მოკლედ ჩემი მეგობრების მეგობარი იყო ჩამოსული მოსკოვიდან და ჩვენთან დარჩა 1 კვირა. ყოველდღე ვსვამდით, ვათენებდით და ა.შ. ბოლოს რო უნდა გაფრენილიყო, ფული აღარ ჰქონდა საერთოდ დარჩენილი. სადღაც ღამის პირველი საათია და ემზადება, ალაგებს. სადღაც 3-ზე აქვს ფრენა. ჩემმა ერთმა მეგობარმა თქვა მე გავაცილებო. დანარჩენები სუფრას ალაგებდნენ. უცებ გავიაზრე რო მერე ის იქიდან თვითონ მარტო უნდა წამოსულიყო და მეთქი მეც გამოგყვებით. მოკლედ გამოვიძახეთ ტაქსი და სადღაც 30 ლარამდე დაგვიწერა და იასნა ჩვენი გადასახდელი იყო, რადგან იმ გოგოს არ ჰქონდა დარჩენილი ვაბშე :დდ
ჩავსხედით ტაქსიში და თანდათან ეს ტაქსისტი ძაან კონკრეტულ კითხვებს გვისვამს: რამდენი წლისები ხართ, მერე იქიდან რითი უნდა წამოხვიდეთ და ა.შ. მე წინ ვზივარ და ის-ის არის მე მეკითხება, შენ რამდენი წლის ხარო რო თან ლოკაცია გათიშა
დავიძაბეთ ყველანი, თან ვმესიჯობთ ერთმანეთში და რო რამე 112 აკრეფილი გვაქვს და ვცდილობთ არ ავყვეთ საუბარში
მოკლედ ძაან საშიში იყო, მაგრამ კარგად დასრულდა, მიგვიყვანა აეროპორტში და რაღაც მოვატყუეთ რო არ დაგვლოდებოდა.
ნუ იქ რიგში დგომა, დამშვიდობება, ისა-ესა. ბოლოს, როგორც იქნა, გაფრინდა ის გოგო და დავრჩით მარტო მე და ნათია. ღამის 4 საათია დაწყებული. და ვფიქრობთ იმაზე, რო ისევ ტაქსი უნდა გამოვიძახოთ და კიდევ 30 ლარი გადავიხადოთ:დდ და უცებ ვხედავ რო აწერია რაღაც ავტობუსი მოვა 10 წუთში. მეთქი დაველოდოთ, ჩვენი რა მიდის და ავტობუსს გავყვეთ, თან უფრო უსაფრთხო იქნება თქო
მოვიდა ეს ავტობუსი, ძაან გაგვიხარდა, იხსნება კარი და... თითქოს აი ახალ პორტალში შესასვლელი კარი გაიხსნაო :დდ პირველი, რამაც გამაბრუა, იყო საშინელი სუნი
მერე თანდათან მოვავლეთ თვალი და ყველა ბომჟია :დდ იქ უკან ვიღაცას ლეიბი აქვს გაშლილი და ვედრო და წყალი უდგას
კანტი-კუნტად სხედან, ერთმანეთზე თავები აქვთ დადებული და თვლემენ
მეთქი ვაახ:დდ
ნუ ვერსად ვერ დავსხდებოდით. ჯერ ერთი ისეთი ადგილი არ იყო, რო გვერდიგვერდ ორი ყოფილიყო თავისუფალი
მერე ყველაფერი ყარდა და საშინლად ჭუჭყიანი იყო
ამიტომ მთელი გზა ფეხზე უნდა ვმდგარიყავით და თან არაფერს მივკარებოდით:დდ
ხოდა აი ეგეთ სიტუაციაში რო აღვმოჩნდით, გვგონია რო მძღოლი მაინც იქნება სანდო და მივდივარ და ვეკითხები თუ მიგვიყვანს სახლთან
გადმომხედა ღიმილით და "ჰმმმ რა ვიცი აბა გოგოებო რავიცი"
აი მარტო სახლში როა ფილმი და მანდ რაღაც საშიშ პარკში რო მოხვდება, ტაქსიში ჩახტება და ტაქსისტიც ეგეთი გაეჩითება, ზუსტად ეგ პონტი იყო :დდ
მოკლედ, ვენდეთ ბედს და ვიდექით პადრუჩკით.
თან ვცდილობთ არ შეგვეტყოს შიში და პირიქით ვიღადაოთ
ნათიამ დაიწყო აუ წარმოიდგინე ეს ყველაფერი წინასწარ რო ყოფილიყო დაგეგმილი ჩვენს მოსატაცებლადო
ხო კიდევ ერთ კუთხეში ნიმროდელასნაირი ახლაგაზრდა ბიჭები იყვნენ და დანას ატრიალებდნენ
ერთს ეძინა
უცებ გაეღვიძა, გაიხედა ფანჯარაში, ვაა ჩემი ავლაბარი, მე აქ ჩავალო
და ვიღაც ეძახის სად მიდიხარ, ჯერ 6 არაა საათიო
ვაახ მეთქი რა ხალხში ვატ:დდ
ალბათ მანდ ათენებდნენ ეგენი
მოკლედ როგორღაც მოვაღწიეთ სახლამდე
აუ კიდევ ბევრია მოსაყოლი მაგრამ ესეც რამხელა გამოვიდა და მეც მეძინება
წავედი, ღამე მშვიდობის