აი, ვისთვის ტარდება ეს ჩემპიონატი..გადამხდელების ფულით? ვინმემ ამიხსენით რა
გუშინდელი "გურია" - "სამგურალი" ევგრაფიზე, თითებზე გადაითვლი გულშემატკივრის ოდენობას..
მხოლოდ = ფეხბურთელთა ოჯახის წევრები, გამგეობის ხალხი და თითო ოროლა გულანთებული ფანი - სულ 50 კაცამდე ალბათ..
ეხლა ლეგიონერების სია ნახეთ გურიის
პოლტავცევი
იაგრი
და სილვა
ტელა
გორსტკა
კლუბში დანარჩენი ქართველი ფეხბურთელების 99% არალანჩხუთელები არიან...
და რას ვიღებთ?
ეს ვითომ ფეხბურთი მაყურებელს არ აინტერესებს - არ დადის = ბილეთები არ იყიდება = შემოსავალი 0
მაყურებელი არ დადის = ატრიბუტიკა არ იყიდება = აქედანაც 0
მაყურებელი არ დადის = ბიზნესს არ აინტერესებს = სპონსორი (ები) კლუბს არ ჰყავს = ისევ 0
ტელევიზიას და მედიას არ აინტერესებს = რეკლამა არ არის = 0
ხალხის ფულის გასავალი ნახეთ - 23 ფეხბურთელი, პლუს ლეგიონერები, თითქმის ყველა ჩამოსული, მწვრთნელები, მმართველობა, ამათი ხელფასები, პრემიები, საცხოვრებლის, კვების და გადაადგილების ფული...სტადიონის მოვლა-შენახვა ცალკე
"გურია" მთლიანად ჩამოკიდებულია აიიპ "ფეხბურთის განვითარების ფონდის" ასიგნირებებზე = ფონდში ფულის ნაწილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ირიცხება:
2016 წელს - გურიაზე დაიხარჯა 1 მილიონ 400 000 ლარი... აქედან 515 000 ლანჩხუთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული იყო
2017 წელს მარტო პრემირებით აიღეს 63 000 ლარი..პლუს ამას ლიმონი ე.წ საბაზისო დაფინანსებიდან
ახლა შეხედეთ = 2017 წლის ლანჩხუთის ბიუჯეტი არის სულ 7 917 900 ლარი = აქედან 5 574 200 არის გრანტები...საკუთარი დაგეგმილი შემოსავალი, მთლიანად გადასახადების აკრეფიდან კი არის მხოლოდ 1 550 000 ლარი და ლამის მთლიანად მიდის ამ სამოყვარულო "ფეხბურთზე"
ამ გასაცოდავებული ბიუჯეტიდან, რომელზეც ჩამოკიდებულია ლანჩხუთის სკოლები, ბაგა-ბაღები, საავადმყოფოები, პენსიონერები..უზარმაზარი თანხა მიდის ამ გაუგებრობის დასაფინანსებლად, რასაც თანამედროვე "გურია" ჰქვია
აი არ დამეზარება ამაზე წერა რა ...
ამ მასალას გაეცანით, ცოტა ძველია, მარა ზუსტად იგივე სიტუაციაა დღეს ლანჩხუთში...
"არის თუ არა ლანჩხუთის ბიუჯეტი ბანკროტი?"
http://hodaara.ge/index.php?option=com_con...9-10&Itemid=506ანუ ხალხი ლანჩხუთში ითხოვს ბაგა-ბაღების მშენებლობას, ქუჩების მოწესრიგებას, მდინარეებიის კალაპოტების გამაგრებას, მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოების ჩატარებას, სკოლების თანამედროვე კომპიუტერებით აღჭურვას, საცურაო აუზის რემონტს და.ა.შ ა.შ...ამ დროს ქოცები და გამგებელი ს.კ გურიას 650 ათასი ლარის დავალიანებას აპარებენ, რომ ეს თანხა ისევ ლანჩხუთის ბიუჯეტმა დაფაროს..
სად წავიდა ეს ფული ყველამ იცის = შეჭამეს! კლუბის ქოცმმართველობის და პირადად გამგებლის ჯიბეში - როცა გუნდი საერთოდ გავარდა უმაღლესი ლიგიდან..
ეს არის მინი მოდელი რა - მთელი ქართული ფეხბურთის მახინჯი დაფინანსების სქემის = და ამ სიმახინჯეზე პირადად არის პასუხისმგებელი ფედერაციის პრეზიდენტი კობიაშვილი მისი გუნდით და სპორტის მინისტრი ხეჩიკაშვილი თავისი არაფრისმაქნისი ფონდით...5000 ლარიანი ხელფასებით რო ზიან ტიპები და "დიად საქმეებს" რო წყევეტენ = გურიამ ავტობუსში ბენზინი უნდა ჩაასხას თუ საბურთალომ კომპიუტერები იყიდოს ოფისისთვის
პასუხისმგებელია მთალიანდ მთავრობა, პრემიერი რომელმაც ეს არაფრის მაქნისი პროგრამა დაამტკიცა 2021 წლამდე - შსს და სუს რომლებმაც ძაან კარგად იციან იგივე გურიაში რა ფულები იჭმევა და არ იჭერენ სასტავს მხოლოდ იმიტომ რომ არჩევნებია და დედა პარტიას პრობლემები არ შეექმნას...
ეს არის წარმოუდგენელი სიმახინჯე = ადამიანები, ჩვეულებრივი მოქალაქეები ლანჩხუთში შრომობენ წელებზე ფეხს იდგამენ, გადასახადებს იხდიან რო ვიღაცა ტელას, სილვას და იაგრის, პლუს არქანიას, კიკნაველიძეს და პოლტავცევს, ასევე დამნაშავე გამგებელ ურუშაძეს ხელფასი=პრემია არ დაუგვიანდეს..
საშუალოდ 1000 ლარიან ხელფასს უხდიან ამ უსაქმურებს იმაში რო რაღაცა საცოდაობას თამაშობენ, საცოდავ მინდორზე, საცოდავ ჩემპიონატში, რომელსაც თანამედროვე ფეხბურთთან არავითარი შეხება არ აქვს...
ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული..და დარწმუნებული ვარ რო ძაან მალე პასუხს აგებენ ამ სიმახინჯის შექმნელები, რომლებსაც ფეხბურთი სულ კიდიათ რა და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ...
ჩემი აზრით დაახლოებით იგივე პონტია თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილსერვისჯგუფში სანაცეთის პარტაქტივი რო დაასაქმა და ხელფასი დაუნიშნა, რისთვისაც დაიჭირეს კიდეც უგულავა...
ფაქტობრივად ეს სქემა "ფეხბურთის სახელმწიფო ფულით დაფინანსების" არის საქოცეთის პარტაქტივის დასაქმება ბიუჯეტის ფულით..და გარანტირებული ხმების ყიდვა საარჩევნოდ...
ამას ფეხბურთის "განვითარებასთან" არავითარი საერთო არ აქვს
This post has been edited by guriaaa on 5 Aug 2017, 12:25