vito37დაგეწერა კაცო პოლიტიკაში ეს და გეტყოდით სწორ პასუხს, იქ ხომ ათიდან 9-აზე მეტი იურისტები ვართ...
მოკლედ, ჩვენი ღრმადპატივცემული ქოცუქნარა სასამართლო ბოლო წლებია ისე გაზარმაცდა, გაცუღლუტდა და გაზულუქდა, რომ ელემენტარულ/აუცილებელ რამეებზეც ჯერ წერილობითი მომართვით გათხოვნინებს და მხოლოდ ამის მერე კადრულობს განძრევას, ჰოდა ასეა შენს ამ შემთხვევაშიც...
რადგან წერ, რომ თვეზე მეტია გასული და საეჭვოა უზენაესის გადაწყვეტილებას ელოდებოდე, არსად არ გაქვს სარეკი, უკვე უნდა აგეღო ეგ გადაწყვეტილება, ანუ ის უკვე მზადაა წერილობით (საამისო ვადაა 20 დღე და შემდეგ 10 დღეში უნდა აგეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ 30 დღის გასვლისთანავე იწყება გასაჩივრების ვადის ათვლა) და მის ასაღებად ხვალვე მიდი სასამართლოში (თუ თბილისის საქალაქომ განიხილა საქმე, მის გვერდით ფლიგელ-შენობაში), იქ დაგაწერინებენ განცხადებას (ერთგვარ ფორმულიარს შეგავსებინებენ) და მერე იქვე მოგცემენ წერილობითი სახით გადაწყვეტილებას... ოღონდ თუ მხარე ხარ ან მისი წარმომადგენელი...
თავისით არაფერს გამოგიგზავნიან ეგ უზომოდ გაბიუროკრატებულები ეგენი და არც დაგირეკავენ მზადააო, მოდი წაიღეო, ტყუილად ნუ ელოდები, მიშგურუს დაჭერის შანსი მეტია, ვიდრე მათ ამაში ინიციატივა გამოიჩინონ მოქალაქეებისადმი (რომელთა სამსახურშიც არიან) სახელმწიფოებრივი ყურადღების ელემენტარულ ფარგლებში...
მე და მდეს ვერი ლოვეი ანუშკი დოლიძეი, 0-პოლიტრეიტინგიანი, მარა თბილისის საკრებულოში სადაქალო-სამეზობლო ხმებით მაინც მოხერხებულად შემძვრალი...
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
ცხოვრება ერთია, არჩევანი უამრავია...