#56518138 · 7 Jul 2020, 20:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს მზე ამოდის ატლანტიკიდან – შალვა ნათელაშვილი 18:30 ივლისი 7,
,,თუ ივანიშვილი არ გამოაცხადებს, რომ ძალაუფლებას თმობს, მას ელოდება ისეთი რეალური სანქციები, რომელიც არ ღირსებია მსოფლიოს არცერთ თანამედროვე, თუ წარსულის დიქტატორს“, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენი მრავალწლიანი ბრძოლა პუტინისტურ-ოლიგარქიული დაჯგუფებისთვის საერთაშორისო იზოლაციის შესაქმნელად ფინალურ სტადიაში შედის. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი იწყებს ივანიშვილის რეჟიმისათვის ფინანსური სანქციების დაწესებას. დღეს შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს მზე ამოდის ატლანტიკიდან. თუ ბიძინა ივანიშვილი არ გამოაცხადებს, რომ თმობს ძალაუფლებას, მას ელოდება ისეთი რეალური სანქციები, როგორიც არ ღირსებია მსოფლიოში არცერთ ცნობილ თანამედროვე, თუ წარსულის დიქტატორს.
აღნიშნულ კანონპროექტში იმავდროულად გაცხადებულია, რომ ნებისმიერი ქვეყანა ვინც აღიარებს აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის მოხვდება ამერიკული ფინანსური და დიპლომატიური სანქციების ქვეშ, როგორც ვხედავთ საქართველო ყოველდღიურად იმარჯვებს მთავარია ამ გამარჯვებას წინ აღარ გადაეღობოს ის ვინც 8 წლის განმავლობაში გვამარცხებდა, მაინც და მაინც, რომ ვერ წაგვაქცია.
მთავარია ივანიშვილმა შეიგნოს, რომ მოვიდა დრო მისი წასვლის, გამოაცხადოს ძალაუფლების გადაცემა და მისცეს ქართველ ხალხს მომავლის დიდ მაგისტრალზე გასვლის, რის უფლებასაც იგი არ გვაძლევს.
ეს გახლავთ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც შედგენილია ჩვენს მიერ 8 წლის განმავლობაში ვაშინგტონისათვის მიწოდებული დასაბუთებული ინფორმაციების საფუძველზე და ამას ამაყად ვაცხადებ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
--------------------
დემონის ყველაზე დიდი ეშმაკობა ისაა, რომ დაგარწმუნოს მის არარსებობაში!-ბოდლერი დიქტატურას, იმისთვის არ ამყარებენ, რომ რევოლუციის მონაპოვარს გაუფრთხილდნენ, სწორედ რევოლუციას ახდენენ იმ მიზნით, რომ დიქტატურა დამყარდეს!-ორუელი "თუ შეატყვეთ, პოლიტიკოსი შეგიყვარდათ. ფსიქიატრს მიმართეთ!"-ჩერჩილი
|