Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ARCADE, CASUAL & MOBILE GAMES > Tom Clancy's ShadowBreak |
Posted by: SpringtimeOfYouth 7 Apr 2017, 20:40 |
https://play.google.com/store/apps/details?id=com.ubisoft.snipe&hl=en-US თამაში ჯერ მხოლოდ კანადაში გამოვიდა თუმცა მისი დაინსტალირება apk და obb ფაილითაა შესაძლებელი http://appmirror.net/games/action/tom-clancys-shadowbreak/ საჭიროა გადმოწერილი obb ფაილის ანდროიდის obb სექციაში გადატანა თამაშში მობა და შუთერია შერწყმული. შესაძლებელია არენაზე სხვადასხვა მებრძოლების გამოყვანა კარტების საშუალებით, რომლებიც სხვადასხვა კლასებად იყოფიან და განსხვავებული დროის გასვლა ესაჭიროებათ მეორეჯერ გამოყვანისთვის. შესაძლებია ამ კარტების და შესაბამისად მათი მეშვეობით გამოყვანილი მებრძოლების უნარების გაძლიერება. მებრძოლების გამოყვანის გარდა შეიძლება სროლაც. მოქმედი პირველი პირი სნაიპერია, რომელსაც სროლისთვის ადგილების გადანაცვლება შეუძლია ამისთვის განკუთვნილ რამდენიმე პოსტზე. შეიძლება სროლა როგორც მოწინააღმდეგისთვის, ასევე მის მიერ გამოყვანილი მებრძოლებისთვის. თუ მოწინააღმდეგე მოკვდა ეს იმას არ ნიშნავს რომ ვეღარ შეძლებს თამაშს, მაგრამ მცირე დროით ვეღარ ითამაშებს რაც დიდი უპირატესობაა. შესაძლებელია სხვადასხვა იარაღის ტარება და მათი გაუმჯობესება. მოსაგებად საჭიროა მოწინააღმდეგის მთავარი ობიექტის განადგურება რომელსაც ორივე ხაზზე თითო თავდაცვითი ნაგებობა იცავს. თუ მთავარი ობიექტი ვერ განადგურდა მაშინ იმ შემთხვევაში მოვიგებთ თუ დროის გასვლის შემდეგ მოწინააღმდეგეს უფრო ნაკლები ასეთი თავდაცვითი ობიექტი ექნება განადგურებული ვიდრე ჩვენ. თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში ფრე დაფიქსირდება. |
Posted by: goga18a 8 Apr 2017, 11:11 |
გავიგე ამ თამაშზე მოკლედ ქლაშ როიალი + შუთერია ქლაშ როიალის შემდეგ ბევრმა დევმა აიღო ინსპირაცია |
Posted by: Freestyle 10 Apr 2017, 13:11 |
იოსზე ვერ ვიწერ |
Posted by: SpringtimeOfYouth 22 Jun 2017, 11:31 |
ეს დრონები ნერვების მომშლელია ძალიან |