ამაზე მაგარი სიახლე რა შეიძლება იყოს?
„აქსის თაუერის" მშენებლობა უახლოეს პერიოდში განახლდება
25 სექტემბერი 2013 წელი 17:41
თბილისი (GBC) - „აქსის თაუერის" მშენებლობა უახლოეს პერიოდში განახლდება.
დეველოპერული კომპანია „აქსისმა" აქტივი „თიბისი ბანკისგან" გადმოიფორმა და მშენებლობას შემოდგომაზე განაახლებს.
როგორც „აქსისი" გენერალურმა დირექტორმა გიორგი კაპანაძემ GBC -ს განუცხადა, პირველი კოშკის მშენებლობა 2015 წელს, მეორე კოშკის მშენებლობა კი, 2016 წელს დასრულდება.
„აქსის თაუერის" პროექტი ვიზუალურად შენარჩუნებულია. თუმცა შესაძლოა ფუნქციური დატვირთვა შეეცვალოს. კოშკებში საოფისე ფართების განთავსება იგეგმებოდა, მაგრამ ოფისებზე მოთხოვნა დღეს შემცირებულია. პროექტი დაფინანსდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციით, რაც ასე სჭირდება ქვეყანას, დეტალებზე მოგვიანებით სპეციალურ პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ", - განაცხადა კაპანაძემ.