#57178457 · 17 Nov 2020, 07:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Heracles12
QUOTE | ბრმა დაჯერება არის ის რომ როდესაც ერთ მიმართულებას იცნობ მხოლოდ და ხარ მხოლოდ ერთი ინფორმაციის გავლენის ქვეშ, არ გადაამოწმებ, არ შეისწავლი, ფაქტების იგნორირებას ან გალამაზებას ცდილობ, და არ აქვს მნიშვნელობა რელიგიური ხარ თუ ათეისტი. |
ისე პირველი ხარ ათეისტებს შორის ვინც მითხრა ბრმად გწამსო (გჯერავსო) ....ეს სიტყვა ყოველთვის გამოიყენება როცა ერთი რელიგიის მორწმუნე ეუბნება მეორე რელიგიურ მორწმუნეს ბმად იჯერებ ამას და ამასო ...და სწორედ ამას ვეუბნებით ერთმანეთს გადაამოწმე, შეისწავლე, მოიძიე მეტი ინფორმაცია და ასე შემდეგ ....მაგრამ როდესაც ათეისტი მეუბნება ბრმად გჯერავსო ცოტა უცნაურად მომეჩვენა მსგავსი კითხვა და აი შენც ანალოგიურად იგივე პასუხი გამეცი რაც ჩვენ ერთმანეთს (მორწმუნეები) ვეუბნებით (გადაამოწმე, შეისწავლე, მოიძიე ) .....საქმე ის გახლავთ რომ როდესაც საუბარია არამატერიალურ სამყაროზე, ძალიან რთულია მიიღოს და დაკმაყოფილდეს მატერიალური ცოდნით ... სულ რომ ვუნდერკინდი იყოს და შეისწავლოს აფსოლიტურად ყველა მეცნიერული ნაშრომი მაინც ვერ დაკმაყოფილდება ....
აქ ადრე მახსოვს ჩვენმა მოდერატორმა ლაბარნამ დასვა მსგავსი კითხვა ....რა უნდა იყოს ისეთი რომ ადამიანი დარწმუნდეს ღმერთის არარსებობაშიო (დაახლოებით ასეთი კითხვა იყო) რომელიც მახსოვს გავეცი პასუხი "უნდა იყოს ყოვლისმცოდნე, ყველგანმყოფი, ფაქტიურად ღმერთი უნდა იყო რომ დარწმუნდეს ღმერთის არარსებობაშითქო " ....და ეხლა შენ რომ მეუბნები ისწავლე ადამიანის ფიზიოლოგიაო, შეისწავლე მეციერების დადებული აღმოჩენებიო, მერწმუნე ამით ვერცერთ მორწმუნეს ვერ გადაათქმევინებ და ვერც გადაარწმუნებ არამატერიალუ სამყაროზე ფიქრს და მრწამს .....ამიტომ ძალიან იშვიათად თუ ვკამათობ ათეისტებთან ისიც იმ დროს ვერთვები დისკუსიაში თუ ჩემს რწმენას აბუჩად ლახავენ
QUOTE | ბრმა დაჯერებას ვეძახი შესაბამისი დასკვნების გასაკეთებლად საჭირო ინფორმაციის არქონას და ხარ მხოლოდ გარემო სიტუაციის გავლენის ქვეშ და მხოლოდ ამ გავლენის შედეგად გიყალიბდება საკუთარი ხედვა. |
ზემოთ დაგიწერე არ არის საკმარისი მხოლოდ ინფორმაციის არ ქონა რადგან მატერიალური ცოდნით ვერ გადაათქმევინებ არამატერიალურს.....ხოლო რაც შეეხება გავლენამ სრულიად შესაძლებელია იმოქმედა ჩემზე როდესაც ბავშვობიდან რომ მესმოდა ღმერთი ანგელოზი ეშმაკი ჯოჯოხეთი სამოთხე .....თუმცა თავიდან არ ვყოფილვარ მორწმუნე სადღაც 17-18 წლის ასაკიდან დამეწყო
QUOTE | აქ არის თემა წარღვნაზე, და იქიდან გადმოვაკოპირებ ჩემს კომენტარს და თუ გსურს წარღვნაზე იქ გავაგრძელოთ საუბარი. |
ოკ ...მოგვიანებით გავცემ პასუხს შესაბამის თემაში
QUOTE | არსებობს მეცნიერების მიერ დაგროვილი ზღვა ინფორმაცია, რომლის გაცნობა უფრო მეტ პასუხს სცემს კითხვებს ვიდრე ბიბლია. |
შესაბამისად ბიბლიაც და სხვა ეკლესიის მამების დაგროვილი ზღვა ინფორმაციაც უფრო მეტ პასუხს სცემს არამატერიალურზე ვიდრე მეცნიერები და რა ამით? .....მოდი ლოგიკარად ვიმსჯელოთ ....როდესაც ადამიანს თავში მოსდის აზრი და სვამს კითხვას "ვინ შექმნა ეს სამყარო? (ალბატ შენთვის ლოგიკური კითხვააა ხო? და ასევე დარწმუნებული ვარ აფსოლიტურად ყველა ადამიანი სვამს ამ კითხვას ათეისტიც და თეისტიც )და როდესაც თავისთავს გასცემს პასუხს რომ ამ უზარმაზარ სამყაროს აუცილებლად უნდა ყავდეს შექმნელი აი მაქედან იწყება მისი მორწმუნეობა ...დაიწყო კითხვების კორიანტელი ....აიღო ბიბლიის წიგნი გადაშალა 1 გვერზე და კითხულობს "თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა" .....ოკ გაარკვია ვიღაცამ შექმნა ....მაინც ვერ ისვენებს და აიღო მეცნიერების უზარმაზარი წიგნი და აინტერესებს იქაც იქნებ რამე ეწეროსო და იქ კითხულობს "ჯერ ჯერობით არ ვიცით სინგულარობის წერტილამდე რა იყო, არ ვიცით რა იყო როცა დრო და სივრცე არ არსებობდა" ....აი ეხლა შენ გეკითხები და ლოგიკურად გამეცი პასუხი რა ზღვა ინფორმაცია უნდა მიაწოდო მორწმუნეს რომ გადააფიქრებინოს ღმერთის შემქნილი რომ არ არის? .... დაიკიდე ნოეს კიდობანი და 6000 წლიანი სამყარო და სხვა მსგავსი ჩაწერილი აბრაკადაბრები ბიბლიაში ....ანუ მან კონკრეტულად გასცა თავისთავს პასუხი ვიღაცას უნდა შეექმნა ეს სამყარო და სხვა ჯერ არავინ გამოჩდა ისეთი ვინც ამ კითხვას სხვანაირად ლოგიკურად დაასაბუთებდა ....ერთი ამბობს ვიციო და უმაღლესმა გონმა შექმნაო და მეორე ამბობს არ ვიციო ....რა ვქნათ ჩვენ მორწმუნეებმა? ...რა წიგნს შემომთავაზებ ისეთს რომ დამარწმუნებს იმაში რომ ღმერთის შექმნილი კი არა აგერ ეს იყო აგერ ის იყო და ასე შეიქმნაო თავისთვისო .....არ მჯერავს ქაოტურად მოძრავი 33 ასოსგან თავისით შექმნილი ვეფხისტყაოსნის
QUOTE | ნებისმიერი რელიგიის მუღამი ის არის რომ თავისი ხედვა და თავის ღმერთი არის უპირატესი და ის ვერ უშვებს მრავალღმერთიანობას. |
ლოგიკურად მოაზროვნე მორწმუნე ვერასდროს დაუშვებს მრავალღმერთიანობას ....ან როგორ უნდა დაუშვას როდესაც ერთი სხვას გაიძახის და მეორე სხვას? ....ჩემი ღმერთიც სწორია და შენი ღმერთიცო არ მიმაჩნია სწორი 21 საუკუნეში როდესაც ინფორმაციის ზღვა მასალაააა....სადაც არ იყო ინფორმაცია რწმენა კი ქონდათ მაგრამ ზოგს ადამიანი (ფარაონი) ეგონა ღმერთი და ზოგიც (რომაელები) მრავალღმერთიანობის სჯეროდათ
QUOTE | ეს ნორმალური მდგომარეობაა რელიგიისთვის, ჰყავდეს მეტი მიმდევარი. ქრისტიანობაც არ არის გამონაკლისი. თუნდაც ჯვაროსნული ომები ურჯულოთა წინააღმდეგ, თუნდაც ინკვიზიცია, თუნდაც ამერიკის და სხვა ქვეყნების ქრისტიანობაზე მოქცევიისთვის დაუსრულებელი ბრძოლა. |
აი ეხლა მე ვარ მორწმუნე ადამიანი ....და ჩემთვის ჯვაროსნული ომები, ინკვიზიცია, და ძალათ მოქცეული ქრისტიანების მცდელობა საერთოდ არ შემომყავს ჩემს ეკლესიის წიაღში ....ანუ საერთოდ არ მივაწერ ამ ქმედებას ჩემს ეკლესიას და ვამბობ რომ ეს ადამიანების ბოროტი განზრახვა იყო და არა ეკლესიის .....ჩემი ეკლესია არის სიყავრულის, სიკეთის, გადარჩენის და ნებაყოფილობითი და ეს სიმტკიცე დამყარდა პირველ საუკუნეში ქრისტეს მიერ და იმ მოციქულების მიერ ვინც თავი გასწირეს ამ ყველაფრისთვის რომელიც არასდროს მოიშლება სანამ ეს სამყარო იარსებებს ...ანუ თუ ვინმე არღვევს ამ წესს (მღვდელი, ბერი, ეპისკოპოსი თუ სხვა) არ განიხილება ეკლესიის პოზიციად ...თუ ვინმე იქადაგებს ეკლესიაში ისეთ რამეს რაც ეწინააღმდეგება სიყვარულს სიკეთეს გადარჩენას და ნებაყოფილობითობას ავტომატურად გამოდის თავისი პოზიცია და არა ეკლესიის ......
QUOTE | მეცნიერება არის სისტემა, სტრუქტურა რომელიც ცალკე დგას ეკლესიისაგან და ნებისმიერი რელიგიისაგან. |
გეთახმები....მაგრამ ჩვენი განსხვავებული აზრი ის არის რომ შენ ამბობ რომ ესენი მტრები არიან ...და მე კიდევ ვამბობ რომ პირიქით ეკლესია ყოველთვის მიესალმება მეცნიერებს და ახალ აღმოჩენებს ......ან რაში უნდა შეეწინააღმდეგოს მართლა არ მესმის .....ერთი არის რომ თუ ადამიანი ამ აღმოჩენას ბოროტად გამოიყენებს მაშინ ეკლესია ყოველთვის აღუდგება წინ ....დანა კარგი გამოგონებააა პურის გასაჭრელად თუმცა ბოროტადაც შესაძლებელია რომ გამოიყენეონ
QUOTE | უნივერსიტეტები, სამეცნიერო დაწესებულებები, ლაბორატორიები, და ა.შ. არიან ორგანიზებული სტრუქტურა რომელნიც შეისწავლიან სხვადასხვა საგნებს, მიმართულებებს, საკითხებს და ა.შ. თუ მათში არსებული ადამიანები ამბობენ რომ სწამთ ღმერთის ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა და ძალიან უცნაურიც რადგანაც იდეაში გამორიცხავენ ერთმანეთს. |
რომელია ეგ საგნები შეგიძლია დაწერო? ....ერთადერთი შეიძლება ბიოლოგიის სფეროში იყვნენ ვინც ევოლუციას იკვლევს რადგან აშკარად იკვეთება ის ნიშნები რაც ბიბლიას ჩემი აზრით ეწინააღმდეგება ....ეხლა ისე არ გაიგო ეკლესია ბიოლოგიის საგანს ეწინააღმდეგებოდეს იქ ბევრი კარგია შექმნილი ....კერძოდ ეწინააღმდეგება როდესაც პრიმიტიული უჯრედიდან გამოყავთ ყველა ცხოველი, ფრინველი, ქვეწარმავალი, ბუზიც, კალიაც და თევზიც სადაც იბლიაში ნახსენებია პირდაპირი მნიშვნელობით "თავთავისი გვარისდა მიხედვით".....ისე არ გამიგო ეხლა მთლიან ევულოციას მეც არ ვეწინააღმდეგები სადაც მუტაციის დროს რაღაცა გაუჩდება ან გაუქრება ...მე ვეწინააღმდეგები ადამიანს და მაიმუნს ერთი წინაპარი ყავდეს .....მოკლედ აქ არ გვინდა მართლა ვაოფებთ თემას
QUOTE | მე მიგვრძვნია ეს როდესაც გავაცნობიერე რომ ღმერთი არ არსებობს ერთი თვე ცუდად ვიყავი, |
აი ეს ძალიან საინტერესოა ....მე მართლა მიკვირს იმ ადამიანების ვინც იძახიან რომ ღმერთი არ არსებობს და ეს უხარიათ ......აი რომ მოხდეს სასწაული და დამტკიცდეს ღმერთის არარსებობა ჩემი ცხოვრებას არანაირი შინაარსი აღარ იქნება .....ჭამე სვი იძინე და ბოლოს მოკვდი (გააზრებაც კი არ მინდა) .....
QUOTE | მღვდლების ქადაგება ტაძრებში თუ პირად საუბრებში - მობილური, კომპი, ინტერნეტი, სმარტფონი, აიდი ბარათები თავიდანვე იყო ეშმაკის გამოგონებად მონათლული თუმცა მოგვიანებით მათმიერვე სიამოვნებით მიღებულ გამოყენებული და თუნდაც ვაქცინაცია რომელსაც დაჩიპვას უწოდებენ და ხალხს აშინებენ ამით. |
ხოდა ეს არ არის ეკლესია ....ეს არის ერთი პიროვნული (თუ ჯგუფური) ილუზიები ....აი ეხლაც მაქვს მთელი დისკუსია იმათზე ვინც ქრისტიანობა ჩიპის მიღება არ მიღებით რომ საზღვრავენ ....სულ რომ ჩიპებით გაავსონ ჩემი სხეული ვინ განმაშორებს ქრისტეს? ...
თუმცა არის ფსიქოლოგიური მომენტიც როდესაც მეცნიერება რაიმე სიახლეს შემოგვთავაზებს თავიდან შიში არსებობს ....მაგალითად ძალიან მაინტერესებს ის პირველები ვინც თვითფრინავში ჩაჯდა და გაფრინდა ....სადღაც მაქვს ადრე ამოკითხული გარკვეული პერიოდი ხალხი არ ჯდებოდა ავტობუსში თუ ტრამვაიში და რაღაც ეშმაკის რაღაცას ეძახდნენ ......მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს ეკლესიის პოზიციას?
QUOTE | არამარტო, ეს ყველაზე ცნობილი ფაქტია თუმცა სხვა უამრავი ფაქტი არსებობს და ამისთვის გავხსენი აქვე თემა ინკვიზიციაზე სადაც მინდა დავდო ინფორმაცია ქრისტიანობის მიერ შეწირულ ადამიანებზე. |
ხო ვნახე და აუცილებლად შევეხმიანები ...კოპერნიკს ჯორდანო ბრუნოს და გალილეო გალილეის (დანარჩენი არ ვიცი)
QUOTE | რელიგიას წარმოდგენა არ აქვს არც ქიმიაზე და არც ბიოლოგიაზე, არავითარი ცოდნა არ გააჩნია ამ სამყაროზე თუმცა პრეტენზია აქვს სრულყოფილი ცოდნისა იმ სამყაროზე რომელიც არ არსებობს და თვალით არავის უნახავს. |
როგორი მტკიცე რწმენა გაქვს ......დავიჯერო 100% გჯერავს რომ ის სამყარო არ არსებობს?
QUOTE | კი ბატონო შეგვიძლია ამოვწიოთ ის თემა და იქ გავაგრძლოთ |
დიდი ცოდნა არ გამაჩნია ....თუ ჩემ გლეხურ კითხვა პასუხებს გაუძლებ დიდი სიამოვნებით გაგესაუბრები ....იქ ისეთ თემებზე მიდიოდა საუბრები აშკარად არ მაქვს მაგის განათლება თუმცა დიდი სიამოვნებით ვკითხულობდი მორწმუნეების და ათეისტების საინტერესო დიალოგს
QUOTE | ახდენს და ძალიან დიდ გავლენას. მინდა გითხრა რომ შენ თან საუბარი ძალიან საინტერესოა თუმცა ამ თემაში ძალიან ბევრ სხვადასხვა საკითხებს ვეხებით და ძალიან ძნელი ხდება საუბარი. თუ სურვილი გაქვს ყველა საკითხი რომელსაც შევეხეთ გადავიტანოთ სხვა თემებში, ზოგი ამოვწიოთ ზოგი შევქმნათ და გავაგრძელოთ, შეიძლება ვინმე ჩაგვერთოს ჩვენს დისკუსიაში კულტურულ ფორმებში და ა.შ. თუ გსურს რა თქმა უნდა. ზოგჯერ დრო არ გვაქვს ყველა აქ ჩამოთვლილ საკითხებს შევეხოთ არადა ერთზე მარტო პასუხის გაცემა ცოტათი უპატივისცემლობასაც შეიძლება ჩაითვალოს და ამიტომ უფრო კომფორტული იქნება ცალცალკე გავანაწილოთ. რას იტყვი? |
კი ბატონო მე თანახმა ვარ ....თუმცა ისიც გაითვალისწინე რომ ამერიკაში ვარ ეხლა და ჩემი პოსტები ღამის საათებში იქნება ...ეს დღეები უსაქმურად ვიყავი და დრო მქონდა აქ რომ მეწერა ...ეხლა დავიწყე მუშაობა და მხოლოდ ღამის საათებით შემოვიფარგლები
QUOTE | Эйнштейн не раз подтверждал, что начало теории расширяющейся Вселенной положил А. А. Фридман.
|
აქ ის კი არ არის საინტერესო ვინ პირველი დაასწრებს ...არამედ საინტერესოა იმ მღვდელმა ამ ფრიდმანისგან დამოუკიდებლად რომ ჩამოაყალიბა ეგ თეორია
This post has been edited by lasha kakauridze on 17 Nov 2020, 07:55
--------------------
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება *** სადაც სიტყვა 'ყველას' წააწყდები პირდაპირი გაგებით კი ნუ იგეფ რო ყველა იგულისხმება. (c) დაისი
|