და იმედია, უკანასკნელი.
მართალია, არსებობს თბილისის გზების თემა, მაგრამ ჩემი აზრით, ჭავჭავაძის რეაბილიტაცია ამ არტერიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ცალკე თემას იმსახურებს.
-------------
თბილისი (GBC) - თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. GBC-ის ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ - ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე 28 მაისიდან შეიზღუდება.
პირველ ეტაპს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) განახორციელებს, რომელსაც სავარაუდო 3 თვიანი ვადა აქვს. შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები: წყლისა და წყალარინების (კანალიზაციის) ქსელები.
GWP-ის შემდეგ სამუშაოებს უკვე საქალაქო სამსახური განაგრძობს, რისთვისაც ასევე საორიენტაციო ვადად დამატებით 3 თვეა განსაზღვრული.
სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს 2.5 კმ-ს. პროექტის ფარგლებში შეიცვლება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს. საერთო ჯამში 60 000 მ2 ფართობზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი.
ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური GBC-სთან განმარტავს, რომ სამუშაოები 3 ეტაპად დაიყოფა, ამ ეტაპისთვის კი ზუსტდება რეაბილიტაციის მე-2 და მე-3 ფაზები და მასთან ერთად ზუსტდება პროექტის ღირებულებაც.
ჭავჭავაძის გამზირზე დაგეგმილი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე დაგეგმილია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევის ქუჩიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემები და საზოგადობრივი ტრანსპორტის მარშრუტები:
ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება:
· კ. კეკელიძის ქუჩაზე ვარაზისხევიდან ჟვანიას ქუჩის მიმართულებით
· ზ. ფალიაშვილის ქუჩაზე კეკელიძიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე (კეკელიძიდან ვაკის პარკისკენ)
· დ. მირცხულავას ქუჩის ფალიაშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირს შორის მონაკვეთი (ფალიაშვილიდან ჭავჭავაძისკენ)
· პეტრიაშილის ქუჩაზე ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისკენ
ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება
· არაყიშვილის ქუჩის ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთი (ფალიშვილიდან-აბაშიძისკენ).
· აბაშიძის ქუჩაზე არაყიშვილიდან მრგვალ ბაღის მიმართულებით.
· ბარნოვის ქუჩა მრგვალი ბაღიდან პეტრიაშვილს ქუჩამდე
ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს:
· ვარაზისხევის ქუჩიდან ვაკის პარკის მიმართულებით: კეკელიძის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩების მეშვეობით ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება.
· ვარაზისხევიდან აბაშიძის ქუჩის მიმართულებით: კეკელიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, მოუხვევს მირცხულავას ქუჩაზე, საიდანაც აბაშიძის ქუჩაზე მოხვდება.
· ვარაზისხევიდან ბარნოვის ქუჩისკენ: კეკელიძის, ფალიაშვილისა და ნაფარეულის ქუჩების მეშვეობით, საიდანაც ბარნოვის ქუჩას დაუკავშირდება.
· ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით: ჭავჭავაძის გამზირიდან (მიშველაძის, ბერძენიშვილისა და არაყიშვილის ქუჩების გავლით) მოძრაობას განაგრძობს აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩებზე და პეტრიაშვილის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირზე მოხვდება.
· ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით ასევე შესაძლებელი იქნება გადაადგილება: რამიშვილის ქუჩის, ამირეჯიბის გზატკეცილისა და ვარაზისხევის გავლით.
პირველ ეტაპზე ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო მონაკვეთის საერთო სიგრძე მიახლოებთ 800 მეტრს შეადგენს.
ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისა და გადაადგილების კომფორტისათვის გათვალისწინებულია დროებითი გადასასვლელების მოწყობა. ასევე, ქვეითთა ნაკადების მარეგულირებლების მეშვეობით მართვა.
თბილისის მერია საზოგადოებას წინასწარ უხდის ბოდიშს შეფერხებისა და დისკომფორტისთვის და მიმართავს თხოვნით, რომ რეაბილიტაციის პერიოდში მაქსიმალურად მოერიდონ ვაკის მიმართულებით ტრანზიტულ მოძრაობას.
http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=1082...inUlItoqxYESZUQნახეთ, რა გახარებულია:
This post has been edited by ქაფქიანა on 11 May 2019, 22:50
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)