20 მარტს სტარტი აიღო ონლაინ სუპერმარკეტის პროექტმა Bigmarket.ge . ვებსაიტი არის ონლაინ სუპერმარკეტი, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ რეჟიმში შეუკვეთონ საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტები და მიიღონ სასურველ მისამართზე. პროექტის მზადება 2016 წლის დასაწყისში დაიწყო და დაინერგა შემდეგი ინოვაციები:
1. "საყიდლების ელექტრონული სია" (ფუნქციამ ჩაანაცვლა ინტერნეტ მაღაზიის სტანდარტული კალათის ფუნქცია) - ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს საიტზე შექმნან "საყიდლების სია" მოსახერხებელი ინტერფეისის საშუალებით, შეინახონ და დაარედაქტირონ ნებისმიერ დროს პროდუქციის გამოწერამდე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საყიდლების სია არ მოითხოვს მომხმარებლის სხვადასხვა გვერდზე გადაადგილებას ამ ფუნქციების შესასრულებლად, რაც მეტად კომფორტულია მომხმარებლისთვის.
2. "მოძებნე, თან იყიდე" - (ჩაანაცვლა სტანდარტული ძებნის ფუნქცია ინტერნეტ მაღაზიაში) ამ ფუნქციის საშუალებით მომხმარებელს საშუალება ეძლევა ლაივ რეჟიმში მოძებნოს სასურველი პროდუქტი და ძებნისას , იქვე, ჩააგდოს საყიდლების სიაში, რაც ასევე არ საჭიროებს სხვადასხვა გვერდებზე გადასვლას და ეფექტურია დროის დაზოგვის თვალსაზრისით, როცა ზუსტად იცი რისი შეკვეთაც გსურს.
3. "მარაგები" - ონლაინ სუპერმარკეტის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ წინასწარ შეიძინონ კვირის/თვის მარაგები, ამისთვის საიტზე შეიქმნა კვირის და თვის მარაგების კატეგორიები.
4. "მუსიკა" - მომხმარებლებს სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ ჩართონ და მოუსმინონ მუსიკას ონლაინ შოფინგის განმავლობაში.
5. "მოქნილი გადახდა და მიტანა" - მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიხადონ ვიზა/მასტერქარდ ბარათების საშუალებით, ასევე ხელზე კურიერთან. მიტანა ხორციელდება კვირაში 7 დღე. მომხმარებლები თავად ირჩევენ მიწოდების დროს და ადგილს.
6. "ფასდაკლებების სისტემა" - საიტზე ინტეგრირებულია რამდენიმე სახის გასაღების სტიმულირების სისტემა, კერძოდ: ვაუჩერული ფასდაკლებები, სპეციალური ფასდაკლებები, კუპონური ფასდაკლებები, იმეილ ფასდაკლებები. მომხმარებლებს შეუძლიათ რეალურ რეჟიმში გაიგონ რამდენი დრო დარჩა კონკრეტული ფასდაკლების დასრულებამდე და რამდენს ზოგავენ. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ იხილონ უკვე დასრულებული ფასდაკლებების სია.
7. "იუმორი და განსხვავებულობა" საიტის ძირითად ფუნქციებში იკვეთება იუმორი და განსხვავებულობა - მაგ, ჩვენთან რეგისტრაციას "მოშინაურება" ჰქვია. კატეგორიები, ფასდაკლებები, მარაგები სხვაგვარად არის ინტერპრეტირებული "შეარჩიე" , "დაზოგე", "მოიმარაგე" და სხვა.
8. ბლოგი - საიტზე ინტეგრირებულია ბლოგი, სადაც დაიწერება კულინარიაზე და საინტერესო ფაქტებზე.
9. "ანდროიდ აპლიკაცია" მზადდება და წლის ბოლოსთვის გაეშვება - სუპერმარკეტის ანდროიდ აპლიკაცია, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს შოფინგის პროცესს.
10. "მცირე მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამა" იგეგმება პროექტში მცირე მეწარმეების ჩართვა, მეწარმეებს შეეძლებათ თავად განათავსონ პროდუქცია საიტზე, მართონ ფასები და რაოდენობები და მიიღონ მზარდი შემოსავალი, მცირე საკომისიოს სანაცვლონ.
11. "ენები" მზადაა პროექტის ინგლისურენოვანი ვარიანტი, პროექტის სტარტის შემდეგ რამდენიმე თვეში იგეგმება დაანონსება და გააქტიურება, რის შემდეგაც უცხოელი რეზიდენტებიც შეძლებენ პროდუქციის შეკვეთას.
bigmarket.ge-ის სლოგანია "ბაზარი კართან!"
პ.ს ვფიქრობ, სწორად შევარჩიე კატეგორია, მოდერატორს ვთხოვ, შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, სხვა კატეგორიაში გადაიტანოს.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)