Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > LPG მანქანები


Posted by: Nismо 13 Feb 2018, 13:51
ვინმეს ხო არ ჩამოგიყვანიათ მანქანა აქედან ?
გამოცდილება გამიზიარეთ, როგორ მუშაობს LPG-ზე ? რა მდგომარეობაშია მანქანები ?

ბენზინის ბაკიც აქვს თუ არა ?

http://www.autowini.com/Cars/LPG/car-search.do?i_sIndexVal=f&i_sSearchType=quick

Posted by: არიგო 13 Feb 2018, 13:55
მაიცა ეხლავე გაგირკვევ rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

არა არ ქონიაო

Posted by: donrobita 13 Feb 2018, 14:25
Nismо
მე ჩამოვიყვანე. ხვალ გამომყავს ფოთიდან

ოღონდ ავტოვინიდან არა

მანდ ნატაქსავები მანქანებია ძირითადად იაფი რაცაა და გარბენები აქ ჩამოყრილი
ძვირიანებზე ვერაფერს გეტყვი

Encar.com აქედან ჩამოვიყვანე კავკასიის ავტოიმპორტის დახმარებით

ბენზინის ბაკი ვაფშე არ აქ. თხევადის 70-80 ლიტრიანი უყენია რაც საკმარისია ქალაქში 600 კილომეტრამდე რო გაიაროს და ტრასაზე 800+

Posted by: GEORGEXIII 13 Feb 2018, 14:46
donrobita
რა მანქანაა და რა დაგიჯნდა თუ საიდუმლო არაა?

Posted by: donrobita 13 Feb 2018, 15:06
GEORGEXIII
სონატა 2012 იანი

6.5 მდე მიჯდება განბაჟებით

Posted by: kap 13 Feb 2018, 17:36
donrobita

ტრანსპორტირება რა დაგიჯდა?
შეგიძლია კონტეინერის ნომერი მომწერო?

Posted by: donrobita 13 Feb 2018, 17:41
QUOTE (kap @ 13 Feb 2018, 17:36 )
donrobita

ტრანსპორტირება რა დაგიჯდა?
შეგიძლია კონტეინერის ნომერი მომწერო?

PM


............................

Posted by: maxoooooo 13 Feb 2018, 19:49
kap
ტრანსპორტირების ფასი მეც მომწერე რა თუ საიდუმლო არაა

Posted by: GEORGEXIII 14 Feb 2018, 19:29
donrobita
ვა კაი ვარიანტია მემგონი წარმატებები.

Posted by: Nismо 14 Feb 2018, 19:44
donrobita
გილოცავ შენაძენს
გამოიყვანე მანქანა ? როგორ დადის ჩვენ LPG-ზე ?

მოკლედ ვისაც ბევრი მოძრაობა უწევს კარგი ვარიანტია ამ ეტაპზე, მარა ალბათ აწევენ LPG ფასებს როგორც ბუნებრივზე გააკეთეს

Posted by: SR-71 14 Feb 2018, 21:04
LPG მანქანები up.gif
გაელპეგებულნი, ზოგადად ნებისმიერი ჰიბრიდი down1.gif

Posted by: ML320_Blue 14 Feb 2018, 21:59
QUOTE (donrobita @ 13 Feb 2018, 15:06 )
GEORGEXIII
სონატა 2012 იანი

6.5 მდე მიჯდება განბაჟებით

6.5 განვადებიანად გიჯდება თუ განვადების პროცენტის გარეშე? თუ განვადებიანად, მაშინ საკმაოდ იაფი გამოდის.

Posted by: donrobita 15 Feb 2018, 17:05
GEORGEXIII
Nismо
მადლობა

კი გამოვიყვანე გუშინ და იქვე ფოთში კოსტავაზე 1.30 ად გავაზაპრავკე. ერთი პრობლემა იყო. კალონკაზე პისტალეტი სხვანაირია ვიდრე ამას ქარხნულად ჩამოყოლილი ქონდა და რაღაც გადამყვანებით იწვალა ჩამსხმელმა. რამდენიც გაქაჩა ჩაასხა. დღეს უდა გადავაკეთებინო და დავწერ რა იქნება და როგორ

10 ლიტრამდე დაწვა 100კმზე. უპრობლემოდ იარა აქაურ გაზზე. ქალაქში წესით 13 ლიტრი უნდა დაწვას



ML320_Blue
კი განვადებიანად 6.5 გამოვიდა

მაიავტოზე რო წერენ 8 ლიტრ გაზს წვავსო ტყუილია

ბარემ აქვე დავწერ 1650 დოლარი დაჯდა კორეის გადასახადები და კონტეინერი

Posted by: gagamaru 15 Feb 2018, 23:33
donrobita
წინასწარ რამდენის გადახდა მოგიწია და მერე რამდენხანზე რამდენი უნდა იხადო?
მგონი მაგათ ნორმალური პირობები აქვთ რა.

Posted by: ML320_Blue 16 Feb 2018, 01:16
რავი ტო, განვადებით 2012 წლის სონატა თავისი განბაჟებით, ტრანსპორტირებით 6,5 დაჯდეს ლამის ნაჩუქარი გამოდის, თუ გაკეთება არ უნდა კიდე ცალკე.

Posted by: donrobita 16 Feb 2018, 07:54
3650 მანქანის ფასი
740 კორეის მოსაკრებლები (საიტის, შემოწმების, ჩატვირთვის და კიდე შიდა წვრილმანი ხარჯები)
900 კონტეინერი
145 კავკასიის ავტოიმპორტის საკომისიო
კიდე რაღაც წვრილმანი მოსაკრებლები 170 (ფოთის, გადარიცხვის, კონვერტაციის, გირავნობის, საბუთების და რაღაც წვრილმანების კიდე)
განბაჟება 800
და სადღაც 100 დოლარამდე მოკლევადიანი კრედიტის პროცენტი დამერიცხა

თანხის ნახევარი თავიდანვე მქონდა და შევიტანე. კიდე 30 % მანქანის ჩამოსვლამდე ნელნელა გადავიხადე და რაც დარჩა განბაჟებამდე უნდა დაიფაროს.

სესხის პირობა ასეთი იყო

ვაფშე მთლიანად რაც ჯდებოდა განბაჟების გარეშე ის თანხა დამისვეს კრედიტად. 40 % თანხის წინასწარ იყო გადასახდელი და დანარჩენი უგრაფიკოდ განბაჟებამდე უნდა დაფარულიყო. გინდა თვეში ერთხელ რაღაც თანხით გინდა კვირაში ერთხელ. თვეში 1.59% ერიცხება სესხის დარჩენილ ძირს. და მე რო თავიდანვე 50% მქონდა და კიდე 30% 3 თვეში დავფარე ბევრი პროცენტი აღარ დარიცხვია. აქვთ გრძელვადიანი კრედიტიც თბს ბანკზე წლიური 18% ანუიტეტური.

მანქანას არაფერი არ ჭირს ვაფშე. იდეალურ მდგომარეობაშია რაც იყო სურათებზე და ვიდეოში ის ჩამოვიდა. ნუ ერთი პრობლემა რაცაა თხევადი გაზის დამტენის გადაკეთება ან გადამყვანი სჭირდება რომელიც დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ დღეებში გავაკეთებ და დავწერ რა და როგორ. ისედაც იტენება ცოტა წვალებით მაგრამ სულ ესე ხო არ იქნება

ბალონი 85 ლიტრიანია და 70 ლიტრამდე მიდის თხევადი გაზი



Posted by: maxoooooo 16 Feb 2018, 15:35
donrobita
კარგია, გილოცავ. ისე მაგ საიტზე ვეძებე და ეგეთ ფასში ვერ ვნახე მანქანა :/

Posted by: donrobita 16 Feb 2018, 18:36
maxoooooo
უნდა აკონტროლო იდება ხოლმე კარგი ვარიანტები მაგრამ მალევე იყიდება

დიდხანს არ აცლიან. ეს ჩემი საიტზე რო დაიდო 15 წუთში ფაქტიურად ნაყიდი გვქონდა

ტაკს ეხლა იმ დამტენზე ტუ ვინმეს დაჭირდა რო იცოდეს.
ვასმოიში მივედი ვიყიდე აქაური დამტენი. მოხსნეს ძველი ტრუპკა და დამტენი მანქანიდან და ეს დაუყენა ი ვსო.

ჩავედი კალონკაზე და გავავსე ბაკი 73 ლიტრამდე წავიდა

Posted by: GEORGEXIII 16 Feb 2018, 18:39
ვა წარმატებები

donrobita

Posted by: jije1 16 Feb 2018, 19:57
დადე აბა ვიდეო ან ფოტოები რაც ზემოთ გიწერია , საინტერესოა როგორ გამოიყურებოდა

Posted by: zigmundi32 16 Feb 2018, 20:05
ეს მანქანები ქარხნულად გამოდის თავიდანვე გაზზე თუ მერეა გადაკეთებულები?

Posted by: jije1 16 Feb 2018, 20:15
zigmundi32

ქარხნულად. ბენზინის ბაკი არააქვს
* * *
donrobita

ან თუ საიდუმოლო არაა ვინ კოდი რომ დაწერო მანქანის

Posted by: zigmundi32 16 Feb 2018, 20:20
jije1
დამაინტერესა, სიამოვნებით დავათვალიერებდი
არამგონია კომპიუტერით დასარეგულერებელი და გასასწორებელი შეიქმნას არა დროთა განმავლობაში?



საიტზე ენა ვერ შევცვალე (((

Posted by: donrobita 18 Feb 2018, 20:34
jije1
დავდბ ხვალ სურათებს

zigmundi32
გუგლ თრანსლეითით უნდა იჩალიჩო, ქრომით შედი და ავტომატურად გადაგითარგმნს ინგლისურად

პ.ს. modern - ჰიუნდაია

Posted by: maxoooooo 18 Feb 2018, 23:03
http://www.encar.com/dc/dc_cardetailview.do?pageid=dc_carsearch&listAdvType=normal&carid=21898770&wtClick_korList=019

ეს რა ღირს?
თარგმინას $750 დააწერა :/

Posted by: jije1 19 Feb 2018, 00:14
maxoooooo

ერთი 0 აკლია smile.gif

Posted by: maxoooooo 19 Feb 2018, 00:49
jije1
მეც ეგ ვიფიქრე

გუგლსაც ეშლება ალბათ biggrin.gif

Posted by: Mr.Giorgi 19 Feb 2018, 17:27
autowini მანქანა როგორ ჩამოდის?
ბიფორვარდივით არის? დაუკავშირდები და გიგზავნიან მანქანას თუ გადამზიდი შენით უნდა ნახო?

Posted by: Patriot74 20 Feb 2018, 20:53
მშვენიერი მანქანა ჩანს და სულ მშვიდობით და ბედნიერად გევლოს, სურათებსაც თუ დაყრი კარგი იქნება, სალონის მაინტერესებს განსაკუთრებით
და რამდენს გაგატარებს დანიშნე, სააკაძეზე გააზაპრავკე, მანდ კარგად აზაპრავკებენ და რამდენს გაგატარებს საინტერესოა

და ერთიც, ყიდვიდან რამდენ ხანში ჩამოგივიდა?

Posted by: levani169 3 Sep 2019, 20:52
donrobita
როგორ გამოდგა ლპჯ ქარხნული მანქანა,დაწერე აბა წელი გავიდა უკვე.
რეზიუმესთვის დაგიგროვდებოდა გამოცდილება უკვე!

Posted by: atila92 8 Sep 2019, 14:08
QUOTE (levani169 @ 3 Sep 2019, 20:52 )
donrobita
როგორ გამოდგა ლპჯ ქარხნული მანქანა,დაწერე აბა წელი გავიდა უკვე.
რეზიუმესთვის დაგიგროვდებოდა გამოცდილება უკვე!

საინტერესო იქნებოდა
---------------------------

Posted by: donrobita 3 Oct 2019, 19:25
მოკლედ ვიტყვი

სრულიად სამხრეთ კორეის დდშვც

დავშალე ეგ მანქანა

ნახევარი ნაწილები გავყიდე, თავის ფულს ამოვაგდებ საერთო ჯამში ი ვსო


ბევრი რო არ ვწერო რაც დამიჯდა იმას პლუს 2000 დოლარამდე დავხარჯე მაგ მანქანაზე ნელნელა წელიწადნახევრის განმავლობაში და ამოვიდა ყელში

Posted by: zigmundi32 3 Oct 2019, 19:46
donrobita
QUOTE
2000 დოლარამდე დავხარჯე მაგ მანქანაზე ნელნელა წელიწადნახევრის განმავლობაში და ამოვიდა ყელში

რა უფუჭდებოდა ძმურად ესეც მოკლედ რო დაგვიწერო

Posted by: Faulkner 3 Oct 2019, 20:12
donrobita
QUOTE
დავშალე ეგ მანქანა

სონატებიდან 70% ნატაქსავებია, მერე ყრიან გარბენს. ალბათ ეგეთი შეგხვდა, სონატები და ოპტიმები მაქ ნანახი 600კ და მეტი გარბენით. ერთი კია იყო იმას ლამის 900კ ქონდა.

Posted by: levani169 3 Oct 2019, 21:43
ეგრეა "იაფი მანქანა,მხოლოდ კორეაშიაო" ჯერ კიდევ როდის თქვა სულხან საბამ!

Posted by: GEORGEXIII 4 Oct 2019, 00:48
Faulkner
სგ მასე თხევად გაზზე თუ დადიან biggrin.gif

Posted by: Faulkner 4 Oct 2019, 01:16
GEORGEXIII
QUOTE
სგ მასე თხევად გაზზე თუ დადიან

რავი, აგერ კაცმა ჩამოიყვანა და ერთ წელიწადში დავშალეო. ჰოდა მაინტერესებს რა მოუვიდა ასეთი.


დღესაც დადის ალბათ, შეიძლება მილიონსაც გადააჭარბა.


Posted by: donrobita 4 Oct 2019, 13:31
საქმე ისაა რო მე ძვირი ზუსტად იმიტო გადავიხადე რო ტაქსი არ მეყიდა, რეალური 260კილომეტრი გარბენით ჩამოვიდა. არც არაფერი სჭირდა თავიდან

2 თვეში პერებოი აიკიდა, ვარკვიეთ ვარკვიეთ და კლაპანი დაიწვა მატორში. შეცვლა 600 ლარამდე დამიჯდა. მეორე 1 თვეში წყლის ადუღება დაიწყო, ვარკვიეთ ვარკვიეთ თურმე ჭამდა წყალს, გრუჩიტელიდან გაქონდა, იმის გამო რო ჩინური გალოვკის პრაკლადკა დავაყენე. მომიწია მეორეჯერ გახსნა და კიდე 650 ლარი. რო ვიფიქრე რო გავიმართე ( ნუ მატორი გამართული იყო) პატარა ჩეპე მომივიდა, უკნიდან დავარტყი ვიღაცას, იმას არაფერი სჭირდა წავიდა თავის გზაზე ეს დაიშალა ლამის. ფარი, შიტოკი, აბლიცოვკა, რადიატორები, ეკრანი და კაპოტი. კაროჩე 1500 ლარი დამიჯდა გაკეთება. ფარს ხო ვერ ვშოულობდი ვაფშე, თეთრი ატრაჟაწელებით ევროპულ და კორეულ ვარიანტებს ქონიათ მარტო. პერედოკის ნაწილებზე ხო ვიტანჯებოდი, ამორტიზატორმა გამისხა და არ იშოვება კორეულის. ამერიკული გადავაკეთებინე და ის დავაყენე 300 ლარი დამიჯდა. მერე დაეწყო ესეთი რაღაც. მიმავალზე უცებ იწყებდა ციმციმს ნათურები, ტახომეტრის თამაშს და დიდი ხანი რო გრძელდებიდა კაროპკას თიშავდა და მარტო ტიპტრონიკით დავდიოდი. მოკლედ ძალიან ###ობა სჭირდა. ვერსად, აი ვერსად ვერ გამირკვიეს რა სჭირდა, ცენტრში ხო ერთმანეთზე ###ები არიან, დიაგნოსტიკაც არ აქვთ. დამეგლიჯა ნერვები. მერე რაღაცა ხმა აიკიდა საშინელი, სადღაც შკივებიდან მოდიოდა. არკვიეს არკვიეს და კონდეციონერის კომპრესორიაო, ჩავხსენი გაჩუმდა, მოვიდა ზაფხული, დაცხა, ავდექი შევცვალე კომპრესორი 400 ლარი დაჯდა და ჩემი ### ხმა კიდე ქონდა. ხოდა პახოდუ ლომბარდში მქონდა და აესე ერთ დღეს დავშალე ეგ ### მანქანა. როცა 4 უჯდებათ მანქანა ის ვერანაირად ვერ იქნება ოდნავ ნორმალურიც კი. ეგ არის ზღაპარი. 4.5 მდე ადგილზე გადავიხადე, მეგონა იდეალური მანქანა ვიყიდე და შემიწირა ლამის.

ერთს გირჩევთ, იაფად რო ნახავთ და ვიზუალურად კაია არ ნიშნავს რო კაია

პ.ს. ნაწილები თუ დაგჭირდათ მაქვს ამ მოდელის კიდე ბლომად რაღაცეები.

Posted by: sabasaba24 4 Oct 2019, 13:34
donrobita
260 000 თუ ქონია გარბენი მაგდენი ფული რამ გადაგახდევინა არაა ეგ ბრენდი ისეთი მაგდენს რომ ქაჩავდეს

Posted by: donrobita 4 Oct 2019, 13:35
ერთადერთი რაც გამართულად მუშაობს მაგ მოდელებზე გაზის სისტემაა. ყველაზე მეტად ეშინია ხალხს მაგის და ყველაზე უპრობლემოა
* * *
QUOTE (sabasaba24 @ 4 Oct 2019, 13:34 )
donrobita
260 000 თუ ქონია გარბენი მაგდენი ფული რამ გადაგახდევინა არაა ეგ ბრენდი ისეთი მაგდენს რომ ქაჩავდეს

შენ თუ გგონია 60კ გარბენით რო ჩამოდის იმას 500კ ზე ნაკლები აქ რეალურად ძალიან ცდები

Posted by: sabasaba24 4 Oct 2019, 13:42
donrobita
კორეულზე არ მაქვს მე საუბარი ამერიკულისას გაიგებ გარბენს ჩვეულებრივად

Posted by: Faulkner 4 Oct 2019, 14:19
donrobita
QUOTE
რეალური 260კილომეტრი გარბენით ჩამოვიდა

6,5 ძაან ძვირი მიგიცია. 5-ში ჩამოიყვანა კაცმა დაახლოებით მაგ წლოვანების და ბევრად დაბალი გარბენით. ვერ შეარჩიე ეტყობა წესიერად და შეგხვდა გადავლილი. ვიდეოები დევს 500-600კ გარბენებით, დღეში 100-200კმ-ს რო გადიან, იმათ არ ემართებათ არაფერი.

Posted by: GoldenSky 4 Oct 2019, 14:30
ყოველთვის მეზიზღებოდა კორეული ბრენდები , სად წარმოებული არ მაინტერესებს ამერიკაში იაპონიაში თუ კორეაში . და ახლა დავრწმუნდი რომ მართლაც სწორად მეზიზღებოდა givi.gif up.gif

Posted by: donrobita 4 Oct 2019, 15:41
QUOTE (Faulkner @ 4 Oct 2019, 14:19 )
donrobita
QUOTE
რეალური 260კილომეტრი გარბენით ჩამოვიდა

6,5 ძაან ძვირი მიგიცია. 5-ში ჩამოიყვანა კაცმა დაახლოებით მაგ წლოვანების და ბევრად დაბალი გარბენით. ვერ შეარჩიე ეტყობა წესიერად და შეგხვდა გადავლილი. ვიდეოები დევს 500-600კ გარბენებით, დღეში 100-200კმ-ს რო გადიან, იმათ არ ემართებათ არაფერი.

არ არსებიბს ბევრად დაბალი გარბენი მაგ ფასში

100% ით ჩამოყრილო ექნებოდა თუ კორეულია

ზღაპარია ზღაპარი, კარგი მანქანა ადგილზეც ძვირია.

1 კვირის წინ გავყიდე ამის მატორი. 2 თვეში დაუსტუკა ტიპს 60კ ეწერა გარბენი, რეალურად ქონდა 700-800 კ


Posted by: sabasaba24 4 Oct 2019, 16:04
donrobita
ამერიკულს იგულისხმება სავარაუდოდ

Posted by: GEORGEXIII 4 Oct 2019, 16:50
GoldenSky
კიი ბატონო...

კორეა მაინც ისეთი სასტავია რომ ჩალიჩობს.

Posted by: levani169 5 Oct 2019, 12:36
2012 წლიანი ტუქსონებიც (დიზელებია) ნაჩალიჩარი იქნება ვითომ?
ეს ლჭიპიტი გასაგებია რომ ტაქსაობენ და რამე და ამხელა სუვი ტუქსონითაც ნატაქსავება ვითომ (5500 ვიხდიადგილზევე და)? rolleyes.gif

Posted by: sandroia 5 Oct 2019, 16:05
levani169
უამრავი ჯიპია ტაქსი კორეაში

და მართლაც ქალაქებს შორის დიდ მანძილებს დადიან

Posted by: idallgo 5 Oct 2019, 17:05
ჩრდილოეთ კორეიდან რაიმე მანქანის ჩამოყვანის პონტი არი? rolleyes.gif

ამბობენ 80-იან წლებში გამოშვებულ კაი ზიპინა ჩაიკას დაითრევ ადგილზე იაფადო... up.gif

Posted by: kvipriane 7 Oct 2019, 15:26
idallgo
კი კაცო, ჩაიკებია და ტორპედოზე 2014-ში რო მსოფლიო ჩემპიონები გახდენ ფეხბურთში მაგ გუნდის პლაკატია გადაკრულიო biggrin.gif biggrin.gif

Posted by: GEORGEXIII 7 Oct 2019, 15:28
idallgo
QUOTE
ზიპინა ჩაიკას დაითრევ ადგილზე იაფადო.

kvipriane
QUOTE
ჩაიკებია და ტორპედოზე 2014-ში რო მსოფლიო ჩემპიონები გახდენ ფეხბურთში მაგ გუნდის პლაკატია გადაკრულიო

არის კიდევ ცხვრის ტყავედიშენი.


ტორპედოზე არის ცხვრის ტყავი გაფენილი.

Posted by: AVN 21 Jan 2024, 23:49
გავაცოცხლოთ თემა

კორეიდან ვფიქრობ ჩამოყვანას კია კ5 2017 ლპგ
ძაან არაადეკვატური გარბენები აქვს ზოგს 20კ ზოგს ნახევარი მილიონი უეჭველი ჩალიჩობენ ხო რაღაცეებს?
საერთოდ ეს კია კ5 როგორი მანქანებია ? პერედოკი , ძრავი , გაგრილების სისტემა , წვა და ა.შ როგორ მუშაობს საერთოდ

Posted by: J4st5 22 Jan 2024, 09:17
QUOTE (AVN @ 21 Jan 2024, 23:49 )
გავაცოცხლოთ თემა

კორეიდან ვფიქრობ ჩამოყვანას კია კ5 2017 ლპგ
ძაან არაადეკვატური გარბენები აქვს ზოგს 20კ ზოგს ნახევარი მილიონი უეჭველი ჩალიჩობენ ხო რაღაცეებს?
საერთოდ ეს კია კ5 როგორი მანქანებია ? პერედოკი , ძრავი , გაგრილების სისტემა , წვა და ა.შ როგორ მუშაობს საერთოდ

მაქედან თუ გამოიწერ აუტოვინის არ მიეკარო ენქრიდან ჩამოიყვანე და დალშე მცირე შანსი ნაჩალიჩარი შეგხვდეს

აუტოვინიდა 80% ეგრე ნაჩალიჩარი ჩამოვა

Posted by: uqimerioni 27 Feb 2024, 12:42
J4st5
დონრობიტამ მგონი ენქარიდან ჩამოიყვანა ხო? და ხლამი შემრჩაო biggrin.gif

ჩამოვიდა ჩემი ც კლასი 85 ათასი აქვს გარბენი. მანქანას ხიმჩისტკაც არ დაჭირდა, დავქოქე ფოთში წამოვედი. ისეთია ენას აუსმევ რავი ჯერჯერობით. სალონში სუნი ტრიალებს იმენა ცენტრის. ძაან დონეა რა

გარბენზე თლ გრუპი თავს იკლავს სადაც გინდათ შეამოწმეთო

8400 დამიჯდა ადგილზე იქ. 1200 ტრანსპორტირება

Posted by: donrobita 27 Feb 2024, 15:11
uqimerioni
კი მე ჩამოვიყვანე და ###ობა შემრჩა, არ გამიმართლა

Posted by: uqimerioni 28 Feb 2024, 12:38
donrobita
ძაან უცნაურია რა

არადა ენქარიდან ყველა ემადლიერება. ავტოვინს აჯვამენ

მაგრამ ფაქტია აგერ ენქქრიდან ჩამოიყვანე შენ. გარბენზე როგორ იყო?

იქნებ მოდელი იყო თვითონ არასწორად შერჩეული?

Posted by: GeorgeSword 28 Feb 2024, 13:19
lpg ბალონს რომ 10 წლიანი ვადა გაუვა (მანქანის გამოშვების წლიდან)მერე ტეხასმოტრი როგორ უნდა გაიაროს?
ორიგინალი ბალონების გამოწერა ძვირი ჯდება როგორც ვიცი და სხვა ბალონებზე ხდება გადაკეთება?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)