გვერდით რაღაც საკონდიტროა და დესერტს მოწყურებულმა ბლომად ნაცხვრები შემომეყიდა. ჰოდა ყველა ნაჭერი უგემრიელესი იყო. ქართულად გამომცხვარი ნამცხვრები დიდად ვერ მაწონებენ თავს, მაგრამ მანდ ერთი 9 განსხვავებული ნაჭერი ავიღე და ცხრავე კარგი იყო! თუ რამე და გიყვართ ტკბილი, შეგიძლიათ ხელს გააყოლოთ.


თუ არ ვცდები, მანდ საკონდიტრო "'ასორტის" ფილიალია, ბევრგან არის თბილისში, ვაკის პარკთან, ნუცუბიძეზე...

Posted by: oshi 24 Nov 2018, 20:24
fermina
ჰო ეგაა, ასორტი.

Posted by: iosebovich 24 Nov 2018, 21:13
მწვადთან ტყემალი რა მოსატანია . ხახვი და შოთის პური , დამთავრდა. ანუ ის აზრია რო მწვადის გემო არ უნდა გადაფარო არაფრით. ნამდვილ მწვადზეა საუბარი და არა იმ პადოშზე რაც ძირითადად იყიდება ქართულ რესტორნებში.

მრგვალ ბაღიდან რო შედიხარ მცხეთის ქუჩაზე მანდედან შორსაა ზევით შემომეჭამა? თუ დასაწყისშივეა?


Posted by: fermina 24 Nov 2018, 21:16
iosebovich
QUOTE
მრგვალ ბაღიდან რო შედიხარ მცხეთის ქუჩაზე მანდედან შორსაა ზევით შემომეჭამა? თუ დასაწყისშივეა?


დასაწყისშივე ხელმარცხნივ, შროშის კუთხეში. მოპირდაპირე მხარეს არის ანტრე.

Posted by: iosebovich 25 Nov 2018, 00:57
fermina
გაიხარე. ავალ აუცილებლად. ისედაც მაინტერესებდა და ვნახოთ ერთი რას წარმოადგენენ ...

Posted by: toyota12345 25 Nov 2018, 01:11
ისანი სამგორის რაიონში რომელ სახინკლეს გაუწევდით რეკომენდაციას???

ხინკლის სახლი რომ არის უკვე დიდი ქსელია ამასწინათ მეგობარს ვეუბნები წამო წავიდეთ ზოდიაქოს ფილიალი გაუხსნიათ მეთქი და თავი გაიგიჟა მანდ ჩიტაძეზე მანქანასაც ვერ გავაჩერებ და მაგ საცობებში მაგრად მეზარებაო მოდი ხინკლის სახლში წავიდეთო მასთან დიდი კამათის შემდეგ მაინც წავედით ხინკლის სახლის ისნის ფილიალში. აი ხინკალი იყო ძალიან ცუდი და ეს ჩემი მეგობარი კიდევ გიჟდება, მეთქი შენ ზოდიაქოს ხინკალი რომ გასინჯო ალბათ იქიდან ვეღარ გამოგიყვან, და ხინკლის სახლს რომ შევხედე კაი ბლომათ იყო ხალხი. მე მაინც ვფიქრობ უბრალოდ გაბაზრებულია ეს ხინკლის სახლი და კარგად მოიკიდეს ფეხი თბილისში არადა უბრალოდ სახელია ხინკალი ნამდვილად არ იციან მანდ რა არის........

პირველი ფილიალი კი მახსოვს რუსთაველზე რომ გაიხსნა რედისონის მოპირდაპირე მხარეს მთელი თბილისი დადიოდა და მაგარ პრესტიჟულ ადგილათ ითვლებოდა თბილისში და მერე კი მიამატეს ნელ ნელა ფილიალები......

Posted by: fermina 25 Nov 2018, 07:24
toyota12345
QUOTE
პირველი ფილიალი კი მახსოვს რუსთაველზე რომ გაიხსნა რედისონის მოპირდაპირე მხარეს მთელი თბილისი დადიოდა და მაგარ პრესტიჟულ ადგილათ ითვლებოდა თბილისში და მერე კი მიამატეს ნელ ნელა ფილიალები......


როგორც მახსოვს, სრული საძაგლობა იყო ყველანაირად.

Posted by: keen 25 Nov 2018, 11:25
QUOTE (fermina @ 24 Nov 2018, 19:42 )
oshi
QUOTE
მერე მაგის გვერდით რაღაც საკონდიტროა და დესერტს მოწყურებულმა ბლომად ნაცხვრები შემომეყიდა. ჰოდა ყველა ნაჭერი უგემრიელესი იყო. ქართულად გამომცხვარი ნამცხვრები დიდად ვერ მაწონებენ თავს, მაგრამ მანდ ერთი 9 განსხვავებული ნაჭერი ავიღე და ცხრავე კარგი იყო! თუ რამე და გიყვართ ტკბილი, შეგიძლიათ ხელს გააყოლოთ.


თუ არ ვცდები, მანდ საკონდიტრო "'ასორტის" ფილიალია, ბევრგან არის თბილისში, ვაკის პარკთან, ნუცუბიძეზე...

"ასორტის" მეც ვაღიარებდი, მაგრამ ახალ წელს რაც გამიჩალიჩეს (პეკინის ფილიალში), იმის მერე სათოფეზე აღარ ვეკარები. ბოდიშის მოხდის ნაცვლად, სულელური თავის მართლება დაიწყეს, რომ მენეჯერს შეეშალა და სხვისი შეკვეთა გამოგვატანა. არა და, აშკარად მიაფუჩეჩეს და ნაწილი რაღაც ნაყარ-ნუყარი ნამცხვრები ჩაალაგეს yes.gif

Posted by: toyota12345 25 Nov 2018, 11:33
ნამცხვრებს რაც შეეხება ვარკეთილში დოლჩე ვიტა ხომლელის ქუჩაზე ძაან მაგარია წლებია ხარისხს არ კარგავენ მეორე ფილიალი ვაჟაზე აქვთ სადღაც.

ცნობილი ბელა რომ არის ეგ მაგრად გაბანძდა 10 ლარიანი ტორტი რა უნდა იყოს....

Posted by: fermina 25 Nov 2018, 11:53
toyota12345
QUOTE
ცნობილი ბელა რომ არის ეგ მაგრად გაბანძდა 10 ლარიანი ტორტი რა უნდა იყოს....


ბელას ტორტს საერთოდ ვერ ვჭამ.

ბელა კარგი იყო ასე 15 წლის წინ, სახლში როცა იღებდა შეკვეთებს, ზემო ვერაზე ცხოვრობდა და ერთხელ მეც შევუკვეთე ტორტი და ნამდვილად კარგი იყო, იმ პერიოდისთვის მითუმეტეს, არ იყო ამხელა არჩევანი.

ახლა მე არ ვიცი, საერთოდ რატომ უნდა იყიდო ბელას ტორტი. სრული კატასტროფაა. მაგას მირჩევნია რა ვიცი, ბლინები გამოვაცხო და ნუტელა გადავუსვა.

Posted by: მამაო ენუქი 25 Nov 2018, 12:03
ნამცხვრები კაი აქვს სტრადას და იმას კიდე მაჩაბელზე სახლში რო აცხობს yes.gif

Posted by: toyota12345 25 Nov 2018, 12:10
საცხობზე მინდა ვიკითხო ონიაშვილების საცხობი რომ არის ცნობილი ვეძისში, ამასწინათ პირველად ვიყიდე ლობიანი და არაფერი განსაკუთრებული არ იყო რავი რატო ვიდექი 1 საათი რიგში არ ვიცი

Posted by: horsecash 25 Nov 2018, 12:12
ისანში ჩილიკას დუქანი სასწაული ქაბაბი იყო, არ ვყოფილვარ წლებია მაგრამ ადრე ხინკალზე და ქაბაბზე სუ მანდ დავდიოდი. ნამცხვრები არ ვიცი მაგრამ ყიფშიხეზე კალონკასთან ლუკოილის არის ბრედ ბარი მანდ კეკსი იყიდება მსოფლიო კეკსი კეკსთა კეკსი )))

Posted by: keen 25 Nov 2018, 12:27
QUOTE (მამაო ენუქი @ 25 Nov 2018, 12:03 )
ნამცხვრები კაი აქვს სტრადას და იმას კიდე მაჩაბელზე სახლში რო აცხობს  yes.gif

აი, კაცია და გუნებაო... სტრადას ნამცხვრები საერთოდ არ მომწონს. ბელას საკონდიტრო ნაწარმს საერთოდ არ(ვერ) ვჭამ. ონიაშვილის ხაჭაპურს ისევ ლობიანი სჯობს, ჩემთვის, თუმცა რა თქმა უნდა, საოცარი ნამდვილად არაა. არც ანტრე აღმაფრთოვანებს დიდად...

ერთი "ასორტი" მომწონდა, მაგრამ მოახერხეს და აღარ ვეკარები. სხვათაშორის, სმარტს ჰქონდა კარგი საკონდიტრო ნაწარმი, მაგრამ ახლა რაც შემცირდა, რა აქვთ, არ ვიცი...

პ.ს. ხინკლის თემაში ნამცხვრებზე რომ ვწერ user.gif აღნიშნული საჭმლის ფანი არ ვარ, მიუხედავად იმისა, იყო დრო, სახლში ლამის ყოველ კვირას ვაკეთებდით (ბებია მთიული მყავდა). თბილისში გადასარევი არც მიჭამია smile.gif "ფასანაურის" რესტორნების ქსელისას არაუშავს...

Posted by: Frankens†ein 25 Nov 2018, 12:42
QUOTE (fermina @ 25 Nov 2018, 11:53 )
toyota12345
QUOTE
ცნობილი ბელა რომ არის ეგ მაგრად გაბანძდა 10 ლარიანი ტორტი რა უნდა იყოს....


ბელას ტორტს საერთოდ ვერ ვჭამ.

ბელა კარგი იყო ასე 15 წლის წინ, სახლში როცა იღებდა შეკვეთებს, ზემო ვერაზე ცხოვრობდა და ერთხელ მეც შევუკვეთე ტორტი და ნამდვილად კარგი იყო, იმ პერიოდისთვის მითუმეტეს, არ იყო ამხელა არჩევანი.

ახლა მე არ ვიცი, საერთოდ რატომ უნდა იყიდო ბელას ტორტი. სრული კატასტროფაა. მაგას მირჩევნია რა ვიცი, ბლინები გამოვაცხო და ნუტელა გადავუსვა.

ეს ბელას ტორტი, გლდანის შაურმა და ეგეთები კაი იყო სანამ პატარა მასშტაბებზე მუშაობდა.
ტორტს თვითონ ბელა აცხობდა, გლდანის შაურმას ორი ადამიანი ამზადებდა და მეპატრონე მამუკა მთელი სამუშაო დრო თავზე ადგა და ა.შ...
ბელას ტორტები რამდენიმე ადგილას რომ არის გახსნილი და სხვადასხვა ტიპები აცხობენ ტორტს ან გლდანის შაურმა ზუგდიდშიც კია და ვიღაც ზუგდიდელი ტიპი თუ ტიპშა აკეთებს, მანდ რა მნიშვნელობა აქვს ბელას ტორტი ერქმევა თუ მადონასი.
არაა ეგ ბელას ტორტის, გლდანის შაურმის, ალიბაბას ხაშის თუ ბიკენტიას ქაბაბის ფილიალები ავთენტური...


ონიაშვილის ლობიანზეც წერია და გასაყიდად ვინც ამზადებს ლობიანს, ყველაზე ძაან ონიაშვილის ლობიანი მომწონს მე.
ჯობია კერიას ლობიანსაც და რესტორნებში რო მზადდება იმასაც.

თუმცა მაგ ონიაშვილის ლობიანს მილიონჯერ მირჩევნია სახლში დედაჩემის გაკეთებული ლობიანი.
ან რაჭაში ოჯახში გაკეთებული ლობიანი (არა გასაყიდად გაკეთებული)...
რო ჩაკბეჩ, ლობიო უნდა იგრძნობოდეს, ცომზე მეტი ლობიოს ფარში უნდა იყოს.
სისქეში როა სიტყბაზე 1 სმ, არ შეიძლება მაქედან 0.8 სმ სისქის ცომი იყოს და 0.2 სმ სისქის ლობიოს ფარში.
ამ გასაყიდ ლობიანეს უბრალოდ უსვიათ ლობიო თუ ლობიოს ესენცია...

Posted by: horsecash 25 Nov 2018, 13:00
იჟოგაა ეგ ონიაშვილი თავიდან ბოლომდე, გაურკვეველი ცხიმები ლობიანში, მჟავე ხაჭაპური და ასე შემდეგ ონიაშვილი ბანძია. არ გამისინჯავს ეს კლიკეს ხინკალი და ღირს მანდ მისვლა? ზახარ ზახარიჩის ხინკალი არ გიჭამიათ ამ ბოლო დროს არავის? რახდება მანდ რატო არავინ არ წერს არაფერს ზახარიჩზე არიყო ცუდი არადა

Posted by: მამაო ენუქი 25 Nov 2018, 13:14
Frankens†ein
QUOTE
რესტორნებში რო მზადდება იმასაც.

no.gif
რაჭის უბანში ჭამე ლობიანი , პლეხანოვის რაჭვლებშიც კაი აქვთ, მარა ცომია უფრო სქელი.

keen
ეგრე ადრე კარფურსაც კაი ქონდა სულ თავიდან რო გაიხსნა, მარა აღარ აცხობენ იმ ნამცხვრებს user.gif

Posted by: toyota12345 25 Nov 2018, 13:17
Frankens†ein

გოგიტა ერქვა გლდანის შაურმის მეპატრონეს პირადადაც ვიცნობ თვითონ იწერდა შეკვეთებს რვეულში, მაგრამ ფილიალები რომ მიამატა და ფული იშოვა ხარისხიც გააფუჭა.

ისიც ვიცი ზოგმა დიდი მაყუთი შესთავაზა რომ რეცეპტი და სახელი მიეცა მაგრამ უარი უთხრა. ამჟამად აჭარაში ზის მთელი ღამე და სერიოზულ თანხებზე თამაშობს. თუმცა კონკურენტმა მაკშაურმამ ბევრი მომხმარებელი დააკარგინა. თუნდაც იმით რომ რაღაცნაერად ახერხებენ კოკა კოლა 0.5 რომ 1 ლარი ღირს მაგათთან.

Posted by: horsecash 25 Nov 2018, 13:26
ავდგე და წავიდე ამ კლიკეს სახინკლეში? თუ შემომეჭამას დავეცე ? შემომეჭამას სტელა აქ ჩამოსასხმელი კლიკეს რა აქ დაწერეთ თუ იცით

Posted by: Frankens†ein 25 Nov 2018, 13:54
მამაო ენუქი
QUOTE
მარა ცომია უფრო სქელი.

ლობიანში, ხაჭაპურში, კუბდარში და ა.შ... თხელ ცომს ვაფასებ smile.gif
სქელცომიანი არ მიყვარს.

toyota12345
QUOTE
გოგიტა ერქვა გლდანის შაურმის მეპატრონეს პირადადაც ვიცნობ თვითონ იწერდა შეკვეთებს რვეულში, მაგრამ ფილიალები რომ მიამატა და ფული იშოვა ხარისხიც გააფუჭა.

ხო, გოგიტა.
ვიცნობ არა, მაგრამ ბევრჯერ მყავს ნანახი, ძველ დროს.
ეგ ყვიროდა ხოლმე სახელებს, ვისი შეკვეთაც დამზადდებოდა.

მაგრამ ფული იშოვა და ხარისხი გააფუჭა არასწორი შეფასებაა, მაგას ვამბობ ზუსტად.
ხინკალს, ლობიანს, შაურმას ან ტორტს რა განსაკუთრებული რეცეპტი უნდა, არაფერი.
უბრალოდ ერთი და იგივე რეცეპტით მომხადებული ხინკალი ან ტორტი ერთ ადამიანს შეიძლება ბევრად კარგი გამოუვიდეს, ვიდრე მეორეს.
მანდ მთავარია როგორი ხელი აქვს მზარეულს.
და იმ გოგიტას მეშაურმეებს, ბელას თუ სხვას იმიტომ გამოსდიოდათ კარგი, რომ კარგი ხელი ქონდათ.
და ფილიალები რო გახსნეს და სხვა მზარეულები დაასაქმეს, იმათ არ აღმოაჩნდათ ისეთი ხელი, რომ გლდანში რო ორი მეშაურმე იდგა, იმათი მსგავსი შაურმა გაეკეთებინათ, ბელა რო თავისი ხელით აცხობდა, ისეთი ტორტი გამოეცხოთ და ა.შ...
გაფართოებას ყოველთვის ახლავს ეგ...
სამაგიეროდ კარგი ხელის გამო ბრენდი შექმნეს და მაგ ბრენდის გამო იშოვეს ფული.
მაგ ბელას ტორტის თუ გლდანის შაურმის ფილიალებს რო სახელი გადაარქვა და ნანას ტორტი ან ფონიჭალის შაურმა დაარქვა, მაგრად შეუმცირდებათ გაყიდვები.

Posted by: iosebovich 25 Nov 2018, 14:16
კოსტავაზე ხო გახსნეს. დედა აღარ ყავს გლდანის შაურმას და სადღაა ის კლიენტურა. მაკდაურმაც ჩაიძირა ნელნელა. მითუმეტეს რამოდენიმე მოწამვლის ფაქტი იყო.ონიაშვილიც მართალია გაურკვეველი ცხიმები და იჟოგის ბუკეტი. არაფერი აღარ იჭმევა წესიერი და კაი გემო რო ქონდეს. ფასანაურის ქსელს მართლა არა უშავს ... ხინკალი ნორმალურია.

Posted by: oshi 25 Nov 2018, 17:20
Frankens†ein
სქელი ცომი არც მე მომწონს არაფერზე. აი დედაჩემი გემრიელს აცხობს, მაგრამ სქელია ცომი და მინიმუმ სითხელემდე ვერ დავაყვანინეsmile.gif

ისე ონიაშვილის ლობიანი ძალიან მეგემრიელა მე. ორჯერ ვჭამე და ორივეჯერ..

კეკელიძეზე კერიაც კარგი უნდა იყოს...

აი კუბდარი კიდე წლებია ყველაზე გემრიელს ვაგზალზე აცხობენ. ოღონდ სულ ახალი გამოტანილი თუა და კარგად გამომცხვარი, მაშინ ძალიან მაგარია. მიკვირს მაგის მეპატრონე ეგრე ვიწრო სივრცეში რო დარჩა.


ისე კარგი ხინკალი კიდევ დოლიძის კუთხეში ვენდის უკან და დეგუსტოს გვერდით არის. ერთი სამი თვეა აღარ შევსულვარ, მაგრამ ზაფხულზე კარგი იყო.

Posted by: toyota12345 25 Nov 2018, 17:28
ნახევარფაბრიკატების ფირმა რომ არის ბოკოლა აი ეგეც არ დამევასა მაგათი პელმენი ვიყიდე საშინელება იყო თან მხოლოდ საქონლის ხორცს ვხმარობთო.

Posted by: fermina 25 Nov 2018, 17:38
toyota12345
QUOTE
ნახევარფაბრიკატების ფირმა რომ არის ბოკოლა აი ეგეც არ დამევასა მაგათი პელმენი ვიყიდე საშინელება იყო თან მხოლოდ საქონლის ხორცს ვხმარობთო.


სხვათა შორის, არც მე ვგიჟდები მაგათ პელმენზე, არადა საუკეთესოდ ითვლება.

რაც მართლა მომწონს მაგათი, გაგიკვირდება და არის კარტოფილის პელმენი. მართლა ძალიან გემრიელია, ხორცისას ბევრად ჯობს.

მე მგონი ყველიანიც აქვთ და კარგი, მაგრამ კარტოფილის რაღაც განსაკუთეებულია. ვინც მარხულობს, მათთვის მისწრებაა.

Posted by: iosebovich 25 Nov 2018, 17:48
ბოკოლას არაფერი არ ვარგა ბლინებიდან დაწყებული. იყო დრო ლიდერობდნენ მარა მე მაშინაც არ მომწონდა.

oshi
QUOTE
ისე კარგი ხინკალი კიდევ დოლიძის კუთხეში ვენდის უკან და დეგუსტოს გვერდით არის. ერთი სამი თვეა აღარ შევსულვარ, მაგრამ ზაფხულზე კარგი იყო.

ეგაა სწორედ ფასანაური და უმეტესად კარგი ხინკალი აქვთ .. მანდ მიწევს ყველაზე ხშირად მისვლა. 0.80 ხინკალი. დალშე ყველაფერი არანორმალურად ძვირია ...

Posted by: oshi 25 Nov 2018, 17:51
iosebovich
კი ფასანაური, მაგრამ როგორც ვიცი ეგ ფილიალი კარგია. აი მწვადი ვერ აქვთ კარგი ხშირად, მაგრამ ჭვიშდარი ძაან გემრიელი ქონდათ..
* * *
მეამა რესტორანი როგორია? კარგი მესმის სულ. ალბათ ხინკალი არ აქვთ.

Posted by: FranziskanerWeissbier 25 Nov 2018, 18:20
user posted image
კლიკეს ხინკალი bis.gif
-------------------------------------------------------------

Posted by: toyota12345 25 Nov 2018, 18:21
FranziskanerWeissbier

დაწერე ძმაჯან როგორ მოგეწონა 1 მანეთი ღირს ხო?

Posted by: FranziskanerWeissbier 25 Nov 2018, 18:25
toyota12345
1 მანეთი ღირს მაგრამ იმხელებია, ალალია biggrin.gif არ დაგვიჯდა ძვირი ვაბშე. 3 კაცმა 30 ხინკალი ავიღეთ და მაგრად გამოვსკდით ცვეტში biggrin.gif გემრიელიც არის, წვნიანიც, ცომიც ნორმალურია, კუჭიც კარგად აქვს ხელის მოსაკიდად. ნადუღისაც გავსინჯე და ისიც გემრიელი იყო biggrin.gif
მენიუში საჭმელი მარტო ხინკალია და რაღაც ვიჩინაც აქვთ მგონი, ნუ ეგ არც ითვლება ძირითად კიშკებში. ლუდი და ლაღიძე. 4.5 ღირს ალხანაიძე, თელავური გაუფილტრავი ლუდი, რომელიც ხინკალთან სულაც არაა ცუდი. მანამდეც დამილევია. მაგრამ ახლა დალევის მუღამზე არ ვიყავით, იმენა ხინკალი გვინდოდა და ლაღიძეები ავიღეთ, 2 ლარი ღირს ჭიქა.

Posted by: toyota12345 25 Nov 2018, 18:31
FranziskanerWeissbier

შეგარგოთ ძმაო. მაგრად მომშივდა შენი პოსტის მერე წავალ კარტოფილს შევიწვავ biggrin.gif biggrin.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 25 Nov 2018, 18:45
toyota12345
lol.gif lol.gif
კაი ხანი არ მქონდა ნაჭამი ხინკალი და მაგრად გამისწორდა biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 25 Nov 2018, 19:26
QUOTE
კლიკეს ხინკალი

6 ნაოჭი მომხმარებლის აბუჩად აგდებაა mad.gif

Posted by: vaho 25 Nov 2018, 20:51
ხინკალი კაია საჭმელად.

თორემ ისე...

Posted by: horsecash 25 Nov 2018, 21:11
მეც ვიყავიყი კლიკესთან დღეს მაგრად გაასწორა 2ივე ხინკალმა, ალხანაიძემაც და თუშურმა ყველმაც ნაღდად კარგია ყოჩაღ კლიკეს )

Posted by: Keti-Ket 25 Nov 2018, 22:39
FranziskanerWeissbier
QUOTE
მენიუში საჭმელი მარტო ხინკალია

არის კიდევ რარაცები, ასე რაც მახსენდება კოტლეტი და კიდევ რაღაცები, თუმცა არც მინახავს მანდ ვინმეს რამე სხვა შეეკვეთოს. რამდენ ხანში მოიტანეს შეკვეთა?

Posted by: toyota12345 25 Nov 2018, 22:40
რამდენიმე დღეში ერთი ახლობელი უნდა მივიყვანო სერიოზული ამბები იქნება მანდ კლიკესთან, როგორც იძახის 100 ხინკალს შევჭამო და თუ მართლა 100 შეჭამა კარგ შეკრულ ოპელ ასტრას ჩუქნიან. მე მინდა რომ კლიკეში იყოს ეგ ამბავი და ვნახოთ რა იქნება

Posted by: Jonatahn_smith 25 Nov 2018, 22:49
toyota12345
QUOTE
რამდენიმე დღეში ერთი ახლობელი უნდა მივიყვანო სერიოზული ამბები იქნება მანდ კლიკესთან, როგორც იძახის 100 ხინკალს შევჭამო და თუ მართლა 100 შეჭამა კარგ შეკრულ ოპელ ასტრას ჩუქნიან. მე მინდა რომ კლიკეში იყოს ეგ ამბავი და ვნახოთ რა იქნება


კლიკესთან მიყვანას ჯობია იქ მიიყვანო სადაც შედარებით მომცრო ზომის ხინკლებია
მანდ ნაღდად გაუჭირდება მანქანის მოგება))

Posted by: toyota12345 25 Nov 2018, 22:55
Jonatahn_smith

მამენტ მართალი ხარ მაგდენი ვერ მოვიფიქრე მაგის მოგება მეც მაწყობს მეც პატარა წილში ვარ))))))

მაგრამ პირობა აქვთ რომ პატარა ხინკლები არ უნდა იყოს.

Posted by: FranziskanerWeissbier 25 Nov 2018, 23:17
toyota12345
ბირ თაიმში მიიყვანე. მანდ თან საშუალოებია და თან ადვილად იჭმევა biggrin.gif

Posted by: toyota12345 25 Nov 2018, 23:21
FranziskanerWeissbier

ვისაც სურვილი ექნება მაგ 100 ხინკლის ჭამას რომ დაესწროს დავპოსტავ და მოდით მაგარი სანახაობა იქნება. როგორც იძახის 2010 წელს მაქვს ნაჭამიო და ახლაც თუ შეჭამა ოპელ ასტრას აჩუქებენ არადა ჩემი ნახევარია წონით....... მე პატალოკი 15 ხინკალი მაქსიმუმია რაც ერთ ჭამაზე მიჭამია.

Posted by: FranziskanerWeissbier 26 Nov 2018, 00:53
toyota12345
24 მიჭამია ერთ ჭამაზე ყველაზე მეტი, ოღონდ პატარა ხინკალი biggrin.gif და ჩვეულებრივი 10-15 შორის biggrin.gif

Posted by: iosebovich 26 Nov 2018, 09:46
toyota12345
თუ ვერ შეჭამა მაშინ რა ხდება? ჰა ?

Posted by: Master_Nick 26 Nov 2018, 22:13
QUOTE (toyota12345 @ 25 Nov 2018, 22:40 )
რამდენიმე დღეში ერთი ახლობელი უნდა მივიყვანო სერიოზული ამბები იქნება მანდ კლიკესთან, როგორც იძახის 100 ხინკალს შევჭამო

facepalm.gif რას ერჩი ახლობელს, 100 ცალი ხინკალი ერთ ჭამაზე როგორ უნდა შეჭამოს წარმოუდგენელიაsmile.gif მთელი დღე ვერ მოერევა 100 ცალ ხინკალს კაცი.


Posted by: toyota12345 26 Nov 2018, 22:21
Master_Nick

მე არაფერს არ ვერჩი და არც მე არ დამიდია მაზიანი. თვითონ გადაწყვიტეს ასე და როგორც ეს იძახის 2010 წელს მიჭამიაო 100 ხინკალიო. ყოველდღიურად რომ დადის რესტორანში 40–50 ხინკალს უპრობლემოდ ჭამს ეგ მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, არადა მაგარი გამხდარია სად ჩაჯდის ეგ ვერ გამიგია.

ბავშვობაში ერთი იაშიკი პამიდორი აქვს ნაჭამი ეგეც მაზიანე.

Posted by: BeerLover 26 Nov 2018, 22:27
toyota12345

საღოლ ძმაო მაგას biggrin.gif

33 ხინკალი მაქვს ნაჭამი მცხეთაში ასე 10 წლის წინ... ეგაა ჩემი რეკორდი biggrin.gif ეხლა ალბათ 20საც ვერ შევჭამ...

სხვა საჭმელიც თუა 4-5 ხინკალს ვჭამ ხოლმე, თუ მარტო ხინკალია მაქსიმუმ 10-12...

ყველაზე მეტი რაც მინახავს ჩემი თვალით, ჩემმა ძმაკაცმა დალია 44 ჭიქა არაყი და შეჭამა 44 ცალი ხინკალი, თითო ჭიქას თითო ხინკალს აყოლებდა...

Posted by: toyota12345 26 Nov 2018, 22:29
BeerLover

ისე ხინკლის საჭმელად რომ მიდიხარ ადამიანია აი მანდ სხვა არაფერი არ უნდა ჭამო მერე ხინკალს იმ მუღამზე ვეღარ ჭამ მე პირადად ეგრე ვარ..

მაგრამ ხინკალს როცა აგვიანდება და გშია არის მომენტი რომ ან სალათას შეუკვეთან ან ფრის და ძღები იმით მერე ხინკალი უკვე რჩება სუფრაზე და ბოლომდე ვერც ვჭამთ.

Posted by: Master_Nick 26 Nov 2018, 22:32
toyota12345
ღმერთმა შეარგოს, წარმატებები და ვგულშემატკივრობთ მთელი კულინარია wink.gif

BeerLover
ნუ წერ ეგეთ რამეებს თორემ მიბაძავს ვინმე და რითი დამთავრდება ეგ ამბავი კი იცი შენ lol.gif
44 ჭიქა არაყი facepalm.gif

Posted by: BeerLover 26 Nov 2018, 22:38
toyota12345

ხო მაგაში გეთანხმები

ხინკალი თავიდანვე თუ არ ვჭამე, მერე სხვა საჭმელებთან ერთად საერთოდ ვეღარ ვჭამ, მაქსიმუმ 1-2 ცალი ავიღო...

Master_Nick

იმედია ფატალურ შედეგს არ გამოიწვევს ვინმესთვის ეგ პოსტი biggrin.gif biggrin.gif

44 ჭიქა არაყზე გაცილებით რთული მოსარევია 44 ხინკალი მე თუ მკითხავ biggrin.gif

Posted by: toyota12345 26 Nov 2018, 22:48
ჩემს ნაცნობს ერთ მაგის ახლობელთან ერთ ღამეში 20 ბოთლი არაყი აქვთ დალეული ორივე 40 წელს გადაცილებული და კარგი სტაჟიანი მსმელები.

Posted by: Master_Nick 26 Nov 2018, 23:15
QUOTE (BeerLover @ 26 Nov 2018, 22:38 )
44 ჭიქა არაყზე გაცილებით რთული მოსარევია 44 ხინკალი მე თუ მკითხავ biggrin.gif

ჩემთვის ორივე ფანტასტიკის სფეროა lol.gif

კლიკეს ხინკალს კარგი გამოხმაურებები აქვს, შენი რევიუ იქნებოდა საინტერესო.

Posted by: toyota12345 26 Nov 2018, 23:16
პირველ რიგში რასაც დავტესტავ ჰაკერ ფშორე საბურთალო.

და მერე კლიკეს ხინკალი, თუ ჰაკერ ფშორე მომეწონა კლიკე შეიძლება ამოვარდეს. ფასის გამო მისაღებია ჰაკერი.

Posted by: BeerLover 26 Nov 2018, 23:32
Master_Nick

გადავწყვიტე ორივეგან მივიდე, მანდაც და ახალ ჰაკერშიც

ალბათ მომავალი 2 კვირის განმავლობაში მოვახერხებ რო ორივეს ვესტუმრო...

ოო თან ისეთი კაცი მიმყავს კლიკეში, რომ... ჩემი რევიუ არაფერია biggrin.gif ნაღდი თელაველი, ზოდიაქოზე გაზრდილი, თან პროფესიით კულინარი/მეღვინე biggrin.gif სუპერ კრიტიკა იქნება...

Posted by: elchi 27 Nov 2018, 02:34
გადამრევთ მე თქვენ, რაის 100 ცალი ხინკალი ხალხო?

ახლა ვხვდები რომ სიმართლეს შეესაბამება, როცა ფორუმელები იტყობინებიან, ხინკალი ისე დააპატარავეს, პელმენის ხელა გახადესო.

მომიყვანეთ ეგ კაცი აქ და ჩემს გაკეთებულ ხინკალს 25 თუ გასცდა, მაგარ საჩუქარს გავუკეთებ.

Posted by: westsider 27 Nov 2018, 02:44
100 ხინკალს კი არა პელმენს ვერ შევჭამ...კუჭები გაქვთ თუ საბურავის კამერა

Posted by: keen 27 Nov 2018, 13:48
ზღაპრების განყოფილებაში აღმოვჩნდი? rolleyes.gif

Posted by: მამაო ენუქი 27 Nov 2018, 16:43
ჩხაკუნასთან ვიყავით შუადღეზე და კარგი ხინკალი ქონდათ, მადონას არ უსმინოთ no.gif

Posted by: iosebovich 27 Nov 2018, 17:09
მამაო ენუქი
ვაა ტრადიციულად არ უვარგოდათ ხოლმე ხინკალი. და მწვადი კაია ?

Posted by: yobo 27 Nov 2018, 17:35
ბოლო დროს ხშირად ვიხედები ხოლმე ანგარიშს რომ მოიტანენ ჩამონათვალში.
ძალიან ხშირად ზედმეტი რაღაცეებია ჩამატებული.
რო შეუკვეთე და არ მოუტანიათ ან საერთოდ რომ არ შეგიკვეთავს და არც მოიტანეს, ან არ შეუკვეთე და მოუტანიათ...
მოკლედ ძალიან ბევრგან იქცევიან არაკეთილსინდისიერად...

Posted by: მამაო ენუქი 27 Nov 2018, 17:39
iosebovich
მწვადიც , მარა ჩალაღაჯი და სუკი არ ქონდათ no.gif

Posted by: Today 27 Nov 2018, 18:43
მამაო ენუქი
QUOTE
ჩხაკუნასთან ვიყავით შუადღეზე და კარგი ხინკალი ქონდათ

ეს ინჩ?

Posted by: nutria-113 27 Nov 2018, 18:45
მამაო ენუქი
QUOTE
ჩხაკუნასთან ვიყავით შუადღეზე და კარგი ხინკალი ქონდათ, მადონას არ უსმინოთ 

შეიძლება შეცვალეს მზარეული.
მე რამდენი მივედი, მწვადის და სალათის გარდა არასდროს არაფერი უვარგოდათ. ყველაფერი რამდენიმეჯერ ვცადეთ, მაგრამ იგივე.
მწვადის ხათრით დავდიოდით ხოლმე მანდ. 7-8 თვე იქნება, აღარც მწვადზე ვყოილვარ, არ ვიცი რა ხდება.

Posted by: toyota12345 27 Nov 2018, 18:54
ჩხაკუნასთან ორი წლის წინ ვიყავი ბოლოს და ხინკლის გარდა ყველაფერი კარგი ქონდათ და ფასები დაბალი იყო. მწვადი საკაიფო მაგრამ აი რაღაც ნიტო პონტია რა. თუ კახეთიდან მოდიხარ ან მიდიხარ შეივლი მაგრამ თბილისიდან მანდ წასვლა სისულელეა რაც ბენზინში უნდა დაგეხარჯოს....

ხინკალი თუ გამოასწორეს არ ვიცოდი, მწვანილებით იყო სავსე და უგემური.


Posted by: Keti-Ket 27 Nov 2018, 21:33
QUOTE
ძალიან ხშირად ზედმეტი რაღაცეებია ჩამატებული.
რო შეუკვეთე და არ მოუტანიათ ან საერთოდ რომ არ შეგიკვეთავს და არც მოიტანეს, ან არ შეუკვეთე და მოუტანიათ

ძალიან ჩვეულებრივი მომენტია უკვე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ბევრი რამაა შეკვეთილი. ორ ისეთ დაწესებულებაში შევნიშნე ეს ფაქტი, წესით მაგ ხრიკებით რომ არ უნდა აკეთებდნენ ფულს.

Posted by: Jonatahn_smith 28 Nov 2018, 03:10
ჩხაკუნას მწვადი ჰქონდა ძაან მაგარი...
ხინკალი ძალიან ჩვეულებრივი. მაგრამ მწვადი სუპერ..
თუმცა ერთი წელზე მეტია არ ვყოფილვარ

Posted by: iosebovich 28 Nov 2018, 16:18
სორმონმა განაცხადა რო დაიწყო ხინკლის რეალიზაცია. აქვთ პრეტენზია ქალაქში საუკეთესო ხინკალზე. ფასი 0.90 თეთრი. სორმონი საბურთალოზეა გუდვილის მიმდებარედ. ვნახოთ ვნახოთ ...

Posted by: akako78 28 Nov 2018, 17:28
Jonatahn_smith

ჩხაკუნასთან ვიყავით რომ აქებდნენ მაშინ ძალიან-ალბათ 2010-2011 წელი იქნებოდა და ისეთი მწვადი მოგვიტანეს რაღაც ანაჭრები მუცლის რომ მეგრელმა ძმაკაცმა უთხრა მიმტანს:ეს წაიღე და მწვადი მოგვიტანე რასაც მწვადი ჰქვიაო..და გაიცურცლა ისე რომ ხმა არ ამოუღია..ეგეთი ნაჭრები მე არ მინახია ჯერ რომ ვინმეს შამფურზე წამოეგოს..მერე ავიღეთ ბატკნის ნეკნის მწვადი და სემიჩკასავით იყო ეგეც-არც მე მომეწონა..ასევე ხაშლამა მახსოვს წონით მოგვიტანეს ვითომ ბევრი და ბლომათ და შავი ტალახივით იყო თანაც ისეთი ქონიანი რომ,ხორცი არც კი ჰქონდა ზედ..აი მაგაზე მე ვუთხარი რომ ქონიანს ვერ ვჭამს ასეთნაირს და მჭლე მოგვიტანეთქო და ისევ გაიცურცლა..ქათამიო კახურადო და რაღაც წიწილა მოგვიხარშეს..ნუ მაგაზე აღარც კი ღირდა რაიმის თქმა..ნუ მოკლედ მახსოვს ძალიან უკმაყოფილები წამოვედით და იმის მერე მანდ არც კი ვყოფილვართ..ხინკალზე მაშინ არც კი გვიფიქრია და ვერაფერს ვიტყვი..
====================================================================================================================================


პ.ს.ერთი კითხვა მაქვს აქ ხინკლის გემოს მცოდნე ხალხთან-თელავის ზოდიაქოს ფილიალი თუ გაიხსნა ტიფლისში?

Posted by: toyota12345 28 Nov 2018, 23:32
ესეც ჰაკერ ფშორის ყაზბეგის ხინკალი. ხინკალზე ვიტყვი რომ გემრიელია, მართალია პატარებია მაგრამ გემრიელია დაახლოებით შემომეჭამას ზომისაა თუმცა ფასიც ადეკვატურია 0.70 თეთრი.
* * *
user posted image.......................................

Posted by: Mstyle 29 Nov 2018, 12:19
akako78
არა, არ გახსნილა. არ აქვს ფილიალი თბილისში, უბრალოდ იმავე რეცეპტურით მზადდება

Posted by: Frankens†ein 29 Nov 2018, 12:51
მწვადი "ჭაშნაგირში" მომწონს და ზოგადად ყველაფერი გემრიელი აქვთ მანდ.
ცოტა ხნის წინ ვაჟაზეც გაიხსნა "ჭაშნაგირი", მაგრამ მთლად რესტორანიც არაა, დამკვრელებით და რამე... და ხინკალიც აქვთ.
შეიძლება დიღმის და სანაპიროს ფილიალებშიც ქონდათ, მაგრამ იქ არ შემიკვეთია არასდროს.
და ეხლა ვაჟაზე შევუკვეთეთ და ნორმალური ხინკალი იყო.
არც ისეთი რომ გამოარჩიო, ვაიმე რა გემრიელიაო და არც ისეთი, რომ თქვა რა ბანძი ხინკალია, აქ ხინკალს აღარ შევჭამო.

მაგრამ მწვადი სუპერი აქვთ ყოველთვის.

Posted by: iosebovich 29 Nov 2018, 18:18
Frankens†ein
მართალი ხარ მანდ მწვადი და მეგრული ხაჭაპურია სუპერი ... მე ლესელიძისა უფრო მომწონს. ხინკალი ვერა რაა.

Posted by: Master_Nick 2 Dec 2018, 17:26
ყაზბეგში პორტა კავკასიაში ზე ხინკალი აქვთ, ზოდიაქოს პირველობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ზოდიაქომ დათმო ლიდერობა.

Posted by: iosebovich 2 Dec 2018, 18:15
Master_Nick
ეგ სადაა? ყაზბეგში ? თუ თბილისში ? ყაზბეგში თუა ვინ ივლის იქა ?

Posted by: Master_Nick 2 Dec 2018, 20:01
iosebovich
კი ყაზბეგშია, სისტემატურად ვერ ივლი მაგრამ თუ მოხვდები აუცილებლად შეაიარე, ხინკლის მოყვარული ხარ და ეგთ ხინკალს ნამდვილად ვერ გასინჯავ ვერსად!!! ზოდიაქო ხომ იცი? ხოდა ზოდიაქოს ჯიბეში ჩაისვამს მაქაური ხინკალი.

Posted by: eldiablo 3 Dec 2018, 09:19
ფეოლაში თუ ხართ ვინმე ნამყოფი? როგორი ხინკალია? და ზოგადად როგორი სიტუაციაა?

Posted by: iosebovich 3 Dec 2018, 16:23
Master_Nick
გაიხარე. ეხლა გასაგებია . აუცილებლად მივალ როცა მოვხვდები ...

Posted by: horsecash 3 Dec 2018, 23:11
სხვადასხვა ხინკალია ყაზბეგის ხინკალი და ზოდიაქოს ხინკალი განსხვავდება ერთმანეთისგან, ფასანაურის ქორბუდას ხინკალი ჯობს მაქ მხარის ყველა ხინკალს, გუშინ კლიკეს ხინკალზე ვიყავი გვალოდინეს 1 საათი ხალხი სავსე ის არ იყო რაც პირველად ვჭამე მანდ მაგრამ მაინც კარგი იყო.

Posted by: toyota12345 3 Dec 2018, 23:15
აი ზაფხულამდე თუ არ დავიბრიდე უნდა დავაგემოვნო ზოდიაქო კიდევ ერთხელ. იმედია ბოლო დაგემოვნება არ იქნება.......................

Posted by: Master_Nick 3 Dec 2018, 23:44
ადრე მცხეთაში ე.წ ,,გარაჟებში" კეთდებოდა კარგი ხინკალი და ხომ არ იცით ეხლა რა ხდება?

Posted by: Dybala 4 Dec 2018, 10:41
Master_Nick
QUOTE
ადრე მცხეთაში ე.წ ,,გარაჟებში" კეთდებოდა კარგი ხინკალი და ხომ არ იცით ეხლა რა ხდება?

შარშან ვჭამე და ნუ ცუდი არ იყო მაგრამ ეს რა ვჭამესაც ვერ იტყვი. საშუალო დონის

Posted by: iosebovich 4 Dec 2018, 11:46
toyota12345
რატო უნდა დაიბრიდო კაცო ჰა? ხო მშვიდობაა ? ჰაკერ ფშორში ვაპირებ ყაზბეგზე , ვნახოთ აბა ერთი რა ბიჭები არიან smile.gif

Posted by: Jonatahn_smith 4 Dec 2018, 16:36
toyota12345

რას ამბობ კაცო, რა უნდა დაიბრიდო..
დაბრედვები და გასხმები 100 წელს რომ მივაღწევთ მერე))

Posted by: Frankens†ein 4 Dec 2018, 17:27
იქნება ზოდიაქო იკეტება, კაცს რატო კლავთ.

თუ ზოდიაქოს დაკეტვას ისევ კაცის სიკვდილი ჯობია

Posted by: toyota12345 4 Dec 2018, 18:06
კიბო დამიდგინეს და მაგიტომ. შეიძლება იქითა წლამდე ვერ გავქაჩო

Posted by: Trump 4 Dec 2018, 18:16
კილიკე თუ კლიკე ჩიტაძეზე მეორედ ვიყავი და არ მომეწონა ხინკალი. ცუდად მოხვეული ფლაშუნა და გემოზეც ბევრად უკეთესებია ჩამონათვალში

Posted by: iosebovich 4 Dec 2018, 21:16
toyota12345
ღადაობ კაცო? თქვი რო ღადაობ რაა და სხვა დროს ეგრე აღარ იხუმრო გთხოვ ძალიან ...

Posted by: Jonatahn_smith 4 Dec 2018, 23:21
toyota12345

არ ინერვიულო დღეს მეოთხე სტადიაც ინკურნება, ასე რომ არ ინერვიულო

უბრალოდ ყველაფერი გააკეთე, ხელი არ ჩაიქნიო, დამიჯერე ფსიქოლოგიურ განწყობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ეგეთ დროს, მოინდომე იბრძოლე და დაამარცხებ!
დღეს ძალიან დიდი იშვიათობაა სიმსივნით გარდაცვალება, ეს ჩემი ვარაუდი არ არის, სტატისტიკას თუ გადახედავ ნახავ
ძალიან დიდი პროგრესი განიცადა სხივურმა თერაპიამ მედიცინაში, ფაქტიურად ჯანსაღ ქსოვილებს არც ეხება ისე ანადგურებს მეტასტაზებს.
ასევე უძლიერესი ვაქცინებია შექმნილი რომელსაც შეუძლია შეაჩეროს და უკან დაახევინოს სიმსივნეს თანაც უვადოდ.
და ეხლა რამოდენიმე თვის წინ კიდე დაიტესტა ერთი ვაქცინა, რომელმაც სრულებით გაანადგურა მეტასტაზები, ანუ მთლიანად გააქრო სიმსივნე. ცდები ჩატარდა ვირთხაზე ეს იმას ნიშნავს რომ შექმნილია ვაქცინა რომლითაც ცოტა ხანში ისევე დაამარცხებს სიმსივნეს, როგორც სურდოს ამარცხებ დღეს.

აი გადახედე და ყურები არ ჩამოყარო, მე გაძლევ იმის პირობას რომ დაამარცხებ მაგ დაავადებას და რომ დაამარცხებ მერე ყველანი ზოდიაქოში ჩავიდეთ და იქ ავღნიშნოთ გემრიელი ხინკლით და კახური ჭაჭით wink.gif

https://1tv.ge/news/kibos-akhalma-vaqcinam-tagvebshi-simsivne-srulad-mospo-cdebi-male-adamianebzec-chatardeba/

Posted by: iosebovich 4 Dec 2018, 23:34
Jonatahn_smith
ადამიანი ხარ. და გამხნევება თუა ეგრე უნდა გაამხნევო. მაინც ვერ ვიჯერებ რაა ... მეწყინა საშინლად. უნდა ეცადოს ყველაფერს აბა რაა. ეს მახსენდება:

არაფერი არ მებადა
არაფრისთვის ვიყავ სადო,
არაფერი არ გამოვა?
არაფრისთვის უნდა ვცადო

ყველაფერი კარგად იქნება ტოიოტა ძამიკო და შენი გამოჯანმრთელებისა ერთი მაგრად ვიქეიფოთ თელავში smile.gif

Posted by: IBERIELI777 9 Dec 2018, 02:04
მოგესალმებით გურმანებო.მირჩიეთ ძალიან გთხოვთ,სად მივირთვა თბილისში საუკეთესო ხინკალი კარგ ლუდთან ერთად?
მადლობა წინასწარ.

Posted by: horsecash 9 Dec 2018, 12:12
კლიკეს ხინკალი ჩიტაძის N1 მარტო ხინკალი თუ გინდა, თუ უფრო ლუდი და სხვა საჭმელი ჰაკერ ფშორ თამარაშვილზე

Posted by: Hill 9 Dec 2018, 15:48
გუდაურისკენ ვაპირებთ წასვლას და ფასანაურში კიდე ხინკლის ჭამას. ხომ არ იცით სად იღება საუკეთესო ხინკალი მაგ არეალში?

Posted by: Master_Nick 9 Dec 2018, 15:54
Hill
მისაქციელს რომ გასცდები 1. პატიოსანი კაცის დუქანი, ფასანაურს რომ გასცდები 2. ჰბ- ს ფილიალი. გუდაურს რომ გასცდები, ყაზბეგში 3. პორტა კავკასია,

Posted by: IBERIELI777 9 Dec 2018, 16:02
QUOTE (horsecash @ 9 Dec 2018, 12:12 )
კლიკეს ხინკალი ჩიტაძის N1 მარტო ხინკალი თუ გინდა, თუ უფრო ლუდი და სხვა საჭმელი ჰაკერ ფშორ თამარაშვილზე

მადლობა,მივალ მაგ კლიკეს ხინკალს გავსინჯავ. მისამართია ჩიტაძის #1 თუ ხინკალია ნომერი 1 თბილისში?))

Posted by: horsecash 9 Dec 2018, 19:13
გუდაურისკენ ფასანაურის ბოლოშია ქორბუდა საუკეთესო ეგაა ვერ შეედრება ვერცერთი მანდ

Posted by: Master_Nick 9 Dec 2018, 21:29
horsecash
რა ადგილას არის ქორბუდა? ქავთარაძეების რესტორანს რომ გასცდები თუ მანამდეა?

Posted by: horsecash 9 Dec 2018, 22:58
სულ ბოლოა თბილისიდან რო მიდიხარ ქორბუდას მერე ჰბ ია და მტავრდება რესტორნები

Posted by: freemason13 11 Dec 2018, 17:06
ქსანში, "ზურო პაპას დუქანი" ბევრისგან მესმოდა უგემრიელესი ხინკალიაო და წინა შაბათს ვიყავით. დიდი ხინკლები, წვენი, ცომი იდეალური მოკლედ უგემრიელესი იყო . თვითონ მზარეულიც გავიცანით, 13 წელია აქ ვარო. ფასებიც ძალაინ კარგი. 30 ხინკალი, 4 ქაბაბი, ორი დიდი კოკა კოლა და 4 ლუდი სულ 44 ლარის. :დ

ერთი რაც არ ვარგა თვითონ ადგილია, სასადილოს ტიპის დაწესებულება.

Posted by: iosebovich 11 Dec 2018, 17:46
freemason13
სურათები არ გადაგიღიათ ? ზუსტად რა ადგილას არის? ავტობანიდან შორია?

Posted by: freemason13 11 Dec 2018, 19:57
iosebovich


სამწუხაროდ სურათები ვერ გადავიღე, თან ღამით ვიყავით და გზაც არ მახსოვს ზუსტად.ერთი კი დანამდვილებით ვიცი მუხრანის გადასახვევიდან ქსნის მხარეს გადაუხვევ და შესასვლელშივეა. აი ვინც არ უნდა გააჩეროთ და იკითხოთ მანდ ყველა მიგასწავლით.

Posted by: Ermalo 12 Dec 2018, 14:35
სადღეღამისოებიდან რომელს გამოარჩევდით თბილისში? smile.gif

Posted by: პენი 12 Dec 2018, 14:49
https://docs.google.com/forms/d/1BnVl9-cshZzcTGg1IGIxQ1g3oGIpr-oAHpUtE18Qtd4/edit?chromeless=1

ამ საოცარ ხინკალს რომელი კომპანიის საშუალებით გამოიძახებდით? მიიღეთ კვლევაში მონაწილეობა ❤

Posted by: rinfit 14 Dec 2018, 02:05
QUOTE (freemason13 @ 11 Dec 2018, 17:06 )
ქსანში, "ზურო პაპას დუქანი" ბევრისგან მესმოდა უგემრიელესი ხინკალიაო და წინა შაბათს ვიყავით. დიდი ხინკლები, წვენი, ცომი იდეალური მოკლედ უგემრიელესი იყო . თვითონ მზარეულიც გავიცანით, 13 წელია აქ ვარო. ფასებიც ძალაინ კარგი. 30 ხინკალი, 4 ქაბაბი, ორი დიდი კოკა კოლა და 4 ლუდი სულ 44 ლარის. :დ

ერთი რაც არ ვარგა თვითონ ადგილია, სასადილოს ტიპის დაწესებულება.

დავიმახსოვრებ .

Posted by: tama 15 Dec 2018, 15:40
user posted imageuser posted image


ესეც ხაშის სახლის ხინკალი.(დაკეპილი ფშაური 0.9ლ) ძალიან ნორმალური ხინკალი ყოფილა

Posted by: IBERIELI777 20 Dec 2018, 23:50
QUOTE (horsecash @ 9 Dec 2018, 12:12 )
კლიკეს ხინკალი ჩიტაძის N1 მარტო ხინკალი თუ გინდა, თუ უფრო ლუდი და სხვა საჭმელი ჰაკერ ფშორ თამარაშვილზე

დღეს მივედი კლიკეს ხინკალზე,და მანქანა ვერ გავაჩერე სადმე. მოკლედ არ მეღირსა ხინკალი((

Posted by: Jonatahn_smith 21 Dec 2018, 00:26
IBERIELI777

გინდა თქვა რომ მანქანის ვერ გაჩერების გამო ხინკლაზე უარი თქვი?


Posted by: IBERIELI777 21 Dec 2018, 01:17
QUOTE (Jonatahn_smith @ 21 Dec 2018, 00:26 )
IBERIELI777

გინდა თქვა რომ მანქანის ვერ გაჩერების გამო ხინკლაზე უარი თქვი?

მომიწია☹️.........................................

Posted by: komate 21 Dec 2018, 12:19
IBERIELI777
ჰაკერის მფლობელი ვარ მაგრამ კლიკესთან ახლოს ვცხოვრობ... მანდ გაჩერება არის ან ზემოთ 47-ე სკოლასთან ან კიდე ინგოროყვაზე უნდა შეუხვიო და გააჩერებ.... ძალაინ ცოტას გავლა მოგიწევს ინგოროყვაზე ნიაღვის ქუჩა ადის და მანდაც შეიძლება გაჩერება..

Posted by: Jonatahn_smith 21 Dec 2018, 12:22
IBERIELI777


ღმერთებო სად ხართ

როგორ ვერ აფასებენ ამ სასწაულ კერძს რომელიც მადლით აღავსეთ და გვიბოძეთ

პ.ს. ერთ რჩევას მოგცემ მეგობარო, როცა ხინკლის საჭმელად მიდიხარ რაც უფრო გაგიჭირდება მასთან მიახლოვება, რაც უფრო მეტი დაბრკოლება იქნება და რაც მეტად ჩაიხერგება მასთან მისასვლელი გზები, მით უფრო გემრიელია ის gigi.gif

Posted by: iosebovich 21 Dec 2018, 16:14
დღეს ვიყავი ყაზბეგის ჰაკერ ფშორში. მხოლოდ ხინკალი და ლუდი. ლუდი სასწაულად კარგი, ფაქტია. ხინკალი არაა ცუდი მარა აი ნომერ ადინ ქალაქში არაა. ქალაქური სულ არ მომეწონა და მთიულური ნორმალურია. თუ შევადარებთ გემოვნობით ფასანაურის ხინკალი უფრო მომწონს. სიტუაცია კარგი, ინტერიერიც ჰაკერში . მარა ხინკალი საუკეთესო მანდ არაა. ჯერჯერობით თბილისში ზოდიაქოსთან მიახლოებულიც კი არ შემხვედრია. დამრჩა კლიკეს ხინკლის გასინჯვა და სავარაუდოდ ახალი წლების მერე მივალ.

Posted by: IBERIELI777 21 Dec 2018, 23:38
QUOTE (Jonatahn_smith @ 21 Dec 2018, 12:22 )
IBERIELI777


ღმერთებო სად ხართ

როგორ ვერ აფასებენ ამ სასწაულ კერძს რომელიც მადლით აღავსეთ და გვიბოძეთ

პ.ს. ერთ რჩევას მოგცემ მეგობარო, როცა ხინკლის საჭმელად მიდიხარ რაც უფრო გაგიჭირდება მასთან მიახლოვება, რაც უფრო მეტი დაბრკოლება იქნება და რაც მეტად ჩაიხერგება მასთან მისასვლელი გზები, მით უფრო გემრიელია ის gigi.gif

ნამდვლად ეგრეა
* * *
რამდენი რაღაცა დავწერე და მარტო ორი სიტყვა დაიპოსტა
* * *
მოკლედ დღეს ბავშვი მყავდა ისტ პოინტში,მაგარი მომშივდა და იქვე ტაბლას დუქანში შევედი წასახემსად,შეუკვეთე ხინკალი მონატრებულზე,კაროჩე ღმერთო მაპატიე და საშინელება იყო რა. გამომიწია კლიკეს ცოდვები.
ხვალე ბაკურიანში მივდივარ,და შემთხბევით იქ ხომ არ არის სადმე კარგი ხინკალი?
* * *
QUOTE (komate @ 21 Dec 2018, 12:19 )
IBERIELI777
ჰაკერის მფლობელი ვარ მაგრამ კლიკესთან ახლოს ვცხოვრობ... მანდ გაჩერება არის ან ზემოთ 47-ე სკოლასთან ან კიდე ინგოროყვაზე უნდა შეუხვიო და გააჩერებ.... ძალაინ ცოტას გავლა მოგიწევს ინგოროყვაზე ნიაღვის ქუჩა ადის და მანდაც შეიძლება გაჩერება..

სადაც ადგილი ვნახე,ეგრევე დამადგა თავზე ტიპი აქ სუსის სადგომია და ნუ გააჩერებო,უარიც ვეღარ ვუთხარი)))

Posted by: lav-100 25 Dec 2018, 01:12
QUOTE (Dybala @ 4 Dec 2018, 10:41 )
Master_Nick
QUOTE
ადრე მცხეთაში ე.წ ,,გარაჟებში" კეთდებოდა კარგი ხინკალი და ხომ არ იცით ეხლა რა ხდება?

შარშან ვჭამე და ნუ ცუდი არ იყო მაგრამ ეს რა ვჭამესაც ვერ იტყვი. საშუალო დონის

მანდ ვჭამე მეც ზაფხულში ანუ გავიკითხე იქაურებში და მაგ გარაჟებიდან ყველაზე ცნობილში შევედი და რაღაც ნახევარ ფაბრიკატი მოხარშეს მგონი და ის მოიტანეს ისეთი იყო ვიდზეც და გემოზეც, ხოდა არ ვიცი რამე უკეთესობისკენ თუ შეიცვალა მანდ მარა მე ხაზი გადავუსვი biggrin.gif

Posted by: yurmetal 26 Dec 2018, 17:42
გუშინ ვიყავი შემომეჭამაში.

ქაბაბიც და ხინკალიც ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ აი ფასებზე რა ვთქვა + ორივეს ზომა ძალიან პატარა იყო.
2 ქაბაბი 20 ხინკალი 4 კათხა ლუდი 1 პატარა კოკა კოლა 71 ლარი smile.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 26 Dec 2018, 17:55
QUOTE (yurmetal @ 26 Dec 2018, 17:42 )
2 ქაბაბი 20 ხინკალი 4 კათხა ლუდი 1 პატარა კოკა კოლა 71 ლარი smile.gif

facepalm.gif
რაამბავია, ძარცვაა?

Posted by: MaradMkvdari 26 Dec 2018, 17:58
თიშებში ასწორებდა პროსტა დახურეს მერე :დდდ მაგარი აქცია იყო მარადიული თან

Posted by: BeerLover 26 Dec 2018, 17:59
yurmetal

ლუდს გააჩNია

თუ პაულანერი იყო ნორმალური ფასია, თუ ყაზბეგი საშინლად ძვირია biggrin.gif

Posted by: girvan_88 26 Dec 2018, 19:58
QUOTE
2 ქაბაბი 20 ხინკალი 4 კათხა ლუდი 1 პატარა კოკა კოლა 71 ლარი

კაი ქაბაბი გაწი-გამოწი 10 თითო = 20
ხინკალი 1 = 20
ლუდი რა ღირდა 5?

ძალიან სიძვირეა. ქუდი რომ შემიგდო არ წავალ

Posted by: yurmetal 27 Dec 2018, 15:16
ლუდი იყო ჩამოსასხმელი შავი ლომი თეთრი 0.4
მოკლედ ძვირია რა, მაგრამ ხალხი კი იყო, თან შეკვეთებსაც იღებდნენ დიდი პარტიებით.
სამწუხაროდ ფასები უკვე ისე აღარ მახსოვს, მაგრამ ქაბაბი 11 ლარი ღირდა, ისიც ზომით ძალიან პატარა იყო, თუმცა ძალიან გემრიელიც

მეორედ მანდ აღარ წავალ smile.gif

Posted by: iosebovich 27 Dec 2018, 15:39
ნუ მაგათ ხო ნამუსი არა აქვთ რაა შემომეჭამაში. ვაკე და რამეე ... არც მივსულვარ და არც მივალ.

Posted by: Andy_Kaufman 31 Dec 2018, 00:06
გუშინ ვჭამე ვარაზში მთიულური ხინკალი და ძაან გაასწორა ...ბოლოს რო ვჭამე დიდად არ მომეწონა და გამოასწორეს ეტყობა up.gif

Posted by: toyota12345 4 Jan 2019, 10:09
ზოდიაქოს ნაღდი ფილიალი გახსნილა გია ჭანტურიას ქუჩაზე თბილისში. სულ შემთხვევით გადავაწყდი ფეისზე ოღონთ გვერდი არ აქვთ მხოლოდ ეს სურათი ვნახეuser posted image

Posted by: Frankens†ein 4 Jan 2019, 11:45
QUOTE (yurmetal @ 27 Dec 2018, 15:16 )
ლუდი იყო ჩამოსასხმელი შავი ლომი თეთრი 0.4
მოკლედ ძვირია რა, მაგრამ ხალხი კი იყო, თან შეკვეთებსაც იღებდნენ დიდი პარტიებით.
სამწუხაროდ ფასები უკვე ისე აღარ მახსოვს, მაგრამ ქაბაბი 11 ლარი ღირდა, ისიც ზომით ძალიან პატარა იყო, თუმცა ძალიან გემრიელიც

მეორედ მანდ აღარ წავალ smile.gif

გემრიელი თუ გინდა, მასე ეღირება.
ქონიათ ჩემს შინაურობაში სახინკლეც და რესტორანიც და ასე თუ ისე ჩახედული ვარ.
კარგი ახალი ქართული გემრიელი ხორცი რო იყიდო, ძვირი ჯდება.
გაყინული უგემური ხორცი - იაფი.
სანელებლების და მზარეულის ხელის იმედზე ხარ მერე, რომ ნორმალური გემო მისცე.
ხო და თუ გინდა რომ კარგი ჭამო და გემრიელი, შეხვალ მანდ და გადაიხდი მეტს.
თუ გინდა რომ ნორმალური ფასი გადაიხადო და ნორმალური ხინკალი ჭამო, წახვალ აქ რო გამოკითვვაშია ჩამოთვლილი ჰბ-ფასანაურ-ბერნარდ-ბულაჩაურები, მანდ...

Posted by: Lamorac 4 Jan 2019, 12:48
ძვირია ძვირია რომ გაიძახით
მთლაფ ეგრეც არ არის რა...
თუ გემრიელად გინდა ჭამა, უგემრიელესი საჭმლით, მეტნაკლებად ნატურალი პროდუქტებით იასნია ძვირი გამოდის, მაგრამ ღირს!
თუ ჭამის მოყვარული ხარ, კარგ საჭმელში ფული არ უნდა დაინანო რა.


ხინკალზე ხომ საუბარი არ მაქვს. ბათუმში ასკანელში 2 ლარი ღირს ხინკალი, მაგრამ როცა მანდ ვხვდები სულ ვჭამ. იმიტო რომ გემრიელია.
იაფიანი და კარგი საჭმელში არ არსებობს თუ ქალაქგარეთ არ ხარ

Posted by: Frankens†ein 4 Jan 2019, 15:50
Lamorac
QUOTE
იაფიანი და კარგი საჭმელში არ არსებობს თუ ქალაქგარეთ არ ხარ

იაფი და კარგი საჭმელი არის სახლში, ოჯახში თუ კარგი ხელი აქვთ.

სახინკლეში რო აკეთებენ გემრიელ საჭმელს, იჯარის გადასახადი აქვთ, კომუნალური გადასახადების სხვა ტარიფი აქვთ, პერსონალის ხარჯი აქვთ, კანონმდებლობით გაწერილ გადასახადებს იხდიან და მოგება უნდა დარჩეს მფლობელს, საიდანაც კიდევ გადასახადს იხდის biggrin.gif

და იაფი და გემრიელი საჭმელები სადაცაა, სანიტარული ნორმების დაცვა კიდიათ იქ...

Posted by: fermina 4 Jan 2019, 16:49
Frankens†ein
QUOTE
ხო და თუ გინდა რომ კარგი ჭამო და გემრიელი, შეხვალ მანდ და გადაიხდი მეტს.
თუ გინდა რომ ნორმალური ფასი გადაიხადო და ნორმალური ხინკალი ჭამო, წახვალ აქ რო გამოკითვვაშია ჩამოთვლილი ჰბ-ფასანაურ-ბერნარდ-ბულაჩაურები, მანდ...


+++++

შემომეჭამაში პროდუქტს კიდევ დაუმატე გამწოვები, მარტო ეგ გამწოვები დაუჯდებოდათ ისეთი ფასი, იმას ამოღება ხო უნდა smile.gif

მე მაგალითად თელავის ზოდიაქოს "შემომეჭამა" მირჩევნია ყველანაირად. სხვა თუ არაფერი, ნესტის და კიდევ რაღაცის მძაღე სუნი არ დგას, გაკრიალებულია იქაურობა.

Posted by: Dybala 7 Jan 2019, 16:45
user posted image

კლიკე ვცადე, ხორციანიც და ნადუღიც. კარგი იყო ნამდვილად, მაგრამ #1 და საუკეთესოს ვერ ვიტყვი.

ვინც თელავშიცაა ნამყოფი, იქ ბევრად ჯობსო

Posted by: FranziskanerWeissbier 7 Jan 2019, 21:18
ერთხელაც ვიყავი კლიკეში ასე 30 დეკემბერს და წინაზე რომ ვიყავი, იმაზე ბევრად უკეთესი ხინკალი მოგვიტანეს აშკარად, იმენა ძაან გემრიელი იყო და ნადუღისაც უკეთესი იყო biggrin.gif მოკლედ მაგრად ვისიამოვნეთ biggrin.gif ჯიგრული ზავედენიეა

Posted by: iosebovich 9 Jan 2019, 13:23
დღეს ვიყავი შემომეჭამაში. ვინც მაგათ ხინკალს აქებთ აქ ხინკალზე აღარ დაპოსტოთ რაა smile.gif მარილიანი, პილმენის ხელა, სქელი ცომით და მოკლედ დიდი ვერაფერი გემოზე. ახლოსაც ვერ მიდის ზოდიაქოსთან. და თბიკისში ფასანაური ჯობია ათასჯერ. ქაბაბს არაუშავდა მარა ფასანაურისა იხევს. იქაც აქაც 11 ლარი ღირს. შესაბამისად ჩემი ფეხი აღარ იქნება მანდ და ჩამოწერილია სიიდან.

user posted image

Posted by: Miаmi 9 Jan 2019, 13:48
შემომეჭამა არ ვარგა და ძვირია
კლიკე ნომერ 1 ია დღეს თბილისში…………………….

Posted by: iosebovich 9 Jan 2019, 17:25
Miаmi
აი კლიკე დამრჩა გასატესტი და წრეც შეიკვრება. მსგავსი ბანძი ხინკალი მეორე არ მინახავს რაც შემომეჭამაში იყო.

Posted by: Mstyle 9 Jan 2019, 17:35
iosebovich
კლიკე მართლა კარგია, მაინტერესებს შენი აზრი, რადგან სხვა ხინკალზე დაემთხვა

Posted by: iosebovich 9 Jan 2019, 17:52
Mstyle
აუცილებლად მივალ. იმ კვირაში სავარაუდოდ. იმედია გაამართლებს.

Posted by: bach_ka 9 Jan 2019, 18:57
ბოლოს რაც მომეწონა იყო მლეთაში ძაან მაგარი იყო, არვიცი ალბათ მაგარი მშიერი ვიყავი და მაგიტო ფასანაურისას ბევრად აჯობა. ამის შემდეგ გუდაურის გზაზე მლეთა გახდა ჩემი ფავორიტი

Posted by: AnthonyMartial 9 Jan 2019, 23:54
ფასანაურში მაინცდამაინც მე მომიტანეს ცუდი ხინკალი ყველა რომ აქებთ? biggrin.gif მთლად ცუდი არ იყო მაგრამ მაგ ხინკალს ბერნარდის მირჩევნია ბევრად.

Posted by: max-14 10 Jan 2019, 00:12
QUOTE
ზოდიაქოს ნაღდი ფილიალი გახსნილა

საინტერესოა...ფეისბუკ გვერდი არ ააქვთ?

Posted by: yurmetal 10 Jan 2019, 10:20
ამას წინათ ვიყავი ფასანაურის ქორბუდაში, ავიღე ცხვრის ხორცის და ჩვეულებრივი ხინკალიც, კარგი იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მაგაზე გემრიელი არ მიჭამია.
მოკლედ კარგი ადგილია, ფასებიც კარგი იყო!

Posted by: tokoatuka 10 Jan 2019, 10:42
ვაჟაზე გავსინჯე ჰბ_ში, მეც და ჩემ სტუმრებსაც ძალიან მოგვეწონა

Posted by: yurmetal 10 Jan 2019, 11:05
QUOTE (tokoatuka @ 10 Jan 2019, 10:42 )
ვაჟაზე გავსინჯე ჰბ_ში, მეც და ჩემ სტუმრებსაც ძალიან მოგვეწონა

გეთანხმები, ცუდი ნამდვილად არაა, თან ლუდიცაა მაგარი user.gif

Posted by: tokoatuka 10 Jan 2019, 11:11
ლუდს დიდად არ ვსვამ, მაგრამ ვინც დალია იმათ მოეწონათ

Posted by: toyota12345 10 Jan 2019, 20:12
ჭანტურიას ქუჩაზე ქაშუეთის ეკლესიის გვერდით რომ ქუჩაა მანდ ვიყავი დამაინტერესა ზოდიაქოს რეკლამამ. თვითონ რესტორანს ჰქვია დარიანი მაგრამ ზოდიაქოც დაამატეს სახელად. რომ მივედი ვიკითხე ხომ მართლა ზოდიაქოს ფილიალია და კიო ის კაციც აქ არისო თუ გინდათ განახებთო თელავში ვინც არის ზოდიაქოშიო. ხინკალი ღირდა 1 ლარი მაგრამ იყო საკაიფო ზომის და ძალიან გემრიელი! ზოდიაქოს რომ შევადარო ვიტყოდი რომ თითქმის იგივე იყო. თელავის ზოდიაქო ოდნავ ჯობდა სულ. 20 ხინკალი და 2 ლიმონათი გაზიანი ანგარიში მოვიდა 27 ლარი.

ჭანტურიაზე რომ ჩაუხვევთ რუსთაველის გამზირიდან მარცხენა მხარეს არის მალევე სანამ თაბუკაშვილის კვეთასთან მიხვალთ.

Posted by: FranziskanerWeissbier 10 Jan 2019, 20:37
toyota12345
ლუდი რა ღირს ნეტა biggrin.gif მგონი კლიკეში რაცაა იგივე ფასებია
-----------------------------------

Posted by: springo 10 Jan 2019, 20:42
ჯერ არ გამისინჯავს ხინკალი,არასდროს და ძალიან მაინტერესებს,ყველაზე გემრიელად ჭამენ ხოლმე ხინკალს biggrin.gif

ხოდა სად გავსინჯავ ყველაზე გემრიელ ხინკალს ?


პ.ს ვეგეტარიანელი არ ვარ biggrin.gif

Posted by: Nobodys Fault but Mine 10 Jan 2019, 21:19
ჭანტურიას ქუჩაზე, ალექსანდროვის ბაღთან ქაშუეთიდან რო ჩაუხვევ გაიხსნა "ზოდიაქო" თავისი ორიგინალი სახელით
კლიკეში იმენა ესენი აღარ არიან ვისიც თელავშია მაგრამ რეცეპტი დარჩა იქ და აგრძელებენ ჩვეულებრივ. ანუ ეხლა თბილისში არის ცალკე კლიკეს ხინკალი და ცალკე ზოდიაქო. ერთი ჩიტაძეზე მეორე ჭანტურიაზე.
--------------------------------------------------
კლიკეზე დავწერე აქ ჩემი მიმოხილვა ადრე ვისაც აინტერესებს ნახოს
https://forum.ge/?showtopic=34804055&view=findpost&p=53646357
მოკლედ რო შევაჯამო ტურისტებზეა უფრო გათვლილი, ფასების შესაბამისია ხინკალი კარგია მაგრამ თელავის არ არის მეთქი. 3 ჯერ კიდე ვიყავი ამის მერე და არ შემიცვლია აზრი
ეს კლიკეს ხინკალის ფბ გვერდი
https://www.facebook.com/KlikesKhinkali/
-----------------------------------------------------
რაც შეეხება უკვე ზოდიაქოს ჭანტურიაზე. ვიყავი და გავსინჯე, რადგან აქ გადმოვიდა წესით თელავის სასტავი სიმართლე რო ვთქვა უკეთესს ველოდი, მოკლედ თელავს ველოდი და არ დამხვდა არც აქ თელავი.
სიტუაციას შიგნით რაც შეეხება კლიკეზე ბევრად კარგია დიდი ფართია, კეთილმოწყობილი და ა.შ. ოღონდ თელავში ვინც ყოფილხართ გეცოდინებათ ის არის სახინკლე თბილისში არის ფაქტიურად ჩვეულებრივი ბარი, ნახატები, როიალი და ა.შ მოკლედ სახინკლის შთაბეჭდილება არ შეგექმნებათ. აშკარად ეტყობა ხო ბევრად ხარჯიანი ადგილია ვიდრე კლიკეს ხინკალი და თელავზე ხო არაფერს ვამბობ.

ხინკალს რაც შეეხება იყო რა თქმა უნდა გემრიელი, მაგრამ იყო ზედმეტად დიდები, აი ტყუილად დიდები ცომი და ხორცი არ ემთხვეოდა ერთმანეთს, ცომი გრჩებოდა ცალკე რაც არ მომეწონა. თელავში ყველაფერი ერთად მიდის ცომიც, ხორციც, წვენიც. აქ ცალკე იყო თითქოს. აიიიიიი ის სპეციფიკური გემო რაც ზუსტად თელავის ზოდიაქოს აქვს ის უფრო მეტად იგრძნობოდა ვიდრე კლიკეში მაგრამ არა ისე ცოცხლად და სრულყოფილად როგორც თელავში.

ფასებს რაც შეეხება რადგან ვთქვი რომ უფრო ხარჯიანი ადგილია ფასებიც შესაბამისი ხინკალი ლარი, ლუდი ქართული 400 მლ 5 ლარი, ჰეინეკენი 7 ლარი. სხვა რამეებიც აქვთ მენიუში.

მოკლედ ესეც თბილისის ზოდიაქოს ფბ გვერდი და ნახავთ ყველაფერს ინტერიერიდან დაწყებული მენიუთი დამთავრებული
https://www.facebook.com/dariani123/

2 იანვარს გაიხსნა და ვნახოთ თუ გამოასწორებენ კისრისტეხვით გავვარდი თელავის იმედად და არ დამხვდა აღარ მეჩქარება ეხლა მივალ რაღაც დროის მერე და ვნახავ თუ გაასწორებენ მაგ მინუსებს რაც იყო (პირველ რიგში ცომზე და ცოცხალ გემოზე და მერე ვნახოთ)
---------------------------------
ორივე რო შევაჯამო რამდენიმე კაცი ვიყავით და უმცირესობამ თქვა რო კლიკე უფრო მოეწონა, უფრო მეტმა ვთქვით რომ ცოტათი აჯობა ზოდიაქომ მაგრამ 80-95% ერთიდაიგივე იყო დიდი სხვაობა არ მიგრძვნია, მაგრამ მგონია რადგან თელავის სასტავი ზოდიაქოშია დროთა განმავლობაში მომატების პერსპექტივა მეტი აქვთ და აჯობებენ. ვნახოთ.

საბოლოო დასკვნა კი ის არის რომ დღეის მდგომარეობით თელავის ზოდიაქო 100% ით თბილისში ვერ შემოვიდა, არის 2 კარგი ხინკალი კლიკე და ზოდიაქო მაგრამ არცერთი არაა იმ დონის რაც თელავში.

ფასები ცალკე თემაა, მესმის რომ თბილისი მეტი ხარჯი და ყველაფერი მაგრამ როცა ვიცი რომ თელავში დაახლოებით 30%-ით იაფად უკეთესი ხინკალი იჭმევა კისრისტეხით გავარდნის სურვილი არ მაქვს თბილისში, უბრალოდ ვიცი რომ როცა მომინდება და თელავში წასვლის ვარიანტი არ მაქვს ამ ორში შევივლი და ალბათ უფრო ზოდიაქოში

აჰა რავი დავწერე ყველაფერი, ეხლა 1000 ჯერ იკითხავენ ერთიდაიგივეს და ჩაუგდეთ პირდაპირ ეს კომენტარი, ამაზე ამომწურავად არა მგონია ჩემნაირი ხინკლის ფანატიკოსის გარდა ვინმე შეწუხდეს ხინკლების შედარებითობის ანალიზებზე

fermina
QUOTE
ხალხო, თელავის ზოდიაქო ხო ნამდვილად ის არის, თელავის უნივერსიტეტის წინ, ანუ ცენტრიდან უხვევ ზემოთ, აღმართზე ადიხარ.


კი ეგაა, მეორედ უნდა სცადო ჩემი აზრით კიდე ერთხელ.არ ვიცი ყოფილა შემთხვევები რო დამიწერია აქაც დღეს ის არ იყო მეთქი, მაგრამ ბოლო რავიცი ალბათ 10 მისვლა ტოპ კლასია
სცადე კიდეც თუ არა და არაა მაშინ შენი გემოსთვის რავიცი დაწერა აქ ხალხმა ზოგმა მარტო საქონლის მიყვარსო, ზოგმა მწვანილითო და ყველას ალბათ ვერ დაემთხვევა

მე პირადად ვისთან ერთადაც ვყოფილვარ ყოველთვის გაოცებული მოდიოდა ხალხი ისინიც კი ვისაც ხინკალი ისე უყვარს აი 3-4 ცალს შევჭამ ესე რო არიან ხოლმე

შაბათ-კვირა თელაველზე მეტი თბილისელია ხოლმე იქ

Posted by: fermina 10 Jan 2019, 21:38
Nobodys Fault but Mine

კომპლიმენტები შენ ასეთი დეტალური ანალიზისთვის bis.gif

ხალხო, თელავის ზოდიაქო ხო ნამდვილად ის არის, თელავის უნივერსიტეტის წინ, ანუ ცენტრიდან უხვევ ზემოთ, აღმართზე ადიხარ.

არ ჩამქოლოთ, მაგრამ არ გადავირიე(თ) და მინდოდა ჩამეზუსტებინა smile.gif

Posted by: toyota12345 10 Jan 2019, 21:46
fermina

კი ეგ არის ქალბატონო ფერმინა.

Nobodys Fault but Mine


სწორად ჩამოაყალიბე ყველაფერი.

ჭანტურიაზე მომსახურება მომეწონა ბიჭი იყო მიმტანი ჯიგარი მასტი იყო და კარგი მომსახურებისთვის რათქმაუნდა ჩაიც მიიღო. კარგი მუსიკა და კარგი გარემო ხინკალსაც არ დააგვიანდა. აი კლიკეში არ ვყოფილვარ და ვერ შევადარებ.

როგორც ჩანს ჭანტურიას ზოდიაქო ადრე სხვა სახელით იყო დარიანი ეწერა კარებთან და ალბათ ვერ გაქაჩა და ზოდიაქოს ხინკლით მოიფიქრეს და კარგი იდეაცაა.

Posted by: fermina 10 Jan 2019, 22:16
Nobodys Fault but Mine
QUOTE
კი ეგაა, მეორედ უნდა სცადო ჩემი აზრით კიდე ერთხელ.არ ვიცი ყოფილა შემთხვევები რო დამიწერია აქაც დღეს ის არ იყო მეთქი, მაგრამ ბოლო რავიცი ალბათ 10 მისვლა ტოპ კლასია
სცადე კიდეც თუ არა და არაა მაშინ შენი გემოსთვის რავიცი დაწერა აქ ხალხმა ზოგმა მარტო საქონლის მიყვარსო, ზოგმა მწვანილითო და ყველას ალბათ ვერ დაემთხვევა

მე პირადად ვისთან ერთადაც ვყოფილვარ ყოველთვის გაოცებული მოდიოდა ხალხი ისინიც კი ვისაც ხინკალი ისე უყვარს აი 3-4 ცალს შევჭამ ესე რო არიან ხოლმე

შაბათ-კვირა თელაველზე მეტი თბილისელია ხოლმე იქ


ახლა თავის ქება კი არ მიყვარს ზოგადად, მაგრამ გასტრონომიული გემოვნება მაქვს საკმაოდ დახვეწილი (ეს არ ნიშნავს პრეტენზიულობას) rolleyes.gif

ხინკალი ასე თუ ისე მომწონებია რამდენიმე ადგილზე, იქაც ცუდი კი არ იყო, მაგრამ თითქოს განსაკუთრებული - არა.

Posted by: toyota12345 10 Jan 2019, 22:18
მირჩევნია 1 ლარი გადავიხადო ხინკალში და ნორმალური ზომის იყოს ვიდრე 0.70 ან 0.80 და პელმენის ზომის იყოს აღარ ჩამოვწერ სადაც შემხვდა მასეთები.

Posted by: iosebovich 11 Jan 2019, 09:34
toyota12345
გაუმარჯოს. კაია რო დაგვიბრუნდი smile.gif მოკლედ როგორც იმ კარგმა კაცმა დაწერა თბილისში ზოდიაქო თითქოს არის მარა არც არის smile.gif ნუ ფაქტია თელავისნაირი მე აქ ვერ ვნახე. ყველა ყალთაბანდობს მეტნაკლებად და შემომეჭამა პიკი იყი თავისი ფასებით და სამარცხვინო ხინკლით. კლიკეში არ ვყოფილვარ და ეხლა ეგეც დაემატა ჭანტურიას ქუჩაზე. ცოტა ვირუსმა დამხია უკან, მოვმჯობინდები და ორივეს დავტესტავ. ფაქტია თბილისში სანთლით საძებნელია გემრიელი ხინკალი.

Posted by: fermina 11 Jan 2019, 10:05
iosebovich

სხვათა შორის, "შემომეჭამა"-ში ყოფილა იშვიათად, მაგრამ მაინც მსგავსი ფაქტები, ზუსტად შარშან საახალწლო პერიოდში, ჩემმა თანამშრომელმა, რომელიც მათი ხშირი კლიენტია და მოსწონს ეგ ხინკალი, თქვა, რომ საზიზღარი ხინკალი მიუტანეს ერთხელ.

მე ზოგადად რაც მომწონს მანდ, არის სისუფთავე, ის, რომ სუნი არ არის და მართლა შენი თვალით ხედავ, როგორ მუშაობენ და მართლა საუკეთესო პროდუქციას იყენებენ გაკრიალებულ სამზარეულოში.

რა ვიცი, ქაბაბი მართლა უგემრიელესი აქვთ და მწვადიც. ხინკალმა იცის ჩავარდნები, როგორც ჩანს.

ასე მე ზოდიაქო არ მომეწონა, ჯერ საშინელი ინტერიერის და სუნის გამო და ამ ფონზე მომეჩვენა, რომ ხინკალი იყო სრულიად საშუალოზე საშუალო. მაგ. კახელებში თბილისში ბეეევრად უკეთესი მიჭამია. სტელა არტუაშიც.

კაპრიზები ნამდვილად არ არის ეს ჩემგან, ბევრ "ზაბეგალოვკაში" მიჭამია ძალიან გემრიელად, მათ შორის მარნეულში biggrin.gif უბრალოდ იმდენად კარგი უნდა იყოს კერძები, რომ ვეღარ შეამჩნიო ვერც სუნი და ვერც გარემო.

Posted by: Jonatahn_smith 11 Jan 2019, 12:38
fermina

ხინკლის ჭამა მომინდა თქვენთან ერთადgigi.gif

Posted by: iosebovich 11 Jan 2019, 14:45
fermina
საინტერესოა თქვენეული მიდგომა . ისე ეს ხინკლის ხალხი შევკრებილიყავით და ერთი კაი პური გვეჭამა არ იქნებოდა ურიგო smile.gif

Posted by: fermina 11 Jan 2019, 17:19
Jonatahn_smith
iosebovich

რა არის იცით, პატივცემულებო? smile.gif

ხინკალი დიდად არ მიყვარს.

შესაბამისად, ძალიან კარგი თუ არ არის, არ მომეწონება wink.gif - კარგს და ცუდს ვარჩევ გადასარევად.

ისევე, როგორც შოკოლადი - დიდად არ მიყვარს, უფრო სწორად ალპენ გოლდი და ეგეთები, თორემ ბელგიური შოკოლადი ძაანაც მიყვარს თურმე და შვეიცარულიც biggrin.gif ჩვენებური არტიზანის ხელნაკეთებზეც არ ვამბობ უარს. smile.gif

ჩემი საყვარელი საჭმელი შემწვარი კარტოფილია yes.gif

Posted by: Frankens†ein 11 Jan 2019, 18:17
"შემომეჭამაზე" კატეგორიულად ვერ დავეთანხმები უკმაყოფილო მეგობრებს.
უბრალოდ არც შევეწინააღმდეგები.
გემოვნების ამბავია.
ქალაქური, წვნიანი ხინკლის მოყარულებს არ მოეწონებათ მასეთი სახლის ხინკლები.

ცომი სქელი ქონდაო, თხელი და პრიალა ცომი ტექნოლოგიებით იზილება და არა ხელით, სახლში ვერ გააკეთებ ეგეთს.
"შემომეჭამას" ხინკალი კი სახლში გაკეთებული ხინკალია, უბრალოდ პირდაპირი მნიშვნელობით სახლში არ კეთდება.

Posted by: dimaopena 12 Jan 2019, 12:04
გამარჯობა კარგ და მურაბა ხალხს ყველაზე მაგარი კერძის მოყვარულებს,

ტოიოტა დაწერე კაცური კაცი როგორ ხარ ჯამრთელობის მხრივ ხო კარგად არის ყველაფერი.

როგორ წინ წავსულვართ სერიოზული ფილიალები გაიხსნა, პლიუს თემა 25 გვერდზე ავიდა სამ თვეში როცა წინა თემა 3 წლის იყო, რამოდენიმე ადამიანს დიდი წვრილი მიუძღვის ჯონათანს განსაკუთრებით smile.gif , ხინკალს რად უნდა პოპულარიზაცია მაგრამ სერიოზული გურმანები შეიკრიბნენ ხინკლის და არ დავტოვეთ ადგილები თბილისში. მოუცლელობის გამო ვერაფერი ახალი ვერ დავაგემოვნე და ვერც დავწერ ახალს smile.gif

მაგრამ ამ წლის და უახლოესი ადგილები დასაგემოვნებლად smile.gif

1.კლიკე (თქვენ მოიბეზრეთ)
2.ზოდიაქო ახალი
3.სორმონი (სერიოზულად ბლატაობენ საუკეთესო ხინკალი გვაქსვო ძაან მაინტერესებს)
4.ძველი როიალო (წეროვანში)
5.წინარეხი (ყაზბეგში მგონი სწორად ჩავიწერე)
6.კახელებიც რო არ გამისინჯია მესირცზვილება მარა 2 ლარი როგორ გადავიხადო :დ
7.ახალი ბერნარდი კარგია?ყაზბეგზე
8.სტელასაც ვერ ვესტუმრე მაინტერესებს.

ბოლოს კი რეკომენდაცია ამ ხინკალს ჩემი მართლა არ არის :დ უბრალოდ ყველა გაყინულ ხინკალს ხო ბევრად სჯობს და პლიუს ბევრ რესტორანს მაჭახელებს და ნაგვებს ბევრად სჯობს.

დიღმის მასივი 2 კვარტალი პოლიციასთან ჩასახვევია, ჩალაძის ქუჩა ნახევარ ფაბრიკატებია უგემრიელესია.

user posted image

Posted by: AnthonyMartial 12 Jan 2019, 13:16
dimaopena
ყაზბეგის ბერნარდში ვიყავი რამდენიმე თვის წინ და ძალიან უბრალო ხინკალი არაფერი განსაკუთრებული. მანდ მეორედ ალბათ აღარ მივალ.
სტელა კარგია მანდ ღირს მისვლა.

Posted by: iosebovich 12 Jan 2019, 16:31
dimaopena
გაუმარჯოს ოქრო კაცს. ეგენი სანახავია კი რაც ჩამოწერე. აი ბერნარდი ყაზბეგზე ტყუილად არ წახვიდე, ვერაფერი შვილი ხინკალია, ტყუილად არ დაიხარჯო. პირველი სამი რაც გიწერია ეგენი დამრჩა გასატესტი. სორმონი თავს იკლავს ამოდი ნახე რა ხინკალი გაჭამოთო და აი მივალ იმ კვირაში სავარაუდოდ. ასე რო ამ ძებნა ძებნაში იმედია გამოვავლენთ საუკეთესოს smile.gif

Posted by: dimaopena 12 Jan 2019, 16:45
iosebovich
გაიხარე, კარგი წელი გილოცავ smile.gif წარმატებები, ხო მეც მაგრა მაინტერესებს ძაან ხმამაღლა ლაპარაკობენ :დ მე თუ დაგასწარი დავწერ smile.gif

ხო არა ვიცი არაფერი იქნება ბერნარდში,


Posted by: max-14 12 Jan 2019, 16:51
QUOTE
დიღმის მასივი 2 კვარტალი პოლიციასთან ჩასახვევია, ჩალაძის ქუჩა ნახევარ ფაბრიკატებია უგემრიელესია.

სადმე ინფო არ უდევთ რა ფასებია? ნახევარფაბრიკატებს საქართველოში 100% რისგან აკეთებს ვიცი,მანდ მართლაც ასეთი კარგი პროდუქცია ააქვთ?

Posted by: AnthonyMartial 12 Jan 2019, 17:44
iosebovich
სორმონი სადაა?

Posted by: toyota12345 12 Jan 2019, 18:11
iosebovich
dimaopena

გენაცვალეთ ბიჭებო ჯიგრულად ვარ! კარგი ხალხი ხართ თქვენ.


Posted by: dimaopena 12 Jan 2019, 18:11
ki fasebi magalia 60tetri xinkali ara es sxvanairi temaa damijere marshe da mzareulis nairi gemo ar aris yvelaferi kaia titqmis gamchirvale shushis ukan naxukob rogor aketeben me piradad gauyinavic wamigia pirdapir shexveva ro daumtavrebiat mashin yvelaze gemrieli iyo. dzaan reklama gamodis texavs naxet. ubralod ise miyvars xinkali sul ver ivli restoranshi am dzebnashi mivakvloe magas da survileba mand vikmayofileb xolme roca dzaan minda,patara farti qondat exla gafartovdnen.

Posted by: toyota12345 12 Jan 2019, 18:13
მანდ მთავარ სამმართველოში ჩემი ძმაკაცი მუშაობს დიღმის მასივში და მაგას ვეტყვი ხელს გამოაყოლოს კუპატს და ხინკალს გასინჯავდა კაცი პირველ რიგში.

Posted by: dimaopena 12 Jan 2019, 18:24
toyota12345
genacvale shen kargad iqneba yvelaferi.
xoda gasinje mainteresebs tqveni azri, modi exla movabat tavi da xinklis moyvarulebma an iseti situacia shevkmnat ro chvenit gavaketot xinkali aq arian vici kai mzareulebi daweres gogoebma wina gverdebze an tu gvezareba sadme chavsxdet smile.gif

Posted by: iosebovich 12 Jan 2019, 21:18
toyota12345
გაიხარე ძამიკო. კარგად იქნება ყველაფერი აბა რაა. არაფერს შეუშინდე smile.gif აი მოვიცალოთ და შევიკრიბოთ სადმე. ანუ რო დავადგენთ რო თბილისში ესა და ეს არის დონე ხინკალი იქ მივიდეთ მერე და კაი პური ვჭამოთ smile.gif dimaopena -მა როგორც თქვა მთავარია სურვილი და მონდომება smile.gif

* * *
AnthonyMartial
სორმონი ძამიკო ქავთარაძის და ყაზბეგის კუთხეში, საბურთალოს გუდვილის წინ. თავს იკლავენ საუკეთესო ხინკალი გვაქვსო . ამ ვირუსებმა და გაციებამ შემიშალა ხელი და ვეღარ მივედი რაა.

Posted by: toyota12345 12 Jan 2019, 21:34
iosebovich

ვირუსებისგან მეც ვიყავი გაწამებული და 2018 წელს ოქტომბერში გავიკეთე გრიპის აცრა 45 ლარი დამიჯდა იმიტომ რომ თვეში ორჯერ ვირუსიანი ვიყავი და შემცა უკვე მაგ ვირუსმა ერთი გადაკოცნით ეგრევე ვიკიდებდი მაგარი სუსტი იმუნიტეტი მაქვს არადა ზოგი იტყვის რამხელა ხარო და ზუსტად ეგაა სიმსუქნის გამოც ქვეითდება თურმე იმუნიტეტი და კაროჩე რაც ეგ გავიკეთე რავი ჯერ ნორმალურად ვარ 95% იცავს ეგ გრიპის ვირუსიო და ვნახოთ.

Posted by: AnthonyMartial 12 Jan 2019, 21:39
iosebovich
მეც ვესტუმრები ალბათ 1-2 კვირაში.

Posted by: iosebovich 12 Jan 2019, 22:09
toyota12345
ხო აცრა არ გამიკეთებია. ხველება დამიტოვა ისეთი რო რავიცი. ჰოდა ვერ ვიგებ ვერაფრის გემოს. ამიტომ უფრო მოგვიანებით მოვიცლი ხინკლის დასატესტად smile.gif კი აცრა რისკებს ამცირებს სწორად მოქცეულხარ .

Posted by: toyota12345 12 Jan 2019, 22:19
iosebovich

ხველება თუ გაქვს და ნახველიანი თუ გინდა პირადში მოგწერ რა წამლებიც გამომიწერა 3 წამალია ოჯახის ექიმთან ვიყავი 1 კვირის წინ მეც მაგრად მახველებდა და რამდენიმე წამალი გამომიწერა და მაგრად მიშველა ხმაც კი შეცვლილი მქონდა და თან ყელი მტკიოდა მაგრად.

Posted by: iosebovich 13 Jan 2019, 00:45
toyota12345
გაიხარე ოქრო კაცო. აი ერთ წამალს ვსვავ ეხლა 5 დღე უნდა დავლიო და თუ არ ექნა ეფექტი მაშინ მომწერე აუცილებლად.

Posted by: lav-100 13 Jan 2019, 01:42
მოკლედ გუშინ მივედი კლიკეში და ყველა მაგიდა დაკავებული იყო და მოცდას აზრი არ ააქვსო,გარეთ ელოდებიან კიდევო და დანარჩენი დარეზერვებულიაო და ხვალისთვსი ჩაგწერ თუ გინდაო და გამოვშტერდი biggrin.gif biggrin.gif ხინკალზე ჩაწერა პირველად გავიგე smile.gif))) ინტერესის გამო უფრო მივედი, ხოდა:


განცდა იმის რომ სარდაფში და სივიწროვეში ზიხარ სულ მქონდა, (ლუკა პოლარეს ტუალეტზე ვიწრო ტუალეტიც ვნახე) სერვისი დიდად ვერ დაიკვეხნის, პატარა ბავშვები დარბოდნენ და ტვინს ჭამდნენ baby.gif baby.gif მარტივი მენიუ, მხოლოდ ხინკალი biggrin.gif ჩამოსასხმელი ლუდის მარტო 1 სახეობა... დანარჩენი ბოთლის და ძალიან ძვირი... ნუ ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მოვიდა ხინკალი და კი, ძალიან ახლოს იყო ზოდიაქოს გემოსთან, სქელი ცომით და კაი დიდი კუჭით, მაგრამ მაინც არ იყო ის, რაც მეორედ მიმიყვანს მანდ... აი ნადუღის ხინკალიც გავსინჯე და სიმართლე რო ვთქვა ის უფრო მომეწონა....

ჩემი დასკვნა: არ ვთვლი რომ კლიკე ის ადგილია სადაც N1 ხინკალი იჭევა თბილისში, მაგრამ ცუდი ვარიანტი მაინც არაა, ერთხელ გასასინჯად ყველა ვარიანტში ღირს, დანარჩენი გემოვნების საკითხია...


აქვე დავწერ, წინა კვირას დაუგეგმავად მოვხვდი მარტო ხინკალში, განახლებულ აღმაშენებელზე რომაა, ზაარბრუკენის მოედნისკენ, ხოდა მაგას მაჭახელას და შემოიხედეს ხინკალი ჯობია ჩემი რჩევა იქნება არ გაეკაროთ, აი არაბ ტურისტებზეა ეგ ხინკალი გათვლილი biggrin.gif biggrin.gif უბრალოდ ორიგინალური საპილპილე აქვთ ხინკლის ფორმის
war.gif war.gif

Posted by: iosebovich 13 Jan 2019, 12:53
ხოო წრე თანდათან ვიწროვდება. მაინც საკუთარ თვალს და გემოსაც გადავამოწმებ კლიკეში თორე არანაირი საფუძველი არ მაქვს უზერ lav-100 - სს არ დავუჯერო.

Posted by: Keti-Ket 13 Jan 2019, 15:51
QUOTE
ნადუღის ხინკალიც გავსინჯე და სიმართლე რო ვთქვა ის უფრო მომეწონა

მეც იმავეს თქმა შემიძლია. სუფთად გასასინჯად ავიღე ხორცის ხინკალთან ერთად და ბევრად გემრიელად ვჭამე, მიუხედავად იმისა რომ ხორცისაც მომეწონა. როგორც ადრეც ვთქვი, კლიკესი არ მომწონს ის რომ ძალიან დიდი დრო არის საჭირო ლოდინი და ხინკლის სიდიდეც უფრო კუჭების ხარჯზეა.

Posted by: Frankens†ein 13 Jan 2019, 16:43
ჰოუმმეიდ

user posted image

Posted by: Master_Nick 13 Jan 2019, 20:30
Frankens†ein
up.gif მაგარია შენი ნახელავია?

Posted by: Keti-Ket 13 Jan 2019, 23:12
Frankens†ein
ყოჩაღ. ისეთი ფორმა და ფერი აქვს, აპარატით მოხვეულს ჰგავს და ამ დროს რა გემო ექნება

Posted by: Frankens†ein 14 Jan 2019, 09:38
Master_Nick
QUOTE
მაგარია შენი ნახელავია?

yes.gif

Keti-Ket
QUOTE
ყოჩაღ. ისეთი ფორმა და ფერი აქვს, აპარატით მოხვეულს ჰგავს და ამ დროს რა გემო ექნება

შემოიხედეს ხინკალს ჯობია, უბრალოდ მაცივარში ნადები ხორცით არ გამოდის ისეთი, როგორიც უნდა იყოს.
ახალი, ვარდისფერი ხორცია საჭირო...



Posted by: maiako_mao 14 Jan 2019, 21:41
გილოცავთ ახალ წელს smile.gif
ესე დავიწყე ჯერ-ჯერობით wink.gif
...
user posted image

Posted by: Master_Nick 14 Jan 2019, 22:51
Frankens†ein
ვა ესე კარგად როგორ მოახვიე? up.gif ფერიც ისეთი აქვს რომ არ გაქვს სახლის ხინკალს, ეტყობა რაღაც საიდუმლოებები იცი შენsmile.gif

maiako_mao
ხევსრურეთში რომ მოახვევ ბუნების წიაღში ხინკლას, იცოდე არ გამომაპარო, ხომ იცი იქაურ ჰაერზე რა გემოც აქვს ხინკალს? ლუდი ჩემზე იყოს
lol.gif მშვენიერი ხინკალი ჩანს up.gif

Posted by: maiako_mao 14 Jan 2019, 23:17
Master_Nick

ჯერ შენს ფაზენდაზე ვარ დაპატიჟებული და გზები, რომ გაიხსნება მთაჩი biggrin.gif

Posted by: Master_Nick 14 Jan 2019, 23:28
maiako_mao
bis.gif ფაზენდაზე საცეცხლურში სამფეხი მაქვს სპეციალურად ხინკლის ქვაბისთვის გამზადებული, მწვანილის გარეშე აკეთებ შენ? შარშან რამოდენიმეჯერ მოვახვიე მეც და არ იყო ცუდი, ცომის მოზელვა ყოფილა მანდ მთავარი გამოწვევა lol.gif

Posted by: iosebovich 15 Jan 2019, 13:11
სახლში მომზადებულ ხინკალს რა ჯობია მარა სადაა კაი ცხოვრება და მოცალეობა smile.gif შესაბამისად გვიწევს გარეთ მოძებნა და ვიპოვით იმედია საუკეთესოს თბილისში smile.gif

Posted by: ia-viola 15 Jan 2019, 13:16
QUOTE
ცომის მოზელვა ყოფილა მანდ მთავარი გამოწვევა


ცომი გამომდის ყველაზე უკეთ.
მოხვევას ვერ დავიკვეხნი. ჩემზე უკეთესებიც არსებობს.
facepalm.gif

სახლში როცა ვაკეთEბთ, მხოლოდ წითელ წიწაკას და მარილს ვურევთ ფარში, ცომს რაც სეეხება ფქვილი, მარილი და წყალი.
არადა ზოგი ცომს - კვერცხსაც უსვრება. user.gif

Posted by: iosebovich 15 Jan 2019, 14:26
ia-viola
ფარშში ხახვს და ძირას არ უშვებით ? არ უნდა ?

Posted by: Frankens†ein 15 Jan 2019, 14:34
Master_Nick
QUOTE
ვა ესე კარგად როგორ მოახვიე?  ფერიც ისეთი აქვს რომ არ გაქვს სახლის ხინკალს, ეტყობა რაღაც საიდუმლოებები იცი შენ

ცომი მე არ მომიზელია smile.gif
ისე მთავარია ცომი.
ფარშთან ერთად.
მეორე დღე რო გააცხელებ, ისევ კარგი უნდა იყოს.
არ უნდა იშლებოდეს.

მოხვევა კი მიყვარს, ბავშვობიდან smile.gif

ia-viola
QUOTE
სახლში როცა ვაკეთEბთ, მხოლოდ წითელ წიწაკას და მარილს ვურევთ ფარში, ცომს რაც სეეხება ფქვილი, მარილი და წყალი.
არადა ზოგი ცომს - კვერცხსაც უსვრება.  

კვერცხი არა, მაგრამ ძირასაც ვურევთ ფარშში.
და ხახვს, წმინდად გატარებულს, არც უნდა გამოჩნდეს და არც უნდა შეიგრძნობოდეს.


ისე, სოფელში, კახეთში რო ვაკეთებთ ხინკალს, ეგეთს აქ ვერა.
მარტო ღორის ხორცისას.
ვიცი რომ არაა ნამდვილი ხინკალი ღორის, მაგრამ უგემრიელესია.
ახალი დაკლული ღორის ხორცი.
მოხარშვის შემდეგ ვარდისფერი როა.
მაგას მარტო ხახვით, წიწაკით და მარილით ვაზავებთ,
პირში დნება.

მარტო საქონლის ხინკალი არ მომწონს.
შერეული კარგია.
ღორის - სასწაული.

ცხვირს ხინკალი ერთხელ გავსინჯე, თბილისში და სასტიკად არ მომეწონა.



iosebovich
QUOTE
ფარშში ხახვს და ძირას არ უშვებით ? არ უნდა ?

ხახვს კი.
ძირასაც.
მაგრამ როგორც ზემოთ დავწერე, ახალი ღორის ხორცისგან რო ვაკეთებთ ხინკალს, არ სჭირდება სუნელების დამატება, ისე უფრო გემრილია.






უბრალოდ ტვინის ბურღვაა სახლში ხინკლის კეთება.
ათასში ერთხელ შეიძლენა...

Posted by: Master_Nick 15 Jan 2019, 14:42
ia-viola
ძირა ან კვლიავი უქენი ძალიან უხდება wink.gif

Frankens†ein
სრულიად გეთანხმები, ძირას ნაცვლად მე კვლიავსაც ვხმარობ და კარგად ჯდება.

ცხვრის ხინკალი მეც ვერაფრით ვერ დავამუღამე. ერთხელ ხევსურეთში გავსინჯე ხბოს ხორცის ხინკალი, მართლა დადნა პირში. ჩემთვისაც ღორის ბევრად უფრო მსუბუქი და გემრიელია ვიდრე შერეული.

Posted by: ia-viola 15 Jan 2019, 14:52
Frankens†ein
Master_Nick
უი ხახვი არ ამიწერია? მაგასაც. wink.gif

QUOTE
ძირა ან კვლიავი

არ გვიცდია ოჯახში.

ზოგადად შერეულშ ვაკეტებთ ხოლმე, მარა ხბო მარტლა საოცარი იყო.


და ერთხელ ჩემებურებთან (მთიული ვარ წარმოშობით მამის მხრიდან) ვჭამე ხინკალი და ხორცი მეუცნაურა, ბოლო ვიკითხე რა გემრიელია, რისგან არის თქო და ტიპებმა დათვიო. facepalm.gif დღEმდე სინდისის ქეჯნა მაწუხებს. ვერ ვიტან ეგეთ რაღAცეებს. თან წიტელ წიგნშია შეტანილი. facepalm.gif

Posted by: Frankens†ein 15 Jan 2019, 14:55
Master_Nick
ia-viola
QUOTE
ხბო

კაი იქნება, არ გამისინჯავს.
ერთ მშვენიერ დღეს ვცდი.


QUOTE
დათვი

დათვის ხორცი ერთხელ მაქვს ნაჭამი.
დიდად არ მომეწონა გემოთი.
თან რეზინასავით იყო, ვერ იღეჭებოდა.

ნეტა კურდღლის ხინკალი როგორი იქნება,
წესით კარგი უნდა გამოვიდეს.

Posted by: ia-viola 15 Jan 2019, 15:01
Frankens†ein
როგორც ამიხსნეს დათვს სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა გემოსი აქვს და ხორციც განსხვავებული სტრუქტურის თურმე. ჩემ შემთხვევაში საოცრად გემრიელი იყო. საწყალი დათუჩა.

კურდღელი არ ვიცი. ნაზი ხორცი აქვს და ხინკალში რამდენად ივარგებს საკითხავია. ადრე გამასინჯეს ქათმის ხორცის ხინკალი და რამის ქართველობა წამერთვა, ისეთი უგემური რამე იყო. მემგონი რაც აღიარებულია ის სჯობს რა. ექსპერიმენტებმა არ მგონია გაამართლოს.

Posted by: Frankens†ein 15 Jan 2019, 15:06
ia-viola
QUOTE
დრე გამასინჯეს ქათმის ხორცის ხინკალი და რამის ქართველობა წამერთვა

მეც გავიფიქრე ერთხელ, მაგრამ ეგრევე განვაგდე ეგ ფიქრები smile.gif
QUOTE
ისეთი უგემური რამე იყო. მემგონი რაც აღიარებულია ის სჯობს რა. ექსპერიმენტებმა არ მგონია გაამართლოს.

არადა კარგია ექსპერიმენტები.
დიდი შანსია რამე ახალი და უკეთესი აღმოაჩინო.
მაგრამ არსებოს კერძები, რომლებიც ექსპერიმენტებით შეიძლება ჩაანაცვლო (როგორც ქათმის ჩაქაფული, მაგალითად), მაგრამ ვერ გააუმჯობესებ.
ხინკალი ერთ-ერთია მაქედან.

Posted by: ia-viola 15 Jan 2019, 15:36
Frankens†ein
აჰამ.

ისე ქატმის ჩაქაფული მაგრად მიყვარს. იიიფ

კულინარიას უხდება ექსპერიმენტები უდაოდ, მარა შენი თქმისა არ იყოს, არსებობს კერძები, სადაც ექსპერიმენტები უბრალოდ არ ღირს.

Posted by: Frankens†ein 15 Jan 2019, 15:52
ia-viola
QUOTE
ისე ქატმის ჩაქაფული მაგრად მიყვარს. იიიფ

იმიტომ, რომ ჩაქაფულის მთავარი ღირსება ტარხუნა და ტყემალია.
მთავარია ხორცმა არ გააფუჭოს.
და ქათმის ხორცი ვერ აფუჭებს smile.gif

ერთ-ერთი საყვარელი კერძია.
რომლის არც ჭამა მომბეზრდება და არც გაკეთება smile.gif

Posted by: ia-viola 15 Jan 2019, 16:10
Frankens†ein
ისე მომინდა.
ტარხუნა იყიდება ხო? იმ დღეს დავლანდე კარფურში. მარა ჩაქაფულის სამყოფი ტარხუნა რომ ვიყიდო, ისეთი ფასი იქნება, სანაცვლოდ თირკმელს დაიტოვებენ მემგონი. biggrin.gif

თან ცოტაოდენი კარგი ღვინოც მაქვს.

Posted by: max-14 15 Jan 2019, 16:33
QUOTE
ცომის მოზელვა ყოფილა მანდ მთავარი

ქუთაისის ქუჩაზე ვიყიდე გუშინ გამზადებული სახინკლე ცომი,მშვენიერი ხინკალი გამოვიდა

Posted by: Master_Nick 15 Jan 2019, 16:36
Frankens†ein
გასინჯე აუცილებლად, დაუვიწყარია ხბოს ხორცის ხინკალი.

Posted by: maiako_mao 15 Jan 2019, 16:41
Master_Nick

QUOTE
მწვანილის გარეშე აკეთებ შენ? შარშან რამოდენიმეჯერ მოვახვიე მეც და არ იყო ცუდი, ცომის მოზელვა ყოფილა მანდ მთავარი გამოწვევა

იცი რა ხან მწვანილით ხან უმწვანილოდ. გუშინ მწვანილით გავაკეთე ე.წ. ქალაქური ხინკალი. ხო ნუ რავიცი, ცომიც და მოხვევაც არ მეძნელება wink.gif გენეტიკურია. რასაც ვერ ვიტყვი ხაჭაპურზე და სხვა ცომეულზე....

Posted by: Frankens†ein 15 Jan 2019, 16:58
ia-viola
QUOTE
ისე მომინდა.
ტარხუნა იყიდება ხო?

სავარაუდოდ კი.
გუშინწინ იყო მეგობართან სუფრაზე ჩაქაფული.


Master_Nick
QUOTE
გასინჯე აუცილებლად, დაუვიწყარია ხბოს ხორცის ხინკალი.

up.gif
ხბოს ხორცი მიყვარს ისედაც.

Posted by: Jonatahn_smith 15 Jan 2019, 17:39
ჩაქაფული დიდებული კერძია...
შეიძლება ითქვას ერთ-ერთი პირველია ჩემთვის (ნუ ნიგვზიანი ხარჩო ღომთან ერთად და ჩაქაფული ინაწილებს პირველ ადგილს, ხან ერთი გადაიხრება ხან მეორე biggrin.gif)

ხოდა ჩაქაფულის მოყვარულებო ერთ კარგ რჩევას მოგცემთ, ჩაქაფული გააკეთეთ წვნიანი.. ანუ მეტი წყლით, შემდეგ გადმოიღეთ ღრმა ჯამში (უმჯობესია ისეთში, რომელიც ტემპერატურას ინარჩუნებს) და მიირთვით. ამაზე მაგარი წვნიანი არ არსებობს.. ღმერთების საჭმელია))


გაოფება რომ არ გამომივიდეს, "სესილი"-ში აღარ მომეწონა საქონლის ხინკალი:/

Posted by: iosebovich 15 Jan 2019, 17:40
ხბოს ხორცის ხინკალი ააქვთ სადმე ? რომელიმე ზავედენიაში ? და მარტო ხბოა მაგ დროს თუ მაინც ემატება ღორის ხორციც?

Posted by: Master_Nick 15 Jan 2019, 17:47
iosebovich
ზავიდენიებში მე არსად არ მინახია, მხოლოდ ხბო, არავითარი ღორი, ხევსურეთში ან ფშავში ამზადებებ დღესასწაულებზე, ისიც ძალიან იშვიათად. დნება პირში ისეთია, დაღეჭვა არ სჭირდება wink.gif

Posted by: iosebovich 15 Jan 2019, 18:06
Master_Nick
ვაა საინტერესოა smile.gif აბა სახლში თუ დავითანხმე გავაკეთებინებ smile.gif

დღეს დოლიძის ფასანაურში ქალაქური ხინკალი ჰქონდათ სუპერ რაა. ქაბაბზე აღარაფერს ვამბობ იმენნა ვიში კლასია. ეე მახველებს და მხოლოდ ხინკალი გავსინჯე რაა. მარა ძალიან კარგი იყო.
* * *
Jonatahn_smith
სესილი ხოო რაა, აი პილმენში და თანაც უგემურში, ეგ ხინკალი არაა, ამხელა ფასს გახდევინებენ კაცს და მოდიხარ უკმაყოფილო რაა.

Posted by: tokoatuka 15 Jan 2019, 18:38
maiako_mao
ძალიან მადისაღმძვრელად გამოუყურება

Posted by: Raven 15 Jan 2019, 22:29
ხინკალო კერძთა ხელმწიფევ
შეგნატრის მთელი ერია,
ბევრჯერ გითვალე ნაოჭი
არც ერთხელ ლუწ არ გერია,
გულს გიდუღს ხორცის ნაჟური
თუხთუხებს ქარვის ფერია,
დეკეულ ჩაგიკეპნია
თოხლმაც შაგრია ხელია.
ბევრჯერ გვიოხრეს მამული
არ გვასვენებდა მტერია
შენს წასართმევად ქართველებს
ბევრჯერ დაგვამხეს ჭერია,
ისევ შენ მაგვეც სიმტკიცე
მტრის სისხლით ვღებეთ სერია
ბეჩავ არს კაცი მოკლული
შენგან ვერ მონაფერია.

Posted by: Jonatahn_smith 16 Jan 2019, 12:25
iosebovich

დოლიძეზე ფასანაური რა ადგილას არის?
ერთი ეს უნდა გავსინჯო

Posted by: iosebovich 16 Jan 2019, 15:37
Jonatahn_smith
ზედ დასაწყისში ვენდის უკან ზუსტად. ქაბაბიც გასინჯე აუცილებლად.

დღეს ავედი სორმონში ტესტირებაზე და უი აღარ ვაკეთებთ ხინკალსო. სადღაც იანვრის ბოლოდან აღვადგენთო. აი ამდენი ბაქიბუქის მერე აქამდე მივიდნენ smile.gif ოეე სორმოონ ჯერ გადახტი ჰოპლა მერე დაიძახე გაიგეე smile.gif

Posted by: tokoatuka 16 Jan 2019, 18:59
კარგი კარტოფილის ხინკალი თუ იცით სადმე

Posted by: baggins 16 Jan 2019, 19:35
თბილისში ჩამოსულან ესენი? https://www.facebook.com/zodiaqotbilisi/

Posted by: Gio707 16 Jan 2019, 20:06
1. ქართული სახლის ხინკალია ყველაზე გემრიელი ან 2. HB-ის ხინკალი

სხვაგან უბრალოდ (არ) ვერ ვჭამ

Posted by: ლუქსუს 17 Jan 2019, 08:31
გასინჯეთ პავლოვზე ბიართაიმში, მე მომეწონა

Posted by: Dybala 17 Jan 2019, 08:39
QUOTE
თბილისში ჩამოსულან ესენი? https://www.facebook.com/zodiaqotbilisi/

ვაა საინტერესოა.
გასატესტია

კლიკეში რომ ვიყავით ვიკითხეთ და არ ვართ ზოდიაქოს ფილიალიო

Posted by: vinsaniti 17 Jan 2019, 17:38
თქვენი არ ვიცი და მე პირადად დიდგორის გაყინული ხინკალი მომწონს მაგრად biggrin.gif
5 ლარამდე ღირს 20 ცალი, 25 თეთრი გამოდის ფასი biggrin.gif

Posted by: iosebovich 17 Jan 2019, 20:51
vinsaniti
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ჯერ ვერ მივედით სამგორამდე. ელვისებურად იყიდება biggrin.gif

Posted by: toyota12345 17 Jan 2019, 22:02
დიდგორი თავიდან კარგი იყო მაგრამ გააფუჭეს. გაყინულ ხინკალს მირჩევნია კარტოფილი შევიწვა მაგეებს ვეღარ ვჭამ ხორცს გემო არ აქვს და ცომიც ძალიან სქელია.

ახლა რა მინდა რომ ვიკითხო ზოდიაქოს მთავარი მზარეული ხინკლის არის კლიკე როგორც ვიცით სახელად ხომ ეგრეა? ჩიტაძეზე კლიკეს ხინკალი მაგ პონტში დაერქმეოდა მაგრამ ჭანტურიაზე რომ გაიხსნა ზოდიაქო ეგენი იძახიან ნამდვილი ზოდიაქოს ხინკალი ჩვენთან არისო და ეგ კლიკეც მაგათთან არის და აბა ჩიტაძეზე კლიკე რაღატო დაარქვეს მაგ სახინკლეს? ესეიგი სახელი გაყიდა ან რაღაც ეგეთ პონტში ნუ არ ვიცი ბიზნესში ეგეთი რაღაცეები როგორ კეთდება მაგრამ როგორც ჭანტურიას სასტავი იძახის ნამდვილი ზოდიაქო მხოლოდ ჩვენ ვართო.

Posted by: fermina 17 Jan 2019, 22:07
https://www.facebook.com/დუშელების-ხინკალი-1996535773979515/

ეს ხომ არ გაგისინჯავთ ვინმეს?

Posted by: S_U_S_E 17 Jan 2019, 22:13

შემოიხედეში როგორი ხინკალი აქვთ არ ხართ არავინ ნამყოფი?


Posted by: Raven 17 Jan 2019, 22:51
მშვიდობით ჩემო ხინკალო
დღეს ვერ ჩაგიდნობ პირშია,
გრიპმა ამკაფა ცელითა
მტრულად ჩამიდგა ჯიშბრშია
რით არ ვიწამლე, ვებრძოლე,
ვაგინე პატრონ-ჯიშია
ვერ დავამარცხე ტიალი
არ ეკარება შიშია.
ჩემ ძმებს გაკმარებ ნაოჭავ
სულ ყველა შენი გიჟია
შენთან შეხვედრის მომლოდინთ
ზარები ურეკთ ტვინშია,
ეამე, გული დაჰფხანე
გაჰხვიე ზღაპრულ ხიბლშია
თვალამღვრეულებს შენს მეტი
სხვა კერძ არ წასცდეთ პირშია
ოხშვრივრად ამოქაფულო
კაცის მშველელო ჭირშია
ნაბახუსევის მკურნალო
ბევრჯერ ნანატრო ძილშია\

Posted by: GRAZU 17 Jan 2019, 23:13
QUOTE
1.ზოდიაქო (თელავი)

love.gif

Posted by: Jonatahn_smith 18 Jan 2019, 00:09
Raven


up.gif up.gif up.gif gigi.gif

Posted by: iosebovich 18 Jan 2019, 01:51
Raven
მალადეც , კაია smile.gif

ვესაუბრე ჭანტურიაზე ზოდიაქოს სასტავს. ჩვენა ვაართო თელავიო და მზარეულიც კლიკეაო. 2 იანვარს გავიხსენითო. მხოლოდ ხინკალი, მწვადი, ყველი და სალათა გვაქვს მენიუშიო ჯერჯერობითო. დიდი თავაზიანობით არ გამოირჩეოდა ადმინი და ადგილზეც თუ ეგეთები არიან მინუსი თავიდანვე.

Posted by: ADUA 18 Jan 2019, 10:55
toyota12345
QUOTE
როგორც ჭანტურიას სასტავი იძახის ნამდვილი ზოდიაქო მხოლოდ ჩვენ ვართო.


კი, ეგენი არიან
თავიდან ჩიტაძეზეც კლიკე იყო მზარეულად, მაგრამ შემდგომ ვერ მორიგდნენ და თავად გახსნეს ჭანტურიაზე.
ვოტ

თელავში, სამზარეულოში შევედი მაგათთან
მაგიდას შემომსხდარი 6 კაცი, ყოველგვარი მყესისგან და აბკისგან ასუფთავებდა ხორცს
ეგეთი რამე არ მინახავს არსად საღოლ მაგათ
იმიტომაცაა გემრიელი

მაგრამ მე მაინც, ის მირჩევნია
რუხი ფქვილით
უკუჭო
მთიულური


Posted by: მერკუციო 18 Jan 2019, 11:42
ADUA
QUOTE
მაგრამ მე მაინც, ის მირჩევნია
რუხი ფქვილით
უკუჭო
მთიულური

თან ისეთი სლიკინა ოღონდ არა პრიალა კანით,
წესიერად ხელს რომ ვერ ჩაავლებ, ხო?))
აბა რა, ნაღდი ხინკალი ეგაა!

დანარჩენი არის გაქალაქურებული პაროდია.
როგორი კარგიც არ უნდა იყოს.

Posted by: Frankens†ein 18 Jan 2019, 12:17
მერკუციო
QUOTE
თან ისეთი სლიკინა ოღონდ არა პრიალა კანით,
წესიერად ხელს რომ ვერ ჩაავლებ, ხო?))

up.gif
"ვიდზე" ხაოიანი როა და მოკიდებ ხელს და ნურას უკაცრავად biggrin.gif

Posted by: fermina 18 Jan 2019, 12:37
Frankens†ein

თელავის ზოდიაქოში ნამყოფი ხარ?

მგონი ერთნაირი გემოვნება გვაქვს ამ ამბავში და მაინტერესებდა, შენც თუ გაგიჟდი და გადაირიე smile.gif

ვერ ჩავწვდი ზოდიაქოს სიდიადეს და იმიტომ გეკითხები.

Posted by: ADUA 18 Jan 2019, 12:38
მერკუციო
QUOTE
თან ისეთი სლიკინა ოღონდ არა პრიალა კანით,
წესიერად ხელს რომ ვერ ჩაავლებ, ხო?))
აბა რა, ნაღდი ხინკალი ეგაა!


yes.gif

თიფლისში სადაა ეგეთი ხინკალი ხომ არ იცით?

Posted by: Frankens†ein 18 Jan 2019, 12:47
fermina
QUOTE
თელავის ზოდიაქოში ნამყოფი ხარ?

სამწუხაროდ არა.
არადა საკმაო კონტაქტები მაქვს თელავში და კახეთში და არცთუ იშვიათად მიწევს კახეთში ჩასვლა, გომბორით.
"ზოდიაქოზე" ამ თემიდან გავიგე და ვკითხე შინაურ გურმანებს, ვისაც გასინჯული აქვთ და მითხრეს, რომ ძალიან გემრიელია და სხვაგან სახინკლეში ამაზე გემრიელი ხინკალი არ უჭამიათ.
შემდეგ წასვლაზე უეჭველი გავსინჯავ.

თუმცა არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ საუკეთესო ხინკალი იქნება რაც მიჭამია.
იმიტომ, რომ იმ საუკეთესო ხინკალზე გემრიელი, რაც მიჭამია, არა მგონია არსებობდეს smile.gif



ამას არ დავკვირვებივარ აქამდე smile.gif
QUOTE
QUOTE
თან ისეთი სლიკინა ოღონდ არა პრიალა კანით,
წესიერად ხელს რომ ვერ ჩაავლებ, ხო?))

"ვიდზე" ხაოიანი როა და მოკიდებ ხელს და ნურას უკაცრავად

<3

Posted by: Mstyle 18 Jan 2019, 15:47
გავსინჯოთ თბილისის ზოდიაქოს ხინკალი აქ მპოსტავებმა. შეკრებაც გამოვა და ყველას გვეცოდინება მართლა ეგეთი გემრიელია თუ არა

Posted by: Jonatahn_smith 20 Jan 2019, 18:48
იყავი დოლიძის "ფასანაურში"

მომეწონა ხინკალი (ქალაქურიც და მთიულურის) გემრიელია ნამდვილად
ქაბაბიც ძალიან მომეწონა


Posted by: მერკუციო 20 Jan 2019, 19:49
Frankens†ein
QUOTE
"ვიდზე" ხაოიანი როა და მოკიდებ ხელს და ნურას უკაცრავად

ზუსტად!

ADUA
QUOTE
თიფლისში სადაა ეგეთი ხინკალი ხომ არ იცით?

თბილისში არ მინახავს მასეთი ხინკალი sad.gif

Posted by: iosebovich 21 Jan 2019, 10:43
Jonatahn_smith
ხო გითხარი , რაც კარგია კარგია. აი ვნახავ ჭანტურიაზეც და დავწერ ისაა თუ არა რაც თელავშია. ქალაქურ ხინკალში ფასანაური არავის ჩამოუვარდება პირიქით ერთერთი საუკეთესოა. გაუფილტრავი ფრანცისკანელი უხდება ძალიან ხინკალს მანდ ფასანაურში smile.gif

Posted by: elchi 21 Jan 2019, 11:06
2017-ის სექტებერში ვიყავი საქართველოში.
სად აღარ მატარეს, წამოსვლისას მეგობარმა დამპატიჟა "ოქროს კათხაში".
შეკვეთა მივეცით და მე მოვითხოვე პორტერის ლუდი.
ლუდმა დაგლიჯა, ძალიან მომეწონა, მაგრამ ხინკალის და ქაბაბის რა გითხრათ?
ხინკალი მოუხარშავი იყო, ქაბაბი კიდევ შეუმწვარი.
ბჯოო, ამხელა ხარჯი გაქვს გაწეული, შენობა გარედანაც და ინტერიერიც მშვენივრად გამოიყურება, რა გახდა ერთი სერიოზული პოვარის დაქირავება?
დავაკვდი სალათს, ყველის ასორტი იყო და ის კიდევ საერთოდ.

Posted by: Trump 21 Jan 2019, 12:01
Mstyle
QUOTE
გავსინჯოთ თბილისის ზოდიაქოს ხინკალი აქ მპოსტავებმა. შეკრებაც გამოვა და ყველას გვეცოდინება მართლა ეგეთი გემრიელია თუ არა


სუსტია

Posted by: Mstyle 21 Jan 2019, 12:31
Trump
არ მოგეწონა? თელავის ზოდიაქოს ხინკალი გასინჯული გაქვს?

Posted by: tokoatuka 21 Jan 2019, 12:47
ამ ზოდიაქოზე იმდენს ლაპარაკობთ მემგონი ღირს გასინჯვა

Posted by: Jonatahn_smith 21 Jan 2019, 13:27
iosebovich
QUOTE
ხო გითხარი , რაც კარგია კარგია. აი ვნახავ ჭანტურიაზეც და დავწერ ისაა თუ არა რაც თელავშია. ქალაქურ ხინკალში ფასანაური არავის ჩამოუვარდება პირიქით ერთერთი საუკეთესოა. გაუფილტრავი ფრანცისკანელი უხდება ძალიან ხინკალს მანდ ფასანაურში


ქვევრის ლუდი გავსინჯე ჩამოსასხმელი და არ მომეწონა..
მეორე კათხა არგო - არც ეს მომეწონა დიდად

შემდეგში ფრანცისკანელს გავსინჯავ)

Posted by: iosebovich 21 Jan 2019, 14:23
Jonatahn_smith
ქართულ ლუდებს არ გაეკარო. არცერთი არ ისმევა. ცხადია არ მოგეწონებოდა. როგორ დამავიწყდა მერჩია ფრანცისკანელი smile.gif ეგ არაფერი შემდეგზე ეგ მიაყოლეთ ...

Posted by: Frankens†ein 21 Jan 2019, 14:33
QUOTE
ფრანცისკანელი

ნეანდერტალელი ჯობს yes.gif

Posted by: iosebovich 21 Jan 2019, 14:33
Trump
იყავი მისული ? კონკრეტულად რა არ ვარგა? გემო ? ზომა ? წვენი ? ცომი? თუ მთლიანად არ ვარგა ? აბა კლიკეაო ადგილზეო . მე მაგათი ტონი არ მომეწონა მიმოწერისას , ფეხებზე მკიდა შთაბეჭდილება დამრჩა. ჰოდა მალევე მიიხურებიან ...
* * *
Frankens†ein
ნეანდერტალელი თუ ჰომოსაპიენსი ? smile.gif ეგ რომელია გაფიცებ დაწერე რაა smile.gif

Posted by: Frankens†ein 21 Jan 2019, 14:50
iosebovich
მილიარდელი yes.gif

Posted by: iosebovich 21 Jan 2019, 15:01
Frankens†ein
თემასთან რა კავშირშია ვერ მივხვდი მარა ყველა ოლიგარქის თავზეც გავიარე ჩვენ ვიყოთ კარგად. ფრანცისკანელი კაი ლუდია გაუფილტრავი და ხინკალზეც კარგად მიდის. შენ რას და რატომ გულისხმობდი მაინც ვერ გავიგე და თემას ნუ გავაოფებთ. საქმეზე ვისაუბროთ აქ.

Posted by: Frankens†ein 21 Jan 2019, 15:04
iosebovich
QUOTE
შენ რას და რატომ გულისხმობდი მაინც ვერ გავიგე და თემას ნუ გავაოფებთ.

როგორც გაოფებაა დანაშაული ღვთისა და ერის წინაშე, ასევეა ამ ფრიად კეთილშობილი ლუდის სახელის დამახინჯებაც smile.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 21 Jan 2019, 15:04
ჩემ სახელს რატო ამახინჯებთ biggrin.gif biggrin.gif
------------------------------------------------

Posted by: Trump 21 Jan 2019, 15:22
iosebovich
QUOTE
იყავი მისული ? კონკრეტულად რა არ ვარგა? გემო ? ზომა ? წვენი ? ცომი? თუ მთლიანად არ ვარგა ? აბა კლიკეაო ადგილზეო . მე მაგათი ტონი არ მომეწონა მიმოწერისას , ფეხებზე მკიდა შთაბეჭდილება დამრჩა. ჰოდა მალევე მიიხურებიან ...


კი ორჯერ ვიყავი.
ცომი არ მომეწონა, ფლაშუნობდა..
ხორციც არ იყო კარგად შეკაზმული.
აქვთ სახლის ლუდი ძალიან სრედნიზე დაბალი და გადავიხადეთ ბევრი

Posted by: iosebovich 21 Jan 2019, 15:44
Trump
გასაგებია. შევატყე რაა დარწმუნებით ვერ მესაუბრებოდნენ კაია და მობრძანდითო. არ ქონდათ საკუთარი თავის იმედი. ესეიგი ამოვიღეთ სიიდან. დარჩა კლიკე არ ვყოფილვარ და HB ვაჟაზე

მოიცა აბა ქართულად როგორ ქვია მაგ ლუდსა ჰა? smile.gif

Posted by: Frankens†ein 21 Jan 2019, 15:47
iosebovich
QUOTE
მოიცა აბა ქართულად როგორ ქვია მაგ ლუდსა ჰა?

ქართულად ქვია ისე, როგორც გერმანულად - ფრანცისკანერ.
სახელობით ფორმაში - ფრანცისკანერი.


Posted by: FranziskanerWeissbier 21 Jan 2019, 15:55
ხოლო თუ ვთარგმნით, მაშინ გამოდის ფრანცისკელი bis.gif

Posted by: iosebovich 21 Jan 2019, 16:12
Frankens†ein
FranziskanerWeissbier
გასაგებია smile.gif კაი კია დაა მართლა არ ეკუთვნის დამახინჯება , მართალია. გავითვალისწინებ

Posted by: FranziskanerWeissbier 21 Jan 2019, 17:16
iosebovich
მაგარი ლუდია და ხინკალზე მართლაც კარგად მიდის biggrin.gif

Posted by: Trump 21 Jan 2019, 17:17
iosebovich
QUOTE
გასაგებია. შევატყე რაა დარწმუნებით ვერ მესაუბრებოდნენ კაია და მობრძანდითო. არ ქონდათ საკუთარი თავის იმედი. ესეიგი ამოვიღეთ სიიდან. დარჩა კლიკე არ ვყოფილვარ და HB ვაჟაზე

მოიცა აბა ქართულად როგორ ქვია მაგ ლუდსა ჰა?



მე კლიკეზე გითხარი, ჩიტაძეზე .

ზოადიაკოში ვიყავი თელავში ორჯერ, ერთხელ ძალიან კარგი იყო.. ერთხელ ხორცი მარილიანი
საერთოდ ძალიან დატვირთული სახინკლეა ეგ თელავის და ყოველ მისვლაზე ერთი და იგივეს ამბობენ: " ნახეთ რამდენი შეკვეთებია"

Posted by: iosebovich 21 Jan 2019, 17:20
Trump
აა კლიკეზე თქვიი. მე ჭანტურიაზე ამბობდი მეგონა smile.gif გასაგები. ნუ მაინც უნდა მივიდეთ ესეიგი ყველგან. თელავი სუპერ მარა ერთი წელია არ ვყოფილვარ.

Posted by: Beroname 21 Jan 2019, 18:05
ვარშტაინერში ცინცაძის ქუჩაზე(ყოფილი საბურთალოს ქუჩა) ვჭამე ბოლოს დასამახსოვრებელი ხინკალი....ან ძალიან მშიოდა არ ვიცი givi.gif



"მარტო ხინკალი" რომ არის პლეხანოვზე, არავინ ყოფილხართ?

Posted by: Gio707 21 Jan 2019, 18:45
ჩემთვის უმთავრესია

1. ცომი იყოს ძალიან თხელი

2. ცხიმის ნასახი თუ გემო არ დაკრავდეს

3. კარგად შეკაზმული ფარში

ასეთი HB-ის და ქართული სახლის ხინკალი

Posted by: Keti-Ket 21 Jan 2019, 21:27
Beroname
QUOTE
მარტო ხინკალი" რომ არის პლეხანოვზე, არავინ ყოფილხართ?

ვიღაცამ დაწერა წინა გვერდებზე, საერთოდ არ ვარგოდაო. მეც მაინტერესებდა ეგ. ზალიან კი მოჰქონდათ თავი ქებით

Posted by: iase 21 Jan 2019, 21:40
tokoatuka
QUOTE
ამ ზოდიაქოზე იმდენს ლაპარაკობთ მემგონი ღირს გასინჯვა

smile.gif)))
არ ინანებ

Posted by: iosebovich 21 Jan 2019, 23:19
Gio707
ქართულ სახლში სუფრაზე მომიწია ყოფნა. საერთოდ არაფრრი მოგვეწონა და დავიჯერო ხინკალი კარგი აქვთ ? ცალკე დარბაზია თუ სადაც არ უნდა დაჯდე მოაქვთ ?

Posted by: shaka4 22 Jan 2019, 09:13
QUOTE (toyota12345 @ 17 Jan 2019, 22:02 )
დიდგორი თავიდან კარგი იყო მაგრამ გააფუჭეს. გაყინულ ხინკალს მირჩევნია კარტოფილი შევიწვა მაგეებს ვეღარ ვჭამ ხორცს გემო არ აქვს და ცომიც ძალიან სქელია.

ახლა რა მინდა რომ ვიკითხო ზოდიაქოს მთავარი მზარეული ხინკლის არის კლიკე როგორც ვიცით სახელად ხომ ეგრეა? ჩიტაძეზე კლიკეს ხინკალი მაგ პონტში დაერქმეოდა მაგრამ ჭანტურიაზე რომ გაიხსნა ზოდიაქო ეგენი იძახიან ნამდვილი ზოდიაქოს ხინკალი ჩვენთან არისო და ეგ კლიკეც მაგათთან არის და აბა ჩიტაძეზე კლიკე რაღატო დაარქვეს მაგ სახინკლეს? ესეიგი სახელი გაყიდა ან რაღაც ეგეთ პონტში ნუ არ ვიცი ბიზნესში ეგეთი რაღაცეები როგორ კეთდება მაგრამ როგორც ჭანტურიას სასტავი იძახის ნამდვილი ზოდიაქო მხოლოდ ჩვენ ვართო.

ნამდვილი ხინკალი ჭანტურიაზეა. არ დაიჯერო თუ ჩიტაძეზე გეტყვიან ჩვენია ნამდვილიო :დდ

Posted by: dimaopena 22 Jan 2019, 16:55
გამარჯობა მეგობრებო,
მოკლედ, ვესტუმრე სორმონს იმის იმედით რომ მათი ნაქები ხინკალი იქნებოდა, ამხელა გზა ვიარე და :დ
მეხინკლე არ გვყავს დროებით და არ გვინდა გემო გავაფუჭოთო,
დავეშვი ყაზბეგზე ახალ ბერნარში გადატენილი იქაურობა , (მაგრა გვიყვარს ჭამა ქართველებს)
დავაგემოვნე ხინკალი ორივე სახის (შეფასება ნორმალური მხოლოდ და მხოლოდ)
ლუდი პაულანერი გაუფილტრავი (კარგი - მაგრამ ძვირი)
0,30 0,4 0,5 - ნახევარ ლიტრიანი პაულანერი 8 ლარი smile.gif

ჯერჯერობით ეს ამოვიღე სიიდან.

Posted by: Gio707 22 Jan 2019, 17:19
QUOTE (iosebovich @ 21 Jan 2019, 23:19 )
Gio707
ქართულ სახლში სუფრაზე მომიწია ყოფნა. საერთოდ არაფრრი მოგვეწონა და დავიჯერო ხინკალი კარგი აქვთ ? ცალკე დარბაზია თუ სადაც არ უნდა დაჯდე მოაქვთ ?

მე ქვედა პატარა დარბაზში ვჯდები ხოლმე რავიცი უკმაყოფილო არასდროს დავრჩენილვარ


ხინკალი-ქაბაბი-მწვადის მეტი მანდ არაფერი გამისინჯავს

Posted by: iosebovich 22 Jan 2019, 17:26
Gio707
აუცილებლად მივალ. საინტერესოა.


dimaopena
ხო დავწერე ძმის გულო წინა გვერდზე სორმონი გაჩერებულია თქო. ეტყობა არ გინახავს. ბერნარდით ვერ მოიხიბლებოდი იასნია. მანდ აღარ დავდივარ. ხრტილები არ შეგხვდა ხინკალში ? smile.gif ჭანტურიას ზოდიაქომდე ვეღარ მივაღწიე რაა.

Posted by: Beroname 23 Jan 2019, 13:39
dimaopena

ლუდზე ჩეხურში მივდივარ (ხინკალს არ გირჩევ მანდ, სქელია. უფრო ნეკნები აჯიკით მღერიან) ხოლმე ან პაულანერში ვარაზზე (ნუ მეორე ვარიანტი უფრო ძვირია), სადაც იდეაში რაც ვჭამე ყველაფერი მაგარი გემრიელი მეჩვენა.




Posted by: Frankens†ein 23 Jan 2019, 14:04
ქალაქური სტილის (შედარებით დიდი ზომის, ბევრი წვენით, პრიალა და თხელკანიანი) ხინკლიდან ლუდის მოედნის ხინკალი მომწონს ყველაზე მეტად.
ლუდის მოედნის და HB-ის.

Posted by: commando1985 23 Jan 2019, 14:05
ხინკლის სახლი ნაძალადევზე / Khinkali House Nadzaladevi

Posted by: Mstyle 23 Jan 2019, 14:08
Frankens†ein
QUOTE
HB-ის

დიდი ზომის? არადა პირიქით პატარაა საკმაოდ

Posted by: Frankens†ein 23 Jan 2019, 14:31
QUOTE (Mstyle @ 23 Jan 2019, 14:08 )
Frankens†ein
QUOTE
HB-ის

დიდი ზომის? არადა პირიქით პატარაა საკმაოდ

დიდი ზომის არა, შედარებით დიდი ზომის.
ნამდვილ ხინკალთან შედარებით.



ნამდვილი ხინკალი არის ეს:

user posted image


და არა ეს smile.gif

user posted image



ამ მეორე ფოტოზე რაცაა, მასეთი ხინკალი ქალაქური სტილი ხინკალია, გინდა მწვანილიანი იყოს და გინდა უმწვანილო.

Posted by: iosebovich 23 Jan 2019, 17:40
Beroname
ჩეხურში ვაჟაზე ნეკნები სუპერ. 50 ლარი ღირს ვითომ 4 კაცის საკმარი პორცია და მარტო შევჭამდი რო მიმეშვა. საკმაოდ ძვირი ადგილია. მე ვიტყოდი ძალიან ძვირი . 4 კაცი 300 ლარი მოგვიტანეს ანგარიში ფაქტიურად მშივრები წამოვედით. ხინკალი დიდი ვერაფერი ...

Posted by: Beroname 24 Jan 2019, 17:47
iosebovich

ხო ხინკალი არც მე მომეწონა.

მე ძირითადად ლუდზე შევდიოდი ხოლმე მანდ, შავი ბუდვაიზერი აქვთ...

ეჰ შარტავაზე ბერნარდი რა კარგი იყო...ერთი 4-5 წლის წინ, სანამ გააფართოვებდნენ cry.gif

Posted by: iosebovich 24 Jan 2019, 23:09
Beroname
აღარაა შარტავაზე ბერნარდი დაიკეტა. ერთი წელია უკვე ლამის რემონტი აწერია ... არადა მართალია 4-5 წლის წინ კარგად მუშაობდა. ამას წინათ ტაბიძეზე ბერნარდში ვიყავით მე მანდ მეორეჯერ არ მივალ და ყაზბეგისა ხო არ მომწონს და არ მომწონს ... ხინკალს ვგულისხმობ. თორე ინტერიერი იცოცხლე ცხენები გაჭენდება. ეგრეა ვინც გაფართოვდა ხარისხი მომენტალურად დააგდო. ფაქტია.

Posted by: Master_Nick 25 Jan 2019, 00:13
QUOTE (Frankens†ein @ 23 Jan 2019, 14:04 )
ქალაქური სტილის (შედარებით დიდი ზომის, ბევრი წვენით, პრიალა და თხელკანიანი) ხინკლიდან ლუდის მოედნის ხინკალი მომწონს ყველაზე მეტად.
ლუდის მოედნის და HB-ის.

ჰაკერ ფშორის ხინკალი არ მოგწონს? პატარებია შედარებით მაგრამ ადრე გემრიელი იყო ძალიან, დიდი ხანია არ ვყოფილვარ და არ ვიცი ეხლა რა ხდება.
ლუდის მოედანი და ჰბ უდაოდ ლიდერები არიან თბილისში up.gif სტაბილურად უჭირავთ ხარისხი

Posted by: iosebovich 25 Jan 2019, 01:53
Master_Nick
2 კვირის წინ ვიყავი ყაზბეგზე ჰაკერ პშორში არ მომეწონა ხინკალი. ლუდი კი ხინკალი არა. რომელ HB-ეს უწევ რეკომენდაციას? ვაჟაზე თუ მშრალ ხიდთან ?

Posted by: Lapustak 25 Jan 2019, 02:17
ამ საუკეთესო ხინკლების ადგილების სია რომ გამოაქვეყნეთ, რომელიც უბრალო მოკვდავებს არ გაგვისინჯავს, Menu.ge ში შედის? შემიძლია დავრეკო და აქედან რომელიმე შევუკვეთო?

Posted by: Master_Nick 25 Jan 2019, 02:19
iosebovich
მშრალი ხიდის ჰბ-ს ვუწევ რეკომენდაციას, ყაზბეგის ჰაკერი არ ვიცი, ახალია ეგ ხომ? თამარაშვილზეა მე რომელ ჰაკერზეც ვამბობ

Posted by: Beroname 25 Jan 2019, 09:23
iosebovich

არ გამიკვირდა რომ დაიხურა, ახალი დარბაზი რომ მიამატეს მიმტანს 15 ველოდები და ავდექი და გამოვედი მერე, იმის მერე აღარც შევსულვარ...სანამ გაფართოვდებოდნენ კვირაში 2-3ჯერ მივდიოდი ხოლმე ბარაბულკაზე და ლუდზე :inlove:

ყაზბეგის ბერდნარდი ძალაინ ბანძია, ვაჟაზე რომ იყო კიდე არაუშავდა ლუდის ამბავში...
Master_Nick
QUOTE
მშრალი ხიდის ჰბ-ს ვუწევ რეკომენდაციას


ნამდვილად up.gif

Posted by: Frankens†ein 25 Jan 2019, 09:23
Master_Nick
QUOTE
ჰაკერ ფშორის ხინკალი არ მოგწონს? პატარებია შედარებით მაგრამ ადრე გემრიელი იყო ძალიან, დიდი ხანია არ ვყოფილვარ და არ ვიცი ეხლა რა ხდება.
ლუდის მოედანი და ჰბ უდაოდ ლიდერები არიან თბილისში  სტაბილურად უჭირავთ ხარისხი


iosebovich
QUOTE
2 კვირის წინ ვიყავი ყაზბეგზე ჰაკერ პშორში არ მომეწონა ხინკალი


ჰაკერ-ფშორის ხინკალი კარგია, ლუდზე მისაყოლებლად smile.gif
როგორც ავთენტურ ხინკალს, მთელი თავისი დიდებულებით, ვერ აღვიქვამ ჰაკერ-ფშორის ხინკალს.

მაგრამ ნამდვილი ჰაკერ-ფშორი არის თამარაშვილზე.
და საკმაოდ კარგი კვების პუნქტია, ყველაფერი კარგი აქვთ.
გარემო/ინტერიერი კარგი აქვთ.
გაუფილტრავი ლუდი კარგი აქვთ.
საჭმელი გემრიელი აქვთ ყველაფერი, რაც გამისინჯავს.
აქვთ საკუთარი პრეტცელები, რომლებსაც თვითონ აცხობენ და ცხელ-ცხელი მოაქვთ, მასეთ პრეტცელებთან ერთად უფრო შეიგრძნობ გერმანულ სულს.
და რაც ყველაზე მეტად მომწონს და რაც უცხოა ქართული კვების ბიზნესისთვის, არ არის რაღაც გაურკვეველი მომსახურების საკომისიოები. რაც წერია მენიუში, იმ ფასს იხდი ზუსტად.

Posted by: girvan_88 25 Jan 2019, 09:43
Frankens†ein
QUOTE
მაგრამ ნამდვილი ჰაკერ-ფშორი არის თამარაშვილზე.
და საკმაოდ კარგი კვების პუნქტია, ყველაფერი კარგი აქვთ.

იმ დღეს ვიყავი და ლიტრიანი ლუდი 15 ლარი ღირდა, ხინკალი არ გვაქვს, მხოლოდ მინი ხინკალს ვაკეთებთო, მწყერიც არ გვაქვს მენიუშიო (არადა მაგრა მევასება)
წამოვედი ეგრევე ყაზბეგის ჰაკერში, ლიტრიანი 12,5 ღირს და ხინკალიც ნორმალურია. მწყერიც აქვთ პორციაში 2 ცალი

თამარაშვილის ჰაკერში ჩემი ფეხი აღარ იქნება

Posted by: Frankens†ein 25 Jan 2019, 10:04
girvan_88
QUOTE
იმ დღეს ვიყავი და ლიტრიანი ლუდი 15 ლარი ღირდა

გაუძვირებიათ.
კაი ხანია აღარ ვყოფილვარ მანდ.
2017-ში ბოლოს.
11 ლარი ღირდა ლიტრიანი კათხა.
ხინკალი კი, მინი ხინკლებია. ლუდზე მისაყოლებელია რა.
როგორც ზემოთ დავწერე არ არის ნამდვილი ხინკალი.

QUOTE
ყაზბეგის ჰაკერში, ლიტრიანი 12,5 ღირს

მიამატე მაგას მომსახურების საკომისიო და კი ადის 15-მდე biggrin.gif

Posted by: iosebovich 25 Jan 2019, 10:41
Master_Nick
ხო ყაზბეგზე ახალია. თამარაშვილზე მინი ხინკლები თუა არ მაინტერესებს. მაშინ წავალ და პელმენს შევჭამ სადმე კაი ადგილას. ესეიგი მშრალ ხიდთან ხო? აბა მივალ აუცილებლად. ლუდი რო კარგი აქვთ ეგ ვიცი smile.gif


ბერნარდი მორჩენილი ამბავია. გემრიელი არაა და ლუდი სხვაგან უკეთესი აქვთ. რა სჭირთ ამ ქართველ ბიზნესმენებს რაა. გაუმჯობესების მაგივრად უკან მისდით საქმეები. ძალუან ბევრს დაემართა ეგრე. არადა ხალხს გემოვნება დაეხვეწა კაცო, კარგი ლუდიც იციან და საკვებში მაიმუნობასაც აღარ გაპატიებენ. ნუ იმ სასტავს ვამბობ ვინც ზემოჩამოთვლიმებში და უფრო ძვირიანებშიც დადის.

Posted by: FranziskanerWeissbier 25 Jan 2019, 11:13
ჭანტურიას ქუჩაზე ზოდიაქოში ვიყავი გუშინ. ხინკალი იყო კარგი, მაგრამ კლიკეში რომ ვიყავი ბოლოს, ის სჯობდა smile.gif მწვადიც კარგი იყო სხვათაშორის და ქაბაბიც გემრიელი. ნუ ლუდი თელავის ჩამოსასხმელი, ნორმალურია, ხინკალზე მიდის რა. კარგი ზავედენიეა, მაგრამ ცოტა ძვირია ჩემი აზრით. და მაგრა ცხელოდა კიდე შიგნით biggrin.gif და გარეთ რო გამოვედი იმ სიცხიდან სიცივეში, გავცივდი biggrin.gif

Posted by: iosebovich 25 Jan 2019, 11:32
FranziskanerWeissbier
ვაა ესეიგი ღირს მისვლად ხო? ძვირი რა არი ხინკსლი ? 1 ლარი ღირს ? ნუ მწვადი და ქაბაბიც ალბათ 10 ლარზე მეტი. იასნად ძვირი გამოდის აბა რაა.

Posted by: FranziskanerWeissbier 25 Jan 2019, 11:41
iosebovich
კი ძვირია რა, მარა კაი გარემოა და გემრიელია ყველაფერი.

Posted by: Lapustak 25 Jan 2019, 17:38
ახლა შევუკვეთე ხინკალი მენიუ.ჯი მეშვეობით, ''ფასანაურის'' დოლიძის ფილიალიდან.
რესტორანშიც 1 ლარი ღირს ხინკალი, თუ მომსახურე კომპანია ამატებს?

Posted by: FranziskanerWeissbier 25 Jan 2019, 17:44
Lapustak
საქონლის ხინკალი ღირს 1 ლარი როგორც ვიცი. ჩვეულებრივი 80 თეთრი.

Posted by: iosebovich 25 Jan 2019, 21:16
Lapustak
საქონლის 0.90 თეთრი. ქალაქური და მოხეური 0.80 თეთრი. და სპეც რეცეპტით ასე ქვია 0.85 თეთრი. 4 დღის წინ ვიყავი და დავიჯერო გააძვირეეს ?

Posted by: Lapustak 25 Jan 2019, 21:39
iosebovich
FranziskanerWeissbier
რაღაც საშინელება მომიტანეს. ცივი და უგემური. ამ "მენიუდან" აღარ შევუკვუთავ

Posted by: iosebovich 26 Jan 2019, 00:55
Lapustak
უნდა მომეწერა არ შეუკვეთო თქო . ეგრე იციან ხაჭაპურიც ცივი მოიტანეს და აღარც გავკარებივარ. ადგილზე მიდი და იქ გასინჯე.

Posted by: AnthonyMartial 26 Jan 2019, 20:00
პელმენს ქოთანში კარგად სად აკეთებენ ხომ არ იცით?

Posted by: Jonatahn_smith 27 Jan 2019, 12:52
iosebovich

გუშინაც ვიყავი და მგონი ყველა ხინკალს 90 თეთრი ეწერა..
საქონლის ხინკალი იყო სუპერ

ფრანცისკანერი ვერ გავსიჯე:/ გაგვითავდაო
მოკლედ ხოშიანი ხინკალი აქვთ ბრადცი
უბრალოდ მანდ თუ მიდიხარ ცოტა თხლად უნდა ჩაიცვა, ძაან ცხელა gigi.gif

Posted by: iosebovich 27 Jan 2019, 16:43
Jonatahn_smith
ვაა ქალაქურიც და მთიულურიც 0.90 თეთრი გახადეს ? საწყენია. გადავამოწმებ ხვალ ან ზეგ. ხინკალი მართლაც არ დაიწუნება და ქაბაბი ხო საერთოდ სუპერ. ფრანცისკელი გუშინ არ ქონდათ მარტო თუ საერთოდ აღარ გვექნებაო ? ვაა ეგრე ცხელოდა? მე არ შევუწუხებივარ. იმ დღეს მარტო საქონლის ხინკალი 10 ცალი ეგრევე გავაქრე smile.gif მართლა კაია ...

Posted by: iosebovich 30 Jan 2019, 14:02
დღეს ვიყავი ჭანტურიაზე ზოდიაქოში. ხინკალი არაა ცუდი , იმწვანილო ქონდათ მარტო მარა ეს არაა მაინც თელავის ზოდიაქოს მსგავსი. დამაკლდა რაღაც და რა დამაკლდა ვერ ჩამოვყალიბდი მარა ის არაა მაინც რაც უნდა იყოს. ცომი ცოტა სქელია. ოდნავ გაქცეოდათ ხელი მარილზე, ოდნავ მარა იგრძნობოდა. პირადად ჩემთვის ფასანაურის უფრო გემრიელია დოლიძეზე .

Posted by: komate 30 Jan 2019, 15:36
სალამი ჰაკერ-ფშორიდან... წინა გვერდებზე დაიწერა ყაზბეგის ჰაკერ-ფშორი თვითმარქვია არისო ხოდა ვისგანაც ლუდს ვაკის ჰაკერი ან ჰბ ან ბერნარდი იღებს იმისგან ვიღებ მეც. და მათ ეკუთვნით უფლება ჰაკერზეც და ჰბ-ზეც და არა ჰბ რესტორანს ან ვაკის ჰაკერს.
კლიკე ჩემს მეზობლად არის და თავიდან რომ ვიყავი თქვენი რჩევით მომეწონა ეს ბოლო პერიოდი ერთი ორჯერ ვიყავი და გამიტყდა.

კიდე იყო საიდან შევუკვეთოთ კარგი ხინკალიო. ხოდა თუ მოგწონთ ჰაკერის ანუ ჩემი (ყაბზეგზე) ხინკალი გლოვოსგან შეუკვეთეთ. უფრო ძვირი გამოვა ვიდრე მოსვლა მაგრამ მე თვითონ შევუკვეთე და თბილი მომივიდა ამას წკნებზე

Posted by: iosebovich 30 Jan 2019, 18:12
komate
შენთან ლუდი მომეწონა რაც კაია კაია. აი ხინკალი ისე რაა, ძალიან რიგითი. ცუდი არაა მარა ეს რა ვნახე არაა .. სხვა არაფერი გამისინჯავს

Posted by: komate 31 Jan 2019, 12:02
iosebovich
იმედია ცუდ ფეხზე იყო მეხინკლე

ეს ხუმრობით... ყველას თავისი გემოვნება აქვს.

რაც შეეხება ლუდს ერთი და იგივე კომპანია არის შემომტანი. მომწოდებელი ევროპული ლუდების არის ძირითადად ეგ კომპანია

Posted by: ბარდღუ 2 Feb 2019, 15:09
ხინკლის (სრული) რეცეპტი ხო არ გაქვთ?
ინტერნეტში სამწუხაროდ ვერ ვიპოვე ვერაფერი..
ძალიან ზერელეთ უწერიათ რეცეპტები
''მოვზილოთ ცომი''
რამდენი გრამი ფქვილი მჭირდება ან წყალი ან მარილი არ არის მითითებული ნორმალურად sad.gif(((((((((

Posted by: toyota12345 2 Feb 2019, 17:45
წეროვანში რომპეტროლის კალონკა რომ არის მანდ რაღაც რესტორანია ფეისბუქზე ამომიგდო მენის სურათებიც ედოთ ხინკლის მრავალფეროვნება აქვთ.

ქალაქური
მთიულური
სოკო
კარტოფილი
ყველი
დაკეპილი
ბატკნის
მთიულური ნივრიანი
ხინკალი კოწახურით
ხინკალი კვლიავით.

ფასებიც 70 თეთრიდან იწყება და ყველაზე ძვირი ბატკნისას ეწერა 95 თეთრი. კარგი შეფასებები აქვს და ღირს გასინჯვად მგონი
pavilion garden ასე ქვია რესტორანს.

Posted by: iosebovich 2 Feb 2019, 20:16
toyota12345
შონზო იყო ჩასული მანდ თავისი გადაცემით " გურმანის ეკალი " . ხაჭაპურს, დაკეპილ ხინკალს და კიდე რაღაცას გაუწია რეკომენდაცია მარა რამდენად დაეჯერება არ ვიცი. ყველაფერზე იფიფიფს იძახის. ესეც ვიდეო .




Posted by: Frankens†ein 3 Feb 2019, 20:17
iosebovich
დარწმუნებული ვარ უგემრიელესი იქნება მართლა smile.gif
ფასებიც კარგია ძაან.

10 დაკეპილი ხინკალი - 7 ლ
10 მთიულური ნივრიანი ხინკალი - 9 ლ
ხბოს ნეკნი აჯიკით - 14 ლ
აფხაზური პაშტეტი - 6 ლ
ღორის სუკი - 12 ლ
ლაზური ხაჭაპური - 11 ლ
ფორთოხლის წვენი 1 ლ - 6.5 ლ
საფერავი (ახაშენის და ქინძმარაულის ტკბილი, შემაგრებული) 1 ლ - 20 ლ
2 პური - 2 ლ

87.5 ლარი
ამას + მომსახურების გაურკვეველი საკომისიო სავარაუდოდ 15%
ჯამში 100 ლარი

100 ლარად 4 კაცი გემირელად ისადილებ.
კაცზე 25 ლარი.
საკმაოდ იაფია.

კაცზე:
5 ხინკალი
1 ნაჭერი ხბოს ნეკნი
1 ნაჭერი ღორის სუკი
1 ბურთულა პაშტეტი
1 ნაჭერი ხაჭაპური
250 მლ ღვინო
წვენი

ბევრიც კია smile.gif

ამ თვეში დავაგემოვნებ უეჭველი და დავწერ შეფასებას smile.gif

Posted by: oshi 4 Feb 2019, 19:49
ესაა კლიკეს ხინკლის მთელი ავლა-დიდება?

არ მომეწონა.

Posted by: iosebovich 4 Feb 2019, 21:07
oshi
რომელი გასინჯე ? თელავის , ჭანტურიაზე თუ პარლამენტის უკან რო კლიკეს სახინკლეა? მაგაზე ამბობენ ზაზა კოლელიშვილისააო და რავიცი.

Posted by: oshi 4 Feb 2019, 21:51
iosebovich
პარლამენტის უკან, ჩიტაძეზე რომელიცაა
————————————————
აი რავი რა. ძაან უგემური იყო და სქელი ცომი თან.

Posted by: toyota12345 4 Feb 2019, 21:52
iosebovich

პავილიონ გარდენი უნდა გაიტესტოს. თან პროცენტიც არ ქონიათ და მაგრად აქებენ.

Posted by: iosebovich 4 Feb 2019, 22:03
toyota12345
ჩავიდეთ აუცილებლად აგერ ფრანკენშტეინმა თუ არ დაგვასწრო smile.gif
* * *
oshi
ხო ეგ ჩამოვწერეთ როცა გავიგეთ რო ფეიკი ზავედენიეა და არანაირი კავშირი არ აქვს თელავთან. ჭანტურიაზე გასინჯე აბაა, თბილისი მერიოტთან. ოდნავ სქელი ცომია იქაც მარა ხინკალი გემრიელია.

Posted by: oshi 4 Feb 2019, 22:48
iosebovich
თუ მოვხვდი ვნახავ. ისედაც სიტუაცია არ მომეწონა.

შემომეჭამას ხინკალი ბევრად გემრილი იყო ისე!

ფასანაურისას გავსინჯავ ამ დღეებში.

Posted by: Frankens†ein 4 Feb 2019, 23:38
toyota12345
QUOTE
პავილიონ გარდენი უნდა გაიტესტოს. თან პროცენტიც არ ქონიათ და მაგრად აქებენ.

ჩემ თვალში ძალიან დიდი პლუსია ეგ.
საერთოდ, მირჩევნია 12 ლარი ღირდეს და საკომისიო არ იყოს, ვიდრე 10 ლარი ღირდეს და 10% საკომისიო ქონდეს.

iosebovich
QUOTE
ჩავიდეთ აუცილებლად აგერ ფრანკენშტეინმა თუ არ დაგვასწრო 

ეს კვირა სპეციალური კვების რეჟიმი მაქვს და 16-17 თებერვალს თუ დაგასწარით, სინდისი არ შემაწუხებს biggrin.gif

Posted by: eldiablo 5 Feb 2019, 00:02
Frankens†ein
მომსახურების საკომისიო არ აქვთ.. ყველაფერი ძალიან გემრიელი აქვთ. ჩემი დაჩიდან 5 წუთის გზააა. ხშირად დავდივარ ხოლმე. ერთერთუ საუკეტესო რესტორანია როგორს საჭმლის ხარისხით ისე ფასებით.. ხინკალი ბოლო სამის გარდა ყველა მაქვს გასინჯული და თამამად გაუწევ რეკომენდაციას.

Posted by: Fe11oW 5 Feb 2019, 18:53
QUOTE (iosebovich @ 4 Feb 2019, 22:03 )

oshi
ხო ეგ ჩამოვწერეთ როცა გავიგეთ რო ფეიკი ზავედენიეა და არანაირი კავშირი არ აქვს თელავთან. ჭანტურიაზე გასინჯე აბაა, თბილისი მერიოტთან. ოდნავ სქელი ცომია იქაც მარა ხინკალი გემრიელია.

ჭანტურიაზე რომელიცაა მაგას რა ქვია?

Posted by: toyota12345 5 Feb 2019, 18:55
Fe11oW

ზოდიაქო. ადრე დარიანი ერქვა და გადაარქვეს.

Posted by: girvan_88 5 Feb 2019, 21:25
ჟინვალისკენ მგონი თეთრი დუქანი ქვია yes.gif

Posted by: ზურატი96 6 Feb 2019, 00:56
QUOTE (iosebovich @ 4 Feb 2019, 22:07 )
oshi
მაგაზე ამბობენ ზაზა კოლელიშვილისააო და რავიცი.

დუტასია როგორც მე ვიცი yes.gif


ზოდიაქო საუკეთესოა 2kiss.gif თელავში „კაპილონი“ არის კიდევ კარგი რესტორანი და მანდაც კაი ხინკალი აქვთ up.gif მეიდანშიც კარგი ჰქონდათ ძაან და დიდები თან საკმაოდ. დიდი ხანია არ ვყოფილვარ იმედია არ გააფუჭეს

Posted by: lav-100 6 Feb 2019, 02:45
QUOTE (ზურატი96 @ 6 Feb 2019, 00:56 )
QUOTE (iosebovich @ 4 Feb 2019, 22:07 )
oshi
მაგაზე ამბობენ ზაზა კოლელიშვილისააო და რავიცი.

დუტასია როგორც მე ვიცი yes.gif


კოლელიშვილის რაგბისტი შვილი აბირჟავებს ხოლმე შესასვლელთან ხშირად და ეხლა მივხვდი რატომ biggrin.gif

Posted by: რიკი 6 Feb 2019, 04:02
ცხვრის ხორცის ხინკალი სადაა კაი ვინ იცით?

Posted by: iosebovich 6 Feb 2019, 09:48
lav-100
მართლა აბირჟავებს თუ ღადაობ ? smile.gif ხო მე ეგრე მითხრეს კოლელიშვილებისააოო ...

რიკი
ცხვრის არ ვიცი და ბატკნის აქვთ პავილიონ გარდენში ნატახტარში. თუმცა სუ ბატკანი სადაა და შეიძლება ცხვრისასაც აკეთებენ.

Posted by: nutria-113 6 Feb 2019, 12:06
iosebovich
QUOTE
მართლა აბირჟავებს თუ ღადაობ ?

2 ჯერ ვნახე შიგნით ბართან მეც. ე.ი. მაგიტომ

Posted by: iosebovich 6 Feb 2019, 18:00
nutria-113
ესეიგი სწორი ინფორმაცია მქონია . ვაა კოლელიშვილები ნახეე. სულ წუწუნებდნენ , ესაო ისაო და აჰაა ვერ გახსნეს სახინკლეე smile.gif ღმერთმა მისცეთ ასმაგი კაცო პროსტა წუწუნი არ მიყვარს არც ჩემი არც სხვისი .

Posted by: oshi 6 Feb 2019, 20:46
nutria-113
მეც ვნახე.


სწრაფად მირჩიეთ აბა კარგი რამე, ყველაფერი ნორმალური რო იყოს:-) ხინკალიც და სხვა რამეც. მშია.

Posted by: iosebovich 7 Feb 2019, 18:15
ფასანაური დოლიძეზე ხინკალი გაუძვირებიათ და გაუხდიათ 0.90 თეთრი. ეგრევე 10 თეთრი აქვთ მომატებული. მოკლედ ნელნელა მივყავართ იქეთკენ რო ხინკალი 1 ლარი გახდება ყველგან. ხმელა პურზე გადადითო რაა და მაკარონზეო, სახინკლეც მიუწვდომელი გახადეს ამათ დდშ რაა.

Posted by: Frankens†ein 8 Feb 2019, 02:02
დღეს ვიყავი ჭანტურიას "ზოდიაქოში".
ადგილმდებარეობა კარგია.
ინტერიერი კარგია.
მომსახურება კარგია.
მენიუ კარგია, არ არის დატვირთული ზემდეტი რაღაცეებით.
ლუდიც კარგია, ნახევრად გაუფილტრავი, რაღაც გვარი იყო, იმის ლუდიო.
ქაბაბი კარგია.
ნადუღის და სულგუნის ხინკალი საუცხოო.
ჩვეულებრივი ხინკალიც კარგია, ერთ-ერთი კარგი ხინკალი ქალაქური სტილის ხინკლებიდან.
რაღაც საფირმო ხინკალი გავსინჯეთ კიდევ, 1.45 ლარი ღირდა, ერბოში შემწვარი/გამომცხვარი ხინკალი.
საინტერესო გემო ქონდა, მაგრამ ძაან მსუყე იყო,

ფასიც მისაღები.
25 ჩვეულებრივი ხინკალი, 10 საფირმო ხინკალი, 5 ნადუღის და სულგუნის ხინკალი, 2 ქაბაბი და 20 კათხა ლუდი.
სულ რაღაც 170 ლარი, 4 კაცზე.
ჯამში სადღაც 10 ხინკალი ან მეტი დაგვრჩა კიდეც, მეხუთე კაცსაც აიტანდა smile.gif

უბრალოდ ხინკლისგან უფრო მეტს ველოდი, ხალხის შეფასების მიხედვით.
თვითონ ხინკალი კარგი იყო, მაგრამ ეს ქალაქური სტილის ხინკალი არ არის "ის" ხინკალი მაინც.
"შემომეჭამას" ხინკალი პირველ ადგილზეა. საერთოდ ჩემთვის ნამდვილი ხინკალი მარტო ეგაა, რაც მიჭამია კვების პუნქტებში.
მეორეზე მაინც "ლუდის მოედანს" დავაყენებდი. ქალაქური სტილის ხინკლიდან ყველაზე მეტად მომწონს, უფრო თხელი ცომი აქვს. უბრალოდ ხინკლის საჭმელად უნდა მიხვიდე მანდ მარტო, სასმელში გაგწეწავენ.
"ზოდიაქოს" ხინკალში შიგთავსი ძალიან კარგია და ცომი ისე რა... არ შეესაბამებიან ერთმანეთს, "ლუდის მოედანში" გაგიჭირდება თქმა ცომი ჯობს თუ შიგთავსი.

აი HB-ს და "ზოდიაქოს" შორის გამიჭირდებოდა არჩევანის გაკეთება.
ინტერიერი "ზოდიაქოსი" ჯობს.
მომსახურება "ზოდიაქოსი" ჯობს.
ფასებით "ზოდიაქო" იაფია უფრო.
HB ლუდით ჯობს.
ხინკალიც HB მირჩევნია მაინც ალბათ.
შეიძლება მეტის მოლოდინი მქონდა აქ.

"ზოდიაქოში" აუცილებლად მივალ კიდევ, ნადუღის და სულგუნის ხინკლისთვის.
მასეთი გემრიელი არ მიჭამია არსად.

Posted by: iosebovich 8 Feb 2019, 13:49
Frankens†ein
კაია რო იყავი . მარა ეგ მაინც არაა თელავის ხინკალი. ცომი ცოტა სქელია. გემო თბილისის კვალობაზე გადასარევი მარა მაინც თელავი არაა. ქალაქურ ვარიანტში ჯერჯერობით ფასანაურია ჩემთვის საუკეთესო. რაც აქვთ კარგი აქვთ ფაქტია. მაგრამ მაგ ზოდიაქოში კიდე მივალ. სიტუაცია კარგია და ნადუღი ყველი მეც მაინტერესებს smile.gif

Posted by: Frankens†ein 8 Feb 2019, 14:00
iosebovich
QUOTE
მარა ეგ მაინც არაა თელავის ხინკალი. ცომი ცოტა სქელია. გემო თბილისის კვალობაზე გადასარევი მარა მაინც თელავი არაა

თხელი ცომი რო ქონდეს, შეიძლება შეედაროს "ლუდის მოედნის" ან "ჰბ"-ს ხინკალს.
"შემომეჭამას" ხინკალს ვერა.
თვითონ ხინკლის, ნამდვილი ხინკლის კონცეფცია, თუ არსებობს ასეთი, არის "შემომეჭამაში" რო აკეთებენ ისეთი.
ქალაქური სტილის ხინკალი, კუჭი რო ხორცზე მეტი აქვს, საერთოდ არ არის ავთენტური ხინკალი.
გემრიელი შეიძლება იყოს, კი ბატონო.
შეიძლება კი არა, არის კიდეც.

ხინკალი არის ეს:
(სინიც ესეთი მაქვს სოფელში)

user posted image

ხინკალს კუჭზე ხელი ვერ უნდა მოკიდო, თუ მოკიდებ, უნდა გაგისრიალდეს smile.gif



ფასანაურის ხინკალს რაც შეეხება, კარგი ხინკალია, მაგრამ ქალაქური სტილის ხინკლებიდან "ლუდის მოედნის" მირჩევნია მე ცალსხად.
და არამარტო მე, ბევრ ხინკლის მოყვარულსაც.

Posted by: freemason13 8 Feb 2019, 16:14
რიკი
QUOTE
ცხვრის ხორცის ხინკალი სადაა კაი ვინ იცით?



აქ გავსინჯე და ასე ვთქვათ კარგი იყო
https://www.facebook.com/168024453612778/photos/რესტორანი-ჩაბარუხი-2-დუშეთის-რაიონი-სოფელი-მენესო-ჩვენთან-უკვე-ყველას-შეუძლია-მო/168358976912659/

Posted by: Keti-Ket 9 Feb 2019, 00:52
დღეს გავსინჯე ფასანაურის ხინკალი დოლოძეზე. არ ვიცი ან ამდენი პოზიტიური გამოხმაურების მერე ზედმეტად დიდი მოლოდინი მქონდა ან მართლა განსაკუთრებული არაფერია.
საფირმო და საქონლის ხორცით შევუკვეთეთ. საფირმო საერთოდ აბსოლუტურად ჩვეულებრივი მომეჩვენა, საქონლის კი ზეგანსაკუთერებული არაფერი, მაგრამ ჯამში მაინც ძალიან კარგი, უბრალოდ გიგანტი კუჭებით.
სამაგიეროდ ქაბაბი ბოლო პერიოდში გასინჯულების ფონზე უჩვეულოდ გემრიელი იყო, თან იმდენად დიდი, ერთი ქაბაბი ორმა ადამიანმა გავიყავით.
და კიდევ ბოსტნეული გრილზე საოცრად გემრიელი.

მინუსებიდან - ჯერ წყლის მოტანა დაავიწყდათ, მერე ქაბაბის, სანამ არ ვუთხარით მეორედ

კლიკეს და ფასანაურის შედარებაში მაინც კლიკე მირჩევნია.

Posted by: iosebovich 9 Feb 2019, 13:26
Keti-Ket
ქალაქური უნდა შეგეკვეთათ. საქონლის სპეციფიურია მაინც თუმცა არაა ცუდი. საფირმოც წარმოიდგინე ვერ ჯობია ქალაქურს და მოხევურს. შემდეგში ეგენი შეუკვეთეთ. ქაბაბი მართლაც სუპერ. აბა კლიკე არ ვარგაო აქ ბევრჯერ დაწერეს ...

Posted by: oshi 9 Feb 2019, 18:14
Keti-Ket
ფასანაურის ხინკალი დოლიძეზე მეც ვჭამე გუშინწინ. არ მომეწონა, თუმცა მწვადი ქონდათ ძალიან გემრიელი!


შემომეჭამას ხინკალი ლიდერობს ისევ. ახლა ერთ ტაქსისტს ჩავუჯექი და გადარეული მიყვებოდა წინა კვირას რა მაგარი ხინკალი ჭამა ისეთ ადგილას, სადაც სულ არ მოელოდაbiggrin.gif მივხვდი ეგრევე:-) ხოდა მოკლედ აუცილებლად დააგემოვნეთ, ვისაც არ გაგისინჯავთ

Posted by: iosebovich 9 Feb 2019, 18:58
oshi
მდაა . გემოვნებაზე არ დაობენო მარა შემომეჭამას ხინკალი ბოლო ადგილზეა. სიპატარავით, მლაშეობით და დიდი ვერაფერი გემოვნობით . ქაბაბიც დიდი არაფერი. აი მაგ ხინკალზე 0.90 თეთრის დადება არის დანაშაული რაა. ნუ მე მანდ მიმსვლელი აღარ ვარ და ეტყობა ფულიან ხალხზე კარგად მუშაობენ smile.gif

Posted by: oshi 9 Feb 2019, 19:01
iosebovich
როდის იყავი? მე სამი თვის წინ ვიყავი და ძალიან მომეწონა. იმის მერე არ ვყოფილვარ.

Posted by: iosebovich 9 Feb 2019, 19:58
oshi
3 კვირის წინ ვიყავი. სულ სხვა მოლოდინი მქონდა ისე აქებდნენ მარა სრული იმედგაცრუება. სამწუხაროდ როგორც ვხედავ ეტყობა თავიდან ძალიან კარგი იყო და მერე როგორც ხდება ქართულ ბიზნესში ისე მოხდა. იქვე დავახურე თავზე ყველაფერი მარა განრინებული სახით მისმენდა . და ძვირი იმ კუთხით რო ეგ ცეროდენა ხინკლები 15-20 უნდა აიღო ერთ კაცზე რო რამე გაიგოს დანაყრების smile.gif მოკლედ არა , ჩემთვის ჩამოწერილია. დამრჩა HB იუსტიცია ვნახავ მაგასაც და თბილისის წრეც შეიკვრება. რავი კლიკეზე დაწერეს არაფრად არ ვარგაო და ამოვიღე სიიდან.

აქ ხო არ ყოფილხართ ვინმე ? რავი ძალიან აქებს დაა.




არ წახვიდეთ. კომენტარებში ლანძღეს მაგრად შონზო. დაგიჯერეთ წავედით და კატასტროფა იყოო ...

Posted by: reddoc555 9 Feb 2019, 20:50
ფასანაურის ხინკალი გავსინჯეთ ლეონიძეზე, აი სტანდარტულზე სტანდარტული იყო. თვითონ ხინკალი პატარა იყო უზარმაზარი კუჭებით, არაფრით გამორჩეული. არა და 90 თეთრი ღირს,
ნუ მეორეთი მანდ რომ არ წავალ ზუსტად ვიცი.

Posted by: Keti-Ket 9 Feb 2019, 22:27
iosebovich
მაინც გემოვნების ამბავია. როგორც ვთქვი, საქონლის მომეწონა, თუმცა რაღაც განსაკუთრებულად არ მომეჩვენა. კლიკე მე მაინც ყველაზე მეტად მომწონს, მიუხედავად იმისა რომ არ აქვს ძალიან თხელი ცომი (თუმცა არც ზემოჩამოთვლილების ხინკალზე უარესი) და კუჭებიც საკმაოდ დიდია.

oshi
როგორც ჩანს, სტაბილურად კარგი ხორცი აქვთ ხოლმე და მაგიტომ არის ყველა ხორციანი კერძი მაგათთან განსაკუთრებულად გემრიელი

Posted by: iosebovich 9 Feb 2019, 22:51
Keti-Ket
განსაკუთრებული არცერთი ხინკალი არაა თბილისში. არის შედარებით კარგი სხვა უამრავ საშინელებასთან შედარებით. სულ ეგაა მთელი ფილოსოფია. სადღაც ათამდე ადგილია რომლებშიც რამე გემოს ჩაატან . დალშე სრული საშინელება და ნაგავი ინდური ხორცით გაკეთებული. ასეთი ამბებია.

Posted by: toyota12345 10 Feb 2019, 02:01
მე როგორც ვხვდები ყველა სახინკლე თუ რესტორანი ძირითადად ტურისტებზე მორგებული ფასებით მუშაობს. შემომეჭამაში ზაფხულს ვიყავი და მანდ მეორედ ჩემი ფეხი აღარ იქნება! რაც არ უნდა გემრიელი იყოს ხინკალი 90 თეთრს არ გადავიხდი მაგ პელმენის დონის ხინკალში. და საერთოდაც რაღაც მუღამი არ მაქვს თბილისში არანაერ რესტორანში მისვლის. ცოტა მეტი შემოსავალი და კარგი ხელფასი რომ მქონდეს ალბათ სხვანაერად ვიფიქრებდი. ხინკალზე თუ გავალ მხოლოდ ქალაქგარეთ მცხეთა ან ფასანაური.

Posted by: Internet_Contraband 10 Feb 2019, 03:38
ტაბლა სალონი ვაკე - ში ვის გაქვთ მთიულური გასინჯული? ერთხელ ვჭამე მაგრად მომეწონა, მეორეჯერ - ისე აღარ...

Posted by: oshi 10 Feb 2019, 10:08
iosebovich
ცუდია ეგრე თუ დააპატარავეს და გააფუჭეს. სამწუხაროდ ხარისხის შენარჩუნება მუდმივად ან დროის რაღაც მონაკვეთშიც ვერ ხდება, მაგის გამო ხშირი სიახლეები (ძირითადად ნეგატიური) ხვდება მომხმარებელს. პილმენებად თუ გადააქციეს რაღა მუღამი უნდა ქონდეს:-) ვაპირებდი ამ დღეებში ასვლას, მაგრამ აღარ ავალ.


გუშინ ვიყავი მასპინძელოში მეიდანთან და ხინკალი ქონდათ კატასტროფულად მლაშე!! გემოც საშინელება! თან რო გეკითხა საფირმო იყო და ცომიც სახლურ პირობებში დამზადებული ( ყოველშემთხვევაში ასე ეწერათ მენიუში) ჰოდა ერთი რო გავსიჯეთ მეც და სხვამაც დავადგინეთ რო მლაშეა და ვუთხარი მომსახურე პერსონალს. წაიღო და მალევე მოდის ის ტიპი ვინც მაგიდებს კურირებს და რაღაც აროგანტული თავდაჯერებულობით ამბობს, მე ახლა გავსინჯე და ყველაფერი თავის გემოზე აქვსო:—D აღარ დავუწყე გამოკიდება და არც იმის მტკიცება, მაგიდების კოორდინატორს დეგუსტაციის ასეთი ობიექტური ნიჭი საიდან აღმოაჩნდაbiggrin.gif თითქოს გემოს პრობლემა მე მქონდა და ვერ მივხვდი საოცარი ხინკლის გემოს:-)თუ მაქეთ დააპირებთ, ნაგავი ხინკალი აქვთ და არ გირჩევთ. რუსებს ალბათ მშვენივრად ატენიან. :-)

Keti-Ket

ჰო მგონი ეგრეა, მეორე დღეს გამოვიწერეთ მერე მწვადები და იქაც კარგი იყო:-) რამდენი ხანი შეინარჩუნებენ სიკარგეს საკითხავია:-)

Posted by: iosebovich 10 Feb 2019, 11:17
oshi
მასპინძელოზე გეკითხა ძამიკო და გეტყოდით რო მანდ არ მიხვიდე არასოდეს. ეგ მასპინძელო დამთავრდა 10 წლის წინ . ეხლა ალბათ ტურისტების ხარჯზე თუ არსებობენ თორე თბილისელები აღარ დადიან.
შემომეჭამას უნამუსობას კიდე საზღვარი არა აქვს. პელმენში 0.90 თეთრი ხალხის ძარცვა და აბუჩად აგდებაა.

მოკლედ ის პავილიონი გარდენი დაგვრჩა წეროვანში სანახავი. მანქანა თუ გყავთ ვინმეს ორგანიზება შეიძლება. ხინკალი და ქაბაბი კაი ფასებია და მეტი რა გვინდა smile.gif

Posted by: oshi 10 Feb 2019, 12:11
iosebovich
ჩემი ინიციატივა არ ყოფილა იქ წასვლა, მაგრამ დაახლოებით მივხვდი შესვლისთანავე რაც იყო. ტურისტებით იყო სავსე. უბრალოდ 24 საათიანი გვჭირდებოდა, ძაან გვიან მოგვინდა რაღაცეები და ეგ იყო მიზეზიც მანდ მისვლის.

დაბლაა მანდვე სიონთან სენატი, ალბათ ეგაც იგივე კატეგორიისაა. გადავსებული იყო.biggrin.gif


დავიჯერო წეროვნამდე არაფერია თბილისში?

ყველაზე კარგი იქნება რამე ინტერნეტ ბაზა რომ იყოს რა, სადაც მომხმარებელი შეაფასებს ქულებით. ევროპაში მაგით ხშირად ხვდები, დასხლოებით როგორი რესტორნის კარი შეაღე, პერსონალი როგორია, პორციები ან ხარისხი და გემრილობა.
* * *
თან როცა ასეთი სახის შეფასებებზე ორიენტირდება მომხმარებელი, ხარისხსს და კონკურენციას აკონტროლებენ რესტორნებიც. ტურისტებიც ხვდებიან სად როგორი ხარისხია.

Posted by: toyota12345 10 Feb 2019, 12:23
ჩემო კარგო რესტორანი ადრე რომ დავპოსტე მანდაც შეიარეთ! ხინკალი ყაზბეგური კვლიავით ძალიან მაგარი ქონდათ ფასი 85 თეთრი და ზომაც საკაიფო იყო. უბრალოდ მიმტანმა გოგომ შეგვცა რასაც ქვია კიდევ რას დაამატებთ და მსგავსი კითხვებით ყოველ 10 წუთში.

Posted by: Keti-Ket 10 Feb 2019, 15:24
iosebovich
თბილისთან ახლოს არც ერთგან არ მომწონებია. ე.წ. სალობიეში რომ ხინკალი იყო, ეგეთი მგონი ასაწონიც არ არის. ჩვენი ეზოს მენიუდან ბევრი რამ მომწონს, მაგრამ ხინკალი არც მაგათი

Posted by: iosebovich 10 Feb 2019, 15:31
Keti-Ket
კი ბატონო მარა ეს პავილიონი გარდენი გატესტეთ? დაველოდოთ ფრანკენშტეინს მაშინ. მე მარტამდე ვერ მოვხვდები მანდეთ თორე არ მეზარება . ნატახტრის ველში აქვთ ხოლმე კარგი ხინკალი. პატიოსანი კაცის დუქანში არ ვარ ნამყოფი. ჩვენ ეზოზე გეთანხმები.
მცხეთის სალობიოზე ხო გეთანხმები და გეთანხმები. მანდ არაფერი არ იჭმევა და ხინკალს მგონი კონსერვისაგან აკეთებენ რაა. იმენნა საწამლავი.

Posted by: მამაო ენუქი 10 Feb 2019, 19:42
ზოდიაქოში მოვხვდი როგორც იქნა, ხინკალი მართლა საუკეთესო აქვთ, მწვადი ისეთი კახეთს რო არ ეკადრება და ქაბაბი ჯობია არ ჭამო საერთოდ biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 10 Feb 2019, 20:23
პატარაა, მაგრამ ღირს "შემომეჭამას" ხინკალი 90 თეთრი.
10 ხინკალი + კათხა ლუდი 15 ლარში ჩაეტევი.
და გემრიელი ხინკლის ჭამაში 15 ლარის გადახდა ნორმალური მგონია.
დალევა, სუფრის ჩაზნექვა და ქეიფი თუ გინდა, არ უნდა მიხვიდე მანდ.
ფასებს რომ თავი დავანებოთ, არ არის სამაგისო სიტუაცია.

Posted by: fermina 10 Feb 2019, 21:11
Frankens†ein

მართალი ხარ, ლანჩზე მივდივართ ხოლმე ხანდახან თანამშრომლები და 15 ლარი გამოგვდის თითოს საშუალოდ, ანუ 4-5 გოგო, ყველაფერი სუფთაა, შენი თვალით უყურებ, რომ საუკეთესო პროდუქტისგან ამზადებენ. ჩასასკდომი და საქეიფო სიტუაცია არაა ნამდვილად.


Posted by: marimari11 10 Feb 2019, 21:11
საბურთალოზე ყველაზე კარგი რომელია? biggrin.gif

Posted by: Keti-Ket 10 Feb 2019, 21:35
iosebovich
არა, არ ვყოფილვარ, სიმართლე ვთქვა ვერც მივხვდი ზუსტად რომელია ან სად არის. თან ქალაქგარეთ მე ცოტა დაგეგმილად თუ გამომივა წასვლა, თორემ ამდენი გამოხმაურების მერე კი ღირს დატესტვა.

Posted by: Frankens†ein 11 Feb 2019, 09:43
iosebovich
QUOTE
დაველოდოთ ფრანკენშტეინს მაშინ. მე მარტამდე ვერ მოვხვდები მანდეთ

ტყუილად არ მელოდოთ smile.gif
მარტამდე მეეჭვება გავიხედო მაქეთეკენ smile.gif
ამ შაბათ-კვირას კორპორაციული წვეულება გვქონდა კაჭრეთში.
საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე ხო ფიგურირებდა მწვადი, დილას საუზმეზეც მწვადი, მერე იქიდან თანამშრომელთან გამოვიარეთ საგარეჯოში და დაგვახვედრეს მწვადი/ხაშლამა...
ძროხას და ღორს თვალებში ვერ ვუყურებ, ანეკდოტის არ იყოს smile.gif

Posted by: iosebovich 11 Feb 2019, 16:56
Frankens†ein
ოკ. მარტში დედის დღეზე თუ ჩავედი კი დავწერ რა და როგორაა. იქამდე კი მთელი 3 კვირაა. მანამდე თუ ჩავიდა ვინმე მოიწერება ალბათ ..

ამათი ხინკალი გასინჯეთ ვინმემ ? საინტერესოა. ფასები 0.80 ყველაფერი კარტოფილის ხინკლის გარდა . უნდა წამოიღოთ და სახლში მოხარშოთ. გაყინული არაა .


Posted by: oshi 12 Feb 2019, 16:21
მაინც მოვხვდი შემომეჭამაში. მოგახსენებთ როგორია. ველოდები დიდი ინტერესით



* * *
მოვიდაააა———
დავიწყე:-D

გამოიყურება ასე. პატარები, მაგრამ საკმაოდ შეკრული ხინკლებია (აქ ჩავარედაქტირებ, ვიზუალურად ჩანს, რომ შეკრულია, მაგრამ ერთი გადაყლაპვაა) :-) ცომს ეტყობა სხვანაირობა
user posted image
* * *
გადავსანსლე წამის მეასედში:-D აი ყველაზე პატარა ხინკლებია და მაქსიმუმ 50 თეთრი უნდა ღირდეს! სხვა შემთხვევაში ყველაზე გემრიელია, რაც ამ ბოლო დროს გამისინჯავს:-)


მოკლედ გემო ძალიან კარგი! ფასი და მოცულიბა შეუსაბამო:-)

Posted by: Frankens†ein 12 Feb 2019, 16:57
oshi
QUOTE
ყველაზე გემრიელია, რაც ამ ბოლო დროს გამისინჯავს:-)

ამას ვამბობ მეც
QUOTE
გემო ძალიან კარგი! ფასი და მოცულიბა შეუსაბამო

ამასაც, მაგრამ შენს სურათზე რაც არის, მაგას პლუს ერთი კათხა ლუდი ან ერთი ბოთლი ლიმონათი არის მაქსიმუმ 15 ლარი...
და ყოველდღე შეიძლება არ იარო შეუსაბამო ფასის გამო, მაგრამ 15 ლარის გადახდა ღირს გემრიელი ხინკლის გემრიელად ჭამაში.

Posted by: oshi 12 Feb 2019, 17:11
Frankens†ein
ქაბაბიც გავსინჯე და კარგია!

ნუ ერთი კაცისთვის ერთი პორციის პირობაზე ჰო. 15 ლარი არაა ბევრი. თუ დაგანაყრებს ოღონდbiggrin.gif

ისე გუშინ ვიყავი ხინკლის სახლში აეროპორტის გზაზე და არ იყო ცუდი! გემრიელი იყო, მაგრამ რეპერტუარი და სიტუაცია იყო კოშმარი.

Posted by: fermina 12 Feb 2019, 17:14
oshi
QUOTE
Frankens†ein
ქაბაბიც გავსინჯე და კარგია!


ქაბაბი როგორც მახსოვს იყო ძალიან კარგი!

თან სისუფთავე და კარგი პროდუქტი, შენ თვალწინ მზადდება, მოკლედ ბევრი პლიუსი აქვს.

Posted by: oshi 12 Feb 2019, 17:23
fermina
კი ქაბაბი კარგი იყო! ჰო სისუფთავე არის ნამდვილად!

Posted by: Frankens†ein 12 Feb 2019, 17:33
oshi
fermina
QUOTE
ქაბაბიც გავსინჯე და კარგია!

ალბათ კარგია, მაგრამ ქაბაბს, როგორც ცალკე კერძს არ ვაღიარებ smile.gif
სახინკლეში არასოდეს შემიკვეთია ქაბაბი ხინკლის გარეშე biggrin.gif
ხინკალს ხო უკვეთავ და მარტო ხინკალი თუ არ გინდა, უკვეთავ ქაბაბსაც biggrin.gif
შემომეჭამაში ნაღდად არ შევუკვეთავ ქაბაბს smile.gif მხოლოდ ხინკალს smile.gif
წლების წინ ქაბაბს რო ვჭამდი, მეეჭვება ისეთი არსებობდეს კიდე.
ურეკში ჩემი სახლის გვერდზეა საზანდარი და ზაფხულობით ერთი ხანშიშესული მექაბაბე ყავდათ ხოლმე, 25 წელი მექაბაბე იყო.
მემწვადე, მეხინკლე და სხვა რამე კი არა, მექაბაბე biggrin.gif
და სასწაულ ქაბაბს აკეთებდა, ეხლაც მახსოვს.
მეგობრები იყვნენ ჩემთან სტუმრად და 10 დღე დილაობით ყოველდღე დავდიოდით და ქაბაბს ვჭამდით მარტო smile.gif

ბიკენტიას ქაბაბზე (თბილისში) კი ვარ ნამყოფი სპეციალურად ქაბაბისთვის, მაგრამ დიდი არაფერი ქაბაბია.
სოუსი აძლევს იმ განსაკუთრებულობას.
სოუსის გარეშე საშუალოსტატისტიკური ქაბაბია, შეიძლება უფრო დაბალი ხარისხისაც...

Posted by: oshi 12 Feb 2019, 18:01
Frankens†ein
გეთანხმები ქაბაბზე. ეგ არი აქსესუარი და გემოც არ არის დასამახსოვრებელი:-) მე მშიოდა და დავამატე, თორემ მარტო ხინკალი საკმარისი იყო.


აი შეშელიძეზე ვჭამე ერთხელ რაღაც ნახევარმეტრიანიbiggrin.gif მარტო დაგრძელება იცოდნენ და მაგას ეძახდნენ სამეფოს. თან იქამდე თუ მიხვიდოდი ცოცხალი ან უკან დაბრუნდებოდი საკითხავი იყოbiggrin.gif

Posted by: Lallana 12 Feb 2019, 18:03
კარგით რა ეგ შემომეჭამას ხინკალი როგორ გყოფნით 10 ცალი მშიერ და გურმან კაცს biggrin.gif biggrin.gif


ძალიან პატარები, 10 ცალი ეგ არაფერი არ არის, 1 საათში ისევ მშიერები იქნებით )))

Posted by: oshi 12 Feb 2019, 18:08
Lallana
ხოდა მაგაშია საქმე. :-D

Posted by: Frankens†ein 12 Feb 2019, 18:08
Lallana
QUOTE
კარგით რა ეგ შემომეჭამას ხინკალი როგორ გყოფნით 10 ცალი მშიერ და გურმან კაცს

10 ხინკალი უნდა ეყოს წესით ნორმალურ ადამიანს დასანაყრებლად.
საუზმეზე, სადილზე ან ვახშამზე არასოდეს მაქვს მაგაზე მეტი მოცულობის საჭმლის მიღების მოთხოვნილება.
4-5 ხინკალიც საკმარისია.

და გადაჭარბებული ქეიფი და ზომა-წონის არქონა რასაც ქვია, რაც ასე ახლოსაა ქართველი კაცისთვის, ახალი წლის, აღდგომის თუ სხვა სადღესასწაულო დღეებში, მაგიტო გვავს სტაბილური წონის შენარჩუნების პრობლემა.

Posted by: Lallana 12 Feb 2019, 19:05
Frankens†ein

როგორი ზომიერი მჭამელიც არ უნდა იყო კაცი, ეგეთი პატარა 10 ხინკალი არაფერი არ არის

Posted by: Frankens†ein 12 Feb 2019, 19:54
QUOTE (Lallana @ 12 Feb 2019, 19:05 )
Frankens†ein

როგორი ზომიერი მჭამელიც არ უნდა იყო კაცი, ეგეთი პატარა 10 ხინკალი არაფერი არ არის

არც მადას ვუჩივი და არც ვინმეზე ნაკლები გურმანი ვარ.
მაგრამ შუადღეს 2 საათზე რომ ვჭამო შემომეჭამას 10 ხინკალი, მინიმუმ საღამომდე არ მომშივდება.
რო მივადგე 20 ხინკალსაც კი შევჭამ, მაგრამ ბოლო ხინკლის ჭამიდან 10 წუთში სანანებელია უკვე, ხვდები რომ ზედმეტი მოგივიდა.
10 ხინკალს რო შეჭამ, შეიძლება დაგრჩეს შეგრძნება რომ კიდევ შეჭამდი, მაგრამ რამდენიმე წუთში უკვე ხვდები რომ ამაზე მეტი არ იყო საჭირო...


და არაფერი ძაან პატარა ხინკალი არ არის.
პატარაა დამახინჯებულ ქალაქური სტილი ხინკალთან შედარებით.
თორემ ნამდვილი ხინკალი ამ ზომისაა, მთაში რასაც აკეთებენ ოჯახებში.
ერთი ხინკალი მინიმუმ სამი პელმენის ზომის იქნება.
და 30 პელმენი კი უნდა ეყოს ნორმალურ ადამიანს და არ უნდა დარჩეს შიმშილის შეგრძნება.




შაურმა ავიღოთ მაგალითად,
ორ-სამ თვეში ერთხელ ვჭამ ხოლმე, მიყვარს.
მაგრამ ერთ სტანდარტული ზომის, 6 ლარიან შაურმას რომ შევჭამ, მთელი დღე აღარაფერი მინდა საჭმელი.
არადა ნახევარზე რო ვარ, ვიცი რომ საკმარისია, მაგრამ არ/ვერ ვტოვებ, გემოთი მიყვარს.~
და 10-15 წუთში ცუდად ვარ უკვე smile.gif
და რამდენიმე თვე შაურმის ხსენებაც არ მინდა, სანამ არ გადამავიწყდება შეგრძნება და ისევ არ მომინდება.

და არის სასტავი, ჩემზე გამხდრები, დიდ, 12 ლარიან შაურმას რო ჭამენ, დაახლოებით 2.5-ჯერ მეტია ზომაში სტანდარტულზე.
ეგ არანორმალური მგონია მე.
ეგ დაგემოვნება აღარაა.
ეგ არის მუცლის ამოვსება.
და არაფერი აქვს საერთო გურმანობასთან.

Posted by: shaka4 12 Feb 2019, 22:15
QUOTE (მამაო ენუქი @ 10 Feb 2019, 19:42 )
ზოდიაქოში მოვხვდი როგორც იქნა, ხინკალი მართლა საუკეთესო აქვთ, მწვადი ისეთი კახეთს რო არ ეკადრება და ქაბაბი ჯობია არ ჭამო საერთოდ biggrin.gif

ეგ რომელ ზოდიაქოში? თელავში თუ თბილისში? :დ

Posted by: მამაო ენუქი 12 Feb 2019, 23:33
shaka4
თელავში .

Posted by: BeerLover 13 Feb 2019, 00:57
მამაო ენუქი

რაც ეგ მწვადი და ქაბაბი დაამატეს იმის მერე არ ვყოფილვარ თელავში, არადა ადრე ხშირად მიწევდა ხოლმე ჩასვლა

თვის ბოლოს მინდა ჩავიდე, მომენატრა მაგათი ხინკალი

მწვადი და ქაბაბი ნორმალურებია თუ ცუდები? biggrin.gif

Posted by: Mstyle 13 Feb 2019, 11:43
oshi
Keti-Ket
iosebovich
მამაო ენუქი
Frankens†ein
fermina

ბოლო გვერდების აქტიური მპოსტველები მოგნიშნეთ.

ასე ცალკე სიარულს, ერთი შეკრება ხინკალზე გავაკეთოთ. ქალაქგარეთ უფრო რთული იქნება და თუნდაც თბილისის ზოდიაქო ავარჩიოთ.

რა აზრის ხართ? ვინმე იცნობთ საერთოდ აქედან ერთმანეთს?

Posted by: oshi 13 Feb 2019, 11:52
Mstyle
არავის ვიცნობ.

კარგი აზრია, დროს და სივრცეში თუ დავემთხვევით.


გუშინ ვჭამე გემრიელი ხინკალი! ზოგადად იქ ხშირად მივდიოდი, მაგრამ კარგა ხანია არ ვყოფილვარ .. ჰოდა მეგობარმა კარგ ხინკალს აკეთებენ ამ ბოლოსო და მივიდეთო. ოქროს კათხას ვგულისხმობ , ბელიაშვილზე. ძალიან გემრიელია, რბილი ცომი და შიგთავსიც წვნიანი, ხორციც და შეზავებაც იდეალური. ლუდიც გამოსწორებული მეჩვენა. მწვადი არ მომეწონა იმდენად.

80 თეთრი ღირს და საკმაოდ დიდებია. მაქსიმუმ რვა შემეჭამა.

Posted by: მამაო ენუქი 13 Feb 2019, 12:36
BeerLover
მწვადი ნორმალურია, მარა უკეთესს აქაც შეჭამ იქ რო არ წახვიდე, ხინკლის გამო კი ღირს წასვლა, ქაბაბი მშრალი იყო ძალიან, შეიძლება ხინკლის მერე არ დამევასა არაფერი იმდენად გემრიელი იყო biggrin.gif

Posted by: fermina 13 Feb 2019, 13:17
Mstyle

არც მე ვიცნობ არავის ამ თემაში მპოსტავთაგან და თან გენდერულ უმცირესობაში არ მინდა ვიყო, ასე რომ რო რამე წამოვალ, მაგრამ უკეთესია, თუ სხვა მდედრობითი სქესი სფორუმელიც იქნება biggrin.gif

Posted by: iosebovich 13 Feb 2019, 13:30
არავის ვიცნობ მარა თქვენ გვერდით მიგულეთ როგორც კი იტყვით. ესაა თბილისში არ ვიქნები 1 მარტამდე. მამაო ენუქ ესეიგი გვესმის ხო ხინკლის თემა თელავის ზოდიაქოს რო ვაქებთ? smile.gif რაც კარგია კარგია ნამდვილად რაა. სუპერ. სამწუხაროდ თბილისში მაგ დონის არაა არცერთ სახინკლეში.

Posted by: Keti-Ket 13 Feb 2019, 14:15
არავის ვიცნობ აქ მპოსტავთაგან არც მე, მაგრამ წამოვალ და ბარემ ყველას ერთად გავიცნობ. მართალია ლუდს არ ვსვამ, მაგრამ ხინკალი თუნდაც თბილისის ზოდიაქოს მაინტერესებს.

პარასკევი საღამო ან შაბათი მაწყობს

Posted by: Frankens†ein 13 Feb 2019, 16:54
მე პირადად ხინკლის საჭმელად ზოდიაქოში აღარ წავალ, თბილისში.
ნადუღს+სულგუნის ხინკალი თუ მომინდება, კი...
თელავში მიწევს ხოლმე ჩასვლა და ვნახავ აბა იქაურსაც.

Posted by: Mstyle 14 Feb 2019, 14:18
dimaopena
eldiablo
Jonatahn_smith
და თუ ვინმე გამომრჩა კიდევ აქტიური წევრებიდან მონიშნეთ და შემოგვიერთდით. თან გავიცნობთ ერთმანეთს

თბილისის ზოდიაქოში წავიდეთ თუ სად გირჩევნიათ?

Posted by: mamalo2 14 Feb 2019, 15:44
ამ დღეებში გახლდით ვარაზის ხევში , მარცხენა მხარეს, ხინკალი ნამდვილად ნორმალური იყო, ფასი 1 ლარი, ნუ ამ ფასში კი უნდა იყოს ნორმალური, სხვა დანარჩენიც არაუშავდა, ზოგადად საშუალოზე ძვირი დაწესებულებაა.

Posted by: evalota 14 Feb 2019, 19:04
ჩემი ფავორიტი კახელების დესერტია. :sups: მართლა დესერტია, ისეთი ფასი აქვს. biggrin.gif
ზოდიაქოში თუ დარიანშიც საკმაოდ კარგი იყო.
შემომეჭამამ დამაინტერესა.

Posted by: iosebovich 14 Feb 2019, 22:24
Mstyle
გავდივარ ქალაქიდან და ჩამოვალ 28-ში. თუ მანამდე არ წახვედით მერე როცა იტყვით თქვენ გვერდში ვარ.

Posted by: მამაო ენუქი 14 Feb 2019, 22:27
ცოტა ძნელი ამოსარჩევია ხინკალი და ლუდიც კარგი რო იყოს ეგეთი სახინკლე თბილისში old.gif

Posted by: BeerLover 14 Feb 2019, 22:31
მამაო ენუქი

მგონი არც ისე ძნელია

9 მთა

ვარაზის პაულანერი

ჰბ

დოლიძის ფასანაურში თუ არ ვცდები ფრანცისკანერი აქვთ

თამარაშვილის ჰაკერ-ფშორი

კიდე იქნება რამე biggrin.gif


Posted by: მამაო ენუქი 14 Feb 2019, 22:40
BeerLover
ვაიცენ პლსენები საუკუნეა აღარ დამილევია.
9 მთა მოჟნა, მარა მანდ ხინკალი არასდროს ამიღია, ვარგა ? boli.gif

Posted by: BeerLover 14 Feb 2019, 22:42
მამაო ენუქი

თბილისში უკეთესი არ მეგულება

თუმცა ფასიც არაა სტანდარტული

ისე ჩემთვის ხინკალი და ლუდი ერთმანეთთან არანაირად არ ასოცირდება biggrin.gif გინდა ვაიცენებს ვგულისხმობდეთ და თუ გინდა პილსნერ/ლაგერებს

Posted by: მამაო ენუქი 14 Feb 2019, 22:50
BeerLover
საერთოდ არ მიყვარს მე ხინკალი ლუდზე, პროსტა თემაში დაიწერა, ძეხვეული და რო გამოძღები მერე ყველი ზაკუსკათ.

Posted by: BeerLover 14 Feb 2019, 22:53
მამაო ენუქი

ზოგი ლუდისთვის ძეხვიც ზედმეტია

ბელგიურებს და იპებს ჩემი აზრით ყველაზე მეტად ყველის დაფა უხდება... თაფლით, თხილეულით, ზეთისხილით და ა.შ.

აი ვაიცენებთან და მსგავსებთან კი ბატონო, ძეხვეული და ზოგადად მშრალი ხორცეულობა ასწორებს, წვნიანი ხინკალი ძალიან ამოგდებულია თემიდან

Posted by: მამაო ენუქი 14 Feb 2019, 23:14
BeerLover
საერთოდ კაი სასმელს არ ჭირდება მიყოლება old.gif

Posted by: BeerLover 14 Feb 2019, 23:15
მამაო ენუქი

მივედით ჭეშმარიტებამდე biggrin.gif up.gif


Posted by: მამაო ენუქი 14 Feb 2019, 23:17
BeerLover
ლუდი, კონიაკ ვისკიში ნამეტანი ტრაკში პერო ვარ, აი ღვინოში ჭეშმარიტი ლოთი biggrin.gif

Posted by: BeerLover 14 Feb 2019, 23:19
მამაო ენუქი

ხოდა უახლოეს მომავალში შეგეხმიანები biggrin.gif

ლუდის თემიდან ვაპირებთ 9 მთაში შეკრებას და შემოგვიერთდი up.gif

საჭმელს არც ვიღებთ ხოლმე, მაქსიმუმ ყველის დაფა და ფრი... წინაზე ეგეც არ ავიღეთ, ისე ვსვით სტოუნები და ბრიუდოგები... მანამდე მიკელერის იმპ სტაუტიც მივეცი 1 ჭიქა და ვიყავი ბოლოს ბედნიერი biggrin.gif

კონიაკი და ვისკი ჩემგან შორს, არ მიყვარს სპირტიანი სასმელები biggrin.gif

აი ღვინო ხელოვნებაა, მაგრამ ფუჟერით და ზომიერად ვერა რა... ჩემი სნობური დამოკიდებულება ალკოჰოლის მიმართ ეგრევე ქრება, როცა ღვინის სუფრას მივუჯდები ხოლმე და იღვიძებს ჩემში ნამდვილი ლოთი biggrin.gif

Posted by: Mstyle 15 Feb 2019, 09:55
ხინკლისტებო, ვის გცალიათ დღეს? სამსახურების მერე გაწყობთ? 7-ზე ან რვის ნახევრისთვის

Posted by: Keti-Ket 15 Feb 2019, 11:47
მე მაწყობს 7-ზე, ნუ ცოტა უფრო გვიანაც. ვნახოთ სხვები რას იტყვიან

Posted by: zigmundi32 15 Feb 2019, 12:06
BeerLover
QUOTE
დოლიძის ფასანაურში

ხინკალი აღარ მომეწონა ბოლოს მოხეური, ადრე უფრო კარგი იყო

Posted by: iosebovich 15 Feb 2019, 12:54
zigmundi32
აი ერთი ხარისხი ვერ უჭირავთ ვერსად რაა. გაიხედავ ისეთი აღარაა რასაც სულ ელოდები. ქართული ბიზნესის დიდი უარყოფითი მხარეა ეგ.

Posted by: zigmundi32 15 Feb 2019, 13:21
iosebovich
ორნი ვიყავით მესამე ბავშვი, არაფერი ისეთი წავისადილეთ 100 ლარი
ფასები ხარისხთან შესაბამისი არ არის

Posted by: toyota12345 15 Feb 2019, 13:24
ქალაქგარეთ ან სადმე სოფლებში დაკვირვებული ვარ უბრალო დუქნებში ყოველთვის მაგარი პური იჭმევა თან იაფია. გამოვყოფდი ქავთარაძეების ხინკალს ფასანაურში. რუსი ტურისტები მომყავდა ყაზბეგიდან და შემთხვევით მანდ გავაჩერე ისეთი ხინკალი იყო მაგრად გამიკვირდა მე რომ გამიკვირდა რათქმაუნდა რუსები საერთოდ გაგიჟდნენ თან არ იყო ძვირიანი ადგილი. უბრალოდ ხინკლის გამო ყოველთვის მასე შორს ვერ ივლი მაგის არც დროა და არც ფული.

Posted by: iosebovich 15 Feb 2019, 13:40
toyota12345
მართალი ხარ ძამიკო. ჩვენ თბილისში გვაწყობს და აქ ვეძებთ იასნად. სამწუხაროდ გადაწყვეტილად სათქმელი რო აი აქ ყველაზე მაგარია ვერ ვნახეთ ფაქტია. ზავედენია არ დარჩა არ გაგვეტესტოს და ვერა რაა.

Posted by: Master_Nick 15 Feb 2019, 14:27
toyota12345
მეც მომწონს ქავთარაძეების ხინკალი up.gif თუმცა სტაბილურად უჭირთ ხარისხის დაჭერა.

Posted by: Frankens†ein 16 Feb 2019, 18:54
მარშეს გაყინული ხინკალი ვიყიდე დღეს.
პატარა ე.წ. ხინკლუკები როა მენიუებში, მაგ ზომის.
სხვათა შორის იყო ხორცი, თან კარგად.
ნამდვილი ხორცი.
თუმცა გაყინული ხინკალი ხინკალი არაა.

Posted by: komate 18 Feb 2019, 09:57
zigmundi32
100 ლარად შეგიძლიათ მითხრათ რა აიღეთ? უბრალოდ მაინტერესებს.. 100 ლარად მე და ჩემმა სამმა მეგობარმა ამას წინებზე ქეთო და კოტეში ვჭამეთ რომელიც ერთერთი ყველაზე ძვირიანი ზავიძენიაა.

Posted by: FoolOnTheHill 20 Feb 2019, 13:29
თბილისის "ზოდიაქო"-ს (გია ჭანტურიას ქუჩა # 6/2) ხინკალი /// VS /// თელავის "ზოდიაქო"-ს (ქართული უნივერსიტეტის # 2) ხინკალი, სხვაობა არის? რომელი სჯობს და რამდენად? popcorn.gif

Posted by: jazzanova55 23 Feb 2019, 22:48
როგორც იქნა, ხუთშაბათს გავსინჯე სახელგანთქმული ზოდიაქოს ხინკალი და ისეთი მარილიანი იყო, სხვა ვერაფრის გემო ვერ გავიგე. აშკარად ძალიან შემაწუხა მარილმა და მიკვირს, სხვას არავის რომ არ უხსენებია.
ახლა არ მითხრათ, შუა კვირაში არ უნდა მისულიყავი და შაბათ-კვირა უნდა ყოფილიყოო, ისევე როგორც დღის პირველი ნახევარი ჯობია მეორეს biggrin.gif
თუ ვარგა,ყოველთვის უნდა ვარგოდეს, რამნიშვნელობა აქვს დღის და კვირის მონაკვეთს.
მაგაზე გემრიელად HB-ში მიმირთმევია

Posted by: Keti-Ket 23 Feb 2019, 23:15
ხალხნო, ჩეხურში, ვაჟაზე ხინკალი აქვთ (ნუ გაგიკვირდებათ რაღა ჩეხურში მიდის ხინკლის საჭმელადო) თუ იცით?

Posted by: fermina 23 Feb 2019, 23:24
jazzanova55
QUOTE
როგორც იქნა, ხუთშაბათს გავსინჯე სახელგანთქმული ზოდიაქოს ხინკალი და ისეთი მარილიანი იყო, სხვა ვერაფრის გემო ვერ გავიგე. აშკარად ძალიან შემაწუხა მარილმა და მიკვირს, სხვას არავის რომ არ უხსენებია.


თბილისის თუ თელავის?

Posted by: ბარბოსა 24 Feb 2019, 03:01


Posted by: jazzanova55 24 Feb 2019, 13:08
fermina

თელავის რაღათქმაუნდა, გავლით ვიყავი . მოკლედ ძალიან გაწბილებული წამოვედი

Posted by: fermina 24 Feb 2019, 16:47
jazzanova55
QUOTE
თელავის რაღათქმაუნდა, გავლით ვიყავი . მოკლედ ძალიან გაწბილებული წამოვედი


მარილს არ შევუწუხებივარ, მაგრამ სხვა მხრივ ჩვეულებრივი, საშუალო ხინკალი იყო. გმაიხარდა თანამოაზრის გამოჩენა smile.gif

Posted by: Keti-Ket 24 Feb 2019, 17:58
ეს ნანახი გაქვთ? ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება რომ ხელოვნურად აპიარებს ვიღაც ზოდიაქოს, რადგან იგივე თელაველი ნაცნობები ერთხმად ამბობენ, რომ ბევრად უკეთესი ადგილიც იციან თელავშიც კი ხინკლის საჭმელად

user posted image

Posted by: iosebovich 24 Feb 2019, 18:11
Keti-Ket
მერე მაგ ზოდიაქოს რა აწერია? გასართობი ცენტრი და კაფე ბარიო. ის კიდე მხოლოდ სახინკლეა smile.gif იპოვე განსხვავება smile.gif ძალიან მაგარი იყო ზოდიაქო. 2 წელია არ ვყოფილვარ. არც გამოვრიცხავ რო გააბანძეს და დედა უტირეს როგორც იციან ქართულ ბიზნესში. ასე რო საქართველოში აღარაფერი უნდა გაგიკვირდეს კაცს ...

Posted by: m_lash 24 Feb 2019, 18:56
2017 ბელიაშვილზე ტეხას პაბი იყო, ახლა ხინკლის სახლია
ტეხასში იმ პერიოდში საოცრად გემრიელი მენიუ ქონდათ, ხინკალიც საოცრად გემრიელი, მე ხინკალზე გავაფანატე, მეუღლემ ბერძნულზე და ცეზარზე,
მას შემდეგ ვეძებთ იმ გუნდს, ერთი ქერა გოგო იყო, მეორე შავგვრემანი, ვესტერნულ ფორმებში გამოწყობილნი

თუ ვინმეს გაგახსენდეთ და იცოდეთ ახლა სად არიან, არ დამიმალოთ, ან იქნებ იმ გოგონების საკონტაქტო გქონდეთ ვინმეს, მათ აუცილებლად ეცოდინებათ იმ მზარეულის კვალი

მას შემდეგ სადაც კი რამეს დავაგემოვმებ ტეხასის გემოს ვადარებ და ვერსად ვნახო შესადარი, ამის დედაც

მიყვნენ და დახურეს უმოწყალოდ, სამზარეულოზე რომ ვერაფერი წუნი უპოვეს, შემდეგ საბუთებზე მოსდეს შარი და მაინც მიაღწიეს თავისას, როგორც ხდება ამ ქვეყანაში, ვიღაც ბობოლა რესტორნის მფლობელის ახირებებს შეეწირა ბევრი კარგი რესტორანი

Posted by: Keti-Ket 24 Feb 2019, 22:18
iosebovich
ტერიტორია ზუსტად იგივეა რაც ახლანდელის და კონცეფცია თუ შეცვალეს საიდან მოგაქვს რომ ხარისხიც გააუმჯობესეს? ავლებ პარალელს?

მგონი ყველას ინტერესში უნდა იყოს არა მხოლოდ დადებითი მხარეების შესახებ პოსტვა, არამედ ჯანსაღი კრიტიკაც

Posted by: zigmundi32 24 Feb 2019, 23:03
komate
როგორც მახსოვს
4 კათხა ლუდი, 15 ხინკალი, ფრი, 1 ქაბაბი, კუპატი, კიტრი პამიდვრის სალათი ნიგვზით, ჭადი, ყველი

Posted by: jazzanova55 25 Feb 2019, 10:25
Keti-Ket
ვერ იქნება იგვე ადგილი, ახლანდელი სახინკლე ზოდიაქო ცალკე მდგომი შენობაა, ამას კიდევ ნოტარიუსი უწერია გვერდით. ადრე სატელევიზიო გადაცემა ''სახალხო კონტროლშიც'' მოხვდნენ, მაგრამ დიდი ვერაფერი დარღვევა ვერ აღმოუჩინეს

პ.ს. ჩემს ინტერებში არ შედის მათი დაცვა, პრიქით ხინკალი არ მომეწონა.

Posted by: dimaopena 25 Feb 2019, 10:53
მანდ ვცხოვრიბ მე საინტერესო ისტორია, პირადად მე ბოლოსკენაც ვჭამე და დიდი არაფერო ხინკალი იყო მარა მეგონა იმიტო დაიხურა რო არ მუშაობდა და მგონი ასეც იყო და ანუ შენ ამბობ რო სპეციალურად დახურეს?

Posted by: yurmetal 25 Feb 2019, 11:13
სანაპიროს HB არის ყველაზე ბანძი და უსაზიზღრესი ადგილი... შაბათს ვიყავი და აი ისეთი საშინელი ხინკალი მოიტანეს, გეგონება მაღაზიებში ასაწონი რომ იყიდება ეგეთი იყო. + ამას გაუფილტრავი ლუდი იყო წყალწყალა.
მანდ აღარასოდეს წავალ, ვაჟას HB 1000 თავით ჯობია

Posted by: Yojik 25 Feb 2019, 11:32
ყველაზე მაგარი ხინკალი რაც ამ ბოლოს დროს გამისინჯავს არის "კახელების"! alk.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 25 Feb 2019, 11:35
"კლიკეს ხინკალზე" ვიყავი ბოლოს ისევ და ნორმალური იყო, მაგრამ არა გადასარევი. კანს ძაან სქელს უკეთებენ ხანდახან და ცოტა მოხარშვა აკლდება თითქოს.

Posted by: toyota12345 25 Feb 2019, 12:25
პავილიონ გარდენი რომ არის წეროვანში მომსახურების პროცენტი დაუმატებიათ. დიდი ხანი ვერ იმუშავა პატიოსნათ ეტყობა.

Posted by: lav-100 25 Feb 2019, 14:02
user posted image


ჯობს.გეზე ეძებენ მეხინკლეს biggrin.gif biggrin.gif


აწი არავინ არ თქვას მანდ მაგარი ხინკალი არისო

Posted by: გაგუშა 25 Feb 2019, 14:08
უდავოდ "გარაჟები"(ნაგლიაშვილები) მცხეთაში yes.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 25 Feb 2019, 14:08
lav-100
ეგ რომელი ზოდიაქო ეძებს, თელავის თუ თბილისის? biggrin.gif

Posted by: iosebovich 25 Feb 2019, 15:45
Keti-Ket
jazzanova55
მართალია. ეგ არაა თელავის ზიდიაქო რაც სურათზეა. რაღაც სხვა ზავედენიეა. აი ხინკალი არ ვიცი, შეიძლება ისეთი ვეღარცაა .
toyota12345
ეგრეც ვიცოდი ეგრე მოხდებოდა. ვიღაცა ასწავლიდა დარმავოი ფულს რატო კარგავთო და ეგაა რაა. არაფერი არ ეშველებათ ქართველ ბიზნესმენებს. ტყუილი ლაპარაკია. არც ვაპირებ ჩასვლას ცარიელი რეკლამა იქნება და მიიხურებიან როგორც ბევრი.

FranziskanerWeissbier
არც მაგათ უწერიათ დიდი დღე. ვერ ქაჩავენ ფაქტია.

აგე ჭანტურის სახინკლე ჯერ არ გახსნილა უკვე ჩავარდა და მეხინკლეს ეძებენ.რო ვუთხარი ზოდიაქოსთან ახლოსაც არ ხართ თქო ეწყინათ.

Yojik

პრინციპულად არ გადავიხდი ხინკალში 2 ლარს. მაგათი გაღორებული დედაც ##### ...

Posted by: donmixo777 25 Feb 2019, 17:11
QUOTE (გაგუშა)
უდავოდ "გარაჟები"(ნაგლიაშვილები) მცხეთაში


ეს რა ადგილას არის მცხეთაში?

Posted by: toyota12345 25 Feb 2019, 17:39
donmixo777
donmixo777

თბილისიდან რომ მივდივართ კირპიჩკას რომ ეძახიან მანდ არის. მცხეთაში პროკურატურას და სასამართლოს რკმ გაცდები მარჯვენა მხარეს კორპუსებთან არის ჩასახვევი და მანდ არის გარაჟები პატარა სახინკლეეებია რამდენიმე და ერთ ერთია ეგ ნაგლიაშვილები.

Posted by: Keti-Ket 25 Feb 2019, 18:13
iosebovich
თბილისის ზოდიაქოზე ეწერა ისე. თუმცა უბრალოდ ინფორმაციისთვის დავდე ეგ სურათი, თორემ მაგათ ანტიპიარს კი არ ვეწევი


ოქროს კათხას ნორმალური ქალაქური ხინკალი აქვს, ხორცი იგრძნობა, მაგრამ ცომი ძალიან სქელი აქვს. ზომა ასევე ნორმალური

Posted by: donmixo777 25 Feb 2019, 18:36
toyota12345
QUOTE
თბილისიდან რომ მივდივართ კირპიჩკას რომ ეძახიან მანდ არის. მცხეთაში პროკურატურას და სასამართლოს რკმ გაცდები მარჯვენა მხარეს კორპუსებთან არის ჩასახვევი და მანდ არის გარაჟები პატარა სახინკლეეებია რამდენიმე და ერთ ერთია ეგ ნაგლიაშვილები.



გასაგებია
მადლობა

იფ კაი ხინკალი და ჭაჭის არაყი კი გაასწორებდა ეხლა chups.gif

Posted by: Frankens†ein 25 Feb 2019, 20:02
მოკლედ, "შემომეჭამას" დარი ხინკალი არც ერთ სახინკლეში არ იჭმება.
აქაური ფასანაურით დაწყებული, ფასანაურის ჩაბარუხით და მისთანებით დამთავრებული.

ეს გამოკითხვა და შედეგები მოსაშორებელია.
მცდარ ინფორმაციას იძლევა.

Posted by: Keti-Ket 26 Feb 2019, 21:25
Frankens†ein
ამო რამეს ხინკალი გასინჯული გაქვს?
მაგის მსგავსია?

Posted by: dimaopena 26 Feb 2019, 21:37
ეს გამოკითხვა იმას კი არ გამოხატავს სად როგორი ხინკალია, ვინ სად არის ნამყოფი უფრო იმას smile.gif

Posted by: beka331 27 Feb 2019, 01:06
ზოდიაქოში ვიყავი ჭანტურიაზე.
ბროწეულით და ნადუღით მომეწონა ხინკალი ძალიან. ჩვეულებრივი დიდი ვერაფერი

ძალიან კარგი თელავური ლუდი აქვთ

Posted by: Frankens†ein 27 Feb 2019, 09:55
QUOTE (Keti-Ket @ 26 Feb 2019, 21:25 )
Frankens†ein
ამო რამეს ხინკალი გასინჯული გაქვს?
მაგის მსგავსია?

არა, მაგრამ პირველ გვერდზე დადებულ ფოტოზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ შემომეჭამასი ჯობს smile.gif


beqa331
QUOTE
ზოდიაქოში ვიყავი ჭანტურიაზე.
ბროწეულით და ნადუღით მომეწონა ხინკალი ძალიან. ჩვეულებრივი დიდი ვერაფერი

მანდ მეორედ თუ მივალ. ნადუღის და სულგუნის ხინკლისთვის.

Posted by: My Alien 27 Feb 2019, 10:45
აქ რასაც გიყურებთ მგონია რო ინგლისელ ლორდთა შთამომავლები ხართ
ისე იწუნებთ ყველაფერს

კინო კრიტიკოსები რო არიან ტრაკში პეროები
მეტს ველოდი რო აქვთ შაბლონად ყველა ფილმზე რაღაცა ეგრე მგონია რო ხართ

ხინკალია ეს დედა ნატირები
ჭამე წამოდი
რა ეხლა ლაპარაკი უნდა დაიწყოს თუ რითი გაგაოცებს?

lav-100
QUOTE
ჯობს.გეზე ეძებენ მეხინკლეს 


აწი არავინ არ თქვას მანდ მაგარი ხინკალი არისო

რაღაიდა ჯობს.ჯი ზე ეძებენ?

აბა სად მოძებნონ
ემირატების ცათამბჯენის სამზარეულოში?


Posted by: Frankens†ein 27 Feb 2019, 12:08
My Alien

QUOTE
აქ რასაც გიყურებთ მგონია რო ინგლისელ ლორდთა შთამომავლები ხართ
ისე იწუნებთ ყველაფერს

კინო კრიტიკოსები რო არიან ტრაკში პეროები
მეტს ველოდი რო აქვთ შაბლონად ყველა ფილმზე რაღაცა ეგრე მგონია რო ხართ

ხინკალია ეს დედა ნატირები
ჭამე წამოდი
რა ეხლა ლაპარაკი უნდა დაიწყოს თუ რითი გაგაოცებს?

რატო გვაკრიტიკებ?
არაფერი რო არ მოწონთ ქვეყანაზე და ყველაფერში დაბალ დონეს ხედავენ, მგონია რომ მასე ხარ smile.gif
ის გამოთქმა როგორ არის? რომის პაპზე უფრო კათოლიკე თუ ტრაკში პეროზე უფრო ტრაკში პერო biggrin.gif
ფორუმია ეს დედანატირები და ათასი ჯურის ხალხი ვპოსტავთ.
წაიკითხე და თუ არ მოგეწონა გაატარე smile.gif
აბა რას ელი ამ თემიდან, რისი წაკითხვა მოგეწონებოდა smile.gif

Posted by: vinsaniti 27 Feb 2019, 12:29
ყურისძირში მაქვს ეს სესილია და ერთხელ ვერ მივედი biggrin.gif

Posted by: toyota12345 27 Feb 2019, 12:35
Frankens†ein

რომელიღაცა სახინკლის შეფი იქნება 100%

Posted by: lav-100 27 Feb 2019, 14:26
QUOTE (My Alien @ 27 Feb 2019, 10:45 )

ხინკალია ეს დედა ნატირები
ჭამე წამოდი
რა ეხლა ლაპარაკი უნდა დაიწყოს თუ რითი გაგაოცებს?

lav-100
QUOTE
ჯობს.გეზე ეძებენ მეხინკლეს  


აწი არავინ არ თქვას მანდ მაგარი ხინკალი არისო

რაღაიდა ჯობს.ჯი ზე ეძებენ?

აბა სად მოძებნონ
ემირატების ცათამბჯენის სამზარეულოში?

1. ხინკალია ჭამე და წამოდი არის ორღობის დონის მსჯელობა biggrin.gif biggrin.gif

მგონია რომ შენთვის ხაშლამაც მოხარშული ხორცია მხოლოდ, და აქ ხალხი პოსტავს რომელიც დისერტაციას დაიცავს როგორი უნდა იყოს ხინკალი და ზუსტად რომ ყველგან არ უნდა ჭამო და მუცელი არ უნდა ამოივსო, როგორ გითხრა კულინარია ხელოვნებაა ერთგვარი და მარტო "ჭამე წამოდი" -ს არ ეფუძნება ჩემთვისაც და ბევრისთვისაც....




2. სახინკლე რომელიც 2 თვეა არცაა რაც გაიხსნა და ეძებს მეხინკლეს ჯობს.გეზე ნიშნავს რომ მენეჯმენტია 0, არსებული მეხინკლეც ასევე ნოლის ფარგლებში ყავდათ რომელიც ჯობს გედან არ უშოვიათ და იფიქრეს რომ ტოპ. მეხინკლეები ჯობს.გეზე შედიან და ეძებენ აბა ვინმეს მეხინკლე ხო არ უნდაო და მოდი იქიდან ავიყვანოთო და შენ გჯერა რომ მეხინკლეები მიჯაჭვული არიან ჯობს.გეს ??? ბუნებრივია აიყვანენ ვიღაცას და ორ თვეშ ისევ გამოდებენ ვაკანსიას და მერე დაიხურება როგორც არაერთი დახურულა...



Posted by: yurmetal 27 Feb 2019, 16:25
მეგობრებო Staroměstská • სტარომესტკა ვიყავი წინა კვირას და ნეკნები ვჭამე, ძალიან მომეწონა.

და ხინკალი ხომ არ გაქვთ გატესტილი ? მაგათ ფეიჯზე 5 აქვთ რეიტინგი და

Posted by: My Alien 27 Feb 2019, 16:53
lav-100
არა მოთქმით ტირილი მე##ევება რო არსად არ არის კაი ხინკალი
და მთელი გვერდები მიდის დაჯმა და წუწუნი რო წესიეირ ხინკალი არ იჭმება

იიიმ ერთი იდეალური ხინკლის ძიებაში არის უმეტესობა რაც წავიკითხე პოსტების

ხინკალზე დაწერილი დისერტაციები არსად დაგეკარგიოთ
გურმანებს biggrin.gif

Posted by: Jonatahn_smith 27 Feb 2019, 17:09
My Alien

მორჩი ეხლა მსუბუქ საქციელებს ბრად gigi.gif

ტირილი, გლოვა და მუხლთა კვეთა სად ნახე?
რას ნიშნავს ჭამე და წამოდი? ძაღლები ხომ არ ვართ "ლიჟბი" რამე ხინკალი ვჭამოთ?

გავკარი ლორდთა პალატას, სუფთა იმპოტენტები ტო, ბრიოლინიანი თმებით და წმინდა ანტონიუსის მედალიონებით.
აქ უბრალოდ რჩევებს ვუზიარებთ ერთმანეთს და რა ნახე ესეთი სანერვიულო ვერ ვხვდები

Posted by: toyota12345 27 Feb 2019, 17:42
ზოდიაქოს თემაში იქნება ან რომელიმე სხვა სახინის აი 100% ვამბობ დამიჯერეთ.

Posted by: iosebovich 27 Feb 2019, 19:39
ნუ მიაქცევთ ყურადღებას. ეგ იმ კასტიდანაა ხინკალია რაა, მწვადია რაა და ჭამენ განურჩევლად. გაუმარჯოს თავის გზაზე. ჩვენ თემას მივხედოთ. საქმე საქმეზე რო მიდგეს უცხოელმა სტუმარმა გკითხოს სად გავსინჯო თქვენი ეროვნული სამზარეულოს სიამაყეო რას ვეუბნევით ჯერ ჩვენც არ ვიცითოო ... ასე რო საუკეთესოს გამოსავლენად ძებნა გრძელდება...

თორე ბალანდასაც რა უჭირს მაგ ლოგიკით. საჭმელია რაა biggrin.gif

Posted by: lav-100 27 Feb 2019, 23:47

toyota12345


ეხლავე გავიგებ biggrin.gif biggrin.gif

My Alien

ვგონებ ანაკომის სუპი გირჩევნია ხინკალსაც და მწვადსაც, მაგრამ შენი აზრით სად მზადდება კარგი ხინკალი? თუ შენ არ არჩევ კარგს და ცუდს "ჭამ და მოდიხარ" როგორც თქვი war.gif

Posted by: m_lash 28 Feb 2019, 08:23
QUOTE
15.სხვა (დაასახელეთ)


ლუდის სახლი "ვარაზი"
გემრიელი მენიუ აქვთ

ხინკალი, გაუფილტრავი პაულანერი, ფრისაც კარგს აკეთებენ , ეს ის მწირი მენიუ რაც გუშინ დავაგემოვნე

მოსინჯეთ ალბათ მოგეწონებათ, მე პირადად კმაყოფილი ვარ და რაღაც პერიოდი მაგ წერტილს ამოვიჩემებ სანამ რამე ისეთს არ შევატყობ რო გული ამიცრუვდეს

Posted by: girvan_88 28 Feb 2019, 09:26
m_lash
QUOTE
ლუდის სახლი "ვარაზი"
გემრიელი მენიუ აქვთ

კი ბატონო, ლუდიც საუფროსო აქვთ, მაგრამ ვერაფრით ვამუღამებ გაუფილტრავ პაულანერთან ხინკალს.

ხინკალი ისეთი თემაა წყალწყალა ყაზბეგი უფრო უხდება biggrin.gif ნუ ეხლა არაყი ზედგამოჭრილია

Posted by: elchi 28 Feb 2019, 09:57
QUOTE (My Alien @ 27 Feb 2019, 16:53 )
lav-100
არა მოთქმით ტირილი მე##ევება რო არსად არ არის კაი ხინკალი
და მთელი გვერდები მიდის დაჯმა და წუწუნი რო წესიეირ ხინკალი არ იჭმება

იიიმ ერთი იდეალური ხინკლის ძიებაში არის უმეტესობა რაც წავიკითხე პოსტების

ხინკალზე დაწერილი დისერტაციები არსად დაგეკარგიოთ
გურმანებს biggrin.gif

ახლა წადი და პირი გამოიბანე.
შემდეგში დაწერე ნორმალური სიტყვებით შენი პოზიცია.

წინააღმდეგ შემთხვევაში ვორნი მოგეცემათ

Posted by: m_lash 28 Feb 2019, 10:02
girvan_88

ზოგადად ჭამის დროს სითხის მიყოლება საერთოდ არ მიყვარს, მარა
მთელი დღე მოშიებული, რომ შეხვალ, ყელი გიშრება, შეკვეთას გააკეთებ და პირველს მოგიცუნცულებენ მყისიერად ლუდს, ფრის და ამ ყელ გამშრალზე, თითქოს ხრიოკი მიწა, მზის გულზე გამომშრალი და გამოფიტული ითხოვს ამ საოცარ სითხეს, შენც უმალ , ნაზად მოზიდავ შენსკენ და გადაუშვებ, მიდის და მიდის, ავსებს ატენიანებს, ამდიდრებს ვითარცა სული ჩაჰბერაო და გემრიელად შეისუნთქავ ერთ კათხა ლუდს
შემდეგ ცოტა ფრის აკნაწუნებ და ხინკალი როცა მოაღწევს, დასწვდები უკვე კარგად მოღონიერებული და ჩაკბიჩავ გემრიელს მას, კბიჩე წრუპე სული უბერე და დატკბი

ესაა ნეტარება რაც მომწონს

Posted by: jazzanova55 28 Feb 2019, 10:58
My Alien

ხინკლის საჭმელად მივდივარ წელიწადში ორჯერ ალბათ და დღესასწაულივითაა, ამიტომ რა არის გასაკვირი იმაში, რომ გემრიელი ხინკალი მინდა ვჭამო და არა რაღაც ქონიანი, მარილიანი სალაფავი . ვისაც ეს თემა ფეხებზე ჰკიდია, ის არც 40 გვერდს არ კითხულობს .

Posted by: toyota12345 28 Feb 2019, 11:28
ნახევარფაბრიკატები მომრავლდა ძალიან. შედარებით ისეთი რომელსაც კარგი სახელი აქვს ბოკოლა კოსტავაზე ევროპაბეთთან ვიყიდე და დიდი არაფერი არ დამევასა. რიგის ქუჩაზე ვაკეში არისო კიდევ კარგი ხინკალი და პელმენიო და ვინმეს ხომ არ გიყიდიათ?

Posted by: FoolOnTheHill 28 Feb 2019, 12:08
ხინკლის (და სხვა კერძების) შემთხვევაში ჩემთვის პრიორიტეტია:

1. სამზარეულოს და სერვირების ინვენტარის სისუფთავე.
1. კერძის ინგრედიენტების ხარისხი.

3. რესტორნის ინტერიერი.
4. სერვირების ხარისხი (ყურადღება, გაღიმება smile.gif) და ა.შ.)

პ.ს. "ხინკალია ჭამე/წამოდი" ყოვლად მიუღებელია ამ ფორმით მიდგომა ჩემთვის...

Posted by: girvan_88 28 Feb 2019, 12:24
QUOTE (m_lash @ 28 Feb 2019, 10:02 )
girvan_88

ზოგადად ჭამის დროს სითხის მიყოლება საერთოდ არ მიყვარს, მარა
მთელი დღე მოშიებული, რომ შეხვალ, ყელი გიშრება, შეკვეთას გააკეთებ და პირველს მოგიცუნცულებენ მყისიერად ლუდს, ფრის და ამ ყელ გამშრალზე, თითქოს ხრიოკი მიწა, მზის გულზე გამომშრალი და გამოფიტული ითხოვს ამ საოცარ სითხეს, შენც უმალ , ნაზად მოზიდავ შენსკენ და გადაუშვებ, მიდის და მიდის, ავსებს ატენიანებს, ამდიდრებს ვითარცა სული ჩაჰბერაო და გემრიელად შეისუნთქავ ერთ კათხა ლუდს
შემდეგ ცოტა ფრის აკნაწუნებ და ხინკალი როცა მოაღწევს, დასწვდები უკვე კარგად მოღონიერებული და ჩაკბიჩავ გემრიელს მას, კბიჩე წრუპე სული უბერე და დატკბი

ესაა ნეტარება რაც მომწონს

მომანდომა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Amigo-Amo 28 Feb 2019, 12:28
user posted image
დიდი ხანია, რაც რესტორანში არ მიჭამია ხინკალი, რადგანაც სულ სახლში ვაკეთებთ. თან ბატის ხორცისგან, რომელიც სასწაულია. რესტორანში ვერ დააგემოვნებთ, თუმცა, თუკი გექნებათ საშუალება, მოახვიეთ ბატის ხორცით და აღარასოდეს გასინჯავთ ძროხა/ღორს love.gif love.gif ცხვრის ხორცით ხომ საერთოდ შეუდარებელია.
ისე კი, მარშალ გელოვანზე რომ ბულაჩაურია, მაგის კლიენტი ვიყავი სულ (ახლაც კარგს აკეთებენო).

Posted by: m_lash 28 Feb 2019, 12:50
QUOTE

QUOTE (m_lash @ 28 Feb 2019, 10:02 )
girvan_88

ზოგადად ჭამის დროს სითხის მიყოლება საერთოდ არ მიყვარს, მარა
მთელი დღე მოშიებული, რომ შეხვალ, ყელი გიშრება, შეკვეთას გააკეთებ და პირველს მოგიცუნცულებენ მყისიერად ლუდს, ფრის და ამ ყელ გამშრალზე, თითქოს ხრიოკი მიწა, მზის გულზე გამომშრალი და გამოფიტული ითხოვს ამ საოცარ სითხეს, შენც უმალ , ნაზად მოზიდავ შენსკენ და გადაუშვებ, მიდის და მიდის, ავსებს ატენიანებს, ამდიდრებს ვითარცა სული ჩაჰბერაო და გემრიელად შეისუნთქავ ერთ კათხა ლუდს
შემდეგ ცოტა ფრის აკნაწუნებ და ხინკალი როცა მოაღწევს, დასწვდები უკვე კარგად მოღონიერებული და ჩაკბიჩავ გემრიელს მას, კბიჩე წრუპე სული უბერე და დატკბი

ესაა ნეტარება რაც მომწონს

მომანდომა 



gigi.gif რო გადავიკითხე მეც მომინდა კიდე უნდა ვესტუმრო biggrin.gif

Posted by: la reine 28 Feb 2019, 13:00
QUOTE (m_lash @ 28 Feb 2019, 10:02 )
girvan_88

ზოგადად ჭამის დროს სითხის მიყოლება საერთოდ არ მიყვარს, მარა
მთელი დღე მოშიებული, რომ შეხვალ, ყელი გიშრება, შეკვეთას გააკეთებ და პირველს მოგიცუნცულებენ მყისიერად ლუდს, ფრის და ამ ყელ გამშრალზე, თითქოს ხრიოკი მიწა, მზის გულზე გამომშრალი და გამოფიტული ითხოვს ამ საოცარ სითხეს, შენც უმალ , ნაზად მოზიდავ შენსკენ და გადაუშვებ, მიდის და მიდის, ავსებს ატენიანებს, ამდიდრებს ვითარცა სული ჩაჰბერაო და გემრიელად შეისუნთქავ ერთ კათხა ლუდს
შემდეგ ცოტა ფრის აკნაწუნებ და ხინკალი როცა მოაღწევს, დასწვდები უკვე კარგად მოღონიერებული და ჩაკბიჩავ გემრიელს მას, კბიჩე წრუპე სული უბერე და დატკბი

ესაა ნეტარება რაც მომწონს

lol.gif lol.gif facepalm.gif




.....................................

Posted by: mamalo2 28 Feb 2019, 13:32
toyota12345

ეგ რიგის ქუჩა ბოკოლასთან ახლოსაც ვერ მივა, ნუ ჩემი მოკრძალებული გემოვნებით ცხადია, ისე ამ ნახევარფაბრიკატებში ბოკოლა მგონი ყველას ჯობია.

Posted by: iosebovich 28 Feb 2019, 13:34
toyota12345
მაქსიმალურად შეზღუდე ნახევარფაბრიკატები მითუმეტეს გაყინული. ანგრევს ორგანიზმს რაა ... ბოკოლა დიდი ხანია აღარაფრად ვარგა. თუ მაინცდამაინც ის დუშელების გასინჯე საბურთალოზე ...

Posted by: lav-100 28 Feb 2019, 15:21
დავუბრუნდეთ საქმეს old.gif old.gif


აგერ ლუდის თემაში გამარჯობას არ ამბობს ხალხი ლუდის ფოტო რო არ დაურთოს და ხინკლის ფოტოები აკლია აქაურობას biggrin.gif biggrin.gif


user posted image


მოკლედ, წავედი ჩემი პრინციპების წინააღმდეგ და გავსინჯე ცნობილი 2 ლარიანი ხინკალი კახელებში. ცუდი არ იყო ნამდვილად, ნორმალური (მოკარგო), ხინკალი იყო, ცოტა წვენი და მარილი აკლდა ჩემთვის მაგრამ ნამდვილად არ ღირდა 2 ლარი. აი 1 ლარი სავსებით საკმარისია მაგ ხინკლისთვის მაგრამ რესტორანს არ სურს სახინკლედ გადაქცევა და ცდილობს მაგ ფასით რომ არ იყოს ხინკლის გამო მიმზიდველი და ცოტა სხვა ნიშა შეინარჩუნოს....


პ.ს. ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ხინკალი დესერტებში უწერიათ მენიუში biggrin.gif biggrin.gif

Posted by: iosebovich 28 Feb 2019, 16:44
lav-100
ეგრე იქნებოდა. 2 ლარი და დიდი არაფერი შემომეჭამას კურკლი ტოლა ხინკლებისა არ იყოს. ხო რატო სასმელებში არ უწერიათ ისეთი ფასი ადევს biggrin.gif მე ვერ ვუღალატებ პრინციპებს, მაგ გაღორებულ ზავედენიაში ჩემი ფეხი არ იქნება.


აქ ყოფილხართ ვინმე? მარი ბროსეზე ბერლინერში ? შონზოს კაცი ვერ ენდობა მარა მაინც. ბოლოში მოიტანეს ხინკალი მარა ხმა არ ამოუღია მანამდე გასკდა რასაც ქვია biggrin.gif


Posted by: girvan_88 28 Feb 2019, 16:50
QUOTE
რესტორანს არ სურს სახინკლედ გადაქცევა

სამაგიეროდ გადაიქცნენ საღორედ yes.gif ეგრე გააგრძელონ!

Posted by: akako78 28 Feb 2019, 19:09
girvan_88


ხო მართლა ღორობაა რასაც ჰქვია 2 ლარი ერთი ცალი..20 ლარით სახლში რომ გააკეთო სადღაც 7 ლარის ღორის ხორცი და 10 ლარის საქონლის ხორცი..დანარჩენი სამი ლარი ფქვილი მწვანილი ხახვი..4 კაცის საჭმელია როგორც მინიმუმ..კახური ჭაჭის არაყი 5 ლარი ლიტრა (2ლიტრი ე.ი. 10 ლარი-კახელ თანამშრომელს მოაქვს 52 გრადუსიანი არაყი)..ამას დავამატოთ 20 ლარის უმზეური მოდის სადღაც 2.1კგ(ერთი კგ ნასყიდას მაღაზიაში ახმეტელის მეტროსთან 1კგ ღირს 9.5 ლარი) და კიდევ რაიმე 5-10 ლარის ფარგლებში..სულ გამოვიდა 55-60 ლარი..

პ.ს.50 ლარი მაგ ღოჭუნიებთან 2 კაცს არ ეყოფა რომ შეჭამოს საჭმელი-ქეიფს რომ თავი დავანებოთ..თქვენი არ ვიცი და მე ვიღაც ისედაც მილიონრების გამდიდრებას არ ვაპირებ..მე მწვადს რომ მე თვითონ ვწვავ ის უფრო მსიამოვნებს,ნატურალურ ჭაჭის არაყი ბევრად მირჩევნია სხვა არაყს და სახლში გაკეთებული ხინკალი კი მირჩევნია მაგათ ნათხიპნს..

iosebovich

გეთანხმები!!ეგეთ მართლა ნაგლებთან და ღორებთან მეც პრინციპულად არ წავალ!!!მაგას მირჩევნია ზესტაფონში ჩავიდე ან სადმე ქალაქგარეთ და იქ ვიქეიფო შედარებით ნატურალურ კერძებს მაინც მიირთმევს კაცი ვიდრე აქ თბილისში..რას გვაჭმევენ უფალმა იცის მხოლოდ არც მაგათ არ იციან ბოლომდეsmile.gif

Posted by: iosebovich 28 Feb 2019, 19:31
akako78
მართალი ბრძანდებით. ეგრეა რაა. საერთოდ აიღეს ხელი ნამუსზე. და კაი ყველაფერი ძვირიათი არ პრავდება ეგ საქმე. არანაირი ხინკალი არ ჯდება მაგხელა ფასი გინდაც ინდოელთა ღვთაებრივი ძროხა დაკლან და იმისი ხორცი ჩადონ. მაგას მავნებლობა ჰქვია და ლოხებზე ნადირობა მაგათი ჭკუით. ჩვენთან სხვა ხარისხიაა და აბოლებენ ხალხს მაგით და ამ დროს სხვებივით იგივე ხორცს ყიდულობენ სხვას არაფერს.

ერთი ვეღარ მოვხვდი მაგ ნასყიდას მაღაზიაში ახმეტელთან და უვარგა ღორის ხორცი?

Posted by: max-14 28 Feb 2019, 19:46
QUOTE
აქ ყოფილხართ ვინმე? მარი ბროსეზე ბერლინერში ?

ჩვეულებრივი ხინკალია,როგორც ყველგან თბილისში
QUOTE
რას გვაჭმევენ უფალმა იცის მხოლოდ არც მაგათ არ იციან ბოლომდე

თბილისში 95 % ''ზავიძენიებში'',გინდ იაფიანში,გინდ პეროიანში-საჭმელი არ შეიძლება ჭამო(ნუ,ჩემი აზრით)

Posted by: akako78 28 Feb 2019, 19:55
iosebovich

კი მასეა..ეგ ხორცი როგორც ყველა არის საბითუმო 6-7-8ლარი ასაღები..უფრო მგონი ყველა უკრაინაა..უბრალოდ მაგაზე გამიგია ზავიდენიებიდანაც აჭმევს რაღაც ნარჩენებსო-ვითომ თავისიც აქვსო..მაგრამ ეგეც ზღაპარი მგონია..ისე მთავარია სულ პრემექნაჭამი არ იყოს..მანდ უნდა იყიდო ზომიერად ქონიანი უმზეური ან კარგი ნეკნის კარეიკა ცხიმიანი რომ იყოს..მე გრილშიც ვწვავ ხოლმე-ჰალოგენში და დავამუღამე რომ დიდი ნაჭრები უნდა შეწვა უმზეურის და ნეკნებიც დიდ-დიდად დაჭრილი..ცუდი არაა-რაც ყველასთან რა უბრალოდ სხვაგან ეგეთი ხორცი 11.5-12ლარია..მაგრამ საქონლის სახაშლამე 13.5 ლარად ვიყიდეთ უკვე ზედიზედ სამჯერ და ძალიან გემრიელი იყო და სამივეჯერ მალე მოიხარშა..

Posted by: მამაო ენუქი 28 Feb 2019, 20:18
ყველგან თუ ერთი და იგივე ხორცია, რა განსხვავებაა მაშინ სად შეჭამ ხინკალს ? biggrin.gif

აი კახელები ფასზე აკრიტიკეთ რამდენიც გინდათ, მეტს იმსახურებენ, მარა მაგათი ხორცის გემოს თუ სხვებისგან ვერ არჩევთ პრობლემა გაქვთ რეცეპტორებზე yes.gif

Posted by: iosebovich 28 Feb 2019, 20:42
მამაო ენუქი
ფასზე ვაკრიტიკებ უპირველეს ყოვლისა აბა რაა. ისე არ ვყოფილვარ სწორედ არარეალური ფასის გამო .

Posted by: BeerLover 28 Feb 2019, 20:55
სულ ტყუილად ჩხუბობთ biggrin.gif

9 მთა არ უხსენებია არავის და მაგაზე კაი ხინკალი თბილისში არსად არაა up.gif

Posted by: iosebovich 28 Feb 2019, 21:23
BeerLover
ეგ 9 მთა ისაა 5 ხინკალი 9 ლარი და რაღაც რო ღირს ? ტაბიძის ქუჩAზე ხო ? თავისუფლების მოედანთან ?

Posted by: BeerLover 28 Feb 2019, 21:24
iosebovich

კი ბატონო, გახლავს

ან 5 და 9, ეგრე აქვთ მენიუში

1 ცალი საშუალოდ 1.60 გამოდის

Posted by: iosebovich 28 Feb 2019, 21:27
BeerLover
ძვირია რაა. 5 ხინკალი ცოტაა და 10 ცალი 16 ლარი უკვე მიუღებელია, შესაბამისად მენიუს სხვა კერძებიც უსაშველოდ ძვირი იქნება, ლუდზე აღარაფერს ვამბობ ...

Posted by: BeerLover 28 Feb 2019, 21:28
iosebovich

ზოგადად ძვირი არის კი, მაგრამ კახელების 2 ლარიან ხინკალს 10 თავით მირჩევია

ლუდს რაც შეეხება, ეგ უკვე სხვა თემაა

კონკურენტი არ ყავს ლუდის ამბავში 9 მთას და იმასთან შედარებით რა ლუდებიც უდევთ, ძალიან ადეკვატური ფასებია

უმაღლესი კლასის იმპერიალ სტაუტები, უმაღლესი კლასის იპები და მოკლედ სამოთხეა ლუდის გურმანისთვის.. სხვაგან მსგავს ლუდებს ვერ დააგემოვნებ

ეხლა ბრიუდოგის ქოქოა ფსაიქო შემოაქვთ დღე-დღეზე, ზაფხულში ბრიუდოგის ტოკიოს აპირებენ, პლიუს ამას მიკელერის რამოდენიმე განსხვავებული სტაუტები იგეგმება, ნოგნეს სტაუტები, სტიმვორქსის იპებიც დაბრუნდება დიდი ალბათობით და შეიძლება ბოლოს ტრაპისტებიც მიულაგონ გვერდზე... ბევრი ლუდი რომელიც 9 მთაშია ევროპაში და ამერიკაშI უფრო ძვირია, ვიდრე აქ... ფასებზე ვერ გაუტრაკებ მოკლედ, ადეკვატურიცაა და ხარისხის შესაბამისია 100%... უბრალოდ მსგავსი ხარისხის ლუდი იაფი სიამოვნება ვერ იქნება, მაგრამ აქციებიც არის... მაგალითად 18 ქილა სტოუნის იპა 0.33იანი ღIრდა 44 ლარი, რაც იდეალური ფასია, ვერსად ვერ ნახავ მაგ ფასში და რაც შეეხება სტაუტებს, კარგი იმპერიალ სტაუტი იაფი უბრალოდ ვერ იქნება, გამორიცხულია... ეგ დაახლოებით იგივეა რომელიმე ფრანგული კონიაკის XO რო მოითხოვო 20 და 30 ლარად...

მანდ წარმოდგენილი ლუდები რაც არის, 3 ჭიქა რო დალიო 0.33იანები, ანუ 1 ლიტრი... სრულიად საკმარისია... ლიტრობით ვერ დალევ და მთლიანობაში არ გამოდის ძალიან ძვირი... ეხლა 3 და 4 ლიტრი რომელიმე იმპერიალ სტაუტი რომ დალიო ან ორმაგი იპა, ჩათვალე სასწრაფო გამოგიყვანს იქიდან biggrin.gif

Posted by: Master_Nick 28 Feb 2019, 21:36
Amigo-Amo
მესხეთიდან ხარ? ბატის ხინკალი მესხეთში მიჭამია, ოჯახებში ამზადებენ მართლა უგემრიელესია მესხური ხინკალი up.gif

Posted by: მამაო ენუქი 28 Feb 2019, 21:40
BeerLover
QUOTE
მანდ წარმოდგენილი ლუდები რაც არის, 3 ჭიქა რო დალიო 0.33იანები, ანუ 1 ლიტრი... სრულიად საკმარისია... ლიტრობით ვერ დალევ და მთლიანობაში არ გამოდის ძალიან ძვირი... ეხლა 3 და 4 ლიტრი რომელიმე იმპერიალ სტაუტი რომ დალიო ან ორმაგი იპა, ჩათვალე სასწრაფო გამოგიყვანს იქიდან 

სტაუტი არა მარა ერთხელ როშფორი დავლიე , რამდენი ბოთლი არ ვიცი სადღაც 300 ლარი მქონდა დატოვებული მერე რო ვნახე იმ ბარში ფალიაშვილზე და წერეთელზე გამოვფხიზლდი დილას, სიარულის დროს ჩაირთო ტელევიზორი biggrin.gif დღემდე არ ვიცი იქ როგორ მოვხვდი თან დასვრილიც არ ვიყავი სადმე მიგდებულიც არ ვყოფილვარ biggrin.gif

Posted by: iosebovich 28 Feb 2019, 21:41
BeerLover
მოკლედ დამარწმუნე ვინაიდან ლუდი მიყვარს მარა ჩემი ცოდნა ბელგიურ ლეფს და აქა იქა ჩეხურ-გერმანულებს ვერ სცდება. აი რო მივალ შენი გემოვნებით რომელი ვუთხრა რო ჩამოასხან პირველად ?

Posted by: BeerLover 28 Feb 2019, 21:42
მამაო ენუქი

300 ლარის როშფორი მარტომ დალიე? biggrin.gif კი გამოვიდა ლამის 5 ლიტრი, რას ამბობ... ქუადი, თან 11.3%იანი biggrin.gif

ეზიარე ნამდვილ ჯოჯოხეთურ ნაბახუსევს მერე? biggrin.gif

iosebovich

პირველ რიგში გირჩევ ხინკალი არ მიაყოლო ლუდს biggrin.gif ან ცარიელი დალიე, ან მაქსიმუმ ყველის დაფა... ხინკალი ბოლოს, რო მოგშივდება...

ჯერ გირჩევდი იპები გეცადა... Stone IPA, Stone Ruination Double IPA ან Brewdog Punk IPA, თუ სტაუტები გაინტერესებს... Nogne Where The Pepper Grows, Nogne Dark & Stormy, Brewdog Cocoa Psycho, Mikkeller Black Bear Imperial Stout არის უძლიერესი სტაუტი კიდევ, უბრალოდ გაუთავდათ ვიცი, აღარ აქვთ მარაგში

Posted by: მამაო ენუქი 28 Feb 2019, 21:45
BeerLover
ვკვტებოდი ორი დღე biggrin.gif 3-4 ბოთლი ალბათ ბარმენებს დავალევინე, 1-2 კაი ტიპი იყო .

Posted by: BeerLover 28 Feb 2019, 21:47
მამაო ენუქი

წარმომიდგენია facepalm.gif საშინელი 2 დღე იქნებოდა biggrin.gif

როშფორის 3 ბოთლი საკმარისია კაცზე biggrin.gif თუ მაინც და მაინც ლოთი გაიღვიძებს შენში ჰა ჰა 1 ან 2 ბოთლის დაყოლება მოსულა biggrin.gif

როშფორი ჩემთვის ტოპ3 ში შედის ვესტვლეტერენთან და ორვალთან ერთად, ტრაპისტების და მითუმეტეს ქუადების ერთ-ერთი მეფეა smile.gif

Posted by: მამაო ენუქი 28 Feb 2019, 21:52
BeerLover
ორვალი აქვთ ხო ბათუმში წამოვაღებინებ შემდეგზე, როშფორ 10 ჩემიც ტოპ ლუდია, აი ვესტვლეტერენი სუ ერთი ბოთლი მაქ დალეული და არ შეიძლება რამე რეიტინგი მიანიჭო biggrin.gif

Posted by: iosebovich 28 Feb 2019, 21:53
BeerLover
ოკ. მივალ და ვნახოთ. ხინკალი და ლუდი რო ერთად თემა არაა ეს ფაქტია. ცხელ ხინკალს ცივ ლუდს აყოლებ და კუჭი რო არ სკდება კიდევ საკითხავია რაა. წესით ჯანმრთელობისათვის საზიანო უნდა იყოს ძალიან. არაყი უხდება ხინკალს სხვა არაფერი. ლუდს სხვა რაღაცეები და ზოგჯერ არც არაფერი.

Posted by: BeerLover 28 Feb 2019, 21:55
მამაო ენუქი

არა, სადაა ორვალი და კაი ცხოვრება biggrin.gif არ არის ბათუმში

ვესტვლეტერენი რამოდენიმე დღის წინ გავსინჯე პირველად და ეგრევე ტოპ3 შევცვალე, ლუდების თემაშIც დავწერე პატარა რევიუ, ზე ლუდია

iosebovich

კიდე ერთი დეტალია, ის ლუდები რომლებიც მანდაა, არის ძალიან არომატური და უმდიდრესი გემოვნური თვისებებით დახუნძლული.. ხოდა 1 ხინკალიც რო ჭამო, ეგრევე წაიღებს გემოებს და დაკარგავ მთელ სიამოვნებას... ყველის დაფაა მანდ კარგი და ის უხდება მაგ ლუდებს... ფოტოც მაქვს მოიცა დავდებ


Posted by: iosebovich 28 Feb 2019, 21:57
BeerLover
QUOTE
ხოდა 1 ხინკალიც რო ჭამო, ეგრევე წაიღებს გემოებს და დაკარგავ მთელ სიამოვნებას

ამაში გეთნხმები smile.gif

Posted by: მამაო ენუქი 28 Feb 2019, 21:57
BeerLover
მაგიტომ ჯერ უნდა ჭამო ხინკალი, მერე პატარა პაუზა, წყალი მიაყოლო რო ხინკლის გემო წაშალოს და მერე გადახვიდე ლუდზე yes.gif

Posted by: BeerLover 28 Feb 2019, 22:00
iosebovich

user posted image

user posted image

მამაო ენუქი

პირიქით მირჩევნია მე, ჯერ ლუდი და მერე ჭამა biggrin.gif სუფთა კუჭზე უფრო კარგად მიდის ეგეთი ლუდები

წინა მისვლაზე საერთოდ სუხოიზე ვსვით, სტაუტით დავიწყე, მერე სტოუნები და ბრიუდოგები და ბოლოს საბვეიში ვჭამეთ

Posted by: მამაო ენუქი 28 Feb 2019, 22:10
BeerLover
მე პირიქით, არ მიყვარს ცარიელ კუჭზე ალკოჰოლი no.gif

Posted by: BeerLover 28 Feb 2019, 22:11
მამაო ენუქი

არა მთლად მშიერი არ უნდა იყო... 2-3 საათის ნაჭამზე იდეალურია

Posted by: მამაო ენუქი 28 Feb 2019, 22:12
BeerLover
QUOTE
2-3 საათის ნაჭამზე იდეალურია

შენ ლუდის სმა სპორტის დონეზე აგიყვანია gigi.gif

Posted by: BeerLover 28 Feb 2019, 22:13
მამაო ენუქი

ხელოვნების დარგია ლუდის სმა lol.gif

Posted by: Master_Nick 28 Feb 2019, 22:16
BeerLover
ეს ფოტო საიდან გაჩითე?smile.gif ჩემი ცარიელი თეფში ორაგულის სტეიკის მოლოდინშია lol.gif

iosebovich
მანდ თუ მოხვდები ორაგულის სტეიკი შეუკვეთე ბოსტნეულთან ერთად, მაგარია, რა ყველის დაფა biggrin.gif

Posted by: BeerLover 28 Feb 2019, 22:18
Master_Nick

ხო ეგ დღეა biggrin.gif გერმანია ვს შვედეთი არა?

ნებისმიერი ფოტო, რომელიც გადამიღია და ლუდს უკავშირდება, მყარად დევს არქივში biggrin.gif თითს ვერავინ დააკარებს biggrin.gif


Posted by: Master_Nick 28 Feb 2019, 22:33
BeerLover
კიიი ეგ თამაში იყო, ბოლო წუთზე გატანილი გოლი მახსოვსsmile.gif

Posted by: BeerLover 28 Feb 2019, 22:34
Master_Nick

მაგარი გოლი იყო up.gif

ბრაჭუნა ვერ დავითანხმე კიდე ერთ ჭიქაზე და რო გაიტანეს მოიტანეთ ლუდიო დაიძახა ეგრევე მახსოვს lol.gif

Posted by: iosebovich 1 Mar 2019, 01:09
იმ პავილიონ გარდენში ვერ მოხვდით ვერავინ წეროვანში ? იმ დღეს ბავშვებით ვბრუნდებოდი ბაკურიანიდან არ გამოდიოდა შესვლა, პატარები არიან გადადგავდნენ იქაურობას , ჰოდა მინიმუმ 10 მანქანა იყო გაჩერებული 4-ის ნახევარზე ოთხშაბათ დღეს. მანდვე გადააქვს ჭყონიას კოკა-კოლა როგორც მითხრეს.

Posted by: Amigo-Amo 1 Mar 2019, 09:54
Master_Nick
კი, ჯავახი ვარ smile.gif
თუმცა, ახლა იშვიათად ჩავდივარ ახალქალაქში. მეუღლე მყავს ქიზიყიდან და იქ გავავრცელე ბატის ხინკლის კულტურა lol.gif lol.gif სოფელში გვყავს და თვეში 2-3 ჯერ მანც ვაკეთებთ. თანამშრომლის ბიძა არის ერთ-ერთი ცნობილი რესტორნების ქსელის მეწილე (დიდი სმა-ჭამის მოყვარული, გურმანი) და იმისგანაც კი მაქვს მოსმენილი, რომ ბატის ხორცისგან დამზადებული ხინკალი არის N1.

Posted by: ხინკალი 1 Mar 2019, 10:23
შევწუხდი

30 ხინკა'ლლლლლი
29
28
27

Posted by: donmixo777 1 Mar 2019, 11:39
QUOTE (amigo-amo)
ბატის ხორცისგან დამზადებული ხინკალი არის n1.



ეს პირველად გავიგე

Posted by: iosebovich 1 Mar 2019, 12:44
donmixo777
კი მესხეთში აკეთებენ მარა არა მგონია კაი იყოს. ბატისა რა უნდა იყოს რაა , ვერ ვიტან ბატის ხორცს. ნახე რაა აი რეცეპტი.



Posted by: La_La_Land 1 Mar 2019, 13:25
ძალიან ბოროტი უნდა იყოს ადამიანი ხინკალს რომ ჭამდეს, რომელი საუკუნეა ისევ ხორცს რომ ჭამთ

Posted by: Frankens†ein 1 Mar 2019, 13:35
La_La_Land
ხორცი არაა, სოიოა yes.gif

Posted by: Keti-Ket 1 Mar 2019, 14:16
მე კიდევ ძალიან დამაინტრიგა ბატის ხინკალმა და მგონია მომეწონებოდა კიდეც. ნეტავ თბილისში კეთდება რომელიმე სახინკლეში?

Posted by: Amigo-Amo 1 Mar 2019, 14:32
iosebovich
ჯერ დააგემოვნე და შემდეგ გააკეთე შეფასება smile.gif
მესხეთში აკეთებენ აპოხტს და ის არის სხვა რეცეპტით smile.gif მესხური აპოხტი კეთდება გამომშრალი (ე.წ დავიჩინებული) ბატის ხორცისგან და ჩვეულებრივი, გატარებული/დაკეპილი ბატის ხორცის ხნიკლისგან (მე რომელსაც ვუწეევ რეკომენდაციას) განსხავებულია.

Keti-Ket
სამწუხაროდ, ვერსად smile.gif სახლის პირობებში თუ მოამზადებთ.

Posted by: მამაო ენუქი 1 Mar 2019, 14:36
ბატის ხინკალი კი არა ბატი არ მაქ საერთოდ ნაჭამი no.gif

Posted by: GEORGEXIII 1 Mar 2019, 14:53
QUOTE
ბატის ხინკალი

პაპაჩემისგან ვიცი რომ ერთ რამედ ღირს.

Posted by: BeerLover 1 Mar 2019, 15:04
დავიჩინებული არა, მაგრამ ღუმელში შემწვარი ბატი გასინჯული მაქვს და უმაგრესი რამეა

ფრინველებიდან ერთი იხვის ფილე მირჩევნია მაგას

Posted by: მამაო ენუქი 1 Mar 2019, 15:38
BeerLover
QUOTE
ფრინველებიდან ერთი იხვის ფილე მირჩევნია მაგას

მაგარი იხვი მცხეთაშია სვეტიცხოვლის უკან, მარა ყოველთვის არ ყავს ხოლმე.

Posted by: iosebovich 1 Mar 2019, 15:45
მამაო ენუქი
არასოდეს გამისინჯავს ბატის ხორცი მეც. ალბათ არც გავსინჯავ.

Amigo-Amo
მაპატიე ძამიკო და ხინკალი ვიცი მე ხორცის. მაგ ლოგიკით ქათმისაც გაკეთდება და ფარშევანგისაც. შეიძლება გემრიელია არ ვკამათობ მარა ჩემთვის მიუღებელია. თვითონ ბატია მიუღებელი ნებისმიერ ვარიაციაში.

Posted by: BeerLover 1 Mar 2019, 16:04
მამაო ენუქი

ცოცხლად ყიდის?

აი ბატის მაგარი რეცეპტი, რაის ხინკალი კაცო biggrin.gif გაუშვი ღუმელში და გამოდის იდეალური


Posted by: მამაო ენუქი 1 Mar 2019, 16:09
BeerLover
არა, ტრაკში პერო კაფეა, მარა ძალიან გემრიელი სამზარეულო აქვს.

Posted by: BeerLover 1 Mar 2019, 16:13
მამაო ენუქი

აჰა, მემგონი ვიცი რომელზეც ამბობ biggrin.gif

ცოცხლად მაინც არ ვიყიდიდი იხვს არასდროს, მარტო ფილეს ვაღიარებ და მთლიანი რა ჩემ ღლედ მინდა biggrin.gif

Posted by: მამაო ენუქი 1 Mar 2019, 16:17
BeerLover
მანდ ჭამე, ბარკალიც დაგევასება, biggrin.gif

Posted by: didi bege 1 Mar 2019, 17:05
ამ თემასთან რა მოსატანია მარა, იხვი ახალ ტყემალში სასწაულია
იმერეთში იცოდნენ ადრე ,
25 წელია არც მე მიჭამია

Posted by: Amigo-Amo 1 Mar 2019, 18:10
QUOTE (iosebovich @ 1 Mar 2019, 15:45 )

ხინკალი ვიცი მე ხორცის.

კი, აბა რა, ბატისგან მიიღება სოიო smile.gif smile.gif

ვფიქრობ, რომ როდესაც ადამიანი ამა თუ იმ საგანზე არ ფლობს შესაბამის ინფორმაციას, არ უნდა შეადაროს იგი სხვას. ეს იგივეა, რომ N1 ფეხბურთელი ვამჯობინოთ N2 ფეხბურთელს იმ პირობებში, როდესაც N2-ს თამაში არ გვაქვს ნანახი smile.gif
შენ ძროხის ქაბაბიც ხომ არ გირჩევნია ცხვრისას შემთხვევით? gigi.gif
* * *
QUOTE (didi bege @ 1 Mar 2019, 17:05 )
ამ თემასთან რა მოსატანია მარა, იხვი ახალ ტყემალში სასწაულია

და იხვის ტოლმა, ესეც თავის კლასში ნუმერო უნოა ჩემთვის love.gif

Posted by: iosebovich 1 Mar 2019, 18:23
didi bege
ქუთაისში ქვია ბჟიტი ტყემალში. გაზაფხულზეა და როგორც ამბობენ სასწაულად გემრიელიაო. იხვი პეკინურად კიდე ჩინურში. რასაც მამაო ენუქი ამბობს მანდ არ ვყოფილვარ და საინტერესოა.

მარა თემა ხინკალზეა და დავუბრუნდეთ ძირითად საკითხს.
* * *
Amigo-Amo
კაი ბატონო ეგრე რასაც გინდა ჩადებ ხინკალში. ქათმის ჩაქაფულიცაა და ჩაქაფულია ? ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე ...

Posted by: Amigo-Amo 1 Mar 2019, 18:33
QUOTE (iosebovich @ 1 Mar 2019, 18:23 )
ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე ...

მაგ ლოგიკით და მიდგომით, აქ ცხვრის ხორცით დამზადებულ ხინკალზე უნდა ვსაუბრობდეთ, რადგანაც, ხინკალი სწორედაც რომ ცხვრის ხორცით უნდა მზადდებოდეს და ზოგადად, ნებისმიერი ხინკლის ხორცი უნდა იბეგვებოდეს და არ ტარდებოდეს smile.gif

აი მე მაგალითად, ჩაქაფული ცხვრით სულ 2-ჯერ მაქვს დაგემოვნებული და ვერ ვიდავებ ნამდვილად, ქათმის ჯობია თუ ცხვრის ან სხვა რომელიმე ხორცის.

Posted by: iosebovich 1 Mar 2019, 18:36
Amigo-Amo
ღმერთმა გაგიმარჯოს smile.gif მოვაყაროთ პურმარილი და ერთი გემრიელად მოვულხინოთ აქაურებმა smile.gif

Posted by: Amigo-Amo 1 Mar 2019, 18:42
QUOTE (iosebovich @ 1 Mar 2019, 18:36 )
Amigo-Amo
ღმერთმა გაგიმარჯოს smile.gif მოვაყაროთ პურმარილი და ერთი გემრიელად მოვულხინოთ აქაურებმა smile.gif

++++++++++++++++
დიდი სიამოვნებით, ხინკალზე ამდენ საუბარს, მოვილხინოთ ერთხელ იქნებ jump.gif

Posted by: Besa 1 Mar 2019, 20:52
iosebovich
QUOTE
მართალი ბრძანდებით. ეგრეა რაა. საერთოდ აიღეს ხელი ნამუსზე. და კაი ყველაფერი ძვირიათი არ პრავდება ეგ საქმე. არანაირი ხინკალი არ ჯდება მაგხელა ფასი გინდაც ინდოელთა ღვთაებრივი ძროხა დაკლან და იმისი ხორცი ჩადონ. მაგას მავნებლობა ჰქვია და ლოხებზე ნადირობა მაგათი ჭკუით. ჩვენთან სხვა ხარისხიაა და აბოლებენ ხალხს მაგით და ამ დროს სხვებივით იგივე ხორცს ყიდულობენ სხვას არაფერს.


შენ შემოგევლე რა გინდა? რა სულ კახელების ლანძღვაში ხარ?
გექაჩება ვინნმე თუ ძალით გაჭმევენ?
რა ფასსაც მინდა იმას დავადებ.

და ვაფშემც მობრძანდი ბატონო ჩვენთან ლილოში და დააგემოვნე მე გეპატიჟები.

Posted by: iosebovich 1 Mar 2019, 21:20
Besa
ვაა ესე გაპიარდა ეს თემა რო მფლობელებამდეც მოაღწია ? რა ფასსაც მინდა დავადებ ეგ არაა გამართლება. 2 ლარი რატო ადევს ? საიდან ეგ ფასი ? გინდა ჩამოვყაროთ გრამობით 20 ლარიანი ხორციც რო ჩადო რა დაჯდება თვითღირებულება ? და ის პოზიცია რო არ მინდა სახინკლედ ვიქცე საერთოდ თითიდან გამოწოვილია რაა. ელიტ რესტორანი არ ხართ რო მსგავსი ახსნები მოიგონოთ. არავინ არ გლანძღავთ. მიუღებელია 2 ლარი ხინკალში და მაგას ყოველთვის ვიტყვით . აქებს ხალხი კაიაო და ამ დროს სრულიად აუხსნელი ფასი ადევს. ანუ მე და სხვებს გვეუბნევი რო თქვენ დაისვენეთ ბიჭებო მარტო იმ 5%-ისთვისაა ვინც ხალხის სისხლს წოვს და ქონში ცურავსო. აი ეგ დამოკიდებულებაა. მეტი არაფერი. თორე 1 ლარი რო გედოთ კარებებს დალეწავდა მომხმარებელი და ტევა აღარ იქნებოდა. აი რა ფასსაც მინდა იმას დავადებ რო გასდით იმიტომაა ამ ქვეყნის საქმე ტრაკში. მადლობა მოწვევისათვის, როგორმე 20 ლარს მოვაქუჩებდი 10 ხინკლის საყიდლად მაგრამ პრინციპშია აქ საქმე და დამოკიდებულებაში და არა 20 ლარის არქონაში. მე დავამთავრე მაგ თემაზე საუბარი.

Posted by: BeerLover 1 Mar 2019, 21:28
Besa

ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შემოთავაზებულია ბაზარზე და ადევს არაადეკვატური ფასი, ყოველთვის იქნება კრიტიკის ობიექტი, უნდა შეეგუოთ ამას

2 კი არა 10 ლარი დაადე თუ გინდა, მაგრამ რო გეტყვიან არ ღირს ეგ 10 ლარი და რაამბავიაო, არ უნდა გაგიკვირდეთ

ასე რომ აბსულუტურად ჯანსაღი ამბავია ეგ და არ უნდა იწვევდეს ეს აგრესიას

პ.ს. ვყოფილვარ თქვენთან და კიდე ბევრჯერ მოვალ biggrin.gif მაგრამ სიმართლე სიმართლეა

ინტერესის გამო გავსინჯე ერთხელ თქვენი ხინკალი და მეორედ აღარ ვაპირებ ყიდვას, ნამდვილად არაადეკვატური ფასი აქვს... სხვა კერძები კი ბატონო smile.gif

Posted by: Master_Nick 1 Mar 2019, 21:49
iosebovich
BeerLover
ვახ თქვენ კიდევ მართლა რას გადაეკიდეთ ამ კახელებსsmile.gif იმას რატომ არ აპროტესტებთ რომ ლარიან ხინკალში კაცმა რომ არ იცის რა ხორცია გამოყენებული? რამდენჯერ ამ ბოლო დროს ხინკალი ვჭამე, მომკლა გულძმარვამ, კარგი ხინკალი მზადდება სახლშიsmile.gif

* * *
BeerLover
კახელების ხინკალი მოგეწონა? მე არ ვარ ნამყოფი მანდ

Posted by: BeerLover 1 Mar 2019, 21:54
Master_Nick

მე ნუ გამრევ მაგ საქმეში biggrin.gif 2ჯერ მყავს კახელები ნახსენები სულ lol.gif

მომეწონა კი, მაგრამ უკეთესებიც არის თბილისშივე... ლარი რო ღირდეს კარგი ხინკალია ნამდვილად

ძალიან ცოტა ადგილას ვჭამ ხინკალს თბილისში, 3-4გან არის სულ კარგი

კახელებში არის სასწაული ხაჭაპური, ბოლოს როგორც მახსოვს 17 ღირდა, მაგრამ ნამდვილად ღირს... იმდენი და ისეთი ყველი დევს შიგნით აღარ არის 17 ლარი ძვირი მაგისთვის, მაგრამ აი 2 ლარიანი ხინკალი ვერა რა, რა ვქნა biggrin.gif

Posted by: iosebovich 1 Mar 2019, 21:54
Master_Nick
კაი ეხლა იმედია ხვდები რაზე ვაპელირებთ ... სად ჭამე კაცო , რა გულძმარვა ?

Posted by: iosebovich 1 Mar 2019, 21:59
BeerLover
აბა მე რას ვეუბნევი სხვას ? smile.gif დაწიონ ლარამდე და გინდა დესერტი დააწერონ გინდა მჟავის ასორტი smile.gif არა მგონია ლილოს გზა გადაიკეტოს არიქა კახელებში ხინკალი ლარადაა შევესიოთო biggrin.gif 2 ლარზე ნებისმიერს მივუთითებ ფასის აბსურდულობას ვინც გინდა იყოს. ამას წინათ რესტორანი დადიანის სასტავს მივუთითე გაღორებას აქვს ადგილი თქო. თურმე დაწყებაა მთავარი მერე ყველამ ამოიდგა ხმა biggrin.gif

Posted by: Master_Nick 1 Mar 2019, 22:03
BeerLover
smile.gif შარში ხარ, აწი ტრაპისტებში გადახდილ ფულებს დაგითვლი კაპიკ კაპიკ, აი ასე lol.gif

iosebovich
BeerLover
კარგით ეხლა ხინკლის გამო ნუ ანერვიულდებითsmile.gif
* * *
iosebovich
შენ სად დადიხარ თბილისში კარგი ხინკლის საჭმელად? ქართული გაუყინავი ნატურალური ხორცის ხინკალს მე ვერ მივაგენი თბილისში.

Posted by: BeerLover 1 Mar 2019, 22:05
iosebovich

მაგ შემთხვევაშI 1.50 რო დაადონ კარგი იქნება, 9 მთაშიც დაახლოებით ეგრე ღირს, მაგრამ სახინკლაოდ 9 მთაში მისული კაცი არ მინახავს

Master_Nick

არ გახსოვს პამ კლაბში ნა პრინციპ რო არ ვყიდულობდი ტრაპისტებს? biggrin.gif არადა სხვაგან არც იშოვებოდა

Posted by: Master_Nick 1 Mar 2019, 22:07
BeerLover
კი მახსოვს მაგას რა დამავიწყებსsmile.gif პამ კლაბი და კახელები ერთი სასტავის ხომ არ არის შენ გეცოდინება? lol.gif

Posted by: BeerLover 1 Mar 2019, 22:08
Master_Nick

არაა გამორიცხული biggrin.gif ლუდმა არ გაამართლა და.... biggrin.gif

დადიანში ნამყოფი ხარ?

Posted by: Master_Nick 1 Mar 2019, 22:10
BeerLover
კი დადიანი ძალიან მომწონს! up.gif მეგრული სამზარეულო love.gif მე ადგილების ამოჩემება ვიცი, სხვადასხვა ადგილებზე არ მიყვარს სიარული, დადიანი ერთ ერთი ამოჩემებულთაგანია lol.gif

Posted by: BeerLover 1 Mar 2019, 22:12
Master_Nick

ბოლოს სტამბაში მომეწონა მეგრულები ძალიან

დადიანი მყავს მიზანში ამოღებული უახლოეს მომავალში biggrin.gif მეგრული სამზარეულო სამეულში შედის ჩემთვის, დაჟე შეიძლება პირველიც იყოს

Posted by: Master_Nick 1 Mar 2019, 22:13
BeerLover
მეგრული სამზარეულო ჩემთვის უირველესია, შეუდარებელია ჩემი აზრით

Posted by: BeerLover 1 Mar 2019, 22:14
Master_Nick

კი ძალიან ბევრი ძალიან მაგარი კერძი აქვთ up.gif

კაი ელარჯს გაწელავდა ეხლა კაცი და ხარჩოსაც მიაყოლებდა lol.gif

Posted by: la reine 1 Mar 2019, 22:19
BeerLover

მე გავწელე სამი დღის წინuser.gif

უბრალოდ ლამაზად ვერ გადავიღე...ერთი ხელით ვწელავდი, მეორეთი ტელეფონს ვაჩხაკუნებდი და დამეჯღანა ფოტოbiggrin.gif

აუუ მართლა სასწაულია რამეა რა...


პ.ს. თუ ძაან მთხოვ თემაში დავდებ:დდ

Posted by: BeerLover 1 Mar 2019, 22:19
la reine

ეხლა ღამის 10 საათზე ელარჯს ვერსად ვერ ვიშოვი და სურათი მაინც მანახე ნუ გენანება lol.gif

უმაგრესი რამეა ელარჯი!

Posted by: Master_Nick 1 Mar 2019, 22:24
BeerLover
შენ მეგრული კუპატი თუ გაგისინჯია? ცხელ კუპატს ეძახიან, ელარჯთან/ღომთან ერთად იჭმევა, ვერ აღვწერ ისეთი კერძია.

la reine
შენ ხომ ხვდები რომელ კუპატზე ვამბობბბბბბბბბბბბsmile.gif

Posted by: la reine 1 Mar 2019, 22:25
ოო მერე დაიწყებ, რას დებდი რომ დებდი, მაცივარი დავაცარიელეოbiggrin.gif

კაი მიდი თემა ამოწიე შენ თორემ ბოლო პოსტს მიებმება და ელარჯი კი იმსახურებს ცალკე აღნიშვნასchups.gif


ნიკაა, ვიცი ეგ კუპატი როგორ არა. ძაან სასწაული რამეა. მე მისი მომზადება მაქვს ნანახიიი. მილიონი რომ მომცენ, ვერ შევეჭიდებიsad.gif

Posted by: BeerLover 1 Mar 2019, 22:27
Master_Nick

ბიცოლა მყავს მეგრელი, თან ძალიან მაგარი მზარეული, მინიმუმ 20ჯერ ვარ აბაშაში ნამყოფი და თამამად შემიძლია ვთქვა, ძალიან კარგად ვიცნობ მეგრულ სამზარეულოს biggrin.gif

რომელ კუპატს გულისხმობ თუ მიმახვედრებ გეტყვი, დაშლილი რო გამოდის ბოლოს? არამგონია რამე მეგრული გასინჯული არ მქონდეს biggrin.gif

Posted by: Besa 1 Mar 2019, 22:28
iosebovich
BeerLover

რა ფასი დავადო რას მირჩევთ?

Posted by: Master_Nick 1 Mar 2019, 22:30
la reine
კიიიი ურთულესი რამეა, მაგრამ კულინარიის შედევრია ჩემთვის bis.gif

BeerLover
წელებისგან და ,,პირსახოცისგან" კეთდება, კეცზევე იწვება და დაშლილი მოდის კი, biggrin.gif

Posted by: BeerLover 1 Mar 2019, 22:31
Besa

ისევ გაბრაზებული ხარ თუ სერიოზულად კითხულობ? biggrin.gif

1.50 დაადე და დესერტად 5 ცალს დავაყოლებ ხოლმე უგემრიელეს ზაქის ან ხბოს კატლეტს და ხაჭაპურს up.gif

ისე ლარიც რო დაადო, არამგონია სახინკლედ გადაიქცეს და სახინკლაოდ და არყის სასმელად დაიწყოს ხალხმა სიარული...

9 მთაში ღირს 1.60 ხინკალი და დღეები ისე გადის ხინკალს არავინ უკვეთავს, არადა უგემრიელესი ხინკალი აქვთ

Master_Nick

ეხლა უკვე მხოლოდ ელარჯი კიარა სამეგრელოში ჩასვლა მომინდა biggrin.gif

Posted by: Master_Nick 1 Mar 2019, 22:32
BeerLover
9 მთაში არის ხინკალი??? პირველად გავიგე

Posted by: BeerLover 1 Mar 2019, 22:34
Master_Nick

რას ამბობ? საუკეთესო ხინკალია ქალაქში, ატვეჩაი ვარ!

5 ცალი უნდა შეუკვეთო ან 9... ფასი იცვლება ამის მიხედვით, ისე საშუალოდ 1.60 გამოდის

Posted by: Besa 1 Mar 2019, 22:46
BeerLover

ჩემი გაბრაზება სად ნახე?
რამდენი პოსტია, ღორებს და უნამუსოებს გვიწოდებენ, ხმა არ ამომიღია.
ბევრჯერ დაწერეს მიზეზი თუ რატომაა ეგ ფასი, მაგრამ არ გაინტერესებთ ეგ თქვენ.
არაადეკვატური ფასი რას ნიშნავს? ვისთვისაა არაადეკვატური?
მე ჩემი გათვლა მაქვს და ამით ვხემძღვანელობ.
ძვირია? არ გაიყიდება და შესაბამისად მე ვიზარალებ.
მემგონი გასაგებად დავწერე თუ რამე მკითხეთ არ დაგზარდებით.
5% სისხლს წოვენ და ქონში ცურავენ პოსტები არ მომწეროთ

Posted by: BeerLover 1 Mar 2019, 22:49
Besa

ამ თემაში თითქმის საერთოდ არ ვპოსტავ, ბოლო გვერდებზე მაქვს უბრალოდ ნაპოსტი და არ ვიცი რაზე ლაპარაკობ და არც ეგ პოსტები წამიკითხავს...

არ არის საჭირო აგრესია, უბრალოდ ჯანსაღი კრიტიკა ბუნებრივი მოვლენაა... პირადი შეურაცხყოფის მიყენება მაგის გამო ნამდვილად დაუშვებელია მომხმარებლების მხრიდან

Posted by: iosebovich 1 Mar 2019, 23:06
Besa
ოკ. თუ შეფასებებში გადავამლაშე ბოდიში მომითხოვია. მაგრამ ხინკალი 2 ლარი მიუღებელია ჩემთვის მორჩა და და გათავდა . კი ბატონო თუ გინდა 5 ლარი დაადე არაა პრობლემა, მაგრამ მეც ვიტოვებ უფლებას არაადეკვატური ფასი დავგმო და მაგაზე საუბარს ვერავინ ამიკრძალავს. დალშე წარმატებები მაგ რთულ გზაზე .

Posted by: lav-100 1 Mar 2019, 23:57
QUOTE (iosebovich @ 1 Mar 2019, 21:20 )
ანუ მე და სხვებს გვეუბნევი რო თქვენ დაისვენეთ ბიჭებო მარტო იმ 5%-ისთვისაა ვინც ხალხის სისხლს წოვს და ქონში ცურავსო. აი ეგ დამოკიდებულებაა. მეტი არაფერი. თორე 1 ლარი რო გედოთ კარებებს დალეწავდა მომხმარებელი და ტევა აღარ იქნებოდა. აი რა ფასსაც მინდა იმას დავადებ რო გასდით იმიტომაა ამ ქვეყნის საქმე ტრაკში.

biggrin.gif biggrin.gif


ისე სემეკის ხელმძღვანელი ტიპები იჯდნენ გვერდით მაგიდაზე მე რო ვიყავი აი 18 ათასი და + უსასრულობა რომ აქვთ ხელფასები და ეს პოსტი რომ ვნახე გამეცინა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: toyota12345 2 Mar 2019, 00:43
ლილოში ვცხოვრობ და ნებისმიერ დროს შემიძლია რომ კახელებში შევიარო მაგრამ 2 ლარს არასოდეს არ გადავიხდი ხინკალში!! ვინც გადაიხდის ღმერთმა შეარგოს. მომგებიანი ხინკალია თუ რა თემაა 2 ლარი? ჭანტურიაზე ზოდიაქოში 1 ლარი ან ჩემო კარგო ნაძალადევში 85 თეთრი სერიოზული ხინკალია კვლიავით მოხევური.

Posted by: მამაო ენუქი 2 Mar 2019, 11:35
Besa
QUOTE
და ვაფშემც მობრძანდი ბატონო ჩვენთან ლილოში და დააგემოვნე მე გეპატიჟები.

კაცო, ეგ ადამიანი გლანძღავთ და გთხაგთავთ და მე კიდე პირიქით თქვენზე გემრიელი საჭმელი არსად არ არის თბილისში და კიდე მაგას ეპატიჟები ? biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 2 Mar 2019, 11:49
QUOTE (მამაო ენუქი @ 2 Mar 2019, 11:35 )
Besa
QUOTE
და ვაფშემც მობრძანდი ბატონო ჩვენთან ლილოში და დააგემოვნე მე გეპატიჟები.

კაცო, ეგ ადამიანი გლანძღავთ და გთხაგთავთ და მე კიდე პირიქით თქვენზე გემრიელი საჭმელი არსად არ არის თბილისში და კიდე მაგას ეპატიჟები ? biggrin.gif

ეგ მასეა ყველგან.
მომსახურების სფეროში.
მომხმარებელი თუ ტვინს ###ავს, გინდაც არ ეკუთვნოდეს, მაინც უკმაყოფილებენ მოთხოვნას, ოღონდ გააჩუმონ.
და მეორე მომხმარებელი რო პატიოსანია და უბრალოდ თხოვნა აქვს, იმას უარს ეუბნებიან,
და თვითონ გიბიძგებენ რო ტვინი ##ნა.
ჩვენთან პრეტენზია უფრო მუშაობს, ვიდრე თხოვნა...

Posted by: მამაო ენუქი 2 Mar 2019, 11:55
Frankens†ein
გააჩუმებს ორი დღე, მერე ისევ გააგრძელებს yes.gif

Posted by: akako78 2 Mar 2019, 12:07
user posted image

user posted image

user posted image


ესეც ჩემს სახლში გაკეთებული ხინკალი..ქალაქურია:მწვანილით-ხახვით..შერეული საქონლის და ღორის ხორცითsmile.gif

Posted by: BeerLover 2 Mar 2019, 12:55
QUOTE (მამაო ენუქი @ 2 Mar 2019, 11:35 )
Besa
QUOTE
და ვაფშემც მობრძანდი ბატონო ჩვენთან ლილოში და დააგემოვნე მე გეპატიჟები.

კაცო, ეგ ადამიანი გლანძღავთ და გთხაგთავთ და მე კიდე პირიქით თქვენზე გემრიელი საჭმელი არსად არ არის თბილისში და კიდე მაგას ეპატიჟები ? biggrin.gif

პატიოსანი კაცისთვინ არავინ არაა lol.gif lol.gif

Posted by: მამაო ენუქი 2 Mar 2019, 12:59
BeerLover
ვესტვლეტერენის სააბატოს უნდა მივწერო, ნატახტარზე უარესი ლუდი გაქვთ და თუ გამოაგზავნეს ერთი ყუთი გეპატიჟები biggrin.gif

Posted by: BeerLover 2 Mar 2019, 13:03
მამაო ენუქი

არაა ცუდი იდეა lol.gif


Posted by: iosebovich 2 Mar 2019, 13:36
მამაო ენუქი
Frankens†ein
არავის არ ვლანძღავ მე და ტონი შეარჩიეთ ორივემ . ტვინს ვინ ტ####ს ჩანს კარგად. ეხლა თქვენ ხო არ შეგითანხმოთ აზრი გამოვთქვა თუ არა? ფორუმია და თემაა და ვაფიქსირებ. ვისაც არ მოსწონს ცივი წყალი დალიოს. იმასაც ვერ მიხვდა რო წურბელები და სისხლისმსმელები მთავრობის ხალხი ვიგულისხმე და გაღორებაც მანდედანაა. ერთ შესვლაზე 1000 ლარს ტოვებენ ბიუჯეტის ანუ ჩვენი ფულებით. მარა არ დარჩა დიდი დრო და დანდობა არ იქნება მავათი. ყველა წავა ციხეში ბიუჯეტის ქურდობისათვის და ხალხის გაღატაკებისათვის. სულ რო ბანი დამადინ ქართველი ბიზნესმენების და მათი არაადეკვატური საქმიანობის მტერი ვიქნები და ეგეთად დავრჩები.
* * *
akako78
აი ეგაა მართლა ხინკალი. მარა ვიღა აკეთებს სახლში. ცომის მოზელა ეზარებათ ხოლმე smile.gif თორე სახლში გაკეთებულს რა ჯობია.

Posted by: GEORGEXIII 2 Mar 2019, 13:53
akako78
შენ გაგიმარჯოს ღმერთმა ამ მშიერზე ამის დანახვა იქნებოდა.

Posted by: Besa 2 Mar 2019, 16:12
მამაო ენუქი
QUOTE
კაცო, ეგ ადამიანი გლანძღავთ და გთხაგთავთ და მე კიდე პირიქით თქვენზე გემრიელი საჭმელი არსად არ არის თბილისში და კიდე მაგას ეპატიჟები ?


:ლოლ:

მობრძანდი მამაო სამარხვო კატლეტებზე გეპატიჟები biggrin.gif

Posted by: Master_Nick 2 Mar 2019, 22:01
akako78
მაგარია, up.gif საქონლის და ღორის ხორცის რა პროპორციას იჭერ?

Posted by: akako78 2 Mar 2019, 23:19
GEORGEXIII

ხო მართალი ხარ-"ხელი წამიცდა" რომ გადამეღო ფოტოებიsmile.gif

iosebovich

იხარე..მე მომწონს რაც მთავარია და ყველას ვისაც კი გაუსინჯავს ყველას მოეწონაsmile.gif

Master_Nick

60% საქონელი და 40% ღორის..ისე პირიქითაც მისინჯია და არანაკლებ გემრიელი გამოდისsmile.gifგინდ 50% VS 50% გააკეთე-მაგარი გამოვაold.gif

პ.ს.ეხლა უნდა გაგაცინოთ მართლა..ამ ხინკლის მომხვევს რომ ვუთხარი 2 ლარიან 1.5 და რავიცი ა.შ. ფასის ხინკლებზე..ასე მითხრა რომ 60 თეთრზე მეტი რომ გახდა 70 თეთრიო იმაზე გადავირიეო..80 თეთრზე აღარ მინდა რომ ვილაპარაკოო და იმის მერე თავის თავს ელეპარაკებოდა კაი ხანს(აშკარად შოკში ჩავარდაsmile.gif)რა 2 ლარიო რის 1.5 ლარიო..რა ატამი რა გარგლის ტოლა კურკაო?აი მაგ პერსონაჟის პონტში იყო რაsmile.gifრამოდენიმეჯერ შემეკითხა ეს სიმართლეაო თუ ღადაობოsmile.gifარ ჯერა ეხლაც მე მგონიfacepalm.gif help.gif

Posted by: მამაო ენუქი 3 Mar 2019, 01:16
Besa
QUOTE
სამარხვო კატლეტებზე გეპატიჟები 

ზაქის მართლა სამარხოა, ჩემი ძმაკაცი არის ხოლმე მარხვაზე, მარა ისეთი სურნელი ქონდა შემოეჭამა lol.gif

Posted by: girvan_88 3 Mar 2019, 07:13
ეს თემა პახმელიიდან გამოსვლის ერთ-ერთ საშუალებად მექცა biggrin.gif

Posted by: sham 3 Mar 2019, 12:31
sashinlad mshia, arc saxlshi machmeven da arc fuli maqvs rame vchamo....

Posted by: iosebovich 3 Mar 2019, 14:24
akako78
biggrin.gif
არ დაიჯერებდა იასნია smile.gif კოსტა დასტურიძეა ეგა დათა თუთაშხიაში smile.gif 1 ლარი მაქსიმუმ ფასი ყველა ხარჯის გათვალისწინებით ღირდეს ხინკალი და ეგეც მაქსიმუმის მაქსიმუმია. რაის 1.60 და 2 ლარი, რა ბნელაა ? smile.gif

Posted by: Frankens†ein 3 Mar 2019, 15:40
iosebovich
მონოპოლია ხო არაა.
თუ არ გინდა 1.60-ის გადახდა, მიაქვს თბილისი სახინკლეებს, სადაც 80 თეთრი ღირს ხინკალი.
ვისაც უნდა 1.60-ის გადახდა ან შემომეჭამას "ერთ ლუკმა" ხინკალში 90 თეთრის, გადაიხდის.

რეალურზე მაღალი ფასის დადებისთვის შეიძლება კი არა და უეჭველი უნდა აგინო პურის ქარხნებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, სხვა ცხოვრებისთვის აუცილებელი პროდუქტების გამომშვებ-რეალიზატორებს.

მაგრამ ყველგან რო ლარი ღირს ხინკალი, მე ჩავთვალო რო უკეთესს ვთავაზობ მომხმარებელს და ორი ლარი დავადო, რატო უნდა მაგინონ.
გაიარონ და ჭამონ ლარიანი.

Posted by: akako78 3 Mar 2019, 18:11
სმიტის მოსაზრების მიხედვით უხილავი ხელი მართავს ამ სამყაროს ეკონომიკას და ყველა მოძრაობას ადამიანების..არ მაწყობს შენი დადებული ფასი?არ შემოვალ-მაწყობს შემოვალ..(ხოდა ვისაც აწყობს "სკარტიუ დაროგა რა"-არველაძის არ იყოსsmile.gif)რომის პაპსაც აქვს ნათქვამი რომ რაც არ უნდა საუბარი წამოვყოთო-ყველაფერი ბოლოს მიდის ეკონომიკასთანო..ხოდა ვისი ეკონომიკაც ქაჩავს 2-1.6 ლარის ფასებს-კი ბატონო მიირთვან გინდ ხინკალი და გინდ მწვადი-უშლის ვინმე?არავინ..ხოდა დაწყნარდით ტავარიშჩ მფლობელებო-ყველაფერი მოგვარდება სმიტის თეორემის მიხედვით-ხომ არის "ზღაპარი" და თითქმის შუასაუკუნეების მოძღვრება არა?აბა ვნახოთ-დავაცადოთ პაწა ხანი რაზეც მოთხოვნა არ იქნება სმიტის უხილავი ხელი თვითონ დაარეგულირებსsmile.gif

Posted by: Master_Nick 3 Mar 2019, 18:19
QUOTE (akako78 @ 2 Mar 2019, 23:19 )
Master_Nick

60% საქონელი და 40% ღორის..ისე პირიქითაც მისინჯია და არანაკლებ გემრიელი გამოდისsmile.gifგინდ 50% VS 50% გააკეთე-მაგარი გამოვაold.gif


ამ პროპორციებზე წვენი კარგად აქვს? პირიქით რომ გაუშვა მე მგონი უფრო წვნიანი უნდა გამოვიდეს, ხომ არ დაკვირვებიხარ ასეა?

Posted by: akako78 3 Mar 2019, 18:24
წყალსაც ურევ მერე და შეატყობ რა როგორია...ძალიან წვნიანსაც ვერ მოახვევ..საერთოდ ღორის ქონი უფრო მეტს აწვნიანებს..მაგრამ აქ უფრო როგორი გეჭმევა რა იმაზეაsmile.gifთუ წნევა და შაქარი გაწუხებს-სჯობია საქონლის ხორცი იყოს უმეტესი..თუ გემრიელი გინდა რომ იყოს ნახევარი-ნახევარზე საუკეთესოაsmile.gif

Posted by: Frankens†ein 3 Mar 2019, 19:09
რაც უფრო მეტია ღორის ხორცის წილი, მით უფრო გემრიელია ხინკალი.
კახეთში იციან მარტო ღორის ხორცის ხინკალი და ბევრად გემრიელია, ვიდრე შერეული ხორცისა,
მარტო საქონლის ხინკალზე საუბარიც არ ღირს.

Posted by: Keti-Ket 3 Mar 2019, 21:43
ზოგადად ღორის ხორცი უფრო ცხიმიანი რადგანაც არის, ამ ხორცით უფრო წვნიანიც გამოდის ხინკალი, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ უფრო გემრიელი.
მაგ ლოგიკით ღორის ხორცის მწვადი ხომ ითვლება საუკეთესოდ, მე კი ხბოს მწვადს ვერ მირჩევნია, რადგან ხბოს მწვადი უფრო რბილი და წვნიანი მეჩვენება

Posted by: GEORGEXIII 4 Mar 2019, 10:56
akako78
იფფფ კაი პივა უნდა მაგას და ცხონეებააა.

Posted by: Frankens†ein 4 Mar 2019, 11:19
Keti-Ket
QUOTE
მაგ ლოგიკით ღორის ხორცის მწვადი ხომ ითვლება საუკეთესოდ, მე კი ხბოს მწვადს ვერ მირჩევნია, რადგან ხბოს მწვადი უფრო რბილი და წვნიანი მეჩვენება

გემოვნების ამბავია.
თორემ იმის თქმა, რომ ხბოს მწვადი ჯობს ახალდაკლული ღორის სუკს რო წამოაცვამ გაურეცხავად შამფურზე, წალამზე ააშიშხინებ და ცვრიანას ჩამოყრი, არ იქნება მართებული smile.gif

Posted by: akako78 4 Mar 2019, 13:39
GEORGEXIII

კი მეც ძალიან მიყვარს ლუდთან-უბრალოდ ეხლა ნატურალურ ჭაჭის არაყთან მივრთვი..350 გრამი ვხიე და მეყო რა..ისე 700გრამს ვსვავ ხოლმე თუ დათრობა მინდა..გრადუსი 52-55-ია..

Frankens†ein

ბავშვი ვიყავი და რაჭაში მახსოვს ერთ უძლიერესს შეფ-მზარეულს ჰკითხეს რომელი სჯობნისო ყველანაირადო..ნუ მახსოვს ხბოსიო თქვა..მეც ძალიან მიყვარს ხბოსი მაგრამ..მარტყოფში რომ წამოაქციეს ღორი და სუკის მწვადი გვაჭამეს მე ეგეთი არაფერი ახლოს არ მახსოვს რა..სად იყო მაშინ პრემექსი და ჯანდაბა..smile.gifმწვადი ზოგადად ღორისას ვცემ მეც პატივს..ეგრე ქათმის ფილის მწვადსაც კარგად ვწვავ და ინდოურის ხომ საუკეთესოა თუ იცი კაცმა როგორ შეწვა ისე რომ ცვრიანი გამოგივიდეს და არ გაახმო..საერთოდ დაკვირვებული ვარ რომ არ უნდა დააცილო ნაჭრები ერთმანეთს..უნდა მიატყუპო და ცვრიანი გამოდის..დასავლეთში ბევრმა არ იცის ეგ და დააცილებენ და ხრაკავენ და აფუჭებენ საუკეთესო ხორცს სამწუხაროდ..

Posted by: Lapustak 4 Mar 2019, 13:47
გაგარინის ''შემოიხედე'' - ში დეკეულის ხინკალი ვის გაგისინჯავთ?

მაინტერესებს

და

იმედია ამ დღეებში მივაღწევ

Posted by: Frankens†ein 4 Mar 2019, 14:43
QUOTE (akako78 @ 4 Mar 2019, 13:39 )

Frankens†ein

ბავშვი ვიყავი და რაჭაში მახსოვს ერთ უძლიერესს შეფ-მზარეულს ჰკითხეს რომელი სჯობნისო ყველანაირადო..ნუ მახსოვს ხბოსიო თქვა..მეც ძალიან მიყვარს ხბოსი მაგრამ..მარტყოფში რომ წამოაქციეს ღორი და სუკის მწვადი გვაჭამეს მე ეგეთი არაფერი ახლოს არ მახსოვს რა..სად იყო მაშინ პრემექსი და ჯანდაბა..smile.gifმწვადი ზოგადად ღორისას ვცემ მეც პატივს..ეგრე ქათმის ფილის მწვადსაც კარგად ვწვავ და ინდოურის ხომ საუკეთესოა თუ იცი კაცმა როგორ  შეწვა ისე რომ ცვრიანი გამოგივიდეს და არ გაახმო..საერთოდ დაკვირვებული ვარ რომ არ უნდა დააცილო ნაჭრები ერთმანეთს..უნდა მიატყუპო და ცვრიანი გამოდის..დასავლეთში ბევრმა არ იცის ეგ და დააცილებენ და ხრაკავენ და აფუჭებენ საუკეთესო ხორცს სამწუხაროდ..

გემრიელად მომხადებული ყველაფერი კარგია.
მაგრამ რასაც ქვია მწვადი, ღორისაა ჩემთვის #1.
კახეთში მაქვს სოფელი და ღორს რო დავკლავდით, ეგრევე წამოვაცვამდით შამფურზე და დავდებდით წალამის ნაკვერჩხალზე, ეგეთი მწვადი არსად მაქვს მე ნაჭამი, რა ცნობილი რესტორანი ან სამწვადეც არ უნდა იყოს.
ღორს რო დაკლავ, ეგრევე უნდა ააჭრა სუკები და გარეცხვის გარეშე თბილ-თბილი უნდა ააგო შამფურზე.
და რესტორანში ვერსად ვერ იქნება მასე, რომ მწვადის შეწვის წინ კლავდნენ ღორს.
მაცივარში ნადები თუ არა, მინიმუმ გარეცხილი და გაციებული მაინცაა ხორცი.

დამუშავების შემდეგ ყველანაირი ხორცით შეიძლება გემრიელი მწვადის შეწვა, დაბასტურმება-დამარინადებით.
მაგრამ ნამდვილი მწვადი არის ხორცს რო ააგებ შამფურზე და შეწვავ, ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე.
და მაგ მხრივ ღორის მწვადს ვერაფერი შეედრება.

Posted by: Keti-Ket 4 Mar 2019, 14:58
Frankens†ein
QUOTE
გემოვნების ამბავია

ცალსახად. უბრალოდ მე იმას ვამბობ, რომ გარშემო ყველა მიმტკიცებს უაპელაციოდ, რომ საერთოდ როგორ უნდა ჭამო ხბოს მწვადი, როცა ღორის არსებობს.

უბრალოდ მე მაინც ხბოს მწვადი მომწონს გაცილებით, ზუსტად რბილი, ფაფუკი გემოსა და წვნიანობის გამო.
QUOTE
ახალდაკლული ღორის სუკს რო წამოაცვამ გაურეცხავად შამფურზე

სამწუხაროდ, არ გამისინჯავს და ვერაფერს ვიტყვი.

თორემ წალამზე შემწვარი და კარგად შეზავებული ქათმის ბარკალიც ბევრად არ ჩამორჩება, თუმცა კი მაინც კლასიკურ მწვადად ვერ აღიქვამ და რაც შეეხება შეწვის ტექნოლოგიას, ნაჭრები მართლაც ერთმანეთთან ახლოს, მიბჯენილი უნდა იყოს.

Posted by: Frankens†ein 4 Mar 2019, 15:09
Keti-Ket
QUOTE
რომ საერთოდ როგორ უნდა ჭამო ხბოს მწვადი, როცა ღორის არსებობს.

რესტორნებში მეც ხბოს მწვადი მირჩევნია ღორისას.
კარგი ღორის მწვადი შეიძლება მიირთვა ზოგ რესტორანში, მაგრამ საუკეთესო არსად smile.gif

QUOTE
სამწუხაროდ, არ გამისინჯავს და ვერაფერს ვიტყვი.

თუ მოხვდები მასეთ სიტუაციაში და გასინჯავ, შემდეგ შეაფასე smile.gif
იმედია მოხვდები კახეთში ღორის ქელეხზე (ასე ეძახიან biggrin.gif)

QUOTE
რაც შეეხება შეწვის ტექნოლოგიას, ნაჭრები მართლაც ერთმანეთთან ახლოს, მიბჯენილი უნდა იყოს.

ეგ აქ გავიგე პირველად smile.gif
საერთოდ, მწვადის შეწვა არ მიყვარს დიდად.
სოფელშიც 90 წლის პაპა მყავს და მწვადს და ხინკალს თვითონ აკეთებს ყოველთვის, არ ვეცილებით ჩვენ, ეგეთი არ გამოგვივა smile.gif
რამდენჯერმე კი მაქვს შემწვარი მწვადი, მაგრამ ნაჭრებს ყოველთვის ვაშორებდი ხოლმე ერთმანეთს და მგონი გამომშრალი გამოდიოდა smile.gif

Posted by: GEORGEXIII 4 Mar 2019, 15:23
akako78
alk.gif alk.gif alk.gif alk.gif

Posted by: akako78 4 Mar 2019, 15:36
Frankens†ein

ხო მეც მირთმევა უფრო მიყვარს ვიდრე შეწვაsmile.gifშენს პაპას გაუმარჯოს ღმერთმა!!!ეგ ყოფილა კაცი-ღმერთმა 120 წელი აცოცხლოს ბიბლიური ასაკით!!!ხო ეს მე თვითონ შეწვისას დავამუღამეsmile.gifზოგნი შუაში ხახვის ნაჭრებსაც დებენ..მე ეგეც მომწონებია,მაგრამ მწვადი მწვადია და არა ბასტურმა-მართალი ხარ გეთანხმები!!!აბა სომხეთისა გზაზე ძმაკაცმა 18 ლარის ხორცი ვიყიდეთო(მანდ წონითაა სამწვადე აქ რომ გვატყუილებენ ყველა ნაბიჯზე ეგრე კი არაა?ხან ცოტაა მწვადი ხან ბევრი..იქ წონიან და წონით ყიდულობ ნედლს და მერე წვავენsmile.gif) სამი კაცი ვერ მოვერიეთო..იყო რაღაც უგემრელიესი ბასტურმაო და ხორციო..ეხლა ჩემს სოფელში ნარბენი ღორი რომ მაგათსას აჯობებს ეგ ხომ ნათელია?რაც კავკასიაშია მიწაა რომელიც არ მოგვეწონა ჩვენ-მაგათმა დაიმკვიდრეს და მაინც ყველაფერში გვეცილებიანsmile.gif)

Keti-Ket

ქათმის ბარკალი ცხოვრებაში არ შემიწვია-მაგაზე არასოდეს არ გავაცდენ არც ჩემს ნერვებს არც მონდომებას და არც ნაკვერჩხალსsmile.gifსაერთოდ სტრუქტურაა ხორცის მთავარი და არა მასა..არც ყველა ხორცია ძვალთან გემრიელი მწვადისთვის-მოსახარშად კი ბატონო..უმზეური მაქვს ამჟამად ამოჩემებული და მომსუქნო ნეკნი..მანამდე ვიყავი გადარეული ჩალაღაჯზე..ეხლაც მევასება მაგრად,მაგრამ ძნელია ეგ რომ შეწვა ცვრიანად ქალაქის პირობებშიsmile.gif

GEORGEXIII

bis.gif

Posted by: Frankens†ein 4 Mar 2019, 16:23
akako78
QUOTE
18 ლარის ხორცი ვიყიდეთო(მანდ წონითაა სამწვადე აქ რომ გვატყუილებენ ყველა ნაბიჯზე ეგრე კი არაა?ხან ცოტაა მწვადი ხან ბევრი..იქ წონიან და წონით ყიდულობ ნედლს და მერე წვავენ) სამი კაცი ვერ მოვერიეთო

ხო, ჩვენთან ყველაფერი მოტყუებაზეა smile.gif
ერთი სახალისო ამბავი გამახსენდა, დასავლეთიდან მოვდიოდით თბილისში მე და ჩემი სამი მეგობარი და მახოს მწვადი როა ცნობილი სამწვადე, მანდ გავაჩერეთ საჭმელად.
ავიღეთ მწვადი, ეკალა, მჭადი, კიტრი-პომიდვრის სალათი, ყველი და ერთი ბოთლი ღვინო.
და რო ვრჩებოდით უკვე ჭამას, ან თვითონ ეს მალხაზი იყო ან ძმა ან ბიძაშვილი... რო აკონტროლებენ რა სიტუაციაა... და ანგარიში მოგვიტანეთო ვთხოვეთ და რა ანგარიში biggrin.gif
გადახედა სუფრას და 100 ლარიო, გვაჯახა biggrin.gif
არც 97.80, არც 102,5...
ეგრევე ასი ლარიო biggrin.gif
აგვიტყდა ეგრევე სიცილი biggrin.gif
და დავდეთ ასლარიანი, არც გაგვიპროტესტებია smile.gif
მაგარი ძმა იყო, გადახედა სუფრას და ალბათ იფიქრა, ამაში კი უნდა გადაიხადოთ ოთხმა კაცმა 100 ლარიო და გვითხრა რა biggrin.gif
ბევრიც არ მოუმატებია, 80 ლარის იქნებოდა მინიმუმ, შეიძლება ცოტა მეტისაც biggrin.gif
უბრალოდ მიდგომაა მაგარი biggrin.gif


ხო, მწვადი დიდი არაფერი.
რიკოთზე ყველაზე გემრიელი საჭმელი არის აქედან რო მიდიხარ დასავლეთისკენ, ხელმარცხნივ როა.
იმერეთი ერქვა ადრე, ათწლეულებია, მერე მწვადიაურს ქონდა ნაქირავები და მწვადიაური ერქვა, ეხლა გავიდა ისევ მწვადიაური და რა დაარქვეს არ დავკვირვებივარ.

Posted by: la reine 4 Mar 2019, 16:33
QUOTE (akako78 @ 2 Mar 2019, 12:07 )
user posted image

user posted image

user posted image


ესეც ჩემს სახლში გაკეთებული ხინკალი..ქალაქურია:მწვანილით-ხახვით..შერეული საქონლის და ღორის ხორცითsmile.gif


აუუ ძაან ლამაზიიიაა.

დაწერე რა როგორ კმაზავთ ფარშს ...რა მწვანილი რამდენი ხახვი...მოკლედ ცოტა დეტალურად. ქალაქური.მიყვარს ძალიანsmile.gif)


Posted by: akako78 4 Mar 2019, 19:02
1 კგ ხორცი(შერეული ფარში 500გრამი საქონელი და 500გრამი ღორი)+3 ან 4 საშუალო ზომის ხახვი+4 საშუალო კბილი ნიორი+ქინძი თვალის ზომით-ბევრი არ უნდა(100 გრამი მაქსიმუმ)+წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით ფარშში..ასევე მუჭანახევარი ქვამარილი-ქვაბში ხარშვისას ადუღებულ წყალში და ეგააsmile.gifშეგბულად არ ვუკეთებთ არც ძირას და არც ქონდარსsmile.gif

Posted by: Keti-Ket 4 Mar 2019, 21:46
Frankens†ein
QUOTE
იმედია მოხვდები კახეთში ღორის ქელეხზე (ასე ეძახიან )

თუ შეიქმნა სიტუაცია, აუცილებლად გამოვიყენებ. ისედაც ყველაზე გემრიელი (ტრადიციული) საჭმელი მასეთ სიტუაციებში კეთდება და არა რესტორნებში.

akako78
არადა სულ ტყუილად. მეც სკეპტიკურად ვუყურებდი თავიდან ჩემმა ძმამ რომ შემომტავაზა, მაგრამ ისეთი გემრიელი გამოდგა, ცხარე და თან არომატული. არც ვიცი ზუსტად რითი აზავებდა.

და რაც შეეხება ხინკალს, მრავალჟამიერის მომწონს ბოლო დროს დაგემოვნებულებიდან. ისეთი არ არის უშუალოდ მაგის გამო იარო მანდ, მაგრამ თუ მოხვდები ადამიანი, ღირს ხინკლის აღებაც, ქალაქურიც და მთიულურიც

Posted by: max-14 5 Mar 2019, 20:19
QUOTE
და რაც შეეხება ხინკალს, მრავალჟამიერის მომწონს ბოლო დროს დაგემოვნებულებიდან

ნორმალურია,ფასიც ზომიერი,უმწვანილოს ვუკვეთავ ხოლმე,კარგია

Posted by: Keti-Ket 5 Mar 2019, 21:35
QUOTE
ნორმალურია,ფასიც ზომიერი,უმწვანილოს ვუკვეთავ ხოლმე,კარგია

და რაც საკმაოდ იშვიათია, ხორციც ბლომად აქვს, არ ინანებენ

Posted by: Amigo-Amo 6 Mar 2019, 00:22
akako78
ნიორი ხინკალში კი არა, ზოგადად, ნებისმიერ კერძში სარისკოა (ხინკალში კი ჩემთვის მოუღებელი). 1 კგ. ხორცზე 4 კბილი ნიორი ხომ საერთოდ. ხინკალს ქინძი არ უნდა ჰქონდეს. ძირა კი პირიქით, საჭიროა და მეტად წვნიანს ხდის. მგონი პირიქით დაწერეთ biggrin.gif
* * *
QUOTE (Keti-Ket @ 3 Mar 2019, 21:43 )
ზოგადად ღორის ხორცი უფრო ცხიმიანი რადგანაც არის, ამ ხორცით უფრო წვნიანიც გამოდის ხინკალი

no.gif არანაირად, პირიქით, საქონლის ხორცი უფრო წვნიანია. მარტივი მაგალითი: ტაფით დადგი თანაბარ ცეცხლზე საქონელი და ღორი და დააკვირდი, რომელი უფრო მეტ წყალს გაუშვებს smile.gif

Posted by: Mstyle 6 Mar 2019, 11:29
QUOTE
საქონლის ხორცი უფრო წვნიანია

დიეტური თვალსაზრისითაც კი საქონლის ხორცს ურჩევენ ხოლმე და არა ღორის და რანაირად არის უფრო წვნიანი

Posted by: Keti-Ket 6 Mar 2019, 12:30
QUOTE (Amigo-Amo @ 6 Mar 2019, 00:22 )
akako78
ნიორი ხინკალში კი არა, ზოგადად, ნებისმიერ კერძში სარისკოა (ხინკალში კი ჩემთვის მოუღებელი). 1 კგ. ხორცზე 4 კბილი ნიორი ხომ საერთოდ. ხინკალს ქინძი არ უნდა ჰქონდეს. ძირა კი პირიქით, საჭიროა და მეტად წვნიანს ხდის. მგონი პირიქით დაწერეთ biggrin.gif
* * *
QUOTE (Keti-Ket @ 3 Mar 2019, 21:43 )
ზოგადად ღორის ხორცი უფრო ცხიმიანი რადგანაც არის, ამ ხორცით უფრო წვნიანიც გამოდის ხინკალი

no.gif არანაირად, პირიქით, საქონლის ხორცი უფრო წვნიანია. მარტივი მაგალითი: ტაფით დადგი თანაბარ ცეცხლზე საქონელი და ღორი და დააკვირდი, რომელი უფრო მეტ წყალს გაუშვებს smile.gif

წვნიანობა ცხიმის დნობის ხარჯზე მიიღწევა, მასეთ წვნიანობას ვგულისხმობ

წვნიანობა ცხიმის დნობის ხარჯზე მიიღწევა, მასეთ წვნიანობას ვგულისხმობ

Posted by: iosebovich 6 Mar 2019, 15:05
ნიორი კატეგორიულად მიუღებელია ხინკალში ... მცოდნეები დამეთანხმებიან .

Posted by: akako78 6 Mar 2019, 15:10
Amigo-Amo

მე აქ არც ნორმებს ვაწესებ და არც ახალ ველოსიპედს ვიგონებ...ისე გულწრფელად რომ ვთქვა:სულ არ მაინტერესებს რომელიმე სუბიექტს აქ ვინც პოსტავს ნიორი ერთი კბილი მოსწონს თუ არცერთი ან კიდევ სამი-ოთხი..ძირა კი არ ხდის ხინკალს წვნიანს-ქონი და წყალი ხდის..ჩემთან სახლში ასე ვაკეთებთმეთქი-მკითხა ადამიანმა და ვუპასუხე.ძირა სანელებელია(როგორ შეიძლება სანელებელმა გააწვნიანოს ხორცის მასა?smile.gif)რომელიც უფრო უზბეკურ ფლავს უხდება ჩემი გემოვნებისთვის..ჩვენ როგორც ვაკეთებ სახლში არც ნიორი ეტყობა-არც ხახვი და არც მწვანილი ისე რომ დომინირებდეს და ხორცისა და ცომის გარდა-რომელიმეს თავისკენ მიჰყავდეს გემო!!!

პ.ს.პირველად გავიგე რომ ძროხის ხორცის ფილე უფრო წვნიანია ვიდრე ღორის ფილე..ღორის ქონი კი სირბილეს და წვნიანს ხდის არამარტო ხინკალს არამედ კატლეტსაც და ქაბაბსაც..არაერთხელ გამიკეთებია და პრაქტიკის ხარჯზე ვიცი ეს ყველაფერი..

iosebovich

მიუღებელია რას ნიშნავს?ან მცოდნეები? smile.gif ეს გემოვნების საკითხია და სტილის-ვინ როგორს ირჩევს ქალაქურს თუ მთიულურს..41 წლის ვარ და ჩემს ოჯახში 35 წელია რაც თავი მახსოვს ხინკალს ვაკეთებთ-როგორც ვაკეთებთ კი დავწერე ზემოთ და არც არავის ვუმტკიცებ რაიმეს არც არავის ვეკამათები..რავიცი ჩემო კარგო ნივრის გემოზე კი არ ვაკეთებთ ხინკალს(ისე მოხარშულ ცომს რომ ნიორი უხდება ეს ჩემი მოგონილია არ არის ზოგადად-რასაც კი უხდება ნიორი მე პირადად მომწონს სოკოში და მოხარშულ ცომთან-ეხლა ხაშზე და ხაშლამაზე აღარ ვლაპარაკობ)..ეგრე ხახვიც მიუღებელია და მწვანილიც..სადაც მოიგონოს ხინკალი იქ არც ხახვი ჰქონდათ,არც ნიორი და არც სხვა საკმაზები რომელსაც გარკვეული სუბიექტები იყენებენ აქ "ქალაქური" ხინკლის მომზადებისას..ერთი შედით სადაც დადიხართ ხინკლის საჭმელად და ჰკითხეთ შეფ მზარეულებს სადაც ქალაქურს აკეთებენ-მეც ძალიან მაინტერესებს ეგეთი დაუშვებელია თუ აჭარბებთ ეხლა შეფასებებში..მე რაც კი მინახავს ყველა უკეთებს ფარში ნიორს სიმბოლურად და არა ასაყროლებლად..ჩვენ სახლში ვუკეთებთ სიმბოლურად ძალიან მცირედს და არასდროს ნივრის გამოკვეთილი ან დომინირებული გემო არ მიგვრძვნია..

Posted by: iosebovich 7 Mar 2019, 11:03
akako78

ეგ ვიგულისხმე ძამიკო საწყენად კი არ მითქვამს რო ხინკალში ნივრის გემო არ უნდა იგრძნობოდეს. ყველაფერში ხმარობენ როცა ხორცს ატარებენ ტოლმაშიც და კატლეტშიც მარა ხინკლის ფარშში მგონი რო არა. მე ეგრე ვიცი. ანუ ნიორის სპეციფიური გემო არ უნდა იგრძნობოდეს თქო ეგ ვიგულისხმე. წესით არ უნდა და თუ ვცდები ბოდიში მომითხოვია smile.gif თორე ხაშს რო უნდა და ისედაც ბევრგან საჭიროა ვინ დაობს.

Posted by: akako78 7 Mar 2019, 19:44
iosebovich
არ მწყენია რას ამბობ-უბრალოდ მაგარი გამიკვირდა ნიორზეsmile.gifჩვენც ოჯახში სიმბოლურად ვუკეთებთ რა სანელებლის პონტში..ლობიოსაც კი ვუკეთებთ ცოტაოდენს-გემოს ვერ იგრძნობ რა რასაც ნივრის გემო ჰქვია..ნივრის გემოზე აი რაჭველი კაცი ვარ და შქმერული ვიცი რაც მართლა ნივრის დომინანტია-აი ეგ არის ნაღდი რაჭული კერძიsmile.gifსხვათაშორის უზბეკურ ფლოვს უხდება სასწაულად..ოღონდ მთელ-მთელი..ეგრევე კი არ უნდა ჩააგდო-დანის ბრტყელი ზედაპირით უნდა ჩაჭყლიტო ისე რომ უბრალოდ ნივრის თავი გასკდეს მცირედი..და მერე არომატს უფრო მაგარს უშვებს ვიდრე დანით დაჭრილი..

პ.ს.მე რაც კი ჩემი გამოცდილებიდან ვიცი რომ თავის გემოზე ხინკალი არცერთმა არ უნდა წაიყვანოს-არც ხახვმა და ნიორმა ხომ საერთოდ..უნდა იგრძნობოდეს ხორცის და ცომის გემო უპირველესად..წიწაკაც კი წითელ მთელ-მთელს რომ უკეთებენ ფარშში მე პირადად სიმართლე გითხრა დიდად არ მომწონს-არადა მთიულურს ძალიან უხდება,მაგრამ ქალაქურში მე დაფქვილი მომწონს წიწაკა..მასე აკეთებენ აქ გელოვანზე რომ არის ბულაჩაური და სხვათაშორის დავაკვირდი რომ ღორის ხორცის წილი მეტი აქვთ ვიდრე საქონლის..(ჩემს გემოვნებაში ასე ჯდება-სხვას შეიძლება სხვანაირი მოეწონოს ეს უკვე გემოვნების საკითხია)

Posted by: keen 7 Mar 2019, 22:04
ტაბლას ხინკალი თუ გაუსინჯავს ვინმეს, ვარგა? rolleyes.gif


QUOTE
ეს გემოვნების საკითხია და სტილის-ვინ როგორს ირჩევს ქალაქურს თუ მთიულურს

მთიული წინაპრების გადამკიდე, ხინკალში ვერც მწვანილი წარმომიდგენია, ვერც ნიორი და რამე სანელებლები... ზოგი პირიქით, მაგ. ხინკალს უმწვანილოდ ან ძირას გარეშე ვერ აღიქვამს ... და სადაც მწვანილი, იქ ნიორმა რაღა დააშავა? rolleyes.gif

Posted by: Master_Nick 7 Mar 2019, 22:07
keen
ტაბლას მშვენიერი ხინკალი ჰქონდა, დიდი ხანია არ გამისინჯია.

ხინკალში მწვანილი მეც არ მიყვარს, ძირას ან კვლიავის გარეშე ჩემთვის ხინკალი არ არსებობსsmile.gif

Posted by: keen 7 Mar 2019, 22:23
Master_Nick
QUOTE
ტაბლას მშვენიერი ხინკალი ჰქონდა, დიდი ხანია არ გამისინჯია.

რატომ არაა პოპულარული?

QUOTE
ხინკალში მწვანილი მეც არ მიყვარს, ძირას ან კვლიავის გარეშე ჩემთვის ხინკალი არ არსებობსsmile.gif

მთიულური ხინკალი - ფარში (დაკეპილი), ხახვი, წიწაკა, მარილი და წყალია... ჩემ შემთხვევაში, გენების თუ მიჩვევის ამბავია yes.gif

Posted by: Master_Nick 7 Mar 2019, 22:41
keen
გამოკითხვის სიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ არ არის ეტყობა პოპულარულიsmile.gif

Posted by: BeerLover 7 Mar 2019, 22:52
Master_Nick

ტაბლაში ამასწინათ ვიყავით და არაფერი არ ვარგოდა... არადა ჩემი რეკომენდაციით წავედით, მე ვაქებდი და მაგრად გამიტყდა ისეთი კერძები მოგვიტანეს

Posted by: მამაო ენუქი 7 Mar 2019, 22:54
BeerLover
დღეს ვიყავი ისტპოინტის ტაბლაში, და საზიზღრობაა, ფასები კი აქვთ კახელებივით biggrin.gif

Posted by: BeerLover 7 Mar 2019, 23:02
მამაო ენუქი

ვაკის კაი იყო ადრე, მაგრამ ეხლა სრული უაზრობაა მანდ მისვლა, არაფერი არ ვარგა

Posted by: Amigo-Amo 7 Mar 2019, 23:14
QUOTE (keen @ 7 Mar 2019, 22:04 )
ხინკალში ვერც მწვანილი წარმომიდგენია, ვერც ნიორი და რამე სანელებლები... ზოგი პირიქით, მაგ. ხინკალს უმწვანილოდ ან ძირას გარეშე ვერ აღიქვამს ...

გეთანხმები yes.gif
მე ძირას ვემხრობი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შერეული (საქონელი+ღორი) ფარშით მზადდება ხინკლის შიგთავსი smile.gif
როდესაც ცხვრის ან ბატის ხორცისგან მზადდება, ცოტაოდენი ხახვის და წიწაკის გარდა არაფერი ჭირდება.
მწვანილზე და ნიორზე ხომ საერთოდ არ ვსაუბრობ.

Posted by: Master_Nick 7 Mar 2019, 23:16
BeerLover
არ ვყოფილვარ 1 წელი და მეტიsmile.gif ადრე კარგი იყო, ეტყობა მზარეული არ უვარგათ

Posted by: BeerLover 7 Mar 2019, 23:17
Master_Nick

არც მიხვიდე, ინანებ ჩემსავით biggrin.gif

Posted by: Master_Nick 7 Mar 2019, 23:23
BeerLover
გავითვალისწინებ, მაგრამ ეგრე რა გააფუჭეს lol.gif ჭავჭავაძეზე იყავი? არადა როგორ კარგად მახსოვს ეს ადგილი.

Posted by: BeerLover 7 Mar 2019, 23:26
Master_Nick

კი მანდ

მეც კარგად მახსოვდა და დავპატიჟეთ სტუმრები მანდ, შევრცხვით რასაც ქვია

კაროჩე თბილისში ადამიანს სადმე თუ პატიჟებ, არააქვს მნიშვნელობა ადრე როგორი იყო რა, უნდა მიხვიდე წინ დღით და იქეიფო, გადაამოწმო ვარგა თუ არა lol.gif

Posted by: la reine 8 Mar 2019, 02:27
QUOTE (akako78 @ 4 Mar 2019, 19:02 )
1 კგ ხორცი(შერეული ფარში 500გრამი საქონელი და 500გრამი ღორი)+3 ან 4 საშუალო ზომის ხახვი+4 საშუალო კბილი ნიორი+ქინძი თვალის ზომით-ბევრი არ უნდა(100 გრამი მაქსიმუმ)+წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით ფარშში..ასევე მუჭანახევარი ქვამარილი-ქვაბში ხარშვისას ადუღებულ წყალში და ეგააsmile.gifშეგბულად არ ვუკეთებთ არც ძირას და არც ქონდარსsmile.gif


მადლობააsmile.gif


ჩავინიშნე......................

Posted by: Keti-Ket 8 Mar 2019, 14:50
ტაბლასი რაც გავსინჯე არაფერი მომეწონა. მაგათი ნაქები ელარჯის ბურთები ხომ საერთოდ მხოლოდ ტყემლის გამო ვჭამე.

გუშინ დავტესტე თბილისის ზოდიაქო.

შევუკვეთეთ საქონლის, ნადუღის ხინკალი და მწვადი.

ხინკალი კარგია ორივე, ხორცის ხინკალში რაღაც სანელებლის გემო არ მომეწონა ცოტა, მაგრამ ჯამში მაინც კარგი, ზომაც მშვენიერი თან ხორცის და არა მხოლოდ კუჭების ხარჯზე.
ნადუღის არანაკლებ გემრიელი. კლიკე და ზოდიაქო თანაბრადაა ამ შემთხვევაში, ჩემი გემოვნებით.

მინუსები: ხინკალზე თავიდან გვითხრეს ძალიან დიდი დრო დასჭირდებაო, შესაზავებელიაო. ვუთხარით დაველოდებით.მერე სადღაც 15 წუთში მოვიდნენ და მწვანილებით რომ იყოსო ხომ არაფერიაო? ანუ აშკარად ცდილობდნენ დავეყოლიებინეთ იმაზე რაც უკვე მზა ჰქონდათ.
და მწვადი. მიუხედავად იმისა რომ ასევე საქონლის მწვადი ავიღეთ, იყო ცარიელი ქონი, გაზვიადების გარეშე. ვიფიქრე მოვაჭრი ამ ქონებს, მაგრამ რამდენი მოვჭერი არ გამოჩნდა ხორცი biggrin.gif

სამაგიეროდ მიმტანი ძალიან ღიმილიანი და კეთილგანწყობილი.

Posted by: iosebovich 8 Mar 2019, 18:58
Keti-Ket
სულ ერთიდაიგივე დიალოგი როგორ აქვთ მაგათ. რამდენი მიხვალ შესაზავებელიაო და დააგვიანდებაო. ბოდიში და აბა რა ჩემ ფეხებს მიკეთებენ სახინკლე როცაა. ქალაქური არ ქონდათ რო ვიყავი და მაიძულეს მოხევური ამეღო. სხვა არაფერი აგვიღია. და საქონლის მწვადი რომელია? ალბათ ღორის უნდა ეწეროს. მემანდ აღარ მივალ. მეხინკლე იპოვეს ჯობსზე ?

Posted by: merciamercia 8 Mar 2019, 19:23
ამ ზიდიაქოს და შემომეჭამას გამოძახების სერვისი არ აქვს? user.gif

Posted by: Keti-Ket 8 Mar 2019, 22:48
iosebovich
სერიოზულად? მეგონა, მართლა იმ კონკრეტულ მომენტში ჰქონდათ კონკრეტული ხინკლის დეფიციტი. არადა ისედაც მწირი მენიუა, ძირითადად ხინკალი და მაშინ მართლა რა გამოდის რომ ის ხინკალისთვისაც არ აქვთ ხორცი მომზადებული.

QUOTE
და საქონლის მწვადი რომელია? ალბათ ღორის უნდა ეწეროს

არა, ორივეა ნამდვილად. ფასიც სხვადასხვაა, საქონლის უფრო ძვირი ღირს, მაგრამ მგონი ღორის მოიტანეს, თუმცა ქონით რას გაარკვევდი რისია.
QUOTE
მეხინკლე იპოვეს ჯობსზე ?

სხვათა შორის სპეციალურად ვკითხე მეხინკლე თელავიდან არის-თქო? და მიპასუხეს რომ იქაურის მეთვალყურეობით ამზადებს აქაურიო

merciamercia
შემომეჭამა ვოლტზე თუ გლოვოზეა და ზოდიაქოს არ აქვს გამოძახების სერვისი

Posted by: merciamercia 8 Mar 2019, 23:52
Keti-Ket
QUOTE
შემომეჭამა ვოლტზე თუ გლოვოზეა და ზოდიაქოს არ აქვს გამოძახების სერვისი

მადლობა , ვოლტზე ყოფილა , შევუკვეთავ ამ დღეებში, კი არ მიყვარს ხინკალი, მაგრამ ძაან მაინტერესებს რას აკეთEბენ ასეთსbiggrin.gif

Posted by: vinsaniti 13 Mar 2019, 12:54
როგორც იქნა მოვახერხე სესილიას ხინკლის დაგემოვნება

რავი ცუდი არ იყო ნამდვილად, მარა იმდენმა მითხრა ძალიან მაგარი ხინკალი აქვთო უფრო უკეთესს ველოდი
ალბათ იმიტომ რომ წუნია არ ვარ და ხინკლის უმეტესობა მომწონს, თუ რათქმაუნდა მარილის გარეშე არაა გაკეთებული და ა.შ

Posted by: BeerLover 13 Mar 2019, 23:59
9 მთა

user posted image

Posted by: iosebovich 14 Mar 2019, 02:40
BeerLover
ვაა არაა პატარა ზომის ხო ? 9 ცალი რა ღიირს ? ჭიქაში რა არი ძმარია ? და გვერდებში რა არის რა ასხია სუპის წვენია ?

Posted by: BeerLover 14 Mar 2019, 02:55
iosebovich

ჭიქაში გამდნარი კარაქია და გვერდებში მსგავსი კარაქის შემცველი სოუსი

9 ცალი ღირს 14.30

Posted by: toyota12345 14 Mar 2019, 03:35
თავლა სანზონაში კინო საქართველოსთან მანდ ამ ბოლო დროს ვინმე ხომ არ მოხვედრილხართ? კარგი ხინკალი ქონდათ თან ბარაქიანები 70 თეთრად. მომსახურების არანაერი პროცენტი. უბრალოდ მუსიკა იყო ხმამაღალი და უგემოვნო და ეგ არ დამევასა. და კიდევ მიმტანი გოგო ისეთი სახით გვემსახურებოდა გეგონება ათმა ზანგმა გაჟიმაო ან კიდევ საერთოდ არავინ გაჟიმაო ისეთი სახით გვემსახურებოდა. მოგვემსახურე რა ნორმალურად თან არც ჩვენ ვიყავით ვიღაც ახვარი როჟები და მაგ კარგ მომსახურებაში ხომ ჩაისაც ვუჯიგრებდით.

Posted by: BeerLover 14 Mar 2019, 11:57
toyota12345

კვირას ვიყავი მანდ დაბადების დღეზე

ხინკალი 0.80ია, პროცენტი ისევ არ არის

საჭმელები ყველაფერი ნორმალურია, არც ძაან მაგარი, მაგრამ ცუდი არაფერი არ არის, ყველაფერი გემრიელი და ნორმალურია

მიმტანიც მშვენიერი შეგვხვდა, 10 ლარი ვაჩუქეთ ბოლოს biggrin.gif

Posted by: iosebovich 14 Mar 2019, 12:11
BeerLover
შეიძლება ჩამოვრჩი და ხინკალთან რა უნდა გამდნარ კარაქს ან რაიმე სოუსს? ძვირია რაა 1.58 თეთრი გამოდის ...

Posted by: BeerLover 14 Mar 2019, 12:16
iosebovich

რავიცი აბა, 21ე საუკუნეა biggrin.gif ხინკლის სუპებიც შემოვიდა მოდაში და კიდე 1000 რამე... ისე სიმართლე რომ ითქვას, კი უხდება კარაქის სოუსი

Posted by: [kitika] 14 Mar 2019, 12:58
1. ტაბლა (დე ბესთ)
2. ჰბ ვაჟა ფშაველა
3. თელავში კახური ეზო

Posted by: Keti-Ket 14 Mar 2019, 21:36
პრინციპში პელმენს თუ უხდება კარაქი, ხინკალს რატომ არ უნდა მოუხდეს, მაგრამ ამ საკითხში მაინც კონსერვატორი ვარ, არ ვემხრობი გათანამედროვებულ ხინკალს biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 14 Mar 2019, 21:42
BeerLover
QUOTE
ხინკლის სუპებიც შემოვიდა მოდაში

სხვათა შორის ხინკლის კრემ-სუპი ძალიან გემრიელია...

Posted by: Master_Nick 14 Mar 2019, 22:38
სიუჟეტი ბატის ხიზაბავრულ ხინკალზე

Posted by: maiako_mao 14 Mar 2019, 22:56
Master_Nick
ჩაეშალათ , თუ რა იყო ეგ ბოლოში....

აიზილა ერთმანეთში wink.gif ძვლიანი ხორცი გაახვიეს? რა საყვარელი ხალხია მესხები wink.gif

Posted by: Master_Nick 14 Mar 2019, 23:01
maiako_mao
ეგრე აკეთებენ მანდ, არ კრავენ ტრადიციული ხინკლის მსგავსად, თუმცა ტრადიცულ ხინკლის ვარიანტსაც შეხვდები უფრო გათანამედროვებულ რესტორნებში

Posted by: maiako_mao 14 Mar 2019, 23:09
Master_Nick

ტრადიციულ ხინკალთან რა უნდა ბატს ნიკოლოზ biggrin.gif

მაგ სიუჟეტში რაც ვნახე, მგონი არ გამოუვიდათ. ჩაშლილს გავდა. გემრიელი კი იქნებოდა და კალორიულიც. არ გამისინჯავს არასდროს smile.gif



Posted by: Amigo-Amo 15 Mar 2019, 16:33
QUOTE (Master_Nick @ 14 Mar 2019, 23:01 )
maiako_mao
ეგრე აკეთებენ მანდ, არ კრავენ ტრადიციული ხინკლის მსგავსად, თუმცა ტრადიცულ ხინკლის ვარიანტსაც შეხვდები უფრო გათანამედროვებულ რესტორნებში

მეც ჯავახეთიდან ვარ, თუმცა, ეს ხინკალი არ არის smile.gif
ეს არის აპოხტი, რომელიც კეთდება ბატის გამომშრალი (დავიჩინებული) ხორცისგან.
უფრო პელმენთან დგას ახლოს.

Posted by: max-14 15 Mar 2019, 16:36
QUOTE
სიუჟეტი ბატის ხიზაბავრულ ხინკალზე

ეს მგონი ხინკალი არაა

Posted by: akako78 15 Mar 2019, 19:10
https://www.youtube.com/watch?v=hF1Fy6pFENE

ეს ვიდეო არ მქონდა ნანახი და საინტერესო იქნება მართლაც ძვლის ნახარშის ჩასხმა წვენის მოსამატებლად(ასევე სალასაც ვურევო აბა ისე მართი ნახარში ვერ უშველის)..აშკარად მცოდნე ბიძაა..მაგარი იქნება ეგ ნაბახუსევზე..მისწრებაsmile.gif

Posted by: Master_Nick 15 Mar 2019, 19:19
maiako_mao
ტრადიციულში მე მოხვევის ტექნიკა ვიგულისხმე გენაცვალე wink.gif

Amigo-Amo
კი ეგრეა, მესხური ხინკალი მე რაც გამისინჯავს კიდევ სხვა რამეა თუმცა სიუჟეტში როგორც ხინკალი მოიხსენიებენ

Posted by: Keti-Ket 15 Mar 2019, 22:36
akako78
მგონი ასე არავინ აკეთებს აქ ხინკალს, რადგან მაგდენად თხევადი მასა არც ერთ სახინკლეში არ მახსენდება. თუმცა წვნიანონის თვალსაზრისით ალბათ მაგ მეთოდის გამოყენება უკეთესი იქნება

Posted by: akako78 15 Mar 2019, 23:58
Keti-Ket

კი ნაღდი პროფია..ბევრჯერ მინატრია მასეთი ხინკალი გული რომ მიგდის და კბილები რომ გიწაკწაკებს "პახმელიაზე" ანუ გახმელია რომ არის უფროsmile.gif..ეგ იქნება მისწრება მართლა..ისე რა მაგრად ახვევს ხელის გულში..დადებულს უფრო ვერ მოახვევს და მაგიტომ ხელში უჭირავს..აი მაგას ჰქვია თბილისური ხინკალი-ლუდი და ორაყი ცოტაოდენი და ეგააsmile.gifმასეთს 10 ცალს თუ გაქაჩავს კაცი მაგრობა იქნება..12-13 შეიძლება მე პირადად გავქაჩოsmile.gif

Posted by: Keti-Ket 16 Mar 2019, 14:40
akako78
მეც მივაქციე მაგას ყურადღება, წამებში ახვევს და ყველა დეტალს ძალიან მცოდნედ ხსნის.
მარტო ხინკალი თუ არის, შეიძლება 15-საც მოვერიო biggrin.gif

Posted by: iosebovich 16 Mar 2019, 23:27
ძალიან წყალწყალა ფარშია. არა მგონია კარგი ხინკალი იყოს რაა. მერე კიდე რა ხაშლამის წვენი რა სალა კაცო. მოკლედ სომეხს გავდა და ტრადიციულად ხორცს აკლებდა რაა smile.gif ))))

Posted by: ADUA 17 Mar 2019, 00:57
ასპინძაში ვცეცხლე ლოკოკინის ხინკალი
იქიდან გამომდინარე, რომ მართლა ვცეცხლე გემოზე ვერაფერს მოგახსენებთ
ვოტ
user.gif

Posted by: akako78 17 Mar 2019, 01:07
iosebovich

სალა კი არა ღორის ქონი იგულისხმა-სომეხს ეგ კაცი არ გავდა და გვარ-სახელი არ ვიცი თუ გაინტერსებს გავიგებsmile.gifუბრალოდ მეც გამიკვირდა და უბრალო წყალის ჩამატებაზე კარგი უნდა იყოს თუნდაც ძვლიანი ხორცის ნახარში ჩამატებაც..ფარში მართლა ძალიან წვნიანი მეჩვენა მეც მაგრამ ეგ იქნება ძალიან მაგარი ნაბახუსევზე..რომ ჩავალ მოსკოვში დავტესტო უნდა..ისე სომხეთში თუ ყოფილხარ-იცი რომ იქ წონით ყიდიან სამწვადეს?აგიწონიან და მერე აცმევენ შამფურზე..და აქ რას აკეთებენ..მიდიხარ ზავიდენიაში და ყველაფერი წინა ჯერზე დაპატარავებული და შემცირებული გეჩვენება და არის კიდეც უმეტესად..და სომხები არიან არ კიდევ მატყუარები?smile.gif

პ.ს.ერთხელ სომხების პურმარილზე მოვხდი აქ-საქმე გვქონდა გასარკვევი ერთ თემაზე მე და ჩემს ძმაკაცს..შემთხვევით მივედით თან-ტიპმა თითქმის ხელუხლებელი სუფრა ახლიდან გააშლევინა იმ "წუწკმა"სომეხმა მასპინძელმა უძვირეს რესტორანში თბილისში და ყველაფერი ახლიდან მოატანინა ორი ქართველისთვისsmile.gifმერე ერევანში წაგვიყვანა-მოგვიტაცა ფაქტიურად და თავისი კრიმინალური ავტორიტეტის ძმის საფლავზე გაგვიყვანა..ჩემი ძმა დილიხორის კაცი იყოო და უნდა განახოთ მისი საფლავიო..ორი დღე გვაქეიფა და ისეთი გვაგულავა-რუსეთშიც კი ბევრჯერ არ მიგულავია ყველანაირად მასე ჩემო ძმაო..კი არსებობენ წუწკი სომხები და მე გეტყვი რომ უწუწკესი ქართველებიც მინახავს რომლებიც გადაუჯოკრიდნენ სომხებს კი არა მარტო-ბევრ სხვა მომჭირნე ერებსაცsmile.gif

Posted by: iosebovich 17 Mar 2019, 11:49
akako78
განა ეგრეა მაგრამა სადღაც ეგრეცაა smile.gif ყველა სომეხი არც მიგულისხმია მარა მოსკოვშია და გავს სომეხს რაა. გინდაც მუცლის ქონი კატეგორიულად მიუღებელია ფარშში. მთაში არანაირი ღორები არ ყავდათ და შესაბამისად არც მუცლის ქონს არ უშვებოდნენ. სომხებს სტუმარმასპინძლობა არ ეშლებათ, ნამყოფი ვარ ერევანში. აი ვაჭრობის ხალხს ეშლებათ მაგრად კლიენტის გაცუცურაკება და აქ თბილისში ქართველიც და სომეხიც და სხვებიც ერთნაირად წარმატებულები არიან smile.gif

Posted by: akako78 17 Mar 2019, 12:33
iosebovich

მე მიყვარს ქალაქური როცა ნაბახუსევი ვარ რა და წვნიანი(წვენი რომ ჰქონდეს ხინკალს აუცილებლად უნდა რაიმე ქონი ან ცხვირს ან საქონლის-მე არ მიყვარს-ან ღორის)ის ხინკალი კი არ გამოვაარამედ ცომში გახვეული კატლეტიsmile.gif..მე მიყვარს მწვანილით ხახვით და შერეული ფარშით..სადაც ღორის ხორციც არის-ქონიც და საქონლის ხორცის ფილეც რაღათქმაუნდა..ეხლა ბატის,ბატკნის და რავიცი სირაქლემის ხინკალი არასოდეს არ მომინდება მე პირადად მაგ დროს რა..(ისე სირაქლემას უგემრელიესი ხორცი აქვს-მირთმეული მაქვს და საუკეთესოთა შორის შორის შემიძლია დავახასიათოsmile.gif)ეხლა აქ თუ ჩვენ იმას ვიძიებთ და სხვა ყველაფერს დავიწუნებთ რომ ის ვინც პირველი გააკეთა ხინკალი და როგორი იყო ეგ სულ სხვა თემაა..აქ იმპოვიზაციაა მთავარი და საინტერესო თორემ მაშინ მაგ დროში ხორციც სულ სხვა იყო-ცომიც ნამდვილი ხორბლის და ის შეშაც ბევრად უკეთესი რომლითაც ქვაბსაც აცხელებდნენsmile.gif

პ.ს.ჯიგრის მწვადს უხდება ბადე ქონი ღორის..ძალიან მიყვარს ეგ კერძი..ხინკალში ბადე ქონი წვირალ დაჭრილი უნდა უქნა მაშინ და უფრო სასარგებლოც კი იქნება-ვერ გაატარებ მაგას..

აი აქ არის რუსის პირობაზე ძალიან მაგარი ხინკალი გააკეთა ამ ქალბატონმა..მეორეცაა მე მგონი ქართველი თუ ნახევრქართველია-საქართველოშია ნაცხოვრები და ნახეთ რომ მონდომებაა მთავარი თორემ შეიძლება ბევრმა უცხოელმა გვაჯობოს ქართველებს ხინკლის კეთებაში(მე პირადა ვისაც ვეუბნები ხინკალს აკეთებს მეუღლე ან დედაჩემი მეთქი ყველა გაკვირევბული იყირება ვის ოჯახშიც არ აკეთებენ არადა 90% მასეთი)..რუს ქალს ცოტა მეტი სანელებელიც კი მოუვიდა მაგრამ ძალიან გულიანად კი აკეთებს-ცომი მოზილა ქვასავითsmile.gif

https://www.youtube.com/watch?v=Pap9LFpSkGs

https://www.youtube.com/watch?v=sTVMeT30PRg
* * *
ქართველები არიან და ქალბატონი ლეგენდასაც კი ჰყვება რატო შეიქმნაო ხილნკალიო..ომიდან დაბრუნებულ მთიელს,რომელიც დაიჭრა ბრძოლაშიო და ღეჭვა არ შეეძლოო ხორცისო და პურისო-მზრუნველმა მეუღლემ გამოიგონა ეს კერძიოsmile.gifრამდენად მართალი ეგ არ ვიცი მაგრამ ფაქტია ვიღაც ღვთისნიერმა გააკეთა პირველად..

https://www.youtube.com/watch?v=bXCqALAA090

ამ რუსმა ქალბატონმა ხორციც კი დაკეპა!!!???ვაი სირცხვილო..ბევრ ქართველ ქალს ხინკალს ვერ გააკეთებინებsmile.gifარ მეხერხებაო ან არ ვიციო გეტყვისsmile.gif


https://www.youtube.com/watch?v=8Mulf_DZPS0

Posted by: iosebovich 17 Mar 2019, 16:43
akako78
ხო თუ მოინდომებს ადამიანი კურდღელსაც კი ასწავლის მოწევას და აკეთონ კაცო რა პრობლემაა smile.gif სახლში აღარ აკეთებს 90% და ამას იმით ხსნიან რო შრომატევადია ძალიან და დიდი ხანი უნდა . ოოო ხინკალი არა ისაა ჭამე სალათა smile.gif )))) აი ეგრეა smile.gif გვიწევს გარეთ ჭამა და იქ არჩევანი დიდი არაა სამწუხაროდ ...

Posted by: iosebovich 24 Mar 2019, 23:02
რა ხდება მარხვაა და ჩაკვდა თემა პონტია ? smile.gif თუ ყველა ზავედენიე დავბომბეთ და აღარავინ დარჩა ? smile.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 24 Mar 2019, 23:17
ბოლოს ჰაკერ-ფშორში ვჭამე ყაზბეგზე ხინკალი და ძაან საკაიფო ქალაქური ხინკალი იყო smile.gif

Posted by: yurmetal 25 Mar 2019, 10:53
QUOTE (FranziskanerWeissbier @ 24 Mar 2019, 23:17 )
ბოლოს ჰაკერ-ფშორში ვჭამე ყაზბეგზე ხინკალი და ძაან საკაიფო ქალაქური ხინკალი იყო smile.gif

სხვათაშორის მეც მომეწონა, ნუ ლუდიც რათქმაუნდა მაგარი აქვთ smile.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 25 Mar 2019, 11:28
yurmetal
ეგ თავისთავად biggrin.gif ჰაკერ-ფშორი ერთ-ერთი საუკეთესო ბავარიული ვაისეა biggrin.gif მხოლოდ გაუფილტრავს ვსვამ ოღონდ biggrin.gif

Posted by: sedvan 25 Mar 2019, 12:29
ძველ დუქანში აქვთ ძალიან კარგი ხინკალი. რეკომენდაციას გავუწევდი

Posted by: iosebovich 25 Mar 2019, 12:31
FranziskanerWeissbier
ლუდი მართლა გადასარევი აქვთ. აბა მივალ ლიდევ ერთხელ და ვნახოთ. ადრე რო ვიყავი ცუდი არ იყო ნამდვილად და ეხლა თუ კიდე უფრო მომეწონა ჩავხსნი ფასანაურს საერთოდ. ამ ბოლო დროს მამაძაღლობებს ვატყობ და აღარც ის ლუდი აქვთ ფრანცისკელი გაუფილტრავი.
* * *
sedvan
სად არის ეგ ძველი დუქანი ?

Posted by: yurmetal 25 Mar 2019, 12:42
FranziskanerWeissbier
გაუფილტრავი ჯობია თავის თავად, მაგრამ ბევრს ვერ ვსვავ მაგას და ბოლოს გაფილტრულს ვიღებ smile.gif

Posted by: sedvan 25 Mar 2019, 12:51
iosebovich
მცხეტიდან რომ შემოდიხარ მარჯვენა მხარეს დიდ დიღომთან ხიდებია სულ მანდ ვჩერდებით და ყველას მოგვწონს გასინჯვად ღირს.

Posted by: iosebovich 25 Mar 2019, 14:38
sedvan
მადლობთ. აუცილებლად მივალ როგორც კი მანდეთ მოვხვდები ...

Posted by: toyota12345 25 Mar 2019, 14:40
სიკვდილით დასჯა რომ მოგისაჯონ ბოლო საჭმელს რას აირჩევდით? მე უეჭველი ხინკალს

Posted by: Aleqto 26 Mar 2019, 21:46
QUOTE
სიკვდილით დასჯა რომ მოგისაჯონ ბოლო საჭმელს რას აირჩევდით?


ტოლმას ოღონდ კომბოსტოში...

პ.ს. არ შეწუხდეთ, ჩემით გავალ biggrin.gif punch.gif

Posted by: Stoned 27 Mar 2019, 16:20
2 ტონაში ვიყავი, 40 წუთი გვალოდინეს ხინკალზე და არაფერი განსაკუთრებული საშუალო დონის ხინკალი მაქსიმუმ

Posted by: iosebovich 28 Mar 2019, 13:17
ჰაკერ ფშორი ყაზბეგზე აპლოდისმენტები ჩემგან . ყოჩაღ. ქალაქური ხინკალი დონე. ლუდი სუპერ და კიდევ სუპერ.

Posted by: FranziskanerWeissbier 28 Mar 2019, 13:24
QUOTE (iosebovich @ 28 Mar 2019, 13:17 )
ჰაკერ ფშორი ყაზბეგზე აპლოდისმენტები ჩემგან . ყოჩაღ. ქალაქური ხინკალი დონე. ლუდი სუპერ და კიდევ სუპერ.

მართლაც ძაან კარგია ყველაფერი. იმედია არ გააფუჭებენ ხარისხს და ფასებსაც არ მოუმატებენ ძალიან

Posted by: iosebovich 28 Mar 2019, 13:56
FranziskanerWeissbier
აი ეგაა მთავარი რო ხარისხი დაიჭირონ. ძალიან ვისიამოვნე და ფასებიც მისაღებია. ფასანაურს თავზე გადაახტა აშკარად და ბევრს კიდე. ვნახოთ, შემოდის ხოლმე აქ და იმედია წაიკითხავს. ქაბაბი არ გამისინჯავს და კარგია?

Posted by: FranziskanerWeissbier 28 Mar 2019, 14:48
iosebovich
ქაბაბი არ გამისინჯავს მანდ. მარტო ქალაქური ხინკალი, ლუდი, მოხარშული ბურვაკი, ნივრიანი პურები მაქვს გასინჯული და ყველაფერი კარგი იყო
-----------------------------------

Posted by: ilia132 28 Mar 2019, 15:15
iosebovich
QUOTE
ასანაურს თავზე გადაახტა აშკარად და ბევრს კიდე.

ფასანაური თავიდან იყო კაი, ეხლა ჩაიჯვა მაგრად ხარისხში. ამასწინ ვესტუმრე და კაპიკად არ ვარგოდა მაგათი ხინკალი.

არაგვიანს აქებენ ორთაჭალაში ძაან, მაგარი ზავედენია და ხინკალიაო. ჩემმა მეგობრებმა დაჟე ქალაქში საუკეთესოა ხინკალიო და მე კი ქებას ნახვა მირჩევნია, მარა თუ რომელიმეს გაგისინჯავთ მაგათი ხინკალი იქნება დაახასიათოთ მცირედით smile.gif

Posted by: mind_auger 28 Mar 2019, 15:46
თბილისში ფასანაურს ყოველთვის მაგარი ხინკალი აქვს და ამაზე უკეთესი აქვს "შუა ქალაქში" როა ვაჟაზე მეშვიდე კვარტალში.
ფშაური აქვს ძალიან მაგარი პავლოვზე ხაშის სახლს.

QUOTE
ჰაკერ ფშორი

ეს არ ვიცი და ვნახავ...კუპატები თუ აქვთ ამათ??

Posted by: Frankens†ein 28 Mar 2019, 18:08
QUOTE (FranziskanerWeissbier @ 28 Mar 2019, 13:24 )
QUOTE (iosebovich @ 28 Mar 2019, 13:17 )
ჰაკერ ფშორი ყაზბეგზე აპლოდისმენტები ჩემგან . ყოჩაღ. ქალაქური ხინკალი დონე. ლუდი სუპერ და კიდევ სუპერ.

მართლაც ძაან კარგია ყველაფერი. იმედია არ გააფუჭებენ ხარისხს და ფასებსაც არ მოუმატებენ ძალიან

ვნახავ აბა, სანამ გაუფუჭებიათ.

ლუდი რა ღირს? გაუფილტრავი...

და ხინკალი რომელია უკეთესი.


ilia132
QUOTE
თბილისში ფასანაურს ყოველთვის მაგარი ხინკალი აქვს და ამაზე უკეთესი აქვს "შუა ქალაქში" როა ვაჟაზე მეშვიდე კვარტალში.

ფასანაურზე კარგი ხინკალი ლუდის მოედანს აქვს, ბელიაშვილზე.
HB-ის ხინკალიც უფრო მომწონს, ბევრად თან smile.gif
თბილისის ზოდიქაოს ხინკალიც უფრო მომეწონა.
და საერთოდ, არაერთხელ ვარ ნამყოფი ფასანაურში, დოლიძის კუთხეშიც და გრიბოედოვისაშიც და რაიმე განსაკუთრებული სიგემრიელის შეგრძნება არ დამრჩენია, კაი ხინკალი იყო რა...
სად იჭმება მაგარი ხინკალიო, ეგ არ მომივიდოდა თავში.

და შემომეჭამას ხინკალს ხო ალტერნატივა არ აქვს არც თბილისში, არც გეოგრაფიულ ფასანაურში და არც არსად, სადაც ხინკლის შეკვეთა შეიძლება.

Posted by: FranziskanerWeissbier 28 Mar 2019, 20:18
Frankens†ein
ხინკალი ქალაქური. 70 თეთრი ღირს. ლუდი ლიტრიანი 12.50 ღირს გაუფილტრავი ჰაკერ-ფშორი. მომსახურების პროცენტი აქვთ პროსტა 12% biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 29 Mar 2019, 10:57
QUOTE (FranziskanerWeissbier @ 28 Mar 2019, 20:18 )
Frankens†ein
ხინკალი ქალაქური. 70 თეთრი ღირს. ლუდი ლიტრიანი 12.50 ღირს გაუფილტრავი ჰაკერ-ფშორი. მომსახურების პროცენტი აქვთ პროსტა 12% biggrin.gif

ვიყავი გუშინ.

შეფასებასაც დავწერ:

ინტერიერი კარგი
მომსახურება ძალიან კარგი, პოზიტიური პერსონალი ყავთ, რო გესიამოვნება ურთიერთობა
ლუდი ძალიან კარგი
ე.წ. ბებოს ხინკალი შევუკვეთეთ და ძალიან მლაშე biggrin.gif ლუდზე გაასწორა უბრალოდ biggrin.gif ლუდის გარეშე ვერ შეჭამდი biggrin.gif
კანჭი ნორმალური, საერთოდ თბილისში გემრიელი კანჭი არ მიჭამია არსად.

ანგარიში სადღაც 270 მოვიდა, ექვს კაცზე.
კანჭის მენიუ - 60 ლარი და პლუს რაც დავამატეთ.

ფასები ლუდის მხრივ ძვირი.
ლიტრიანი კათხა 12.60, მაგას პლუს გაურკვეველი 10%-იანი დანამატი და 13.85 გამოდის, ძვირია.
0.5-იანი - 6.50, რეალურად 7.15

user posted image

თამარაშვილის ჰაკერ-ფშორი მირჩევნია.
ლუდი ლიტრიანი 11.50 თუ 12 ლარი ღირდა ბოლოს რო ვიყავი, 1-2 წლის წინ, თუ არ გააძვირეს.
და მომსახურების საკომისიო არ აქვთ იქ.
გარემოც უფრო გერმანულია, ბავარიის დროშის ფერებში.
როგორც ლუდის ბარი ის ჯობს, როგორც რესტორანი - ეს.

ძალიან კარგი პერსონალი, რასაც შემიძლია ხაზი გავუსვა, მაგრამ ჰაკერ ფშორის ლუდი რო მომინდება შემდეგში, თამარაშვილზე წავალ.

Posted by: FranziskanerWeissbier 29 Mar 2019, 11:00
Frankens†ein
ძაან გააძვირეს თამარაშვილზე. რაც იყო იმაზე ძვირია.

Posted by: Frankens†ein 29 Mar 2019, 11:10
QUOTE (FranziskanerWeissbier @ 29 Mar 2019, 11:00 )
Frankens†ein
ძაან გააძვირეს თამარაშვილზე. რაც იყო იმაზე ძვირია.

14 ლარი მაინც არა მგონია რო იყოს, ლიტრიანი კათხა.

მაინც ხინკლის თემაა და ხინკალს რაც შეეხება, შემომეჭამასთან მიახლოებულიც კი ვერ ვნახე ვერსად.

ქალაქური სტილის ხინკალში - ლუდის მოედანი.

Posted by: FranziskanerWeissbier 29 Mar 2019, 11:13
მე ჰაკერ-ფშორის ქალაქური მომეწონა მაგრად. ბებოს ხინკალი არ გამისინჯავს. ზომაშია ვითომ მარტო სხვაობა?

Posted by: Frankens†ein 29 Mar 2019, 11:22
QUOTE (FranziskanerWeissbier @ 29 Mar 2019, 11:13 )
მე ჰაკერ-ფშორის ქალაქური მომეწონა მაგრად. ბებოს ხინკალი არ გამისინჯავს. ზომაშია ვითომ მარტო სხვაობა?

იდეაში ჰაკერ-ფშორის საფირმო ხინკალი არცაა ხინკალი.
ხინკლის ფორმის პელმენია უფრო.
ლუდზე მისაყოლებლად ასწორებს.

Posted by: FranziskanerWeissbier 29 Mar 2019, 11:24
Frankens†ein
თამარაშვილის კი ეგრეა.
------------------------------------------

Posted by: Frankens†ein 29 Mar 2019, 11:33
QUOTE (FranziskanerWeissbier @ 29 Mar 2019, 11:24 )
Frankens†ein
თამარაშვილის კი ეგრეა.
------------------------------------------

მილიმეტრებში აღარ მახსოვს, მაგრამ თამარაშვილის ხინკლის ზომისაა ყაზბეგის ბებოს ხინკალი.
ისიც ერთი ლუკმაა და ესეც smile.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 29 Mar 2019, 11:38
Frankens†ein
რავი ბებოს ხინკალს არ მივტანებივარ. ქალაქური ავიღე კლასიკური და ძაან გემრიელი იყო biggrin.gif
სხვა დროს მოვსინჯავ biggrin.gif

Posted by: iosebovich 29 Mar 2019, 14:00
Frankens†ein
ქალაქური უნდა აგეღო მართლა კარგია. გააძვირებდნენ ლუდს თამარაშვილზეც აბა რაა თუ 2 წელია არ ყოფილხარ. შემომეჭამაც ხო პატარაა და რავი იმ პატარაში მერე აღარც წვენია და მოკლედ მე ვერ აღვფრთოვანდი. ისედაც შემომეჭამა წავედით დავსხედით ზავედენიე არაა რაა. ერთი ბეწო სახინკლეა, თაგვი კუდს ვერ მოიქნევს smile.gif

ფასანაურმა ცოტაცოტა მამაძაღლობები დაიწყო და ეტყობა აწყინა ქებამ . ხინკალი ისეთი ვეღატაა რაც იყო. ბევრმა აღნიშნა და ვადსტურებ.

Posted by: Frankens†ein 29 Mar 2019, 15:19
iosebovich
QUOTE
ისედაც შემომეჭამა წავედით დავსხედით ზავედენიე არაა რაა

კი ბატონო, მანდ უნდა მიხვიდე, ხინკალი მიირთვა და წამოხვიდე...


ისე, მევასება მე ფეხზე მდგომელა მაგიდები biggrin.gif
აქ ეს შემომეჭამა და ნახალოვკაში სოსისების ვაგონი, კიკვიძის პარკთან...

Posted by: BeerLover 29 Mar 2019, 17:16
Frankens†ein

მანდ ბოლოს ვიყავი 2010 წელს, სკოლის ბანკეტის მერე, ნაბახუსევზე biggrin.gif კიდევ თუ იყო აღარც მეგონა, არადა მანდვე ვცხოვრობ

Posted by: Torchwood 29 Mar 2019, 17:19
QUOTE
ზოდიაქო (თელავი)

ჩემი ხმა ამათ, კარგი ხინკალი აქვთ.
ფასები არ მახსოვს, კარგად დავთვერი.

Posted by: BeerLover 29 Mar 2019, 17:20
Torchwood

up.gif

ზოდიაქო ჩემთვისაც პირველია

სპეციალურად ნაბახუსევზე მივდივართ ხოლმე მანდ ხინკლის საჭმელად თბილისიდან

Posted by: iosebovich 29 Mar 2019, 17:46
ეგრეა ზოდიაქოსნაირი ხინკალი თბილისში არ კეთდება და ვერ კეთდება ...

Posted by: ilia132 29 Mar 2019, 18:10
QUOTE
ზოდიაქოსნაირი ხინკალი თბილისში არ კეთდება და ვერ კეთდება

ზოდიაქოსნაირი ხინკალი მარტო თბილისში კი არა რიკოთს აქეთაც კი მეეჭვება კეთდებოდეს smile.gif
გახსნის დღიდან დღემდე ხარისხი სტაბილურად უჭირავთ. თელავში არის კიდევ ერთი დაწესებულება "წიწმატიანს" ეძახიან. ზავედენია დიდი ვერაფერი, კომუნისტურ სასადილოს გავს, მაგრამ ხინკალი აქვთ იმის დედა ვატირე რაა, დაჟე ზოდიაქოსაც კი ჯაბნიდა. ბოლო პერიოდია არ ვყოფილვარ მარა ვინც დადის ჩემიანები მანდ ყველა ამბობს ისევ ისეთიაო. მე ხინკლის გარდა სიტუაციასაც ვაქცევ ყურადღებას და მაგიტო არ ვსტუმრობ ხშირად წიწმატიანს.

Posted by: Frankens†ein 29 Mar 2019, 21:55
QUOTE (BeerLover @ 29 Mar 2019, 17:16 )
Frankens†ein

მანდ ბოლოს ვიყავი 2010 წელს, სკოლის ბანკეტის მერე, ნაბახუსევზე biggrin.gif კიდევ თუ იყო აღარც მეგონა, არადა მანდვე ვცხოვრობ

კი, არსებობს : )
არაფერი შეცვლილა : )
არც ინტერიერი, არც სოსისი, არც ლუდი, არც პური და არც ხელსახოცები : )
ლანჩის დროს მაქეთ თუ მოვხვდები და დრო მაქვს, უეჭველი შევივლი ხოლმე და ერთ კათხა ლუდს და 4-5 სოსისს მაინც ვიღებ : )

Posted by: toyota12345 29 Mar 2019, 22:23
პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ. ის ცნობილი სოსისი რაც მანდ არის ნახალოვკაში ბეჟანიშვილის ქუჩაზე მაგ ძველ სასოსისეში გერმანელი ყასაბი რომ არის ფირმა ეგ ამარაგებსო. და მაგ ფირმის პროდუქტი ქსელურ მარკეტებში არ შემხვედრია კაი ხანია

Posted by: Frankens†ein 30 Mar 2019, 17:22
QUOTE (toyota12345 @ 29 Mar 2019, 22:23 )
პატარა საიდუმლოს გაგიმხელთ. ის ცნობილი სოსისი რაც მანდ არის ნახალოვკაში ბეჟანიშვილის ქუჩაზე მაგ ძველ სასოსისეში გერმანელი ყასაბი რომ არის ფირმა ეგ ამარაგებსო. და მაგ ფირმის პროდუქტი ქსელურ მარკეტებში არ შემხვედრია კაი ხანია

ადრე რო ვკითხეთ, ვაკისააო, ოღონდ სპეციალურად ჩვენთვის ამ ზომებშიო.
ძაან წვრილი სოსისებია.

ხო, მოხარშვითაც სამედიცინო იარაღების გასასტერილებელი ჭურჭელი როა, იმაში ხარშავენ, ძირითადად ორთქლზე.

Posted by: toyota12345 30 Mar 2019, 19:32
Frankens†ein

მე ვიცი სანდო წყაროდან რომ გერმანელი ყასაბი ამარაგებს. ვაკის სპეცია იგივე პრინციპში გავს გემოთი ოღონთ პატარაა

Posted by: Frankens†ein 30 Mar 2019, 19:51
QUOTE (toyota12345 @ 30 Mar 2019, 19:32 )
Frankens†ein

მე ვიცი სანდო წყაროდან რომ გერმანელი ყასაბი ამარაგებს.    ვაკის სპეცია იგივე პრინციპში გავს გემოთი ოღონთ პატარაა

სანდო წყარო არ ვიცი : )
თვითონ იმ ბაბუს ვკითხე, ვინც მზარეულიც იყო, მოლარე-ოპერატორიც და მენეჯერიც : )
და ვაკისააო.
და რო ვკითხე ქარხანაში რო მივალ საყიდლად რა ვიკითხო მეთქი, სპეციალურად ჩვენთვის აკეთებენ ამ ზომითო, ისე არ აქვთ გაყიდვაშიო.
სანდოა თუ არა, ვერ დავდებ თავს...

Posted by: ilia132 30 Mar 2019, 19:53
გერმანელ ყასაბს საფირმო სასადილოც ქონდა და მუშაობს კიდევ თუ დაკეტეს?

Posted by: toyota12345 30 Mar 2019, 19:54
Frankens†ein

ისე ძეხვეულობაში და სოსისებში ვაკე მაგრად მოიხოდა მომწონს მაგათი პროდუქცია. ნიკორა ვაბშე გაბანძდა არადა ადრე მაგარი იყო სანამ ქსელურ მარკეტებს დაამატებდა სულ რამდენიმე მაღაზია ქონდა ძირითადად სოსისებს და ნახევარფაბრიკატებს ყიდდნენ

Posted by: ilia132 1 Apr 2019, 23:55
toyota12345
QUOTE
ნიკორა ვაბშე გაბანძდა

გეთანხმები რა. სოსისი აქვთ საშინელებები. მარტო ბავარიული მომწონს და სარდელი კიდევ ეგეც ბავარიული. დანარჩენი რაც არ უნდა ვჭამო მაგათი, ძეხვი იქნება, სოსისი თუ სხვა მწყინს ეგრევე.
QUOTE
ისე ძეხვეულობაში და სოსისებში ვაკე მაგრად მოიხოდა მომწონს მაგათი პროდუქცია.

ვაკეს კაი ხანია არ გავკარებივარ და ანუ ღირს დავუბრუნდე? ადრე რაც ვიყიდე არაფერი მომეწონა.

ნეტა უცხოური სოსისები არ შემოდის ლუდებივით, რო კაცმა ნირმალური იყიდოს რამე?

Posted by: AnthonyMartial 2 Apr 2019, 00:01
Frankens†ein
სადაა ზუსტად ეგ სოსისების ვაგონი? biggrin.gif

Posted by: Frankens†ein 2 Apr 2019, 07:28
QUOTE (AnthonyMartial @ 2 Apr 2019, 00:01 )
Frankens†ein
სადაა ზუსტად ეგ სოსისების ვაგონი? biggrin.gif

დადიანიდან კიკვიძის პარკთან უნდა ჩაუხვიო, პოლიციის შენობის მარცხნივ.
და იქვეა დაახლოებით 100 მეტრში, მარცხენა მხარეს.
მწვანე ნაგებობაა smile.gif


Posted by: AnthonyMartial 2 Apr 2019, 08:04
Frankens†ein
გასაგებია, მადლობა

Posted by: justfeel 2 Apr 2019, 21:35
ხინკალს ამბოლო დროს ვთხოვ ხოლმე რო შემიწვან და გიჯდებიან რაღაც მევასა :დ სად მივირთვა HB HAKEრ ფშორის და ჩეხურის გარდა კაი ხინკალი? ორი ტონაში ასვლა ღირს? ცოტა ფეხბურთსაც რო ვუყურო და გავერთო რა ეგეთი დვიჯენია მინდა

Posted by: girvan_88 3 Apr 2019, 13:34
justfeel ორი ტონა ნორმალური დაწესებულებაა ლუდების კარგი არჩევანით
ხინკალი გასაგიჟებელი არაა მარა ცუდსაც ვერ იტყვი. ტელევიზორები აქვთ

Posted by: Frankens†ein 3 Apr 2019, 13:59
ხვალ ან ზეგ თელავში მიწევს წასვლა საქმეზე.
თუ მოვახერხე შევივლი ნამდვილ ზოდიაქოში smile.gif

Posted by: iosebovich 4 Apr 2019, 17:25
Frankens†ein
აუცილებლად მოიწერე აბა როგორ მოგეწონება ...

Posted by: Frankens†ein 4 Apr 2019, 22:11
QUOTE (iosebovich @ 4 Apr 2019, 17:25 )
Frankens†ein
აუცილებლად მოიწერე აბა როგორ მოგეწონება ...

ხინკალზე დამპატიჟეს თელაველებმა.
ზოდიაქოს აქვს სახელი გავარდნილი მეთქი და პიარიაო, ხან კაი ხინკალი აქვთ, ხან ცუდიო.
ბევრად კარგ ხინკალზე დაგპატიჟებთო.
დარეკეს და არ იყო ადგილი.
ალხანაიძე ვინცაა, თავისი გვარის ლუდს ვინც ასხამს, იმისი ყოფილა.
სახელი აღარ მახსოვს, ოფსაიდი თუ რაღაც ეგეთი.
მანდ რო არ იყო, მერე ზოდიაქოში დარეკეს და იქაც არ იყო.
და კიდე ვიცით კარგიო და მთავარ, ერეკლეს ქუჩაზე წავედით, მეიდანი ქვია.
ხორცის ხინკალიც ძალიან გემრიელი იყო და ნადუღისაც, ზოდიაქოში როგორიც აქვთ...
თბილისის ზოდიაქოსას ჯობდა, ალბათ HB-საც და ლუდის მოედანსაც.
* * *
user posted image .
* * *
ზოდიაქოს ჯობსო, ესაა - https://www.facebook.com/beerpuboffside/

Beer Pub Offside
თელავურად აფსაიტი

Posted by: iosebovich 5 Apr 2019, 12:19
Frankens†ein
მაინც ჯობდა გაგესინჯა და ეგრე უფრო ადვილად გამოიტანდი დასკვნას რომელი ჯობია. მანდ ნამყოფი ვარ, მეიდანში. გემრიელია ყველაფერი, ხინკალიც კარგია მარა ზოდიაქოსას ვერ ჯობია. 10 დღე ვიყავი მივლინებით თელავში და ყველგან მოვასწარი მისვლა. იმის მერე კაი ხანი გავიდა და შეიცვლებოდა რაღაცეები იასნად.

Posted by: Frankens†ein 5 Apr 2019, 16:34
iosebovich
QUOTE
მაინც ჯობდა გაგესინჯა

არ იყო ადგილი და როგორ გამესინჯა biggrin.gif

თბილისის ზოდიაქოსას ჯობდა მეიდნის ხინკალი.
ახალი ხორცი იყო, ვარდისფერი და მაგიტომ ალბათ.
შეზავებული ყველაფერი კარგად იყო, არც აკლდა რამე და არც ზედმეტი ქონდა.

ე.წ. ხაჭოს ხინკალიც ძაან გემრიელი.
არც ჯობდა ზოდიაქოსას და არც ჩამოუვარდებოდა.
* * *
დღეს სანაპიროზე რო კოლხეთია, იმათი ხინკალი გამოვიძახე.
ძალიან გემრიელი იყო, გამიკვირდა.

Posted by: Jonatahn_smith 7 Apr 2019, 19:37
დღეს ვიყავი ჰაკერ ფშორში ყაზბეგზე, მინდა გითხრათ რომ მომეწონა ხინკალი.. მთიულურიც ავიღეთ და ქალაქური, ორივე კარგია მაგრამ მე ქალაქური უფრო მომეწონა
ლუდიც კარგი იყო

Posted by: toyota12345 7 Apr 2019, 19:43
თბილისის ზოდიაქოს რეკლამა ვნახე და კლოკეს ცნობილი ხინკალი ბროწეულითო და ეგ რაღაც ახალია?

Posted by: iosebovich 7 Apr 2019, 22:59
Jonatahn_smith
ხო ქალაქური მართლაც ძალიან კარგი აქვთ, ლუდი ხო სუპერ ...

toyota12345
ბროწეულით რას ნიშნავს? მარცვლები ყრია შიგნით ?

Posted by: «Sophie» 7 Apr 2019, 23:31
თემას ისეთი სათაური აქვს, მომინდა

Posted by: FoolOnTheHill 8 Apr 2019, 12:45
QUOTE (toyota12345 @ 7 Apr 2019, 19:43 )
თბილისის ზოდიაქოს რეკლამა ვნახე და კლოკეს ცნობილი ხინკალი ბროწეულითო და ეგ რაღაც ახალია?

1.5 ლარი ღირს, შემწვარია, ბროწეული აქვს ფარშს შერეული... ანუ პირდაპირ წვავენ არ ხარშავენ... გემოვნების თემაა... მე დიდად არ მომეწონა/მაგ ფასად არ ღირს... user.gif

Posted by: maiako_mao 8 Apr 2019, 13:11
QUOTE
1.5 ლარი ღირს, შემწვარია, ბროწეული აქვს ფარშს შერეული


რა მარაზმია! ბარემ ნიგვზით და ძმრით შეკმაზული ხინკლებიც მოახვიონ! sad.gif sad.gif

Posted by: FoolOnTheHill 8 Apr 2019, 20:22
QUOTE (maiako_mao @ 8 Apr 2019, 13:11 )
QUOTE
1.5 ლარი ღირს, შემწვარია, ბროწეული აქვს ფარშს შერეული


რა მარაზმია! ბარემ ნიგვზით და ძმრით შეკმაზული ხინკლებიც მოახვიონ! sad.gif sad.gif

ტურისტებზეა გათვლილი (არა მარტო)... ფასებიც მაგ სეგმენტზეა... სხვათაშორის ყველა შესვლაზე დამხვდა რამოდენიმე ტურისტი და მაგ სახეობის ხინკალსაც უკვეთავდნენ და ჩვეულებრივსაც... 5-5 ცალს მაგალითად...

პ.ს. ძმარს მერეც მშვენივრად ვასხავ... givi.gif

Posted by: ilia132 8 Apr 2019, 21:34
Frankens†ein
ეჰ ერთ დროს მეიდანი მეიდანობდა, მარა რაც მზარეული გაექცათ იმის მერე ხინკლის დონე დაეცა მანდ. ახლა მეიდანში როგორაა იცი? ლატარიის პპრინციპი, ხან კაი ხან ცუდი. 2 მზარეულია და ერთს იქიდან არაუშავს, მეორე ხინკალში მთხლეა.
ზოდიაქო, ოფსაიდი და წიწმატიანი თელავში და არამრტო, სადაც საუკეთესო ხინკალს გასინჯავ. ადგილების არქონაც მაგტომაა მანდ განპირობებული.

Posted by: Frankens†ein 9 Apr 2019, 13:49
ilia132
QUOTE
ეჰ ერთ დროს მეიდანი მეიდანობდა, მარა რაც მზარეული გაექცათ იმის მერე ხინკლის დონე დაეცა მანდ. ახლა მეიდანში როგორაა იცი? ლატარიის პპრინციპი, ხან კაი ხან ცუდი.

გამიმართლა როგორც ჩანს.
QUOTE
ზოდიაქო, ოფსაიდი და წიწმატიანი თელავში

ხო, ამ აფსაიტზე თქვეს, ახალი გაიხსნა და ძაან მაგარიაო.
ადგილი არ იყო უბრალოდ.

Posted by: keen 9 Apr 2019, 15:12
QUOTE
ფასანაურმა ცოტაცოტა მამაძაღლობები დაიწყო და ეტყობა აწყინა ქებამ . ხინკალი ისეთი ვეღატაა რაც იყო. ბევრმა აღნიშნა და ვადსტურებ.

ამის წინ შევუკვეთე (ფასანაური მეიდანიდან) საქონლის და ნორმალური იყო. აი დოლიძიდან ხინკალი არ შემიკვეთავს, მაგრამ რაც მოიტანეს, ყველაფერი დამწვარი იყო. მეიდანიდან არასდროს მოსულა ეგეთი ნაგავი!

Posted by: Jonatahn_smith 9 Apr 2019, 21:07
Frankens†ein

აფსაიტი სად არის?

Posted by: BeerLover 9 Apr 2019, 23:58
ბიართაიმში ვჭამე რამოდენიმე დღის წინ ნაბახუსევზე და მომეწონა

სხვა რაღაცებიც, რაც ავიღეთ, ყველაფერი გემრიელი იყო

Posted by: AsToN 10 Apr 2019, 01:12
9 მთაში თუ არ გაგისინჯავთ ხინკალი
არ ინანებთ უბრალოდ სტანდარტულზე 2 ჯერ ძვირია,
მაგრამ მასეთი გემრიელი მე არსად შემხვედრია

Posted by: BeerLover 10 Apr 2019, 01:21
AsToN

+1

საუკეთესო ხინკალია ქალაქში

user posted image

Posted by: Frankens†ein 10 Apr 2019, 11:20
QUOTE (Jonatahn_smith @ 9 Apr 2019, 21:07 )
Frankens†ein

აფსაიტი სად არის?

თელავში, უნივერსიტეტსი 2200 ნომერში biggrin.gif
რავიცი, ესე უწერიათ ფბ გვერდზე.
აფსაიტი ჩაწერე და ამოაგდებს

Posted by: Mstyle 10 Apr 2019, 14:31
AsToN
BeerLover
კლიკეს და თბილისის ზოდიაქო გასინჯული გაქვთ?

Posted by: BeerLover 10 Apr 2019, 14:33
Mstyle

კი

აქაურიც გასინჯული მაქვს და თელავშიც ბევრჯერ ვარ ნამყოფი ნამდვილ ზოდიაქოში

Posted by: Amigo-Amo 10 Apr 2019, 19:32
თბილისის მასტაბით, ცხვრის კარგი ხინკალი სად შეიძლება რომ შასჭამოს კაცმან?

Posted by: sham 10 Apr 2019, 20:06
Amigo-Amo
xashis saxlshi, pavlovze, sakmaod gemrieli cxvris xinkali aqvt

Posted by: AsToN 11 Apr 2019, 01:47
BeerLover

რაღაც ისეთი არომატები აქვთ დამატებული რო ვერ მივხვდი რაიყო და თან არსად გამისინჯავს მსგავსი გემო, იციან საქმე wink.gif

Posted by: BeerLover 11 Apr 2019, 01:58
AsToN

რომელზე ამბობ?

ოცდაათი

Posted by: xx3xx 11 Apr 2019, 05:09
toyota12345
Frankens†ein
არავინ არ იცის მაგის რეცეპტი როგორ ხარშავს და რა სოსისია იმიტომ არის ეგეთი იდუმალებით მოცული და განსაკუთრებული, მაგ სოსისებზე ეხლაც კი ლეგენდები და მითები დადის გურმანთა შორის, მაგ საიდუმლოს მასე ადვილად ვერ ამოხსნით 90 იანებში დაჟე ბეტეერით მიადგნენ გარაჟთან მიუყენეს გვერდულად და ლულით შუშა შეუმტვრიეს და ფორთოჩკაში შეუყეს რეცეპტს სძალავდნენ მაგრამ მეპატრონემ ცოცხალი თავით არ დათმო. კიდევ ადრე ერთი ესეთი ისტორია მოვისმინე მაგ გარაჟებზე ერთი ტიპი იყო პასტაიანი კლიენტი და მაგრად ევასებოდა ეგ სოსისები და რეცეპტზე ეჩალიჩებოდა იმკაცს და ის კიდე ცოცხალითავით არ აბაზრებდა არც სოსისებს სად ყიდულობს და არც მოხარშვის საიდუმლოს და ადგა ესკაციც და ღამე შეიპარა გარაჟში და კამერები დაუყენა ყველგან 1 კვირის შემდეგ რო მიადგა კამერებს და ამოიღო ჩანაწერი ისეთი განსაკუთრებული არაფერი არიყო მაგრამ პადვილს კამერა როცა შეამოწმა აი მანდ ელდა ეცა და ცივმა ოფლმა დაასხა თურმე ჭინკები ყავთ დაჭერილი და იმათ ამზადებინებს სოსისებს იმიტომაც არის ესეთი საუცხოოდ გემრიელი, ნუ კადრებს რაც შეეხება არ გაუბაზრა ამან იმიტომ რომ მაგრად ევასებოდა სასისკები და ვაზვრატის თემა იჩალიჩა რეცეპტის სანაცვლოდ და 1 ჭინკა გამოატანა ამტიპს და ეხლა ზის სახლში და არის ჯიგრულად

Posted by: Frankens†ein 11 Apr 2019, 08:05
xx3xx
QUOTE
არავინ არ იცის მაგის რეცეპტი როგორ ხარშავს

როგორ არ იცის smile.gif
იქვე ხარშავს, შენ თვალწინ smile.gif
სამედიცინო ინსტრუმენტების გამოსახარში ოთხკუთხედი ჯამი როა, იმაში ასხია წყალი თხლად და ძირითადად ორთქლზე იხარშება.
რამდენ წამში უნდა ამოიღოს, რომ ოპტიმალურ მდგომარეობაში იყოს, ეგ აქვს დამუღამებული.
შეგიძლია შენც სცადო და გამოგივა.
უბრალოდ მაგრად მეზარება ჯერ მაგ სამედიცინო ჭურჭელის ყიდვა და მერე სახლში მაგაში სოსისის ხარშვა smile.gif

QUOTE
პადვილს კამერა როცა შეამოწმა აი მანდ ელდა ეცა და ცივმა ოფლმა დაასხა თურმე ჭინკები ყავთ დაჭერილი და იმათ ამზადებინებს სოსისებს

ჭინკები და კამერები არ ვიცი, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს იყო შემთხვევა, რომ ერთ-ერთ ცნობილ სასადილოში, სადაც უგემრიელესი კატლეტები მზადდებოდა, აღმოჩნდა რომ ადამიანის ხორცს ურევდნენ.
საქმეს საიდუმლო გრიფი დაედო, მითუმეტეს რომ საბჭოთა კავშირი იყო...
ათწლეულების მერე ხო იხსნება გრიფი და იყო მერე გამოქვეყნებული, რამდენიმე წლის წინ წავიკითხე.

Posted by: herakle 11 Apr 2019, 10:20
QUOTE
მაგ სოსისებზე ეხლაც კი ლეგენდები და მითები დადის გურმანთა შორის

ეგ არ ვიცი მაგრამ ვორონცოვზეა ძიას ლუდი ქვია, პადვალივით პატარა ზავიძენიაა, საკმაოდ გემრიელი სოსისი და უფრო გემრიელი ნეკნები აქვთ

Posted by: toyota12345 11 Apr 2019, 11:08
herakle

Voroncovze zustad ra adgilasaa?

Posted by: the_lizard_king 11 Apr 2019, 11:12
toyota12345
ვარანცოვის მოედნიდან მარცხნივ რომ აუხვევ მაგ ქუჩაზეა

Posted by: herakle 11 Apr 2019, 11:40
toyota12345
QUOTE
herakle

Voroncovze zustad ra adgilasaa?


Posted by: Mstyle 11 Apr 2019, 12:26
BeerLover
და 9 მთის მიგაჩნია საუკეთესოდ?

Posted by: iosebovich 11 Apr 2019, 13:20
მოკლედ შემომეჭამას ხინკალზე უფრო პატარა ხინკალი თუ არსებობდა ქალაქში აღარ მეგონა მარა თურმე სად ბანაობ. გუშინ ვიყავით ახალგახსნილ ვარაზის ლუდის ბაღში, ეგრე ჰქვია და ხინკალი მოიტანეს პელმენზე ოდნავ დიდი თუ იქნებოდა და ამ დროს ფასი 1 ლარი. არ იყო ცუდი, გემო მაშინ ჩავატანე როცა 5 ცალი ერთად ჩავიყარე პირში smile.gif გარემო გადასარევი, გემრიელი სამზარეულო მარა ფასები ასტრალური ... რა დაიწყეს ეს ნამცეცა ხინკლის კეთება არ ვიცი მარა მოგება რო უზარმაზარია ფაქტია. სტრეატეგია აქვთ სახლში რა ამზადებენ ისეთიაო და რავიცი რავიცი ... მანდ რო ხინკლის საჭმელად არ მივალ ეგ ვიცი ნამდვილად.

Posted by: BeerLover 11 Apr 2019, 14:02
Mstyle

კი


3030303030

Posted by: Frankens†ein 11 Apr 2019, 15:11
არაფერი არაა ეგ ძიას ლუდი.
ჩვეულებრივ მგონი ყაზბეგის წყალწყალა ლუდს ყიდის, უბრალოდ კარგი თევზის არჩევა შეგიძლია.
უკვე არჩეული აქვს, სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული თევზის "ბაზრისგან" განსხვავებით...
ჩამოსასხმელი წყალწყალა ლუდი და ვობლა რო ლუდობდა და ვობლობდა, მაშინ კაი იყო biggrin.gif
კიკვიძის ბაღთან ვაგონს სხვა დატვირთვა აქვს.
არქაული პონტია, ფეხზე მდგომელა biggrin.gif მაგიდებით და ხელსახოცებად იმ საბჭოთადროინდელი დაჭრილი ქაღალდებით,
ნეტა სადღა შოულობს მაგ ქაღალდს biggrin.gif

Posted by: DON PEDRO SANGRE 11 Apr 2019, 16:16
ნატახტრის ჭაშნაგირში როგორი ხინკალი აქვთ თუ იცით ვინმემ?

Posted by: xx3xx 11 Apr 2019, 18:27
QUOTE (Frankens†ein @ 11 Apr 2019, 08:05 )
xx3xx
QUOTE
არავინ არ იცის მაგის რეცეპტი როგორ ხარშავს

როგორ არ იცის smile.gif
იქვე ხარშავს, შენ თვალწინ smile.gif
სამედიცინო ინსტრუმენტების გამოსახარში ოთხკუთხედი ჯამი როა, იმაში ასხია წყალი თხლად და ძირითადად ორთქლზე იხარშება.
რამდენ წამში უნდა ამოიღოს, რომ ოპტიმალურ მდგომარეობაში იყოს, ეგ აქვს დამუღამებული.
შეგიძლია შენც სცადო და გამოგივა.
უბრალოდ მაგრად მეზარება ჯერ მაგ სამედიცინო ჭურჭელის ყიდვა და მერე სახლში მაგაში სოსისის ხარშვა smile.gif

QUOTE
პადვილს კამერა როცა შეამოწმა აი მანდ ელდა ეცა და ცივმა ოფლმა დაასხა თურმე ჭინკები ყავთ დაჭერილი და იმათ ამზადებინებს სოსისებს

ჭინკები და კამერები არ ვიცი, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს იყო შემთხვევა, რომ ერთ-ერთ ცნობილ სასადილოში, სადაც უგემრიელესი კატლეტები მზადდებოდა, აღმოჩნდა რომ ადამიანის ხორცს ურევდნენ.
საქმეს საიდუმლო გრიფი დაედო, მითუმეტეს რომ საბჭოთა კავშირი იყო...
ათწლეულების მერე ხო იხსნება გრიფი და იყო მერე გამოქვეყნებული, რამდენიმე წლის წინ წავიკითხე.

რას ურევს წყალში ხო არ იცი ეგ? ან როგორ ამზადებს სოსისებს?, სახლში მოხარშვა ნაცადი მაქვს მარტო მე კი არა ყველას ექნება ნაცადი მაგარ შანსი არაა ისეთი გემრიელი გამოვიდეს როგორც იმ გარაჟებში იხარშება
herakle
აუცილებლად უნდა მიხვიდე და გასინჯო მასეთ სოსისებს ვერსად ვერ გასინჯავ მთელი დედამიწაც რო მოიარო ატვიჩაი ვარ.
თან მდოგვიც განსაკუთრებული აქვს მგონი თვითონ ამზადებს, რო დაითრევ სოსისს ხელით და მდოგვში ამოაწობ და თავს მოაკბეჩ ამ დროს ტკაცანს რომ გაადენ შენ კიდევ ღეჭავ, როცა შეიგრძნობ ამ ნეტარებას ამდროს შენი გემოს რეცეპტორები ორგაზმს განიცდის

Posted by: Frankens†ein 11 Apr 2019, 18:52
xx3xx
QUOTE
რას ურევს წყალში ხო არ იცი ეგ?

100 მილილიტრ წყალში 10 მილიგრამ მეთალინდიოდქსიმეტამფეტამინს yes.gif

QUOTE
როგორ ამზადებს სოსისებს?

მე როგორც ვიცი ვაკის ქარხანაში აქვს სპეცშეკვეთა.
ჩვეულებრივი ივერია სპეცია, უბრალოდ ზომაში წვრილი.
QUOTE
სახლში მოხარშვა ნაცადი მაქვს

არა მგონია სამედიცინო ინსტრუმენტების გამოსახარშ ჭურჭელში გქონდეს მოხარშული, ძირითადად ორთქლზე, იმ წვრილ სოსისს არ უნდა ფარავდეს წყალი და მეთალინდიოქსიმეტამფეტამინიც არ გექნება დამატებული.
QUOTE
აუცილებლად უნდა მიხვიდე და გასინჯო მასეთ სოსისებს ვერსად ვერ გასინჯავ მთელი დედამიწაც რო მოიარო ატვიჩაი ვარ.

კაი რა biggrin.gif
მსოფლიოში არა სამყაროში smile.gif
უბრალოდ საკაიფოდ ხარშავს და თან მაგ სიტუაციაშიც უფრო გემრიელი გეჩვენება.
მაგალითად გერმანიაში ბევრად გემრიელ სოსისებს შეჭამ smile.gif
ამერიკა-ევროპაში ჰოთ-დოგებს შეჭამ, გავარტყი ვაგონის სოსისებს biggrin.gif
QUOTE
თან მდოგვიც განსაკუთრებული აქვს მგონი თვითონ ამზადებს

რა უნდა მდოგვის დამზადებას smile.gif
დაფქვავ მდოგვის მარცვალს ან ფხვნილს იყიდი პირდაპირ, დაუმატებ შაქარს, მარილს, ძმარს, ადუღებულ წყალს და ეგაა.
რამდენიმე ცდაზე დასვამ ისეთ გემოს, როგორიც ყველაზე მეტად მოგწონს smile.gif

მე ევროპული/დასავლური მოტკბო მდოგვი მირჩევნია ე.წ. საბჭოთა მდოგვს, ცრემლებს რო გადენს smile.gif

Posted by: xx3xx 11 Apr 2019, 19:00
QUOTE (Frankens†ein @ 11 Apr 2019, 18:52 )
xx3xx
QUOTE
რას ურევს წყალში ხო არ იცი ეგ?

100 მილილიტრ წყალში 10 მილიგრამ მეთალინდიოდქსიმეტამფეტამინს yes.gif

QUOTE
როგორ ამზადებს სოსისებს?

მე როგორც ვიცი ვაკის ქარხანაში აქვს სპეცშეკვეთა.
ჩვეულებრივი ივერია სპეცია, უბრალოდ ზომაში წვრილი.
QUOTE
სახლში მოხარშვა ნაცადი მაქვს

არა მგონია სამედიცინო ინსტრუმენტების გამოსახარშ ჭურჭელში გქონდეს მოხარშული, ძირითადად ორთქლზე, იმ წვრილ სოსისს არ უნდა ფარავდეს წყალი და მეთალინდიოქსიმეტამფეტამინიც არ გექნება დამატებული.
QUOTE
აუცილებლად უნდა მიხვიდე და გასინჯო მასეთ სოსისებს ვერსად ვერ გასინჯავ მთელი დედამიწაც რო მოიარო ატვიჩაი ვარ.

კაი რა biggrin.gif
მსოფლიოში არა სამყაროში smile.gif
უბრალოდ საკაიფოდ ხარშავს და თან მაგ სიტუაციაშიც უფრო გემრიელი გეჩვენება.
მაგალითად გერმანიაში ბევრად გემრიელ სოსისებს შეჭამ smile.gif
ამერიკა-ევროპაში ჰოთ-დოგებს შეჭამ, გავარტყი ვაგონის სოსისებს biggrin.gif
QUOTE
თან მდოგვიც განსაკუთრებული აქვს მგონი თვითონ ამზადებს

რა უნდა მდოგვის დამზადებას smile.gif
დაფქვავ მდოგვის მარცვალს ან ფხვნილს იყიდი პირდაპირ, დაუმატებ შაქარს, მარილს, ძმარს, ადუღებულ წყალს და ეგაა.
რამდენიმე ცდაზე დასვამ ისეთ გემოს, როგორიც ყველაზე მეტად მოგწონს smile.gif

მე ევროპული/დასავლური მოტკბო მდოგვი მირჩევნია ე.წ. საბჭოთა მდოგვს, ცრემლებს რო გადენს smile.gif

კაი რა შანსი არააა ბევრმა ცადა ეგ სახლში მოხარშვა მასეთი ჭურჭლით მარა არ გამოდის ეგეთი გემრიელი თვითონ გერმანელი ტურისტებიც ჩამოდიან დაჟე რო გასინჯონ ეგ სოსისები, რამდენჯერ მინახავს მათი აღტაცებული და გაოცებული სახეები, რამდენს წაუღია გერმანიაში აქედან ეგ სოსისები ვინ დათვლის

Posted by: Frankens†ein 11 Apr 2019, 19:06
QUOTE (xx3xx @ 11 Apr 2019, 19:00 )

კაი რა შანსი არააა ბევრმა ცადა ეგ სახლში მოხარშვა მასეთი ჭურჭლით მარა არ გამოდის ეგეთი გემრიელი თვითონ გერმანელი ტურისტებიც ჩამოდიან დაჟე რო გასინჯონ ეგ სოსისები, რამდენჯერ მინახავს მათი აღტაცებული და გაოცებული სახეები, რამდენს წაუღია გერმანიაში აქედან ეგ სოსისები ვინ დათვლის

ვინ სცადა აბა, პირადად იცნობ? biggrin.gif

და იმ გერმანელს რა ვუთხარი, ჯერ მაგ ვაგონში სოსისის საჭმელად რო ჩამოვა და მერე აქედან რო წაიღებს გერმანიაში biggrin.gif

ვაკის სოსისს biggrin.gif

გინდა ნიკორასას და გინდა ლიდერფუდისას biggrin.gif



პ.ს. შენი თუა, კარგია ნაღდად smile.gif
კონკურენტი არ გყავს აქ smile.gif

Posted by: xx3xx 11 Apr 2019, 19:24
QUOTE (Frankens†ein @ 11 Apr 2019, 19:06 )
QUOTE (xx3xx @ 11 Apr 2019, 19:00 )

კაი რა შანსი არააა ბევრმა ცადა ეგ სახლში მოხარშვა მასეთი ჭურჭლით მარა არ გამოდის ეგეთი გემრიელი თვითონ გერმანელი ტურისტებიც ჩამოდიან დაჟე რო გასინჯონ ეგ სოსისები, რამდენჯერ მინახავს მათი აღტაცებული და გაოცებული სახეები, რამდენს წაუღია გერმანიაში აქედან ეგ სოსისები ვინ დათვლის

ვინ სცადა აბა, პირადად იცნობ? biggrin.gif

და იმ გერმანელს რა ვუთხარი, ჯერ მაგ ვაგონში სოსისის საჭმელად რო ჩამოვა და მერე აქედან რო წაიღებს გერმანიაში biggrin.gif

ვაკის სოსისს biggrin.gif

გინდა ნიკორასას და გინდა ლიდერფუდისას biggrin.gif



პ.ს. შენი თუა, კარგია ნაღდად smile.gif
კონკურენტი არ გყავს აქ smile.gif

ჰაჰა არა ჩემი არაა გეფიცები, ნეტა ჩემი იყოს ფილიალებს გავხსნიდი :დდ
არა არვიცნობ მაგრამ ვიცი ბევრს აქვს ნაცადი და მაგის რეცეპტიც საიდუმლო მაგიტომ არის :დ გერმანელი ტურისტებისთვის ერთერთი ტურისტული ტოჩკაა მაგათ რუკაზე გიდებს მოყავთ და სასისკებს აჭმევენ gigi.gif

Posted by: Frankens†ein 11 Apr 2019, 21:27
QUOTE (xx3xx @ 11 Apr 2019, 19:24 )
QUOTE (Frankens†ein @ 11 Apr 2019, 19:06 )
QUOTE (xx3xx @ 11 Apr 2019, 19:00 )

კაი რა შანსი არააა ბევრმა ცადა ეგ სახლში მოხარშვა მასეთი ჭურჭლით მარა არ გამოდის ეგეთი გემრიელი თვითონ გერმანელი ტურისტებიც ჩამოდიან დაჟე რო გასინჯონ ეგ სოსისები, რამდენჯერ მინახავს მათი აღტაცებული და გაოცებული სახეები, რამდენს წაუღია გერმანიაში აქედან ეგ სოსისები ვინ დათვლის

ვინ სცადა აბა, პირადად იცნობ? : D

და იმ გერმანელს რა ვუთხარი, ჯერ მაგ ვაგონში სოსისის საჭმელად რო ჩამოვა და მერე აქედან რო წაიღებს გერმანიაში : D

ვაკის სოსისს : D

გინდა ნიკორასას და გინდა ლიდერფუდისას : D



პ.ს. შენი თუა, კარგია ნაღდად : )
კონკურენტი არ გყავს აქ : )

ჰაჰა არა ჩემი არაა გეფიცები, ნეტა ჩემი იყოს ფილიალებს გავხსნიდი :დდ
არა არვიცნობ მაგრამ ვიცი ბევრს აქვს ნაცადი და მაგის რეცეპტიც საიდუმლო მაგიტომ არის :დ გერმანელი ტურისტებისთვის ერთერთი ტურისტული ტოჩკაა მაგათ რუკაზე გიდებს მოყავთ და სასისკებს აჭმევენ gigi.gif

რა საიდუმლო კაცო biggrin.gif
ხო ხარ ნამყოფი smile.gif
შენს თვალწინ ხარშავს smile.gif
უდგას ცეცხლზე ეგ სამედიცინო ჭურჭელი, წყალი ასხია დაახლოებით ნახევარ სანტიმეტრზე, ამ ადუღებულ წყალში ჩაყრის სოსისს და დაახურებს და ხარშავს ორთქლში.
დროც დამუღამებული აქვს წამებში, როდის უნდა ამოიღოს რო საუკეთესო კონდიციაში იყოს smile.gif

ან რა გერმანელი ტურისტები, ვინ ავრცელებს მაგ მითებს smile.gif
გინახავს შენი თვალით? smile.gif
აქაური გერმანელი მეგობრებიც მყავს და ტურისტულ კომპანიებშიც არაერთს ვიცნობ და არ გამიგია რო მანდ დაყავდეთ ვინმე smile.gif
თვითონ მანდაც ბევრჯერ ვარ ნამყოფი და უცხოელი მანდ არ მინახავს smile.gif
ძმაკაცებიც მყავს მაგ უბანში, ვინც თავიდან მიმიყვანა მანდ...
ეხლა ვიღაცა თუ მიიყვანს ვინმეს ინდივიდუალურად არ ვიცი და თაღლაურასთან რო ავტობუსით მოაყენებენ ხოლმე ტურისტებს, მასე ნამდვილად არაა smile.gif

Posted by: xx3xx 11 Apr 2019, 22:07
QUOTE (Frankens†ein @ 11 Apr 2019, 21:27 )
QUOTE (xx3xx @ 11 Apr 2019, 19:24 )
QUOTE (Frankens†ein @ 11 Apr 2019, 19:06 )
QUOTE (xx3xx @ 11 Apr 2019, 19:00 )

კაი რა შანსი არააა ბევრმა ცადა ეგ სახლში მოხარშვა მასეთი ჭურჭლით მარა არ გამოდის ეგეთი გემრიელი თვითონ გერმანელი ტურისტებიც ჩამოდიან დაჟე რო გასინჯონ ეგ სოსისები, რამდენჯერ მინახავს მათი აღტაცებული და გაოცებული სახეები, რამდენს წაუღია გერმანიაში აქედან ეგ სოსისები ვინ დათვლის

ვინ სცადა აბა, პირადად იცნობ? : D

და იმ გერმანელს რა ვუთხარი, ჯერ მაგ ვაგონში სოსისის საჭმელად რო ჩამოვა და მერე აქედან რო წაიღებს გერმანიაში : D

ვაკის სოსისს : D

გინდა ნიკორასას და გინდა ლიდერფუდისას : D



პ.ს. შენი თუა, კარგია ნაღდად : )
კონკურენტი არ გყავს აქ : )

ჰაჰა არა ჩემი არაა გეფიცები, ნეტა ჩემი იყოს ფილიალებს გავხსნიდი :დდ
არა არვიცნობ მაგრამ ვიცი ბევრს აქვს ნაცადი და მაგის რეცეპტიც საიდუმლო მაგიტომ არის :დ გერმანელი ტურისტებისთვის ერთერთი ტურისტული ტოჩკაა მაგათ რუკაზე გიდებს მოყავთ და სასისკებს აჭმევენ gigi.gif

რა საიდუმლო კაცო biggrin.gif
ხო ხარ ნამყოფი smile.gif
შენს თვალწინ ხარშავს smile.gif
უდგას ცეცხლზე ეგ სამედიცინო ჭურჭელი, წყალი ასხია დაახლოებით ნახევარ სანტიმეტრზე, ამ ადუღებულ წყალში ჩაყრის სოსისს და დაახურებს და ხარშავს ორთქლში.
დროც დამუღამებული აქვს წამებში, როდის უნდა ამოიღოს რო საუკეთესო კონდიციაში იყოს smile.gif

ან რა გერმანელი ტურისტები, ვინ ავრცელებს მაგ მითებს smile.gif
გინახავს შენი თვალით? smile.gif
აქაური გერმანელი მეგობრებიც მყავს და ტურისტულ კომპანიებშიც არაერთს ვიცნობ და არ გამიგია რო მანდ დაყავდეთ ვინმე smile.gif
თვითონ მანდაც ბევრჯერ ვარ ნამყოფი და უცხოელი მანდ არ მინახავს smile.gif
ძმაკაცებიც მყავს მაგ უბანში, ვინც თავიდან მიმიყვანა მანდ...
ეხლა ვიღაცა თუ მიიყვანს ვინმეს ინდივიდუალურად არ ვიცი და თაღლაურასთან რო ავტობუსით მოაყენებენ ხოლმე ტურისტებს, მასე ნამდვილად არაა smile.gif

საიდუმლო არის სოსისი და წყალი რაშიც ხარშავს ეგაა, ადრე მახსოვს ვიღაცამ იკარუსი მოაყენა გერმანელებით სავსე, ცოცხალი რიგი დადგა გარაჟთან და ვინც გასინჯა ყველა შოკირეუბლი იყო იქვე სასწრაფოს ბრიგადა მორიგეობდა, ჩემი თვალით ვნახე საჭმლის კონტეინერებით მიქონდათ სასისკები გერმანიაში უნდა წავიღოთო, ერთი ნამეტანი ცბიერი გერმანელი აღმოჩდა და უმად იყიდა ამას გერმანიაში ლაბორატორიაში წავიღებო და გავიგებ რა კონსისტენცია არისო და რისგან არის დამზადებულიო და ჩემს საკუთარ სასისკების ცეხს გავხსნიო
პ.ს იქვე ერთმა გერმანელმა მომიყვა ბაბუაჩემიო მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდაო და ზესაიდუმლო დავალება ქონნდაო გერმანელები თურმე ბაქოში კი არა გარაჟებში მოდიოდნენო მზარეული უნდა გაეტაცათ თავის რეცეპტიანად, მაგრამ ვერ ჩამოაღწიაო პაპაჩემი იალბუზზე დაიღუპაო

Posted by: iosebovich 11 Apr 2019, 22:42
xx3xx
biggrin.gif
თემას ნუ აოფებთ. ხინკალზეა თემა რაის სოსისები.

მოდერ წაშალე პოსტები კიკვიძეზე და ვაგონებზე.

Posted by: donmixo777 11 Apr 2019, 22:55
herakle
QUOTE
ეგ არ ვიცი მაგრამ ვორონცოვზეა ძიას ლუდი ქვია, პადვალივით პატარა ზავიძენიაა, საკმაოდ გემრიელი სოსისი და უფრო გემრიელი ნეკნები აქვთ



ეჰ
ეგ ადრე იყო გემრიელი ძია რომ მანდ იყო მაშინ... მერე ძია აატელევიზორეს და სახელი გაითქვა, მერე ნელნელა წავიდა მაქედან და სიტუეიშენიც მიბანძდა



არადა ხშირი სტუმარი ვიყავი მანდ მაგ ნეკნების და მოხარშიული და მერე დაბრაწული კარტოშკისთვის....


ლუდი არაფერი არ ქონდათ ნორმალური არასდროს

Posted by: AsToN 12 Apr 2019, 01:05
QUOTE (BeerLover @ 10 Apr 2019, 21:58 )
AsToN

რომელზე ამბობ?

ოცდაათი

9 მთას ხინკალზე ვამბობ

......

Posted by: Frankens†ein 12 Apr 2019, 08:05
QUOTE (xx3xx @ 11 Apr 2019, 22:07 )
QUOTE (Frankens†ein @ 11 Apr 2019, 21:27 )
QUOTE (xx3xx @ 11 Apr 2019, 19:24 )
QUOTE (Frankens†ein @ 11 Apr 2019, 19:06 )
QUOTE (xx3xx @ 11 Apr 2019, 19:00 )

კაი რა შანსი არააა ბევრმა ცადა ეგ სახლში მოხარშვა მასეთი ჭურჭლით მარა არ გამოდის ეგეთი გემრიელი თვითონ გერმანელი ტურისტებიც ჩამოდიან დაჟე რო გასინჯონ ეგ სოსისები, რამდენჯერ მინახავს მათი აღტაცებული და გაოცებული სახეები, რამდენს წაუღია გერმანიაში აქედან ეგ სოსისები ვინ დათვლის

ვინ სცადა აბა, პირადად იცნობ? : D

და იმ გერმანელს რა ვუთხარი, ჯერ მაგ ვაგონში სოსისის საჭმელად რო ჩამოვა და მერე აქედან რო წაიღებს გერმანიაში : D

ვაკის სოსისს : D

გინდა ნიკორასას და გინდა ლიდერფუდისას : D



პ.ს. შენი თუა, კარგია ნაღდად : )
კონკურენტი არ გყავს აქ : )

ჰაჰა არა ჩემი არაა გეფიცები, ნეტა ჩემი იყოს ფილიალებს გავხსნიდი :დდ
არა არვიცნობ მაგრამ ვიცი ბევრს აქვს ნაცადი და მაგის რეცეპტიც საიდუმლო მაგიტომ არის :დ გერმანელი ტურისტებისთვის ერთერთი ტურისტული ტოჩკაა მაგათ რუკაზე გიდებს მოყავთ და სასისკებს აჭმევენ gigi.gif

რა საიდუმლო კაცო : D
ხო ხარ ნამყოფი : )
შენს თვალწინ ხარშავს : )
უდგას ცეცხლზე ეგ სამედიცინო ჭურჭელი, წყალი ასხია დაახლოებით ნახევარ სანტიმეტრზე, ამ ადუღებულ წყალში ჩაყრის სოსისს და დაახურებს და ხარშავს ორთქლში.
დროც დამუღამებული აქვს წამებში, როდის უნდა ამოიღოს რო საუკეთესო კონდიციაში იყოს smile.gif

ან რა გერმანელი ტურისტები, ვინ ავრცელებს მაგ მითებს smile.gif
გინახავს შენი თვალით? smile.gif
აქაური გერმანელი მეგობრებიც მყავს და ტურისტულ კომპანიებშიც არაერთს ვიცნობ და არ გამიგია რო მანდ დაყავდეთ ვინმე smile.gif
თვითონ მანდაც ბევრჯერ ვარ ნამყოფი და უცხოელი მანდ არ მინახავს smile.gif
ძმაკაცებიც მყავს მაგ უბანში, ვინც თავიდან მიმიყვანა მანდ...
ეხლა ვიღაცა თუ მიიყვანს ვინმეს ინდივიდუალურად არ ვიცი და თაღლაურასთან რო ავტობუსით მოაყენებენ ხოლმე ტურისტებს, მასე ნამდვილად არაა smile.gif

საიდუმლო არის სოსისი და წყალი რაშიც ხარშავს ეგაა, ადრე მახსოვს ვიღაცამ იკარუსი მოაყენა გერმანელებით სავსე, ცოცხალი რიგი დადგა გარაჟთან და ვინც გასინჯა ყველა შოკირეუბლი იყო იქვე სასწრაფოს ბრიგადა მორიგეობდა, ჩემი თვალით ვნახე საჭმლის კონტეინერებით მიქონდათ სასისკები გერმანიაში უნდა წავიღოთო, ერთი ნამეტანი ცბიერი გერმანელი აღმოჩდა და უმად იყიდა ამას გერმანიაში ლაბორატორიაში წავიღებო და გავიგებ რა კონსისტენცია არისო და რისგან არის დამზადებულიო და ჩემს საკუთარ სასისკების ცეხს გავხსნიო
პ.ს იქვე ერთმა გერმანელმა მომიყვა ბაბუაჩემიო მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდაო და ზესაიდუმლო დავალება ქონნდაო გერმანელები თურმე ბაქოში კი არა გარაჟებში მოდიოდნენო მზარეული უნდა გაეტაცათ თავის რეცეპტიანად, მაგრამ ვერ ჩამოაღწიაო პაპაჩემი იალბუზზე დაიღუპაო

ან გვტროლავ ან არ ხარ ნამყოფი მანდ biggrin.gif

Posted by: toyota12345 12 Apr 2019, 10:11
Frankens†ein

უსათაუროს იუზერია და თავიდანვე უნდა მიმხვდარიყავი რომ ტროლაობდა))))

Posted by: xx3xx 12 Apr 2019, 22:54
QUOTE (Frankens†ein @ 12 Apr 2019, 08:05 )
QUOTE (xx3xx @ 11 Apr 2019, 22:07 )
QUOTE (Frankens†ein @ 11 Apr 2019, 21:27 )
QUOTE (xx3xx @ 11 Apr 2019, 19:24 )
QUOTE (Frankens†ein @ 11 Apr 2019, 19:06 )
QUOTE (xx3xx @ 11 Apr 2019, 19:00 )

კაი რა შანსი არააა ბევრმა ცადა ეგ სახლში მოხარშვა მასეთი ჭურჭლით მარა არ გამოდის ეგეთი გემრიელი თვითონ გერმანელი ტურისტებიც ჩამოდიან დაჟე რო გასინჯონ ეგ სოსისები, რამდენჯერ მინახავს მათი აღტაცებული და გაოცებული სახეები, რამდენს წაუღია გერმანიაში აქედან ეგ სოსისები ვინ დათვლის

ვინ სცადა აბა, პირადად იცნობ? : D

და იმ გერმანელს რა ვუთხარი, ჯერ მაგ ვაგონში სოსისის საჭმელად რო ჩამოვა და მერე აქედან რო წაიღებს გერმანიაში : D

ვაკის სოსისს : D

გინდა ნიკორასას და გინდა ლიდერფუდისას : D



პ.ს. შენი თუა, კარგია ნაღდად : )
კონკურენტი არ გყავს აქ : )

ჰაჰა არა ჩემი არაა გეფიცები, ნეტა ჩემი იყოს ფილიალებს გავხსნიდი :დდ
არა არვიცნობ მაგრამ ვიცი ბევრს აქვს ნაცადი და მაგის რეცეპტიც საიდუმლო მაგიტომ არის :დ გერმანელი ტურისტებისთვის ერთერთი ტურისტული ტოჩკაა მაგათ რუკაზე გიდებს მოყავთ და სასისკებს აჭმევენ gigi.gif

რა საიდუმლო კაცო : D
ხო ხარ ნამყოფი : )
შენს თვალწინ ხარშავს : )
უდგას ცეცხლზე ეგ სამედიცინო ჭურჭელი, წყალი ასხია დაახლოებით ნახევარ სანტიმეტრზე, ამ ადუღებულ წყალში ჩაყრის სოსისს და დაახურებს და ხარშავს ორთქლში.
დროც დამუღამებული აქვს წამებში, როდის უნდა ამოიღოს რო საუკეთესო კონდიციაში იყოს smile.gif

ან რა გერმანელი ტურისტები, ვინ ავრცელებს მაგ მითებს smile.gif
გინახავს შენი თვალით? smile.gif
აქაური გერმანელი მეგობრებიც მყავს და ტურისტულ კომპანიებშიც არაერთს ვიცნობ და არ გამიგია რო მანდ დაყავდეთ ვინმე smile.gif
თვითონ მანდაც ბევრჯერ ვარ ნამყოფი და უცხოელი მანდ არ მინახავს smile.gif
ძმაკაცებიც მყავს მაგ უბანში, ვინც თავიდან მიმიყვანა მანდ...
ეხლა ვიღაცა თუ მიიყვანს ვინმეს ინდივიდუალურად არ ვიცი და თაღლაურასთან რო ავტობუსით მოაყენებენ ხოლმე ტურისტებს, მასე ნამდვილად არაა smile.gif

საიდუმლო არის სოსისი და წყალი რაშიც ხარშავს ეგაა, ადრე მახსოვს ვიღაცამ იკარუსი მოაყენა გერმანელებით სავსე, ცოცხალი რიგი დადგა გარაჟთან და ვინც გასინჯა ყველა შოკირეუბლი იყო იქვე სასწრაფოს ბრიგადა მორიგეობდა, ჩემი თვალით ვნახე საჭმლის კონტეინერებით მიქონდათ სასისკები გერმანიაში უნდა წავიღოთო, ერთი ნამეტანი ცბიერი გერმანელი აღმოჩდა და უმად იყიდა ამას გერმანიაში ლაბორატორიაში წავიღებო და გავიგებ რა კონსისტენცია არისო და რისგან არის დამზადებულიო და ჩემს საკუთარ სასისკების ცეხს გავხსნიო
პ.ს იქვე ერთმა გერმანელმა მომიყვა ბაბუაჩემიო მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდაო და ზესაიდუმლო დავალება ქონნდაო გერმანელები თურმე ბაქოში კი არა გარაჟებში მოდიოდნენო მზარეული უნდა გაეტაცათ თავის რეცეპტიანად, მაგრამ ვერ ჩამოაღწიაო პაპაჩემი იალბუზზე დაიღუპაო

ან გვტროლავ ან არ ხარ ნამყოფი მანდ biggrin.gif

ნამყოფი ვარ, ნამყოფი რომარვიყო ამდენი საიდან მეცოდინებოდა? givi.gif

Posted by: მამაო ენუქი 12 Apr 2019, 22:58
ისეთი პახმელია თუ ხარ აქ შეხვედი, ყველაფერი გემრიელად მოგეჩვენება biggrin.gif
user posted image

Posted by: elchi 14 Apr 2019, 19:00
iosebovich

პოსტების წაშლა პრობლემა არ არის, უბრალოდ ფრენკის საინტერესო შეკითხვები და განხილვები აქვს დაწერილი, ამიტომ თავს შევიკავებ.

ისე, ყველას უნდა გთხოვოთ რომ გაითვალისწინოთ რა ჰქვია თემას.
აბა რა გამოდის?
თემა ხინკალზეა და ჩვენ კიდევ სოსისს ვუბერავთ ვაგონებში.
lol.gif lol.gif

Posted by: iosebovich 14 Apr 2019, 19:38
elchi
კი ბატონო დასტური smile.gif

მაგრამ ხინკალზე ვისაუბროთ ბატონებო smile.gif სოსისი და სარდელი სხვა თემაში smile.gif

Posted by: xx3xx 14 Apr 2019, 22:29
თქვენ იღადავეთ და სამკურნალო სოსისების სახელით არის ცნობილი მთელ გერმანიაში და საქართველოში, ასევე სასისკების ხინკალიც აქვთ rolleyes.gif

Posted by: Jonatahn_smith 15 Apr 2019, 20:11
სასიკს მოუტ...ნ დედის თრაქი, რა დროს სასისკია ტო?

Posted by: betino458 16 Apr 2019, 05:14
ტაბასკოს სოუსები უნდა მოყვებოდეს ჩვენი რესტორნების ხინკალს, ისე ყარს უკვე ყველგან.

Posted by: xx3xx 16 Apr 2019, 09:43
QUOTE (betino458 @ 16 Apr 2019, 05:14 )
ტაბასკოს სოუსები უნდა მოყვებოდეს ჩვენი რესტორნების ხინკალს, ისე ყარს უკვე ყველგან.

აბა რა გგონია 1980 წელს გაყინული და 40 წელი სადღაც შენახული ხორცის ხინკალი როგორი უნდა იყოს?

Posted by: FranziskanerWeissbier 19 Apr 2019, 11:06
ყაზბეგზე "ვაინშტეფანში" ყოველთვის მაგარი ბანძი ხინკალი იყო ხოლმე და გუშინ ვაინშტეფან ვიტუსის დასალევად შევიარეთ, მოვატანინეთ ცოტა ხინკალი მისაყოლებლად. აი ძაან კაი მოიტანეს, მასეთ რამეს მანდ არ ველოდი biggrin.gif სერიოზული ხინკალი იყო იმენა biggrin.gif არადა სულ პატარა, გადახარშული ხინკლები ჰქონდათ ხოლმე თითქმის biggrin.gif

Posted by: iosebovich 19 Apr 2019, 14:12
FranziskanerWeissbier
შენ დაგეჯერება. აბა მივალთ აუცილებლად. ფასი 1 ლარი ? ვიტუსი კარგია ?

Posted by: FranziskanerWeissbier 19 Apr 2019, 14:26
iosebovich
ვიტუსი არის თაფლივით biggrin.gif biggrin.gif
1 წლის წინ ჰქონდათ ბოლოს და ახლა შემოიტანეს როგორც იქნა. მისაყოლებლად შეიძლება აიღო ცოტა ხინკალი და გაგისწორდება ერთად biggrin.gif
------------------------------------------

Posted by: Alcest 19 Apr 2019, 21:05
თბილისში არ ვიცი მაგრამ ქუთაისში ჯერჯერობით ყველაზე კაი ელდეპოში აქვთ yes.gif

Posted by: xx3xx 21 Apr 2019, 04:24
ნახევარფაბრიკატებიდან რომელია ყველაზე გემრიელი, ხარისხიანი და რაც მთავარია უსაფრთხო givi.gif

Posted by: ADUA 25 Apr 2019, 01:49
QUOTE
ნახევარფაბრიკატებიდან რომელია ყველაზე გემრიელი, ხარისხიანი და რაც მთავარია უსაფრთხო 


ალბათ ბოკოლა

Posted by: xx3xx 25 Apr 2019, 19:24
ADUA
მადლობა ერთ მშვენიერ დღეს გავსინჯავ tongue.gif

Posted by: Dybala 27 Apr 2019, 12:45

მოკლედ მეღირსა თელავის ზოდიაქო.

ძაან კრიტიკულად ვეცადე შემეფასებინა, მაგრამ იმენა იდეალურია, საუკეთესო.

თბილისის ზოდიაქოში რამდენჯერმე ვიყავი და კლიკეშიც, მაგრამ ეს ბევრად ჯობს.

საფირმო ნაკლებად მომეწონა.

ნადუღისაც ტოპ კლასია

user posted image

Posted by: dimaopena 27 Apr 2019, 14:54
xx3xx
საღოლ ძმაო. აი მაგრა შემეშინდა, დავინტერესდი და ვიცინე კიდე.

როგორ ხართ, კაი ხალხი 9 მთა მაგრა მაიმტერესებს.

ყაზბეგში მივდივარ, ქავთარსძეების ადრე გავსინჯე ფასანაურში, ასევე გავსინჯე ყაზბეგში ცხვრის და კაი იყო. წინარეხი დაიწერა თუ არ ვცდები აქ თემაში.
ხო არ იცით?ან სხვა მაქეთკენ?

Posted by: BeerLover 27 Apr 2019, 15:15
Dybala

მაგარია ზოდიაქო up.gif

dimaopena

9 მთაში სამზარეულოს რეორგანიზაციაა და ხინკალი დროებით აღარ არის, ცოტახანში ახალი რეცეპტით შემოგვთავაზებენ

Posted by: iosebovich 27 Apr 2019, 16:03
Dybala
ვახ როგორ გამახარე რაა. ისევ ისაა ესეიგი , არ გაუფუჭებიათ. არსად არ კეთდება ეგეთი ხინკალი. მე შემიძლია ვთქვა იმიტო რო თითქმის ყველგან ვიყავი უკვე თბილისში. არაა და ჰა თუ გინდა შეე....ი. რაის კახელების 2 ლარიანი და გინდაც სხვები . ზოდიაქოსთან ვერ მოდის ვერცერთი. იქნებ მოვახერხო აღდგომების მერე ჩავირბინო თელავში ...

Posted by: xx3xx 27 Apr 2019, 16:46
QUOTE (dimaopena @ 27 Apr 2019, 14:54 )
xx3xx
საღოლ ძმაო. აი მაგრა შემეშინდა, დავინტერესდი და ვიცინე კიდე.

როგორ ხართ, კაი ხალხი 9 მთა მაგრა მაიმტერესებს.

ყაზბეგში მივდივარ, ქავთარსძეების ადრე გავსინჯე ფასანაურში, ასევე გავსინჯე ყაზბეგში ცხვრის და კაი იყო. წინარეხი დაიწერა თუ არ ვცდები აქ თემაში.
ხო არ იცით?ან სხვა მაქეთკენ?

მადლობა მეგობარო bis.gif givi.gif

Posted by: dimaopena 30 Apr 2019, 01:11
ყაზბეგიდან 5 კილომეტრში იყო
წანარეთი , სოფელ არშასთან აქ დაწერა ერთმა იუზერმა და
მისი რეკომენდაციით ვესტუმრე გუშინ.

გარემო სისუფთავე იყო კი, სამზარეულოშიც ცოტა შევიხედე იქაც ნორმალური
იმედია ხორცი რაც მთავარია ნორმალური.

ხინკალი სამი ვარიანტი. - საქონელი , შერეული, ყველი-კარტოფილი

საქონელი იყო ნორმალურიც კი არ ეთქმოდა
ღორი ცუდი
ისიც დიდი არაფერი..

მაგრა ტეხავს, როცა წერენ ძალიან მაგარი ან კაი ხინკალიაო,
ალბათ ძალიან მცირე არჩევანში აკეთებენ ამორჩევას.
ძალიან გამიტყდა ასეთი უგემური რო იყო.

Posted by: Amigo-Amo 4 May 2019, 01:12
გარეთ ნაჭამი ხინკალი ცხოვრებაში არ მომწონებია, თუმცა, ერთადერთი იყო "ვალენტინი". არის ცენტრალური გზიდან ბაზალეთის ტბის გადასახვევთან ეგრევე. ზოგადად, ყველაფერი დამევასა, უგემრიელესი და აშკარად ნატურალური პროდუქტისგან დამზადებული კერძები ჰქონდათ. თუკი მოხვდებით, ესტუმრეთ უეჭველი. პახოდუ, ძალიან იაფი ღირს ყველაფერი.

Posted by: iosebovich 4 May 2019, 15:52
თეთრი დუქანი მიქეს ძალიან ნატახტრის გზაზე, დუშეთის ასახვევის მერე მალევე. იცით რამე ?

Posted by: borbolia777 4 May 2019, 15:53
iosebovich
ვააა, კი ეგ ადგილი ძაან აქეს. გამიგონია ხშირად. ისე ნამყოფი არ ვარ

Posted by: tama 5 May 2019, 13:05
QUOTE (iosebovich @ 4 May 2019, 15:52 )
თეთრი დუქანი მიქეს ძალიან ნატახტრის გზაზე, დუშეთის ასახვევის მერე მალევე. იცით რამე ?

ორი წლის უკან ვიყავი რამდენჯერმე გადასარევი ხინკალი აქვთ. არაგვისპირში როგორც შეხვალ მანდვეა

Posted by: girvan_88 5 May 2019, 13:26
iosebovich
QUOTE
თეთრი დუქანი მიქეს ძალიან ნატახტრის გზაზე, დუშეთის ასახვევის მერე მალევე. იცით რამე ?

წელს ორჯერ ვიყავი, ორივეჯერ კარგი იყო

Posted by: xmale 5 May 2019, 14:19
ხორცისმჭამელებო როგორ ხართ?

ვეგანებზე რა აზრის ხართ?

............................................................................

Posted by: iosebovich 5 May 2019, 14:34
xmale
მადლობთ კარგად. ვეგანებზე საერთოდ არაფერს არ ვფიქრობთ ... და რა ? უნდა ვფიქრობდეთ რამეს ?

Posted by: max-14 6 May 2019, 20:27
QUOTE
თეთრი დუქანი

ღირს წასვლა?

Posted by: xmale 6 May 2019, 21:25
iosebovich
არ გინდ აგახდე ვეგანი?

ცოდოებიუ არ აირნა ცოველები?


Posted by: iosebovich 6 May 2019, 21:37
xmale
არა და პა ხოდუ ვნადირობ კიდეც smile.gif

Posted by: elchi 7 May 2019, 10:04
xmale
თქვენ თუ ასეთი სტატუსებით აპირებთ "პოსტების" მოგროვებას, ძალიან ცდებით.
არის ვეგანებზე ცალკე თემა, იქ შეგიძლიათ თქვენი გამოცდილება სხვასაც გაუზიაროთ, ხოლო ეს თემა "სხვა" რამეზეა.
ამჯერად სიტყვიერ გაფრთხილებას გაძლევთ, თუ ასე გააგრძელებთ, ვორნი გარანტირებული გაქვთ.

Posted by: beka331 7 May 2019, 10:40
QUOTE (iosebovich @ 6 May 2019, 21:37 )
xmale
არა და პა ხოდუ ვნადირობ კიდეც smile.gif

lol.gif lol.gif lol.gif


Posted by: iosebovich 7 May 2019, 13:28
ფასანაურში ყველანაირი ხინკალი ხორცის უკვე 0.95 -ზე ააგდეს. ქაბაბი 11 ლარი და მხიარული ცხოვრება smile.gif

Posted by: Trump 7 May 2019, 16:33
ჭანტურიაზე ვიყავი ზოდიაქოში, მომეწონა.
ნადუღის ძალიან გემრიელი იყო
ბროწეულის ისე რა..
შემწვარიც კარგი.



Posted by: iosebovich 7 May 2019, 16:38
Trump
ხო ცუდი არაა ნამდვილად. 1 ლარია უკვე ყველგან თითქმის ... მდაა ცხოვრება ძვირდება არნახულად ...

Posted by: Trump 7 May 2019, 16:59
iosebovich
QUOTE
ხო ცუდი არაა ნამდვილად. 1 ლარია უკვე ყველგან თითქმის ... მდაა ცხოვრება ძვირდება არნახულად ...



ხო შეისვლება.
პახოდუ იაფია, მე ასე მომეჩვენა

კლიკეს ხინკალს ჯობია.
თელავის ზოდიაქოშიც მახსოვს ერთხელ ძალიან მარილიანი ხინკალი მოიტანეს...

Posted by: Keti-Ket 7 May 2019, 22:19
Trump
ეს ბროწეულის ხინკალი როგორია? ანუ ბროწეულის წვენი აქვს, მარცვლები თუ როგორ?

ვიყავი მანდ ცოტა ხნის წინ და მსგავსი არაფერი მინახავს მენიუში

Posted by: Trump 8 May 2019, 09:41
Keti-Ket
QUOTE
ეს ბროწეულის ხინკალი როგორია? ანუ ბროწეულის წვენი აქვს, მარცვლები თუ როგორ?



მარცვლებია და წვენიც ცოტაsmile.gif

Posted by: xx3xx 11 May 2019, 08:46
ისე ხინკალი მგონი არცისე რთული გასაკეთებელია როგორც ჩანს 1 შეხედვით და სახლში რომ მოამზადო ყველაზე გემრიელი არ იქნება? თან უეჭველი გეცოდინება რო ხორცის მაგივრად არც პედიგრი იქნება და არც 1980 იან წლებში გაყინული ხორცი ან ჩერნობილის რადიოაქტიული ხორცი თან პრიპასებიც ისეთი არაფერი ჭირდება განსაკუთრებული
პ.ს კაი რეცეპტი ვინ დაწერს და ცომი სად ვიყიდო ხინკლის?

Posted by: Frankens†ein 11 May 2019, 10:33
xx3xx
QUOTE
ისე ხინკალი მგონი არცისე რთული გასაკეთებელია როგორც ჩანს 1 შეხედვით

ტვინის ბურღვაა.
დილას ადრე უნდა უნდა იყიდო ხორცი, ცუდი რო არ შეგხვდეს.
მერე უნდა გაატარო, შეანელო.
მერე ცომი უნდა მოზილო, გააბრტყელო, დაჭრა და კიდევ გააბრტყელო.
მერე უნდა მოახვიო ხინკალი და მოხარშო.
მერე ფქვილიანი სამზარელო უნდა მოწმინდო.
რამდენიმესაათიანი პროცედურაა.

Posted by: xx3xx 11 May 2019, 10:51
QUOTE (Frankens†ein @ 11 May 2019, 10:33 )
xx3xx
QUOTE
ისე ხინკალი მგონი არცისე რთული გასაკეთებელია როგორც ჩანს 1 შეხედვით

ტვინის ბურღვაა.
დილას ადრე უნდა უნდა იყიდო ხორცი, ცუდი რო არ შეგხვდეს.
მერე უნდა გაატარო, შეანელო.
მერე ცომი უნდა მოზილო, გააბრტყელო, დაჭრა და კიდევ გააბრტყელო.
მერე უნდა მოახვიო ხინკალი და მოხარშო.
მერე ფქვილიანი სამზარელო უნდა მოწმინდო.
რამდენიმესაათიანი პროცედურაა.

ცომი რომ იყიდო მარტო ფარში იქნება საჩალიჩო და ხინკალი მოსახვევი ზატო ნამდვილი, საოცარი და სიურპრიზებით აღსავსე ხინკალი იქნება ახალ გემოს აღმოაჩენ ცხოვრებაში

Posted by: Dybala 11 May 2019, 14:47
ზოდიაქოში ვიყავი თბილისის, ამ ჯერზეც კაი იყო.

ოღონდ ბროწეულისაც ავიღეთ 5ც. ოთხმა და ვერცერთმა ვჭამეთ, ძაან ცუდი გამოგონებაა

Posted by: fermina 11 May 2019, 15:37
xx3xx
QUOTE
ცომი რომ იყიდო მარტო ფარში იქნება საჩალიჩო და ხინკალი მოსახვევი ზატო ნამდვილი, საოცარი და სიურპრიზებით აღსავსე ხინკალი იქნება ახალ გემოს აღმოაჩენ ცხოვრებაში


არ ვიცი ეს მაღაზია ისევ თუ არსებობს: https://www.facebook.com/tsomichef/

მაგრამ უმაღლესი ხარისხის ცომი ჰქონდათ ხინკლის.

Posted by: xx3xx 11 May 2019, 16:57
QUOTE (fermina @ 11 May 2019, 15:37 )
xx3xx
QUOTE
ცომი რომ იყიდო მარტო ფარში იქნება საჩალიჩო და ხინკალი მოსახვევი ზატო ნამდვილი, საოცარი და სიურპრიზებით აღსავსე ხინკალი იქნება ახალ გემოს აღმოაჩენ ცხოვრებაში


არ ვიცი ეს მაღაზია ისევ თუ არსებობს: https://www.facebook.com/tsomichef/

მაგრამ უმაღლესი ხარისხის ცომი ჰქონდათ ხინკლის.

მადლობა 2kiss.gif

Posted by: Frankens†ein 11 May 2019, 19:29
QUOTE (xx3xx @ 11 May 2019, 10:51 )
QUOTE (Frankens†ein @ 11 May 2019, 10:33 )
xx3xx
QUOTE
ისე ხინკალი მგონი არცისე რთული გასაკეთებელია როგორც ჩანს 1 შეხედვით

ტვინის ბურღვაა.
დილას ადრე უნდა უნდა იყიდო ხორცი, ცუდი რო არ შეგხვდეს.
მერე უნდა გაატარო, შეანელო.
მერე ცომი უნდა მოზილო, გააბრტყელო, დაჭრა და კიდევ გააბრტყელო.
მერე უნდა მოახვიო ხინკალი და მოხარშო.
მერე ფქვილიანი სამზარელო უნდა მოწმინდო.
რამდენიმესაათიანი პროცედურაა.

ცომი რომ იყიდო მარტო ფარში იქნება საჩალიჩო და ხინკალი მოსახვევი ზატო ნამდვილი, საოცარი და სიურპრიზებით აღსავსე ხინკალი იქნება ახალ გემოს აღმოაჩენ ცხოვრებაში

რავიცი, ხინკალს თუ აკეთებ, ცომიც შენ უნდა მოზილო, მასე მწამს მე.
მაგ ნაყიდი ცომით გაკეთებული ხინკალი არ მიჭამია არასდროს...

Posted by: akako78 12 May 2019, 14:24
iosebovich

ხო აბა 60 თეთრი იყო რამდენი წელი-ალბათ 10..მანამდე ხომ 5 წელი ალბათ 50 თეთრი ღირდა..ეხლა სადამდე უნდა წავიდეს ეს ფასები?ტურისტებს დავაბრალოთ მხოლოდ?

პ.ს.გაყინული ხინკალი ვიყიდე ორი კვირის წინ..მანამდე საერთოდ წლებია რა არ მიყიდია..რერე თუ რერო აღაც მახსოვს დასახელება..ნუ ცომი იყო რაღაც კაუჩიკისმაგვარი(არც კი მოიხარშა წესივრად არადა მგონი 15 წუთი ვხარშე!?smile.gifდა ფარში პატარა-ციცქნა და ისეთი გემო ჰქონდა-აი მაგალითად ცუდი პელმენი რომ მიჭამია..კატასტროფულად ცუდი იყო ყველანაირად..ხელი წამიცდა რა საც ჰქვია-არასოდეს აღარ ვიყიდი..

Posted by: მამაო ენუქი 12 May 2019, 14:33
60 თეთრი ხინკალი პლეხანოვზე ღირს მიწისქვეშ, თბილისის უმეტეს ხინკალს კი ჯობია.

Posted by: xx3xx 12 May 2019, 14:44
Frankens†ein
კი კარგი იქნება შენით რო მოზილო მაგრამ ცომის მოზელა თუ არიცი ან გეზარება მგონი საუკეთესო ვარიანტი დაწერა ზედა იუზერმა ხინკლის ცომი იყიდება ზუსტად ისეთი ხინკალი გამოდის როგორც სახინკლეში პრიალა და ლამასი პახოდუ 10 ჯერ უფრო გემრიელად შეჭამ როდესაც გეცოდინება რომ ფარში შენი გაკეთებულია და 100% დარწმუნებული ხარ მასში, ასერომ გვეყოფა ბოზების გამდიდრება სულ გაიჯვენ თავზე სიმონ :@ :@

Posted by: Frankens†ein 12 May 2019, 18:07
xx3xx
QUOTE
ზუსტად ისეთი ხინკალი გამოდის როგორც სახინკლეში პრიალა და ლამასი

სახლში გაკეთებული ხინკალი იმიტო მიყვარს, რო ეგ პრიალა ცომი არ აქვს.
ცოტა ხორკლიანი როა და ხელს მოკიდებ და ისე სრიალებს რო ვერ დაიჭერ, ეგეთია უგემრიელესი...

Posted by: xx3xx 12 May 2019, 23:21
QUOTE (Frankens†ein @ 12 May 2019, 18:07 )
xx3xx
QUOTE
ზუსტად ისეთი ხინკალი გამოდის როგორც სახინკლეში პრიალა და ლამასი

სახლში გაკეთებული ხინკალი იმიტო მიყვარს, რო ეგ პრიალა ცომი არ აქვს.
ცოტა ხორკლიანი როა და ხელს მოკიდებ და ისე სრიალებს რო ვერ დაიჭერ, ეგეთია უგემრიელესი...

სლიკინასაც თავის მუღამი აქვს მე ისე უფრო მეგემრიელება თხელი ცომით popcorn.gif

Posted by: Jonatahn_smith 14 May 2019, 11:27
ბრადცი ბელიაშვილზე რომ გაიხსნა რაღაც 3 სართულიანი ყ...ბა, ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ შეხვიდეთ..

წარმოიდგინეთ 2 კაცი შევედით მშივრები, ავიღეთ 20 ხინკალი და 14 ცალი დავტოვეთ

Posted by: toyota12345 14 May 2019, 12:32
ბარათაშვილზე კოლმეურნეობის მოედანზე კრისტალბეთთან რომ სახინკლე არის მანდ ვინმე ხართ ნამყოფი?

Posted by: dito_Metalhead 14 May 2019, 19:05
QUOTE (Jonatahn_smith @ 14 May 2019, 11:27 )
ბრადცი ბელიაშვილზე რომ გაიხსნა რაღაც 3 სართულიანი ყ...ბა, ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ შეხვიდეთ..

წარმოიდგინეთ 2 კაცი შევედით მშივრები, ავიღეთ 20 ხინკალი და 14 ცალი დავტოვეთ

ჩემო კარგო რო ქვია ეეგ?

Posted by: iosebovich 15 May 2019, 14:46
toyota12345
ეგ ხო იცი ვისია. ილურიძე რო იყო ბენდი რო ყავდა არ მახსოვს რომელ გადაცემებში ჰყავდათ. მაგის მამისაა. ისე რაა დიდი არაფერი. ამასობაში ქალაქში ელვის უსწრაფესად ძვირდება ხინკალი და ძალიან ბევრგან უკვე 0.95 ან 1 ლარია. ძმაკაცთან ერთად 20 ლარი აღარ გეყოფა, 50 ლარი უნდა გედოს ჯიბეში მინიმუმ ...

Posted by: BeerLover 15 May 2019, 14:53
ბოლოს შემომეჭამაში და მეიდანის ფასანაურში ვჭამე

შემომეჭამაში კარგია, ვისაც ეგეთი სტილის ხინკალი მოგწონთ გაგისწორდებათ

ფასანაურში არც ცუდია, არც კარგი, ნორმალურია

Posted by: Dybala 16 May 2019, 00:23
iosebovich
QUOTE
. ამასობაში ქალაქში ელვის უსწრაფესად ძვირდება ხინკალი და ძალიან ბევრგან უკვე 0.95 ან 1 ლარია. ძმაკაცთან ერთად 20 ლარი აღარ გეყოფა, 50 ლარი უნდა გედოს ჯიბეში მინიმუმ .

კი მასეა.

რასაც ვუკვირდები ამ ბოლო დროს აი 3_4 კაცი რომ შევდივართ სადმე, მინიმუმ 30-40 ლარი გვინდა ხოლმე კაცზე, თან ისე მოკრძალებულად რომ შეუკვეთავ 1-2 ლუდი, ხინკალი, ფრი, ქაბაბი მაქსიმუმ.

დაჟე არ გყოფნის.

და ამას ვამბობ ბერნარდის დონის ადგილებზე biggrin.gif

ცოტა უკეთესი თუ გინდა ბევრად მეტი ჯდება ხოლმე.


ანუ რამდენიმე წლის წინ კაცზე 20-25 ლარი რაც იყო, ეხლა 50 გახდა biggrin.gif

ან მეჩვენება რავი.

Posted by: BeerLover 16 May 2019, 00:29
Dybala

არ გეჩვენება ეგრეა

სადმე კარგ ადგილას ლუდის დასალევად თუ მიდიხარ, ჯიბეში 100 ლარი უნდა გედოს, რო არ ინერვიულო




Posted by: Dybala 16 May 2019, 00:34
BeerLover
რამდენად კარგია არ ვიცი მაგრამ მაკლარენს აირიშ პაბი ქვია მგონი, სააკაძესთან მანდ მასე დავტოვეთ 500-მდე მგონი 5მა კაცმა.



რავი ხალხი ვინც 400_500 ლარზე მუშაობს, ანუ მოსახლეობის დიდი ნაწილი, ვერც შევა ბევრ ადგილას მასე გამოდის.

ძალიან ტეხავს sad.gif

Posted by: BeerLover 16 May 2019, 00:36
Dybala

ყველგან ეგრეა უკვე

შეიძლება 9 მთაში მიხვიდე ჰაი კლასის ლუდის დასალევად და მიაყოლო რამე ლაითი, ყველის დაფა მაგალითად

ან წახვიდე მაგალითად პაულანერში და გერმანული ლუდი დალიო, რასაც იასნია საჭმელის მიყოლებაც ჭირდება

მოკლედ ყველა ნორმალურ ადგილას ეგრეა, ხარისხიანი ლუდის დალევა თუ გინდა კაცზე 100გელ უნდა გათვალო

Posted by: iosebovich 16 May 2019, 01:48
BeerLover
ჰოდა თვეში 4 ჯერ ეგეთი გასვლა და გაფრინდა 400 ლარი. ეგ რო გაქაჩო 3000 ლარი უნდა გქონდეს ხელფასი. მაგის გარდა სხვა უამრავი ხარჯია. ფასები ევროპული შემოსავალი მონათმფლობელური. 500 ლარი ვისაც აქვს მალე ფასანაურის დონეზეც ვეღარ შევა , იქაც ავარდა ფასები. მდაა, ლუდი ვეღარ დაგილევია კაცს წესიერად, ვინმეს დაპატიჟებაზე ლაპარაკიც აღარაა ...

Posted by: BeerLover 16 May 2019, 01:53
iosebovich

რას იზამ ეგრეა

ნორმალურ ქვეყანაში წესით ყველა შრომისმოყვარე ადამიანს უნდა ქონდეს იმის საშუალება რო ვიქენდზე 100 ევრო დაახარჯოს საკუთარ თავს განტვირთვისთვის




Posted by: Mstyle 16 May 2019, 10:24
BeerLover
Dybala
თან იმის გათვალისწინებით რომ ყველაზე იაფიან კერძებს უკვეთავ. ხინკალი ყველაზე კარგი ვარიანტია ფასის მხრივ, თორემ მაგალითად ჩაშუშული რომ აიღოს ან კიდევ უფრო ძვირი კერძი რამდენიმემ ის ორმოცდაათიც ცოტა გამოვა. მომსახურების საკომისიომ ლამის 20 პროცენტამდე ასულმა ხომ კიდევ უფრო მეტად გააძვირა

Posted by: toyota12345 16 May 2019, 10:34
თბილისის ზოდიაქოში ვიყავით მე და მეგობარი. უნდა ვაღიარო ხარისხი მაგრად უჭირავთ ნადუღმა ხომ მაგრად გაასწორა თან დამდნარი ერბოც მოიტანეს და ხინკალში რომ ჩაასხავ მაგრად უხდება. ზოდიაქოსთვის მიღირს მაგ ფასის გადახდა მაგრამ შემომეჭამაში კატეგორიულად არ გადავიხდიბიმ ფასს რაც ღირს.

Posted by: iosebovich 16 May 2019, 10:53
toyota12345
ანუ კაია? გავიმეორო რეპეტე? რომელი ხინკალი გასინჯეთ ?

Posted by: toyota12345 16 May 2019, 11:44
iosebovich

ჩვეულებრივი ხინკალი ავიღეთ 10 და 10 ნადუღის აი მაგრად გაასწორა რაც იციან არ უნდა დაუკარგო. ლუდი აქვთ ძვირი თელავური ლუდიო ერთი ბოკალი 5 ლარი

Posted by: dito_Metalhead 16 May 2019, 13:23
ოქროს კათხაში ვიყავი გუშინ, ყოველ მისვლაზე უარესი ხდება, მწვადი საშინელზე ცოტა უკეთესი , ხინკალი იმენა თაგვის ხორცისგან იყო გაკეთებული, დარბაზში ბანდერასის მეგუსტატო კანგიტარას ჟღაოდა ვიღაცა "მუსიკოსი" facepalm.gif

Posted by: BeerLover 16 May 2019, 13:27
dito_Metalhead

მანდ აღარც უნდა მიხვიდე აწი

დაახლოებით 2 წლის წინ მაგარი საჭმელები ქონდათ, გააფუჭეს მერე

Posted by: Lapustak 16 May 2019, 14:00
BeerLover
dito_Metalhead

მეორე მხრიდან, ეზოში დასაჯდომი რომ არის, სამზარეულო მგონი საერთო აქვთ. ანუ აღარც ის ვარგა

Posted by: iosebovich 16 May 2019, 15:33
მოკვდა ოქროს კათხა რამდენი ხანია. ეე ქართულად საქმის კეთება ქვია მაგას. ევროპაში ფირმებია 100 წელს ითვლიან და სუ ვითარდებიან. ესენი 10 წლამდეც ვერ ქაჩავენ ... ზოგადად კვების ობიექტი 10 წელია მაქსიმუმ , მერე უნდა რებრენდინგი გააკეთო მარა ჰა. ქრებიან უკანმოუხედავად ან აჩრდილიღაა დარჩენილი ძალიან ბევრის ...

Posted by: akako78 16 May 2019, 22:39
https://www.youtube.com/watch?v=1JXG2z3B7Ec

ისევ აქებენ პავილიონ გარდენს შონზო და პაატა გულიაშვილი..ხართ მანდ ნამყოფი რომელიმე?მართლა კარგია?

ჩამონათვალში არც ისე ცოტა კერძია-არ ვიცი ეხლა შონზოს უკლებენ რეკლამის პონტში თუ მართლა მასეთი იაფია..128 ლარი გამოვიდა სულ

Posted by: max-14 16 May 2019, 23:26
QUOTE
128 ლარი გამოვიდა სულ

რაღაც დაუჯერებლად ჟღერს ეს 128 ლარი,შონზოს ეტყობა ფასდაკლების ბარათი აქვსsmile.gif))))))
რაც მაგათ ჭამეს-300 ლარისაა მინიმუმ ჩვენ რომ მივიდეთ
სადაა ეს პავილიონი?

Posted by: BeerLover 16 May 2019, 23:34
128 ლარის სასმელი იყო მანდ მარტო

დახედეთ ჩეკს, 9 რაღაცა წერია სულ, არ ჩანს რეებია, მარა რაოდენობიდან გამომდინარე, ნახევარი არ წერია ჩეკში

Posted by: max-14 16 May 2019, 23:36
გასაგებია სარეკლამო გადაცემაა,მაგრამ ფასები რელური თქვან

Posted by: BeerLover 16 May 2019, 23:47
დავითვალოთ რამდენი იყო რაოდენობაში შეკვეთა

საფერავი
რქაწითელი
მანავის მწვანე
კოქტეილი
მეორე საფირმო რაღაცა კოქტეილი
ლუდი
პური
ყველი
ქათამი ბაჟეში
ხაჭაპური
პიცა
თევზი
ხბოს მწვადი კეცზე
კუპატი
ელარჯი
თაშმიჯაბი
ჩაქაფული
ხინკალი
ქაბაბი
მწვადი
დესერტი
ტოლმა

22ია რაოდენობაში

ჩეკში წერია 9 biggrin.gif

128 კიარა 328 იქნებოდა

Posted by: iosebovich 17 May 2019, 09:37
BeerLover
მაგდენი არ აუღია გარდენში ეგრე მახსოვს. ტოლმა და ჩაქაფული საერთოდ არ შეუკვეთია. იმ ვიდეოზე ხო ამბობთ მარტო შონზო როა თუ ახალია რამე ? აა ახალი ვიდეო ყოფილა მე მაპატიეთ smile.gif 128 ლარი არაა იხვის ტოლმა smile.gif უინტერესო გახდა, მარტო ქება დიდებაშია ... იმ დღეს ბიკენტია აშკარად არ მოეწონა და მაინც აქებდა. არ ჭამა თითქმის არაფერი ...

Posted by: მამაო ენუქი 17 May 2019, 09:42
QUOTE
საფერავი
რქაწითელი
მანავის მწვანე
კოქტეილი
მეორე საფირმო რაღაცა კოქტეილი
ლუდი

ამდენ სასმელს რო აურევ ერთმანეტში , იმათ გემოვნებაზე რა უნდა მოთხოვო ? gigi.gif

Posted by: donmixo777 17 May 2019, 09:44
QUOTE (jonatahn_smith)
ბრადცი ბელიაშვილზე რომ გაიხსნა რაღაც 3 სართულიანი ყ...ბა, ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ შეხვიდეთ..

წარმოიდგინეთ 2 კაცი შევედით მშივრები, ავიღეთ 20 ხინკალი და 14 ცალი დავტოვეთ


Jonatahn_smith


ეუფ

ვაპირებდით ბიჭები ამ დღეებში მაგის დაგემოვნებას



გადავიფიქრე yes.gif






რა იყო ისეთი კი მაგრამ 2 მშიერმა ადამიანმა 6 ხინკალზე მეტი რომ ვერ ჭამეთ?

Posted by: iosebovich 17 May 2019, 10:10
donmixo777
კონსერვისგან იქნებოდა ხინკალი გაკეთებული smile.gif

Posted by: donmixo777 17 May 2019, 10:30
QUOTE (iosebovich)
კონსერვისგან იქნებოდა ხინკალი გაკეთებული



ახალგახსნილ ობიექტს ყველაფერი 10-იანზე წესრიგში უნდა ქონდეს
თან მასეთს

აშკარად არ ველოდებოდი შეფასებას რომ ხინკალი არ ვარგოდა არაფრად

რავიცი, რავიცი...........

* * *
............

ხო კიდე

4-5 დღის უკან ქუთაისი წყალტუბოს გზაზე რესტორანში შევიყვანე სტუმრები


ქუთაისიდან რომ მიდიხარ ხელმარცხნივ არი ეს რესტორანი


ხინკალი იყო სუპერი, და რაც ვჭამეთ 4-5 თავი კერძი ყველაფერი უგემრიელესი იყო
ხინკალს ამ თემის გამო გავუსვი ხაზი, და კიდე იმის გამო რომ არ მეგონა დასავლეთში ეგეთ კარგ ხინკალს თუ სადმე შევჭამდი love.gif up.gif


ადრე ფოთში იყო კარგი, ეხლა რამდენიმე წელია არ ვყოფილვარ, სახინკლე არაგვი - პორტთან... მაგარი ქაბაბი ქონდათ მანდაც და ხინკალიც კარგი ნამდვილად.... შამფურის ხაჭაპური მანდ გავსინჯე პირველად....

Posted by: iosebovich 17 May 2019, 10:57
donmixo777
რა ქვია რესტორანს ხო არ გახსოვს ? საინტერესოა ...

Posted by: BeerLover 17 May 2019, 12:34
მამაო ენუქი

ბაზარი არაა biggrin.gif მაგათ გემოს რეცეპტორები დაქვეითებული ექნებათ, ყველგან ყველაფერი მოწონს ტიპს...

პ.ს. გამოვაგზავნინე მენიუს ელ-ვერსია და რო გადავითვალე აარტყა 300ს, რაის 128 biggrin.gif

Posted by: Dybala 17 May 2019, 12:47
მაგ გურმანის ეკალს ვაფშე ვერ ვუყურებ. იმენა ძალიან ცუდი რამეა, რას ემსახურება ვერ ვხვდები, ყველას შეფასებას 9-10ს უწერენ. ყველგან ყველაფერი მოწონთ და ნორმალურ რჩევებსაც არ იძლევიან და როგორ ხვნეშიან მაგის ყურებას რა აზრი აქვს.

არადა სულ ამგას ვფიქრობ, იმენა თავისუფალი ნიშაა საჭმელების და საკვები ობიექტების რევიუები საქართველოში. გარანტირებული ნახვებია რა.



donmixo777

QUOTE
ადრე ფოთში იყო კარგი, ეხლა რამდენიმე წელია არ ვყოფილვარ, სახინკლე არაგვი - პორტთან... მაგარი ქაბაბი ქონდათ მანდაც და ხინკალიც კარგი ნამდვილად....

სამსახურიდან მიწევს ხოლმე და შარშან ზუსტად ეგ ავიღე ქაბაბი და ხინკალი და ცვეტში ძალით ვჭამე, ორივე ძაან ცუდი იყო. იმენა ცუდი.

შედარებით კარგი ხინკალი მაგ არაგვის მეორე მხარეს, იტალურის რესტორნის გვერდზე რაღაც ქართული რესტორანია და ეგაა.


და ფოთის კვალობაზე, ეგ იტალური "ვერონა"-ც არაა ცუდი.

Posted by: iosebovich 17 May 2019, 12:54
BeerLover
ეგაა რაა. რაოს 128 ლარი კაცო smile.gif ჰოდა ესე იბანძებენ თავს რაა , რას მატყუებ ინტერნეტის ეპოქაში ...

Posted by: მამაო ენუქი 17 May 2019, 12:55
ხინკალი ქაბაბი მწვადი საერთოდ რატო უნდა ჭამო გვირაბს იქით, გაშალე მეგრული ან იმერული სუფრა, ერთი მახოა გამონაკლისი მწვადში.

BeerLover
QUOTE
ბაზარი არაა  მაგათ გემოს რეცეპტორები დაქვეითებული ექნებათ, ყველგან ყველაფერი მოწონს ტიპს...

ამასწინათ ღორის ხორც მივაყოლე ვესტმოლის ტრიპლი და მაგარი არ წავიდა, სვიის გემო იმდენად გაამძაფრა სვიის სიმწარის მეტი არაფერი იგრძნობოდა, ვერც ლუდით ვიკაიფე ვერც ხორცით, ესენი ყველაფერს ხეთქავენ biggrin.gif
არა რა ნამეტანი ტრაკში პეროები გავხდით givi.gif

Posted by: BeerLover 17 May 2019, 13:16
მამაო ენუქი

ეგ ის კატეგორიაა, ლიჟბი ჩაიყაროს ჩაისხას მუცელი გაივსოს მეტი არ აინტერესებს biggrin.gif

ვესტმოლი და მწვადი უცნაური შეხამებაა biggrin.gif

ნოგნეს სტაუტს მივაყოლე ხინკალი მე facepalm.gif

როგორც კი შევჭამე პირველი ხინკალი, აი ეგრევე 99%ით დააკლდა ლუდს ყველაფერი, მწარე წყალს ვსვამდი თითქოს lol.gif

ნუ ეგ ეხლა რას იზამ, როცა საჭმელ სასმელის დაწყვილებას იწყებ და ნამდვილ ხარისხს ამუღამებ, ტრაკში პერო გარდაუვალია lol.gif

Posted by: Yojik 17 May 2019, 17:16
BeerLover
QUOTE
როგორც კი შევჭამე პირველი ხინკალი, აი ეგრევე 99%ით დააკლდა ლუდს ყველაფერი, მწარე წყალს ვსვამდი თითქოს
ნუ ეგ ეხლა რას იზამ, როცა საჭმელ სასმელის დაწყვილებას იწყებ და ნამდვილ ხარისხს ამუღამებ, ტრაკში პერო გარდაუვალია

lol.gif ეგრეა რა ზუსტად smile.gif))))))))

Posted by: akako78 17 May 2019, 17:59
ხო მართლა არ წერია ნახევარზე მეტი ანგარიშში..აშკარად არარეალურია..დარწმუნებულივარ სასმელის გარეშე მანდ კაცი 30 ლარზე ნაკლები რომ დაიჯინო გმირი უნდა იყო კაცი სახალხოsmile.gif

Posted by: max-14 17 May 2019, 18:08
QUOTE
მაგ გურმანის ეკალს ვაფშე ვერ ვუყურებ. იმენა ძალიან ცუდი რამეა, რას ემსახურება ვერ ვხვდები, ყველას შეფასებას 9-10ს უწერენ

დრუპი ჯობდა შონზოსsmile.gif))
შონზო მგონი ყველაზე ბანძ ''ზავედენიასაც'' კი 10-ს დაუწერს

Posted by: Dybala 17 May 2019, 19:04
ეეხ. ნეტა ჭამა-ლუდის სმა არ ასუქებდეს sad.gif

ბოლო 10 წელია სულ დიეტაზე ვარ.

მოვიმატებ, ვიკლებ, მოვიმატებ ვიკლებ biggrin.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 17 May 2019, 19:08
Dybala
ნაცნობი პრობლემა biggrin.gif
----------------------------------

Posted by: donmixo777 17 May 2019, 20:03
iosebovich
QUOTE
რა ქვია რესტორანს ხო არ გახსოვს ? საინტერესოა ...


მგონი მთიულები
არ მახსოვს ზუსტად


არადა ადრე კაი მწვად, ხინკალ, ქაბაბ, შამფურის ხაჭაპური იჭმეოდა მანდ
Dybala
QUOTE
სამსახურიდან მიწევს ხოლმე და შარშან ზუსტად ეგ ავიღე ქაბაბი და ხინკალი და ცვეტში ძალით ვჭამე, ორივე ძაან ცუდი იყო. იმენა ცუდი.



მდააა
ცუდია თუ ხარისხი გააფუჭეს
არადა მე ვამბობ 8-10 წლის წინ, და უფრო ადრეც.....

Posted by: max-14 17 May 2019, 21:36
QUOTE
ოქროს კათხა

down1.gif down1.gif down1.gif down1.gif

Posted by: girvan_88 19 May 2019, 20:28
QUOTE
მაგ გურმანის ეკალს ვაფშე ვერ ვუყურებ. იმენა ძალიან ცუდი რამეა, რას ემსახურება ვერ ვხვდები, ყველას შეფასებას 9-10ს უწერენ

მაგ გადაცემის პონტში მივედი ახალგახსნილ ბიკენტიას საქაბაბეში. აქო და ადიდა შონზომ... სინამდვილე კი ის არის რომ 5 ქულასაც არ დავუწერდი მაქაურობას
QUOTE
რთი მახოა გამონაკლისი მწვადში

მანდაც გააფუჭეს

ახალდაბის ნიავში ვჭამე მწვადი, 8 ლარი პორცია, საკმაოდ დიდი ნაჭრები, მშვენიერი იყო

Posted by: soccer28 19 May 2019, 20:57
QUOTE
5 ქულასაც არ დავუწერდი მაქაურობას

5-იც ბევრია მგონიsmile.gif))

Posted by: max-14 19 May 2019, 21:06
user posted image
ბულაჩაურში,ძველ ''ზავიძენიაში'' არა,გვერძე რომ გახსნეს ახალი,ყოველთვის ცოტა ხალხი რომაა,საკმაოდ ნორმალური ხინკალია,0.80 თეთრი.
ვისაც სახლის ხინკალი უყვარს -მართლა ნორმალურია.
აი მწვადი -გაყინული ხორცისგანაა გამზადებულიsad.gif ერთი ეგ აგემრიელებს მაინც ცეცხლზეა შემწვარიsmile.gif
user posted image

Posted by: BeerLover 19 May 2019, 21:14
max-14

გაყინულ ხორცს ვერაფერი ვერ გააგემრიელებს, კაპიკია მაგის ფასი

ბიკენტიას რაც შეეხება გინდა მანდ გიჭამია და გინდა ჩვეულებრივი მეორადი გაყინული ნახევარფაბრიკატები, აბსოლუტური ნაგავია მაქაურობა

ქუთაისის ბიკენტია ესეთია და აქაური რა იქნება წარმომიდგენია, ეს რო იმის ფილიალია და ადარებენ ქაჩავს თუ არა იმ დონეს facepalm.gif ერთხელ ვარ ნამყოფი და დღემდე ვნანობ

Posted by: akako78 19 May 2019, 22:08
max-14

არ ვიცი მართლა ეგ მწვადი გაყინულია თუ არა-ის რაღაც ბრაზილიიდან თუ რაღაც ჯანდაბიდან რომ შემოაქვთ(ისე ნეტა ჯანდაბიდან იყოს-ახლოა უფროsmile.gif)უბრალოდ გეტყვით რომ თბილისში რაც ღორის ხორცია 99% უკრაინიდანაა ჩამოტანილი..ზოგს ჩამოაქვს დაკლული და ზოგი ცოცხალს აქ ჰკლავს მერე..

პ.ს.ისე ხინკალი სახლში გაკეთებულს გავს..ვიზუალურად თბილისის-გელოვნის გამზირის ფილიალზე კარგად გამოიყურება..

Posted by: iosebovich 19 May 2019, 22:19
BeerLover
არადა ფეისბუქ ადმინი ყავს ბიკენტიას იმის დეე რაა ... აი ტყავში ძვრება. აქებს და ადიდებს უსაშველოდ. აი რო მივასხით სიმართლე ეგრევე მოიფუტკნა ნერვებზე . ერთხელ ვიყავი აგლაძეზე და აღარც გამიხედავს მანდეთ.


ეხლა ღორის ხორცი ყველგან მხოლოდ უკრაინულია. პრემიქსით გაჭყეპილი და ჩალასავით უგემური ...

Posted by: Dybala 19 May 2019, 22:29
იმ დღეს HB-ში ვჭამეთ ღორის კარეიკა და აშაკრად ცუდი იყო. არადა ეღირებოდა 20 ლარი მაინც მინიმუმ, არ ჩამიხედავს ჩეკში

iosebovich
QUOTE
ეხლა ღორის ხორცი ყველგან მხოლოდ უკრაინულია. პრემიქსით გაჭყეპილი და ჩალასავით უგემური ...

ეგ თუ მართლა მასეა, ვისაც ფული აქვს და მაგ ბიზნესში ერკვევა. 1 კაცსაც ვერ მოაფიქრდა თავისივე ფერმა გააკეთოს ბუნებრივ საკვებზე ყავდეს ღორები და რეოტრანიც გააკეთოს პატარა, სადაც ღორის ხორცის კერძებზე ექნება აქცენტი? ეგრევე გაბაზრდება და ყველა ივლის.

ან თუნდაც პროსტა მიმწოდებლად გაიჩითოს.

იასნაია ძვირი ეღირება, მაგრამ ამდენი რესტორანია, ხალხი უკვე იხდის ფულს აშკარად ანუ ეგ სეგმენტიც არსებობს და რატომ არავინ იკავებს მაგ ადგილს ბაზარზე biggrin.gif

Posted by: toyota12345 20 May 2019, 00:10
iosebovich

მანდ ბიკენტიას საქაბაბეზე ერთი მწარე კომენტარი მეც დავუტოვე მაგათ და თუ გადაავლებ თვალს კი მიხვდები ვინც ვარ! მინიშნებას მოგცემ სიმწარეზე დავუწერე))

Posted by: iosebovich 20 May 2019, 14:33
toyota12345
რამოდენიმემ დაუწერა სიმწარეზე. ვნახავ ახლიდან. მაგაზე გავუჭედე მეც პირველ რიგში. იმენნა წიწაკის ხეს აგდებენ რო პურის გემოს ვერ მიხვდე ქაბაბში ... კუჭი იმკურნალეთო რო დაწერა მანდ დააფარეს მერე ყველაფერი ზევიდან . მაგათი ხინკალიც ეგეთივე ნაგავი იქნება რაც დანარჩენი ყველაფერი ...

Posted by: iosebovich 21 May 2019, 16:40
ფასანაური დოლიძეზე ხო ვაქებდი, მეტნაკლებად არაუშავს თქო და მანდაც მორჩა კინო. 0.95-ზე ააგდეს ხინკლის ფასი და გააფუჭეს ბოლომდე. ბოლოს უკვე აღარ ვარგოდა. აი ესაა ქართული ბიზნესი. ფასეზე იხვეწებიან მოდითო მარა პაკაა, ისეთი ფასები აქვთ უკვე მაგ ფასში პარიზიდან გამოიწერ საჭმელს. დამთავრდა ფასანაური. როგორც ბერნარდი, როგორც ოქროს კათხა, როგორც მეიდანი და რავიცი კიდევ რამდენი.

Posted by: dito_Metalhead 21 May 2019, 20:35
QUOTE
ფასანაური დოლიძეზე ხო ვაქებდი, მეტნაკლებად არაუშავს თქო და მანდაც მორჩა კინო.

კაი ხანია მანდ მორჩა კინო. სხვა ფილიალებში არ ვიცი რა ხდება. გრიბოედოვზე არაუშავდა ბოლოს რო ვიყავი მარა ისეთი საზიზღარი ხალხი მუშაობს და საშინელი მომსახურება აქვთ აღარ მივდივარ.

Posted by: AsToN 23 May 2019, 00:34
და მაინც აბა სადღაა დღეს კარგი ხინკალი, თუ ყველგან გააფუჭეს )

Posted by: DeathListFive 23 May 2019, 00:41
QUOTE
დოლიძეზე

მანდ ვიყიდე ამასწინათ ეკლესიის ცოტა ზემოთ გაყინული უგემრიელესი იყო თითქმის სრულყოფილი biggrin.gif რავი რავი

Posted by: Amigo-Amo 23 May 2019, 12:07
QUOTE (BeerLover @ 19 May 2019, 21:14 )
გაყინულ ხორცს ვერაფერი ვერ გააგემრიელებს, კაპიკია მაგის ფასი


ზოგადად, კაპიკია იმ ღორის ხორცის მწვადი, რომელიც ე.წ "პრემიქსით" და საშინელი დანამატებით არის გაზრდილი.
მამაჩემის გაზრდილი ღორი, რომელიც დეკემბერში დავკალით და სამწვადეები საყინულეში გავუშვი, ამ კვირას გამოვიღე და შევწვი შამფურზე. ვინმე თუ მიმხვდარიყო გაყინული ხორცისგან რომ იყო smile.gif ნებსიმიერ შემთხვევაში, პრემიქსით გაზრდილ ახალდაკლულ ღორის ხორცს, სჯობს სახლში, ბუნებრივად გაზრდილი ღორის 3 თვის გაყინული ხორცი.

Posted by: iosebovich 23 May 2019, 20:16
AsToN
კაი კითხვაა. თბილისში თითქმის აღარსად ... თუმცა ჰაკერ ფშორს , თბილისის ზოდიაქოს და კიდე ერთი ორს არაუშავს.

Posted by: max-14 23 May 2019, 20:57
QUOTE
ბიკენტიას საქაბაბეზე ერთი მწარე კომენტარი მეც დავუტოვე მაგათ

მანდ ალბათ დღეში 1 ტონა წიწაკას ხმარობენ,ბანძი საჭმლის გემო რომ არ გაიგოს ხალხმაsmile.gif)))))))))

Posted by: iosebovich 23 May 2019, 21:50
max-14
ზუსტად ეგრეა. წიწაკის ხე უდგათ სამზარეულოში და მიდიი აყრიან და აყრიან smile.gif

Posted by: BeerLover 24 May 2019, 01:41
Amigo-Amo

ეგ შედარებითია რათქმაუნდა

გარეცხილ და გაურეცხავ ხორცს შორისაც უდიდესი სხვაობაა არომატშიც და გემოშიც, გაყინულზე რომ აღარ ვისაუბროთ

პრემიქსიანს იასნია აჯობებდა

Posted by: Amigo-Amo 24 May 2019, 10:46
QUOTE (BeerLover @ 24 May 2019, 01:41 )
ეგ შედარებითია რათქმაუნდა

გარეცხილ და გაურეცხავ ხორცს შორისაც უდიდესი სხვაობაა არომატშიც და გემოშიც, გაყინულზე რომ აღარ ვისაუბროთ

პრემიქსიანს იასნია აჯობებდა.

ეეე, გარეცხილსა და გაურეცხავ ხორცს შორის რომ სხვაობაა, მაგაზე ვერავინ შეგვეკამათება. სად თბილ-თბილს რომ ააგებ შამფურზე ან ჩააყაურმებ და სად 1 დღის დაკლულს.
იზივინიტე ხინკალცი, თმას გადავუხვიე smile.gif
ხინკალი ისე მომენატრა, მაგრამ სოფელში ვერაფრით მოვახერხე ჩასვლა, რომ გემრიელად გამოვძღე. აბა ამ ქალაქში ხინკალი კი არა, ნორმალური ხორცი ვერ გიყიდია cry.gif იქნებ ამ ვიქენდე დუშეთისკენ გავგაზო და რამე ფაცხაში მოვჯდე.

Posted by: max-14 26 May 2019, 20:01
ნატახტრის ველი-ცუდი ხინკალი,საშინელი შქმერული,საერთოდ............ down1.gif down1.gif down1.gif down1.gif down1.gif

Posted by: donmixo777 27 May 2019, 11:25
max-14
QUOTE
ნატახტრის ველი-ცუდი ხინკალი,საშინელი შქმერული,საერთოდ............       



ეგ ის არ არი სანამ ნატახტარში მიხვალ მანდვე როა?


არც მე მომეწონა მანდ საჭმელები, სულ ორჯერ ვარ ნამყოფი

Posted by: iosebovich 27 May 2019, 15:02
donmixo777
კი ეგაა . ადრე კარგი იყო, ესეიგი ეგეც ჩაიძირა ... მდაა საწყენია

Posted by: max-14 28 May 2019, 00:03
QUOTE
ესეიგი ეგეც ჩაიძირა

ერთი უნდა ავღნიშნო-მიმტანებს დიდი + smile.gif)))

Posted by: dimaopena 29 May 2019, 22:54
აბა როგორ ხართ? ამათი დაგემოვნება მინდა, არ მეკადრება მარა ვერა და ვერ მოვახერხე. მარტო ხო არ მივა კაცი smile.gif

1.სორმონი (არის ნეტა უკვე) ?
2.ხაშის სახლი გლდანი (დაკეპილი ხორცით 31 მაისიდან)
3.ზოდიაქო
4.კლიკე (კიდე ხო მუშაობს?)
4.9 მთა (აქ არ არის კიდევ ხო ჯერ ხინკალი)
5.ძველი როიალი (წეროვანი)
6.კახელები
7.ჰაკერი თამარაშვილზე ვიიცი , ყაზბეგზეც კაია ნეტა? (ლუდი მაინტერესებს თბილისში ყველაზე კაიაო ამბობენ)

ამ ჩამოთვლილ ხინკლის ადგილებს, აკლია რამე? ესენია სათაავეში ხომ?

Posted by: Mstyle 30 May 2019, 09:30
dimaopena
QUOTE
სორმონი

ქავთარაძის გუდვილთან რომ არის? მანდაც აქებენ?

Posted by: iosebovich 30 May 2019, 10:14
Mstyle
შეგვჭამა სორმონმა რეკლამებით საუკეთესო ხინკალს ვამზადებთო მარა კაცი ვერ ვნახე გასინჯული ჰქონდეს. მე ვერ მოვიცალე . ამას წინათ სასტიკად აღარ მომეწონა ჰაკერ ფშორი ყაზბეგზე ხინკალი. 0.80 თეთრი გაუხდიათ , 10 თეთრით გააძვირეს და მოწითლო მოვარდისფრო ხორცი იდო შიგნით. სირცხვილი თქვენ, ეგ ერთი ზავედენია იყო დარჩენილი მისვლა მიხაროდა და აჰაა ამათც აურიეს.

Posted by: toyota12345 30 May 2019, 10:27
ზოდიაქოს ხარისხი კარგად უჭირავს ნადუღის ხომ საერთოდ საოცრება იყო დამდნარი ერბოც ცალკე მოიტანეს მაგრად მოუხდა.

Posted by: iosebovich 30 May 2019, 11:03
toyota12345
ეგ რომელი ჭანტურიაზე რომელიცაა ? მანდ 1 ლარი ღირს ხო ხინკალი ? ერთხელ ვარ ნამყოფი არ იყო ცუდი და აი ვნახოთ იქნებ მოვიცალო. უმეტეს ადგილებში ხინკალი აღარ იჭმევა.

Posted by: sham 30 May 2019, 12:46
QUOTE
ზოდიაქოს ხარისხი კარგად უჭირავს ნადუღის ხომ საერთოდ საოცრება იყო დამდნარი ერბოც ცალკე მოიტანეს მაგრად მოუხდა.



ზამთარში გავსინჯე მანდ და ნაღდად გემრიელი იყო.

უბრალოდ ძალიან დიდი ხინკალი იყო და უმეტესობა მისკდებოდა ჭამის დროს...


Posted by: Amigo-Amo 30 May 2019, 12:51
QUOTE (toyota12345 @ 30 May 2019, 10:27 )
ზოდიაქოს ხარისხი კარგად უჭირავს ნადუღის ხომ საერთოდ საოცრება იყო დამდნარი ერბოც ცალკე მოიტანეს მაგრად მოუხდა.

რომელ ზოდიაქოში?
თბილისში თუ თელავში?

Posted by: <<Innamorata>> 30 May 2019, 23:07
user posted image

თქვენ საოცარი ხინკალიsmile.gif)))))))

Posted by: max-14 31 May 2019, 01:11
QUOTE
თქვენ საოცარი ხინკალი

ეს მართლა საოცარი და ნამდვილი ხინკალი smile.gif)) up.gif

Posted by: toyota12345 31 May 2019, 02:00
Amigo-Amo
iosebovich

კი თბილისის ჭანტურიაზე რომ ზოდიაქოა. აი 1 ლარსაც რომ უპრობლემოდ გადაიხდი და იცი რომ გიღირს სიამოვნებათ მასეთი ხინკალია რავი მე გამისწორდა. ახალი ხორცის გემოც ჰქონდა ფარშს, არანაერი გაყინული!

Posted by: akako78 31 May 2019, 02:45
<<Innamorata>>

მართლა ლამაზია-შესანიშნავად არის მოხვეული..ძალიან დახვეწილი ნაოჭები აქვსsmile.gifსახლში გაკეთებული ხინკალი ბავშვობიდან მიყვარს..

yes.gif

Posted by: <<Innamorata>> 31 May 2019, 11:53
akako78
მადლობა, უფრო ლამაზებიც გამომდის ხოლმე თუ გაკეთებებს შორის ინტერვალი დიდი არ არის. : ))

მაგრამ აი გემო ყოველთვის საოცარი აქვს: ))))

:ამაყითავისქებისსმაილი: smile.gif)

Posted by: keen 31 May 2019, 12:50
<<Innamorata>>
QUOTE
თქვენ საოცარი ხინკალი

ხინკალი დიდად რომ არ გიყვარს და ამ სიცხეში მოგანდომებს... chups.gif

Posted by: GoldenSky 31 May 2019, 12:58
ქუთაისელი არავინ ხართ აქ ? :დ

ჩემი ხმა ელდეპოს :დ მიყვარს უთხელესი ხინკალი კაი შიშხათიანი წვენით და არცთუ ისე მოზრდილი ზომის up.gif

Posted by: donmixo777 31 May 2019, 18:29
კაია კაი ხინკალი


მარაააა

მაინც რომელი თბილისში?
ზოდიაქო?

თუ?

Posted by: akako78 31 May 2019, 22:20
<<Innamorata>>


არაფრის..თვალი ჭამს,თვალი სვავსო-დარწმუნებულივარ გემრიელი იქნება მართლაცsmile.gif

Posted by: Keti-Ket 31 May 2019, 22:48
donmixo777
გემოვნების ამბავია, თუმცა ჯამში, კლიკეზე და ზოდიაქოზე გაცილებით მეტი დადებითი მსმენია ვიდრე კრიტიკა.

Posted by: donmixo777 1 Jun 2019, 09:26
QUOTE (keti-ket)
კლიკე



ეს კლიკე სად მდებარეობს ზუსტად?

სადღაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ხო?

Posted by: <<Innamorata>> 1 Jun 2019, 10:44
keen
2kiss.gif მადლობა..

akako78
chups.gif

Posted by: Keti-Ket 1 Jun 2019, 16:03
QUOTE (donmixo777 @ 1 Jun 2019, 09:26 )
QUOTE (keti-ket)
კლიკე



ეს კლიკე სად მდებარეობს ზუსტად?

სადღაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ხო?

პარლამენტის შენობას უნდა აუყვე 9 აპრილის ქუჩის მხრიდან და პირველივე გზაჯვარედინზე რომ შენობაა მარჯვნივ იმ შენობაშია, წარწერა აქვს, დაინახავ ეგრევე, ოღონდ მოსარდაფო განლაგებისაა და გაითვალისწინე

Posted by: donmixo777 1 Jun 2019, 18:23
Keti-Ket
QUOTE
პარლამენტის შენობას უნდა აუყვე 9 აპრილის ქუჩის მხრიდან და პირველივე გზაჯვარედინზე რომ შენობაა მარჯვნივ იმ შენობაშია, წარწერა აქვს, დაინახავ ეგრევე, ოღონდ მოსარდაფო განლაგებისაა და გაითვალისწინე


გაიხარე smile.gif


მოსარდაფო განლაგებას არა უშავს, მთავარია ხინკალი იყოს კარგი chups.gif

Posted by: iosebovich 2 Jun 2019, 16:55
აჰა ესეც სახალხო კონტროლი ზოდიაქოში რო იყვნენ smile.gif


Posted by: Lapustak 4 Jun 2019, 14:21
ბელიაშვილზე საერთოდ შეისვლება რომელიმეში?

გუშინ ვიყავი თაღლაურაში. ასეთი საშინელი საჭმელები და მომსახურება არ გენახოთ.

ოქროს კათხა საშინელება, თაღლაურა უკომენტაროდ.

ბელიაშვილზე სად შეიძლება ნორმალურად სადილი, ლუდის დალევა?

Posted by: max-14 4 Jun 2019, 17:46
QUOTE
ბელიაშვილზე სად შეიძლება ნორმალურად სადილი, ლუდის დალევა?

მგონი არსად..........

Posted by: Trump 4 Jun 2019, 17:55
Lapustak
QUOTE
ბელიაშვილზე საერთოდ შეისვლება რომელიმეში?


ლუდის მოედანი.

ცოტა იაფში ოქროს კათხა.

Posted by: iosebovich 6 Jun 2019, 10:02
"ჩემო კარგოს ქარხანა" ბელიაშვილზე, ვინ ხართ ნამყოფი ? ხინკალი 1.20 ლარი და შინაურული 1.80 ლარი. ხედაავთ უკვე ბევრგან 1 ლარს გადააბიჯეს . შესაბამისად ხინკალი გადადის ძვირადღირებულ მენიუში. ერთადერთი ლობიო ხდება ხელმისაწვდომი , დალშე ჩიხია უკვე ...

Posted by: FranziskanerWeissbier 6 Jun 2019, 10:28
QUOTE (iosebovich @ 6 Jun 2019, 10:02 )
ხინკალი 1.20 ლარი და შინაურული 1.80 ლარი.

lol.gif lol.gif
შიგ ხო არ აქვთ რაამბავია რა არის

Posted by: Darkstalker 6 Jun 2019, 10:39
ლარად შინაურულ ხინკალს მოვახვევ ხინკლის უნახავს გაგხდით. რამდენი გაიყიდება ფორუმზე ყოველდღე?

Posted by: iosebovich 6 Jun 2019, 10:44
Darkstalker
რასაც მოახვევ და პატარები ნუ იქნება ძალიან smile.gif

Posted by: Amigo-Amo 6 Jun 2019, 10:47
კვირას ვიყავი HB-ში.
მაგას ნორმალურ ხინკალს როგორ ეძახით საერთოდ? facepalm.gif

Posted by: max-14 6 Jun 2019, 18:01
QUOTE
ხინკალი 1.20 ლარი და შინაურული 1.80 ლარი.

1.20-ნი გარეული ხინკალია თუ რატოა ამხელა სხვაობა შინაურთან შედარებით?
მალე 3 ლარს დაადებენ ყველა ორ-სამ წელიწადში,ისე მიდის საქმე

Posted by: yurmetal 6 Jun 2019, 18:04
QUOTE (Amigo-Amo @ 6 Jun 2019, 10:47 )
კვირას ვიყავი HB-ში.
მაგას ნორმალურ ხინკალს როგორ ეძახით საერთოდ? facepalm.gif

HB'ს ხინკალი არასოდეს მომწონდა და სასტავი სულ აქებდა.
სანაპიროს HB ხომ საერთოდ კატასტროფაა, ლუდი წყალგარეული იყო...

ამ კვირას ვაპირებ ან კლიკეს ხინაკლი გავსინჯო, ან ზოდიაქოს (თბილისზე მაქვს საუბარი) და რომელს მირჩევდით ? smile.gif

Posted by: max-14 6 Jun 2019, 18:34
QUOTE
HB'ს ხინკალი არასოდეს მომწონდა და სასტავი სულ აქებდა.

თბილისში მსუბუქად რომ ვთქვათ-ნაღდი ხინკალი არსადაა

Posted by: Amigo-Amo 6 Jun 2019, 18:37
QUOTE (yurmetal @ 6 Jun 2019, 18:04 )
ამ კვირას ვაპირებ ან კლიკეს ხინაკლი გავსინჯო, ან ზოდიაქოს (თბილისზე მაქვს საუბარი) და რომელს მირჩევდით ? smile.gif

ზოდიაქოს, ერთმნიშვნელოვნად yes.gif yes.gif yes.gif





Posted by: donmixo777 6 Jun 2019, 20:22
გლდანთან სანამ მიხვალ მანდ რომ ხაშის სახლია, - აქებენ მაგათ ხინკალს და მანდ თუ ხართ ვინმე ნამყოფი??

Posted by: soccer28 6 Jun 2019, 20:58
ხინკალი კარგიაა..........................................................................................................................................................................................................................................................

Posted by: Keti-Ket 6 Jun 2019, 22:05
QUOTE (yurmetal @ 6 Jun 2019, 18:04 )
QUOTE (Amigo-Amo @ 6 Jun 2019, 10:47 )
კვირას ვიყავი HB-ში.
მაგას ნორმალურ ხინკალს როგორ ეძახით საერთოდ?  facepalm.gif

HB'ს ხინკალი არასოდეს მომწონდა და სასტავი სულ აქებდა.
სანაპიროს HB ხომ საერთოდ კატასტროფაა, ლუდი წყალგარეული იყო...

ამ კვირას ვაპირებ ან კლიკეს ხინაკლი გავსინჯო, ან ზოდიაქოს (თბილისზე მაქვს საუბარი) და რომელს მირჩევდით ? smile.gif

თითქმის ერთნაირი გემო აქვს. ზოდიაქოს ხინკალში რაღაც სანელებლის გემო იგრძნობა უფრო მეტად. ნადუღის ხინკალი ხომ საერთოდ, გეგონება ერთი ადამიანის გაკეთებულია.

Posted by: girvan_88 7 Jun 2019, 13:07
ნატახტრის ველის ხინკალს რომელი აქებდით დამენახეთ biggrin.gif

Posted by: iosebovich 7 Jun 2019, 13:28
girvan_88
ვაა ეგრე გააბანძეს ტოო. 2 წლის წინ ჯერ კიდე იჭმეოდა smile.gif საწყენია ...

Posted by: GEORGEXIII 7 Jun 2019, 14:24
ეს ფასანაიური რომ არის რუსთაველის მეტროსთან იმენა სულ გადაჭედილია.

Posted by: Darkstalker 7 Jun 2019, 17:17
iosebovich
QUOTE
რასაც მოახვევ და პატარები ნუ იქნება ძალიან

100-150 ცალი

დილით მომწერეთ და 3-4 საათის მერე წაიღეთ ძმაო. გლდანში.

ხინკალი და მხლოვანაც შეიძლება მერე. ჯერ ხინკალი გამისინჯეთ smile.gif

Posted by: xx3xx 7 Jun 2019, 19:45
QUOTE (<<Innamorata>> @ 30 May 2019, 23:07 )
user posted image

თქვენ საოცარი ხინკალიsmile.gif)))))))

ხინკალზე ყველას თავისი რეცეპტი აქვს, თუარდაგეზარება help.gif

Posted by: AnthonyMartial 7 Jun 2019, 20:00
ოპერის ჩასახვევთან რომ არის დუქანი მაგაზე რას იტყვით?

Posted by: Darkstalker 8 Jun 2019, 09:13
დუქნებში ტურისტებმა ითვალონ ჭიპები

გემრიელი ხინკალი ვისაც გინდათ PM-ში დატოვეთ შეკვეთა და საღამოსკენ გამოიარეთ. ახალმოხვეულსაც გაგასინჯებთ ადგილზე და გაყინულის მოხარშვასაც გასწავლით პირველ კლიენტს smile.gif

იმ დღეს პირველად ჩავიტანე უბანში ხალხი გადაირია. რესპუბლიკის დამსახურებული პოვრები და მათი პარლამენტარები პენსიებით დამდევენ კიდე როდის გვაჭმევო biggrin.gif

Posted by: sham 8 Jun 2019, 10:06
QUOTE
დილით მომწერეთ და 3-4 საათის მერე წაიღეთ ძმაო. გლდანში.


saintereso shemotavazebaa chemma mzem , fasic dawere aba,Darkstalker
up.gif

Posted by: Darkstalker 8 Jun 2019, 10:38
sham
QUOTE
saintereso shemotavazebaa chemma mzem , fasic dawere aba,

რავი ძმაო გასაყიდად არასდროს გაგვიკეთებია მაგრამ 1 ლარი ღირს მე მგონი ეს ხინკალი.
ოღონდ იმდენი უნდა წაიღოთ რო მეც დამიღირდეს ბაზრიდან ხორცის ამოტანა მოხვევა გაყინვა გატანება ერთ დღეში მოხდება ყველაფერი.

Posted by: iosebovich 8 Jun 2019, 11:02
Darkstalker
ჩამოცხა უკვე. ეგ ბიზნესი შემოდგომიდან მოიქოქება მოშნად. მინიმალური პარტია დაწერე რამდენი უნდა წაიღოს კლიენტმა და გაყინული რატო ? გაყინული 1 ლარად ?

Posted by: Darkstalker 8 Jun 2019, 11:41
sham
iosebovich
გლდანში თუ მიგაქვთ მოხარშულსაც გაგატანთ არ არის პრობლემა. მაგაზე შორს მოხარშულის წაღება არ ღირს გაგიცივდებათ. გაყინულს გემო არ ეცვლება ამ ხინკალს სწორად თუ მოხარშავ ერთი ცალიც არ გასკდება. სწორად რა, ყურადღება უნდა პროსტა ხარშვის დროს.

100 ცალზე ნაკლები არ მიღირს დღეში. თუ გინდა 50-50 წაიღეთ ორმა კაცმა.
წაიღეთ და მერე შემოდით აქ და დაწერეთ smile.gif

Posted by: Amigo-Amo 8 Jun 2019, 22:42
ამ ბოლო პერიოდში 5-6-ჯერ სხვადასხვა ადგილზე, ფასანაურშიც კი ვჭამე ძროხის/ღორის ხინკალი მარა ისე არ მოაქვს რა, როგორც ბატს. აი 10 თავით ჯობია ბატის ხორცის ხინკალი ნებისმიერს და შემეცით თუ გინდათ givi.gif givi.gif

Posted by: max-14 8 Jun 2019, 23:23
QUOTE
აი 10 თავით ჯობია ბატის ხორცის ხინკალი ნებისმიერს

ვახ სად შეიძლება გასინჯოს კაცმა? ახლა ჯავახეთში გამიგია რომ აკეთებენ,აქეთ თბილისისკენ არსადაა?

Posted by: Amigo-Amo 9 Jun 2019, 00:00
QUOTE (max-14 @ 8 Jun 2019, 23:23 )
QUOTE
აი 10 თავით ჯობია ბატის ხორცის ხინკალი ნებისმიერს

ვახ სად შეიძლება გასინჯოს კაცმა? ახლა ჯავახეთში გამიგია რომ აკეთებენ,აქეთ თბილისისკენ არსადაა?

მე თვითონ ჯავახეთიდან ვარ და იქ რასაც აკეთებენ, იმას ჰქვია აპოხტი, რომელიც კეთდება ბატის დავიჩინებული ხორცისგან. მეუღლე არის ქიზიყიდან და იქ აკეთებენ სტანდარტულად, პროსტა ფარში არის ბატის ხორცისგან. აქ წინაზეც დავპოსტე და ბევრმა დამცინა, მაგრამ არ გაუსინჯავთ და იმიტომ. ვერსად გასინჯავ, თუ ბატს არ დაითრევ, არ დაკლავ და მოახვევ smile.gif

Posted by: Darkstalker 9 Jun 2019, 01:21
Amigo-Amo
QUOTE
აქ წინაზეც დავპოსტე და ბევრმა დამცინა, მაგრამ არ გაუსინჯავთ და იმიტომ. ვერსად გასინჯავ, თუ ბატს არ დაითრევ, არ დაკლავ და მოახვევ

აქ პროსტა არჩევენ სად როგორი ხინკალია თვითონ არ ჭამენ biggrin.gif

Posted by: BeerLover 9 Jun 2019, 01:24
9 მთაში დაბრუნდა ისევ ხინკალი და უბრალოდ საუკეთესოა, ყველას ჯობია ქალაქში

user posted image

Posted by: Darkstalker 9 Jun 2019, 01:50
BeerLover
რა ღირს ეს ჭიპები და მწვანილი 1 ცალი?

Posted by: BeerLover 9 Jun 2019, 01:54
Darkstalker

ჭიპები და მწვანილი არ ვიცი

ხინკალი 14.50 ღირს 9 ცალი

Posted by: Darkstalker 9 Jun 2019, 03:11
BeerLover
მთელი თემა ხინკალზე წუწუნებს გაბანძდაო ყველგან და 1 ლარად ვეუბნები აგერ

საქონლის ხორცისგან სახლში მომზადებული ხინკალი. იდეალურად დაბალანსებული გემო და სტრუქტურა. ბავშიც გემრიელად შეჭამს, ქალიც, კრედიტოფიცერიც და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერიც. 60 ცალი 5-6 კაციან სუფრას მაგრად გაუსწორებს. მეტი როგორ გითხრათ არ ვიცი smile.gif

Posted by: BeerLover 9 Jun 2019, 03:53
Darkstalker

არამგონია ვინმემ სახლში მომზადებულ ხინკალში 1 ლარი გადაიხადოს

თუმცა წარმატებებს გისურვებ

Posted by: Darkstalker 9 Jun 2019, 04:21
BeerLover
QUOTE
არამგონია ვინმემ სახლში მომზადებულ ხინკალში 1 ლარი გადაიხადოს

სულ 9 მთის სტრიპტიზიორები პოსტავენ აქ თუ რატო არ გადაიხდის ვინმე?

შენც წარმატებებს გისურვებ smile.gif

Posted by: BeerLover 9 Jun 2019, 11:08
Darkstalker

რატო და საკვები ობიექტი 80 თეთრს და 90 თეთრს რო ადებს ფასს, იქიდან პროცენტულად დიდი ნაწილი ხარჯში მიდის, მარჟა ბოლოში დაბალი გამოდის და მაგიტოა ეგ ფასი, პლიუს მაგ ფასში მიდიხარ სასიამოვნო გარემოში, გემსახურებიან, არც ჭურჭელი გესვრება და არც არაფერი გაქ საკეთებელი, მიდი ჭამე წამოდი

სახლში ხარჯი გაქ 0 და განა რა დევს შიგნით ეგეთი ლარი რო ღირდეს, თან წვალებაა, შეუკვეთე წინასწარ, წამოიღე, მოხარშე და ა.შ. სვეჟი უნდა იყოს იასნია, თუ გაყინე რაღათ ვარგა

ეგ წვალება მაშინ უღირს კაცს რესტორანში წასვლის ფული რო არააქ და იგივე თუ დაუჯდა რაღა აზრი აქ

1 კილო ფარში რამდენ ხინკალზე გყოფნის?

Posted by: <<Innamorata>> 9 Jun 2019, 11:15
xx3xx
აქ დაგიწერო თუ პმ მოგწერო? პრინციპში განსხვავებულს არაფერს არ ვუკეთებ..: )


Darkstalker
იმედია არ გეწყინება,მაგრამ ცუდი მარკეტერი ხარ. ცოტა ტაქტიკა შეცვალე და დადებითსაც ნახავ ამ საქმიდან..



Posted by: maiako_mao 9 Jun 2019, 14:10
<<Innamorata>>
QUOTE

Darkstalker
იმედია არ გეწყინება,მაგრამ ცუდი მარკეტერი ხარ. ცოტა ტაქტიკა შეცვალე და დადებითსაც ნახავ ამ საქმიდან..


მეც იგივე ვიგრძენი და შემოგიერთდები. გადაჭარბებულია ეს სიხისტე მარკეტინგისათვის!!
* * *
Darkstalker
წარმატებები smile.gif

Posted by: iosebovich 9 Jun 2019, 14:28
Darkstalker
რაც BeerLover -მა დაწერა აი ეგაა რაა 100% . მერე კიდე 100 ცალი ხინკალი ბევრია. რამდენი კაცი იცი 100 ლარს რო გაისვრის უცებ ხინკალი რო მოუნდება ? ასე რო მარკეტინგი სწორად დაგიწუნეს.

რაც დავწერეთ ყველა გასინჯული გვაქვს არაერთხელ. მე პირადად მხოლოდ კლიკე დამრჩა გასატესტი. 9 მთას რაც შეეხება მიუღებელი ფასია ისევე როგორც კახელები. მანდ მილიონერებმა იარონ smile.gif

Posted by: Master_Nick 9 Jun 2019, 23:31
iosebovich
მისაქციელში, ,,პატიოსანი კაცის დუქანში" თუ გაგისინჯავს ხინკალი? ამასწინათ მეგობრები მყავდა წაყვანილი და ხალხი აღფრთოვანებული დარჩა მაქაური ხინკლით.

Posted by: iosebovich 10 Jun 2019, 01:32
Master_Nick
არა არ გამისინჯავს და აქებენ მაგასაც და თეთრ დუქანსაც. ვეღარ მოვხვდი მანდეთ რაა ... ეგ კი არა ვინმე იყავით პავილიონ გარდენში ? ვარგა ხინკალი ?

Posted by: Van10Persie 10 Jun 2019, 12:24
გუშინ ვიყავი ფასანაურში და დავაგემოვნე ბაღ-რესტორან ფასანაურის ხინკალი, ორი სახეობის ხინკალი შევუკვეთეთ "საფირმო ფასანაური" და "მთიულური". საფირმო შედარებით ნორმალური იყო, მაგრამ ხორცი კარგად არ იღეჭებოდა...
QUOTE
ქავთარაძეების ხინკალი - (ფასანაური)

ეს საუკეთესოა ფასანაურში? რა ადგილასაა?

Posted by: Amigo-Amo 10 Jun 2019, 12:29
რა ზავიძენიებიც არ უნდა განვიხილოთ, როდესაც სახლში მოხვეულ ხინკალს ხარ კაცი მიჩვეული, ეგეთს ვერსად შეჭამ smile.gif პატიოსანი კაცის დუქანი, თეთრი დუქანი, არაგვისპირი, ვალენტინი, ფასანაური და რავი, ალბათ დუშეთის გზაზე რაც კი მდებარეობს, ყველგან მაქვს გასინჯული. მაქს. თბილისის ზოდიაქოს რაც აქვს, მაგ დონის თუ იყო smile.gif

Posted by: მამაო ენუქი 10 Jun 2019, 12:30
რაც არ უნდა ახვიოთ სახლში, კახელებზე უკეთეს ხინკალს ვერ მოახვევ, მასალა არ გაქვს უბრალოდ მაგ ხარისხის old.gif

Posted by: Amigo-Amo 10 Jun 2019, 12:38
QUOTE (მამაო ენუქი @ 10 Jun 2019, 12:30 )
რაც არ უნდა ახვიოთ სახლში, კახელებზე უკეთეს ხინკალს ვერ მოახვევ, მასალა არ გაქვს უბრალოდ მაგ ხარისხის old.gif

მამაო ენუქი

კაი, ვიცი, რომ გიხდიან მაგაში/ინტერესი გაქვს.

მაგრამ

რომელი და როგორი ხარისხის მასალას გულისხმობ?


Posted by: მამაო ენუქი 10 Jun 2019, 12:47
Amigo-Amo
ხო აი, პოსტში ერთ ხინკალს მიხდიან.

https://www.facebook.com/pg/www.kakhelebi.ge/photos/?tab=album&album_id=769321389749994&ref=page_internal
გადახედე ამათ მეურნეობას, შენ ბაზარში უკეთეს პროდუქტს იშოვი ? boli.gif

რავა ყველა საუკეთესო პოვარი და მეღვინეა ამ ქვეყანაში lol.gif

Posted by: Amigo-Amo 10 Jun 2019, 13:08
QUOTE (მამაო ენუქი @ 10 Jun 2019, 12:47 )
Amigo-Amo
ხო აი, პოსტში ერთ ხინკალს მიხდიან.

https://www.facebook.com/pg/www.kakhelebi.ge/photos/?tab=album&album_id=769321389749994&ref=page_internal
გადახედე ამათ მეურნეობას, შენ ბაზარში უკეთეს პროდუქტს იშოვი ? boli.gif

რავა ყველა საუკეთესო პოვარი და მეღვინეა ამ ქვეყანაში lol.gif

ქიზიყში, სოფელში საქონელიც გვყავს, ცხვარიც და ბატიც (რა თქმა უნდა რამდენჯერაც ჩავალ და ხინკლის მოხვევა მოგვინდება, არ ვკლავ რომელიმეს მაგის გამო, თუმცა, უმეტესწილად "შინაურული" ხორცისგან ვაკეთებთ). მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაზე ვრცელდება, ზოგს აქვს ამის შესაძლებლობა და ზოგს არა. უმთავრესი აქ ის არის, რომ ჯანსაღი ხორცის ცნობა იცოდე smile.gif შენი აზრით და ლოგიკურადაც, ასეთი დიდი ოდენობის საკვების რეალიზაციის მქონე რესტორანს რომელი საკუთარი მეურნეობა დააკამყოფილებს, თუ პრემიქსის დანამატები არ მიეცი საქონელს? ნაჭამი მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ ხინკალი ბუნებრივად გაზრდილი საქონლის ხორცისგან არ იყო მომზადებული smile.gif

Posted by: xx3xx 10 Jun 2019, 15:17
<<Innamorata>>
ვიდეო ზარი განვახორციელოთ givi.gif

Posted by: iosebovich 10 Jun 2019, 15:41
მოკლედ დღეს ვიყავი თბილისის ზოდიაქოში და რას ერჩით ძმაო უბრალოდ გადასარევი ხინკალია. ხალხიც როგორ მომატებია. ტურისტებიც ბევრი იყო. თავს ზემოთ ძალა არ იყო მაგათი ლუდი დავლიე და დაილევა რაა smile.gif მარა ხინკალი სუპერ. 0.95 თეთრი ღირს და არა 1 ლარი. ძალიან ვისიამოვნე. გირჩევთ ყველას. სიგრილე, კარგი ინტერიერი, ნორმალური მომსახურება. მოკლედ კარგია. რესპექტ smile.gif

Posted by: <<Innamorata>> 10 Jun 2019, 15:47
xx3xx
: )))))))





გემოვნებაზე არ დავობენო?!არადა ზუსტად მაგაზე დავობენ..

Posted by: BeerLover 10 Jun 2019, 15:48
iosebovich

9 მთაში გაქვს გასინჯული?

თბილისის ზოდიაქო მართლა კარგია, ვიყავი ამასწინათ და მომეწონა... უბრალოდ უნდა შეხვიდე, ხინკალი ჭამო და გამოხვიდე ეგრევე biggrin.gif

Posted by: iosebovich 10 Jun 2019, 16:12
BeerLover
QUOTE
თბილისის ზოდიაქო მართლა კარგია, ვიყავი ამასწინათ და მომეწონა... უბრალოდ უნდა შეხვიდე, ხინკალი ჭამო და გამოხვიდე ეგრევე

ეგრეა. აბა მარტო ერთი ლუდი აქვთ ჩამოსასხმელი და მეორე ბოთლის შავი ლომი smile.gif ამხელა ბიზნესს აკეთებ მოაყარე რაა უცხოური ლუდები smile.gif სხვა რა აქვთ კარგი არ ვიცი და ხინკალი მართლა ძალიან კარგია. შენ რახან მირჩევ გადავდებ თავს და მივალ 9 მთაში, მიუხედავად იმისა რო 1.61 ხინკალში მიუღებელია. მარა გავსინჯავ რა სუპერია ამისთნა smile.gif თბილისში დამრჩება კლიკე და წრეც შეიკვრება.

Posted by: BeerLover 10 Jun 2019, 16:17
iosebovich

ხო ძვირია ხინკლისთვის, მარა ძალიან კარგია biggrin.gif

წინა მენიუში საერთოდ სასწაული ხინკალი იყო, არ ვიცი რითი აზავებდნენ ფარშს, მაგრამ ეგეთი გემრიელი ხინკალი მე არ მიჭამია

მერე მენიუს რეორგანიზაცია იყო და ცოტახანი ხინკალი არ ქონდათ, ეხლა ისევ დაამატეს და სტაფიც ამბობს წინა ჯობდაო, მარა თბილისში უკეთესი მაინც არ მეგულება მე, ძალიან მაგარი ხინკალი აქვთ

Posted by: Amigo-Amo 10 Jun 2019, 16:27
QUOTE (iosebovich @ 10 Jun 2019, 15:41 )
მოკლედ დღეს ვიყავი თბილისის ზოდიაქოში და რას ერჩით ძმაო უბრალოდ გადასარევი ხინკალია. ხალხიც როგორ მომატებია. ტურისტებიც ბევრი იყო. თავს ზემოთ ძალა არ იყო მაგათი ლუდი დავლიე და დაილევა რაა smile.gif მარა ხინკალი სუპერ. 0.95 თეთრი ღირს და არა 1 ლარი. ძალიან ვისიამოვნე. გირჩევთ ყველას. სიგრილე, კარგი ინტერიერი, ნორმალური მომსახურება. მოკლედ კარგია. რესპექტ smile.gif

მეც შევიარე ამ შაბათს და ნორმ. ხინკალია. ვერ ვიტყვი, რომ აღვფრთოვანდი. ნადუღის დიდად არ დამევასა, შეიძლება იმიტომ, რომ ხორცისტი ვარ givi.gif თან ნადუღის ხინკალში ძალიან დიდი შიგთავსი დევს და მოვინდომე ძალიან, მაგრამ 3 ძლივს შევჭამე. პახოდუ, ის ერბო არ არის, 60 თეთრიანი ონაა გამდნარი.

Posted by: Darkstalker 10 Jun 2019, 16:37
ყველამ თავისი ფავორიტი ხინკალი მოიტანოს და სადმე შევიკრიბოთ. ამ განყოფილების დამსახურებულმა კულინარებმა შეაფასონ smile.gif

Posted by: Darkstalker 11 Jun 2019, 07:51
სად დაიკარგეთ?....


Posted by: dito_Metalhead 11 Jun 2019, 22:51
თბილისის ზოდიაქოში ვიყავი გუშინ, პირველად.

უმწვანილო შევუკვეთეთ, კარგი იყო, ვაიმე ეს რა ვჭამე თქო მასე არაა მარა საკმაოდ კარგია. თბილისში კონკურენტი ცოტა ეყოლება.
ბროწეულით ძალიან უაზრობაა.
ნადუღის, სუპერ. ძალიან მომეწონა.
თელავის ლუდი: ცოტააქ ლუდთან საერთო.
საფირმო როა 1.45 მაგის აღება ღიირს? რითი განსხვავდება ჩვეულებრივისგან?

მომსახურება ცუდი, დაბღვერილი სახეებით დადიან, ეტყობათ ნაცნობ ნათესაობით რო არიან დასაქმებულები. პლიუს ამას, ათ წუთში ერთხელ "ბიძების" სასტავი ჩამოდიოდა ჩუსტებით, ხორხოცით და ალიაქოთით, მეპატრონის თუ მზარეულის ნაცნობები, შედიოდნენ და გამოდიოდნენ ასე აყალმაყალით სამზარეულოში. ძალიან მაგრად ტეხავს ესე მოქცევა. ძალიან.

Posted by: Amigo-Amo 12 Jun 2019, 10:09
QUOTE (dito_Metalhead @ 11 Jun 2019, 22:51 )
საფირმო როა 1.45 მაგის აღება ღიირს? რითი განსხვავდება ჩვეულებრივისგან?


საფირმო არის შემწვარი. ჩვეულებრივისგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ შემწვარია რა gigi.gif gigi.gif

Posted by: iosebovich 12 Jun 2019, 10:32
dito_Metalhead
მწვანილით უნდა უთხრა, ისე არ აქვთ ხოლმე. ლუდზე მეც მივეცი შენიშვნა სხვა შემოიტანეთ თქო მარა გინდა კედელთან გილაპარაკია. მომსახურება დავწერე ზევით, ნორმალური, მარა ეს გაუცინარი სახეები გკლავს კაცს smile.gif ჩემ დროს ხმაური არ ყოფილა და ბევრი ტურისტი იყო. აუ შხვართი ორი მოდელი შემოვიდა ქართველები, ისეთი გოგოები იყვნენ პირი დავაღე და იმათ ყურებაში ხინკალი კინაღამ გამიცივდა. 20 ქალაქური დაარტყეს, 10 საფირმო, 2 ლუდი და ვითომც არაფერი smile.gif ქართველი ქალი თუ შედგა მსოფლიოს ნებისმიერ ლამაზმანს ჩაიხევს.

Posted by: Darkstalker 12 Jun 2019, 12:26
QUOTE
20 ქალაქური დაარტყეს, 10 საფირმო, 2 ლუდი და ვითომც არაფერი

lol.gif
მაგარი ხინკალი ყოფილა ზოდიაქოში

ან წინა გვერდზე რო 9 მთის დამჭკნარი ცომებია პელმენის ხელა გულებით, მაგას ეძახით ხინკალს?

Posted by: FoolOnTheHill 12 Jun 2019, 13:19
QUOTE (dito_Metalhead @ 11 Jun 2019, 22:51 )
თბილისის ზოდიაქოში ვიყავი გუშინ, პირველად.

უმწვანილო შევუკვეთეთ, კარგი იყო, ვაიმე ეს რა ვჭამე თქო მასე არაა მარა საკმაოდ კარგია. თბილისში კონკურენტი ცოტა ეყოლება.
ბროწეულით ძალიან უაზრობაა.
ნადუღის, სუპერ. ძალიან მომეწონა.
თელავის ლუდი: ცოტააქ ლუდთან საერთო.
საფირმო როა 1.45 მაგის აღება ღიირს? რითი განსხვავდება ჩვეულებრივისგან?

მომსახურება ცუდი, დაბღვერილი სახეებით დადიან, ეტყობათ ნაცნობ ნათესაობით რო არიან დასაქმებულები. პლიუს ამას, ათ წუთში ერთხელ "ბიძების" სასტავი ჩამოდიოდა ჩუსტებით, ხორხოცით და ალიაქოთით, მეპატრონის თუ მზარეულის ნაცნობები, შედიოდნენ და გამოდიოდნენ ასე აყალმაყალით სამზარეულოში. ძალიან მაგრად ტეხავს ესე მოქცევა. ძალიან.

უმწვანილო დიდი ვერაფერი აქვთ ზოდიაქოში, ცომში ცარიელი ხორცი აქვთ ჩაგდებული..... ქალაქური აქვთ მანდ ძალიან კარგად შეზავებული, ეგ უნდა გაგესინჯა... )))

შემწვარი 1.45-იანი ბროწეულის, ზოგს მოსწონს, ზოგს არა... მე გასინჯვის სურვილიც არ მქონია... ალბათ ტურისტებზეა გათვლილი...

სულგუნი-ხაჭო-ნადუღი --- საუკეთესოა, ვერაფერს იტყვი ))))

ოფიციანტები არ დამბღვერიან... მაგრამ მეპატრონის ნაცნობები, რომლებსაც გამორჩეულად ემსახურებიან, მეც შევამჩნიე... )))

Posted by: yurmetal 12 Jun 2019, 13:23
კვირას ვიყავი ბულაჩაურის ჩვენ ეზოში. მოკლედ მთიულური შევუკვეთე 20 ცალი, ჯერ შეკვეთას მოუნდა ერთი 40 წუთი, მერე მოიტანეს ნახევარი ქალაქური, ნახევარი მთიულური და ბოლომდე მოხარშულიც არ იყო. გემო კარგი ჰქონდა, უბრალოდ ამდენი ადამიანი რომ მოდის, არ შეიძლება სტაფის რაოდენობაც რომ გაზარდო? მაგრამ არა, როგორც ყოველთვის ქართველი ბიზმესმენი მინიმალურ დანახარჯზე ფიქრობს.
ბევრი ხალხი კი იყო!

Posted by: iosebovich 12 Jun 2019, 21:23
ზოდიაქოში რო მიხვალთ ქალაქური მოითხოვეთ მწვანილიანი. აი ეგაა კარგი. ამ ეტაპზე კარგ ხინკლებში თავისუფლად ეწერება ...

Posted by: Amigo-Amo 13 Jun 2019, 00:36
QUOTE (iosebovich @ 12 Jun 2019, 21:23 )
ზოდიაქოში რო მიხვალთ ქალაქური მოითხოვეთ მწვანილიანი. აი ეგაა კარგი. ამ ეტაპზე კარგ ხინკლებში თავისუფლად ეწერება ...

Come on....
რა მწვანილით smile.gif
ხინკალი და მწვანილი?

Posted by: BeerLover 13 Jun 2019, 00:49
ჯერ საოცარი ლუდი, მერე მოშიებულზე იდეალური ხინკალი up.gif

user posted image

user posted image

Posted by: Darkstalker 13 Jun 2019, 12:38
QUOTE (BeerLover @ 13 Jun 2019, 00:49 )
user posted image


ეს ხინკალი როგორ იჭმევა, ნაოჭებზე ბრიტვა უნდა დაუსვა და ხორცი გადმოვა თუ ჭიპიდან უნდა ამოიღო?

Posted by: horsecash 13 Jun 2019, 14:07
თელავის ზოდიაქო საზიზღრობა გახდა იმედგაცრუება და ანტისანიტარიაა საზიზღრობაა, თელავში მიხაროდა ჩასვლა კარგ ხინკალს ვჭამდი ამდენი წელი გახსნეს თბილისში არც აქ ვარგა და იქ გადასაყრელი ხინკალი გახადეს არც შეიჭმევა

Posted by: Darkstalker 13 Jun 2019, 15:52
მთიულებს დაავიწყდათ ხინკლის გემო და სხვაგან რა გასაკვირია ხინკალი არ მოგეწონოს. ძირას და რაღაცეებს ურევენ ხორცი რო ვერ ქაჩავს.

თბილისის დუქნებში კი ხედავთ აგერ სურათებზე რაც ხდება, ოპიუმივით უნდა აგროვო ხორცი.

Posted by: BeerLover 13 Jun 2019, 16:10
ზოდიაქოში კაი ხანია არ ვყოფილვარ, ადრე იდეალური იყო

უნდა ჩავიდე ერთი ვნახო რა შეიცვალა საუკეთესო ხინკალი ქონდათ ყოველთვის

user posted image

Posted by: ბარბოსა 14 Jun 2019, 01:09
დღეს ვჭამე ზოდიაქოს ხინკალი თელავში

კარგი იყო მაგრამ მასეთი გადასარევი არ ყოფილა რა მოლოდინიც მქონდა.

ჩემი ფავორიტი ხინკალი ფასანაურშია მაინც. მისი ხორცი მომწონს ყველაზე მეტად

Posted by: iosebovich 14 Jun 2019, 16:23
ზოდიაქო ჭანტურიაზე. ქალაქური. ნოთ ბედ ..

.user posted image

Posted by: Jonatahn_smith 15 Jun 2019, 01:59
დღეს გავსინჯე "9 მთის" ხინკალი..
არ იყო ცუდი, უბრალოდ ცოტა ცხარე იყო და ამაზე თავიდანვე შეგიძლიათ რომ გააფრთხილოთ

Posted by: კუსლარხევი 15 Jun 2019, 10:34
ამ პოლის და თემის შემხედვარე მორიგჯერ ვრწმუნდები რო ხალხმა არ იცის ხინკალი რა არის, და როგორია ნამდვილი და კარგი ხინკალი.

9 მთა , ზოდიაქო, დოლიძის ფასანაური... და ა.შ ესენია არის სუფთა კონვეირული ხინკლები მოფლაშული ცომით და წყალწყალა ხორცით, პრინციპში როგორც ცალკე აღებული კერძი ზოგადად მისაღები და გემრიელია ალბათ მარა ვინც ხინკალი იცის იმისთვის ეგ ხინკალი არ არის .

რო დავახასიათოთ ნორმალური ხინკალი
1 ტექნიკურ ვიზუალური მხარე:
არ შეიზლება ხინკალი იყოს მოფლაშული უფორმო და შიგნით ხორცი დარბოდეს თავისუფლად.
არ უნდა ქონდეს ტარივით დიდი კუჭი

2 გემოვნურად:
ცომი არ უნდა იყოს რაღაც "კლიონკასავით"
ხორცი არ უნდა იყოს ზედმეტად წყალწყალა
ხორცი უნდა იყოს ცხიმიანი და შესაბამისად წვენის დიდ წილსაც ცხიმი უნდა იძლეოდეს და არა წყალი
წვენი არ უნდა იყოს მწვანილის ბულიონის გემოზე ანუ ქალაქური ხინკლის მუღამი საერთოდ გაუგებარია
საკმაზიდან მხოლოდ ნამდვილი წიწაკა , ხახვი და სურვილის შემთხვევაში ნამდვილი კვლიავი
და ნუ კარგი რბილი ხორცი. შერეული ღორი და საქონელი მარტო საქონელი ან ცხვარი და საქონელი.




თბილისში ნორმალური ხინკალი სადაც მიჭამია ესენია:

1)შემომეჭამა
2)ზახარ-ზახარიჩში იყო კარგი ხინკალი ეხლა არვიცი რა ხდება
3)და სოფია მელნიკოვას დუქანი როა მანდ(ერთი მინუსი რო ცოტა ზედმეტად დიდებია)

ვინც ეს პოსტი ნახეთ და ხინკალი მართლა იცით, დაწერეთ ადგილები თბილისში სად არი კარგი ხინკალი კიდე...
* * *

აი ესე უნდა გამოიყურებოდეს მინიმუმ, ჩემი გაკეთებულია და კიდე წინ არი განვითარებისთვის დიდი არეალი...
* * *

Posted by: xx3xx 15 Jun 2019, 15:20
QUOTE (კუსლარხევი @ 15 Jun 2019, 10:34 )
ამ პოლის და თემის შემხედვარე მორიგჯერ ვრწმუნდები რო ხალხმა არ იცის ხინკალი რა არის, და როგორია ნამდვილი და კარგი ხინკალი.

9 მთა , ზოდიაქო, დოლიძის ფასანაური... და ა.შ ესენია არის სუფთა კონვეირული ხინკლები მოფლაშული ცომით და წყალწყალა ხორცით, პრინციპში როგორც ცალკე აღებული კერძი ზოგადად მისაღები და გემრიელია ალბათ მარა ვინც ხინკალი იცის იმისთვის ეგ ხინკალი არ არის .

რო დავახასიათოთ ნორმალური ხინკალი
1 ტექნიკურ ვიზუალური მხარე:
არ შეიზლება ხინკალი იყოს მოფლაშული უფორმო და შიგნით ხორცი დარბოდეს თავისუფლად.
არ უნდა ქონდეს ტარივით დიდი კუჭი

2 გემოვნურად:
ცომი არ უნდა იყოს რაღაც "კლიონკასავით"
ხორცი არ უნდა იყოს ზედმეტად წყალწყალა
ხორცი უნდა იყოს ცხიმიანი და შესაბამისად წვენის დიდ წილსაც ცხიმი უნდა იძლეოდეს და არა წყალი
წვენი არ უნდა იყოს მწვანილის ბულიონის გემოზე ანუ ქალაქური ხინკლის მუღამი საერთოდ გაუგებარია
საკმაზიდან მხოლოდ ნამდვილი წიწაკა , ხახვი და სურვილის შემთხვევაში ნამდვილი კვლიავი
და ნუ კარგი რბილი ხორცი. შერეული ღორი და საქონელი მარტო საქონელი ან ცხვარი და საქონელი.




თბილისში ნორმალური ხინკალი სადაც მიჭამია ესენია:

1)შემომეჭამა
2)ზახარ-ზახარიჩში იყო კარგი ხინკალი ეხლა არვიცი რა ხდება
3)და სოფია მელნიკოვას დუქანი როა მანდ(ერთი მინუსი რო ცოტა ზედმეტად დიდებია)

ვინც ეს პოსტი ნახეთ და ხინკალი მართლა იცით, დაწერეთ ადგილები თბილისში სად არი კარგი ხინკალი კიდე...
* * *

აი ესე უნდა გამოიყურებოდეს მინიმუმ, ჩემი გაკეთებულია და კიდე წინ არი განვითარებისთვის დიდი არეალი...
* * *

ეგრე ლამაზად როგორ მოახვიე ?

Posted by: კუსლარხევი 15 Jun 2019, 16:41
xx3xx
პრაქტიკის ამბავია და ცომი უნდა იყოს შესაბამისი კონსისტენციის არც ზედმეტად მაგარი და არც ძალიან რბილი

Posted by: xx3xx 15 Jun 2019, 17:27
QUOTE (კუსლარხევი @ 15 Jun 2019, 16:41 )
xx3xx
პრაქტიკის ამბავია და ცომი უნდა იყოს შესაბამისი კონსისტენციის არც ზედმეტად მაგარი და არც ძალიან რბილი

კვლიავი იგივე ძირაა? თუ კვლიავი სხვა სუნელია

Posted by: კუსლარხევი 15 Jun 2019, 17:54
xx3xx
QUOTE
კვლიავი იგივე ძირაა? თუ კვლიავი სხვა სუნელია


სხვადასხვაა. მარა ეხლა შენ რო მაღაზიაში მიხვიდე და დაფასოებული კვლიავი იყიდო ეგ სუ სხვა რამეა. ყაზბეგში ყიდიან ხოლმე და ის არი ნამდვილი და მართლა უხდება ხინკალს

Posted by: BeerLover 15 Jun 2019, 18:05
კვლიავს ზოგი გარეულ ძირას უძახის, ზოგი გარეულ ქონდარს

ორივე არასწორია რათქმაუნდა, ვაფშე სხვა მცენარეა, ისე მონათესავეები კი არიან, ერთ ოჯახში შედიან

ხინკლის ხინკლობას რაც შეეხება, არაა ეგ სწორი მიდგომა რო აი იმენა ესაა ხინკალი და ვსო, ხინკლის უამრავი ვარიაცია არსებობს, მთავარია ხარისხიანი პროდუქცია იყოს გამოყენებული და გემრიელად იყოს შეზავებული და დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია

9 მთას ხინკალიც განსაკუთრებულია ჩემთვის და სახლში მოხვეულიც ტრადიციული ტექნიკით

Posted by: FranziskanerWeissbier 15 Jun 2019, 18:26
QUOTE (BeerLover @ 15 Jun 2019, 18:05 )

ხინკლის ხინკლობას რაც შეეხება, არაა ეგ სწორი მიდგომა რო აი იმენა ესაა ხინკალი და ვსო, ხინკლის უამრავი ვარიაცია არსებობს, მთავარია ხარისხიანი პროდუქცია იყოს გამოყენებული და გემრიელად იყოს შეზავებული და დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია

ზუსტად მასეა
------------------

Posted by: iosebovich 15 Jun 2019, 19:10
BeerLover
ეგრეა მართალი ხარ. 19 ნაოჭიანი და ულამაზესად მოხვეული მინახავს მარა ღორს არ აჭმევდი ისეთი საზიზღრობა იყო. მეორეა კიდევ. ცხიმის ხარჯზე წვნიანი და ის წვენი ლამის გამდნარი სალა როა ეგეთი ხინკალი ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. და 9 მთის ხინკალი მართლა ცხარეა ძალიან ? თუ ეგრეა მე პასს. ცხარეს ვერ ვჭამ არ შეიძლება.

Posted by: BeerLover 15 Jun 2019, 19:17
FranziskanerWeissbier

კარგი ვაიცენიც გვერდით რათქმაუნდა biggrin.gif alk.gif

iosebovich

9 მთას ხინკალი არ არის ცხარე რავი, არ შემიმჩნევია... ბოლობოლო ეტყვი ცხარე არ გამიკეთოთო და ეგაა biggrin.gif არამგონია უკმაყოფილო დაგტოვოს, ქალაქში ამ ეტაპზე უკეთესი არ შემხვედრია... წინაზე რო ვამბობ მეც და არამარტო მეც, თვითონ სტაფიც აღიარებს, საოცრება იყოო და ამას ბევრად ჯობდაო, აქაური ლოგიკით ხინკალი არ არის ეგო გეტყვიან biggrin.gif რაღაცა ძალიან კარგ სუნელებს ხმარობდა ფარშში და განსაკუთრებული გემო ქონდა...

Posted by: კუსლარხევი 15 Jun 2019, 20:50
BeerLover

კაი რა 9 მთა, აქ წავიკითხე რო აქებდით და გუშინ ვიყავი და არაფერი გასაკუთრებული , კარგად გაკეთებული ჩვეულებრივი კონვეირული ხინკალია ვიზუალიდან დაწყებული გემოთი დამთავრებული. თან ერბო მოყვება gigi.gif არადა ხორცის ხინკალს რად უნდა ერბო

შემომეჭამა მცხეთის ქუჩაზეა, მანდ არი კარგი ხინკალი მიდი გასინჯე და შეადარე მერე მაგ 9 მთას.

თან იმენა გამაღიზიანებელია მანდ, ზოდიაქოში და ბევრგან მიდიხარ და ხინკალი ცეცხლის ფასი ღირს, შესაბამისად მოლოდინიც გაქ რო განსაკუთრებული იქნება და საქმე საქმეზე რო მივა ის არ არი საც უნდა იყოს.

BeerLover
QUOTE
ხინკლის ხინკლობას რაც შეეხება, არაა ეგ სწორი მიდგომა რო აი იმენა ესაა ხინკალი და ვსო, ხინკლის უამრავი ვარიაცია არსებობს, მთავარია ხარისხიანი პროდუქცია იყოს გამოყენებული და გემრიელად იყოს შეზავებული და დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია

მანდ სხვა რამეშია საქმე , ეხლა მე მაგალითად საერთოდ არ მესმის ბევრი კერძი მაგალითად მეგრული სამზარეულოდან და მე რო მივიდე და ვჭამო რომელიმე ძალიან ჩვეულებრივი მეგრული კერძი შეიძლება მაგრად მომეწონოს მარა ვინც იცის მეგრული კერძები იმას სხვა საზომი აქ ... ეგ თემაა აქაც

Posted by: BeerLover 15 Jun 2019, 20:55
კუსლარხევი

აბა ხინკალია, რას ელოდები სხვას? რამე არნახული სასწაული უნდა იყოს? biggrin.gif

ხარისხიანი პროდუქცია იხმარება, სისუფთავეა და ყველა ინგრედიენტი არის უმაღლესი ხარისხის... გემრიელი და ჯანსაღია, მეტი რა გინდა ხინკლისგან? biggrin.gif

შემომეჭამაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ჩვეულებრივი კარგი ხინკალია, რითია განსაკუთრებული? სახლში რო ნორმალურ ხინკალს გააკეთებ ეგეთია

საზომზე ვერ დაგეთანხმები კიდევ ერთხელ, ხინკალი არის ხინკალი... მაშინ მოძებნე პირველად დედამიწაზე რა ფორმით გააკეთეს და მარტო ის ყოფილა ხინკალი...

ერბო არ არის ეგ კარაქია

Posted by: კუსლარხევი 15 Jun 2019, 20:59
BeerLover
QUOTE
აბა ხინკალია, რას ელოდები სხვას? რამე არნახული სასწაული უნდა იყოს?


არაფერს არ ველოდები როცა შევდივარ 11 კათხაში ან რამე ეგეთ სტანდარტულ ზაბეგალოვკაში მარა რო შევდივარ კარგ ადგილას და თან ცეცხლის ფასი ადევს, ხალხი რეკომენდაციას უწევს და ა.შ იქ უკვე კრიტიკულად ვუდგები . თან ხევსურული ჰაი ჰუი აწერია და მოდის სტანდარტული თბილისური"მთიულური"

Posted by: BeerLover 15 Jun 2019, 21:00
კუსლარხევი

მერე რომელ კრიტიკას ვერ უძლებს?

ხინკალი რითი ფასდება?

ინგრედიენტები უნდა იყოს ახალი და ხარისხიანი

კარგი ცომი, კარგი ფარში და ხელებიც მთლად ბლაგვი არ უნდა ქონდეს მზარეულს

მეტი რა კრიტერიუმი აქ ხინკალს? ქროქონბუში ხო არ არის რამე სასწაული ტექნიკა ჭირდებოდეს?

Posted by: კუსლარხევი 15 Jun 2019, 21:01
BeerLover
QUOTE
საზომზე ვერ დაგეთანხმები კიდევ ერთხელ, ხინკალი არის ხინკალი... მაშინ მოძებნე პირველად დედამიწაზე რა ფორმით გააკეთეს და მარტო ის ყოფილა ხინკალი...

ერბო არ არის ეგ კარაქია


ხინკალი არი ჩემი აზრით ყველაზე პრეტენზიული კერძი... ჩემთვის ეგრეა. არ აქვს მნიშვნელობა პირველად როგორი იყო მე სხვა რამეს ვამბობ

ერბოო ეწერა, დამდნარი ერბო იყო. პრინციპში ერბო დამდნარი კარაქია სხვა კი არაფერი.

Posted by: BeerLover 15 Jun 2019, 21:03
კუსლარხევი

ვერ ვხვდები მაინც რას გულისხმობ biggrin.gif

ანუ პირველად როგორიც იყო ხინკალი ისაა მარტო ხინკალი თუ დღეს არსებული ფორმებიდან შენ თვითონ ამოარჩიე ერთ-ერთი და მარტო ისაა ნამდვილი ხინკალი?


Posted by: კუსლარხევი 15 Jun 2019, 21:04
BeerLover
BeerLover
QUOTE
მერე რომელ კრიტიკას ვერ უძლებს?

ხინკალი რითი ფასდება?

ინგრედიენტები უნდა იყოს ახალი და ხარისხიანი

კარგი ცომი, კარგი ფარში და ხელებიც მთლად ბლაგვი არ უნდა ქონდეს მზარეულს

მეტი რა კრიტერიუმი აქ ხინკალს? ქროქონბუში ხო არ არის რამე სასწაული ტექნიკა ჭირდებოდეს?


როგორღა ავხსნა , კარგი ყურძნისგან ყველა კარგ ღვინოს ვერ აყენებს. სწორი ტექნოლოგია და მიდგომა უნდა. ელემენტარული კულტურულად მაინც უნდა იყოს მოხვეული მასეთი ფასი რო ადევს

Posted by: BeerLover 15 Jun 2019, 21:06
კუსლარხევი

ფასი კარგი ინგრედიენტების გამო ადევს და 20 ნაოჭი ექნება თუ 19 მე პირადად საერთოდ არ მაინტერესებს...

მთავარია კარგი გაკეთებული და გემრიელი იყოს

ზოგადად განვითარების გარეშე არ არსებობს კულინარია, მუდმივად უნდა ხდებოდეს ახალი ტექნოლოგიების შერევა სამზარეულოში და რაღაცა კონკრეტული ერთი ფორმით არ უნდა არსებობდეს კერძი, თუ მისი გაუმჯობესება შეიძლება...

Posted by: კუსლარხევი 15 Jun 2019, 21:08
BeerLover
QUOTE
ვერ ვხვდები მაინც რას გულისხმობ

ანუ პირველად როგორიც იყო ხინკალი ისაა მარტო ხინკალი თუ დღეს არსებული ფორმებიდან შენ თვითონ ამოარჩიე ერთ-ერთი და მარტო ისაა ნამდვილი ხინკალი?


პირველად როგორი იყო ის არც მე გამისინჯავს და არც შენ...

მარა გეუბნები სადაც ხინკლის სამშობლოა იმ მხარეებთან ბავშობიდან შეხებაში ვარ და ვიცი რაც არი კარგი ხინკალი.... ზოგადად საჭმელი გემოვნების საკითხია ვიღაც იაპონელი ცოცხალი ბაყაყის ჭამაზე გიჟდება ვიღაცისთვის ირმის უმი თვალია დელიკატესი ხოდა რთულია რამის ახსნა ესე. მე გეუბნები რო ხინკლის სამშობლოში ვარ ხინკალს ნაზიარები და ესენი რასაც აკეთებენ თბილისში პარაშუტებს რო გავს ეგ სხვა კერძია საერთოდ

Posted by: BeerLover 15 Jun 2019, 21:08
კუსლარხევი

მაშინ ესე თქვი

არსებობს ხინკლის ბევრი ვარიაცია და მე ეს კონკრეტული მირჩევნია სხვა დანარჩენს

ხინკალი ისეთი მრავალფეროვანი კერძია, რო მაგაზე კამათი დაახლოებით იგივეა, მარტო მარგარიტა არის პიცაო, ვიღაცამ რო იძახოს

Posted by: კუსლარხევი 15 Jun 2019, 21:11
BeerLover
QUOTE
მაშინ ესე თქვი

არსებობს ხინკლის ბევრი ვარიაცია და მე ეს კონკრეტული მირჩევნია სხვა დანარჩენს


კაცოუ ბევრი ვარიაცია თუა მაშინ სახელებიც სხვადასხვა ერქვას, დავარქვათ მაგ ხინკალს ქალაქური და ნუ ვარქმევთ ფშაურს ხევსურულს ფასანაურულს და ა.შ და არანაირი პრობლემა არ იქნება მეცოდინება მენიუს რო გადავშლი რას მთავაზობენ რეალურად


QUOTE
ხინკალი ისეთი მრავალფეროვანი კერძია, რო მაგაზე კამათი დაახლოებით იგივეა, მარტო მარგარიტა არის პიცაო, ვიღაცამ რო იძახოს


ხოდა იქ ვიცი რო წერია მარგარიტა მომიტანენ მარგარიტას თუმცა 5 სხვადასხვა ადგილას 5 სხვადასხვანაირი მარგარიტა მოაქვთ იქაც

Posted by: BeerLover 15 Jun 2019, 21:14
კუსლარხევი

ქვია კიდეც, ეხლა რომელიმე რესტორანში თუ არასწორად დაარქვეს სახელი ეგ სხვა ამბავია

თვითონ მაგ ხევსურეთშიც და ფშავშიც სხვადასხვანაირად აკეთებს ხალხი და ვერც მაგას გაიგებ მაინც და მაინც ხევსურული რომელია, ბევრი ხევსური ძმაკაცი მყავს და რამდენჯერაც ხინკალი მაჭამეს სულ სხვა და სხვანაირი იყო და ყველას ხევსურულს უძახიან biggrin.gif

უამრავნაირია ხინკალი ერთი სიტყვით და კარგია ის რომელიც კარგი ინგრედიენტებით არის გაკეთებული, ტექნიკაც დაცულია და ხარისხიც პროდუქციის... დალშე ეხლა შენ რა სტილის მოგწონს ეგ შენი საქმეა

ეგ შეგიძლია შეკვეთამდე დააზუსტო, კითხო და გეტყვიან როგორი სტილის ხინკალი აქვთ

QUOTE
ხოდა იქ ვიცი რო წერია მარგარიტა მომიტანენ მარგარიტას თუმცა 5 სხვადასხვა ადგილას 5 სხვადასხვანაირი მარგარიტა მოაქვთ იქაც


გამარჯობა biggrin.gif

ხევსურეთში ბევრნაირი ხინკალი მაქ ნაჭამი, რომელია ნაღდი და ერთადერთი ხევსურული სად ვარკვიო?

Posted by: კუსლარხევი 15 Jun 2019, 21:18
BeerLover
QUOTE
ქვია კიდეც, ეხლა რომელიმე რესტორანში თუ არასწორად დაარქვეს სახელი ეგ სხვა ამბავია


გეუბნები 9 მთაში ეწერა ხევსურულიო. ვკითხულობ ხევსურულს და წარმომიდგენია იმ ვარიაციის ხინკალი არა აუცილებლად რამე კონკრეტული ზუსტი რეცეფტით მარა იქით რო იციან ისეთი და ამ დროს მოაქვთ სტანდარტული კონვეირი.

მოკლედ მაგ ხინკლებს უნდა ერქვას კონვეირი აგერ მე დავარქვი და აიტაცეთ ფორუმელებო. "80 კონვეირი მოგვიტანეთ უმწვანილოდ" ცუდად ჟღერს?
* * *





მოკლედ თანაფორუმელებო საზოგადოება რო არ შევიდეს შეცდომაში დავაზუსტოთ ტერმინოლოგია.

აი ამ ხინკალს დღეიდან ქვია "ხინკალი კონვეირის" შემოკლებით უბრალოდ "კონვეირი"

Posted by: BeerLover 15 Jun 2019, 21:22
კუსლარხევი

რომელიღაც ხევსურული ტექნიკა ან სუნელი ან რამეა გამოყენებული ალბათ და მაგიტო, კითხო შეგიძლია რატო ქვია ეგრე და აგიხსნიან biggrin.gif

მე იმდენი ხევსურული ხინკალი მაქ ნაჭამი ხევსურეთში ნამდვილად არ ვიცი რას უნდა ველოდებოდე როცა ხევსურულ ხინკალს მთავაზობენ

არსებობს კერძები რომელიც მკაცრად კონკრეტულად ესა და ესაა და მორჩა, სხვა ტექნიკის გამოყენება გადაცდენაა უკვე, ხინკალს არ ეხება ეგ

Posted by: კუსლარხევი 15 Jun 2019, 21:29
BeerLover

ნაღდს გეტყვი ხევსურები მანდამაინც არ არიან ხინკლის ხალხი და საზომი. უფრო ფშავი ხევი და მთიულეთია. მარა ეგენი რო აწერენ ხევსურულს იმიტო აწერენ რო ვერ არჩევენ ვერც ხევსურს და ვერც ფშაველს ერთმანეთისგან და პაბალშომუ ერთი გონიათ .... თორე რა ხევსურული სუნელი არა იხვის ტოლმა

მოკლედ აწი აგერ გავამარტივე საქმე. დააწერონ ხინკალი კონვეირი და მოეშვან რაღაც შეცდომაში შემყვანი სახელების შერჩევას

Posted by: xx3xx 15 Jun 2019, 21:31
კუსლარხევი
BeerLover
ყაზბეგის გარდა თბილისში არის რამე ტოჩკა სადაც შევიძენ ნაღდ კვლიავს?

Posted by: კუსლარხევი 15 Jun 2019, 21:33
xx3xx
QUOTE
ყაზბეგის გარდა თბილისში არის რამე ტოჩკა სადაც შევიძენ ნაღდ კვლიავს?


რავი მე ვერ ვნახე, ვიღაცეებმა მითხრეს დეზერტირების ბაზარში არისო მარა არ გამისინჯავს და ვერ გეტყვი როგორია

Posted by: BeerLover 15 Jun 2019, 21:38
კუსლარხევი

ჭეშმარიტება ერთია

ხინკალი კულინარიაში განმარტებულია როგორც ცომის ტომარაში ჩადებული ფარში

მთაში ადრე კეპავდნენ და ისე დებდნენ

დალშე ყველაფერი იმპროვიზაციაა

ამიტო არ მეშლება ნერვები ხინკალზე მაგ კუთხით, მთავარია კარგი იყოს

xx3xx

სანზონაში ჩამოაქვს ხოლმე ერთ ქალს, ღრმაღელის ზემოთ ზის სადღაც 20 კორპუსისკენ, მარა ესე უეჭველი მიხვიდე და ქონდეს ეგრე არ არი

Posted by: კუსლარხევი 15 Jun 2019, 21:40
BeerLover
QUOTE
ჭეშმარიტება ერთია

ხინკალი კულინარიაში განმარტებულია როგორც ცომის ტომარაში ჩადებული ფარში


როგორც აღმოჩნდა ტერმინოლოგია დასაზუსტებელი იყო ამიტომ შემოვიღე ეს ტერმინი რომელსაც აწი ყველანი ვიხმართ biggrin.gif

Posted by: BeerLover 15 Jun 2019, 21:44
კუსლარხევი

კონვეირი რას ნIშნავს ეგეც გვითხარი ბარემ biggrin.gif

Posted by: კუსლარხევი 15 Jun 2019, 21:49
BeerLover

კონვეირული წესით დაშტამპული ხინკლის სახეობა: ფართოდ გავრცელებულია თბილისის ბარ-რესტორნებში, ვიზუალურად ხასიათდება პრიალა მოფლაშული ცომით, უხეში ნაოჭებითა და დიდი კუჭით. გული ზედმეტად წყალწყალა, ცომში საკმაოდ თავისუფლად გრძონობს თავს. მირთმევისას ლანგარზე მოთავსებულია უსწორმასწოროდ რის შედეგადაც კიდევ უფრო საუცხოო ფორმებს ღებულობ.

ეხლა ლექსიკონში ვნახე და ესე წერია

Posted by: BeerLover 15 Jun 2019, 22:09
კუსლარხევი

ცოტა ნეგატიური და რაღაცნაირი ბოღმიანი განმარტებაა biggrin.gif


Posted by: <<Innamorata>> 15 Jun 2019, 22:11
აჰაჰაჰა აი ძააან საყვარლები ხართ: ))))))


user posted image

Posted by: BeerLover 15 Jun 2019, 22:12
<<Innamorata>>

ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გვაქ არა? biggrin.gif

შენი გაკეთებული ხინკალი იქნება ნამდვილი ხინკალი!

Posted by: კუსლარხევი 15 Jun 2019, 22:13
BeerLover
QUOTE
ცოტა ნეგატიური და რაღაცნაირი ბოღმიანი განმარტებაა 


შეკაცო სადაც არ მივალ ეგ მხვდება დამაწყდა კაცს ნერვები. ღამეც ეგ მესიზმრება ვირთხების მაგივრად რა ვქნა რამე მიშველეთ სიზმრის მინისტრი მე არ მყავს რო ნაღდი ხინკლები შევუკვეთო

განმარტება დააკორექტირეთ, ეს სამუშაო ვერსიაა ჯერ

Posted by: <<Innamorata>> 15 Jun 2019, 22:19
BeerLover
QUOTE
ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გვაქ არა?

ძაააან და აშკარად მე უფრო ძააან : ))))))

ხო ჩემი და ბავშვების : )))) ნუ ჩემთვის ნამდვილია..სხვისთვის შეიძლება საფრენი აპარატი იყოსsmile.gif

Posted by: BeerLover 15 Jun 2019, 22:25
<<Innamorata>>

აბა რა bis.gif

მთავარია კარგი იყოს და მოგწონდეს და დანარჩენს რა მნიშვნელობა აქვს biggrin.gif

Posted by: კუსლარხევი 15 Jun 2019, 22:33
<<Innamorata>>

up.gif up.gif

Posted by: Master_Nick 15 Jun 2019, 23:29
დღეს მეც გავაკეთე ხინკალი, უგემრიელესი გამოვიდა, ყველა პაბის და რესტორნის ხინკლის თავზეც გავიარეsmile.gif
user posted image
user posted image

Posted by: BeerLover 15 Jun 2019, 23:48
Master_Nick

დახურეთ შენ და ინამ თქვენი ხინკლებით თემა!

მაგარია bis.gif

Posted by: iosebovich 16 Jun 2019, 01:06
ვაა აქ რა ამბები ყოფილა smile.gif ხევსურული არ ვიცი და ხინკალი უფრო ფშავი, ხევი, მთიულეთი, გუდამაყარი. უკუჭოა თითქმის. ლამაზად მოხვეული. გემრიელი იასნად. მარა თბილისზე ვსაუბრობთ და აქ ეგრე კეთება არ გამოვა როცა 500 ცალია ჩასაყრელი ერთბაშად. დავეთანხმები BeerLover -სს , ხარისხიანი პროდუქცია, გაუყინავი და ხინკლის ფორმა მიცემული.

Posted by: xx3xx 16 Jun 2019, 01:09
კუსლარხევი
BeerLover
მადლობა მოვძებნი სადმე, ისე სახლში მომზადებულ ხინკალს არაფერი ჯობია smile.gif
<<Innamorata>>
შენსას ბევრი სოკი აქვს ? მე ყოველ ცდაზე უფრო და უფრო მეტ წყალს ვუშვები ფარშს მაგრამ იმდენი მაინც არ გამომდის რამდენიც სახინკლეშია sad.gif მიყვარს ხინკალში ბევრი წვენი გემრიელად რომ შეხვრიპავ
Master_Nick
კაი სოკიანი ხინკალი გამოვიდა? რავუშველო რავქნა სალაც დავამატე და 1 ვედრო წყალიც ფარშში მაგრამ ისეთი მაინც არ გამომდის რომ შეხვრიპო წვენი

Posted by: girvan_88 16 Jun 2019, 12:05
რუსთავის საზანოს ხინკალს აქებენ და მართალია?

Posted by: akako78 16 Jun 2019, 17:04
კუსლარხევი

ულამაზესია-თითქოს ქარხნული სიზუსტით გაკეთებული გეგონება კაცსsmile.gifაქ ზოგს ისეთი მოსწონს-ზოგს ასეთი...ნუ მოკლედ ყველას გაუმარჯოს თავის გზაზე...მე პირადად კახელის პონტში ვარ..რაო?ჩემი ღვინოოო?ამაზე კარგიო არ არსებობსო!!!ჩემი ჯობიაო-ხოდა შენი დავლოთო..smile.gif

პ.ს.მართლა ულამაზესია(ნეტა ეს პოსტი ჩემმა მეუღლემ არ ნახოს-ისედაც სამოთხეში მაქვს ადგილი გარანტირებულიsmile.gif)

Posted by: Frankens†ein 16 Jun 2019, 18:25
ტემპერატურის მატების პროპორციულად ხინკალზე მოთხოვნა დაბლა იწევს ალბათ...

<<Innamorata>>
up.gif

Posted by: iosebovich 16 Jun 2019, 21:06
Frankens†ein
ეგრეა. ხინკალს დავუბრუნდებით სექტემბრის მეორე ნახევრიდან ალბათ. ივლის აგვისტოში მე პირადად არ ვეკარები საერთოდ. ეხლაც უკვე ისეთი სიცხეებია არა რაა. ცივი ლუდი, კიტრპამიდორის სალათა, რძიანი სულგუნი და ეგრე მაგ მიმართულებით. ლუდი მართლა ცალკე უნდა დალიო ადამიანმა რაა.

Posted by: Keti-Ket 16 Jun 2019, 21:56
Master_Nick
ყოჩაღ! ვერ წარმიმიდგენია სახლის პირობებში როგორ უნდა გამოვიდეს მასეთი, თუმცა აქ ვინც აკეთებთ, ყველას იდეალური გამოგდით ვიზუალურად.

და რაც შეეხება ნამდვილი ხინკლის გემოს, ეჭვი მაქვს, თავდაპირველად მართლაც პატარა კუჭებითა და ბევრი ფარშით მომზადდებოდა და თანაც არა თეთრი ფქვილით. კუჭების ხარჯზე ზომის გაზრდა, სახინკლეების ხრიკი იქნებოდა და მწვანილების დამატებაც ალბათ გაქალაქურება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ვიღაცას ეს ვარიანტი თუ ურჩევნია ესე იგი არ იცის რა არის ნამდვილი ხინკალი.
ქალაქში შქმერულიც რძით ან საერთოდ ნაღებით კეთდება, არადა ავთენტური ვარიანტი რძეს არ იცნობს.

Posted by: Master_Nick 16 Jun 2019, 22:52
Keti-Ket
პრაქტიკის ამბავია, 6 თვის ექსპერიმენტების შემდეგ ამ ტიპის ხინკალზე გავედი, მე არ მიყვარს მუქი ფერის და უხეში ცომის სტრუტურის ხინკალი, თხელი ცომით და პრიალა ქალაქური ხინკლის მოყვარული ვარ.

Posted by: BeerLover 17 Jun 2019, 01:04
Master_Nick

QUOTE
თხელი ცომით და პრიალა ქალაქური ხინკლის მოყვარული ვარ.


+1

Posted by: <<Innamorata>> 17 Jun 2019, 01:12
Frankens†ein
:*


xx3xx
კი აქვს წვენი.smile.gif


BeerLover
:* ❤


ისე დღეს "აგარაკი" რომ არის კიკეთთან რესტორანი ყველა ხინკალს უკვეთავდა და რამე გემრიელია?

Posted by: BeerLover 17 Jun 2019, 01:15
<<Innamorata>>

ინაა :* მე პირველად მესმის ეგ რესტორანი

Posted by: <<Innamorata>> 17 Jun 2019, 01:21
BeerLover
უსაყვარლესი ინტერიერია.. : ))
და უკომფორტულესი...
დაგუგლე:*

თევზი მომეწონა ბროწეულის სოუსში.. მწვადი დიდი ვერაფერიsmile.gif


Posted by: BeerLover 17 Jun 2019, 01:30
<<Innamorata>>

ვენდობი შენს გემოვნებას biggrin.gif სასმელებში როგორ არიან?

რამე გრილ ადგილს კი ვეძებ ისე, თან გარეთ დასაჯდომიც რო იყოს და თან რო გრილოდეს, ეგეთია ალბათ არა?

Posted by: <<Innamorata>> 17 Jun 2019, 01:43
BeerLover
სასმელები არ ვიცი.. არ მიკითხავს.. მხოლოდ ახალი მომზადებული კენკრის კომპოტი დავაგემოვნე: ))))

სიგრილეა ნამდვილად.. რამოდენიმე სივრცეა..ჰამაკებით..რბილი ავეჯით და კლასიკური.. დარბაზებიც ასევე... სიტუაცია ძალიან სასიამოვნოა.. საკვები ბევრი რამ არ გამისინჯავს.. თევზეული მომწონს უდაოდ: )

მაგრამ აი ხინკალზე მართლა გამიკვირდა..აბსოლიტურად ყველა უკვეთავდა : ))))) მხოლოდ მე მივირთმევდი კალმახს...

Posted by: BeerLover 17 Jun 2019, 01:44
<<Innamorata>>

საინტერესოდ ჟღერს, მემგონი დასატესტია ეგ ადგილი biggrin.gif გადავხედავ ხვალე საფუძვლიანად biggrin.gif

Posted by: FoolOnTheHill 17 Jun 2019, 15:39
QUOTE (BeerLover @ 15 Jun 2019, 18:05 )
ხინკლის ხინკლობას რაც შეეხება, არაა ეგ სწორი მიდგომა რო აი იმენა ესაა ხინკალი და ვსო, ხინკლის უამრავი ვარიაცია არსებობს, მთავარია ხარისხიანი პროდუქცია იყოს გამოყენებული და გემრიელად იყოს შეზავებული და დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია

yes.gif yes.gif yes.gif

ეს "ნამვილი ხინკალი" (მოხარშულ ცომში ჩაგდებული შეუზავებელი ხორცი) საერთოდ არ არის ჩემთვის მომხიბვლელი და რა გავაკეთო?

მაღალი ხარისხის ხორცი, ბევრი წვენი და სანელებლებით ბევრად მეგემრიელება... რა გავაკეთო?! help.gif help.gif help.gif

Posted by: Amigo-Amo 17 Jun 2019, 19:29
არ ღირს დავა იმ საკითხზე, თუ რომელი არის უკეთესი, სახლში მოხვეული თუ რესტორანში. დღსდღეისობით, რესტორნებში ისეთ ბანძ ხინკალს აკეთებენ, რომ სახლში გაკეთებული ნორმალური/საშუალო დონის მირჩევნია ბევრად.

Posted by: Keti-Ket 17 Jun 2019, 21:58
<<Innamorata>>
დამაინტერესა მეც მაგ ადგილმა. ისე კი სალობიე მახსენდება, სადაც მართლა ყველა უკვეთავს ხოლმე ხინკალს, თუმცა ვერ მჯერა რომ მართლა მოსწონთ

Posted by: Amigo-Amo 18 Jun 2019, 10:22
QUOTE (Keti-Ket @ 17 Jun 2019, 21:58 )
ისე კი სალობიე მახსენდება, სადაც მართლა ყველა უკვეთავს ხოლმე ხინკალს, თუმცა ვერ მჯერა რომ მართლა მოსწონთ

გაბაზრებულია ეგ ზავიდენია პროსტა და ტურისტებით გადაჭედილია. ამიტომაც უკვეთავენ ხინკალს, თორემ ერთხელ შევუკვეთეთ და მაგარი ქაქი ვჭამე, სალობიეში ხინკალი რო შევუკვეთე cry.gif

Posted by: Trump 18 Jun 2019, 10:57
Keti-Ket
QUOTE
ისე კი სალობიე მახსენდება, სადაც მართლა ყველა უკვეთავს ხოლმე ხინკალს, თუმცა ვერ მჯერა რომ მართლა მოსწონთ



მოსახლეობის 70% კაი ხინკლის გემო არ იცის. გამოკითხვა ჩატარდა ქუჩაში და ისეთებზე თქვეს...
შემოიხედე გნაცვალეო..
ასევე 80% მა არ იცის კაი ღვინო რომელია.. დაგოგირდებულზე იტყვიან კარგიაო.

Posted by: Darkstalker 18 Jun 2019, 13:10
კუსლარხევი
"პარაშუტები" კაი იყო biggrin.gif

კაროჩე ძველი ამბავია, ძმაკაცებმა ფული არ გადაიხადეს აბანოში და ბებერი მექისე გამოეკიდათ ჩუსტებით. თოვლში გარბის სასტავი და მისდევს ეს სველი მექისე ტანზე ორთქლი ასდის lol.gif ხოდა, აი მაგ მექისეს პარაშუტი ტრუსიკივით ხინკლებია თბილისის რესტორნებში.

Posted by: zigmundi32 18 Jun 2019, 13:18
QUOTE
სალობიეში ხინკალი

ხინკლის გარდა ყველაფერია. ხორცი თუ დევს საერთოდ საკითხავია ისე დნება პირში და პლუს შეგრძება მჩრება თითქოს ზეთი ასხია :დ

Posted by: donmixo777 25 Jun 2019, 11:29
QUOTE (foolonthehill)
მაღალი ხარისხის ხორცი, ბევრი წვენი და სანელებლებით ბევრად მეგემრიელება... რა გავაკეთო?!

FoolOnTheHill


რაც მოგწონს ის უნდა შეჭამო


მოგწონს შეზავებული და სანელებლებით, - ჭამე ეგეთი biggrin.gif










* * *

...........................

და კიდე

ქუთაისს რომ გასცდები წყალტუბოს მიმართულებით, გზიდან მარცხენა მხარეს - აი მანდ სადღაც შუა გზაზე არის ერთი რესტორანი.... მინდა ვთქვა რომ მშვენიერი ხინკალი ააქვთ, და სხვა საჭმელების ძალიან კარგი up.gif

სახელი მგონი კვამლი თუ რაღაც ეგეთი ქვია
კუპეებიც ააქვთ და ეზოში დასაჯდომებიც


მარლაც მეგემრიელა ყველაფერი

Posted by: Darkstalker 25 Jun 2019, 19:27
კარგად უწერია აგერ კუსლარხევს, როგორი არ უნდა იყოს ხინკალი
https://forum.ge/?showtopic=35057013&view=findpost&p=54810892

დალშე ქალის ხელებზეა ყველაფერი, ცომთან ურთიერთობას თუ არ არის მიჩვეული და ხინკლის გული არ გულობს, ძნელია მერე რეცეპტით სწავლა და გემრიელის გამზადება.

საქონლის ახალი ხორცი
ხახვი
წიწაკა
ცოტა პილპილი

მეტი არაფერი არ უნდა ხინკალს.

ნუ მთაში თუ პატარა ბატკანი დაგიკლეს და კუნძზე დაკეპეს, ეგ უკვე მწვერვალია სიამოვნების smile.gif

Posted by: max-14 28 Jun 2019, 01:12
გლდანის ხიდებთან -''ხინკლის სამეფო'' თუ რაღაც ამდაგვარი სახელის მქონე ''ზავედენია''.(დამპატიჟეს)
უსაშინლესი ხინკალი smile.gif))აი როგორ ავღწერო,ნაგავი(თავისი გარემოთი)
smile.gif)))

Posted by: kvantanamera 1 Jul 2019, 14:35
მოგესალმებით, ლუდის ქარხანა ჩემო კარგო (ბელიაშვილზე)-თუ ხართ ვინმე ნამყოფი და ხინკალი და ლუდი გაგისინჯავთ გთხოვთ დაწეროთ რევიუ. აგრეთვე სხვა კერძებზეც მიიღება რეკომენდაცია. მადლობთ წინასწარ

Posted by: max-14 1 Jul 2019, 18:11
QUOTE
მოგესალმებით, ლუდის ქარხანა ჩემო კარგო (ბელიაშვილზე)-თუ ხართ ვინმე ნამყოფი და ხინკალი და ლუდი გაგისინჯავთ გთხოვთ დაწეროთ რევიუ. აგრეთვე სხვა კერძებზეც მიიღება რეკომენდაცია. მადლობთ წინასწარ

ზოგი აქებს,ზოგი არა...

Posted by: DERRICKROSE 5 Jul 2019, 17:04
გამარჯობათ. ვარკეთილი, სამგორი, ისანი ამ ტერიტორიაზე გემრიელ ხინკალს სად შეიძლება შევექცე? მადლობა წინასწარ.

Posted by: RUDIARIUS 6 Jul 2019, 13:46
დოლიძის ფასანაურის ხინკალმა ჩაილურის წყალი დალიაfacepalm.gif
საოცრაად დააპატარავეს, ფარში საშინელება და ძალიან პატარა. ფასი 95 თეთრიlol.gif
კაი ხო ფასი გაზარდეს, ზომაშიც დააპატარავეს, ფარშის ხარისხი მაინც შეინარჩუნეთ თქვე დალოცვილებო. არც გემო აქვს და იშლება, რაღაც უცნაური კონსტინტენცია აქვს.

Posted by: beka331 6 Jul 2019, 23:04
ხალხო, ფასანაურში რომელ ადგილას იღება ყველაზე კარგი ხინკალი?
ან თუნდაც ყაზბეგში.

საერთოდაც , თბილისი ლარსის გზაზე ყველაზე კარგი ხინკალი სად იჭმევა?
* * *
კუსლარხევი
შენ უნდა გკითხო, მგონი უნდა მირჩიო

Posted by: Jonatahn_smith 7 Jul 2019, 08:02
beka331


"ფასანაური გარდენსში" ვიყავით ერთი კვირის წინ და სრული საზიზღრობა..

არადა მანდ კიდევ არის ერთი სახინკლე "ფასანაური" იქ აქებენ ძაან.. ჩვენ შეგვეშალა
* * *
kvantanamera


ხინკალი სრული საზიზღობა... გაყინული რომ იყიდო მაღაზიაში და მოხარშო იმას უფრო კარგი გემო აქვს, ლუდიც დიდი არაფერი

Posted by: iosebovich 8 Jul 2019, 03:59
RUDIARIUS
რამდენი ხანია ჩაილურის წყალი დალია ფასანაურმა დოლიძეზე. მორჩენილი ამბავია ... რო ვუსაყვედურე შორს დაიჭირეს არ დაგვიპატარავებიაო. არადა ფაქტია და გემოც გაუფუჭეს. ასევე პავლოვის ჰაკერ ფშორი ჩამოვწერეთ. ბოლოს რო ვიყავი ხინკლის გარდა ყველაფერი იყო. გაუსაზიზღრებიათ რასაც ქვია რაა ...

Posted by: RUDIARIUS 8 Jul 2019, 22:19
iosebovich
დარჩა თბილისში რამე ნორმალური ადგილი?givi.gif

Posted by: xx3xx 9 Jul 2019, 00:43
QUOTE (RUDIARIUS @ 8 Jul 2019, 22:19 )
iosebovich
დარჩა თბილისში რამე ნორმალური ადგილი?givi.gif

სახლის ხინკალს არაფერი ჯობია დამიჯერე მეგობარო, ნუ ამდიდრებ ამ ღორებს ტრაკში შეიყარონ თავისი ### ხინკლები. ხინკლის ქვეყანაში ხინკალს რო ვერ შეჭამ სადმე რო მოგინდეს აი ეგ უკვე მაგრად ტეხავს ბრადსი მართლა ტეხავს ხოდა იყიდეთ ცომი 2.5 ღირს 10 ცალი ხინკლის ფარშის გაკეთება მარტივია და სახლში ჩაუჯექით რო მოაკლდებათ კლიენტი იქნებ წესიერი ხინკალი მოახვიონ თორე ყელშია ამოსული ###ობების პიკია უკვე

Posted by: max-14 9 Jul 2019, 17:03
QUOTE
სახლის ხინკალს არაფერი ჯობია

yes.gif

Posted by: pra_rezi 10 Jul 2019, 02:23
kvantanamera
QUOTE
მოგესალმებით, ლუდის ქარხანა ჩემო კარგო (ბელიაშვილზე)-თუ ხართ ვინმე ნამყოფი და ხინკალი და ლუდი გაგისინჯავთ გთხოვთ დაწეროთ რევიუ. აგრეთვე სხვა კერძებზეც მიიღება რეკომენდაცია. მადლობთ წინასწარ

ხინკალი მჟავე იყო და უკან გავატანეთ და ლუდი კაკ ლუდი
არც ცუდი არც ისეთი "ვაიმე ეს რა იყოო"

Posted by: mamachemi 10 Jul 2019, 16:49
რამოდენიმე გვერდი წავიკითხე კაი ხინკლის ძიებაში და არავის უთქვამს ხაშის სახლის ფშავური დაკეპილი ხინკალი. შეიძლება სხვა გვერდებზე ეწეროს ვინმეს ან მე გამომრჩა, მაგრამ რაც მათი ხინკალი გავსინჯე ქალაქურ ხინკალს და ბალახეულის შიგთავსს ვეღარ ვეგუები.

Posted by: iosebovich 10 Jul 2019, 17:03
mamachemi
რავი ხაშის სახლს გადაუარეს რასაც ქვია იმის მერე რაც შონზო იყო მანდ თუ დრუპი. შენი ესე და ისეო წყალწყალა ხაში და საზიზღარი ხინკალი იყოო. მანდ დამთავრდა ხაშის სახლზე საუბარი smile.gif

Posted by: mamachemi 10 Jul 2019, 20:15
iosebovich

საინტერესოა უნდა ვნახო მაგათი გადაცემა, ნამდვილად ფშავური ხინკალი ჭამეს თუ არა. ქალაქური ხინკალი მანდ ნაჭამი მაქვს და ისე რაა.

იუთუბზე ვნახე და საპირისპიროს ამბობს. სხვა ვიდეოც ხომ არ აქვთ ნეტა?

https://m.youtube.com/watch?v=bvApx8nL2gU

Posted by: max-14 10 Jul 2019, 22:27
QUOTE
ხინკალი მჟავე იყო და უკან გავატანეთ

რისგან აკეთებენ ეს ოხრები,აღარ რცხვენიათ?

Posted by: iosebovich 11 Jul 2019, 10:03
mamachemi
თვითონ კი არ აძაგებს დრუპი , კომენტარებში დაუწერეს შენ რო აქე მერე მივედით და საზიზღრობა იყოო. აი ეს კომენტარი ერთერთი
Davit Beliashvili
1 year ago
ახალგახსნილი რომ იყო და კამერებით შეხვედი, მაგიტო იყვნენ ენთუზიაზმით. ორჯერ ვიყავი და ძალიან ცუდი ზავიძენიაა. მომსახურება 0, საჭმელიც აღარ ვარგა.

მერე ეს :


Irakli Chkhenkeli
1 year ago (edited)
მე ვიყავი აქ, ვენდე დრუპის და პირდაპირ რომ დავწერო/ვთქვა მაგარი წყალ-წყალი ხაში იყო. მაგრად არ მომეწონა. შეკვეთილ სიუჟეტს გავს თავის ადგილის ჩვენებიანად და საპარკინგე ადგილის დახვედრებიანად და ქება დიდებიანად. ასე როგორც ამან დახლს ჩაუარა არსად არ აკეთებს ხოლმე. კაროჩე არ უნდა გეკადრა რა ეს. იმედები გამიცრუე ხაშთან დაკავშირებით. ძალიან არეკლამებ. და მოგნებაზე დააკლო ქულა და მეტი არაფერს sad.gif

Posted by: BeerLover 11 Jul 2019, 11:38
iosebovich

დრუპის ვიდეო არ ვიცი, მაგრამ ნამყოფი ვარ მანდ

აბსოლუტური საზიზღრობაა

მაგ გურმანის ეკალს აღარ ვუყურებ ხოლმე, შონზოს ნაგავი რო დაუყარო, მმმმ რა გემრიელიაო იტყვის, შენ ფული მიეცი ლიჟბი და biggrin.gif სარეკლამო გადაცემაა ჩვეულებრივი და არც ტეხავს მამენტ, როგორც რეკლამა გადის ტვ-ში რაღაცა პროდუქტის, ეგრეა ეგეც... დრუპისაც მაგიტო აღარ ვუყურებდი ხოლმე, ჰერცოგზე რო კაცი იტყვის საუკეთესო ლუდიაო, ან საერთოდ კარგი ლუდიაო და ან საერთოდ ლუდიაო biggrin.gif ის გადაცემა არის უკვე ###ობა და უბრალო რიგითი რეკლამა, ხოდა ნორმალურმა ადამიანმა რეკლამების ყურებაზე რატო უნდა დახარჯოს ნახევარი საათი არ ვიცი, 1 წუთიან რეკლამებს არ უყურებს ხალხი და რთავს ხოლმე სხვა არხზე

Posted by: iosebovich 11 Jul 2019, 16:03
BeerLover
ბაზარი არაა. აღარც მე ვუყურებ დიდი ხანია. მკითხა იმ უზერმა და მაგიტომ ჩავუყარე კომენტარები. იასნია რო საზიზღრობა იქნება. ისეთები დაცურდნენ ხაშის სახლი ვის დაკარგვია. ეგეც მართალია, ჰერცოგზე ვინც იტყვის ლუდიაო ის უნდა აგორავო ტალახში. მაგის გამო მოხვდა ჩემ სიმამრსაც, რას ყიდულობთ ამ ძვირიან უცხოურ ლუდებს მშვენიერია ჰერცოგიო და მიიღო მისაღები biggrin.gif

Posted by: FranziskanerWeissbier 11 Jul 2019, 16:08
QUOTE (iosebovich @ 11 Jul 2019, 16:03 )
მაგის გამო მოხვდა ჩემ სიმამრსაც, რას ყიდულობთ ამ ძვირიან უცხოურ ლუდებს მშვენიერია ჰერცოგიო და მიიღო მისაღები biggrin.gif

lol.gif lol.gif lol.gif
==========================================

Posted by: Darkstalker 14 Jul 2019, 23:40
ზარმაცების ხაში ასწორებს ფეიქრებზე, დილით რო შეტაქსავ მთელი ღამის ნათრევზე, იმენა ახალივით გამოდიხარ )))

Posted by: girvan_88 16 Jul 2019, 09:44
ზოდიაქოს ხინკალზე რატო სხველდება ხალხი ვერ გავიგე, გუშინ გავსინჯე და არის რა, განსაკუთრებული არაფერი. ხაშის სახლში ხინკლის საჭმელად რო წახვალ უკვე დანაშაულია biggrin.gif

Posted by: keen 16 Jul 2019, 09:49
QUOTE (Frankens†ein @ 4 Apr 2019, 22:11 )
QUOTE (iosebovich @ 4 Apr 2019, 17:25 )
Frankens†ein
აუცილებლად მოიწერე აბა როგორ მოგეწონება ...

ხინკალზე დამპატიჟეს თელაველებმა.
ზოდიაქოს აქვს სახელი გავარდნილი მეთქი და პიარიაო, ხან კაი ხინკალი აქვთ, ხან ცუდიო.
ბევრად კარგ ხინკალზე დაგპატიჟებთო.
დარეკეს და არ იყო ადგილი.
ალხანაიძე ვინცაა, თავისი გვარის ლუდს ვინც ასხამს, იმისი ყოფილა.
სახელი აღარ მახსოვს, ოფსაიდი თუ რაღაც ეგეთი.
მანდ რო არ იყო, მერე ზოდიაქოში დარეკეს და იქაც არ იყო.
და კიდე ვიცით კარგიო და მთავარ, ერეკლეს ქუჩაზე წავედით, მეიდანი ქვია.
ხორცის ხინკალიც ძალიან გემრიელი იყო და ნადუღისაც, ზოდიაქოში როგორიც აქვთ...
თბილისის ზოდიაქოსას ჯობდა, ალბათ HB-საც და ლუდის მოედანსაც.
* * *
user posted image .
* * *
ზოდიაქოს ჯობსო, ესაა - https://www.facebook.com/beerpuboffside/

Beer Pub Offside
თელავურად აფსაიტი

წესით, უახლოეს მომავალში თელავში უნდა მოვხვდეთ და ეს ინფო გამოგვადგება yes.gif

Posted by: yurmetal 16 Jul 2019, 10:43
2 კვირის უკან ვიყავი თელავში და იქაურებმა ზოდიაქოს ჯობიაო ესაოო. მხოლოდ ნადუღის ხინკალი გავსინჯე და მომეწონა smile.gif

Posted by: dimaopena 20 Jul 2019, 21:16
აბა როგორ ხართ?
ზოდიაქოც დავაგემოვნე და კლიკეც.
ლუდი მომეწონა ალხანაიძე ზოდიაქოსი საოცრად იგრძნობოდა ახალი ჩამოსხმულის გემო.

ხინკალი კარგი, ძალიან, ასევე კაი ხინკალი იყო კლიკესი.

ორნაირი იყო ზოდიაქოსი და თელავური ხინკალი ჯობდა.

სორმონი
ძველი როიალი
კახელები

ეს სამი დამრჩა ალბათ რაც არ გამისინჯავს.

Posted by: iosebovich 22 Jul 2019, 14:27
dimaopena
თბილისის ზოდიაქო ხო ? კლიკეში რა იყო? თელავური?

Posted by: beka331 22 Jul 2019, 16:14
თბილისში ან თბილისთან ახლოს ვინმე აკეთებს ხინკალს კვლიავით?

Posted by: Darkstalker 22 Jul 2019, 17:11
გემრიელი ხინკალი ვისაც გინდათ მინიმუმ 50 ცალის შეკვეთა დატოვეთ პიემში და რამდენიმე საათში წაიღეთ გლდანში. საქონლის ახალი ხორცით სავსე ხინკალი 1 ლარი. ეგეთი ხინკალი ნაჭამი არ გექნებათ აქაურების 99% დარწმუნებული ვარ smile.gif

Posted by: toyota12345 22 Jul 2019, 17:26
beka331

რესტორანი ჩემო კარგო რომ არის მაგათ ქონდათ კვლიავით და გემრიელიც იყო. მგონი 90 თეთრი ღირდა

Posted by: beka331 22 Jul 2019, 19:10
toyota12345
ნახალოვკაში რომაა თუ ბელიაშვილზე?

Posted by: max-14 23 Jul 2019, 17:31
QUOTE
ბულაჩაური

ამასთან ახლოს კარგი ხინკალი არის სადმე? გალავანი და ეგეთი ჩარიგებული რესტორნებში ვიცი,არ ვარგა

Posted by: mamachemi 5 Aug 2019, 10:35
გამასწორეს მიწასთან. მე მაპატიეთ, მეტს აღარ ვიზამ smile.gif

Posted by: belimbor 6 Aug 2019, 16:24
ამ ზოდიაქოზე მითხრეს, ძველი სასტავი აღარაა და გააფუჭესო

Posted by: FranziskanerWeissbier 6 Aug 2019, 16:31
ბოლოს, ასე 10 დღის წინ რომ ვიყავი ზოდიაქოში თბილისში, ძაან გემრიელი იყო ყველაფერი რაც მოიტანეს - ხინკალიც, ქაბაბიც, მწვადიც. ერთიმეორეზე უკეთესი. ძაან გამიკვირდა. ერთხელ მანამდეც მქონდა ნაჭამი მანდ და არ იყო ასეთი კარგი მწვადი და ქაბაბი, ნუ ხინკალი მაშინაც კარგი იყო.

Posted by: iosebovich 6 Aug 2019, 17:27
FranziskanerWeissbier
QUOTE
ბოლოს, ასე 10 დღის წინ რომ ვიყავი ზოდიაქოში თბილისში, ძაან გემრიელი იყო ყველაფერი რაც მოიტანეს - ხინკალიც, ქაბაბიც, მწვადიც. ერთიმეორეზე უკეთესი. ძაან გამიკვირდა. ერთხელ მანამდეც მქონდა ნაჭამი მანდ და არ იყო ასეთი კარგი მწვადი და ქაბაბი, ნუ ხინკალი მაშინაც კარგი იყო.


ქაბაბი და მწვადი არ გამისინჯავს და ხინკალი მართლაც კარგი აქვთ ძალიან. ვიტყოდი ამ ეტაპზე ერთერთი საუკეთესო თბილისში.

Posted by: BeerLover 6 Aug 2019, 17:45
ეხლა დავფიქრდი და ძალიან დიდი ხანია ხინკალი არ მიჭამია, საერთოდ არ მინდება ზაფხულში ხინკლის ჭამა... აღარც ვიცი უკვე სად არის კარგი ხინკალი და სად ცუდი biggrin.gif

Posted by: TONYMONTANA 6 Aug 2019, 18:50
რესტორანი ჩვენი - შეფი გურამ ბაღდოშვილი
7 ცალი 10 ლარი
კაი ხინკალი

Posted by: HanSolo 7 Aug 2019, 23:54
კლიკეს და ზოდიაქოს გარდა ნორმალური სახინკლე დარჩა თბილისში?
ფასანაურში აღარ შეისვლება დაუვარდათ ხარისხი.

Posted by: iosebovich 8 Aug 2019, 10:21
HanSolo
QUOTE
კლიკეს და ზოდიაქოს გარდა ნორმალური სახინკლე დარჩა თბილისში?
ფასანაურში აღარ შეისვლება დაუვარდათ ხარისხი.

თითქმის არა. ჰაკერ ფშორი ყაზბეგზეც საშინლად გააფუჭეს და დააპატარავეს. ფასანაურში საერთოდ პელმენის დონეზე დაიყვანეს, ცარიელი კუჭებია. ასე რომ მართალია , ეგ ორი შემორჩ მეტნაკლებად. შემომეჭამაში, სესილიში და ერთი ორში პელმენის ხელა ხინკალში იხდი 1 ლარს. და პარადოქსების მეფეა კახელები თავისი 2 ლარიანი ხინკლით smile.gif

Posted by: Darkstalker 9 Aug 2019, 02:44
პელმენივით შეკრული გული რომ ჰქონდეს ქალაქურ ხინკალს კიდე არაუშავს. ნაოჭების ფორმას რომ მიიღებს ხინკლის გული, გავარტყი ეგეთ ხინკალს.

iosebovich
პელმენს ისე მოიხსენიებ, მგონი ეგეც არ გაქვს გემრიელი ნაჭამი. არადა, ყველაზე მეტი პოსტი გაქვს ამ თემაში biggrin.gif

Posted by: iosebovich 9 Aug 2019, 12:46
Darkstalker
პელმენის ზომა ვიგულისხმე. წაკითხულიდან აზრის გამოტანაში რო წაივარჯიშო კარგი იქნებოდა. დაეღრიჭე ბიძინას. და ნუ წაიღეთ ტვინი აქ ხინკალმცოდნეობაში და მთAში ესე კეთდებაში. აქ ესე კეთდება და ესეთს ვაფასებთ რაცაა და როგორიცაა.

Posted by: Jonatahn_smith 9 Aug 2019, 16:22
მოკლედ, ხინკლის ჭამა გინდა კაცს და ერთი ნორმალური და სტაბილური ხინკალი არ არის ქალაქი..
ესეთი რაღაც მარტო საქართველოში ხდება, ეროვნული კერძი იმის მაგივრად ჰაი კლასზე იყოს აყვანილი და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კიდევ უფრო დახვეწაში აქ პირიქით ხდება.

9 მთაში ნორმალური იყო რამოდენიმე დღის წინ გავსინჯე.. უბრალოდ ძაან ძვირია

Posted by: WP-Rex 10 Aug 2019, 20:16
iosebovich
QUOTE
თითქმის არა. ჰაკერ ფშორი ყაზბეგზეც საშინლად გააფუჭეს და დააპატარავეს.

ვადასტურებ! სადღაც 1 თვის წინ ვიყავი. ხინკალის გარდა ყველაფერი იყო.

Posted by: yurmetal 13 Aug 2019, 10:53
წინა კვირას ვიყავი თბილისის ზოდიაქოში და საკმაოდ კარგი იყო, მომსახურებაც მომეწონა, ლუდი წავა რა, ხინკალი უბრალოდ კარგია.
შემომეჭამასი მირჩევნია smile.gif

Posted by: iosebovich 13 Aug 2019, 12:15
yurmetal
QUOTE
წინა კვირას ვიყავი თბილისის ზოდიაქოში და საკმაოდ კარგი იყო, მომსახურებაც მომეწონა, ლუდი წავა რა, ხინკალი უბრალოდ კარგია.

მართლა კარგია თბილისი ზოდიაქო. იმედია არ გააფუჭებენ. ფასანაური, ჰაკერ-ფშორი, ტიფლისი და სხვებიც აღარ შეისვლება.

Posted by: FoolOnTheHill 20 Aug 2019, 19:14
user posted image

ხართ ვინმე ნამყოფი?

https://www.facebook.com/martokhinkali/videos/505379910234669/

Posted by: yurmetal 21 Aug 2019, 10:40
ეს მარტო ხინკალი მეც ძალიან მაინტერესებს, ისე ფასი კი უდევს 1.20

Posted by: Dybala 21 Aug 2019, 11:08
კი აქებენ, ძმაკაცი იყო და ჩველებრივიც კაი იყო და რაღაც 1.8 ღირდა ცხვირს ხორციც ქონდაო მაგან ძაან გაასწორაო.

Posted by: BeerLover 21 Aug 2019, 11:11
სტაბილურად კარგი ხინკალი და ზოგადად სტაბილურად კარგი სამზარეულო ძალიან იშვიათი მოვლენა გახდა თბილისში, თითზე ჩამოსათვლელია ეგეთი ადგილები

Posted by: Trump 21 Aug 2019, 14:20
BeerLover


სტაბილუი ხინკალი არსად არ მახსენდება
თბილისის ზოდიაქო ახსენეს ორჯერ ვიყავი, ეგეტი ნაგავი არ ვიცი.

მაგრამ აქ ყველაზე მთავარი სხვა რამეა..
იცის კი ხალხმა კარგი ხინკალი რომელია?
გამოკითხვა ჩაატარეს და ხალხი მასობრივად თაღლაურა და სამიკიტნოებს ასახელებდა
ხარება-ს გოგირდით გაჯერებულ ღვინო ხალხს კარგი ჰგონია.

Posted by: Darkstalker 21 Aug 2019, 21:13
ფართი რო იყოს სადმე ნორმალურ ადგილას, მთიულურ სამზარეულოს მოვხოდავდით წასაღებად. ხინკალზე და მხლოვანაზე ატვეჩაი ვარ. ზომბებივით რიგები იდგება ერთხელ ვინც შეჭამს yes.gif

Posted by: iosebovich 21 Aug 2019, 23:15
Trump
აბა გაგვანათლე კარგი ხინკალი რომელია. სახლში გაკეთებული და ჭიუხებში როა მთაში ეგ არ ითვლება. რაც გვაქვს თბილისში იქიდან დაწერე.

Posted by: Trump 22 Aug 2019, 09:55
iosebovich

მაგ აზრით არ მითქვამს რომ არიქა მე ვიცი რა არის კარგი ხინკალი და სხვამ არა მეთქი..
უბრალოდ ხალხს კარგი ჰგონია მასიურად შემოიხედე გენაცვალე, თაღლაურა და მაჭახელას ხინკალი.


სტაბილური ხინკალი მიხვიდე და კარგი იყოს ,მე რამდენადაც ვიცი არის კახელების 1 ც 2 ლარი.
მაგრამ ეგ არ ითვლება სახინკლეში რა..

ასევე მომწონდა ვაჟას HB ეხლა არ ვიცი..
შემომეჭამა
ოქროს კათხაშიც მომეწონა დიღომში..
მარტო ხინკალი არ გამისინჯავს აღმაშენებელზე. დანარჩენი მგონი ყველაფერი


Posted by: fermina 22 Aug 2019, 10:04
Trump
QUOTE
თბილისის ზოდიაქო ახსენეს ორჯერ ვიყავი, ეგეტი ნაგავი არ ვიცი.


თელავის ზოდიაქოში გაგისინჯავს? მგონი მე ვარ ერთადერთი, ვისაც არ მოეწონა. ნუ არ მოეწონა რა, არაფერი განსაკუთრებული, საერთოდ არაფერი.

დანარჩენ შენს ჩამონათვალს თითქმის მთლიანად ვეთანხმები.

Posted by: Trump 22 Aug 2019, 10:55
fermina
QUOTE
თელავის ზოდიაქოში გაგისინჯავს? მგონი მე ვარ ერთადერთი, ვისაც არ მოეწონა. ნუ არ მოეწონა რა, არაფერი განსაკუთრებული, საერთოდ არაფერი.

დანარჩენ შენს ჩამონათვალს თითქმის მთლიანად ვეთანხმები.



გამისინჯავს ერთხელ მომეწონა. მეორე ჯერზე ძალიან მარილიანი იყო, აი ძალიან.
რაღაცას რო მალავ და მარილს მიაყრი,ეგრეsmile.gif)


Posted by: toyota12345 22 Aug 2019, 13:04
ჩიტაძეზე კლიკე რომ არის ეგ და ჭანტურიაზე ზოდიაქო ამ ორიდან რომელს ამჯობინებდით? კლიკეში არ ვარ ნამყოფი არადა მაგარ მუღამზე ვარ ხინკლის

Posted by: iosebovich 22 Aug 2019, 16:47
toyota12345
კლიკე დამრჩა უნახავი და ეგ აღმაშენებელზე მარტო ხინკალი არ ვიცი რა არის და მართალი გითხრა არც სიტუაციურად მომეწონა. დალშე მგონი ყველა მოვიარეთ ასეათუისე ცნობილები .

Posted by: Keti-Ket 22 Aug 2019, 22:03
toyota12345
ფაქტობრივად ერთი და იგივეა ჩემთვის. აი, ძალიან მსგავსი გემო აქვს ორივეს და ზომაც კი. ნადუღის ხინკალი ხომ საერთოდ იდენტური. სხვაობა ისაა, რომ ზოდიაქოს ხორცის ხინკალში რაღაც სანელებლის გემო უფრო იგრძნობა

Posted by: yurmetal 23 Aug 2019, 10:58
მეგობრებო ეხლა ჩავდივარ ბათუმში და ხომ ვიცი ხინკალი მომინდება biggrin.gif
ძალიან მიყვარს და რა ვქნა, ხოდე სად ვჭამო ასე თუ ისე ნორმალური ? smile.gif

Posted by: Darkstalker 23 Aug 2019, 11:21
ბათუმში არ ვიცი მარა ზესტაფონის ხინკალს აქებენ ძალიან. მე ყაზბეგში მივდივარ ხვალ და აჭარული ხაჭაპურის ლომკა დამეწყება ეხლა ხო ვიცი.

Posted by: FoolOnTheHill 23 Aug 2019, 18:25
QUOTE (yurmetal @ 23 Aug 2019, 10:58 )
მეგობრებო ეხლა ჩავდივარ ბათუმში და ხომ ვიცი ხინკალი მომინდება biggrin.gif
ძალიან მიყვარს და რა ვქნა, ხოდე სად ვჭამო ასე თუ ისე ნორმალური ? smile.gif

ხინკლის გემო+...

http://www.infobatumi.ge/guide/khinklis-gemo-plus/

Posted by: დოჩანა 24 Aug 2019, 00:59
კლიკეში კაი სიტუაციაა? სისუფთავეა?

ხინკალი გემრიელია ? და რა ღირს 1 ცალი?

Posted by: Dybala 24 Aug 2019, 01:38
დოჩანა
კაი სიტუაცია რავი, სარდაფია.
ნუ სუფთა იყო მგონი.


ლარი ღირდა რამდენიმე თვის წინ ვიყავი.


სიტუაციის მხრივ ზოდიაქო ჯობს.

ხინკალი რაც მახსოვს თითქმის ერთნაირია
* * *
yurmetal
QUOTE
მეგობრებო ეხლა ჩავდივარ ბათუმში და ხომ ვიცი ხინკალი მომინდება
ძალიან მიყვარს და რა ვქნა, ხოდე სად ვჭამო ასე თუ ისე ნორმალური ?

სად შეჭამო არ ვიცი, მაგრამ ვიცი სად არ ---> ჩეხური ლუდის სახლი.
გუშინ ვიყავი და ცოტა უმს გავდა და სპეციფიური ცუდი სუნი ქონდა მგონი მაგის გამო.

Posted by: WP-Rex 25 Aug 2019, 14:31
MartoKhinkali-ში ყოფილხართ ვინმე?
https://www.facebook.com/martokhinkali/

გასინჯეთ, მე ქალაქურიც მომეწონა და მთიულურიც.
ბევრნაირი აქვთ. პახოდუ, ხედავ როგორ აკეთებენ.

რეკლამას გავს, მაგრამ არაა smile.gif

Posted by: akako78 25 Aug 2019, 20:57
საოცარი ხინკალის რა მოგახსენოდ,მაგრამ საოცარი ფასები რომ არის ხორცე საქართველოში ეს უკვე აშკარაა!!!ადრე ხომ იაფი იყო და ეხლა დოლარის გამო ისევ აუწიეს 30-35%-ით-რა ღორობაა???1ლარი თუ გახდა და დაკმაყოფილდნენ კიდევ კარგი იქნბეა ალბათ..

Posted by: sedvan 26 Aug 2019, 01:27
მცხეთაში თუ გაგისინჯავთ ,,გარაჟებს,, ეზახიან მემგონი. 1-2 გასინჯა ნუ სასწაულიაო ეგეთი არ გვიჭამიაო... მართლა ეგრეა ვინც ხართ ნამყოფი ისეთმა იქნებ მიპასუხოს)

Posted by: toyota12345 26 Aug 2019, 03:51
sedvan

მე ვიყავი კარგია მაგრამ ისეთი არაა მაგის გამო მცხეთაში ჩასვლა რომ ღირდეს. მაგას ზოდიაქო ჯობია თბილისში ბევრად.

Posted by: iosebovich 26 Aug 2019, 11:34
QUOTE
მე ვიყავი კარგია მაგრამ ისეთი არაა მაგის გამო მცხეთაში ჩასვლა რომ ღირდეს. მაგას ზოდიაქო ჯობია თბილისში ბევრად


მართალს ამბობ ეს კაცი. გარაჟები ადრე იყო კაი ეხლა მორჩენილი ამბავია.

Posted by: Master_Nick 26 Aug 2019, 16:41
iosebovich
ადრეც, სტუდენტობის დროს საშინელ ,,იჟოგას" მაძლევდა მე ეგ ,გარაჟების" ხინკალი. შენ გახსოვს რიყეზე ე.წ. ,,ბოჩკების" ხინკალი? smile.gif

Posted by: iosebovich 26 Aug 2019, 17:01
Master_Nick
მახსოვს როგორ არა smile.gif ბუნდოვნად ოღონდ smile.gif რა გემოსი იყო ვერ ვიხსენებ smile.gif წუმპე მახსოვს კიდე მერიოტთან. აი ეგ იყო საზიზღრობის პიკი რაა smile.gif

Posted by: Trump 26 Aug 2019, 17:10
ყველაზე ადრე რა გახსენდებათ ხინკლის რესტორანი?

მე მახსოვს ყაზბეგი- იყო ძალიან ბევრი მელიქიშვილზე, თამარაშვილზე, ელბაქიძე

ხინკალ კლუბი იყო თუ რაღაცა რესპუბლიკის მოედანზე ქვეშ.. დიდი სუნიანი ყაყები

Posted by: Master_Nick 26 Aug 2019, 17:18
iosebovich
10 თეთრის კვალობაზე არ იყო სხვათაშორის ცუდი ხინკალიsmile.gif

Posted by: iosebovich 26 Aug 2019, 17:42
Master_Nick
ეეჰ 10 თეთრი და კაი ცხოვრება სადღაა. მაშინ ეგ სხვაა. მე მახსოვს 20 თეთრი ღირდა მანდვე რიყეზე და საკმაოდ კარგი ხინკალი იყო. აი საკმაოდ კარგი. წუმპეს რო ვამბობ ძველებს ემახსოვრებათ. დღეს რო ჭანტურიას ზოდიაქოა იმის ცოტა ზევით იყო.

Posted by: max-14 26 Aug 2019, 21:15
QUOTE
ეეჰ 10 თეთრი და კაი ცხოვრება სადღაა

10 თეთრი მაგარი ფასი იყოsmile.gif)) კარგად მახსოვს....

Posted by: toyota12345 26 Aug 2019, 21:17
300 არაგველის მეტროს ქვევით ბოჭორმის ქუჩაზე ვის გახსოვთ კუთხეში სახინკლე რომ იყო აი საკაიფო მთიულური ხინკალი იყო ბებიაჩემს დავყავდი ხოლმე დაახლოებით 14 წლის წინ.

Posted by: horsecash 1 Sep 2019, 13:59
ზოდიაქო თქვე სამარცხვინოებო თელავის ზოდიაქოში არ შეისვლება, ეგეთი კარგი ხინკალი როგორ აქციეთ საზიზღრობის ბუდედ სირცხვილია მაგრამ რა უნდა ქნან სტანდარტული ქარტული ღორობა დაატყდათ თავს. არ მიხვიდეთ შეგზიზღდებათ

Posted by: Rust_Cohle 1 Sep 2019, 14:23
კლუკეს ხინკალი მომწონდა ადრე ძაან
ეხლა უფრო ამო რამე ალბათ

Posted by: WP-Rex 1 Sep 2019, 15:37
iosebovich
მუხამბაზში იყო კიდე, სასტუმრო თბილისის ქვეშ.
მგონი 5 კაპიკი ღირდა თუ 10.

Posted by: iosebovich 2 Sep 2019, 09:53
horsecash
QUOTE
ზოდიაქო თქვე სამარცხვინოებო თელავის ზოდიაქოში არ შეისვლება, ეგეთი კარგი ხინკალი როგორ აქციეთ საზიზღრობის ბუდედ სირცხვილია მაგრამ რა უნდა ქნან სტანდარტული ქარტული ღორობა დაატყდათ თავს. არ მიხვიდეთ შეგზიზღდებათ


ძალიან საწყენია მარა მოსალოდნელიც იყო რაა.დიდხანს სად დაუჭერიათ ხარისხი რო აქ დაეჭირათ. როდის იყავით ? მე დიდი ხანია არ ვყოფილვარ და ვერაფერს ვიტყვი მარა როგორც უკვე ბევრმა აღნიშნა ესეიგი ქართულად გაღორდნენ. ანუ კარგი ხორცი ინდურით ჩაანაცვლეს და იალაა . ის კი არ იციან რო ერთი-ორი ესეთი გამოხმაურება კიდე და თბილისის კლიენტს საბოლოოდ დაკარგავენ. თელაველები ისედაც ამბობენ უკვე რო ზოდიაქო ჩამოსაწერიაო.

Posted by: sham 2 Sep 2019, 12:08
QUOTE
თელაველები ისედაც ამბობენ უკვე რო ზოდიაქო ჩამოსაწერიაო.



ვაა, არა და მომიწია 2 კვირის წინ მანდ ხინკალი გამესინჯა და მაგრად მომეწონს...

საწყენია თუ გააფუჭეს.

Posted by: shaka4 3 Sep 2019, 18:56
[QUOTE=sham,2 Sep 2019, 12:08 ] [QUOTE]თელაველები ისედაც ამბობენ უკვე რო ზოდიაქო ჩამოსაწერიაო.[/QUOTE]

რომელი თელაველი ამბობს ძაან მაინტერესებს. :დ დამიჯერე თელაველი ვარ და მასეთი რამე არავისგან გამიგია. ხინკალი რო გინდოდეს და ზოდიაქოში თავისუფალი ადგილი ნახო ტაში უნდა დაუკრა
* * *
ესეთ $ლეობებს რო წერთ მთელი ღამე ფიქრობთ რა დაწეროთ ანტი რეკლამის პონტში ? რა ინდური ხორცი ხალხო მეღადავებით?

Posted by: iosebovich 3 Sep 2019, 20:15
shaka4
ჯერ წესიერად საუბარი ისწავლე და გაფილტრე. მერე მანდ თუ მუშაობ უნდა გაინტერესებდეს ხალხი რას ფიქრობს. აქ რო ზოდიაქო გვიქია ისეთი უნდა მარა ამ ბოლო დროს ბევრი აღნიშნავს რო გააფუჭეს. კაჭრეთის ჩემპიონშიც ბევრი ხალხია მარა აღარ შეისვლება. ასე რო გორლაზე კი ნუ ხართ ხოლმე მომხმარებელს მოუსმინეთ.

Posted by: shaka4 3 Sep 2019, 20:26
iosebovich
არც ზოდიაქოში ვმუშაობ და არც მისგან წილი მეკუთვნის. უბრალოდ გამაღიზიანებელია ისეთი საუბრის მოსმენა რომელიც დაუსაბუთებლად არის ნათქვამი და არანაირი კავშირი აქვს სიმართლესთან. ყველას ვერ მოეწონება ვერც ხინკალი და ზოგადად ვერც სხვა ნებისმიერი რამ, მაგრამ ხო უნდა იყოს ნათქვამი რეალურთან მიახლოებული.

Posted by: Keti-Ket 3 Sep 2019, 23:15
თელავის ზოდიაქო არ ვიცი და თბილისის ზოდიაქოზე რომ ვამბობდი ერთ-ერთი საუკეთესოა, დღევანდელი მაგალითით საპირისპირო დაამტკიცეს.

ზუსტად 45 წუთი, გადამეტების გარეშე გვალოდინეს, მარტო ხინკალზე თან, რამდენჯერმე კითხვის შემდეგ კი მოვიდნენ ბოდიშით ახლა ჩაყარეს და 5 წუთში მოიხარშებაო. ანუ ან დაავიწყდათ ან სპეციალურად აკეთებენ ხოლმე. უკვე არც განწყობა მქონდა და არც ხინკალმა გაამართლა. ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული

Posted by: Master_Nick 3 Sep 2019, 23:23
iosebovich
ყურით მოტანილი ამბავია ეგ თელავის ზოდიაქოზე, ჩემი და იყო 2 დღის წინ თელავში და ადგილი არ იყო ზოდიაქოში იმდენი ხალხი იყო. ხინკალი ზოდიაქოში ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.

Posted by: Camel 4 Sep 2019, 00:30
Master_Nick
QUOTE
ყურით მოტანილი ამბავია ეგ თელავის ზოდიაქოზე, ჩემი და იყო 2 დღის წინ თელავში და ადგილი არ იყო ზოდიაქოში იმდენი ხალხი იყო. ხინკალი ზოდიაქოში ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.



ყურით მოტანილი რა. ეგეც ისლანდიაშია ხო არაა თელავია
ბოლოს რო ვიყავი ხინკალი, ხორცი იყო ისეთი მარილიანი ვერ გაიგებდი რას ჭამდი
კიდე მეგობრებიც იყვნენ და იმათმაც თქვეს ძალიან გაბანძებული იყოო
რა გასაკვირია რო სავსეა? ზოგთან გვიან მიდის ინფორმაცია,რომ ზოდიაქოში კარგი ხინკალია..
ეგრეა ქართული ზავიძენიები.. თუ გინდა ჩამოვთვლი ნაგავ რესტორნებს,სადაც ადგილი არაა .
ზოდიაქოს ქართული სენი შეეყარა ჩვეულებრივად.
არაფერია გასაკვირი.

Posted by: Miаmi 4 Sep 2019, 08:09
iosebovich
QUOTE
კაჭრეთის ჩემპიონშიც ბევრი ხალხია მარა აღარ შეისვლება

გააფუჭეს ესეც?

Posted by: Andy_Kaufman 4 Sep 2019, 09:39
სადაც ბევრი ხალხია იქ ხარისხის დაჭერა ძნელია

ზოდიაქოში არ ვყოფილვარ მაგრამ გასაკვირი ნამდვილად არაა რომ გაეფუჭებინა

ადრე ზახარ ზახარიჩს ქონდა პატარა კანფეტივით ხინკლები და ძაან გემრიელი იყო .. მერე მაგათაც კონვეიერულ ხინკლის მოხვევას მიყვეს ხელი და ეხლა არც შეისვლება

აი კახელები მაგალითად იშვიათად გააფუჭებენ ხინკალს , იმიტომ რომ 2 ლარი ღირს და მოთხოვნა იქ ხინკალზე მართლა დესერტის პონტშია biggrin.gif

Posted by: iosebovich 4 Sep 2019, 09:50
ჰოდა აბა მე რას ვწერ კაცო. ხალხი ინერციით დადის ჯერ კიდევ. იმედია წაიკითხავენ აქაურების პოსტებს ან მიუტანს ამბავს ვინმე. ღმერთმა ქნას ვცდებოდეთ მარა ბოლი ცეცხლის გარეშე არაა. ვინ მაჯობებთ ამ თემაში ზოდიაქოს ქებაში, ნახეთ წინა თემები და ჩემი პოსტები. მარა სანამ დროა რო განგაში ავტეხოთ და მივუთითოთ უნდა გავაკეთოთ. მოლა ნასრედინის არ იყოს ეხლა შემოვულაწუნოთ თორე კოკას რო გატეხავენ მერე რაღა აზრი ექნება. თაღლაურაშიც ბევრი ხალხია ისე და შემოიხედე გენაცვალეშიც მარა ღორს არ აჭმევენ ისეთი საჭმელია. სუ გადაჭედილია ველიამინოვი და ჩადით არ გაინტერესებთ რას გაჭმევეენ. ზოდიქოც თუ ჩამოიშალა, მერე აქა იქა დარჩენილი რამოდენიმე და ეგაა დაჯდება ყველა ინდურ ხორცზე, იმ უზერმა არ იცის რო შემოდის ინდური კამეჩის ხორცი, გაყინული და მაგას ხმარობენ 90%-ში. მე მაქვს შეხება და ეგეც საუკეთესო შემთხვევაში და სალების და სოიოს გარევაზე აღარაფერს ვამბობ.

Posted by: akako78 4 Sep 2019, 22:10
iosebovich
არ არის გასაკვირი..აქ რომ მეწარმე იკადრებს...იმედია არა ყველა მეწარმეა ასეთი უსინდისო,მაგრამ მე პირადად სახლში მირჩევნია ხინკლის მირთმევა..მეტ-ნაკლებად ვიცნობ რამოდენიმე მეხორცეს და როცა მომეწონება მაშინ ვყიდულობ და ვაკეთებთ..გარეთაც მივირთმევ-მაგრამ საერთოდ გატარებულ ხორცს ძალიან ვერიდები..

Posted by: max-14 4 Sep 2019, 22:47
QUOTE
მაგრამ მე პირადად სახლში მირჩევნია ხინკლის მირთმევა..

up.gif ასე ჯობია.გარეთ აღარ იჭმევა საერთოდ არსად

Posted by: yurmetal 5 Sep 2019, 10:55
შემომეჭამამ მეორე ფილიალი გახსნა, იმედია არ გააფუჭებენ ...

ზოდიაქოში ვიყავი წინა კვირას და ნუ ნორმალური ხინკალია რა, დიდი ვერაფერი. ერთი ის მომწონს ზეთში რომაა მოხარშული, ჩებურეკივით, აი სასწაულად გემრიელია. ნუ ხინკალი მაგი ნამდვილად არაა biggrin.gif

Posted by: Keti-Ket 5 Sep 2019, 11:19
yurmetal
და სად აქვთ მეორე ფილიალი?

გაფიცებთ, კლიკეში და ზოდიაქოში მარტო მე მალოდინებენ ხოლმე ხინკალზე 30-45 წუთი, თან ყოველთვის თუ თქვენც?

Posted by: BeerLover 5 Sep 2019, 11:23
Keti-Ket

ხინკალზე რო 45 წუთი მალოდინონ იქ მეორედ ნაღდად აღარ მივალ biggrin.gif ხინკალია ბოლობოლო რა უნდა იყოს ეგეთი საოცრება

Posted by: yurmetal 5 Sep 2019, 11:46
Keti-Ket
ფეისბუქზე ვნახე, სადღაც მეიდანის ფილიალიო, სავარაუდოდ ტურისტულ ადგილას.

რავი ბოლოს 10 კაცი ვიყავით და არ გვალოდინეს smile.gif

Posted by: Keti-Ket 5 Sep 2019, 12:08
BeerLover
რამდენჯერმე ადგომა და წასვლა დავაპირე უკვე, მაგრამ თან რომ იცი სადაც არ უნდა გახვიდე მინიმუმ 15 წუთი კიდევ გალოდინებენ და უკვე შიმშილის სასარგებლოდ გიწევს პრინციპულობის დათმობა biggrin.gif

yurmetal
მადლობა

Posted by: fermina 5 Sep 2019, 15:06
gvangiong
QUOTE
მაგ კახელების ####################, ღორის შვილები


რატომ აგინებ? არის ხალხი, ვისაც უღირს თუნდაც წელიწადში ერთხელ მანდ მისვლა და გემრიელი და ახალი, ჯანსაღი პროდუქტის მირთმევა და ვთვლი, რომ უნდა არსებობდეს ასეთი ობიექტებიც. თუნდაც უცხოელებისთვის, საერთოდ არ არის ძვირი, სამაგიეროდ ხარისხი უჭირავთ სტაბილურად და ნამდვილი ქართული კერძის დასაგემოვნებლად არ შეგრცხვება არავის გაშვება.

Posted by: Master_Nick 5 Sep 2019, 15:50
თბილისში გაუყინავი ქართული ხორცის ხინკალი კახელების გარდა სადმე კეთდება?

Posted by: iosebovich 5 Sep 2019, 17:39
Master_Nick
QUOTE
თბილისში გაუყინავი ქართული ხორცის ხინკალი კახელების გარდა სადმე კეთდება?


რა კარგი კითხვაა smile.gif მე ვერავიზე დავდებ თავს ...

Posted by: FranziskanerWeissbier 5 Sep 2019, 17:48
შემომეჭამასაც ქართული ხორცი აქვს როგორც ვიცი.

Posted by: WP-Rex 5 Sep 2019, 17:51
"მარტო ხინკალი"-ში იყავით ვინმე?

Posted by: //Rossi 5 Sep 2019, 18:01
QUOTE
8.ჰბ - (ვაჟას და იუსტიციის ფილიალი)

რამდენიმე დღის წინ ვიყავი იუსტიციის სახლთან, არ გარისკოთ სრული კატატროფაა. ეგეთი ცუდი ხინკალი ბოლოს როდის გავსინჯე აღარც მახსოვს.

QUOTE
კლიკეში კაი სიტუაციაა? სისუფთავეა?

ხინკალი გემრიელია ? და რა ღირს 1 ცალი?

ძალიან კარგი სიტუაციაა, სისუფთავეც არის და კარგი მომსახურებაც.
ხინკალი გემრიელია, მაგრამ უკეთესებიც გამისინჯავს
ფასი როგორც მახსოვს 90 თეთრი.


Posted by: xx3xx 5 Sep 2019, 23:29
QUOTE (akako78 @ 4 Sep 2019, 22:10 )
iosebovich
არ არის გასაკვირი..აქ რომ მეწარმე იკადრებს...იმედია არა ყველა მეწარმეა ასეთი უსინდისო,მაგრამ მე პირადად სახლში მირჩევნია ხინკლის მირთმევა..მეტ-ნაკლებად ვიცნობ რამოდენიმე მეხორცეს და როცა მომეწონება მაშინ ვყიდულობ და ვაკეთებთ..გარეთაც მივირთმევ-მაგრამ საერთოდ გატარებულ ხორცს ძალიან ვერიდები..

უთუოდ მართალი ხარ ნამდვილად სამაგალითო საქციელია ყველამ მასე უნდა გააკეთოს ვისაც ხინკლის ჭამა მოუნდება და კლიენტურა რო მოაკლდებათ იქნებ მერე დაფიქრდნენ ხარისხზე, ღორებივით ყველაფერს რო ვჭამთ და ვყიდულობთ მაგის ბრალი არის რომ გაიჯვეს თავზე და ხინკლის ქვეყანაში ხინკალს რომ ვერ შეწამ სახინკლეში და ღვინის ქვეყანაში ღვინოს რომ ვერ იყიდი მაღაზიაში ტეხავს ამიტომ ხინკლის მომზადება არცისე რთულია მზა ფირფიტებად ცომი იყიდება წერეთელზე ცომი ქვია მაღაზიას ფარშის მომზადებაც უადვილესია მაქსიმუმ 1 საათის ბაზარია და გემრიელი ნაღდი ჯიგარი თქვენი ხელით მომზადებულ ხინკალს გემრიელად მიირთმევთ

Posted by: akako78 6 Sep 2019, 10:51
xx3xx

რავიცი შეიძლება სახალისოც კი იყოს როცა ოჯახი აკეთებს-გაიხარეsmile.gifყოველდღე არა,მაგრამ თვეში თუნდაც ერთხელ და ორჯერ რომ გააკეთოს ყველამ არა მგონია დიდი საპრობლემო შეიქმნას..ვისაც რა თქმაუნდა ეხერხება(არის ადამიანების კატეგორია-აი მაგალითად დეიდაჩემიsmile.gifარ არსებობს მაგან რაიმე ვერ გააკეთოს შეფ მზარეულის დონეზე,მაგრამ ხინკალს ვერ აკეთებსsmile.gif)ღვინოშიც გეთანხმები-იყიდი დაწურავ და მერე არ დუღდებაsmile.gifრითი წამლავენ ხომ არ ვიცით?არც შაქრიანობა აქვს კარგი უმეტესად და ამის ბრალიც არის ხოლმე..რომ არ გაუფუჭდეთ ისეთებს კადრულობენ ეგენიც რომ თუ არ იცი გლეხის პატიოსნება ვერ იყიდი ყურძენსაც..აქ თბილისში კი რაც არის რქაწითელი 80 ან 90 პროცენტი კახური რქაწითელი არაა..არის მარნეულის და ათასი ჯანდაბა და დოზანა-გადამყიდველები კახეთში ნაკლებად დადიან(ნუ დადიოდნენ)იმიტომ რომ შორსაცაა მაგათვის და ქარხნის ფულსაც არ სთავაზობენ გლეხებს..
პ.ს. არც ნამდვილი ორგანული ყველი არ დავივიწყოთ-ორგანული ყველი საძებარია უკვე რაჭაშიც..ორგანული კია არადა ზოგადად ყველი არის საძებარი(ფასი ხორცის არ იყოს დოლარის კურსს მიაბეს ყველამ 11 ლარია იმერული ჩემთან სახლთან მარკეტებში-ბაზარში 10 ლარიაო და ყიდულობ და მაინც არ იცი კაცმა რა არისsmile.gif)..აღარ დარჩა ხალხი ვინც საქონელს იყოლიებს და მოუვლის სამწუხაროდ..

Posted by: yurmetal 12 Sep 2019, 12:07
წინა კვირას ვიყავი თბილისის ზოდიაქოში და მომსახურე პერსონალს იმენა მაგარი კიდია, სანამ არ დაუძახებ მენიუს არ მოგიტანენ, შეკვეთაზეც იგივეა და ნუ მოკლედ ყველაფერზე.
მაგრამ ნადუღის ხინკალი ძალიან მომეწონა, ხორცის ხინკალიც მომეწონა, ძალიან მაგარი არაა, მაგრამ კარგია. აბა ეხლა ხალხი რომ მაჭახელას ხინკალზე ამბობს კარგიაო ...

Posted by: მამაო ენუქი 12 Sep 2019, 13:18
9 მთაში მართლა კაი ხინკალი ქონიათ, მარა გინებას დაუწყებთ აქ ფასი რო დავწერო biggrin.gif

Posted by: iosebovich 12 Sep 2019, 16:25
yurmetal
QUOTE
ხორცის ხინკალიც მომეწონა, ძალიან მაგარი არაა, მაგრამ კარგია.

ზუსტი შეფასება, თავიდან უფრო კარგი იყო მარა ...

მამაო ენუქი
QUOTE
9 მთაში მართლა კაი ხინკალი ქონიათ, მარა გინებას დაუწყებთ აქ ფასი რო დავწერო

ვიცით კაცო 9 ცალი 15 ლარამდე ხო ? biggrin.gif

Posted by: girvan_88 13 Sep 2019, 10:03
QUOTE
9 მთაში მართლა კაი ხინკალი ქონიათ, მარა გინებას დაუწყებთ აქ ფასი რო დავწერო

თუ ლუდსაც მიაყოლებ ტრუსიკის ამარა გამოხვალ

Posted by: yurmetal 13 Sep 2019, 11:06
გუშინ ღვინის ქარხანაში ვჭამე ხინკალი და საკმაოდ კარგი იყო, შემომეჭამას შევადარე, უბრალოდ ამათ უფრო დიდები აქვთ.
ფასი 90 თეთრი
Mito ხინკალი, ესე ჰქვია ზავედენიას smile.gif

Posted by: მამაო ენუქი 13 Sep 2019, 11:13
girvan_88
QUOTE
თუ ლუდსაც მიაყოლებ ტრუსიკის ამარა გამოხვალ


პირიქით, მანდ ლუდი უნდა დალიო, საჭმელია ძვირი biggrin.gif

Posted by: iosebovich 13 Sep 2019, 14:19
yurmetal
სადაა ტერიტორიულად ? გასინჯავდა კაცი ... აა ვნახე პეტრიაშვილის დასაწყისში როა ტერასაზე ეგაა ხო ? ლუდი ლეფი 8 ლარი, სტელა არტუა 7 ლარი.

მამაო ენუქი
ხინკალი ისევ 5 და 9 აა ? ანუ შეკვეთის პონტში ? 10 ხინკალს ვერ შეუკვეთAვ ?

Posted by: მამაო ენუქი 13 Sep 2019, 14:57
iosebovich
ორჯერ შეუკვეთე 5 და ათი გამოვა.


Posted by: belimbor 13 Sep 2019, 15:07
QUOTE
პირიქით, მანდ ლუდი უნდა დალიო, საჭმელია ძვირი


არადა ლუდიც საკმაოდ ძვირად აქვთ, პლიუს დაბნეული მიმტანი biggrin.gif

https://www.facebook.com/number8bar/ მე აქ ვიყავი და ვაკის მიუხედავად ძალიან დაბალანსებული ფასები აქვთ საჭმელზე + ლუდიც კარგი.

გუშინწინ ლუდის მოედანზე ვიყავი და საკმაოდ გემრიელი ხინკალი ჰქონდათ, გამიკვირდა

Posted by: iosebovich 13 Sep 2019, 15:46
მამაო ენუქი
QUOTE
ორჯერ შეუკვეთე 5 და ათი გამოვა.

biggrin.gif
მაგათი მნაგახადოვკა #### ##### რააა ....

Posted by: akako78 13 Sep 2019, 16:07
მეც დავაგემოვნე დღეს სახლში გაკეთებული ხინკალი-უბრალოდ ისეთ "პახმელიაზე" ვიყავი რომ აი ბულგაკოვი რომ წერს ოსტატი და მარგალიტაში..ლიხოდეევი რომ იღვიძებს აი ისე ვიყავი მართლაც.. 2.5ლიტრი ლუდი და მომეშვა რაsmile.gif

Posted by: DON PEDRO SANGRE 13 Sep 2019, 16:22
QUOTE (akako78 @ 13 Sep 2019, 16:07 )
მეც დავაგემოვნე დღეს სახლში გაკეთებული ხინკალი-უბრალოდ ისეთ "პახმელიაზე" ვიყავი რომ აი ბულგაკოვი რომ წერს ოსტატი და მარგალიტაში..რიმსკი რომ იღვიძებს აი ისე ვიყავი მართლაც.. 2.5ლიტრი ლუდი და მომეშვა რაsmile.gif

biggrin.gif
ეგეთ დღეში თუ იყავი ცივი დაორთქლილი არაყი და სოსისები ტომატში უფრო გიშველიდა smile.gif

Posted by: yurmetal 13 Sep 2019, 16:27
iosebovich
იაფიანი ადგილი არაა, მე მხოლოდ ხინკალი ვჭამე და ვსო
ლუდსაც არ დავლევ მანდ

Posted by: akako78 13 Sep 2019, 17:07
DON PEDRO SANGRE
კი ეგეც მაგრად ასწორებს..მაგრამ ხინკლის წვენიც მაგარია ნაბახუსევზეsmile.gifმაგრად მევასება..

Posted by: toyota12345 13 Sep 2019, 17:23
ნაბახუსევზე კარგი სექსი დილით ადრიანად მერე ცივი ლუდი და ცხელი ხინკალი და მერე ძილი აი ეგ არის კაიფი.

Posted by: thug 14 Sep 2019, 06:01
ელ დეპოები არსებობს კიდე? biggrin.gif

რამხელა ხინკალი ქონდათ
მაშინ 20-25 თეთრი ღირდა უმეტესად მაქსიმუმ 30 თეთრი
ელ-დეპოში 35 თეთრი მარა ზომით საკმაოდ დიდი სხვებზე


Posted by: toyota12345 14 Sep 2019, 06:03
ვაჟაზე 7 კვარტალში შუა ქალაქი რომ არის რესტორანი მაგის ხინკალს აქებენ და უნდა გავიარო ხორცი 100% ქართული გაუყინავი არისო ისეთმა კაცმა მითხრა ეჭვს არ შევიტან მაგის ნათქვამში.

Posted by: iosebovich 14 Sep 2019, 18:42
toyota12345
ძალიან აქებენ და აბა მოიწერე რო გასინჯავ როგორია ...

Posted by: Jonatahn_smith 15 Sep 2019, 11:50
toyota12345

ჯერ კიდე როდის ვამბობდი ამას)

რამდენჯერაც ვიყავი, იმდენჯერ მომეწონა

Posted by: max-14 15 Sep 2019, 15:09
user posted image
ბულაჩაურის ხინკალი,ვისაც ასეთი(სახლის) ხინკალი მოსწონს,ცუდი არ იყო,მაგრამ ზოგჯერ არ უვარგათ.რას გაიგებს კაცი....

Posted by: girvan_88 16 Sep 2019, 10:27
QUOTE
ელ დეპოები არსებობს კიდე?

რამხელა ხინკალი ქონდათ
მაშინ 20-25 თეთრი ღირდა უმეტესად მაქსიმუმ 30 თეთრი
ელ-დეპოში 35 თეთრი მარა ზომით საკმაოდ დიდი სხვებზე

ვაჟაზე იყო ბოლო ფილიალი და ისიც დაიკეტა. რამდენჯერაც ჩავუარე პერსონალის გარდა არავინ იჯდა.
ქუთაისშია დარჩენილი ერთი ელდეპო, სხვათაშორის ქუთაისის კვალოაზე ხინკალს არაუშავდა

Posted by: max-14 25 Sep 2019, 01:16
QUOTE
ელ დეპოები არსებობს კიდე?

დიდი ხანია არა
ისე ხინკალი მართლა უნიკალური რამეაsmile.gif)))))

Posted by: iosebovich 25 Sep 2019, 11:05
max-14
QUOTE
ისე ხინკალი მართლა უნიკალური რამეა


ნამდვილად რაა ... smile.gif

Posted by: Keti-Ket 25 Sep 2019, 11:11
ქართული ეზოს ხინკალი ხომ არ გაგისინჯავთ?

Posted by: iosebovich 25 Sep 2019, 13:51
Keti-Ket
სადაა ეგ ქართული ეზო? ჩვენი ეზო ვიცი ნატახტრის გზაზე და კაპიკად არ უვარგათ ხინკალი, არც იმათ ეხლა რო გაიხსნა ხორხელიო ....

Posted by: Keti-Ket 25 Sep 2019, 17:11
iosebovich
ჩიტაძეზე პარლამენტთანო. გამოდის რომ სადრაც კლიკეს გვერდით, არადა არც შემინიშნავს. თავს დებენ, რომ გამორჩეული ხინკალი აქვთ

Posted by: Tahiti 25 Sep 2019, 17:17
QUOTE (iosebovich @ 25 Sep 2019, 11:05 )
max-14
QUOTE
ისე ხინკალი მართლა უნიკალური რამეა


ნამდვილად რაა ... smile.gif

არ მიყვარს.
ცხოვრებაში არ მომენატრება.

Posted by: iosebovich 25 Sep 2019, 17:37
Keti-Ket
QUOTE
ჩიტაძეზე პარლამენტთანო. გამოდის რომ სადრაც კლიკეს გვერდით, არადა არც შემინიშნავს. თავს დებენ, რომ გამორჩეული ხინკალი აქვთ


საინტერესოა. რაღაც არი კი ცოტა ზევით კლიკესთან .. და სად წერენ რამე გვერდი აქვთ ფეისბუქზე? ვნახე, საერთოდ არ აქვთ გამოხმაურება. სასტუმრო-კაფე ყოფილა.

Tahiti
QUOTE
არ მიყვარს.
ცხოვრებაში არ მომენატრება.

ვისაც გვიყვარს გაგავატარეთ smile.gif

Posted by: Tahiti 25 Sep 2019, 18:15
QUOTE (iosebovich @ 25 Sep 2019, 17:37 )

ვისაც გვიყვარს გაგავატარეთ smile.gif

არ გჭირდებათ „გატარება“ ისედაც უმრავლესობაში ხართ smile.gif)

მინდოდა ჩემი მოკრძალებული აზრის გამოთქმა, უბრალოდ.

Bon appetit!


Posted by: Keti-Ket 25 Sep 2019, 22:17
iosebovich
ჰო, ფეისბუქზე რეკლამის სახით მიჩვენა, თან ზუსტად ხინკალზე აქცენტირებით, ყოველ ჯერზე.

კლიკეში ვიყავი რამდენიმე დღის წინ. ამჯერად ხორცის ხინკალი კვლავ კარგი ჰქონდათ, მაგრამ ნადუღი ძალიან გაზავებული წყალში.

Posted by: HanSolo 25 Sep 2019, 23:04
შუა ქალაქში ბოლოს ზამთარში ვიყავი და არაფერი განსაკუთრებული ხინკალი არ იყო, არადა 2-3 წლის წინ ხშირად დავდიოდი მანდ მართლა კარგი ხინკალი ჰქონდათ. შეიძლება მე არ გამიმართლა, დაწერეთ აბა ვინც გასინჯავთ.

Posted by: belimbor 26 Sep 2019, 10:49
აი დღეს მივდივართ სადღაც ხინკალი უნდა ვჭამოთ და ამ მდგომარეობით რომელია საუკეთესო თბილისში? biggrin.gif

Posted by: toyota12345 26 Sep 2019, 15:31
თბილისის ზოდიაქოში ვიყავი ოღონთ მანდ არ გვიჭამია ყუთით წამოვიღეთ მაგრამ მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ერთი სიტყვით ისეთ ვერაა როგორიც იყო კაროჩე ხორცს რაღაც უცნაური გემო ქონდა და რაღაც ცხიმის მაგვარი ესხა. ეგეც გაბანძდა აღარ ვიცი სად წავიდე მაგრამ ისე აღარც ხინკლის ფულია ისე გაძვირდა ცხოვრება იშვიათად თუ შევჭამ აწი......

Posted by: iosebovich 26 Sep 2019, 17:09
toyota12345
QUOTE
მაგრამ ისე აღარც ხინკლის ფულია ისე გაძვირდა ცხოვრება იშვიათად თუ შევჭამ აწი......

+1 000 000

Posted by: belimbor 26 Sep 2019, 17:56
QUOTE
თბილისის ზოდიაქოში ვიყავი ოღონთ მანდ არ გვიჭამია ყუთით წამოვიღეთ მაგრამ მაგას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ერთი სიტყვით ისეთ ვერაა როგორიც იყო კაროჩე ხორცს რაღაც უცნაური გემო ქონდა და რაღაც ცხიმის მაგვარი ესხა. ეგეც გაბანძდა აღარ ვიცი სად წავიდე მაგრამ ისე აღარც ხინკლის ფულია ისე გაძვირდა ცხოვრება იშვიათად თუ შევჭამ აწი......


აუ ძმაკაცებს შევუთანხმდი, საღამოს მანდ წავიდეთ-მეთქი. ანუ გავბანძდები? biggrin.gif გადამარჩინეთ ხალხო, სად წავიდე

Posted by: akako78 26 Sep 2019, 17:56
სახლში ვაკეთებთ ხოლმე და არ 21 ლარად ნაყიდი რბილი საქონლის ხორცისგანაც აღარ ჯდება იაფიsmile.gif5 ლარი თუ გახდა 50 თეთრის ნაცვლად აი ეგ იქნება მართლა მარაზმი..გეორგიან დელიკატესს ტრადითიონალ ხინკალს დააწერენ და შევა უცხოელი და 15 ლარად გამოსკდებაsmile.gif

Posted by: belimbor 26 Sep 2019, 18:17
თქვენ არ ხართ თანაფორუმელები biggrin.gif როცა დამჭირდა, არავინ დამეხმარა და შევრცხვები ძმაკაცებში biggrin.gif

Posted by: მამაო ენუქი 26 Sep 2019, 18:19
belimbor
მაყუთი რამდენი გაქვთ ? boli.gif

Posted by: belimbor 26 Sep 2019, 18:20
QUOTE (მამაო ენუქი @ 26 Sep 2019, 18:19 )
belimbor
მაყუთი რამდენი გაქვთ ? boli.gif

არაა შეზღუდული, კახელებში ნუ გაგვიშვებ ახლა 2.5 ლარიან ხინკალზე. თუმცა თუ კარგია, არც ეგაა პრობლემა biggrin.gif წინაზე 9 მთაში ვიყავით და არ დაგვევასა. 100-ზე მეტი კი დავტოვეთ 4-მა კაცმა

Posted by: iosebovich 26 Sep 2019, 18:21
belimbor
აი რა გითხრათ. მანდ რომც წაგეყვანა ლუდი მხოლოდ პილზნერია და თელავური რაღაც. კლიკე არაა საქეიფო საერთოდ. ფასანაური ისევ დოლიძეზე. ამ ბოლო დროს ისევ გაასწორეს სამზარეულო და ხინკალ-ქაბაბი.

Posted by: მამაო ენუქი 26 Sep 2019, 18:23
belimbor
თუ არ არის პრობლემა, მაშინ წადით კახელებში, მაგაზე უკეთესს თბილისში ვერ შეჭამთ. თან 9 მთისაზე 30 თეთრით ძვირია მეტი კი არა biggrin.gif

Posted by: toyota12345 26 Sep 2019, 19:18
ჩემი კარგო რესტორანი ნახალოვკაში დადიანზე მანდ მიდი და ხინკალი კვლიავით შეუკვეთეთ გაგისწორდება.

Posted by: xx3xx 26 Sep 2019, 20:35
QUOTE (toyota12345 @ 26 Sep 2019, 19:18 )
ჩემი კარგო რესტორანი ნახალოვკაში დადიანზე მანდ მიდი და ხინკალი კვლიავით შეუკვეთეთ გაგისწორდება.

მანდ 1 წლის წინ ვიყავი და სუფრაზე ჯონჯოლიც კი არ ვარგოდა არამცთუ ხინკალი givi.gif

Posted by: Frankens†ein 27 Sep 2019, 02:34
QUOTE
100-ზე მეტი კი დავტოვეთ 4-მა კაცმა

დღევანდელ დღეს ოთხმა კაცმა ხინკალი რო ჭამოს და ლუდი დააყოლოს, 9 მთაში კი არა, სამიკიტნოში დატოვებს 100 ლარს : )

ყველაზე გემრიელს რაც შეეხება, ვისთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის "შემომეჭამას" ხინკალს ბადალი არ ყავს : )

Posted by: toyota12345 27 Sep 2019, 03:58
ქაბაბი როგორ გავაკეთო ვინმემ რეცეპტი კარგი ხომ არ იცით? ძმაკაცის დაბ დღე მოდის და ხორცი უნდა ავიღოთ და ქაბაბის მუღამი აქვს მაყალზე შამფურზე რო კეთდება მაგრამ ფარშის გაკეთება არავინ არ ვიცით)))

Posted by: belimbor 27 Sep 2019, 10:13
QUOTE
დღევანდელ დღეს ოთხმა კაცმა ხინკალი რო ჭამოს და ლუდი დააყოლოს, 9 მთაში კი არა, სამიკიტნოში დატოვებს 100 ლარს : )


ფასანაურში ვიყავით. 30 ხინკალი, 2 ქაბაბი, მეგრული ხაჭაპური და 4 ლუდი 78 ლარი დაგვიჯდა, ასე რომ მთლად ეგრეც არაა. ისე სამიკიტნოში 1 ლარი ღირს მგონი ხინკალი, პიონერები არიან გაძვირებაში

Posted by: iosebovich 27 Sep 2019, 11:07
belimbor
QUOTE
ფასანაურში ვიყავით. 30 ხინკალი, 2 ქაბაბი, მეგრული ხაჭაპური და 4 ლუდი 78 ლარი დაგვიჯდა

და როგორ მოგეწონათ ? დოლიძეზე იყავით ? ლუდი რომელი დალიეთ ? წესით მეტი გამოდის სადღაც 85 ლარი. ვარშტაინერი აქვთ მანდ ჩამოსასხმელი ეგრე მახსოვს.
* * *
toyota12345
იუთუბზე უამრავი ვიდეოა.
აი ეს ნახე ამათ არ ესწავლებათ. ზუსტად ესე გააკეთეთ საქონლის ხორცს თუ აპირებთ და არა ცხვრის ხორცს.


Posted by: juveman1 27 Sep 2019, 11:31
toyota12345
საქონლის ხორცი ცხიმიანი გაატარებინე 3 ჯერ. მერე სახლში ხელით ზილე იქამდე სანამ წებოვან მასას არ მიიღებ. დაამატე მარტო მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა დაღერღილი და ქონდარი ან ბეგქონდარა, სხვა არაფერი.
შედგი მეტელის ჯამით საყინულეში იქამდე სანამ თავი ცოტათი არ მოეყინება. გადმოიღე და შამფურს შემოაკარი, ცოტა ხელი დაისველე ხოლმე. დაალაგე ძალიან გახურებულ ნაკველჩხალზე და 3-4 წუთში გექნება იდეალური ქაბაბი.

Posted by: toyota12345 1 Oct 2019, 13:27
iosebovich
juveman1

დიდი მადლობა მეგობრებო

Posted by: iosebovich 1 Oct 2019, 18:24
დღეს ვიყავით ზოდიაქოში ჭანტურიაზე. ხალხით სავსე შესვენებაზე და ხინკალი იყო სუპერ დღეს აი სუპერ. ისეთი თელავში რო გვახსოვს. ქაბაბიც მომეწონა ნოთ ბედ. ლუდი აქვთ ბოდიში და ფსელი ...

Posted by: iosebovich 4 Oct 2019, 11:04
ჰაა რა ხდება ხინკალს აღარ ჭამთ თუ როგორაა საქმე ? რამე ახალი ხო არ გაიხსნა და აქ არ ვიცით ?

Posted by: fermina 6 Oct 2019, 17:28
თელავის ზოდიაქოს ხინკალი რატომ მოგწონთ sad.gif
საშინლად მარილიანი, პრიალა ცომით და უზარმაზარი კუჭით

Posted by: DON PEDRO SANGRE 6 Oct 2019, 18:02
ყვარელში ხინკალს სად მირჩევთ?
კარგი მწვადიც თუ ექნებათ მთლად უკეთესი

Posted by: any_body 6 Oct 2019, 18:06
მიტო-ში თუ გასინჯეთ ხინკალიი?
აქბენ ისე

Posted by: ADUA 7 Oct 2019, 08:41
მშვენიერი ხინკალი გეახელით ბეღელში

Posted by: FranziskanerWeissbier 7 Oct 2019, 09:33
ბოლოს რომ ვჭამე ბეღელში ძაან ცუდი ხინკალი მოიტანეს, არაფრის გემო არ ჰქონდა. არადა ძაან კარგიც მაქვს მანდ ნაჭამი ადრე.

Posted by: Trump 7 Oct 2019, 11:07
ADUA

არ არსებობს რომ ბეღელში რამე მოიტანონ მშვენიერი.
ბოდიში,მაგრამ რუსები რო სამიკიტნოებში და მაჭახელებში ხინკლებს ჭამენ და კარგი ჰგონიათ, ეგეთი ამბავია.

Posted by: fermina 7 Oct 2019, 11:19
horsecash
QUOTE
ზოდიაქო თქვე სამარცხვინოებო თელავის ზოდიაქოში არ შეისვლება, ეგეთი კარგი ხინკალი როგორ აქციეთ საზიზღრობის ბუდედ სირცხვილია მაგრამ რა უნდა ქნან სტანდარტული ქარტული ღორობა დაატყდათ თავს. არ მიხვიდეთ შეგზიზღდებათ


Camel
QUOTE
ყურით მოტანილი რა. ეგეც ისლანდიაშია ხო არაა თელავია
ბოლოს რო ვიყავი ხინკალი, ხორცი იყო ისეთი მარილიანი ვერ გაიგებდი რას ჭამდი
კიდე მეგობრებიც იყვნენ და იმათმაც თქვეს ძალიან გაბანძებული იყოო


აგერ დაუწერიათ უკვე ამ პატიოსან იუზერებს და მეც ვადასტურებ. გარეთ მყოფ ძაღლებს ზეიმი ჰქონდათ, კარგად გამოვკვებეთ ხინკლებით. მე არც წინა ვიზიტზე მომეწონა, მაგრამ ვიფიქრე, რომ მომეჩვენა რაღაც ან იმ დღეს რატომღაც არ ვარგოდა.

ჰო, საღამოს 5 საათი იყო და ნადუღის ხინკალი არ გვაქვს, დაგვიმთავრდაო .....

ზოგადადად, ეტყობა, რომ გაბაზრდა ხარისხის დაგდება, არ იყო ბევრი ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტურისტი და სხვადასხვა ქვეყნიდან თუ თბილისიდან ჩასული დაბოდიალობდა გუშინ თელავში, ძაღლების გამოფენის გამო.

Posted by: DON PEDRO SANGRE 7 Oct 2019, 11:26
2 დღეა ხინკალი ვერ ვჭამე ყვარელში. საღამოს 8 საათზე უკვე აღარ აქვთ, ორგან ვიყავით. სამაგიეროდ მშვენიერი ქაბაბი და მწვადი გეახელით ღვინის ეზოში

Posted by: fermina 7 Oct 2019, 11:29
DON PEDRO SANGRE
QUOTE
სამაგიეროდ მშვენიერი ქაბაბი და მწვადი გეახელით ღვინის ეზოში


გუშინ ვეღარ მოვასწარი, მომეწერა, ტელეფონით ვიყავი, თან გზაში.

https://forum.ge/?showtopic=34560127&view=findpost&p=54517640

მართლაც მშვენიერი ადგილია ყვარელში და კარგია, თუ მიაგენი.

Posted by: Miаmi 7 Oct 2019, 11:40
ზოდიაქოში უნდა მიხვიდეთ დილით და შეჭამთ კაი ხინკალს
საღამოს უკვე სხვა ხინკალი მოდის

Posted by: BeerLover 7 Oct 2019, 11:53
Miаmi

მართალია

ადრე დილით მივდიოდით ხოლმე თბილისიდან ნაბახუსევზე, კაი ხანია არ ვყოფილვარ

Posted by: Trump 7 Oct 2019, 12:08
Miаmi


დილით რავი. 11 ზე უკვე მარილიანი გამოიტანეს 1 საათი გვალოდინეს
"ხო ხედავთ რამდენი შეკვეთებიაო" ამას ამბობენ სულ.
ვერ მიეჩვივნენ რო ზაბიგალოვკა სულ სავსეა.

Posted by: BeerLover 7 Oct 2019, 12:09
Trump

კაი ხანია მე არ ვყოფილვარ და პრინციპში არაა გამორიცხული გაეფუჭებინათ

Posted by: Trump 7 Oct 2019, 12:16
BeerLover
არა ხო ეხლა მაგათი რეპუტაციის შელახვა რაში მაინტერესებს..
მართლა საუკეთესო ხინკალი ჰქონდათ. ნადუღის, საერთოდ პირველად მანდ გავსინჯე ერბოთი და გასტრონომიული სენტიმენტები მაკავშირებდა ზოდიაკოსთან.
ბოლოს ერეკლეზ მოპირდაპირე მხარეს ორი რესტორანია, ერთ-ერთი ვიყავი და ნორმალური იყო.

Posted by: DON PEDRO SANGRE 7 Oct 2019, 12:21
QUOTE (fermina @ 7 Oct 2019, 11:29 )
DON PEDRO SANGRE
QUOTE
სამაგიეროდ მშვენიერი ქაბაბი და მწვადი გეახელით ღვინის ეზოში


გუშინ ვეღარ მოვასწარი, მომეწერა, ტელეფონით ვიყავი, თან გზაში.

https://forum.ge/?showtopic=34560127&view=findpost&p=54517640

მართლაც მშვენიერი ადგილია ყვარელში და კარგია, თუ მიაგენი.

მე მგონი მიმტანიც იგივე შემხვდა
* * *
მხიარული და ყოჩაღი იმერელი ბიჭი იყო.

* * *
ღვინო ჭიქებით შევუკვეთეთ და სულ სავსე მოგვიტანა, იმერულად დაგისხითო

Posted by: fermina 7 Oct 2019, 12:42
DON PEDRO SANGRE
QUOTE
მე მგონი მიმტანიც იგივე შემხვდა
* * *
მხიარული და ყოჩაღი იმერელი ბიჭი იყო.

* * *
ღვინო ჭიქებით შევუკვეთეთ და სულ სავსე მოგვიტანა, იმერულად დაგისხითო


up.gif

ძალიან სასიამოვნოდ მახსოვს მანდ სტუმრობა, ორივეჯერ smile.gif

Posted by: iosebovich 7 Oct 2019, 13:55
ეხლა ეს დილით მიდით ზოდიაქოში რა პოლიტიკაა მაგ ზავედენიის. ესეიგი რა ხდება დილით კაი ხორცია და მერე ცუდი თუ როგორაა? ადრე სუ კარგი იყო მე როცა დავდიოდი. ესეა რაა , აგერ უკვე რამდენმა აღნიშნა გააფუჭესო. ძალიან ცუდი თუ ეგრეა ძალიან. რაც თავის დროზე გლდანის შაურმის მენეჯმენტს დაემართა აქაც ეგაა რაა. ეხლა გაიზარდნენ და ხარისხი კატასტროფულად გააფუჭეს. უკვე აღარავინ დადის იმ ინტენსივობით, რიგები რო იყო ხოლმე. ბოლოს ნახევარი გადავაგდე და კარგა მაგრადაც გამოგილანძღე მარა კიდიათ უკვე რაა. ერეკლეს მოედანზეა ჭადართან რესტორანი და აქებენ და არ ვიცი როგორი ხინკალი აქვთ.

Posted by: Master_Nick 7 Oct 2019, 14:00
iosebovich
ოთხშაბათს მივდივარ თელავში. ჩემი თვალით ვნახავ ყველაფერს და გავსინჯავ. ობიექტურად დავწერ ყველაფერს, არ მომერიდება. დღის მეორე ნახევარში მივალ, დილის ამბავი რომ გამოვრიცხოთ.

Posted by: iosebovich 7 Oct 2019, 14:11
Master_Nick
აბა მაშინ გელოდებით დიდი ინტერესით რაა. ძალიან მწყდება გული ზოდიაქოზე. იქნებ ხმა მიაწვდინო, უთხარი შემოვიდნენ აქ და ხალხის აზრი გაიგონ. ეხლა ინერციით დადის კლიენტი და ეს ინფო რო გავრცელდება მასიურად მერე მოგჭამა ჭირი თქო უთხარი ...

Posted by: დოჩანა 7 Oct 2019, 14:13
ჰაშბეს(biggrin.gif) ხინკალი არ ვარგა
ზოდიაქოს ხინკალი კარგია

Posted by: iosebovich 7 Oct 2019, 14:18
დოჩანა
ჰაშბე გასაგებია ვიცით უკვე და ზოდიაქო რომელი, ჭანტურიაზე ?

Posted by: fermina 7 Oct 2019, 14:37
გაითვალისწინეთ, რომ ადრე მაგ ზოდიაქოში ჰქონდათ მარტო ხინკალი. მწვადიც კი არ იყო. ჯერ კიდევ 2 წლის წინ.
ახლა უკვე აკეთებენ ყველაფერს -სალათებს, მწვადს, შემწვარ კარტოფილს და აშ. დ აეტყობა ამიტომაც დააგდეს ხარისხი.

Posted by: DON PEDRO SANGRE 7 Oct 2019, 14:51
მე ვაპირებდი დღეს თელავში შევლას ხინკლის გულისთვის, მაგრამ შემეცვალა გეგმები. არადა კი მინდოდა ზოდიაქოს ხინკლის გასინჯვა.

Posted by: ZSU-23-4 8 Oct 2019, 09:24
QUOTE
15.სხვა (დაასახელეთ) [ 41 ]  [17.75%]


2 ტონა, ოღონდ გლდანის ფილიალი.

ვარკეთილის გააფუჭეს sad.gif

Posted by: iosebovich 8 Oct 2019, 09:36
ZSU-23-4
QUOTE
2 ტონა, ოღონდ გლდანის ფილიალი.

ვარკეთილის გააფუჭეს


ეჭვი არ შეგეპაროს მალე გლდანისასაც გააფუჭებენ ...

Posted by: juveman1 8 Oct 2019, 09:54
ZSU-23-4
ვარკეთილის ხინკალი ჩემი აზრით თავიდანვე არ ვარგოდა. ყოველთვის ცხარე აქვთ, ეტყობა ხორცის ხარისხს მალავენ და ხშირად მლაშეც.

Posted by: ADUA 8 Oct 2019, 23:49
Trump
QUOTE
არ არსებობს რომ ბეღელში რამე მოიტანონ მშვენიერი.
ბოდიში,მაგრამ რუსები რო სამიკიტნოებში და მაჭახელებში ხინკლებს ჭამენ და კარგი ჰგონიათ, ეგეთი ამბავია.


რაღა ბოდიში
დღეს კიდევ ვესტუმრე და ხინკალიც ვცეცხლე
გადასარევი ხინკალი აქვთ
პუს. რუსი ვარ

Posted by: GEORGEXIII 10 Oct 2019, 11:23
გუშინ ვესტუმრე ზოდიაქოს და ისევ ფორმაშია.

jump.gif

Posted by: iosebovich 10 Oct 2019, 14:26
GEORGEXIII
რომელს თბილისისას თუ თელავისას ?

Posted by: GEORGEXIII 10 Oct 2019, 15:32
iosebovich
თელავი ისევ ისეთი იყო.

Posted by: კუსლარხევი 12 Oct 2019, 18:15
any_body
QUOTE
მიტო-ში თუ გასინჯეთ ხინკალიი?
აქბენ ისე


მაგარი ქაქობაა, მომსახურეობიან ხინკლიან ფასებიანად

Posted by: DORO 12 Oct 2019, 18:52
ნატახტარში ფშავის ჩემპიონში როგორი აქვთ ნეტა
დაკეპილიო დიდად უწერიათ გარეთ
თუ მარტო მწვადს აწვებიან biggrin.gif


Posted by: korol75 13 Oct 2019, 05:24
მეგობრების რჩევით პარასკევს ვესტუმრე ზოდიაქოს, თან მეგობრების გადმოცემით გავიგე რომ შედარებით ფართო არჩევანიც ქონდათ ხინკლების. გავსინჯე ჩვეულებრივი ქალაქური, ნადუღის ხინკალი (რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა) და საფირმო, რომელიც ცოტა გამომწვევი და ორიგინალურიცაა რაღაც პონტში. რაც შეეხება გემოებს ნამდვილად ეკუთვნის ის შეფასება რაც აქვს დღეისობით ფორუმზე, თუმცა ტრადიციულ ქალაქურს და ნადუღისას გამოვარჩევდი რომლებმაც ნამდვილად აღტაცება გამოიწვია.თუ არ გაააფუჭეს ის ხარისხი დღეს რაც აქვთ უპირობდ პირველები არიან, თან მიმტანისგან როგორც გავიგე მეორე ფილიალია (პირველი თელავში ფუნქციონირებს). ხინკალთან ლუდიც თუ არ ვახსენე არშეიძლება, როგორც ესეთი ლუდის დიდი მოყვარული არ ვარ მაგრამ რაღაც სასწაული ლუდი აქვთ, თან ქართული წარმოებისაა თელავში ასხამენ როგორც მიმტანმა მითხრა,ლუდის მოყვარულებს ვურჩევ არათუ საჭმლისგამო არამედ მარტო ლუდისგამოც ღირს აქაურობის მონახულება... ორიოდე სიტყვას ბარემ მომსახურეობაზეც ვიტყვი. მშვენიერი მყუდრო და თბილი გარემოა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.მიმტანშიც გამიმართლა, კომუნიკაბელური და მეგობრული ბიჭი იყო უბრალოდ ეტყობა ხინკლის კარგი მოყვარულია ცოტა ჩაპუტკუნებული იყო biggrin.gif biggrin.gif ,რაც ვუთხარი პირველად ვიყავი მეგობრების რჩევით მაშინვე მარტივად და გასაგებად ამიხსნა რა უნდა გამესინჯა და დამელია...ლუდთან ერთად თავისი ინიციატივით ნესვის არაყიც გამასინჯა რაც ძალიან მომეწონა. მოკლედ ერთი სიტყვით ძალიან კმაყოფილი ვარ ეს ადგილი რომ აღმოვაჩინე თბილისში უდაოდ ვესტუმრები ისევ

Posted by: iosebovich 13 Oct 2019, 18:18
korol75
მართლა გადასარევი ხინკალი აქვთ. ნეტა არ გააფუჭონ რაა ...

Posted by: IBERIELI777 15 Oct 2019, 10:21
რა მისამართზეა ზოდიაქოს თბილისური ფილიალი?

Posted by: Amigo-Amo 15 Oct 2019, 13:22
QUOTE (IBERIELI777 @ 15 Oct 2019, 10:21 )
რა მისამართზეა ზოდიაქოს თბილისური ფილიალი?

ჭანტურიას ქუჩაზეა. ოპერასთან ჩასახვევი რომ არის, მანდვეა, პარკის მოპირდაპირე მხარეს.

Posted by: IBERIELI777 15 Oct 2019, 20:57
QUOTE (Amigo-Amo @ 15 Oct 2019, 13:22 )
QUOTE (IBERIELI777 @ 15 Oct 2019, 10:21 )
რა მისამართზეა ზოდიაქოს თბილისური ფილიალი?

ჭანტურიას ქუჩაზეა. ოპერასთან ჩასახვევი რომ არის, მანდვეა, პარკის მოპირდაპირე მხარეს.

მადლობა,გაიხარე.
....................................

Posted by: girvan_88 16 Oct 2019, 10:06
კლიკეს ხნკალი გავსინჯე
ფასი - დიდი
გემო - არაუშავს

Posted by: iosebovich 16 Oct 2019, 10:11
Master_Nick
QUOTE
ოთხშაბათს მივდივარ თელავში. ჩემი თვალით ვნახავ ყველაფერს და გავსინჯავ. ობიექტურად დავწერ ყველაფერს, არ მომერიდება. დღის მეორე ნახევარში მივალ, დილის ამბავი რომ გამოვრიცხოთ.


სადაა ზოდიაქოზე ამომწურავი რევიუ ? smile.gif

Posted by: m_lash 16 Oct 2019, 12:18
korol75
QUOTE
წერილები: 1


გადავიკითხე პოემა და ერთი უარყოფითი ვერ ვიპოვე, არსად არაფერია მინუსი ნახსენები, მხოლოდ ქება და ხოტბა. არ არსებობს ბუნებაში არაფერი რასაც ორი მხარე არ აქვს, ამიტომ დამრჩა შთაბეჭდილება რომ თანამშრომელი ხართ ზოდიაქოსი

რაც შეეხება ზოდიაქოს, დაახლოებით 1 თვის წინ ვიყავი მეგობრებთან ერთად თბილისის ფილიალში და მომეწონა, ხინკალი ისე რა, უკეთესებიც გამისინჯავს (ყოფილი ტეხასი რომ იყო ბელიაშვილზე თუნდაც იქ)
ქაბაბი ძალიან მომეწონა, ლუდი კარგია, არომატულია, თუმცა ეგრევე გარტყავს, ეტყობა რომ დასპირტულია, მარა გემოში არ იგრძნობა, სასიამოვნო დასალევია, ლუდის მოყვარული ვარ, მარა მაგათმა ერთმა ბოკალმა რომ დამარტყა, ასე არ უნდა ემოქმედა , თუმცა კარგი იყო მაინც

შემდეგ რადგან მეტ-ნაკლებად დადებითად განვეწყვე, ოჯახთან ერთად მივედი და ვინანე - ხინკალი აღარ ვარგოდა, ქაბაბი ვერ იყო ისეთი, ფრი არაუშავდა, მომსახურება ისევ ისეთი, ლუდიც

და ზოგადად შემჩნეული მაქვს სადმე რომ რამე მოგეწონება, კიდევ რომ მიდიხარ დიდი შანსია რომ იგივე მზარეული არ იყოს იმ დღეს და სხვა იყოს, korol75 თუ თანამშრომელი ბრძანდებით სჯობს გაითვალისწინოთ, მზარეულებზე სტატისტიკა ჩაატარეთ, ვისი გაკეთებული უკეთესია, შემდეგ სხვა მზარეულებსაც იგივე ცოდნა გაუზიარეთ და აღარ დაკარგავთ კლიენტებს

თელავს ძალიან აქებენ და იქ უნდა წავიდე, ჯერ არ ვიცი

ვარაზიც მომწონს, ნორმალურია, თუმცა ტეხასის მსგავსი ვერც ერთი ვეღარ არიან

სად წავიდნენ ტეხასელები ხომ არ იცით მათი გზა-კვალი?

Posted by: ADUA 16 Oct 2019, 14:47
m_lash
QUOTE
თელავს ძალიან აქებენ და იქ უნდა წავიდე, ჯერ არ ვიცი


თელავში ბევრჯერ ვარ ნამყოფი
ჩემთვის მლაშეა.
ცოტა მარილი რომ მოკლონ მშვენიერი იქნება



Posted by: m_lash 16 Oct 2019, 16:20
QUOTE
ჩემთვის მლაშეა.
ცოტა მარილი რომ მოკლონ მშვენიერი იქნება



მწვადს უხდება ბევრი მარილი, ნაკვერჩხალზე ცხიმთან ერთად დნება და წვეთავს, უფრო არომატულიც ხდება, გემრიელი და ზედმეტი მარილიც შორდება ხორცს, აი ხინკალში ბევრი მარილი არც მე მომწონს
ხინკალში უნდა იყოს დაცული ხორცის "შეზავება" ისე, რომ ხორცის გემო იგრძნობოდეს, როცა რაღაც სხვით იფარება ხორცის გემო, ეგ უკვე აღარაა კარგი ხინკალი

უნდა დავაგემოვნო და დავწერ მეც ჩემს აზრს

Posted by: Master_Nick 16 Oct 2019, 18:53
iosebovich
არ ვიყავი თბილისში, დღეს ჩამოვედი და უქმეებზე მივდივარ თელავში, დავწერ აუცილებლად რევიუს wink.gif

Posted by: <<Innamorata>> 16 Oct 2019, 19:06
m_lash
QUOTE
მწვადს უხდება ბევრი მარილი


არადა რამოდენიმე ხნის წინ კახეთში პირველად ვჭამე უმარილო მწვადი..მსგავსი არსად არ მიჭამია... საოცრება იყო.. მასპინძელმა მითხრა თუკარგი ხორცია მარილო საერთოდ არ უნდაო.

Posted by: Andy_Kaufman 17 Oct 2019, 09:38
QUOTE
მეგობრების რჩევით პარასკევს ვესტუმრე ზოდიაქოს, თან მეგობრების გადმოცემით გავიგე რომ შედარებით ფართო არჩევანიც ქონდათ ხინკლების. გავსინჯე ჩვეულებრივი ქალაქური, ნადუღის ხინკალი (რომელმაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა) და საფირმო, რომელიც ცოტა გამომწვევი და ორიგინალურიცაა რაღაც პონტში. რაც შეეხება გემოებს ნამდვილად ეკუთვნის ის შეფასება რაც აქვს დღეისობით ფორუმზე, თუმცა ტრადიციულ ქალაქურს და ნადუღისას გამოვარჩევდი რომლებმაც ნამდვილად აღტაცება გამოიწვია.თუ არ გაააფუჭეს ის ხარისხი დღეს რაც აქვთ უპირობდ პირველები არიან, თან მიმტანისგან როგორც გავიგე მეორე ფილიალია (პირველი თელავში ფუნქციონირებს). ხინკალთან ლუდიც თუ არ ვახსენე არშეიძლება, როგორც ესეთი ლუდის დიდი მოყვარული არ ვარ მაგრამ რაღაც სასწაული ლუდი აქვთ, თან ქართული წარმოებისაა თელავში ასხამენ როგორც მიმტანმა მითხრა,ლუდის მოყვარულებს ვურჩევ არათუ საჭმლისგამო არამედ მარტო ლუდისგამოც ღირს აქაურობის მონახულება... ორიოდე სიტყვას ბარემ მომსახურეობაზეც ვიტყვი. მშვენიერი მყუდრო და თბილი გარემოა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.მიმტანშიც გამიმართლა, კომუნიკაბელური და მეგობრული ბიჭი იყო უბრალოდ ეტყობა ხინკლის კარგი მოყვარულია ცოტა ჩაპუტკუნებული იყო  ,რაც ვუთხარი პირველად ვიყავი მეგობრების რჩევით მაშინვე მარტივად და გასაგებად ამიხსნა რა უნდა გამესინჯა და დამელია...ლუდთან ერთად თავისი ინიციატივით ნესვის არაყიც გამასინჯა რაც ძალიან მომეწონა. მოკლედ ერთი სიტყვით ძალიან კმაყოფილი ვარ ეს ადგილი რომ აღმოვაჩინე თბილისში უდაოდ ვესტუმრები ისევ

givi.gif

Posted by: Jonatahn_smith 17 Oct 2019, 13:21
<<Innamorata>>
QUOTE
არადა რამოდენიმე ხნის წინ კახეთში პირველად ვჭამე უმარილო მწვადი..მსგავსი არსად არ მიჭამია... საოცრება იყო.. მასპინძელმა მითხრა თუკარგი ხორცია მარილო საერთოდ არ უნდაო.



რანაირად შეიძლება მწვადს მარილი არ ჰქონდეს და გემრიელი იყოს?
ეგ კი არა, თუ ოდნავ აკლია ხოლმე, ის უკარგავს გემოს..
მარილი გემოს ხსნის... გამორიცხულია ამის გარეშე გემრიელი იყოს რამე კერძი

Posted by: Andy_Kaufman 17 Oct 2019, 14:28
QUOTE
რანაირად შეიძლება მწვადს მარილი არ ჰქონდეს და გემრიელი იყოს?
ეგ კი არა, თუ ოდნავ აკლია ხოლმე, ის უკარგავს გემოს..
მარილი გემოს ხსნის... გამორიცხულია ამის გარეშე გემრიელი იყოს რამე კერძი

+1

მაგრამ ალბათ მაინც ინდივიდუალურია .. ზოგადად ვერც მე წარმომიდგენია ზომიერად მარილიან საჭმელს უმარილომ როგორ უნდა აჯობოს user.gif

Posted by: elchi 17 Oct 2019, 15:10
მეცხრე თვეა საშინელ დიეტაზე შემსვა ექიმმა.
მარილი სასტიკად ამიკრძალა, როცა რომ ლუდის და ღვინის დალევა შემიძლია.
ახლა უმარილო საჭმელს გეახლებით.
პირველი ორი თვე სუფთა ჯოჯოხეთი იყო, ვერაფერს გემოს ვერ ვატანდი, მერე მივეჩვიე.
ისეთი საჭმელების კეთებას გადავეჩვიე, რომლებშიც მარილი აუცილებელი იყო.
ზემოთ წავიკითხე უმარილო მწვადზე და ვერ დავეთანხმები ინნას.
სტუმრებისთვის როცა ვაკეთებ, მიჩვეული ვარ დოზებს, ანუ თვალის ზომით და ისე ვაზავებ მარილით.

Posted by: Trump 17 Oct 2019, 15:19
<<Innamorata>>
QUOTE
არადა რამოდენიმე ხნის წინ კახეთში პირველად ვჭამე უმარილო მწვადი..მსგავსი არსად არ მიჭამია... საოცრება იყო.. მასპინძელმა მითხრა თუკარგი ხორცია მარილო საერთოდ არ უნდაო.



ერთხელ ძალიან კარგი ხორცი ვიყიდე, ძალიან "სვეჟი" და მარილი დამავიწყდა მიმეყარა.
არაფრად არ ვარგოდა..ეხლაც მახსოვს,რომ არშემდგარი მწვადი იყო.

National Geographic - MythbuSters -ში გასაშვები თემაა.

Posted by: korol75 17 Oct 2019, 18:51
m_lash
უარყოფითს რაც შეეხება მართალი ხარ ყველაფერს აქვს ორი მხარე მაგრამ ფაქტიურად რაც ვნახე ეგ დავწერე აქ... თან ჯერჯრერობით მხოლოდ ერთხელ ვიყავი შენი თქმისა არ იყოს პირველ ჯერზე ნამდვილად კარგი იყო ყველაფერი და იმიტომაც დავწერე აქ... რო დავაკვირდი ჩემს რევიუს მართალი ხარ ზედმეტად კარგი გამომივიდა მაგრამ უფრო პირველადი ეფექტის გამოც იყო ალბათ,რამდენი ხანია თბილისში კარგი ან ნორმალური ხინკალი არ მიჭამია ან მალევე აფუჭებენ ან რეგულარულად ცუდი ხინკალი აქვთ... რაც შეეხება ზოდიაქოს თანამშღომლობას biggrin.gif biggrin.gif არა მეგობარო არც ასაკი მაქვს მაგის და არც კომპეტენტურობა მაგ სფეროში. ლუდზე რავი დიდად მოყვარული არ ვარ და მაინც მომეწონა თან ხაზი გავუსვი რომ ქართულია და მანდ მგონი ჩანს ყველაფერი smile.gif მალე ვაპირებ მანდ მისვლას და ვნახო ერთი თუ გამართლდება შენი ნათქვამი მაინტერესებს როგორი ხინკალი დამხვდება

Posted by: FranziskanerWeissbier 17 Oct 2019, 18:57
გუშინ ვჭამე ზოდიაქოში და კარგი ხინკალი იყო ხორცისაც და ნადუღისაც.

Posted by: iosebovich 17 Oct 2019, 23:39
დღეს ვიყავი ზოდიაქოში ჭანტურიაზე და ხინკალი კარგი იყო. მე ქალაქურს ვიღებ ხოლმე. ტეხავს რო წესიერი ლუდი არ აქვთ არაფერი. მარა შუადღის კვალობაზე საკმაოდ ჰყავდათ ხალხი. ჯერჯერობით უჭირავთ სიტუაცია.

Posted by: <<Innamorata>> 18 Oct 2019, 02:57
Trump
კი მეც რამდენჯერ მიყიდია კარგი ხორცი და ოდნავ მარილი თუ დაჰკლებია არ მომწონებია,მაგრამ იქ რაც ვჭამე მართლა უგემრიელესი იყო..არ ვიცი რამე განსაკუთრებულად შეწვა თუ რა იყო,საოცრება კი იყო..
* * *
Jonatahn_smith
მეც მასე ვიტყოდი რომ არ ის მწვადიsmile.gif

Posted by: akako78 18 Oct 2019, 21:39
უმარილო მწვადი და ხინკალი მე პირადად არ უფრო ვერ წარმომიდგენია..უხეებო ტყეების პონტში-ისე არსებობს ალბათ უხეო ტყეები-ასევე უმარილო მწვადი და ხინკალიsmile.gif

პ.ს.1.დღეს ოჯახში გავაკეთეთ ხინკალი პირველად ასეთნაირად-საქონლის ხორცი იყი ძვლიანი და მოვაჭერით ძვლიანი ნაწილი-მოვხარშეთ ეს ნაწილის ცალკე და გავაცივეთ..ამოვიღეთ ძვლიანი ხორცის მასა..და ამ გაციებული ნახარშის წვენით შევაზავეთ ხინკლის ფარში,რომლის საქონლის წილი იყო 60 და ღორის 40 პროცენტი რბილი-გავატარეთ და გადავაზავეთ ესენი ერთმანეთში.ამას დავამატეთ 2 თავი ხახვი,ქინძი ცოტაოდენი და 1ან 2 კბილი ნიორი(ბევრი არ უშვრება ნიორს-მაგრამ ცომს ძალიან უხდება ნიორი და მაგიტომ ვიყენებთ-ხანაც საერთოდ არ ვუკერთებთ-ხასიათს გააჩნია)
პ.ს.2.ისე თუ გინდათ სახლში გაკეთებული ხინკალი გამოვიდეს უფრო მეტად წვნიანი ვიდრე ჩვეულებრივი-ქვაბში ჩაგდებისას კუჭის თავში უნდა მოვკიდოთ ხელი და დავიჭიროთ ცოტა დიდხანს რის შედეგადაც ის ეღებს ფორმას რომელიც მეტი წვენის მოცულობას იჭერს და უფრო მეტ წვენს იკავებს ვიდრე დატყეპებული მრგვალი ხინკალი ტრადიციული-მთიულური....ნაბახუსევზე ზღაპარია ასეთი წვნიანი ხინკალი მართლაც..

Posted by: Jonatahn_smith 19 Oct 2019, 10:12
<<Innamorata>>



ალბათ დაგიმალათ

Posted by: Darkstalker 21 Oct 2019, 01:31
tan.gif
..................................

Posted by: Darkstalker 21 Oct 2019, 02:04
ვისაც უყვარდა და აღარ არიან
.................................

Posted by: Amigo-Amo 21 Oct 2019, 11:12
ზოდიაქოში ძალიან კარგი ხინკალი აქვთ, მაგრამ მე პირადად, მოხარშულს საფირმო (შემწვარი) მირჩევნია, მეტად წვნიანია smile.gif

Posted by: yurmetal 21 Oct 2019, 16:40
QUOTE (Amigo-Amo @ 21 Oct 2019, 11:12 )
ზოდიაქოში ძალიან კარგი ხინკალი აქვთ, მაგრამ მე პირადად, მოხარშულს საფირმო (შემწვარი) მირჩევნია, მეტად წვნიანია smile.gif

აი მეც ეგრე ვარ, ძალიან გემრიელი გამოდის

Posted by: max-14 24 Oct 2019, 12:50
გაყინული ხინკალი facepalm.gif ვიყიდე მაღაზია წერტში,მართლა კარგია გაყინულის კვალობაზე,ერთი ეგაა-საკმაოდ ძვირია სხვა გაყინულ ნიკორა და მაგისნაირი ფირმების ხინკლებისგან შედარებით ,თან ხორცისაა smile.gif))))

Posted by: BeerLover 24 Oct 2019, 12:52
ამასწინათ საბურთალოზე ვნახე დუშელების ხინკალი

90 თეთრი ღირს და მოსახარშს გატანენ, ძალიან ხარისხიანს ვაკეთებთო და გაგისინჯავთ ვინმეს?

Posted by: მამაო ენუქი 24 Oct 2019, 14:57
BeerLover
საბურთალოზე არ ვიცი და დუშეთში ვერძეულების ხინკალია ძალიან გემრიელი, ოღონდ პირველ დღესვე უნდა იყიდო biggrin.gif

Posted by: max-14 24 Oct 2019, 15:20
QUOTE
ამასწინათ საბურთალოზე ვნახე დუშელების ხინკალი

აქებენ ამასაც

Posted by: Trump 24 Oct 2019, 15:43
BeerLover
QUOTE
ამასწინათ საბურთალოზე ვნახე დუშელების ხინკალი

90 თეთრი ღირს და მოსახარშს გატანენ, ძალიან ხარისხიანს ვაკეთებთო და გაგისინჯავთ ვინმეს?



წინა კვირას გავსინჯე
სქელცომა რამეა, თორე გემრიელი..

Posted by: vaho 24 Oct 2019, 15:56
QUOTE
საოცარი ხინკალი,


საოცრება და მისტიკა რად უნდა ხინკალს.

გემრიელი იყოს უბრალოდ...

Posted by: VAMPIRE_W 24 Oct 2019, 20:24
ერთხელ ვცადე ხინკლის გაკეთება და არ გამომივიდა, ხორცი გახდა ჩალასავით, წვენის ნასახიც არ ქონდა,
ცომი კიდე საშინელი სქელი. ერთი ცალიც ვერ ვჭამე ისეთი საშინელება იყო.

არა და ძალიან მინდება ხინკალი ახლა, და რესტორნაში ყიდვაც მეშინია, როგორი ხორცისგანაა გაკეთებული, რამდენად ახალია ხორცი რო არ ვიცი, ორსულად ვარ და უხარისხო პროდუქტი ეგრევე ცუდად მოქმედებს. weep.gif weep.gif

Posted by: Master_Nick 24 Oct 2019, 22:03
VAMPIRE_W
რესტორნების ხინკლის 99% ში იმპორტირებული და ათასჯერ გაყინული, ჰორმონებით გაჯერებული გაურკვეველი წარმოშობის ხორცია. არ ჭამო ეგეთი ხინკალი, არც ეხლა და არც მომავალში.

Posted by: VAMPIRE_W 25 Oct 2019, 14:44
Master_Nick
ხო და ამიტომ მე თვითონ გავაკეთე დღეს.

ბევრად უკეთესი ვიდრე პირველ ჯერზე. უკვე ხინკლის გემო აქვს და ცოტა წვენიც ქონდა. biggrin.gif ღორის ხორცს არ ვუკეთებ და მაგიტომ არ იგროვებს ალბათ ბევრ წვენს.
ცომი იმდენ ხანს ვაბრტყელე მაინც სქელი გამოვიდა რა, როგორ გამოსდით ამ რესტორნებში ასეთი თხელი ფირფიტები?

user posted image
user posted image

Posted by: BeerLover 25 Oct 2019, 15:02
მამაო ენუქი
max-14
Trump

დავტესტავ და დავწერ, ამ დღეებში მივაკითხავ ალბათ

Posted by: PlayerUNO 25 Oct 2019, 15:37
დაფნაში არის უგემრიელესი love.gif

Posted by: ADUA 25 Oct 2019, 17:28
QUOTE
დაფნა


სადანაა?

Posted by: max-14 25 Oct 2019, 20:09
QUOTE
დაფნაში არის უგემრიელესი

თბილისშია?

Posted by: FranziskanerWeissbier 25 Oct 2019, 20:13
PlayerUNO
სკოლკო სტოიტ?
-------------------------------------

Posted by: GEORGEXIII 26 Oct 2019, 13:15
ფასანაურში სად უნდა მოხვდეს კაცი რომ აი როგორც თელავშია ზოდიაქო მასეთი ხინკალი დაააგემოვნოს და თან თავიც არ შეირცხვინოს biggrin.gif თბილისიდან ხალხი რომ ჩავიყვანო?

Posted by: მამაო ენუქი 26 Oct 2019, 15:40
GEORGEXIII
ფასანაური მაგარი გაფუჭებულია, ადრე სადაც ვჭამდით ამასწინათ გამოვიარეთ და კაპიკად აღარ ვარგოდა, ფშავში ადი ჯობია, მანდ მდინარის პირას ზავედენიაა იქ იჭმევა მაგარი ხინკალი, მარა ამ სეზონზე მუშაობს თუ არა არ ვიცი, ჩვენ ზაფხულში ვიყავით.

Posted by: GEORGEXIII 28 Oct 2019, 16:22
მამაო ენუქი
ხოო მაგიტომ დავწერე რადგან ანანურშიც სეზონურად იყო ხოლმე აი როგორც ლენსტანბერის ზავიძენიააა პროსტა ტეხავს biggrin.gif ყაზბეგში ავიყვანო სასტავი და იქ რომ ჩამოვიარო და არ დაგვდეს ხინკალი მე შემჭამენ მერე biggrin.gif

Posted by: მამაო ენუქი 28 Oct 2019, 16:26
GEORGEXIII
ლენსტამბერამ ეხლა კუპე ხო გააკეთა, შეიძლება იმუშაოს, მაგარი ხინკალი აქვს მაგასაც, ცეცხლზე რომ ხარშავს რაღაცნაირი შებოლილი გემო აქვს, მარა ყოველთვის ერთი ხარისხი არა აქვს, ეგ აქვს მინუსი.

Posted by: thug 28 Oct 2019, 16:42
QUOTE
ზოდიაქოში ძალიან კარგი ხინკალი აქვთ, მაგრამ მე პირადად, მოხარშულს საფირმო (შემწვარი) მირჩევნია, მეტად წვნიანია


პირველად გავიგე შემწვარი ხინკალი იყოს მოხარშულზე წვნიანი biggrin.gif


Posted by: GEORGEXIII 28 Oct 2019, 17:18
მამაო ენუქი
ვააა კუპე არ ვიცოდი თუ გაააკეთა ანუ ახლაც მუშაობს ადრე ვიცი სეზონურად იყო ხოლმე.

Posted by: მამაო ენუქი 28 Oct 2019, 17:29
GEORGEXIII
მუშაობს თუ არა არ ვიცი, მარა პატარა კუპე გააკეთა, იქვე გვერდზე იმ შენობის. ყაზბეგში თუ მიდიხარ ხო გაივლი და ნახე, თუ გინდა ტელეფონს მოგცემ biggrin.gif

Posted by: PlayerUNO 28 Oct 2019, 18:56
ADUA
max-14
FranziskanerWeissbier
0.9 როგორც მახსოვს ,მაგრამ პატარა ხინკლებია. ოპერასთან რუსთაველის 23 ში. ერთადერთი რაცაა დიდი ხანი ველოდეთ.

https://www.facebook.com/cafedaphna/

Posted by: Amigo-Amo 29 Oct 2019, 10:51
QUOTE (thug @ 28 Oct 2019, 16:42 )
პირველად გავიგე შემწვარი ხინკალი იყოს მოხარშულზე წვნიანი biggrin.gif

თუკი ზოდიაქოში გაგისინჯავს ორივე სახეობა და არ იყო ასე, მაშინ ალბათ ჩემს შემთხვევაში ორივეჯერ ასე იყო.
და თუკი არ გაგისინჯავს და ისე, ზოგადად ამბობ, მაშინ გასინჯე smile.gif

Posted by: horsecash 29 Oct 2019, 11:09
ისე ვბრაზობ თელავის ზოდიაქოზე ... რა ხინკალი გააფუჭეს ბანძები ეგენი იგივე იქნება თბილისის ზოდიაქოც ეხლაც ვერ ფრინავს მე თუ მკითხავ მაგღამ ალბათ 2-3 თვეში საზიზღრობა გახდება ეგეც როგორც თელავი იქ აღარ შეისვლება სუნიანი თმიანი ხრტილებიანი ხინკალი აქვთ. რო დაუძახე და ვანახე ნადუღში თმა რავქნათო მაგისგან დაზღვეული არავინ არ არისო ესეთი პასუხი გამცეს )))

Posted by: FranziskanerWeissbier 29 Oct 2019, 12:35
პაულანერ ბრაზერჰუდში მოვხვდი გუშინ და მიუხედავად იმისა რომ ბოლოს რომ ვიყავი დიდი ვერაფრიშვილი ხინკალი იყო, დაგლიჯა გუშინ ისეთი გემრიელი მოიტანეს, აი სულ თავიდან რომ ჰქონდათ ისეთივე კარგი.

Posted by: horsecash 29 Oct 2019, 12:39
ხინკლის წვენი უნდა იყოს ღია ფერის, არუნდა იყოს ფარშში ხრტილები სამწუხაროა ქართველები ვართ და ხინკალს ვერ ვაკეთებთ ეგეც არ გამოგვდის

Posted by: ADUA 29 Oct 2019, 12:55
QUOTE
ხინკლის წვენი უნდა იყოს ღია ფერის


ხინკლის წვენი უნდა იყიდებოდეს ბოთლებში ჩამოსხმული.

პახმელიაზე

ჰმერთო

Posted by: iosebovich 29 Oct 2019, 15:02
FranziskanerWeissbier
QUOTE
პაულანერ ბრაზერჰუდში მოვხვდი გუშინ და მიუხედავად იმისა რომ ბოლოს რომ ვიყავი დიდი ვერაფრიშვილი ხინკალი იყო, დაგლიჯა გუშინ ისეთი გემრიელი მოიტანეს, აი სულ თავიდან რომ ჰქონდათ ისეთივე კარგი.

ეგ სადაა ?

Posted by: ADUA 29 Oct 2019, 15:10
QUOTE
ეგ სადაა ?

iosebovich

საბურთალოს ქუჩაზე

Posted by: BeerLover 29 Oct 2019, 15:20
2 ადგილს გამოვყოფდი დღეს ხინკლის საჭმელად თბილისში

კახელები და 9 მთა up.gif

Posted by: elchi 29 Oct 2019, 15:20
თელავში თუ მოგიწევთ წასვლა, იქნებ გასინჯოთ რესტორან "ნადიკვარის" ხინკალი.
ვერ ვერკვევი თელავის გზებში და მითხრეს არსენალის დასახლებაშია, ნადიკვარის პარკთანო.
სხვა ქართული კერძებიც ჰქონიათ.

ძალიან მაინტერებს თქვენი აზრი.

Posted by: FranziskanerWeissbier 29 Oct 2019, 17:32
iosebovich
ცინცაძეზე 18 ნომერში, ყოფილ საბურთალოს ქუჩაზე

Posted by: Twilight 29 Oct 2019, 21:17
QUOTE (FranziskanerWeissbier @ 29 Oct 2019, 16:32 )
iosebovich
ცინცაძეზე 18 ნომერში, ყოფილ საბურთალოს ქუჩაზე

მანდ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ქალაქში, ოღონდ ადრე სანამ შორენა იყო smile.gif
მერე აღარ ვარგოდა კაპიკად. კარგია თუ ისევ მაგარი აქვთ.
ვცხოვრობდი მანდ ფაქტიურად ერთი პერიოდი biggrin.gif

Posted by: iosebovich 29 Oct 2019, 21:22
FranziskanerWeissbier
ADUA

მადლობა

Posted by: FranziskanerWeissbier 29 Oct 2019, 22:42
Twilight
ადრე ძაან კაი იყო კი, მერე რაღაც ვერა და გუშინ იყო ძაან კაი ისევ და არ ვიცი რა მოხდა biggrin.gif +ჩამოსასხმელი ავგუსტინი alk.gif

Posted by: BeerLover 29 Oct 2019, 22:44
მანდ ერთი მიმტანი მომწონდა ადრე biggrin.gif ძაან კაი გოგო იყო, სახელი აღარ მახსოვს sad.gif

Posted by: horsecash 29 Oct 2019, 22:44
კი ნაღდად კახელები და 9 მთა კარგია 2ივე შემომეჭამაც კარგია ძალიან

Posted by: BeerLover 29 Oct 2019, 22:46
horsecash

ზუსტად

ტოპ3-ში შემომეჭამაა ჩემთვის მესამე, საკაიფო ხინკალია ნამდვილად

Posted by: GEORGEXIII 31 Oct 2019, 12:24
მამაო ენუქი
კიი კკიი მინდა ტელეფონი ადრე გამოვართვი biggrin.gif იქაც ეწერა კრასკით და დამეკარგა biggrin.gif

Posted by: Darkstalker 1 Nov 2019, 12:31
დღეს არ მეგონა თუ გადავრჩებოდი ისეთ პახმელიაზე გამეღვიძა, სამზარეულოში გავედი და... თვალებიდან გამომახედა იმენა, ნაპერწკლები მაყრევინა.


user posted image

user posted image

Posted by: Darkstalker 1 Nov 2019, 16:30
ეს არის ერთი 10-12 დღის გაყინული ხინკალი. ეტყობა რამე? 13-დან 1 გასკდა. უგემრიელესია! იმ დღეს რო დამიწყეთ აქ გაყინულ ხინკალზე რაღაცეები. ახალ მოხვეულზე აღარ ვამბობ არაფერს. ერთხელ უნდა გასინჯო და სხვას ვეღარ შეჭამ smile.gif


ამათ უნდა ეჭიროს ჩემი ხინკლები yes.gif
ბენკსის აქ შეეშალა რაღაც gigi.gif

Posted by: Master_Nick 2 Nov 2019, 16:17
თელავის ზოდიაქოს ხინკალი - ძველებურად უმაგრესია, დილით და საღამოს მოხვეული, ორივე დროს იყო სუპერი, საუბრები იმაზე რომ ხარისხი გააფუჭეს და ა.შ. არ შეესაბამება სინამდვილეს.

Posted by: Jonatahn_smith 5 Nov 2019, 23:18
პარადოქსია აბა რა არის, ქალაქში კარგ ხინკალს რომ ვერ შეჭამ... ხან ერთი არ ვარგა, ხან მეორე

Posted by: iosebovich 6 Nov 2019, 09:38
QUOTE
თელავის ზოდიაქოს ხინკალი - ძველებურად უმაგრესია, დილით და საღამოს მოხვეული, ორივე დროს იყო სუპერი, საუბრები იმაზე რომ ხარისხი გააფუჭეს და ა.შ. არ შეესაბამება სინამდვილეს.


ძალიან კარგიი ... იმედია ვინც აძაგა კიდევ ერთხელ შეივლიან და ნახავენ როგორია.

Posted by: BeerLover 6 Nov 2019, 10:01
არის რამოდენიმე ადგილი სადაც სტაბილურად კარგი ხინკალია და სანდოც

Posted by: Amigo-Amo 6 Nov 2019, 10:18
QUOTE (Jonatahn_smith @ 5 Nov 2019, 23:18 )
პარადოქსია აბა რა არის, ქალაქში კარგ ხინკალს რომ ვერ შეჭამ... ხან ერთი არ ვარგა, ხან მეორე

თბილისის ზოდიაქოს სტაბილურად ძალიან კარგი ხინკალი აქვს

Posted by: iosebovich 6 Nov 2019, 10:28
Amigo-Amo
QUOTE
თბილისის ზოდიაქოს სტაბილურად ძალიან კარგი ხინკალი აქვს


ნამდვილად ეგრეა. და ადგილიც კარგია და სიტუაციაც. ერთი ეგაა ვერ ვიტან ბიჭ ოფიციანტებს რაა. აი ალერგია მაქვს.

Posted by: Amigo-Amo 6 Nov 2019, 15:46
QUOTE (iosebovich @ 6 Nov 2019, 10:28 )
Amigo-Amo
QUOTE
თბილისის ზოდიაქოს სტაბილურად ძალიან კარგი ხინკალი აქვს


ნამდვილად ეგრეა. და ადგილიც კარგია და სიტუაციაც. ერთი ეგაა ვერ ვიტან ბიჭ ოფიციანტებს რაა. აი ალერგია მაქვს.

gigi.gif gigi.gif
არადა კაი ტიპები არიან. ჩაპუტკუნებულები არიან და უხდებიან სიტუაციას gigi.gif

Posted by: Frankens†ein 6 Nov 2019, 17:33
QUOTE (Jonatahn_smith @ 5 Nov 2019, 23:18 )
პარადოქსია აბა რა არის, ქალაქში კარგ ხინკალს რომ ვერ შეჭამ... ხან ერთი არ ვარგა, ხან მეორე

შემომეჭამაში რამდენჯერაც ვიყავი, საუკეთესო ხინკალი აქვთ სულ

Posted by: BeerLover 6 Nov 2019, 17:38
Frankens†ein

+1

შემომეჭამა, 9 მთა და კახელები არის ჩემთვის ტოპ 3

Posted by: FranziskanerWeissbier 7 Nov 2019, 17:09
კახელებში არ მოვხვედრილვარ. შემომეჭამა კაია, ზოდიაქოც ასწორებს და კლიკეც. ბოლოს პაულანერ ბრაზერჰუდში ვჭამე ძალიან გემრიელი ხინკალი, მაგრამ სტაბილურად მასეთია თქო თავს ვერ დავდებ. ადრე იყო ერთხანობას და რაღაც იმას გავდა ეგეც.
9 მთაში რავი ხინკლის პონტად ვერ აღვიქვამ მაინც მაგ ბარს, თორემ ცუდი რომ არ იქნება დარწმუნებული ვარ biggrin.gif

Posted by: WP-Rex 8 Nov 2019, 22:13
ამ შემომეჭამასი რა მოგწონთ? მცხეთის ქუჩაზე ვიყავი იმ დღეს და აი ძალიან საშუალო დონის ხინკალი იყო.
ცომი არათეთრი, რაღაც რუხი ფერის, თავად ხინკალი პატარა, წვენიც არასაკმარისი.
ინტერიერი სუფთა სსრკ-ს დროინდელი ზაბეგალოვკა.

ზოდიაქოსთან არცერთი კრიტერიუმით შედარებაც კი არ შეიძლება.

Posted by: fermina 9 Nov 2019, 07:32
WP-Rex
QUOTE
ინტერიერი სუფთა სსრკ-ს დროინდელი ზაბეგალოვკა.


კაი ახლა smile.gif ეგ ინტერიერი რომ სპეციალურად არის მოწყობილი საბჭოთა ზაბეგალოვკის გაშარჟების პონტში, მგონი ადვილი მისახვედრია და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საბჭოთა ზავედენიისგან სისუფთავით, იდეალური გამწოვი მოწყობილობით და ღია სამზარეულოთი განსხვავდება, შენი თვალით ხედავ, რას გიმზადებენ და როგორ ჰიგიენურ პირობებში.

თუ რამეა სუნიანი ზაბეგალოვკა, ეგაა ზოდიაქო (თელავის მაინც, თბილისში არ ვყოფილვარ).

Posted by: zviozvio 9 Nov 2019, 09:03
QUOTE (horsecash @ 29 Oct 2019, 11:09 )
ისე ვბრაზობ თელავის ზოდიაქოზე ... რა ხინკალი გააფუჭეს ბანძები ეგენი იგივე იქნება თბილისის ზოდიაქოც ეხლაც ვერ ფრინავს მე თუ მკითხავ მაგღამ ალბათ 2-3 თვეში  საზიზღრობა გახდება ეგეც როგორც თელავი  იქ აღარ შეისვლება სუნიანი თმიანი ხრტილებიანი ხინკალი აქვთ. რო დაუძახე და ვანახე ნადუღში თმა რავქნათო მაგისგან დაზღვეული არავინ არ არისო ესეთი პასუხი გამცეს )))

სამწუხაროდ ასეა,
წერენ წინა პოსტებში_ დილით მიდით საღამოს არ ვარგაო ეს რამე ახალი სტრატეგია?biggrin.gif საღამოს ხორცი ფუჭდება თუ ხინკლის მომხვევი იღლება?
თელავის ზოდიაქოში 1 თვის წინ ვიყავი და მეორედ მანდ მიმსვლელი აღარ ვარ. 45 წუთი ველოდე ხინკლის მოტანას შეკვეთიდან, მაშინ როცა ხალხი ცოტა ყავდათ, რომ მივედი სად არის ჩემი ხინკალი ამდენი ხანითქო და იაზვურად მომიგო ქალბატონმა: იცი რა არის კარგ ხინკალს შეიძლება 2 საათიც ელოდოო lol.gif სიდან ამხელა ამბიცია და ტყლარჭვა ვერ გავიგე... + ხინკალი რაც შევუკვეთ იმის ნაცვლად სხვა ხინკალი მოიტანეს და ხორციც გემოთი დიდი ვერაფერი იყო
თბილისში ჭანტურის ქუჩაზე არსებულ ზოდიაქოსაც ვესტუმრები, იქნებ აქ უკეთესი სიტუაცია იყოს, ალიკა ონიკაშვილი - კლიკეს ხინკალი აქ კეთდება მარტოო.
რათქმაუნდა ობიექტურ შეფასებას უმალ გაახლებთ ხინკლის მოყვარულებს

Posted by: Darkstalker 9 Nov 2019, 13:09
QUOTE
საღამოს ხორცი ფუჭდება თუ ხინკლის მომხვევი იღლება?

ხინკლის მომხვევიც დაიღლება და ხორცის გასატარებელი მანქანაც, ისე კარგად ვერ გაატარებს, როგორც დილით, სუფთა დანებით

Posted by: Amigo-Amo 9 Nov 2019, 22:38
აი, პროსტა შემომეჭამას ხინკალს როგორ ადარებთ ზოდიაქოს? და საერთოდ, რა არის გადასარევი და კარგი მანდ? საერთოდ არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ხინკლის ზომა არ შეესაბამება მის ფასს, არც სერვისზე და გარემოზე. ხინკლის შიგთავსს პროცენტულად მეტი აქვს ღორის ხორცი, რაც ჩემთვის მიუღებელია. ზუსტად ეგეთი ხინკალი აქვთ გელოვანზე ბულაჩაური რომ არის მანდ, თან წლებია უკვე. ერთადერთი, ცომი აქვს გემრიელი შემომეჭამას, დალშე - ნორმია. ნუ, ახლა, თბილისში 80%-ს ჯობია ეგ ხინკალი (იმის ფონზე, რომ სხვებია სლეობა უბრალოდ), მაგრამ არც გადასარევია და ვერც ზოდიაქოს შევადარებ.

Posted by: fermina 10 Nov 2019, 15:27
Amigo-Amo
QUOTE
საერთოდ არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ხინკლის ზომა არ შეესაბამება მის ფასს, არც სერვისზე და გარემოზე.


აი ზოდიაქოს (თელავის) გარემო რით ჯობია შემომეჭამას გარემოს, შეგიძლია თქვა?

საბჭოთა სასადილოს მიმსგავსებული მინიმალისტური ინტერიერი შეიძლება ან მოსწონდეს ადამიანს, ან არა, მაგრამ იდეალური სისუფთავე რომ არის, სუნი არ დგას და ყველაფერს შენ თვალწინ ამზადებენ, ეგ არაფერია? smile.gif

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საპირფარეშოები შეადარე და ეგეც კმარა smile.gif

Posted by: Amigo-Amo 10 Nov 2019, 21:53
fermina
ვინმესთან თუ მომიწევდა იმაზე დავა, რომ შემომეჭამეს სერვისი და გარემო მაგარი პიზდეცია, არ მეგონა. ეს თემა ხინკალზეა, მაგრამ მაინც გეტყვი: ადგილები ფაქტიურად არ არის, გათბობა არ არის და ცივა სასტიკად, სიგარეტის სუნად ყარს იქაურობა. ოჯახთან ერთად ვერ მიხვალ მანდ. საერთოდ არ აქვს მნიშნვნელობა, რომ ჩემი თვალით ვხედავ, თუ როგორ აკეთებენ, რაც მთავარია, როდესაც ვაგემოვნებ, მაშინ ვხვდები როგორიც არის smile.gif კარგი ხინკალი ღორის ხორცით და უნაოჭოდ არ კეთდება.
ეს სახინკლე თბილისში და კერძოდ "ვაკეშია" და მოდი რეგიონებს ნუ შევადარებთ smile.gif

Posted by: Besa 10 Nov 2019, 22:16
QUOTE
თუ რამეა სუნიანი ზაბეგალოვკა, ეგაა ზოდიაქო (თელავის მაინც, თბილისში არ ვყოფილვარ).


ზოდიაქოს ხინკალზე არ ვგიჟდები. მლაშეა ჩემთვის.
მთიულური მიყვარს, მაგრამ უნდა ავღნიშნო აუცილებლად სამზარეულოში შემიყვანა მეპატრონემ
სისუფთავეზე ბაზარიც ზედმეტია. 6 კაცი ამუშავებდა ხორცს მყესი, ძარღვი, კანი ყველაფრისგან იდეალურად ასუფთავებდნენ

Posted by: fermina 10 Nov 2019, 22:49
Amigo-Amo
QUOTE
სიგარეტის სუნად ყარს იქაურობა.


კარგი ახლა, სიგარეტს არავინ ეწევა იქ. აქ დავამთავრე კამათი smile.gif
* * *
Besa
QUOTE
ზოდიაქოს ხინკალზე არ ვგიჟდები. მლაშეა ჩემთვის.
მთიულური მიყვარს, მაგრამ უნდა ავღნიშნო აუცილებლად სამზარეულოში შემიყვანა მეპატრონემ
სისუფთავეზე ბაზარიც ზედმეტია. 6 კაცი ამუშავებდა ხორცს მყესი, ძარღვი, კანი ყველაფრისგან იდეალურად ასუფთავებდნენ


შეიძლება, მაგრამ მთლიანობაში ტოვებს ზაბეგალოვკის შთაბეჭდილებას და სუნიც დგას ხოლმე რაღაცნაირი.

ხინკალი ჩემი გემოვნებითაც არის მლაშე და ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი.

Posted by: iosebovich 10 Nov 2019, 22:58
მე არ ვგიჟდები შემომეჭამაზე. ეგეთი გაწეპილი და ნაცრისფერცომიანი ხინკალი არ მიყვარს. სახლში კიდე ხო , 0.95 თეთრად არა. არც გემოა გავგიჟდი გადავირიე და ამას ვწერდი როგაიხსნენ მაშინ და ეხლა მითუმეტეს. არც საბჭოთა ინტერიერი მომწონს და არც ზომა ხინკლის. ფაქტია ღორის ხორცი მეტია ვეთანხმები უზერს. ანუ მივედი ვჭამე მარტომ ეგ პონტია რაა. მე ჭანტურიას ზოდიაქოსი მირჩევნია ათასჯერ. კლიკე არ გამისინჯავს.

იმ დღეს ვიყავით ვარშტაინრში შუადღისას საბურთალოს ქუჩაზე. ხინკალი იყო ნორმალური, ვიმეორებ საკმაოდ ნორმალური მარა გავგიჟდი არა. აი ლუდი გაუფილტრავი იყო სუპერ პუპერ smile.gif ვარშტაინერის გაუფილტრავი.

Posted by: fermina 10 Nov 2019, 23:25
iosebovich
QUOTE
მე არ ვგიჟდები შემომეჭამაზე. ეგეთი გაწეპილი და ნაცრისფერცომიანი ხინკალი არ მიყვარს. სახლში კიდე ხო , 0.95 თეთრად არა. არც გემოა გავგიჟდი გადავირიე და ამას ვწერდი როგაიხსნენ მაშინ და ეხლა მითუმეტეს. არც საბჭოთა ინტერიერი მომწონს და არც ზომა ხინკლის. ფაქტია ღორის ხორცი მეტია ვეთანხმები უზერს. ანუ მივედი ვჭამე მარტომ ეგ პონტია რაა. მე ჭანტურიას ზოდიაქოსი მირჩევნია ათასჯერ. კლიკე არ გამისინჯავს.


მე საერთოდ დიდად არ მიყვარს ხინკალი, მაგრამ პრიალა თეთრცომიანი და მწვანილებიანი საერთოდ, თან რაღაცნაირი წვენი აქვს ხოლმე შიგნით უმეტესობას, მოყვითალო ფერის. მთიულური, ნაცრისფერცომიანი მირჩევნია, თუ მაინცდამაინც უნდა ვჭამო smile.gif

შემომეჭამასი ხანდახან ვერ არის ხოლმე მაინცდამაინც ფორმაში. საბჭოთა ინტერიერზე ზოგადად მეც არ ვგიჟდები, უბრალოდ მესმის, რომ იმ კონკრეტულ ადგილზე რაღაც ორიგინალური უნდა მოეფიქრებინა მეპატრონეს, მანდ ჩვეულებრივი სახინკლე არ იმუშავებდა smile.gif სამაგიეროდ, სუფთაა და მოვლილი იქაურობა.

ერთადერთი, კახელების ხინკალი არის იდეალური ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქური სტილისაა, ანუ მწვანილებიანი და პრიალა ცომია, როგორც მახსოვს.

Posted by: Amigo-Amo 10 Nov 2019, 23:33
QUOTE (fermina @ 10 Nov 2019, 22:49 )
Amigo-Amo
QUOTE
სიგარეტის სუნად ყარს იქაურობა.


კარგი ახლა, სიგარეტს არავინ ეწევა იქ. აქ დავამთავრე კამათი smile.gif

და ვინ თქვა, რომ შიგნით ეწევიან? smile.gif გარეთ ჩემო ბატონო, უფრო სწორად, შესასვლელთან. კარი მუდმივად ღიაა, რის გამოც კვამლი შიგნით აღწევს. ეგ ზავიდენია აშკარაა, რომ გამოძახებებზე მუშაობს და ინტერიერს/ადგილზე სერვისს/მომხმარებელზე ორიენტირებულ კომფორტს ყურადღებას არ აქცევს. სტანდარტული ბიკენტიაა, ოღონდ სახინკლე biggrin.gif

Posted by: fermina 11 Nov 2019, 09:57
Amigo-Amo
QUOTE
და ვინ თქვა, რომ შიგნით ეწევიან?  გარეთ ჩემო ბატონო, უფრო სწორად, შესასვლელთან. კარი მუდმივად ღიაა, რის გამოც კვამლი შიგნით აღწევს.


ვიცი, რომ არ ეწევიან შიგნით, უბრალოდ გარედან კვამლი შემოდის ეს ცოტა ისეთი ბრალდებაა რა smile.gif

ეგ არის სასადილოს კონცეფციის მქონე ზავედენია, და არა ჩასაჯდომი და საქეიფო. ლანჩზე მისასვლელად იდეალურია მაგალითად. მაქსიმუმ ერთი საათი გაჩერდე მანდ.

და რა ვიცი, ყველაფერი სუფთა იყო ყოველთვის და არანაირი სუნი არ იდგა არასოდეს.

აი თელავის ზოდიაქოს ინტერიერსა და სიტუაციაში რა არის მომხიბვლელი, ეგ საერთოდ არ მესმის.

საპირფარეშოა ჯერ მარტო საძაგელი.


Posted by: Amigo-Amo 11 Nov 2019, 10:13
fermina
ხო არ ვიგონებ, არა? ორჯერ ვიყავი 1 თვის განმავლობაში და ორივეჯერ იდგა სიგარეტის კვამლის სუნი. თუკი ვადარებთ სხვა მსგავსს დაწესებულებებს, მაშინ უნდ აღინიშნოს, რომ მსგავსი რამ არ ხდება იქ. მაგრამ ხრენ სნიმ, აქ ხინკალზეა თემა და ერთხელ დავწერე უკვე და დამეთანხმნენ კიდეც, რომ პროცენტულად, შიგთავსის ძალიან დიდი წილი ღორის ხორცისგან შედგება და დამიჯერე, 10-მა სხვადასხვა ზავიდენიამ რომ მოამზადოს ღორის ხორცის ხინკალი, ყველა ერთნაირი გემოვნური თვისებების იქნება, რასაც ძროხის ხორცის ხინკალზე ვერ ვიტყვი. ჰოდა თუკი არ არის ჩამოსასხდომი, საქეიფო, არაკომფორტულია, მაშინ ასეთი მინიმალური დანახარჯების ფონზე, ასეთი ძვირი აღარ უნდა ღირდეს არც ხინკალი (მითუმეტეს, რომ პელმენის ზომისაა) და არც სხვა კერძები smile.gif

Posted by: Frankens†ein 11 Nov 2019, 10:15
iosebovich
QUOTE
იმ დღეს ვიყავით ვარშტაინერში შუადღისას საბურთალოს ქუჩაზე. ხინკალი იყო ნორმალური, ვიმეორებ საკმაოდ ნორმალური მარა გავგიჟდი არა. აი ლუდი გაუფილტრავი იყო სუპერ პუპერ  ვარშტაინერის გაუფილტრავი.

ხუთშაბათობით აქციაა და ნახევარ ფასში აქვთ ლუდი.
ხინკალს ხელით მოხვეულს ვიღებთ ხოლმე მანდ, ხინკალი+ლუდი ერთ-ერთი საუკეთესოა და პლუს მაგას ერთი კათხა გაუფილტრავი ლუდი 3 ლარად, უკონკურენტოს ხდის ვარშტაინერს...

Posted by: iosebovich 11 Nov 2019, 10:20
Frankens†ein
QUOTE
ხუთშაბათობით აქციაა და ნახევარ ფასში აქვთ ლუდი.
ხინკალს ხელით მოხვეულს ვიღებთ ხოლმე მანდ, ხინკალი+ლუდი ერთ-ერთი საუკეთესოა და პლუს მაგას ერთი კათხა გაუფილტრავი ლუდი 3 ლარად, უკონკურენტოს ხდის ვარშტაინერს...


ეგრეა და ზოგადად ინტერიერი და სიტუაციაც ძალიან მომეწონა რაა. ხუთშაბათს ლუდის აქცია პლიუს ხინკალი არის ცხონება smile.gif და გაუფილტრავი ვარშტაინერი ზედ აკვდება ხინკალს ეგეც მართალია. უკეთესს გეტყვი. კვირაობით პირიქითაა 10 ნოემბრიდან. ხინკალი ნახევარ ფასად მთელი დღე და ლუდი თავის ფასად smile.gif

Posted by: fermina 11 Nov 2019, 10:21
Amigo-Amo
QUOTE
ხო არ ვიგონებ, არა? ორჯერ ვიყავი 1 თვის განმავლობაში და ორივეჯერ იდგა სიგარეტის კვამლის სუნი. თუკი ვადარებთ სხვა მსგავსს დაწესებულებებს, მაშინ უნდ აღინიშნოს, რომ მსგავსი რამ არ ხდება იქ. მაგრამ ხრენ სნიმ, აქ ხინკალზეა თემა და ერთხელ დავწერე უკვე და დამეთანხმნენ კიდეც, რომ პროცენტულად, შიგთავსის ძალიან დიდი წილი ღორის ხორცისგან შედგება და დამიჯერე, 10-მა სხვადასხვა ზავიდენიამ რომ მოამზადოს ღორის ხორცის ხინკალი, ყველა ერთნაირი გემოვნური თვისებების იქნება, რასაც ძროხის ხორცის ხინკალზე ვერ ვიტყვი. ჰოდა თუკი არ არის ჩამოსასხდომი, საქეიფო, არაკომფორტულია, მაშინ ასეთი მინიმალური დანახარჯების ფონზე, ასეთი ძვირი აღარ უნდა ღირდეს არც ხინკალი (მითუმეტეს, რომ პელმენის ზომისაა) და არც სხვა კერძები


კარგი, არ გეკამათები, რატომ უნდა მოიგონო, მე უბრალოდ არ შემიმჩნევია ალბათ, სხვა დროს დავაკვირდები.

ხინკალი უკვე გემოვნების ამბავია, პროცენტული წილი რამდენია ღორის ხორცის, არც ამაზე მიფიქრია და შემიმჩნევია აქამდე. საკმაოდ გემრიელი ხინკალი არის ხოლმე, სახლში დამზადებულის სტილში, რაც მე ბევრად უფრო მომწონს კონვეიერული წესით დამზადებულ პრიალა ხინკლებთან შედარებით.

ძვირია, იმიტომ რომ ადგილმდებარეობაც ხელს უწყობს, მანდ ალბათ მარტო ფართი რენტაა ოთუზბირი smile.gif (თუ მეპატრონეს არ ეკუთვნის, არ ვიცი).

ხო და ისე ყველა დაწესებულება მოგებაზე მუშაობს, რომ იცოდეთ smile.gif და რაც მეტს მოიგებს, მით უკეთესი მისთვის. ასე რომ, ეყიდება ეგ ხინკალი 95 თეთრად მშვენივრად. სხვათაშორის, მწვადი აქვთ ხოლმე ძალიან კარგი და ქაბაბი საერთოდ უგემრიელესი - ნუ ესეც ჩემი გემოვნებით, რა თქმა უნდა.

Posted by: Frankens†ein 11 Nov 2019, 10:37
iosebovich
QUOTE
უკეთესს გეტყვი. კვირაობით პირიქითაა 10 ნოემბრიდან. ხინკალი ნახევარ ფასად მთელი დღე და ლუდი თავის ფასად

ჩემთვის არაა უკეთესი smile.gif
მანდ თუ მივდივარ, ხინკალს ვჭამ 5 ცალს და ლუდს ვსვამ 5 კათხას smile.gif
5 ლარის ნაცვლად 2.5 ლარის გადახდა დიდი ვერაფერი ფასდაკლებაა smile.gif
თან სამუშაო დღე ჯობს კვირას, სამსახურის მერე მივდივართ ხოლმე ოთხი-ხუთნი და 20 კათხა მაინც ისმება.

Posted by: Amigo-Amo 11 Nov 2019, 10:43
QUOTE (fermina @ 11 Nov 2019, 10:21 )
ხინკალი უკვე გემოვნების ამბავია, პროცენტული წილი რამდენია ღორის ხორცის, არც ამაზე მიფიქრია და შემიმჩნევია აქამდე. საკმაოდ გემრიელი ხინკალი არის ხოლმე, სახლში დამზადებულის სტილში, რაც მე ბევრად უფრო მომწონს კონვეიერული წესით დამზადებულ პრიალა ხინკლებთან შედარებით.

ძვირია, იმიტომ რომ ადგილმდებარეობაც ხელს უწყობს, მანდ ალბათ მარტო ფართი რენტაა ოთუზბირი smile.gif (თუ მეპატრონეს არ ეკუთვნის, არ ვიცი).

ხო და ისე ყველა დაწესებულება მოგებაზე მუშაობს, რომ იცოდეთ smile.gif და რაც მეტს მოიგებს, მით უკეთესი მისთვის. ასე რომ, ეყიდება ეგ ხინკალი 95 თეთრად მშვენივრად. სხვათაშორის, მწვადი აქვთ ხოლმე ძალიან კარგი და ქაბაბი საერთოდ უგემრიელესი - ნუ ესეც ჩემი გემოვნებით, რა თქმა უნდა.

არა, უგემური ნაღდად არ არის და თბილისში მინ. 80-85%-ს ჯობია.
წვნიანიც არის (ცოტაა მარა) და ცომიც ძალიან მომეწონა. რაღაც კარგი ფქვილისგან აკეთებენ როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ აპარატით იზილება. განა ღორის ხორცის წინააღმდეგი ვარ (მე ბატის ხორცისგან დამზადებულ ხინკალს ვეთაყვანები), უბრალოდ, ღორის ხორცისგან ყოველთვის ერთნაირი გამოდის ხინკალი, საშუალო დონის.
მწვადის შეკვეთას ვაპირებდით, მაგრამ ფანჯრიდან დავინახე, რომ დაეწვათ ვიღცის 2 შამფური და გადავიფიქრეთ gigi.gif gigi.gif
ქაბაბი გასინჯული მაქვს, ეგეც წავიდოდა რა, პროსტა მწარე იყო სასტიკად და ზოგადად, ყველაფერი მწარეა, ხინკალიც კი.

Posted by: fermina 11 Nov 2019, 10:51
Amigo-Amo
QUOTE
მწვადის შეკვეთას ვაპირებდით, მაგრამ ფანჯრიდან დავინახე, რომ დაეწვათ ვიღცის 2 შამფური და გადავიფიქრეთ 


აი, რა სარგებლობა მოაქვს ღია სამზარეულოს biggrin.gif

QUOTE
ქაბაბი გასინჯული მაქვს, ეგეც წავიდოდა რა, პროსტა მწარე იყო სასტიკად და ზოგადად, ყველაფერი მწარეა, ხინკალიც კი.


მწარე არა, ცხარე. მწარე არის ლევომიცეტინი smile.gif

კი, ხანდახან ხინკალი ცხარე არის ხოლმე, ნუ ეგეც ზოგს უყვარს, ზოგს არა. მე მაგალითად ზოდიაქოსი მემლაშა საშინლად.

Posted by: Amigo-Amo 11 Nov 2019, 11:07
QUOTE (fermina @ 11 Nov 2019, 10:51 )
კი, ხანდახან ხინკალი ცხარე არის ხოლმე, ნუ ეგეც ზოგს უყვარს, ზოგს არა. მე მაგალითად ზოდიაქოსი მემლაშა საშინლად.

გემოვნების საკითხია და ამიტომ, ხინკალი არც ცხარე უნდა იყოს და არც მლაშე.
ვისაც უნდა მოაყრის givi.gif givi.gif

Posted by: Darkstalker 11 Nov 2019, 11:24
არ მინდა ჩემმა პოსტმა აქ ცხარე დებატები გამოიწვიოს მაგრამ წიწაკა რომელიც ხინკალში ურევია ყოველთვის მწარე იყო და ეხლა რამ გააცხარა არ ვიცი. ყოველშემთხვევაში მთიულეთში ცხარეს თქმას არ გირჩევთ მაინც , შეიძლება მასპინძელმა ვერ გაიგოს და სახლში ცხვარი შემოიყვანოს.

Posted by: fermina 11 Nov 2019, 11:51
Darkstalker

ლიტერატურულ ქართულში ცხარე არის მაგ. წიწაკა, ან რომელიმე კერძი, სამზარეულო, მწარე არის მაგ. წამალი.

Posted by: GEORGEXIII 11 Nov 2019, 12:04
ხალხო აქაურ ზოდიაქოზე რას იტყვით თბილისსში როა?

Posted by: iosebovich 11 Nov 2019, 14:25
GEORGEXIII
ყველაფერს კარგს. ხინკალი მართლა კარგი ძალიან. აი ლუდი არ აქვთ. ნუ რაც აქვთ ალხანაიძე ვერა რაა ... დალშე კაია ყველაფერი.

Posted by: GEORGEXIII 11 Nov 2019, 15:03
iosebovich
აჰა მაშინ აქაც გავურისკავ.

Posted by: Amigo-Amo 11 Nov 2019, 16:46
QUOTE (GEORGEXIII @ 11 Nov 2019, 12:04 )
ხალხო აქაურ ზოდიაქოზე რას იტყვით თბილისსში როა?

პირადად ჩემთვის, თბილისში ყველას ჯობია, თან ბევრად.

Posted by: FranziskanerWeissbier 11 Nov 2019, 18:33
iosebovich
პილსნერ ურქველი დაამატეს
-------------------------------------

Posted by: febus 11 Nov 2019, 18:47
ძაან მომწონს 2 ტონის ხინკალი, ვარკეთილის ფილიალში დავდიოდი ძაან ხშირად და სტაბილურად კარგი ხინკალი ქონდათ სულ და რაც ყველაზე ძალიან მომწონს აქვთ არაჩვეულებრივი ლუდი, ასევე კერიაში მომეწონა ძაან ბელიაშვილზე.

Posted by: Dybala 14 Nov 2019, 13:52
შემომეჭამა ცუდი არაა, მაგრამ ძაან ოვერეითიდაა.

ჩანგალი ცომ მიმხმარი იყო, მიმტანი უჟმური biggrin.gif

ხინკალში ღორი ზედმეტად იგრძნობა და ცომი რამდენიმე გაიხა biggrin.gif


ზოდიქო ბევრად მირჩევნია user posted image

Posted by: iosebovich 15 Nov 2019, 14:26
დღეს ვიყავით შუადღისას ზოდიაქოში. გადაჭედილი იყო იქაურობა. შედეგიც სახეზეა. ხინკალი ისეთი ვეღარ იყო რაც ადრე. ცომი გაუსქელებიათ. აულაგებელი მაგიდები. ხურდაზე 20 წუთი გვალოდინეს. და საერთოდ აჭრილები იყვნენ. კაცი ოფიციანტი არის ნონსენსი. მოკლედ ვერ ვიკაიფე ძველებურად. ესე თუ წავიდა ერთი ნაბიჯია გაბანძებამდე. ერთადერთი ასობი ხინკალი მომეწონა სპეციფიური გემო აქვს და ძალიან საინტერესო შეზავებაა. დალშე ცუდად მენიშნა სიტუაცია იქვე გავუიასნე რა არ მოგვეწონა იმედია გაითვალისწინებენ.

user posted image

Posted by: FoolOnTheHill 15 Nov 2019, 18:36
QUOTE (iosebovich @ 15 Nov 2019, 14:26 )
დღეს ვიყავით შუადღისას ზოდიაქოში. გადაჭედილი იყო იქაურობა. შედეგიც სახეზეა. ხინკალი ისეთი ვეღარ იყო რაც ადრე. ცომი გაუსქელებიათ. აულაგებელი მაგიდები. ხურდაზე 20 წუთი გვალოდინეს. და საერთოდ აჭრილები იყვნენ. კაცი ოფიციანტი არის ნონსენსი. მოკლედ ვერ ვიკაიფე ძველებურად. ესე თუ წავიდა ერთი ნაბიჯია გაბანძებამდე. ერთადერთი ასობი ხინკალი მომეწონა სპეციფიური გემო აქვს და ძალიან საინტერესო შეზავებაა. დალშე ცუდად მენიშნა სიტუაცია იქვე გავუიასნე რა არ მოგვეწონა იმედია გაითვალისწინებენ.

user posted image

ე.წ. "კონვეირული ხინკლის" ვიზუალი მიუციათ... რატომ?! facepalm.gif

Posted by: Darkstalker 15 Nov 2019, 22:06
QUOTE
ე.წ. "კონვეირული ხინკლის" ვიზუალი მიუციათ... რატომ?!

აცაბაცა (ფეთხუმი) ხელებით რომ უფრო მოსახერხებელი იყოს აღება, ვისაც ეჩქარება ჭამა...


იმ ზოდიაქოს კიდე მოაწყვიტე ის ჭიპები და ცოტა დააჭირე ზომოდან, ხინკალს დაემსგავსება. მაგრამ მაინც ვერ არის კარგი მოხვეული.

Posted by: elchi 17 Nov 2019, 07:24
iosebovich

არ არის ეგ ხელით მოხვეული ხინკალი, მე ასე ვფიქრობ.
მოემატათ კლიენტი და როგორც თითქმის ყველაფერში, ხარისხს აღარ უყურებენ.
არადა მაგ დალოცვილის მოყვარულს, თანაც შენი ხშირი სტუმარი რომ არის, ვერაფერს გამოაპარებ, მცირესაც შეცვლი და მაშინვე დააფიქსირებს.
რატომღაც მგონია სპეციალური მოსახვევები რომ არის, ანუ დააფენ გაბრტყელებულ ცომს, ჩადებ შუაგულში ფარშს და წკაპააან, "მოხვეული" ხინკალიც მზად არის.

P.S. თემის მეასე გვერდი იწურება, ვფიქრობ რომ არ არის აუცილებელი ახალი თემის გახსნა იგივე სახელწოდებით.
თქვენი აზრია გასათვალისწინებელი, როგორც უმრავლესობა მოითხოვს, ისე მოვიქცეთ.

Posted by: VALETA 17 Nov 2019, 21:13
შემომეჭამაში ერთხელ გავსინჯე და ეგეთი მარილიანი ხინკალი არასდროს არ მექნება გასინჯული. სულ ეგრე აქვთ თუ არა არ ვიცი მაგის მერე არ გამჩენია სურვილი გამესინჯა.

Posted by: Amigo-Amo 18 Nov 2019, 10:16
კახელებში არასდროს ვყოფილვარ და გუშინ ვესტუმრე.
რატომ ღირს ის ხინკალი 2 მანეთი, მაინც ვერ ამოვხსენი drug.gif აი, საერთოდ არაფერი აქვს განსაკუთრებული. შიგთავსს ალბათ 30% ექნება ღორის ხორცი, ხორცი არის ძალიან მშრალი, წვენი აქვს წყალ-წყალა, და + რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ხინკალს აქვს ნიორი vik.gif vik.gif ერთადერთი, რაც მომეწონა და რაც კი გამისინჯავს თბილისში, იყო ქაბაბი.

Posted by: belimbor 18 Nov 2019, 10:31
Amigo-Amo

მეც ვიყავი გუშინ და ძალიან მომეწონა რა ვიცი. ალბათ საერთოდ არ ვიცი კარგი ხინკალი რა არის biggrin.gif ხორცი ჰქონდა გემრიელი, დიდი ხანია რომ არ მიჭამია, ეგეთი. თხელი ცომი და წვენიც მომეწონა. თან ის ფაქტი, რომ 40 წუთი სჭირდება იმის გამო, რომ შეკვეთის მერე ვამზადებთ ფარშსაც და ცომსაცო, გავიწყებს 40 წუთს რომ ელოდე biggrin.gif

Posted by: Amigo-Amo 18 Nov 2019, 11:05
belimbor
არა, მაგაზე ვერ შეგედავები, რომ ცუდია-მეთქი, უბრალოდ, ჩემთვის, პირადად, ზოდაიქოც და შემომეჭამაც (მითუმეტეს, რომ შემომეჭამეზე არ გავგიჟებულვარ) ამაზე უკეთესია. რაც შეეხება მაგ გატრუხებულ "40 წუთს" biggrin.gif biggrin.gif ჩვენც იგივე გვითხრეს, მაგრამ რა მოხდა... შეკვეთისას, არც ჩვენ და არც მიმტანს ყურადღება არ გაუმახვილებია, ქალაქური თუ მთიულური უნდა ყოფილიყო. ჰოდა, შეკვეთიდან 15 წუთში (მაქს. 15 წუთი) გაგვახსენდა, რომ მთიულური გვინდოდა. ტიპი მოდის და გვეუბნება, რომ თქვენ ეგ არ გითქვამთ და მწვანილიანი გავაკეთეთ და უკვე იხარშებაო. ახლა ისმის კითხვა: როგორ მოესწრო 15 წუთში ფარშის გამზადებაც, მოხვევაც და ჩაყრაც? და + იმის ფონზე, რომ კვირა დღე იყო, საღამოს 8 საათი და გადაჭედილი იყო დარბაზი.

Posted by: belimbor 18 Nov 2019, 11:31
Amigo-Amo

არ ვიცი, შეიძლება გატყუებენ, თუმცა მშვენიერი არგუმენტი აქვთ მოფიქრებული biggrin.gif მერე როზმარინიანი კარტოფილის შეკვეთაც გვინდოდა და მაგაზეც 40 წუთი რომ გვითხრეს, უკვე ნერვები მოგვეშალა biggrin.gif

Posted by: yurmetal 19 Nov 2019, 17:28
შემომეჭამაც გაბანძდა, ეგეთი მარილიანი და ცხიმიანი ხინკალი არასოდეს მიჭამია + 1 საათი გვალოდინეს. მანდ აღარ მივალ, სამწუხაროდ ჩვეულებრივი ღრუზინული ბიზნესი აღმოჩნდა.
მოკლედ სახლში მოამზადეთ ყველაზე კარგი ვარიანტია! იქ რას ურევენ არავინ იცის...

Posted by: akako78 19 Nov 2019, 18:45
yurmetal

მეც უკვე სახლში ვამზადებ კარგა ხანია და კარგი გამოგვდის ყოველ ჯერზეsmile.gif

Posted by: zviozvio 20 Nov 2019, 00:09
QUOTE (Amigo-Amo @ 18 Nov 2019, 10:16 )
კახელებში არასდროს ვყოფილვარ და გუშინ ვესტუმრე.
რატომ ღირს ის ხინკალი 2 მანეთი, მაინც ვერ ამოვხსენი drug.gif აი, საერთოდ არაფერი აქვს განსაკუთრებული. შიგთავსს ალბათ 30% ექნება ღორის ხორცი, ხორცი არის ძალიან მშრალი, წვენი აქვს წყალ-წყალა, და + რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ხინკალს აქვს ნიორი vik.gif vik.gif ერთადერთი, რაც მომეწონა და რაც კი გამისინჯავს თბილისში, იყო ქაბაბი.

2 ლარი ღირს ხინკალი კახელებში? კარგი მადა ქონიათ, ესეც არ შეიძლება
ჩებურეკი მომწონდა მაგათი, მაგრამ გაანახევრეს, არადა მართლა საუკეთესო ჩებურეკი იყო. ეჰ...

Posted by: iosebovich 20 Nov 2019, 09:39
zviozvio
QUOTE
ჩებურეკი მომწონდა მაგათი, მაგრამ გაანახევრეს, არადა მართლა საუკეთესო ჩებურეკი იყო. ეჰ...

იმ დღეს მოვხვდი და მეთქი ჩებურეკია თუ ხირციანი ბლინი ისეთი დაპატარავებული იყო და ფასი 3 ლარი თუ სწორად მახსოვს. გადასარევი ფენოვანი აქვთ მარა რად გინდა ყოველ ჯერზე სულ უფრო პატარა მხვდება მაგის ფასიც 3 ლარია.

Posted by: belimbor 20 Nov 2019, 09:52
zviozvio

წესით ეგრე იმიტომ ღირს, რომ გაუყინავი ხორცით აკეთებენ და ძვირია ეგ სიამოვნება.

Posted by: Amigo-Amo 20 Nov 2019, 11:54
QUOTE (yurmetal @ 19 Nov 2019, 17:28 )
მოკლედ სახლში მოამზადეთ ყველაზე კარგი ვარიანტია! იქ რას ურევენ არავინ იცის...

yes.gif yes.gif
1 მსუქანა ბატი გადავარჩიეთ წინა კვირას მე და სიმამრმა და ამ ვიქენდზე გავატიტვლებთ givi.gif უკვე წლისაა და ქაი ხორცს დადებს ხინკლისთვის. old.gif

Posted by: max-14 24 Nov 2019, 15:38
ფშავის ჩემპიონი თუ გამარჯვებული -ნატახტარში,დაკეპილი ხინკალი 10-დან 7 ,არაუშავრდა

Posted by: NorthWest 25 Nov 2019, 01:52
სახლში მომზადებული სჯობს, თუ ივი გაკეთება.

Posted by: belimbor 25 Nov 2019, 09:50
NorthWest

ასევე, თუ გაქვს დრო და ნერვები.

Posted by: FoolOnTheHill 25 Nov 2019, 12:47
სახლში გაკეთებულს ისეთი ცომი გამოსდის... XD სქელი და რაღაც ტლანქი... ნორმალური ცომი, თხელი და გემრიელი, როგორ მზადდება, ნორმალური რეცეპტი არავის გაქვთ? ))

Posted by: Amigo-Amo 25 Nov 2019, 19:31
QUOTE (FoolOnTheHill @ 25 Nov 2019, 12:47 )
სახლში გაკეთებულს ისეთი ცომი გამოსდის... XD სქელი და რაღაც ტლანქი... ნორმალური ცომი, თხელი და გემრიელი, როგორ მზადდება, ნორმალური რეცეპტი არავის გაქვთ? ))

არანაირი რეცეპტი. უბრალოდ, საჭიროა ცომის დიდხანს ზელვა და შემდგომ 1-2 საათი გაჩერება და ისევ გადაზელვა.

Posted by: max-14 25 Nov 2019, 23:32
QUOTE
სახლში გაკეთებულს ისეთი ცომი გამოსდის... XD სქელი და რაღაც ტლანქი...

''ცომი'' რომაა მაღაზია,მანდ მართლაც კარგი, გაყინული სახინკლე ცომი აქვთ . 10 ცალი 2.50 ღირდა ბოლოს რომ ვიყიდე.
აი ფარშის მომზადება მართლაც ხელოვნებააsmile.gif)) მწვანილიან ხინკლის ფარშს მე არ ვაღიარებ,ეგ არაა ნამდვილი ხინკალი.მწვანილს ყველა ვარიანტში თავის გემოზე მიყავს.

Posted by: belimbor 26 Nov 2019, 10:18
თქვენი რჩევების მერე გადავწყვიტე სახლში გავაკეთო. პურის აპარატს აქვს ცომის მოზელვის ფუნქცია, ჩავყარე ფქვილი და მარილი, ჩავასხი წყალი და დავტოვე საღამოს გასაკეთებლად. რომ ამოვიღებ, რა დამჭირდება. აუცილებლად მე უნდა ვზილო მერე?

Posted by: Amigo-Amo 26 Nov 2019, 10:45
QUOTE (belimbor @ 26 Nov 2019, 10:18 )
თქვენი რჩევების მერე გადავწყვიტე სახლში გავაკეთო. პურის აპარატს აქვს ცომის მოზელვის ფუნქცია, ჩავყარე ფქვილი და მარილი, ჩავასხი წყალი და დავტოვე საღამოს გასაკეთებლად. რომ ამოვიღებ, რა დამჭირდება. აუცილებლად მე უნდა ვზილო მერე?

ხინკლის ცომის მთელი მუღამი იმაშია, რომ ხელით უნდა ზილო, თან ყოჩაღად და დიდხანს. ისე არაფერი გამოვა. no.gif

Posted by: belimbor 26 Nov 2019, 10:53
QUOTE (Amigo-Amo @ 26 Nov 2019, 10:45 )
QUOTE (belimbor @ 26 Nov 2019, 10:18 )
თქვენი რჩევების მერე გადავწყვიტე სახლში გავაკეთო. პურის აპარატს აქვს ცომის მოზელვის ფუნქცია, ჩავყარე ფქვილი და მარილი, ჩავასხი წყალი და დავტოვე საღამოს გასაკეთებლად. რომ ამოვიღებ, რა დამჭირდება. აუცილებლად მე უნდა ვზილო მერე?

ხინკლის ცომის მთელი მუღამი იმაშია, რომ ხელით უნდა ზილო, თან ყოჩაღად და დიდხანს. ისე არაფერი გამოვა. no.gif

მაგდენი დრო არ მაქვს biggrin.gif მინდა რომ სამსახურის მერე მისვლისას ასე 2 საათში გავაკეთო და ვიფიქრე ცომი გამზადებული დამხვდება-მეთქი. ის ცომი რომ მერე ვზილო, არაფერი გამოვა? აპარატიც ზილავს, მერე ამოყავს, ისევ ზილავს

Posted by: Amigo-Amo 26 Nov 2019, 17:57
QUOTE (belimbor @ 26 Nov 2019, 10:53 )
QUOTE (Amigo-Amo @ 26 Nov 2019, 10:45 )
QUOTE (belimbor @ 26 Nov 2019, 10:18 )
თქვენი რჩევების მერე გადავწყვიტე სახლში გავაკეთო. პურის აპარატს აქვს ცომის მოზელვის ფუნქცია, ჩავყარე ფქვილი და მარილი, ჩავასხი წყალი და დავტოვე საღამოს გასაკეთებლად. რომ ამოვიღებ, რა დამჭირდება. აუცილებლად მე უნდა ვზილო მერე?

ხინკლის ცომის მთელი მუღამი იმაშია, რომ ხელით უნდა ზილო, თან ყოჩაღად და დიდხანს. ისე არაფერი გამოვა. no.gif

მაგდენი დრო არ მაქვს biggrin.gif მინდა რომ სამსახურის მერე მისვლისას ასე 2 საათში გავაკეთო და ვიფიქრე ცომი გამზადებული დამხვდება-მეთქი. ის ცომი რომ მერე ვზილო, არაფერი გამოვა? აპარატიც ზილავს, მერე ამოყავს, ისევ ზილავს

შაბათ-კვირას გააკეთე შენც. მე როდესაც ვაკეთებ, წინა საღამოს ვყიდულობ ხორცს, ვაკეთებ ფარშს და ვდგამ მაცივარში მთელი ღამით. მეორე დღეს ვიწყებთ ცომის ზელვას.

Posted by: GEORGEXIII 30 Nov 2019, 14:19
max-14
ვაა სადააა ეგ მაღაზია გლდანისკენ არის ?

Posted by: iosebovich 7 Dec 2019, 12:29
რა ხდება მარხვაა და ხინკალს აღარ ვჭამთ ? ახალი ხო არაფერი გაიხსნა? კლიკეში ვინ იყავით ბოლოს? ვარგა? ქაბაბი არის ? ზოდიაქოშ ცომი გაასქელეს და მე არ მიყვარს ეგეთი. კლიკეში როგორაა ?

Posted by: tama 7 Dec 2019, 13:24
დიღომში გაიხსნა ავსტრიული ლუდსახარში თბილისი მოლის მოპირდაპირედ. ჩემი გემოვნებით ყველას აჯობა ლუდშიც და ხინკალშიც. აქამდე ვთვლიდი რომ კახელები და ძველი როიალი იყო საუკეთესო

Posted by: MRlurch 9 Dec 2019, 15:59
ბარემ აქვე ვიკითხავ იაფიანი სახინკლე 5 კაცი 100 გელაში რო ჩავჯდეთ თბილისის ფარგლებში სადმე გეგულებათ? მეტროსთან თუ ახლოს იქნება მთლად უკეთესი

Posted by: Frankens†ein 9 Dec 2019, 16:21
QUOTE (MRlurch @ 9 Dec 2019, 15:59 )
ბარემ აქვე ვიკითხავ იაფიანი სახინკლე 5 კაცი 100 გელაში რო ჩავჯდეთ თბილისის ფარგლებში სადმე გეგულებათ? მეტროსთან თუ ახლოს იქნება მთლად უკეთესი

ლუდსახარში ორი ტონა.
გლდანში (მეტროდან სადღაც 200-300 მეტრში) და ვარკეთილში (ესეც მეტროსთან ახლოს იქნება).
გარემო/მომსახურება ძალიან კარგი.
ხინკალი - 0.9 ლარი (ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი თბილისში)
ლუდი 0.4 - 4 ლარი (ფასთან შედარებით ძალიან კარგი)
ქაბაბი - 9.5 ლარი (ყველაზე გემრიელი ქაბაბი, რაც მიჭამია)
მომსახურების საკომისიო - 10%.

ხინკლის სახლშიც კი არ არის მასეთი ფასები მგონი, არადა რო შეადარო ცა და დედამიწასავითაა, გინდა გარემოთი და გინდა საჭმლის ავკარგიანობით.

Posted by: MRlurch 9 Dec 2019, 17:03
Frankens†ein
გაიხარე,

გლდანში კონკრეტულად სადაა google maps სზე თუ შეგიძლია რო მანახო?

Posted by: Trump 9 Dec 2019, 17:20
Frankens†ein


ისე ორი ტონა რომელი ჯობია ვარკეთილის თუ გლდანის?
მე როგორც ვიცი , ვარკეთილზე ბევრია დახარჯული ხო?

Posted by: Frankens†ein 9 Dec 2019, 18:27
QUOTE (Trump @ 9 Dec 2019, 17:20 )
Frankens†ein


ისე ორი ტონა რომელი ჯობია ვარკეთილის თუ გლდანის?
მე როგორც ვიცი , ვარკეთილზე ბევრია დახარჯული ხო?

ვარკეთილში არ ვარ ნამყოფი, უბრალოდ გაგებული მქონდა და გლდანშიც რო ვნახე რომ გაიხსნა, მანდ ვიყავი ერთხელ, რამდენიმე დღის წინ.
როგორც დავწერე ყველაფერი მომეწონა:
ხინკალი
ქაბაბი
ლუდი (ფასთან შედარებით)
ინტერიერი
მომსახურება
ღია სამზარეულო
ფასი

მუხიანის ფილიალის ვიდეო:


* * *
QUOTE (MRlurch @ 9 Dec 2019, 17:03 )
Frankens†ein
გაიხარე,

გლდანში კონკრეტულად სადაა google maps სზე თუ შეგიძლია რო მანახო?

2ტონა • 2Tons
10 Aleko Gobronidze St, Tbilisi 1072
599 57 12 33
https://maps.app.goo.gl/2q1pBq38tUppvUAV7

Posted by: max-14 10 Dec 2019, 19:20
QUOTE
სადააა ეგ მაღაზია გლდანისკენ არის ?

ქუთაისის ქუჩაზეა,დიდუბეში

Posted by: iosebovich 11 Dec 2019, 14:35
დღეს კლიკეში ვიყავი. აი ვინც აქებთ არ გეწყინოთ და ხინკლის გემო არ იცით რაა. სრული ფიასკო. არადა რა მოლოდინი მქონდა მეთქი კაია. ზოდიაქოსთან ახლოსაც ვერ მიდის აი ახლოსაც. თბილისის ზოდიაქოზე ვამბობ. ფასანაურსაც კი უკეთესი ხინკალი აქვს. მერე ზავედენიე ნოლი. ლუდი არ აქვთ არაფერი ჩამოსასხმელი რაღაც ალხანაისძის გარდა. არა ქაბაბი არა მწვადიარა არაფერი. მორჩა წითელი ხაზი გადვუსვი და მანდ მეორედ როგორ მივალ. კაშმაარ ... ხრტილები ფარშში კიდე . ტფუი რაა. იცოცხლე ვუთხარი სათქმელი მარა მეტი არაა ჩემი მტერი რამე შეცვალონ ...

Posted by: nardu7ki 11 Dec 2019, 20:26
ძმები
................................................

Posted by: Frankens†ein 14 Dec 2019, 11:13
ორი ტონის ფასები ვისაც გაინტერესებთ.

user posted image

საჭმელი როგორც წინა ვიზიტზე, გემრიელი იყო.
ხინკლის თემაა და ხინკალს არაფერი დაეწუნებოდა.
პრეტენზიულ, ინტრიგან ტიპსაც გაუჭირდება რაიმე მიზეზი რო მოუგონოს.
ლუდი არა რა, ერთი ჭიქა დავლიე APA და გადავედი მერე არაყზე.
ოთხნი ვიყავით და ორნი სვამდნენ ლუდს, ყველა გასინჯეს და ყველაზე მეტად მაინც ქერის მოეწონათ, მენიუდან.
მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, ლუდია რა, ზაფხულში რო გესიამოვნება სიცხეში, ისეთი.

ხო, ერთ ვედრო ქათმის ფრთებზე და ერთ ფრიზე ვიკაიფეთ smile.gif
ფრის შემთხვევაში სავსეა ვედრო ბოლომდე, ქათმის ფრთების შემთხვევაში კი ნახევარ ვედროზე მეტი ბუტაფორიაა, მოაქვთ ვედროთი და მოაკლებ სამ-ოთხ სანტიმეტრს და ფაფუ ფრთები, სიცარიელეა მერე biggrin.gif

მოკლედ, საჭმელად ან დასალევად შეიძლება შესვლა თუ ახლოს ცხოვრობ.
ხინკლის საჭმელად.
სხვა საჭმელებიც გემრიელია და ფასები მისაღები.
უბრალოდ ქალაქის ცენტრიდან ან მოშორებული გარეუბნიდან ამისთვის გამოხვიდე, ეგეთი არაა.
ჩემი სუბიექტური შეფასებით.


Posted by: GEORGEXIII 14 Dec 2019, 11:39
Frankens†ein
ნამდვილად გემრიელი საჭმელები აქვთ. რასაც აკეთებენ უბრალოდ ცოტაა და მეძვირება...

user.gif user.gif

მითუმეტეს როცა 4-4.5 ლიტრა პივას სვავ.

Posted by: iosebovich 14 Dec 2019, 12:55
Frankens†ein
შორია და ძვირია.არ ღირს. მითუმეტეს თუ მაიმუნობენ ფრთებზე smile.gif და მითუმეტეს ლუდი ქართული ანუ უვარგისი.

Posted by: Caravan 14 Dec 2019, 13:30
მომიტევეთ, ელარჯ-იზე არსებობს მსგავსი თემა?

Posted by: Frankens†ein 14 Dec 2019, 16:01
iosebovich
QUOTE
შორია

ვისთვის როგორ smile.gif
QUOTE
ძვირია

რატოა ძვირი.
იაფი თუ არა, სხვა კარგი კვების ობიექტებზე ძვირი არაა არაფერი.
ხინკალი 90 თეთრი, ქაბაბი - 9.50 ლარი, ფინლანდია - 40 ლარი, ლუდი - 3-4 ლარი.
უკეთესი ფასები სად იცი...
QUOTE
მითუმეტეს თუ მაიმუნობენ ფრთებზე

მაიმუნობენ არა, უფრო მარკეტინგულ ხრიკს დავარქმევდი.
მენიუში წერია ერთი ვედრო ფრთა და წვრილად მიწერილი აქვს 1 კგ.
შენ რა თქმა უნდა სათაურს და სურათს უყურებ, აღწერას არა smile.gif
QUOTE
ითუმეტეს ლუდი ქართული ანუ უვარგისი.

უვარგისი არა.
ქართუ ლუდებს ჯობს, ყაბეგი-ნატახტარებს და გაქართულებულ ჰაინეკენსაც კი.
უბრალოდ ვაიმე და ორი ტონას ლუდი, მასე არაა.
ჩვეულებრივი ლუდია, 3 ლარის გადახდა რო არ დაგენანება, რადგან მაინც ლუდია.
და მაგ ფასად დასპირტულ ნაყენს თუ იყიდი სხვაგან...

Posted by: Master_Nick 14 Dec 2019, 21:03
iosebovich
ფასები სტანდარტულია რასაც ვუყურებ, თუ საჭმელი გემრიელია და კარგად მომზადებული ოკ-ია. სასმელს უჭირავს მანდ ფასი რაც ინდივიდუალურია.

Posted by: max-14 14 Dec 2019, 23:15
თითქმის ერთია თბილისში ხინკალი ყველგან...............................

Posted by: iosebovich 15 Dec 2019, 21:32
max-14
ვერ დაგეთანხმები. კლიკეში იყო საშინელება. ველიამინოვზე სრული საწამლავია. ჰაკერ ფშორში არ შეიჭმევა და ა.შ. ზოდიაქო კარგია , ფასანაური არა უშავს და აქა იქა კიდე. აი თბილისში კარგ და გადასარევ ხინკალს ვერ შეჭამო მანდ დაგეთანხმებოდი.

Posted by: Trump 17 Dec 2019, 10:01
თბილისში სტაბილურად კარგ ხინკალს ვერსად ვერ შეჭამ, მე ასე ვფიქრობ... მითუმეტეს ზოდიაქოში ორჯერ ვიყავი ძალიან არ მომეწონა. ბროწეულიანი ხომ საერთოდ, ნადუღის კი კარგი იყო.

Posted by: yurmetal 17 Dec 2019, 11:03
შაბათს ვესტუმრე ხაშის სახლს, ახმეტელთან რომაა. ნუ ინტერიერი დიდი ვერაფერი, კაი მსმელი კაცები სხედან და ღვინოს უბერავენ (შეერგოთ)
მოკლედ ავიღეთ დაკეპილი და ნადუღის ხინკალი. შეკვეთამ დააგვიანა, სამაგიეროდ ძალიან გემრიელი აღმოჩნდა ორივე, არ მეგონა. ლუდი დიდი ვერაფერი აქვთ, ერთი 0.4 შავი ლომი დავლიე და ვსო. smile.gif

Posted by: Frankens†ein 17 Dec 2019, 11:34
QUOTE (Trump @ 17 Dec 2019, 10:01 )
თბილისში სტაბილურად კარგ ხინკალს ვერსად ვერ შეჭამ, მე ასე ვფიქრობ... მითუმეტეს ზოდიაქოში ორჯერ ვიყავი ძალიან არ მომეწონა. ბროწეულიანი ხომ საერთოდ, ნადუღის კი კარგი იყო.

ლუდის მოედანში, ბელიაშვილზე, სტაბილურად კარგი ხინკალი აქვთ, წლებია არ აფუჭებენ...

ზოდიაქოზე მეც არ გადავირიე, თბილისში.
ლუდის მოედნის ჯობს.
ორი ტონა როა, მანდაც ზოდიაქოზე გემრიელი მომეჩვენა.
თუმცა ერთხელ ვიყავი ზოდიაქოში და ერთი ვიზიტით ვაკეთებ შეფასებას.
მეორედ მანდ მისვლის სურვილი არ გამიჩნდა რატომღაც smile.gif

Posted by: SHARKK 17 Dec 2019, 12:02
9 მთის არის დღესდღეობით საუკეთესო პროსტა 9 ცალი რომ 14.5 ლარი ღირს და რაღაც სირობა ვითომ პეროგათხრილი უცხოური მჟავე ლუდები 0.4 იანი 14 ლარი ეგ უტეხავს ძალიან მაგრად, ზოგადად ხინკალი ნამდვილად ნამბერ ვან არის დღესდღეობით up.gif

Posted by: <<Innamorata>> 17 Dec 2019, 12:06
SHARKK
მჟავე ლუდი ძალიან პრეტენზიულია და ყველას არ მოსწონს.. სხვა გაგესინჯა..


ხინკალი კი მართლა საოცარია,ყველაზე მეტად მეც მანდ მომწონს...

Posted by: SHARKK 17 Dec 2019, 12:10
<<Innamorata>>
სულმცირე 10 სხვადასხვა სახეობა გავსინჯე და არცერთი არ მომეწონა, თან 14 ლარი რა ამბავია ძალიან ზედმეტია, პრინციპს ამბავია ამხელა ფული 0.4 იანში არ უნდა გადაიხადო biggrin.gif

Posted by: <<Innamorata>> 17 Dec 2019, 12:16
SHARKK
შენ ლუდი არ გყვარებია.smile.gif)

Posted by: SHARKK 17 Dec 2019, 12:19
<<Innamorata>>
facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: iosebovich 17 Dec 2019, 12:23
ეხლა ზოდიაქოში რო ნადუღის ხინკალი მოგეწონება მანდ მორჩა smile.gif ვიცი ორი ტონა ვერანაირად ვერ ჯობია ზოდიაქოს. აქ კლიკეს რო აქებდით მსგავსი სამარცხვინო ხინკალი მეორე არაა. ზავედენიე საერთოდ ნოლი.

Posted by: Besa 18 Dec 2019, 00:01
QUOTE
9 მთის არის დღესდღეობით საუკეთესო პროსტა 9 ცალი რომ 14.5 ლარი ღირს


მართლაც კარგი ხინკალია, ერბოთი იფ
ნამეტნავად პატარა კია

Posted by: Darkstalker 19 Dec 2019, 16:21
ხინკალი ერბოთი სერიოზული მთიულური თემაა, ოღონდ ერბო უნდა იყოს 12 ლიტრიანი ემალის ვედროს ერბო და ალუმინის კოვზი იღუნებოდეს. old.gif

Posted by: Amigo-Amo 20 Dec 2019, 10:42
QUOTE (Darkstalker @ 19 Dec 2019, 16:21 )
ოღონდ ერბო უნდა იყოს 12 ლიტრიანი ემალის ვედროს ერბო და ალუმინის კოვზი იღუნებოდეს. old.gif

ეჰ, ერბო ყველაფერთან და ყველაფერში უმაგრესია, მაგრამ სადღაა... sad.gif

Posted by: max-14 21 Dec 2019, 01:46
QUOTE
ვერ დაგეთანხმები.

ნება თქვენია smile.gif))) ყველას თავის აზრი აქვს smile.gif)))))))))
საერთოდ რა ტარდება,რა ''ხორცია'' სახინკლედ თბილისში......................................................................უკომენტაროდsmile.gif)))))))))
უბრალოდ მზარეულის ასე ვთქვათ ''ოსტატობაზეა'', რანაირად შეაზავებს და რა სუნელს უზავს ხორცში,რომ ის საზიზღარი გემო გადაფაროს ,რასაც ის გაყინეულ-დაბალზამებური ხორცი შეიცავს.
საერთოდ ხინკალი ისეთი თემაა,უსასრულოდ შეიძლება ''კულიარიული კამათი'' ამ თემაზე. ნაღდი ხინკლის შიგთავსი ,ახალი ხორცი თავისთავად უნდა აკეთებდეს თავის საქმეს,თავისი არომატით და გემოთი. მწვანილი ხინკალიში? ჩემი აზრით კატასტროფა,ცუდი ხორცის გემოს გადაფარვა,სუნელი,წიწაკა ბლომად-იგივე ცუდის დამალვა. ცნობილი ხერხია,ვინც სარესტორნო შიდა სამზარეულოშია ჩახედული იცის რა როგორ smile.gif)))
რა კლიკე და კიდევ რაღაცეები მაგის მსგავსიsmile.gif)) ბულიონის კუბიკების დამატება კიდევ smile.gif)) საოცრად უცვლის გემოს smile.gif))
პრინციპში გემო დაიკარგა საქართველოში,ხინკალი კიარა არაფერი არ იჭმევა გარეთ.სახლშიი!!! ამ პრინციპზე ვარ და მემგონი ნორმალურადაც გამომდის(ყოველშემთხვევაში ჩემს გარშემო ყველა კმაყოფილია ) smile.gif)))))))))))))
წარმატებები ყველა გურმანს smile.gif))

Posted by: Darkstalker 21 Dec 2019, 11:42
QUOTE (Amigo-Amo @ 20 Dec 2019, 10:42 )
QUOTE (Darkstalker @ 19 Dec 2019, 16:21 )
ოღონდ ერბო უნდა იყოს 12 ლიტრიანი ემალის ვედროს ერბო და ალუმინის კოვზი იღუნებოდეს.  old.gif

ეჰ, ერბო ყველაფერთან და ყველაფერში უმაგრესია, მაგრამ სადღაა... sad.gif

მთიულური ერბოყველიც გეცოდინებათ smile.gif მთიულ–გუდამაყრული

ბავშვობის მენიუ სოფელში
საუზმე: ერბოყველი, თაფლიანი რძე
სადილი: დაკეპილი ბატკნის ხინკალი, შინდის ან ბორბალა მსხლის კომპოტი
ვახშამი: გაფიცხებული მხლოვანა, ასკილის ჩაი
გართობა: გეკოს სროლა კონსერვის ბანკებით და კოსმოსის პაჩკებით გაკეთებულ სამიზნეში

Posted by: iosebovich 26 Dec 2019, 15:58
ვარშტაინერში ცინცაძეზე ხელით მოხვეული ხინკალი არაა ცუდი ხო იცი შენ. მარა ძალიან პატარებია და 1.20 ლარი ღირს. გემრიელია და პლუს ლუდი გაუფილტრავი უკვე კლასიკაა. თან ხუთშბათს ლუდი ნახევარ ფასშია და მოკლედ ცხონებაა რაა. ქალაქური ხინკალი ვერაა მოწოდების სიმაღლეზე სამწუხაროდ. აი ეს კი მომეწონა. ასე რო კაი ლუდი და ნორმალური ხინკალი კაი არჩევანია.

Posted by: Darkstalker 29 Dec 2019, 23:09
iosebovich
ამ პატარა სურათზე ეს ამხელა კოშკები ხელით მოხვეულია? ხელის მაგას არაფერი ეტყობა ღმერთმანი

ზოგჯერ მგონია რომ ნამდვილი ხინკალი (მართლა გემრიელი) და ეს თემა სხვადასხვა პლანეტებზე ცხოვრობენ smile.gif

Posted by: iosebovich 30 Dec 2019, 00:48
Darkstalker
არა ეგ უბრალოდ სურათია. სავარაუდოდ ქალაქური. უფრო ლუდის სურათი სხვა ვერ ვნახე. ხელით მოხვეული პატარებია მარა მთლად უკუჭოც არაა smile.gif ერთ რამეზე შევთანხმდეთ, სახლის ხინკალი უკუჭო და ნაღდი მთისა სხვა ლეველია. აქ განხილვაა თბილისში მისართმევ ხინკალზე და მის ავკარგიანობაზე.

Posted by: elchi 30 Dec 2019, 03:50
ჩემი მეუღლე მსაყვედურობს, რასაც შენ აკეთებ, ეგ ხინკალი არ არისო, ეგენი მოხარშული კუბდარებიაო.LOOOL

ხაჭაპურის ხელაა და ორზე მეტს ვერ გეახლება ხალხიო.

ზოგიერთები 25 ნაოჭებიანიც კი გამომყავს, ყუნწებს და სახელურებს არ ვუკეთებ, მთიულურის, მოხევეების წესით ვაკეთებ.
ხაშლამას როცა მოვხარშავ, წვენს ვიტოვებ, მაცივარში შუშის ქილაში ვინახავ, მერე ხინკალის მოხარშვისას მაგ წვენს ვიყენებ.

მეწვიეთ მარადმწვანე OREGON-ში, სამოყვროდ ვინც მოხვალთ, თავს განაცვალებთ, სამტროდ თუ გაბედეთ მოსვლა, საკუთარ თავს დააბრალეთ, რაც დეგემართებათ. lol.gif lol.gif

user posted image

user posted image

user posted image


Posted by: kalekalebind 30 Dec 2019, 05:31
QUOTE (Darkstalker @ 21 Dec 2019, 11:42 )
QUOTE (Amigo-Amo @ 20 Dec 2019, 10:42 )
QUOTE (Darkstalker @ 19 Dec 2019, 16:21 )
ოღონდ ერბო უნდა იყოს 12 ლიტრიანი ემალის ვედროს ერბო და ალუმინის კოვზი იღუნებოდეს.  old.gif

ეჰ, ერბო ყველაფერთან და ყველაფერში უმაგრესია, მაგრამ სადღაა... sad.gif

მთიულური ერბოყველიც გეცოდინებათ smile.gif მთიულ–გუდამაყრული

ბავშვობის მენიუ სოფელში
საუზმე: ერბოყველი, თაფლიანი რძე
სადილი: დაკეპილი ბატკნის ხინკალი, შინდის ან ბორბალა მსხლის კომპოტი
ვახშამი: გაფიცხებული მხლოვანა, ასკილის ჩაი
გართობა: გეკოს სროლა კონსერვის ბანკებით და კოსმოსის პაჩკებით გაკეთებულ სამიზნეში

საუზმე: თუ რამე გვქონდა,ხო კაი

სადილი: თუ რამე გვქონდა,ხო კაი

სამხარი: თუ რამე გვქონდა,ხო კაი

ვახშამი: თუ რამე გვქონდა,ხო კაი

გართობა:2დროშობანა, ფეხბურთი, კალათბურთი, ხეებზე ცოცვა თუ ძრომიალი, სირბილი, წიგნები, ჟურნალები

Posted by: Amigo-Amo 30 Dec 2019, 09:56
თბილისის და მისი შემოგარენის მასშტაბით, ყველგან გავტესტე ხინკალი და ეს ამო-რამე რომ არის, არ ვყოფილვარ მანდ. ღირს მისვლა? თუ არაფერია განსაკუთრებული?

Posted by: Darkstalker 30 Dec 2019, 11:07
kalekalebind

QUOTE
საუზმე: თუ რამე გვქონდა,ხო კაი

სადილი: თუ რამე გვქონდა,ხო კაი

სამხარი: თუ რამე გვქონდა,ხო კაი

ვახშამი: თუ რამე გვქონდა,ხო კაი

გართობა:2დროშობანა

სომალიში გაქვს სოფელი ბრატ? sad.gif

Posted by: elchi 30 Dec 2019, 12:17
QUOTE (kalekalebind @ 30 Dec 2019, 05:31 )
QUOTE (Darkstalker @ 21 Dec 2019, 11:42 )
QUOTE (Amigo-Amo @ 20 Dec 2019, 10:42 )
QUOTE (Darkstalker @ 19 Dec 2019, 16:21 )
ოღონდ ერბო უნდა იყოს 12 ლიტრიანი ემალის ვედროს ერბო და ალუმინის კოვზი იღუნებოდეს.  old.gif

ეჰ, ერბო ყველაფერთან და ყველაფერში უმაგრესია, მაგრამ სადღაა... sad.gif

მთიულური ერბოყველიც გეცოდინებათ smile.gif მთიულ–გუდამაყრული

ბავშვობის მენიუ სოფელში
საუზმე: ერბოყველი, თაფლიანი რძე
სადილი: დაკეპილი ბატკნის ხინკალი, შინდის ან ბორბალა მსხლის კომპოტი
ვახშამი: გაფიცხებული მხლოვანა, ასკილის ჩაი
გართობა: გეკოს სროლა კონსერვის ბანკებით და კოსმოსის პაჩკებით გაკეთებულ სამიზნეში

საუზმე: თუ რამე გვქონდა,ხო კაი

სადილი: თუ რამე გვქონდა,ხო კაი

სამხარი: თუ რამე გვქონდა,ხო კაი

ვახშამი: თუ რამე გვქონდა,ხო კაი

გართობა:2დროშობანა, ფეხბურთი, კალათბურთი, ხეებზე ცოცვა თუ ძრომიალი, სირბილი, წიგნები, ჟურნალები

SANDRA-ს და SAMANTA FOX პლაკატები რატომ გამოტოვე სეხნი, თავის "ბიჯისებიანათა"?

ვიცი რომ პასუხს მომწერ. თუ გინდა რომ წავიკითხო, მოძებნე "კლავაზე" წერტილ-მძიმე, გამოიყენე, განა რამეა, გვესიამოვნება ოოოო./თელაველებმა იციან ასე./.

Posted by: Darkstalker 30 Dec 2019, 13:30
elchi
QUOTE
SANDRA-ს და SAMANTA FOX პლაკატები რატომ გამოტოვე სეხნი, თავის "ბიჯისებიანათა"?

მე მეუბნები ძმისგულო? სამშენებლო ტრესტის ვაგონში კი არ ვცხოვრობდი, რა სანდრას პლაკატები?

Posted by: iosebovich 30 Dec 2019, 15:13
QUOTE
მე მეუბნები ძმისგულო? სამშენებლო ტრესტის ვაგონში კი არ ვცხოვრობდი, რა სანდრას პლაკატები?


lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: SN10248‼ 30 Dec 2019, 15:40
biggrin.gif ....................................

Posted by: ADUA 30 Dec 2019, 20:13
მელნიკოვას სახინკლეში ვინ ხართ ნამყოფი?
ვარგა?

Posted by: elchi 31 Dec 2019, 05:14
Darkstalker
თქვენ არაფერ შუაში ხართ ბატონო, ჩემს სეხნია კაცს მივმართე.

გაგახაროს ღმერთმა, "სამშენებლო ტრესტის ვაგონი" ბომბა იყო, მოდი ნახალოვკის საპარიკმახერო სალონების კედლებზე გამოკრული სურათებიც არ გამოგვრჩეს. lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: iosebovich 31 Dec 2019, 18:28
31, 1, 2 -ში ზოდიაქო არ იმუშავებსოო. გელოდებით 3 იანვრიდანო ...

Posted by: Amigo-Amo 6 Jan 2020, 11:12
QUOTE (iosebovich @ 31 Dec 2019, 18:28 )
31, 1, 2 -ში ზოდიაქო არ იმუშავებსოო. გელოდებით 3 იანვრიდანო ...

ზოდიაქოში აღარ მივალ, გატრუხდა ძაან.
ისეთი აღარ არის, როგორიც იყო.
სერვისი გაუბანძდა.
სულ რუსი ტურისტები ყრიან.
ადგილებს ვერ ვჯავშნით ხოლმე. არადა მიხვალ და ნახევარ მაგიდებზე ვერ ჯდები, უკვე დარეზერვებულიაო გეუბნებიან.
მომსახურე პერსონალითაც არ ვარ მოხიბლული.

Posted by: Frankens†ein 6 Jan 2020, 11:20
QUOTE (ADUA @ 30 Dec 2019, 20:13 )
მელნიკოვას სახინკლეში ვინ ხართ ნამყოფი?
ვარგა?

რამდენიმე წლის წინ, როცა გაიხსნა, ვარ ნამყოფი.
5-6 წლის წინ.
კაი სიტუაცია იყო ზაფხულში, კარგი ეზო ჰქონდა.
ხინკალსაც არაუშავდა, სქელცომიან ხინკალს აკეთებდნენ, დაბეგვილი ხორცისგან.
მერე გაუბაზრდათ ანტისანიტარიაა სამზარეულოშიო.
ამჟამად რა ხდება, არ ვიცი.

Posted by: shato2008 6 Jan 2020, 14:32
ნაგლიაშვილების ხინკალი მცხეთაში.

Posted by: Twilight 6 Jan 2020, 20:12
QUOTE (shato2008 @ 6 Jan 2020, 13:32 )
ნაგლიაშვილების ხინკალი მცხეთაში.

შენი ნდობა მაგ ამბავში შეიძლება

Posted by: Extra_Terrestrial 7 Jan 2020, 16:22
ბერნარარდი რო წერია კაი ეწეროს ჯანდაბას მარა რა ნამუსით აძლევს ხალხი ხმას? )))

ჯერჯერობით კლიკეს ხინკალი მირჩევნია ყველას, ზოდიაქო ვჭამე, ცუდი არ იყო თუმცა არაფერი განსაკუთრებული, რაღაცნაირი უინტერესო გემო ქონდა, არც ცუდი იყო არც კარგი, არომატი აკლდა ცალსახად.

რაცარუნდა გასაკვირი იყოს ამო-რამეს ხინკალს ბევრი აქებს, არა და ისე გამოიყურება ხინაკლთან ვერ ვასოცირებ, ცოტა ჰიფსტერული ტოჩკაა.

შემომეჭამა ერთი ოთხჯერ ვჭამე (მიზეზი, სამსახურთან ახლოს არის) მე ვერ დავუმუღამე მაგ ხინკალს ვერაფერი, ჯერ ხო ყოველ მისვლაზე სხვადასხვანაირია, მარა ერთი საერთო ყოველთვის აქვს, ძაან ცოტა წვენი აქვს, ასე თუ ისე მაინც სუპ დამფლი გში გადის ხინკალი და ეგეთი მშრალი არ უნდა იყოს პლუს მაგ ფასად ძაან პატარაა, იგივე ფასში კლიმეს ხინკალი მგონი ორჯერ დიდია.

მოკლედ ჩემი ხმა კლიკეს, ხინკალიც კარგია, ჭაჭაც კარგია, ერთადერთი ლუდზე არ ვგიჟდები, მემგონი ალხანაიძეს ლუდი აქვთ, ცუდი არარის მარა არ გაგიჟდებით.
კიდე რაც კლიმეში მომწონს ის არის რო მარტო ხინკალი აქვთ, არანაირი ხაჭაპურები და ნიგვზიანი ბადრიჯნები, იმენა ხინკალზე სპეციალიზდებიან.

Posted by: FranziskanerWeissbier 7 Jan 2020, 20:35
თამარაშვილზე, ჰაკერ-ფშორში ვჭამე დღეს და ძაან გემრიელი ხინკალი იყო. თან ადგილობრივი ჯანსაღი ხორცით აკეთებენ და არა გაყინულით.
ადრე მარტო ძალიან პატარები ჰქონდათ ხოლმე და ახლა ნორმალურებიც დაამატეს.

Posted by: masha 7 Jan 2020, 20:38
Extra_Terrestrial
კახელების ხინკალი მომეწონა ძალიან

Posted by: BeerLover 7 Jan 2020, 21:07
masha

+1

კახელებში ყველაფერი იდეალური აქვთ

ხინკლის ამბავშI ჩემთვის კახელები და 9 მთა არის საუკეთესო თბილისში

Posted by: Master_Nick 7 Jan 2020, 21:10
FranziskanerWeissbier
ადრე დავწერე კარგი ხინკალი აქვთ მეთქი და აქ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ეგ ხინკალი. არადა თბილისში ერთადერთი ხინკალია სადაც მართლა ახალი ქართული ხორცია გამოყენებული.

masha
კაპიტალისტური ფასი როგორ მოგეწონა wink.gif


* * *
BeerLover
გაუყინავი ხორცით კეთდება 9 მთაში ხინკალი?

Posted by: BeerLover 7 Jan 2020, 21:13
Master_Nick

რა თქმა უნდა

გაყინულ ფარშს რისი გემო უნდა ქონდეს, კახელებშიც გაუყინავია 100%ით ვიცი

Posted by: Master_Nick 7 Jan 2020, 21:20
BeerLover
up.gif მაგარია. არ გამისინჯია 9 მთის ხინკალი wink.gif

Posted by: BeerLover 7 Jan 2020, 21:21
Master_Nick

საუკეთესოა ეგ და კახელები, შეგიძLია მენდო biggrin.gif უკეთესი ხინკალი ნამდვილად არსად არ არის

ნუ ძვირია ორივეგან, მარა ღირს რა... იცი რო 100%ით ნამდვილი და უგემრიელესია

Posted by: masha 7 Jan 2020, 23:08
Master_Nick
კაპიტალისტმა გადაიხადა, მე არ გადამიხდია

Posted by: iosebovich 8 Jan 2020, 17:51
კლიკეს ხინკალს როგორ აქებთ კაცო. საზიზღარი ხინკალი აქვთ რაა. და ვერანაირად ვერ ჯობია ზოდიაქოსას. და ზავედენიც ბომჟური მეორედ მისვლა აღარ მოგინდება კაცს.

Posted by: Amigo-Amo 9 Jan 2020, 15:07
QUOTE (BeerLover @ 7 Jan 2020, 21:13 )
Master_Nick

რა თქმა უნდა

გაყინულ ფარშს რისი გემო უნდა ქონდეს, კახელებშიც გაუყინავია 100%ით ვიცი

მე ნამდვილად ვერ დავდებ თავს კახელებში და 9 მთაში გაყინული/გაუყინავი ხორცით ამზადებენ თუ არა, მაგრამ მანდ ხინკალი, როგორც კულინარიული შედევრი და ქართული სამზარეულოს სიამაყე, არის 10-დან მაქს. 5 ქულაზე smile.gif ნედლი ხორცით სახლის პირობებში ყველას გაქვთ მომზადებული/გასინჯული ხინკალი და ყველა დამერწმუნებით, რომ რესტორნებში იდენტური გემოვნური თვისებები არ აქვს შიგთავსს. წინა პოსტებშიც დავწერე და ახლაც დავწერ: კახელებში გაკეთებულ ხინკალს აქვს ნიორი დიდი ოდენობით და ცოტაოდენი ძირა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტექნიკურად "ფარავენ" მაგ თქვენი "გაუყინავი" ხორცის გემოს.

Posted by: SR-71 9 Jan 2020, 19:28
"ნაძვები" ზესტაფონში, ასევე ქაბაბი, იხევს ბიკენტიას, გაოცებული დავრჩი.
ნუ "ალიბაბას" ხაში რომ საუკეთესო აქვთ კი ვიცოდი.

Posted by: elchi 9 Jan 2020, 20:45
SR-71

ეგეთები ამ განყოფილებაში არ იყვეს.
შენი პოსტის მეორე ნახევარს წავშლი.

Posted by: BeerLover 9 Jan 2020, 22:07
Amigo-Amo

გაუყინავზე მე დავდებ თავს biggrin.gif და დანარჩენს რაც შეეხება 5/10 ზედმეტად კრიტიკული ხო არაა? რომელი გირჩევნია თბილისში მაგათ დაწერე აბა

Posted by: Amigo-Amo 9 Jan 2020, 22:29
QUOTE (BeerLover @ 9 Jan 2020, 22:07 )
Amigo-Amo

გაუყინავზე მე დავდებ თავს biggrin.gif და დანარჩენს რაც შეეხება 5/10 ზედმეტად კრიტიკული ხო არაა? რომელი გირჩევნია თბილისში მაგათ დაწერე აბა

რავი, ალბათ მაგათ შიდა სამზარეულოში ჩახედული ხარ, რადგანაც თავს დებ gigi.gif
თბილისის მასშტაბით, ზოდიაქოს ხინკალს დავუწერდი ყველაზე მაღალ შეფასებას, თუმცა, ძაან მაგარია-მეთქი ვერ ვიტყვი smile.gif პროსტა, მე ვერ ვხვდები, ხინკალს თუ ნედლი და გაუყინავი ხორცისგან ამზადებ, რატომ უნდა გაუკეთო ისეთი სანელებელი/სუნელი, რომელიც გემრიელი ხორცის და წვენის ხიბლს და გემოს უკარგავს smile.gif

Posted by: მამაო ენუქი 9 Jan 2020, 23:02
Amigo-Amo
თბილისის ზოდიაქოს ხინკალი რანაირად უნდა შეადარო საერთოდ კახელებს, ფასის გარდა biggrin.gif
ორი კვირის უკან თელავში ვიყავი და იქაც ისეთი აღარ იყო რაც ადრე ქონდათ, მარა აქაურებს მაინც ჯობია.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)