Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქართული მუსიკა > ქართული სიმღერების აკორდები


Posted by: nika0416 1 Sep 2014, 13:56
https://www.youtube.com/watch?v=lgqb6RWjQnE
http://www.geolyrics.com/983

იქნებ აკორდები დადოთ ამ სიმღერის? smile.gif)))

Posted by: lashatt2 28 Sep 2014, 10:38
აუ ამის აკორდები ხუარ იცით? ვერ ავაწყე ვერანაირად


Posted by: Shadowz 28 Sep 2014, 15:13
maestro1
იმიტომ რო გიტარას უმეტესობა თავისით სწავლობს, პიანინოს კიდე არა, თან ორივე განსხვავდება ერთმანეთისგან, როცა დამწყები ხარ გიჭირს აკორდების გარჩევა სმენით გინდა პიანინოზე და გინდა გიტარაზე

Posted by: Don ST 12 Oct 2014, 05:49
ჩურჩულების გიტარის აკორდები არ მოგეპოვებათ? უცბად მომინდასავით biggrin.gif

Posted by: machabelius 12 Oct 2014, 11:35
ვერსად მივაგენი ალილოს "ყველაფერი შენთვის მინდა" აკორდებს.
ვინმეს შეუძლია დახმარება? smile.gif

https://www.youtube.com/watch?v=sFcY0at3QZU

Posted by: ka_lasha 14 Oct 2014, 00:46
ამ სიმღერის აკორდები ხომ არ მოგეპოვებათ?


https://www.youtube.com/watch?v=QLhGL9jDtDQ

Posted by: უჩინარი 20 Oct 2014, 19:36
ვინმეს შეგიძლიათ გაარჩიოთ ამ რიტმს როგორ უკრავს? და ესეთი კავკასიური რიტმები ხო არ იცით სად შეიძლება ვნახო რო ასწავლიდნენ რამე ვიდეოები ხო არ იცით გინდ რუსული?
https://www.youtube.com/watch?v=1D4PhNU3Vvs

Posted by: Don ST 30 Oct 2014, 22:49
უჩინარი

ჩემი აზრით მანდ არის - ქვევით ზევით ქვევით ქვევით ზევით
პირველი ორი დარტყმა (ქვევით ზევით) გააკეთი ერთი თითით, ან საჩვენებელი ან შუა თითით, როგორც შენთვის იქნება მოსახერხებელი.
შემდეგი ორი დარტყმა (ქვევით ქვევით) გააკეთე სხვადასხვა თითით, საჩვენებელი-შუა ასეთი მიმდევრობით, ან პირიქით და ბოლო ამოკვრაზე ისე უნდა ქნა, რომ ის თითი რომლითაც პირველ ჩაკვრას აკეთებ, საწყის პოზიციაში დაბრუნდეს. ანუ ბოლო სამ დარტყმაზე (ქვევით ქვევით ზევით) თითები ისე გაანაწილე, რომ ბოლო ამოკვრის მერე, მეორედ რომ წახვალ რიტმზე, თითები იმ პოზიციაშო დააბრუნო, როგორც თავიდან გაქვს, წყვეტა რომ არ გამოგივიდეს რიტმში. ალბათ ბოლო ამოკვრაზე ორივე თითი უნდა მოკეცო, მაგრამ ერთით ამოკრა, რომ საწყისი პოზიცია დაიჭირო.

იმედია გასაგებად დავწერე biggrin.gif წარმატებები

Posted by: BadbadGirl 5 Nov 2014, 01:40
ძალიან გამახარებთ თუ "საპოვნელას" გიტარის აკორდებს გამიზიარებთ smile.gif

წინასწარ გმადლობ.

Posted by: Miskuzy 5 Nov 2014, 14:01
https://www.youtube.com/watch?v=sCr0q_ANQgY

ამის აკორდები რა ძალიან გთხოვთ!

Posted by: wolfchant 5 Nov 2014, 14:10
ქართული სისმღერების ნოტები რო იყოს მასიურად, ეგეთი საიტი არ დადებულა ჯერ? :დ

Posted by: vormana 7 Nov 2014, 13:01
http://m.youtube.com/watch?v=NeRPuOPkDoQ
ვინმეს გეცოდინებათ ამის აკორდები რთული არაა და დამეხმარეთ რაა
* * *
მადლობა წინასწარ 2kiss.gif 2kiss.gif
* * *
Eჰჰ ეს თემა მკვდარი ყოფილა ((((((((()

Posted by: Don ST 13 Nov 2014, 00:13
vormana

Dm E Am
ანუ
რე მინორი მი ლა მინორი

ზოგან Am-ის მაგივრად ურთავს Gm (სოლ მინორი)

დასაწყისი რიტმის დროს პირველი და მეოთხე თითი ამუშავე (ანუ საჩვენებელი და ნეკი), მოუსმინე და მიხვდები სადაც უნდა.
დარტყმაზე რომ გადადის მერეც შეგიძლია გამოიყენო, ძირითადად ნეკი.

ვიდეოსთან ერთად დაუკარი და ადვილად გამოგივა

Posted by: Amon`Ra 25 Nov 2014, 16:27
სალამი სასტავ https://www.youtube.com/watch?v=AkF_xeTAEVM

ამ სიმღერის აკორდებს ვერ მეტყვით და მარჯვენა ხელს ძალიან გთხოვთ წინასწარ დიდი მალდობა

Posted by: pro_leo66 2 Dec 2014, 17:07
QUOTE
ვინმეს შეგიძლიათ გაარჩიოთ ამ რიტმს როგორ უკრავს? და ესეთი კავკასიური რიტმები ხო არ იცით სად შეიძლება ვნახო რო ასწავლიდნენ რამე ვიდეოები ხო არ იცით გინდ რუსული?


https://www.youtube.com/watch?v=DIl-XBsOX30 აჰა

Posted by: littlecan 12 Dec 2014, 11:07
ყანჩელის "ის აქ არის"-ის ნოტები არ მოიპოვება არსად? :შ

Posted by: DL1MP1K 21 Dec 2014, 15:13
ამის აკორდები არ იცით არავინ ?
https://www.youtube.com/watch?v=Gsf1f1Y9Smc

Posted by: BaCH, 21 Dec 2014, 23:20
https://www.youtube.com/watch?v=qaaum2TG5Mk

ამის აკორდებით დადეთ რა.

Posted by: Sv1rski 22 Dec 2014, 12:43
თენდება თენდება ახალი წელი დგება. ამის ორიგინალი ვერსია იქნებ ნახოთ კაცი რომ მღერის

Posted by: severuss 25 Dec 2014, 13:25
გამარჯობათ. იმედი მაქვს ქალაქური მელოდიებს მოყვარულები არ ხართ ცოტა smile.gif

ამ სიმღერის აკორდები იცით?: ცისფერი ტრიო.ღმერთი სიყვარულისა.

Posted by: Go Ahead Eagles 25 Dec 2014, 23:44
ჯგუფი ზღვარის სიმღერების აკორდები მინდა. რაც ბევრი სიმღერის აკორდი იქნება უკეთესი. ზალიან გთხოვთ თუ ვინმემ იცით მოკლედ დამიწერეთ

Posted by: urekhi 25 Dec 2014, 23:51
დავფიქსირდები
.............................
* * *
რამე საახალწლო მარტივი მუსიკის რითმები და აკორდები დამიდეთ რა გთხოვთ

Posted by: DL1MP1K 29 Dec 2014, 13:54
მაღლა ცაში ავფრინდები - ს აკორდები ვინმემ კაი ადამიანმა დადეთ რა sad.gif

Posted by: nestora100 8 Jan 2015, 21:49
https://www.youtube.com/watch?v=FHbHXCC4GZ8
ირაკლი ცჰარკვიანის ისევ გაზაფხულდებას აკორდები იქნებ იცოდეთ ვინმემ მადლობა წინასწარ smile.gif))

Posted by: pro_leo66 14 Jan 2015, 19:17
ეეე ძველი თემები სად გააქრეთ? კაით რააა სერიოზული ბაზა იყო

Posted by: pholasha 16 Jan 2015, 18:30
გამარჯობათ.. ამ სიმღერის აკორდები მინდა თუ იცით 33ა ნამი ველს, https://www.youtube.com/watch?v=KSJp0TjDIbg მადლობა წინასწარ

Posted by: ალი 17 Jan 2015, 21:16


ამ აჭარულის აკორდები დაახლოებით მაინც როგორ იქნება დაწერეთ რა up.gif

Posted by: maxoooooo 17 Jan 2015, 23:11
QUOTE (wolfchant @ 5 Nov 2014, 14:10 )
ქართული სისმღერების ნოტები რო იყოს მასიურად, ეგეთი საიტი არ დადებულა ჯერ? :დ

geochords.com ესაა ქაართული საიტი. :* :* : *

Posted by: SoSeLa 19 Jan 2015, 17:52
გამარჯობათ ვინმემ ხო არ იცით აზიური დაისების აკორდები?

Posted by: 1715 25 Feb 2015, 18:45
http://forum.ge/?showtopic=34727155&st=0&#entry43875680

უუუუუუპ გაუკეთეთ ამ თემას რათა გაკეთდეს ერთი დიდი ვიდეოგაკვეთილების ბაზა ქართული სიმღერების აკორდებზე

Posted by: nika0416 9 Mar 2015, 00:17
ამ სიმღერის აკორდებს ვერ დამიდებთ??? წინასწარ დიდი მადლობა smile.gif)))

Posted by: Tabo 18 Mar 2015, 14:51
ზდთ ზდთ.

33ა - უსახელოური

ამ ალბომიდან რაც მეტი სიმღერის აკორდებს დამილინკავთ მით უკეთესი user.gif

მადლობა წინასწარ

Posted by: psyxo 19 Mar 2015, 22:04
https://www.youtube.com/watch?v=q_D2Cl7a6hU
ჯიხვი-ქარაფზე ხტის,
ბუზს არ აიფრენთ, ქედებო!
კავკასით პონტის პირს
ძირს ჩაკიდულხართ, ხედებო!

მე რომ სიკვდილი მჭირს,
ხომ შენგნით, ჩემო ედემო?!
ამბავს წაუღებთ ვის,
თქვენ, ფრინველებო ღვთის-
წითელ-ფეხება მტრედებო?!

ლხინში-ავხირდები, ჩრდილში დაგიდგები
ჩემთვის ვაჩხაკუნებ ფანდურს, სანატრელო;
ჭირში დაგიტკბები, ბევრს არ დაგპირდები:
ფეხზე დაგიდგები ჩემო საქართველო!


თუ იცით აკორდები დადებთ ან მიუწერთ უაღრესად მადლობელი დაგრჩებით yes.gif

Posted by: nerve 21 Mar 2015, 01:57
ნამი ველს ამის აკორდები დადეთ რა

Posted by: psyxo 21 Mar 2015, 21:23
QUOTE
აკორდები დადებთ ან მიუწერთ უაღრესად მადლობელი დაგრჩებით yes.gif


ისევ მე დავდებ აქ მარტო ითხოვენ როგორც ვატყობ, არავინ არაფერს არ დებს cry.gif
QUOTE

A                       Cm#
ჯიხვი-ქარაფზე ხტის,
Bm           E7            A
ბუზს არ აიფრენთ, ქედებო!
A                            C#
კავკასიით პონტის პირს
Em        E7                  A
ძირს ჩაკიდულხართ, ხედებო!

A                           Bm
მე რომ სიკვდილი მჭირს,
F#7                           Bm
ხომ შენგნით, ჩემო ედემო?!
Dm                      A
ამბავს წაუღებთ ვის,
C#m                             F#7
თქვენ, ფრინველებო ღვთის-
Bm        E7         A
წითელ-ფეხება მტრედებო?!

F#m          G#7             C#m           F#7
ლხინში-ავხირდები, ჩრდილში დაგიდგები
Bm         E7                   A            F#7
ჩემთვის ვაჩხაკუნებ ფანდურს, სანატრელო;
Bm         E7                C#m           F#7
ჭირში დაგიტკბები, ბევრს არ დაგპირდები:
Bm            E7                          A
ფეხზე დაგიდგები ჩემო საქართველო!

სპეციალურად ქვოთაში ჩავსვი რომ ზემოდან დაწერილი აკორდები არ წანაცვლლებულიყი

Posted by: psyxo 23 Mar 2015, 19:02
http://radiovinil.ge/?menuid=21&id=1971&lang=1
ამას თუ დაწერს ვინმე baby.gif

Posted by: natka80 3 Apr 2015, 20:07
გამარჯობათ მელომანებო,
გთხოვთ თუ შეგიძლიათ ნინო ქათამაძის "არ მაძინებს წვიმის ხმა დაშენზე ფიქრი" სიმღერის აკორდები დადოთ რაა, მიჭირს აწყობა,იქნებ მოახერხოთ

https://www.youtube.com/watch?v=9GrOxGRWkNg

Posted by: pro_leo66 15 Apr 2015, 13:43
ვიცი რომ ძალიან იშვიათადღა შემოდის აქ ვინმე და თუ ვინმე შემოვა და გულისხმიერებაშ გამოიჩენს დიდი მადლობელი დავრჩები

https://www.youtube.com/watch?v=j9mo1ewnKvc

ამის აკორდები მინდა რა რთული არაა მისამღერის აკორდები არ ჩანს და დამეხმარეთ რაა

Posted by: azabocheni12321 18 Jun 2015, 12:01
ბეჩა ყირამალას აკორდები დადეთ რა,არ იქნება რთული და მაგრად ასწორებს

Posted by: psyxo 1 Aug 2015, 02:12
თუ გაქვთ ვინმეს ამ სიმღერის აკორდები ან ვოკალის ნოტები...
თუ არა ისევ მე მომიწევს ალბათ ... cry.gif
https://www.youtube.com/watch?v=j686ZJ7sXUI&spfreload=10

გულმა შენთან დაიბუდა
შენს ალერსში დავიღლები.
ქუჩები გაქვს სავსე მუდამ
გოგონებით ყვავილებით.
ხელგაშლილი ლაღად დგეხარ
თავმომწონე მასპინძელი
ადვილია შენი ნახვა
დავიწყება არის ძნელი
ადვილია შენი ნახვა
დავიწყება არის ძნელი.

მის:
ქუთაისო ჩვენი ერის
ჩვენი ქვეყნის ლაზათი ხარ,
..საქართველოს ბედნიერი
გემრიელი ქალაქი ხარ X2

აქ ბაგრატის სხივი ელავს
იქ გელათი შუქში ცურავს,
აქ დავითმა სულ პირველად
მკლავი გაიმამაცურა.
სულ მაისის სურნელია
საფირონი მოაქვს რიონს,
..შენ ქუჩებში უმღერია
აკაკი და გალაქტიონს X2

მის:
შენ შეგხარით შენ გიმღერით
ჩვენი ქვეყნის ლაზათი ხარ,
საქართველოს ბედნიერი
გემრიელი ქალაქი ხარ.

ქუთაისო შენ გიმღერით
მართლა ჩვენი ლაზათი ხარ.
საქართველოს ბედნიერი
გემრიელი ქალაქი ხარ X2

ქუთაისო, ქუთაისო...

Posted by: Essiittaaa 5 Sep 2015, 02:45


ამის ტაბები ხომ არ გაქვთ ?

Posted by: უჩინარი 6 Sep 2015, 00:11
ეს ზღვა რომ შავია ამის აკორდები არ იცით?


pro_leo66
QUOTE

ამის აკორდები მინდა რა რთული არაა მისამღერის აკორდები არ ჩანს და დამეხმარეთ რაა


Em - Am - B7 (იგივე H7)

რიტმი
სიმები : 6/5(აკორდის მიხედვით) -3-2-3-1-3-2-3

Posted by: nakafi 12 Nov 2015, 13:26
გამარჯობათ.
ვინმეს თუ გაქვთ ირაკლი ჩარკვიანის მოდი აქ აკორდები ან ტაბები დამიწერეთ მადლობა წინასწარ

Posted by: pholasha 19 Dec 2015, 21:16
გამარჯობათ კარგო ხალხო გილოცავთ ნიკოლოზობას მრავალს დაესწარით .... გთხოვთ ამ სიმღერის აკორდები დამიწეროთ https://www.youtube.com/watch?v=VzX_2s6Bheg ოღონდ ყვითელი გიტარის პარტია მადლობა წინსაწარ

Posted by: leeevani 26 Dec 2015, 18:11
ჩურჩულების გიტარის აკორდები არ მოგეპოვებათ?

Posted by: pholasha 17 Feb 2017, 13:19
გამარჯობათ ხახლნოო ამ სიმღერის აკორდები დამიწერეთ რა ძალინ გთხოვთ თუ ვინმემ იცით https://www.youtube.com/watch?v=uc0BhsdOxyo

Posted by: pholasha 19 Feb 2017, 16:26
აქ ხართ დაწერეთ რა თუ იცით ამ სიმღერის აკორდები

Posted by: BUFFALOBILL 13 Jul 2017, 22:33
ძალიან მინდა ამის აკორდები ძალიან გთხოვთ

////////////////////////////////////////////////////////////

დიახ პირვანდელი გრძნობა უცვლელია
აგრე რად მიყურებ აგრე გაგიჟებით
სულში ჩაიხედე სული ცინცხალია
სულს არ ჭაღარა აქვს და არც ნაოჭები

დიახ სიყმაწვილეს კვლავაც დავიჩემებ
დიახ კვლავაც მიყვარს კვლავაც გაგიჟებით
სულის ფორიაქმა ლექსიც გადარია
შენ კი მაკვირდები აგრე დადინჯებით

როგორ დაიჯერე ჩემი დაბერება
სულის ყვავილები გზას ვერ მოუცელავს
როგორ დაიჯერე, როგორ დაიჯერე,
როგორ დაიჯერე ჩემი დაბერება

რა გახდა ეგ შენი დანახვა
მზესავით ღრუბლებს რომ ეხები
ყინულზე ცივი ხომ არა ხარ
ვერ გავდგი შენს გულში ფესვები

Posted by: levan28 19 Jul 2017, 22:03
ამ სიმღერის გიტარის აკორდები ხომ არ იცით ვინმემ?

სოფლის ბოლოში წყაროსთან,
ერთი პატარა ხიდია,
ამ ხიდით ჩვენთან მოდიან,
ამ ხიდით ჩვენგან მიდიან.

ამ ხიდზე ჩემი ბებია
დადის სამოცი წელია,
ბებია ამბობს, ეს ხიდი
თამარის დროინდელია.

ვინ იცის კიდევ ამ ხიდზე
რამდენი კაცი გავაო,
ზოგი პირველად შემოვა,
ზოგი კი, სულ მთლად წავაო. წავა და წავაო....

ხიდი კი ისევ დარჩება
რადგანაც იგი ხიდია....
ასეა სოფლის ამბავი _
სულ მოდიან და მიდიან.

Posted by: mind_auger 29 Jul 2017, 14:50
https://www.youtube.com/watch?v=Aett02fD9fY

ამის რითმი როგორაა???

Posted by: Go Ahead Eagles 31 Jul 2017, 21:29
მწვანე ოთახის ნაზი მისების აკორდები გააძრეთ ძმურად

Posted by: MauroIcardi 4 Nov 2017, 17:43
fix//////////////////////////////////////////////////////////////

Posted by: nero8888 1 Dec 2017, 12:02
აქ ყველა კითხვას სვავს და პასუხს არავინ სცემს. დახურეთ თემა.

Posted by: ChumiPoetesa 31 Mar 2018, 18:16
https://www.youtube.com/watch?v=xv3JslfIWTA&app=desktop სოფო ნიჟარაძის ამ სიმღერის აკორდები ან ნოტები თუ იცით ვინმემ, დაპოსტეთ რა, გთხოვთ.

Posted by: უჩინარი 9 Mar 2019, 00:33
ვაკის პარკის ბრძოლა წესების გარეშეში როა შესავალი მაგის ტაბები ხო არ გაქვთ, აკორდები არ მინდა ვიცი

* * *
QUOTE (mind_auger @ 29 Jul 2017, 14:50 )
https://www.youtube.com/watch?v=Aett02fD9fY

ამის რითმი როგორაა???

აქ ასახსნელად ძნელია ვიდეო უნდა აი ამ ვიდეოს უყურე ხვიჩა ოსურის რიტმს როგორ ხსნის 2:14 წუთზე ეგრე უნდა დაახლოებით
https://youtu.be/pmojp4nbZ60?t=132
* * *
აუ როდინდელი თემა ყოფილა ლოლ ოკ

Posted by: psyxo 27 Sep 2021, 17:54
წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა ალვის ხის ჩამონათალი
წყალო დადექ და მიამბე საყვარლის შემონათვალი
ნაინანინა ნინაო,ნაინანინა ნინაო X2

ჰე ჰე ჰე
აჭარელი ვიყავ განა ჰეე...
ხულოელი სულეიმანა
ბათუმში ჩამოვბლაყუნდი
კარტოფალას ვყიდდი განა ჰე ჰე ჰე...
დამესიენ ჯიბგირები
გამახსენდა ბაბაის დანა
გავკარი და გამოვკარი,
დოუარე განდაგანა
ნანა ნანანინა, ნანანინა ნინაო
ნანა ნანანინა, ნანანინა ნინაო
ნანა ნანანინა, ნანანინა ნინაო
ნანა ნინანინაო, ნანანინა ნინაო ჰეე...

ღელე-ღელე ვიარეო,ნანაიდა,ჯინველოი ნანაიდა,
ღელე ტალახიანიო,ნანაიდა,ჯინველოი ნანაიდა,
მე შენი ქმარი დევნახე ნანაიდა,ჯინველო ნანაიდა,
ე რა ბლაყვი რამეიაო,ნანაიდა,ჯინველოი ნანაიდა.
ნაინაინა ნინაინაო ნანაიდა,ჯინველოი ნანაიდა X2
------------------------
ვინმე ღვთსნიერი თუ დააწერს აკორდებს cry.gif
ეს ვარიანტი საკმაო კოხტად გამოიყურება
https://www.youtube.com/watch?v=eTvNTKK6as0
up.gif

Posted by: JOKONDA 18 Nov 2021, 16:52
მეგობრებო, ხომ ვერ მეტყვით სად შემიძლია ვნახო ფანდურის აკორდები? წინასწარ გმადლობთ

Posted by: damwyebi123 6 Dec 2021, 17:20
QUOTE (JOKONDA @ 18 Nov 2021, 16:52 )
მეგობრებო, ხომ ვერ მეტყვით სად შემიძლია ვნახო ფანდურის აკორდები? წინასწარ გმადლობთ

რომელი სიმღერის აკორდები გინდა მითხარი აბა,იქნებ ვიცოდე.

Posted by: JOKONDA 13 Dec 2021, 21:25
damwyebi123
QUOTE
რომელი სიმღერის აკორდები გინდა მითხარი აბა,იქნებ ვიცოდე.

აკორდების ჩამონათვალი მინდა თვალსაჩინოების გამოყენებით ანუ ფანდურზე ჩვენებით

Posted by: damwyebi123 14 Dec 2021, 14:50
QUOTE (JOKONDA @ 13 Dec 2021, 21:25 )
damwyebi123
QUOTE
რომელი სიმღერის აკორდები გინდა მითხარი აბა,იქნებ ვიცოდე.

აკორდების ჩამონათვალი მინდა თვალსაჩინოების გამოყენებით ანუ ფანდურზე ჩვენებით

https://www.youtube.com/watch?v=OWWiTMPOSgY
ნახე აბა

Posted by: JOKONDA 15 Dec 2021, 21:35
damwyebi123
არასრული ჩამონათვალია, მაგრამ თქვენ გმადლობთ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)