1992 წელი – დაფუძნდა კერძო უნივერსიტეტი “ალმა მატერი”. იმ დროისათვის ლექციებს კითხულობდნენ – აკაკი ბაქრაძე, მარიკა ლორთქიფანიძე, ლევან სანიკიძე, რევაზ მიშველაძე, კოტე მახარაძე, ოთარ ჯაფარიძე, რეზო ჭოღოშვილი, ალბერტ აბესაძე, ლეო მენაბდე...
1994 წელი – ,,ალმა მატერში” ლექციების წაკითხვას იწყებენ ამერიკელი და გერმანელი პროფესორ-მასწავლებლები.
1995 წელი – უნივერსიტეტში დაარსდა სტომატოლოგიური ფაკულტეტი, სადაც, პირველად საქართველოში, დაინერგა სწავლების ახალი, საფანტომო-ტრენაჟორული სისტემა, შეიქმნა საფანტომო ლაბორატორია, კომპიუტერული უზრუნველყოფით, რომლის ანალოგი საქართველოში დღესაც არ მოიპოვება.
1995 წელი – უნივერსიტეტ ,,ალმა მატერს”, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მიენიჭა გრიგოლ რობაქიძის სახელი, თუმცა საზოგადოება მას, დღესაც, ,,ალმა მატერად” მოიხსენიებს.
1995 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შედის მსოფლიო უმაღლესი სასწავლებლების კატალოგში (საქართველოდან მხოლოდ 5 კერძო უმაღლესი სასწავლებელი).
1996 წელი – ჩატარდა სამედიცინო უმაღლესი სასწავლებლების ატესტაცია. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სასწავლებელთა ათეულშია.
1996 წელი – უნივერსიტეტი აფუძნებს საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკას (კერძო სასწავლებელთა შორის პირველად).
1998 წელი – სტომატოლოგიურ კათედრაზე, პირველად საქართველოში, დამუშავდა სტომატოლოგიური სწავლების კომპიუტერული პროგრამა ქართულ ენაზე (საავტორო უფლება 01/3-3-40).
2001 წელი – მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (იმ დროისათვის იუსტიციის მინისტრი) ეწვია უნივერსიტეტს, შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. ალმა მატერი ამაყობს იმ შეფასებით, რომელიც მან სტუდენტებისა და უნივერსიტეტის საქმიანობის მიმართ გამოთქვა.
2001 წელი – უნივერსიტეტში ხორციელდება ევროკავშირის TEMPUS TACIS-ის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სწავლებისა და სწავლის სისტემის გარდაქმნას ევროპული სტანდარტის შესაბამისად.
2001 წელი – უნივერსიტეტის პედაგოგები TEMPUS TACIS-ის პროექტის ფარგლებში სტაჟირებას გადიან ინგლისისა და შვედეთის უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებელთა კორპუსი ივსება, აგრეთვე, ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში განათლებამიღებული ახალგაზრდა სპეციალისტებით.
2002 წელი – UNESCO-ს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკვლევით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლით, პირველ ხუთეულშია დასახელებული.
2002 წელი – უნივერსიტეტი აფუძნებს მეორე საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკას, აღჭურვილს თანამედროვე ტექნიკით. იგი მინისტრის ბრძანებით აღიარებულია სახელმწიფო სარეზიდენტურო ბაზად და მიეცა ლიცენზია პოსტდიპლომური განათლების განხორციელების უფლებაზე.
2003 წელი – მთავრდება ევროკავშირის პროექტი. უნივერსიტეტი, მონიტორინგის შედეგად, უმაღლეს A შეფასებას იღებს. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, პირველად საქართველოში, მთლიანად გადავიდა სწავლებისა და სწავლის ევროპულ სისტემაზე, დაინერგა კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS).
2003 წელი – უნივერსიტეტი ერთვება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევით პროექტში.
2003 წელი – უნივერსიტეტი მიწვეულია ოქსფორდის უნივერსიტეტში. ქართველ რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს ირჩევენ ოქსფორდის უნივერსიტეტის მრგვალი მაგიდის ნამდვილ წევრად და მრჩეველთა კომიტეტის წევრად.
2004 წელი – უნივერსიტეტი უმაღლესი შეფასებით იღებს სახელმწიფო აკრედიტაციას. ყოველი პარამეტრით იგი 13,6-ჯერ აჭარბებს დადგენილ ნორმატივებს. 01.02.2007:
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სტომატოლოგთა მომზადების ხარისხით პირველ ადგილზეა...
უნივერსიტეტს უამრავი მოწვეული სტუმარი ჰყოლია. მათ სხვადასხვა დროს სხვადასხვა დარგში წაიკითხეს ლექციები. მათ შორის არიან: ბატონი ტრევორ კარტლიჯი (ნოტინჰემ ტრენტის უნივერსიტეტის პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი), ქალბატონი შარონ მაილსი (საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მეუღლე), ქალბატონი შარონ ჰიუდსონ-დინი (საქართველოში შეერთებული შტატების კულტურის ატაშე), ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე (სახელმწიფო მინისტრი), ბატონი მიხეილ მაჭავარიანი (საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი), როენა ნაჯაფი (საქართველოში შეერთებული შტატების კულტურის ატაშე), დავით უსუფაშვილი (ცნობილი იურისტი) და სხვები.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
უნივერსიტეტმა მიიღო წერილები მისი აღმატებულების შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშისგან და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისისგან. ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ უნიერსიტეტის მიერ გამოცებულ წიგნს “ათი ფედერალისტი წერილი ქართულად” და გულწრფელ მადლობას უხდიან უნივერსიტეტის რექტორს და რედაქტორებს ამ წიგნის საჩუქრად გადაცემისათვის მათი თბილისში ვიზიტის დროს.
"შთაბეჭდილება ძალზედ საინტერესოა. ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რომ აქ სტუდენტთა მომზადების ძალიან მაღალი დონე დამხვდა განსხვავებით ზოგიერთი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლისაგან. .... ვფიქრობ, რომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დონეს ბევრი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი ვერ მიწვდება”. მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
მიმაგრებული სურათი