მოდერ, ძალიან გთხოვ, თემა არ გააქრო: თემა არამარტო უშუალოდ პოლიტიკურ შეხედულებებთანაა დაკავშირებული (ნაწილობრივ, სწორედ ეს განაპირობებს, თუ რატომ ეთანხმება ერთი იუზერი მეორეს იმდენად, რომ ის მას თავის საყვარელ იუზერად თვლის), არამედ თავად პოლიტგანყთან.
თემა ატარებს სახალისო შინაარსს და კარგ საქმესაც აკეთებს, ვინაიდან ამით განყი უფრო შეკავშირდება (რატომ, ვის არ ესიამოვნება ვინმესგან რომ გაიგოს, რომ ფორუმის ყველაზე ფართო და მრავალრიცხოვან განყში ვიღაცისთვის საყვარელი იუზერია). ჩემი აზრით, ძალიან დადებითი აურის მატარებელი თემაა.
ჩემი აზრით, იუზერებმა უნდა იმსჯელონ არა მარტო იმით, თუ რამდენად ემთხვევა მათი პოლიტ. შეხედულებები ერთმანეთს, არამედ იმითაც, თუ რამდენად აფასებენ ერთმანეთის სიწრფელეს, "ჩესნობას", წერის სტილსა და აზრის გარკვევით ჩამოყალიბების შესაძლებლობას. დიახ, სწორედ ამით ჩნდება, ჩემი აზრით, სიმპატია.
მე პირველი ვიქნები: ჩემი საყვარელი იუზერი არის dega. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან "ჩესნი", ერთგული და სახალისო ადამიანია; მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში (განყში) ხშირად არ ვიხედები და არც დიდი ინტერესი მაქვს ამ სფეროსი, ამ ადამიანის პოსტები ყოველთვის მომწონს რაღაცნაირად და ბევრ რამეში ვეთანხმები კიდეც.
გისმენთ, მეგობრებო.
This post has been edited by Nimrodel on 24 Jul 2017, 17:54