ესეიგი არ ვიცი ვინმეს თუ ჭირდება კიდევ აქ XBOX 360 მაგრამ როგორც წინა პოსტში დავწერე შესაძლებელია დაპრაშივკება იაფად ჩიპის გარეშე. პრაქტიკაშიც გამოვცადე უკვე.
გამოვიყენე ყველაზე იაფიანი ფლაშერი.
MTX NAND Programmerდა ერთი 3 კილოომიანი წინაღობა ჩემი XBOX ის შემთხვევაში რომელიც ტრინიტია. სხვადასხვა XBOX სხვადასხვა წინაღობა უნდა.
და ნუ კიდე წვრილი მავთული ორი მავთულის გაყვანაა საჭირო პლატაზე აქედან ერთერთ კონტაქტს გადაფხეკა უნდა და წვრილი ინსტრუმენტისა და კარგი გამადიდებელი შუშის გარეშე ალბათ ძალიან ძნელი იქნება.
პროგრამატორის მიკალავება საკმაოდ ადვილია და mini USB კაბელით უერთდება კომპიუტერს.
დრაივერის დაყენება windows 10 ზე ცოტა პრობლემაა უნდა ვინდოუსში გამოურთოთ დაცვის ფუნქცია რო unsigned დრაივერები დააყენოს.
პროგრამას რომელიც პრაშივკას აკეთებს ქვია j-runner with extras.
და ბოლოს დეშბორდი გადავაყენე უფრო მოხერხებული მოხმარებისთვის და დავაყენე ავრორა.
რომელიც საშუალებას იძლევა ლანში პირდაპირ გადაიგზავნოს თამაშები კომპიუტერიდან XBOX ზე. ფლეშკით, გარე ვინჩესტერით და დისკითაც შეიძლება გადატანა.
ძირითადად ამ ტუტორიალით ვიხელმძღვანელე უბრალოდ ეს სხვა ფლეშერს იყენებს დანარჩენი იგივეა ყველაფერი.
თუ ვინმეს გადამწვარი დისკის წამკითხველი გაქვთ XBOX 360 ში და გინდათ რომ ისევ გამოიყენოთ კარგი მეთოდია გამოსაცოცხლებლად
This post has been edited by Snes on 29 May 2022, 12:04