ვჭამთ მხოლოდ ხორცს და ცხოველისგან მიღებულ პროდუქტებს (ყველი, კვერცხი, ა.შ.). ვსვამთ მხოლოდ წყალს.
ვინაიდან ტექნიკურად ეს დიეტა კეტო დიეტის (რაც ყოველდღიურად 20 გრამზე ნაკლები ნახშირწყლის მიღებას გულისხმობს) უკიდურესი ვარიანტია, მისი დაწყების შემდეგ იკარგება ბევრი ელექტროლიტი (მინერალი). საქმე იმაშია, რომ ნახშირწყალთან ერთად სხეულში კავდება დიდი რაოდენობით წყალი. ნახშირწყლების დაკარგვასთან ერთად, სხეულს ეს წყალიც ტოვებს, რომელსაც, თავის მხრივ, მიყვება მინერალებიც.
არსებობს 3 მინერალი, რომლებზეც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს: ნატრიუმი (Na), მაგნიუმი (Mg) და კალიუმი (K).
კეტო დიეტაზე სასურველია საკვებს დავამატოთ შემდეგი რაოდენობის მინერალი:
ნატრიუმი: 5,000 მგ.
მაგნიუმი: 300 მგ.
კალიუმი: 1000 მგ.
ე.წ. კეტო გრიპი (keto flu), რომელიც მსგავს დიეტებზე გადასვლისას გვხვდება რეალურად ამ მინერალების დაკარგვითაა გამოწვეული.
ეხლა ჩავედი და ვიყიდე ოთხი 1.5-ლიტრიანი "ლიკანი", რაც ჯამში 6 ლიტრი გამოდის. ვინაიდან მინერალური წყალი მაინც წყალია, ის დასაშვებია ამ დიეტაზე.
6 ლიტრი "ლიკანი" საკმაოდ დიდი რაოდენობის ხსენებული მინერალებით მოგამარაგებთ:
6,000-10,200 მგ. ნატრიუმით;
180-480 მგ. მაგნიუმით;
და 90-300 მგ. კალიუმით.
This post has been edited by იმბეცილი on 4 Dec 2022, 09:21
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)