Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > ბინის/უძრავი ქონების ყიდვა თბილისში


Posted by: theaeka 24 Jan 2023, 18:16
გთხოვთ, დაასაბუთოთ, რატომ ფიქრობთ ასე. ვერ გადავწყვიტე, ვიყიდო თუ არა ბინა გასაქირავებლად.

Posted by: BIG-BANG 25 Jan 2023, 09:50
theaeka
https://forum.ge/?f=62&showtopic=33877659&st=1410

Posted by: ბაჟე 31 Mar 2023, 01:35
თითქმის ყოველთვის ემატება უძრავ ქონებას ფასი,ასე რომ თუ შეიძენ,არ წააგებ,+ გაქირავებით ზემოდან ფულს მოიგებ.
მე 2017 ში ვიყიდე მშენებარეში,700$კვადრატული,ახლა დასრულებული 1500$ღირს და +გაქირავებული მაქვს 500$ ად.
მოკლედ თუ ტყუილად გიდევთ და არსად გეჩქარებათ,ჩემი აზრით უკეთესია იყიდოთ

Posted by: ladusha2 31 Mar 2023, 15:35
theaeka

დღეს ფასები აწეულია ისედაც, უნდა ეძებოთ კაი შეტავაზება რომ იყიდოთ შედარებით იაფად ბინა. გაქირავებაზე დღეს არის მოთხოვნა ასერომ შეგილიათ თავისუფლად გააქირაოთ. რაც შეხება 5 ან 10 წლის მერე სტატისტიკა აჩვენებს რომ ყველფრის ფასი იზდება და არ მცირდება. რათქმაუნდა იქნება აღმავლობაც და დაღმავლობაც უძრავი ქონების ბიზნეში როგორც ზოგადად ყველაფერში.

Posted by: Cadmus 31 Mar 2023, 17:55
არა ძალიან პრიმიტული აზრია

50,000 იყიდი/გააკეთებ ისეთ ბინას რომელსაც უკეთეს შემთვევაში 500 $ გააქირავებ (ეგეც დღევანდელ პირობებში)
ანუ 8 წელიწადში "ამოიღებ" ჩადებულ ფულს უკეთეს შემთხვევაში
ამ 8 წლის განვმალობაი ბინის გაფუჭებას და ა.შ თუ არ ჩავთვლით
თუ პრიმიტივიზმი გინდა ჯობია ეგ 50,000 $ პირდაპირ ბანკში ჩადო ანაბრად
არაფერი საენერვიულო არ გექენბა'

1 წელიწადში რაც დაგიპროცენტება მაგით პრისუი იყიდო და ეგ გააქირავო smile.gif


ისე 50,000 რამე ბიზნესის მოფიქრება შეიძლება
ოღონდ რათქმაუნდა შაურმა/ტრაილერი/რესტორანი/მაღაზა არა ))

Posted by: AvtandiL 169 1 Apr 2023, 14:38
Cadmus
QUOTE
არა ძალიან პრიმიტული აზრია

50,000 იყიდი/გააკეთებ ისეთ ბინას რომელსაც უკეთეს შემთვევაში 500 $ გააქირავებ (ეგეც დღევანდელ პირობებში)
ანუ 8 წელიწადში "ამოიღებ" ჩადებულ ფულს უკეთეს შემთხვევაში
ამ 8 წლის განვმალობაი ბინის გაფუჭებას და ა.შ თუ არ ჩავთვლით
თუ პრიმიტივიზმი გინდა ჯობია ეგ 50,000 $ პირდაპირ ბანკში ჩადო ანაბრად
არაფერი საენერვიულო არ გექენბა'

1 წელიწადში რაც დაგიპროცენტება მაგით პრისუი იყიდო და ეგ გააქირავო


ისე 50,000 რამე ბიზნესის მოფიქრება შეიძლება
ოღონდ რათქმაუნდა შაურმა/ტრაილერი/რესტორანი/მაღაზა არა ))


8 წელიწადში ეგ 50 ათასიანი სახლი რა ეღირება მაგას რატომ არ ანგარიშობ? ზუსტად რომ არ დაითვლება ეგ გასაგებია მაგრამ ყველაზე მინიმუმ წელიწადში 5-10% მაინც რომ იქნება მატება მაგას უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის დინამიკის გადახედვაც კი არ ჭირდება.



Posted by: Jeunesse 1 Apr 2023, 17:11
ბინის ყიდვა გაქირავებისთვის არის ყველაზე მარტივი და პრიმიტიული გზა შემოსავლის მისაღებად. ყველას არა აქ ის ცოდნა რო იმ 50 თუ 100კ-თი უფრო მეტი იშოვოს. შეიძლება არც ამბიცია. ურჩევნია წყნარად აიღოს ის 500$. თუმცა არც თუ ისე ხშირად ვერც მაგას იღებს, მდგმურშიც უნდა გაგიმართლოს. ეს ყველაფერი რო გავაანალიზე იმიტო გადავწყვიტე გამეყიდა იაფიანი ბინები და ჩამედო საინვესტიციო კომპანიაში. იმ 50კ-ს დღეს 3-4კ მოაქ თვეში. ბანკის ანაბარს ყველა ვარიანტში ჯობია, წლიური 2-3% არ ვიცი ვის რაში ჭირდება. იმ ფონდში სადაც ვარ, თვეში უფრო მეტი გამოდის ვიდრე 2-3 წელიწადში ანაბარი მოიტანს.

Posted by: neo> 2 Apr 2023, 21:23
Jeunesse
QUOTE
იმ ფონდში სადაც ვარ, თვეში უფრო მეტი გამოდის ვიდრე 2-3 წელიწადში ანაბარი მოიტანს.

ბანკი კონტროლდება ცენტრალური ბანკის მიერ და დაზღვეული ანაბრების წილი
შენი ფონდები რომელსაც ინდოელ პაკისტანელი თუ ეგვიტელი გაურკვეველი წარმოშობის ადამიანები მართავენ, არავინ იცის როდის დატყდება
დაინახე აბა განსხვავება

პ.ს. იმედია არავინ ჩადებს მაგ ''ფონდებში'' ფულს აქედან მაინც , გაუფრთხილდით სიმწირთ გაკეთებულ დანაზოგს

Posted by: Jeunesse 3 Apr 2023, 02:42
neo>
QUOTE
ბანკი კონტროლდება ცენტრალური ბანკის მიერ და დაზღვეული ანაბრების წილი

ერთ მშვენიერ დღეს ყველა ბანკი რო დატყდეს, ეროვნული გადაიხდის? biggrin.gif
QUOTE
შენი ფონდები რომელსაც ინდოელ პაკისტანელი თუ ეგვიტელი გაურკვეველი წარმოშობის ადამიანები მართავენ, არავინ იცის როდის დატყდება

ბლეკროკი და მილენიუმი გაურკვეველი პაკისტანელებისაა? პირველის ბიუჯეტი იცი მაინც რამდენია და როდიდან არსებობს? მაგ აზროვნებით რო დადიხართ, იმიტოა ქვეყანაში მაგარი სიტუაცია. 10კ ვიშოვე, რა ვქნა, ან 2 პრიუსი ვიყიდო და გავაქირაო, ან 1 ოთახიანი ლილოში, 300 ლარად. ან აპტავოიში იაფად ვიყოდო ტავარი და დეზერტირებში გავასაღო. ეგაა მთელი მოსახლეობის აზროვნების პიკი. უფრო პრადვინუტები ბოტასებში და ტესლავიდეოში ჩადებენ.

Posted by: ladusha2 4 Apr 2023, 14:53
Jeunesse

შენ 10კ იშოვე და უძრავი ქონები ბიზნესი ჩაწერე და ნახე რა ფულს შოულობს ხალხი. ვისაც ესმის ეგ თემა უნდა ჩადონ შეილება , მაგრამ ყველაზე მოთხოვნადი მთელ დედამიწაზე არის უძრავი ქონება, გასაგები ამ ბიზნესაც აქვს აღმავალობა და პირიქით, მაგრამ შეგიძლია შენთვითონ გადახედო სტატისტიკას, ხომ ცხოვრობ ამ ქვეყანაში ნახე რა ფასები იყო 10 წლის წინ ან კიდევ უკან 20 წლის წინ, ყველაზე სანდო და სწრაფად მზარდი ბიზნესია. გინდა გააქირავე, დაელოდე სარფიანად გაყიდე, დაგირავე, ბანკიდან სესხის უზრუველსაყოფად ჩადე.

Posted by: BIG-BANG 4 Apr 2023, 15:15
უძრავი ქონების ფასის ის ზრდა რაც ხდება საქართველოშიარის დროებითი და შემთხვევითი მოვლენა.

მაგის პროგნოზს ვერ გააკეთებ.

რომ არა უკრაინაში ომი და რუსეთში საყოველთაო მობილიზაცია ფასები დიდად არ გაიზრდებოდა

2018 - 2019 წლებში 400 $ ის ფარგლებში იყიდიდი 1 მ2 თბილისში არა და 2008 წელს პიკზე იყო ასეული

ეს ზრდაც დროებითია და ალბათ უკვე კლებისკენ წამოვა ფასები.

ქირის მაღალი ღირებულება ექაჩება ზემოთ ამ ფასებს.

საცხოვრებელ უძრავ ქონებაში დაახლოებით 4-5 % წლიურ გადაანგარიშებაში. ეხლა რაც ხდება ანომალიაა

ფრთხილად იყავით განსაკუთრებით ისინი ვინც სესხით ყიდულობთ გასაქირავებლად.

Posted by: ladusha2 4 Apr 2023, 15:59
BIG-BANG

უძრავი ქონების ბიზნესში ყოველთვის ეგრეა ფასი იზრდება და იკლებს, მარტო ჩვენთან არა მათ შორის ამერიკაშიც. არავინ იცის რაიქნება , როდის აიწევს თუ დაიწევს ყველაფერი ვარაუდებია. მაგრამ ბინას როცა ყიდულობ გაქვს ვარიაციის რამოდენიმე საშვალება , ქირა , გაყიდვა თუნდაც ცოტა დაბალ ფასად ან მაღალ ფასად. ასევე ბევრი წვრილმანი სად ყიდულობ , რომელ უბანში რომელი უფრო ლიკვიდური და მოთხოვნადი.
ბოლო 30 წლის გნვალობაში ყველაზე მყარი არის უძრავი ქონება, რამდენიც არუნდა ვილაპარაკოთ მოთხოვნა სულ არის და მზარდია. თუ არ გადაგვბუგეს smile.gif კიდევ უფრო მოთხოვნადი იქნება, ფასები აიწევა და დაიწევა მაგრამ დიდი ცვლილებები არიქნება , მაშტაბურს ვგულისხმობ.

Posted by: BIG-BANG 4 Apr 2023, 16:24
ladusha2
შენ თვითონ დაწერე რამდენ უნდა იფიქრო და იჩალიჩო. ეგ არის ცალკე ბიზნესი და ცალკე სირბილი ჭირდება.

ძალიან სპეციფიური და მაღალრისკიანი ბიზნესია.

მოგების ნორმა საბოლოო ჯამში ყველგან თანაბრდება.

საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე საშუალოდ არის 4-5 % წლიური ხოლო კომერციულზე 8-10 %. საუბარია საშულო და გრძელ ვადიან პეროდზე. და აქაც ბევრი ნიუანსია

ერთი ბინის ყიდვამ შეიძლება დაგაქციოს ან აგაშენოს და უძრავი ქონების პორტფელი არა მგონია რომ აქ ვინმეს ქონდეს.

ჩემი აზრით საქართველოში საბანკო დეპოზიები ყველაზე პროგნოზირებადი და სტაბილური დაბანდებაა. ზედმეტი ფიქრის გარეშე და მინიმალური რისკით

10 წლიან პერიოდზე რომ ავიღოთ დეპოზიტები აჯობებს უძრავ ქონებას.


Posted by: neo> 4 Apr 2023, 18:46
Jeunesse
QUOTE
ერთ მშვენიერ დღეს ყველა ბანკი რო დატყდეს, ეროვნული გადაიხდის?

ყველა ბანკი რომ დატყდება და ჩამოიქცევა ყველაფერი საჭმელზე და წყალზე დაიწყებ ნადირობას
ანაბრები არ გაგახსენდება

Posted by: Jeunesse 4 Apr 2023, 20:38
ladusha2
QUOTE
შენ 10კ იშოვე და უძრავი ქონები ბიზნესი ჩაწერე და ნახე რა ფულს შოულობს ხალხი

უძრავი ქონებით ფულს ის ხალხი შოულობს, ვისაც იქამდე გაცილებით დიდი ფული ქონდა ნაშოვნი და ეხლა სხვადასხვა რამეებში უნდა დაბანდება. რიგით ხალხზეა საუბარი, რომელსაც 10-20კ-ს მეტი არა აქ. მაგ ფულით იყიდი ისეთ ბინას, რომელიც მოგიტანს 300-400 ლარს. ეგ თუა იმ ადამიანის მოთხოვნის მაქსიმუმი, მაშინ ხო. 100კ მაინც უნდა ისეთ ბინას, რომელიც თვეში მოგიტანს 1000-1500$, ისიც უნდა გაგიმართლოს. მაგრამ იმ 100კ-ს შოვნა არ უნდა? რამდენს აქ? 100კ ფონდში რო ჩადოს მიიღებს 5-8კ-ს. სხვაობას ხედავ? ერთ წელიწადში 100კ ზევიდან შეგიძლია იშოვო. 200კ-დან კიდე უკვე თვეში 15კ-ც შეგიძლია მიიღო.

ჯერ კიდე როდის გავხსენი თემა

https://forum.ge/?showtopic=35195082&hl=

2 წელი გავიდა, ფონდი უკვე 3,5 წელია არსებობს. მაგრამ როცა ესეთი "მცოდნე" ხალხია, მიდი და გააგებინე. დაინახეს რეფერალი და ვსიო, პირამიდაა. არადა ხალხმა ბოტასებში და რაღაც სისულელეებში ჩადეს ათასები, 5 თვეში რო დაიხურა. ყველაზე ცუდი ისაა რო სიახლის მოსმენაც კი არ უნდათ.


neo>
QUOTE
ყველა ბანკი რომ დატყდება და ჩამოიქცევა ყველაფერი

ფონდი რატო უნდა დატყდეს, როცა მილიარდებია უკვე ჩადებული და აწყობილი ბიზნესია? ფონდის მმართველი შეიძლება გაიქცეს და ბანკის არა? თუ რადგან ბანკს ლოგო აქ, შენობა და მომსახური პერსონალი, უფრო მეტ სანდოობას იწვევს?

Posted by: BIG-BANG 5 Apr 2023, 13:25
Jeunesse
თუ საიდუმლო არ არის რომელი ფონდი გაძლევთ 50 კ ზე თვეში 3-4 კ ს?

Posted by: Jeunesse 5 Apr 2023, 14:48
BIG-BANG
QUOTE
თუ საიდუმლო არ არის რომელი ფონდი გაძლევთ 50 კ ზე თვეში 3-4 კ ს?

წინა გვერდის ბოლო პოსტი.

Posted by: neo> 6 Apr 2023, 18:49
Jeunesse
შენ გაგიგია მაგიური ტრეიდინგ ბოტი?
აქ იყო ერთი იუზერი, შენსავით ამტკიცებდა ვერ დატყდებიანო, დედიკოს ფანჩარს იპუტავდა ფული ჩადეთ არ ინანებთო
რაც მაგას გინება მოხდა, ცოცხალი თუა ნეტა...
ფორუმზეც აქ თემები დასერჩე

Posted by: Jeunesse 6 Apr 2023, 19:31
neo>
QUOTE
შენ გაგიგია მაგიური ტრეიდინგ ბოტი?
აქ იყო ერთი იუზერი, შენსავით ამტკიცებდა ვერ დატყდებიანო, დედიკოს ფანჩარს იპუტავდა ფული ჩადეთ არ ინანებთო
რაც მაგას გინება მოხდა, ცოცხალი თუა ნეტა...
ფორუმზეც აქ თემები დასერჩე

ცოტა გასაგებად წერე. რა ვეძებო, ვინ ვეძებო, ვინ დატყდა, რა მაგიური ბოტი? ეგეთი კომპანია თუ რაღაც გაურკვეველი საიტი ასობით ვიცი ვინც გაიქცა. კაციშვილმა რო არ იცოდა, ვინ იყო დამაარსებელი, სად იყო რეგისტრირებული და ა.შ. კაცმა თუ ფული ისე ჩადო რო არც დაინტერესდა დეტალებით, ვისი ბრალია? ბოტასები თუ ჩაიძირა, ე.ი. სხვა საიტებიც უნდა ჩაიძირონ, თუ რა ლოგიკაა? 3,5 წელი პატარა დროა? 10 წელი რო გავიდეს, მაინც იგივეს დაწერ?

ესაა ბოტი რომელსაც იყენებს ფონდი.

https://dds-corp.com/pages/partners.html

და მაგის გარდა იმასაც შეხედე, რა ბანკები იყენებენ. მერე ისიც ნახე, როდის დაარსდა ეგ ბოტის მწარმოებელი ფირმა, ბლუმბერგზე ყველაფერი დევს. ფორექსი ბლეფი ყოფილა, ყოველდღე არ ტრიალებს მილიარდები, ალექს გერჩიკიც მითოლოგიური პერსონაა, მარკეტ მეიკერებიც, უოლ სტრიტზე მოსახვედრად მილიონებს რო იხდიან. თუ თავად არ იცით და არც გინდათ რამე სიახლე გაიგოთ, სხვებს მაინც ნუ უშლით ხელს თქვენი ბრძნული რჩევებით, იუთუბზე სავსე არიან შენნაირები. 10კ ბინა იყიდე და 300 ლარად გააქირავე, ან ბანკში შეიტანე და ერთ წელიწადში 200$ დაგემატება, ვიღაცას შეიძლება ცოტა მეტი უნდა.

Posted by: აპოლდა 9 Apr 2023, 12:58
კიდევ ერთხელ დავწერ, მერე უკვე ბანით შემოვიფარგლები - ნუ არეკლამებთ პირამიდულ სქემებს. ისეთ სქემებს, სადაც რეფერალური კოდის გაზიარებით იღებთ სარგებელს. წინა თემაც მაშინვე დავხურე და გაფრთხილებაც გავეცი.

პ.ს. არ შემოვალ კამათში, ეგ პროექტი რამდენად მაგარია და მილიონერებს გაგვხდის, უბრალოდ მოგწერთ,რომ ნუ არეკლამებთ ამ პროექტს ფორუმზე.

Posted by: Jeunesse 9 Apr 2023, 15:38
აპოლდა
QUOTE
სადაც რეფერალური კოდის გაზიარებით იღებთ სარგებელს

დარწმუნებული ხარ? შეგიძლია საერთოდ არ მისცე არავის რეფერალი, შენი თანხით მიიღო მოგება, როგორც ბანკში. ყველაზე ცუდი ისაა როცა ადამიანს ლინკის გახსნაც კი ეზარება.

Posted by: ninicool 9 Apr 2023, 17:00
QUOTE
50,000 $ პირდაპირ ბანკში ჩადო ანაბრად
არაფერი საენერვიულო არ გექენბა'

1 წელიწადში რაც დაგიპროცენტება მაგით პრისუი იყიდო და ეგ გააქირავო

არაფერი ემატება ბანკში მაგ თანხას, პრიუსი ნაღდად არ მოგივა მაგ ფულით. მაქსიმუმ თვეში 100 დოლარი.

ძალიან დაიკლო განაკვეთმა უცხოურ ვალუტაში, ეროვნული ვალუტა კიდევ ჩემმა მტერმა შეინახა გრძელვადიანი პერსპექტივით

Posted by: the_lizard_king 11 May 2023, 15:10
Cadmus
QUOTE
ისე 50,000 რამე ბიზნესის მოფიქრება შეიძლება
ოღონდ რათქმაუნდა შაურმა/ტრაილერი/რესტორანი/მაღაზა არა ))


რატომ არა? რესტორანს / დაინერს / კაფეს, სადაც კარგ გარემოს და საჭმელს სთავაზობ, მეეჭვება უჭირდეს ამ ქვეყანაში მუშაობა.

Posted by: bavaria87 18 May 2023, 12:50
თითქმის ყველა სამშენებლო ფირმამ გააძვირა კარკასის ფასები. ადრე დიდ დიღომში თუ 450 დოლარად იყიდიდი შავ კარკასს, ახლა 800 დოლარზე ნაკლებად არსად აღარაა. გლდანში კარკასები 950 დოლარი გახადეს და საბურთალო და ცენტრის მხარე 2000 და 2500 დოლარებია.

უბრალოდ ეს ფასების ზრდა ჯერ არაა ასახული გარემონტებულ ბინებზე, რადგან ვინც ახლა ბინებს ყიდის და გარემონტებული აქვს, მათ ადრე ავქთ იაფად კარკასი ნაყიდი.
ახლა ვინც კარკასში გლდანში 950 დოლარს გადაიხდის და შედეგ წლებში გაარემონტებს, ავეჯს შეიტანს, ის თუ გაყიდვაა რა ფასად გაყიდის?

ანუ მგონია, რომ უძრავი ქონება შემდეგ წლებში კიდევ გაძვირდება. ნუ რაღაც წერტლამდე მაინც და ეს ზრდა გაგრძელდება. შორეულ მომავალში და 2030 წლის მერე რა იქნება არ ვიცი. შეიძლება ბუშტის გახეთქვაც მოხდეს შორეულ პერსპექტივაში. ჯერჯერობით ეს არ ჩანს.

Posted by: WalterWhite7 18 May 2023, 13:54
bavaria87
შენ გერმანიაში არ ხარ? იყიდე გერმანიაში ბინა რათ გინდა ეს თბილისი

Posted by: grafidegishi 23 May 2023, 23:57
საბურთალოზე, მეტრო სამედიცინოსთან, ერთოთახიან ბინას, მეორე სართულზე, ზედ გზის პირას, ძველი რემონტით, მაგრამ ყველა საჭირო ავეჯით, გასქირავებლად რა თანხა უნდა დავადო, აქამდე 500 ად მქონდა, და მიდის უცხოეთში,, პროექტია ქალაქური, აივანი არაა ამოშენებული

Posted by: ჩხრამბურთლაძე 24 May 2023, 03:30
QUOTE (BIG-BANG @ 4 Apr 2023, 15:24 )

ჩემი აზრით საქართველოში საბანკო დეპოზიები ყველაზე პროგნოზირებადი და სტაბილური დაბანდებაა. ზედმეტი ფიქრის გარეშე და მინიმალური რისკით

10 წლიან პერიოდზე რომ ავიღოთ დეპოზიტები აჯობებს უძრავ ქონებას.

შენ ვალუტას ინფლაცია ჭამს ბანკის დეპოზიტზე, მარტივი მაგალითი 100 ათასი დოლარით დღეს და თუნდაც 2013, ანუ 10 წლის წინ უფრო მეტ რამეს იყიდიდი ამ თანხით ვიდრე დღეს, უკეთეს ბინას გამოკრავდი ხელს.


Posted by: perelman 28 May 2023, 18:56
QUOTE
საბურთალოზე, მეტრო სამედიცინოსთან, ერთოთახიან ბინას, მეორე სართულზე, ზედ გზის პირას, ძველი რემონტით, მაგრამ ყველა საჭირო ავეჯით, გასქირავებლად რა თანხა უნდა დავადო, აქამდე 500 ად მქონდა, და მიდის უცხოეთში,, პროექტია ქალაქური, აივანი არაა ამოშენებული


700 მწვანე დაადე

Posted by: grafidegishi 31 May 2023, 01:54
QUOTE (perelman @ 28 May 2023, 18:56 )
QUOTE
საბურთალოზე, მეტრო სამედიცინოსთან, ერთოთახიან ბინას, მეორე სართულზე, ზედ გზის პირას, ძველი რემონტით, მაგრამ ყველა საჭირო ავეჯით, გასქირავებლად რა თანხა უნდა დავადო, აქამდე 500 ად მქონდა, და მიდის უცხოეთში,, პროექტია ქალაქური, აივანი არაა ამოშენებული


700 მწვანე დაადე

ის, რო მეტროსთან ახლოსაა და დაბალი სართულია, ანუ მეორე ფასზე დადებიტად ეგეც ხო აისახება?

Posted by: Ambitious_Person 17 Jun 2023, 20:07
რა თქმა უნდა უძრავი ქონების ყიდვა ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა

აქ გამდირდება თუ გინდა ეგრე უცებ ვერ გამდიდრდები, ან იღბლიანი უნდა იყო
იაფად იყიდო მშნებელობის დასაწყისში და მერე ძვირად გაყიდო ვისაც ეჩქარება ყიდვა ეს მაშინ თუ უძრავი ქონების ფლობა არ გინდა

თუ უძრავი ქონების ფლობა გინდა ეგეც კარგი გადაწყვეტილებაა

თქვენ საქართველოს ალმაცერად უყურებთ გგონიათ ვის უნდა მაგ ქვეყანაშიო მაგრამ შორი პროგნოზები უნდა გააკეთოთ
ვაიდა მოხდეს სასწაული და ევროკავშირში /ნატოში მიგვიღონ მერე იცით რა ფასები დაედება მაგ ბინებს ?
1998 ში თბილისში რომ ჩავედი 3კ დოლარადაც იყიდდი ბინას ,
მაშინ იქნებოდა ჭკვიანი ხალხი ვინც შორს გაიხედა
ბანკში დადებულ ქეშს ინფლაცია უმალვე შეგიჭამს, ბანკში დადებული ქეში უბრალოდ დაბეჭდილი ფულია და არა კაპიტალი

Posted by: ladusha2 17 Jun 2023, 22:35
Ambitious_Person

გეთანხმები 100%. ყველას თავის ხედვა ვისაც სად უნდა იქ შეილება ჩადოს თავისი თანხები , არავინ არ აძალებს. უძრავი ქონება არის ყველაზე ურისკო საქმე , შეიძლება სწრაფად დიდი ფულს ვერ შოულობ მაგრამ , გრძელ ვადიან პერსპექტივაში მოგებული ხარ.

Posted by: cosаnostra 19 Jun 2023, 09:50
ladusha2
Ambitious_Person

და რუსნია რო შემოვარდეს გაშმაგებული მერე რას უპირებთ გაზიზინებულ ბინებს? მოგიწევთ დაუტოვოთ ბურიატებს

არასტაბილურ რეგიონში ვცხოვრობთ მეგობრებო, ქეში უნდა გედოთ რო რამე მოხდეს მოიხიოთ ევროპაში yes.gif

Posted by: logotip 19 Jun 2023, 10:04
QUOTE
იაფად იყიდო მშნებელობის დასაწყისში

დილემაა;

შეილება სახლი არ გამოდგეს კაგი აშენებული ან არ ჩაიბარის მერიამ ან ვადებს გაცდნენ კაი ხნით;

არაა ასე ადვილი ეს ამბავი

Posted by: cosаnostra 19 Jun 2023, 10:14
logotip
მე პირადად არ დამიმთავრა დეველოპერმა 2017 წელს
5 წლით გადააცილა ცაბარების ვადას
მერე სხვა დეველოპერმა აიღო მშენებლობა და გავყიდე

Posted by: ladusha2 19 Jun 2023, 15:11
cosаnostra
ვერ გაიგებ მაგას, როდის, სად რა მოხდება. რომელ ქვეყანაში ომი დაიწყება და რომელს ატომური მოხვდება. ასერომ საქმე აკეთო ჯობია და ცხოვრება განახებს, სწორი გადაწყევტილებები მიღე თუ არა შენი ცხოვრების განმავლობაში.

Posted by: აპოლდა 22 Jun 2023, 11:40
Ambitious_Person

Გამარჯობა, გამიხარდა ამ განყოფილებაში ნახვა შენი პოსტის. Შენს პოსტებს ისე ვუზივარ, შინაურივით ვარ უკვე boli.gif biggrin.gif

Პირველ რიგში დიდი პატივისემა მინდა გამოვხატო, ისეთ რჩევბს იძლევი, რომლებიც რეალურად ძალიან მაგარია. Განსაკუთრებით დუბაის ნაწილს გამოვყოფ - 2017 წლის პოსტმა დუბაიში უძრავ ქონებაში ინვეტირებასთან დაკავშირებითგასაკუთრებით აღმაფროვანა.


Ძალიან მაგარი იქნება, თუკი გამიზიარებ გამოცდლებას დუბაის უძრავი ქონების ბაზართან დაკავშირებით. Ვიცი რომ ამჟამად აღარ ცხოვრობ მანდ, მაგრამ შენი გამოცდილება ძალიან მაგარი იქნება. Განსაკუთრებით აჯმანის პროვინციის სტუდიოს ტიპის ბინები მაინტერესებს, საიტზე 30-40 ათასად არაერთი მათგანი ვნახე. Საინტერეოა, რამდენად რეალურია ამ მცირებიუჯტიანი ბინების შეძენა და გაქირავება, როი მათი დარწმუნებული ვარ, არაერთხლ გენება დათვლილი

Posted by: alexx 23 Jun 2023, 00:40
ტურისტებზე მოკლევადიანად გაქირავების მიზნით ღირს. უბრალოდ შესაფერისი ბინა უნდა იყოს შესაფერის უბანში.

დიდი ხნით მდგმურების შეშვება კი საკმაოდ საშარო საქმეა. დიდი ალბათობაა იმისა რომ ქირის თანხა არ გადაიხადონ, გაშვებაც შეიძლება გაჭირდეს, მითუმეტეს ბავშვიანი ოჯახი თუა.

Posted by: Ambitious_Person 28 Jun 2023, 13:30
აპოლდა
მადლობა, პმ ნახე .

უძრავ ქონებაზე გიპასუხე , სავარაუდოდ მეც ვაპირებ ყიდვას ოღონდ ოდნავ მოგვიანებით .
ამ საიტსაც გადახედე
https://www.bayut.com/mybayut/legal-steps-buying-property-dubai/


უხეში დათვლებით 100კ დოლარიანი ბინა რომ იყოდო ,ბანკში შესატანად საჭიროა 20-25 კ , თუ აშენებულია წლიურად გაქირავდება საშუალოდ 10 კ ,დღევანდელი ფასებით.

თუმცა აქ მთავარია რომ უძრავი ქონების ფასი მალე იმატებს , შეიძლება ყიდვა გაყიდვით იშოვნო იმაზე მეტი რომ არ ელოდო , გაქირავებით ამოღებას .


პ.ს ისევ დუბაიში ვცხოვრობ

Posted by: აპოლდა 29 Jun 2023, 11:18
Ambitious_Person



პიემში მოვიწერე უკვე კითხვები biggrin.gif ამ საიტს ჩავუჯდები კარგად, დეტალურად გადავხედავ ფასებს baby.gif ძალიან დიდი მადლობა 2kiss.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)