Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > სამართალი > ნოტარიუსთან პრობლემა |
Posted by: bochita 5 Mar 2007, 14:52 |
მინდა თარჯიმანთა ბიუროს გახსნა მაგრამ არ მაქვს დიპლომი უცხო ენების. ნოტარიუსმა რომ თარგმანი დაამოწმოს რა სერთიფიკატია საკმარისი?პრინციპი ვერ გავიგე. თარჯიმანთა ბიუროს ბეჭედი თუ ექნა ნათარგმნს საკმარისი არ არის? |
Posted by: lucia 5 Mar 2007, 21:47 |
bochita თარგმანი რო დაამოწმოს ენის სერთიფიკატი გინდა, რომელიც უვადოა. თარჯიმანთა ბიუროს შესაქმენად რა გჭირდება არ ვიცი ![]() |
Posted by: Lotosi 5 Mar 2007, 21:55 |
ერთი რამ ამასთან დაკავშირებით მეც მაინტერესებს: ნათარგმნ საბუთს მხოლოდ თარჯიმნის ბიუროს ბეჭედი სჭირდება თუ ნოტარიუსითაც უნდა იყოს დამტკიცებული? თუ ეს ერთი და იგივეა? ![]() |
Posted by: Human Rights 5 Mar 2007, 22:05 | ||
Lotosi
ჯერ თაგრჯიმანის ბეჭედი და მერე ნოტარიუსის, |
Posted by: lucia 5 Mar 2007, 22:19 |
Human Rights აუ აქ თუ ხარ მესინჯერზე რატო არ ხარ? |
Posted by: Futurist 6 Mar 2007, 01:40 |
bochita ბიუროს გახსნას არავითარი სერტიფიკატი არ ჭირდება. უშუალოდ თარგმანს ხელს აწერს ენის დიპლომირებული თარჯიმანი და ბიურო ამოწმებს ბეჭდით. თუ კლიენტს ჭირდება, მაშინ ცალკე ნოტარიუსის ბეჭედიც(დამოწმება) არის საჭირო. თითოეული ენის თარჯიმანმა იმ ნოტარიუსთან, რომელთანაც იმუშავებ(ანუ რომელიც დაამოწმებს შენი ბიუროს თAრგმანებს) უნდა მიიტანოს დიპლომის და პირადობის მოწმობის ასლი და დატოვოს თავისი ხელმოწერის ნიმუში. პ.ს. თუ კიდევ გაინტერესებს რამე, მომწერე. დიდი გამოცდილება მაქვს მაგ სფეროში ![]() |
Posted by: bochita 6 Mar 2007, 12:00 |
Futurist დიდი მადლობა ![]() დიპლომი გასაგებია მაგრამ თუ დიპლომი არა გაქვს უცხო ენების სხვა რამე სერთიფიკატები თუა საკმარისი რომ ნოტარიუსმა დაგიმოწმოს შენი თარგმანი.მაგ ტოეფელი ან რამე მსგავსი ტესტების, ან ამერიკის უივერსიტეტიდან სერთიფიკატი ენის კურსების. და თუ იცი საერთოდ ამ საქმეზე რამე კანონი ხომ არ არსებობს? |
Posted by: Futurist 6 Mar 2007, 22:04 |
bochita სქაქრთველოში გაცემული სერტიფიკატებიც გადის. სხვა ქვეყნების ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რუსეთის უმაღლესების დიპლომები რომ არ გადის ნაღდად ვიცი. კანონები ნოტარიუსებმა იციან თვითონ ![]() |
Posted by: KOKOITIDZE 6 Mar 2007, 22:55 |
Human Rights ჯემალა გოგიტიძე ძალიან გთხოვთ ბატონ ჯემალ გოგიტიძის უფლებებს ნუ არღვევთ, თან Human Rights-ის სახელით, რაც შეეხება თენგიზ კიტოვანის ფოტოს უნდა გაცნობოთ, რომ საკუთარ გამოსახულებაზე საავტორო უფლება დაცულია!!!!!! ![]() |
Posted by: bochita 9 Mar 2007, 11:16 |
Futurist გასაგებია რომელიმე სერთიფიკატი მაინც ხო არ იცი რაც გადის? ნოტარიუსთან ცოტა ინფორმაციულად მომზადებული მინდა რომ მივიდე |
Posted by: mirabella 9 Mar 2007, 11:27 | ||
bochita
ბიუროს გახსნა თუ გინდა ინდ.მეწარმედ დარეგისტრირდი, ან შპს ჩამოაყალიბე. ვინც იმუშევებს თარგმნაზე შენთან ,იმათ ჭირდებათ დიპლომები,ნოტარიუსთან წარსადგენად.... |
Posted by: Futurist 9 Mar 2007, 12:44 | ||
bochita
ენის შესწავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. თუ ეს სერტიფიკატი უცხო ენაზეა(ვთქვათ, ამერიკაში დაამთავრე და ინგლისურად არის შევსებული), მაშინ იგი უნდა გადაითარგმნოს ქართულად, დამოწმდეს თარგმანი ნოტარიულად და ამის შემდეგ ნოტარიუსი თანახმა იქნება, მისი მფლობელის ხელმოწერილი თარგმანი დაამოწმოს. პ.ს. უცხო ენაზე შევსებული დიპლომი(სერტიფიკატი) უნდა გადათარგმნოს სხვა თარჯიმანმა და არა მისმა მფლობელმა. |
Posted by: bochita 10 Mar 2007, 13:23 |
mirabella ეგ კი, მაგრამ მე თვითონაც რომ მქონდეს თარგმანის უფლება მე ის მინდა * * * Futurist გასაგებია, ეგ მაინტერესებდა სწორედ. მადლობ ამომწურავი პასუხისთვის. P.S. ხო არ იცი, რამე კანონი ხო არ არის ამ სფეროს შესახებ? და კიდევ ერთი ვთქვათ ნოტარიუსმა არ ჩათვალა საკმარისად ჩემი სერთიფიკატები, თუ არის ვარიანტი რომ სხვა დიპლომირებულმა სპეციალისტმა , რომელიც ენდობა ჩემს ცოდნას მომცეს მინდობილობა თავისი ფაქსიმილიის ნოტარიუსით დამტკიცებული |
Posted by: Futurist 10 Mar 2007, 14:11 | ||
bochita
მასეთ შEმთხვევაში(მე მქონდა) მიიყვან იმ დიპლომირებულ სპეციალისტს თავისი დიპლომით ნოტარიუსთან, დატოვებს თავისი ხელმოწერის ნიმუშს დს შემდეგ შენ მოაწერ მის მაგიერ ხელს ხოლმე(მისი პოჩერკი დაამუღამე) ![]() ![]() |
Posted by: bochita 10 Mar 2007, 16:50 |
Futurist მემგონი კანონიერად შეიძლება. რომ გააკეთოს ბეჭედი თავისი ფაქსიმილიის და მერე გამიკეთოს მინდობილობა ნოტარიუსით. |
Posted by: Futurist 10 Mar 2007, 17:57 | ||
bochita
არ ვიცი, მსგავსი შემთხვევა არ შემხვედრია. ისე, ნებისმიერ ნოტარიუსთან მიდი და იოლად მიიღებ პასუხს ![]() |
Posted by: bochita 12 Mar 2007, 13:56 |
Futurist ხო მასე უნდა ვქნა. შენ ხო არ გქონდა თარჯიმანთა ბიურო? |
Posted by: Futurist 12 Mar 2007, 19:56 | ||
bochita
![]() ![]() |
Posted by: bochita 12 Mar 2007, 21:56 |
![]() * * * ხო კიდევ ერთი მაინტერესებს ძალიან. რა სახის სათარგმნია უმეტესად(ტექნიკური, იურიდიული............. ) რომ პერსონალი იმ განხრით შეირჩეს. |
Posted by: Futurist 13 Mar 2007, 00:35 | ||||
bochita
არა, საიდუმლო არ არის: მე მქონდა შპს(სხვა საქმეებიც მქონდა თარგმანის გარდა და მაგიტომ), გახსნა დამიჯდა: საბუთები თავის ყველაფრით 300 ლარამდე+აუცილებლად საჭიროა საკასო აპარატი=300-350 ლარი+მაშინ საწესდებო კაპიტალი იყო 2 000 ლარი(ეხლა 200 ლარია). თუ მარტო ბიუროს გახსნა გინდა, ჯობია, ინდმეწარმე გააკეთო(ბეჭდიან ბანკში ანგარიშის გახსნიანად სადღაც 50 ლარში ჩაეტევი+საკასო).
ინგლისურის გარდა ყველაზე დიდი მოთხოვნაა თურქულზე, რუსულზე, ბერძნულზე. ძირითადი მოთხოვნაა დოკუმენტაციის თარგმნა(პასპორტი, დაბადები და ქორწინების მოწმობა, სანოტარო აქტები, მინდობილობები, ჯანმრთელობის ცნობები). ტერიტორიულად სად აპირებ გახსნას, მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს(უფრო სწორად - უდიდესი) ![]() |
Posted by: bochita 13 Mar 2007, 23:14 |
Futurist ჯერ ადგილი არ ამირჩევია, ისე ნოტარიუსთან რომ ახლოს იყოს |
Posted by: Futurist 13 Mar 2007, 23:20 | ||
bochita
რაც შეიძლება ხალხმრავალ ადგილას, რომელიმე საელჩოსთან ან დაწესწბულებებთან ახლოს. პ.ს. ნოტარიუსები ყოველ ფეხის ნაბიჯზე არიან, ეგ პრობლემა არაა ![]() |
Posted by: bochita 14 Mar 2007, 15:56 |
Futurist შენი წყალობით ყველაფერი გავარკვიე რაც მაინტერესებდა. მადლობ დახმარებისთვის |
Posted by: Badaboom 14 Mar 2007, 18:58 |
დღეს ტელევიზიით მოვისმინე რომ მგონი ახალი კანონმდებლობა შეიქმნა, რითაც პირველ და მეორე პირს შეუძლიათ ხელმოწერებით, ნოტარიუსის დამოწმების გარეშე მოახდინონ ხელშეკრულების დადება..შეილება მე ვცდები და სხვანაერადაა იქნებ ვინც გარკვეულია ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია დადოს ![]() |
Posted by: bochita 17 Mar 2007, 10:25 |
Badaboom ხელშეკრულების დადება ისედაც შეეძლოთ ნოტარიუსის გარეშე როგორც ვიცი. მაგ ქირავნობის ხელშეკრულება არ იყო აუცილებელი რომ ნოტარიუსს დაემოწმებინა, |
Posted by: lashadzia 7 Apr 2007, 14:31 |
ასეთი ვარიანტი შესაძლებელია, რომ ნოტარიუსმა თავისი ტანაშემწე დასვას თარჯიმანთა ბიუროს ოფისში და იმან დაამოწმოს ხოლმე იმ ბიუროს ნათარგმნები, ანუ რა ვარიანტია იმისა, რომ თარჯიმანტა ბიუროს თავის ოფისში ყავდეს ასე ვთქვათ თავიანთი ნოტარიუსი, ან თანაშემწე ნოტარიუსის, მოკლედ ყველაფერი ადგილზე რომ გაკეთდეს, ნოტარიუსის თანაშემწეს რა შეუძლია რომ საერთოდ გააკეთოს და ვინ შეიძლება დაინიშნოს თანაშემწედ? |
Posted by: undef 7 Apr 2007, 16:12 |
ვინმემ ხომ არ იცით რა ღირს ხელშეკრულების გადათარგმნა და ნოტარიუსის დამოწმნება? ხელშეკრულება 2 გვერდიანია,ინგლისურიდან |
Posted by: ლლევ 7 Apr 2007, 16:22 |
undef თარგმნა გვერდი 10 ლარი ღირს დამოწმება არ მახსოვს ![]() |
Posted by: Suleluka 31 May 2007, 17:27 |
არსებობს თუ არა რაიმე ცხელი ხაზი სადაც შეიძლება უჩივლო ნოტარიუსს, რაიონის ნოტარიუსია და სხვასთან არ შეიძლება მაგ საქმის გაკეთება, ძალიან აგრესიული და ნუ კითხვებზე არ გცემს პასუხებს, უფრო სწორედ საერთოდ არ გალაპარაკებს და თან ყველაფერზე სჭირდება ქსერო ასლები ნოტარიუსით დადასტურებული, მე ვერ ადგიდასტურებთ ოღონდო, სადა მცალიაო და სხვაგან გაგზავნის სხვა რაიონში |
Posted by: ლლევ 31 May 2007, 17:46 |
Suleluka ნოტარიუსთა პალატა არსებობს რავიცი |
Posted by: metalliq 31 May 2007, 17:53 |
Suleluka ფაქტიურად აუღებელი ციხე-სიმაგრეა ![]() მქონდა მაგათთან შეხება რაღაც უბრალო საქმეზე. კინაღამ გამაგიჟეს. ერთი მეორესთან გაგზავნის, მეორე - მესამესთან, ის კიდე გეუბნება - ჩემთან არ უნდა მოსულიყავიო |
Posted by: tamusi 31 May 2007, 18:08 |
მე იურისტი ვარ, მაგრამ საშინელი და უსასტიკესი სიძულვილით მძულს ნოტარიუსები. ამიტომ ბედნიერი ვიყავი მაგათ უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისრაციის მსუყე ლუკმა რომ ჩამოართვეს და ამასთან, ეხლა ცოტა ხანში სამემკვიდრეო რეესტრს მივიღებთ და სამოქმედო უბნის პრინციპიც გაუუქმდებათ, ხოლო ნოტარიუსების რაოდენობა შეუზღუდავი გახდება და საბოლოოდ მოერება მაგათ ბოგინს ბოლო, მერე ალბათ იცოცხლე ტკბილად მოიქცევიან, რომ კლიენტი მიიზიდონ. P.ს. მე დედა მყავს გარდაცვილილი მაშინ 19 წლის ვიყავი და სერიოზული სტრესი მივიღე, ამის ნიადაგზე, ხოდა მივედი მემკვირდეობის გასაფორმებლად ვინმე ნოტარიუს წიკლაურთან, უხეში და სრულიად უცხვირპირო ქალია, ხოდა ეს მაია წიკლაური მეკითხება, დედაშენმა დიღმის ბინა რომ გაყიდა რატომ არ გააკეთა რეგისტრაცია საბურთალოს მისამართის მიხედვითო. მე ვუხნი - იცით, მაშინ ასეთი სიტუაცია იყო დედა ავად გახდა და გარდაიცვალა, ბინაც ამიტომ გავყიდეთ მეთქი და იცით რას მპასუხობს საქართველოს ნოტარიუსი, ქართველი ქალი და თავადაც დედა??? რას და ,,- მერე რა ერთ დღეში ხომ არ მოკვდა დედაშენი?" . მას მერე სრულიად ნოტარიუსთა მოდგმა მძულს და მე ვიყავი პირველი მომხრე იმ ახალი საკანონნმდებლო ინიციატივისა მაგათი ბოგინი რომ შეზღუდა. |
Posted by: ლლევ 1 Jun 2007, 00:21 |
tamusi აუ გულწრფელად მიკვირს, მართალია სულ 5-6 ნოტარიუსთან მექნება ურთიერთობა მაგრამ ჯერ გადაბრუნებული სიტყვა არცერთს არ უთქვამს, პირიქით ძალიან გულისხმიერად მეპყრობიან ყოველთვის. არ გეწინააღმდეგები, ეგეთებიც არსებობენ როგორც ჩანს, მაგრამ ამის გამო მათი მოდგმის შეძულება ცოტა ზედმეტია მგონი ![]() ![]() |
Posted by: lucia 1 Jun 2007, 00:28 | ||
მეც მქონია რამდენიმე ნოტარიუსთან ურთიერთობა, ცუდად არავინ მომპყრობია. არავის არ ვამართლებ, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, როგორც მიხვალ და რა ტონითაც დაელაპარაკები ხშირად ისე გპასუხობენ და ეს მხოლოდ ნოტარიუსებს არ ეხებათ. |
Posted by: lashadzia 1 Jun 2007, 00:29 |
ნოტარიუსები რომ ნერვებისმომშლელი ხეპრეები არიან უმეტესწილად ცნობილი ფაქტია, ამიტომ ყველაფერზე მივდივარ ერთ ნოტარიუსთან გია გაბარაშვილთან, საუკეთესო თვისებების პიროვნებაა, როცა დამჭირვებია სახლშიც მოსულა, არადა მგონი გარდაბნის რაიონის ნოტარიუსია, ლილოშიც აქვს ოფისი, ნუ თვითონ ისეთი დადებითი ადამიანია, ნოტარიუსიც რომ არ იყოს სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა, მასზე ლოლოში რამე რომ თქვა ცუდი ხალხი მოსაკლავად გაგიმეტებს, ყველას ისე უყვარს და აფასებს |
Posted by: otucho 1 Jun 2007, 10:59 |
ხო ნუ რავიცი მე ჩემი ნაცნობი ნოტარიუსები მყავს და ისინი თვალის ჩინივით მიფრთხილდებიან. რათქმაუნდა არსებობენ ეგეთ საძაგელი ნოტარიუსებიც მაგარამ ყველა ნოტარიუსი საყვარელი და ყურადღებიანი ხდება როცა დიდ თანხიანი ხელშეკრულებით მიდიხარ |
Posted by: Gogona_sterva 1 Jun 2007, 12:00 | ||
Suleluka
შეგიძლია იუსტიციის სამინისტროში მიმართო ნოტარიატის დეპარტამენტს |
Posted by: natali kalandadze 1 Jun 2007, 12:38 |
ნორმალური ნოტარიუსია მარიამ გოგვაძე, ნახალოვკაში. საშინელი ადგილია და საშინელი ადამიანია ევტიხი ბენდელიანი - აღმაშენებელზე. სულ რიგი აქვს ბესო ბულიას - გრიბოედოვზე. ნერვიული ქალია მაგრამ ნორმალური ნოტარიუსია მაია გვარი არ მახსოვს - რუსთაველზე, ოპერის წინ |
Posted by: ლლევ 1 Jun 2007, 12:42 |
ნინო ხოფერია ალ. ჭავჭავაძეზე, ოპერის წინ რომ ქუჩაა ასასვლელი იქ კიდევ ციური ბერიძე ვაკეში გალაკტიონის ძეგლის მეორე მხარეს და ერთიც ნინო მასხულია დადიანის ქუჩაზე მერიის გვერდით. |
Posted by: კორდელია 4 Jun 2007, 13:46 |
რა ამ თემის პასუხია მაგრამ მაინც... ნოტარიუსები რომ მინდობილობას აკეთებენ, შინაარსზე ვკაიფობ მაგრა "მე შევამოწმე მისი ქმედუნარიანობა" ![]() |
Posted by: otucho 4 Jun 2007, 14:07 | ||
KORDELLIA
მაგას ყველა დოკუმენტში წერენ |
Posted by: Suleluka 4 Jun 2007, 17:02 | ||
ლლევ და სად უნდა მივმართო? ან რა ფორმით? metalliq ერთიდან მეორესთან მესამესთან მეასესთან გაგზავნიან უსასრულოდ, იმ ნოტარიუსთან არის ხალხი რომელიც მაგ მემკვიდრეობებს წლობით აკეთებენ და ვატყობ ჩვენც იგივე ბედი გვიწერია tamusi იცის რომ რაიონის ნოტარიუსია და სხვასთან არ გაკეთდება ეგ მემკვიდრეობა თორე ნოტარიუსების მეტი რა არი თბილისში. უხეში ქალია და შეურაწყოფის მოყენებასაც არ ერიდება, ერთ სიტყვას არ გათქმევინებს. ეხლა სასამართლოში გადაგვაგზავნა...
იმედია მალე დადგება ეგ დღე... |
Posted by: კორდელია 4 Jun 2007, 18:06 | ||
otucho
ხო და ყოველი დოკუმენტის კითხვის დროს ვერ ვიკავებ სიცილს |
Posted by: tamusi 4 Jun 2007, 18:50 |
Suleluka ა, შენ გქონდა მასთან ურთიერთობის ბედნიერება??? გილოცავ, მეც სასამართლოში გამიშვა, სასამართლო გადაწყვეტილება უკვე მაქვს, მაგრამ ჭირის დღესავით მეზარება მაგასთან მისვლა, სულ ვიმდეოვნებ იქნებს ის კანონპროექტი შემოაგდოს მთავრობამ, მარა მგონი მომიწევს მაინც. ![]() მართალი ხარ, იცის რომ სხვაგან ვერ წავალ.... |
Posted by: Suleluka 6 Jun 2007, 13:40 |
tamusi როდის ეგ კანონპროექტი შემუშავდება და ძალაში შევა, არა და ხო გეუბნევი მანდ ხალხი წლობით დადის, ერთი ქალი იყო 10 წელია ბებიაჩემის ნაანდერძევს ვიმტკიცებო... საქართველო ჯერ ვერაა ეგეთი ქვეყანა ეგეთი მკაცრი წესები რო შემოიტანეს ყველა ასლს ნოტარიუსით დამოწმება რო უნდა, ჯერ "ბლუ" ნოტარიუსები რო უზით, გვარს ან სახელს ვერ დაგიწერენ სწორებ და უკან უნდა მიხვიდე თავიდან უნდა გააკეთებინო, მეორეც სანამ დაითანხმებ ნოტარიუსს რომ დაგიმოწმოს თუნდაც ის მინდობილობის ან რაღაცის ასლი კაი ხანი უნდა ეხვეწო რა... თქვენო ანდერს სხვაგან აკეთებთ და მელკი მელკი რარაცეებზე ჩემთან მოხიდართო. ვგიჟდები რაა!!! ეს სასამართო პროცესი რთული რამეა? |
Posted by: oldWolf 6 Jun 2007, 14:55 |
Suleluka აუ იმენა მაგარი საზიზღარი ქალია რა |
Posted by: Suleluka 6 Jun 2007, 18:44 |
oldWolf თან დაგიბარებს ზუსტად 3 საათი (დიახ 3 საათი) დგახარ რიგში შეხვალ და პირსაც არ გაგაღებინებს ეს საბუთი აკლია და 1 კვირაში მოდი და მოიტაო, მიუტან თუ ეგაა დაიტოვებს და მერე სხვა საბუთზე გაგაგზავნის თუ ეგ არაა ... ყოველ მისვლაზე კი უნდა ელოდო საათობით! |
Posted by: oldWolf 6 Jun 2007, 19:28 | ||
Suleluka
ეგეთ უპასუხისმგებლო ადამიან მეორე არ შემხვედრია |
Posted by: ივანიჩ 7 Jun 2007, 13:52 |
საშინელი ნოტარიუსი თამილა გოგატიშვილი................. არც ნინო ხოფერია და ნინო მასხულიაა გადასარევი............ ყველაზე ჯიგარია ნარგიზ მინდიაშვილი მარჯანიშვილზე კორტებთან.............. |
Posted by: otucho 7 Jun 2007, 13:55 |
ჩემი რჩევა დავით ოყროშიძე ძალიან კარგი და კვალიფიციური ნოტარიუსია მერწმუნეთ |
Posted by: Suleluka 7 Jun 2007, 14:32 | ||
IVANICHA
სწორედ მაგასთან გვიდოდა ჩვენც გაკეთება მაგ ანდერძის მარა ტერიტორიით არ გვეკუთვნის ჩვენ, ნასყიდობას აუცილებლად მაგასთან გავაკეთებთ. otucho კარგ ნოტარიუსებს რა დალევს... ყველა ბოროტი და ცუდი კი არაა, უბრალოდ ის პრობლემაა რომ ანდერძი ტერიტორიული პრინციპით კეთდება და იმიტოა რომ სარგებლობს |
Posted by: Castro-Urdiales 7 Jun 2007, 16:31 |
ანდერძის ვადის აღდგენა სასამართლოში რა სირთულეებთან არის დაკავშირებული? გამოცდილება ვის გაქვთ ამ საკითხში? ნოტარიუსებს რაც შეეხება არც მე ვარ აღრფთოვანებული მათი საქმიანობით. |
Posted by: Castro-Urdiales 7 Jun 2007, 16:33 |
ფორუმი ურევს ორჯერ დაწერა სორრი ![]() |
Posted by: Suleluka 7 Jun 2007, 22:19 |
ისე აქ არავინ ნოტარიუსი არა ხართ? ცოტა რომ წამაკონსულტაციოთ... ![]() |
Posted by: CM&AA 12 Jun 2007, 23:03 |
ნინო მასხულიაზე უფრო კარგი, ჩქარი და ჭკვიანი ნოტარიუსი და იურისტი სიმართლე გითხრათ არ შემხვედრია. ასევე გამოირჩევა პიროვნული თვისებებით. არის ოპერატიული, ობიექტური და ტყუილა არაფერზე გაგაწვალებთ. მე არ მინახავს ნოტარიუსს ამდენი კლიენტი ყავდეს და ერთ დღეში აკეთებდეს საქმეებს. წარმოუდგენლად კარგად აქვს აწყობილი საქმე. მე რამდენიმე წელია მასთან ქალაქის მეორე ბოლოში რომ ვიყო, მაინც მივდივარ. რამდენჯერაც ვცადე უფრო ახლოს მისვლა, თავ-ბედი ვიწყევლე. |
Posted by: ლლევ 12 Jun 2007, 23:12 |
CM&AA რა ვქნა, უნდა დაგეთანხმო ჯერ მარტო მისი ხელისმოწერის პროცესის ყურება რად ღირს ![]() |
Posted by: ივანიჩ 12 Jun 2007, 23:29 | ||
მისი ხელმოწერა მართლაც რომ შეუდარებელია......... ![]() გაყალბებაც შეუძლებელია........... ![]() |
Posted by: ივანიჩ 15 Jun 2007, 12:18 |
ჭორიც გავიგე ესეთი რომ გაერთიანდება ნოტარიატის, მოქალაქეობისა და მიგრაციის, და სახელმწიფო რეგისტრაციისა და ლიცენზირების დეპარტამენტები .......... ანუ იმის თქმა მინდა რომ რეორგანიზაცია მალეაო მოსალოდნელიო............ გვეშველება მერე? იევიცი იევიცი................... |
Posted by: size 2 Feb 2008, 11:20 |
ნორმალური ნოტარიუსის ტელეფონის ნომერი და მისამართი მინდა რომელიც დღეს იმუშავებს და პახოდუ ერთი ფაქსიმილიის დამოწმებაში 100 ლარს არ მომთხოვს. |
Posted by: Skulls & Bones 2 Feb 2008, 12:34 |
Suleluka http://www.notary.ge/ |
Posted by: valporg 2 Feb 2008, 12:45 | ||
size საკმაოდ გაგიჭირდება, ერთხელ ვირბინე და აღმოჩნდა შაბათობით ყველა ისვენებდა.. ყოველი სემთხვევისთვის ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე მე ვერ მოვაგენი.. უხეშობაში არ შემიმჩნევია, მაგრამ ეს რიგები და უსიცოცხლო, ნელი ნოტარიუსები და მათი თანაშემწეები თავიანთი არსით ნამდვილად არ არიან მიმზიდველები.. ისე რას უშვება პროფესია ადამიანებს. ტყუპის ცალივით ემგვანებიან ერთმანეთს რამდენიმე წლის სამუშAო გამოცდილების შემდეგ.. |
Posted by: xaligari 2 Feb 2008, 19:45 | ||
რომ ვცემოთ არ მოსულა? პადიეზდი ხომ აქვს? ![]() ![]() |
Posted by: Suleluka 3 Feb 2008, 11:26 |
size ავლაბარში, სასტუმრო "ძველი თბილისი"ს და 91 საშ. სკოლის შორის, ქეთევან წამებულზე, ქეთევან მამუკელაშვილი. ძალიან კარგი ნოტარიუსია xaligari რა ძველი თემაა ხო ატყობ, არა და მაგ ნოტარიუსის პრობლემა ჯერაც არ მოგვარებული, ბოლოს მართლა დაუპადიეზდებ და მერე მიყუროს ![]() |
Posted by: Todu 15 Feb 2008, 22:08 |
ჰო ნოტარიუსი მართლაც ბევრი ბოდიალა როჟები არიან... |
Posted by: Ninoza 19 Feb 2008, 14:05 |
ჰმ.........მე ვერაზე, ტექნიკური ბიბლიოთეკა რომ იყო იმ შენობის უკან რაღაც ნავაროჩენი ნოტარიუსში ვიყავი დღეს მეორედ, ყველა ზის სახეებით, თითქოს ვალი გქონდეს, თან ერთმანეთთან გაგზავნიან პასუხისთვის უბრალო შეკითხვაზე...........ჩემი ყოფილი თანამშრომელი, უცხოელია, რომელიც რამოდენიმე წლის წინ წავიდა კონტრაქტის დასრულების გამო, ეხლა გადადის აფრიკიდან ავსტრალიაში და იქ სჭირდებათ ყველა იმ ქვეყნიდან ცნობა, რომ კრიმინალური არაფერი ჩაუდენია, აქ გამაგიჟეს! ჯერ მომთხოვეს იქიდანვე დამოწმებული მისი პასპორტის ასლი და გადავთარგმნით და დავამოწმებთ პასპორტსო, ეხლა როცა ეს ყველაფერი ჩამოვიდა, მეუბნებიან - ვერაო, ორიგინალი პასპორტი გვჭირდებაო........ეს პროფესიონალიზმია ეტყობა - ადამიანს ჯერ ერთი უთხრა, მერე მეორე და მაინც ვერ გასცე სწორი პასუხი....... |
Posted by: Natia_N_N 19 Mar 2008, 16:25 | ||||||
IVANICHA
რატომ? რაში გამოიხატება მისი საშინელება? otucho
მისამართი ან ტელეფონი თუ შეიძლებაCM&AA
მისამართი ან ტელეფონი თუ შეიძლება ვეძებ პროფესიონალ, მშვიდ ნოტარიუსს, მისაღებ ფასებში ![]() |
Posted by: *hedgehog* 19 Mar 2008, 16:39 | ||||
Natia_N_N
ნოტარიუსის ფასები კანონითაა განსაზღვრული ასე რომ.....
შალვა დადიანის 12, ტელეფონს ვეღარ ვიხსენებ |
Posted by: Suleluka 19 Mar 2008, 18:09 | ||
Natia_N_N
ქეთევან წამებულის 20 მაგაზე უკეთესი კიდე ქეთევან მამუკელაშვილი ეგეც ქეთევან წამებულზეა, მოპირდაპირე მხარეს |
Posted by: xvlikideida 19 Mar 2008, 18:21 |
ვინმემ ხომ არ იცით ხელშეკრულების დამოწმება რა ღირს?? |
Posted by: bidzia-babua 31 Mar 2008, 16:16 |
მარეხ ჩოფიკაშვილია ყაზბეგის 20 თუ 24 ნომერში, დელისს რომ ჩაცდები, მალევე, კარგი ნოტარიუსია. ისე ასლების დამოწმება ყველას შეუძლია და აწი სხვასთან მიდი შენც * * * xvlikideida, გააჩნია ხელშ. ღირებულებას, რა თანხაზე იდება. არის კანონი სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის შესახებ და იქ ნახე ცხრილი, რა თანხაზე რამდენი პროცენტია. ფორმულა არის ასე: მცირე ფიქსირებულ თანხას + გარიგების ფასის %. ეს ცხრილი ტველა ნოტარიუსთან უნდა იყოს გამოკრული |
Posted by: Suleluka 1 Apr 2008, 11:19 |
1 წელი გავიდა უკვე, ეხლა რომ ვუყურებ ჩემ ძველ პოსტებს... საშინელი ნოტარიუსია ნათელა გაგაძე ჯერ არ დამთავრებულა ჩვენი წვალება, ჯერაც ვერ გადაგვიფორმებია ბინა ხანდახან ისეთი მეკეტება, გავიფიქრებ შევუგდებ ლიმონკას და ავწევ თავის ანდერძებიანათ ![]() |
Posted by: nesta 5 Apr 2008, 21:44 |
ქუთაისში არის ნოტარიუსები საშიენლი პრობლემა. ფაქტიურად ერთი ნოტარიუსი მუშაობს ნორმალურად დათი ხიმშიაშვილი. მეორე ნოტარიუსია ეთერი გზირიშვილი მცოდნე ნოტარიუსია მაგრამ ძალიან უხამსი ქალია. დანარჩენები არაფრის გაგებაში არ არიან, ეკა წკეპლაძე ნინო ჭიღლაძე და მაყვალა შვანგირაძე...... უბრალო ხელმოწერის ნამდვილობის დდასტურებას არ აკეთებენ ყველაფრის ეშინიათ, მარტო თავისი უბნის მემკვიდრეობებზე და მინდობილობებზე მუშაობენ სხვას არაფერს კიდებენ ხელს და ურცხვად გაგზავნიან სხვა ნოტარიუსთან ჩვენ არ ვაკეთებსთ ამ სახის დოკუმენტაციასო, აბა რა გინდა ნოტარიუსად შე დალოცვილო თუ არ იცი? ამიტომ არის განუკითხავი რიგები იმ ორ ნოტარიუსთან საერთოდ ვერ გაეკარები.... არადა ქუთაისი დიდი ქალაქია და აშკარად არაა საკმარისი, ადრე 7 ნოტრიუსი იყო, ორი დიდი ნოტარიუსი ქალაქის ცენტრში გაათავისუფლეს თანამდებობიდან დარღვევების გამო, მათ მაგივრად კი აგერ უკვე 2-3 წელია არავის არ ნიშნავენ, არადა 35 კაცს მარტო მე ვიცნობ ვისაც ნოტარიუსად მუშაობის უფლება აქვს მაგრამ ვაკანსია არ არის........ ნეტა ვის აწყობს ასეთი ქაოსი სად ძინავს იუსტიციის მინისტრს? |
Posted by: Suleluka 6 Apr 2008, 17:06 |
nesta 1. მაგული ბრეგვაძე მის: ბროსეს ქ. #5 ტ: 4.56.86 |
Posted by: ninno 6 Apr 2008, 17:17 | ||
Suleluka
ისე შენი სახით იმასაც კაი კლიენტი ყოლია, ხო იცი? ![]() ![]() |
Posted by: Suleluka 6 Apr 2008, 17:27 |
ninno არა მართლა სხვა გზას აღარ მიტოვებს განჩინებაში, უარში, მომთხოვა დაბადების მოწმობის უქონლობის გამო იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა, რო მართლა დაიბადა და ამა და ამის შვილია და ნათესაური კავშირი. სასამართლოში შევიტანეთ და იქ მოსამართლე გვიწერს ერთი და იგივე გამოდისო, ანუ დაბადების ფაქტი თუ დადგინდება... ნათესაური კავშირი თავის თავად დადგინდებაო, ეს ნოტარიუსი ხო ისეთი ჩაციკლულია ყველაფერზე მივედი, ვეუბნევი, დაბადება რო დადგინდეს (იქ ხო რიცხვიც და დედა და მამაც ეწერება) მაინც გინდათ მეთქი ნათესაური კავშირის დადგენა, არ ვიცი თქვენი საქმე არ მახსოვსო, რაც დაგიწერეთ იმით იხელმძღვანელეთო. არა და რა დაგვიწერა ღმერთმა იცის, 4ჯერ მივედი შესასწორებლად, და ბოლოს რო მივედი აღარ შემისწორა, ხან გვარი დამიწერა შეცდომით ხან მემკვიდრე მოაკლო... ლიმონკის ღირსია მართლა მე თუ არა, სხვა უეჭველი აწევს როცა იქნება ხალხს იმენა ნერვებს უშლის რო კითხო თარგმანი თუ აქვთ ან რამე კითხვით, მოკლედ რიგში უნდა ჩადგე ვაიდა ურიგოთ, ან ვინმე თუ ყავს კარი შეუღე შეკითხვით გირჩევნია მიწა გაიხსნას და ჩავარდე |
Posted by: ninno 6 Apr 2008, 17:49 | ||
Suleluka
ბევრია ეგეთი. ამასწინათ ისეთი სამკვიდრო მოწმობა წამოვიღე, იქ მოხსენიებული ვერც მამკვიდრებელი ვიცანი და ვერც მემკვიდრე, ![]() ასე რომ, ლიმონკაზე თუ მართლა გადაწყვიტე, შემეხმიანე, მეც მყავს რამდენიმე გასაწყვეტთა სიაში ![]() |
Posted by: anakatrin 6 Apr 2008, 18:12 | ||
![]() გადამრიეს რასაც ქვია ნოტარიუსებმა.ჩემი ბავშვი გერმანიაშია დაბადებული,საქართველოს მოქალაქეა.ბავშვის დაბადების მოწმობის ორიგინალი არ გადამითარგმნეს და არ დამიმოწმეს,ლეგალიზებული თუ არაა უცხოეთში გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი უფლება არ გვქავს დამოწმებისო.კაითქო,ბავშვის პასპორტის ასაღებად მშობლების თანხმობაა საჭირო და ეს თანხმობა მაინც დაგვიმოწმეთთქო და არც ის არ დაგვიმოწმეს.განა ერთმა და ორმა,არც ერთმა ნოტარიუსმა მთელს თბილისში ერთის გარდა.ნიკალას გვერდზე რუსთაველზე,ეზოშია შესასვლელი და იქ მუშაობს ნარგიზა ჯანხოთელი,ძაან კარგი ნოტარიუსია,ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად პრობლემა არ მქონია და ძაან კარგად მიგვიღო,დანარჩენები ვისთანაც კი ვიყავით დანერვოზებული ნოტარიუსები იყვნენ ![]() ![]() ![]() |
Posted by: nesta 6 Apr 2008, 19:05 | ||
![]() რაღა დროს მაგული ბრეგვაძეა ![]() Suleluka შენ ქუთაისელი ხარ? |
Posted by: Suleluka 7 Apr 2008, 11:12 | ||||
nesta
![]() ცნობარში ვნახე ![]() ninno
აუცილებლად ![]() |
Posted by: nesta 7 Apr 2008, 23:23 | ||
მეც არ გამიკვირდა.... მაგი დიდი ხანია დაჭერილია... |
Posted by: Suleluka 8 Apr 2008, 21:03 | ||
nesta
oops ![]() |
Posted by: I-L-Y 13 Apr 2008, 14:50 |
ძალიან მაფგარი ნოტარიუსია მაია ბრეგვაძე ბაზალეთის ქუცაზეა კიდე ძააან მაგარი მდივანი ყავს მოკლედ ინახულეთ კმაყოფილები დარჩებით |
Posted by: Castro-Urdiales 15 Apr 2008, 15:07 | ||||
კი საქართველოს საელჩოც ლეგალიზაციას ითხოვს და ამავე დროს თვითონაც უნდა გაუკეთოს ლეგალიზაცია ![]() ![]() პ.ს. ბიუჯეტში ფული შედის ჩვენი ნერვების და ფინანსური ზარალის და უაზრო ბიუროკრატიის ხარჯზე. |
Posted by: anakatrin 15 Apr 2008, 17:38 | ||
Castro-Urdiales
ხო მარა საქმე ისაა რომ ჩემი შვილი გერმანიაშია დაბადებული და საქართველოს მოქალაქეა და გამოდის რომ თუ არ იცოდი ანდაც არ გაქვს იმის შანსი რომ გერმანიაში გააკეთო ლეგალიზება,ბავშვს პირადობის მოწმობას და პასპორტს ვერ აუღებ ვერასოდეს.საქართველოში არსებულმა გერმანიის საელჩომაც კი არ გაუკეთა ლეგალიზება,ჩვენ საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზებას ვაკეთებთ და ბერლინში საქართველოს საელჩომ უნდა გაუკეთოს გერმანიაში გაცემულ დაბადების მოწმობას ლეგალიზებაო.ხო და ეხლა მაგათი ბიუროკრატიის გამო უნდა ველოდო 3თვე როდის დაამზადებს საქართველოს საელჩო ბერლინში ჩემი შვილის პასპორტს და უნდა ჩავიდე ბერლინში,როდესაც საქართველოში 2კვირაში ბავშვს პასპორტს ავუღებდი.კოშმარია მარა რა გინდა რო გააკეთო,ნეტა ყველაფერში ასეთი კანონმორჩილები იყვნენ,აწამებენ ხალხს ვისაც როგორ შეუძლია |
Posted by: niseti 15 Apr 2008, 18:09 |
არ იცით ნოტარიუსი რომელიც ქართულიდან ან ინგლისურიდან ჩეხურ ენაზე გადათარგმნის და დამიმოწმებს? ![]() |
Posted by: Suleluka 17 Apr 2008, 16:53 |
niseti საერთოდ თარგმანი ყველაზე ენაზე ლესელიძეზე აქვთ მარა ფასებში გაგწეწავენ |
Posted by: kobalsky 3 Jan 2009, 12:53 |
მაქვს თსუ-ს დიპლომი თავიდი დანართით (ქარტული ვარიანტიც და ინგლისურიც(!) თსუ-ს მიერ ბეჭედ დარტყმული) ხო და მინდა ქსეროასლის ნოტარიულად დამოწმება... ამიხსენით ერთი რაში ჭირდება ნოტარიუსს ინგლისურის ცოდნა რომ დაამოწმოს დიპლომის და დანართის ასლი? მან ხომ ბეჭდის უტყუარობა უნდა დაამოწმოს დოკუმენტზე... და დოკუმენტის შინაარსზე თსუ აგებს პასუხს და მისი ბეჭედი... ასევე მაინტერესებს: ეს დანართი არის 14 გვერდიანი და წესით 1 საბუთის ღირებულება უნდა გამომართვან ხო? და თარჯიმანმა რომ შეამოწმოს ასლის სისწორე მაგასაც ფული უნდა? ქსეროქსის მოწყობილობა უფრო ზუსტი არაა? რათ უნდა მაგას თარჯიმანი არ მესმის ![]() |
Posted by: Mr-President 3 Jan 2009, 12:57 | ||||
kobalsky
დიპლომი უკვე აიღე? ტოესტ არის დიპლომები უკვე? მივაკითხო ერთი.... ![]()
ნამდვილად! როდესაც ინგლისურ ვარიანტს არტყია ამ საბუთის გამცემი დაწესებულების ბეჭედი და თან ახლავს უფლებამოსილი პირების ხელმოწერები, ნოტარიუსი ვალდებულია დაამოწმოს ასლის სისწორე დედანთან! კანონი ნახე ნოტარიუსების შესახებ და ააკარი სიფათზე. ასლი დაგიმოწმოს უთხარი. ![]() |
Posted by: kobalsky 3 Jan 2009, 13:10 | ||||
Mr-President
აუ რა ვიცი ნოემბრის ბოლოს იქნებაო... მერე აი აი დეკემრის შუა რიცხვებშიო და მივხვდი რომ არაფრის მაქნისები არ იყვნენ და დაჩქარებულ რეჟიმში ავიღე (განცხადებას წერ და რამე) საბუთების გაგაზავნის დედლაინი იწურებოდა და... (კი ავიღე მარა შეცდომებია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგნების დასახელებებს არასწორად წერს სრული უვიცობა იყო დანართში, ეხლა ამას ვაგზავნი გასწორებული ვარიანტი არ ესწრება ![]()
15 წუთი ვუხსნიდი ნოტარიუსს თავისუფლებაზე რომ ეს ტარგმანი უნივერსტეის გაკეტებულია და ხელახლა მისი შინაარსისი სისწორის შემოწმება შენი კომპეტენცია არ არის მეთქი... ძალით ვერ დავარტყმევინებდი ეხლა ბეჭედს და ![]() |
Posted by: Mr-President 3 Jan 2009, 13:13 | ||||
kobalsky
მეც განცხადება დავწერე. ოღონდ მე მოცდა მიწევს ახალი დიპლომის გამო. ახანი დიზაინით ავიღებ ბარემ, სადაც აქამდე ვიცადე. ![]() ქულები კარგები გყავს? სულ ფრიადები? ისე მაგარი არეული ნიშნების ფურცელი გვაქვს. ფრიადი, ძალიან კარგი, A, მიდი და გაიგე...
კანონი მოიშველიე-ხოლმე..... http://laws.codexserver.com/203.DOC |
Posted by: kobalsky 3 Jan 2009, 13:20 | ||||
Mr-President
![]() კიდევ კარგი მეორე გვერდზე უწერიათ რომ 91-100 არის excellent (A)
მადლობა ამისათვის ![]() |
Posted by: Mr-President 3 Jan 2009, 13:22 |
kobalsky სულ ფრიადები მაგარია. მე რამდენიმე ძალიან კარგი და კარგი მყავს. 75%-ზე მეტი A მყავს. |
Posted by: kobalsky 3 Jan 2009, 13:32 | ||||
Mr-President
სწორედ მაგიტომ ვსწავლობდი ზოგიერთ უინეტერსო საგანს....
GPA (grade point average)-ს შკალირების დროს ეგ მონაცემები უმაღლესად შეფასდება ![]() |
Posted by: FreeRider 3 Jan 2009, 22:15 | ||
![]() |
Posted by: LELIN 6 Jan 2009, 15:36 | ||
kobalsky
მუხლი 49. დოკუმენტების ასლების დადასტურება 1. ნოტარიუსი ადასტურებს ასლის იდენტურობას პირის მიერ წარდგენილ დედანთან. 2. თუ დედანი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, დედნის ასლს უნდა დაერთოს დოკუმენტის თარგმანი. 3. თუ ნოტარიუსმა იცის დედნის ენა, იგი უფლებამოსილია დედნის ასლი დაამოწმოს თარგმანის გარეშე. 4. აკრძალულია პასპორტის, პირადობის მოწმობის, მართვის მოწმობის ასლის სისწორის დამოწმება, გარდა მათი თარგმანისა. ამასთან ნოტარიუსი არ ამოწმებს ბეჭდის უტყუარობას, იგი ამოწმებს თქვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტის ასლს დედანთან სისწორეს.შეამოწმოს რამდენად უფლებამოსილი პირის მიერ არის შესრულებული დოკუმენტი და ა.შ ეს კანონით არ არის ნოტარიუსის ვალდებულება, თუმცა ამასაც ექცევა არაფორმალურად ყურადღება. თუ თქვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტი არ არის შესრულებული სახელმწიფო ენაზე და ამასთან ნოტარიუსმა არ იცის შესაბამისი უცხო ენა, დოკუმენტი უნდა ითარგმნოს სახ. ენაზე ან მოძებნეთ ენის მცოდნე ნოტარიუსი. ასლის დამოწმება ნოტარიუსის მიერ ღირს 20 თეთრი ერთი გვერდი დღგ-ს გარეშე. თარჯიმნის Xელმოწერა 2ლარი+ დღგ ერთ დოკუმენტზე. თარჯიმნის ხარჯები ნოტარიუსს არ ეხება. |
Posted by: kobalsky 6 Jan 2009, 16:12 | ||||
LELIN
ხო მარა უნივერსიტეტმა თარგმნა დიპლომი, გასცა როგორც ქართული ასევე მისის ინგლისურად ნათარგმნივარიანტი და რამდენ ნოტარიუსტან მივიტან იმდენი მაგის თარჯიმანმა ხელახლა უნდა გადათარგნოს? ნუ მე უკვე დავამოწმე ასლი ისე რომ თარჯიმანი არც დამჭირვებია და ასეც უნდა ყოფილიყო...
23.5 თეთრი |
Posted by: *hedgehog* 6 Jan 2009, 17:32 |
kobalsky უპრობლემოდ უნდა დაგიმოწოს. ეგ არის ერთი დოკუმენტი, რომელიც შედგენილია 2 ენაზე და ნოტარიუსს სულ არ მოეთხოვება ორივე ენა იცოდეს. თარგმანის სიზუსტეზე პასუხს აგებს ის პირი, ვინც გასცა დოკუმენტი ან ხელი მოაწერა, როგორც თარჯიმანმა. სხვათაშორის დიპლომიც ორენოვანია და მაშინ ნურც იმას დაამოწმებს ![]() |
Posted by: LELIN 6 Jan 2009, 21:56 |
kobalsky თუ ერთი დოკუმენტი (ფიზიკურად ერთი, ერთდ არის შეკრულ-აკინძული) ორენოვანია იგი მოწმდება, როგორც ასლის დედანთან სისწორე, მაგრამ თუ თქვენი დიპლომი სახ ენაზე და უცხო ენაზე ცალ-ცალკეა, მაშინ უცხო ენაზე შესრულებულს სჭირდება თარგმანი და ამ შემთხვევაში ნოტარიუსის მიერ მოწმდება თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობა, რომელშიც თარგმანის სისწორეზე პასუხისმგებელი არის თარჯიმანი. |
Posted by: kobalsky 6 Jan 2009, 23:52 | ||
LELIN
ამ ვარიანტს ჰქონდა ადგილი... უბრალოდ ის არის ცუდი რომ ზოგი იმ დონის ნოტარიუსია რომ თავისი კომპეტენციებიც არ იცის ნორმალურად ![]() 3000 სტუდენტი რომ არის იურიდიულ ფაკულტეტზე ეგაა პარობლემა :| მეორე ვარიანტზე ცხადია თარჯიმანია საჭირო... |
Posted by: Mr.Giorgi 7 Jan 2009, 00:02 |
თუპრობლემაა ნოტარიუსთან დაკავშირები მაშინ იუს სამინისტროს გენ ინსპექციას დაუკავშირდით ![]() |
Posted by: kobalsky 7 Jan 2009, 14:10 |
TOEFL-ის საბუთის ასლს ნოტარიუსი ამოწმებს (+ თარჯიმანი რათქმაუნდა)? გქონიათ ასეთი რამ პრაქტიკაში? p.s. გილოცვათ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ![]() |
Posted by: benito- 7 Jan 2009, 18:27 | ||
++ |
Posted by: leono 23 Mar 2009, 13:43 |
მეც მინდა თარჯიმანთა ბიუროს გახსნა და ერთი რამე მაინტერესებს. ინდ. მეწარმეთ როგორ და სად უნდა დავრეგისტრირდე და რამდენი იქნება გადასახადი. გთხოვთ ვინც იცით, ცოტა უფრო ვრცელი ინფორმაცია მომაწოდეთ. * * * და კიდე მაინტერესებს. გერმანიის საელჩოსთან მაგალითად რა ღირს პატარა დაახ. 10-12 კვ. მეტრი საოფისე ფართი |
Posted by: Mr-President 23 Mar 2009, 14:02 | ||
ნათარგმნს თარჯიმანთა ბიუროს ბეჭედი სჭირდება და მერე ნოტარიუსი ამოწმებს უკვე იმ ბეჭდის ნამდვილობას. ანუ ნოტარიუსს სულ არ აინტერესებს, რა არის ნათარგმნი. სრული პასუხისმგებლობა ნათარგმნზე აკისრია თარჯიმანთა ბიუროს და არა ნოტარიუსს. ერთი გვერდის დამოწმების საფასური შეადგენს 20 თეთრს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანონი "სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურის შესახებ" თავი IV მუხლი # 29 |
Posted by: leono 23 Mar 2009, 14:08 | ||||
საერთოდ თარგმანს თარჯიმნის ბიუროს ბეჭედი არ სჭირდება. ნოთარიუსი თარგმანს ამოწმებს მთარგმნელის ხელმოწერის მიხედვით. ერთი გვერდის დამოწმება ღირს 2-დან 3 ლარამდე. ფასი |
Posted by: sarzamin 10 Apr 2009, 00:55 |
როცა ნოტარიუსი შენს ხელმოწერას აყალბებს, და ამის შედეგად ქონებას და ა.შ კარგავ, ნოტარიუსის პასუხისმგებლობა როგორია? რომელიმე იურისტს ჰქონია ასეთ საქმესთან შეხება? პმ-ით ერთი-ორი კითხვა მინდა დავუსვა. დიდი მადლობა მას წინასწარ. |
Posted by: karlsoni 10 Apr 2009, 01:56 | ||||||
tamusi
ამასთან ამბობ რომ:
![]() ![]() ![]() ისე პროკურორებზე, ადვოკატებზე, მოსამათლეებზე რა აზრის ხარ? ![]() |
Posted by: kodeqsi 10 Apr 2009, 03:40 | ||
ნოტარიუსთა პალატა (აღმაშენებლის პრ. 150) იუსტიციის სამინისტრო (რუსთაველის 30, ცხ. ხზ. 758-821) სასამართლო (აღმაშენებლის ხეივანი 6) გავავლოთ მუსრი საძაგელ საზიზღარ ნოტარიუსებს!!!... ოღონდ კარგებს და ყურადღებიანებს არა ვავნოთ რამე... ![]() |
Posted by: squeaky 12 Apr 2009, 04:46 |
იცი რა როცა რაიონულ ნოტარიუსს ეხება საქმე ამ დროს შეგიძლია უთხრა გიჩივლებო, ან თუ რამე დოკუნენტს არ გიკეთებს დამიწერე რო არ მიკეთებო და ხელოი მომიწერეო, იცი რა შიში აქვთ? ოღონდ არ უჩივლო და რაც გინდა ის გაუკეთე, ამ წელს ბევრი გადაყვა თაღლითობას ![]() ეკა სხილაძე და ქეთი გრიგოლია დძაან მაგარი ნოტარიუსები არიან, მარა რიგები ასულ. მარა კრიზისი მაგათაც შეეტყო, ხო მართლა აქ არავინ არ წერს და დავწერ სანოტარო წიგნში ხელს აღარ აწერთ, კომპიუტერების ათვისება მოუწიათ, აუ ისე მაგარი საცოდაობა კი არის, ვერ იგებენ ![]() |
Posted by: kodeqsi 12 Apr 2009, 08:01 |
sorry, იუსტიციის სამინისტრო (რუსთაველის 30, ცხ. ხზ. 758-221) p.s. და კიდევ, თუ წერილობით უარს არ გაძლევენ, ცხელი ხაზით შეტყობინებისას მოდის გენინსპექციიდან წარმომადგენელი და ადგილზევე ერკვევა სიტუაციაში ოქმის შედგენით... პირადად მქონდა ამაზე საუბარი გენინსპექციის თანამშრომლებთან, მათი მხრიდან კანონიერი ყურადღება გარანტირებულია!!!... ![]() ![]() |
Posted by: gogilord 12 Apr 2009, 20:16 |
ნოტარიუსების ერთადერთი პრობლემა ტერიტორიული პრინციპია მომხმარებელს არჩევანის უფლება როგორც კი ექნება დამთავრდება ზოგი ნოტარიუსის უხეშობაც და სხვა პრობლემებიც |
Posted by: guga_nukri 13 Apr 2009, 16:55 |
სანოტარო პალატა, იუსტიციის სამინისტროს გენ. ინსპექცია, მიმართე |
Posted by: kosheen 15 Apr 2009, 20:38 | ||
natali kalandadze
შენ დაგიწყევლია საწყალი |
Posted by: natali kalandadze 16 Apr 2009, 03:03 | ||
kosheen
მოკვდა?? |
Posted by: kosheen 16 Apr 2009, 21:32 |
natali kalandadze შენ უფრო მწარედ დაგიწყევლია ![]() საქმიანობის უფლება შეუჩერეს მხოლოდ. |
Posted by: natali kalandadze 16 Apr 2009, 22:49 |
kosheen მაგის ღირსი იყო ![]() მარა რა დააშავა ისე? |
Posted by: kosheen 17 Apr 2009, 00:16 |
natali kalandadze მაგას მერე გეტყვი, ყურში ![]() |
Posted by: ninno 17 Apr 2009, 19:19 | ||||
კალანდაძის ქალ ნატალის ეთხოვოს ერთხელ პრეზიდენტზეც გაბრაზდეს რაა ![]() |
Posted by: otucho 17 Apr 2009, 20:36 | ||
ninno
![]() ![]() |
Posted by: შევარდენი1906 20 Apr 2009, 16:32 |
Suleluka აბა პრობლემა ჩამოყაჭე პმ ![]() |
Posted by: Marikuna9 6 Jun 2009, 03:01 |
ხომარ შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ ნოტაიუსის სახელი და გვარი რომელიც მუშაობს შაბათობითაც??? |
Posted by: kobalsky 22 Jun 2009, 18:08 |
საქართველოს კანონი სანოტარო მოქმედებების შესრულებისათვის საზღაურის შესახებ აი ამ კანონის მოძიება მინდა და საიტიდან რომ ვიწერ სტრანნი ფონტით არუს აკრეფილი და არ აჩვენებ http://notary.ge/index.php?lang=geo&query=law_base პრობლემა მოგვარებულია ეხლა მომიწევს მალე ნოტარიუსებთან სირბილი საბუტების ტარგმნაზე და დამოწმებებზე და ფასები მინდა დავადგინო თორე ზოგი 50 ტეთრს იღებს გვერდის დამოწმებაზე და ზოგი 23 თეთრს. საბუტების თარგმნის ფასები ხომ არ იცით? პირადობის მოწმობა (2ივე გვერდი)-------? სკოლის ატესტატი----------? სკოლის ნიშნების ფურცელი------? |
Posted by: holly 22 Jun 2009, 19:06 |
kobalsky პირადობა არ მოწმდება. სკოლის ატესტატი და ნიშნების ფურცელი 50 თეთრი ან 1 ლარი დაგიჯდება. |
Posted by: kobalsky 22 Jun 2009, 22:12 | ||
holly
გქონია შემთხვევა თუ? საელჩოში წარსდგენ საბუტებში შედის პირადობის მმოწმობაც და ასევე წერია ყველა ქართულ ენაზე არსებული დოკუმენტი უნდა გადაიტარგმნოს ინგლისურად ან ფრანგულად და დამოწმდეს. პირადობა ქართულადააა აქედან დასკვნა: პირადობა უნდა იტარგნებოდეს ![]() |
Posted by: bochita 23 Jun 2009, 11:48 |
თუ იცით ვაკე საბურთალოს რაიონის ნოტარიუსი ვინ არის და სადაა, და კიდევ ანდერძის დამოწმება რა ჯდება? |
Posted by: ივანიჩ 23 Jun 2009, 11:55 |
bochita ეგრე არაა ქუჩების მიხედვით აქვთ დანაწილებული ძალიან ბევრია ნოტარიუსი თუნდაც მარტო ჭავჭავაძეზე |
Posted by: Neno_ 23 Jun 2009, 14:26 |
აუ ვინმემ თუ იცის ნოტარიუსი თავისუფლების ტერიტორიაზე ქართულ-ესპანურად და ინგლისურ ესპანურადაც რომ თარგმნიდეს დოკუმენტებს მომწერეთ რა არ დაიზაროთ.. პლიზ ![]() |
Posted by: I-GOLDGIRL 23 Jun 2009, 18:01 |
რუსთავი 2 ის შენობაში არის ქეთი გრიგოლია ნოტარიუსი და თარჯიმნებიც არიან, ვაჟა ფშაველას 10 ნომერში - ეკა მსხილაძესაც ყავს ინგლისურის თარჯიმანი სოფო. პირადობის მოწმობა არ მტკიცდება უეჭველი ვიცი, (საფრანგეთის მეხანძრე ელჩს ჩემთვის არ მოუთხონია დამოწმებული) |
Posted by: bochita 26 Jun 2009, 11:49 |
IVANICHA და როგორ უნდა გავიგო ვ. ჩჰიქოვანის ქუჩა ვთქვათ რომელ ნოტარიუსს ეკუთვნის? |
Posted by: ივანიჩ 27 Jun 2009, 16:20 |
bochita ამ ბმულზე ნახე შენთვის სასურველი უბანი, ან/და ნოტარიუსი http://notary.ge/index.php?lang=geo&query=regions&id=1 |
Posted by: masha 30 Jun 2009, 17:33 | ||
თარგმნა თუ არ ვცდები 6-7 ლარი გვერდი, ნოტარიულად დაამოწმო 4 ლარი ანუ ერთ საბუთი ჩათვალე 12-15 ლარი. |
Posted by: ივანიჩ 1 Jul 2009, 14:47 |
2.40 ჯდება თარგმანის დამოწმება და თვითონ თარგმანი გააჩნია რამდენი გვერდია ერთი გვერდი მინიმუმ 5 ლარი იანგარიშე |
Posted by: chinchobarabancho 2 Jul 2009, 01:10 | ||||
რავა, შაბათობით ყველა ისვენებდა.. ნათელა გაგაძემ, ისნის პოლიციის შენობაში რომ დაბერდა, შაბათს, თან 3 მარტს გააფორმა სანოტარო აქტი, ისე ეჩქარებოდა ვადებში. სოFელშიც არ წასულა საწყალი. ისე, მაინც, პოლიციის შენობაა და ვიდეოთვალი მაინც აჩვენებდა გაიხსნილა თუ არა ოფისი 3 მარტის შაბათი დღეს, მარა ვის ჭირდება? ![]() |
Posted by: Mesaflave 17 Apr 2010, 21:32 |
თუ იცით, კვირა დღეს მუშაობს სადმე ნოტარიუსი+თარგმნა??????? |
Posted by: davidspool 17 Apr 2010, 21:46 | ||
არსებობს იუსტიციის სამონისტროში ნოტარიატის სამმართველო, თავისტავად არის ცხელი ხაზიც. ყველა ნოტარიუსს აქვს თანაბარი უფლებები სანოტარო საქმიანობაში, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ ხელშეკრულებები დიდ თანხებზე და განსაკუთრებით იპოთეკები რომლებსაც ბანკები სანოტარო გზით აკეთებენ საკმაოდ დიდი თანხები ჯდება და შესაბამისად ნოტარიუსი მონდომებულია ასეთ შეკვეტებზე, ხოლო ასლის დამოწმება რომელიც 20 თეთრი ჯდება ან ფაქსიმილეს დამოწმება რომელიც 2 კარი და ასე შემდეგ რაც ნოტარიუსისთვის მცირე შემოსავლიანია ხოლო კლიენტისთვის ხანდახან ძალიან მნიშვნელოვანი ნოტარიუსს სულ ფეხებზე კიდია, ამიტომ სარგებლობს მდგომარეობით რო დამოკიდებული ხარ მასზე დასაათობით გაყენებს რიგში თუ საერთოდ სხვა ნოტარიუსი არ გაგიხდა საძებნი. ეხლა იპოთეკები პირდაპირ რეესტრშიც შეიძლება გაკეთდეს, ასევე სხვა საკმაოდ შემოსავლიანი ფუნქციებიც წაერთვათ და თანდათან მოდიან აზრზე ოღონდ გვიან. და საერთოდაც უკვე ნოტარიუსის როლი თანდათან უფრო სუსტდება და მემგონი საერთოდ გაქრება. უკვე საქართველო არის ჰააგის კონვენციის წევრი და ამ კონვენციის წევრ სახემწიფოებში ვსარგებლობთ აპოსტილის წესით დამოწმებული დოკუნეტაციით, აღარ არის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული თარგმანები საჭირო და ასე შემდეგ... მემგონი ამოვწურე... |
Posted by: giorgi --- 18 Apr 2010, 03:17 |
უჩივლეთ ყველას ვინც გაგაბრაზებთ... არ დაინდოთ... იქნებ ისწავლონ ჭკუა. |
Posted by: 7903251 18 Apr 2010, 12:07 |
ირმა ფირცხალავა ![]() მაგარი ადამიანი და რაც მთავარია იურისტია, რომელსაც დეტალი არ გამოეპარება! |
Posted by: georgy 18 Apr 2010, 12:17 | ||
natali kalandadze
ვადასტურებ, ნორმალური ნოტარიუსია ნამდვილად. ყაზბეგზეა კიდევ მარეხ ჩოფიკაშვილი, საკმაოდ ნორმალური და სასიამოვნო ქალი. |
Posted by: realraul 19 Apr 2010, 00:14 |
არსებობენ კარგებიც და ცუდებიც - ადამიანების პიროვნულობებიდან გამომდინარე!! კანონის თანახმად, ყველა სანოტარო ბიუროში უნდა იყოს გამოკრული ცხელი ხაზი, სადაც ნოტარიუსთა ქმედებების გასაჩივრებაა შესაძლებელი!! |
Posted by: skarabush 30 Apr 2010, 11:27 |
აუ ნორმალური ნოტარიუსი არ იცით ვინმემ, გერმანულენოვანი თარჯიმანიც რომ ყავდეს? |
Posted by: 7903251 30 Apr 2010, 16:06 |
skarabush ლესელიძეზე თითქმის ყველა ენის მცოდნე მთარგვნელები ზიან, და მანდვე ზიან ნოტარიუსები! |
Posted by: Suleluka 1 May 2010, 11:25 | ||
skarabush
+1 ნებისმიერი ენის თარჯიმანი ჰყავთ, ფასებიც მისაღებია და თვითონვე მიაქვთ ნოტარიუსთან შენ აღარ გაჩალიჩებენ _____________________________________________________ ასევე ძალიან კარგი თარჯიმანთა ბიურო არის ზუსტად ოპერის პირდაპირ და ფასებიც მისაღებია, ეგენიც თვითონვე ჩალიჩობენ ნოტარიუსის დამოწმებაზე |
Posted by: Kobalty 2 May 2010, 01:54 |
ე.ი. თუ მე უცხო ენების ინსტიტუტი ანდა მსგავსი ფაკულტეტი არ მაქვს დამთავრებული, ვერასოდეს ავიღებ თარგჯიმნის სერტიფიკატს, ხო? |
Posted by: ჰერმიონ 2 May 2010, 04:45 |
ნუ ხსნით 9 თემას ნოტარიუსებზე ![]() |
Posted by: 7903251 2 May 2010, 06:20 |
Kobalty დიახ დიპლომი უნდა გქონდეს, სათარგმნი ტექსტის უკან იწერება თარჯიმნის ყველაფერი..... ბეჭედიც უნდა გაგაჩნდეს კიდევ!!!! |
Posted by: XEL-777 11 May 2010, 08:54 |
ბარო ჯიგრებოო.. მანქანის ჩამოყვანა მინდაა.. არვიცი ვენდო თუ არა კაროჩე ტიპი ამბობს რომ მანქანის ფულის ნახევარს გადაიხდიი და მეორე ნახევარს ჩამოსვლის დროსს.. ნოტარიუსთან პრობლემა არ მაქვსოო თუ გინდა დავდოთ ხელშეკრულებაოო.. ხოდა რას ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება?? იმას რო უეჭველი ჩამომიყვანს და ფულს არ დაკარგავს?? რა გარანტიას მაძლევს მე ნოტარიუსიი რო ვენდო ამ ადამიანსს? მადლობთ წინასწარ |
Posted by: 7903251 11 May 2010, 09:41 |
XEL-777 თუ იპოტექით არ დატვირთავ მაგის ქონებას მაშინ არ გირჩევ ეგეთ ხათაბალაში გაეხვიო! ნოტარიუსით კი გაგიფორმებს და თუ მოგატყუა დიდი არაფერი არ იქნება..... მერე ათჯერ მაგდენი თანხა უნდა იხადო სხვადასხვა უწყებებში რომ ამოიღო ოდესღაც ეგ შენი ფული! (ოჯახში უსიამოვნებაზე აღარაფერს ვიტყვი ეგეთი რაღაცეების გამო))) მოკლედ ყველას ჩემგან კეთილი რჩევა, არ მისცეთ თქვენი ფული არავის როგორი ხელშეკრულებაც არ უნდა დაგიდოს! მაღალ პროცენტზე ნურც ოცნებობთ.... ეგეთ რაღაცეებს ცუდის მეტი არაფერი მოქვთ ))))) პ.ს ცუდი რბილად ნათქვამია! |
Posted by: ჰერმიონ 11 May 2010, 09:59 | ||
ნოტარიუსი უბრალოდ დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქვენს შორის ნამდვილად გაფორმდა ასეთი ხელშეკრულება, არანაირ გარანტიას არ გაძლევს. უნდა ირბინო მერე ამ ხელშეკრულებებით სასამართლოებში და იძულებით მოახდინო იმ ტიპისგა თანხის ამოღება, რასაც ან შეძლებ და ან ვერ ![]() |
Posted by: XEL-777 11 May 2010, 13:36 |
კაროჩე ერთი სიტყვით არ ღირს ამაზე ჩალიჩი მგონი ხოო?? მეშინია არ გადავარდე |
Posted by: ჰერმიონ 11 May 2010, 14:21 | ||
XEL-777
![]() |
Posted by: 7903251 11 May 2010, 17:21 |
XEL-777 ხომ გითხარი ეგ არის სატყუარა... თავი დაანებე ეგეთ "მაიმუნობას" (ცუდად არ მიიღო)))) თუ ნამდვილი ჩამომტანია ჩამოიტანოს და მერე მიაშავე 100 დოლარით მეტი და ეგაა! ![]() მემგონი მადლობას ვიმსახურებ? ![]() |
Posted by: XEL-777 11 May 2010, 17:25 | ||
ეს ვერ გავიგე ![]() ![]() კი ჯიგარ გაიხარე დახმარებისთვის --- |
Posted by: Suleluka 11 May 2010, 17:40 | ||
XEL-777
ანუ თუ გადამგდებია, გინდა ნოტარიუსთან იყოს ხელშეკრულება გაფორმებული და გინდა არა გადაგაგდებს უპრობლემოდ და სდიე მერე გირჩევ როგორმე სხვა ხერხით შეიძინო მანქანა და ნუ ენდობი (დღევანდელ დღეს) თანხას უცხო და თუნდაც ნაცნობ პირს |
Posted by: ekageorgia 24 May 2010, 23:26 |
Suleluka მეც ვიცი რომ ნათელა გაგაძე საშინელი ნოტარიუსია |
Posted by: 7903251 25 May 2010, 21:44 |
ვფიქრობ, რომ ზოგ-ზოგიერთმა ნოტარიუსმა უნდა იფიქროს პენსიაზე გასვლაზე.... თავიანთი მოკლე ჭკუით ხალხს საქმეს რომ უფუჭებენ! ნელი ჭუმბურიძემ იმ დღეს ისეთი სისულელეები მელაპარაკა, რომ მომინდა მეთქვა მაგისთვის აბა ეხლა შენ უნდა იყო იურისტი მეთქი? ![]() ![]() ქალბატონი ნელი იმედი მაქვს ჩემს შენიშვნას ცუდად არ გაიგებს! ვაფანატებ ირმა ფირცხალავაზე! |
Posted by: mmm481 25 May 2010, 21:56 | ||
უი ეგ ისანში მეტროს გადასწვრივ რომ არის ეგ არააა? ![]() ცუდი ქალი არ არის პროსტა ცოტა აწუხებს რაღაცები ![]() |
Posted by: Suleluka 26 May 2010, 10:15 |
mmm481 ეგ არის ეგ! ![]() რაღა არაა, რაც მაგას ხალხი ჰყავს გაწამებული, მემკვიდრეობის მისაღებად ხალხს წლობით ატარებს 1-2 ლარიან საქმეების გაკეთებას არ კადრულობს, ეხლა თიტქმის ყველგან სჭირდებათ ნოტარიალურად დამოწმებული ასლები და ეგ ქალბატონი უარს ამბობს არ მცალიაო, თან უარს მაშინვე კი არ ამბობ 2 საათი რომ ჩადგები რიგში მერე, რამე რომ ჰკითხო მაგაზეც რიგში უნდა ჩადგე |
Posted by: mmm481 26 May 2010, 12:32 |
აიი საერთოდ ნოტარიუსების 90 % ,,ვაბშე" გარტყმაში არ არის არაფრის რააა და ეს ხალხი იმენაა ღირსიაა, აჩემებული აქვთ რომ ნოტარიუსი მაგარი როჟააა. გუშინ მოვიდა ტიპი 70 000 $ აქვს გასესხებული და არ უხდის მსესხებელი და ხელშეკრულება რომ ვნახე ნოტარიუსს გაუკეთებია ე.ი გავგიჯდი, ყვეაფერს რომ თავი დავანებოთ ჩაუწერია, რომ დავას განიხილავს საარბიტრაჟო სასამართლო (არბიტრაჟიც კი არ ჩაწერა), და აიიი კიდე იმდენი რამე იყოოო რომ დიდი სიამოვნებით გადავახევდიი თავზემაგ ხელშეკრულებას, ფულს რომ იღებ შე დედაა .... სხვას რაღას ღუპავ წაიკითხე რა რამე წიგნი ისწავლე ასლის დედანთან სისწორე აქაოდა იაფიაოო მართლა თავს არიდებენ ყველაფერს ტფუი მაგათი რაააა, თითზე ჩამოსათვლელია თბილისში ის ნოტარიუსები რომლებმაც ასე თუ ისე რამე იციან ![]() |
Posted by: 7903251 26 May 2010, 13:33 |
ნებისმიერი თქვენი პრეტენზია შეგიძლია ნოტარიუსთა პალატას მიაწოდოთ ამა თუ იმ დარღევის შესახებ, მაგრამ ჯობია თავიდანვე იცოდეთ ვისთან მიდიხართ! მართლა ძალიან ვურჩევ ყველას ირმა ფირცხალავას! |
Posted by: Suleluka 26 May 2010, 14:08 |
ვერ მიხვდი წინა გვერდების თემა რომელიც თარჯიმანთა ბიუროს ეხება ჩემს თემას რატომ შეუერთდა... ![]() |
Posted by: sonex2009 27 May 2010, 20:06 |
გამარჯობათ ვინმემ თუ იცით დამეხმარეთ ნოტარიუსთან გენერალური მინდობილობა როგორ გავაკეტო რა საბუთებია საჭირო და რა ღირს ხო ვერ მეტყვით |
Posted by: mmm481 27 May 2010, 20:55 |
sonex2009 შენი პირადობის მომწობა და ვისაც ენდობი იმათი პირადობის მოწმობის მონაცემები, ღირებულება 2 ლარი (+დღგ თუ დღგ გადამხდელია ეგ ნოტარიუსი) და + 2 ლარი ბაზაში რეგისტრაციის საფასური ![]() ესაა და ეს |
Posted by: sonex2009 27 May 2010, 21:23 |
მადლობთ მაგრამ როგორ არი იცით დედაჩემი არი 1 ჯგუფის ინვალიდი მინდა რო პენსიის მინდობილობა გამიკეთოს და აზროვნებით ცოტა ცუდათ არი და ნოტარიუსები მაგაზე ხო არ მეტყვიან რამეს და მიუთითონ უნდა ხო რო ყველგან მის მაგივრად შემილია მოვაწერო ხელი??? დიდი მადლობა დახმარებისთვის |
Posted by: 7903251 28 May 2010, 10:53 |
sonex2009 იმ შემთხვევაში თუ კი პირი ვერ მიდის ბანკში ჯანმრთელობის არ ქონის გამო, შეგიძლია ყოველგვარი სანოტარო მინდობილობის გარეშე ლიბერითი ბანკს (ყოფილი სახალხო ბანკი) მოსთხოვო რომ პენსია პირს ჩაბარდეს სახლში.... პენსიის უზრუნველყოფა ევალება კურიერს, რომელიც ყოველგვარი საკომისიოს გარეშე მოგიტანთ სახლში კუთვნილ პენსიას! იმ შემთხვევაში თუ კი მაინც და მაინც ნოტარიულად გინდა გაფორმება რომ შენ აიღო დედის გარეშე პენსია მაშინ უბნის ნოტარიუსი ამოიყვანე. იმ შემთხვევაში თუ კი ნოტარიუსი დარწმუნდება რომ მინდობილობის გაფორმებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არა აქვს მაშინ გაგიფორბეს, უბრალოდ დედა მხლოდ ხელს მოაწერს..... )))) მინდობილობა ოფიციალურად თუ არა ვცდები 10 ლარი! უბრალოდ ნოტარიუსის მანქანით მიბრძანება და უკან მობრძანება უნდა უზრუნველყო თორე არ წამოგყვება ფეხით )))) |
Posted by: sonex2009 28 May 2010, 16:25 |
მადლობთ გაიხარე და ვაკის რაიონის ნოტარიუსი სად ზის ხო არ იცის ვინმემ??? |
Posted by: Suleluka 28 May 2010, 16:37 |
sonex2009 notary.ge მანდ უნდა ეწეროს წესით ყველა |
Posted by: sonex2009 28 May 2010, 16:44 |
მადლობთ დახმარებისთვისსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს |
Posted by: 7903251 28 May 2010, 22:17 |
sonex2009 არაფრის გენაცვალე! |
Posted by: Szpilman 31 May 2010, 17:59 |
არ მევასებიან ეს ნოტარიუსები... უნდა გააუქმოოს კაცმაა ... |
Posted by: anjelli 30 Oct 2010, 03:31 |
ნოტარიუსთან საბუთების დამოწმება/თარგმა რამდენი დამიჯდება დაახლოებით ხომ არ იციტ? |
Posted by: Suleluka 30 Oct 2010, 09:52 |
anjelli თარგმანს გააჩნია, ანუ რა ენიდან რა ენაზეა გადასათარგმნელი ასევე ტექსტის სირთულეს გააჩნია და ნოტარიალური დამოწმება ნათარგმნის როგორც მახსოვს გვერდი 1 ლარი. |
Posted by: ika-2 30 Oct 2011, 23:09 |
გერმანულად ნათარგმნი სკოლის ატესტატის დამოწმება რა დაჯდება არ იცით? |
Posted by: Tatra 5 Jun 2012, 12:54 |
ხო არ იცით საბუთების თარგმნა და ნოტარიული დამოწმება 1 გვერდი რა ღირს? |
Posted by: gugusha-l 5 Jun 2012, 14:18 | ||
გააჩნია ენას და რა ითარგმენბა. საორიენტაციოდ 9-10 ლარი აიღე |
Posted by: Tatra 5 Jun 2012, 14:33 | ||
1) ცნობა უნივერსიტეტიდან (1 გვერდია და ისიც ნახევრად ცარიელი), ქართულიდან ინგლისურად. 2) ინდმეწარმის ცნობა (1 გვერდი და ისიც ნახევრადცარიელი), ასევე ქართულიდან ინგლისურად... +ნოტარიუსის დამოწმებაც ხო უნდა ნათარგმნს? |
Posted by: 7903251 5 Jun 2012, 15:07 | ||
ნებისმიერ თარგმანს ნოტარის დამოწმება სჭირდება. |
Posted by: myadvokat 5 Jun 2012, 23:07 |
Tatra ika-2 უნდა მიხვიდე ნოტარიუსთან რომელსაც ყავს თარჯიმანი, მთავარია თარგმანში რამდენს გეტყვის, სხვადასხვა ფასებად თარგმნიან. |
Posted by: ninicool 29 Mar 2013, 22:47 | ||
ნოტარიუსმა დღეს თავხედურად დამიწყო დაბოლება. თუმცა დაბოლება კი არა, გაქაჯება და რაიმე სამუხრუჭე საშუალებები არ არსებობს? |
Posted by: Mr-Banks 29 Mar 2013, 23:02 | ||
ninicool
იუსტიციის სამინისტროა მათი მაკონტროლებელი |
Posted by: ninicool 29 Mar 2013, 23:50 | ||
Mr-Banks
დიდი მადლობა. |
Posted by: DIOGENA 15 Apr 2013, 14:33 |
მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება. მაინტერესებს რომელი ნოტარიუსი მუშაობს საღამოს 6 საათის შემდეგაც? და რომელ საათამდე მუშაობს? ვერ ვახერხებ სამუშაო საათებში მისვლას და იქნებ მიმასწავლოთ. * * * მე თვითონვე აღმოვაჩინე მსგავსი სანოტარო ბიურო.. თუ დაგჭირდეთ თქვენც იცოდეთ. "დედა ენის" ბაღშია განთავსებული ოფისი(მშრალ ხიდთან). ნოტარიუსი - მაგდა კოსტავა. ტელ.: +995 595 515 555 მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. საღამოს 8 საათამდე. |
Posted by: pepi grdzelicinda 17 Jul 2013, 15:42 |
ნოტარიუსი მაია წიკლაური , ეს ქალი არ ვიცი რა არის, ვინ არის, რას წარმოადგენს, ყველა მოკვდავზე ერთი ორი საფეხურით მაღლა დგას და ზემოდან დაგვცქერის ჩვენ უბადრუკებს. უხეში, უზრდელი, უტაქტო, და რა ვიცი ყველაფერი ცუდი რაც შეიძლება იყოს ადამიანის ხასიათში. მასთან ურთიერთობა არის შეუძლებელი!! მივმართავ ნოტარიუსთა პალატას გადახედოს მის კომუნიკაციის უნარებს, ადამიანები ნოტარიუსებთან დავდივართ პრობლემების მოსაგვარებლად და არა პრობლემების დასამატებლად და სანერვიულოდ. კიდევ ერთხელ ვამბობ ნოტარიუსი მაია წიკლაური წერეთლის გამზირზე რომ მუშაობს ის, გასათავისუფლებელი კი არა გასაგდებია დაკავებული თანამდებობიდან! |
Posted by: esselte 17 Jul 2013, 15:54 | ||
+1 მეც შემექმნა მსგავსი პრობლემა მაგ ქალბატონთან. არასწორი ხელმოწერის (სწორი არც აუხსნია როგორ იყო, თითიქოს ყოველდღე ნოტარიუსებთან დავდივარ და უნდა ვიცოდე(!)) გამო ფურცელზე, რომლის ხელახლა ამობეჭდვასაც, 1 წამი დაჭირდებოდა ზუსტად, მეორე კლასელი ბავშვივით დამტუქსა... მე ვერ მივხვდი, რა შეიძლება ქოდეს ამ ქალბატონს თავში ავარდნილი? არ მგონია, რაიმე განსაკუთრებული და დასაფასებელი გონებრივი ან ფიზიკური სამუშაოთი იყოს დაკავებული.... ტექსტს კრეფს სხვა, კინძავს სხვა და ა.შ. ქ-ნო მაია, მცირეოდენი ადამიანურობა, არ შეგილახავთ პატივმოყვარეობასა და ღირსებას და არც თქვენს "პროფესიონალიზმს" დააყენებს ეჭვქვეშ, მერწმუნეთ. |
Posted by: pepi grdzelicinda 17 Jul 2013, 16:12 |
esselte აი ზუსტად, თითქოს ყველაფერი უნდა იცოდე სად რა უნდა დაწერო, ხელი სად მოაწერო, წინასწარ ტრენინგი უნდა გქონდეს გავლილი მაგას რომ ნერვები არ მოეშალოს. მტერს და დუშმანს მაგის ნერვების მოშლა, თუმცა სულ ნერვები აქვს მოშლილი სპეციალისტს უნდა მიმართოს ჩემი აზრით. |
Posted by: 7903251 18 Jul 2013, 10:45 |
ირმა ფირცხალავა ![]() ![]() ![]() ![]() |
Posted by: pepi grdzelicinda 18 Jul 2013, 11:42 |
7903251 სად მუშაობს ტერიტორიულად , მისამართი დაწერეთ რაა |
Posted by: butia 18 Jul 2013, 12:38 | ||
ირმა ფირცხალავა სანოტარო ბიუროს მის: მეტრო ახმეტელის მიმდ. ტერიტორია, სუპერმარკეტი "მარიამის" მე-2 სართ; ტელ: (+995 32) 224-92-12; ელ.ფოსტა: ifircxalava@notary.ge irmapirtskhalava_notary |
Posted by: bum 6 Aug 2014, 20:46 |
მაგალითად ვთარგმნე რაღაც ტექსტი, მაგრამ ნოტარიუსის დადასტურებას არ ითხოვს კლიენტი, ამ შემთხვევაშიც საჭიროა, რომ დიპლომი გქონდეს მთრგმნელს? |
Posted by: 7903251 7 Aug 2014, 13:03 |
bum ნოტარიუსი ამოწმებს მხოლოდ დიპლომირებული თარჯიმნის ხელმოწერას ! თუ კლიენტი არ ითხოვს სანოტარო დამოწმებას პრობლემას ვერ ვხდევ. |
Posted by: ილონენ 19 Dec 2015, 20:32 |
ინგლისურიდან ესპანურად მინდა კონტრაქტის თარგმნა, ჯერ ქართულად გადამყავს და მერე ესპანურად, უფრო იაფი ჯდებაო და სხვა და სხვას რომ ვათარგმნინო და მერე ნოტარიუსს მივუტანო ხო დამიმოწმებს? რა ჯდება დამოწმება? |
Posted by: giorgib39 3 Aug 2016, 12:58 |
გამარჯობა, ძალიან მჭირდება დახმარება და იქნებ ვინმემ იცოდეთ რაიმე ინფორმაცია ყველაფერი შეიძება გამომადგეს. არის ასეთი სიტუაცია, ბაბუაჩემი რომელიც ერთი თვეა რეანიმაციაში წევს ქონდა ინსულტი და მხოლოდ თვალებს ახელს ვერ მოძრაობს და ვერაფერი. სასწარაფოდ მჭირდება მინდობილობა ჩემზე, რადგან მიწის რეგისტაციაზე (არა ჩემზე გადმოფორმებაზე, მხოლო რეგისტრაციაზე) დასარეგისტრირებლად საჯაროში, საჭიროა მინდობილობა რომ მე მის მაგივრად შევიტანო განაცხადი და აზმოვის ნახაზი. დამეხმარეთი იქნებ იცით რაიმე ამასთან დაკავშირებით, ასეთ სიტუაციაში როგორ კეთდება მინდობილობა, ან რაიმე სხვა საშვალება თუა. ძალიან დამეხმარებით, მადლობა გიორგი |
Posted by: ratom86 9 Feb 2017, 00:11 |
giorgib39 თუ ნების გამოხატვა არ შეუძლია, სამწუხაროდ ვერ გააკეთებ მინდობილობას. |
Posted by: arsenalist 19 Jan 2018, 20:58 |
არის ვინმე აქ ვისაც შეუძლია კითხვებზე მიპასუხოს? ძალიან დამეხმარებით.. მოკლეთ რაშია საქმე მინდა ბინა ვიგირაო აზრზე არავარ რა პროცედურებია საჭირო ან რაუნდა გავაკეთო ან ვისთან უნდა მივიდე. რა უპირატესობით ვსარგებლობ რა უფლებები მაქვს და ასე შემდეგ გთხოვთ გამარკვიეთ რა |
Posted by: HSE 2 Dec 2019, 12:40 |
8 საათამდე რომ მუშაობდეს იცით ვიბმეეე????????? |