ადრეც ეს ნიკი გქონდა?
ჭკვიანი ბიჭი ხარ (შენს ეგოს მივეფერე
) იმიტომ რომ ეგ სწორედ ის დახასიათებებია, ანუ ნიშნებია, რასაც ფილოსოფიაში პრედიკატებს უწოდებენ. პრედიკატები არსებობს პირველი, მეორე და აშ. ხარისხის. პირველი ხარისხის პრედიკატები არსებითი ნიშნებია.
არსებითია ნიშნები ,რომლებიც ყველა ვარიანტში სახეზე გვაქვს უცვლელად, რაც უნდა პირობები ცვალო ფენომენის გამოვლენისთვის. შენს ნუსხაში არის ეს პრედიკატები. მაგრამ აი ოინი: არსებითი ნიშნების კრებსითობა შენ მინც ვერ გაძლევს არსებას. ეს ფილოსოფიის აქილევსის ქუსილია. არისტოტელეს შემდგომ ფილოსოფიას ვგულისხმობ.
შენი მიზანი ეგოს დახასიათება კი არ უნდა იყოს, თუმცა ესეც გარკვეული ეტაპი და საჭირო სამუშაოა. შენი მიზანი ეგოს არსების მოხელთებაა. ნიშნების ანუ პრედიკატების შეგროვებით თუ ამოიწურები ის ყოველთვის დაგისხლტება ხელიდან. რაოდენობიდან თვისებრივს ვერ მიიღებ. პარადიგმა აქ სხვა ხარისხში(სიხშირეზე) უნდა გადაიყვანო.
როგორ? მაგ: უნდა გავიგოთ რომ რომ არსებობა და არსება არ არის ერთი და იგივე. მართალია ეგო ვლინდება რღაც ნიშანთ ერთობლიობით, მაგრამ ამ ნიშნების წარმომშობი არსება ცხადია ნიშნებზე მეტია. მეტია ის არ არის ამ ნიშანთა ჯამი. ტოლობას ვერ დასვამ რადგან ნიშნები დინამიკაშია ყველა პარამეტრზე და ამას დასასრული არა აქვს. ჩვენ ვგრძნობთ სუნს და ვცდილობთ მის წარმომშობ წყაროს მივაგნოთ. სუნს მივყვებით. მისი სიძლიერის დინამიკას. ეს ლოგიკურია.
მეცნიერული კვლევა მარტივი დაკვირვებიდან იწყება. იგივე უნდ ვიმოქმედოთ ეგოს შემთხვევაშიც:
უნდა გავყვეთ ეგოს დინამიკას და პირველწყარომდე მივიდეთ.
ცხადია ძლიან კარგი და საჭიროა მახსითებლების, არსებითი პრედიკატების ცოდნა, მაგრამ ეგ დინამიკაში ვერ გაგიყვანს.
მიზანი კი ეგა: როგორ შევიმეცნოთ ეგო?
ანუ როგორ შეიმეცნოს ეგომ თავისი თავი? შესაძლებელია კი?
შესაძლებელია რომ ეგოს თვისი თავი შევამეცნებინოთ?- აი ზეფილოსოფიური პრობლემა
და
რა შანსები აქვს ადამიანს ამ პრობლემის პირისპირ? აი კითხვები რომლებსაც ისევ ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და პასუხებშიც ჩვენვე აღმოვაჩინოთ შეცდომები, რომლებიც გამოსწორებადია.
* * *
Chamaneსრული ჭეშმარიტებაა. მაგრამ
"მაგრამშია" საქმე სწორედ
)
ეს რომ ასე იყოს გლობალურ-ტოტალურდ, მაშინ ეგ აზრიც მაია იქნებოდა, ნუ არვითარი ძალის, წონის და მნიშვნელობის მქონე.
აქ უკვე წარმოდგენასთან მივდივართ, როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი გაგებით.
This post has been edited by annavita on 20 Oct 2018, 12:24
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო