#59582325 · 5 Sep 2022, 18:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
bachana151 გადამოწმება შეუძლია, ძირითადად მანდ საპრობლემოც არაფერია, მიუხედავად იმისა, რომ უსიამოვნო პროცედურაა, გაჩერების მიზეზი კი უნდა გითხრან აუცილებლად, მაგრამ გეტყვიან გადამოწმების მიზნით და ეს უკვე საკმარისი მიზეზია.
ფოტოს გადაღება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შენი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, შენ თუ პირადობას წარუდგენ ან სხვა მაიდენტიფიცირებელ დოკუმენტს, რომლის წყალობითაც შენი პიროვნების ამოცნობა ხერხდება ამ შემთხვევაში უკვე არ შეუძლიათ ფოტოს გადაღება. ანუ როცა პირადობას ითხოვენ ხოლმე, ნახავენ და შემდეგ მოდი ფოტო გადაგიღო, ამის გაკეთება კატეგორიულად დაუშვებელია, თუმცა ხშირად მაინც ცდილობენ ხოლმე და დღემდე ვერ მივხვდი რატო.
გარეგანი დათვალიერების უფლება აქვს, ანუ მაგალითად ჯიბეზე შეგეხოს გარედან. თუმცა, ჯიბეში ხელის ჩაყოფა და თუნდაც ოდნავ უკვე ითვლება, რომ მიმდინარეობს პირადი ჩხრეკა და ამ შემთხვევაში ეს უკანონობაა.
|