Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კლასიკური მუსიკა > ქვეგანყოფილების წესები


Posted by: JORJ MORISSONI 27 Nov 2007, 02:10
ვისაც არ ექნება წაკითხული სახეშეცვლილი წესები თავის თავს დააბრალოს wink.gif

1. ყველანაირი სახის ოფფ-ტოპიკები , რომლებიც აბინძურებენ განყოფილებას (მაგ: ეხება მელომანიის სურათებსაც - ამიერიდან ნებისმიერი უსურათო პოსტი მოცემულ თEმაში წაიშლება , ხოლო ავტორი დასაჩუქრდება ვორნით ან ბანით )
აქ ასევე იგულისხმება სხვისი სურათების დადება და ამით უაზრო კაიფი. (მაგ მელომანიის სურათებში)
2. იკრძალება ე.წ. VS თემების გახსნა (თემატურიც და არა თემატურიც) მაგ: Rock თუ Pop?
ან ან Oasis Vs Blur ან ელექტრონიკა თუ როკი ბრატცი?
3. იკრძალება ულინკო და უინფორმაციო თემების გახსნა .
4. თემის გახსნისთვის აუცილებელია მოკლე ინფორმაცია [ჯგუფის, მომღერლის, სტილის] შესახებ ქართულ ენაზე (წიკიპედიიდან დაკოპირებული ბიოგრაფიის დრო წარსულს ჩაბარდა) + ალბომის/სიმღერის გადმოსაქაჩი ლინკი (მინიმუმ 2 სიმღერა). Uთუბის ლინკებით და წიპა "ვინ უსმენს ამ ჯგუფს?" პოსტით გახსნილი თემა განწირულია დასახურად smile.gif
5. თემის გახსნისას სავადებულოა ჟანრის/სტილის მიწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში თემა დაიხურება.
6. არაქართული ჯგუფის ან მომღერლის თემის გახსნისას სახელი აუცილებლად უნდა დაიწეროს ლათინურად, თორემ თემას რაც მოუვა აღარ გამამეორებინოთ.
7. ასევე წინადებები/პრეტენზიები/შეკითხვები მოდერაციასთან შეგიძლიათ დაპოსტოთ აპინულ თემაში .
8. ერთმანეთის, მუსიკალური სტილებისა და შემსრულებლების შეურაცჰყოფა (ასეთები ეგრევე სასტიკად დაისჯებიან ). ამონარიდი ძველი წესებიდან: „თუ თვლით, რომ რომელიმე თემა თქვენს მელომანურ მეობას შეურაცხყოფს და ამ თემის დანახვისას შიგ შევარდნისა და იქაურობის წაპილწვის დაუძლეველი სურვილი გიჩნდებათ, ღრმად ჩაისუნთქეთ, მერე ამოისუნთქეთ, მერე ისევ ჩაისუნთქეთ, მერე ისევ ამოისუნთქეთ, მერე შედით სხვა ტოპიკში და მიიღეთ ვალერიანი. ან დიაზეპამი.
ეხლა რა იგულისხმება წაპილწვაში:
მუსიკის ლანძღვა, აზრს მოკლებული პოსტები ტიპა „ნახეთ რა მაგრა ვხუმრობ“, მორალის კითხვა, აზრს მოკლებული პოსტები ტიპა „რამე ხო უნდა დავპოსტო“. © Zyklon“.
თემის წაბილწვისთვის და ნებისმიერ მუსიკოსზე ან ჯგუფზე რაიმე შეურაცხმყოფელის თქმისთვის პირდაპირ 40 % ვორნს მიიღებთ.
9. ისეთი სურათების გამოქვეყნება, რომელიც არაა შეთანხმებული იმ მელომანთან, ვისიც ფოტოც იდება და ეს უკანასკნელი გამოთქვამს პროტესტს. პროტესტის შემთხვევაში აღნიშნულ სურათი წაიშლება. პოსტის ავტორი კი პირველ ჯერზე მიიღებს სიტყვიერ გაფრთხილებას. ამავე დროს, ნებისმიერ მუსიკალურ ტოპიკში არათემატური ფოტოს გამოქვეყნება. © humanoidi
10. ამიერიდან მელომანიაში იკრძალება გინება/უხამსი სიტყვები დასაშვებია მხოლოდ სიმბოლოებით (მაგ: ბ&^ი ) და ა.შ.
11. შევეცადოთ ვწეროთ ქართული ასოებით , რათქმა უნდა არ იკრძალება სვა ენაზე პოსტვა , მაგრამ შევეცადოთ ქართულად
12. სასტიკად იკრძალება რასისტული და სხვა მსგავსი გამოხტომები ,პოსტები წაიშლება აუცილებლად ... ! ! ! ავტორი დასაჩუქრდება 40% Warn-ით...
13. ამიერიდან 100 გვერდიანი თემები აღარ იხურება, რადგან ფორუმის ტექნიკური მხარე იძლევა ამის საშუალებას!!! იქამდე თემების დახურვა იწვევვდა ძალიან ბევრ ოფტოპიკს, რადგანაც ერთი სული ქონდათ ახალი თემა როდის გაიხსნებოდა და ყველაფერი საბავშვო ბაღს ემსგავსებოდა. (ერთადერთი გამონაკლისი იქნება თავისუფალი თემა, რადგანაც იქ უფრო მეტად ფლეიმია, ვიდრე მელომანია.

Posted by: humanoidi 30 Jun 2008, 18:13
დღეიდან ქვეგანყოფილებაში, როცა ვინმე მუსიკოსზე ან არტისტზე თემას გახსნით, აუცილებლად მიუთითეთ მისი სახელი და გვარი ლათინური ასოებით.

მიზეზი ძალიან მარტივია: ძებნის დროს მომხმარებელთა უმრავლესობა საძიებელში წერს Mozart და არა მოცარტს. იგივე ეხება სხვა კომპოზიტორებს ან შემსრულებლებს, ამიტომ გაითვალისწინეთ!

Posted by: Charles IX 9 Jan 2009, 18:25
ძველი წესები ბუნებრივია ძალაში რჩება.

ჩემის მხრიდან გაგაფრთხილებთ, რომ ყველანაირ ლაზღანდარობას - განსაკუთრებით კი ყოვლად უაზრო და უადგილო თემების გახსნას - დაუნდობლად შევებრძოლები...


Posted by: Charles IX 8 Jul 2009, 02:26
ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დამატება:
ფორუმის, ისევე როგორც საქართველოს, სახელმწიფო ენა ქართულია!
აქ შემოდიან ადამიანები, რომლებმაც შეიძლება არ იცოდნენ რუსული, ინგლისური, გერმანული, იტალიური, ჩინური და ა.შ. ენები.
ამიტომ, თუ უცხო ენაზე პოსტავთ, 2-3 წინადადებით მაინც ქართულად დაწერეთ, რაზეა პოსტში საუბარი.
ცხადია, ლექსების თარგმანს არ ვითხოვ...

Posted by: Charles IX 10 Jul 2009, 19:19
უცენზურო ლექსიკის გამოყენებას დაუყოვნებლივ და გაუფრთხილებლად მოჰყვება ვორნი!

Posted by: Charles IX 29 Mar 2010, 13:25
ფოტოების დადებისას გაითვალისწინეთ , რომ დიდი სურათები "წელავს" ფორუმის გვერდებს და ფოტოები დააპატარავეთ.
ამ წესის შეუსრულებლობას მოჰყვება გაფრთხილება - ჯერ სიტყვიერი.

Posted by: Charles IX 22 Jan 2012, 20:24
რომელიმე მუსიკოსის სექსუალურ ორიენტაციაზე საუბარს ავტომატურად და გაუფრთხილებლად მოჰყვება სანქციები!!!
გთხოვთ გაითვალისწინოთ!!!

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)