გუშინ ხელოსანი მყავდა გამოძახებული გათბობის ქვაბის დიაგნოსტირებაზე, ცხელ წყალს რომ ვუშვებდი არ ათბობდა და ციმციმს იწყებდა
მოვიდა მოხსნა წინა კედელი, შეამოწმა სენსორი, გაზის წნევა, მერე მითხრა ეტყობა დამიწება არ უვარგა კორპუსსო, 90% შემთხვევაში ცუდი დამიწებაა ხოლმეო და ალბათ კონდენსატორები დაწვიო
ჩავეკითხე მეთქი გამოიცვლება თქო? და დამცინა არგეწყინოს მარა ეგ რომ აგიხსნა და გაიგო მინიმუმ ჩემოდენა უნდა გქონდეს ნასწავლი გეპეიშიო
მერე გამომართვა 50 ლარი 40 წუთის საქმეში და დამემშვიდობა
დავრჩი სახტად
არადა ამერიკაშიც მაქვს ნასწავლი, ინგლისშიც, ასტრო ფიზიკის მაგისტრის დიპლომიც მაქ მარა ამის გეპეის დიპლომი საათში 50 ლარს აძლევს