მოკლედ სვარკის აპარატი გადავაკეთე თუმცა ძალიან საწვალებელი გამოდგა...
მივიღე სტაბილური 38 ვოლტამდე ვოლტი მეტი ვერა, შეიზლება ძაბვის აწევა თუმცა მერე პარამეტრებში რაღაც ვერ ჯდება უფრო ცხელდება, 38 ვოლტზე უფრო სტაბილურობა შეინარჩუნა და შედარებით ნორმალური სიმძლავრეც დაიჭირა, უფრო მეტ ძაბვაზე მაშინ ტრანსფორმატორსაც უნდა გადახვევა უკვე... მთლიანად გავაუქმე სქემაზე თავისი მაღალი სიხშირის გენერატორი, მივაერთე სხვა სიხშირის გენერატორი. სურათზე რომ არის ისეთი.
დამეთხარა თვალები ამ მიკროსკოპულ დეტალებზე პლატაზე მუშაობაში...
მაგის ნერვებიც აღარ მაქვს ჩავუჯდე და საქმე ბოლომდე მივიყვანო. 250 ამპერიანი სვარკის აპარატზე რეალურად ამოვქაჩე 80 ამპერი დენის ძალა მუდმივ დატვირთვის რეჟიმში
ეხლა ეს სვარკის აპარატიც არ იყო რეალური 250 ამპერიანი, 200 ლარიან სვარკის აპარატს მეტს რას მოვთხოვდი, რეალურები და შესაბამისი ამპერის სვარკის აპარატები 4..5-ჯერ ძვირი ღირს... რეალური არმოჩდა 140 ამპერიანი და გადაკეთების შემდეგ სტაბილურად მივიღე 80 ამპერი... შემიძლია დაცვის სიდიდე გავუზარდო უფრო მაღალ ამპერზე მაგრამ საეჭვოა მეტ სიმძლავრეს გაუძლოს ცხელდება დეტალები ძალურ სქემაში...თუ ეხლა ყველაფერი შევცვალე ტრანზისტორები ტრანსფორმატორი, დავამატე ტევადობები. გავზარდე რადიატორები რაღა გამოვიდა ყველაფერი თუ შევცვალე...
მოკლედ ისევ გამზადებული და დანასტროიკებული ქარხნური ვარიანტის კვების წყარო ჯობია, სვარკის აპარატის გადაკეთება შეიზლება მაგრამ ძაან საწვალებელია. მოკლედ თემაც იხურება.
გამოვწერე ქარხნული იმპულსური კვების წყარო უკვე.
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)