Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Apple > Apple Wallet / Apple Pay


Posted by: ilia1987 19 Mar 2018, 20:41
apple wallet ეს პროგრამა არ მუშაობს საქართველოში?
* * *
თიბისიმ გააკეთა მარტო ანდროიდზე და იოსზე არავის არ ააქვს. არადა მემგონი თითქმის ყველას აიფონი აქვს

Posted by: sevastopol 20 Mar 2018, 16:11
არა, არ მუშაობს, რადგან საქართველო ოფიციალურად არ არის დამატებული როგორც ქვეყანა Apple-ის მიერ და Apple Pay-ს არ აქვს რეგიონში მხარდაჭერა (მხოლოდ რუსეთში).

Posted by: david999 22 Mar 2018, 01:54
Apple PAYმ კი უნდა იმუშაოს ტერმინალზე მარა აიფონზე როგორ ჩავრთოთ, ბარათი დაგვჭირდება, კაი ხანი ვეჩალიჩე მარა არ გამომივიდა არც ვირტუალური ბარათით. ეტყობა ყველა ამერიკულიც არ მიდის.

Posted by: Poppysmic 23 Mar 2018, 15:40
tkt.ge ნაყიდ ბილეთებს აგდებს wallet-ში. დანარჩენი მისი ფუნქციები ჩემთვის უცნობიაsad.gif
არადა ძალიან კომფორტული იქნება მისი გამოყენება, მითუმეტეს რომ თითქმის ყველგან არის წკაპით გადახდის შესაძლებლობა smile.gif

Posted by: ILIA1702 25 Mar 2018, 16:40
ძალიან პრაქტიკულია ტელეფონით ან საათით გადახდა, თან ულიმიტოდ შეიძლება(უკონტაქტო ბარათივით არ აქვს შეზღუდვა)
ერთი რაც არ აქვს არის EAN13 ტიპის ბარკოდის ბარათების დამატება არ შეიძლება(შტრიხკოდიანი ფასდაკლების ბარათების)
user posted image

Posted by: david999 25 Mar 2018, 16:44
ILIA1702
უცხოეთში ხარ ალბათ ხო? საქართველოში ვერ ვრთავთ apple payს უცხოური pre paid ბარათებიც ვცადე რამდენიმე და მაინც ვერ გავააქტიურე.

Posted by: ILIA1702 25 Mar 2018, 16:47
david999
QUOTE
უცხოეთში ხარ ალბათ ხო? საქართველოში ვერ ვრთავთ apple payს უცხოური pre paid ბარათებიც ვცადე რამდენიმე და მაინც ვერ გავააქტიურე.

ჰო
https://support.apple.com/fr-fr/HT206637 ეს არის სია რომელი ბანკების დამატებაა შესაძლებელი. იმედია მალე დაემატება ქართული ბანკები. ისე როგორც წესი ბანკებს არ "აწყობთ" ეგ სერვისი, რადგან ძვირი უჯდებათ ამიტომ არ არის ყველა ბანკი ჩართული.

Posted by: david999 25 Mar 2018, 16:48
QUOTE (ILIA1702 @ 25 Mar 2018, 16:47 )
david999
QUOTE
უცხოეთში ხარ ალბათ ხო? საქართველოში ვერ ვრთავთ apple payს უცხოური pre paid ბარათებიც ვცადე რამდენიმე და მაინც ვერ გავააქტიურე.

ჰო
https://support.apple.com/fr-fr/HT206637 ეს არის სია რომელი ბანკების დამატებაა შესაძლებელი. იმედია მალე დაემატება ქართული ბანკები. ისე როგორც წესი ბანკებს არ "აწყობთ" ეგ სერვისი, რადგან ძვირი უჯდებათ ამიტომ არ არის ყველა ბანკი ჩართული.

კი, დავიზეპირე მგონი უკვე მაგ ბანკების სია biggrin.gif BOON. ითაც ვცადე ონლაინ ბანკივითაა მარა მაგითაც არ გამოვიდა.

Posted by: sevastopol 26 Mar 2018, 02:28
david999
რეგიონსაც გააჩნია. თუ ამერიკა გიყენია მაშინ SSN-ს გთხოვს რომელიც ამერიკის მაცხოვრებლებისთვის მინიჭებული პირადი ნომერია და შემდეგ ბანკში შესვლას მოგთხოვს.

ilia1987
წარმოიდგინე იგივე TskApp და TBC Wallet არის iOS-ისთვის. მაგრამ უფრო დაცული და კომფორტული გამოსაყენებლად.

ლონდონში ამით მეტროშიც კი შეგიძლია ისარგებლო, როგორც ჩვენთან საქართველოს ბანკის უკონტაქტო ბარათით შეგიძლია მაგალითად.

* * *
მოკლედ,

მგონი ყველაზე "მარტივ" ხერხს მივაგენი.

Yandex.Money-ის აქვს საშუალება გაგიკეთოს ვირტუალური ბარათი, რომელიც პირდაპირ მიებმევა შენს Apple Wallet-ს და მაგით შეძლებ გადახდას ტერმინალებში.

--- თუმცა

არის პრობლემა, რომ სანამ ამ სერვისით ისარგებლებ გჭირდება Yandex.Money იდენტიფიკაცია.

სამწუხაროდ, Yandex.Money-ის არ აქვს პარტნიორი "აგენტები" ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ დაგვჭირდება ფოსტით იდენტიფიკაცია.

ინსტრუქცია არის ამ გვერდზე - https://yandex.ru/support/money/identification/by-mail.

გადაავლეთ თვალი და ნახეთ ვისაც გიღირთ. მე ვაპირებ ფოსტით გაგზავნას ახლო მომავალში. smile.gif
* * *
მოკლედ,

გადავიწყვიტე იქამდე არ დამეძინა სანამ არ ავამუშავებდი Apple Pay-ის საქართველოში.

არსებობის აპპ boon, რომელიც ვირტუალურ ბარათს გაძლევს და შემდეგ იმით იხდი.

პრობლემა ის არის რომ UK ანგარიში დავარეგისტრირე. ადრე მუშაობდა UK-ის გარეთ აღებული ბარათები, ახლა აღარ მუშაობს.

ფრანგული boon-ზე ჯერ კიდევ შეიძლება უცხური 3D secure-enabled ბარათების დამატება. პრობლემა იმაშია, რომ ყოველ გადახდაზე მოგიწევთ ავტომატურად ბარათიდან ლარიდან ევროს კონვერტაცია > მერე იმ ევროდან ლარის კონვერტაცია > + 1.25% მეტის გადახდა რადგან ევროკავშირის გარეთ იხდით.

---

სცადეთ ანგარიშის და ტელეფონის რეგიონის დაყენება საფრანგეთზე და მითხარით თუ იმუშავებს. UK-დან Apple Wallet-ს ჩვეულებრივად დაემატა ვირტუალური ბარათი.

მივწერე საპორტს და ვნახოთ თუ შემიცვლიან UK ანგარიშს ფრანგულით. smile.gif

Posted by: ilia1987 26 Mar 2018, 10:23
საქართველოს ბანკმა და თიბისიმ გააკეთა ოღონდ ანდროიდზეა და იოსზე არცერთი არაა
* * *
QUOTE (sevastopol @ 26 Mar 2018, 02:28 )
ilia1987
წარმოიდგინე იგივე TskApp და TBC Wallet არის iOS-ისთვის. მაგრამ უფრო დაცული და კომფორტული გამოსაყენებლად.

ლონდონში ამით მეტროშიც კი შეგიძლია ისარგებლო, როგორც ჩვენთან საქართველოს ბანკის უკონტაქტო ბარათით შეგიძლია მაგალითად.

* * *
მოკლედ,

მგონი ყველაზე "მარტივ" ხერხს მივაგენი.

Yandex.Money-ის აქვს საშუალება გაგიკეთოს ვირტუალური ბარათი, რომელიც პირდაპირ მიებმევა შენს Apple Wallet-ს და მაგით შეძლებ გადახდას ტერმინალებში.

--- თუმცა

არის პრობლემა, რომ სანამ ამ სერვისით ისარგებლებ გჭირდება Yandex.Money იდენტიფიკაცია.

სამწუხაროდ, Yandex.Money-ის არ აქვს პარტნიორი "აგენტები" ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ დაგვჭირდება ფოსტით იდენტიფიკაცია.

ინსტრუქცია არის ამ გვერდზე - https://yandex.ru/support/money/identification/by-mail.

გადაავლეთ თვალი და ნახეთ ვისაც გიღირთ. მე ვაპირებ ფოსტით გაგზავნას ახლო მომავალში. smile.gif
* * *
მოკლედ,

გადავიწყვიტე იქამდე არ დამეძინა სანამ არ ავამუშავებდი Apple Pay-ის საქართველოში.

არსებობის აპპ boon, რომელიც ვირტუალურ ბარათს გაძლევს და შემდეგ იმით იხდი.

პრობლემა ის არის რომ UK ანგარიში დავარეგისტრირე. ადრე მუშაობდა UK-ის გარეთ აღებული ბარათები, ახლა აღარ მუშაობს.

ფრანგული boon-ზე ჯერ კიდევ შეიძლება უცხური 3D secure-enabled ბარათების დამატება. პრობლემა იმაშია, რომ ყოველ გადახდაზე მოგიწევთ ავტომატურად ბარათიდან ლარიდან ევროს კონვერტაცია > მერე იმ ევროდან ლარის კონვერტაცია > + 1.25% მეტის გადახდა რადგან ევროკავშირის გარეთ იხდით.

---

სცადეთ ანგარიშის და ტელეფონის რეგიონის დაყენება საფრანგეთზე და მითხარით თუ იმუშავებს. UK-დან Apple Wallet-ს ჩვეულებრივად დაემატა ვირტუალური ბარათი.

მივწერე საპორტს და ვნახოთ თუ შემიცვლიან UK ანგარიშს ფრანგულით. smile.gif

Yandex.Money - იტ აქ გადაიხდი? ვერ გავიგე ქართული ბარათი უნდა მიაბა?
* * *
Yandex.Money ამას ქართული ბარათი უნდა მიაბა?

Posted by: sevastopol 26 Mar 2018, 15:32
ilia1987
iOS-ზე იმიტომ ვერ გააკეთეს რომ საქართველო არ არის დამატებული როგორც ოფიციალური რეგიონი.

Yandex.Money-ით შეგიძლია მიაბა ქართული ბარათი, მაგრამ ჯერ თავის იდენტიფიკაცია უნდა მოახდინო.

მოგიწევს შენი პასპორტის რუსულ ენაზე გადათარგმნა და მერე იმ თარგმანის ნოტარიულად დამოწმება და მერე ფოსტით რუსეთში მაგათთან გაგზავნა.

Posted by: david999 26 Mar 2018, 17:40
sevastopol
ეჰ, რაც მე მაგას ვეჩალიჩე, ვაპირებდი იანდესის გამოყენებას მარა მერე ხელი ჩავიქნიე, მე დავარეგისტრირე UK და ესპანური BOON. და არ ქნა არცერთზე, ბარათი მიაქ APPLE PAYში მარა BOON. ის ანგარიშს ვერ ვავსებ აქაური ბარათით. მეც მაგრად მინდა ამუშავება, იმედია რამე გამოგვივა smile.gif ჯერ კიდე შარშან ვჩალიჩობდი, ვირტუალური ამერიკული ბარათიც გავხსენი მარა არ დაემატა. თუ რამეს მოახერხებ გამაგებინე wink.gif
* * *
sevastopol
დიდი ალბათობით გეტყვიან დაგიხურავთ აქაუნთს და ახალი გახსენიო.

Posted by: ilia1987 12 Apr 2018, 15:12
unipay ეს არ იმუშავებს?

https://itunes.apple.com/us/app/unipay-wallet/id1180567676

Posted by: david999 12 Apr 2018, 18:57
ilia1987
no.gif
.............................

Posted by: ilia1987 13 Apr 2018, 09:48
aba.gif aba.gif aba.gif
.......................

Posted by: sevastopol 13 Apr 2018, 23:09
დღეს ვაპირებდი ჩემი პასპორტის ნოტარიულად დამოწმებას და Yandex.Money-სთან რუსეთში გაგზავნას, მაგრამ რაღაც საქმეები გამომიჩნდა და მეგონა ხვალ ვიზამდი (დღეს ხუთშაბათი მეგონა).

ორშაბათს წავალ აუცილებლად და ვნახოთ აბა თუ გამოვა. smile.gif)

Posted by: david999 13 Apr 2018, 23:34
sevastopol
გაგვაგებინე მერე რა და როგორ smile.gif
ისე სულ რომ დაამტკიცონ და მიაბა ბარათი, ჩარიცხვა როგორ მოხდება? კონვერტაციები და პროცენტები მოუწევს დიდი ალბათობით ხომ?

Posted by: > CasTieL < 20 Apr 2018, 14:56
sevastopol
მეც მინდა Yandex.Money-ის დამტკიცება.
დაახლოებით რა დაჯდება ხომ არ იცით?

QUOTE
ჩემი პასპორტის ნოტარიულად დამოწმებას

პირადობის მოწმობას გულისხმობ?

Posted by: sevastopol 20 Apr 2018, 18:31
> CasTieL <
არა, მიდიხარ ნოტარიუსში და ეუბნები რომ გინდა პასპორტის ნოტარიულად დამოწმება რუსულ ენაზე.

15 ლარი გადამახდევინეს გაკეთება.

ორშაბათს წავალ და გავაგზავნი ფოსტით თუ არ დამეზარა. ვნახოთ რა გამოვა. smile.gif

Posted by: > CasTieL < 21 Apr 2018, 21:34
david999
QUOTE
ისე სულ რომ დაამტკიცონ და მიაბა ბარათი, ჩარიცხვა როგორ მოხდება?

ჩარიცხვა ექსპრეს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც შეიძლება. საკომისიო აქვს, მაგრამ ფასებს რომ გადავხედე ვერიფიცირების შემდეგ QiWI-ს მირჩევნია.

sevastopol
დავუშვათ და მიება ეგ ბარათი. აქაურ ტერმინალებზე იმუშავებს? ანუ მაგალითად ჯიპისი-ში შეხვედი და რამე იყიდე, გადაიხდი Apple Pay-თ?

Posted by: david999 21 Apr 2018, 21:40
QUOTE (> CasTieL < @ 21 Apr 2018, 21:34 )
david999
QUOTE
ისე სულ რომ დაამტკიცონ და მიაბა ბარათი, ჩარიცხვა როგორ მოხდება?

ჩარიცხვა ექსპრეს ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც შეიძლება. საკომისიო აქვს, მაგრამ ფასებს რომ გადავხედე ვერიფიცირების შემდეგ QiWI-ს მირჩევნია.

sevastopol
დავუშვათ და მიება ეგ ბარათი. აქაურ ტერმინალებზე იმუშავებს? ანუ მაგალითად ჯიპისი-ში შეხვედი და რამე იყიდე, გადაიხდი Apple Pay-თ?

წესით კი, უკრაინაში იხდიან უპრობლემოდ, გერმანიაშიც და ჩვენთანაც უნდა იმუშაოს 99%.

Posted by: > CasTieL < 21 Apr 2018, 22:00
sevastopol
david999
ინტერესი მკლავს საშინლად. მარტო პირადობის მოწმობის გაგზავნა არ გამოვა? უეჭველი პასპორტი უნდა?

Posted by: sevastopol 21 Apr 2018, 22:58
> CasTieL <
კი, პასპორტს ითხოვენ.

აი ინსტრუქცია - https://money.yandex.ru/doc.xml?id=523000

david999

პირდაპირ შეგიძლია აპარატებიდან ჩარიცხო. არ ვიცი კონვერტირებას როგორ მოახდენს, მაგრამ უბრალოდ მაღაზიაში რომ გადაიხადო Apple Pay-ით მაგის მუღამი მაქვს. ალბათ კონვერიტრებისას ცუდი კურსით გადააკონვერტირებს რუბლიდან > ლარში და ამასთან ერთად +1%-ს წაიღებს რადგან საერთაშორისოდ გამოვიყენე, და არა რუსეთის შიგნით.

ვნახოთ. tongue.gif

Posted by: david999 21 Apr 2018, 23:34
> CasTieL <
sevastopol
მეც მაგის მუღამი მაქ smile.gif იმედია ყველაფერი გამოვა.

Posted by: > CasTieL < 23 Apr 2018, 18:26
sevastopol
დაგვიპოსტე მერე რა შედეგს დადებს. მინდა მერე საათით გადახდა დავტესტო.

P.S საქართველოს ოფიციალურად სიაში დამატებაზე რამე ხომ არ იცით?
მეგონა გასული წლის ბოლომდე უნდა მომხდარიყო ეგ ამბავი მაგრამ ...
წყარო: https://on.ge/story/9545-gita-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-apple-app-store-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

Posted by: sevastopol 24 Apr 2018, 00:27
> CasTieL <
კი, ვიცი რაზეც საუბრობ.

მახსოვს წინ წელს დავპოსტე აქ და გავუხარე ხალხს გული.

ვიცნობ ვინც მაგ საქმეს აკეთებდა და მითხრა რომ უბრალოდ "არაოფიციალური" მოლაპარაკება იყო. ქართველები ვინც ჩავიდნენ ამერიკაში კითხეს თუ შეიძლება დამატებაო და იმათმა გადავცემთ და ვნახოთო და ამათმაც გამოაცხადეს აგერ დაემატებაო.

შტერები. smile.gif)

Posted by: ILIA1702 24 Apr 2018, 16:53
საერთოდ ფუნტ-სტერლინგს არ შევხებივარ ლონდონში, "დაჟე" ბარათიც არ დამჭირვებია ყველგან საათით ვიხდიდი.
პ.ს. მეტროშიც და ავტობუსშიც საათით იხდი

Posted by: sevastopol 24 Apr 2018, 18:24
ILIA1702
კი ბატონო. smile.gif

https://youtu.be/lJtdDqg4QL0

Posted by: > CasTieL < 4 May 2018, 17:37
sevastopol
QUOTE
ორშაბათს წავალ და გავაგზავნი ფოსტით თუ არ დამეზარა. ვნახოთ რა გამოვა.

რა ქენი გაგზავნე?
* * *
მაინტერესებს ასევე Yandex.Money-ზე ევრო და დოლარი რომ გადავრიცხო დააკონვერტირებს რუბლებში? თუ ცალ-ცალკე დაჯდება?

Posted by: sevastopol 5 May 2018, 18:42
> CasTieL <
კი გავაგზავნე და ველოდები როდის მიიღებენ. როგორც ეწერა შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს მიტანას.

არ ვიცი ეგ როგორ ხდება, მე როგორც გავაკეთე არის ის რომ მივაბი ჩემი საქართველოს ბანკის ბარათი და პირდაპირ იქიდან ჩამოვაჭრევინე თანხა ლარის ანგარიშიდან.

1% მიაქვს საკომისიო ოღონდ, ეგეც გაითვალისწინე.

Posted by: > CasTieL < 7 May 2018, 16:51
sevastopol
QUOTE
მივაბი ჩემი საქართველოს ბანკის ბარათი და პირდაპირ იქიდან ჩამოვაჭრევინე თანხა ლარის ანგარიშიდან.

ლარის ანგარიშიდან რომ ჩამოგაჭრა რუბლში დაკონვერტირდა ხომ?

საქართველოს ბანკს ძირითადად უნივერსალური ანგარიში აქვს ანუ დოლარი რომ შეიტანო დოლარში აისახება (გექნება "X" ლარი და "Y" დოლარი).
აი მაგ "Y" დოლარის გადარიცხვა რომ მინდოდეს:
1. "Z" რუბლი დაჯდება,
2. "Y" დოლარი თუ
3. "Y- რაღაც ოდენობა" დოლარი?

აი მეორე მაწყობს ყველანაირად (მესამეც რაღაც პონტში). თუ ისევ რუბლში დაკონვერტირდა მაგარი უაზრობაა

Posted by: sevastopol 7 May 2018, 17:09
> CasTieL <
მარტო რუბლებში ჯდება თვითონ ანგარიშზე.

ალბათ შეიძლება ასეთი რამე მოხდეს

დოლარი გადააკონვერტიროს ბანკმა ლარში > ლარიდან გადააკონვერტიროს მერე ამან რუბლში.

მოკლედ თუ გამოვიდა ეს ყველაფერი ყოველდღიურობაში ამის გამოყენებას აზრი არ აქვს. საკომისიოები ექნება ძალიან დიდი. წარმოიდგინე 1 ლარის ნაცვლად 1.20 ლარს რომ იხდიდე.

არ გიღირს.

ვნახოთ საერთოდ თუ იმუშავებს აქ ჯერ. smile.gif

Posted by: ikunna 8 May 2018, 21:20
აუ მეც მინდოდა დღეს ეს მაგრამ არ გამომივიდა sad.gif( შემშურდა თAნამშრომელმა სამსუნგზე გადმოწერა TBC wallet და იყო ბედნიერი )))

Posted by: sevastopol 15 May 2018, 03:27
ikunna
ველოდები როდის მივა რუსეთში და ვნახოთ...

ალბათ ივნისის ბოლოსკენ ჩავა. 1 თვე მაინც უნდა აცადო და მერე კიდევ იმათ რამდენიმე დღე ვერიფიკაცია რომ გააკეთონ.

Posted by: Andy_Kaufman 15 May 2018, 10:08
sevastopol
QUOTE
Apple Wallet

NFC მხარდაჭერა არუნდა ამ ყველაფერს? baby.gif

Posted by: david999 15 May 2018, 11:10
Andy_Kaufman
კი, აიფონ სე+ დან შშეიძლება გამოყენება თუ სწორად მახსოვს.

Posted by: sevastopol 1 Jun 2018, 22:47
ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მაღაზიაში ჯერ არ გადამიხდია მაგრამ თეორიულად ყველაფერი გამართულად არის. smile.gif)

https://imgur.com/a/IRlQZYw

Posted by: > CasTieL < 1 Jun 2018, 23:19
sevastopol
გამარჯობა,
შეგიძლია დეტალურად დაწერო ან აქ ან პმ-ში მომწერო?
1. სად ათარგმნინე პასპორტი და კიდევ რა საბუთები გახდა საჭირო?
2. გაგზავნა ალბათ ფოსტით მოახდინე ხომ?

Posted by: sevastopol 2 Jun 2018, 21:34
> CasTieL <
ნებისმიერ ნოტარიუსში შეგიძლია მიხვიდე და სთხოვო შენი პასპორტის რუსულად გადათარგმნა და ნოტარიულად დამოწმება. შემდეგ უთხარი რომ ნოტარიული მოწმობის რუსულად გადათარგმნა გინდა და მაგის დამოწმებაც.

ფოსტით შეგიძლია გააგზავნო. ასე მაქსიმუმ 1 თვე დასჭირდეს გაგზავნას.

დამოწმება დაახლოებით 5 ლარი ღირდა მგონი და ფოსტა ასე 3 ლარი.

Posted by: ilia1987 3 Jun 2018, 10:57
QUOTE (sevastopol @ 1 Jun 2018, 22:47 )
ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მაღაზიაში ჯერ არ გადამიხდია მაგრამ თეორიულად ყველაფერი გამართულად არის. smile.gif)

https://imgur.com/a/IRlQZYw

აბა რო გადაიხიდ დაწერე როგორ მუსაობს

Posted by: david999 3 Jun 2018, 12:22
sevastopol
ძალიან კარგი wink.gif
ხომ არ გადაგიხდია უკვე?

Posted by: > CasTieL < 4 Jun 2018, 13:14
sevastopol
მადლობა დიდი. შემდეგი მე ვარ smile.gif
თუ შეგიძლია დაგვიწერე: გადახდისას რამე საკომისიოს გაჭრის? (თუმცა Anyway QIWI-ს მაინც იანდექსი მირჩევნია).

ანუ QIWI-ს მაგალითზე შემიძლია გითხრა რომ 149 რუბლიან სერვისზე 179 რუბლს ვიხდი (30 QIWI-ს საკომისიოა). მანდაც ეგრეა?


Posted by: sevastopol 4 Jun 2018, 14:38
> CasTieL <
თვითონ ბალანსზე თანხა რომ დაამატო შენი ბარათიდან 1% საკომისიო აქვს, ანუ 100 ლარი თუ გადარიცხე 1 ლარი საკომისიოა.

თანხა რუბლებში ჯდება, ამიტომ ველოდები რომ რუბლებიდან მერე ისევ ლარებზე დააკონვერტიროს და ამაში შეიძლება რაიმე საკომისიო აიღოს + რუსეთის გარეთ რომ ვყიდულობ რამეს შეიძლება მაგასაც რაიმე საკომისიო ჰქონდეს.

---

თანხა არ მაქვს ჩემს ბარათებზე, მხოლოდ AmEx-ზე თორემ გადავრიცხავდი. AmEx-დან ვერ გადარიცხავ Yandex-ზე უბრალოდ. sad.gif

Posted by: > CasTieL < 4 Jun 2018, 14:58
sevastopol
ბარათიდან გადარიცხვა რაღაც არ მეკომფორტულება მე smile.gif
მე პირადად ექსპრეს ფეის აპარატებიდან ჩავრიცხავ ხოლმე (QIWI-ზე ესე ვშვრები).
ამ დღეებში გავალ მეც ნოტარიუსში.

Posted by: > CasTieL < 5 Jun 2018, 07:08
sevastopol
ერთი კითხვაც და აღარ შეგაწუხებ smile.gif
გთხოვ იხილო თანდართული ფაილი

Posted by: > CasTieL < 19 Jun 2018, 17:59
sevastopol
დოკუმენტაცია მეც პასპორტის გავუგზავნე. მარტო მანდ შევიტანე პირადობის მოწმობის ინფორმაცია. ეგრე ითხოვდენენ და რა ვიცი.
იმედია არ დამიბრაკავენ. თუ არა და ხელახლა მომიწევს გაგზავნა sad.gif

Posted by: > CasTieL < 29 Jun 2018, 21:02
sevastopol
გეხვეწები იქნებ მითხრა სად გააკეთე ეგ საბუთები და როგორ ჩათვალეს შენი სრულყოფილად?
რაც მანდ ეწერა თითქოს ყველაფერი გავუგზავნე და მაინც უარი მითხრეს. ამდენი ხანი ელოდები და ბოლოს უარი მაგარი ტეხავს sad.gif
გავუგზავნე ეს დოკუმენტები: პასპორტის ასლი, რუსულად შევსებული განცხადება, პასპორტის რუსული ნათარგმი და დამოწმებული ნოტარიულად.

აი ეს მომწერეს.

Posted by: SerLom1 30 Jun 2018, 05:10
თვითმფრინავის Boarding Pass-ებს და სხვადასხვა ქულების შესაგროვებელ ვირტუალურ კარტებს ყრის ჩემთან ვოლეტში. სხვა ვერაფერში ვიყენებ, არადა რა კომფორტულია. ერთი ეგაა თვითმფრინავში ჩასხდომის წინ ქაღალდების ნაცვლად ტელეფონს ან საათს დავადებ და წკაპ!

Posted by: sevastopol 30 Jun 2018, 17:43
> CasTieL <
შენ რომ ID ბარათი გაუგზავნე, პასპორტის ნაცვლად ეგ არ მოეწონათ ალბათ.

მე რუსული ფორმა არ შემივსია, ინგლისური ფორმა შევავსე მაგათი.

https://goo.gl/maps/wkHcNgKKNMy

აი ამ ადგილას არის ნოტარიუსი.

მოკლედ შევსების დროს, თავიდან

EMP - უთითებ შენი ანგარიშის ნომერს

1.1 გვარი რუსულად - შემდეგ ლათინურად

სახელი რუსულად - შემდეგ ლათინურად

Middle name-ს ტოვებ

დაბადების თარიღი და ადგილი 7 JUL 1776 - WASHINGTON

Citizenship - GEORGIA

INN(TIN)SNILS - ამას ტოვებ

ადდრესში შენი მისამართი, ზიპ კოდი 0101.

ნომერი +995599888777

Email dasvidania | @yandex.ru

2. ID Details-ში

Document type - Passport

Series, number - 15BA90072 ან რაც პასპორტზეა.

Date of issue - როდესაც გასცეს შენი პასპორტი

Issuer - Ministry of Justice

Sub-division code - ცარიელი

3 გრაფა, მთლიანად ცარიელი

4 გრაფაში, ყველგან No.

5 გრაფაში ხელმოწერა და როდის შეავსე ეგ დოკუმენტი.

---

ნოტარიუსში მიიტან შენს პასპორტს, გადაათარგმნინებ რუსულად და დაამოწმებინებ რომ ნამდვილად შენია ეს პასპორტი და იმ თარგმნელის თარგმანსაც დაამოწმებ.

მე ასე გავაკეთე როგორც მახსოვს.

შემდეგ გააგზავნი ფოსტაში და ისევ დაელოდები.

უცნაურია, შეიძლება მთარგმნელის დამოწმება არ გაგიკეთებია - ეგეც უნდა გააკეთონ რომ დარწმუნდნენ სწორად რომ არის გადათარგმნილი.
* * *
> CasTieL <
დოკუმენტაცია მეც პასპორტის გავუგზავნე. მარტო მანდ შევიტანე პირადობის მოწმობის ინფორმაცია. ეგრე ითხოვდენენ და რა ვიცი.

პირადობა არ უნდა შეგეტანა, ისევ პასპორტის ინფორმაცია უნდა დაგერთო. როგორ უნდა გაიგონ შენი პირადობა თუ იყო თუ არც გადაგითარგმნია ან დაგიმოწმებია.

ეგ შეგეშალა ალბათ მასე გამოდის. პასპორტი გაუგზავნე და ამ დროს პირადობის ინფორმაცია შეიყვანე ფორმის შევსების დროს.

Posted by: > CasTieL < 1 Jul 2018, 08:00
sevastopol
ძალიან დიდი მადლობა. ხელახლა გავაკეთებ საბუთებს და გავუგზავნი.
ზუსტად მაგ ნოტარიუსთან მივალ მეც.
ეს ლოდინი მღლის და ბოლოს უარი. ნეტავი მეილით იღებდნენ სკანირებულს

Posted by: david999 1 Jul 2018, 11:50
sevastopol
ხომ არ გამოგიყენებია ეფლ ფეი?

Posted by: sevastopol 1 Jul 2018, 18:17
> CasTieL <
ჰო, ძალიან უაზრობაა.

david999
ჯერ არა. ამ კვირაშია შეხვედრა დაგეგმილი საქართველოს ბანკთან და მანდ ვაპირებ პირველად გამოყენებას თუ შესაძლებელი გახდება. წესით უნდა იმუშაოს. მეც ძალიან მაინტერესებს. biggrin.gif

fintech.ge

Posted by: david999 1 Jul 2018, 21:11
sevastopol
ძალიან კარგი smile.gif
გაგვაგებინე მერე რა და როგორ

Posted by: > CasTieL < 2 Jul 2018, 18:08
sevastopol
QUOTE
ჯერ არა. ამ კვირაშია შეხვედრა დაგეგმილი საქართველოს ბანკთან და მანდ ვაპირებ პირველად გამოყენებას თუ შესაძლებელი გახდება.

საქართველოს ბანკთან შეხვედრა რა შუაშია? იყიდე სუპერმარკეტში რამე 2 ლარიანი და რამდენს ჩამოგაჭრის smile.gif

QUOTE (> CasTieL <)
ეს ლოდინი მღლის და ბოლოს უარი. ნეტავი მეილით იღებდნენ სკანირებულს

ამაზე საპორტს მივწერე რომ ხელახლა გავაკეთებ საბუთებს-თქო. გამოგიგზავნით დასკანირებულს იქნებ ნახოთ და თუ ყველაფერი სრულყოფილია მომწერეთ და მერე ფოსტით გამოგიგზავნით-თქო. ტყუილად რომ არ გელოდოთ და მერე ისევ უარი არ მტკიცოთ-მეთქი.
კაი არაა პრობლემა მოგვწეო (ამ მეილზე გააკეთე Reply-ო). დაჟე იქნებ ის საბუთები რაც გავგზავნე იმაზე დამატება გავაკეთო. იგივე ნოტარიუსთან მივალ ჯერ.

Posted by: sevastopol 2 Jul 2018, 22:47
> CasTieL <
არა, უბრალოდ მასე უფრო მუღამი მაქვს. biggrin.gif

მარა, როგორც ვიცი რუსი წერდა Reddit-ზე ბათუმში სულ Apple Pay-ით ვიხდიო.

იმედია აღარ დაგჭირდება გაგზავნა, თორემ მართლა უაზრობაა. საერთოთ ფოსტას ვინღა ხმარობს 21-ე საუკუნეში დოკუმენტების გაგზავნის დროს არ მესმის.

Posted by: sergo_bero 3 Jul 2018, 12:26
sevastopol
QUOTE
საერთოთ ფოსტას ვინღა ხმარობს 21-ე საუკუნეში დოკუმენტების გაგზავნის დროს არ მესმის.

user posted image

Posted by: > CasTieL < 3 Jul 2018, 13:25
sevastopol
QUOTE
იმედია აღარ დაგჭირდება გაგზავნა, თორემ მართლა უაზრობაა. საერთოთ ფოსტას ვინღა ხმარობს 21-ე საუკუნეში დოკუმენტების გაგზავნის დროს არ მესმის.

არა, გაგზავნა მაინც მჭირდება.
უბრალოდ დაზღვევის პონტში ჯერ შემიმოწმებენ საბუთებს და მერე შემიცვლიან სტატუსს.

Posted by: ILIA1702 3 Jul 2018, 17:27
sevastopol
> CasTieL <
QUOTE
მარა, როგორც ვიცი რუსი წერდა Reddit-ზე ბათუმში სულ Apple Pay-ით ვიხდიო.

ბათუმში კიარა რომელიღაც სოფელშიც გადამიხდია საათით საქართველოში, ვისოლში გამივსია ავზი და კოდიც არ მოუთხოვია ცხადია, რადგან ლიმიტი არ აქვს. ასე რომ თუ დაემატება ვოლეთში გადაიხდი უპრობლემოდ ყველგან, სადაც უკონტაქტო გადახდაა, ძალიან იშვიათად არის რომ არ იხდის, მაგალითად საფრანგეთში ზოგ კარფურში 3 ჩემი Apple Pay ბარათიდან მხოლოდ 1 მუშაობს.
პ.ს. ნებისმიერ ქვეყანაში უკვირთ საათით გადახდა და მეც სულ მასე ვიხდი biggrin.gif

Posted by: sevastopol 4 Jul 2018, 01:23
https://imgur.com/a/HHVquAS

დღეს გადავიხადე ორჯერ - თიბისის ტერმინალმაც გაატარა და საქართველოს ბანკის ტერმინალმაც.

100 რუბლი ჩავრიცხე და ასე გადააკონვერტირა მერე რუბლიდან ლარში.

Posted by: > CasTieL < 4 Jul 2018, 08:03
sevastopol
აუ რა მაგარია. 90 თეთრიან გადახდაზე მიმდინარე კურსით მარტო 1 თეთრი წაიღო საკომისიო?
მოკლედ ყველანაირად კარგია ეგ იანდექსი smile.gif

Posted by: ilia1987 4 Jul 2018, 10:58
ისე რა გახდა საქართველოში ამის გაკეთება ოფიციალურად, ყოველ მეორეს აიფონი უჭირავს ხელში არავინ გამოდჩნა ისეთი ან არც ერთი ბანკი არ ინტერესდება რო განავიტაროს ამ მხრივ გდახდები

Posted by: sevastopol 4 Jul 2018, 12:27
ilia1987
Apple-ს ბრალია ოფიციალურად რომ არ უჭერს მხარს. ბანკებს უნდათ დამატება მაგრამ თვითონ Apple არ შემოდის ბაზარზე.

Posted by: > CasTieL < 5 Jul 2018, 11:38
sevastopol
QUOTE
Apple-ს ბრალია ოფიციალურად რომ არ უჭერს მხარს. ბანკებს უნდათ დამატება მაგრამ თვითონ Apple არ შემოდის ბაზარზე.

ადრე თუ გვიან შემოვა. ბოლო-ბოლო მაიკროსოფტი შემოვიდა.
ჩემთვის ეგ 1 თეთრიანი საკომისიო 1 ლარზე სავსებით მისაღებია და თუ უნდათ ვაფშე ნურც შემოსულან.

ევროპის ქვეყნებში ნეტავ რა ექნება საკომისიო? მაგალითად ჩეხეთში 10 ევროს გადახდის შემთხვევაში ზედმეტს რამდენს წაიღებს? ან ვაფშე სადმე წერია საკომისიოების სია ქვეყნების მიხედვით? smile.gif

Posted by: david999 5 Jul 2018, 11:42
QUOTE (> CasTieL < @ 5 Jul 2018, 11:38 )
sevastopol
QUOTE
Apple-ს ბრალია ოფიციალურად რომ არ უჭერს მხარს. ბანკებს უნდათ დამატება მაგრამ თვითონ Apple არ შემოდის ბაზარზე.

ადრე თუ გვიან შემოვა. ბოლო-ბოლო მაიკროსოფტი შემოვიდა.
ჩემთვის ეგ 1 თეთრიანი საკომისიო 1 ლარზე სავსებით მისაღებია და თუ უნდათ ვაფშე ნურც შემოსულან.

ევროპის ქვეყნებში ნეტავ რა ექნება საკომისიო? მაგალითად ჩეხეთში 10 ევროს გადახდის შემთხვევაში ზედმეტს რამდენს წაიღებს? ან ვაფშე სადმე წერია საკომისიოების სია ქვეყნების მიხედვით? smile.gif

Конвертация в другую валюту проходит по курсу MasterCard + 2,7%.
ესე უწერიათ საიტზე
* * *
sevastopol
და ბალანსის შევსება როგორ ხდება?

Posted by: sevastopol 5 Jul 2018, 13:53
> CasTieL <
როგორც ჩანს, შემდეგ დღეს გაჭრის საკომისიოს.

https://imgur.com/08hW6Ns

3 ივლისის გადახდებზე საკომისიო 7 რუბლი ჩამომაჭრა, 4 ივლისის გადახდაზე 5 რუბლი.

david999
პირდაპირ საკუთარი ბარათით. საკომისიო 1%.

https://imgur.com/3NQqqcP

Posted by: david999 5 Jul 2018, 14:03
sevastopol
5 და 7 რუბლი თუ 0.05 და 0.07 რუბლი? 5 რუბლი ძალიან ბევრია საკომისიოსთვის

Posted by: sevastopol 5 Jul 2018, 16:24
david999
ჰო, 0.05 და 0.07 რუბლი. დიდი არაფერია მგონი.

დაველაპარაკე საქართველოს ბანკს ამის შესახებ და რაღაც საინტერესო შევთავაზე რომელიც წესით უნდა გამოუვიდეთ.

ვნახოთ რას იტყვიან, რამდენიმე კვირაში შეგეხმიანებითო. smile.gif))

Posted by: david999 5 Jul 2018, 17:33
sevastopol
ძალიან მაგარია. იმედია იზავენ რამეს

Posted by: MASIVELI 5 Jul 2018, 21:44
ამიხსენით ვინმემ რა პონტია ეს Apple wallet?

Posted by: sevastopol 5 Jul 2018, 23:11
MASIVELI
როგორც შენი ბარათით უბრალოდ მიდებით იხდი ტერმინალზე მაღაზიაში, იგივენაირად შეგიძლია შენი ტელეფონი მიადო ტერმინალს და გადაიხადო.

უბრალოდ საქართველოში არ არის ეს შესაძლებელი, ქართული ბარათების დამატებით და ხერხი ვიპოვეთ როგორ ავამუშაოთ სხვა გზით.

https://youtu.be/ez-2M3C_4wU?t=60

Posted by: MASIVELI 5 Jul 2018, 23:18
ზედმეტი ტვინის ბურღვაა biggrin.gif ბარათითაც მშვენივრად ვიხდი.
მადლობა ისე დიდი

Posted by: MrPhoenix 6 Jul 2018, 00:42
MASIVELI
რამდენიმე ბარათს რო იყენებ არაა ტვინის ბურღვა. ყველა ბარათი გაქ ერთ ადგილას და ძებნა არ გიწევს, აირჩევ და იყენებ/იხდი.

Posted by: SerLom1 8 Jul 2018, 04:24
Pass2Uwallet
ეს აპლიკაცია ქმნის ვოლეტის ბარათებს. ბანკის ბარათს ვერა, მაგრამ უნიქარდის მსგავს, შტრიხკოდანი კარტები შეგიძლიათ შექმნათ თქვენივე დიზაინით. ჯერ რეალურად არ გამომიყენებია. სადმე აფთიაქში რომ მოვხვდები მოვდინჯავ. მგონი პსპს აქვს უკონტაქტო ბარათის მისადები და არა გასატარებელი...

Posted by: > CasTieL < 11 Jul 2018, 15:11
დღეიდან მეც Аpple Pay-ს მომხმარებელი ვარ bis.gif bis.gif bis.gif

user posted image

user posted image

Posted by: sevastopol 11 Jul 2018, 16:01
> CasTieL <
გილოცავ!

ამდენ წვალებას ღირდა მგონი. biggrin.gif

Posted by: > CasTieL < 11 Jul 2018, 22:55
sevastopol
მადლობა დიდი alk.gif
კი ღირდა ნამდვილად smile.gif
ჩემს ყველა მოწყობილობას მივაბი უკვე biggrin.gif საათი, ტელეფონი, აიპადი.
აიმაკზე მიწერს დაჟე თუ ახლოს იქნები საათით ან/და აიფონით მივცემ ნებას ყიდვის დადასტურება მოახდინო ამ მოწყობილობითო.
დღეს გვიან გამოვედი სამსახურიდან და მეჩქარებოდა სახლში, ვერ მოვასწარი დატესტვა. ხვალ უეჭველი დავტესტავ ერთი როგორია უფრო დეტალურად.

P.S. აიპადით ვერ გადაიხდი ისე როგორც საათით და აიფონით smile.gif ანუ Wallet აპლიკაცია არ არის აიპადში. სეთინგებიდან კი ამატებ ბარათს მაგრამ სავარაუდოდ მარტო პროგრამის ან/და ინტერნეტ მაღაზიაში რამის ყიდვას თუ მოახერხებ ალბათ. ანუ თუ ძაან მანიაკი ხარ და უეჭველი აიპადი გინდა რომ დაადო ტერმინალს არ გამოგივა რა biggrin.gif

user posted image

user posted image

Posted by: sevastopol 12 Jul 2018, 00:48
> CasTieL <
ხო, Apple Pay-ით გადახდა შეგიძლია რამდენიმე საიტით Safari-დან თუ შეხვალ.

უბრალოდ ანუ მაკზე გადახდა ისე მოხდება რომ შენს iPhone-ზე თითი უნდა დაადო რომ დაადასტურო.

მაკი არ მაქვს თორემ გავტესტავდი.

თეორიულად მასე უნდა როგორც ვიცი.

https://icdn3.digitaltrends.com/image/apple-pay-websites-0001-2-720x720.jpg?ver=1.jpg

Posted by: > CasTieL < 13 Jul 2018, 06:48
ნიკორაში ვცადე Apple Watch-ით გადახდა და არ იმუშავა არც საქართველოს და არც თიბისი ბანკის ტერმინალზე.
თანხა საკმარისი მქონდა Wallet-ზე.

ნუ პორკეეე mad.gif

აიფონითაც გავტესტავ ამ დღეებში sad.gif უბრალოდ აიფონზე უკან საქართველოს ბანკის სტიკერი მაქვს მიკრული და ემანდ მაგით არ წაიღოს smile.gif

Posted by: Andy_Kaufman 13 Jul 2018, 11:47

> CasTieL <
sevastopol
გადახდის დროს აკონვერტირებს რუბლში ლარს და ისე იხდის? და + საკომისიოც მიაქვს ხო?

Posted by: > CasTieL < 13 Jul 2018, 12:56
Andy_Kaufman
კი ეგრეა. მაგრამ ვერ გადავიხადე რატომღაც sad.gif

Posted by: MrPhoenix 13 Jul 2018, 13:50
> CasTieL <
გირიცხია იანდექსზე თანხა? მხოლოდ ქართულ ბარათზე რო იყოს თანხა არააა საკმარისი.. იანდექსში უნდა იყოს.

Posted by: > CasTieL < 13 Jul 2018, 15:58
MrPhoenix
კიი როგორ არა. 300 რუბლის ფარგლებშია და 1.5 ლარიანი რაღაცის ყიდვა მინდოდა

Posted by: sevastopol 13 Jul 2018, 16:49
> CasTieL <
საინტერესოა. ჩენთან უპრობლემოდ მუშაობს ყველაფერი.

თვითონ იმ მაღაზიის ტერმინალის ბრალი ხომ არ იყო? მე რომ ვცადე თიბისიც მუშაობდა და საქართველოს ბანკის ტერმინალიც.

Posted by: > CasTieL < 13 Jul 2018, 20:34
sevastopol
კარფურში ვცადე საათით გადახდა დაახლოებით 1 საათის უკან და იმუშავა bis.gif
ვიყიდე 5.75 ლარის პროდუქცია და ჩამომაჭრა 150.5 რუბლი.
ეროვნული ბანკის დღევანდელი კურსით 100 რუსული რუბლი არის 3.9291 ლარი.
150.5 რუბლი = 5.91 ლარი. შესაბამისად 5.91ლარი - 5.75 ლარი = 0.16 ლარი (საკომისიო).

შენს შემთხვევაში უფრო ცოტა გამოვიდა საკომისიო მაგრამ მაინც კარგია smile.gif ვითომ მაღაზიაზეა დამოკიდებული?
user posted image

Posted by: Andy_Kaufman 16 Jul 2018, 10:26
> CasTieL <
up.gif

მშვენიერია .. იმედია მალე ჩვენს რეგიონსაც ცნობს ეფლი ... სტიკერის მიკვრა ტელეფონზე და ეს იანდექსის ჩალიჩი აშკარად მეზარება biggrin.gif

Posted by: sevastopol 17 Jul 2018, 13:53
SerLom1
ანგარიშს ჩვეულებრივი ბარათით ავსებ. საკომისიო 1%.

აპლიკაცია აქვთ, გადმოწერე და დარეგისტრირდი Yandex.Money.

ყველგან შეგიძლია გამოყენება სადაც "ვაიფაიან" (payWave) ბარათებს იღებენ ანუ NFC-ის მხარდაჭერა სადაც არის - ძირითადად საქართველოს ბანკის და თიბისი ბანკის ტერმინალებზე.

Posted by: > CasTieL < 17 Jul 2018, 15:09
SerLom1
QUOTE
ანგარიში საიდან ივსება მერე? და რამე აპლიკაცია აქვს იანდექსს რომ აკონტროლო თანხები?

მე ზუსტად ესე, აპლიკაციით ვავსებ:
QUOTE (sevastopol)
ანგარიშს ჩვეულებრივი ბარათით ავსებ. საკომისიო 1%.


თუმცა თუ არ გინდა რომ შენი ბარათი დაანახო იანდექსს ალტერნატივა არის ექსპრესს ფეის ან თიბისი ფეის სწრაფი ჩარიცხვის ანგარიშიდან შეიტანო. უბრალოდ საკომისიო აქვს ძაააააალიან ბევრი.

გუშინ ვცადე და არც ჩვენს მეტროში, და არც ყვითელ ავტობუსში არ მუშაობს. თუ მომიხდა ლურჯ ავტობუსში ასვლა მანდაც ვცდი.

Posted by: > CasTieL < 17 Jul 2018, 15:17
QUOTE (SerLom1)
რომ აკონტროლო თანხები?

Notification მოგდის ეგრევე რომ ჩამოგეჭრა ამდენი და ამდენიო. ასევე მეილზეც მოგდის ესეთი შეტყობინება

Posted by: SerLom1 18 Jul 2018, 00:18
> CasTieL <
ხოო კარგად ყოფილა აპლიკაციაში ყველაფერი. მემგონი ღირს გაკეთება იმიტომ რომ საქართველოში მინიმუმ 3 წელი არა მგონია NFC დაუშვას ეფლმა და არც Apple Pay შემოვა.

აი ზუსტად მეტროზე და მარშუტკებზე უნდა მეკითხა თუ ცადეო, მაგრამ მერე გადავიფიქრე იმიტომ რომ მაგ ტრანსორტს მზოლოდ საქართველოს ბანკის ექსპრეს ბარათის მზარდაჭერა აქვთ. ყველა ბართით რომ იხდებოდეს მაშინ საათითაც გადაიხდებოდა მაგრამ არა
* * *
კასტელ, საათის თემას ეხება მაგრამ ბარემ აქ გკითხავ, ძილის მონიტორინგისთვის რომელ აპლიკაციას იყენებ? რომ გეწერა თითონ ხვდება რომ გავიღვიძე და ადგომის დროა მეუბნებაო smile.gif
მე sleep watch -ს ვიყენებ და კმაყოფილი ვარ. ზუსტად ხვდება როდის ვიძინებ და ვიღვიძებ და მთელი ღამის “ამბავს მიყვება” დილით. მაგრამ ადეო არ მეუბნენა biggrin.gif

Posted by: sevastopol 18 Jul 2018, 01:03
SerLom1
თეორიაში და რეალობაში რომ იცოდე ახლა უკვე საქართველოს ბანკის ყველა ბარათით შეგიძლია სარგებლობა ავტობუსებში და მეტროებში და არა მხოლოდ ექსფრეს ქარდით.

წინა წელს ამბობდნენ რომ 1 წელიწადში (ანუ ამ ზაფხულს) ყველა ბანკის ბარათით დაამატებდნენ გადახდას და მობილურითაც შესაძლებელი გახდებოდა.

ვნახოთ რას იზამენ...

Posted by: SerLom1 18 Jul 2018, 04:57
sevastopol
მართლა?! არ ვიცოდი!
ჰოლ თუ ყველა ბარათს დაამატებენ მაშინ მოგეცა ლხენა, სულ საათით ვივლით მეტროებში smile.gif))


Posted by: Andy_Kaufman 18 Jul 2018, 10:33
> CasTieL <
sevastopol
იანდექსის ანგარიშზე თანხა უეჭველი უნდა იდოს თუ რომც არიდოს მაინც გადაიხდი? ანუ ბარათიდან წაიღებს თუ გადახდამე ყველავარიანტში უნდა გადაიტანო თანხო ?

Posted by: > CasTieL < 18 Jul 2018, 14:32
Andy_Kaufman
QUOTE
იანდექსის ანგარიშზე თანხა უეჭველი უნდა იდოს თუ რომც არიდოს მაინც გადაიხდი? ანუ ბარათიდან წაიღებს თუ გადახდამე ყველავარიანტში უნდა გადაიტანო თანხო ?

არ ვიცი, არ მიცდია. მე პირადად ვგეგმავ ყოველ ხელფასზე დაახლოებით 2000-2500 რუბლი შევიტანო იანდექსზე და ესე წვრილმანებში თუ დამჭირდა მანდედან გადავიხადო. მსხვილამანი საყიდლებისთვის არა მგონია ამ ეტაპზე მიზანშეწონილი იყოს საკომისიოს გამო.

QUOTE
კასტელ, საათის თემას ეხება მაგრამ ბარემ აქ გკითხავ, ძილის მონიტორინგისთვის რომელ აპლიკაციას იყენებ? რომ გეწერა თითონ ხვდება რომ გავიღვიძე და ადგომის დროა მეუბნებაო

არაფერ აპლიკაციას არ ვიყენებ. თვითონ საათი მატყობინებს. მაგალითად გაღვიძებულზე თუ ადგომა დამეზარა ან დიდ ხანს მომიწია კომპიუტერთან ჯდომა ესეთ შეტყობინებას აგდებს:
user posted image

როდესაც ავდგები ხოლმე მერე ესეთს smile.gif
user posted image

Posted by: sevastopol 18 Jul 2018, 14:37
SerLom1
http://www.bm.ge/ka/article/tbilisshi-transportis-biletis-shedzena-mobiluri-aplikaciit-iqneba-shesadzlebeli-/12997

ეს წაიკითხე.

Andy_Kaufman
უნდა გედოს, ისე ვერ გადაიხდი.

Posted by: Andy_Kaufman 18 Jul 2018, 15:06
sevastopol
> CasTieL <
გასაგებია მადლობა

Posted by: SerLom1 18 Jul 2018, 15:47
> CasTieL <
აა ეგ Stand არის. ყოველი საათის ბოლო 10 წუთზე მოგდის ეგ შეტყობინება თუ მანამდე არ ადექი ყოველ საათში 1 წუთი უნდა ადგე მინიმუმ.

Posted by: SerLom1 19 Jul 2018, 19:17
ნეტ რუს მეგობარს რომ ვთხოვო მოსკოვში რომ თავისი მონაცემებით დარეგისტრირდეს იანდექსზე მერე რამე პრობლემა ხომ არ მექნება? ანუ რეალურად მე რომ ვიხმარო და სახელი იმისი იყოს... ამდენი რაღაცის ფოსტით გაგზავნას

Posted by: sevastopol 19 Jul 2018, 23:32
SerLom1
არა, არაფერი პრობლემა არ იქნება.

Posted by: SerLom1 20 Jul 2018, 00:16
გავაკეთე ხალხოოოოოოო გავაკეთეეეეეე!!!!!
რუსმა მეგობარმა მომცა თავისი მონაცემები და 2 წუთში გავიარე რევიზია და უკვე რუსეთზე მივაბი ბარათიც აპლიკაციების ყიდვისთვის. ხვალ სმარტში მივდივააარ smile.gif))user posted image
* * *
ერთი პრობლემაა, საათის ვოლეტში ვერაფრით გადავიტანე ვერც ეს იანდექსი და ვერც ბუნის ბარათი. ტელეფონის ვოლეტში არის და საათზე წერს ამასuser posted image
ბეტა სოფტები მიყენია ტელზეც და საათზეც და შეიძლება ხარვეზი აქვს ასეთი?

Posted by: > CasTieL < 20 Jul 2018, 01:00
SerLom1
გილოცააავ. წარმატებები!

Posted by: SerLom1 20 Jul 2018, 16:15
ვოალა! ესეც პირველი “უკონტაქტო” ლატე სმარტფონიდან!

აპლიკაციაც შევიძინე App Store-იდან!

მოკლედ, ჩემი რჩევა იქნება, თუ ვინმე გყავთ რუსეთის მოქალაქე ახლობელი, სთხოვეთ და მის სახელზე გააფორმეთ იანდექსი.

პ.ს. საათზე მიშველეთ რა რამეეე

Posted by: > CasTieL < 20 Jul 2018, 20:15
SerLom1
QUOTE
აპლიკაციაც შევიძინე აპპ სტორიდან!

აქ საკომისიო არაფერი არ წაგართვა? ანუ პირობითად თუ აპლიკაცია ღირს 76 რუბლი, ზუსტად 76-ს გაჭრის?

QUOTE
პ.ს. საათზე მიშველეთ რა რამეეე

სავარაუდოდ პროგრამული უზრუნველყოფის ბრალია. უკან რომ დააბრუნო 4.3-ზე არ შეგიძლია?

Posted by: SerLom1 21 Jul 2018, 00:57
> CasTieL <
არა, ზუსტად წაიღო რამდენი რუბლიც ღირდა რუსულ მარკეტზე. ამერიკულზე არ მიცდია.

user posted image სმარტში პირველად შევიძინე 5 ლარის პროდუქცია და ჩამომაჭრა 132,29 რუბლი. რომელიც არის 5,09 ლარი ანუ 5 ლარზე 9 თეთრი წაიღო ანუ 1,8 %


უკან არ ბრუნდება საათის სოფტი.... მომიწევს სექტემბრამდე მოთმენა თუ მანამდე არ გაასწორეს. კი მივწერე ფიდბექში ისე

Posted by: sevastopol 21 Jul 2018, 00:59
SerLom1
მგონი ხვალ ჩამოგაჭრის საკომისიოს.

მე ერთი დღის შემდეგ მომივიდა შეტყობინება რომ საკომისიო ჩამომაჭრა ცალკე.

დაელოდე აბა.

საათზე რატომ ვერ წავიდა ვერ გეტყვი, არ მაქვს უბრალოდ.

Posted by: > CasTieL < 21 Jul 2018, 08:30
SerLom1
QUOTE
მგონი ხვალ ჩამოგაჭრის საკომისიოს.

ჩამოჭრით უეჭველი ჩამოგაჭრის, მაგრამ არაფერი ისეთი თანხა არ იქნება.
მე ის არ მომწონს პროსტო რომ წინა დღეს თუ რამდენიმეგან ივაჭრებ საკომისიოებიც ესე რამდენიმეჯერ გეჭრება და არა ერთიანად. შეიძლება რაღაც პონტში უკეთესიც იყოს მაგრამ ჩემთვის დღეში ყველაზე ბევრი 2-3 რუბლი ჩამოუჭრია ამ ფორმით და ეგ არაფერია.

Posted by: SerLom1 26 Jul 2018, 09:02
ხალხო რომელიმე აპარატიდან შეიძლება რომ რუსული რუბლი ჩავრიცხო პირდაპირ?

Posted by: > CasTieL < 2 Aug 2018, 08:07
SerLom1
QUOTE
ხალხო რომელიმე აპარატიდან შეიძლება რომ რუსული რუბლი ჩავრიცხო პირდაპირ?

+1

არავინ იცით?

Posted by: minimal23gb 14 Aug 2018, 01:20
რომელიმე ამერიკული ვირტუალური ბარათის მიბმა არ შეიძლება ვოლეტზე?

Posted by: > CasTieL < 17 Aug 2018, 13:46
პროგრამა ვიყიდე აპსტორზე დაახლოებით 1 კვირის უკან და თანხა არ ჩამოუჭრია. რაშია საქმე ხომ არ იცით? ფაინალ ქათიც ხომ არ გავუშვა ყიდვაზე თუ მაინც მუქთია smile.gif

Posted by: sevastopol 17 Aug 2018, 22:42
> CasTieL <
Yandex-ით?

საპორტს კითხე აბა, მერე რამე პრობლემები არ შეგექმნას.

Posted by: SerLom1 2 Sep 2018, 02:13
აუ გეხვეწებით ვინმე დამეხმარეთ საათზე ვერაფრით მივაბი ბარათი sad.gif((
iOS 12 beta developer და watchOS 5 მიყენია. და სულ ამას წერს could not add card. ვინმეს გაქვთ მიბმული?
* * *
და ახლა უარესი დამემართა, ცდებში და ძებნაში, ტელეფონიდან გამოვრთე იანდექს ბარათი და უკან აღარ მაბმევინებს sad.gif((

Posted by: SerLom1 4 Sep 2018, 10:11
ნუ ტელეფონს მივაბი ისევ მეორე თუ მესამე დღეს. ეტყობა იმავე დღეს არ მიაბა. მაგრამ საათზე იგივე პრობლემაა

Posted by: sevastopol 4 Sep 2018, 14:17
SerLom1
რეგიონი რუსეთზე შეცვალე აბა...

Posted by: SerLom1 6 Sep 2018, 01:26
sevastopol
კი ეგეც ვცადე, ტელეფონისაც და საათისაც შევცვალე, საათზე 8 ნიშნა პასკოდიც დავაყენე, ფორუმებზე ვნახე ეგ მაგრამ მაინც ვირზე ზის და არ აბამს. შეიძლება რომ საათის nfc იყოს დაზიანებული? ისე ბილეთებს და ვაუჩერებს კი ყრის საათის ვოლეტში მარა აი ბანკის ბარათს არაა

Posted by: Poppysmic 18 Sep 2018, 23:15
QUOTE (MrPhoenix @ 6 Jul 2018, 00:42 )
MASIVELI
რამდენიმე ბარათს რო იყენებ არაა ტვინის ბურღვა. ყველა ბარათი გაქ ერთ ადგილას და ძებნა არ გიწევს, აირჩევ და იყენებ/იხდი.

ამ ყველაფერს როგორც ვიცი ID ბარათიც აკეთებს. მაგრამ wallet-ზე რამდენად ებმება ეგ აღარ ვიცი და არც მგონი მიიბას.



ეს ყველაფერი რო არ ვიჩალიჩო როგორ შეიძლება store-დან ვიყიდო აპლიკაციები ??

Posted by: sevastopol 18 Sep 2018, 23:34
Poppysmic
გიფტ ქარდებით შეგიძლია ყიდვა.

Posted by: Poppysmic 22 Sep 2018, 10:29
sevastopol
სად იყიდება??

Posted by: Poppysmic 22 Sep 2018, 10:36
ესენი მოვიდა ჩემ მეილზე და ვერ გავიგე რა არის.

Posted by: sevastopol 22 Sep 2018, 15:15
Poppysmic
ეს რა არის?

გიფტ ქარდი იყიდე სადმე? თუ უბრალოდ სპამ მეილი მოგივიდა?

თუ უბრალოდ მეილი მოგივიდა გირჩევ არ დააჭირო მანდ არაფერს და უბრალოდ წაშალო.

Posted by: Poppysmic 22 Sep 2018, 20:38
sevastopol
რავიცი არ მახსოვს, 100$ არ ჩამომჭრია ანგარიშიდან.
აქედან მოვიდა
და bcc წერია ჩემი mail

Posted by: sevastopol 23 Sep 2018, 00:16
Poppysmic
ფეიკია. სპამია და წაშალე უბრალოდ.

Posted by: ilia1987 18 Oct 2018, 11:38
არაფერი სიახლე არ არის საქართველოზე??? Apple Wallet მუშაობის?

Posted by: sevastopol 18 Oct 2018, 13:33
ilia1987
ეფლს ჯერჯერობით ახლომომავალში არ აინტერესებს საქართველოს ბაზარზე შემოსვლა. ეს იყო პასუხი სექტემბერში.

Posted by: ჰეისან 18 Oct 2018, 14:42
sevastopol
სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზარზე რატომ შემოვიდა? ჩვენზე უფრო მიმზიდველი ბაზრებია? biggrin.gif

Posted by: > CasTieL < 25 Oct 2018, 09:42
SerLom1
QUOTE

ბეტა სოფტები მიყენია ტელზეც და საათზეც და შეიძლება ხარვეზი აქვს ასეთი?

ზუსტად ეგრე წერს ჩემი ცოლის ტელეფონზე როდესაც ბარათს ვამატებ.
არა და იგივე ბარათი ჩვეულებრივ მაქვს მე მიბმული როგორც Wallet-ზე ისე პროფილზე და ვიხდი შეფერხების გარეშე.
რა აღარ ვცადე და არ გამოდის.
ტელეფონზე შენც იგივე ხომ არ გითხრა?


Posted by: SerLom1 26 Oct 2018, 01:00
> CasTieL <
ტელეფონზე მეც მაქვს მიბმული და ვიხდი. საათზე კი ეგრე მიწერს ხოო

Posted by: > CasTieL < 26 Oct 2018, 12:42
SerLom1
ტელეფონზე როდესაც ბარათის გადაბმას აკეთებდი ეგეთი რაღაც არ ამოუგდია შენთვის?

Posted by: SerLom1 29 Oct 2018, 01:17
> CasTieL <
ტელეფონზე პირველად რომ მივაბი არ გაუკეთებია. მერე საათს რომ ვეწვალებოდი წავშალე ტრლეგონიდანაც და ხელმეორედ რომ ვცადე მეც მასე ამომიგდო და იმ დღეს ვერაფრით მივაბი. მეორე დღეს კიდევ ვცადე და ჩვეულებრივად მიება. მერე სადღაც წავიკითხე 24 საათი უნდა გავიდეს რომ ისევ მიაბა ბარათიო.


შენი საათი რომელი სერიაა და შენი ცოლის რომელი?

Posted by: > CasTieL < 31 Oct 2018, 07:31
SerLom1
ხელმოწერაში მიწერია მოდელები.
საათი მიბმულია ჩემს iPhone 6-ზე და ბარათიც შესაბამისად ორივეზე.
ჩემს ცოლს აქვს iPhone 6s და აგერ უკვე რამდენი დღეა გასული და არ ებმება.

Posted by: SerLom1 9 Nov 2018, 03:29
> CasTieL <
ვაა მეც 2 სერია მაქვს საათი. ე. ი. სერიის ბრალი არაა... არც იანდექსის, ბუნიც ვერ მივაბი...
1. ტელეფონის რეგიონი რა გიყენია?
2. საათის რეგიონი რა გიყენია?
3. რამდენ ციფრა პასკოდი გიყენია საათზე?
4. კიდევ რა ფაქტორი შეიძლება იყოს? smile.gif

Posted by: SerLom1 13 Nov 2018, 01:31
> CasTieL <
ხო პასკოდი მაგის გულისთვის დავაყენე ისე არ გაგაკრთებინებს. მოკლედ ბევრი ვიწვალე თუ ცოტა, ავდექი და ჩემი საათი გავყიდე და თან 4 სერია მაქვს შეკვეთილი და კბილების კაწკაწით ველოდებიsmile.gif იმედია იმაზე მაინც მიმაბმევინებს

Posted by: > CasTieL < 13 Nov 2018, 18:34
SerLom1
QUOTE
4 სერია მაქვს შეკვეთილი და კბილების კაწკაწით ველოდები იმედია იმაზე მაინც მიმაბმევინებს

ძალიან მაგარია.
მერე დაწერე აბა ჯამში რა დაგიჯდება.

Posted by: SerLom1 13 Nov 2018, 23:13
40მმ ჯიპიეს+ნაიკის მოდელი გამოვიწერე. თვის ბოლოს ველოდები. 1100 ლარი დამიჯდა საათი ანუ 400$ და რომ ჩამოვა მერე განბაჟება 200 ლარი მექნება გადასახდელი. ჯამში 1300ლ. ზუმერში 1600 ღირს იგივე მოდელი.

Posted by: SerLom1 17 Nov 2018, 00:35
ამასობაში რამე ახალი ხაზი ხომ არ გამოჩნდა იანდექსის გარდა, ვოლეტით ეფლ ფეის გამოყენების?

Posted by: MrPhoenix 19 Nov 2018, 19:58
> CasTieL <
იანდექსში რო გააგზავნე საბუთები საფულეს დასამტკიცებლად, რა დაგიჯდა ყველაფერი?

Posted by: sevastopol 19 Nov 2018, 21:18
SerLom1
მონზო შეგიძლია, თუმცა იქ ფუნტებში რიცხავ და ძაან იწეწები.

MrPhoenix
მე 10 ლარი.

Posted by: MrPhoenix 20 Nov 2018, 18:45
sevastopol
დღეს გავაგზავნე და 6.5 მხოლოდ გაგზავნაში გამომართვეს.. 10ლარი როგორ დაგიჯდა? ნოტარიუსის დამტკიცებით თარგმანით... ნაცნობობით ალბათ ხო?

Posted by: sevastopol 21 Nov 2018, 02:51
MrPhoenix
ნოტარიუსი 3 ლარი დამიჯდა მგონი მარტო.

რამდენი დაგიჯდა ნოტარიუსი?

Posted by: SerLom1 22 Nov 2018, 02:17
user posted image
არიიის! მეოთხე სერია Apple Watch-ს უპრობლემოდ მიება Яндекс ვირტ. ბარათი. აწი თუ უნდა საუკუნე ნუ შემოვა Apple საქართველოში!


ხო კაი, მაინც შემოვიდეს ჯობია...

Posted by: sevastopol 22 Nov 2018, 12:12
SerLom1
გილოცავ!!!

მიდი გააკვირვე მაღაზიაში ხალხი. smile.gif))

იმედი ვიქონიოთ რომ მაინც შემოვა ცოტა ხანში მაინც. sad.gif

Posted by: SerLom1 22 Nov 2018, 19:30
sevastopol
დიდი მადლობა! ისეთი სწრაფია დაფრინავს!

მაღაზია მარტივია, თითონ Apple.com ზე გამოვიწერე 399$ მერე Camex -ით საქართველომდე 10 ლარი დამიჯდა. თუ ვინმე გყავთ რომ ჩამოგიტანოთ ამერიკიდან, განბაჟება აღარ დაგჭირდებათ. თუ არადა 200 ლარამდე ჯდება განბაჟება.
eBay ზეც ვიყავი ჩასაფრებული ერთი ორი კვირის ნაქონი საათი იქნებ იაფად იყოსთქო მაგრამ არა, 390 დოლარამდე ადიოდა აუქციონები, და 10 დოლარის ეკონომიას, “ტაოტიანი” ვარჩიე smile.gif

Posted by: MrPhoenix 23 Nov 2018, 00:38
sevastopol
20ლარი დამიჯდა ნოტარიუსი თავის დამტკიცებით თარგმანით და მერე ისევ დამტკიცება... რავი შენ სად იშოვე 3 ლარად ნოტარიუსი აზრზე არ ვარ...

Posted by: sevastopol 23 Nov 2018, 15:38
MrPhoenix
ნუ რავიცი, რა გითხრა.

რა მნიშვნელობა აქვს მაინც ვერ ვხვდები...

Posted by: > CasTieL < 23 Nov 2018, 23:22
SerLom1
QUOTE
არიიის! მეოთხე სერია Apple Watch-ს უპრობლემოდ მიება Яндекс ვირტ. ბარათი. აწი თუ უნდა საუკუნე ნუ შემოვა Apple საქართველოში!

გილოცავ smile.gif bis.gif

sevastopol
SerLom1
QUOTE
მიდი გააკვირვე მაღაზიაში ხალხი. ))

ეჰ რა ნაცნობი სიტუაციაა. უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ვიყენებ დღემდე ბევრს უკვირს.
ერთი მოლარე გოგონა "გამომეკიდა" რამის smile.gif ეგ როგორ გააკეთეო lol.gif biggrin.gif . აზრი არ ჰქონდა ახსნას და მოკლედ ვუთხარი Apple-ს საათი უნდა გქონდეს-თქო sad.gif, მანდ დამთავრდა საუბარი, უეჭველი ანდროიდისტი იყო და გაუტყდა smile.gif

SerLom1
QUOTE
ისეთი სწრაფია დაფრინავს!

მშვიდობაში up.gif

Posted by: SerLom1 23 Nov 2018, 23:51
> CasTieL <
გაიხარე!

ხო მაღაზიებში ალბათ ბევრი კურიოზი გადამხდება. კოცონზე არ დამწვან ჯადოქრობისთვის smile.gif))))

Posted by: anycall 24 Nov 2018, 01:13
QUOTE (> CasTieL < @ 23 Nov 2018, 23:22 )
SerLom1
QUOTE
არიიის! მეოთხე სერია Apple Watch-ს უპრობლემოდ მიება Яндекс ვირტ. ბარათი. აწი თუ უნდა საუკუნე ნუ შემოვა Apple საქართველოში!

გილოცავ smile.gif bis.gif

sevastopol
SerLom1
QUOTE
მიდი გააკვირვე მაღაზიაში ხალხი. ))

ეჰ რა ნაცნობი სიტუაციაა. უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ვიყენებ დღემდე ბევრს უკვირს.
ერთი მოლარე გოგონა "გამომეკიდა" რამის smile.gif ეგ როგორ გააკეთეო lol.gif biggrin.gif . აზრი არ ჰქონდა ახსნას და მოკლედ ვუთხარი Apple-ს საათი უნდა გქონდეს-თქო sad.gif, მანდ დამთავრდა საუბარი, უეჭველი ანდროიდისტი იყო და გაუტყდა smile.gif

SerLom1
QUOTE
ისეთი სწრაფია დაფრინავს!

მშვიდობაში up.gif

და რატო გგონია რო იგივე პრინციპით გუგლ ფეი არ იმუშავებს? ასევე პაიპალით გადახდაც აქვს ანდროიდ ფეის... ასევე გუგლ ფეიზე სადებეტო ამერიკან ექსპრესი მქონდა მიბმული უპრობლემოდ.
პ.ს. პრინციპის გამო არ მივცემ რუსებს ჩემი პასპორტის ასლს და ჩემ ფულს.

პ.პ.ს TBC Wallet-ს იდეალურად ვხმარობ ანდროიდ სმარტფონზე ყველანაირი გართულებების, ნოტარიუსების და საკომისიოების გარეშე wink.gif

Posted by: david999 24 Nov 2018, 01:44
QUOTE
პრინციპის გამო არ მივცემ რუსებს ჩემი პასპორტის ასლს და ჩემ ფულს.

ეს კარგია, მაგრამ
QUOTE
TBC Wallet-ს იდეალურად ვხმარობ ანდროიდ სმარტფონზე ყველანაირი გართულებების, ნოტარიუსების და საკომისიოების გარეშე

iOS ის მომხმარებლებმა რა ქნან? wink.gif

Posted by: anycall 24 Nov 2018, 01:59
QUOTE (david999 @ 24 Nov 2018, 01:44 )
QUOTE
პრინციპის გამო არ მივცემ რუსებს ჩემი პასპორტის ასლს და ჩემ ფულს.

ეს კარგია, მაგრამ
QUOTE
TBC Wallet-ს იდეალურად ვხმარობ ანდროიდ სმარტფონზე ყველანაირი გართულებების, ნოტარიუსების და საკომისიოების გარეშე

iOS ის მომხმარებლებმა რა ქნან? wink.gif

დამცინავ პოსტს ვუპასუხე რომ თურმე ანდროიდის მომხმარებლები სმარტ დივაისით ვერ იხდიან.

იოსის მომხმარებლებმა ან რუსებს უნდა მისცეთ თქვენი პასპორტის ასლები და საკომისიო უხადოთ ან დაელოდოთ ეფლ ფეის ოფიციალურად შემოსვლას ან კიდევ დაელოდოთ როდის გაუხსნის ეფლი დეველოპერებს NFC-ს.

Posted by: david999 24 Nov 2018, 02:17
QUOTE
ეფლ ფეის ოფიციალურად შემოსვლას

yes.gif
QUOTE
დაელოდოთ როდის გაუხსნის ეფლი დეველოპერებს NFC-ს.

არამგონია ეფლმა ოდესმე სრულიად გაუხსნას დეველოპერებს NFC.
QUOTE
იოსის მომხმარებლებმა ან რუსებს უნდა მისცეთ თქვენი პასპორტის ასლები

ეს რომ არ მინდა მაგიტომაც ვიკავებ თავს ეფლ ფეისგან smile.gif

Posted by: anycall 24 Nov 2018, 02:29
david999

მეც არ მინდა რუსებს მივცე ინფო თორე მეუღლის აიფონზე გავაკეთებდი...
ისე რატომღაც მგონია რომ ქართული ბანკები არ არიან დაინტერესებული ეფლ ფეის შემოსვლით ვიდრე ეფლი (არ აწყობთ % გამო ალბათ) თორე შემოვიდოდა უკვე.

Posted by: sevastopol 24 Nov 2018, 02:48
anycall
არა, ეფლმა ოფოციალურად მოიწერა უარი.

გვქონდა მიმოწერა.

Posted by: anycall 24 Nov 2018, 02:54
QUOTE (sevastopol @ 24 Nov 2018, 02:48 )
anycall
არა, ეფლმა ოფოციალურად მოიწერა უარი.

გვქონდა მიმოწერა.

ხო მაგრამ როგორც ვიცი ბაკებიდან უნდა წამოვიდეს ინიციატივა, არამგონია ეფლმა თქვას თქვენი ბაკების ბრალიაო. ნუ ყოველ შემთხვევაში ბანკების სურვილი დიდ როლს ითამაშებს.

Posted by: sergo_bero 24 Nov 2018, 03:26
anycall
QUOTE
ხო მაგრამ როგორც ვიცი ბაკებიდან უნდა წამოვიდეს ინიციატივა, არამგონია ეფლმა თქვას თქვენი ბაკების ბრალიაო. ნუ ყოველ შემთხვევაში ბანკების სურვილი დიდ როლს ითამაშებს.

ქართული AppStore-ც არ არის და ქართულ ნაწერსაც არ აჩვენებს წესივრად Apple-ს მოწყობილობები, რა დროს Apple Pay-ა smile.gif

Posted by: sevastopol 24 Nov 2018, 12:52
anycall
ჰოდა დამიჯერე ბანკებზე მეტად ეგ საქმე სხვას არავის უნდა.

sergo_bero
თავისთავად.

Posted by: anycall 24 Nov 2018, 16:55
sevastopol

რავი რატომღაც პირიქით მგონა, % გადახდა მოუწევთ ეფლისთვის biggrin.gif

Posted by: SerLom1 25 Nov 2018, 03:59
anycall
კი იგივე პრინციპით გუგლ ფეიც მუშაობს და სამსუნგ ფეიც. ეს სამია სულ ეფლთან ერთად. და ანდროიდებისთვის თიბისი ვოლეტი და tskapp აპლიკაციები მუშაობს, ოღონდ არ ვიცი რამდენად გამართულად. ასევე იგივე პრინციპით, ეფლ ვოჩის მსგავსად სამსუნგის სმარტვოჩსაც აქვს nfc და სხვა რამდენიმე წამყვან ანდროიდ სმარტსაათებსაც. უბრალოდ მე ბოლო წლებია iOS ზე გადავედი და ყველანაირად კმაყოფილი ვარ, ერთი იყო დარჩენილი უკონტაქტო გადახდის საკითხი და რაკი ესეც მოვაგვარე იანდექსით, კმაყოფილი ვარ და ჯანდაბას საკომისიოს კაპიკები.
პ.ს. რუსებისთვის ჩემი პასპორტი არ მიმიცია, რუსი მეგობარი მყავს და იმის სახელზე დავარეგისტრირე, ყველაფერი 5 წუთში გავაკეთე ინტერნეტით, ფოსტები და ნოტარიუსები აღარ დამჭირდა.

Posted by: anycall 25 Nov 2018, 11:48
SerLom1
შენ გადარჩი პასპორტის მიცემას biggrin.gif წკაპი არ მიხმარია თიბისის ვხმარობ, ჩაწერ აპლიკაციას მიაბავ ბარათს (ასევე სხვა ფასდაკლების და მსგავსი ბარათების მიბმაც შეგიძლია) პარამეტრებიდან ჩაურთავ მარტივ გადახდას და მხოლოდ ბლოკის მოხსნაა საჭირო ტელეფონზე (რაღაც თანხის ლიმიტი აქვს პინის გარეშე გადახდას), არც აპლიკაციის გახსნა უნდა და არც არაფერი, პირდაპირ ადებ ტელეფონს ტერმინალს და ანიმაცია გატყობინებს გადაიხადე თუ ვერა. პრობლემა არ შემქმნია ჯერ ჯერობით, აპლიკაციას გამოსვლის დღიდან ვხმარობ.

პ.ს ეფლი თავისივე iOS-ით მეც მომწონს, უბრალოდ ამწუთას ანდროიდზე ვარ და მეუღლე iOS-ზეა. ყოფილა შემთხვევა ტელეფონის გამოცვლის დროს უთქვამს კონკრეტული ანდროიდ ტელეფონი მინდაო მაგრამ პრინციპულად ეფლს ვყიდულობ(თ) მაინც biggrin.gif ერთი სისტემაც მომწონს და მეორეც, უბრალოდ ამ ეტაპზე მე ანდროიდზე ვრჩები.

Posted by: SerLom1 26 Nov 2018, 02:44
anycall
კი ჩემთვისაც ორივე სისტემა მისაღებია. განსაკუთრებით “სუფთა ანდროიდი” კარგია. ეფლის ვოლეტივით ყოფილა თიბისიც, მარტო განბლოკვა უნდა და ბარათი მზადაა გადახდისთვის

Posted by: anycall 27 Nov 2018, 01:30
QUOTE (SerLom1 @ 26 Nov 2018, 02:44 )
anycall
კი ჩემთვისაც ორივე სისტემა მისაღებია. განსაკუთრებით “სუფთა ანდროიდი” კარგია. ეფლის ვოლეტივით ყოფილა თიბისიც, მარტო განბლოკვა უნდა და ბარათი მზადაა გადახდისთვის

კი მე ორივე სისტემა მომწონს, ეფლის ანიმაციები მომწონს ძალიან, დახვეწილია საკმაოდ და ლამაზია.

კი კი სულ არ ეხები აპლიკაციას ერთხელ "გაასწორებ" და ეგაა.

Posted by: SerLom1 29 Nov 2018, 01:34
მოკლედ საათის პირველი გამოცდა მაკდონალდსის დრაივზე მოეწყო და წარმატებით ჩააბარაა! წამში ამოარტყა ჩეკი! მოლარე გოგონას რეაქცია ნული ჰქონდა smile.gif ან გამოცდილება ჰქონდა უკვე და ან არ შეიმჩნია smile.gif) მე ვფიქრობ რომ უფრო ზედმეტად დაღლილი ან “დაგრუზული” იყო და სულ რომ ტუფლი მიმედო და იმით გადამეხადა მაინც ეგეთი რობოტი რეაქცია ექნებოდა...biggrin.gif

Posted by: david999 29 Nov 2018, 02:29
QUOTE (SerLom1 @ 29 Nov 2018, 01:34 )
მოკლედ საათის პირველი გამოცდა მაკდონალდსის დრაივზე მოეწყო და წარმატებით ჩააბარაა! წამში ამოარტყა ჩეკი! მოლარე გოგონას რეაქცია ნოლი ჰქონდა smile.gif ან გამოცდილება ჰქონდა უკვე და ან არ შეიმჩნია smile.gif მე ვფიქრობ რომ უფრო ზედმეტად დაღლილი ან “დაგრუზული” იყო და სულ რომ ტუფლი მიმედო და იმით გადამეხადა მაინც ეგეთი რობოტი რეაქცია ექნებოდა...biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
............................

Posted by: ILIA1702 20 Dec 2018, 14:33
SerLom1
QUOTE
მოკლედ, საათის პირველი გამოცდა მაკდონალდსის დრაივზე მოეწყო და წარმატებით ჩააბარაა! წამში ამოარტყა ჩეკი! მოლარე გოგონას რეაქცია ნოლი ჰქონდა - ან გამოცდილება ჰქონდა უკვე და ან არ შეიმჩნია smile.gif მე ვფიქრობ რომ უფრო ზედმეტად დაღლილი ან “დაგრუზული” იყო და სულ რომ ტუფლი მიმედო და იმით გადამეხადა მაინც ეგეთი რობოტი რეაქცია ექნებოდა...

დაახლოებით 2 წლის წინ ვიხდიდი ხოლმე საათით და საქართველოში რეაქცია არავის ჰქონდა, მაშინ როდესაც ევროპაში (იტალია, საფრანგეთი და ა.შ) ყველას უკვირდასავით. ეგ იმის გამოა, რომ Pay სტიკერები არის მანდ პოპულარული და ჩვეულებრივი ამბავია ნივთით გადახდა.

პ.ს. რამდენი პროცენტი გამოგდის დაახლოებით საკომისიო (ჩარიცხვიდან გადახდამდე მთელი ციკლის დროს)?

Posted by: minimal23gb 6 Jan 2019, 22:18
რუსულ Appstore-ზე ებმება ქართული ბარათები (ადრე მქონდა მიბმული და ვყიდულობდი აპლიკაციებს) და ვოლეტზე მაგ შემთხვევაში არ წავა ქართული ბარათი?

Posted by: sevastopol 6 Jan 2019, 22:24
minimal23gb
რომელი ბანკის ბარათი გქონდა მიბმული?

Posted by: minimal23gb 7 Jan 2019, 14:27
sevastopol
თუ სწორად მახსოვს, TBC, მეუღლის ტელეფონზე იყო.

ახლა ვცადე იგივე და არ მიება................

Posted by: > CasTieL < 6 Feb 2019, 23:17
ვოლეტში გამოჩნდა ჩემთან Apple Pay Cash და რა არის იქნებ ვინმემ იცოდეთ და ამიხსნათ?

Posted by: sevastopol 6 Feb 2019, 23:22
პირდაპირ როგორც საბანკო გადარიცხვებია ჩვენთან მასე შეგიძლია გადაურიცხო სხვას თანხა.

ვერ გამოვიყენებთ ჩვენ, ამერიკული საბანკო ანგარიში გჭირდება... დაიკიდე.

Posted by: > CasTieL < 6 Feb 2019, 23:43
sevastopol
მადლობა ინფორმაციისთვის.

დაკიდებას რაც შეეხება ტვინს ბურღავს, გინდა თუ არა პირადობა დაასკანირეო. პახოდუ ვოლეტშიც გდია და ვერ დავადისებლებ?

Posted by: sevastopol 7 Feb 2019, 22:42
> CasTieL <
არამგონია, ჩემთან რაც იოს 12 გამოვიდა იმის მერე იყო ავტომატურად.

რეგიონი ამერიკაზე ხომ არ გადაიყვანე შემთხვევით?

Posted by: > CasTieL < 8 Feb 2019, 12:34
sevastopol
QUOTE
რეგიონი ამერიკაზე ხომ არ გადაიყვანე შემთხვევით?

არა რუსეთი მაქვს, იანდექსი ბარათიც მაქვს მიბმული.
შევავსე რაღაცეები და ბოლოს მომთხოვა პირადობის ან მართვის მოწმობის ორივე მხარის სკანირება. ორივე გავაკეთე და არ მიიღო.
Youtube-ზე ვნახე და ძალიან მაგარი რაღაცაა, ცუდია რომ ჩვენთან არაა

Posted by: ilia1987 8 Feb 2019, 14:58
ბანკების ჩამონათვალში VTB არის და აქაური ფილიალის ბართი არ გააქტიურდება ნეტა

Posted by: sevastopol 10 Feb 2019, 01:03
ilia1987
ალბათ რუსეთის ვითიბის გულისხმობს.

Posted by: ilia1987 11 Feb 2019, 13:02
ჩამონატვალში ხორუსულიბანკია და ქართული ვითიბის კარტა არ იმუსავებს?

Posted by: MrPhoenix 11 Feb 2019, 14:00
არ მუშაობს ქართული ვითიბის ბარათი, ვცადე..

Posted by: SerLom1 14 Feb 2019, 23:43
იდეაში მაგარი რამეა, მესიჯის მიწერით შეგიძლია გადაურიცხო სხვას თანხა. მარა საქართველოსი შანსი არაა, ან ამერიკის სოც. ბარათი უნდა გქონდეთ. უბრალოდ გაუთიშეთ ის მწვანე თოგლი და აღარ გამოჩნდება არც ვოლეტში და აღარ შეგაწუხებს

Posted by: sevastopol 15 Feb 2019, 00:49
SerLom1
iMessage-ს იყენებს ხალხი საქართველოში? ასეთი ფუნქციონალი რომ ჩვენმა ბანკმა დაამატოს - iMessage-ში პირდაპირ თავისი widget-ით თანხის გადარიცხვა, ვითომდა გამოიყენებს ხალხი?

Posted by: > CasTieL < 16 Feb 2019, 21:36
გუგლში რომ დავსერჩოთ ვინმეს პირადობა რომ ის მივუთითოთ არ იმუშავებს?
საქართველოს ბანკმა ჯერ თავისი ბარათი დაგვამატებინოს ვოლეტში და მერე რაღაცა იქნება smile.gif
* * *
QUOTE
უბრალოდ გაუთიშეთ ის მწვანე თოგლი და აღარ გამოჩნდება

ეგ გამოვრთე უკვე smile.gif

Posted by: SerLom1 26 Mar 2019, 20:51
25 მარტის ივენთზე Apple-მა წარმოგვიდგინა სერვისების სფეროს ახალი პროდუქტი - საკრედიტო ბარათი, რომელსაც არ გასცემს არცერთი ბანკი - Apple Card. მათი თქმით ეს იქნება ყველაზე მოსახერხებელი, დაბალ პროცენტიანი და დაცული საბარათე მომსახურება. ამასთან იგი ვირტუალური სახითაც მოთავსდება Wallet-ში, ხოლო პლასტიკური ბარათით კი მთელს მსოფლიოში იქნება გადახდა შესაძლებელი. ამ სიახლეს ზაფხულში უნდა ველოდოთ.

როგორ ფიქრობთ, იმუშავებს საქართველოში? ვინც Yandex Money -ს იყენებს, შეიძლება უკეთესი პირობები და ნაკლები საკომისიო იყოს ამაზე. განვიხილოთ ეს თემა ვინც იცის
* * *
user posted image
Anywhere in the world-ო
* * *
user posted image
ასე გამოიყურება Apple-ის დიზაინის პლატინიუმ ბარათი

Posted by: david999 26 Mar 2019, 21:50
SerLom1
იმედია იმუშავებს, მარა როგორ მოხდება ბალანსის შევსება ისევ ბანკი უნდა ჩაერთოს ალბათ ხო?

Posted by: SerLom1 26 Mar 2019, 23:49
david999
ხო ეგ საინტერესოა. ნუ ლოგიკურად რომ მივუდგეთ, ფული უნდა დავრიცხოთ ზედ. და ფული კიდევ გვაქვს ბანკის ანგარიშზე და იქიდან უნდა გადაიტანო ალბათ. აბა გიფთ ქარდით ხომ არ შეავსებ gigi.gif

Posted by: david999 27 Mar 2019, 00:05
SerLom1
biggrin.gif
ის ვერ გავიგე პრეზენტაციაზე, 40 ახალი ქვეყანა დაემატებაო ეფლ ფეის თუ 40 არისო უკვე.

Posted by: sergo_bero 27 Mar 2019, 13:30
SerLom1
მუშაობით იმუშავებს ( ანუ ვისაც ექნება - საქართველოშიც მოახერხებს მაგით გადახდას ), მაგრამ საქართველოდან მაგ ბარათს ვერ ავიღებთ.

Posted by: MAX_G 27 Mar 2019, 13:46
რაღაცა იქნება, ვამუშავებთ როგორმე. იდეალური პირობებითაა

Posted by: SerLom1 28 Mar 2019, 01:41
sergo_bero
ხო მეც ეგრე მგონია, მუშაობით კი, მაგრამ აღებისთვის ამერიკის მოქალაქის დახმარების გარეშე ვერ ავიღებთ. მოკლედ რაცხას მოვახერხებთ ქართველები smile.gif)

MAX_G
აი ეს პირობები ცოტა ვერ გავიგე, რაში მდგომარეობს იდეალურობა? ანუ ამერიკის რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც უამრავი ბანკის ბარათის აღება შეუძლია, რატომ უნდა შეაჩეროს არჩევანი ამ ბარათზე? რა აქვს ასეთი განსაკუთრებული?

david999
გამუდმებით ვამატებთ ქვეყნებსო და ამ წლის ბოლოსთვის ველოდებით რომ 40-ზე მეტი ქვეყანა იქნება ჯამშიო

Posted by: ლაშა117 28 Mar 2019, 11:00
და რაში გჭირდებათ რომ ამუშაოთ შეგიძლიათ ამიხსნათ?


იმიტომ რომ apple-ს ბარათი გქონდეთ? biggrin.gif იგივე ფუნქციას ნებისმიერი ქართული ბარათი შეგისრულებს

Posted by: david999 28 Mar 2019, 12:33
ლაშა117
ალბათ ეფლ ფეის მიებმება ბარათი და ეფლ ფეის გამოყენებას შევძლებთ.

Posted by: ლაშა117 28 Mar 2019, 15:43
QUOTE (david999 @ 28 Mar 2019, 12:33 )
ლაშა117
ალბათ ეფლ ფეის მიებმება ბარათი და ეფლ ფეის გამოყენებას შევძლებთ.

კარგი მაშინ გკითხავ ბარემ apple pay რაში გჭირდება საქართველოში?

Posted by: sevastopol 28 Mar 2019, 17:42
ლაშა117
ბარათს აღარ ატარებ და ტელეფონით გადაიხდიდი პირდაპირ. მარტივია.

Posted by: ლაშა117 28 Mar 2019, 18:01
QUOTE (sevastopol @ 28 Mar 2019, 17:42 )
ლაშა117
ბარათს აღარ ატარებ და ტელეფონით გადაიხდიდი პირდაპირ. მარტივია.

მაგას ისედაც გთავაზობს ნებისმიერი ბანკი საქართველოში

nfc-ს როგორც ვიცი კითხულობს iphone

Posted by: sergo_bero 28 Mar 2019, 18:05
ლაშა117
QUOTE
და რაში გჭირდებათ რომ ამუშაოთ შეგიძლიათ ამიხსნათ?

3% Cashback აქვს რომელიმე ბანკს? spy.gif

QUOTE
მაგას ისედაც გთავაზობს ნებისმიერი ბანკი საქართველოში

nfc-ს როგორც ვიცი კითხულობს iphone

no.gif

QUOTE
კარგი მაშინ გკითხავ ბარემ apple pay რაში გჭირდება საქართველოში?

ბარათის თან ქონა არ დაგჭირდება, ტელეფონზე ორჯერ დაჭერით ეგრევე იხდი, საიტებზე, აპლიკაციებში ბარათის მონაცემების შეყვანა აღარ მოგიწევს, ბევრად უფრო მოსახერხებელია ვიდრე საფულიდან ბარათის ამოღება, გადახდა, პინის შეყვანა და მერე ისევ შენახვა.

გარდა მაგისა, Apple Pay ვირტუალურ ბარათს აგენერირებს და იმ ვირტუალური ბარათის მონაცემებით იხდის, შენი რეალური ბარათის კოდი, პინი, ვადა და რაღაცეები არ მჟღავნდება wink.gif

Posted by: ლაშა117 28 Mar 2019, 18:21
QUOTE (sergo_bero @ 28 Mar 2019, 18:05 )
ლაშა117
QUOTE
და რაში გჭირდებათ რომ ამუშაოთ შეგიძლიათ ამიხსნათ?

3% Cashback აქვს რომელიმე ბანკს? spy.gif

QUOTE
მაგას ისედაც გთავაზობს ნებისმიერი ბანკი საქართველოში

nfc-ს როგორც ვიცი კითხულობს iphone

no.gif

QUOTE
კარგი მაშინ გკითხავ ბარემ apple pay რაში გჭირდება საქართველოში?

ბარათის თან ქონა არ დაგჭირდება, ტელეფონზე ორჯერ დაჭერით ეგრევე იხდი, საიტებზე, აპლიკაციებში ბარათის მონაცემების შეყვანა აღარ მოგიწევს, ბევრად უფრო მოსახერხებელია ვიდრე საფულიდან ბარათის ამოღება, გადახდა, პინის შეყვანა და მერე ისევ შენახვა.

გარდა მაგისა, Apple Pay ვირტუალურ ბარათს აგენერირებს და იმ ვირტუალური ბარათის მონაცემებით იხდის, შენი რეალური ბარათის კოდი, პინი, ვადა და რაღაცეები არ მჟღავნდება wink.gif

ვსო ახლა გავიგე smile.gif მადლობა ამომწურავი პასუხისთვის

Posted by: MrPhoenix 28 Mar 2019, 18:40
ჯერ Apple Pay შემოვიდეს ჩვენთან biggrin.gif

Posted by: david999 28 Mar 2019, 19:16
MrPhoenix
თუ უცხოური ბარათი გაქვს, რომელიც მუშაობს ეფლ ფეიზე ჩვენთანაც გაატარებ უპრობლემოდ.
QUOTE
კარგი მაშინ გკითხავ ბარემ apple pay რაში გჭირდება საქართველოში?

QUOTE
ბარათის თან ქონა არ დაგჭირდება, ტელეფონზე ორჯერ დაჭერით ეგრევე იხდი, საიტებზე, აპლიკაციებში ბარათის მონაცემების შეყვანა აღარ მოგიწევს, ბევრად უფრო მოსახერხებელია ვიდრე საფულიდან ბარათის ამოღება, გადახდა, პინის შეყვანა და მერე ისევ შენახვა.


QUOTE
მაგას ისედაც გთავაზობს ნებისმიერი ბანკი საქართველოში

nfc-ს როგორც ვიცი კითხულობს iphone

ანდროიდზე არის აპლიკაციები და აიფონს არააქვს ეგეთი გახსნილი NFC - ზღუდავს Apple NFC-ს ფუნქციებს.

Posted by: MrPhoenix 28 Mar 2019, 20:31
david999
ხო მაგრამ მაგ შემთხვევაში ან პროცენტია ან მეტი გიჯდება...

Posted by: ლაშა117 28 Mar 2019, 20:45
QUOTE (MrPhoenix @ 28 Mar 2019, 20:31 )
david999
ხო მაგრამ მაგ შემთხვევაში ან პროცენტია ან მეტი გიჯდება...

მეეჭვება ან ეს ან სამსუნგ ფეი შემოვიდეს, ბანკები ხელოვნურად შეუქმნიან დაბრკოლებას მაგათ ბაზარზე შემოსვლას

Posted by: david999 28 Mar 2019, 20:50
MrPhoenix
1-2%ის ფარგლებში თუ იქნება არაუშავს, ქეშბექმა შეიძლება გააბათილოს.
ლაშა117
პირველი დაინტერესება სწორედ ბანკების მხრიდან იქნება.

Posted by: ლაშა117 28 Mar 2019, 21:00
QUOTE (david999 @ 28 Mar 2019, 20:50 )
MrPhoenix
1-2%ის ფარგლებში თუ იქნება არაუშავს, ქეშბექმა შეიძლება გააბათილოს.
ლაშა117
პირველი დაინტერესება სწორედ ბანკების მხრიდან იქნება.

რატომ რა ლოგიკით? თავისი უკონტაქტო გადახდა აქვთ და სხვა კომპანიის შემოსვლა რატომ უნდა აწყობდეთ

Posted by: david999 28 Mar 2019, 21:07
ლაშა117
როდესაც ეფლ ფეი შემოვა, ურთიერთობას დაიწყებს რომელიმე კონკრეტულ ბანკთან, მაგალითად საქ. ბანკთან, რომელიც დაუდებს ხელშეკრულებას, რომ მაგალითად 1 თვით ეფლ ფეი იქნება ექსკლუზიური პარტნიორი საქ.ბანკის და ხალხი რა თქმა უნდა აიღებს საქ. ბანკის და ეფლ ფეის ახალ ერთობლივ ბარათს, მერე სხვა ბანკებიც შეხედავენ და გადაწყვეტენ დაემსგავსონ საქ.ბანკ-ს და გახდნენ ეფლ ფეის პარტნიორები და ა.შ.
QUOTE
თავისი უკონტაქტო გადახდა აქვთ

ანდროიდზე კი, iOS-ზე არა.

Posted by: ლაშა117 28 Mar 2019, 21:26
QUOTE (david999 @ 28 Mar 2019, 21:07 )
ლაშა117
როდესაც ეფლ ფეი შემოვა, ურთიერთობას დაიწყებს რომელიმე კონკრეტულ ბანკთან, მაგალითად საქ. ბანკთან, რომელიც დაუდებს ხელშეკრულებას, რომ მაგალითად 1 თვით ეფლ ფეი იქნება ექსკლუზიური პარტნიორი საქ.ბანკის და ხალხი რა თქმა უნდა აიღებს საქ. ბანკის და ეფლ ფეის ახალ ერთობლივ ბარათს, მერე სხვა ბანკებიც შეხედავენ და გადაწყვეტენ დაემსგავსონ საქ.ბანკ-ს და გახდნენ ეფლ ფეის პარტნიორები და ა.შ.
QUOTE
თავისი უკონტაქტო გადახდა აქვთ

ანდროიდზე კი, iOS-ზე არა.

ვა არ ვიცოდი მეგონა ის წკაპლიკაცია თუ რაღაც ios-ზეც ჰქონდათ

Posted by: SerLom1 28 Mar 2019, 21:30
ლაშა117
უბარათოდ, ტელეფონით და მაჯის საათით გადახდისთვის გვინდა. iPhone-ს აქვს NFC მაგრამ ჩაკეტილი აქვს საქართველოში. და თუ Wallet აპლიკაციაში ბარათი არ გაქვს ვერ გამოიყენებ. ქართულ ბარათებს კი არ იბამს.

MrPhoenix
კარგი იქნება შემოვიდეს მაგრამ შემოუსვლელადაც ვამუშავებთ ვირტუალური ბარათებით, როგორიცაა Yandex Money. და ეფლის ბარათი უკეთესი პირობებით და ნაკლები საკომისიოებით იქნება სავარაუდოდ

Posted by: MrPhoenix 29 Mar 2019, 11:37
SerLom1
ხო მაგრამ გადარიცხვა გიწევს, 100ლარზე მეტს რიცხავს ვინმე მანდ? რო მოგინდეს 100 ან მეტის დახარჯვა ისევ ბარათის გამოყენება მოგიწევს ან გადმორიცხვაზე ჩალიჩი... ამას კიდე დავამატოთ ჩვენი კურსის თამაში და მეტი გიჯდება ცოტა..

Posted by: sergo_bero 29 Mar 2019, 13:39
ჯერ უბრალოდ სთორი იყოს ქართულად და Apple Pay-ზე და ბარათზე მერე ვისაუბროთ smile.gif


https://www.facebook.com/GITA.gov.ge/photos/a.618657344897532/1268090129954247/

2017 წლის პოსტია, შარშან მივწერე სიახლე ხომ არ გაქვთ თქო და არც უპასუხიათ.
მაგრად ტეხავს sad.gif

Posted by: SiBNELE 30 Mar 2019, 16:29
ლაშა117
QUOTE
მაგას ისედაც გთავაზობს ნებისმიერი ბანკი საქართველოში

არც კი შეადარო ეგენი. ეფლ ფეით თანხის გადახდა ისეთი მარტივი და მოსახერხებელია საერთოდ აღარ მახსოვს ბოლოს როდის გამოვიყენე ბარათი.

არ გჭირდება სპეციალური აპლიკაციის მოძებნა არც საათზე და არც ტელეფონზე. ნებისმიერი ბანკის ბარათს იმატებ და ტერმინალთა მიტანით აქტიურდება. გარდა მაგისა ბანკის კარებსაც აღებს შაბათ კვირას რომ ბანკომატამდე მიაღწიო და პლიუს ბანკომატშიც გადიხარ ავტორიზაციას რო ფული გამოიტანო.

ამერიკაში ეფლ ფეი ყველგან არის ინტეგრირებული, იქნება ეს სიტყვაზე მესიჯის აპლიკაცია, სტარბაქსი თუ ზარას ვებ საიტი.

Posted by: ლაშა117 30 Mar 2019, 20:30
QUOTE (SiBNELE @ 30 Mar 2019, 16:29 )
ლაშა117
QUOTE
მაგას ისედაც გთავაზობს ნებისმიერი ბანკი საქართველოში

არც კი შეადარო ეგენი. ეფლ ფეით თანხის გადახდა ისეთი მარტივი და მოსახერხებელია საერთოდ აღარ მახსოვს ბოლოს როდის გამოვიყენე ბარათი.

არ გჭირდება სპეციალური აპლიკაციის მოძებნა არც საათზე და არც ტელეფონზე. ნებისმიერი ბანკის ბარათს იმატებ და ტერმინალთა მიტანით აქტიურდება. გარდა მაგისა ბანკის კარებსაც აღებს შაბათ კვირას რომ ბანკომატამდე მიაღწიო და პლიუს ბანკომატშიც გადიხარ ავტორიზაციას რო ფული გამოიტანო.

ამერიკაში ეფლ ფეი ყველგან არის ინტეგრირებული, იქნება ეს სიტყვაზე მესიჯის აპლიკაცია, სტარბაქსი თუ ზარას ვებ საიტი.

ძალიან შორს ვართ მაქამდე აი ძალიან ძალიან შორს სამწუხაროდ

Posted by: david999 30 Mar 2019, 20:47
ლაშა117
თუ არაფერი არ გავაკეთეთ სულ შორს ვიქნებით.

Posted by: vaniko9 31 Mar 2019, 11:51
Tim Apple-მა თქვა რომ 40 ახალი ქვეყანა დაემატებაო Apple Pay-სო და ნეტავ საქართველო არ არის ამ სიაში? არადა ტერმინალები აბსოლტურად ყველგანაა. თუ არ დაამატეს მაგარი ჩათლახები იქნებიან biggrin.gif

Before introducing the card, Apple CEO Tim Cook shared a few numbers about Apple Pay. This year, Apple Pay will reach 10 billion transactions. By the end of this year, Apple Pay will be available in more than 40 countries.

Posted by: david999 31 Mar 2019, 13:01
vaniko9
ეგრე გავიგე მეც და ქვეყნების სია ვერსად ვნახე.

Posted by: ლაშა117 31 Mar 2019, 14:20
vaniko9
david999
მანდ არ წერია რომ 40 ქვეყანას ამატებენ, მანდ წერია რომ 40 ქვეყანაზე მეტში იქნება ხელმისაწვდომიო smile.gif

Posted by: david999 31 Mar 2019, 14:27
ლაშა117
პრეზენტაციას რო ვუყურებდი, გავიგე 40 ახალ ქვეყანას ვამატებთო, ეტყობა არასწორად გავიგე, ინფორმაციაც არაა ინტერნეტშ ახალ ქვეყნებთან დაკავშირებით.

Posted by: SerLom1 31 Mar 2019, 14:57
ჯამში 40-ზე მეტ ქვეყანაში იქნება. მეეჭვება მანდ ჩვენც ვიყოთ sad.gif

Posted by: vaniko9 1 Apr 2019, 01:23
david999
მეც ეგრე გავიგე რომ წლის ბოლომდეო 40 ახალ ქვეყანას დავამატებთო, არა ბანკს ქვეყანაზე იყო ლაპარაკი. საქართველო მზადაა ყველანაირად რომ Apple Pay-ი მიიღოს smile.gif შანსი მაინცაა..
ლაშა117
შეილება მანდ არ წერია მაგრამ მე პრეზენტაციას ვუყურე ინგლისურად მერე რუსულადაც ვუყურე და ორივე ენაზე ასე გავიგე რომ +40 ახალი ქვეყანა დაემატებაო Apple Pay-ისო.. წესით უნდა დაემატოს აქ უკონტაქტო ტერმინალები დიდიხანია რაც გვაქვს.. ვნახოთ რა იქნება აიფლის საქმე არ მისდის კარგათ ჩინეთში რომ აუკრძალეს კონკრეტული აიფონის გაყიდვა და არაა გამორიცხული რომ საქართველოში შემოვიდეს Apple Pay-ი...

Posted by: SiBNELE 2 Apr 2019, 02:09
vaniko9
QUOTE
ვნახოთ რა იქნება აიფლის საქმე არ მისდის კარგათ ჩინეთში რომ აუკრძალეს კონკრეტული აიფონის გაყიდვა და არაა გამორიცხული რომ საქართველოში შემოვიდეს Apple Pay-ი...

აბა კაცო, ჩინეთში თუ აუკრძალეს გაყიდვა ეგრევე საქართველსო ეფეთებიან, ჩვენ ხო მეორე ვართ სიდიდით ჩინეთის მერე...

Posted by: vaniko9 3 Apr 2019, 18:29
QUOTE (SiBNELE @ 2 Apr 2019, 02:09 )
vaniko9
QUOTE
ვნახოთ რა იქნება აიფლის საქმე არ მისდის კარგათ ჩინეთში რომ აუკრძალეს კონკრეტული აიფონის გაყიდვა და არაა გამორიცხული რომ საქართველოში შემოვიდეს Apple Pay-ი...

აბა კაცო, ჩინეთში თუ აუკრძალეს გაყიდვა ეგრევე საქართველსო ეფეთებიან, ჩვენ ხო მეორე ვართ სიდიდით ჩინეთის მერე...

რა მნიშვნელობა აქვს რომ არ ვართ სიდიდით მეორე smile.gif შესაძლოა ყველა ქვეყანას ეჭიდება ეფლი ხომ იცი ფული როგორ უყვართ biggrin.gif

Posted by: MrPhoenix 18 Apr 2019, 00:12
https://www.gemug.ge/blog/2019/04/15/apple-pay-in-georgia/
მართალია ვითომ?

Posted by: david999 18 Apr 2019, 00:14
MrPhoenix
იმედია biggrin.gif დაველოდოთ ზაფხულს.

Posted by: SerLom1 19 Apr 2019, 02:37
MrPhoenix
მაგის დამწერის მარჯვენას შაქარი gigi.gif

Posted by: minimal23gb 25 Apr 2019, 00:40
არანაერი ნოტარიუსი და არანაერი ლოდინი.
გადმოვწერე მობილურზე აპლიკაცია yandex money, რეგისტრაციის გავლის შემდეგ მივიღე MasterCard-ის ვირტუალური ბარათი, ჩემს ტელეფონს შევუცვალე რეგიონი და დავაყენე რუსეთი და ეგრევე დავამატე ვირტუალური ბარათი. ანალოგიურათ საათსაც შევუცვალე რეგიონი რუსეთზე და ტელეფონიდან მივაბი საათს ვირტ. ბარათი.

ერთადერთი არ ვიცი ეს ვირტუალური ბარათი როგორ შევავსო.
* * *
ორჯერ ვაჭერ გვერდითა ღილაკს და ეგრევე მიგდებს apple pay-ს, ასევე შვება საათზეც.

Posted by: sevastopol 25 Apr 2019, 13:49
minimal23gb
პირდაპირ მაგათ საიტზე შეგიძლია ბარათით შეავსო.

ან ფეი ჰოქსით და ა.შ.

Posted by: minimal23gb 25 Apr 2019, 14:14
sevastopol
ტყუილად ვიწვალე. ბარათი კი მივაბი, მაგრამ სტატუსი მაქვს ანონიმუსის და ბარათის გატარება შემიძლია რუსეთის ტერიტორიაზე. რაც შეეხება სტატუსი რომ არ მქონდეს ანონიმუსი, ამისათვის პასპორტი უნდა გავაგზავნო დამოწმებული და ნათარგმნი მაგათ ოფისსში, რა პროცედურაც თქვენ გაიარეთ..

Posted by: > CasTieL < 25 Apr 2019, 16:37
minimal23gb
biggrin.gif biggrin.gif
-------- მეგონა რამე მარტივ გზას მიაგნო-თქო

Posted by: minimal23gb 26 Apr 2019, 18:45
> CasTieL <

Posted by: sevastopol 26 Apr 2019, 22:36
minimal23gb
ზუსტად. smile.gif))

Posted by: david999 27 Apr 2019, 12:16
გარმინზე გააკეთა საქართველოს ბანკმა და ვიზამ, იმედია ეფლ ფეისაც დაამატებენ.

Posted by: SerLom1 15 May 2019, 09:54
QUOTE (minimal23gb @ 25 Apr 2019, 14:14 )
sevastopol
ტყუილად ვიწვალე. ბარათი კი მივაბი, მაგრამ სტატუსი მაქვს ანონიმუსის და ბარათის გატარება შემიძლია რუსეთის ტერიტორიაზე. რაც შეეხება სტატუსი რომ არ მქონდეს ანონიმუსი, ამისათვის პასპორტი უნდა გავაგზავნო დამოწმებული და ნათარგმნი მაგათ ოფისსში, რა პროცედურაც თქვენ გაიარეთ..


ან ჩემი გზა გამოიყენე. მეგობარი გეყოლება ვინმე რუსეთში და სთხოვე მის სახელზე დარეგისტრირდე, მას არაფერი მისდის. მე მასე მაქვს

Posted by: f57 20 May 2019, 21:17
გამარჯობა!
ცოტა თემას ავცდები, ვინც Yandex.Money-ს ბარათი გააკეთეთ და ჩამოგივიდათ,
გაქვთ თუ არა რუსული ანგარიშის ნომერი? და აქ საქართველოში განაღდებისას რამდენია საკომისიო?
სასწრაფოდ მჭირდება რუსული ანგარიშის ნომერი და სხვა გამოსავალს ვერ ვპოულობ sad.gif

Posted by: sevastopol 21 May 2019, 13:24
f57
არა, რუსული ანგარიშის ნომერი ბარათს არ აქვს.

არც მგონია რო განაღდება შეგეძლოს, რადგან ბარათი ვირტუალურია.

Posted by: MrPhoenix 22 May 2019, 09:41
sevastopol
ფიზიკურ ბარათზე იძახის...

f57
შეიძლება საქართველოში შეუკვეთო ბარათი?

Posted by: ლაშა117 12 Jul 2019, 18:32
საქართველოს ბანკი წლის ბოლომდე apple pay-ს დანერგავსო



რაში გამოვიყენებთ საქართველოში მას?

Posted by: david999 12 Jul 2019, 18:38
ლაშა117
მარკეტერზე ვნახე გუშინ მარა დრო არ ეწერათ, შეგიძლია წყარო დადო?
თუ მართლა ასეა, ძალიან კარგი სიახლეა, გილოცავთ.

Posted by: MrPhoenix 13 Jul 2019, 00:33
ლაშა117
QUOTE
რაში გამოვიყენებთ საქართველოში მას?

ბარათის ტარება აღარ დაგჭირდება... ტერმინალებზე ჩვეულებრივ ეხლაც მუშაობს))

Posted by: ჩეკო 13 Jul 2019, 00:45
ევროპაში ჩვეულებრივად მოჰყვება ბანკების აპლიკაციას apple pay და აბავ ან საკრედიტოს ან დებიტ ბარათს

Posted by: ლაშა117 13 Jul 2019, 11:10
david999
წყარო არ მაქვს სამწუხაროდ, მარკეტერზე ვნახე მეც და ბევრისგან გავიგე რომ საქართველოს ბანკს უნდა რომ პირველი იყოს ვინც დანერგავს


MrPhoenix
ანუ იდეაში რა ფუნქციასაც ასრულებს სტიკერი ბარათი და საქართველოს ბანკის წკაპლიკაცია (ანდროიდზე) იგივეს გავაკეთებთ ამაზე, ყველა ბარათს მივაბავ რაც მაქვს და ჩერეზ NFC შევძლებ გადახდას ტერმინალებზე ჰო?

Posted by: MrPhoenix 13 Jul 2019, 18:34
ლაშა117
ხო. ყველა რა მოგახსენო მაგრამ რომელ ბანკსაც ექნება მხარდაჭერა იმის ბარათს მიაბავ და გამოიყენებ.

Posted by: SerLom1 6 Aug 2019, 00:07
მართლა?! რახანია ველოდები საქ. ბანკს ან თიბისის. იანდექსის ვირტ ბარათი კი მაქვს მიბმული ტელზეც და საათზეც მაგით ვიხდი მაგრამ სულ არ მინდა რუსულ კომპანიას საკომისიოები ვუხადო smile.gif

ისე 1% მაინც ჩემი დამსახურებაცაა. ტვინი გავუბურღე საქ. ბანკს დაამატეთ მეთქი ეფლ ფეი. ამას წინათ კითხვარი გამომიგზავნეს და მანდაც ჩავუწერე დიდი ასოებით APPLE PAY smile.gif)))

Posted by: Dato_juve 14 Aug 2019, 16:33
ლიბერთი ბანკი აწარმოებს მოლაპარაკებებს Apple Pay-ს დამატებაზე. შეიძლება წლის ბოლომდე იყოს.

Posted by: david999 14 Aug 2019, 16:59
Dato_juve
დაზუსტებული ინფორმაციაა?
ძალიან კარგია, ბანკები ინტერესდებიან უკვე ინოვაციებით.

Posted by: Dato_juve 15 Aug 2019, 16:25
david999
კი დაზუსტებული ინფორმაციაა, მაგრამ რა გამოუვათ ეგ არ ვიცი.

Posted by: > CasTieL < 15 Aug 2019, 21:28
ვაფშე არანაირი შეხება არ მაქვს ლიბერთი ბანკთან მაგრამ Apple Pay-ს პონტში გავხნიდი ანგარიშს smile.gif

მეც ანალოგიურად
QUOTE
მაქვს მიბმული ტელზეც და საათზეც მაგით ვიხდი მაგრამ სულ არ მინდა რუსულ კომპანიას საკომისიოები ვუხადო


ასევე
QUOTE
ტვინი გავუბურღე საქ. ბანკს დაამატეთ მეთქი ეფლ ფეი.


Posted by: Raven 16 Aug 2019, 14:40
NFC მუშაობს ჩვენთან თუ არა?......................................

Posted by: ლაშა117 21 Aug 2019, 16:52
Raven
არა მაგრამ თუ ეს სერვისი დაინერგა იმუშავებს

Posted by: david999 3 Sep 2019, 03:22
https://youtu.be/C6Mn-y-aVh8
რუსულ მასტერქარდზე რატომ დევს?
ჯერ არ მუშაობს

Posted by: ლაშა117 3 Sep 2019, 10:49
https://www.bankofgeorgia.ge/applepay/?fbclid=IwAR2iOIEJYHXGz0LknZFTtfR6PDpfO-aCZlwjyJ0tIf10N_3FDNAcqvU9-FA



მითი მეგონა და რეალობა ყოფილა biggrin.gif


დავამატე ტელეფონშიც და საათშიც


ვა საათში არ დამატებულა spy.gif

Posted by: minimal23gb 3 Sep 2019, 10:55
მეც დავამატე ტელეფონშიც და საათშიც. გილოცავთ ყველას!

Posted by: ლაშა117 3 Sep 2019, 10:55
minimal23gb
საათში როგორ დაამატებინე ვერ ვამატებო მიწერს

Posted by: avoiee 3 Sep 2019, 11:16
დავამატე მაგრამ imessage არ რიცხავა თანხას , ისევ ბარათის დამატებას მთხოვს არადა ტბც და ბოგ ორივე დავამატე , ბალანსს არ ავსებს ეზ ველ

Posted by: ლაშა117 3 Sep 2019, 11:24
avoiee
სადღაც შემხვდა მოსანიშნი, რომელიც უფლებას აძლევს მომხმარებელს მესიჯით თანხის გადარიცხვის

Posted by: deep purple_in rock 3 Sep 2019, 11:49
თბს ბარათი მაქვს და გაანძრიონ ერთი ადგილი რო დავამატო

Posted by: Dato_juve 3 Sep 2019, 12:04
deep purple_in rock
დაამატა უკვე თიბისიმაც

https://www.tbcapplepay.ge/

user posted image

Posted by: minimal23gb 3 Sep 2019, 13:18
QUOTE (ლაშა117 @ 3 Sep 2019, 10:55 )
minimal23gb
საათში როგორ დაამატებინე ვერ ვამატებო მიწერს

გახსენი watch აპლიკაცია მობილურზე, მერე გახსენი wallet& apple pay და დააჭირე ADD-ს

Posted by: > CasTieL < 3 Sep 2019, 13:48
დავამატე მეც საქართველოს ბანკის ბარათი საათზეც და აიფონზეც.
დღეს სამსახურიდან რომ გამოვალ პირველი რისი გატესტვაც მინდა არის მეტრო.
თუ მეტროში გაჭრა ვაფშე ბუმაჟნიკის გარეშე ვივლი smile.gif

Posted by: SerLom1 3 Sep 2019, 14:51
გუუდ ბაი იანდექს!
ველქომ ჯორჯია!!!

მივაბი ტელეფონსაც და საათსაც!

შემდეგი მეტრო, ავტობუსი და მარშუტკა!

Posted by: scarf 3 Sep 2019, 15:04
avoiee

QUOTE
დავამატე მაგრამ imessage არ რიცხავა თანხას , ისევ ბარათის დამატებას მთხოვს არადა ტბც და ბოგ ორივე დავამატე , ბალანსს არ ავსებს ეზ ველ


იმიტომ რომ ფეი და ფეი ქეშ სხვადასხვა რამეა. ფეი ქეშს უნდა ამერიკული ბანკის ბარათი და მხოლოდ მასე შეძლებ მესიჯით თანხის გადარიცხვას
ჩვენ მხოლოდ ტერმინალის საშუალებით თანხის გადახდა შეგვიძლია

Posted by: > CasTieL < 3 Sep 2019, 15:08
მთლად ბოლომდე ვერ ვაგდებ იანდექსს. ბილლინგში საიდანაც ხდება ეფლ მუსიკის და აიქლაუდის ყიდვა იქ არ ამატებს არც თიბისის და არც საქართველოს. იქ ისევ დარჩა იანდექსი.
მარტო ვოლეტში დაამატა

Posted by: ნიკუშ-ა 3 Sep 2019, 15:12
მინიმუმ რომელი აიფონი უნდა მქონდეს ეს სერვისი რო დავამატო?

Posted by: sanoma 3 Sep 2019, 15:25
QUOTE (ნიკუშ-ა @ 3 Sep 2019, 15:12 )
მინიმუმ რომელი აიფონი უნდა მქონდეს ეს სერვისი რო დავამატო?

6S-ის ჩათვლით და შემდეგ ყველა მოდელი.


Posted by: donmixo777 3 Sep 2019, 15:40
ჩვეულებრივი iPhone 6 მაქვს. ახლა მივაბი TBC და დავტესტე.

მშვენიერია გავატარე უპრობლემოდ up.gif

Posted by: LEOwish 3 Sep 2019, 15:49
ორჯერ რომ ვაჭერ ჰოუმ ღილაკს, დაბლოკილ ეკრანზე რთავს და ეგ ძალიან მოსახერხებელია smile.gif

Posted by: ჯ ა ნ ო 3 Sep 2019, 15:52
პროცენტი მიაქცს რამე? მეც ამწამა დავაყენე ჯერ არგამომიყენებია

Posted by: > CasTieL < 3 Sep 2019, 15:59
QUOTE
პროცენტი მიაქცს რამე?

ეგ კითხვა მეც მაქვს. თუ ვინმე გადაიხდით იქნებ დაპოსტოთ.

იანდექსს მიჰქონდა მაგრამ ეგ ვალუტის კონვერტაციის გამო იყო ხოლმე.

Posted by: deep purple_in rock 3 Sep 2019, 16:19
user posted image

ანუ ახლა ამ მდგომარეობაში მივადებ ტელეფონს და ჩვეულებრივად გადავიხდი? თუ უნდა კიდევ რამე?

Posted by: SerLom1 3 Sep 2019, 16:36
deep purple_in rock
მეტი არაფერი, თუ არ ჩავთვლით თანხის არსებობას ანგარიშზე smile.gif)

Posted by: NikaJiadze 3 Sep 2019, 16:39
2 კითხვა მაქვს. ამ ახალი ფუნქციით აპ სატორში ვიყიდით აფლიკაციებს? და მესიჯად ფულს თუ გავაგზავნით, ჰაა?

Posted by: ლაშა117 3 Sep 2019, 16:40
deep purple_in rock
არაფერი გადაიხდი ჩვეულებრივად

Posted by: avoiee 3 Sep 2019, 17:03
scarf

გაიხარე , ჩვეულებრივ საბარათე აპარატზე შესაძლებელია გადახდა ? ანუ იგივენაირად როგორც ბარათით ვშვებით?

Posted by: SerLom1 3 Sep 2019, 17:06
> CasTieL <
ხო მართალია, iTunes ჯერ არ ებმევა ქართული ბარათი. მაგრამ ეს პირველი ნაბიჯი რახან გადაიდგა ალბათ გაგრძელდება

Posted by: deep purple_in rock 3 Sep 2019, 17:14
ლაშა117
SerLom1
მადლობა გაიხარეთ

Posted by: SerLom1 3 Sep 2019, 17:24
NikaJiadze
ჯერ ვერცერთს ვერ გააკეთებ. მხოლოდ ტერმინალში შეგიძლია გაატარო

Posted by: SerLom1 3 Sep 2019, 17:28
აქაურებმაც იცით ხომ უკვე? biggrin.gif
#bankofgeorgia
#tbcbank
#ApplePayinGeorgia

Posted by: Alameda 3 Sep 2019, 17:52
გავტესტე, გადავიხადე და მუშაობს გადასარევად.

% არ აქვს.

1-2 მაღაზიაში დისკომფორტი ტერმინალის მდებარეობამ შემიქმნა, დამაგრებული ისე ქონდათ, ფეის აიდის ძლივს დავენახე biggrin.gif

Posted by: ჰეისან 3 Sep 2019, 18:07
Alameda
QUOTE
1-2 მაღაზიაში დისკომფორტი ტერმინალის მდებარეობამ შემიქმნა, დამაგრებული ისე ქონდათ, ფეის აიდის ძლივს დავენახე

biggrin.gif ანუ, ჯერ მაინც უხერხულია მაგისი გამოყენება, ხომ?

Posted by: Patrickpatric 3 Sep 2019, 20:03
აუ ძაან კაია რო დაამატეს
სხვათაშორის ბილეთების დამატებაც შეგიძლიატ კავეადან smile.gif) და ტკტ.ჯე-დანაც მაგრამ მგონი ტკტ-ს აპლიკაცია უყლევებს და ვერ ვყრი

Posted by: ჯ ა ნ ო 3 Sep 2019, 20:41
user posted image



გადავიხადე უპრობლემოდ და მარტივად.

Posted by: > CasTieL < 3 Sep 2019, 21:45
მეტროში არ იხდის. ხან ესე მივადე ტელეფონი, ხან ისე. მერე საათითაც ვიჩალიჩე. ვაფშე ჩუსტვა არა ჰქონდა ტერმინალს. არა და როგორ მინდოდა.

Posted by: power light 3 Sep 2019, 22:11
QUOTE (SerLom1 @ 3 Sep 2019, 17:28 )
აქაურებმაც იცით ხომ უკვე? biggrin.gif
#bankofgeorgia
#tbcbank
#ApplePayinGeorgia

jump.gif jump.gif jump.gif



ლიბერთიც


Posted by: Lasha244 3 Sep 2019, 22:31
გვეშველააა და ეგაა ))) ძაან მაგარი სიახლეა, გილოცავთ

Posted by: LEOwish 3 Sep 2019, 22:43
> CasTieL <
მეც ვცადე და არ იხდის.

Posted by: ირაკლო 3 Sep 2019, 23:05
ამის გამოყენებისას რამეს ვიხდით დამატებით?

Posted by: akhach1986 3 Sep 2019, 23:15
user posted image

ლიბერთის და საქართველოს ბარათები მივაბი და ვერცერ ტერმინალზე ვერ ტარდება როგირც ამ ფოტოზეა ეგრე წერს და რეაგირება არააქ ტერმინალთან მიტანისას რა შეიძლება იყოს? აიფონ 8+

Posted by: SerLom1 4 Sep 2019, 01:03
ვაუ ლიბერთიც კაცო? biggrin.gif

ირაკლო
არაფერს!

და კიდევ... მალე ტრანსპორტშიც იმუშავებსო!

Posted by: Alameda 4 Sep 2019, 01:05
ჰეისან
QUOTE
ანუ, ჯერ მაინც უხერხულია მაგისი გამოყენება, ხომ?

არა, გვიან მივხვდი როგორ უნდა ვქნა biggrin.gif
Sleep ღილაკს ორჯერ რომ დააჭერ, Face ID აქტიურდება, ვერიფიკაციას აკეთებს და მერე გიწერს ტერმინალს მიადეო

Posted by: SerLom1 4 Sep 2019, 01:06
> CasTieL <
LEOwish
სულ მალე დავამატებთ ტრანსპორტსაცოwink.gif
user posted image
* * *
ისე აი ეფლის ცნობით ამ ოთხი ბანკის ბარათები ებმება
user posted image

Posted by: ირაკლო 4 Sep 2019, 15:07
QUOTE
ირაკლო
არაფერს!

გმადლობ
QUOTE
და კიდევ... მალე ტრანსპორტშიც იმუშავებსო!

ეს მაგარი ამბავია!!!

Posted by: datosia 4 Sep 2019, 16:03
ამ სერვისით ფასიან პროგრამას ვერ ვიყიდი?

Posted by: vaniko9 4 Sep 2019, 19:59
გილოცავთ! არადა ვამბობდი რამოდენიმე თვის უკან რომ წელს საქართველოც უნდა დაამატონთქო <3 იმიტომ რომ 150-ი ახალი ქვეყანაში საქართველო რომ არ მოხვედრილიყო ძაან ცუდი პონტი იქნებოდა..
user posted image

Posted by: SerLom1 4 Sep 2019, 21:56
datosia
ვერა, მაგისთვის თიბისი ფეი არსებობს თუ ამერიკული აპ სთორიგაქვს შეგიძლია გიფთ ქარდი იყიდო

Posted by: Lasha244 5 Sep 2019, 00:40
ტრანსპორტისთვის რომ ამუშავდება მერე საერთოდ მაგარი იქნება jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: deep purple_in rock 5 Sep 2019, 01:18
ძალიან მაგარი რაღაცაა მართლა. თან უფრო სწრაფად ატარებს მაღაზიებში და ყველგან smile.gif რა მაინტერესებს, ბანკომატიდან ვერ გამოვიტან ხო ფულს ?

Posted by: david999 5 Sep 2019, 03:13
deep purple_in rock
ჯერ-ჯერობით ვერა, თუმცა მალე დაამატებენ მაგასაც.

Posted by: > CasTieL < 5 Sep 2019, 09:18
Lasha244
david999


QUOTE
ტრანსპორტისთვის რომ ამუშავდება

ეგ
QUOTE
საერთოდ მაგარი იქნება 


იმედია დაპოსტავენ ტრანსპორტიც რომ ჩაირთვება და რა თქმა უნდა ბანკომატიდან ფულის გამოტანაც.
ლურჯი, ყვითელი ავტობუსები და მარშუტკები, ასევე საბაგიროც არ დამიტესტია, ალბათ არც იქ არ იმუშავებს.
მარტო მეტროში ვცადე და არ მუშაობს.

Posted by: ლაშა117 5 Sep 2019, 10:50
> CasTieL <
მეტრო თუ ამუშავდა ჩათვალე საბაგიერობიც ამუშავდება smile.gif

Posted by: Lasha244 5 Sep 2019, 15:31
> CasTieL <

QUOTE
მარტო მეტროში ვცადე და არ მუშაობს.


ძალიან მალე ამუშავდება ტრანსპორტში გადახდაც.... fig.gif

Posted by: ჯ ა ნ ო 5 Sep 2019, 17:34
შეიძლება იცოდით არვიცი მაგრამ მაინც გეტყვით ვინც არიცით

მარტივად შესასვლელად ორჯერ უნდა დააწვეთ მარჯვნივ ჩართვა გათიშვის ღილაკი რომ არის მაგას.

Posted by: ჰეისან 6 Sep 2019, 11:25
Alameda
QUOTE
Sleep ღილაკს ორჯერ რომ დააჭერ, Face ID აქტიურდება, ვერიფიკაციას აკეთებს და მერე გიწერს ტერმინალს მიადეო

ანუ, სრული პროცედურა შეგიძლია აღწერო? ჯერ Wallet-ი უნდა გახსნა, ბარათი ამოარჩიო, მიაწვე გადახდის ღილაკს და მერე წკაპო ორჯერ Sleep ღილაკს?

Posted by: david999 6 Sep 2019, 12:11
ჰეისან
არა, დაბლოკილზე რომ დააწვე ორჯერ Face ID რასაც აქვს Sleep ღილაკს, (Touch ID-იან აიფონებზე Home ღილაკს) ავტომატურად გახსნის Wallet-ში ბარათს.

Posted by: Alameda 6 Sep 2019, 14:37
ჰეისან
მნიშვნელობა არ აქვს დაბლოკილი იქნება თუ განბლოკილი, რამე აპლიკაცია გაქვს გახსნილი თუ ვიდეოს უყურებ. ნებისმიერ მდგომარეობაში, ორჯერ სწრაფად რომ დააჭერ Sleep ღილაკს (Touch ID-ანი ტელეფონის შემთხვევაში Home ღილაკს) ავტომატურქდ ხსნის საფულეს და გადახდისს მერეც თვითონ იხურება.
მე ერთი ბარათი მაქვს მიბმული და ორი ან მეტის შემთხვევაში ალბათ უნდა აირჩიო, რომლით იხდი.

Posted by: TurmanMx 6 Sep 2019, 15:16
Alameda
QUOTE
მნიშვნელობა არ აქვს დაბლოკილი იქნება თუ განბლოკილი, რამე აპლიკაცია გაქვს გახსნილი თუ ვიდეოს უყურებ. ნებისმიერ მდგომარეობაში, ორჯერ სწრაფად რომ დააჭერ Sleep ღილაკს (Touch ID-ანი ტელეფონის შემთხვევაში Home ღილაკს)

მნიშვნელობა როგორ არ აქვს? ორჯერ ჰოუმ-ზე დაჭერით დაბლოკილ მდგომარეობაში იხსნება თორე განბლოკილზე ჩაკეცილი აპლიკაციები როგორღა გამოდის აბა? biggrin.gif

Settings>Touch ID & Passcode და Allow Access When Locked-ში Wallet-ის Toggle ჩართეთ და ეგაა.
ნებისმიერ შემთხვევაში უბრალოდ ტერმინალთან მიტანით (არანაირი Home Button-ზე ორჯერ დაჭერა) გაიხსნება Wallet, უცებ Touch ID დაადებ ან Face ID და წამებში გადაიხდი smile.gif

Posted by: Alameda 6 Sep 2019, 16:18
TurmanMx

ჰო, მართალია, აღარ გამახსენდა ჩაკეცილი აპლიკაციები მასე რომ იხსნება biggrin.gif

Posted by: ჰეისან 7 Sep 2019, 20:41
david999
Alameda
TurmanMx
მადლობა! smile.gif დავამუღამე

Posted by: donmixo777 8 Sep 2019, 19:21
ისე ჩემს ვაიფონ 6 ზე თითით განბლოკვის ფუნქცია მაქვს და ფეის აიდიზე წარმომიდგენია რომ შეიძლება ცოტა მოუხერხებელი იყოს

Posted by: scarf 9 Sep 2019, 11:52
Alameda
QUOTE
მე ერთი ბარათი მაქვს მიბმული და ორი ან მეტის შემთხვევაში ალბათ უნდა აირჩიო, რომლით იხდი.


კი, ორივე ბარათი ჩანს და ირჩევ რომლით გინდა გადახდა. შეგიძლია setting-ებიდან დააყენო რომელი ბარათი გამოიყენოს default-ად

Posted by: natia_natia9 10 Sep 2019, 02:42
მოკლედ, რაც ბარათი დავამატე wallet-ში, მას მერე ტელეფონი ძალიან მალე ჯდება. მეჩვენება თუ მართლა ასეა?

Posted by: donmixo777 10 Sep 2019, 06:38
QUOTE
მოკლედ, რაც ბარათი დავამატე wallet-ში, მას მერე ტელეფონი ძალიან მალე ჯდება. მეჩვენება თუ მართლა ასეა?



biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

აშკარად გეჩვენება yes.gif

Posted by: Nikusha001 10 Sep 2019, 11:09
scarf

რომელი სეთინგებიდან დავაყენო ბარათი დეფოლთად დაწერე რა.

ვსო ვნახე smile.gif მე თვითონ ვოლეტში ვეძებდი და სეტინგებიდან ყენდება თურმე...

კიდე რა მაინტერესებს ეს Apple pay რამე პროცენტს აჭრის ანგარიშიდან?

Posted by: პითონი 10 Sep 2019, 11:19
Nikusha001
არ აჭრის.

Posted by: david999 10 Sep 2019, 17:23
Nikusha001
თვითონ ვოლეტშიც შეგიძლია მთავარი ბარათის შეცვლა, დიდი ხანი დაადე ბარათს თითი და წინ წამოიღე რო პირველი გახდეს და ეგაა.

Posted by: GUGA121601 13 Sep 2019, 11:21
აი ბანკომატიდანაც რო დაამატონ დაგლიჯავს რააბუმაჯნიკს გადავაგდებ მაგის დედაც ვატირე smile.gif))))

Posted by: Alameda 13 Sep 2019, 22:55
დაემატა ტრანსპორტში გადახდა და ბანკომატზეც შეგიძლიათ გამოიყენოთ

Posted by: ჰეისან 14 Sep 2019, 00:15
Alameda
ტრანსპორტში გადახდა რომელი ბანკის ბარათით მოსულა? მხოლოდ საქართველოს ბანკის?

Posted by: Alameda 14 Sep 2019, 00:26
ჰეისან
კი, მხოლოდ საქართველო და ბანკომატზეც საქართველო გავტესტე.

Posted by: ჰეისან 14 Sep 2019, 00:29
Alameda
ტეხავს... მაგ ბანკს არ ვცნობ

Posted by: Alameda 14 Sep 2019, 00:37
ჰეისან
არც მე biggrin.gif მეგობრის ტელეფონით და ბარათით შევამოწმე.
იმედია ტრანსპორტში გადახდას თიბისიც დაამატებს. ჯერ მხოლოდ საქართველოს და ვითიბის აქვს, როგორც ვიცი.

Posted by: LEOwish 14 Sep 2019, 15:12
Alameda
ბალანსი აპარატიდან შეავსე, თუ საბანკო ანგარიშიდან ჩამოგაჭრა?

Posted by: SerLom1 14 Sep 2019, 23:31
Alameda
დარწმუნებული ხარ რომ ჩართეს ტრანსპორტი??
მეტროში ვცადე და არ გაატარა საქ. ბანკმა, არც ბანკომატზე იმუშავა

Posted by: Alameda 15 Sep 2019, 00:30
LEOwish
საბანკო ანგარიშიდან მიაქვს


SerLom1
კი, მეტროში ნამდვილად გადის, ავტობუსი არ გვიცდია.

ბანკომატს რაც შეეხება, უბრალოდ მივადე ტელეფონი და დავაქენსელე მერე, თანხა არ გამომიტანია.
დღეს დაჭირდა განაღდება ჩემს მეგობარს და როგორც მითხრა, არ იმუშავა, ტრანზაქცია გაუქმებულიაო. კონსულტანტს უთქვამს ჯერ არ მუშაობსო.

მე არ მაქვს საქ, ბანკის ბარათი და მეტს ვერაფერს გეტყვით biggrin.gif

Posted by: NikaJiadze 15 Sep 2019, 03:29
ფორუმელენო! ვეძებე და ვერ ვიპოვე. მალე თუ გვიან გვეღურსება რომ ჩვენი საბანკო ბარათებით აიქლაუდი და აპლიკაციეი შევიძინოთ? ეფლისგან დიდი უპატივცემულობაა. იქნებ მიდის მოლაპარაკებები?

Posted by: sevastopol 15 Sep 2019, 14:29
NikaJiadze
სალამი, ჯერჯერობით არაფერი ახალი არ არის მაგაზე. sad.gif

Posted by: SerLom1 15 Sep 2019, 21:23
Alameda
ბანკომატზე მივადე ტელეფონიც და საათიც, ორივეზე ჯერ მიიღო და ენა ამარჩევინა და მერე ჩემთანაც მასე დაწერა ტრანზაქცია გაუქმებულიაო.

მეტროშიც ტელეფონიც ვცადე და საათიც და რეაქცია არ ქონდა....

Posted by: sevastopol 16 Sep 2019, 15:15
SerLom1
მუშაობს საქ ბანკი მაგაზე და იციან ეგ ამბავი. დაპოსტეს მალე იქნებაო.

Posted by: natia_natia9 20 Sep 2019, 19:21
ტრანსპორტში გადახდა როცა გახდება შესაძლებელი, დაპოსტეთ.

Posted by: Alameda 20 Sep 2019, 20:38
მეტროში თურმე ლარს აჭრის, არ გატაროთ თუ ვინმე იყენებთ biggrin.gif

Posted by: LEOwish 27 Sep 2019, 00:04
არის რამე სიახლე საზ. ტრანსპორტში გადახდაზე?

Posted by: otari-1988 2 Nov 2019, 20:02
გამარჯობათ, wallet ზე დამატება მინდა ბარათის და ესე მიწერს:
could not set up apple pay
an error occurred while setting up apple pay

ხომ ვერ დამეხმარებით?

Posted by: MrPhoenix 3 Nov 2019, 00:01
otari-1988
QUOTE
ხომ ვერ დამეხმარებით?

რა მობილური გაქვს და რა ბარათის დამატება გინდა?

Posted by: otari-1988 4 Nov 2019, 09:45
MrPhoenix
მადლობა გამოხმაურებისთვის, გავაკეთე უკვე, reset გავაკეთე და დაემატა,

Posted by: LEOwish 4 Nov 2019, 19:43
არ ამატებს საქართველოს ბანკი, ტრანსპორტში გადახდას? არაფერი არის სიახლე?

Posted by: LEOwish 6 Jan 2020, 10:03
უკვე დამატებულა მეტრო და ავტობუსი სტანდარტული ტარიფით. სასიამოვნო და კომფორტულია

Posted by: Alameda 6 Jan 2020, 12:31
LEOwish
საათნახევრის განმავლობაში უფასოა?

Posted by: LEOwish 6 Jan 2020, 13:59
Alameda
არა. ეგ ჯერ არ არისო.

Posted by: ilia1987 9 Jan 2020, 14:16
თიბისის ბანკომატიდან Apple Pay WALLET - თანხის გამოტანის დროს საკომიოს გაჭრის 0,02%

Posted by: LEOwish 1 Feb 2020, 12:55
მეტროში აღარ მატარებს. მიწერს რომ ბარათი დაბლოკილიაო. რომელი ბარათიც მიბმული მაქვს აიფონზე, იმ ბარათს ატარებს, მაგრამ თვითონ ეფლ ფეიდან დაბლოკილიაო მიწერს. ბანკში ვერ დამეხმარნენ ვერაფრით. ბოლო ვერსია 13.3.1 მიწერია და მაგის ბრალია ვითომ? მაღაზიებში ტერმინალიდან ვიხდი ჩვეულებრივ.

Posted by: giorgipr 1 Feb 2020, 13:15
LEOwish
ტერმინალზე ვიხდი მეც ჩვეულებრივად
აი მეტროში კი ვიგინე ვიფურთხე მეც არ გამატარა ტელეფონიდან smile.gif

Posted by: LEOwish 1 Feb 2020, 13:24
giorgipr
შენც ბოლო ვერსია გიყენია? 13.3.1

Posted by: > CasTieL < 2 Feb 2020, 10:36
სალამი,
პარასკევამდე მეტროში მე გამატარა ჩვეულებრივ ოღონდ მ/ს "უნივერსიტეტში" (ამ მეტროსადგურში 10-მდე მაქვს ჯამში ალბათ გატარება და პრობლემა არასდროს არ ყოფილა).
დიდუბეში და 300 არაგველზე არაფრის დიდებით არ მიიღო. ვაფშე ვერ დაინახა.
პარაკევის მერე არ მიცდია smile.gif

Posted by: giorgipr 2 Feb 2020, 14:55
LEOwish
კიიი
ბოლო ვერსია რაც დავაყენე მერე აღარ შვება

Posted by: david999 2 Feb 2020, 23:36
LEOwish
გადახდისას არ გქონდა თანხა ბარათზე? თუ არ გქონდა დაიბლოკებოდა, მე ეგრე დამებლოკა და გამისწორეს ბანკიდან.

Posted by: LEOwish 3 Feb 2020, 00:27
david999
კი არ მქონდა თანხა. როგორ გაასწორეს? ახლიდან დაამატე ბარათი აიფონზე?

Posted by: david999 3 Feb 2020, 00:43
LEOwish
რამდენიმე ოპერატორს ველაპარაკე, მერე მგონი გადასცეს ტექნიკურ სამსახურს, უთხარი თანხა არ მქონდა და დაიბლოკაო და წესით უკვე ეცოდინებათ ეგ პრობლემა და გაასწორებენ.

Posted by: LEOwish 3 Feb 2020, 17:35
david999
მეც დავურეკე და წაშალე და თავიდან დაამატე ბარათიო. დავამატე და მერე ვცდი თუ გამატარებს მეტროში.
* * *
გამატარა მეტროში. დამატებული ბარათი წავშალე და თავიდან დავამატე.

Posted by: Nescafe13 15 Sep 2021, 10:15
მეტროში გავატარებ ტელეფონით ჩვეულებრივ ?

Posted by: LEOwish 15 Sep 2021, 12:17
Nescafe13
კი გაატარებ. ავტობუსშიც და მარშუტკაშიც

Posted by: Nescafe13 15 Sep 2021, 15:41
LEOwish

მადლობა smile.gif)))

.,.,.,.,.,.,.,.,.,.,

Posted by: sevastopol 15 Sep 2021, 19:52
Nescafe13
სტუდენტი თუ ხარ 20 თეთრის ნაცვლად 50 თეთრს გადაიხდი უბრალოდ რომ იცოდე.

Posted by: vakhtang2015 16 Dec 2021, 23:59
Xს მაქვს და wallet არმუშაობს 15.2 ზე,ბარათის დამატება ხელახლა რამდენჯერმე ვცადე მაგრამ ვაფშე რეაქცია არაქ ტერმინალთან მიახლოებისას ტელეფონს.იცით რამე?

Posted by: მონაвь 18 May 2022, 20:54
ბარათი მივაბი ვოლეთს და აპლიკაციის ყივის დროს მაინც მთხოვს ბარათის ჩაწერას თან ლოკაცია არ იცვლება და ვერ ვამატებ რა

Posted by: MrPhoenix 19 May 2022, 15:10
მონაвь
აპლიკაცია რო იყიდო app store-ში უნდა მიაბა ბარათი და რო მიაბას საქართველოს რეგიონი უნდა გქონდეს მითითებული მანდ

Posted by: მონაвь 23 May 2022, 03:55
რეგიონი როგორ ანუ სად მიუთითო ხვალ აიპად მინის და მაკბიქ ეარს ვთრეულობ რა

Posted by: RAW187 23 Jun 2022, 14:24
როგორ გავანულო ანგარიში ვინმე დამაკვალიანებს

Posted by: ჰეისან 23 Jun 2022, 19:28
მონაвь
QUOTE
რეგიონი როგორ ანუ სად მიუთითო

Apple ID-ის რეგიონზე მიბმულობას გულისხმობ?

Posted by: RAW187 15 Jul 2022, 23:33
ს ეს ვყიდი იდიალურ მდგომარეობაში 500 ლარად

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)